Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მეცნიერება და განათლება > ინფორმატიკაში ოქროები


Posted by: iBoss 5 Sep 2018, 20:31
ფბ-დან:
დაზუსტდა მედლების განაწილების ზოგიერთი დეტალი მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში. საქართველოზე მეტი ოქროს მედალი მოიპოვა მხოლოდ სამმა ქვეყანამ: ჩინეთმა (4), აშშ-მ (3) და სამხრეთ კორეამ (3). ჩვენს გარდა ორი ოქრო მოიპოვა იაპონიამ, რუსეთმა, ბელარუსმა, პოლონეთმა და ინდონეზიამ.

შეიძლება ბევრმა იფიქროთ, რომ ისეთი რა წარმატებააო, მაგრამ ერთ ინფორმაციას მოგაწვდით. შეჯიბრში ყველა ქვეყნიდან (წელს 85 ქვეყანა მონაწილეობდა) 4-4 მონაწილეა. ჩინეთში ამ 4 მონაწილეს 70000 (არ შემშლია - სამოცდაათი ათასი) ბავშვიდან არჩევენ, ანუ ამდენი ბავშვი მონაწილეობს მათი ეროვნული ოლიმპიადის საწყის ეტაპზე. რუსეთში ეს რიცხვი 6000-ს უტოლდება, საქართველოში კი ინფორმატიკის ოლიმპიადის საწყის ეტაპზე 150-მდე მოსწავლე იყრის თავს. დასკვნა თავად გააკეთეთ. ცხადია, იმის თქმა არ მინდა, რომ ქართველები გამორჩეულად ნიჭიერები ვართ. უბრალოდ ამ შედეგის მიღმა ძალიან დიდი, თითქმის არაადამიანური შრომა დევს და კარგი იქნება თუ პროგრამირების სწავლება სასკოლო დონეზე უფრო მასიური გახდება. ამ დარგის გარეშე დღეს ვერცერთი ქვეყანა ვერ განვითარდება.
შეიძლება ზოგმა ისიც იფიქროს, რომ ოლიმპიადებზე მიღწეულ ცალკეულ წარმატებას ქვეყნისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მრავალი ქვეყნის წარმომადგენელთა შორის ჩვენ ვფიქსირდებით, როგორც მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ქვეყანა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეს შედეგები იძენს რუსეთთან მიმართებაში.

რუსული მედია-საშუალებებით ქართველები წარმოვჩინდებით, როგორც დაბალი განვითარების მქონე, აგრესიული კავკასიელი ხალხი, რომელიც თავს ყვავილების გაყიდვით, ჯიბის ქურდობით და ღვინის ფალსიფიცირებით ირჩენს. და აგერ უცებ შენ მას სჯობნი ყველაზე თანამედროვე დარგში - ინფორმატიკაში. ბევრჯერ მინახავს, რომ ასეთ ფაქტს თავში უროს ჩარტყმის ეფექტი აქვს. 2002 წლიდან დავდივარ საერთაშორისო ოლიმპიადებზე და რუსები ყოველთვის გვილოცავდნენ ბრინჯაოს მედლებს, ვერცხლის მედლებზე გამოხატავდნენ აღფრთოვანებას, მაგრამ არც ცოტნე ტაბიძის და არც ნიკა სვანიძის ოქროები არ მოულოცავთ 2010-სა და 2014-ში. შარშან, როცა ნიკა ბირკაძე ევროპის ჩემპიონი გახდა უმცროსი ასაკის მოსწავლეთა შორის, მთელი დღე ნირწამხდარი დადიოდნენ (რუსი მოსწავლეები მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე გავიდნენ), მერე კი ერთმა მათგანმა შემოგვჩივლა, სოციალურ ქსელებში გვლანძღავენ, ქართველმა როგორ გაჯობათო.
სიტყვა გამიგრძელდა. მოკლედ, უნდა ვცადოთ, რომ ყველა დარგში მოწინავე პოზიციები გვქონდეს. მაშინ მტერსაც კი პატივისცემის გრძნობა გაუჩნდება. სასიამოვნოა, როცა გესმის ზურგს უკან ხმადაბლა ნათქვამი: "აი, ესენი არიან ქართველები".
https://www.facebook.com/zaza.gamezardashvili/posts/1863639470349677?__xts__%5B0%5D=68.ARB04PG-teKADgD1MUJJaJz5l1v5D_kp3qWydvmAVCFY18u_k_I5_dTgmZVoisaqKBLAViChKIOom6V2oVOggcUpEj_suwwq_dqxBwh9b62glDuED-1pGXh2C6vZu40Bgm53m8XH1eNxCtvBtVT312UGpUo4D8cgpl1sc4W_5fOtitEDxyttRg&__tn__=-R



აი რა უნდა იყოს სკოლაში პრიორიტეტული, ისე კი ყველას გრჩევთ ბავშვების ამ დარგში ჩაბმას, ეს არის დღეს და სამომავლოდაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და დაფასებული პროფესია, კარგი პროგრამისტისთვის არ არსებობს არც საზღვრები და არც მონური ხელფასები.

Posted by: t-90 5 Sep 2018, 20:34
ისევ და ისევ რამდენიმე სკოლაა რომელიც მსგავს ოლიმპიადებზე უშვებს ბავშვებს
კომაროვი, ვეკუა, ქუთაისის ფიზმათი და რამდენიმე სკოლა კიდე.
დანარჩენი სკოლები პრაქტიკულად არაფერს იძლევიან ამ დარგებში.

ისე ჩემ დროს მიტრიჩევი, კულიკოვი და მავრინი იღუნავდნენ კლავიატურას თავზე. biggrin.gif
დაენძრათ რუსებს რაც კაია.

Posted by: abrek 5 Sep 2018, 20:38
QUOTE (t-90 @ 5 Sep 2018, 20:34 )
ისევ და ისევ რამდენიმე სკოლაა რომელიც მსგავს ოლიმპიადებზე უშვებს ბავშვებს
კომაროვი, ვეკუა, ქუთაისის ფიზმათი და რამდენიმე სკოლა კიდე.
დანარჩენი სკოლები პრაქტიკულად არაფერს იძლევიან ამ დარგებში.

ისე ჩემ დროს მიტრიჩევი, კულიკოვი და მავრინი იღუნავდნენ კლავიატურას თავზე. biggrin.gif
დაენძრათ რუსებს რაც კაია.

შესანიშნავი შედეგია მაინც

არამარტო პატარა, თან ღარიბი ქვეყნისთვის

Posted by: NAVARA 5 Sep 2018, 20:39
ნიხუიასე
სერიოზული წარმატებაა up.gif up.gif

Posted by: Saturn 5 Sep 2018, 20:43
QUOTE (iBoss)
საქართველოზე მეტი ოქროს მედალი მოიპოვა მხოლოდ სამმა ქვეყანამ

კარგია. ცუდი ისაა რომ ეგ მედალოსნები საქართველოში არ დარჩებიან სტუდენტობის პერიოდიდან.

Posted by: SPLIYVI 5 Sep 2018, 20:44
Saturn
QUOTE
კარგია. ცუდი ისაა რომ ეგ მედალოსნები საქართველოში არ დარჩებიან სტუდენტობის პერიოდიდან.

მეორე პუნქტს შეხედე
https://forum.ge/?showtopic=35042706&view=findpost&p=53378599

Posted by: vid 5 Sep 2018, 20:45
up.gif
ნიჭიერი ხალხი ვართ.

პს
QUOTE
რუსული მედია-საშუალებებით ქართველები წარმოვჩინდებით

რუსულ მედია საშუალებებს ნუ უყურებთ.

Posted by: traki5 5 Sep 2018, 20:46
Saturn
QUOTE
კარგია. ცუდი ისაა რომ ეგ მედალოსნები საქართველოში არ დარჩებიან სტუდენტობის პერიოდიდან.


სხვა არჩევანი უბრალოდ არ აქვთ ამ ახალგაზრდებს. სამწუხაროდ

Posted by: iBoss 5 Sep 2018, 20:52
QUOTE (Saturn @ 5 Sep 2018, 20:43 )
QUOTE (iBoss)
საქართველოზე მეტი ოქროს მედალი მოიპოვა მხოლოდ სამმა ქვეყანამ

კარგია. ცუდი ისაა რომ ეგ მედალოსნები საქართველოში არ დარჩებიან სტუდენტობის პერიოდიდან.

საზღვრები გახსნილია, ხან იქ იქნებიან ხან აქ, ის დრო აღარა, ხალხი რო მიდიოდა და უკან ვეღარ ბრუნდებოდა, თან ეგენი ლეგალურად წავლენ-წამოვლენ, მეტ ფულს შემოიტანენ ისევ ქვეყანაში.. ყველაზე ნაკლებად სარისკო ინვესტიციაა ეს სფერო ჭკუა რო მოგვეკითხებოდეს..

Posted by: griankali 5 Sep 2018, 20:53
რა ჯობია ქართველის წარმატებას, თვალიც დასდგომია ევროპას. და ყველასაც.
ოღონდ საინტერესოა, ვინც ერკვევა რეიტინგში, განმარტოს იქნებ.

ეს არის ოლიმპიადა-2018 წლის საიტი, იმართება იაპონიაში.
https://ioi2018.jp/

მონაწილეთა რეიგინგი. თანაც ცოცხალიო (live scorbord).
https://ranking.ioi18.net/Ranking.html

335-საფეხურიან სიაში ოთხი ქართველი ჩანს: მე-4, მე-16, 172-ე და 199-ე ადგილებზე.
თუ ორი ოქრო აიღეს ჩვენებმა, ალბათ პირველი ორი უნდა ვიგულისხმოთ. მაგრამ სულ რამდენი ოქრო მიენიჭათ ან როგორ, ეგ ვეღარ ვნახე. საერთოდ ოქროს მედლის მომენტი ვერ ვნახე. მონაწილეთა რეიტინგი კი ბატონო, გასაგებია.

ისე, 2017 წლის ოლიმპიადაზე ირანში ხუთი პირველი ადგილიდან სამი იაპონელების ყოფილა.
http://scoreboard.ioi2017.org/Ranking.html

Posted by: ukimerioni-61 5 Sep 2018, 20:54
ჩემ დროს ბრინჯაო ძაან სერიოზულ წარმატებად მიიჩნეოდა. ოქროზე არც გვიოცნებია. წარმოუდგენლად მაგარი წარმატებაა. მიხარია, რო ქუთაისს ლომის წილი უდევს ამ გამარჯვებაში. ვულოცავ ყველას, განსაკუთრებით ზაზა მასწს .............

Posted by: t-90 5 Sep 2018, 21:02
abrek
QUOTE


შესანიშნავი შედეგია მაინც

არამარტო პატარა, თან ღარიბი ქვეყნისთვის

შედეგი კია შესანიშნავი.
მაგრამ სისტემა არ გვაქვს რეალურად და ინდივიდუალიზმის ხარჯზე ხდება წარმატებები.
გეოლიმპი ჯერ რა იყო და ისიც აღარაა ფაფუ.
ჩინეთში, რუსეთში და სხვა ყველგან უმაღლესი დონის სისტემებია.
iBoss
QUOTE

საზღვრები გახსნილია, ხან იქ იქნებიან ხან აქ, ის დრო აღარა, ხალხი რო მიდიოდა და უკან ვეღარ ბრუნდებოდა, თან ეგენი ლეგალურად წავლენ-წამოვლენ, მეტ ფულს შემოიტანენ ისევ ქვეყანაში.. ყველაზე ნაკლებად სარისკო ინვესტიციაა ეს სფერო ჭკუა რო მოგვეკითხებოდეს..

არა სარისკო ინვესტიცია რაა.
უბრალოდ მომზადების და დასაქმების სისტემა არ გვაწყენდა რეალურად.

Posted by: kush 5 Sep 2018, 21:09
აქ ეხლა ვინც სახელმწიფო სტრუქტურებშია დასაქმებული თანამდებობებზე ტენდერების გარდა არაფერი ანაღვლებთ და სულ არ ჰკიდიათ ნიჭიერი კადრები მითუმეტეს მაგათზე ჭკვიანი.

მევახშეებს სულ 3 კლასის დამთავრწბა სჭირდება. მეტი განათლება აღარ უნდათ.

მევახშე მთავრობას და ტენდერების სპეციალისტებს ინტელექტი რათ უნდათ?? biggrin.gif

Posted by: Saturn 5 Sep 2018, 21:13
kush
QUOTE
ეხლა ვინც სახელმწიფო სტრუქტურებშია დასაქმებული

სახელმწიფო სტრუქტურებში მაღალ ხელფასებზე ალერგიას გაძლევთ ხოლმე და... biggrin.gif აი ეგ ბავშვები რომ გაიზრდებიან თვეში 2 და 3 ათას ლარზე კი არ იმუშავებენ.

Posted by: ignorant 5 Sep 2018, 21:14
QUOTE
2002 წლიდან დავდივარ საერთაშორისო ოლიმპიადებზე და რუსები ყოველთვის გვილოცავდნენ ბრინჯაოს მედლებს, ვერცხლის მედლებზე გამოხატავდნენ აღფრთოვანებას, მაგრამ არც ცოტნე ტაბიძის და არც ნიკა სვანიძის ოქროები არ მოულოცავთ 2010-სა და 2014-ში. შარშან, როცა ნიკა ბირკაძე ევროპის ჩემპიონი გახდა უმცროსი ასაკის მოსწავლეთა შორის, მთელი დღე ნირწამხდარი დადიოდნენ


2 წინადადებაში გადმოცემული რუსის ნამდვილი სახე.

QUOTE
 ინფორმატიკაში ოქროები


ყოჩაღ ჩვენს ბავშვებს!

Posted by: keen 5 Sep 2018, 21:22
QUOTE (t-90 @ 5 Sep 2018, 20:34 )
ისევ და ისევ რამდენიმე სკოლაა რომელიც მსგავს ოლიმპიადებზე უშვებს ბავშვებს
კომაროვი, ვეკუა, ქუთაისის ფიზმათი და რამდენიმე სკოლა კიდე.
დანარჩენი სკოლები პრაქტიკულად არაფერს იძლევიან ამ დარგებში.

ისე ჩემ დროს მიტრიჩევი, კულიკოვი და მავრინი იღუნავდნენ კლავიატურას თავზე. biggrin.gif
დაენძრათ რუსებს რაც კაია.

ისე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნაკრების ოთხივე წევრი კომაროველი ყოფილა... https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2183751341949943&id=100009452957634&__xts__%5B0%5D=68.ARCaUM6-9aZ_K9aOHKz2NDcOU8zZ0aYZTkc6octNWJpIYc46xS9w8z__nj3frYQ8SOhPQJFT8zlTyP9qH4g08Op-NJwTt088PFFZnsPy4GwFMx8oxwyc_PpU27DdLjxNB_VMsqHFphfo4gh6wllq3Z6aV_0BVzrJhcus6263Dmv0nFT13R9SPw&__tn__=-R

Posted by: B l a c k J a c k 5 Sep 2018, 21:23
QUOTE
ჩინეთმა (4), აშშ-მ (3) და სამხრეთ კორეამ (3). ჩვენს გარდა ორი ოქრო მოიპოვა იაპონიამ, რუსეთმა, ბელარუსმა, პოლონეთმა და ინდონეზიამ.

ესენი ტრადიციულად ძლიერი ქვეყნებია მათემატიკაში. აშშ-ს სამი ოქროც ჩინელ, იაპონელ და სამხრეთ კორეელ ემიგრანტებზე იქნება.
პოლონეთი ევროპაშია პირველი. ბელორუსი, უკრაინა, რუსეთი თავისთვის უბერავენ,მაგრამ უბერავენ. ინდონეზია სად გაეკვეხა ვერ ვიტყვი,მაგრამ.....
ფრანგებს და გერმანელებსაც გავუსწარით-მაგარია. ვულოცავ ბავშვებს. ვერ შეინარჩუნებს მათ ქვეყანა. წავლენ ფეისბუკში ან გუგლში სამუშაოდ.
აქ კორპუსები ვაშენოთ უნდა. სად გვცალია ინფორმატიკისთვის.

Posted by: vid 5 Sep 2018, 21:26
griankali
QUOTE
სულ რამდენი ოქრო მიენიჭათ ან როგორ, ეგ ვეღარ ვნახე

ბევრი ოქრო, ბევრი ვერცხლი და ბევრი ბრინჯაო გაიცემა ხოლმე. ზუსტად არ მახსოვს, ან რაღაც ქულაზე მეტს ვინც იღებს ყველას ოქრო აქვს, ან ზედა რაღაც პროცენტში ვინცაა.

აქ დაიდება ალბათ. 2017-ში 26 ოქრო ყოფილა.

http://stats.ioinformatics.org/results/2018

Posted by: t-90 5 Sep 2018, 22:21
keen
ხოდა მეც ამას ვიძახი.
რეალურად მცირე რაოდენობის სკოლებს აქვს საშუაება მსგავსი განათლება გასცენ.

Posted by: muammar_caddafi 5 Sep 2018, 22:40
QUOTE (t-90 @ 5 Sep 2018, 22:21 )
keen
ხოდა მეც ამას ვიძახი.
რეალურად მცირე რაოდენობის სკოლებს აქვს საშუაება მსგავსი განათლება გასცენ.

ამიტომაც არის საჭირო განათლების რეფორმის ჩატარება და სისტემის შექმნა. სანამ განათლების რეფორმა არ ჩატარდება, არაფერი არ ეშველება ქვეყანას.

Posted by: keen 5 Sep 2018, 22:41
QUOTE (t-90 @ 5 Sep 2018, 22:21 )
keen
ხოდა მეც ამას ვიძახი.
რეალურად მცირე რაოდენობის სკოლებს აქვს საშუაება მსგავსი განათლება გასცენ.

ინფორმატიკის ოლიმპიადაზე წარმატება მხოლოდ კომაროვის სკოლის დამსახურება არ მგონია. ადრე "მზიურს" ლომის წილი მიუძღვოდა, ახლა რა სიტუაციაა, ზუსტად არ ვიცი smile.gif

Posted by: RadioShack 5 Sep 2018, 22:46
iBoss
ძალიან მაგარი ბავშვები არიან და წარმატებები მარა იცი რაში ცდები?!


წარმოუდგენელი შრომა დევსო რომ ამბობ biggrin.gif აი აქ მაგრა ცდები
მანდ მხოლოდ ორი რამ არის საჭირო - ნიჭი და ინტერესი, კლასში მყავდა 4 მათემატიკის ნაკრების წევრი, და მერე კიდევ უნივერსიტეტში გავიცანი ჯგუფში მყავდა 4 ფიზიკის ნაკრების ყოფილი წევრი... აი არცერთი მათგანი არ ყოფილა არც შრომის მოყვარე და არც ბეჯითი, არც მეცადინეობით იკლავდნენ თავს ისკიარა ოლიმპიადებზეც კი ეზარებოდათ ხოლმე სიარული, უბრალოდ 8-ვე იყო ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი და ამოცანებს ხსნიდნენ საკაიფოდ

დამიჯერე მეც ეგეთი ვიყავი და მაგიტომ ვიცი, მართალია ნაკრების წევრი არ ვყოფილვარ მარა საქართველოში 2-3 ადგილებს ყოველ წელს ვიღებდი სხვადასხვა ოლიმპიადაში და არანაირი შრომა არ იდგა ამის უკან მხოლოდ გართობა, ფიზიკის წრე გვქონდა კვირაში ერთხელ და იქ დავდიოდით იმიტორო ვერთობოდით



ფოტოში ხედავთ ტიპიურ კომაროველებს შესვენების დროს, ამას ქვია ინტერესი

Posted by: xinkala 5 Sep 2018, 22:53
QUOTE
საქართველოში კი ინფორმატიკის ოლიმპიადის საწყის ეტაპზე 150-მდე მოსწავლე იყრის თავს.

არა და მეტი შეიკრიბება რეალურად, დარწმუნებული ვარ

Posted by: konformist 5 Sep 2018, 23:02
სულ ამას ვიძახი, შინ და გარეთ

არ ვიცი, რა სუბიექტურ-ობიექტურმა ფაქტორებმა განსაზღვრეს,
მარა ამ ქვეყანას აქვს პოტენციალი განვითარებული ტექნოლოგიური ქვეყნების ავანგარდში მოექცეს.

თუ რას ნიშნავს ეს, მგონი ახსნა არავის სჭირდება - არავინ იტყვის უარს მაგ.: სამხ. კორეის დონის განვითარებაზე

მაგრამ ეს რომ გამოვიდეს, სახელმწიფო დონეზე უნდა გახდეს პრიორიტეტული...........

RadioShack
QUOTE
ამას ქვია ინტერესი

ინტერესი რა არის, ან რაში გამოიხატება თუ არა შრომაში - ინტერესი გიბიძგებს რომ მუდამ იფიქრო, ეძებო, არ გაჩერდე მიღწეულზე.
ინტერესი არის შრომა შენს თავში, შინაგანი განვითარების სტიმული.
* * *
QUOTE (iBoss)
სიტყვა გამიგრძელდა. მოკლედ, უნდა ვცადოთ, რომ ყველა დარგში მოწინავე პოზიციები გვქონდეს. მაშინ მტერსაც კი პატივისცემის გრძნობა გაუჩნდება. სასიამოვნოა, როცა გესმის ზურგს უკან ხმადაბლა ნათქვამი: "აი, ესენი არიან ქართველები".

რეალურად ჩვენი მტერზე განმარჯვების შანსი არის კულტურასა და მეცნიერულ დაწინაურებაში
ეს შეიძლება გახდეს ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი და იარაღი

Posted by: Lilith 5 Sep 2018, 23:21
RadioShack
QUOTE
მანდ მხოლოდ ორი რამ არის საჭირო - ნიჭი და ინტერესი, კლასში მყავდა 4 მათემატიკის ნაკრების წევრი, და მერე კიდევ უნივერსიტეტში გავიცანი ჯგუფში მყავდა 4 ფიზიკის ნაკრების ყოფილი წევრი... აი არცერთი მათგანი არ ყოფილა არც შრომის მოყვარე და არც ბეჯითი, არც მეცადინეობით იკლავდნენ თავს ისკიარა ოლიმპიადებზეც კი ეზარებოდათ ხოლმე სიარული, უბრალოდ 8-ვე იყო ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი და ამოცანებს ხსნიდნენ საკაიფოდ

smile.gif ჩემი თავი გამახსენდა. მეც ეგეთი ვიყავი, მე-9 კლასის მერე სკოლაში არც მივლია ნორმალურად.

მარა ერთი რამე გეშლება, შრომის მოყვარეობა და ბეჯითობა არ უდრის მეცადინეობით თავის მოკვლას... მეც მაგარი ზარმაცი ვიყავი, სწავლაში, მარა ინფორმატიკის გულისთვის ყოველდღე ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში მივდიოდი და სხვები რო ეზოში ფეხბურთს თამაშობდნენ მე რამდენჯერმე ღამეც გამითენებია რაღაც ჭ კლასის კონფერენციისთვის პროექტის მომზადებაში. მე-9 კლასზე მაქვს საუბარი.

ასე რომ, შენ რასაც სკოლაში ხედავდი მარტო იმაზე დაყრდნობით ნუ იმსჯელებ smile.gif სკოლის გარეთ ხდებოდა რაც ხდებოდა smile.gif თუმცა მაინც გეთანხმები, გარკვეული "პოხუიზმი" მუდამ იყო თითოეულ ჩვენგანში love.gif

Posted by: t-90 5 Sep 2018, 23:27
RadioShack
QUOTE
მანდ მხოლოდ ორი რამ არის საჭირო - ნიჭი და ინტერესი, კლასში მყავდა 4 მათემატიკის ნაკრების წევრი, და მერე კიდევ უნივერსიტეტში გავიცანი ჯგუფში მყავდა 4 ფიზიკის ნაკრების ყოფილი წევრი... აი არცერთი მათგანი არ ყოფილა არც შრომის მოყვარე და არც ბეჯითი, არც მეცადინეობით იკლავდნენ თავს ისკიარა ოლიმპიადებზეც კი ეზარებოდათ ხოლმე სიარული, უბრალოდ 8-ვე იყო ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი და ამოცანებს ხსნიდნენ საკაიფოდ

დამიჯერე მეც ეგეთი ვიყავი და მაგიტომ ვიცი, მართალია ნაკრების წევრი არ ვყოფილვარ მარა საქართველოში 2-3 ადგილებს ყოველ წელს ვიღებდი სხვადასხვა ოლიმპიადაში და არანაირი შრომა არ იდგა ამის უკან მხოლოდ გართობა, ფიზიკის წრე გვქონდა კვირაში ერთხელ და იქ დავდიოდით იმიტორო ვერთობოდით

მალხაზასთან დადიოდით? biggrin.gif
ინფორმატიკის გაკვეთილებზე ჩვენ quake 2 ვთამაშობდით. biggrin.gif
წიუფზე მოვუგეთ კომაროველების პირველ გუნდს ვეკუას მესამე გუნდმა (მერვეკლასელები ვიყავით) უფ კა დრო იყო. biggrin.gif

Posted by: sulo 5 Sep 2018, 23:28
ძირითად შრომას ეს სკოლა ეწევა ამ მიმართულებით:
http://www.mziuri.ge/

Posted by: BLOODRED 5 Sep 2018, 23:30
iBoss
QUOTE
ცხადია, იმის თქმა არ მინდა, რომ ქართველები გამორჩეულად ნიჭიერები ვართ.

და რატომ არ გინდა ამის თქმა? ლგბტ ლიბერალი ფაშისტების გეშინია?
დააიკიდე ეგენი და მოურიდებლად თქვი რომ ნიჭიერი ხალხი ვართ yes.gif yes.gif

Posted by: zuken 5 Sep 2018, 23:33
ტანკისტ, ამ შემთხვევაშიც ასპროცენტიანი ხარ. მართლა გული მწყდება რო სამი ოთხი სკოლის დამსახურებაა ასეთი წარმატება. არადა რეზერვი დიდია.

Posted by: t-90 5 Sep 2018, 23:36
zuken
რეზერვი დიდი ალაბთ ვერ იქნება.
მაგრამ საჭიროა მხოლოდ ამ სკოლებით არ შემოვიფარგლოთ ან თუ შემოვიფარგლებით მინიმუმ ნიჭიერი ბავშვების სელექცია მაინც ვაწარმოოთ.

Posted by: RadioShack 5 Sep 2018, 23:47
QUOTE (t-90 @ 5 Sep 2018, 23:27 )
RadioShack
QUOTE
მანდ მხოლოდ ორი რამ არის საჭირო - ნიჭი და ინტერესი, კლასში მყავდა 4 მათემატიკის ნაკრების წევრი, და მერე კიდევ უნივერსიტეტში გავიცანი ჯგუფში მყავდა 4 ფიზიკის ნაკრების ყოფილი წევრი... აი არცერთი მათგანი არ ყოფილა არც შრომის მოყვარე და არც ბეჯითი, არც მეცადინეობით იკლავდნენ თავს ისკიარა ოლიმპიადებზეც კი ეზარებოდათ ხოლმე სიარული, უბრალოდ 8-ვე იყო ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი და ამოცანებს ხსნიდნენ საკაიფოდ

დამიჯერე მეც ეგეთი ვიყავი და მაგიტომ ვიცი, მართალია ნაკრების წევრი არ ვყოფილვარ მარა საქართველოში 2-3 ადგილებს ყოველ წელს ვიღებდი სხვადასხვა ოლიმპიადაში და არანაირი შრომა არ იდგა ამის უკან მხოლოდ გართობა, ფიზიკის წრე გვქონდა კვირაში ერთხელ და იქ დავდიოდით იმიტორო ვერთობოდით

მალხაზასთან დადიოდით? biggrin.gif
ინფორმატიკის გაკვეთილებზე ჩვენ quake 2 ვთამაშობდით. biggrin.gif
წიუფზე მოვუგეთ კომაროველების პირველ გუნდს ვეკუას მესამე გუნდმა (მერვეკლასელები ვიყავით) უფ კა დრო იყო. biggrin.gif

ხო მალხაზა გვასწავლიდა თუმცა მე უფრო ფიზიკა მიყვარდა ამიტომ მათემატიკის წრეზე არმივლია მალხაზა უბრალოდ ყოველდღე 2 გაკვეთილს გვიტარებდა სტანდარტულად, სადიყო ჩვენ დროს ქვექი კიარა ვინდოუსები არგვქონდა, მწვანე ეკრანზე ვსწავლობდით და დაფაზე ინფორმატიკას

Posted by: t-90 5 Sep 2018, 23:54
RadioShack
QUOTE

ხო მალხაზა გვასწავლიდა თუმცა მე უფრო ფიზიკა მიყვარდა ამიტომ მათემატიკის წრეზე არმივლია მალხაზა უბრალოდ ყოველდღე 2 გაკვეთილს გვიტარებდა სტანდარტულად, სადიყო ჩვენ დროს ქვექი კიარა ვინდოუსები არგვქონდა, მწვანე ეკრანზე ვსწავლობდით და დაფაზე ინფორმატიკას

ხო ერთერთი მიზეზი ეგეც იყო ჩვენ დროს რატო არ იყვნენ ბევრი მაგ სფეროშI.
ერთხელ იუსაკოს ოლიმპიადა ისეთ ცივ ოთახში ჩატარდა (არადა პირველად ვიყავი მისული მერვე კლასში) რო ლამის ფეხები მომეყინა.
არადა ზამთარი იყო და აშკარად ძალიან თბიალდ ჩაცმული მივედი.
რა კომპიუტერი რის ინტერნეტი. biggrin.gif

Posted by: SaamI 6 Sep 2018, 04:47
Saturn
QUOTE
კარგია. ცუდი ისაა რომ ეგ მედალოსნები საქართველოში არ დარჩებიან სტუდენტობის პერიოდიდან.

yes.gif yes.gif

Posted by: მართვის თეორია 6 Sep 2018, 05:48
QUOTE (Saturn)
აი ეგ ბავშვები რომ გაიზრდებიან

უცებ ამოყოფენ თავს სილიკონის ველზე(უკეთეს შემთხვევაში) და აქ ტყუილად ნუ გიხარიათ!
თუმცა რატომ არ უნდა გვიხაროდეს, 81-ში თასი ავწიეთ facepalm.gif

Posted by: RadioShack 6 Sep 2018, 12:00
QUOTE (მართვის თეორია @ 6 Sep 2018, 05:48 )
QUOTE (Saturn)
აი ეგ ბავშვები რომ გაიზრდებიან

უცებ ამოყოფენ თავს სილიკონის ველზე(უკეთეს შემთხვევაში) და აქ ტყუილად ნუ გიხარიათ!
თუმცა რატომ არ უნდა გვიხაროდეს, 81-ში თასი ავწიეთ facepalm.gif

მთლა ეგეთი ცუდიც არაა სხვაგან რომ წავლენ, მაგალითად მე ვისზეც ვყვებოდი ერთერთი გუგლში წავიდა სამუშაოდ, 2 წელიწადში ჩამოვიდა აქ გუგლის ხელმძღვანელობასთან ერთად და აქ ჩაუტარა სტუდენტებს კონსულტაციები გუგლში როგორ მოხვედრილიყვნენ სამუშაოდ biggrin.gif და კიდევ ბევრი წაიყვანეს

Posted by: iBoss 7 Sep 2018, 12:41
QUOTE (BLOODRED @ 5 Sep 2018, 23:30 )
iBoss
QUOTE
ცხადია, იმის თქმა არ მინდა, რომ ქართველები გამორჩეულად ნიჭიერები ვართ.

და რატომ არ გინდა ამის თქმა? ლგბტ ლიბერალი ფაშისტების გეშინია?
დააიკიდე ეგენი და მოურიდებლად თქვი რომ ნიჭიერი ხალხი ვართ yes.gif yes.gif

აბა მე რას მეკითხები, ეს იმისი სიტყვებია ვისი ლინკიც დავდე smile.gif

Posted by: giorgiebralidze 14 Sep 2018, 18:06
გამარჯობა
მაქვს დომენები HELLO.GE და HI.GE
აბა თუ ვინმეს რამე იდეები გაქვთ და ჩაერთვებით მომწერეთ მეილზე და ვითანამშრომლოთ.
gebralidze@gmail.com

Posted by: VooDooK 3 Nov 2018, 10:56
ამ ბიჭების მასწავლებლებო არიან თანამედროვეობის ნამდვილი გმირები

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)