forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (102) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Forex FAQ, part 8
Levan_i
///


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1850
წევრი No.: 131527
რეგისტრ.: 21-May 11

გამოგზავნილია: 18 Jul 2016, 20:26  #48381117      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფორექსი (Forex - Foreign Exchange Market) წარმოადგენს საერთაშორისო ელექტრონულ ქსელს, რომელსაც მსხვილი ფინანსური და კომერციული ინსტიტუტები იყენებენ სავალუტო ოპერაციებისთვის. წესით და რიგით, ჩვეულებრივ მოკვდავებს (ანუ ჩვენ) ფორექსზე მოსახვედრად საკმარისი თანხები არ აქვთ, თუმცა არსებობს დიდი რაოდენობა ბროკერებისა, რომლებიც ეფექტურად იყენებენ ჩვენს უიმედო სურვილს გავმდიდრდეთ 200 დოლარით 45 დღეში, ამიტომ ისინი, ნაწილობრივ თვალში ნაცრის შეყრით, გვთავაზობენ საკრედიტო მხარის გამოყენებით მარკეტზე გასვლას და გარიგებების დადებას. გადმოცემის თანახმად, გრძელვადიან პერიოდში მოგებაზე გასვლა შესაძლებელია და ამას მხოლოდ ტრეიდერთა 5% ახერხებს, ამიტომ ძალიან დიდი ნებისყოფა და დროა საჭირო რომ რაღაც გამოგვივიდეს, აქედან გამომდინარე სხვა არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა რომ ვისწავლოთ თეორია და ვივარჯიშოთ ძალიან ბევრი დემო ანგარიშებზე: ( cry.gif )

სასწავლო მასალა ინგლისურად
სასწავლო მასალა ქართულად

წინა თემების ბმულები:
FOREX
FOREX FAQ
FOREX FAQ
FOREX FAQ. part4
FOREX FAQ 5
FOREX FAQ 6
FOREX FAQ - Part 7

გისურვებთ წარმატებებს!

This post has been edited by Levan_i on 18 Jul 2016, 21:10
Levan_i
///


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1850
წევრი No.: 131527
რეგისტრ.: 21-May 11

გამოგზავნილია: 18 Jul 2016, 21:41  #48381657      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესეც ეგდოს იქნებ ვინმეს გამოგადგეთ, ჩემი სეთაფებია შესვლის (წითელი ხაზები არის ტრენდლაინები):

This post has been edited by Levan_i on 18 Jul 2016, 22:36

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
setups.png
Lilith
¡ŋ ђθς ş¡ģŋθ ұ¡ŋςəş


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9089
წევრი No.: 370
რეგისტრ.: 8-October 01

გამოგზავნილია: 18 Jul 2016, 22:24  #48381987      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ჩემი მხრიდან დავამატებდი რამოდენიმე სიტყვას:

რატომ უნდა ვივაჭროთ დემო ანგარიშზე რაც შეიძლება დიდხანს - ზოგადად ბაზარი უქმეების გარდა სულ მოძრაობაშია, ხან ზევით მიდის, ხანაც ქვევით. საკმარისია გრაფიკს დავაკვირდეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში 1 წუთიან ტაიმფრეიმზე, რომ დავინახოთ გარკვეული კანონზომიერება ფასის მოძრაობაში. აი ფასი ზევით ავიდა, მაგრამ მეტი ზევით ვერ მიდის, ე.ი. ცოტას ჩამოვა, აი მართლაც ჩამოვიდა, მეტი ვეღარ ჩადის, ე.ი. ზევით წავა, უყურე შენ... მართლა წავიდა ზევით! და ეს იმდენად მარტივია, იმდენად ადვილი დასანახია, რომ ეგრევე ჩნდება რაღაცნაირი თვითდაჯერებულობის გრძნობა, რომ ეს ხო მარტივია... რად მინდა ძლიერი ტრენდები და ა.შ., აი აქაა ოქროს გორები დამალული! დღეში 10 პიპსი, 1:100 მხარე მომიტანს 10%! ეს ხომ ძალიან მაგარია! და ყველაზე ცუდი ისაა, რომ შეიძლება კაი ხანს ვივაჭროთ ესე სანამ ერთხელაც ბაზარი არ გააკეთებს რაღაცა სასწაულ მოძრაობას და მთელი ჩვენი ნაშრომი წყალში ჩაგვეყრება. და ყველაზე ცუდი არის იმის შეგრძნება, რომ თურმე თავიდანვე რაღაცაში ვცდებოდით, თურმე ისე კანონზომიერადაც არ მოძრაობს ფასი, როგორც ჩვენ გვეგონა, კი მაგრამ როგორ? ამდენი ხანი თუ "გამოგვდიოდა", ამ ერთხელ რა შეგვეშალა? და მერე იწყება მიზეზის ძიება ბაზარში, ხდება ახალი ინდიკატორების აღმოჩენა, გრაფიკზე დამატება, და აი, რომელიღაცა ინდიკატორი გვიჩვენებს იმ მომენტში თურმე არ უნდა გაგვეხსნა ის პოზიცია იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გავხსენით! აქ გვეუფლება ეიფორია, შეგრძნება რომ მორიგი თავსატეხი წარმატებით ამოვხსენით და აი ეხლა ნამდვილად ყველაფერი გამოგვივა... მორიგი დეპოზიტი, მორიგი დახარჯული დრო და საბოლოოდ იგივე შედეგი... ხელახლა შეცდომების ძიება გრაფიკზე, ახალი იდეები, ახალი დეპოზიტი, ახალი იმედგაცრუება და ასე წრეზე შეიძლება უსასრულოდ სიარული. იმიტომ რომ პრობლემა არასოდეს არაა ბაზარში, ბაზარი უსულო, უგულო, უინტელექტო და და საერთოდ წარმოსახვითი რამეა. იგი უბრალოდ ასახავს მონაწილეების გარიგებებს, ის არანაირ კანონზომიერებას არ ემორჩილება და შესაბამისად არასოდეს არ "ცდება". ბაზარზე ყოველთვის მოხდება ის, რაც წარმოუდგენლად გეჩვენებათ. ის რაც გუშინ რაღაც ლოგიკაში ჯდებოდა, დღეს შეიძლება აბსურდად მოგეჩვენოთ, იმიტომ რომ სხვა რამ უკვე მოხდა და ეს აისახა გრაფიკზე. რაც უფრო დაბალ ტაიმფრეიმზე ვაჭრობ, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ მაღალ ტაიმფრეიმზე რაღაცა მოხდება და ეს სრულიად არევს არსებულ მდგომარეობას. წლების მანძილზე eur/usd-ზე წარმატებით მუშაობდა გარკვეული რობოტები, ვინაიდან გლობალური ტრენდი იყო ზევით მიმართული და ნებისმიერ ფასის დაბლა ჩამოსვლაზე თუ ყიდულობდი, ადრე თუ გვიან მოგებაში გახვიდოდი. მაგრამ შეიცვლა გლობალური ტრენდი და ეს რობოტებიც გამოუსადეგი გახდა. უბედურება იცით რა არის? როგორ უნდა მივხვდეთ რომ ტრენდი შეიცვალა? როგორ გავარჩიოთ ტრენდი და კორექცია ერთმანეთისგან? ეს კითხვები არ შეიძლება ახალბედას ბაზარზე ვაჭრობის პირველ თვეებში გაუჩნდეს, ამას ყველაფერს სჭირდება დრო, დიდი დრო. და არ არსებობს ზუსტი სახელმძღვანელოები რომელიც გვასწავლის ბაზრის აქსიომებსა და თეორემებს, რომლების დაზეპირებაც საკმარისი იქნება წარმატებული ვაჭრობისთვის. მხოლოდ დრო და პრაქტიკა და შიგადაშიგ აუცილებელი თეორია მოგვცემს იმ გამოცდილებას, რომელიც შეიძლება მეტნაკლებად საკმარისი აღმოჩნდეს უფრო რეალურად დავინახოთ სრული სურათი ამ უზარმაზარ ფინანსურ მორევში. ამის მერეც, უკვე როდესაც რეალურ ანგარიშზე გადავა ტრეიდერი, დემო არის შესანიშნავი საშუალება პარალელურად ახალ-ახალი იდეებისა და თეორიების მოსასინჯად. შეიძლება კაცი ევრო-დოლარზე ვაჭრობდე ძირითად ანგარიშზე, მაგრამ გინდოდეს პარალელურად ახალი წყვილის მოძებნა. დემო არის იდეალური ვარიანტი ამისათვის. ამიტომ მიაწექით დემოს! givi.gif


მინიმუმ რამდენს აკეთებს კარგი ტრეიდერი თვეში? - კარგი ტრეიდერი თვეში აკეთებს მინიმუმ 0-ს! და ვინც გეტყვით სხვა (დადებით) მაჩვენებელს არ იქნება კარგი ტრეიდერი! იმიტომ რომ ყველაზე მთავარი არის მინიმალური ზარალი, მოგება არის მეორეხარისხოვანი. ჯერ ისწავლეთ როგორ არ დაკარგოთ, მოგება თავისით მოვა.


ამა და ამ ბროკერს აქვს კურსები, ღიირს მისვლა თუ დროის ტყუილად კარგვაა? - თუკი "ძალიან" დამწყები ხართ, ნებისმიერი სახის უფასო კურსები არის ძალიან კარგი საწყისი ცოდნის მისაღებად. ოღონდ უფასო, ვერცერთ კურსზე, ფასიანზე თუ უფასოზე ვერ გასწავლიან ფულის კეთების საიდუმლო მეთოდს, ვინაიდან ასეთი არ არსებობს. ამიტომაც უფასო კურსებს მიეძალეთ დასაწყისისთვის, შემდეგ ონლაინ ინფორმაციის ძებნა, ფორუმებზე აქტიურობა და რა თქმა უნდა ბევრი პრაქტიკა. ბევრ პრაქტიკაში არ იგულისხმება დილიდან საღამომდე გრაფიკის ყურებაში თვალების დათხრა, არა! ისევ და ისევ, ბაზარზე შეიძლება კვირეობით რაღაცა ერთი ხდებოდეს და რაღაცა მნიშვნელოვანი უფრო ადრე არ მოხდება თუ გრაფიკს თვალს არ მოაცილებთ. და ნუ გეშინიათ რომ ეს რაღაცა გამოგრჩებათ, გრაფიკზე ყოველთვის ყველაფერი არის დაფიქსირებული.

სიგნალების გამოწერას მთავაზობენ XX$-ად და თუ ღირს? - თუ მარტო სიგნალების იმედზე გინდათ იყოთ - არა, არ ღირს. ვინაიდან "ასპროცენტიან" სიგნალებს 100$-ად არავინ გაყიდის, რა აზრი აქვს გაყიდვას თუ უშუალოდ ვაჭრობით ბევრად მეტის შოვნაა შესაძლებელი?

და ბოლოს ყველაზე მთავარი - ფორექსი არაა ოქროს გორა, სადაც ნებისმიერს შეუძლია მივიდეს და რამდენსაც შეძლებს ცოდნისა და გამოცდილებიდან გამომდინარე, იმდენს წამოიღებს. ნებისმიერი მოგება არის ვიღაცის წაგება და პირიქით. ანუ ნებისმიერი $ რომელსაც ფორექსზე იშოვით ეს არის ვიღაცის ჯიბიდან ამოღებული თანხა, ასევე თქვენი წაგებული $ მიდის ვიღაცის ჯიბეში. ამიტომაც, თუკი თქვენ გაქვთ რაიმე მეთოდი როგორ ამოაცალოთ ვინმეს $$-ები ჯიბეებიდან, თქვენ მას არასოდეს არანაირა თანხად არ გაყიდით, ვინაიდან მერე იგივე მეთოდით თქვენს შეიძLება ამოგაცალონ ჯიბიდან სიმწრით ნაოშვნი $$-ები givi.gif

მემგონი ტყუილი არაფერი დავწერე, თუ რამეა გთხოვთ, შემისწორეთ smile.gif


--------------------
აფრენით ყველა ვაფრენთ შე კაცო, ასაფრენი ბილიკების მეტი რა გვაქვს, დასაფრენი ბილიკები თქვი შენ... (c) gia1970
gorgosha
// title


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1444
წევრი No.: 8501
რეგისტრ.: 27-January 05

გამოგზავნილია: 18 Jul 2016, 23:15  #48382394      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim
მოგება უნდა აღემატებოდეს წაგებას ასე რომ მეორეხარისხოვანი არ არის მანდ არაფერი.
აცადო მოგებას ზრდა ისეთივე მნიშვნელოვანია თუ უფრო მნიშვნელოვანი არა smile.gif
Lilith
¡ŋ ђθς ş¡ģŋθ ұ¡ŋςəş


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9089
წევრი No.: 370
რეგისტრ.: 8-October 01

გამოგზავნილია: 18 Jul 2016, 23:55  #48382692      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
gorgosha
მოგება ვერ იქნება მიზანი, ვინაიდან მოგებას ვერ აკონტროლებ. შეიძლება ამ თვეში 1% იყოს, შემდეგში 5%, იმის შემდეგ ისე 1%. ბაზარზე თუ არ მოხდა შენთვის წარმატების მომტანი მოვლენები, მოგებაც შესაბამისად ვერ გექნება. ერთადერთი რაც შეგიძLია აკონტროლო ესაა ზარალი, ამიტომაც ზარალი ყოველთვის პირველხარისხოვანია. ზარალი შეგიძლია დაგეგმო, მოგებას ვერ დაგეგმავ.
gorgosha
// title


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1444
წევრი No.: 8501
რეგისტრ.: 27-January 05

გამოგზავნილია: 19 Jul 2016, 00:03  #48382760      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim
რატომ ვერ აკონტროლებ მოგებას? რა გიშლის ხელს?
Lilith
¡ŋ ђθς ş¡ģŋθ ұ¡ŋςəş


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9089
წევრი No.: 370
რეგისტრ.: 8-October 01

გამოგზავნილია: 19 Jul 2016, 00:09  #48382801      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
gorgosha
QUOTE
რატომ ვერ აკონტროლებ მოგებას? რა გიშლის ხელს?

უხეშ შედარებას მოგიყვან - სათევზაოდ ან სანადიროდ როცა მიდიხარ არასოდეს იცი უკან რითი დაბრუნდები, ხელცარიელი თუ კარგი ნანადირევით. აქაც ასეა, შეგიძლია ივარაუდო მაგრამ დაზუსტებით არასოდეს იცი რა მოხდება. სამაგიეროდ შეგიძლია ზუსტად განსაზღვრო რა თანხის წაგებისთვის ხარ მზად. თუ გაგიმართლა მოგებული დარჩები, თუ არა - ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდება.
gorgosha
// title


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1444
წევრი No.: 8501
რეგისტრ.: 27-January 05

გამოგზავნილია: 19 Jul 2016, 00:15  #48382846      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim
უხეში მაგალითია გეთანხმები, სათევზაოთ რო მიდიხარ რისკები არ გაქვს :-)
აქ კიდე ყველა შესვლა რისკია :-)
ეს რისკები ხომ უნდა დაფაროს რაღაცამ ესეგი მიზანიც გვაქვს :-)
Lilith
¡ŋ ђθς ş¡ģŋθ ұ¡ŋςəş


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9089
წევრი No.: 370
რეგისტრ.: 8-October 01

გამოგზავნილია: 19 Jul 2016, 00:53  #48383125      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
gorgosha
QUOTE
ეს რისკები ხომ უნდა დაფაროს რაღაცამ ესეგი მიზანიც გვაქვს :-)

რა თქმა უნდა გაქვს, მაგრამ რისკი უფრო მნიშვნელოვანია. თუ რისკს ვერ "გაწვდი" მიზანი რაოდენ მიმზიდველიც არ უნდა იყოს უნდა დაივიწყო. რისკი განსაზღვრავს შენს მიზნებს და არა პირიქით. შენ შეიძლება გსურს მიიღო თვეში 10% მოგება და ამისათვის ხარ მზად გაწიო 5%-იანი რისკი, მაგრამ შენი ამომავალი წერტილი ამ შემთხვევაში არის 5% რისკი, რომელიც იცი რომ მაქსიმუმია და მასზე მეტს არ გარისკავ, მაგრამ მოგებას ვერ აკონტროლებ, თუ გაგიმართლა 10%-ს მიიღებ, შეიძლება ძალიან გაგიმართლოს და 15%-იც მიიღო, მაგრამ რისკი იმის რისკია რომ ხანდახან შეიძლება ვერაფერიც ვერ მიიღო და ის 5%-იც დაკარგო. და ეს ნორმალური მიდგომაა.
gorgosha
// title


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1444
წევრი No.: 8501
რეგისტრ.: 27-January 05

გამოგზავნილია: 19 Jul 2016, 01:36  #48383412      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim
კარგი მიმზიდველობაზე ვიკამათოთ smile.gif
არის შესვლის მიმზიდველი წერტილები სადაც ალბათობა იმის რომ ჩვენი აჯობებს სხვისას უფრო დიდია.
ასევე მიმზიდველია რისკის და მოგების სხვაობაც რომელიც ერთი x რამდენიმესთან არის.
უპირატესობა რატომ უნდა მივანიჭო რისკს და არა მოგებას?

This post has been edited by gorgosha on 19 Jul 2016, 01:41
Lilith
¡ŋ ђθς ş¡ģŋθ ұ¡ŋςəş


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9089
წევრი No.: 370
რეგისტრ.: 8-October 01

გამოგზავნილია: 19 Jul 2016, 01:55  #48383523      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
gorgosha
QUOTE
უპირატესობა რატომ უნდა მივანიჭო რისკს და არა მოგებას?

იმიტომ რომ რისკი თუ არაა შენთვის მისაღები რა აზრი აქვს რამხელა თანაფარდობა აქვს მოგებას რისკთან? ისევ და ისევ, რაოდენ მიმზიდველიც არ უნდა იყოს, რაოდენ დიდი ალბათობაც არ უნდა იყოს იმისა რომ შენ სწორად აფასებ სიტუაციას და ფასი იმ მიმართულებით წავა რა მიმართულებითაც შენ გათვალე - რისკი ყოველთვის უფრო რეალურია ვიდრე მოგება. შეიძლება ერთხელ გაგიმართლოს, ორჯერ, სამჯერ, არა აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ, მაგრამ დადგება მომენტი როდესაც არ გაგიმართლებს. და თუკი ორჯერ არ გაგიმართლებს ზედიზედ, სამჯერ? ამისთვის თუ არ ხარ მზად რა აზრი აქვს რამდენად მიმზიდველ მიზანს გაეკიდები? smile.gif

მე არ "ვქადაგებ" რისკების მინიმალიზაციას, მე პირადად მივაჭრია მაქსიმალური ლოტებით საკმაოდ წარმატებულად, მთავარია რისკი გქონდეს გათვლილი და მზად იყო იმისათვის რომ ეს რისკი ასრულდება და ფულს წააგებ.

მოგებაც მნიშვნელოვანია, თუკი რეალურად არ ჩანს გარიგების პოტენციალი ტყუილად რა აზრი აქვს გარისკო მხოლოდ იმიტომ, რომ გაქვს ამის საშუალება?

20%-იანი ზარალის მხოლოდ აღდგენას სჭირდება 25%-იანი მოგება. ეს უბრალოდ რომ 0-ზე დასვა მოგება/ზარალი. 50%-იანის "ამოქაჩვას" 100%-იანი მოგება. ეს ყველაფერი დათვლადია და წინასწარ უნდა იყოს გარკვეული გეგმასავით ჩამოწერილი, რომელ შემთხვევაში რას აკეთებ, როდის და რატომ. მაგალითად კვირაში ერთი გარიგება, თვეში მაქსიმუმ 5 გარიგება მინდა გავაკეთო. ამასთანავე თუკი თვიურ ზარალს განვსაზღვრავ არაუმეტეს 5%-ისა ჩემი დეპოზიტიდან, ეს მაძლევს 1%-ს თითო გარიგებაზე. ეს მომცემს საშუალებას ვივაჭრო მინიმუმ 12 თვის განმავლობაში და ესეც თუკი საერთოდ ვერცერთი პოზიცია ვერ დავხურე მოგებაში იმ შემთხვევაში. ეს ბევრად კარგი გეგმაა, ვიდრე თვეში 10%-ს გავეკიდო და პირველივე თვეში დავკარგო მთელი დეპოზიტი, მხოლოდ იმიტომ რომ 5%-იან ზარალს არ დავჯერდი და გავეკიდე მიმზიდველ პოზიციებს და არ გამიმართლა.
gorgosha
// title


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1444
წევრი No.: 8501
რეგისტრ.: 27-January 05

გამოგზავნილია: 19 Jul 2016, 02:05  #48383563      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim
რისკი ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია.
მთავარია რისკი კომფორტული იყოს შენთვის.
სხვა დანარჩენი როგორც ჩვეულებრივ ბიზნესშია, მოგება უნდა ფარავდეს ყველა ხარჯს და ტოვებდეს კიდევ ცოტაოდენს smile.gif

ასე რომ ერთხელ არ გაგიმართლებს ორჯერ თუ თხუთმეტჯერ
მომგებიანმა პოზიციებმა ეს ყველაფერი უნდა გადაფაროს smile.gif
8922111
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2522
წევრი No.: 151059
რეგისტრ.: 17-June 12

გამოგზავნილია: 19 Jul 2016, 17:04  #48387523      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Levan_i
Lilith
კარგი პოსტებია პირველი გვერდისთვის, სწორი მიმართულებები და აქცენტები up.gif

ადმირალ მარკეტსის ქართულენოვანი სახელმძღვანელოს ლინკსაც დავამატებ
https://forex-pdf.com/pdf/f/53232--forex---...ral-markets.pdf

ტექნიკური ანალიზი, ინდიკატორები და მტ4 კარგადაა ახსნილი დამწყებთათვის თეორიულ დონეზე წარმოდგენის შესაქმნელად.

აი რაც შეეხება მანდ მოყვანილ სავაჭრო სტრატეგიებს, მე არ მომწონს. ბევრი ბოლია გაშვებული გასარეკლამებლად


ისე კი, სტოკების ანალიზის შესწავლისკენ უფრო ვიხრები ბოლო დროს smile.gif
Levan_i
///


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1850
წევრი No.: 131527
რეგისტრ.: 21-May 11

გამოგზავნილია: 19 Jul 2016, 17:27  #48387709      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
8922111
სტოკების ანალიზი უფრო ადვილია ჩემი აზრით, ტექ. ანალიზს ვგულისხმობ. გარდა ამისა სტოკებზე დივერსიფიკაციის გამოყენებით გაცილებით უკეთეს შედეგზე შეიძლება გახვიდე და ამის დამადასტურებელ ფაქტს დავდებ რამდენიმე დღეში
8922111
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2522
წევრი No.: 151059
რეგისტრ.: 17-June 12

გამოგზავნილია: 19 Jul 2016, 18:07  #48388061      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Levan_i
ტექნიკურზე გეთანხმები. ტექნიკური+ფუნდამენტურის სინთეზი მინდა, რამდენად გამომივა სხვა საქმეა. annual reports, quaterly earnings, earnings per share, dividends, income statement, revenue, უამრავი მონაცემია გასაანალიზებელი

ამერიტრეიდზე აპირებდი როგორც მახსოვს და მაგათ 9.99$ აქვთ fee, ახლა OptionsHouse-ს წავაწყდი და 4.95$ უწერიათ ამათ
ასევე Commission-free trading for 60 days

https://www.optionshouse.com/rates/

ნაზდაქზეც არიან და თუ გქონია შეხება როგორები არიან, AMTD-ზე ეკონომიური ტარიფები აქვთ როგორც ჩანს
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (102) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.5495 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]