MAY_25Jaguar pawha! >:D
მაშასადამე >:D და მიუხედავად იმისა, რომ ჭირი და დოზანა, ცუდად შესწავლილი თუ არა, ცუდად „დაბეჭდილი“ სახეობაა..
რა ვიცით და რა არ ვიცით:
შრილანკის ენდემური, ცუნცულა გვარი: Ceratophora
ბინადრობენ ყველაზე წვიმიან რეგიონებში -ტყეებში. იკვებებიან მწერებით თუმცა ზოგჯერ მცენარეულ საკვებითაც. ნადირობენ დღისით (პასიური მონადირეა, ანუ მძორივით დევს და ელოდება როდის ჩაუხტებიან პირში გემრიელი მწერები >:D ). კვერცხისმდებელი ხვლიკია.
გვარში 5 სახეობაა: C. Aspera, C. Erdeleni, C. Karu, C. Stoddartii, C. Tennentii
ამათგან სამს, გვარის საფირმო ნიშანი, წანაზარდები ცხვირზე, ამშვენებს. ანუ დანარჩენ ორს მოსაწყენი ცხვირი აქვს >:D
ზუსტად არ ვიცით, ეს წანაზარდები, ევოლუციურად ამ სამმა სახეობამ შეიძინა თუ სხვა ორმა დაკარგა. თუმცა, ბოლოდროინდელი თეორიის თანახმად, წანაზარდები ინდივიდუალურად განვითარდა ამ სამ სახეობაში და სამივეს განსხვავებული ფორმის აქვთ.
C. Stoddarti- რქას გავს, თეთრი, წვეტიანი და თხელია.
C. Asperaს - დიდი ზომის და კბილანებივით ქერცლით დაფარული.
C. Tennentii - ოვალური, ფოთლის მსგავსი.
სწორედ აქედან მოდის მათი პოპულარული სახელებიც; რქიანი აგამა (მარტორქის ცხვირიანსაც ეძახიან ხოლმე), უხეშცხვირიანი აგამა და ფოთოლცხვირა აგამა.
რაშ იყენებენ „რქებს“? არ ვიცით, არსებობს მოსაზრება, რომ მეტოქე მამლები იყენებენ ერთმანეთთან „საქმის გაჩევისას“.
Ceratophora Stoddarti : მამლები შავი-ყავისფერი-ფორთოხლისფერი-მოყვითალო-მომწვანო ფერის ვარიაციებით გვხვდებიან, კუდზე შავი „რგოლებით“. თეთრი კისერი და ნიკაპით აქვთ, თეთრი გრძელი წანაზარდით ცხვირზე. დედლები - ყავისფერი შეფერილობის არიან, ყავისფერივე, მოკლე წანაზარდით დამშვენებული ცხვირით.
Ceratophora Aspera - გვარის ყველაზე პატარა სახეობაა, თუმც გვარში ყველაზე დიდი „სიამაყით“. მამლებს ხშირად თავი და რქა ერთი სიგრძისაც კი აქვთ. დედლების რქა - ბევრად პატარაა. მოწითალო მოყავისფრო ხვლიკია, ალაგ-ალაგ ღია ფერის ან შავი ლაქებით და მამალ ხვლიკებში პირის ყვითელ-ფორთოხლისფერი შეფერილობით.
Ceratophora Tennentii - მოწითალო მოყავისფრო ან ზეთისხილისფერი-მწვანე ხვლიკია, მამლებს უფრო მკვეთრი შეფერილობა აქვთ და ტრადიციულად მათი რქა ზომით დედლებისას აღემატება. სხვა სახეობებისგან განსხვავდებიან უნარით, იცვალონ შეფერილობა გარემოს მიხედვით.
და ბოლოს:
C. Erdeleni
C. Karu