forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ბარათით 5 ლარზე ნაკლებს რომ არ გახდევინევინეენ, რამდენად სამართლიანია ?
Phenem
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1331
წევრი No.: 138577
რეგისტრ.: 15-November 11

  გამოგზავნილია: 11 Jun 2019, 11:36  #54792535      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბერგან მქონია შემთხვევა ტერმინალით გადახდაზე უარს რომ გეუბნებიან, 5 ლარზე ნაკლებს არ ვჭრითო. რა თემაა ვაბშე, ან რა უდევს საფუძვლად, რა პრობლემა აქვთ.
და რაც მთავარია, რამდენად კანონიერია უარი გითხრან ბარათით ანგარიშსწორებაზე, როცა ტერმინალი ცხვირწინ უდევთ ?

ძაან ნერვებისმომშლელია რა, არ გიდევს ხანდახან ადამიანს ქეშად ფული ჯიბეზე, ეძებ ტერმინალიან მაღაზიას და გამოდიხარ ბოლოს მაინც ხახამშრალი იქიდან
serjhanti
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5007
წევრი No.: 125729
რეგისტრ.: 9-January 11

გამოგზავნილია: 11 Jun 2019, 11:42  #54792567      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლიკანი გახსენი!
სნიკერსი გახსენი და ჩაკბიჩე!
პურს ყუა მოატეხე!
მოკლედ, ყველაფერზე მაგ პრინციპით იმოქმედე და მერე იძულებულები გახდებიან, რომ გაგიტარონ და მერე ერთხელ რომ გაგიტარებენ, მერე შენ აღარ გაუტარო ეგ თემა და ეგ იქნება.

ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, კანონიერი არ უნდა იყოს. თუ აქვთ, უნდა გადაგახდევინონ ნებისმიერი ოდენობის თანხა.

მენეჯერზე დააძახებინე და მენეჯერს დაელაპარაკე!

ძალიან ნერვებისმომშლელი კიარა, იმენნა აგრესიული ვხდები მაგ დროს.

This post has been edited by serjhanti on 11 Jun 2019, 11:42


--------------------
დაასახელეთ მომენტი, როდესაც თუკი მარჯვენა საჭიანი მძღოლი ყურადღებით იქნება და მოძრაობის წესებს დაიცავს, მაინც მოხდება ავტოსაგზაო შემთხვევა მისივე მიზეზით!
progresi
LAWYER


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8476
წევრი No.: 28503
რეგისტრ.: 17-January 07

გამოგზავნილია: 11 Jun 2019, 16:03  #54793900      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაგ შემთხვევაში კანონიერებაზე რომ ვიმსჯელოთ ის დოკუმენტი უნდა ინახოს რის საფუძველზეც უარს გეუბნებიან. სხვაგვარად პასუხს ვერავინ ვერ გაგცემს
Phenem
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1331
წევრი No.: 138577
რეგისტრ.: 15-November 11

გამოგზავნილია: 11 Jun 2019, 16:30  #54794031      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
progresi
კარგი რა, რა დოკუმენტი... გეუბნებიან ჩვენთან ესეა და ვსიო
ჰოდა აქვს შპს თუ ი/მ-ს მაგის უფლება ?
belimbor
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 166
წევრი No.: 171833
რეგისტრ.: 15-August 13

გამოგზავნილია: 11 Jun 2019, 16:35  #54794063      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე აგიხსნი, რაცაა მიზეზი: ბარათით მომსახურების საკომისიო ძირითად შემთხვევაში (ნუ პატარა ბიზნესისთვის) არის 2% მინიმუმ 20 თეთრი. ანუ 10 ლარის პროდუქცია უნდა გაყიდოს, რომ 2%=20 თეთრს გამოვიდეს. მაგაზე ნაკლების შემთხვევაში იხდის დიდ პროცენტს ტერმინალის მომსახურებაზე. ჰოდა ხანდახან ის 20 თეთრი სულ არ არის იმისი ფასნამატი თვითღირებულებაზე. ლარიან პურზე მაქსიმუმ 5-10 თეთრი მოიგონ, რასაც უკვე წაგებაში გაჰყავს კონკრეტულ ტრანზაქციაზე. ამიტომ ზოგიერთი პატარა ბიზნესი ერიდება მცირე შესყიდვებზე ტერმინალის გამოყენებას და ურჩევნიათ ქეშად აიღონ. დიდ მარკეტებში არაა პრობლემა ეგ
* * *
რაც შეეხება კანონიერებას, არ მგონია, რომელიმე კანონი კონკრეტული ბიზნესისთვის გადახდის საშუალების შეზღუდვას აწესებდეს
vaho
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10821
წევრი No.: 17198
რეგისტრ.: 14-February 06

გამოგზავნილია: 11 Jun 2019, 16:45  #54794113      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
5 ლარს რა უჭირს.

100 დოლარი არ გადამიხურდავა სავალუტომ ვაჟაზე, ძეგლთან.

500 დოლარზე ნაკლებს არ ვახურდავებთო.

არ ვიგონებ...
Phenem
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1331
წევრი No.: 138577
რეგისტრ.: 15-November 11

გამოგზავნილია: 11 Jun 2019, 16:55  #54794164      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
belimbor
გაიხარე, მადლობა ახსნისთვის
------------
მარა ძალიან ნერვებისმომშლელია მაინც biggrin.gif

This post has been edited by Phenem on 11 Jun 2019, 16:56
progresi
LAWYER


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8476
წევრი No.: 28503
რეგისტრ.: 17-January 07

გამოგზავნილია: 11 Jun 2019, 16:58  #54794184      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Phenem
თუ ეგრე მარტივად მივუდგებით კი აქვთ.
belimbor
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 166
წევრი No.: 171833
რეგისტრ.: 15-August 13

გამოგზავნილია: 11 Jun 2019, 17:29  #54794338      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემთან ერთი ბოსტნეულის გამყიდველი კაცი მუშაობდა, სულ მაგასთან დავდიოდი, იმიტომ რომ ტერმინალი ჰქონდა (იშვიათობაა ხილ-ბოსტანში) ჰოდა ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ საკუთარის მოგების დიდ წილს ბანკს უხდიდა biggrin.gif ახლა 5 ლარი აქვს მინიმუმი. პატარა ბიზნესი ვისაც არ აქვს ეგ შეზღუდვა, ან არ იციან საკომისიო რამდენია, ან ვერ ანგარიშობენ ანდა ვერ იაზრებენ მოგებასთან პირდაპირ კავშირს
GHOST91
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 49
წევრი No.: 250828
რეგისტრ.: 28-May 19

გამოგზავნილია: 11 Jun 2019, 20:31  #54795082      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (vaho @ 11 Jun 2019, 16:45 )
5 ლარს რა უჭირს.

100 დოლარი არ გადამიხურდავა სავალუტომ ვაჟაზე, ძეგლთან.

500 დოლარზე ნაკლებს არ ვახურდავებთო.

არ ვიგონებ...

ესეთ შემთხვევებში უნდა დარეკოთ ეროვნულ ბანკში


--------------------
ვაი დამარცხებულთ!
progresi
LAWYER


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8476
წევრი No.: 28503
რეგისტრ.: 17-January 07

გამოგზავნილია: 12 Jun 2019, 14:26  #54797997      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GHOST91
არ ერევა მაგაში ეროვნული, არაა მისი რეგულაციის საკითხი ეგ.
trendygirl.me
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2389
წევრი No.: 212353
რეგისტრ.: 7-January 16

გამოგზავნილია: 12 Jun 2019, 15:06  #54798220      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გორგიაში რო კაფეა, ეგეც "პატარა ბიზნესში" გადის?, ეგენიც ტვინს ღუნავენ პატარა თანხაზე, არადა რიგები დგას ხოლმე.......
BAKURMEFE
რაჭველი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11768
წევრი No.: 71388
რეგისტრ.: 18-October 08

გამოგზავნილია: 12 Jun 2019, 15:36  #54798365      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე აღარ შევდივარ ეგეთ მაღაზიებში. სახლთანახლოსაა ერთი ეგეთი, რამდენჯერ შევედი იმდენჯერ გაფუჭებული გვაქო. ქეშად მეც არ დამაქ თანხა. ხოდა მეთქი ეხლა 20 ლარის პროდუქტი რო ავიღ გაკეთება ეგ აპარატითქო, არაო არ გაკეთებაო. არადა ედო და ჩართული იყო smile.gif ხოდა კარგად ბრძანდებოდეს.


ტაქსისტებმაც რომ დაიწყეს ეგეთები. ოღონდ მანდ პირიქითაა თურმე, 10 ლარზე მეტი თუარის ბევრ პროცენტს იღებს, 10 ლარამდე ფიქსირებულს. ხოდა 11 ლარი და რაღაც იყო, ხოდა იქნებ გააუქმოო შეკვეთაო, ბევრი მიაქვს ბარათზეო. 2 ალრზე მეტს წაიღებსო, ხოდა ნუ მეთქი ჯანდაბას, სიეადც იშვიათად ვსაგრებლობ, გავაუქმებთქო. გავაუქმე ბანკომატიდან მომხსნევინა ფული, მაგრამ 11 ლარის მაგივრად მიიღო 10 ლარი მაინც. ნუ უკმაყოფილი კი დარჩა, მაგრამ მოგებული უფრო დარჩა.


--------------------
"Live and die on this day"
Sxl
/\RCHIVED


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1037
წევრი No.: 146279
რეგისტრ.: 6-April 12

გამოგზავნილია: 12 Jun 2019, 16:37  #54798668      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეხლა როგორაა არ ვიცი მარა:

ჩემ მაღაზიაში მინდა 5ს დავაწესებ ლიმიტს და მინდა 200ს.
თუ მინდა კარტით საერთოდ არ გადავახდევინებ კლიენტს და მარტო ქეშზე ვიმუშავებ.
ჩემი მაღაზიაა.
იმენა ჩემი. ჩემი ფულით და წვალებით და ნერვებით გახსნილი და ამუშავებული.
ჩემი სიცოცხლის გარკვეული პერიოდი მაქვს შიგნით ჩადებული და ჩაქსოვილი.
და რა მორალური უფლება უნდა ქონდეს ვინმეს ფულს რა სახით მივიღებ ან არ მივიღებ მაგაზე რამე შეზღუდვა დამიწესოს?
ასე უნდა იყოს წესით და რიგით თუ სამართლიანობა გვაინტერესებს და არა ის ჩვენთვის როგორაა კომფორტული და ჩვენ როგორ გვისწორდება.
არ მოგწონს? შედი სხვა მაღაზიაში.

პ.ს. მაღაზია არ მაქვს.
trendygirl.me
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2389
წევრი No.: 212353
რეგისტრ.: 7-January 16

გამოგზავნილია: 12 Jun 2019, 18:27  #54799214      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Sxl

მორალური უფლება გაქვს მანამდე, სანამ კანონის ფარგლებში ხარ. მე არ ვიცი კანონი რას ამბობს ამ კონკრეტულ საკითხზე, მაგრამ ზოგადად, თუ კანონით აკრძალულია შეზღუდვები, მაშინ ან მიიღე ბარათი, ან დაკეტე მაღაზია. შენი ემოციები არავის არ აინტერესებს.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0244 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]