Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > მურმან ლებანიძე


Posted by: ფალესტრა 30 Dec 2007, 16:19
http://funkyimg.com


მურმან ლებანიძე – სისხლი სისხლთაგანი, ხორცი ხორცთაგანი ქართველი მოდგმისა, მისი საუკეთესო შვილების შთამომავალი – დაიბადა 1922 წლის 14 ნოემბერს, დაბა აღსტაფაში.

1940 წელს, საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. თუმცა მეორე მსოფლიო ომმა სწავლა გააწყვეტინა და 19 წლისამ ჯერ კავკასიის უღელტეხილზე წარმოებულ ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ – უბანში.

1943 წელს მძიმე ჭრილობის გამო დაბრუნდა თბილისში.

1945 წლიდან სწავლა განაგრძო უნივერსიტეტში, რომელიც 1948 წელს დაასრულა. ამავე წელს მურმან ლებანიძე დაოჯახდა, მისი მეუღლე გახდა ელენე ჭავჭავაძე. სხვადასხვა დროს მურმან ლებანიძე მუშაობდა საყმაწვილო-სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში, საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის მთავალ რედაქტორად, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარედ, შოთა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტად.

მურმან ლებანიძე ნაყოფიერად მუშაობდა მთარგმნელობით სფეროშიც. მან თარგმნა იაპონური, კლასიკური და ძველი ეგვიპტური პოეზიის ძველი ნიმუშები, კიპლინგის, ბერნსის ლექსები, შექმნა რუსული კლასიკური პოეზისიის მიკროანთოლოგია. მურმან ლებანიძის ლექსები თარგმნილია რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, უკრაინულ, ფრანგულ, გერმანულ და ჩეხურ ენებზე. 1972 წელს მურმან ლებანიძეს მიენიჭა შოთა რუსთაველისა და გალაკტიონის პრემიები. დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.

1995 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ. მურმან ლებანიძე გარდაიცვალა 2002 წლის 17 აგვისტოს, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

http://funkyimg.com


უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: ,,ვინ ვის?'' ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!


http://funkyimg.com

Posted by: zazabichi 30 Dec 2007, 16:55
ფალესტრა
მაგრად გაასწორე, კარგა ხანია ასეთი კარგი თემა არ გახსნილა, თავისი ფოტოებით და მარილით. : )



ხარ დიდი სანდრო ბოტიჩელის
მადონა ნორჩი,
ამიმხედრდება
შენი ერთი დანახვით სისხლი,
დ მერე, როცა
გვერდზე წახრილს ბეჭებში გკოცნი
ხოლო შენ მორცხვად
შენს ათასგვარ ღილაკებს იხსნი,
განუზომელი
ნეტარების
მოლოდინით მევსება ხორცი...

ო, უტკბილესო!
ტიტანური შთამბერე ძალი!
მინდა დაგწვდე და
აგიტაცო უეცრად ცაში,
მინდა ვიყვირო:
-"საოცრება! შეხედეთ! ქალი!"-
მაგრამ ბნელდება
და ხორხოცით, გრგვინვით და ტაშით
მიეჩქარება
უფსკრულებში
დამსხვრული ხორცი და ძვალი.


Posted by: ninno 2 Jan 2008, 00:14
სადაც ჩაღრმავდები,
ყველგან ზოდებია,
ყველგან ხელთუქმნელი
ბაჯაღლო ზოდები.
მაგრამ რაღა დროის! -
სიბერის კორდებია,
სიკვდილის კორდებია,
მივალ და გშორდები.

მინდოდა ქართველი
თორმეტი მილიონი,
სულ ათი-თორმეტი
მინდოდა მენახა -
არაგვის სიარაგვე,
რიონის სირიონე
და მიწა გაშლილი
მსოფლიო ვენახად...

სადაც ჩაღრმავდები,
ყველგან საშველია,
რა ხსნა, რა გზებია,
რამდენი საშველი!
მაგრამ რაღა დროის!
ორი დღე დამრჩენია,
ტირილით მივიმღერი,
მივდივარ თვალსველი.


Posted by: Makulatura 2 Jan 2008, 00:22
ოჰ პოეზიავ - მარად
ცის კიბეებით მსვლელო
ვისთვის წკრიალა ქნარად!
ვისთვის -
კრწანისის ველო!


ჩემი უსაყვარლესი პიროვნება!

დიდება მურმანს!

Posted by: ninno 2 Jan 2008, 00:55
დიან დღეები,
ღამეებიც ესრეთვე მწყობრად -
მწუხრის ზეწარი
ყოველივეს გადაჰფენია...
„ყოფნა - არყოფნა?!“ -
ამჯობინეს პასუხად „ყოფნა!“
მაგრამ ეგ „ყოფნაც“,
მე თუ მკითხავ, - არაფერია!

ვგდებულვარ როსმე
თვალშეუდგამ ღამეში ობლად,
თავს ლეგიონი
სიკვდილების გადამფრენია...
„ყოფნა - არყოფნა?!“ -
ხვეწნით მითქვამს პასუხად „ყოფნა!“
მაგრამ ეგ „ყოფნაც“,
ღმერთი-რჯული, - არაფერია!

სიკვდილი - წუთში!
ნუ ჩამითვლი შენ ამას ჯობნად -
სხვა ნაპირისკენ
გზა ვარდისფრად დანაფერია...
„ყოფნა - არყოფნა?!“ -
ვამჯობინე პასუხად „ყოფნა!“
მაგრამ ეგ „ყოფნაც“,
ოჰ, ეგ „ყოფნაც“ არაფერია!


Posted by: Ruglen Holon 2 Jan 2008, 00:58
მურმანა სერიოზული იგროკი იყო biggrin.gif

Posted by: the_lizard_king 2 Jan 2008, 01:06
ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
ის მთვრალი იყო როგორც ყოველთვის
- "საქართველოში პირველი თქვენ ხართ
დაგვისახელეთ მეორე პოეტი"
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი
- "საქართველოში?" - ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე მოისვა ბრჭყალი...

Posted by: formula3000 2 Jan 2008, 01:19
იწივლებს რკინის ვეშაპი
და წიფის გვირაბს გამოხრავს:
ლიხის მთას ქოხი ჰკიდია,
ქოხი სიზმრისას ჩამოჰგავს.

უცბათ _ ღრუბლებში თითია,
ყმაწვილ ქალს ჩვილი გამოჰყავს;
ქოხთან პაწია ყანაა,
ვიღაც წალდს ლბილზე ჩამოჰკრავს...

ვინც მაგ სახლაკის მამაა,
ვინც მაგ ყანუკას გამოხნავს,
ან იმას რა დააბერებს,
ან თუ დაბერდა რა მოკლავს!


-----------------------------


Posted by: fiesta_eterna 2 Jan 2008, 21:22
QUOTE (Ruglen Holon @ 2 Jan 2008, 00:58 )
მურმანა სერიოზული იგროკი იყო                                              biggrin.gif

იყო! მაგრამ ისტორიას შემორჩა ის არა როგორც იგროკი, არამედ როგორც კარგი პოეტი. ასეთებს კი ყველაფერი ეპატიებათ. : )
გაიხსენეთ ბაირონის პირადი ცხოვრება, რამდენი რამე დაწერილა, მაგრამ მისი შემოქმედება ყველაფერს შლის და ბოდიში და ყველას კიდია, ვინ იყო, როგორც პიროვნება, რას აკეთებდა, მისი ინტიმური თავგადასავლები და ა.შ...
ლერბანიძე ძალიან მიყვარს, არა მარტო როგორც პოეტი, არამედ ძალიან საინტერესო წერილების და ესეების ავტორი.
ამას ინტერნეტში ვერ ნახავთ, ჩემი ხელით ვპოსტავ smile.gif

სურათი
მეჩვიდმეტე საუკუნეა....
თუშ აქიმს სტუმარი მოსვლია და გაუსტუმრებია კიდეც: წითელ-ულვაშგაფშეკილი ხნიერი ხევსური ტანმორჩილ იაბოზე გადამჯდარა, გორა-გორა, სათიბ-სათიბ მკვირცხლად მიაჩინდრიკებს თავის ბაჩა-ცხენს; აქეთ-იქით ქვეყანას ათვალიერებს, თვალში ჩამავალი მზე უჭყიტინებს, შუბლი ჭრელი ნაქსოვით აქვს გადაკრული.
კმაყოფილი აქიმი კოშკის წინ სიპ ქვაზე ზის და ხევსურს გაჰყურებს, მოპირდაპირე კოშკის გალავნიდან მეზობელი გადმოსძახის:
-ზეზვავ, ჰაი, ზაზვავ! რა სჭირდ ხევსურსაო?
- დიდ არაფერი სჭირდ, პეპელა ამოვარიდეო...
განმარტებისთვის:
ხევსურს ტვინში სიმსივნე ჰქონია და თავის ტკივილს შეუწუხებია; თუშეთს გადასულა და აქიმს ხლებია;აქიმს თავის ქალა აუხდია და სიმსივნისგან გაუთავისუფლებია; ისევ დაუხურავს ქალა და ჭრილობა გაუკერია. თავი თუშური ქსოვილით გაუკრავს და მოუსვენებია; ნაშუადღევს ცხენზე შეუსვამს და ხევსური ხევსურეთს გაუსტუმრებია...
ამას თანამედროვე მედიცინის ენით: რეზექციას, ტრეპანაციას და, რა ვიცი კიდევ, რას არ ეძახიან.
ესეც შენი მეჩვიდმეტე საუკუნე!!!
დიახ, დიახ, მეჩვიდმეტე საუკუნეა! ასე მგონია იქა ვზივარ, მეორე სიპზე, თვალდათვალ ვხედავ: მზე ჩადია და ბეჭზე ფარი ულაპლაპებს ცხენიან ხევსურს.

Posted by: Ruglen Holon 2 Jan 2008, 21:42
fiesta_eterna
რათ მეჩხუბები კაცო ? biggrin.gif

Posted by: fiesta_eterna 2 Jan 2008, 23:08
Ruglen Holon
QUOTE
რათ მეჩხუბები კაცო ?

ვაიმე არ შემიძლია... biggrin.gif რატომ მოგეჩვენა რომ გეჩხუბები? მე და ჩხუბი? ნწუ no.gif წარმოუდგენელია, თანაც ახალ წელს! biggrin.gif
აქვე ვისარგებლებ და ყველას გილოცავთ! bis.gif

Posted by: აღასპერი 3 Jan 2008, 01:26
ლებანიძის ის ლექსები მიყვარს ყველაზე მეტად, გალაკტიონს რომ ეძღვნება.

~~~

გალაკტიონი
ტიციანთან ყოფილა უბრად,
ტიციანს
თავის პოეტებში ჰქონია სუფრა,
და იჯდა თურმე
ჩვენი დენდი საერთო ჯამთან -
უხორცო იყო,
ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა,
გალაკტიონი
შემოსულა დუქანში იმ დროს,
მარტო დამჯდარა,
მარტოსული, და უთქვამს მარტოს:
არ მიუხმია
ის ტიციანს, არა და არა,
და ასე უბრად,
უხერხულად კარგა ხანს მსხდარან.
უცებ...(მახლობლად
პურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი)
გალაკტიონთან
ერთ - ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი;
პოეტი მეფე
ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის, -
უკადრებია
რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის...
აჰფეთქებია
აქ ტიციანს უეცრად დენთი,
წამოვარდნილა
ცვენი ლორდი და ჩვენი დენდი,
დაუდგამს ჭიქა,
შეუხსნია კისერზე ბანტი
და უხეთქია
რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი.
და დარევიან
პოეტები ერთპირად რეგვნებს
და ჭახაჭუხი
შესდგომიათ ბოთლებს და ნეკნებს;
და როცა ჩვენი
ლომკაცები ბრძოლით დამძღარან,
დაუფრენიათ
თხებივით და ომი დამცხრალა,
"ტიტე, ძამიკო!"
შეშლილივით აყვირებულა
გალაკტიონი
და ორთავე ატირებულა...
ორპირის ფშანზე
გაზრდილ ბიჭებს უეცრად გული
ამოსჯდომიათ,
ხვევნა - კოცნა შექმნილა ძმური:
გადმოსცვენია
შვების ცრემლი ტიციანს მისით.
რაც ექნებოდათ
სამდურავი, იციან, ვიცით!
დიდი ბავშვები!
ამდგარან და დამსხდარან ერთად
და პოეზია
უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად.
პაოლოს გარდა
ამ საქმეში ყოფილა გოგლა,
ყოფილა სმა და
გადარევა ყოფილა ოხრად.
ეს ყველაფერი
მე მიამბო "არაგვში" გალამ
და, თუ ვუმატებ,
ანუ ვაკლებ, ან რამეს ვმალავ,
არამი იყოს
ის წარწერა: "სულით და გულით!"
იქ, იმ სარდაფში
მიღებული ღვინო და პური!
გული გულს იცნობს
ღონე ღონეს, მარჯვენი მარჯვენს...
ლეგენდად დარჩეს,
მეგობრებო, ლეგენდად დარჩეს!


http://forum.ge/?showtopic=33714377&view=findpost&p=4871269

http://imageshack.us

Posted by: patriciia 3 Jan 2008, 01:35
მთის ჩიტი მთას შააკვდაო..
თოვლი თოვს, არ ჩანს საფრენი,
მთას ჰკითხეს _ რა შაგაკლდაო.
მთამ _ ბევრი არც არაფერი..

ემაგას სტყუი, ძმობილო,
არ გაცოცხლდების ბედკრული,
მაგრამ შენც გამაჰყრუვდები,
გამაგელევის ერთგული....

Posted by: მატისი 7 Jan 2008, 20:31
ყველა მიყვარს, ვისაც გალაკტიონი უყვარს love.gif მათ შორის ლებანიძეც.


იქ ირჩეოდა
რომელიღაც პოეტის ბწკარი,
უთანხმოება
და კამთმა როცა იფეთქა,
გალაკტიონმა
შემოაღო ანაზდად კარი
და ხაზგასმული
მოწიწებით, მახსოვს, იკითხა:

"ოჰ, კრება გაქვთ
პოეტებს, ძამიკო?!"

ვიღაც წამოდგა,
იქვე, კართან, ფეხქვეშ გაეგო,
აუხსნა რაღაც,
მან დასტოვა ღიმილის ხურდა.
თავისი დიდი,
რკინის ხელი სულში ჩაგვიყო
და გაგვეცალა -
მას უბრალოდ ხუმრობა სურდა.

მინის ტიხარში
მალე მაღალ პოეტის ლანდი
მსვლელობა მისი
დიდებული და ბაღი დაჩნდა:
ბაღში მჯდომისთვის
ტიხარს აქეთ ბინდბუნდად ვჩანდით,
სასხლის ბაღში
ცისფერ მერხზე ის მარტო დაჯდა.

გარე ჯიბეში
სავარცხელი მოჩხრიკა ცერით,
უცხო ხილვები
გამოიხმო საყვარელ ბაღში,
დაახლოებით
ასე, ოც წუთს ივარცხნა წვერი,
მერე ადგა და
კმაყოფილმა გასწია სახლში.

Posted by: ფალესტრა 9 Jan 2008, 15:56
(მეტეხის კლდეში სწერია...)

მეტეხის კლდეში სწერია
ოთხი სტრიქონი ბრწყინვალე:
- რა უფრო მშვენიერია:
დიაცი - უბემჩინარე,
თმადათოვლილი მოხუცი,
ჩვილი - აკვნიდან მცინარე,
ვაჟკაცი - ომში გასული,
მამულისათვის მძვინვარე,
თუ უკვე შუბლგაჩეხილი -
გაუღვიძებლად მძინარე?!



http://funkyimg.com


(შენ მეკითხები...)

შენ მეკითხები: რას ვაპირებ აწი და აწი!
რას შეიძლება
აპირებდეს
ჩემი ხნის
კაცი?!

ვაპირებ იმას, რაშიც შაურს არავინ გიხდის:
კოხტად,
ლამაზად
დაბერებას,
ლამაზად -
სიკვდილს!

შენ რა, საერთოდ მეკითხები, გავიგო ასე,
თუ ყოველდღიურს?!
რას ვაპირებ,
დავუშვათ,
ხვალ-ზეგ?!

თუ აგრეა და, ჩაკარებას ველი დეკემბრის,
თოვლი მიყვარს და
ჩამოთოვოს
მთები ეგების...

ველი ფანჯრების
ამოგმანვას... თოვლით და ჭირხლით
განვაგრძო
ჩემი მოწყენილი
''ოთახის ციკლი!''

http://funkyimg.com


Posted by: maklay 9 Jan 2008, 16:40
ეს ლექსი სხვა თემაშიც დავპოსტე, მაგრამ აქაც ვწერ, რადგან თემა მურმანს ეხება...და ლექსიც არაა გახმაურებული smile.gif


"თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ
თუ ძუძუს თავზე არ გიკბენია
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცავს
რა გიგემია...

თუ თბილ თითებით თმებს არ უფურჩქნი
თუ ქალის კვნესა ყურთ არ გსმენია,
ქალს ფეხებამდე თუ არ გალოკავ
სხვა უკეთესი რა გიგემია...

თუ ხშირ სუნთქვაში შვებას არა გრძნობ
თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია
ღამე ჩურჩულში თუ არ დაგიწვავს,
სხვა უკეთესი რა გიგემია...

ხომ არ გგონია, შენთვის არ მოთოვს
შენთვის სიკვდილი კარზე არ მოვა
...
...

და ერთი წუთით მოსულს ამქვეყნად
წუთები უღვთოდ მოგეჩვენება
ჩაგიკრავს გულში ღვთიური ლოცვა
სთქვი, რომ ამ ქვეყნად არ გიცხოვრია..."




Posted by: ganmuxuri 10 Jan 2008, 17:33
ნიჩევო სებე!!! ეს ყოფილა ქართული პორნოს მამა!!! smile.gif

Posted by: Don Diego 27 Jan 2008, 23:15
საბჭოეთში მცხოვრებნი კარგად მიხვდებით ამ ლექსის მნიშვნელობას

მაქვს ჩემს რედაქტორთან ჭადრაკის თამაში,
ლაზიერს უნდა მხედარი ჩავაფარო,
ხვალ-ზეგ ჩაიშვება კრებული სტამბაში
რაღაც-რაღაცეები მინდა გავაპარო

Posted by: sevaida 27 Jan 2008, 23:25
ლებანიძის ~ციცო~ მიყვარს ძალიან..

უმაგრესი ლექსია smile.gif

Posted by: აღასპერი 29 Jan 2008, 20:06
ოციან წლების მძაფრი სურნელი
სდის გაყვითლებულს ბიისფრად ფოტოს.
იყო და არის ყოვლისმკურნალი
დრო ჩამოსაყრელს ჩამოჰყრის ფოთოლს.


მე, რა თქმა უნდა, ვიყავი ბავშვი.
მამებს გარდახდათ ბრძოლები ძნელი:
გამოფენილა სასახლის ბაღში
ქართულ მწერლობის ოჯახი ჭრელი.

თვითონ პოეტი - ალყით ძლეულა,
გარშემორტყმულა... ძმებით და მტრებით -
ვაი, სირცხვილო, სად მიმწყვდეულა,
ვინც საუკუნე ასწია, ხმრებით!..

ოციან წლების მძაფრი სურნელი
სდის გაყვითლებულს ბიისფრად ფოტოს.
დრო ჰქრის და, დროა ყოვლის მკურნალი,
დრო ჩამოსაყრელს ჩამოჰყრის ფოთოლს.

გალაკტიონს...

Posted by: Don Diego 30 Jan 2008, 12:13


დიაცი ჯინსით!
გამოკრული არტახში ტანი!
თვალი გამექცა...
ახალგაზრდას ვარიგებ პოეტს:
_ გახსოვდეს ქალი,
ამ ცხოვრების ანი და ბანი! _
ის იღიმება:
_ ჩვენ ბოდიში, ეტყობა, ჰოეც!

Posted by: fiesta_eterna 31 Jan 2008, 01:59
კაცური კაცის ცხოვრება,
გზა, წიგნი სისხლით ნაფერი,
ხელახლა აიწონება
ხელახლა სუყველაფერი!

მედროვის ყალბი დიდება,
მკვახედ და მკუხედ ნამღერი,
ხელახლა გაიჩითება,
ხელახლა სუყველაფერი!

გაზაფხულს წყალი დიდდება
იქნება მწუთხე ნაპირი!
იქნება ჯვარცმა, კირთება
ხელახლა წაიკითხება,
ხელახლა
სუყველაფერი!


Posted by: buzghuntia 31 Jan 2008, 21:28
მაგარია, მაგარი... ძალიან მაგარი...

Posted by: რუსთაველი 8 Feb 2008, 03:01
ეს ჩემი ყველაზე საყვარელი ლექსია ამ კაცის..

სხვაგანაც დევს, მაგრამ აქაც მინდა იყოს..

ავტობუსში

სომეხი
ქართველს უამბობდა, პიტალო სახით
უსმენდათ ფრანგი,
ამრეზილი წვრილ-წვრილი ხალხით...
„რა ვიხარეო, -
თქვა სომეხმა, - რაფრად დანაყა,
რა ჩხუბს ვუყურე,
ერთმა კაცმა ოთხი გალახა,
რომელსაც მოსდო,
სათითაოდ ადგილზე დასვა,
მიაწყ-მოაწყო
და თავის გზით გასწია კაცმა...“
„ვენაცვალეო
შიგ ჯიგარში! - (სომეხი იდგა)
სად უყურეო,
თუ კაცი ხარ?!“ - ქართველმა ჰკითხა.
ფრანგს გაეცინა:
„რა ხალხია, ეს რაებს ბლანდავს!
არ კითხულობსო
დალოცვილი მტყუანს და მართალს!“
„ამას უყურე! -
თქვა სომეხმა, - რა ბრძანეთ აქო!
ვაჟკაცობისა
რა გესმისო, შე მართლა ფრანგო!“
და თქვა ქართველმაც
იდეური თანხმობით დოსტთან:
„ერთი - ყოველთვის მართალია
ათთან და ოცთან!“
„ცოტანი ხართო!
ვერ გასულხართ, ვერც გახვალთ გაღმა! -
რიცხობრიობის
გაწუხებთო საკითხი!“ -
ფრანგმა.

1984

Posted by: არჩიბალდ 9 Feb 2008, 06:00
ვერ ვიტყვი, რომ მისი შემოქმედებით აღფრთოვანებული ვარ.

არასდროს მომწონდა და არც ახლა მომწონს.

მიზიდავს მისი რამდენიმე ლექსი ისიც იმიტომ, რომ ლექსის 'პერსონაჟები' არიან საინტერესოები.

მის ციკლს ვგულისხმობ, 'ცისფერყანწელებს' რომ ეძღვნებათ.


ეს კი gorjestan - ს, იმედია ისიანოვნებს smile.gif

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო -
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და
არც იმ ჭკუაზე - ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო!

ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის
და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!

ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში
ციცო ისეთია.

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

Posted by: რუსთაველი 9 Feb 2008, 06:38
არჩიბალდ

ყველა ლექსი არც მე მომწონს, მაგრამ ბევრი კარგი ლექსი აქვს. smile.gif

* * *

არ ვთამაშობ, თამაშიდან გავდივარ,
ფარ-ხმალს ვაწყობ, ვეფერები ბალახებს,
ყრუ ხეობის თავზე ვარ და ცამდე ვარ,
უკეთ ვხედავ მახრჩობელა ქალაქებს.

კუბოს ვაგებ, ეს მეშვიდე წელია,
სისხლი მწვეთავს, ვკვდები კარგა ხანია;
ეს სიკვდილი - ძველისძველისძველია,
ეს გაქცევაც - ვიცი, არახალია.

ყრუ ღამეში შერკინულმა მხედრებმა
გადუქროლეს ჩემსას მთა-ბარს ჭენებით,
იყო ჯვარცმა, იყო კვნესა-ვედრება,
რკინის დროში ვბრძოდით ლამანჩელები...

მე მინდოდა შეცვლა ქვეყნიერების,
(გულუბრყვილო ბიჭი მახვილს ლესავდა!),
კაცთა შორის ძმობა - ძმობა, ბედნიერება,
ხალხთა შორის - სათნოება მეწადა.

რაც ყოფილა - ცისქვეშ ისი იქნება,
ის ოცნება - ჟამმა დაასამარა,
შავ ჯინჭველად მეხვევიან ფიქრები,
სიკვდილის წინ ვრჩები კითხვის ამარა:

გაჩენილა კაცთა მოდგმა ღვთისაგან, -
მძვინვარებდეს, ბრძოდეს, კვნესდეს, ჰგოდებდეს.
სატალახო გზებით სრულყოფისაკენ!
მაგრამ ჯვარცმა ოჰ, როდემდის, როდემდის!

არ ვთამაშობ, თამაშიდან გავდივარ,
ფარ-ხმალს ვაწყობ, ვკოცნი, ვკოცნი ბალახებს;
ყრუ ხეობის თავზე ვარ და ცამდე ვარ,
უკეთ ვხედავ მახრჩობელა ქალაქებს.

მურმან ლებანიძე - 1977 წ

Posted by: Don Diego 9 Feb 2008, 13:53
სოსო იორამაშვილის ხსოვნას

ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო -
მახსოვს!
შენი დათვისისხლა შავი ღვინო-
მახსოვს!
შენგან მოძღვნილი არყის ბოცო -
მახსოვს!
შენგან მოწვდილი ტახის ხორცი -
მახსოვს!
იორ-მუღანლოში სადილობა -
მახსოვს!
შენ რომ შემაყვარე ნადირობა -
მახსოვს!
შენ რომ ლელიანის კატა მაპოვნინე-_
მახსოვს!
შენ არ ესროლე და მე რომ მასროლინე-
მახსოვს!
მე რომ პირველი ხოხბით გავიხარე -
მახსოვს!
შენ რომ დაიხარე და აიყვანე -
მახსოვს!
ივრის ჭალები აქოჩრილი -
მახსოვს!
ეგ მხრები ბრეზენტით გაკოჭილი -
მახსოვს!
მზისგან დამწვარი გორმახები -
მახსოვს!
შენი თათარი ყონაღები -
მახსოვს!
ბოლო ხანებში გვეღლებოდი -
მახსოვს!
მახსოვს, ხელიდან გვეცლებოდი -
მახსოვს!
,,მეც ვბერდები და ძაღლიც ბერდებაო", -
მახსოვს!
,,ჰაუ, რანაირად თენდებაო!"-
მახსოვს!
ლექსებს მიკითხავდი კოცონთან -
მახსოვს!
ეს ოთხი სტრიქონი მოგწონდა -
მახსოვს!

,,გახედე: კახეთი! დამსკდარა ატამი,
რა მალე მოვიდა აგვისტოს პირველი.
გარეულ ჭალებში ტრიალებს ქათამი,
ჭაობში იხვია მოწყენით მზირველი"...

Posted by: რუსთაველი 9 Feb 2008, 14:03
მაგარი ლექსია ეს smile.gif

* * *

- 1 -

ენავ - მოსაჭრელო ძირში,
ტუჩო - პასუხს თქვენგან ველი:
რაა - სიყვარულის ღირსი,
გულზე რომ დავიდოთ ხელი?!

„სიტყვა - ისარივით სწორი!
ლექსი - ხანჯალივით მჭრელი!
ქალი - რა თქმა უნდა, სხვისი!
ცოლი - რა თქმა უნდა, ჩვენი!“

- 2 -

ენავ - მოსათხრელო ძირში,
ტუჩო - მარგალიტებს ველი:
რაა - სიყვარულის ღირსი,
გულზე რომ დავიდოთ ხელი?!

„კერა - მშობლის ნაბუდარი!
ენა - ლაჟვარდებით მსვლელი!
მიწა - ჩვენი საკუთარი!
ხალხი - რა ვუყოთ, რომ ჭრელი!“

- 3 -

ენავ - მოსაჭრელო ძირში,
კიდევ, კიდევ პასუხს ველი:
რაა - სიყვარულის ღირსი,
გულზე რომ დავიდოთ ხელი?!

„კაცი - კლდედ დამდგარი სჯულზე!
სული - ანთებული, წრფელი!
გული მართალი და გულზე
მართლად დადებული ხელი!“

1983 წელი

Posted by: რუსთაველი 14 Feb 2008, 04:15
* * *
„არ იყავიო
ვაჟას დღეზე ამ ზაფხულს ჩარგალს!“ -
ვინ, ვინ მიბედავს?! -
ხელფასს იღებს
ეს კაცი მაღალს

მხოლოდ იმაში,
რომ ესწრება თავშეყრებს ჩვენსას,
გვადევნებს თვალყურს,
მწერლუკანა
მწერლობას მწყემსავს...

მე წამოვწითლდი
და ხელახლა გავთეთრდი რისხვით:
„რაო, რა ბრძანეთ?! -
ჩავეკითხე
არაკაცს ზიზღით, -

ჩემთვის ყოველდღე
ვაჟას დღეა! - ვუთხარი მკაცრად, -
და ილიასიც, სხვათაშორის!“ -
შებრუნდა
გაშრა...

რად პირს არ გახსნი,
დედამიწავ, თან არ ჩამიტან,
ათას თახსირთან
რომ პურს მაჭმევ
ერთი ჯამიდან!

1983

Posted by: რუსთაველი 15 Feb 2008, 21:13
* * *

გოგონა კითხულობდა
ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით
და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა...
უფსკრულში დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით, -
ანაზდად დარბაზში პოეტი დალანდა...

გაწითლდა, გათეთრდა, გალურჯდა, გაყვითლდა, -
ანაზდად თვალი ჰკიდა საყვარელ ჭაღარას...
პოეტი დაჯდა და პოეტი გაფითრდა -
გისმენო, შვილო ჩემო, და თავი დახარა...

გოგონა კითხულობდა
ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით
და სულის ფორიაქს ის აღარ მალავდა...
უფსკრულებს დაჰფრენდა მუქლურჯი მწვერვალებით, -
და თავის განწირვით მის დამწერს ზარავდა...

სული, მომწყვდეული იმ ხორცის დილეგში,
თრთოდა და იწვოდა, სისხლი გამშრალიყო;
იცოდა გოგონამ - რაც იყო იმ ლექსში
და ისიც იცოდა - ლექსში რაც არ იყო...

ის იყო ნატიფი, ის იყო კაფანდარა,
ის - სისხლით ცისფერი და ჯიშით რჩეული,
იყო - რა დიდი და იყო - რა პატარა!
და იყო პოეტი ბალღისგან ძლეული...


P.S. გზას მისდევს პოეტი კლდოვანი ფერდობებით,
მოსტოპავს ბილიკებს ეკლიან ჯაგებით -
არის ბედნიერი ის ხალხთან ერთობით,
კაცისგან, ბალღისგან, ხალხისგან გაგებით!

მურმან ლებანიძე

Posted by: Solveig 15 Feb 2008, 21:25
sad.gif cry.gif

ის ლექსი მენატრება, მოხუც რაჭველს რომ ომი ესიზმრება-როგორ დაიჭრა და ჩავარდა ტყვედ...

ისე მენატრება ხოლმე მისი ლექსები, ლამის ჩემებს ამანათით გამოვაგზავნინო წიგნი...

Posted by: რუსთაველი 15 Feb 2008, 21:33
Solveig

რა ჰქვია ლექსს? smile.gif
-
* * *

სადაც შეხვედი, ღვინოს გაწვდიან,
დღეა ჭირის და ლხინის;
თუმნის გადახდას შენ არ გაცდიან -
გული მადლობას ყვირის.

შენ კარგად იცი, ვინც ხარ და რაც ხარ,
ანუ რატომ და რისთვის,
რუსთვლის პატრონი ერთ პოეტს, საწყალს,
ჭიქას გივსებს და გიწვდის.

ოჰ, საქართველოვ, ჩარგლის, ყვარელის,
ჭყვიშის, სხვიტორის ტკბილის,
ჭირიმე შენი პურის, მარილის,
შენგან მოწვდილი ღვინის!

1977



Posted by: ფალესტრა 15 Mar 2008, 02:19
(მშვიდობით, ცოლო!..)

“მშვიდობით, ცოლო! მშვიდობით, შვილო!
მშვიდობით, სახლო! მშვიდობით, კარო!
მშვიდობით, ლხინო! მშვიდობით, ღვინო!
მშვიდობით, პურო! მშვიდობით, წყალო..!”
ამას ამბობდა, ვინც მოკვდა დღემდე,
ტახტზე წახდა თუ ომში კვდებოდა,
ამას იტყოდა, ვინც ვერ თქვა, მენდე,
როგორც “ანს” და “ბანს”, რომ შესძლებოდა.
თებერვალია და წყალი - ხეში!..
მაგრამ მოხდება, რაც სხვისთვის მოხდა,
და ცელით ხელში, უსიერ ტყეში
გაჩნდება იგი პოეტის ქოხთან...
“მშვიდობით, ცოლო! მშვიდობით, შვილო!
მშვიდობით, ლხინო! მშვიდობით, ღვინო!
მშვიდობით, პურო! მშვიდობით, წყალო!
მაგრამ სდექ, ძველო ჭალის წისქვილო!
სდექ-მეთქი, სანამ არ არის გვიან!
ვაი, სირცხვილო! ვაი, სირცხვილო!
რაც გინდა თქვი და, პოეტი ჰქვია!
რას დაუმატებს ათასჯერ ნათქვამს?!
რას, რას გვიბარებს, ან ვისთვის კვდება?!
რას დაუმატებს სიცოცხლეს - რადგან
პოეტის ბედი სიკვდილით წყდება!..
და წამოიწევს პოეტი მაშინ
დ ყურს ცქვეტს მაშინ ღვია და დეკა
და შეჩერდება მზე წუთით ცაში
და მაღლა ცაში ატყდება რეკა...
“მშვიდობით, ნისლო! მშვიდობით, ჯანღო!
მშვიდობით, ძმებო! მშვიდობით, მტრებო!
მშვიდობით, ჩემო მამაცო ხალხო!
მშვიდობით, ჩემო ქორბუდა მთებო!
მისახვედრებო, სულ მარტივებო
თქვენც, თქვენც მშვიდობით, ჩემო საწყლებო.
თქვენ, აწ და მარად ტურფა ქვრივებო
დაქვრივებულო ჩემო ზრახვებო.

მურმან ლებანიძე

Posted by: რუსთაველი 16 Mar 2008, 22:21
(შენ მეკითხები)

შენ მეკითხები: რას ვაპირებ აწი და აწი!
რას შეიძლება
აპირებდეს
ჩემი ხნის
კაცი?!

ვაპირებ იმას, რაშიც შაურს არავინ გიხდის:
კოხტად,
ლამაზად
დაბერებას,
ლამაზად _
სიკვდილს!

შენ რა, საერთოდ მეკითხები, გავიგო ასე,
თუ ყოველდღიურს?!
რას ვაპირებ,
დავუშვათ,
ხვალ-ზეგ?!

თუ აგრეა და, ჩაკარებას ველი დეკემბრის,
თოვლი მიყვარს და
ჩამოთოვოს
მთები ეგების...

ველი ფანჯრების
ამოგმანვას... თოვლით და ჭირხლით, _
განვაგრძო
ჩემი მოწყენილი
ოთახის ციკლი!

Posted by: რუსთაველი 22 Mar 2008, 17:22
ცხენები

იანვარია_მე ვწევარ თხრილში_
რიცხვი პირველი ორმოცდასამის...
თუ გამახსენდა დაწერის ღირსი,
მეც მოვიგონებ ომისას რამეს.
ეს დივიზია ჩემი ბედია,
გადამტანია ბრძოლების დიდის,
სამას ოთხმოცდამეთოთხმეტეა,
მარუხის მხრიდან კრასნოდარს მიდის.
ვწევარ თხრილში და ვისვენებ ცოტას,
წვიმანარევი თოვლი მასველებს?
ათ წუთს ისვენებს სამივე როტა_
ოცს და ოცდაათს ვინ დაგასვენებს!
მაგრამ თითებს თუმც ბეჭში მკიდებს,
კიდეც მკიდია ბეჭებზე ტვირთი
და ეშმაკურად ბექობზე მიდევს.
სდუმს ურაგანი კავკასის კარში,
მარუხ-ნახართან აღარ ჰყეფს რიხით;
როგორც ცხვრის ფარას, მილალავს მარსი
სახორცეს თვისას ახლა მთებს იქით,
ეს დივიზია ჩემი ბედია,
გადამტანია ბრძოლების დიდის,
სამას ოთხმოცდამეთოთხმეტეა,
მარუხის მხრიდან კრასნოდარს მიდის;
პოლკი _ ალპური, ქლუროხ-მარუხის
რვაასმეათე პოლკი ცნობილი _
ამ ჯართის გრგვინვის, ამ რაკა-რუკის
და ამ მარშების ქარში წრთობილი.
ატენილია სამხრეთის ტრაქტი
ასი ათასი ქვემეხის ლულით,
ათასი ბოღმით, ათასი წყლულით,
ათასნაირი ჯარების ზვირთით,
რისხვით, წარბშეკვრით და გულგრილობით,
ამ პირტიტველა ბიჭებით, ჭყინტით,
ილაჯგაწყვეტით და უძილობით.
ვარ დატვირთული დროგის ცხენივით,
ტვირთში შებბმული წეკოს ვაბოლებ,
ათი წუთი მაქვს მე დასვენებიოს,
ლაშქრის დინებას (თოვს!) თვალს ვაყოლებ.
და, უცბად, როგორც ვერცხლის გალია,
უცხო გალია, უცხო ფრთოსნებით,
“სტუდაბეკერი” ჩემს წინ მდგარია,
კრიჭაშეკრული ვარ საოცრებით:
არა ჭენებით გალაფულები _
ნაპატიები და ნასვენები
ძარაზე დგანან არაბულები,
მართლა ფრთიანი დგანან ცხენები _
მოჩითულები ლურჯი ხალებით,
ლურჯი ფორეჯის იაგუნდებით,
დაგეზებული ურჩი თვალებით
როგორც პინგ-პონგის ხტიან ბურთები...
ხართ ისეთები, ხელში ყვავილით
რომ გადმოდგება ქალი აივნით _
ოჰ, ბედნიერო სარდლის ცხენებო,
ათას კილომეტრს თქვენ არ გაივლით!
სიკვდილს მეც შევძლებ _ ეს ტრაქტი მიმძიმს,
კი, მე თუ მივალ, თქვენც მიხვალთ ომში,
მაგრამ თქვენ სხვა ხართ, _ პატივით, ციმციმ,
ტრანსპორტით შეხვალთ
ხვალ სისხლის ტბორში!
და _ ღმერთო ჩემო _ გიჟივით ვნატრობ, _
შენ არ გამიგო, ეს სიტყვა წყენად,
მე ვარ ჯაგლაგი, ორი დღით მარტო,
გთხოვ, გამაცხენო გენერლის ცხენად!..
თოვს. ცნებაო საწყალი კაცის,
ხარ უმწარესი და უტკბილესი.
ანაზდად მესმის ღრჭიალი საჭის _
თოვლში გენერლის დგება “ვილისი”.
ადიუტანტი უმალ ჩამოხტა _
ძარაზე შემდგარს გარს უვლის ცხენებს _
რად შევჩერითო, ჰკითხავს, რა მოხდა?!
გზა მოგვეცითო, მიმართავს ჩვენებს.
ეგ არაფერი! თრაქტზე პიკია _
გზა ჩაუხერგავს ტანკების ჯახანს.
მაგრამ წუთიც და, ისევ მიჰქრიან,
ისევ მიჰყვება აღალი აღალს.
“სტუდაბეკერიც” აიძრა ნელა,
ციმციმ ცად მიდის ჩემი გალია;
მე ვწევარ თხრილში, ამფხიკავ ძნელად _
ცალკე ხორცი ძევს, ცალკე ძვალია...
არც მე ვარ მდიდარი მე ძვლით და ხორცით,
სულიღა ბჟუტავს და ვიკრებ ძალებს;
უეცრად მესმის; _ თამბაქოს მორჩით!
_ჩადექით მწყობრში!_კომბატი ბრძანებს.
_ მარშ _გატენილა სამხრეთის ტრაქტი
ასი ათასი ქვემეხის ლულით,
ათასი რკინით, ათასი წყლულით,
ათასნაირი ჯარების ზვირთით,
წყვდიადის სიღრმით და უძილობით...
და ამოდენა კოშმარის თავზე,
რომელიც წუხს და დუღს გახელებით,
ვერცხლის გალია ჰკიდია ცაზე
და ცად მიგვიძღვის ლურჯა ცხენებით.
_მარშ! _ წარბშეკრული კომბატი ყვირის, _
მეათე დღეა, მარშით გვატარებს.
ულებზე ელავს ცივი მზის დილის,
გააქვთ ჩხრიალი ქვაბებს, მათარებს.
_ წინ, ჩემო მურმან! მოეშვი ფიქრებს,
რომელსაც შავი გრიგალი გიქრობს;
სამშობლო შენი ძალ-ღონეს იკრებს _ ხომ გითხრეს, შენზე სამშობლო ფიქრობს!
შენ გაგინათებს ომი გონებას,
მე შენ ჯერ არ გთვლი წყალწაღებულად,
წინ, ჩემო მურმან, იწყებ ცხოვრებას
ბაჩა-ცხენივით თავჩაღებულად.
სდუმს ურაგანი კავკასის კარში,
მარუხ-ქლუროხთან აღარ ჰყეფს რიხით,
როგორც ცხვრის ფარას, მილალავს მარსი
სამწყსოს თავისას ახლა მთებს იქით...
სხვას თუ არა და, ამას გპირდები _
მხნე სიარულით გზა დამოკლდების.
წინ, ჩემო მურმან, გაასპიტებით!
წინ, ჩემო მურმან, ძალთა მოკრებით!
იქ ყუბანია და ცეცხლის ფარდა,
ცა _ გაპობილი კომეტის კუდით...
წინ, ჩემო მურმან, ოცი წლის ხარ და,
წინ, ჩემო მურმან, ფოლადის ქუდით!

Posted by: NIII_ 22 Mar 2008, 22:47
ჩემი ერთერთი უსაყვარლესი პოეტი... ესეც მისი კაბინეტი user.gif

Posted by: შევარდენი1906 23 Mar 2008, 15:44
’’ ნელი ტანგოა” ეს ქვეყანა, გურამ!
ხომ არ იცეკვებო, - ათასჯერ მკითხეს...
აბასთუმანში, ჭიქა არაყზე,
’’ გურამი დამღრჩვალო”,-
სხვათაშორის ბიჭებმა მითხრეს.....

Posted by: რუსთაველი 23 Mar 2008, 18:21
სარეველა

ელეგანტურად,
ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის,
ირგვლივ სინათლეს,
სიხალისეს, სიხარულს ნერგავს, _
შეხე მკაცრს, ძვირფას
შეხამებას წითლის და შავის,
ცოდვა არ არის,
სარეველა ყაყაჩოს ერქვას?!

კაცს _ კი, ბატონო!
კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად!
კაცს შენისთანას _ ჯიშით, ჯურით
ყიამყრალს შენგვარს!
ჩამოთესლებულს
ამ ჩვენს სახლში ანწლად და ღვარძლად,
წისქვილი ვისიც
ბოროტების მარცვლეულს ღერღავს!

შენი სახელის
ხსენებაზე ყორანი ჩხავის, _
რიყეში ვარ და
გულმოსული დავწვდები ჭრელ ქვას...
შეხე, რაგვარად,
რა ღირსებით, რა ეშხით ყვავის _
ცოდვაა სწორედ _
სარეველა ყაყაჩოს ერქვას!

Posted by: რუსთაველი 16 Apr 2008, 20:10
ციცო

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და
არც იმ ჭკუაზე _ ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო!

ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის
და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!

ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში _
ციცო ისეთია!

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

Posted by: Solveig 16 Apr 2008, 20:14
რუსთაველი
QUOTE
ცხენები

მადლობა ამ ლექსისათვის..

ომზე დაწერილი ლექსები ძალიან მომწონს ყველა..აი ესეც, ერთ-ერთი:

თაგვისფერი,
რომელიც მწვანეში გადადის


ომიდან მახსოვს
უმთავრესად მე სამი ფერი:
შავი -
რომლითაც იხატება ზამთრის ტყეები,
თეთრი-
რომელიც
ზამთრის ტყეებს ჭირდება ფონად
და კიდევ ფერი
გერმანელი მეომრის ფრენჩის-
თაგვისფერი,
რომელიც მწვანეში გადადის...

მე რომ დავიჭერი,
თებერვალი ბერავდა მურდალი,
(ცხრა იყო თებერვლის
და არა მკათათვის...)
ერთ საწყალ სტანიცას
თოთხმეტი ჩავუტანე
ფრენჩი თაგვისფერი!-
ის, რომელიც
მწვანეში გადადის...

. . .

ვიწყებ მოთხრობას:
ისევ ისე ომის აჩრდილი!
გამოვაღწიე გერანელებს, ყუბანზე გაველ;
გარიაჩი-კლიუჩში
მივჩლახუნობ ჩემთვის დაჭრილი,
ლაზარეთისკენ,
სადაც გრძელი შიმშილით მკლავენ...

მესამე დღეა,
ვიკვებები ჭარხლის კუდებით,
ეგ-სტანიცებში,
ტრამალ-ტრამალ-კუნელიტ, პანტით;
საიქიოში
არ მიმიღეს, სახლში ვბრუნდები
შავი ტროსტით,
თეთრი ბანტით,
წითელი ვარდით...
ვგავარ ბეღურას,
ვარ ნამსხვრევი დანგრეულ პოლკის,
საიქიოდან
სააქაოს მოვათრევ კონკებს,
ვეძებ ლაზარეთს,
ვერც მომკლეს და კიდევაც მომკლეს,
ვხვდები გზადაგზა
საიქიოს
მიმავალ
პოლკებს...
სამი დღე ვტოპე
ჰოსპიტლისკენ უდაბნო თოვლის,
კლიუჩევაიასთან
გამოვედი თებერვლის თორმეტს;
ვუახლოვდები,-
გასულ შაბათს აღებულს ჩემგნით,-
მოგრძო სტანიცას,-
უგზო-უკვლოდ,
უკაცურ ზეგნით...

ვხედავ ,საზიზღარი
აწყვია ხორცეული
წელამდე ტიტლიკანა,
შიგდაშიგ თვალხილული,
მიბრჯნით დახვრეტილი
ვერმახტის ოცეული
გაძეძგვილ ზეგანზე
თოვლშია ჩაყინული...

და ყოველ
ტიტლიკანა სალდათის გვერდში
გასაშრობადო-გეგონება,
ჰფენია ფრენჩი-
თაგვისფერი,
რომელიც მწვანეში გადადის...
. . .

,,რა ვუყო ახლა მე ამ ფრენჩებს?!-
ვუთხარი ჩემს თავს,-
კაცი თუ არა ,
ღმერთი ხომ ხედავს:
გასაგებია, რომ ფრენჩები წასაღებია,
წასაღებად არის გახდილი...
ვიღაცამ დიდი შრომა გასწია,
მაგრამ
საწყალი ჯარისკაციც, ვგონებ კაცია,
და საძრახისი, ალბათ, არც კია,
გამოვიყენოთ
სხვისი შრომა
ამჯერად
ჩვენთვის!”

. . .

ჩამოვიხსენი ზურგჩანტა მჩატე,
დავკეცე ხუთი, ხუთივე ჩავდე;
დაღლილმა სული მოვითქვი წუთიტ,
ახლა ხელახლა დავკეცე ხუტი;
გაჰქონდა მჭახედ
ტკაცატკუცი ფრენჩებს კეცვისას,
ყინულის აპკი
ასკდებოდა ქსოვილს ფრენჩისას,
ფანერს ჰგავდა და
მეშინოდა ფრენჩის გახევის,
დაბინავება შევიძელი თიტქმის ნახევრის...
ჰყმუოდა თებერვალი,
მეტელიცა სტვენდა შაითანი,
(თორმეტი იყო
თებერვლის და
არა მკათათვის...)...
გარიაჩი კლიუჩში
თოთხმეტი ჩავიტანე
ფრენჩი თაგვისფერი-
ის, რომელიც
მწვანეში გადადის...

. . .

ზუსტად
ორმოცი წელიწადი არის გასული,
მე თქვენ გიამბეთ
დაწყევლილი კაცის წარსული-
წარსული ჩემი
და წარსული ჩემფერი ლანდების-
გარეშე ხრიკის,
ყოველგვარი შეფერადების...
ჩამოვყვებოდი მელნისფერ ბინდში
ჩვენი მშიერი ჰოსპიტლის კიბეს,
გადავივლიდი,
,,კასტილებზე”- ჩამოკიდული
ფრთხილად, ფრთხილად გალიპულ შუკას,
მივადგებოდი
რომელსამე მოწყენილ ქოხმახს,
დავაკაკუნებდი,
საკეტისას-რეჩხს დავუცდიდი,
გაღებისას ფრენჩს გავუწვდიდი...
,,Заходи Сынок!”
მეტყოდა დედაბერი,
,,Заходи родненький!”
დასძენდა მოწყენიტ
და პალატაში
ვბრუნდები მერმე ხანხალით...
იმ თითო ფრენჩში
თითო თავი მომცეს ჭარხალი,
თანაც ზედ -კარტოფილი...
ამაზეც- მადლობელი!
ამაზეც მადლობელი!

. . .

ომიდან მახსოვს
უმთავრესად მე სამი ფერი:
შავი -
რომლითაც იხატება ზამთრის ტყეები,
თეთრი-
რომელიც
ზამთრის ტყეებს ჭირდება ფონად
და კიდევ ფერი
გერმანელი მეომრის ფრენჩის-
თაგვისფერი,
რომელიც მწვანეში გადადის...

"გაშავებულ" სტრიქონებს რომ ვკითხულობ, გული გადამიტრიალდება ხოლმე, ყველაფერი მაგის აღიარებას დიდი ვაჟკაცობა უნდა...

Posted by: TomWaits 16 Apr 2008, 20:52
თუკი პოეტი ცრუ პოეტია
ამაოდ ჰგოებენ რომ ის გოეთეა
ვაიმარს გაგზავნო ავია-კალათით
ვირით ჩამობრუნდეს ხახვით და სალათით

ეხლა ეს გამახსენდა რატომღაც, მურმანა ეგეთი პოეტი არ იყო უფრო მეტიც,დიდი პოეტი იყო, არა დიდი ცუდი სიტყვა ამ კაცთან. უბრალო, თბილი და ტკბილი პოეტი იყო, ძალიან კარგი პოეტი.smile.gif

Posted by: რუსთაველი 18 Apr 2008, 04:02
***

უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: `ვინ ვის?~ ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!

Posted by: რუსთაველი 18 Apr 2008, 04:06
***

კაცი სხვის რითმებს წვრთნის, _
სახავს უწყინარ ლაღობად,
გალაკტიონი თვლის
ჯიბეში ხელის ჩაყოფად.

წერს: `რა ხდებაო ეს?!~
წუხს: `ჯოგის ხელში ცვდება _
სადაც ჩავხედე ლექსს,
სულ ჩემი რითმა მხვდება!~

წერს: `რითმაც უთაქია,
რიტმებსაც ჩემსას ავლენს, _
იცოცხლე, უთარგმნია
ბლოკი მშვენივრად პავლეს!~

`მართალი გახლავს ზოგი,
ვინც ქართულ თარგმანს აქებს,
კი, ნაღდად იგებს ბლოკი,
ოღონდ _ პავლია აგებს!~

`ქურდობს დღისით და მზისით,
ძარცვაში ტოლი არ ჰყავს,
ქარგავს რითმებით სხვისით,
სხვისი რიტმებით ჩარხავს...~

და იქვე დასძენს: `სხვაა,
და არც არავის არ ჰგავს,
გალაკტიონი _ ზღვაა,
ამით არაფერს კარგავს...~

კაცი სხვის რითმებს წვრთნის, _
სახავს უწყინარ ლაღობად, _
გალაკტიონი თვლის
ჯიბეში ხელის ჩაყოფად.

Posted by: tikoroma 19 Apr 2008, 16:13
მამა ღამე დამიტოვა,
დედამ კაბა შავი მთხოვა,
ერთი სასაფლაო მქონდა,
ისიც თოვლმა დამითოვა,
შენ რომ წიგნი დამიტოვე,
სხვამ რომელმა დამიტოვა.
ბევრი დღე და ბევრი ღამე
კიდევ ბევრი შხამით მოვა.
ის რომ არ ჩანს, ვისაც ველი,
მოწყენილიც ამიტომ ვარ.

ჩემს ცხოვრებაზე დაწერილი მგონია.

* * *
მაგარია გაზაფხული შემოსულა, ლენ
გალაკტიონზე დაწერილი ყველა ლექსი...
ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ,
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის,)
ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დამისახელეთ მეორე პოეტი.
უცებ ჭინკებით აევსო თვალი,
თავის დიდებით ის იყო მთვრალი.
საქართველოში?! _ ჩაიბუბუნა
და ლომურ წვერზე მოისვა ბრჭყალი.
tongue.gif რომ არ იცოდე ვინაა გალაკტიონი, მარტო ამ ლექსით შეგიყვარდება

Posted by: რუსთაველი 20 Apr 2008, 23:02
ხმა სამარიდან

(შთამომავლობას)

ხალხით ავსებულ
ნაპარტახალ სოფლებს სალამი!
ეს მე ვიყავი
სული მედგა ვიდრემდის პირში,
რომ ვჩურჩულებდი:
“ოჰ, უფალო, მომეც ძალა მე,
გადაშენების
ვზიდო ბოღმა, ეჭვი და შიში!”
ცრემლს რომ ვმალავდი,
ჭირშიმყოფელს არ გთვლიდი მკვიდრებში,
მშობლის სახელი
მაბოდებდა ჩემ ამაყ მთებში
განახლებული
როსმე მძლავრი ქართული ჯიში.

Posted by: რუსთაველი 22 Apr 2008, 11:19
მეშინია!

ეს სოფლები:
ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა
ეს პარტახი საიგავო,
მეშინია,
ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ
მოვიდეს და დაიკავოს!

შქმერს სათიბზე
არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ჰყეფს,
ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაითუ ვინმეს
მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე
მოვიდეს და დაესახლოს!

ეს სხიერი,
ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო,
არ ჩააქრო! _ გაფიცებდი.
არ წააგო,
არ წააგო ეს წალკოტი! _
დამიხსომე,
ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე,
განჯღრევდი და გაღვიძებდი!

Posted by: TomWaits 22 Apr 2008, 11:33
აი კლასკური ქსენოფობია








smile.gif

Posted by: რუსთაველი 28 Apr 2008, 19:37
***
მოცოცავს, მოცოცავს მთებზე გაზაფხული,
ვაი, მომამტვერა ყვავილის მტვერი...
ჩემი მოსისხლე და სამტროდ გაწაფული,
ჩემი მეგობარი და ჩემი მტერი.

აბასთუმანში ახლა ზამთარია,
თბილისშიც ჯერ შტოზე კვირტი მაქვს დათვლილი,
აპრილი _ ნორჩი მხატვარია,
ფანქრები ცუდადა აქვს წათლილი.

მაინც იხატება ქვეყნის კონტურები,
მწვანე აბლაბუდა იბლანდება...
აგერა, ტყემლები თეთრად მორთულები _
ქვეყანა ახლად იბადება...

ღამით ბუტბუტებენ ბნელში ვიღაცები,
`ჩუ-ჩუო!~ _ ერთმანეთს აჩუმებენ;
მთელ ღამეს უძილობით ვიქანცები,
ეგ თურმე _ კვირტები ფაჩუნობენ...

დილით კი სარკმელში ოქროს ნაწნავია _
სენაკს მოაშურეს ნაცნობს,
გაზაფხული _ ჩემი წაწალია,
ვაიმე, რარიგად წაწლობს!

მოცოცავს, მოცოცავს მთებზე გაზაფხული,
ვაი, მომამტვერა ყვავილის მტვერი...
ჩემი წაწალი და მოსისხლე გაწაფული,
ჩემი მეგობარი და ჩემი მტერი!

Posted by: enagrdzeli 29 Apr 2008, 20:16
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: `ვინ ვის?~ ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!




ძალიან მიყვარს ლებანიძე,დიდება მურმანს smile.gif

Posted by: რუსთაველი 29 Apr 2008, 22:37
(იუმორესკა)

დიაცი ჯინსით!
გამოკრული არტახში ტანი!
თვალი გამექცა...
ახალგაზრდას ვარიგებ პოეტს:
_ გახსოვდეს ქალი,
ამ ცხოვრების `ანი~ და `ბანი~! _
ის იღიმება:
_ ჩვენ ბოდიში, ეტყობა, `ჰოეც~!

Posted by: რუსთაველი 30 Apr 2008, 07:38
***
ვშლი ვფურცლავ ედგარს კიპლინგს ბაირონს
(აქ პოეზია ნაირნარობს!)
მიუსეს ხაიამს ჰაფიზსა
(აქ პოეზია აბრეშუმს გვაფენს)
ახლებს პოლ ვალერას, ელიოტს, ლორკას
(აქ პოეზია სხვა ცეცხლით ბორგავს)
რამდენი ოქრო რამდენი ვერცხლი
გულის რამდენი ნამდვილი რეჩხი
ბლოკს საფოს მისტრალს მარინას ბელალს
ბოლოს რიგ რიგად გადავდებ ყველას.

Posted by: enagrdzeli 2 May 2008, 02:52
სადაც შეხვედი, ღვინოს გაწვდიან,
დღეა ჭირის და ლხინის;
თუმნის გადახდას შენ არ გაცდიან -
გული მადლობას ყვირის.

შენ კარგად იცი, ვინც ხარ და რაც ხარ,
ანუ რატომ და რისთვის,
რუსთვლის პატრონი ერთ პოეტს, საწყალს,
ჭიქას გივსებს და გიწვდის.

ოჰ, საქართველოვ, ჩარგლის, ყვარელის,
ჭყვიშის, სხვიტორის ტკბილის,
ჭირიმე შენი პურის, მარილის,
შენგან მოწვდილი ღვინის!



Posted by: რუსთაველი 2 May 2008, 02:57
ხმა სამარიდან
(შთამომავლობას)

ხალხით ავსებულ
ნაპარტახალ სოფლებს სალამი!
ეს მე ვიყავი
სული მედგა ვიდრემდის პირში,
რომ ვჩურჩულებდი:
“ოჰ, უფალო, მომეც ძალა მე,
გადაშენების
ვზიდო ბოღმა, ეჭვი და შიში!”
ცრემლს რომ ვმალავდი,
ჭირშიმყოფელს არ გთვლიდი მკვიდრებში,
მშობლის სახელი
მაბოდებდა ჩემ ამაყ მთებში
განახლებული
როსმე მძლავრი ქართული ჯიში.

Posted by: რუსთაველი 2 May 2008, 13:56
ფშაური
მთის ჩიტი მთას შააკვდაო, _
თოვლი თოვს, არ ჩანს საფრენი...
მთას ჰკითხეს: `რა შაგაკლდაო?~
მთამ: `დიდი არცარაფერი!~
`ვა, ბეჩა, მაგას სტყუვდები!
არ გაცოცხლდების ბედკრული,
მაგრამ შენც გამაჰყრუვდები,
გამაგელევის ერთგული!~

Posted by: Solveig 2 May 2008, 23:27
რუსთაველი

ეგ ლექსი უნდა "დატეხო", როგორც ორიგინალშია...სხვანაირად მარილი ეკარგება smile.gif



ვშლი,
ვფურცლავ,
ედგარს,
კიპლინგს,
ბაირონს -
(აქ პოეზია ნაირნაირობს!)

მიუსეს,
ვერჰარნს,
ვიიონს,
ბოდლერს -
(აქ პოეზია სხვადასხვას ჰგოდებს!)

ძველებს -
ხაიამს,
ნიზამის,
ჰაფიზს -
(აქ პოეზია აბრეშუმს გვაფენს!)

ახლებს -
პოლ ვალერს,
ელიოტს,
ლორკას -
(აქ პოეზია სხვა ცეცხლით ბორგავს!)

რამდენი -
ოქრო,
რამდენი -
ვერცხლი,
გულის რამდენი ნამდვილი რეჩხი!

ბლოკს,
საფოს,
მისტრალს,
მარინას,
ბელლას -
ბოლოს რიგრიგად გადავდებ ყველას,

დავწვდები
ტატოს,
დავწვდები
გალას,
გადავშლი
ლადოს,
გადავშლი
ანას -

შენ, შენ! მაინც შენ, ქართულო წიგნო,
ბოლოს შენ გაგშლი, შენ გაგშლი, ვინძლო
საკუთარ სიტყვის ფერი და ხორცი,
საკუთარ სისხლის თქრიალი ვიგრძნო!

Posted by: რუსთაველი 3 May 2008, 02:19
სარეველა
ელეგანტურად,
ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის,
ირგვლივ სინათლეს,
სიხალისეს, სიხარულს ნერგავს, _
შეხე მკაცრს, ძვირფას
შეხამებას წითლის და შავის,
ცოდვა არ არის,
სარეველა ყაყაჩოს ერქვას?!

კაცს _ კი, ბატონო!
კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად!
კაცს შენისთანას _ ჯიშით, ჯურით
ყიამყრალს შენგვარს!
ჩამოთესლებულს
ამ ჩვენს სახლში ანწლად და ღვარძლად,
წისქვილი ვისიც
ბოროტების მარცვლეულს ღერღავს!

შენი სახელის
ხსენებაზე ყორანი ჩხავის, _
რიყეში ვარ და
გულმოსული დავწვდები ჭრელ ქვას...
შეხე, რაგვარად,
რა ღირსებით, რა ეშხით ყვავის _
ცოდვაა სწორედ _
სარეველა ყაყაჩოს ერქვას!

Posted by: enagrdzeli 3 May 2008, 02:26
იქ ირჩეოდა
რომელირაც პოეტის ბწკარი,
უთანხმოებამ
და კამათმა როცა იფეთქა,
გალაქტიონმა
შემოაღო ანაზდად კარი
და ხაზგასმული
მოწიწებით, მახსოვს იკითხა:
"ოჰ კრება გაქვთ
პოეტებს ძამიკო?!"
ვიღაც წამოდგა,
იქვე კართან, ფეხქვეშ გაეგო.
აუხსნა რაღაც,
მან დასტოვა ღიმილის ხურდა,
თავისი დიდი,
რკინის ხელი სულში ჩაგვიყო
და გაგვეცალა_
მას უბრალოდ ხუმრობა სურდა.
მინის ტიხარში
მალე მაღალ პოეტის ლანდი
მსვლელობა მისი
დიდებული და ბაღი დაჩდა:
ბაღში მჯდომისთვის
ტიხარის აქეთ ბინდბუნდათ ვჩანდით,
სასახლის ბაღში
ციფერ მერხზე ის მარტო იჯდა.
გარეჯიბეში
სავარცხელი მოჩხრიკა ცერით,
უცხო ხილვები
გამოიხმო საყვარელ ბაღში,
დაახლოებით
ასე ოც წუთს ივარცხნა წვერი,
მერე ადგა და
კმაყოფლმა გასწია სახლში...

Posted by: რუსთაველი 3 May 2008, 02:32
რეჩიტატივი
სალდათი დაჯდა, კვლავ კათხას დასწვდა,
"ბის!" _ იგრიალა პასუხად ქორომ.
შეირხა ჭერი, შეირყა ჭერი _
და წყვილი ვირთხა ჩაყლაპა სორომ.
"ბის!" ერთიც კიდევ!" _ ატყდა გნიასი,
მაგრამ ხალხის წინ წარსდა დიაცი
და ღრიანცელი
ჩაახშო სოლომ.

Posted by: BEKO 3 May 2008, 03:42
ყალბი პათეიკანარევი ნაციონალიზმი, ტროპის ფლება, სხვა რა არი ლებანიძე? არც არაფერი.
საბჭოთა საქართველოში ფასობდა, ეგრე რუსი ისაკოვსკი 10-ჯერ უკეთესი პოეტი იყო.


Posted by: TomWaits 3 May 2008, 03:47
BEKO


ყოჩაღ მაგარი შეფასბა იყო

Posted by: Moreira 3 May 2008, 04:02
უფლისციხესთან
სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი -
არადაღვრილის
დასაღვრელის ალბათ მაცნეა

Posted by: TomWaits 3 May 2008, 04:57
QUOTE
ყალბი პათეიკანარევი ნაციონალიზმი, ტროპის ფლება, სხვა რა არი ლებანიძე? არც არაფერი. საბჭოთა საქართველოში ფასობდა,


ფუ ამაზრზენი კომენტარია, ვინ ოხერმა გასწავლათ რო ყველაფერი ერთი საზომით ზომოთ, ააა ნაციონალიზმია? ხო მაშინ ცუდია, ყალბია. რა კვერცხობააა


vis.gif

Posted by: ლიშთოთა 3 May 2008, 06:37
QUOTE
ყალბი პათეიკანარევი ნაციონალიზმი, ტროპის ფლება, სხვა რა არი ლებანიძე? არც არაფერი. საბჭოთა საქართველოში ფასობდა, ეგრე რუსი ისაკოვსკი 10-ჯერ უკეთესი პოეტი იყო.

ჰმ, მეც რაღაც ეგეთი დამოკიდებულება შემომრჩა
ერთი უნდა გადავხედო მერე ’ახალი თვალით’
იქნებ რაღაც გამომრჩა givi.gif

TomWaits
ნუ ბრაზობ კაცო შენ ასე, ყველასათვის მოსაწონი ამ დედამიწას არ ახსოვს პოეტი

Posted by: BEKO 3 May 2008, 11:59
TomWaits
QUOTE
ფუ ამაზრზენი კომენტარია, ვინ ოხერმა გასწავლათ რო ყველაფერი ერთი საზომით ზომოთ, ააა ნაციონალიზმია? ხო მაშინ ცუდია, ყალბია. რა კვერცხობააა

დარლინგ,"ჩემო კარგო ქვეყანავ" და "განთიადი" გადაიკითხე, ეგებ მიხვდე, რა არი ან პოეზია ან კიდევ, პატრიოტული ლირიკა biggrin.gif

ან ლებანიძის თანამედროვე ლადო ასათიანი, რომელიც მიუხედავად პათეტიკისა, მაინც ახერხებდა მაგარ პოეტად დარჩენილიყო.

"არავითარი სხვა სამშობლო არ გამაჩნიაო", რომ ამბობდა საბჭოეთში ქართველი პოეტი, თავი გმირი ეგონა, ერის მხსნელი და მესია, პა ხოდუ არც საბჭოთა სიკეთეებს იკლებდა არც ერთი, მაჭავარიანი, აბაშიძე და ნიშნიანიძე მყავს მხედველობაში. ამ დროს აგერ ჩვენს მეზობელ რუსებს ბროდსკი ჰყავდათ, რომელიც ჯერ ერთი, ბროდსკი იყო და მერე – ციხეებიც ხეხა და ფსიხუშკებიც, მარტო იმიტომ რომ პოეტი იყო.

დაახლოებით ამავე დროს, 70–იანებში მაღლა დიდი პოეტი ბესიკ ხარანაული წერდა, "საიქიოში აღარ მინდა მე ქართველობაო, რომელიმე დიდი ერის შვილი მინდა ვიყოო".

ჰოდა, კიდევ, ძალიან გთხოვ რა, პოეზია რა სოზომით უნდა ვზომო, მაგას ნუ მასწავლი.

პ.ს. სუფრაზე, თამადობისას კარგია ლებანიძის ლექსები.
სხვა არაფერი, სულ ეგაა ამ ტიპის პოეზიის რეალური ღირებულება.

Posted by: TomWaits 3 May 2008, 16:48
BEKO

QUOTE
"ჩემო კარგო ქვეყანავ



მაგ უხეშ პოსტს რო ვწერდი გულში მაგას ვღიღინებდი, ნაციონალისტუ ტალღაზე მომართული

ფაცფუცი, ჩაწყობა
მდივნობის სპექტაკლები,
კუტი-პურის დაცხობა
და მწერლობა - ნაკლები

ოც წელს უმაქნისობა,
კიბე - კიბე ძრომანი
მაინც უმაღლესობა
მჭლე და კუტი რომანით,

შინ - ჯამი ხორციანი
(პოეზიის ღალატით)
რუსეთში წოწიალი -
კლასიკოსის კარეტით
და ტარანა ბწკარედით

რა, რა, თქვი, რა ვაკეთეთ?
რას, რას, თქვი რას ვშვრებოდი?
რას და ვწერდით დაკვეთით,
ერთმანეთის წახედვით,
ტემლაკების დახვეტით,
ლამის ტყავში ვძვრებოდით!

ძილი! ძილი! ოჰ, ძილი!
ჩვენი მტერი ძილია! -
ერთ ლექსს ასე იწყებდა,
როზგით ხელში გვიბღვერდა
პაპაჩვენი ილია.

მოკლედ ასეც იყო და ისეც , მარა მურმანას მაინც აქ კაი ლექსები, გენიალური კი არა უბრალოდ კაი smile.gif

Posted by: gabarzgaleba 3 May 2008, 17:02
TomWaits
QUOTE
მოკლედ ასეც იყო და ისეც , მარა მურმანას მაინც აქ კაი ლექსები, გენიალური კი არა უბრალოდ კაი


შორეული ბავშვობიდან მახსოვს, "თამუნია ქავთარაძეს..." მომწონდა. ახლა გადაკითხვისაც მეშინია, მარა მაშინ კაი იყო. სუ ბოლო ლექსები კაიაქვს ლებანიძეს, მაზალო, მაგრამ კაი (ერთ დურაკულ ლექსს თუ არ ჩავთვლით).

ეს მემგონი არაა ცუდი ლექსი.

ამიღებთ,
წამიღებთ, დამფლავთ, -
არაფრის
თან არ ვარ წამღები, -
თქვენ რჩებით! -
შეგერგოთ თაფლად!
შაქრად თქვენ -
წუთისოფლის ბაღები!

Posted by: NIII_ 4 May 2008, 01:22
დიდი პოეტია დიახ... კარგად ვიცნობ მის შემოქმედებას და ამის საფუძველზე ვწერ ამას... სულ არ მაინტერესებს ყალბი ნაციონალიზმითაა(ან არის კი?) გაჟღენთილი მისი ერთი-ორი ლექსი თუ "საბჭოთა სიკეთეებს"არ იკლებდა და ასე შემდეგtongue.gif

QUOTE
მერე – ციხეებიც ხეხა და ფსიხუშკებიც, მარტო იმიტომ რომ პოეტი იყო.


რახან ციხეები ხეხა ე.ი დიდი პოეტია?(ბროდსკის არ ვგულისხმობ)
ან თუ პატრიოტი არ ხარ პოეტი არ ხარ?

Posted by: sevaida 4 May 2008, 03:00
არჩიბალდ
QUOTE
ეს კი gorjestan - ს, იმედია ისიანოვნებს

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო -
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და
არც იმ ჭკუაზე - ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო!

ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის
და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!

ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში
ციცო ისეთია.

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!


გმადლობ.. smile.gif 2kiss.gif
ამ ლექსის ფანი ვარ.. love.gif

Posted by: enagrdzeli 4 May 2008, 16:19
ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა
იწვა გალაკიონი და თავისთვის ფიქრობადა...




მე მგონი ეგ ლექსი არავის დაუპოსტია აქ rolleyes.gif
არადა აკრეფა მეზარება,გრზელი ლექსია rolleyes.gif biggrin.gif

Posted by: NIII_ 4 May 2008, 17:04
enagrdzeli

ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ლექსია love.gif

მეც მეზარება აკრეფა biggrin.gif

Posted by: Solveig 4 May 2008, 18:53
QUOTE
ყალბი პათეიკანარევი ნაციონალიზმი, ტროპის ფლება, სხვა რა არი ლებანიძე? არც არაფერი.



მოკლედ, ლებანიძეს ორნაირი ლექსები ჰქონია მარტო-ზოგი იმიტომ ფასობს, რომ პატრიოტული პათეტიკაა, ზოგი კი იმიტომ, რომ ავტორი ტროპს იყენებს მოხერხებულად smile.gif


კამათს არ დავიწყებ, გემოვნებაზე არ დავობენო, ამბობენ და აზრი არ აქვს...
QUOTE
საბჭოთა საქართველოში ფასობდა, ეგრე რუსი ისაკოვსკი 10-ჯერ უკეთესი პოეტი იყო.

საინტერესოა, რა საზომი უნდა მიუყენო, რომ განსაზღვრო-რომელი პოეტი რომელზე რამდენჯერაა უკეთესი smile.gif

QUOTE
რუსებს ბროდსკი ჰყავდათ, რომელიც ჯერ ერთი, ბროდსკი იყო და მერე – ციხეებიც ხეხა და ფსიხუშკებიც, მარტო იმიტომ რომ პოეტი იყო.


მაგით არ ფასდება პოეზიის ღირებულება...ისე, ხომ ვერ გამახსენებდი, საბჭოთა ქვეყნის სადიდებელი ლექსი რომელი აქვს ლებანიძეს?

ეს ბროდსკი იყოო, რაღას ნიშნავს, ბროდსკობა განსაკუთრებული პრივილეგიაა სხვების წინაშე? .)

არ გვინდა ეგეთი სტერიოტიპული საზომები.რაკი საბჭოთა სიკეთეებით სარგებლობდა, ე. ი. ცუდია. რაკი ფსიხუშკებში იჯდა, დისიდენტობდა თუ ლექსებს არ უბეჭდავდნენ, ე. ი. კარგია.

მაგალითები ბევრი არსებობს, მაგრამ მოყვანას კი აზრი არ აქვს რა...ისევ და ისევ, გემოვნებაზე არ დავობენ და მაინც შემეკამათება ვინმე..თუმცა, მაგალიტად, იმით, რომ გიორგი ლეონიძე ხელისუფლებასთან კარგად იყო, ჩემთვის "ნინოწმინდის ღამეს", "ყივჩაღის პაემანს", "ნატვრის ხეს" და კიდევ ზოგიერთს ფასი არ აკლდება....


QUOTE
დიდი პოეტი ბესიკ ხარანაული წერდა, "საიქიოში აღარ მინდა მე ქართველობაო, რომელიმე დიდი ერის შვილი მინდა ვიყოო".


და ამ სიტყვებით როგორ გამოიხატება დიდი პოეტობა, საკუთარი წარმოშობის რომ რცხვენია ადამიანს და რომელიმე დიდი ერის შვილობა უნდა?

Posted by: enagrdzeli 4 May 2008, 19:01
NIII_
QUOTE
enagrdzeli

ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ლექსია

up.gif
smile.gif

Posted by: BEKO 4 May 2008, 19:54
Solveig
QUOTE
უმცა, მაგალიტად, იმით, რომ გიორგი ლეონიძე ხელისუფლებასთან კარგად იყო, ჩემთვის "ნინოწმინდის ღამეს", "ყივჩაღის პაემანს", "ნატვრის ხეს" და კიდევ ზოგიერთს ფასი არ აკლდება....

აქ ჭეშმარიტებას ღაღადებsmile.gif

QUOTE
რა საზომი უნდა მიუყენო, რომ განსაზღვრო-რომელი პოეტი რომელზე რამდენჯერაა უკეთესი


ამ შემთხვევაში მხოლოდ ვასიკო კეჟერაძის საზომი თუ გამოგვადგება.

QUOTE
მაგით არ ფასდება პოეზიის ღირებულება


რა თქმა უნდა, ეგრე რამდენი პოლიტპატიმარი იყო საბჭოეთში.

QUOTE
და ამ სიტყვებით როგორ გამოიხატება დიდი პოეტობა


ამ სიტყვებით ის გამოიხატება, რომ ხარანაული სწორედ ამ ტოტალურად მომძლავრებულ პატრიოტულ ლირიკას დაუპირისპირდა.

შენ მოგწონს ლებანიძე, მე - არა, როგორც იტყვიან, გემოვნებაზე არ დაობენ.

ისე, მოგიკთხავ, სიყვარულით 2kiss.gif

Posted by: მარმელადი 4 May 2008, 22:16
(გზას მოსდევს პოეტი...)

გზას მოსდევს პოეტი კლდოვანი ფერდობით,
მოსტოპავს ბილიკებს ეკლიან ჯაგებით _
არის ბედნიერი ის ხალხთან ერთობით,
კაცისგან, ბალღისაგან,
ხალხისგან გაგებით!

დროთ უფსკრულებს გადავყურებ
სამშვიდობოს მდგომარი_
ვხედავ: მოკლე გაზაფხულებს
სცვლიან_შემოდგომანი...

სიკვდილის გზა ცისფერია
ჰკვდები ხმალმოღერებით_
იმპერიებს იგერიებ
სისხლის წამოხველებით

ფეხზე დგახარ,გცემს ზურგ_ქარი...
მაშ,წინ! წინ და ზემოთ!
დათვი მჭლე და შენ მსუქანი
დათვი მჭლე და შენ მსუქანი.
საქართველოვ ჩემო!!!

Posted by: რუსთაველი 5 May 2008, 09:24
QUOTE
საინტერესოა, რა საზომი უნდა მიუყენო, რომ განსაზღვრო-რომელი პოეტი რომელზე რამდენჯერაა უკეთესი

+1
-
***
ძველი ქართული ანდაზა
იტყვის: `სოფელი დიდია!~
რამ გაადიდა, ანდა სად?
სოფელს ბოქლომი ჰკიდია!]

რაჭა-ლეჩხუმი მშობელი
გაცლილა, გათხელებულა,
ტყეს გადუვლია სოფელი,
სოფელი _ გატყევებულა.

ვზივარ ჭვარტლიან ბუხართან,
ცრის ნოემბერი მტირალა.
გამახსენდება წვიმაში
ბაბუაჩემი ფირანა.

სიტყვა იცოდა ჯიბრით,
იტყოდა მხოლოდ მთავარზე:
`აქიდანა და ჭიბრევს
თხა გევიდოდა ყავარზე!..~

სარკმელში _ მთათა გრეხილი,
ყავარზე წვიმა არ ცხრება,
შებერებულა ხეხილი,
მოლურჯო პური არ ცხვება,

კახაბლებს აღარ ამყნობენ,
აღარ თესენ და არ ხნავენ,
ქორწილზე არას ამბობენ,
მარხვით
ჯერ კიდევ მარხავენ...

მე უნდა გავხდე გოროზი,
არ წავიქცე და არ წავხდე _
ლებანიქედის ბოლოში
გიჟივით მარტო დავსახლდე!


Posted by: Solveig 5 May 2008, 12:27
BEKO

smile.gif 2kiss.gif


აქ ყველაზე ხსირად ვიგონებ ხოლმე ამ ლექსებს:

შაშვს სასწავლად სად სცალია,
მისი ჰობი წანწალია,
ფრანსუაა ვიიონი
თავისთავად ნასწავლია.

ბულბულს მირჩევნია შაშვი,
გინდა ეკლის ტოტზე დასვი,
გალობს, ხარობს, როგორც ბავშვი,
ისეთს ჩამოაგვირისტებს,
ას წელს არ მოგივა თავში..

და კიდევ ეს

გზისპირს ბოლთას სცემდა ყვავი.. biggrin.gif

Posted by: რუსთაველი 5 May 2008, 19:02
***
ვერაფერი გამიგია,
ცხოვრებაში რა ხდება;
ყველაფერი წამიგია _
მეგობრები მაკლდება.

ბრაუნინგით არ მომკვდარან,
ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია,
არც ფანჯრიდან გადმომხტარან _
მშვენიერად არიან.

უფრო ხშირად ახლა შინ ვარ,
წვიმას ვნატრობ შხაპუნას:
შევსვათ! ყველა თავის წვრილმან
საზრუნავში ჩაფლულა!

ყველა თავის ნავში სხდება,
ყველამ სადღაც გაცურა,
ყველა კვდება, გული მწყდება _
წასულან და წასულან!

და დღეები გადის ზანტად,
ღამეები გროვდება,
ვიღაც უსაშველო ლანდად
მწუხრში მიახლოვდება...

მინდა მთაზე ავირბინო,
ზღვის მიქცევა ვიხილო,
თავში ხელი წავიშინო _
რაც მომხვდება, ვიყვირო.

Posted by: sharlota 6 May 2008, 14:42
(გზას მოსდევს პოეტი...)

გზას მოსდევს პოეტი კლდოვანი ფერდობით,
მოსტოპავს ბილიკებს ეკლიან ჯაგებით _
არის ბედნიერი ის ხალხთან ერთობით,
კაცისგან, ბალღისაგან,
ხალხისგან გაგებით!

დროთ უფსკრულებს გადავყურებ
სამშვიდობოს მდგომარი_
ვხედავ: მოკლე გაზაფხულებს
სცვლიან_შემოდგომანი...

სიკვდილის გზა ცისფერია
ჰკვდები ხმალმოღერებით_
იმპერიებს იგერიებ
სისხლის წამოხველებით

ფეხზე დგახარ,გცემს ზურგ_ქარი...
მაშ,წინ! წინ და ზემოთ!
დათვი მჭლე და შენ მსუქანი
დათვი მჭლე და შენ მსუქანი.
საქართველოვ ჩემო!!!

Posted by: რუსთაველი 6 May 2008, 15:06
...
მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა...
უშენოდ ვეღარ გავძელი,
ჩემი ბალღობის გზავ.

გზად სტუდენტობა იჩქარის,
მძებნელი მზის და გზის.
სად არის ახლა ის ქალი?!
ალბათ, აკვანთან ზის.

იქნებ რუსთავი არჩია,
იქნებ სამგორშიც ქრის,
იქნება ისევ ბავშვია,
თვალებიც შერჩა შვლის.

და ელანდება დამწველი
კვლავ სტუდენტობის გზა _
მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა.

Posted by: enagrdzeli 7 May 2008, 03:11
რუსთაველი
QUOTE
მელიქიშვილის გამზირი,

აი ეგ ლექსი ძალიან მიყვარს
love.gif

Posted by: რუსთაველი 7 May 2008, 21:33
...
გზას მოსდევს პოეტი კლდოვანი ფერდობით,
მოსტოპავს ბილიკებს ეკლიან ჯაგებით _
არის ბედნიერი ის ხალხთან ერთობით,
კაცისგან, ბალღისაგან,
ხალხისგან გაგებით!

დროთ უფსკრულებს გადავყურებ
სამშვიდობოს მდგომარი_
ვხედავ: მოკლე გაზაფხულებს
სცვლიან_შემოდგომანი...

სიკვდილის გზა ცისფერია
ჰკვდები ხმალმოღერებით_
იმპერიებს იგერიებ
სისხლის წამოხველებით

ფეხზე დგახარ,გცემს ზურგ_ქარი...
მაშ,წინ! წინ და ზემოთ!
დათვი მჭლე და შენ მსუქანი
დათვი მჭლე და შენ მსუქანი.
საქართველოვ ჩემო!!!

Posted by: რუსთაველი 9 May 2008, 19:43
...
გოგონა კითხულობდა
ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით
და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა...
უფსკრულში დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით,_
ანაზდად დარბაზში პოეტი დალანდა...

გაწითლდა, გათეთრდა, გალურჯდა, გაყვითლდა,_
ანდაზად თვალი ჰკიდა საყვარლად ჭაღარას...
პოეტი დაჯდა და პოეტი გაფითრდა -
გისმენო, შვილო შემო, და თავი დახარა...

გოგონა კითხულობდა
ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით
და სულის ფორიაქს ის აღარ მალავდა,
უფსკრულებს დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით
და თავის განწირვით მის დამწერს ზარავდა...

სული, მომწყვდეული იმ ხორცის დილეგში,
თრთოდა და იწვოდა, სისხლი გამშრალიყო;
იცოდა გოგონამ_ რაც იყო იმ ლექსში
და ისიც იცოდა _ ლექსში რაც არ იყო...

ის იყო ნატიფი, ის იყო კაფანდრა,
ის – სისხლით ცისფერი და ჯიშით რჩეული,
იყო _ რა დიდი და იყო _ რა პატარა!
და იყო პოეტი ბალღისგან ძლეული...

Posted by: enagrdzeli 16 May 2008, 03:14
ბედნიერ უყავ ბოლომდის:
თუ ზღვებში დაგაგვიანდეს,
ისეთი ბედი ქონოდეს,
ხმელეთი დანაღვლიანდეს.
გისურვებ ლახვარს ბოროტის,
ვაჟკაცისაგან მოლოდინს...
ბედნიერ იყავ ბოლომდის!
ბედნიერ იყავ ბოლომდის!

Posted by: რუსთაველი 16 May 2008, 03:22
...

გავხარჯე წლები,
ვიცხოვრე და სიმშვიდე დავგმე.
ცოტაც, ცოტაც და,
ჩანგო ჩემო, ვართ დაწრეტილი!
მოსასწრებია
რამდენიმე მთავარი საქმე,
მოსაძებნია,
მოსაძებნი, ალბათ, წერტილი!..

მაგრამ შენ, ჩანგო,
კმაყოფილი არა ხარ ხვედრის -
თქვი, თქვი, გაბედე,
რომ წერტილი სირცხვილად გიჩანს!
არამც და არამც -
უსახურ და ბანალურ წერტილს,
ცხოვრების ბოლოს -
შენ მთავაზობ ძახილის ნიშანს!


Posted by: Fitzcarraldo 16 May 2008, 03:45
ლებანიძის გარითმული ზღაპრები მიყვარს ძალიან: წიქარა, ნახევარქათამა და დედაბრის კვერცხები



Posted by: enagrdzeli 16 May 2008, 04:00
გაზაფხული შემოსულა ლენ
ბუდეები გაუწყვიათ ჩიტებს...
მე გიყიდი წითელ-ყვითელ ჩითებს,
თეთრი ტილო მომიქარგე შე.!..

Posted by: რუსთაველი 16 May 2008, 07:36
...

„არ იყავიო
ვაჟას დღეზე ამ ზაფხულს ჩარგალს!“ -
ვინ, ვინ მიბედავს?! -
ხელფასს იღებს
ეს კაცი მაღალს

მხოლოდ იმაში,
რომ ესწრება თავშეყრებს ჩვენსას,
გვადევნებს თვალყურს,
მწერლუკანა
მწერლობას მწყემსავს...

მე წამოვწითლდი
და ხელახლა გავთეთრდი რისხვით:
„რაო, რა ბრძანეთ?! -
ჩავეკითხე
არაკაცს ზიზღით, -

ჩემთვის ყოველდღე
ვაჟას დღეა! - ვუთხარი მკაცრად, -
და ილიასიც, სხვათაშორის!“ -
შებრუნდა
გაშრა...

რად პირს არ გახსნი,
დედამიწავ, თან არ ჩამიტან,
ათას თახსირთან
რომ პურს მაჭმევ
ერთი ჯამიდან!


Posted by: enagrdzeli 16 May 2008, 22:23
მარეკები შლიდნენ ბანაკს,
ქარი ჩამი-ჩუმით ქროდა,
ვიწექ, რომლიღაც ბალახს
უცბად ქალის სუნი ჰქონდა

თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს ქალის სუნი ჰქონდა

სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის - ცისფრის, ანუ თეთრის
სუნი საზოგადოდ ქალის,
სუნი საზოგადოდ მდედრის

ღმერთო, ღმერთო მე სულ ველი
სიკვდილს, შენ მაცოცხლო ვინძლო,
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ ეს სურნელი ვიგრძნო

Posted by: რუსთაველი 17 May 2008, 08:37
დაუსტვინე, ჩემო ბიჭო, და გავჩნდები შენთან!

დაუსტვინე, ჩემო ბიჭო,
და გავჩნდები შენთან!
დაუსტვინე, ჩემო გიჟო,
და გავჩნდები შენთან!
გაგიჟდება მამაჩემი,
შეიშლება დედა, _
სულ ერთია, დაუსტვინე
და გავჩნდები შენთან!
მაგრამ ჭკუით მოიქეცი,
რაკი ქალთან მიხვალ:
კუტიკარის მხრიდან მოდი,
არ მოადგე ჭიშკარს,
ტავს ნურავის დაანახებ,
არ გაგიგონ, ვინ ხარ,
ვითომც ჩემთან კი არა და,
ვითომც სხვასთან მიხვალ.
ვითომც ჩემთან კი არა და,
სულაც სხვასთან მიხვალ.
თუ ბაზარში შემხვდე უცბად,
ანუ საყდრის კარად,
უცხოსავით შემხვდი კუშტად,
ჩამიარე მწყრალად,
ერთხელაც რომ გადმომხედო,
დამიჯერე, კმარა,
ისიც, ვითომ სხვას უყურებ,
მართლა მე კი არა!
ისიც, ვითომ სხვას უყურებ,
მართლა მე კი არა!
გაჯიქდი და იუარე
ფიცი, თქვი, რომ სულაც არ მოგწონვარ,
თქვი, რომ სხვისთვის იწვი,
ოღონდ ეს კი დაიხსომე,
არსად წაგცდეს ბიჯი,
გეშინოდეს, არ წამართვას
ვინმემ ჩემი ბიჭი,
ბიჭო, მართლა არ წამართვას
ვინმემ ჩემი ბიჭი!
დაუსტვინე, ჩემო ბიჭო,
და გავჩნდები შენთან!
დაუსტვინე, ჩემო გიჟო,
და გავჩნდები შენთან!
რომც გაცოფდეს მამაჩემი,
რომც გაგიჟდეს დედა, _
სულ ერთია, დაუსტვინე
და გავჩნდები შენთან!

Posted by: enagrdzeli 18 May 2008, 22:27
სადაც შეხვედი, ღვინოს გაწვდიან,
დღეა ჭირის და ლხინის;
თუმნის გადახდას შენ არ გაცდიან -
გული მადლობას ყვირის.

შენ კარგად იცი, ვინც ხარ და რაც ხარ,
ანუ რატომ და რისთვის,
რუსთვლის პატრონი ერთ პოეტს, საწყალს,
ჭიქას გივსებს და გიწვდის.

ოჰ, საქართველოვ, ჩარგლის, ყვარელის,
ჭყვიშის, სხვიტორის ტკბილის,
ჭირიმე შენი პურის, მარილის,
შენგან მოწვდილი ღვინის!

Posted by: რუსთაველი 20 May 2008, 08:30
ვოი!

რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი!
რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!

ვოი! კალა-უშგული შეკრებილა,
ვოი! ყანას და სათიბს მომცდარა.
მთელი სვანეთი შეკრებილა,
მთლად საქართველო შეკრებილა,
შხარასთან ღრუბელივით მომდგარა...
ვოი! შხარა სისხლით შეღებილა -
კოხტა თიკანაძე მომკვდარა...

ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები
გასჩრიათ ყელში...

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია, -
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
საკუთარ ხელით პალო დაუგია,
საკუთარ პალოზე მომწყდარა...
ცოცხლისგან საყვედური აუგია -
თოკი - ერთადერთი ჩაუბია,
თავი - სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო! სიმამაცით მომკვდარა!..

ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები
გასჩრიათ ყელში...

- „ხოჩა საკაცე გამითალეთ,
დავაწყო ხორცი და ძვალი!
სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ
აღმართში - კვნესით ამიტანეთ,
ვაკეზე - მითხარით ზარი!..“

უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე,
შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა,
ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცი
საკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა:

- „თეთნულდმა რა მოგცა?! უშბაზე რა გქონდა?!
შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!
ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა -
რამ დაგაპატარავა, შვილო?!“

ასი ცხენოსნით უშგული გახლავს
და ბეჭზე მიდევს შენი საკაცე...
შენ დაგეუფლა ძილი და დაღლა,
შენ დასახარჯი უკვე დახარჯე...
შენ გაიელვე ღრუბლებზე მაღლა,
შენ საქართველოს ღამე გახაზე...
ასი ცხენოსნით უშგული გახლავს
და მიტივტივებს
შენი საკაცე...

ვოი!
რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი!
რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, გურამი მომკვდარა...
ცოცხლისგან საყვედური აუგია,
ჩაუქი - მკვდარიც ჩაუქია!
ვარსკვლავი
ვარსკვლავებს მომწყდარა!

Posted by: enagrdzeli 20 May 2008, 15:09
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

Posted by: jin-jer 23 May 2008, 13:50
ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
- ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...

უცებ, ჭინკებით გაევსო თვალი -
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
- საქართველოში??? - ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი...

Posted by: enagrdzeli 23 May 2008, 13:55
ავტობუსში

სომეხი
ქართველს უამბობდა, პიტალო სახით
უსმენდათ ფრანგი,
ამრეზილი წვრილ-წვრილი ხალხით...
„რა ვიხარეო, -
თქვა სომეხმა, - რაფრად დანაყა,
რა ჩხუბს ვუყურე,
ერთმა კაცმა ოთხი გალახა,
რომელსაც მოსდო,
სათითაოდ ადგილზე დასვა,
მიაწყ-მოაწყო
და თავის გზით გასწია კაცმა...“
„ვენაცვალეო
შიგ ჯიგარში! - (სომეხი იდგა)
სად უყურეო,
თუ კაცი ხარ?!“ - ქართველმა ჰკითხა.
ფრანგს გაეცინა:
„რა ხალხია, ეს რაებს ბლანდავს!
არ კითხულობსო
დალოცვილი მტყუანს და მართალს!“
„ამას უყურე! -
თქვა სომეხმა, - რა ბრძანეთ აქო!
ვაჟკაცობისა
რა გესმისო, შე მართლა ფრანგო!“
და თქვა ქართველმაც
იდეური თანხმობით დოსტთან:
„ერთი - ყოველთვის მართალია
ათთან და ოცთან!“
„ცოტანი ხართო!
ვერ გასულხართ, ვერც გახვალთ გაღმა! -
რიცხობრიობის
გაწუხებთო საკითხი!“ -
ფრანგმა

Posted by: jin-jer 23 May 2008, 14:33
გაზაფხული შემოსულა, ლენ.
ბუდეები გაუწყვიათ ჩიტებს…
მე გიყიდი წითელ-ყვითელ ჩითებს,
თეთრი ტილო მომიქარგე შენ!
გაზაფხული შემოსულა, ლენ!

მოგანატრე სათიბი და ტყე,
სუნი ქუსლით გასრესილი ანწლის,
შორს გუმბათი ბეთანიის ტაძრის
და ცისფერი უბორკილო დღე…
მოგანატრე სათიბი და ტყე!

აწი აღარ გაგაჩერებ შინ,
აწი ოჯახს ვერ დაარქმევ “დილეგს”,
მკვირცხლი ბიჭი შეუყენე ბილიკს –
მწევარივით გამიხტუნე წინ!
აწი აღარ გაგაჩერებ შინ!

გაზაფხული შემოსულა, ლენ.
რია-რია გაუმართავთ ჩიტებს…
მე გიყიდი ყვავილიან ჩითებს,
თეთრი ტილო მომიქარგე შენ!
გაზაფხული შემოსულა, ლენ!

Posted by: enagrdzeli 23 May 2008, 14:34
აფხაზეთზე
ამ კაცს თვალი უჭირავს -
ეს კაცია,
ალბათ, თურქის თემის...
და მე ვყვირი:
- ჩემს სისხლს დალევს უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!
როსმე „არგო“
(სხვა ხომალდი გუშინაც!)
მოაპობდა
ზვირთებს ნიჩბის ცემით...
და მე ვყვირი:
- მკვდარსა მნახვენ უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!
ზღვაო პონტის!
რიფებს მალავ უჩინარს -
არაერთის
ზედ მიემსხვრა გემი...
და მე ვყვირი:
- ოხ, უწინამც! უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!

Posted by: jin-jer 23 May 2008, 16:41
მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა...
უშენოდ ვეღარ გავძელი,
ჩემი ბალღობის გზავ.

გზად სტუდენტობა იჩქარის,
მძებნელი მზის და გზის.
სად არის ახლა ის ქალი?!
ალბათ, აკვანთან ზის.

იქნებ რუსთავი არჩია,
იქნებ სამგორშიც ჰქრის.
იქნება ისევ ბავშვია,
თვალებიც შერჩა შვლის.

და ელანდება დამწველი
კვლავ სტუდენტობის გზა -
მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა.


Posted by: enagrdzeli 23 May 2008, 16:42
ანა კალანდაძეს

ორმოცდახუთში,
როცა დაცხრნენ სისხლის წვიმები,
მზემ იჭიატა
და წყვდიადის ფარდა გადაჭრა,
ანაზდად გვესმა
ჩვენ წკრიალი შენი სიმების,
რომ წარღვნას
ნოეს კიდობანი უკვე გადარჩა.

მოვიხედე და
დაგინახე - შენ ყვავილს თვლიდი:
ეს - კორჩიოტა,
ეს - ყაყაჩო, ესეც - ბაია...
და მე გითხარი:
- ეგ ბილიკი ზეცისკენ მიდის,
ფეხი დაადგი
ღრუბლის ქულას, ჩემო დაია!

ჩვენ ვბრუნდებოდით
სამშობლოში სისხლიან მინდვრით
(გამოუცდელი
და უხეში ჩვენი ჩანგებით!).
სადაც ჯვარს ვეცვით,
სად უგონოდ კაცის სისხლს ვღვრიდით,
ომის ფრინველი
სად სულს წეწდა ცეცხლის ჭანგებით:

შენ ორი ქვეყნის
საზღვრად იდექ, პაწია ქალი,
საკვირველ იყო
და იდუმალ ჟღერა სიმების.
მზე იყო მკრთალი,
ყურს გიპყრობდა ქვეყანა მთვრალი
და ფრთააწყობით
მოფრინავდნენ სერაფიმები...

შენ მიგვანიშნე
პოეზიის საგანი ზუსტი -
წიაღი სულის,
კვალად ზეცის ლურჯი ნაჭერი;
შენ შეახსენე
სისხლით მაძღარს ყვავილი სუსტი,
შენ უმაღლესი
სათნოებით გულში დაგვჭერი.

მშვენიერება
მათ, უგუნურთ, ამაოდ ჰღუპეს, -
მე ხომ გითხარი:
- ეგ ბილიკი ზეცას გაიარს...
დაადგი ფეხი
გაბედულად გაპენტილ ღრუბელს!
ფეხი დაადგი
ღრუბლის ქულას, ჩემო დაია!

დროდადრო მოვალ,
გამხნევო და ვამხნევო რათა
მოწვდილი ხილით,
შენი ხელით დასხმული ყავით,
მოვიბაასოთ
საიდუმლო ხმელთა და ცათა
და უმაღლესი
პოეზიის ვისუნთქოთ ჰავით.

ვინ - უზენაესს
და ზეციურს მიელტვის მხოლოდ,
ვის - სისხლი გვწვეთავს
ყოფიერით, ნაირ-ნაირით;
მე მიხარია,
რომ შენს გვერდით, შენს დროში ვცხოვრობ,
რომ შენთან ერთად
საზიარო ვსუნთქავთ ჰაერით.

წაკითხულია
ვარსკვლავთ ხომლი, მზის ბილინგვები,
მიწიერის და
ბიწიერის გშვენის მკვლელობა;
ცის ბილიკებით,
დედოფალო, ცის ბილიკებით,
ცის ბილიკებით
კვლავ განაგრძე შენი მსვლელობა!

ამაოდ დაშვრნენ,
მათ, უგუნურთ, ლაჟვარდი ჰგუბეს,
მე ხომ გითხარი:
- ეგ ბილიკი ზეცას გაიარს!
დაადგი ფეხი
გაბედულად გაპენტილ ღრუბელს!
ფეხი დაადგი
ღრუბლის ქულას, ჩემო დაია!


Posted by: jin-jer 23 May 2008, 17:48
მარეკები შლიდნენ ბანაკს
ქარი ჩამი-ჩუმით ჰქროდა,
ვიწექ, რომელიღაც ბალახს
უცბად -
ქალის სუნი ჰქონდა.

თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა -
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს -
ქალის სუნი ჰქონდა.

სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის, - ცისფრის ანუ თეთრის, -
სუნი - საზოგადოდ ქალის,
სუნი -
საზოგადოდ მდედრის...

ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი
სიკვდილს - შენ მაცოცხლო ვინძლო
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ
ეგ სურნელი ვიგრძნო!


Posted by: enagrdzeli 23 May 2008, 19:49
არა მარტო
მძლავრ პოემას ვეფხისას,
ტატოს მერანს,
წერეთლისას ჩონგურს,
მე ქედს ვუხრი
წიგნს გლეხის და მეხრისას -
უძვირფასეს
პოეზიას ხალხურს!
მოაბიჯებს
გენიოსი მწყემსი,
ათასწლების
ტევრში მოსდევს მთა-ბარს,
პეპლის ჯარი
მწყემსს ამგვარად ესმის -
საყვარლისას
ჭრელს აგონებს კაბას!
რა ელვა და
ვარსკვლავები ცთომილი!
რა ფერები!
რა ბრდღვიალი ხოხბის!
რა ლექსები!
იგავმიუწვდომელი!
რა ბალადა
ვეფხისა და მოყმის!
„ქალსა ვისმეც“
ხომ რუსთველის დონეა!
წინ, პოეტო,
წინ, ხალხური ლექსისკენ!
რა საჭურჭლე,
რა სიმდიდრე გვქონია
ტყაპუჭიან,
ხელკომბლიან მწყემსისკენ!
ვართ პატრონი
ჩეჩქად ოქრო-ვერცხლის!
მე შევხარი
ჭრელ საჭურჭლეს ზღაპრულს,
სწორუპოვარ
პოეზიას ხალხურს!


Posted by: kukuruku 24 May 2008, 02:32
არასდროს მურმან ლებანიძეს პარტიული საბჭოთა პრივილეგიები არ ჰქონია, ყოველთვის ძალიან ღარიბად ცხოვრობდა და სრულიად გულწრფელი იყო თავის პოეზიაში, სხვა საბჭოთა საქართველოს კარის პოეტებისგან განსხვავებით.

Posted by: enagrdzeli 24 May 2008, 02:52
არახალია ვარდთა ფშვენანი,
ძმობით, თანხმობით ჩანგთა ჟღერანი,
კაცთაშორისი მიმოფენანი
სათნოებათა -
არახალია
მაგრამ სუფევენ ნიჭნიც ქვენანი,
შურით, სიავით თითზე კბენანი,
ოცდაათ ვერცხლად ძმათ დასმენანი -
ეგეც არ მიკვირს,
კარგა ხანია!

Posted by: jin-jer 24 May 2008, 12:17
უფლისციხესთან
სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის –
დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა...
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე
სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე
ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია...
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია
ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: „ვინ ვის?!“
ბებერ გულში ლახვრად მაჩნია...
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი
სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!


Posted by: enagrdzeli 24 May 2008, 13:50
არ ვთამაშობ, თამაშიდან გავდივარ,
ფარ-ხმალს ვაწყობ, ვეფერები ბალახებს,
ყრუ ხეობის თავზე ვარ და ცამდე ვარ,
უკეთ ვხედავ მახრჩობელა ქალაქებს.
კუბოს ვაგებ, ეს მეშვიდე წელია,
სისხლი მწვეთავს, ვკვდები კარგა ხანია;
ეს სიკვდილი - ძველისძველისძველია,
ეს გაქცევაც - ვიცი, არახალია.
ყრუ ღამეში შერკინულმა მხედრებმა
გადუქროლეს ჩემსას მთა-ბარს ჭენებით,
იყო ჯვარცმა, იყო კვნესა-ვედრება,
რკინის დროში ვბრძოდით ლამანჩელები...
მე მინდოდა შეცვლა ქვეყნიერების,
(გულუბრყვილო ბიჭი მახვილს ლესავდა!),
კაცთა შორის ძმობა - ძმობა, ბედნიერება,
ხალხთა შორის - სათნოება მეწადა.
რაც ყოფილა - ცისქვეშ ისი იქნება,
ის ოცნება - ჟამმა დაასამარა,
შავ ჯინჭველად მეხვევიან ფიქრები,
სიკვდილის წინ ვრჩები კითხვის ამარა:
გაჩენილა კაცთა მოდგმა ღვთისაგან, -
მძვინვარებდეს, ბრძოდეს, კვნესდეს, ჰგოდებდეს.
სატალახო გზებით სრულყოფისაკენ!
მაგრამ ჯვარცმა ოჰ, როდემდის, როდემდის!
არ ვთამაშობ, თამაშიდან გავდივარ,
ფარ-ხმალს ვაწყობ, ვკოცნი, ვკოცნი ბალახებს;
ყრუ ხეობის თავზე ვარ და ცამდე ვარ,
უკეთ ვხედავ მახრჩობელა ქალაქებს.

Posted by: jin-jer 24 May 2008, 14:58
არ იყავიო
ვაჟას დღეზე ამ ზაფხულს ჩარგალს!“ -
ვინ, ვინ მიბედავს?! -
ხელფასს იღებს
ეს კაცი მაღალს

მხოლოდ იმაში,
რომ ესწრება თავშეყრებს ჩვენსას,
გვადევნებს თვალყურს,
მწერლუკანა
მწერლობას მწყემსავს...

მე წამოვწითლდი
და ხელახლა გავთეთრდი რისხვით:
„რაო, რა ბრძანეთ?! -
ჩავეკითხე
არაკაცს ზიზღით, -

ჩემთვის ყოველდღე
ვაჟას დღეა! - ვუთხარი მკაცრად, -
და ილიასიც, სხვათაშორის!“ -
შებრუნდა
გაშრა...

რად პირს არ გახსნი,
დედამიწავ, თან არ ჩამიტან,
ათას თახსირთან
რომ პურს მაჭმევ
ერთი ჯამიდან!


Posted by: enagrdzeli 24 May 2008, 16:24
არ მეშინია ვეფხვის და ლომის,
ლომის ვაზირის, მგელის!
არ მეშინია კისერში მწვდომის
არც ჯიქის, სისხლის მსმელის!
არ მეშინია სიკვდილის, რომელს
კაცი ყოველი ელის...
ცოტა შიში მაქვს იუდად მძრომის -
მაშასადამე, მელის!

Posted by: jin-jer 25 May 2008, 12:26
აფხაზეთზე
ამ კაცს თვალი უჭირავს -
ეს კაცია,
ალბათ, თურქის თემის...
და მე ვყვირი:
- ჩემს სისხლს დალევს უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!

როსმე „არგო“
(სხვა ხომალდი გუშინაც!)
მოაპობდა
ზვირთებს ნიჩბის ცემით...
და მე ვყვირი:
- მკვდარსა მნახვენ უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!

ზღვაო პონტის!
რიფებს მალავ უჩინარს -
არაერთის
ზედ მიემსხვრა გემი...
და მე ვყვირი:
- ოხ, უწინამც! უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!



Posted by: enagrdzeli 25 May 2008, 12:49
ხმელი ყვავილები ლბილ მინდვრებს მაგონებენ -
კიდევაც მახარებენ და
კიდევაც მაღონებენ...
ისინი მახსენებენ, რომ იყვნენ მინდვრები -
ოდესღაც ცოცხალი
ფერებით მდიდრები...
რომ ლბილი მინდვრები უკვე გამხმარია
და სიჭაბუკეც
ჩავლილია, უკვე რა ხანია.

Posted by: aranormaluri 25 May 2008, 17:46
იწვის წიგნები და ბარათები,
ღაწვზე - თხიერი...
მიტოვებულიც, ნაღალატევიც,
ხარ - მშვენიერი !
იყუჩე ! გაცვლა კაცისგან სხვაზე -
(ადვილად ითქმის ! )
ბევრს ვერას იტყვის მშვენიერ ქალზე,
ვერაფერს თითქმის !
იყავი შენში დარწმუნებული :
თვალზე თხიერით,
გამგუნებულიც, დაწუნებულიც,
ხარ მშვენიერი !
ის არ წასულა თავისი ნებით,
არც ჰაიჰარად, -
თავს დაეღვარა ალერსით, ვნებით -
ზღვამ წაიყვანა.
მეც... ზღვა მომესმის გამძვინვარებული
ზღვა შენმიერი...
სხვაზე გაცვლილიც, დამცირებულიც,
ხარ , -მშვენიერი.

მურმან ლებანიძე.

Posted by: enagrdzeli 26 May 2008, 04:55
ჯანსუღ კახიძეს

ხარ ოქროსფერი,
ხარ კახიძე და ხალხში დგახარ,
ხარ შვილი ხალხის,
რა კარგია,
ჩვენს დროში
გვყავხარ...

როდესაც სდუმხარ,
რა თქმა უნდა, ჯანსუღო, სხვა ხარ,
სახემოღრეცილ
მეციხოვნეს
(ბოღმისგან!)
ჰგავხარ...

ხოლო, როდესაც
აზრად იკვრის ფიცხელი ხმები,
როდესაც მღერი
და სიმღერით
ხვედრს ჩვენსას
ჰყვები, -

ვკვდები, ვცოცხლდები,
სისხლის ჩემის ჩხრიალით ვკრთები,
ვხვდები ყველაფერს
და შრიალით
მეზრდება
ფრთები...

ჩვენ ვართ მოსული
ათასწლების ლურჯი ნისლიდან -
ამოგწკრიალებს
საყვარელი
ხმები კისრიდან.


Posted by: Марита 26 May 2008, 05:22
საშინელი ლექსია rolleyes.gif

Posted by: enagrdzeli 26 May 2008, 11:42
ჭიანჭველა ჭიანჭველებს სარდლობს:
„ავიღებო აგე, იმ ბორცვს, - ნატრობს, -

ძალი შემწევს, მკლავში სისხლი მიდუღს,
დავიპყრობო ჭიანჭველებს მწითურს.
იმ ბორცვს იქით თუა კიდევ ბორცვი.
დავლაშქრავო, თუ არა და, მოვრჩი!..“
მაგრამ დახე წითელ ბორცვზე ჩაჩქნებს!
ის მწითური ჭიანჭველაც ჯარს ჰკრებს.
ფიქრობს: „ბორცვიც გვარიანი მოჩანს,
რაღაცნაირ ყვითელს ვხედავ დროშას!
დავიპყრობო ჭიანჭველებს ყვითლებს.
მერმე თეთრებს - მსუქნებსა და მდიდრებს.
მივაყოლებ შავ-შავ ჭიანჭველებს -
მაგათ ერთი „ვაშაც“ შეაშინებს.
ქვეყანაზე მე ვიქნები მარტოდ 0
ჩემს ჭკუაზედ - მარტოდ, ფართოდ, სანდოდ!
სცეს დაფსა და ბუკ-ნაღარას დაჰკრეს,
შეესიენ ერთმანეთის სანგრებს.
შეესიენ ნაოცნებარ ბორცვებს,
„ჰკა მაგასო!“ - ერთმანეთი ხოცეს.
მილიარდი ჭიანჭველა დაჰკლეს.
დაიხიეს, ლაშქრებს ჰკრებენ ახლებს.
კვლავ მისცვივდნენ, ერთურთს ჭრიან ყელებს,
გასთქრიალებს სისხლი ჭიანჭველებს...

. . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . .

ყანა-ყანა მოდიოდა გლეხი -
(ოტროველავ! ღმერთმა შეგაჩვენა!)
უცაბედად ბორცვს დაადგა ფეხი -
აღარც ბორცვი!
აღარც ჭიანჭველა!

Posted by: რუსთაველი 26 May 2008, 15:52
Fitzcarraldo
QUOTE
ლებანიძის გარითმული ზღაპრები მიყვარს ძალიან: წიქარა, ნახევარქათამა და დედაბრის კვერცხები


ა შენ ნახევარქათამა smile.gif (ნაწილ_ნაწილ დავწერ)

იყო და არა იყო რა,
რა ვამჯობინოთ ყველას?
იყო ნახევარ ქათამა,-
დაუძმობილდა მელას.
ბევრი იარეს თუ ცოტა,
გაწყდა მელიის რჯული,
გზაში ნახევარქათამას,
მოაყვანინა გული.
ეწყინა ნახევარ ქათამას,
ახედ-დახედა ცერად,
უთხრა:-გაჩერდი, მელია,
თორემ ჩაგყლაპავ ხელად!-
მელას სიცილი აუტყდა:
- ხო-ხო, ხი-ხი, და ხა-ხა!
- აბა, ჰე! თუ არ ჩამყლაპო,
შე მათხოვარა გლახა!-
- მაშ, ჩაგყლაპოო ნამდვილად?
- არ დაგადგესო ჯაფა!
- რომ ჩაგყლაპო აპა -
- გაბრაზდა ნახევარქათამა,
სისხლი მოაწვა ყელში,
წამოექორჩნა მელიას-
ასე ვიცითო ჩვენში:
უცბათ ჩიჩახვი დაბერა,
კისერი წაიგძელა,
ბლის კურკასავით ჩაყლაპა
მელია გაიძვერა...

Posted by: enagrdzeli 26 May 2008, 17:06
წერილი მთიდან
ვერაფერს ისეთს
მე ვერ მოგწერ, ახალი არ ჩანს -
ვცხოვრობთ იქავე...
ვართ ძველებურად,
ჩვენებურად - შარშანწინ, შარშან
როგორც ვიყავით.
გვაქვს ყველაფერი:
ლორი, მჭადი, ხვანჭკარა დოქში,
ვშოულობთ ყველსაც;
ვართ შებუდრული
ისევ ისე არჩვაძის ქოხში -
ვაშენებთ ჩვენსას.
გაინტერესებს
იწერება თუ არა წიგნი -
ვწერ წლეულს ცოტას;
დგას წვრილ სარკმელში
მოწყენილი წვიმების ციკლი
გავყურებ შოდას.
შევეშვი ლარებს -
ნერვიულებს, ფიცხებს და ჩქარებს,
შევეშვი ძველ გზებს,
ვწერ გაზაფხულებს,
შემოდგომებს, სათიბებს, ჭალებს -
უწყინარ ლექსებს...
ხანდახან ვზივარ
მოწყენილი რიყის ჭრელ ქვაზე -
ცოლუკას გნატრობ...
შენმა წერილმა
გამახარა, გუშინწინ ძალზე -
გმადლობ!
დაარქვით რატი,
ან თორნიკე ჩვენს პირველ მერცხალს,
შეეშვით მდურვას, -
მე რა ვარდები
მივაფინე სამშობლოს ჩემსას -
ნუ არქმევთ მურმანს.
სხვა რა მოგწერო?!
ფული მთხოვეს (ვინ იტყვის უარს)
თუ იცი რისთვის?
ძველი კაცები
აგროვებენ აქ ოც-ოც თუმანს -
სჭირდებათ მკვდრისთვის.
ბჭე მორღვევია
ძველთშესალაგს ქარწვიმით, წლებით,
ჩვენი საყდრისას,
აქ რომელიღაც
ლებანიძის გამოჩნდა ძვლები
წელს გზის გაჭრისას.
მოვიდნენ, დასხდნენ,
ითავცემეს, მცდიდნენ კარგა ხანს,
ცემენტი მთხოვეს...
სახლს აქ ვაშენებთ,
აქ ვაპირებთ კიდეც დამარხვას -
ხვდებიან ყოველს.
ასე და ასე!
შენ შენთვის და მე ჩემთვის კენტად!
ფიქრები - ხროვად...
ეგ არაფერი!
ოქტომბერში ვიქნებით ერთად -
მივალთ და მოვალთ...
თავს გაუფრთხილდი!
გკოცნი ათასს, მრბუნავს და მკვესავს,
მარჯვეს და ყოჩაღს!
სჭირდება შენი
ცხელი გული ხვალისდღეს ჩვენსას -
ჩვენს გაზრდილი ოჯახს!
წიგნს ჩამოგიტან
უსიკვდილოდ! - ვასვენებ ბრჭყალებს,
შევეშვი ძველ გზებს...
ვწერ გაზაფხულებს,
შემოდგომებს, სათიბებს, ჭალებს,
უწყინარ ლექსებს.

Posted by: რუსთაველი 26 May 2008, 17:09
ნახევარქათამა

2. და გზა კვლავ მარტომ განაგრძო,
ტყე-ტყე გზა ედო გრძელი;
მიდის ნახევარქათამა,
უცბად შემოხვდა მგელი.
- ამხელა უღრანს რა გალევს, -
ეგების ერთად გვევლო!
თუ ძმობა იცი, არ გერჩი,
დავძმობილდეთო მგელო! -
ტყე ბნელია და დიდია,
წვეროებს იქნევს ცაში;
დაძმოპბილდნენ და მიდიან,
მიბაასობენ გზაში.
ბევრი იარეს თუ ცოტა,
გაწყდა რუხი მგლის რჯული, -
მგელმაც ნახევარქათამას
მოყვანინა გული.
ეწყინა ნახევარ ქატამას
ახედ-დახედა ცერად:
- მგელო, შენც გირჩევ, გაჩერდე,
თორემ ჩაგყლაპავ ხელად! -
რუხ მგელს სიცილი აუტყდა:
- ვინ ვის ჩაყლაპავს ნახავ!
აბა, ჰე, ვინც არ ჩამყლაპოს,
შე მათხოვარა გლახა!-
- მაშ, ჩაგყლაპოო ნამდვილად?
- არ დაგადგესო ჯაფა!
- რომ ჩაგყლაპოთ ადვილად?
- ჰო კი! სცადეო აპა! -
გაბრაზდა ნახევარ კატამა,
სისხლი მოაწვა ყელში,
წამოექოჩრა ავაზაკს,
ასე ვიცითო ჩვენში,
უცბად ნისკარტი აძგერა,
სიცილი წაამწარა,
ბლის კურკასავით ჩაყლაპა,
მელასთან ჩააბრძანა...

Posted by: რუსთაველი 26 May 2008, 17:13
3. გზა ისევ ტყე – ტყე განაგრძო,
შიში არა აქვს ბინდის;
მიდის ნახევარ ქათამა,
მიდის, მიდის და მიდის.
წინ დათვი შემოეყარა,
დათვმა ბილიკი დათმო;
ჰკითხა ნახევარ ქათამამ:
- რაო, ჩაგყლაპო, დათვო?!-
დათვს ჩაეცინა, თავისთვის
ჩაიბურტყუნა რაღაც;
რაც მგლის და მელიას თავს მოხდა,
იგივე მოხდა აქაც:
წამოექოჩრა დათუნას,
ასე ვიცითო ჩვენში,
ბლის კურკასსავით ჩაყლაპა,
ჩაასრიალა ყელში...


4.მიდის ნახევარქათამა,
მიდის, მიდის და მიდის;
ახლა ზღვა შემოეყარა,
ესმის გრიალი ზვირთის;
შეწუხდა ნახევარქათამა,
ზღვა არ ენახა დიდი:
- რა ვქნა, ფრენა რომ არ ვიცი,
ზედ გავიდეო რითი?! -
ჯერ შორით მოვლა არჩია,
დრო სჭირდებოდა რასაც,
მერე თქვა: - ხარჯი ხარჯია,
მოდი ყლუპს ვუზამ ზღვასაც! -
პირი დააღო, ჩაყლაპა,
მზეზე ზღვის ფსკერი გახმა
და ჰა, ნახევარქათამა
მშრალად გავიდა გაღმა...
- მიდის ნახევარქათამა,
მიდის, მიდის და მიდის,
კაცი არა ჩანს, ვაგლახად
დამკარებელი თითის.
უცბადბ მოესმა, ჩიჩახვში
კვნესენ ვაის და ვუის -
დათვი, მელა და მგელი
დამდუღრულივით ყმუის:
- ეს ზღვა რა ოხრად გინდოდა,
რას ჩაგვახრჩეო ზღვაში,
ამოგვიშვი და სამივე
ყმად დაგიდგებით მაშინ!
ბაყბაყ-ნახევარქათამა
ხარ და კიდევაც გქვიან,
ამოგვიშვი და გვიყმეო,
სანამ არ არის გვიან! -
იცინა ნახევარქათამამ:
- ტყუილუბრალოდ ყმუით!
ამოგიშვათო იქნება,
თუ იქნებითო ჭკუით!..

Posted by: რუსთაველი 26 May 2008, 17:16
5. და გზა კვლავ მარტომ განაგრძო,
მიდის, მიდის და მიდის„
კაცი არ ჩანს,ვგლახად
დამკარებული თითის.
ანაზდათ გლეხკაცს წაადგა-
იგინება და ყვირის,
ხან თავში ხელებს წაიშენს,
ზის მინდორში და ტირის.
გაკვირდა ნახევარქათამა:
- რა შეგემთხვაო, გლეხკაცო,
რა გატირებსო? - ჰკითხა.
- როგორ თუ რა მატირებსო,
დაგვაწიოკა გზირით -
ხელმწიფე გვიზის ისეთი,
მთელი ცხოვრება ვტირით!
ცოლს კაბა მე არ მიცვია,
ზედ არ მაცვია ჩოხა,
ხელმწიფის კაცებს ბალღისთვის
წაურთმევიათ ძროხა... -
- წაურთმევიათ ძროხაო?!
- ჰო, მარჩენალი გახლდათ!
- ხელმწიფის კაცებს ნამდვილად?!
- ჰო, ხელმწიფისას ნაღდად! -
გაჯავრდა ნახევარქათამა:
- მორჩი ტირილს და ღრიალს,
მიმასწავლეო ახლავე,
ეგ ვინ ხელმწიფე გდია!.. -
გლეხმა ტირილი შეწყვიტა,
უთხრა: - გადივლი გორას,
სასახლე უდგას, ხელმწიფე
ფარჩის ლოგინში გორავს. -
მიდის ნახევარქათამა,
ბრაზით კიდევაც ღელავს,
ხედავს, ხელმწიფის სასახლე
კორდზე ათასფრად ელავს.
აუარ-ჩამოუარა
გუშაგს სასახლის ბაღთან,
უცბად ლაჟებში გაუძვრა,
გალავანშიგნით გახტა.
ქვას მოეფარა, დროდადრო
კისერს წამოყოფს დინჯად:
- სულელო ხელმწიფევ!
- სულელო ხელმწიფევ! -
პარმაღს ასძახებს ყინჩად.
ჩიტი ვერ გადმოფრინდება
გალავანს ხელმწიფის შიშით,
- სულელო ხელმწიფევ!
- სულელო ხელმწიფევ!
უცბად კი ესმის ძილში.
გამოეღვიძა ხელმწიფეს,
ფეხი ფლოსტებში წაჰყო:
- მე თუ ყური არ მატყუებს,
ვიღაც თავს იგდებს, ხალხო! -
ძირს ჩამობრძანდა ხელმწიფე,
მიჩხრიკ-მოჩხრიკა ეზო.
სწვდა ბიბილოში აბეზარს,
აქ ვინ ყოფილა ესო!
და მსახურთუფროსს უბრძანა:
- კარი ღია არ დაგრჩეს,
დღეს საქათმეში ჩაჰკეტე,
ხვალ გამოვუტანთ სასჯელს!.. -
საქათმის კარებს გაუდგეს
ბინდში ურდული იფნის;
დაჯდა ნახევარქათამა,
ხელმწიფის ქათმებს ითვლის.
ხოლო როდესაც დაღამდა,
როცა დაბნელდა კარგად,
ბაყბაყ-ნახევარქათამამ:
-ჩვენც გვახსენეო ხალხად! -
თქვა და ჩიჩახვი დაბერა,
კისერი წაიგრძელა,
ზეამოუშვა მუცლიდან
მელია გაიძვერა:
მელამ ხელმწიფის ქათმები
შეახრამუნა ყველა.
გამოუთხარა საქათმეს
ძირი და გაქრა ხელად...

Posted by: რუსთაველი 26 May 2008, 17:40
6. კაი სიზმრები ესიზმრა,
კაი გუნება აჰყვა -
დილით ხელმწიფემ ინება
ნახევარქათამას ნახვა.
საქათმის კარებს მიადგა
არხეინად და მშვიდად,
თან გუნებაში ონავარს
ათასნაირად სჯიდა.
მაგრამ ურდული რომ გახსნეს,
ხელმწიფე დარჩა სახტად:
მარტო ნახევარქათამა,
სხვა არაფერი დახვდა.
ცოფები ჰყარა ხელმწიფემ,
გადირია და გაწყრა,
ხოლო ნახევარქათამა
იჯდა და თვლემდა საწყლად.
და ბრძანა მაშინ ხელმწიფემ:
- კარი ღიად არ დაგვრჩეს,
ბატებთან ჩაამწყვდიეთო,
ხვალ გამოვუტანთ სასჯელს! -


Posted by: რუსთაველი 26 May 2008, 17:50
7. იფნის ურდული დაუგდეს
ახლა საბატის კარებს,
მსახურთუფროსი დაუდგა
შუბით ურდულის მხარეს.
მაგრამ ნახევარქათამა,
არ წამასწროსო მარცხად,
პატიოსანი კაცივით
იჯდა და თვლემდა საწყლად.
ხოლო როდესაც დაღამდა,
როცა გამეფდა ბნელი,
ისევ დაბერა ჩიჩახვი,
ზეამოუშვა მგელი.
მგელმა ხელმწიფის ბატების
ბურტყლიც შეირგო შაქრად,
გამოუთხარა საბატეს
ძირი და ისიც გაქრა...

Posted by: რუსთაველი 26 May 2008, 17:55
8. დილით კვლავ გახსნეს ურდული,
მარტო ნახევარქათამა,
სხვა არაფერი დახვდათ.
გადაირია ხელმწიფე,
სიმწრით ახტა და დახტა:
- ეგ კაი სული არა ჩანს,
უწმინდურია ნაღდად! -
ვეზირთუხუცესს უბრძანა:
- კარი ღიად არ დაგვრჩეს,
ახლა ფარეხში ჩაჰკეტეთ,
ხვალ გამოვუტანთ სასჯელს! -
თანაც დასძინა: - გახსოვდეთ,
თუ კიდევ მსგავსი მოხდა,
თუ ცხვარიც ამოგვიწყვიტა,
თავებს წაგაჭრით კოხტად!.. -

Posted by: რუსთაველი 26 May 2008, 21:55
9. რკინის ურდული გადაუგდეს
ახლა ფარეხის კარებს;
თითო ვეზირი დაუდგა
ფარეხს ოთხსავე მხარეს;
ტანზე აბჯარი აცვიათ,
შუბი უპყრიათ ხელში;
მალ-მალე უჭვრიტინებენ
ტუსაღს ფარეხის ხვრელში.
მთელ დღეს
გარშემო უვლიდნენ,
მთელ დღეს იგდებდნენ მასხრად;
ბაყბაყ-ნახევარქათამა
იჯდა და თვლემდა საწყლად;
ხოლო როდესაც დაღამდა,
ზეამოუშვა წყნარად
დათუჩა დათუჩაის ძე,
დათუჩაშვილი გვარად.
დათვმა ხელმწიფის ცხვრების
მატყლიც შეირგო შაქრად,
გამოუთხარა ფარეხს
ძირი და ისიც გაქრა...

Posted by: რუსთაველი 26 May 2008, 22:16
10. და ჰა, დილა რომ გათენდა,
უკვე მესმე დილამ
ხემლწიფე ნაზირ-ვეზირით
ფარეხს მიადგა ფრთხილად.
მესამედ გახსნეს ურდული,
მესამედ დარჩნენ სახტად:
ბაყბაყ-ნახევარქათამა,
სხვა არაფერი დახვდათ.
და ბრძანა მაშინ ხელმწიფემ
(ჯალათი ედგა მარჯვნივ);
- მაგ დოყლაპია ვეზირებს
თავი წასჭერით ხანჯლით!
- მოკვდეს ნახევარქათამაც,
- მაგის ლოლიავს მოვრჩით!
- ცოცხლად შეწვით და დანივრეთ,
- აქ მომართვითო ხონჩით!.. -

Posted by: რუსთაველი 26 May 2008, 22:22
11. სცეს ბუკს და საყვირს ჩაბერეს,
მტყუანს და მართალს სჯიან:
ჯერ დოყლაპია გუშაგებს
ბეყერა თავებს სჭრიან;
ახლა ნახევარქათამას
ცოცხლად პუტავენ სწრაფად:
ტაფაზე ერბო დაასხეს,
ააშიშინეს ტაფა;
ქალები ნიორს ნაყავენ,
ნივრის საწებლის ეშხით
სული მიუდის ხელმწიფეს,
პირი სავსე აქვს ნერწყვით.
ბაყბაყ-ნახევარქათამას
თვალს არ აცილებს ეჭვით:
- რაც შეიძლება შებრაწეთ,
- მაგრად და კარგად შეწვით! -

Posted by: რუსთაველი 26 May 2008, 22:36
12. შეწვეს ნახევარქათამა,
სწრაფად მოართვეს ხონჩით:
ხელმწიფეს ლუკნად არ ეყო,
იჯრა ხშეუვსეს გოჯით;
იხარეს კარისკაცებმა,
ამოისუნქეს შვებით;
იხარა თვითონ ხელმწიფემ
გარშემორტყმულმა ყმებით;
მაგრამ რა ხდება, რა მოსდის,
ოფლს რად გასხამსო, ჰკითხეს;
ხვნეშის ხელმწიფე-ბატონი,
როგორცღაც მუცელს იტკენს.
- მიშველეთ - უცბად შეჰყვირა,
თავს დასდგომიან სნეულს.
- გამჭერით! არსად გაგექცეთ,
თვალი ადევნეთ წყეულს!

Posted by: რუსთაველი 26 May 2008, 22:40
13. მოვის პერანგი გახადეს,
ყური მიუგდეს სტომაქს
ბაყბაყ-ნახევარქათამას
სტომაქში ცეკვა_ხტომას.
გაცოცხლებულა წყეული,
მუცელში იქნევს ხანჯლებს.
- გამჭერით! - ჰყვირის ხელმწიფე,
გაჭრას ითხოვს და... გაჭრეს.
თავი წამოყო მუცლიდან,
არ გთანხმდებითო ზავზე,
- სულელო ხელმწიფევ!
- სულელო ხელმწიფევ! -
- ხალხს შეჰყვირა და წამსვე
“ფრრ“... - იფრთხიალა, ვეზირებს
გადააფრინდა თავზე...

Posted by: რუსთაველი 26 May 2008, 22:49
14. გავარდა ნახევარქათამა,
ატყდა შფოთი და ჯანყი:
- დაიჭით! - ჰყვირის ხელმწიფე,
მისდევს ხელმწიფის ხალხი.
- დაიჭით! გზები შეჰკარით! -
ლაშქართუფროსი ბრძანებს;
- დაიჭით! - ეპისკოპოსი
შორით ამხნევებს ჯარებს.
ას კაცს ლაჯებში გაუძვრა,
სამასჯერ ხელი სტაცეს,
წახრა-წამოხრით, ხეთქებით
კოპები აზის კაცებს.
გასხლტა და მიჰყვნენ ყიჟინით,
მისდევენ ფაცხაფუცხით.
პრიალა მუზარადებით,
მინდორი გადაირბინა,
ტყე-ტყე უღრანში გაძვრა;
თუ დაიჭირეს, იცოცხლე,
აქნიან თვრამეტ ნაჭრად!
გარბის ნახევარქათამა,
ფეხებქვეშ ქვიშა იგრძნო, -
თავისი გადაყლაპული,
უცბად, ზღვის ფსკერი იცნო;
გაღმა ნაპირზე აასწრო,
მოუტრიალდა მდევარს,
ზღვა ამოუშვა პირიდან,
მოჰყვა ზვირთების თხევას;
ჯირკზე შეფრინდა წყეული,
თავის ჯირკიდან ხედავს:
ზღვა ნაგუბარში დგება და
ხელმწიფის კაცებს ხვეტავს.
- ყლუპ, - თავს ჩაყოფს და ამოყოფს,
ლაშქარი სულსა ღაფავს;
- ყლუპ, - სპასალარი თვალს ქაჩავს,
კოხტად მარილწყალს ყლაპავს,
ხელმწიფის ეპისკოპოსსაც
უკვე შავი დღე ადგას,
იცოცხლე, ჰქონდეს სათქმელი,
- ყლუპ, - ამის მეტი რა თქვას!
ატივტივებენ ზვირთები
ნალეწს ფარის და შუბის;
მარტო ჩქაფუნის ხმა ისმის,
მარტო ყლაპის და ყლუპის;
- ზოგი კისრამდე წყალშია,
ზოგი დასულა ფსკერზე,
ზოგს ფეხი აუშვერია,
ქალამანს იშრობს მზეზე...

Posted by: რუსთაველი 26 May 2008, 22:54
15. დამარცხებული რა ნახა
ხელმწიფე თავის მრევლით,
იხარა ნახევარქათამამ,
ჯერ ხომ იცინა ბევრი,
მერე გლეხკაცთან მოკურცხლა,
თავზე წაადგა მტირალსთ
ის კაცი ისევ ჯირკზე ზის,
თავის ძროხაზე გმინავს;
უთხრა: - ადექი, ბეჩავო,
რას დაგიღია პირი?!
ხელმწიფემ ჭირი მოგჭამა,
ტყუილუბრალოდ სტირი!
ახლა შენც მიდექ-მოდექი,
შენც გაინძერი ზოგი,
გასწი და, ძროხა კი არა,
შინ მორეკეო ჯოგი!.. -
ეს თქვა და ქვაზე შეფრინდა,
მთა-ბარს გასძახა მზიანს:
- ბაყბაყ-ნახევარქათამა
ვარ და კიდევაც მქვია!
ჯერ კიდევ გასაზრდელი ვარ,
ჯერ წიწილა ვარ ნორჩი,
ახლა სხვა საქმეს დავიწყებ,
ხელმწიფის საქმეს მოვრჩი..! -

Posted by: რუსთაველი 26 May 2008, 22:58
16. თქვა და ზღაპარიც დასრულდა,
დილამ აჯობა ბნელას;
ჭირი იქა და ლხინი აქ,
ქვეყნად სიკეთე ელავს;
ზღაპარს ტყუილი აშენებს,
სიმართლის ძაფით კერავს...
ამის დამწერს და წამკითხველს -
ას წელს სიცოცხლე ყველას
!

Posted by: enagrdzeli 27 May 2008, 02:26
ბოღჩებით და ყავარჯნებით...

ბოღჩებით და ყავარჯნებით
გრძელი სოფლის კართან ვდგავართ;
მოკლე სოფელს არ დავრჩებით,
ყველა გრძელ სოფელში წავალთ!
კეისარიც, სპასალარიც,
თვითონ რომის პაპიც თავად
(სხვა სოფელი არსად არი!) _
ყველა გრძელ სოფელში წავალთ!
ამ ტალახებს გავშორდებით,
ამ ორღობეს ლაფში ვყავართ...
მადლობა ღმერთს, გავსწორდებით,
ყველა _ გრძელ სოფელში წავალთ!

Posted by: jin-jer 27 May 2008, 02:33
გზას მოსდევს პოეტი

ზას მოსდევს პოეტი კლდოვანი ფერდობით,
მოსტოპავს ბილიკებს ეკლიან ჯაგებით _
არის ბედნიერი ის ხალხთან ერთობით,
კაცისგან, ბალღისაგან,
ხალხისგან გაგებით!
დროთ უფსკრულებს გადავყურებ
სამშვიდობოს მდგომარი_
ვხედავ: მოკლე გაზაფხულებს
სცვლიან_შემოდგომანი...
სიკვდილის გზა ცისფერია
ჰკვდები ხმალმოღერებით_
იმპერიებს იგერიებ
სისხლის წამოხველებით
ფეხზე დგახარ,გცემს ზურგ_ქარი...
მაშ,წინ! წინ და ზემოთ!
დათვი მჭლე და შენ მსუქანი
დათვი მჭლე და შენ მსუქანი.
საქართველოვ ჩემო!!!

Posted by: enagrdzeli 27 May 2008, 04:47
გოგონა კითხულობდა...

გოგონა კითხულობდა
ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით
და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა...
უფსკრულში დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით,_
ანაზდად დარბაზში პოეტი დალანდა...
გაწითლდა, გათეთრდა, გალურჯდა, გაყვითლდა,_
ანდაზად თვალი ჰკიდა საყვარლად ჭაღარას...
პოეტი დაჯდა და პოეტი გაფითრდა -
გისმენო, შვილო შემო, და თავი დახარა...
გოგონა კითხულობდა
ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით
და სულის ფორიაქს ის აღარ მალავდა,
უფსკრულებს დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით
და თავის განწირვით მის დამწერს ზარავდა...
სული, მომწყვდეული იმ ხორცის დილეგში,
თრთოდა და იწვოდა, სისხლი გამშრალიყო;
იცოდა გოგონამ_ რაც იყო იმ ლექსში
და ისიც იცოდა _ ლექსში რაც არ იყო...
ის იყო ნატიფი, ის იყო კაფანდრა,
ის – სისხლით ცისფერი და ჯიშით რჩეული,
იყო _ რა დიდი და იყო _ რა პატარა!
და იყო პოეტი ბალღისგან ძლეული...

Posted by: jin-jer 27 May 2008, 18:35
ვერაფერი გამიგია...

ვერაფერი გამიგია,
ცხოვრებაში რა ხდება;
ყველაფერი წამიგია _
მეგობრები მაკლდება.
ბრაუნინგით არ მომკვდარან,
ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია,
არც ფანჯრიდან გადმომხტარან _
მშვენიერად არიან.
უფრო ხშირად ახლა შინ ვარ,
წვიმას ვნატრობ შხაპუნას:
შევსვათ! ყველა თავის წვრილმან
საზრუნავში ჩაფლულა!
ყველა თავის ნავში სხდება,
ყველამ სადღაც გაცურა,
ყველა კვდება, გული მწყდება _
წასულან და წასულან!და დღეები გადის ზანტად,
ღამეები გროვდება,
ვიღაც უსაშველო ლანდად
მწუხრში მიახლოვდება...
მინდა მთაზე ავირბინო,
ზღვის მიქცევა ვიხილო,
თავში ხელი წავიშინო _
რაც მომხვდება, ვიყვირო.

Posted by: რუსთაველი 27 May 2008, 19:37
user posted image

Posted by: enagrdzeli 27 May 2008, 21:01
ვშლი ვფურცლავ...

ვშლი ვფურცლავ ედგარს კიპლინგს ბაირონს
(აქ პოეზია ნაირნარობს!)
მიუსეს ხაიამს ჰაფიზსა
(აქ პოეზია აბრეშუმს გვაფენს)
ახლებს პოლ ვალერას, ელიოტს, ლორკას
(აქ პოეზია სხვა ცეცხლით ბორგავს)
რამდენი ოქრო რამდენი ვერცხლი
გულის რამდენი ნამდვილი რეჩხი
ბლოკს საფოს მისტრალს მარინას ბელალს
ბოლოს რიგ რიგად გადავდებ ყველას.

Posted by: jin-jer 29 May 2008, 02:01
კაცი სხვის რითმებს წვრთნის...

კაცი სხვის რითმებს წვრთნის, _
სახავს უწყინარ ლაღობად,
გალაკტიონი თვლის
ჯიბეში ხელის ჩაყოფად.
წერს: `რა ხდებაო ეს?!~
წუხს: `ჯოგის ხელში ცვდება _
სადაც ჩავხედე ლექსს,
სულ ჩემი რითმა მხვდება!~
წერს: `რითმაც უთაქია,
რიტმებსაც ჩემსას ავლენს, _
იცოცხლე, უთარგმნია
ბლოკი მშვენივრად პავლეს!~
`მართალი გახლავს ზოგი,
ვინც ქართულ თარგმანს აქებს,
კი, ნაღდად იგებს ბლოკი,
ოღონდ _ პავლია აგებს!~
`ქურდობს დღისით და მზისით,
ძარცვაში ტოლი არ ჰყავს,
ქარგავს რითმებით სხვისით,
სხვისი რიტმებით ჩარხავს...~
და იქვე დასძენს: `სხვაა,
და არც არავის არ ჰგავს,
გალაკტიონი _ ზღვაა,
ამით არაფერს კარგავს...~
კაცი სხვის რითმებს წვრთნის, _
სახავს უწყინარ ლაღობად, _
გალაკტიონი თვლის
ჯიბეში ხელის ჩაყოფად.

Posted by: enagrdzeli 29 May 2008, 03:18
კაცური კაცის ცხოვრება...

კაცური კაცის ცხოვრება, _
გზა, წიგნი სისხლით ნაფერი, _
ხელახლა აიწონება,
ხელახლა _ სუყველაფერი!
მედროვის ყალბი დიდება, _
მკვახედ და მკუხედ ნამღერი, _
ხელახლა გაიჩითება, _
ხელახლა სუყველაფერი!
გაზაფხულს წყალი დიდდება _
იქნება მწუთხე ნაპირი!
იქნება ჯვარცმა, კირთება _
ხელახლა წაიკითხება,
ხელახლა _
სუყველაფერი!

Posted by: jin-jer 29 May 2008, 03:20
მეტეხის კლდეში სწერია...

მეტეხის კლდეში სწერია
ოთხი სტრიქონი ბრწყინვალე:
_ რა უფრო მშვენიერია:
დიაცი _ უბემჩინარე,
თმადათოვლილი მოხუცი,
ჩვილი _ აკვნიდან მცინარე,
ვაჟკაცი _ ომში გასული,
მამულისათვის მძვინვარე,
თუ უკვე შუბლგაჩეხილი _
გაუღვიძებლად მძინარე?!

Posted by: enagrdzeli 29 May 2008, 03:53
მოცოცავს...

მოცოცავს, მოცოცავს მთებზე გაზაფხული,
ვაი, მომამტვერა ყვავილის მტვერი...
ჩემი მოსისხლე და სამტროდ გაწაფული,
ჩემი მეგობარი და ჩემი მტერი.
აბასთუმანში ახლა ზამთარია,
თბილისშიც ჯერ შტოზე კვირტი მაქვს დათვლილი,
აპრილი _ ნორჩი მხატვარია,
ფანქრები ცუდადა აქვს წათლილი.
მაინც იხატება ქვეყნის კონტურები,
მწვანე აბლაბუდა იბლანდება...
აგერა, ტყემლები თეთრად მორთულები _
ქვეყანა ახლად იბადება...
ღამით ბუტბუტებენ ბნელში ვიღაცები,
`ჩუ-ჩუო!~ _ ერთმანეთს აჩუმებენ;
მთელ ღამეს უძილობით ვიქანცები,
ეგ თურმე _ კვირტები ფაჩუნობენ...
დილით კი სარკმელში ოქროს ნაწნავია _
სენაკს მოაშურეს ნაცნობს,
გაზაფხული _ ჩემი წაწალია,
ვაიმე, რარიგად წაწლობს!
მოცოცავს, მოცოცავს მთებზე გაზაფხული,
ვაი, მომამტვერა ყვავილის მტვერი...
ჩემი წაწალი და მოსისხლე გაწაფული,
ჩემი მეგობარი და ჩემი მტერი!

Posted by: jin-jer 29 May 2008, 18:48
წარწერა რემარკის წიგნზე

დავხურავ წიგნს და
ვიტყვი: არა, არ არის გვიან!
დავხუჭავ თვალს და
წარმოვიდგენ შენს რომანს ასე:
საოცარ ფირმის,
მეგობრობა რომელსაც ჰქვია,
მოჰქრის მანქანა
უდაბური ცხოვრების გზაზე...

კაცობრიობის
თვალშეუდგამ კუპრისფერ ღამეს
ის მოათეთრებს
და მოარღვევს თოვლისფერ ნუშით;
პატარა „კარლს“
წარბშეკრულნი უხსედან სამნი
და დიდ დედოფლად
პატრიცია ჰოლმანი უზით...

მანქანა იგი -
კვლავ იფრენს სტვენით,
მანქანა იგი -
ათასწლეულებს გადაიარს!
წაიკითხეთ და
აღივსეთ რწმენით,
დახურეთ წიგნი და
ხელი მიეცით ადამიანს!


Posted by: enagrdzeli 30 May 2008, 00:56
ცხოვრობს!
ცხოვრება სუყველას უნდა:
ამ შტერს!
მაგ რეგვენს!
იმ კრეტინს, თუნდა!..

გავითვალისწინოთ
ეს კარგად უნდა!

Posted by: Raycher 4 Jun 2008, 00:43
QUOTE (the_lizard_king @ 2 Jan 2008, 00:06 )

- "საქართველოში პირველი თქვენ ხართ
დაგვისახელეთ მეორე პოეტი"

არაა სწორი... smile.gif

სწორია:

- ”ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ მეორე პოეტი”

Posted by: otosa 17 Jun 2008, 01:09
ეჰ ცოცხალი რომ ყოფილიყო დღეს 16 ივნისს უეჭველი ვნახავდი sad.gif

სამწუხაროდ ისე წავიდა რომ ვერ მოვასწარი გაცნობა sad.gif

Posted by: enagrdzeli 27 Jun 2008, 12:05
ხმელი ყვავილები ლბილ მინდვრებს მაგონებენ -
კიდევაც მახარებენ და
კიდევაც მაღონებენ...
ისინი მახსენებენ, რომ იყვნენ მინდვრები -
ოდესღაც ცოცხალი
ფერებით მდიდრები...
რომ ლბილი მინდვრები უკვე გამხმარია
და სიჭაბუკეც
ჩავლილია, უკვე რა ხანია.

Posted by: Oliver 28 Jun 2008, 07:29
ყვავილების მდინარეს კუბო
ცისკენ მიჰქონდა:
იწვა გალაკტიონი
და თავისას ფიქრობდა.
აღმართ-აღმართ მდინარე
მთაწმინდისკენ დიოდა:
იწვა გალაკტიონი-
მოხუცს ბეჭი სტკიოდა.
ალბათ, შუბლიც სტკიოდა -
მაინც მეფურ იერით,
იწვა მკერბუმბერაზი,
ხნიერი და ძლიერი.
რაღაც პათეტიკური
მას სიკვდილშიც დაჰკრავდა.
იწვა, როგორც ყოველთვის,
ახლაც არვის არ ჰგავდა...

დანარჩენი არ მახსოვს ამ დილა უთენია biggrin.gif


Posted by: NIII_ 12 Jul 2008, 02:56
დიდი ხანია არ წამიკითხიხარ user.gif sad.gif
წაგიკითხავ მალე yes.gif 2kiss.gif

Posted by: otosa 24 Jul 2008, 09:51
მინდა ავღნიშნო თუ უკვე არ აღგინიშნავთ რომ, არაჩვეულებრივი თქრგმანები ქონდა
აი ერთ-ერთი

ფუზი-ვუზი
რადიარდ კიპლინგი

ბური, ბურმანი და ზულუსი სისხლში გავბანეთ,
ვისთან, რომელთან არ გადაგვხვდა ზღვისგაღმა ომი!
იყვნენ მამაცნიც მათ შორის იყვნენ ჯაბანნიც,
მაგრამ სხვა იყო ფუზი-ვუზის წყეული ტომი!
იყო ოსტატი უჩინმაჩინ შამბნარში ძრომის,
ყელგამოჭრილი გუშაგები გველაგა კართან,
გაგვიწამა და გაგვიმწარა ინგლისის ლომი,
დამალობანას თამაშობდა ვეება ჯართან...

ვსვამთ სადღეგრძელოს თქვენი წარმატების,
თქვენი სუდანის და თქვენი ხალხის!
ო, ფუზი, თქვენ ხართ ბნელი წარმართები,
მაგრამ მეომრები პირველი რანგის!
ამის მოწმობას ხალისით გავცემთ,
საკუთარ ფეხით მოვალთ და დავწერთ,
ოღონდ ინებეთ შეხვედრა ჩვენთან,
ოღონდ შეხვედრის ადგილი გვამცნეთ!

ჩვენმა არმიამ ჰაიბერის გადავლო ქედი,
მამაცი ბური ლამის მილზე გვესვროდა ისარს,
და კიდევ მეტი: გვაწყევლინა ბურმანმა ბედი,
ზულუსმა გაგვცა, გაგვყიდა და რაც მოხდა, მტრისას!
მაგრამ ერთ ფუზიდ არა ღირდა სამივე ერთად_
სხვა იყო ფუზი, ახალ-ახალ ოინებს გვჩრიდა_
ინგლისის პრესა "მამაცურად ვიბრძვითო", წერდა,
ფუზი-ვუზი კი სისხლისგან ნელ-ნელა გვცლიდა...

ცსვამთ სადღეგრძელოს თქვენი პატარების,
მთელი ჯალაბით დიდი დღე მოგცეთ!
თქვენი მოსპობა გვქონდა ნაბრძანები,
ჩვენც, რა გვექნა და, ცხადია, მოგსპეთ...
თქვენ პატიოსნად გვესვროდით ისარს,
ჩვენ ზარბაზნებით გიტირეთ ყოფა,_
სამაგიეროდ, ინგლისის ლაშქრის
ხომ გაარღვიეთ საბრძოლო წყობა!..

არ ავსებულა გაზეთები ფუზის სახელით,
არ მიუღია ფუზი-ვუზის მედლები როსმე,
მაგრამ ჩვენ აქ ვართ, ორლესული მისი მახვილის
მარჯვედ ქნევის და მარჯვედ ცემის ჩვენა ვართ მოწმე.
კუბოს თავსახურს მიუგავდა წოწოლა ფარი.
შიუბს გვიღერებდა ჯარასავით ბუჩქნარში მხტომი,
საწყალ ტომ ატკინსს სიმწრის ოფლის სდიოდა ღვარი.
აღარ ვარგოდა მთელ წელიწადს ერთი დღის ომით...

ვიგონებთ ლეშით მოფენილ ბუჩქნარს,
ვსვამთ შესანდობარს მაგ თქვენი მკვდრების!
შემოგაწევდით ჩვენც თითო კურცხალს _
არ დაგვრჩენოდა მანდ ჩვენი ძმები!
თქვენ მეტს დაითვლით მოკლულს და დაჭრილს,
თქვენ ცხრაჯერ მეტად გეტირათ ყოფა,_
სამაგიეროდ, ინგლისის ლაშქრის
ხომ გაარღვიეთ საბრძოლო წყობა!..

ის შემოვარდა კვამლში, დაიბუხუნა
და მოწინავე ჩვენი რაზმი არივ_დარია...
თუ ცოცხალია _ მაჭარივით არის ფუცხუნა,
და უაღრესად მშვიდი გახლავთ, როცა მკვდარია;
იგი ცხვარია, ბატკანია, იგი ბოთეა,
აღარ ღრიალებს, არც ხანძარში გიჟივით მოქრის,
წევს! თოჯინაა და რეზინის იდიოტია,
ფეხზე ჰკიდია მოქმედება ბრიტანულ პოლკის...

ვსვამთ სადღეგრძელოს თქვენი წარმატების,
თქვენი სუდანის და თქვენი ხალხის!
ო, ფუზი, თქვენ ხართ ბნელი წარმართები,
მაგრამ მეომრები პირველი რანგის!
აფერუმ! შავი ხართ მაწანწალა,
თავი ზვინს გიგავთ, ვფიცავარ ძმობას...
და მაინც, თქვენგან ინგლისის ლაშქრის
გარღვეულია საბრძოლო წყობა!

Posted by: barkiaroki 24 Jul 2008, 10:55
„ლექსის მწერალი ხშირდება,
სამწუხაროა რაიც!
რამდენი რამე სჭირდება
პოეტს, ჩვენს დროში მაინც!“ -
ეს კონსტანტინემ, იძრო რა
შაბათს, მწერლების ბაღში,
მგოსნებისაკენ ისროლა
განხეთქილების ვაშლი.
დიდოსტატები სწყალობდნენ
ბაღს, და აქ ისხდნენ ხშირად,
სუროში შაშვი გალობდა,
რაღა თქმა უნდა, ფრთხილად.
სთქვა ბესო ჟღენტმაც: „მრავლდება
დღეს ლექსის მოწადინე,
ცამდის მართალი ბრძანდება
ბატონი კონსტანტინე“.
ცოდვილი ვაშლი გაგორდა
და, უკვე წასწვდნენ რადგან,
მათ დემნა მიუახლოვდა,
ასე, ორ მეტრში დადგა.
ირაკლიმ ხელი ჩაჰკიდა
ბაღის ბოლოში სიმონს,
გოგლა ხიდს მოდგა გაღმიდან,
შემოუერთდა იმ ორს.
მესმე რანგიც მოხროვდა,
მეორე რანგის გარდა,
და დიალოგზე მოგროვდა
გამსახურდიას სკამთან.
„ლექსის მწერალი ხშირდება,
ლექსი კი არ ჩანს მაინც!
რამდენი რამე სჭირდება
ნამდვილ პოეტს და რაინდს!“ -
საკითხი განსახილველად
და ვაშლი ცხვირწინ ედოთ,
და სთქვა ირაკლიმ პირველმა,
ეს გახლდათ მისი კრედო:
„პოეტი წლობით ღვინდება,
მართლა პოეტი თუა!
პოეტს იღბალი სჭირდება
და, რა თქმა უნდა, ჭკუა!
სიმხნე და გამჭრიახობა,
ფხიზლად განჭვრეტა დროთა!
სიბრძნე და პატრიარქობა -
ამას გვასწავლის შოთაც!“ -
არ დაეთანხმა ირაკლის
და იუარა გოგლამ:
„სად სიყრმე ყირაყირა ჰქრის,
იქ სიბრძნემ ლექსი მოკლა!
პოეტს ჯერ სიმხნე სჭირდება,
მყვირალობა და ბუკი!
ლექსს ვინ მისცაო დიდება
გარეშე სიჭაბუკის!“
სიმონმა გოგლას ღიმილი
ჰკადრა და მოჰყვა სწრაფად:
„პოეტს სჭირდება ტკივილი,
პოეტს სჭირდება ჯაფა,
სჭირდება ვრცელი გზაშარა,
ბევრი წვა, ბევრი ფიქრი,
ინტელექტი და განსწავლა,
მწიგნობრობა და წიგნი!“
სუროში შაშვმა დასტვინა,
მზე შუბისტარზე იდგა,
ვრცლად აღარავინ არ ცდილა,
მოკლედ მრავალი ითქვა.
თან კვერს უკრავდნენ ირაკლის,
თან თაკილობდნენ თმობას -
მუხრანმა: „გრძნობა სიახლის!“
გრიგოლმა: „ფორმის გრძნობა!“
ალიომ: „მხოლოდ იდეა!“
(კოლაუ იდგა განზე...)
კარლომ თქვა: „საქმე ჰკიდია
წეროსთან ერთად ფხაზე!“
სთქვა მარგიანმა: „მარილი
მთავარიაო სვანში!“
სთქვა ნონეშვილმა: „ყვარელი
და სტუდენტობის ტაში!“
თავისთვის იჯდა ჩრდილში,
არას იტყოდა ანა...
- ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! -
გალაკტიონმა ბრძანა.





Posted by: Solveig 26 Jul 2008, 15:26
ლუდი ედუღა, ბიჭებო, ვილის,
ელან და რობინ ვეწვიეთ ამფსონს,
სამი ჩვენებრი წურბელა ლხინის,
სკოტლენდის ცის ქვეშ, თქვით, რომელს გახსოვთ.

არც მე ვარ მთვრალი, არც შენ ხარ მთვრალი,
მაგრამ ჩვენ ოდნავ გვიბრწყინავთ თვალი,
მამალი ყივის,
ცისკარი ღვივის,
დამისხი, ძმაო, დღეის და ხვალის!

ბერნსი რას იტყოდა ამაზე ნეტავ? biggrin.gif

Posted by: NIII_ 24 Jun 2009, 14:50
love.gif
__________________________________________________________

Posted by: шапокляк 24 Jun 2009, 19:05
მურმანს კარგად ვიცნობდი. უკანასკნელად სეფსისის ცენტრში რომ იწვა იქ ვნახე. მერე წავედი დასასვენებლად. რომ გარდაიცვალა დამირეკეს, მაგრამ ვერ ჩამოვედი. არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს. ძალიან საყვარელი ადამიანი იყო. მიუხედავად ასაკისა, რაღაც საოცარი მამაკაცური მომხიბვლელობა ჰქონდა, ულამაზესი თვალები. სახსოვრად დამრჩა წიგნები წარწერებით - ჩემს საყვარელ მეგობარს ....და ა.შ. ძალიან მენატრება.

Posted by: Nnino 26 Jun 2009, 15:44
***
მთის ჩიტი მთას შააკვდაო.
თოვლი თოვს, არ ჩანს საფრენი.
მთას ჰკითხეს - რა შაგაკლდაო?
მთამ - დიდი არც არაფერი.

ვაჰ, ბეჩა, მაგას სტყუვდები!
არ გაცოცხლდების ბედკრული,
მაგრამ შენც გამაჰყრუვდები, -
გამაგელევის ერთგული.

Posted by: formula3000 4 Jul 2009, 23:27

--------------------

შენ ხარ მიწა , შენ ხარ ახლა მარილი...
ხარ ბალახი, ხარ ბალახზე მტვერი.
მწუხარებით სდუმან შემოგარენი,
ყურში მესმის ლაპარაკი შენი.

----------------------



Posted by: Nice 17 Aug 2009, 13:46
დღეს მურმან ლებანიძის გარდაცვალების დღეა ....
2002 წლის 17აგვსტოს წავიდა ჩვენგან...

Posted by: Nice 17 Aug 2009, 13:52
___________________________________________________________

Posted by: Nice 17 Aug 2009, 13:59
_______________________________________________________________________

Posted by: Barklai 17 Aug 2009, 14:17
გაზაფხული შემოსულა, ლენ.
ბუდეები გაუწყვიათ ჩიტებს…
მე გიყიდი წითელ-ყვითელ ჩითებს,
თეთრი ტილო მომიქარგე შენ!
გაზაფხული შემოსულა, ლენ!
მოგანატრე სათიბი და ტყე,
სუნი ქუსლით გასრესილი ანწლის,
შორს გუმბათი ბეთანიის ტაძრის
და ცისფერი უბორკილო დღე…



Posted by: Nice 17 Aug 2009, 14:28
______________________________________________________

Posted by: Nice 17 Aug 2009, 14:35
ვეჩვევი უშენობას

ანაზდად ღრუბლიდან მოისმა ძახილი:
_ "სამოცდამეცხრამეტე წელიწადს შეები,
რას იქმს, მამაჩემო, ლექსი და სახელი,
რაფრად დიან
მოწამლული შენი დღეები?!"

_ "ფეხს ვუწყობ, შვილო ჩემო, ცხოვრებას ოხერს,
არ გავლოთებულვარ, ვერც ვიტყვი უსმელობას...
თავი ვერ მოვიკალ! ვთამაშობ პოკერს,
ვიგონებ საქმეებს და
ვეჩვევი უშენობას..."

ვარდისფერ ღრუბლიდან კვლავ მესმა ძახილი:
_ "მწვავდა მანდ, მამაჩემო, სიმღერა ცხრაპირული,
მწვავდა მანდ ათასობით ვნება და სახმილი,
აქ მარადისობაა _
წყნარი და სტაბილური!"

_ "მარცხენა უჯრაშია მანდ ჩემი ქონება,
არ მითხრა, არ მკადრო, პოეტი არა ხარო!
შენ სხვის ლექსების გჩვევია სწორება, _
გახსოვდეს,
ჩემს ლექსებს თითი არ დააკარო!"

_ "კარგა ხანს იომე, კარგა ხანს იბოგინე
კი არ გსაყვედურობ, აქედან გეფერები...
ოთხმოცდათხუთმეტი წელი იმყოფინე, _
მანდაურ ლაჟვარდებს
ნუ გამოეკვრები!"

_ "ფეხს ვუწყობ, შვილო ჩემო, ცხოვრებას ოხერს,
არ გავლოთებულვარ, ვერც ვიტყვი უსმელობას,
ვიგონებ საქმეებს, ვთამაშობ პოკერს,
ვეჩვევი სიკვდილებს და
ვეჩვევი უშენობას!" sad.gif sad.gif


მურმან ლებანიძე

Posted by: Nice 17 Aug 2009, 15:36
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო

ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა დავით მეფე – აღმაშენებელი,
ყოფილან ოპიზრები – გასაშტერებელი;
ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,
რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი...
ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანეთელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა ნიკოფსით – დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული,
რტოებგაშლილი და გამოჩინებული,
ყოფილა ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული.
ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები!
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!
ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,
რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.
მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.
ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი,
მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.
ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,
სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.
ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,
იყალთო დაკეტილა, გელათი დანგრეულა.
ოთხ მეფეს
სულ სისხლის ცრემლებით უცრემლია,
ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია.
– რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი! –
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე – ბატონი...
ამას მოჰყოლია:
„ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“
ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!
1969

Posted by: აზნაური კიკნაველიძე 17 Aug 2009, 17:20
აუუუუუუუუ , იქნებ დამეხმაროთ . ვეძებ მურმან ლებანიძლის ერთ ლექსს . ლექსი არის დავით აღმაშენებელზე სადაც ავტორი ასეთ რამეს ამბობს : დავითი მიგვიძღვის აღმოსავლეთით დასავლეთისკენ.

Posted by: ანესთეზია 16 Sep 2009, 13:50
ხალხნო, ის ლექსი ხომ არ გაქვთ შემთხვევით? ტერენტიზე...

აი ესა:

გამოაგდოო სამეგრელომ უხვანჯროდ კარში
რა იცოდაო, უკვდავების, თუ ძმა ხარ, ფასი
უწიგნურმა, მეგრელმა წიემ

ასე იტყვიან,
ხბოს აღტაცებით დამუხტული
ვარდისფერი, მხნე პოეტები


Posted by: lggx2002 25 Oct 2009, 14:57
პატარა გოგომ გამოფსკვნა თოკი.
კედელს არ ჰქონდა არცერთი როკი;

არ ჰქონდა როკი მოცისფრო შპალერს.
ახედა ჭაღს და გახედა კარებს.

თოკისთვის სანდოს, ეძებდა სამაგრს...
მკვდრისფერი ედო ურყევს და ამაყს.

დაჰკიდა ყულფი და როცა საქმეს
მორჩა, შეკრთა და მიადგა სარკმელს.

და ბავშვს სახეზე ედო მკვდრისფერი,
ბავშვის სარკმლიდან ჩანდა მტკვრისპირი.

შუბლმიყრდნობილი გასცქერდა სარკმელს,
ზურგს მოხუცისას, მოხუცის ანკესს.

კიდეზე სახლებს, მთაწმინდის კბოდეს,
სადღაც მიმქროლავ მანქანის კოლტებს;

აფუთფუთებულ ცხოვრების ტალახს,
დღიურ საქმეში ჩაძირულ ქალაქს...

ბავშვმა სადიდო საქმე გაბედა...
დილა მოდღევდა და დღე დაბერდა.

და დიდხანს, დიდხანს რეკავდა ზარი
და როცა ჩარჩოს ჩამოხსნეს კარი,

ოთახში დახვდათ დუმილი მკვდრული,
ჭერს შეხიზნოდა უხორცო სული.

და ჰგავდა ბავშვი კედელზე ჩნგურს,
უმშვენიერეს თოჯინას, ფრანგულს...


Posted by: MrHERCULES 11 Nov 2009, 21:02

ერთი კითხვა მაქვს:

ფიქრია ლებანიძის (მურმანის ქალიშვილის) შესახებ თუ იცით ვინმემ რამე?

მე ვიცი, რომ წერდა ლექსებს და გარდაიცვალა ძალიან ახალგაზრდა ("საშინელი სიკვდილი" - ასე უწერია მურმანს ფიქრიას ლექსების წინასიტყვაში)

ეს არის და ეს.

(ინტერნეტშიც ვერაფერი ვიპოვე, გარდა რამდენიმე მიძღვნილი ლექსისა და გვახარიას წერილისა, რომელიც არ იხსნება)

თუ ვინმემ რამე იცით, მეც გამაგებინეთ.

წინასწარ გმადლობთ



Posted by: lggx2002 18 Nov 2009, 11:11

ღამდება და კავკასიის ლურჯი მთები
კვაშხიეთის მხარეს ლურჯად შეზიდულან.
კარიწყალა, ძეწნები და ტირიფები
და ტირიფის ტოტზე ტირის მესკიტუნა. <----- ეს ლექსი ტუ იცით ვინმემ და წერეთ რა მარტო ეს მახსოვს და მაგრად მინდა...

Posted by: perfectstranger 18 Nov 2009, 11:23
ღრუბლები ჩაივლიან და ტყეებს დაბურავენ,
ამობოლდებიან ნისლები უღრანებით,
შენ ნუ გეწყინება პოეტის სამდურავი
ის ცხოვრობს დაბურულ ტყეების მწუხარებით.

დაღლილის, დაშლილის, დაჭრილის, ხეიბრის,
ხელჩაქნეულის და ყასიდად უკარებლის,
შენ ნუ გეწყინება ის ცხოვრობს ღრეების,
ის ცხოვრობს დაბურულ ტყეების მწუხარებით.

(სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ)

Posted by: perfectstranger 21 Nov 2009, 11:41
არა იმისთვის ვწუხ წინ-წინ სიკვდილს,
რომ მშობელს, მოყვასს, ერს დააკლდება,
არამედ მისთვის, პირველი მტერი,
რომ ჭირისუფლად თავს დაგადგება...

Posted by: AnuKa888 21 Nov 2009, 19:42
QUOTE (barkiaroki @ 24 Jul 2008, 10:55 )
„ლექსის მწერალი ხშირდება,
სამწუხაროა რაიც!
რამდენი რამე სჭირდება
პოეტს, ჩვენს დროში მაინც!“ -
ეს კონსტანტინემ, იძრო რა
შაბათს, მწერლების ბაღში,
მგოსნებისაკენ ისროლა
განხეთქილების ვაშლი.
დიდოსტატები სწყალობდნენ
ბაღს, და აქ ისხდნენ ხშირად,
სუროში შაშვი გალობდა,
რაღა თქმა უნდა, ფრთხილად.
სთქვა ბესო ჟღენტმაც: „მრავლდება
დღეს ლექსის მოწადინე,
ცამდის მართალი ბრძანდება
ბატონი კონსტანტინე“.
ცოდვილი ვაშლი გაგორდა
და, უკვე წასწვდნენ რადგან,
მათ დემნა მიუახლოვდა,
ასე, ორ მეტრში დადგა.
ირაკლიმ ხელი ჩაჰკიდა
ბაღის ბოლოში სიმონს,
გოგლა ხიდს მოდგა გაღმიდან,
შემოუერთდა იმ ორს.
მესმე რანგიც მოხროვდა,
მეორე რანგის გარდა,
და დიალოგზე მოგროვდა
გამსახურდიას სკამთან.
„ლექსის მწერალი ხშირდება,
ლექსი კი არ ჩანს მაინც!
რამდენი რამე სჭირდება
ნამდვილ პოეტს და რაინდს!“ -
საკითხი განსახილველად
და ვაშლი ცხვირწინ ედოთ,
და სთქვა ირაკლიმ პირველმა,
ეს გახლდათ მისი კრედო:
„პოეტი წლობით ღვინდება,
მართლა პოეტი თუა!
პოეტს იღბალი სჭირდება
და, რა თქმა უნდა, ჭკუა!
სიმხნე და გამჭრიახობა,
ფხიზლად განჭვრეტა დროთა!
სიბრძნე და პატრიარქობა -
ამას გვასწავლის შოთაც!“ -
არ დაეთანხმა ირაკლის
და იუარა გოგლამ:
„სად სიყრმე ყირაყირა ჰქრის,
იქ სიბრძნემ ლექსი მოკლა!
პოეტს ჯერ სიმხნე სჭირდება,
მყვირალობა და ბუკი!
ლექსს ვინ მისცაო დიდება
გარეშე სიჭაბუკის!“
სიმონმა გოგლას ღიმილი
ჰკადრა და მოჰყვა სწრაფად:
„პოეტს სჭირდება ტკივილი,
პოეტს სჭირდება ჯაფა,
სჭირდება ვრცელი გზაშარა,
ბევრი წვა, ბევრი ფიქრი,
ინტელექტი და განსწავლა,
მწიგნობრობა და წიგნი!“
სუროში შაშვმა დასტვინა,
მზე შუბისტარზე იდგა,
ვრცლად აღარავინ არ ცდილა,
მოკლედ მრავალი ითქვა.
თან კვერს უკრავდნენ ირაკლის,
თან თაკილობდნენ თმობას -
მუხრანმა: „გრძნობა სიახლის!“
გრიგოლმა: „ფორმის გრძნობა!“
ალიომ: „მხოლოდ იდეა!“
(კოლაუ იდგა განზე...)
კარლომ თქვა: „საქმე ჰკიდია
წეროსთან ერთად ფხაზე!“
სთქვა მარგიანმა: „მარილი
მთავარიაო სვანში!“
სთქვა ნონეშვილმა: „ყვარელი
და სტუდენტობის ტაში!“
თავისთვის იჯდა ჩრდილში,
არას იტყოდა ანა...
- ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! -
გალაკტიონმა ბრძანა.

ვაიმე ეს ლექსი მიყვარს რაღაც აარანორმალურად love.gif

მარეკები შლიდნენ ბანაკს
ქარი ჩამი-ჩუმით ჰქროდა,
ვიწექ, რომელიღაც ბალახს
უცბად -
ქალის სუნი ჰქონდა.

თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა -
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს -
ქალის სუნი ჰქონდა.

სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის, - ცისფრის ანუ თეთრის, -
სუნი - საზოგადოდ ქალის,
სუნი -
საზოგადოდ მდედრის...

ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი
სიკვდილს - შენ მაცოცხლო ვინძლო
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ
ეგ სურნელი ვიგრძნო!

1973

Posted by: Utopian 15 Mar 2010, 02:00
მეშინია!

ეს სოფლები:
ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა
ეს პარტახი საიგავო,
მეშინია,
ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ
მოვიდეს და დაიკავოს!

შქმერს სათიბზე
არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ჰყეფს,
ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაითუ ვინმეს
მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე
მოვიდეს და დაესახლოს!

ეს სხიერი,
ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო,
არ ჩააქრო! - გაფიცებდი.
არ წააგო,
არ წააგო ეს წალკოტი! -
დამიხსომე,
ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე,
განჯღრევდი და გაღვიძებდი!

Posted by: fermina 16 Mar 2010, 14:11
QUOTE (otosi @ 24 Jul 2008, 09:51 )
მინდა ავღნიშნო თუ უკვე არ აღგინიშნავთ რომ, არაჩვეულებრივი თქრგმანები ქონდა
აი ერთ-ერთი

ფუზი-ვუზი
რადიარდ კიპლინგი

ბური, ბურმანი და ზულუსი სისხლში გავბანეთ,
ვისთან, რომელთან არ გადაგვხვდა ზღვისგაღმა ომი!
იყვნენ მამაცნიც მათ შორის იყვნენ ჯაბანნიც,
მაგრამ სხვა იყო ფუზი-ვუზის წყეული ტომი!
იყო ოსტატი უჩინმაჩინ შამბნარში ძრომის,
ყელგამოჭრილი გუშაგები გველაგა კართან,
გაგვიწამა და გაგვიმწარა ინგლისის ლომი,
დამალობანას თამაშობდა ვეება ჯართან...


თარგმანები არაჩვეულებრივია, ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესია, მომწონს ტანკებიც და ძველეგვიპტური პოეზიაც...

Posted by: NIII_ 28 Jun 2010, 23:34
უნდა დავდო! biggrin.gif
ვალაგებდი რაღაცეებს და შემთხვევით ვიპოვე.
როდის დავხატე ზუსტად არ მახსოვს biggrin.gif ალბათ 3-4 წლის წინ...
http://www.radikal.ru
love.gif




***

ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა:
იწვა გალაკტიონი და თავისას ფიქრობდა.

აღმართ-აღმართ მდინარე მთაწმინდისკენ დიოდა:
იწვა გალაკტიონი - მოხუცს ბეჭი სტკიოდა.

ალბათ, შუბლიც სტკიოდა - მაინც, მეფურ იერით,
იწვა მკერდბუმბერაზი, ხნიერი და ძლიერი.

რაღაც პათეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა:
იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.

ეს სიკვდილი, ეს დაფნა, ეს მზე ოქროცურვილი -
იყო ეს ყველაფერი მხოლოდ მისი სურვილით.

დირიჟორი თვით იყო! რაც მოხდა და გათავდა
და რაც ახლა ხდებოდა, - მისი ჟინი მართავდა...

ყვავილების მდინარეს რკინის კუბო მიჰქონდა,
იწვა გალაკტიონი, სივრცეებზე ფიქრობდა.

უცბად შავმოვლებული შეჩოჩქოლდნენ დროშები,
უცბად, მამადავითის ბჭესთან შედგნენ მგოსნები:

კონსტანტინე-ბატონთან ლეონიძეს იქ იდგა.
„რა ჰქნა?“ - უმისამართოდ ჩიქოვანმა იკითხა.

„რა ჰქნა?“ - ახლა ირაკლიმ თქვა და თავი დახარა, -
იმ დღეს ავად მენიშნა ეს ამდენი ჭაღარა...

სდუმდნენ დიდოსტატები, იდგნენ მხრების კანკალით,
დასწყებოდა მთაწმინდას საუკუნის სამკალი.

წინ გვიძღოდა სიკვდილით სივრცეების მხილველი,
მიდიოდა ამაყი და სიკვდილშიც პირველი.

იყო ცხრაას ორმოცდაცხრამეტი წლის ტალახი,
იყო ფრთხილად გაჭრილი წმინდა ძვალთშესალაგი.

ალაგ სამხარ მიწაში იყო მარტის ამინდით
ტალახში აზელილი უძველესი კრამიტი.

რაღაც პეთეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა,
იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.

ერთი-ორი სხვაც ჰყავდა,
ვინც მშობლისთვის იბრძოდა,
მაგრამ ვისაც მარხავდა, საქართველომ იცოდა!


1968

Posted by: perfectstranger 29 Jun 2010, 00:17
NIII_
smile.gif კარგი ნახატია, თვალებით ცოტა არ გავს ოღონდ

Posted by: sophia semionovna 29 Jun 2010, 00:42
ხარ დიდი სანდრო ბოტიჩელის მადონა ნორჩი
ამიმხედრეება შენი ერთი დანახვით სისიხლი
და მერე როცა გვერძე წახრილს ბეჭებში გკოცნი
ხოლო შენ მორცხვად შენს ათასგვარ ღილაკებს იხსნი
განუზომელი ნეტარების მოლოდინით მევსება ხორცი
ო, უტკბილესო ტიტანური შტამბერე ძალი
მინდა დაგწვდე და აგიტაცო უეცრად ცაში
მინდა ვიყვირო საოცრება შეხედეთ ქალი
მაგრაბნელდება და ხორხოციტ გრგვინვით და ტაშით
მიექნაბეა უსკრულებში დამსხვრეული ხორცი და ძვალი


მმეგონი არ ავურიე უცბად გამახსენდა

Posted by: NIII_ 29 Jun 2010, 01:03
perfectstranger
ხო,არ გავს ალბათ... კარგ ნახატზეც რა გითხრა, გამეცინა რომ ვიპოვე და გამოვფინე აქაც biggrin.gif

Posted by: Bruno Dumont 29 Jun 2010, 01:09
გაზაფხული შემოსულა,ლენ!
ბუდეები გაუწყვიათ ჩიტებს...
მე გიყიდი წითელ-ყვითელ ჩითებს,
თეთრი ტილო მომიქარგე შენ!
გაზაფხული შემოსულა,ლენ!

მოგანატრე სათიბი და ტყე,
სუნი ქუსლით გასრესილი ანწლის,
შორს გუმბათი ბეთანიის ტაძრის
და ცისფერი ,უბორკილო დღე...
მოგანატრე სათიბი და ტყე!

აწი აღარ გაგაჩერებ შინ,
აწი ოჯახს ვერ დაარქმევ ”დილეგს”
მკვირცხლი ბიჭი შეუყენე ბილიკს-
მწევარივით გამიხტუნე წინ!
აწი აღარ გაგაჩერებ შინ!

გაზაფხული შემოსულა,ლენ,
რია-რია გაუმართავთ ჩიტებს,
მე გიყიდი ყვავილიან ჩითებს,
თეთრი ტილო მომიქარგე შენ!
გაზაფხული შემოსულა,ლენ!
1957
მაგარ love.gif
http://u2download.com/watch-video-georgian_voices__გაზაფხული_შემოსულა_ლენ-idBORElECnlcc.htm

Posted by: perfectstranger 29 Jun 2010, 01:43
NIII_
არა, გავს ძალიან. უბრალოდ ცოტა სხვანაირი თვალები მახსოვს მე.
კარგია, რომ დადე ჩემი აზრით 2kiss.gif

Posted by: NIII_ 29 Jun 2010, 02:00
perfectstranger
2kiss.gif



***
დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით...
თოვდა, თოვდა, რა კარგია თოვა...
გადამიდგა, და ბოდიშის მოხდით
გამაჩერა, სიგარეტი მთხოვა...

მივაწოდე, გაიხარა კაცმა,
მოვუკიდეთ, მთვრალი ვარო მითხრა,
გავაბოლეთ, გულის ფსკერზე დათბა,
თქვა მადლობა, რა დროაო - მკითხა...

მე ვუთხარი, - ხუთი იყო დილის,
ხიდზე დავრჩი, ის გავიდა გაღმა,
"ეჰეჰეეი" – შეუძახა თბილისს,
და ღიღინით ვერის შეღმართს აჰყვა...

თოვდა, თოვდა, სიგარეტი გვქონდა,
თოვდა,თოვდა... რა კარგია თოვა...
რა კარგია – რა ბევრი და ცოტა:
თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა!

1980

Posted by: niktagva 29 Jun 2010, 09:54
(ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ...)

ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
_ ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი _
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
_ საქართველოში??? _ ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი...


მურმან ლებანიძე
love.gif

Posted by: elee 29 Jun 2010, 23:16
მე თუ გავგიჟდი, გავგიჟდები შენი ყურებით!

გითვალიერებ ხორციელ მკლავებს.

ეგ ბაგეები - ალუბლები შენიღბულები,

ეგ ალუბლები - სიმწიფით მკლავენ...

გჭვრეტ - ქვეყნიური მშვენებით ბურვილს,

მისმენ - ვედები ღობეს და ყორეს...

ვცემ თაყვანს - ჩემსას შენდამი სურვილს,

აღძრულს - შენდამი ძალსა და ღონეს!

Posted by: Bruno Dumont 2 Jul 2010, 11:58
მეწადა, ქართველს მევლო ქართველად,
ის, რაც მწამდა და მკლავდა - მეხატა...
ვგონებდი, მშობლის ასე ადვილად
სესხი და ვალი გადამეხადა...

მივალ! მივდივარ! ვღონდები შენით!
ხვალ-ზეგ მომსვლელი, ალბათ, მიხვდება:
მხოლოდ სიკვდილით! - ცხოვრებით გრძელით
სესხი და ვალი არ გადიხდება...

შენ ჩემი წიგნი სახსოვრად გქონდეს, -
მე მზის ქართულის მითქვამს სიცხოვლე, -
ასიათასჯერ მე გიხდი ბოდიშს -
მაპატიე, რომ დიდხანს ვიცხოვრე!

მივალ! მივდივარ! ვღონდები შენით
და ყელგაღადრულს აქ მრჩება თვალი...
გადაუხდელი ცხოვრების გრძელის
მიმყვება შენი სესხი და ვალი!

1981

Posted by: Jane_Eyre 2 Jul 2010, 12:11
ჩემი საყვარელი პოეტია love.gif love.gif

Posted by: pro_leo66 3 Jul 2010, 22:07
კვიპაროსები როგორც ბოთლები
გრძელი ბოთლები ბულგარულ ღვინის
ძირს, სველ ასფალტზე ყურძნის ფოთლები
დეკემბერი და წვეთები წვიმის

მე მახსენდება რომ ვეძებ ბოთლებს
თეთრებს იშოვნი ახლა ნაკლებად
ჰგვის მეეზოვე საყვარელ ფოთლებს
მშვენიერ ფოთლებს, რა ენაღვლება

გაუღვიძნიათ ოჯახში ბავშვებს
ოჯახი ძმაო რკინის ხუფია
და სათაგურიც, ჩვენს შორის დარჩეს
ოი დასწყევლოს უკვე ჩხუბია


ბიჭი გააცდენს ალბათ ლექცია
მაგრამ სკოლაში წავლენ ბავშვები
ეს რა ფეხების ბიჭო ლექსია
ყველას გავყრი და მარტო დავრჩები

ჩავიცვამ რკინის ქვიშისფერ პერანგს
ერთის ხნით ბანლონს გადავეჩვევი
განვაგრძობ ჩემი დავიტის წერას
და სისხლის ტბაში გადავეშვები

Posted by: Bruno Dumont 6 Jul 2010, 01:40
ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა:
იწვა გალაკტიონი და თავისას ფიქრობდა.

აღმართ-აღმართ მდინარე მთაწმინდისკენ დიოდა:
იწვა გალაკტიონი - მოხუცს ბეჭი სტკიოდა.

ალბათ, შუბლიც სტკიოდა - მაინც, მეფურ იერით,
იწვა მკერდბუმბერაზი, ხნიერი და ძლიერი.

რაღაც პათეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა:
იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.

ეს სიკვდილი, ეს დაფნა, ეს მზე ოქროცურვილი -
იყო ეს ყველაფერი მხოლოდ მისი სურვილით.

დირიჟორი თვით იყო! რაც მოხდა და გათავდა
და რაც ახლა ხდებოდა, - მისი ჟინი მართავდა...

ყვავილების მდინარეს რკინის კუბო მიჰქონდა,
იწვა გალაკტიონი, სივრცეებზე ფიქრობდა.

უცბად შავმოვლებული შეჩოჩქოლდნენ დროშები,
უცბად, მამადავითის ბჭესთან შედგნენ მგოსნები:

კონსტანტინე-ბატონთან ლეონიძეს იქ იდგა.
"რა ჰქნა?" - უმისამართოდ ჩიქოვანმა იკითხა.

"რა ჰქნა?" - ახლა ირაკლიმ თქვა და თავი დახარა, -
იმ დღეს ავად მენიშნა ეს ამდენი ჭაღარა...

სდუმდნენ დიდოსტატები, იდგნენ მხრების კანკალით,
დასწყებოდა მთაწმინდას საუკუნის სამკალი.

წინ გვიძღოდა სიკვდილით სივრცეების მხილველი,
მიდიოდა ამაყი და სიკვდილშიც პირველი.

იყო ცხრაას ორმოცდაცხრამეტი წლის ტალახი,
იყო ფრთხილად გაჭრილი წმინდა ძვალთშესალაგი.

ალაგ სამხარ მიწაში იყო მარტის ამინდით
ტალახში აზელილი უძველესი კრამიტი.

რაღაც პეთეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა,
იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.

ერთი-ორი სხვაც ჰყავდა, ვინც მშობლისთვის იბრძოდა,
მაგრამ ვისაც მარხავდა, საქართველომ იცოდა

Posted by: NIII_ 6 Jul 2010, 01:47
Bruno Dumont
მაგარი ლექსია smile.gif წინა გვერდზე დავდე

Posted by: Bruno Dumont 6 Jul 2010, 02:14
NIII_
გოგლში ვეძებდი დამეზარა აკრეფა და თურმე აქვე ყოფილა biggrin.gif

ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო

ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.

ყოფილა დავით მეფე – აღმაშენებელი,
ყოფილან ოპიზრები – გასაშტერებელი;

ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,
რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი...

ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანეთელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.

ყოფილა ნიკოფსით – დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული,

რტოებგაშლილი და გამოჩინებული,
ყოფილა ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული.

ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები!
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!

ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,
რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.

მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.

ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი,
მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.

ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,
სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.

ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,
იყალთო დაკეტილა, გელათი დანგრეულა.

ოთხ მეფეს
სულ სისხლის ცრემლებით უცრემლია,
ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია.

– რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი! –
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე – ბატონი...
ამას მოჰყოლია:
„ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“

ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!

1969

http://allshares.ge/download.php?id=2AF7976731

Posted by: Solveig 6 Jul 2010, 02:27
QUOTE
ფუზი-ვუზი
რადიარდ კიპლინგი

ბური, ბურმანი და ზულუსი სისხლში გავბანეთ,
ვისთან, რომელთან არ გადაგვხვდა ზღვისგაღმა ომი!
იყვნენ მამაცნიც მათ შორის იყვნენ ჯაბანნიც,
მაგრამ სხვა იყო ფუზი-ვუზის წყეული ტომი!
იყო ოსტატი უჩინმაჩინ შამბნარში ძრომის,
ყელგამოჭრილი გუშაგები გველაგა კართან,
გაგვიწამა და გაგვიმწარა ინგლისის ლომი,
დამალობანას თამაშობდა ვეება ჯართან...


ძალიან მიყვარს ეგ ლექსი..


არ ვიცი, ეს თარგმანი იყო თუ არა აქ:

ბრუსი მიმართავს სკოტლენდის ლაშქარს

თქვენ, ვინც ჰქროდით ქარდაქარ,
ბრძოდით ბრუსის მხარდამხარ,
ვინც საკვდავად მზად ხართ,-
დღეს სიკვდილის დროა!

ელავს მზეში ჩაჩქანი,
კარზე გვადგას ლაშქარი,
მოჰყავს ედვარდს ლაშქარი,-
ბორკილები მოაქვს!

მაშ ვინც ფიქრობს, დაგვტოვოს,
იარაღი დაყაროს,
ლაჩრად ქედი წახაროს,-
მოსახდენი მოხდეს!
მწყობრში დარჩეს ვაჟკაცი,
ვისაც ხმლების კაშკაშში
ურჩევნია კაცურად
სამშობლოსთვის მოკვდეს!

წინ! მახვილი ვაწივლოთ!
მიწას სისხლი ვაწვიმოთ!
ბორკილები ვაცილოთ
ძმანო, შვილთა ჩვენთა!

წინ! დავამხოთ ტირანი!
წინ! დიდება წინ არი!
ან სიცოცხლე ბრწყინვალე,
ან სიკვდილი ერთად!


ესეც რობერტ ბერნსის ორიგინალი:

Scots, wha hae wi' Wallace bled,
Scots, wham Bruce has aften led,
Welcome to your gory bed,
Or to victorie.
Now's the day, and now's the hour;
See the front of battle lour;
See approach proud Edward's power -
Chains and slaverie!

Wha will be a traitor's knave?
Wha can fill a coward's grave?
Wha's sae base as be a slave?
Let him turn and flee!

Wha for Scotland's King and Law,
Freedom's sword will strongly draw,
Free-man stand, or free-man fa'?
Let him follow me!

By oppression's woes and pains!
By your sons in servile chains!
We will drain our dearest veins,
But they shall be free!

Lay the proud usurpers low!
Tyrants fall in every foe!
Liberty's in every blow!
Let us do, or die!

Posted by: dudi1X2 6 Jul 2010, 02:34
ჯერ ის პოეზია არ მიყვარს რასაც თარგმნიდა და მერე საკუთრივ თარგმანები.
შაგანე მომწონს .

Posted by: Solveig 6 Jul 2010, 02:38
*****
QUOTE
ოჰ პოეზიავ - მარად
ცის კიბეებით მსვლელო
ვისთვის- წკრიალო ქნარად!
ვისთვის -
კრწანისის ველო!

ეს შანდორ პეტეფის უძღვნა, როოგორც მახსოვს.

Posted by: Bruno Dumont 15 Jul 2010, 03:04
სადაც შეხვედი, ღვინოს გაწვდიან,
დღე ჭირის და ლხინის,
თუმნის გადახდას შენ არ გაცდიან,
გული მადლობას ყვირის.
შენ კარგად იცი , ვინც ხარ და რააც ხარ,
ანუ რატომ და რისთვის,
რუსთვლის პატრონი ერთ პოეტს საწყალს,
ჭიქას გივსებს და გიწვდის.
ოჰ, საქართველოვ, ჩარგლის, ყვარელის,
ჭყვიშის ,სხვიტორის,ტკბილის,
ჭირიმე შენი პურის, მარილის,
შენგან მოწვდილი ღვინის.

1977.

Posted by: ლიბერალი 14 Sep 2010, 22:22









Posted by: Bruno Dumont 15 Sep 2010, 00:53
დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით.
თოვდა, თოვდა, რა კარგია თოვა.
გადამიდგა, და ბოდიშის მოხდით
გამაჩერა, სიგარეტი მთხოვა.

მივაწოდე, გაიხარა კაცმა,
მოვუკიდეთ, მთვრალი ვარო მითხრა.
გავაბოლეთ, გულის ფსკერზე დათბა,
თქვა მადლობა, რა დროაო - მკითხა.

მე ვუთხარი - ხუთი იყო დილის,
ხიდზე დავრჩი, ის გავიდა გაღმა,
"ეჰეჰეეი" შეუძახა თბილისს,
და ღიღინით ვერის შეღმართს აჰყვა.

თოვდა,თოვდა,სიგარეტი გვქონდა,
თოვდა,თოვდა...რა კარგია თოვა....
რა კარგია რა ბევრი და ცოტა:
თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა.
love.gif love.gif love.gif

Posted by: Perfectum 19 Sep 2010, 07:55
ჭიქას შეახო ტორი
თვალი გადმომკრა იჭვით
კაცმა რუსთველის ტოლი
თავბრუდამხვევი ნიჭით...

რიდით ვეტყოდი მამას , მეტყოდა ძმას და შვილოს, ვჭამდით პლებეურ ქაბაბს, ვსვამდიდთ საერო ღვინოს...

ოჰ ის დუქანი გაქრა სხვები მოშენდა ჭარბად, სიზმარი იყო ალბათ ვერ მიმიგნია ახლაც

-----
იქ ირჩეოდა რომელიღაც პოეტის ბწკარი
უთანხმოებამ და კამათმა როცა იფეთქა
გალაკტიონმა შემოაღო ანაზდად კარი
და ხაზგასმული მოწიწებით მახსოვს იკითხა:
ოჰ, კრება გაქვთ პოეტებს, ძამიკო...
ვიღაცა ადგა იქვე კართან ფეხქვეშ გაეგო,
წამოდგა ვიღაც, მან დასტოვა ღიმილის ხურდა,
თავისი დიდი რკინის ხელი სულში ჩაგვიყო
და გაგვეცალა მას უბრალოდ ხუმრობა სურდა.

...გარეჯიბეში სავარცხელი მოჩხრიკა ცერით,
დაახლოებით ასე ოც წუთს ივარცხნა წვერი,
მერე ადგა და კმაყოფილმა გასწია სახლში.

--------
როგორც მწვრთნელი შიშითა და ძრწოლით
შორიახლო ლომს მიჰყვება ბებერს,
რუსთაველზე მიჰყყვებოდა ცოლი,
საქართველოს პოეტების მეფეს
სტუდენტებმა მოუხადეს ქუდი
და ღიმილი მგოსანს მიაგებეს
ლუდხანაში ჩამოუსხეს ლუდი
საქართველოს პოეტების მეფეს
ერთის ჭიქით
ერთის ჭიქით მთვრალი
ჰყვება სისხლით ქრისტესავით მღებეს
მთაწმინდისკენ გაუშტერდა თვალი
საქართველოს პოეტების მეფეს...

-----
აწ პარნასი გულში იკრავს კრძალვით
ბილიკების შეუშიშარ მძებნელს
სძინავს ბაღში სწორუპოვართ გვერდით
საქართველოს პოეტების მეფეს!


Posted by: pro_leo66 1 Nov 2010, 02:04
ანისის აღება


ამ პოემაში ამბავი ხდება,
არა, არ მკითხო რატომ და რისთვის,
ათას ხუთასი ქართველი კვდება
არა თავისთვის არამედ სხვისთვის!

შეეწებება ბალახი ბალახს
დაემსგავსება მინდორი რიყეს
ქართველთა მეფე სომეხთა ქალაქს
ქართული სისხლით სომხისთვის იღებს

ქართულ კოჰორტას სომხეთში დაფლავს
მოიხდის ჩაჩქანს იყუჩებს დიდხანს
ემთხვევა სომხის დედოფლის საფლავს
და ღირსსახსოვანს წარმოთქვამს სიტყვას

სელჯუკიანი გარბის მკვეხარა
ქრისტეს ტაძრებში ზარები ჟღერენ
მიეპატრონა სომხის ქვეყანას
სხედან ვარპეტნი და წიგნებს წერენ

დიდ მოედნებზე იყოფენ ალაფს
ქართველი სომხის იმედებს ანთებს
ათინა ბერძენს, ბაღდადი არაბს
ანისი სომეხს თბილისი ქართველს

ჯან დავით მეფევ სომხეთი გრგვინავს
ჯაჭვის ზარადი უხდება ლომებს
და მეგობრობის ყვავილი ბრწყინავს
სისხლისფერი აქვს ყვავილი რომელს
* * *
თავი პირველი


მთელ დღეს ჭიხვინებდა აგვისტოს რაში
(მზე) და ოქროფერილ გუმბათებს ახურებდა
იდგა მეციხოვნე ანისის ცაში
ყურძენს კიკნიდა და ქალაქს გაჰყურებდა

სპილენძი გაჟღრიალდა ჯაჭვი გაჩხრიალდა
ურდული გასრიალდა კარიბჭე განიზიდა
სამი ჯოროსანი შედგა აბჯრიანთან
სამი შავოსანი გავიდა ანისიდან

მეოთხეს ჭრელი ეცვა ქალაქში რჩებოდა
გადაფითრებული იდგა ყმაწვილებთან
ტუჩებით თურქულად ანეგდოტს ყვებოდა
თვალებით ქალაქიდან მიმავლებს აცილებდა

Posted by: Solveig 1 Nov 2010, 02:30
Кому на Руси жить хорошо?..
Н. А. Некрасов.


ნაზად გავკიკნე მტევანი ყურძნის
რუსები ისხდნენ სალონში ალყად.
ყურში ჩამესმა შენიშვნა რუსის:
-აი, ვინ ცხოვრობს რუსეთში კარგად!

სტიუარდესას კეკლუცს ვუჭვრეტდი,
მერე შევბრუნდი და რუსსს ვკითხე უცბად:
-მერედა, განა, საქართველო არის რუსეთი?
-აპა, რა ჩემი ფეხებია?-მომიგო რუსმა.

Posted by: Dafne 3 Nov 2010, 22:05
ვგიჟდები მურმანზე...



* * *
(ჩანახატი)

ზაფხულის ღამე
მოუხუფავთ მთვარის დისკოთი.
გზაში ვართ.
ცხელა.
იმედიღა დამრჩა რიკოთის.

და თუმცა ვფიქრობ სიგრილეზე
ქსნის ან არღუნის.
ვკმაყოფილდები ლიმონათით
(კერძოდ,
ტარხუნის).

რასაც დღეს ვითხოვ, იგივეა რასაც ვითხოვდი...
ჰ ა ე რ ს,
წყვდიადში, მოხუფულში
რკინის დისკოთი.

Posted by: shprotisbanka 3 Nov 2010, 22:08
QUOTE
კვიპაროსები როგორც ბოთლები
გრძელი ბოთლები ბულგარულ ღვინის
ძირს, სველ ასფალტზე ყურძნის ფოთლები
დეკემბერი და წვეთები წვიმის

მე მახსენდება რომ ვეძებ ბოთლებს
თეთრებს იშოვნი ახლა ნაკლებად
ჰგვის მეეზოვე საყვარელ ფოთლებს
მშვენიერ ფოთლებს, რა ენაღვლება

გაუღვიძნიათ ოჯახში ბავშვებს
ოჯახი ძმაო რკინის ხუფია
და სათაგურიც, ჩვენს შორის დარჩეს
ოი დასწყევლოს უკვე ჩხუბია


ბიჭი გააცდენს ალბათ ლექცია
მაგრამ სკოლაში წავლენ ბავშვები
ეს რა ფეხების ბიჭო ლექსია
ყველას გავყრი და მარტო დავრჩები

ჩავიცვამ რკინის ქვიშისფერ პერანგს
ერთის ხნით ბანლონს გადავეჩვევი
განვაგრძობ ჩემი დავიტის წერას
და სისხლის ტბაში გადავეშვები


ვაიმე როგორ მომეწონა,აქამდე როგორ ვერ ვნახე ნეტა smile.gif

თოვდა,თოვდა,სიგარეტი გვქონდა,
თოვდა,თოვდა...რა კარგია თოვა....
რა კარგია რა ბევრი და ცოტა:
თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა.

love.gif love.gif

Posted by: formula3000 3 Nov 2010, 22:15
QUOTE
თოვდა,თოვდა,სიგარეტი გვქონდა,
თოვდა,თოვდა...რა კარგია თოვა....
რა კარგია რა ბევრი და ცოტა:
თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა.




კარგია, კარგი
love.gif

Posted by: ვივიანა 6 Nov 2010, 22:17
აუ ვინმემ ხომ არ იცით "ნუ ჩაუჯდები ხელმწიფეს ნავში" ?? მგონი სწორად მახსოვს ...

ერთხელ მოვისმინე და ძაან მომეწონა და ვერ ვპოულოობ sad.gif

Posted by: senobioliosa 9 Nov 2010, 15:24
არ მომწონს ეს პოეტი და არ უნდა დავპოსტო აქ ? : | საერთოდ ასეთი ტიპის პოეტები არ მომწონს : D

Posted by: მზესუმზირა 9 Nov 2010, 15:30
QUOTE
თოვდა,თოვდა,სიგარეტი გვქონდა,
თოვდა,თოვდა...რა კარგია თოვა....
რა კარგია რა ბევრი და ცოტა:
თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა



Posted by: Solveig 9 Nov 2010, 19:21
vivianna

რუდაქი იტყვის . . .

პოეტზე იტყვის, –
ჯამი იტყვის, ფეჰლევი იტყვის.
რუდაქი იტყვის, –
სიტყვასიტყვით ამასვე თითქმის:

– შორიდან სალმით
შენს ხელმწიფეს დასდევი ფასი –
კაცია ისიც –
მაგრამ მაინც ქვეითად გასწი!

არ შეგეშალოს.
არ გაბრიყვდე.
არ იყო ბავშვი –
არამც და არამც
არ ჩაუჯდე
ხელმწიფეს ნავში!

ვთქვათ, გაწყრა ღმერთი.
ქარაშოტმა დაჰბერა ავმა.
მიემსხვრა მეჩეჩს.
ანუ ზღვაში დაყვინთა ნავმა.

იტყვიან ერთნი:
“აეკიდა ხელმწიფეს გზაში,
ვერ უვაზირა –
ვაზირობა იცოდა ნავსი!”

იტყვიან სხვანი:
“უყვარდაო ლიქნი და ტაში!”
შენ დაგბრალდება –
ჩავარდები დუნიის ყბაში . . .

არ შეგეშალოს.
არ გაბრიყვდე.
არ იყო ბავშვი –
არამც და არამც
არ ჩაუჯდე
ხელმწიფეს ნავში!

ხოლო თუ დაცხრა,
ვინც დღეებში ქარიშხლებს ურევს,
ნავმა მშვიდობით
მიაღწია დიდების ყურეს, –

დიდებას დიადს,
არ გაბრიყვდე, ხელმწიფე ჰპოვებს,
ხელმწიფის ჩრდილში
მოგიხდება დადგომა პოეტს . . .

კვარცხლბეკზე მდგარიც
და ქარიშხლით წყალწაღებულიც –
ასეც და ისეც –
ხალხის თვალში ხარ წაგებული!

მაშ, გასწი ფეხით!
პურს გიწვდიან ჩანგში და თარში!
სვი ხალხის ღვინო –
ხალხის შვილი ხალხადვე დარჩი! . .

არ შეგეშალოს.
არ გაბრიყვდე.
არ იყო ბავშვი –
არამც და არამც
არ ჩაუჯდე
ხელმწიფეს ნავში!

QUOTE
ვერ ვპოულოობ

გუგული დეიდას დაეკითხედ ხოლმე wink.gif

Posted by: ვივიანა 9 Nov 2010, 23:09
Solveig
ვაიმეე ძაან . ძააან დიდი მადლობააა 2kiss.gif
ისე მაგახარეეე 2kiss.gif

Posted by: Perfectum 13 Nov 2010, 17:02
დაგრძელდა შემოდგომა , ზამთარი იგვიანებს
საჩუქრად ოქროსფერმა დღეებმა იკრიალეს,
არის ილუზია , ისეთი საღამოა ,
ზამთარი საერთოდ, საერთოდ აღარ მოვა

Posted by: perpetua2 13 Nov 2010, 18:15
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: `ვინ ვის?~ ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!

Posted by: perpetua2 13 Nov 2010, 18:23
გზას მოსდევს პოეტი კლდოვანი ფერდობით,
მოსტოპავს ბილიკებს ეკლიან ჯაგებით _
არის ბედნიერი ის ხალხთან ერთობით,
კაცისგან, ბალღისაგან,
ხალხისგან გაგებით!

დროთ უფსკრულებს გადავყურებ
სამშვიდობოს მდგომარი_
ვხედავ: მოკლე გაზაფხულებს
სცვლიან_შემოდგომანი...

სიკვდილის გზა ცისფერია
ჰკვდები ხმალმოღერებით_
იმპერიებს იგერიებ
სისხლის წამოხველებით

ფეხზე დგახარ,გცემს ზურგ_ქარი...
მაშ,წინ! წინ და ზემოთ!
დათვი მჭლე და შენ მსუქანი
დათვი მჭლე და შენ მსუქანი.
საქართველოვ ჩემო!!!

Posted by: lars von trier 21 Jan 2011, 01:27
კიდევ ერთხელ
რა მაგარია,როცა ზუსტად იცი რა მუღამშია დაწერილი მაშინ განსაკუთრებით.......


დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით...
თოვდა,თოვდა...რა კარგია თოვა...
გადამიდგა და ბოდიშის მოხდით,
გამაჩერა სიგარეტი მთხოვა...
მივაწოდე გაიხარა კაცმა,
მოვუკიდეთ,-მთვრალი ვარო,მითხრა,
გავაბოლეთ,-გულის ფსკერზე დათბა,
სთქვა მადლობა,რა დროაო,მკითხა...
მე ვუთხარი,-ხუთი იყო დილის,
ხიდზე დავრჩი,ის გავიდა გაღმა,
ეჰეჰეი!"შეუძახა თბილისს
და ღიღინით ვერის აღმართს აჰყვა...
თოვდა,თოვდა,სიგარეტი გვქონდა,
თოვდა,თოვდა..რა კარგია თოვა...
რა კარგია-რა ბევრი და ცოტა...
თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა!


Posted by: Melpomene 21 Jan 2011, 02:15
მზესუმზირა
სულ დაიკარგე შენ..

გამაგებინე, საჯაროში საკითხავად დადიხარ თუ მოსაწევად biggrin.gif


დიან დღეები,
ღამეებიც ესრეთვე მწყობრად -
მწუხრის ზეწარი
ყოველივეს გადაჰფენია...
„ყოფნა - არყოფნა?!“ -
ამჯობინეს პასუხად „ყოფნა!“
მაგრამ ეგ „ყოფნაც“,
მე თუ მკითხავ, - არაფერია!

ვგდებულვარ როსმე
თვალშეუდგამ ღამეში ობლად,
თავს ლეგიონი
სიკვდილების გადამფრენია...
„ყოფნა - არყოფნა?!“ -
ხვეწნით მითქვამს პასუხად „ყოფნა!“
მაგრამ ეგ „ყოფნაც“,
ღმერთი-რჯული, - არაფერია!

სიკვდილი - წუთში!
ნუ ჩამითვლი შენ ამას ჯობნად -
სხვა ნაპირისკენ
გზა ვარდისფრად დანაფერია...
„ყოფნა - არყოფნა?!“ -
ვამჯობინე პასუხად „ყოფნა!“
მაგრამ ეგ „ყოფნაც“,
ოჰ, ეგ „ყოფნაც“ არაფერია!

Posted by: მზესუმზირა 23 Jan 2011, 01:33
Melpomene
QUOTE
სულ დაიკარგე შენ..

გამაგებინე, საჯაროში საკითხავად დადიხარ თუ მოსაწევად


ვაა smile.gif მივხვდი ვინც ხარ smile.gif

ნიკი შეგიცვლია tongue.gif

Posted by: Melpomene 23 Jan 2011, 01:40
მზესუმზირა
დიახ, დიახ.

-------------------------

Posted by: მზესუმზირა 23 Jan 2011, 01:42
Melpomene

საჯაროშიც დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ხვალ შევივლი ალბათ ცოტა ხნით თუ არ დამეზარა. თუმცა მოსაწევი ადგილი გარეთაც ბევრია biggrin.gif

Posted by: Melpomene 23 Jan 2011, 02:13
მზესუმზირა
QUOTE
საჯაროშიც დიდი ხანია არ ვყოფილვარ

აჰ,
მე კი მგონია ყოველდღე გხედავ biggrin.gif

Posted by: choko_ 12 Feb 2012, 22:48
senobioliosa
QUOTE
არ მომწონს ეს პოეტი და არ უნდა დავპოსტო აქ ? : | საერთოდ ასეთი ტიპის პოეტები არ მომწონს : D


,,დაპოსტე,დაპოსტე", ახლა მურმანი რომ კითხულობდეს შენს ქართულს , გული იმაზე კი არ დასწყდებოდა რომ არ მოგწონს , არამედ იმაზე რომ ქართული არ იცი.. .და საერთოდ გასაკვირი მურმანზე შენი აზრი კი არ არის არამედ ის რომ საერთოდ აზრი გაგაჩნია ...წადი ძმაო წიგნები იკითხე ...



შენი ,,დაპოსტილი" ერთ ლექსს მახსენებს


აგიაშვილსა ნიკასო
არ ნაყვარება პიკასო
გადარეულა პიკასო
რა დავუშავე ნიკასო

Posted by: elee 12 Feb 2012, 23:13
მე თუ გავგიჟდი, გავგიჟდები შენი ყურებით!
გითვალიერებ ხორციელ მკლავებს.
ეგ ბაგეები - ალუბლებად შენიღბულები,
ეგ ალუბლები სიმწიფით მკლავენ.

ვჭვრეტ ქვეყნიური მშვენებით ბურვილს
გისმენ - ვედები ღობეს და ყორეს...
ვცემ თაყვანს - ჩემსას შენდამი სურვილს,
აღძრულს - შენდამი ძალსა და ღონეს!

მიყვარს...

Posted by: spliyvi1 15 Feb 2012, 23:11
ხარ დიდი სანდრო ბოტიჩელის მადონა ნორჩი,
ამიმხედრდება შენი ერთი დანახვით სისხლი.
და მერე როცა გვერდზე წახრილს ბეჭებში გკოცნი,
ხოლო შენ ნაზად შენს ათასგვარ ღილაკებს იხსნი,
განუზომელი ნეტარების მოლოდინით მევსება ხორცი ...

ო, უტკბილესო ტიტანური შთამბერე ძალი
მინდა დაგწვდე და აგიტაცო უეცრად ცაში,
მინდა ვიყვირო, "საოცრება, შეხედეთ - ქალი".

მაგრამ ბნელდება და ხორხოცით, გრგვინვით და ტაშით,
უფსკრულში მიექანება დამსხვრეული ხორცი და ძვალი.

Posted by: leva1990 18 Feb 2012, 10:51
კაცური კაცის ცხოვრება, _
გზა, წიგნი სისხლით ნაფერი, _
ხელახლა აიწონება,
ხელახლა _ სუყველაფერი!
მედროვის ყალბი დიდება, _
მკვახედ და მკუხედ ნამღერი, _
ხელახლა გაიჩითება, _
ხელახლა სუყველაფერი!
გაზაფხულს წყალი დიდდება _
იქნება მწუთხე ნაპირი!
იქნება ჯვარცმა, კირთება _
ხელახლა წაიკითხება,
ხელახლა _
სუყველაფერი!

Posted by: spliyvi1 19 Feb 2012, 15:56
რა? რატომ? რისთვის? როდემდის?
სით? რა გზით? _ კითხვებს რა დალევს!
მოეშვი სიღრმეს არსისას,
ეგრეთ წოდებულ ანალიზს!
მაგის ახსნა და ამხსნელი
ორთავე სასაცილოა,
იქნება არც საჭიროა,
რომც გვჭირდებოდეს _ არ არის
* * *
დილას ავდექი კვლავ შენზე ფიქრით,
მთის ორწოხებზე ნისლები წვიმდა,
მიწას დაეცა პირველი ფიფქი,
შენსავით თეთრი,შენსავით წმინდა.
ციდან ბროლივით რომ იფრქვეოდა,
მსურდა მეკოცნა დამეტკბო სუნთქვა,
მე რა ვიცოდი თუ იქნებოდა
შენსავით ცივი,შენსავით გულქვა...
ეზოში ალვა ებრძოდა ქარბუქს,
მეც ამ დათოვლილ ალვის ხეს ვგავდი,
თმას მითეთრებდა ჯერ ახალგაზრდულს,
პირველი თოვლი და შენზე დარდი.

Posted by: leva1990 20 Feb 2012, 15:47
გოგონა კითხულობდა
ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით
და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა...
უფსკრულში დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით,_
ანაზდად დარბაზში პოეტი დალანდა...
გაწითლდა, გათეთრდა, გალურჯდა, გაყვითლდა,_
ანდაზად თვალი ჰკიდა საყვარლად ჭაღარას...
პოეტი დაჯდა და პოეტი გაფითრდა -
გისმენო, შვილო შემო, და თავი დახარა...
გოგონა კითხულობდა
ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით
და სულის ფორიაქს ის აღარ მალავდა,
უფსკრულებს დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით
და თავის განწირვით მის დამწერს ზარავდა...
სული, მომწყვდეული იმ ხორცის დილეგში,
თრთოდა და იწვოდა, სისხლი გამშრალიყო;
იცოდა გოგონამ_ რაც იყო იმ ლექსში
და ისიც იცოდა _ ლექსში რაც არ იყო...
ის იყო ნატიფი, ის იყო კაფანდრა,
ის – სისხლით ცისფერი და ჯიშით რჩეული,
იყო _ რა დიდი და იყო _ რა პატარა!
და იყო პოეტი ბალღისგან ძლეული...

Posted by: spliyvi1 22 Feb 2012, 00:21
ზღვისპირს მიადგა უცნობი ქალი...
(ვაჟმა იფიქრა,კარგი რამ არის!)
ქალმა ჯერ ფეხით მოსინჯა წყალი,
მერე შეიხსნა წელზე ქამარი...
ქალს კაბა მხრებზე გადმოეღვარა,
(ვაჟი უცქერდა პირდაბჩენილი)
და იყო ქალი,როგორც ქვეყანა
კოლუმბის მიერ აღმოჩენილი...

Posted by: leva1990 22 Feb 2012, 10:14

ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა დავით მეფე – აღმაშენებელი,
ყოფილან ოპიზრები – გასაშტერებელი;
ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,
რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი...
ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანეთელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა ნიკოფსით – დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული,
რტოებგაშლილი და გამოჩინებული,
ყოფილა ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული.
ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები!
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!
ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,
რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.
მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.
ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი,
მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.
ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,
სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.
ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,
იყალთო დაკეტილა, გელათი დანგრეულა.
ოთხ მეფეს
სულ სისხლის ცრემლებით უცრემლია,
ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია.
– რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი! –
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე – ბატონი...
ამას მოჰყოლია:
„ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“
ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო

Posted by: spliyvi1 27 Feb 2012, 23:07
ფშაური
მთის ჩიტი მთას შააკვდაო,_
თოვლი თოვს, არ ჩანს საფრენი...
მთას ჰკითხეს: ,,რა შაგაკლდაო?"
მთამ:_,,დიდი არც არაფერი!"
,,ვა, ბეჩა, მაგას სტყუვდები!
არ გაცოცხლდების ბედკრული,
მაგრამ შენც გამაჰყრუვდები,
გამაგელევის ერთგული!"
* * *
ვშლი, ვფურცლავ ედგარს, კიპლინგს, ბაირონს,
(აქ პოეზია ნაირნარობს!)
მიუსეს, ვერჰარდს, ვიონს, ბოდლერს,
(აქ პოეზია სხვადასხვას ჰგოდებს!)
ძველებს - ხაიამს, ნიზამის, ჰაფიზს
(აქ პოეზია აბრეშუმს გვაფენს!)
ახლებს - პოლ ვალერს, ელიოტს, ლორკას
(აქ პოეზია სხვა ცეცხლით ბორგავს!)
რამდენი ოქრო, რამდენი ვერცხლი
გულის რამდენი ნამდვილი რეჩხი
ბლოკს, საფოს, მისტრალს, მარინას, ბელლას...
ბოლოს რიგ რიგად გადავდებ ყველას.
დავწვდები ტატოს, დავწვდები გალას,
გადავშლი ლადოს, გადავშლი ანას...
შენ, შენ! მაინც შენ, ქართულო წიგნო!
ბოლოს შენ გაგშლი, შენ გაგშლი ვინძლო
საკუთარ სიტყვის ფერი და ხორცი,
საკუთარ სისხლის თქრიალი ვიგრძნო!

Posted by: pro_leo66 2 Mar 2012, 00:14
QUOTE
ანისის აღება


ამ პოემაში ამბავი ხდება,
არა, არ მკითხო რატომ და რისთვის,
ათას ხუთასი ქართველი კვდება
არა თავისთვის არამედ სხვისთვის!

შეეწებება ბალახი ბალახს
დაემსგავსება მინდორი რიყეს
ქართველთა მეფე სომეხთა ქალაქს
ქართული სისხლით სომხისთვის იღებს

ქართულ კოჰორტას სომხეთში დაფლავს
მოიხდის ჩაჩქანს იყუჩებს დიდხანს
ემთხვევა სომხის დედოფლის საფლავს
და ღირსსახსოვანს წარმოთქვამს სიტყვას

სელჯუკიანი გარბის მკვეხარა
ქრისტეს ტაძრებში ზარები ჟღერენ
მიეპატრონა სომხის ქვეყანას
სხედან ვარპეტნი და წიგნებს წერენ

დიდ მოედნებზე იყოფენ ალაფს
ქართველი სომხის იმედებს ანთებს
ათინა ბერძენს, ბაღდადი არაბს
ანისი სომეხს თბილისი ქართველს

ჯან დავით მეფევ სომხეთი გრგვინავს
ჯაჭვის ზარადი უხდება ლომებს
და მეგობრობის ყვავილი ბრწყინავს
სისხლისფერი აქვს ყვავილი რომელს
* * *
თავი პირველი


მთელ დღეს ჭიხვინებდა აგვისტოს რაში
(მზე) და ოქროფერილ გუმბათებს ახურებდა
იდგა მეციხოვნე ანისის ცაში
ყურძენს კიკნიდა და ქალაქს გაჰყურებდა

სპილენძი გაჟღრიალდა ჯაჭვი გაჩხრიალდა
ურდული გასრიალდა კარიბჭე განიზიდა
სამი ჯოროსანი შედგა აბჯრიანთან
სამი შავოსანი გავიდა ანისიდან

მეოთხეს ჭრელი ეცვა ქალაქში რჩებოდა
გადაფითრებული იდგა ყმაწვილებთან
ტუჩებით თურქულად ანეგდოტს ყვებოდა
თვალებით ქალაქიდან მიმავლებს აცილებდა


* * *
გოდლიდან მციხოვნემ გუშაგს ჩამოსძახა
ჯორებზე ანიშნა და ტრამალში გაახედა
გუშაგმა პასუხი ხელებით გამოსახა
და მერე კარიბჭე ჟღრიალით გადაკეტა

ვაჭარმა ხალათქვეშ მომუჭა მახვილი
გული მიუსუსტდა შუბლი დაეცვარა
ჯოჯიკ საკუთარი მოესმა სახელი
ღიმილი დასტოვა და ბიჭებს გაეცალა

გადავრჩით არამაის მისგითთან დაეწია
გადავრჩით ჯოჯიკო ქრისტეე ღმერთს მადლობა
ანაზდად უცნაური ჭინჭველა დაესიათ
ანაზდად ორივეს მოსურდა დათრობა

ოქროს გუმბათებთან სილურჯე ტბორდება
დასიცხულ ქალაქს სიგრილე ეუფლება
მშიაო არწრუნი ბავშვივით ღონდება
მარანში სჯობიან ჯოჯიკი ეუბნება

სადღაც მუეძინმა შეჰკივლა ალაჰს
დასის ქრისტეს სისხლით წითლად იჟღინთება
გაჰყივლ-გამოჰყივლებს მოლებმა ქალაქს
ღავღავით წაესიენ ტაძრებს მისგითები

მარცხნივ გაუხვიეს მარნების მხარეს
მარჯვნივ მოიტოვეს მყრალი ჩაიხანა
ჯოჯიკი დაიხარა ფეხი ჰკრა კარებს
ჩაუძღვა კოლეგას და მარანში ჩაიყვანა

სომხურ ხალიჩაზე სელჯუკურ ტაბაკს
უხმოდ შემოუსხდნენ ნარგილე გააჩაღეს
კვამლი გადაყლაპეს სომხის ბიჭს ამაყს
თარი დაუკარო თურქულად გადასძახეს

თურქმანმა ბროწეული ქებაბს მოაწურა
მწვადიო ბიჭიც და მაყალიც იქ იდგა
სტუმრებს საპატიოს საჩქაროდ მოაშურა
მწარე თუ ტკბილიო ღვინოზე იკითხა

ჯოჯიკი დავით მეფის სარწმუნო კაცია
სომეხი არწრუნიც დავითის მოვალეა
ჯუბებქვეშ კაი წმინდა ჯაჭვები აცვიათ
თურქმა რომ იცოდეს ორთავე მსტოვარია

ასე გაიფიქრა ჯოჯიკმა ბოღმით
თითები დაუთვალა ვეება დახლიდარს
თუნგი ათორმეტი მიმირთვი მოყმეთ
დროზე მიმირთვიო და ამქარს გახედა

ხვა-ზეგ თოროსნები ხვა-ზეგ ცხენოსნები
ხვალ-ზეგ მოისარნი ყოველი ბექიდან
ზუსტად ათორმეტი ისხდნენ ხელოსნები
და ხმელი თითები ჭიქებზე ეკიდათ

სომხებმა ჯოჯიკის თუნგებით გაიხარეს
ხოლო კოლეგებმა ქეიფის ბრწყინვალებით
დაღლილი ცხენებივით კისრები წაიხარეს
და ძმურად შეახეს ერთმანეთს ყვრიმალები

ეს შენ გაგიმარჯოს ჩემო არამაის
შენი განზრახულით შენი დასახულით
შენი სომხეთით და შენი ბეწვის ხიდით
შენი ტანჯვითა და ძნელი სამსახურით

თურქი ხარ არაბი ხარ ქურთი ხარ სკვითი ხარ
დღეს ვაჭრობ ხვალ ჩარჩობ ზეგ ბერად როჭიკობ
ეს ოცი წელია სულ ბეწვზე კიდიხარ
ეს შენც გაგიმარჯოს ჯოჯიკო

სიცილით გამოსცალეს მსტოვრებმა ზედაშე
თითით გამოუხმეს ფაშვიან დახლიდარს
მსტოვრები გვერქვასო ჯოჯიკო მე და შენ
და კაცი ერქვასო ამხელა სახედარს

ჯოჯიკი გახალისდა არწრუნი ბერძნულით
თურქმა ვერ გაიგო სიცილის გამოცანა
თანახმა გახლავართო თქვენს მიერ შესმულის
მიწვდილი სასმუური დარცხვენით გამოსცალა.




Posted by: leva1990 2 Mar 2012, 12:57
კვიპაროსები როგორც ბოთლები
გრძელი ბოთლები ბულგარულ ღვინის
ძირს, სველ ასფალტზე ყურძნის ფოთლები
დეკემბერი და წვეთები წვიმის

მე მახსენდება რომ ვეძებ ბოთლებს
თეთრებს იშოვნი ახლა ნაკლებად
ჰგვის მეეზოვე საყვარელ ფოთლებს
მშვენიერ ფოთლებს, რა ენაღვლება

გაუღვიძნიათ ოჯახში ბავშვებს
ოჯახი ძმაო რკინის ხუფია
და სათაგურიც, ჩვენს შორის დარჩეს
ოი დასწყევლოს უკვე ჩხუბია


ბიჭი გააცდენს ალბათ ლექცია
მაგრამ სკოლაში წავლენ ბავშვები
ეს რა ფეხების ბიჭო ლექსია
ყველას გავყრი და მარტო დავრჩები

ჩავიცვამ რკინის ქვიშისფერ პერანგს
ერთის ხნით ბანლონს გადავეჩვევი
განვაგრძობ ჩემი დავიტის წერას
და სისხლის ტბაში გადავეშვები

Posted by: spliyvi1 2 Mar 2012, 21:51
ვშლი, ვფურცლავ ედგარს, კიპლინგს, ბაირონს,
(აქ პოეზია ნაირნარობს!)
მიუსეს, ვერჰარდს, ვიონს, ბოდლერს,
(აქ პოეზია სხვადასხვას ჰგოდებს!)
ძველებს - ხაიამს, ნიზამის, ჰაფიზს
(აქ პოეზია აბრეშუმს გვაფენს!)
ახლებს - პოლ ვალერს, ელიოტს, ლორკას
(აქ პოეზია სხვა ცეცხლით ბორგავს!)
რამდენი ოქრო, რამდენი ვერცხლი
გულის რამდენი ნამდვილი რეჩხი
ბლოკს, საფოს, მისტრალს, მარინას, ბელლას...
ბოლოს რიგ რიგად გადავდებ ყველას.
დავწვდები ტატოს, დავწვდები გალას,
გადავშლი ლადოს, გადავშლი ანას...
შენ, შენ! მაინც შენ, ქართულო წიგნო!
ბოლოს შენ გაგშლი, შენ გაგშლი ვინძლო
საკუთარ სიტყვის ფერი და ხორცი,
საკუთარ სისხლის თქრიალი ვიგრძნო!

Posted by: spliyvi1 11 Mar 2012, 23:48
პატარა ქალი ვაჟკაცთან სტყუა . . .

პატარა ქალი ვაჟკაცთან სტყუა:
ჯერ იყო, თვითონ ხლართავდა ძუას,
გაბმულა დათვი მახეში,
ახლა - უთვლიან უარს . . .

ჰგავს დათვი იგი მხარბეჭით ამ დროს,
მეტი რომ არ ვთქვათ, კანდელაკს, სანდროს
და უხერხულიც კი არის, კაცმა
ამ ლიფსიტასთან დაწოლა ჰკადროს.

ხოლო ვაჟკაცი ბლუა და ყრუა,
პატარა ქალმა იხმარა ჭკუა
და ტიტლიკანა ამურის მშვილდით
ბანჯგვლიან მკერდზე ისარი ბზუა . . .

ვინ არის იგი მამაკაცთ შორის,
არ სიზმრებოდეს კისერი ბროლის!
ეგ - კი, ბატონო! ხატი და რჯული,
არც უფიქრია დათვს შერთვა ცოლის!

პატარა ქალი ვაჟკაცთან სტყუა:
ჯერ იყო, თვითონ ხლართავდა ძუას,
გაბმულა დათვი მახეში,
ახლა - უთვლიან უარს . . .

ამძუვრებული ვაჟკაცი გმინავს,
ხან სცეცხლავს ჯანში, ხან ტანში ჰყინავს,
პატარა ქალი ზის ტყემლის ძირას -
ლეღვსა და ატამს სჩირავს . . .

მოვიდნენ, დასხდნენ მოციქულები -
ოც-ოცდაორის, მოწიფლები,
მუხლზე დაიწყეს გრძელი ხელები,
ძლივს ამოღერღეს წრფელი ხვრელებით,
თქვეს: შევაერთოთ ნორჩი გულები . . .

ქალის მშობლებმა არც წესი წიხლეს,
მამა-პაპათგან რაც ქმნილა, იქმნეს -
დაასხეს ღვინო, ჩამოდგეს ტაბლა,
პატარა ქალი ტაბლასთან იხმეს.

არც ისე უცბად, არც ისე ხელად,
თანხმობის მსგავსი ამოთქვა ძნელად, -
ბიძაჩემს უთქვამს, ვაჟა-ფშაველას, -
"თავი ჩაჰკიდა მელად" . . .

- პატარა ქალო! - რაო, ბატონო?!
- რაო და ის, რომ ჩვენ არ ვტყუვდებით . . .
შენ კაი სული არა ხარ -
დადიხარ - გულში მელაკუდებით . . .

ეწიე მიზანს შენ შენსას, მახლას!
შენ ხარ სახნავი - სახნისი დაგხნავს! -
არის ქორწილის მზადება ორმხრივ,
ყარაჩაიდან ელიან საკლავს . . .

გაბატონდები შენ, ვიცი, ქმარზე,
ეგ მართალია, შესჯდები მხარზე,
ან მამრზე მდედრი, ან მდედრზე მამრი -
ასეა, ოდით ყოფილა ასე . . .

მაგრამ ამაღამ ამოვა ქარი,
მაგრამ ამაღამ გახდები ქალი . . .
"ვაი, დედოფალ", "ვაი, დედოფალ",
"ვაი, დედოფალ, ტყემლების ბრალი!"

Posted by: spliyvi1 14 Mar 2012, 21:49
ფშაური
მთის ჩიტი მთას შააკვდაო,_
თოვლი თოვს, არ ჩანს საფრენი...
მთას ჰკითხეს: ,,რა შაგაკლდაო?"
მთამ:_,,დიდი არც არაფერი!"
,,ვა, ბეჩა, მაგას სტყუვდები!
არ გაცოცხლდების ბედკრული,
მაგრამ შენც გამაჰყრუვდები,
გამაგელევის ერთგული!"

Posted by: Just_smile 14 Mar 2012, 22:02
სარეველა


ელეგანტურად,
ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის,
ირგვლივ სინათლეს,
სიხალისეს, სიხარულს ნერგავს,
შეხე მკაცრს, ძვირფას
შეხამებას წითლის და შავის,
ცოდვა არ არის,
სარეველა ყაყაჩოს ერქვას?!

კაცს – კი, ბატონო!
კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად!
კაცს შენისთანას – ჯიშით, ჯურით
ყიამყრალს შენგვარს!
ჩამოთესლებულს
ამ ჩვენს სახლში ანწლად და ღვარძლად,
წისქვილი ვისიც
ბოროტების მარცვლეულს ღერღავს!

შენი სახელის
ხსენებაზე ყორანი ჩხავის,
რიყეში ვარ და
გულმოსული დავწვდები ჭრელ ქვას…
შეხე, რაგვარად,
რა ღირსებით, რა ეშხით ყვავის
ცოდვაა სწორედ
სარეველა ყაყაჩოს ერქვას!


მიყვაარს ამ ადამიანის შმოქმედება love.gif

Posted by: maiami001 15 Mar 2012, 08:47
ფალესტრა
QUOTE
მურმან ლებანიძე – სისხლი სისხლთაგანი, ხორცი ხორცთაგანი ქართველი მოდგმისა,

ძალიან მიყვარს ამ ადამიანის პოეზია

Posted by: Just_smile 17 Mar 2012, 12:06

Posted by: spliyvi1 19 Mar 2012, 00:01
სიცილი ქალის


"ბედნიერება იყო ჩემთვის, იყო და არის
სიცილი-ცოლის
სიცილი-დედის
და საერთოდ,
სიცილი
ქალის!

არის, ქალთაგან პირველის და პირველზე მეტის,
თოვლისებრ სპეტაკი
მშობლიური
სიცილი -
დედის.

არის მეორე, ხმას გამოსცემს რომელიც ბროლის,
მოსიყვარულის ,
შემწყნარებლის,
სიცილი-
ცოლის.

და კიდევ, კიდევ, ფუი ეშმას, იყო და არის,
ატაცებულის, მშვენიერის, ოცნებით მთვრალის,
გამომწვევი და
ხორციელი
სიცილი ქალის...

იყო ცხოვრება, იყო სისხლის, ცრემლის ღვარები
ესეც ხომ იყო
იცინოდნენ
ჩვენთვის
ქალები!

ჟღერდა გიტარა, ოქროს შუქი მიადგა ქალწულს
(ვიგონებ სიყრმეს,
ოქროსუბანს,
ბავშვობას წარსულს).

ის იცინოდა, იცინოდა, ნათელში მთვარის,
თითქოს
პირველად გავიგონე
სიცილი
ქალის.

Posted by: spliyvi1 4 Apr 2012, 23:18
როგორი არის ეს შენი ძალა,
მე რომ წარბშეკვრით ჩამეცინება,
მე რომ შენ გამო ჭრილობას ვმალავ,
შენ რომ (მძინარიც!)
იმედით მსჭვალავ
და მე რომ შენგნით
არ მეძინება!

Posted by: Just_smile 4 Apr 2012, 23:23
მე ხომ ვიცი, ვიქცევი
ხვალ-ზეგ სამარეთო, _
რათა დამაკაიფოს, _
ლექსი დამარეტოს, _
ახლა დილის ხუთია, _
ვწრუპავ
`ამარეტოს~...

მე ვერ გავეჯიბრები
ვაჟას ლექსის თოხნაში!

ტატოს _ საკაცობრიო
კვნესაში და ოხვრაში!

რუსთველს _ ხოდაბუნების
ზღვიდან ზღვამდე მოხვნაში!

მაინც მიღრენს ათასი
ჩათლახი და ოღრაში!..

მე ხომ ვიცი, ვიქცევი
ხვალ-ზეგ სამარეთო, _
რათა ლექსი დამცეცხლოს,
ლექსი დამარეტოს,
ახლა დილის ხუთია,
ვწრუპავ
”ამარეტოს”!

Posted by: შევარდენი1906 11 Nov 2012, 15:37
pro_leo66
ანისის აღების მეოთხე თავი მინდა რა ხალხო smile.gif ვერ ვიპოვე ვერსად და სახლში სანამ მივალ იქნებ მომაწოდოთ :*

Posted by: Alice_In_Wonderland 11 Nov 2012, 18:10
Just_smile
აუაუ ის მიყვარს ვიდეო რო დადე love.gif


Posted by: Solveig 12 Nov 2012, 07:34
არც რაინდობა,
არც უბრალოდ ეთიკა ომის,
გახრწნა, დაცემა,
დამცირება ადამის ტომის!
დამესიზმრება-
სისხლის წებო ჩექმაში ჩამდის,
და, როგორც კურდღელს-
მესერშმიტი მინდორში დამდევს.
ვდგები-ვეცემი-
ვერ წავუველ მოტორის ხროტინს,
სისინებს ტყვია,
ჩემს გარშემო ბალახებს კორტნის.
მინის ლუკიდან
შემამოწმებს პილოტის თვალი,
ძირს, ცხენის ლეშთან
ხომ ნამდვილად ვაგდივარ მკვდარი,
რა დარწმუნდება,
შებრუნდება, კიჟინას დასცემს,
და სხვა მინდვრებში
სანადიროდ ხარხარით გასწევს.
გამეღვიძება, შუქს არ ვანთებ...
დე ღამე იყოს-
ღამის უკუნი
მზამზარეულს მკარნახობს სტრიქონს:
არც რაინდობა,
არც უბრალოდ ეთიკა ომის,
გახრწნა, დაცემა,
დამცირება ადამის ტომის!



Posted by: wuma 14 Nov 2012, 11:49
QUOTE (რუსთაველი @ 20 May 2008, 08:30 )
ვოი!

რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი!
რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!

ვოი! კალა-უშგული შეკრებილა,
ვოი! ყანას და სათიბს მომცდარა.
მთელი სვანეთი შეკრებილა,
მთლად საქართველო შეკრებილა,
შხარასთან ღრუბელივით მომდგარა...
ვოი! შხარა სისხლით შეღებილა -
კოხტა თიკანაძე მომკვდარა...

ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
  გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
  მშრალი ბურთები
      გასჩრიათ ყელში...

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია, -
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
საკუთარ ხელით პალო დაუგია,
საკუთარ პალოზე მომწყდარა...
ცოცხლისგან საყვედური აუგია -
თოკი - ერთადერთი ჩაუბია,
თავი - სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო! სიმამაცით მომკვდარა!..

ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
  გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
  მშრალი ბურთები
      გასჩრიათ ყელში...

- „ხოჩა საკაცე გამითალეთ,
დავაწყო ხორცი და ძვალი!
სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ
აღმართში - კვნესით ამიტანეთ,
ვაკეზე - მითხარით ზარი!..“

უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე,
შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა,
ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცი
საკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა:

- „თეთნულდმა რა მოგცა?! უშბაზე რა გქონდა?!
შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!
ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა -
რამ დაგაპატარავა, შვილო?!“

ასი ცხენოსნით უშგული გახლავს
  და ბეჭზე მიდევს შენი საკაცე...
შენ დაგეუფლა ძილი და დაღლა,
  შენ დასახარჯი უკვე დახარჯე...
შენ გაიელვე ღრუბლებზე მაღლა,
  შენ საქართველოს ღამე გახაზე...
ასი ცხენოსნით უშგული გახლავს
  და მიტივტივებს
      შენი საკაცე...

ვოი!
რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი!
რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, გურამი მომკვდარა...
ცოცხლისგან საყვედური აუგია,
ჩაუქი - მკვდარიც ჩაუქია!
ვარსკვლავი
  ვარსკვლავებს მომწყდარა!

მაციებს ამ ლექსზე

...
"ასეთი გვალვები არ ახსოვს რაჭასო"!-
გლეხს წამოეწია სხვა გლეხი ჯორცხენით:
"ჩიბუხში ჩასადები ღრუბელი არ ჩანსო!"-
მიუგო ჯოროსანს ქვეითმა მოწყენით.

იყო საუბარი როგორც სამძიმარი,
აგვისტო ვენახს და იონჯას ხარშავდა,
არათუ საწვიმარი,არათუ საწვიმარი
ჩიბუხში ჩასადები ღრუნელი არ ჩანდა.

მაგრამ მე,საკუთარ ფიქრებში გადასროლილს,
გვალვა და აგვისტო არ მქონდა საწუხარი,
მქონდა სიხარული (მოგებაც სხვათაშორის!)
გლეხისგან სტრიქონი მქონდა ნაჩუქარი.

ვთქვი:ლებანიძეა ეს გლეხი-ბესია!
ვთქვი: ამ დალოცვილ და კურთხეულ მთა-ველად
რამდენი ჰომერია ,რამდენი ბერნსია
და კიდევ- რამდენი ვაჟაა ფშაველა.!

ვთქვი : რაჭას კი არა, წელს ქართლშიც ხვატია
და მაინც ხომ ვცხოვრობთ მტრის თვალის დაყენებით.
ღვთის ხელი ურევია ჩვენს ნიჭში,ცხადია-
გლეხკაცი აზროვნებს პოეტის სახეებით!

იყო პოეზიის მინდვრები გასათიბი,
ცა იყო კრიალა , მზე მინდვრებს ფარჩავდა...
ჩიბუხში ჩასადები,ჩიბუხში ჩასადები,
ჩიბუხში ჩასადები ღრუბელი არ ჩანდა.

Posted by: pro_leo66 17 Nov 2012, 19:56
კედელს გამოსცილდა ჭაბუკი მეთარე
თუ შეიძლებაო ეს თქვენთვის დავუკრა
ბეჭით შეისწორა ჯოჯიკმა ბეთქარი
ძირს დადგა ჯამი და ღიმილი გაუქრა

ყოფილა დრო და ვყოფილვართ ხალხი
ჯან თარო თარო გამიგონია
ცოდნიათ ჭანყი მერნების ყალყი
თორნიკს და ვარდან მაიკონიანს

ჯან თარო თარო ჯანთარო თარო
ჯან თარო შენგან გამიგონია

რომ დავიბადე ჩემს თახსირ დროში
რაც არ დავკარგე რა მიპოვია
ახლა ვის გავყვე ვერ ვხედავ დროშით
თორნიკს და ვარდან მაიკონიანს

ჯან თარო თარო ჯან თარო თარო
რაც არ დავკარგე რა მიპოვია

გარღმავებულა სომხეთის წყლული
თქვი სომხეთისთვის რა გვიღონია
მიჰყვირის გული მისტირის სული
თორნიკს და ვარდან მამიკონიანს

ჯან თარო თარო ჯან თარო თარო
თქვი სომხეთისთვის რა გვიღონია

ამ ჩემს ჭიქაში დაისი ბრწყინავს
ვსვამ წითელ ღვინოს შხამი მგონია
მაისის ძირში მხარდამხარ ძინავთ
თორნიკს და ვარდან მამიკონიანს

ჯან თარო თარო ჯან თარო თარო
ვსვამ წითელ ღვინოს შხამი მგონია

სარდაფის პეპელა დააკვდა სიმებს
ჭაბუკი მეთარე ტაბაკს გაეცალა
აზიზ ჯან ოხვრასავით ამოხდა მღვიმეს
და სომხის ამქარი ღვინოს დაეძალა

ჯოჯიკმა ამობოჭა ქისიდან დინარები
ხუთი მეთარესო დახლიდარს დაუყარა
ჩალმა გაისწორა მისმა ბრწყინვალებამ
და ბატონკაცურადაც თავი დაუხარა

კარებთან დაეწიათ ლომკაცი ჯუბით
ნარგილე გრჩებათო მიზეზი განუმარტა
და მერე გახლავართო ხუთასი შუბით
როცა დაგჭირდეთო ხმადაბლა დაუმატა

მადლობით მოუჭირეს მაჯაზე ხელი
ლაღბობით ვითომცა რაღაცა წაიხუმრეს
წაუძღვა კოლეგას კოლეგა ძველი
ქალაქში გავიდნენ და კარი გაიხურეს

შეჰღრინეს ქოფაკებმა დავითის კაცებს
გვღვიძავსო ამცნეს და ღრანჭები მოხურეს
მთვარე დაჰღუოდა ანისის ტაძრებს
მისგითებს ბაზრებს გოდლებს და ქონგურებს

უკან მოიტოვეს ვანქის ნანგრევები
წამოყუდებული დევის ბეჭებივით
იწვნენ ძლოკვისთავა მყრალი აქლემები
და იფურთხებოდნენ ქუჩის მიჭებივით

ეძინა ანის ქალაქს მზიანს და სვიანს
ოდესღაც სატახტოს ტაძრებით გაბრწყინებულს
ეძინა ანის ქალაქს ოდესღაც დიადს
ახლა პატივ აყრილს ახლა დამცირებულს

ქარი არ იძვროდა ჩქამი არ ისმოდა
ხე არ შრიალებდა ტყე არ დუდუნობდა
მარტოდენ სომხეთის ჭრილობა ფხიზლობდა
და ახურიანი მოწყენით პუტუნობდა

ურდული გაჩრილიყო გალავნის ყბაში
თურქის ციხიონი ქალაქში მსახურებდა
იდგა მეციხოვნე ანისის ცაში
აზიის უსაშველო ღამეს გაჰყურებდა

Posted by: popusha 18 Nov 2012, 02:47
მე თუ გავგიჟდი, გავგიჟდები შენი ყურებით!
გითვალიერებ ხორციელ მკლავებს.
ეგ ბაგეები - ალუბლებად შენიღბულები,
ეგ ალუბლები სიმწიფით მკლავენ.

ვჭვრეტ ქვეყნიური მშვენებით ბურვილს
გისმენ - ვედები ღობეს და ყორეს...
ვცემ თაყვანს - ჩემსას შენდამი სურვილს,
აღძრულს - შენდამი ძალსა და ღონეს!


love.gif

Posted by: Perfectum 18 Nov 2012, 21:54
ღრუბლები ჩაივლიან და ტყეებს დაბურავენ ამობოლდებიან ნისლები უღრანებით,
შენ ნუ გეწყინება პოეტის სამდურავი, ის ცხოვრობს დაბურულ ტყეების მწუხარებით.

Posted by: Raycher 28 Nov 2012, 16:49
QUOTE
მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა...
უშენოდ ვეღარ გავძელი,
ჩემი ბალღობის გზავ.

გზად სტუდენტობა იჩქარის,
მძებნელი მზის და გზის.
სად არის ახლა ის ქალი?!
ალბათ, აკვანთან ზის.

იქნებ რუსთავი არჩია,
იქნებ სამგორშიც ქრის,
იქნება ისევ ბავშვია,
თვალებიც შერჩა შვლის.

და ელანდება დამწველი
კვლავ სტუდენტობის გზა _
მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა.


ეს ლექსი ყოველთვის მახსენებს ამას:

გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა -
უცხო სამოთხეები?
კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები?
თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები?
მივდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი სადა ხარ
და რომელსა მხარესა.

გალაკტიონი.


=================

რამხელა სევდა დევს ორივეში. წარმოუდენლად დიდი.

Posted by: wuma 6 Apr 2013, 13:18
ერმილე ჭრელ ყვავილს თიბავს,
მთისრაჭას კარგი გვაქვს ბუნება ,
ჩვენ გორაკს გულდაგულ ჰკიბავს,
მე მიყვარს სამშობლოს ყურება.

ამბობენ- ყვავილებს სტკივათ,
უბრალო ბალახებს -ნაკლებად !
ყვავილი-იქცევა თივად,
რას ვიზამთ-ხარ--ძროხის საკვებად!

ქორთიდან ღრუბელი იძვრის,
დროდადრო ჩაახველებს გასაგებად...
დავკრიფე ყვავილი მინდვრის
სოფლიდან-ქალაქში წასაღებად.

ყვავილი ყვავილთან დაწყვილდა
ბადახშის საყურეებად..
ერმილე მეკითხება :' რად გინდა?"
ვპასუხობ:"ზამთარში საყურებლად!"

პოეტი-ოცნებით თვრება,
წერას და ტკბილ ზამთარს ეპირება.
ერმილე -ყველაფერს ხვდება,
სახეზე ღიმილი ეფინება,,,

გლეხკაცი-ჭრელ ყვავილს თიბავს-
მთისრაჭას-სამოთხეა ბუნება,-
ჩვენს გორაკს,ჭრელ გოტაკს ჰკიბავს,
მე მიყვარს-სამშობლოს ყურება!.

Posted by: avi_musaifi 1 Aug 2013, 15:49
QUOTE (ფალესტრა @ 30 Dec 2007, 16:19 )
19 წლისამ ჯერ კავკასიის უღელტეხილზე წარმოებულ ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ – უბანში.


უბანში?.......ოქროსუბანში ბრძოლები სწარმოებდა?......

ყ უ ბ ა ნ შ ი

გადაიკითხეთ,სანამ დაპოსტავდეთ....

Posted by: formula3000 1 Aug 2013, 23:05
QUOTE
ძალიან მიყვარს ამ ადამიანის პოეზია


Posted by: Bobgure 21 Jul 2014, 23:24
მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა...
უშენოდ ვეღარ გავძელი,
ჩემი ბალღობის გზავ.

გზად სტუდენტობა იჩქარის,
მძებნელი მზის და გზის.
სად არის ახლა ის ქალი?!
ალბათ, აკვანთან ზის.

იქნებ რუსთავი არჩია,
იქნებ სამგორშიც ჰქრის.
იქნება ისევ ბავშვია,
თვალებიც შერჩა შვლის.

და ელანდება დამწველი
კვლავ სტუდენტობის გზა -
მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა.

Posted by: Bobgure 30 Jul 2014, 18:16
ფშაური

მთის ჩიტი მთას შააკვდაო,_
თოვლი თოვს, არ ჩანს საფრენი...
მთას ჰკითხეს: ,,რა შაგაკლდაო?"
მთამ:_,,დიდი არც არაფერი!"
,,ვა, ბეჩა, მაგას სტყუვდები!
არ გაცოცხლდების ბედკრული,
მაგრამ შენც გამაჰყრუვდები,
გამაგელევის ერთგული!"

Posted by: popusha 31 Jul 2014, 22:44
მე თუ გავგიჟდი, გავგიჟდები შენი ყურებით,
ეგ ბაგეები ალუბლებით შენიღბულები,
ეგ ალუბლები სიმწიფით მკლავენ...

Posted by: Bobgure 7 Aug 2014, 21:23
მკვდრები

არდავიწყების მწვანე კონცხთან ამოდის გემი

ზღვის უფსკრულიდან; მისცემიან გემბანზე ფიქრებს.

მიცვალებულებს ალამაზებს ოცნება ჩემი -

ბევრი მათგანი ქუდს მიხდის და ცხვირსახოცს მიქნევს.



აკაკი მოკვდა, მოკვდა ვაჟაც, ილია მოჰკლეს,

გალაკტიონმა, ვიცით, თვითონ გაშალა ფრთები.

ფასშეუვალი და მწუხარე ხომალდი მოჰქრის,

მოჰქრის ხომალდი, დახუნძლული ძვირფასი მკვდრებით.



ხოლო ცოცხლები ჩემს ნაპირზე, ჩემ გვერდით დგანან;

მგონია, ვდგავარ ერთდროულად ძმებთან და მტრებთან;

ხელს ვართმევ ცოცხლებს, მაგრამ მკვდრები სხვა ნისლში დგანან

და კარგად ვიცი, რომ საერთო მეტი მაქვს მკვდრებთან.



-წინ! ასწი თასი! მოაშურე ჩვენს მსუბუქ ხომალდს!-

ვიღაც დიდი და იდუმალი, გაფრენას მირჩევს...

და გალურსული ჩემი სული სიფრთხილით ზომავს

გასაფრენ მანძილს და საფრენად უძნელეს სივრცეს.



ხომ არ დაბერდა. ხომ არ გაცვდა ჭურჭელი ხორცის,

რომ, რაც დრო გადის, უხორცობის წყურვილით ვთვრები,

რომ მპირდებიან სამუდამო ტაძარში ქორწილს

და მეძახიან, მეძახიან მე ჩემი მკვდრები?!



რა არის წლები, ეპოქები რა არის ხშირად, -

მოწამებრივი, ხორციელი ცხოვრების შემდეგ

უსაზღვროების თუ იქცევი წილად და შვილად

და წარიშლება შენთვის ზღვარი და სიტყვა „შესდექ!“



ჩუ, ეს ვინ გალობს? მწვანე კონცხთან ფრიალებს აფრა -

კრთის და ფრთხიალებს უთეთრესი ყვავილი ხსოვნის.

იქ არა ერთის შარავანდი ფრიალებს ლამპრად,

იქ რუსთველია წინმდგომად და მეუფედ ყოვლის.



იქ, წინაპრებთან, ჩემი დროის შვილებიც ჩანან.

მკერდბუმბერაზი ეს ვინ დადგა მამების გვერდით?

ოჰ, რა ღირსებით, რა ლომური ჭაღარით დგანან

და რა ურყევი ერთი მრწამსით და ერთი ხვედრით!



აკაკი მოკვდა, მოკვდა ვაჟაც, ილია მოჰკლეს,

გალაკტიონმა, ვიცით, თვითონ გაშალა ფრთები.

ფასშეუვალი და მწუხარე ხომალდი მოჰქრის,

მოჰქრის ხომალდი, დახუნძლული ძვირფასი მკვდრებით.



-მაშ, ასწი თასი! მოაშურე ჩვენს მსუბუქ ხომალდს!-

ვიღაც დიდი და იდუმალი, გაფრენას მირჩევს...

და გალურსული ჩემი სული სიფრთხილით ზომავს

გასაფრენ მანძილს და საფრენად უძნელეს სივრცეს.

Posted by: -Beka- 24 Aug 2014, 04:22
მურმან ლებანიძე - რეანიმაცია

1
გამჭრეს! შემკერეს!
რაღაც ჩარჩათ გულმკერდის ღრუში,
მიმაგორებენ
გრძელ ტალანში, გვიან, ურიკით...
„კასტილიანი“
იღრინება ვიღაცა პრუსი:
„ვინა გდიაო,
რომ ხელახლა ჭრიან ურიგოდ!“

2
მჩხვლიტეს ექთნებმა,
წაყვანილი ღრმად ვარ კაიფში,
ვგრძნობ ვეღარაფერს,
შესაძლოა უკვე გაფატრეს,
მეზრდება ფრთები,
უფსკრულებში სადღაც დავეშვი,
დასტაქრებისას
ვეღარ ვხედავ ქათქათა სკაფანდრებს.

3
ოთხი კედელი -
იდენტური, ოთხივე შუშის!
ჩანს ცოცხალი ვარ,
ძაფს, გაწყვეტილს, როგორღაც ვაბამ:
აკვარიუმის
ფსკერზე ვწევარ და სულსა ვღაფავ.

4
„რეანიმაცია!“
სიტყვა ესე პალატის, კრულის,
სახელწოდება
თუ არისო, შეცდომით თვლიან, -
სინამდვილეში:
მობრუნებას კვლავ ხორცთან სულის, -
მაშასადამე,
გაცოცხლებას
კაცისას ჰქვია...

5
მზეო,
ამოდი, ამოდი,
ნუ ეფარები გორას!
ცხოვრებას
კაცი მოუკლავს
საწყალი
აგერ
გორავს!“

http://gpoets.blogspot.com/2014/08/blog-post_45.html

Posted by: Bobgure 6 Sep 2014, 17:12
რუდაქი იტყვის . . .

პოეტზე იტყვის, –
ჯამი იტყვის, ფეჰლევი იტყვის.
რუდაქი იტყვის, –
სიტყვასიტყვით ამასვე თითქმის:

– შორიდან სალმით
შენს ხელმწიფეს დასდევი ფასი –
კაცია ისიც –
მაგრამ მაინც ქვეითად გასწი!

არ შეგეშალოს.
არ გაბრიყვდე.
არ იყო ბავშვი –
არამც და არამც
არ ჩაუჯდე
ხელმწიფეს ნავში!

ვთქვათ, გაწყრა ღმერთი.
ქარაშოტმა დაჰბერა ავმა.
მიემსხვრა მეჩეჩს.
ანუ ზღვაში დაყვინთა ნავმა.

იტყვიან ერთნი:
“აეკიდა ხელმწიფეს გზაში,
ვერ უვაზირა –
ვაზირობა იცოდა ნავსი!”

იტყვიან სხვანი:
“უყვარდაო ლიქნი და ტაში!”
შენ დაგბრალდება –
ჩავარდები დუნიის ყბაში . . .

არ შეგეშალოს.
არ გაბრიყვდე.
არ იყო ბავშვი –
არამც და არამც
არ ჩაუჯდე
ხელმწიფეს ნავში!

ხოლო თუ დაცხრა,
ვინც დღეებში ქარიშხლებს ურევს,
ნავმა მშვიდობით
მიაღწია დიდების ყურეს, –

დიდებას დიადს,
არ გაბრიყვდე, ხელმწიფე ჰპოვებს,
ხელმწიფის ჩრდილში
მოგიხდება დადგომა პოეტს . . .

კვარცხლბეკზე მდგარიც
და ქარიშხლით წყალწაღებულიც –
ასეც და ისეც –
ხალხის თვალში ხარ წაგებული!

მაშ, გასწი ფეხით!
პურს გიწვდიან ჩანგში და თარში!
სვი ხალხის ღვინო –
ხალხის შვილი ხალხადვე დარჩი! . .

არ შეგეშალოს.
არ გაბრიყვდე.
არ იყო ბავშვი –
არამც და არამც
არ ჩაუჯდე
ხელმწიფეს ნავში!

Posted by: Solveig 29 Mar 2015, 19:34
რამდენი შეუძლია პატარა ჭიანჭველას,
გნებავთ-თხუნელას,
მთხრელს მიწისქვეშა კატაკომბების?!
რამდენი შეუძლია პატარა ჭიანჭველას-
დაძვრა, გათრევა-გამოთრევა
რამხელა ტვირთის?!

გამოთვლილია:
თავის თავზე არ ვიცი, ცხრაჯერ,
თუ, არ ვიცი, თოთხმეტჯერ მეტის-
რამდენჯერ თქმულა
ყოველივე ამის შესახებ!
იმას კი არვინ იტყვის,
იმას კი არვინ იტყვის,
არც როდის უთქვამთ,
თუ რა ძალუძს, რა შესძლებია,
რა შეუძლია კაცს, საბრალოს,
კაცს, ადამიანს,
დაკოჟრებულს, დაბეჩავებულს,
რომელსაც ურო,
რომელსაც თოხი,
რომელსაც ცელი,
გნებავს-
თოფი უჭირავს ხელში!!!

--

პატარა კაცი
მისდგომია თვალუწვდენ მინდორს
(თუ ვთიბავთ მინდორს,
ასეთ მინდორს სათიბი ჰქვია).
პატარა კაცი
ჩაჰფრენია ვეება მინდორს,
თიბავს,
მკლავს იქნევს,
ყვავილიან ჭრელ შეღმართს ჰკიბავს..
ათი წელია,
ყოველ ზაფხულს ამ სურათს ვხედავ
(ერმილე ჰქვია ბერიკაცს ჩვენსას),
ჩემი ფანჯრიდან
მოწონებით გავყურებ მთიბველს,
კაცს ოთხმოცისას,
მზე ფრთაგაშლით დაჰღუის თავზე,
ვერ ვხედავ სახეს,
საჩრდილობელ იმერულ ქუდქვეშ,
ვგულისხმობ თვალებს მოხუცისას:
პატიოსან,
მოწყენილ თვალებს;
თიბავს,
მკლავს იქნევს,
ყვავილოვან ჭრელ შეღმართს ჰკიბავს,
დროდადრო შედგება, ~
ხელის ზურგით შუბლს შეიმშრალებს,
ბალახებში სველ დოქს დასწვდება,
დალევს,
ცელსაც დაალევინებს,
გაიძრობს სალესს,
ლესავს.
ცელს აფხავებს..
თიბავს,
მკლავს იქნევს,
ყვავილოვან ჭრელ შეღმართს ჰკიბავს,
პატარა კაცი
ჩაჰფრენია თვალუწვდენ მინდორს.

--

იქ ერთი ხეა
და იმ ხის ქვეშ ერმილეს სძინავს..
მოუტანია დედაკაცს სამხარი,
უსამხრია და
სძინავს ბერიკაცს.
ზის ნათიბში
შაოსანი დიაცი ყინჩად,
გაჰყურებს ტყეებს,
ახედავს მზეს,-
ეს მზე არის მისი საათი,-
თავსაფრიანი დედაკაცი
ქმრის ძილს სდარაჯობს.
ხელში უჭირავს ძეწნის ტოტი,
უგერიებს
მარჩენალს ბუზებს.
ხოლო, მოხუცი ხედავს სიზმარს:

ჩამოუღია
წინა ორი საკბეჩი კბილი
გერმანულ ტყვიას,
ასცდენია მალებს კისრისას,
პატიოსნად
გასულა გარეთ...
წევს გულაღმა პურის ყანაში,
წევს ერმილე, გაკვირვებული,
ვერ ასწრებს სისხლის ამოფურთხებას,
ნაწილს აფურთხებს,
ყრონტში ჩასდის ბეჩავს ნაწილი..

ხედავს მოხუცი ნაცნობ სიზმარს,
წუხს, წრიალებს,
შფოთავს სიზმარში:
თავზე ადგას ორი ქართველი,-
ავტომატიან "ფრიცს" რაღაცას ეხვეწებიან..
კი: ტყვე, რომელიც
საკუთარი ფეხით ვერ ივლის,
კანონია: ადგილზე მოკვდეს!
რით, რით აიხსნას გამონაკლისი?

მოღერებული ავტომატი
გერმანელმა მაღლა ასწია,
მოაცილა
ერმილეს კეფას...
ახსნა არა აქვს გამონაკლისს!

"ფრიცის" თანხმობით
ქართველები გაჩქარებით საკაცეს კრავენ.
როგორც ცხვრის ფარას,
აქუჩებენ "ჰანსები" ტყვეებს:
რუსებს, ქართველებს, სომხებს, თათრებს,-
მსუბუქად დაჭრილებს.
აქა-იქ ისმის ავტომატის მრავალწერტილი
მძიმედ დაჭრილთა დასაწყნარებლად..

შეუხვიეთო ერთმანეთს ჭრილობები!
მოეწყვეთ ოთხრიგად!
კი: ტყვე, რომელიც
საკუთარი ფეხით ვერ ივლის,
კანონია: ადგილზე მოკვდეს!

ასწიეს მაღლა საკაცე და შეუდგეს ბეჭი:
ორმა ქართველმა
უნდა ზიდოს მძიმედ დაჭრილი
თვისტომი თვისი,
უნდა სიკვდილს გადაარჩინოს!

მზე ადუღებს
ყირიმის მიწას,
ვენახები-გადათქერილი,
კინწმოწყვეტილი მზესუმზირები!

ორმა დაჭრილმა
უნდა ზიდოს მესამე დაჭრილი,
აქვე, გზისპირას,
თხრილში სიკვდილს გადაარჩინოს!

ვის შეუძლია, ნაღდი გითხრას:
ქერჩიდან საით?
ქერჩი გახლავთ დაჭრის ადგილი,
ქერჩი-სამარხი,
სასაფლაო ქართული ძვლების!
სასაკლაო-საქართველოსი!
როგორც ცხვრის ფარას,
მირეკავს ტყვეს გერმანელი..
Schnell!-ყვირის ბადრაგი,
ფეხს აუჩქარეთო-მაშასადამე.
აინტერესებს გერმანელ ოფიცერს,
სანამდე შეძლებს ორი ქართველი
საკაცის თრევას.
"რას შვრები, ერმილე, რავა ხარ, კაცო?!"-
გზადაგზა ჰკითხავს ჭიორელი რეხვიაშვილი.
"აპა შენ იცი, გაუძელი!-მალიმალ ეტყვის
საკაცით წელში გაზნექილი სუსტი ყმაწვილი
(ბორჯომელი...გვარი არ ახსოვს..)
Schnell!-ყვირის ბადრაგი.
ჯერ საყველპურო გერმანული
არ იცის ერმილემ,
მერე ისწავლის
იქ, ბანაკში,
ტყვისათვის სამყოფს..
Schnell!-
ჩქარობს ბადრაგი.
მზე დაჰღუის ყირიმის მიწას,
ჩამორჩა ვიღაც, მიბანცალდა კოპიტის ჩრდილში,
დაეფინა ტომარასავით,
ავტომატის მრავალწერტილით
გამოაკლდა სისხლიან მარათონს.

ორას კილომეტრს რა გაივლის, ჩემო ერმილე,
ორას კილომეტრს
ფეოდოსიამდე!
კი! ტყვე, რომელიც
საკუთარი ფეხით ვერ ივლის,
კანონია: ადგილზე მოკვდეს!


პატარა კაცი
მისდგომია თვალუწვდენ მინდორს
პატარა კაცი
ჩაჰფრენია ვეება მინდორს
გაუღვიძნია
ჩემს ერმილეს, ერმილე ბერელიძეს,
დაუღწევია
თავი ძნელი,
გრძელი სიზმრისთვის,
თიბავს ნასამხრევს,
თიბავს,
მკლავს იქნევს,
ყვავილიან გორაკებს ჰკიბავს..
ზემორაჭული მზე დაჰღუის
ტყვედყოფილს თავზე.
დადის, დაღოღავს,
დაფაჩუნობს ოთხმოცის კაცი,
რა გააჩერებს სიკვდილამდე!
მაგ ბალახებში უნდა მოკვდეს,
რომელსაც თიბავს...

რამდენი შეუძლია პატარა ჭიანჭველას,
გნებავთ-თხუნელას,
მთხრელს მიწისქვეშა თავისი ქალაქების?!
რამდენი შეუძლია პაწია ჭიანჭველას-
დაძვრა, გათრევა-გამოთრევა რამხელა ტვირთის?!
ათასჯერ თქმულა
ყოველივე ამის შესახებ!
იმას კი არვინ იტყვის,
იმას კი არვინ იტყვის,
არც როდის უთქვამთ,
თუ რა ძალუძს, რა შესძლებია,
რა შეუძლია კაცს, საბრალოს,
კაცს, ადამიანს,
დაკოჟრებულს, დაბეჩავებულს,
რომელსაც ურო,
რომელსაც თოხი,
რომელსაც ცელი,
გნებავს-თოფი
დიახ, თოფი,
ბეჩავს, თოფი უჭირავს ხელში!!!


1984


Posted by: Annatar 31 Mar 2015, 16:59
...

Posted by: George Best :) 18 Jun 2015, 21:55
...............................



შენ ამ ქალაქში რა გინდა პატარა თამუნია

Posted by: ikusia 24 Nov 2015, 18:26
ეს თემა წინ უნდა იყოს !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: barkiaroki 25 Nov 2015, 23:45
ვინმემ არ იცით მისი ლექსი, სადაც თითოეული სტროფი მთავრდება ასე: ''იონჯა მოვა'' ..

სავარაუდოდ, ასე იწყება: ''გადის დღეები უკეთესი მერმისის ცდაში''..

იქნებ დაწეროთ რა ... მადლიერი დაგრჩებით და რამე

Posted by: nipponcaucasus 26 Nov 2015, 10:04
QUOTE
"თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ

ბოლობოლო ვისი მურმანისაა თუ მუხრანის?
თუ ვისია საერთოდ?

Posted by: barkiaroki 26 Nov 2015, 23:24
nipponcaucasus

მურმან ლებანიძისაა ..............................

Posted by: Bobgure 25 Feb 2016, 18:22
მკვდრები

არდავიწყების მწვანე კონცხთან ამოდის გემი

ზღვის უფსკრულიდან; მისცემიან გემბანზე ფიქრებს.

მიცვალებულებს ალამაზებს ოცნება ჩემი -

ბევრი მათგანი ქუდს მიხდის და ცხვირსახოცს მიქნევს.



აკაკი მოკვდა, მოკვდა ვაჟაც, ილია მოჰკლეს,

გალაკტიონმა, ვიცით, თვითონ გაშალა ფრთები.

ფასშეუვალი და მწუხარე ხომალდი მოჰქრის,

მოჰქრის ხომალდი, დახუნძლული ძვირფასი მკვდრებით.



ხოლო ცოცხლები ჩემს ნაპირზე, ჩემ გვერდით დგანან;

მგონია, ვდგავარ ერთდროულად ძმებთან და მტრებთან;

ხელს ვართმევ ცოცხლებს, მაგრამ მკვდრები სხვა ნისლში დგანან

და კარგად ვიცი, რომ საერთო მეტი მაქვს მკვდრებთან.



-წინ! ასწი თასი! მოაშურე ჩვენს მსუბუქ ხომალდს!-

ვიღაც დიდი და იდუმალი, გაფრენას მირჩევს...

და გალურსული ჩემი სული სიფრთხილით ზომავს

გასაფრენ მანძილს და საფრენად უძნელეს სივრცეს.



ხომ არ დაბერდა. ხომ არ გაცვდა ჭურჭელი ხორცის,

რომ, რაც დრო გადის, უხორცობის წყურვილით ვთვრები,

რომ მპირდებიან სამუდამო ტაძარში ქორწილს

და მეძახიან, მეძახიან მე ჩემი მკვდრები?!



რა არის წლები, ეპოქები რა არის ხშირად, -

მოწამებრივი, ხორციელი ცხოვრების შემდეგ

უსაზღვროების თუ იქცევი წილად და შვილად

და წარიშლება შენთვის ზღვარი და სიტყვა „შესდექ!“



ჩუ, ეს ვინ გალობს? მწვანე კონცხთან ფრიალებს აფრა -

კრთის და ფრთხიალებს უთეთრესი ყვავილი ხსოვნის.

იქ არა ერთის შარავანდი ფრიალებს ლამპრად,

იქ რუსთველია წინმდგომად და მეუფედ ყოვლის.



იქ, წინაპრებთან, ჩემი დროის შვილებიც ჩანან.

მკერდბუმბერაზი ეს ვინ დადგა მამების გვერდით?

ოჰ, რა ღირსებით, რა ლომური ჭაღარით დგანან

და რა ურყევი ერთი მრწამსით და ერთი ხვედრით!



აკაკი მოკვდა, მოკვდა ვაჟაც, ილია მოჰკლეს,

გალაკტიონმა, ვიცით, თვითონ გაშალა ფრთები.

ფასშეუვალი და მწუხარე ხომალდი მოჰქრის,

მოჰქრის ხომალდი, დახუნძლული ძვირფასი მკვდრებით.



-მაშ, ასწი თასი! მოაშურე ჩვენს მსუბუქ ხომალდს!-

ვიღაც დიდი და იდუმალი, გაფრენას მირჩევს...

და გალურსული ჩემი სული სიფრთხილით ზომავს

გასაფრენ მანძილს და საფრენად უძნელეს სივრცეს.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)