#53133153 · 21 Jul 2018, 00:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაზარალებაში თუ გულისხმობთ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანს პირველის შემთხვევაში ცხადია, შეგიძლია მოითხოვო ანაზღაურება ასეთის არსებობისას თუ დაობ იმაზე რომ ფული წააგე, ამაზე საუბარიც არ ღირს... თუ დაობ იმაზე, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი აქვს არაკეთილსინდისიერ საქმიანობას, მაგ. მოგების ალბათობა შემცირებულია იმაზე მეტად, ვიდრე ეს ხელშეკრულებით არის განსაზღვრული, რათქმაუნდა თეორიულად შიძლება ამაზე დავა, თუმცა ძალიან რთული საკითხია, ჩვეულებრივი მაფიაა მანდ და გაგიჭირდება. არამატერიალურ ზიანს არც შეეხება, ამის მოთხოვნის შანსი ძალიან დაბალია მაგ. თუ პირს ფსიქიკა დაუზიანდება ან რამე მსგავსი, აშკარა იქნება გამოხატული ფსიქიკური ტანჯვა, მოკლედ ყველა ის კრიტერიუმი, რაც არამატერიალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობაა, მაინდ კანონის იმპერატიული დანაწესია, რომ არამატერიალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევბში, რის შესახებაც, შესაბამის კანონმდებლობაში დანაწესი არ არსებობს. ასე რომ, ესეც რთული საქმეა.
|