Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ექიმი ბორმენტალი


Posted by: bochita 20 Jan 2009, 10:30
ვინმეს თუ გაქვთ ინფორმაცია ამ მეთოდის შესახებ, რამდენად უსაფრთხოა, რამდენად რეალურია, რამდენი ხანი გრძელდება საშუალოდ კურსი და რა ჯდება?

Posted by: Solveig 21 Jan 2009, 00:25
bochita
http://www.samaramed.ru/company/id_3151.html
ამას გულისხმობ?

პროფესორ პრეობრაჟენსკის ასისტენტის მიხედვით ჰქვია სახელი მაგ მეთოდს, თუ ნამდვილი ბორმენტალიც არსებობდა?

Posted by: bochita 22 Jan 2009, 16:22
Solveig
კი კი მაგას ვგულისხმობ, რეკლამებიც გადის ტელევიზორში გახდომის ცენტრი ექიმი ბორმენტალიო. საიტზე წავიკითხე მაგრამ მაინტერესებს ვინმეს ხო არ უვლია მაგ ცენტრში და რამდენად უსაფრთხოა, რამდენად რეალურია, რამდენი ხანი გრძელდება საშუალოდ კურსი და რა ჯდება

Posted by: საფრთხობელა 30 Jan 2009, 04:51
დღეს ვნახე რაღაც ბანძი რეკლამა იყო მაგრამ ვაიმე ქარტველები ბაზრობდნენ და სურატებიც მაგათი იყო............


დავიბენი.......

Posted by: violet 30 Jan 2009, 12:19
bochita
ჩემო მეგობრისგან ვიცი რომ 600 ლარი ღირს კურსი
ხანგრძლივობა ინდივიდუალურია

Posted by: mari2606 31 Jan 2009, 00:15
მე ვიყავი და მართალია 600 ლარი ღირს. რეკლამა კი აქვთ მაცდური მაგარი, მარა 600 ლარს იხდი 4 ფსიქოთერაპიულ სეანსში პრინციპში სადაც ვიღაცეები დაგიჯდებიან და გარწმუნებენ რომ შენ უფრო გიყვარს შენი თავი ვიდრე ხინკალ ი და ასე შემდეგ,

Posted by: sexi-bicola 3 Feb 2009, 00:59
ეფექტი მართლა აქვს?

ანუ ფსიქოლოგიურად მუშავდები და ჭამაზე ამობობ უარს?

მერე ვაიდა მადა გაგეხსნეს?

Posted by: lizofobi 3 Feb 2009, 09:45
ოო, არ მჯერა მე ეგეთი შამანობის რა..ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თვითტრეინინგის ჩატარება და თავის იმაში დარწმუნება რომ ხინკალი აღარ უყვარს და ა.შ. ასე რომ, მაგაში ფულის გადახდა სისულელე მგონია. yes.gif

Posted by: mari2606 3 Feb 2009, 23:43
lizofobi
100 % გეთანხმები

Posted by: JUVE_4_EVER 6 Dec 2009, 05:42
მაგარი კაცია ბორმენტალიი........................

Posted by: patriciia 6 Dec 2009, 11:27
IMHO, ეგ ყველაზე კარგი მეთოდია, რადგან ზედმეტი წონის ლომის წილი ფსიქოგლოგიური "ჭამისგან" მოდის.......
ჩემმა მამიდაშვილმა კუჭზე რგოლი გაიკეტა, ერთი პერიოდი მაგრად დაიკლო, მაგრამ ფსიქოლოგიურად რომ შიოდა, სულ ძალით იტენიდა საჭმელს ისე, რომ ეს რგოლი გასკდა და სად გაეკვეხა, ახლაც არაინ იცის...lol.gif
ახლა იმსისხოააააააააააააააააააააააააააააააააა
ადამიანი ჭამს ფროიდულად, ფრუსტრაციის გამო, სტრესის გამო.....ათასი რამის გამო......ფინანსურად რომ უჭირს, მაშინაც მაგრად ჭამს, შესაძლოა ზოგადად რაღაც ფული ჰქონდეს, მაგრამ თუ იმდენი ფული არ აქვს, რომ თავისი მოთხოვნები დაიკმაყოფილოს, ჭამით ინაზღაურებს.......
ამის კორექცია უპირველეს ყოვლისა უნდა ხდებოდეს, უფრო ადრე, ვიდრე თირეოქსინის და ქოლესტერინის, თუ რაც არის გამოკვლევები.......
თუ ბრომენტალი ამას აკეთებს, აშკარად ექნება შედეგი........

Posted by: Nensi_1988 6 Dec 2009, 15:51
QUOTE
რამდენად უსაფრთხოა, რამდენად რეალურია, რამდენი ხანი გრძელდება საშუალოდ კურსი და რა ჯდება


აბსოლუტურად უსაფრთხოა, ჯანსაღი მეთოდია და შედეგიც გარანტირებულია, ჩემმა მეზობელმა 1 თვეში 7 კილო დაიკლო მანდ დადიოდა, ეხლაც აგრძელებს დანიშნული კვების რეჟიმით ცხოვრებას. 4 დღიანი სეანსებია, თითო სეანსი 4'5 სთ გრძელდება და მეხუთე საკონტროლო შეხვედრა არის 1 თვის თავზე. ეს არის დაფუძვნებული ინდივიდუალურ კალორაჟის გამოთვლაზე, მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის უნდა მოძრაობდეს ადამიანი, ამ კალორაჟს ინდივიდუალურად უნიშნავენ, ეხლა ჩემი მეზობელი რო იყო მეხუთე შეხვედრაზე 1 თვის თავზე მოყვა , რომ არც 1 ადამიანი არ ყოფილა შედეგის გარესე. 1 თვეში ყველაზე მინიმუმი 5 კილო ქონიათ დაკლებული და მაქსიმუმი 10


QUOTE
ოო, არ მჯერა მე ეგეთი შამანობის რა..ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თვითტრეინინგის ჩატარება და თავის იმაში დარწმუნება რომ ხინკალი აღარ უყვარს და ა.შ. ასე რომ, მაგაში ფულის გადახდა სისულელე მგონია.


და საიდან მოიტანეთ რომ მსავსი რამე ხდება იქ? smile.gif
არა! გინიშნავენ ინდივიდუალურ კალორაჟს , ყოველ ოთ საათში იკვებები ადგომიდან დაწოლამდე.
თვითტრენინგი კი არაა, არამედ გაცვენებენ მადისა და შიმშილის განსხვავებას, უკვე იწყებ ფიქრს გშია თუ უბრალოდ მადა გაქვს wink.gif აქედან გამომდინარე მადის დროს არ ჭამ ....
ნამდვილად არაა სისულელე იქ სიარული.

ახლა უკვე 700 ლარი გამხდარა
* * *
QUOTE
ადამიანი ჭამს ფროიდულად, ფრუსტრაციის გამო, სტრესის გამო.....ათასი რამის გამო......ფინანსურად რომ უჭირს, მაშინაც მაგრად ჭამს, შესაძლოა ზოგადად რაღაც ფული ჰქონდეს, მაგრამ თუ იმდენი ფული არ აქვს, რომ თავისი მოთხოვნები დაიკმაყოფილოს, ჭამით ინაზღაურებს.......


ამის უკან დგას მადა და არა შიმშილი, და ბორმენტალში ერთერთი თურმე რაზეც უპირველესად საუბრობენ ისაა რომ განასხვაოდ მადა და შიმშილი ერთმანეთისგან.

Posted by: patriciia 6 Dec 2009, 23:06
ამის უკან დგას მადა და არა შიმშილი, და ბორმენტალში ერთერთი თურმე რაზეც უპირველესად საუბრობენ ისაა რომ განასხვაოდ მადა და შიმშილი ერთმანეთისგან.
ხოდა, მშვენიერი მიდგომაა
ისე, მეც მშვენივრად ვარჩევ, მაგრამ რაღაც მდგომარეობას "აწყნარებ" ჭამით.....

Posted by: Nensi_1988 6 Dec 2009, 23:51
patriciia
QUOTE
ისე, მეც მშვენივრად ვარჩევ, მაგრამ რაღაც მდგომარეობას "აწყნარებ" ჭამით.....


კარგია შენ რომ არჩევ მაგრამ ყველა ვერ არჩევს, მოუნდა და ესეიგი უნდა ჭამოს ასე თვლის ზოგი biggrin.gif

გარდა ამისა კარგი ამ მეთოდით დაკლებაში ისაა რომ შეზღუდვა არც ერთ საკვებზე არაა და არც შიმშილი გიწევს , არის კალორაჟის მიხედვით კვება smile.gif

Posted by: TT-KK 7 Dec 2009, 00:28
მე ვიყავი, მაინტერესებდა მართლა "ყოველგვარი ძალდატანების და შიმშილის გარეშე"თუ შეიძლებოდა დაკლება,მაგრამ "ბორმენტალში" რამდენი საკვების მიღების უფლებას გაძლევენ, ეგ იგივე შიმშილობაა,600 კკალ და თუნდაც 1000 კკალ დღეში ნიშნავს შიმშილს.ანუ ისევ დიეტაა,აბა რა ჯანდაბაა,მე ვთვლი რომ 600 ლარი ტყუილად გადავყარე,ცოტახანს გავუძელი და მერე რომ შევწყვიტე, ორმაგად მოვიმატე.


პ.ს. იგივე მდგომარეობაშია ის ხალხი,ვინც ჩემ ჯგუფში იყო

Posted by: Nensi_1988 7 Dec 2009, 00:33
TT-KK

ახლა თუ ადამიანს დაკლება უნდა უნდა აიტანოს ცოტა შეზღუდვები აბა ისე როგორაა?
თავისით გაქრება წონა?
ტონას თუ ჭამს ადამიანი და ვერ შეელევა იმ ტონის ჭამას მაშინ საერთოდ უნდა შეეშვას დაკლებაზე ფიქრს

Posted by: TT-KK 7 Dec 2009, 00:45
Nensi_1988
გეთანხმები,თუ საკვები არ შეზღუდე,ისე ვერ გახდები,მე დიეტას ისედაც ვიცავდი და კარგად დავიკელი,ბორმენტალში კი იმიტომ მივედი რომ მომხიბლა რეკლამამ "შიმშილისა და ძალდატანების გარეშეო",მაგრამ იქაც ზუსტად ეს მითხრეს-იშიმშილე და გახდებიო,არავითარი ფსიქოლოგია,არავითარი რელური მეთოდი,ეგ იყო ის 4 დღე ცოტა გავერთე,მაგრამ 600 ლარად ნამდვილად არ მიღირდა

Posted by: Nensi_1988 7 Dec 2009, 01:05
TT-KK

იმაში გეთანხმები რო ძვირია და ჩემმა მეზობელმა რო მითხრა თვალები გადმომცვივდა მაგრამ სამაგიეროდ სედეგიც აქვს თან საკმაოდ კარგი, მითხრა როცა მივედი მეხუტე შეხვედრაზე არავინ იყო უშედეგოდ მოსულიო.

Posted by: TT-KK 7 Dec 2009, 01:16
Nensi_1988
მეხუთე შეხვედრა ზუსტად ერთ თვეშია და ერთ თვეს ვინც იშიმშილებს ცოტას ყველა მოიკლებს,მაგრამ დიდხანს ვერავინ გაუძლებს ესეთ დატვირთვას და შეწყვეტ თუ არა მაშინვე იმატებ და ნელნელა უბრუნდები საწყის მდგომარეობას და მერე აჭარბებ კიდეც,მე არ მითქვამს რომ ძვირია,მე ვთქვი ტყუილად გადავყარე მეთქი,იმიტომ რომ "ბორმენტალის" ე.წ. "გახდომის მეთოდი" არის შიმშილობა და მეტი არაფერი. რამდენიმე თვის მერე შენ მეზობელს არავითარი სედეგი აღარ ექნება,დამიჯერე

Posted by: Nensi_1988 7 Dec 2009, 01:23
TT-KK

შენ თუ გაგიჭირდა იმას არ ნიშნავს რო ყველას უჭირს, მთავარია მონდომება, . ჩემი მეზობელი 120 კილო იყო და არანაირად არ მიჭირსო თქვა, 1150 ქონია მაქსიმუმი კალორაჟის....
ამ ადამიანმა დაიჯერა, მოინდომა, მიაწვა რქებით და შედეგიც აქვს, შედეგთან ერთად სტიმული გაეზარდა რო თუ ასე გააგრძელებს უფრო მეტს დაიკლებს

Posted by: patriciia 7 Dec 2009, 11:32
[გარდა ამისა კარგი ამ მეთოდით დაკლებაში ისაა რომ შეზღუდვა არც ერთ საკვებზე არაა და არც შიმშილი გიწევს , არის კალორაჟის მიხედვით კვება ]
კალორაჟის მიხედვით კვებას ბორმენტალისთვის ფულის გადახდა არ უნდა, ნეტში შეხვალ და სავსეა ცხრილებით. რჩევებითა და დარიგებებით. თუ ფსიქოლოგიურ საფუძვლებს იკვლევენ და ინდივიდუალურ ფსიქოსეანსებს ატარებენ, სადაც თვითონ ადამიანის მიდგომა კვების და ზოგადად ცხოვრების წესის მიმართ იცვლება, მაშინ ღირს 700 ლარის გადახდა.

Posted by: TT-KK 7 Dec 2009, 23:49
patriciia
QUOTE
თუ ფსიქოლოგიურ საფუძვლებს იკვლევენ და ინდივიდუალურ ფსიქოსეანსებს ატარებენ, სადაც თვითონ ადამიანის    მიდგომა კვების და ზოგადად ცხოვრების წესის მიმართ იცვლება


არავითარი მსგავსი რამ იქ არ ხდება და ვერც მოხდება,რადგან ამის სპეციალისტი იქ არ არის,ჩემი აზრით, ის ორი თუ სამი ადამიანი ვინც იქ მუშაობს,შემთხვევითი ხალხია და არავითარი ცოდნა ამ სფეროში არ აქვთ.

Nensi_1988
QUOTE
მიაწვა რქებით და შედეგიც აქვს


ე.ი. იშიმშილა,120 კილო ადამიანი რომ დღეში 1150 კკალ-ს მიიღებს ეს შიმშილობაა და თან მკაცრი,რასაც ბოლომდე ვერავინ გაუძლებს,ეს დროებითია,რომ არაფერი ვთქვათ იმაზე,რომ ასეთ მდგომარეობაში ადამიანს აუცილებლად ჭირდება ექიმის მეთვალყურეობა და ხანდახან მედიკამენტების მიღება,ჯანმრთელობის კონტროლი,წინააღმდეგ შემთხვევაში,შეიძლება სერიოზული ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელობას."ბორმენტალი" კი ამბობს შიმშილისა და ძალდატანების გარეშეო,რაც არის ტყუილი.

Posted by: patriciia 8 Dec 2009, 00:16
მოკლედ, საშველი არ არის, რა გენებიც გაქვს, ისეთი იქნები lol.gif
მე სულ ბებიაჩემის ფორმა მივიღე, მაგრამ ახლა მახსენდება: ერთხელ რაღაც ვიყიდე ძალიან მაგარი და ხარისხი მოეწონა, მე გამეცინა და ვთქვი: შეხედე, მარჯორის, რა გემოვნება ჰქონია-მეთქი....გაჩუმდა და ცოტა ხანში მესმის, ქსუტუნებს....ტიროდა ჩემი მარჯორი.......მაშინ კი შემეცოდა, მაგრამ ბოლომდე ახლა მივხვდი, რა ატირებდა........თურმე თავისი ახალგაზრდობა გაახსენდა და სინანულისგან ატირდა.......არადა, ჩემი ყოფილი სხეულით თუ ვიმსჯელებთ და იმით, რომ თურმე მას ვმგვანებივარ, მართლა ჰქონია სატირალი........

Posted by: TT-KK 8 Dec 2009, 00:51
patriciia
QUOTE
მოკლედ, საშველი არ არის, რა გენებიც გაქვს, ისეთი იქნები

ერთადერთი გამოსავალი არის დახარჯო იმაზე მეტი კალორია რასაც მიიღებ,ანუ ჭამე ცოტა,იმოძრავე მეტი! (რად უნდა ამას ბორმენტალი და რამე) მაგრამ ეს არც ისე ადვილია,როცა სამსახურით და ოჯახით ხარ დატვირთული.
ბებიას ვუთანაგრძნობ,მეც რომ არ მომიწიოს სიბერეში ტირილი ვღებულობ ზომებს,ოღონდ დამოუკიდებლად,იმხელა გამოცდილება მაქვს უკვე,ჩემითაც ვახერხებ

Posted by: patriciia 8 Dec 2009, 01:17
ეგრე მრც ვახერხებდი, მაგრამ ბოლოს დამერხააააააააა
15 წელი უმკაცრეს დიეტაზე ვიყავი, მაგრამ ყველ;აფერს აქვს საზღვარი

Posted by: TT-KK 8 Dec 2009, 01:35
patriciia
საერთოდ დიეტის შეწყვეტის მერე ორმაგად იმატებ,რას იზამ მთელი ცხოვრება დიეტაზე უნდა ვიყოთ,სხვა გამოსავალი ჯერ არ მოუგონიათ(მით უმეტეს როცა მიზეზი ჰორმონალური პრეპარატების მიღებაა,მეც ამან გამასუქა)

ისე მე ხანმოკლე შესვენებებს ვაწყობ ხოლმე და ამით ვიადვილებ

Posted by: LUKA-BRAZI 11 Apr 2010, 17:42
ჩემი რჩევა იქნება მკაცრი დიეტა არ დაიცვათ ექიმის კონსულტაციის გარეშე. მკაცრი დიეტა ორგანიზმისთვის სტერსია და ხშირად სავალალო შედეგებამდე მიდის. დიეტა კარგია და აუცილებელიც, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ყველაფერს სწორად გააკეთებთ.

Posted by: bochita 11 Apr 2010, 21:10
ეს თემა ადრე მახსოვდა რომ გავხსენი და მერე დამეკარგა, რა კარგია ინტერესი რომ გამოუწვევია. ეს საკითხი ისევ აქტუალურია ჩემთვის, იქნებ ვინმე გამოჩნდეს ვინც გაიარა ეს კურსი.ვინც ბოლომდე დაასრულა. ნამდვილად არ მინდა 700 ლარის გადაგდება უშედეგოთ, ანუ თუ შიმშილობაა ამ მეთოდშიც მაშინ იგივე ეფექტი ექნება რაც ნებისმიერ დიეტას. გავხდები- მოვიმატებ.

Posted by: TT-KK 13 Apr 2010, 00:14
LUKA-BRAZI
QUOTE
ჩემი რჩევა იქნება მკაცრი დიეტა არ დაიცვათ ექიმის კონსულტაციის გარეშე. მკაცრი დიეტა ორგანიზმისთვის სტერსია და ხშირად სავალალო შედეგებამდე მიდის. დიეტა კარგია და აუცილებელიც, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ყველაფერს სწორად გააკეთებთ.

100 პროცენტით გეთანხმებით
bochita
მე გავიარე, სულ ოთხდღიანია ეგ კურსი-რაღაც ვითომ "ფსიქოლოგიური საუბრები",ბოლოს გეტყვიან ყველაფერი ჭამე, ოღონდ დღეში 1000 კალორიაზე მეტი არ მიიღოო. თუ შეძლებ კი დაიკლებ,მაგრამ როდემდე გაუძლებ,შეწყვეტ თუ არა ისევ დაიწყებ მომატებას.
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ყველაფერს ჯობია ხანგრძლივი დიეტა(თვეში 1-2 კგ-ის დაკლება) ოღონდ აუცილებლად ექიმის კონტროლით.

Posted by: bochita 13 Apr 2010, 15:53
TT-KK
გასაგებია ყველაფერი, ე.ი. ფსიქოლოგიურად გამზადებენ რომ შემდეგ 1000 კალორიაში ჩაეტიოsmile.gifკალორიების კონტროლით თუ იცხოვრე ისედაც დაიკლებsmile.gif
* * *
და თავიდანვე იხდი ფულს? შენ გადაიხადე?

Posted by: TT-KK 13 Apr 2010, 22:57
bochita
QUOTE
კალორიების კონტროლით თუ იცხოვრე ისედაც დაიკლებ

რა თქმა უნდა, უნდა დახარჯო იმაზე მეტი,რასაც მიიღებ
QUOTE
და თავიდანვე იხდი ფულს? შენ გადაიხადე

რა თქმა უნდა,წინასწარ, მეორე დღესვე მივხვდი,რაც იყო,მაგრამ ცნობისმოყვარეობამ გამაჩერა ბოლომდე,რამდენიმემ უკან მოითხოვა ფული,ვინც გამბედავი აღმოჩნდა და დაუბრუნეს გაღიზიანებული სიფათებით.
QUOTE
გასაგებია ყველაფერი, ე.ი. ფსიქოლოგიურად გამზადებენ რომ შემდეგ 1000 კალორიაში ჩაეტიო

ვერ ვიტყვი რომ ეს "ფსიქოლოგიური მომზადებაა",სამი თუ ოთხი დღე საღამოს საათებში შეკრება და საუბრები გულუბრყვილო ადამიანებისათვის, უფრო გართობა და დროის გაყვანა. მე თვითონ ფსიქოლოგი ვარ და რამდენიმე თვე მჭირდება ხოლმე საკუთარი თავის მოსამზადებლად როცა დიეტაზე ვდგები,1000 კალორია მერწმუნეთ დიეტაა.

Posted by: bochita 14 Apr 2010, 00:44
TT-KK
გასაგებია ყველაფერი, მადლობა smile.gif

Posted by: Qwerty-1 14 Apr 2010, 04:15
რეკლამა კი აქვთ 90 კილოს იკლებენ 2თვეში
სინქრონული თარგმანს მაინც სხა მუღამი აქვს რა lol.gif

Posted by: ESCADA 21 May 2010, 02:01
ესეიგი რას მირჩევთ არ ღირს არა - 3 თვის ბავშვი მყავს და სასწრაფოდ მინდა დაკლება. რა ვქნა. დიეტა არ შეიძლება ბუნებრივ კვებაზე მყავს. მინდა ისევ ისეთი ვიყო sad.gif

Posted by: TT-KK 21 May 2010, 12:53
ESCADA
თუ ენდოკრინოლოგთან მისვლას ვერ ახერხებ,მაშინ ოდნავ გაზარდე ფიზიკური აქტივობა და შეზღუდე ტკბილი, ცომეული,მარილიანი,ცხოველური ცხიმები

Posted by: lily 24 May 2010, 12:02
ვინმეს საკვების შესაბამისი კალორიების ჩამონათვალი ხომ არ გაქვთ ან სად შეიძლება რომ ვიპოვო, ქართულ ენაზე?
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: TT-KK 26 May 2010, 01:04
lily
მე მაქვს ქართულიც და რუსულიც და შენ წარმოიდგინე განსხვავდება ერთმანეთისგან.
როგორ შემიძლია მოწოდება? კომპიუტერში არ მაქ.

Posted by: lily 27 May 2010, 11:18
TT-KK
ძალიან დიდი მადლობა 2kiss.gif მაგრამ უკვე ვიპოვე ორივე და მართლაც განსხვავებულია, რომ გადავხედე მომეჩვენა რომ რუსული უფრო სანდოა, იმიტომ რომ ქართულში მაგალითად უწერიათ რომ 100გრ შემწვარ ღორის ხორცს აქვს 0 გრ ცხიმი რაც წარმოუდგენელია smile.gif


Posted by: TT-KK 27 May 2010, 13:32
lily
QUOTE
ქართულში მაგალითად უწერიათ რომ 100გრ შემწვარ ღორის ხორცს აქვს 0 გრ ცხიმი რაც წარმოუდგენელია

შეცდომაა ალბათ, 100გრ. ღორის ხორცი=420კალორიას,შეიცავს 35 გრ.ცხიმს და 70 გრ.ქოლესტერინს, თუ გახდომა გინდაა, შორს ღორის ხორცი

Posted by: იმპერატორი 1 Jun 2010, 18:51
....

ჩემო კარგებო მე გეტყვით ერთი სიბრძნეს ნუ იშიმშილკებთ და ნურც დიდი ულუფებს მიირთვამთ დღეში იკვებეთ რამოდენიმეჯერ სვით საკმარისი წყალი.

. ნახშირწყლებს შემავალ საკვებს სამცირეთ,

. ახალი ბოსტნეული არ მოკიკლოდ...

. ცილები მიირთვით რამდენიც გენებოთ...

არსებობს ადამიანების ასე ვთქვათ ორი კატეგორია -ფიზიოლოგიურად გამხდარი და მეორე კუნთიანები. მეორე ჯგუფის ადამიანებს აქვთ მეტი მიდრეკილება გასუქებისაკენ.
მეცნიერულად დამტკიცებულია რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანების ჰორმონებთან, გამხდარ ადამინს ჰორმონების ის რაოდენობა აქვს, რომელიც საკვებს ადვილად ამუშავებს და ცხიმის დაგროვებას ეჭინააღმდეგება, ხოლო კუნთოვანი აღნაგობის პიროვნებაში ჰორმონების ის რაოდენობა ჭარბობს რომელიც წონას ადვილად მატებს და ცხიმს დაგროვებას უწყობს მუცლის, ბარძაყების, საჯდომის, მკერდის, თეძოების და ხელებისზედა ნაწილში....

ესიგი სანამ გამხდარ ადამიანში ჰომონები წესრიგში ის არ სუქდება, როგორც კი დაიღღვევა აღნიშნული პროცესი და გასუქების ჰორმონები მოიმატებენ ისიც დაიწყებს წონაში მომატებას, რა თქმა უნდა წლოვანებასთან და სტრესთან ერთად ირღვევა ჰორმონების ფუნქცია და ცხიმიანობა იმატებს ორგანიზმში...

ხშირად გაგიგიათ ალბათ გამხდაზე ან გამხდარი ადამინისაგან რომ რაც არუნდა ვჭამო ან რაც არუნდა იკვებოს არვსუქდებიო...

მე შევეცადე ადვილად ამეხსნა ეს საკითხი, ჯერი ეხლა თქვენზე დასკვნის გამოტანის...

იმედია ჩემი გამოცდილება ცოტათი მაინც გამოგადგებათ,

გისრვებთ წარმატებას.

Posted by: TT-KK 2 Jun 2010, 01:01
იმპერატორი
QUOTE
ჩემო კარგებო მე გეტყვით ერთი სიბრძნეს ნუ იშიმშილკებთ და ნურც დიდი ულუფებს მიირთვამთ დღეში იკვებეთ რამოდენიმეჯერ სვით საკმარისი წყალი.

. ნახშირწყლებს შემავალ საკვებს სამცირეთ,

. ახალი ბოსტნეული არ მოკიკლოდ...

. ცილები მიირთვით რამდენიც გენებოთ...

ასე რომ ვერ ვიკლებთ? მხოლოდ შენარჩუნება შეიძლება,
QUOTE
იმედია ჩემი გამოცდილება ცოტათი მაინც გამოგადგებათ,

აბა გამოცდილება

Posted by: Deiko 14 Jun 2010, 18:00
ბორმენტალის მეთოდი ჩემთვის აღმოჩნდა ზედ გამოჭრილი. ჰორმონები წესრიგში მქონდა და ჩემი სიმსუქნე მხოლოდ ფსიქოლოგიური პრობლემებით იყო გამოწვეული.
ვერ ვიტყვი რომ ბორმენტალის რეკორდსმენი ვარ, მაგრამ 6 თვეში 16 კილო დავიკელი და წლის ბოლომდე მინიმუმ 10 კილოს დაკლებას ვაპირებ კიდევ. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ და ნამდვილად ღირდა ამ ფულის დახარჯვა bis.gif

Posted by: კორდელია 1 Apr 2011, 14:00
TT-KK
კარგით რა. 1000 კალორია შიმშილია?
გადახედეთ ბოსტნეულს რა დაბალი კალორია აქვს ყველაფერს. ჭამეთ პურიც (დღეში 2 ცალს ნუ შეჭამთ მაინც და მაინც), ჭამეთ საქონლის მოხარშული ხორცი, თევზი მოხარშული, წიწიბურა ან ბრინჯისგან მომზადებული კერძი.

უნდა შეზღუდოთ ტკბილეული, ტორტები, შოკოლადები, გაზიანი სასმელები. ნუ შეჭამთ ხინკალს, ხაჭაპურებს, აჩმას კვირაში ერთხელ. ეს შიმშილია?

დაიანგარიშეთ რას ჭამთ. თავიდან არის რთული თორემ მერე ნელ-ნელა სწავლობს ადამიანი კულტურულ ჭამას.
http://yoga.ge/pages/theme.php?id=142&category=%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90
http://dieta.ge/?i=7



Posted by: patriciia 2 Apr 2011, 01:03
მე ვიცნობ ბორმენტალის მეთოდს კარგად და მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი და სწორი მეთოდია, მეცნიერულად დამუშავებული და ორგანიზმისთვის სასარგებლო
თუ დაიცავ, დაიკლებ
თუ არ დაიცავ, ვერ ერთი მეთოდით ვერ დაიკლებ
ტყუილად ფიქრობს ზოგიერთი, რომ აკრძალვების გარეშე დაკლება ერთი კილო ტორტისა და სამი პიცის ჭამას გულისხმობს
ბორმენტალი დიეტაა,მაგრამ ძალიან სწორად გათვლილი დიეტა და არა კამიკაძე დიეტები, ზოგი რომ ძმარს სვამს, ზოგი აყროლებულ ბორშს ჭამს და ზოგი კიდე დარიშხანსlol.gif

Posted by: Iron Butterfly 20 Jun 2011, 19:37
QUOTE
მე ვიყავი და მართალია 600 ლარი ღირს.



:დ 600 გელას რომ გადაიხდი რა თქმა უნდა თავს დააჯერებ რომ აღარ გშია biggrin.gif ფსიქოლოგიური მომენტია. 10 ლარი რომ ღირდეს არ ექნებოდა "ეფექტი" biggrin.gif


ეს ექიმი ბორმენტალი სტივენ კინგის ერთ ერთ ნაწარმოებთან ასოცირდება smile.gif)

Posted by: niniGG 20 Jun 2011, 21:55
Iron Butterfly
QUOTE
:დ 600 გელას რომ გადაიხდი რა თქმა უნდა თავს დააჯერებ რომ აღარ გშია biggrin.gif ფსიქოლოგიური მომენტია. 10 ლარი რომ ღირდეს არ ექნებოდა "ეფექტი" biggrin.gif


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Dixtosa 16 Aug 2011, 18:39
:დ 600 გელას რომ გადაიხდი რა თქმა უნდა თავს დააჯერებ რომ აღარ გშია biggrin.gif ფსიქოლოგიური მომენტია. 10 ლარი რომ ღირდეს არ ექნებოდა "ეფექტი" biggrin.gif


XDXD


თქვენადა მე რაღაც დებილი და საზიზღარი ჭორები ვიცი მეთოდის შესახებ და მართლა ეგეთია ვინმემ თუ იცით?

Posted by: tavadze 17 May 2012, 17:57
მე მინდა მისვლა და არ ვიცი რა ვქნა :X

Posted by: TT-KK 20 May 2012, 00:29
tavadze
როგორ ხართ თავაძევ?

QUOTE
მე მინდა მისვლა და არ ვიცი რა ვქნა :X


მე ვიყავი, არ გირჩევთ, სატყუარაა მიამიტებისთვის, ჩემი აზრით, იმას გასწავლიან რაც ისედაც ვიცით: კალორიები-დახარჯე მეტი, მიიღე ნაკლები

Posted by: jesterlin 22 May 2012, 01:24
გოგოებო მაინტერესებს კუჭის ოპერაციას ვინ აკეტებს კარგად და შეღავატიან ფასებში?
მაინტერესებს ისრაელიდან ჩამოსულ ექიმზე თუ გსმენიათ და სად უნდა ვნახო?

Posted by: gramatikikina 22 May 2012, 02:52
კორდელია
QUOTE
კარგით რა. 1000 კალორია შიმშილია?

1 ცალი ნაყინი 150 კალორია და 100 გრამი თხილი მგონი 600
შიმშილია, აბა რაა
თუ ვინმეს გონია აქ, რომ ბოსტნეულის ჭამით სუქდება ხალხი?givi.gif

არაფრით არ ღირს 700 ლარი 4 სეანსი, სადაც მხოლოდ იმას გიხსნიან, რომ თურმე არსებობს შიმშილი და მადა და გაძლევენ საჭმლის ჩამონათვალს შესატყვისი კალორიების რაოდენობით. იდიოტობაა


Posted by: Natuka NGN 22 May 2012, 03:48
jesterlin
ვიცნობ საქართველოში მოღვაწე ყველა აბდომინალურ ქირურგს, ვინც აკეთებს ბარიატრიულ ოპერაციებს. ყველაზე მაგარია ნიკა გვახარია, რომელმაც გაუკეთა ოპერაცია ნიკა მემანიშვილს. თუმცა ნიკას ადრეც ქონდა გაკეთებული მოსკოვში ღია მეტოდით და უშედეგო იყო. ეს დიდი გაუკეთა ლაპარასკოპიულად.
ბარიოატრია კეთდება ლაპარატომიული (დაძველებულია უკვე) და ლაპარასკოპიული მეთოდით.
http://www.n.gvakharia.vipmed.ge/ მართლა ყველაზე საუკეთეოა. ებრაელებისა რა გითხრა - არ გირჩევ რატომ, ღმერთმა ყველას აშოროს და გართულება მოხდეს, ოპერაციის გამკეთებელი ექიმი აქ აღარაა და, დანარჩენი თქვენ იფიქრეთ.

Posted by: TT-KK 23 May 2012, 01:18
gramatikikina
QUOTE
არაფრით არ ღირს 700 ლარი 4 სეანსი, სადაც მხოლოდ იმას გიხსნიან, რომ თურმე არსებობს შიმშილი და მადა და გაძლევენ საჭმლის ჩამონათვალს შესატყვისი კალორიების რაოდენობით. იდიოტობაა


რა თქმა უნდა, იდიოტობაა, თან "გახდომა შეზღუდვების გარეშეო" lol.gif

Posted by: gramatikikina 23 May 2012, 21:06
TT-KK
700 ლარად რამდენ 25 ლარიან ფსიქოთერაპიის საათს მიიღებ, დათვალონ
QUOTE
თან "გახდომა შეზღუდვების გარეშეო" lol.gif

საკუთარ თავს თვითონ დაეწესებ შეზღუდვებს, თუ კარგი ფსიქოლოგი შეგხვდება(რაც გამორიცხულია ოღონდაც lol.gif vis.gif )

Posted by: jesterlin 2 Jun 2012, 19:14
მე პირადად ვიტყვი რომ დზ კარგია ბორმენტალი, მეც დავდიოდი და მოვიკელი 15 კგ ,მაგრამ მერე რაგაც მიზეზების გამო ვერ დავიცავი და ისევ მოვიმატე,მაგრამ ვთვლი რომ დზ კარგი მეთოდია,და კარგი მიდგომა აქვთ საჭმლის მიმართ,რასაც ამბობენ აბსოლუტურად მართალია,უბრალოდ კართველებმა არ ვიცით საკვებთან ურთიერთობა,ჩვენი პრობლემა ის არის რომ პირველ პლანზე საჭმელს ვაყენებ,არ არის დიეტა არფრით,იმიტომ რომ წესია დღეში უნდა ჭამო 5ჯერ,თუ გამეს ათენებ მაშინ 7ჯერაც ,მაგრამ მაინც იკლებ ,მე გამოვცადე ეს,მაგრამ ამას ყველაპერს ყოველდგიურად ჭირდება ფინანსები საჭმლისთვის,ყოველ დგე უნდა მიიღო ხორცი დაეს დგესდღეობიტ საშუალო ოჯახისთვის არის ძვირი.

Posted by: blblbl 2 Jun 2012, 20:44
კალორიების დიეტაა და მეტი არაფერი რაში უდნა გადაყაროთ ფული როცა ინტერნეტშიც მშვენივრად გამოითვლით რამდენი კალორია უნდა მიიროთ დღეშიდ ა ყველა პროდუქტის კალორიასაც ნახავტ

Posted by: Coffee_woman 7 Jun 2012, 10:39
QUOTE
არავითარი მსგავსი რამ იქ არ ხდება და ვერც მოხდება,რადგან ამის სპეციალისტი იქ არ არის,ჩემი აზრით, ის ორი თუ სამი ადამიანი ვინც იქ მუშაობს,შემთხვევითი ხალხია და არავითარი ცოდნა ამ სფეროში არ აქვთ.

ვიყავი და დამხვდა სტუდენტი გოგონა ,ოღონდ გაურკვეველი წარმოშვების სტუდენტი,რომელსაც გაზეპირებული ქონდა ზედაპირულად ტექსტი პირველი უფასო კონსულტაციის,ფსიქოლოგის ვერაფერი შევატყვე,სიმართლე გითხრათ ისიც ვინანე ,ვეძისში რომ ავასკდი პლეხანოვიდან.

Posted by: TEZI 14 Jul 2012, 00:53
გეთანხმებით ადამიანი თუ აზროვნებ და სიმსუქნე გაწუხებს, მოუკელი კალორიებს და გახდები.რათ უნდა მაგას ბორმენტალი და ფილოსოფია!!!!!

Posted by: Streetlight 14 Jul 2012, 11:54
კალორიების დათვლაა
მაგრამ მანდ მართლა დიდ როლს თამაშობს ფულით მოტივაცია
და კიდე ჯგუფური მუშაობა

Posted by: ninc_lfc 22 Aug 2012, 12:44
QUOTE
:დ 600 გელას რომ გადაიხდი რა თქმა უნდა თავს დააჯერებ რომ აღარ გშია biggrin.gif ფსიქოლოგიური მომენტია. 10 ლარი რომ ღირდეს არ ექნებოდა "ეფექტი" biggrin.gif


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: journalist 30 Oct 2013, 12:18
ვინმე იყავით ბოლო დროს? 10 კილო მაქვს დასაკლები და არ ვიცი მივიდე თუ არა

Posted by: N-K 15 May 2015, 05:24
რა ხდება აბა , ღირს?

Posted by: nia4u 15 May 2015, 17:22
ძალიან კარგი გადაცემა გადის ნტვ-ზე,
მაგ მეთოდით იკლებენ და ძალიან ბევრ კარგ რჩევებს იძლევიან.
თვითონ მაგ მეთოდის შემქმნელი არის კონსულტანტი.
თუ ჩაუჯდებით და ყველა რეკომენდაციას შეასრულებთ, ფულის გადახდა არ დაგჭირდებათ smile.gif
http://telepoisk.com/peredacha-tv-archiv/503847523/1-5-2015
აი, აქ არის ყველა გადაცმის ლინკი...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)