#16729439 · 1 Dec 2009, 16:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Georgian Banker
QUOTE | როგორ გგონიათ რატომ მიმდინარეობს საქართველოში მიკროსაფინანსო ინსტიტუტებთან გათანაბრებული ინსტიტუტების ბუმი, მაშინ როცა ბანკებს გააჩნიათ ჭარბი სახსრები და კლიენტების ნაკლებობაზე ჩივიან? რატომ არის ასეთი დისპროპორცია % განაკვეთებში? |
ბანკებს მიუხედავად იმისა, რომ აქვთ თავისუფალი სახსრები, აქვთ საკმაოდ მკაცრი პროცედურები, მითუმეტეს დღევანდელ პირობებში. კრიზისის მერე კიდევ 2-3 წელი პროცედურები სიმარტივით ალბათ ვერ მიუახლოვდება 2007 წლის მდგომარეობას. მიკროსაფინანსოები კი კლიენტებს იზიდავენ პროცედურების სიმარტივით. საჭიროა მხოლოდ უზრუნველყოფა და მორჩა. ასეთი კატეგორიის კლიენტურა, როგორც წესი არ უყურებს მაღალ საპროცენტო განაკვეთს, რადგან მას მარტივად რომ ვთქვათ წასასვლელი აღარსად არა აქვთ, მათთვის მთავარია მიიღონ თანხა რაც შეიძლება მალე. ასე რომ მიკროსაფინასოები ყოველთვის იპოვნიან თავის ადგილს ბაზარზე, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მათი კლიენტურა საკმაოდ ცუდი ხარისხისაა და ხშირ შემთხვევაში საქმე სასამართლომდე და ქონების რეალიზაციამდე მიდის.
|