გადამრევთ ხალხო თქვენ მე
დაღესტანზეც ვერ ვიპოვე თემა.
ძალიან საინტერესო ხალხი და რეგიონია. მე რამდენადაც ვიცი ბევრი მცირე ეთნოსი ცხოვრობს დაღესტანში, თუ არ მეშლება მგონი 50 სხვადასხვა ენა-დიალექტზე მოლაპარაკე ხალხი.
ხომ არ იცით თუ არსებობს სადმე სრული ჩამონათვალი ამ ხალხებისა და ენებისა და მათი კულტურების აღწერა.
თუ სწორად მახსოვს დევიდ ლენგს ქონდა ამაზე კვლევები, ასევე ცნობილი ხელოვნების ისტორიკოსი რენე შმერლინგიც იკვლევდა ჩრდილო კავკასიის ძეგლებს.
მახსენდება ეგნანე ნინოშვილის წერილიც დაღესტანზე, სადაც წუხს, რომ დაღესტნელები ძალიან ჩარჩენილნი არიან თავიანთ "შარიათებში" და ამის გამო დაღესტნის ვენახების და არა მარტო ვენახების დიდი ნაწილი სომხების და რუსების ხელშია, ყველაფერს ისინი ეპატრონებიან.
დაღესტანში მდებარეობს ჩვენთვის საინტერესო და ცნობილი ადგილი, ქალაქი დარუბანდი (დღევანდელი გამოთქმით "დერბენტ"). ყველას გვსმენია საქართველოს დიდების პერიოდი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ბევრი ქართველი ოცნებობს საქართველოს ისევ გაერთიანებას ამ საზღვრებში, მაგრამ მათ დიდ ნაწილს ალბათ წარმოდგენაც არ აქვთ, რომ დერბენტი (დარუბანდი) საქართველოს ისტორიული ტერიტორია არაა
სასულიერო პირების ნაწილიც საკაიფოდ გვაბოლებს ხოლმე მითებით, რომ ღმერთმა უნდა გააბრწყინოს ივერია დარუნაბდამდე და ბლა ბლა ბლა...
ქალაქი დერბენტი თავისი ნარიყალით (Naryn-Kala) და სომხური ეკლესიით ძალიან საინტერესოა ნამდილად. სხვათა შორის უძველესი ქალაქია და ვიკიპედიას თუ დავუჯერებთ, რუსეთის ფედერაციის ყველაზე ძველ ქალაქადაც კი მოაქვს თავი.
განვავრცოთ თემა. განსაკუთრებით დაღესტანში მცხოვრები სხვადასხვა ხალხები მაინტერესებს. მათი ენები, კულტურა, თავისებურებები.
This post has been edited by Perfecto_77 on 9 Oct 2017, 14:25
არა არს დაფარულ...