forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კატას აქვს ეპილეფსია!, დამეხმარეთ
Alfa_Omega
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4804
წევრი No.: 46101
რეგისტრ.: 8-November 07

  გამოგზავნილია: 17 Oct 2019, 00:13  #55375093      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემ 3 წლის ფისოს აქვს ეპილეფსია, თავიდან ეპილეფსიის შეტევები დავუკავშირე "ატეხილობის" პერიოდში წამლის მიცემას და სასწრაფოდ გავუკეთე სტერილიზაცია. წელიწადზე მეტი შეტევა არ ქონია, და აგერ ბოლო დროს 2 შეტევა დაემართა 1 თვის ინტერვალით.

ვინმეს თუ გყავთ კატა ეპილეფსიის დიაგნოზით ან ვეტერინარი თუ არის აქ ვინმე

მივიღებ რჩევებს, რას მივაქციო ყურადღება?

როგორი საკვები და დიეტა შევურჩიო?

რა ანალიზები სჭირდება რა პერიოდულობით?

ვეტერენარი მყავს, კარგია, მაგრამ დიდად დახმარება ვერ მივიღე გარდა იმისა რომ არ იკურნება, მთავარია არ მირტყას თავი ან არ გადმოვარდეს....

მეტი ინფო მწირდება.

პ.ს.
გუგლი უკვე გადავქექე ინგლისურენოვანი, რუსულენოვანი ინფო ზეპირად ვიცი.

უგლუტენო დიეტაზე გადამყავს. ვინმეს ქონია გამოცდილება?


--------------------
Роли стерв даются мне с особой легкостью.
Dear God, please save me from your followers
kea
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5868
წევრი No.: 65463
რეგისტრ.: 23-June 08

გამოგზავნილია: 17 Oct 2019, 07:12  #55375601      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეპილეფსია არა მარა ჩემსას პარეზი დაემართა, მერე ტვინში სისხლის ჩაქცევაში გადაუვიდა და ერთადერთი რითაც შევძელით დახმარება იყო B12 ვიტამინების ჩხვლეტა. დიდი არაფერი შედეგი არ გამოიღო, ტყუილა იქით პანიკდებოდა ნემსებზე. კედელ-კედელ დადიოდა მერე საწყალი, ცალი მხარე რო აღარ უმუშავებდა.

მარტო ერთს გირჩევ, ჩემი პირადი გამოცდილებით, კატა და ცხოველი ადამიანი არაა, ანუ წიგნს არ კითხულობს და სერიალებს არ უყურებს, ასე რომ მისი ცხოვრების ხარისხი განისაზღვრება კონკრეტული აქტივობებით, ჭამა (გემრიელი), თამაში, მოფერება. ეს უნდა დაუბალანსო, ანუ თუ აპირებ რო აცოცხლო 15 წელი უგემურ საჭმელზე და სულ წამლებზე, მაგას სჯობს 5 წელი გააქაჩინო კატისთვის ნორმალური პირობებით.
3 წლისაა და ახალგაზრდაა ასე რომ იმედია ბევრი ბედნიერი წელი გაქვთ ერთად წინ, მთავარია მის ამ ავადმყოფობაზე არ ჩაიციკლო. love.gif


--------------------
«Правительство на другой планете живёт, родной…»
Alfa_Omega
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4804
წევრი No.: 46101
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 17 Oct 2019, 14:31  #55376727      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kea
მადლობა, არ ვიციკლები, უბრალოდ მე ვერ გავქაჩავ 5 წელი ამის შეტევების შემყურე. ეპილეფისა თუ წამლებზე არ გადაგყავს არაა საშიში (იმედი მაქვს 5 კი არა მინიმ 15 ს იცოცხლებს), საშიშია თუ ხანგრძლივი შეტევა აქვს რაც ძლიან იშვიათია და ტრამვა, რასაც ვაკონტროლებ, ფანჯრებზე ბადეები, აივანზე კარები არ იღება, მაღალი არაფერია სახლში რომ აძვრეს და იქიდან გადმოვარდეს. ახლა გადავიყვანე უგლუტენო კვებაზე, ისედაც კარგს ჭამს კარგს სვამს მოფერების და სიყვარულის ობიექტია ყველასთვის და სადაც უნდა რასაც უნდა აკეთებს.
მტვერსასრუტს აღარ ვრთავ არ მოსწონს ქალბატონს და საწოლს არ ვალაგებ თუ ბალიშზე წოლა მოუნდა მთელი დღე. ანუ ცხოვრების ხარისხს მგონი არ უჩივის...

This post has been edited by Alfa_Omega on 17 Oct 2019, 14:31
kea
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5868
წევრი No.: 65463
რეგისტრ.: 23-June 08

გამოგზავნილია: 17 Oct 2019, 15:49  #55377133      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Alfa_Omega
ხოდა მიგიგნია ყველაზე კაი რეცეპტისთვის, მეტი ბედნიერება და ნაკლები სტრესი.
წარმატებები
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0212 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]