forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (16) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ეპილაცია XVI
 
რომელ მეთოდს უწევ რეკომენდაციას?
დიოდი [ 13 ]  [38.24%]
ალექსანდრიტი [ 10 ]  [29.41%]
ელექტრო [ 11 ]  [32.35%]
Total Votes: 34
Guests cannot vote 
LOTUSi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6061
წევრი No.: 139314
რეგისტრ.: 22-November 11

  გამოგზავნილია: 18 May 2017, 15:19  #50588625      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სანამ იკითხავთ, თუ რომელი მეთოდი არის უკეთესი, გადახედეთ პირველ პოსტს

რჩევების მიცემა მოხდება საკუთარი გამოცდილების მიხედვით და არა პირადი შეხედულებების და მეზობელ-ნათესავების შედეგების მიხედვით!


განყოფილების წესებს ვამატებ კიდევ ერთ წესს,რომელიც კონკრეტულად ამ თემას ეხება: თემაში მპოსტავების/თემის ლანძღვა გინება,ბეწვიანების ძახილი და გულის არევა/რწყევები ამ თემაზე,ავტომატურად გამოიწვევს ვორნის 20%-იანი ლეველის დამატებას თქვენს ვორნლოგში,სიტყვიერი გაფრთხილების გარეშე.პატივი ეცით ფორუმსაც და თანაფორუმელებსაც.
წარმატებები



დეპილაცია – ეს არის თმის ღერის მოშორება, რომელიც კანის ზედაპირზე მდებარეობს

ეპილაცია – თმის ამოღება ძირიანად, რის დროსაც ხდება ფოლიკულის აპარატის დაზიანება.

ეპილაციის შემდეგ თმა სამწუხაროდ სამუდამოდ არ ქრება, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე აღარ შეგაწუხებთ.

ყველაზე პოპულარული საშუალებები ლაზერული და ელექტრო ეპილაციაა.



ლაზერული ეპილაცია - ალექსანდრიტი


ლაზერული ეპილაცია დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ის ითვლება ყველაზე მეტად ეფექტურ, უსაფრთხო, სწრაფ და უმტკივნეულო მეთოდად არასასურველი თმის მოშორების პროცედურებს შორის.
ალექსანდრიტის ლაზერი ეს არის ლაზერი კანის გაგრილების სისტემით, რომელიც არასასურველი თმის მოშორებას ახორციელებს სწრაფად, ეფექტურად და არასასიამოვნო შეგრძნებების გარეშე. განსაკუთრებით ბიკინის ზონის ეპილაციისას.
ალექსანდრიტის ლაზერის დამატებითი უპირატესობებიდან აღსანიშნავია გაახლგაზრდავების ეფექტი, რომელიც წარმოიქმნება ლაზერული იმპულსის ზემოქმედების გამო. კანის სტრუქტურა უმჯობესდება, იგი გლუვი ხდება.
უპირატესობები: კანის ზედაპირი არ ზიანდება, ხდება რამოდენიმე ფოლიკულზე ერთდოულად ზემოქმედება (თმის მოშორემა შედარებით იდი ზონიდან დროის მოკლე პერიოდში), უმკივნეულო პროცედურაა. სტატისტიკის მიხედვით საშუალოდ 5-10 პროცედურის შემდეგ პაციენტების 90% სამუდამოდ თავისუფლდება არასასურველი თმისგან.
ლაზერული ეპილაციის პროცედურა:
ლაზერი ზემოქმედებს თმის ფოლიკულზე. არასასურველი თმის მოშორებისთვის საჭიროა რამოდენიმე პროცედურის ჩატარება. გამომდინარე იქედან, რომ თმას აქვს ზრდა-განვითარების 3 სტადია. შესაბამისად სხვადასხვა თმის ღერი განვითარების სხვადასხვა სტადიაშია-ნაწილი თმებისა კანის ზედაპირზე კარგად შესამჩნევია, ზოგი კი- ჯერ კიდევ ფოლიკულშია ჩანასახოვან სტადიაში. ამიტომ სხვადასხვა სტადიაში მყოფი თმის ღერის მოშორება შეუძლებელია. ლაზერი ზემოქმედებს თმის ღერში არსებული პიგმენტ მელანინის მეშვეობით.
ალექსანდრიტის ლაზერის უპირატესობები:
კანის გაგრილების სისტემა, იცავს კანს გადახურებისგან, პაციენტს არ ექმნება დისკომფორტი. ყოველი პაციენტისთვის კანის ტიპის, თმის ღერის სტრუქტურისა და პიგმენტის ინტენსივობის მიხედვით ხდება რეჟიმის შერჩევა. ეს შესაძლებელია იმ კომპიუტერის საშუალებით, რომელიც აპარატშია ჩამონტაჟებული. აბსოლუტურად უმტკივნეულო ხდება პროცედურა გაგრილების ეფექტის მქონე გელის გამოყენების გამო.
იმისდა მიხედვით, სხეულისა და /ან სახის რომელ ზონაზე იგეგმება ეპილაციის ჩატარება, ხდება სხვადასხვა დიამეტრის თავების შერჩევა. თმა შორდება პროცედურის პერიოდშიც და შემდეგი 3-4 დღის განმავლობაში. საშუალოდ რეკომენდებულია 5-10 პროცედურის ჩატარება 1-2 თვიანი ინტერვალებით. არ შეიძლება გარუჯვა ლაზერულ ეპილაციამდე 1.5 თვის მანძილზე, და პროცედურის შემდგომაც 2-3 კვირა უნდა მოერიდოთ. არაა რეკომენდებული ორსულებსა და ბავშვებში, კანის ალერგიული და ინფექციური დაავადებებისას.


ლაზერული ეპილაცია - დიოდი

დიოდური ლაზერული ეპილაციისას გამოყენება მონოქრომატული სინათლე არასასურველი თმის მოსაშორებლად და ზრდის შენელებისთვის. ამ სხივის ენერგია შთაინთქმება თმის ღერის მიერ, ხოლო ფოლიკულში ჩაღწევისას, ფოლიკულის სტრუქტურა ირღვევა და რამოდენიმე ხნის შემდეგ თმა ცვივა. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ლაზერის ზემოქმედება ვრცელდება მხოლოდ აქტიურ, მზარდი თმის ღერის ფოლიკულებზე, რომელთა რაოდენობაც სხეულზე დაახლოებით 30%-მდეა.
არსებობენ მიძინებული ფოლიკულები, რომლებიც ლაზერის სხივისთვის უხილავია. ენერგია მათზე არ ზემოქმედებს ან მოქმედებს ნაწილობრივ და იწვევს მათ დეფორმეციას, თუმცა ეს ფოლიკულები არ იღუპებიან ბოლომდე. დროის რაღაც მონაკვეთში, ისინი იღვიძებენ და მათგანაც იწყებს თმა ზრდას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული: ზრდის ფაზაში არსებული თმების მთლიანი რაოდენობა არ ექვემდებარება ლაზერულ დამუშავებას, რადგან კანის ერთ ზონაზე არის მეტად მუქი და ღია თმებიც. და თუ ერთი მსხვილი და მუქი ღერის თმა რეაგირებს ლაზერის განსაზღვრულ სიმძლავრეზე, მაშინ სხვა-ნაკლებად მსხვილი და მუქი არის მდგრადი ამ ზემოქმედებისგან და მათთვის, გამოღვიძებული ფოლიკულებიდან წამოსული თმის ღერებთან ერთად, საჭიროა შემდგომი სეანსების ჩატარება 1,5-2 თვის ინტერვალით. ეპილაციის საერთ კურსი შედგება 6-8 პროცედურისგან. დიოდური ლაზერის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი სისქის, ფერის თმის მოშორება.

დიოდური ლაზერით ეპილაცია უმტკივნეულოა. მტკივნეულ ზონებში (იღლია, ბიკინი, კისერი) შეგიძლიათ გამოიყენოთ ემლას კრემი, გაკეთებამდე 1-2 საათით ადრე წაისვათ და პარკით შეიფუთოთ.

პროცედურა:
პროცედურის ჩატარების წინ ლაზერით ზემოქმედების ზონა უნდა გაიპარსოს პროცედურამდე 4-6 საათით ადრე.
პროცედურის დროს მიმდინარეობს სამოქმედო ზონის ძლიერი გაგრილება ლაზერის აპარატის საფირის ბოლოთი.
ლაზერული ეპილაციის ხანგრძლივობა დამოკიდებული სამოქმედო ზონის ზომაზე და შეადგენს 10-15 წუთიდან 1,5-2,5 საათამდე (მაგ ფეხები მთლიანად).

ორსულობა, ლაქტაცია-ეს არ წარმოადგენს აბსოლუტურ უკუჩვენებას, შესაძლებელია ჩატარდეს 1-2 პროცედურა.



უპირატესობა

პროცედურა სწრაფია და ამიტომ ტკივილსაც თითქმის ვერ ვგრძნობთ, განსაკუთრებით კარგი ეფექტი აქვს სხეულზე და რამდენიმე პროცედურაში თმა აღარ ამოდის! პირველივე პროცედურიდან შეატყობთ რომ კანი გათეთრდა თმა კი განახევრებული და ისიც ღია ფერის და რბილია.

ნაკლი

ზოგჯერ ლაზერული ეპილაცია(დიოდი და ალექსანდიტი) უშედეგოა ქერა თმისთვის. ზოგადად სახეზე (ანუ რბილ თმაზე) უფრო მეტი პროცედურაა საჭირო, თუმცა ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია.

--------------------------------------------------------------------

ელექტრო ეპილაცია

ელექტროეპილაციის პრინციპი გულისხმობს დენის თმის ბოლქვზე ზემოქმედებას, რის შედეგადაც თმა იწყებს ცვენას, შემდეგ კი აღარ იზრდება. თხელი წვერის მეშვეობით ელექტროდენი აღწევს კანის გარკვეულ სიღრმეში და იწვევს თმის ბუდის დაშლას. პროცედურა ხანგრძლივი და მკივნეულია (გაყუჩების გარეშე, თუმცა გაყუჩების - დაბუჟების შედეგად კანი სივდება, პროცედურის შემდეგ რჩება წითელი წერტილები რომლებზეც სპეციალურ დამამშვიდებლებს ისვამენ)არის რისკი იმისა რომ კანზე დარჩეს ნემსის კვალი, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიოთ სპეციალისტი

უპირატესობა

თმის სამუდამოდ მოცილების მეტი შანსი

ნაკლი

ჭირდება მეტი დრო. ეპილაციის შემდეგ რამდენიმე დღე, კანი გაღიზიანებული და დაწითლებულია.

--------------------------------------------------------------------

ფოტოეპილაცია


დღეისთვის, ფოტოეპილაცია ითვლება არასასურველი თმების მოშორების ერთ–ერთ ყველაზე თანამედროვე და ეფექტურ საშუალებად. ამ მეთოდის გამოყენების პრინციპი ეფუძნება სხივური ტალღების თმაზე ზემოქმედებას. კანის შერჩეულ, 5 კვადრატული სანტიმეტრის მოცულობის უბანზე (სადაც არასასურველი თმები უნდა მოაცილონ) სპეციალური მოწყობილობიდან დაასხივებენ სინათლის ხილულ სხივებსა და მოკლე დიაპაზონის ინფრაწითელ სხივებს, რომლის ფოტონებიც თმის დაშლას იწვევს

უპირატესობა

ფოტოეპილაცია წარმატებით უკლავდება ნებისმიერი სისქისა და ფერის თმებს, სახისა და სხეულის ნებისმიერ ადგილზე. თუმცა ესეც ინდივიდუალურია

ნაკლი

ფოტოეპილაციის შემდეგ თავი უნდა შევიკავოთ ოდეკოლონის, სუნამოების, სხვადასხვა სპირტისშემცველი ტონიკისა და ლოსიონის, აეროზოლის ტიპის ლოსიონების ხმარებისგან, რადგან ამ ყოველივემ შესაძლოა პიგმენტური ლაქები გააჩინოს კანზე.

--------------------------------------------------------------------

ელოსი

ელოს ეპილაცია აერთიანებს ორი სახის (ელექტრო და ოპტიკურ) ენერგიას. შედეგად თმის ფოლიკული ნადგურდება მაღალი სიხშირის სინათლის იმპულსისა და ელექტროდენის ერთდროული მოქმედებით.ელოს ეპილაციის ტექნოლოგია გაცილებით ეფექტურია და კომფორტული ეპილაციის სხვა სახეებთან შედარებით.ეს არის კომბინაცია ენერგიის ორი სახის.თავიდან თმაზე მოქმედებს ოპტიკური ენერგია,აცილებს მას პიგმენტს,რომელიც ყოველი თმის ღერშია მათ შორის ჭაღარაშიც. ელოს ეპილაციის დროს თმის ფოლიკული მთლიანად ნადგურდება ,ხოლო მთლიანი კურსის ჩატარებისას თმის ზრდის რისკი დამუშავებულ ზონაში მცირდება მინიმუმამდე;
უპირატესობა ელოს ტექნოლოგიის ეპილაციის სხვა მეთოდებთან შედარებით:
. პროცედურა მიმდინარეობს სწრაფად და კომფორტულად ნებისმიერი კანის ტიპის შემთხვევაში.
რისკი დამწვრობების და დეპიგმენტაციების მინიმუმამდეა დაყვანილი.
მოქმედებს ღია ფერის თმაზეც (მაგ:ღინღლოვანი თმა ზედა ტუჩზე).
გარუჯვა შესაძლებელია პროცედურამდე და პროცედურის შემდეგ ორი კვირის ვადაში.

ელოს ეპილაცია ( ტექნოლოგია ELOS ) აერთიანებს ყველა უპირატესობას არსებული ტექნოლოგიების – ფოტოეპილაციის, ლაზერული ეპილაციის და ელექტროეპილაციის.


ელოს-ეპილაცია პრაქტიკულად გამორიცხავს პროცედურების ჩატარების უკუჩვენებებს, გამონაკლისია მხოლოდ ონკოლოგიური დაავადებები და ორსულობა. უკუჩვენებების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება ექიმთან კონსულტაციის დროს შეგიძლიათ.



-------------------------------------------------------------------

კრემი დეპილაციისათვის


უბრალო, იაფი და აბსოლიტურად უმტკივნეულო საშუალება ერთი კვირით თმის მოსაშორებლად. დეპილაციის კრემებს შორის არის სხვადასხვა სახეობები: უნივერსალური, სახის, ბიკინის, იღლიის, ფეხისა და ხელისთვის და მგრძნობიარე კანისათვის. ამ საშუალებას ისმევენ კანის ზედაპირზე, აჩერებენ რამდენიმე ხანს, და შემდეგ სპეციალური შპატელის დახმარებით თმასთან ერთად იშორებენ.

უპირატესობა

სწრაფი და უმტკივნეულო მეთოდია. ამ კრემის გამოყენება პრაქტიკულად სხეულის ყველა ნაწილზე შეიძლება. იგი უფრო ხანგრძლივ ეფექტს იძლევა, ვიდრე პარსვა. თმა ამოსვლას იწყებს 5-6 დღის შემდეგ. თუ პარსვიდან მეორე დღესვე ჩნდებიან მჩხვლეტავი თმები, დეპილაციის შემდეგ თმა ამოდის რბილი, მომრგვალებული თავით, რაც გლუვი და ნაზი კანის ეფექტს ქმნის.

ნაკლი

დეპილაციის კრემს აქვს ოდნავ უსიამოვნო სპეციფიური სუნი, მის შემადგენლობაშ\ი შემავალი ნივთიერებების გამო. ეს კრემები შეიცავენ ქიმიურ კომპონენტებს, რომლებიც შლიან ზედაპირზე ამოსულ თმას. მგრძნობიარე კანის მქონე ქალებში შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. ამიტომ, წინასწარ ჩაიტარეთ ტესტი მგრძნობელობაზე. მწარმოებლები ცდილობენ შეამცირონ კრემის მავნე ზემოქმედება კანის მკვებავი და აღმდგენი ნივთიერებების დამატებით. ამიტომ, შეიძინეთ მხოლოდ ხარისხიანი კრემები, რომლებიც შეიცავენ მცენარეულ ექსტრაქტებს(ალოე ვერა, გვირილა), ვიტამინებს (Е, С, D – პანტენოლი).

--------------------------------------------------------------------
დეპილაცია ცვილის მეშვეობით

ცვილი წარმოადგენს დეპილაციის ნაკლებად ალერგიულ და უფრო ბუნებრივ საშუალებას. არსებობს ცხელი, თბილი და ცივი ცვილი.
ყველაზე ხშირად გამოიყენება ცხელი ცვილი: მას აცხელებენ მიკროტალღოვან ღუმელში ან ცხელ წყალში, შემდეგ ისმევენ თხელ ფენად და იშორებენ ქსოვილის ნაჭრით. თბილი ცვილი მოსახერხებელია იმით, რომ მისი გათბობა ხელის გულებითაც შეიძლება. იგი იყიდება სპეციალურ ფლაკონში "ბურთიანი" აპლიკატორით, რაც აიოლებს ცვილის თხელ ფენად წასმას. ცივ ცვილს უფრო ნაკლები ტემპერატურა სჭირდება, უფრო ხშირად კი მაშინვე ესმევა ქსოვილზე, ქაღალდზე ან პოლიეთილენის ზოლებზე.


უპირატესობა

ცვილი აშორებს თმას ფოლიკულთან ერთად, რისი წყალობითაც იძლევა ხანგრძლივ ეფექტს 3-4 კვირით.

ნაკლი

დამოუკიდებლად ცვილის თხელ ფენად წასმა საკმაოდ რთულია და ამ საქმის ცოდნას საჭიროებს. ამასთან, წასმისას უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად, რომ კანი არ დაიწვათ. ეს მეთოდი რამდენადმე მტკივნეულია, და პროცესის შემდეგ კანი წითლდება.

--------------------------------------------------------------------


ელექტრო ეპილატორი

ამ მინიატურული ელექტროხელსაწყოს მოქმედება მარტივია: პატარა პინცეტები თმას ფოლიკულთან ერთად წიწკნიან.

უპირატესობა

ეფექტი ერთ თვეს გრძელდება, ხოლო ხელახლა ამოსული თმა ბევრად სუსტია.

ნაკლი

ხანდახან თმა ჩაბრუნდება ხოლმე, რაც საზრუნავს შეგიქმნით. ბიკინის ზონაში ეს პროცედურა სულაც არ არის სასიამოვნო...


როგორ ავარიდოთ თავი თმის ჩაბრუნებას !

• სანამ თმის მოცილებას დავიწყებთ აუცილებლად უნდა მივიღოთ თბილი აბაზანა.
• კარგად გავიხეხოთ კანი სკრაბით და უხეში ქისით.
• საპარსი ქაფის ნაცვლად გამოიყენეთ თმის კონდენციონერი, ის არბილებს კანს და ხსნის გაღიზიანებას.
• ეპილაციის შემდეგ აუცილებელის წავისვათ თმის ზრდის შემამცირებელი ან კანის დამატენიანებელი მალამო.


თუ თმა მაინც ჩაბრუნდა

თმა უნდა ამოვიღოთ პინცეტით ან ნემსით, რომელიც სპირტით უნდა დამუშავდეს აუცილებლად. მიიღეთ ცხელი აბაზანა, გამოიყენეთ სკრაბი. კანი ჩაბრუნებული თმის გარშემო დაიმუშაბეთ სპირტით. ბრთხილად ამოწიეთ ნემსის წვერით თმის ღერი, მოკიდეთ მას პინცეტის პირი და ამოაძრეთ. შემდეგ კანი ისევ დაამუშავეთ სპირტით რომ არ შეიჭრას ინფექცია და წაისვით ანტისეპტიკური მალამო.


ბოდი შუგარინგი

ბოდი შუგარინგი" - სხეულიდან თმის მოცილების საკმაოდ ეფექტურ და ამავდროულად იაფ საშუალებას წარმოადგენს, რომელსაც როგორც ცნობილია დედოფალი კლეოპატრა ხშირად მიმართავდა. ამ მეთოდის უპირატესობა სხვა საშუალებებთან შედარებით ისაა, რომ იგი თმას ფესვიანად იღებს და დროთა განმავლობაში თმის ზრდის ინტენსივობა კლებულობს, შეფერილობაც უფრო ღია ფერის ხდება და რაც ყველაზე მთავარია: უმტკივნეულოა.

დაგჭირდებათ მხოლოდამხოლოდ: შაქარი, წყალი და ლიმონის წვენი.

ინგრედიენტები:
- 2 ჭიქა შაქარი
- 1/4 ლიმონის წვენი
- 1/4 ჭიქა წყალი

- ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ და ადუღეთ დაახლოებით 5 წუთი დაბალ ცეცხლზე. მასამ უნდა მიიღოს ყავისფერი შეფერილობა. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ მიგეწვათ. ხოლო კანის დამწვრობის თავიდან ასაცილებლად დაელოდეთ მიქსტურის ოდნავ შეგრილებას. შეგიძლიათ თავდაპირველად ხელის გულზე მოსინჯოთ, თუკი ტემპერატურა მისაღებია თქვენთვის მაშინ მიღებული ცხელი მასა სხეულის იმ ნაწილზე წაისვით სადაც გსურთ არასასურველი თმის მოცილება. გადაანაწილეთ ბლაგვი დანით ან ჯოხით. მოიმარაგეთ პატარა ბამბის ქსოვილი ანდა ქაღალდი და დააფინეთ საგულდაგულოდ წასმულ მასაზე. რამდენიმე წუთში დაკრული ქსოვილი "აიფხრიწეთ" თმის ზრდის საპირისპირო მიმართულებით.

- დარჩენილი მასა შეგიძლიათ მომავალშიც გამოიყენოთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ხელმეორედ გაცხელება გამოიწვევს მასის გასქელებას.


რამდენიმე რჩევა სწორი დეპილაციისათვის


*** ძალიან მოსახერხებელი და ეფექტურია დეპილაციის წინ სპეციალური ხელსახოცებით კანის გაწმენდა, რომლებსაც ბევრი ფირმა გთავაზობთ დეპილაციის საშუალებებთან ერთად.

***გამოიყენეთ ლოსიონები დეპილაციის შემდეგ კანის აღსადგენად და თმის ზრდის შესანელებლად. ისინი ამშვიდებენ კანს და ახანგრძლივებენ დეპილაციის ეფექტს.

***დეპილაციის პროცედურის გაკეთება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში და მენსტრუაციიდან ერთი კვირის შემდეგ, რადგან მენსტრუაციამდე და მას შემდეგ კანი უფრო მგრძნობიარე ხდება და იხრება გაღიზიანებისაკენ ჰორმონების მომატების გამო.

***ყოველი მწარმოებელი ფირმა გთავაზობთ ინსტრუქციას დეპილატორის გამოყენებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკრეტული ინსტრუქციების დაცვა ყოველი კონკრეტული დეპილაციის საშუალებისათვის.

***აუცილებლად ჩაიტარეთ ტესტი კანზე და დარწმუნდით, რომ მოცემული საშუალება არ გაგიღიზიანებთ კანს და არ მოგცემთ ალერგიას. ცნობილია, რომ დეპილატორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს 2-3 ხარისხის ქიმიური დამწვრობა, რის შედეგადაც კანზე რჩება შრამები მთელი ცხოვრების მანძილზე.

***დეპილატორიის გაჩერება კანზე ვარირებს 4-დან 15 წუთამდე. ამ დროის გაზრდამ შეიძლება კანის რეაქცია გამოიწვიოს მაშინაც კი, თუ ტესტი ჩატარებული გაქვთ.

***არასოდეს გამოიყენოთ დეპილატორები წარბებისა და წამწამების ზონაში, ასევე დამწვარ ან დაზიანებულ კანზე. პირველ შემთხვევაში მოსალოდნელია ლორწოვანი გარსის სერიოზული დამწვრობა, ხოლო მეორეში – პრობლემის გაღრმავება.


წინა თემის ლინკი: ეპილაცია XIV



user posted image



გისურვებთ კრიალა კანს!

აქ მოცემული ინფორმაცია არის ზოგადი და შედეგები ყველასთვის მაინც ინდივიდუალურია. ამ თემაში კი შეგვიძლია ეს გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს.


წინა თემის შედეგები:

ალექსანდრიტი [ 115 ] [39.79%]
დიოდი [ 75 ] [25.95%]
ელოსი [ 9 ] [3.11%]
ელექტრო [ 90 ] [31.14%]
Total Votes: 289








* * *
marimari11 421
ToyotaMR2 104
Utopian 85
kravai9 68
EGOmed 68
Scoorp 52
შენიანი 50
sophka 49
happy dreamer91 42
ma1ka 41
DogLoverrr 40
ll1992 36
lilu777 34
niako89 31
ninc_lfc 30
merciamercia 29
tamuska27 28
tako9796 28
LOTUSi 26
guka@ 26
caf58c 26
tam-tam-tam 25
Seirēn


რამდენი ხანია ჩემი თემისთვის არ დამიხედავს smile.gif ასულა 200 გვერდზე biggrin.gif
marimari11
crowned goddess


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 17827
წევრი No.: 162755
რეგისტრ.: 2-March 13

გამოგზავნილია: 18 May 2017, 17:15  #50589377      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
marimari11 421

ომგ :დდდ რაამბავია


--------------------
მაკონდოში წვიმს
katinka
river song


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 570
წევრი No.: 73848
რეგისტრ.: 7-November 08

გამოგზავნილია: 19 May 2017, 17:24  #50595298      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სახეზე და წვრილ ბეწვებზე ელექტრო ეპილაციას ვიკეთებ, პატარა ზონები სადაცაა მხოლოდ იქ დიდ ზონებს ძალიან ბევრი დრო და ნერვები უნდა.
ეხლა ვიტარებ ექსპერიმენტებს. ჭარბთმიანობისკენ მიდრეკილება არ მაქვს, ან ეპილატორით მაქვს გაუხეშებული ან პარსვით ძირითადად.
იღლიაში და კისერზე განაპარსზე გავიკეთე დიოდი, მალევე დამცვივდა და საკმაოდ ეფექტური შედეგი ქონდა მაგრამ მტკივნეული იყო მანდ მისვლას აღარ ვაპირებ, გავიკეთე სოპრანო აის რაღაცაით სალონი 69 biggrin.gif
იღლია და ფეხები ამჯერად გავიკეთე ალექსანდრიტის ლაზერით ლოტუსში, ჯერ შედეგი არ ვიცი, თითქმის ორი კვირა გავიდა და შავი წერტილები ისევ მაქვს იღლიაში.

ეხლა მინდა ხელების და კისრის გასუფთავება ორივეგან მაქვს ძალიან თხელი ღერები უბრალოდ ზოგი მუქია ზოგი ქერა, და ვფიქრობ ელოს ეპილაცია გავიკეთო თუ მოყინვის მეთოდი, გაპარსვა არ მინდა თან მეშინია ლაზერს შედეგი რომარ ქონდეს უარესი თმა არ ამომივიდეს. პირადად თუ გაქვთ გამცოდილი ამ ორიდან რომელიმე და დამეხარებით არჩევანის გაკეთებაში გამიხარდება
caf58c
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 678
წევრი No.: 122288
რეგისტრ.: 9-October 10

გამოგზავნილია: 21 May 2017, 13:55  #50606373      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
katinka

ზუსტად ეგეთი თხელი ღერები ელექტროთი ამოვიღე. გავყავი ხელი ზონებად. იდაყვამდე შემდეგ მხრამდე, შმდეგ მეორე ხელი. სულ 3-4 ჯერ მივედი. და ისეთი შედეგი მაქვს ეხლა ორსულად ვარ და აღარ ვიკეთებ და საერთოდ არც მჭირდება, უბადრუკი ღინღლებია.
ნუ, რომ არ ვიყო ორსულად ამათაც გავიცლიდი რათქმაუნდა biggrin.gif
Haxor1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2245
წევრი No.: 189804
რეგისტრ.: 7-August 14

გამოგზავნილია: 21 May 2017, 14:43  #50606681      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გაპარსვასთან დაკავშირებით არავითარ შემთხვევაში არ გაიპარსოთ ანალური ხვრელიი,ფორუმელმა ქნა და ნახეთ რა დაემარა


QUOTE (Sento555777 @ 20 June 2015, 21:03 )

რამოდენიმე წლის წინ დიდი შეცდომა დავუშვი ჩემს ცხოვრებაში,და მინდა მოგიყვეთ ჩემი ისტორია რომ თქვენც იგივე არ დაგემართოთ.მოკლედ პროჭში იმდენი თმა მქონდა რომ ბეწვები ერთმანეთში იხვევოდა და ქმნიდა დიდ ჯუნგლებს,თან ტრაკს რომ ვიწმინდავდი ბანჯგვლებზე მდზგნერი მაინც რჩებოდა,მოკლედ ტაიგა მქონდა პროჭში,ერთხელ "ხერხის"(ფილმის) ქასთინგზე მომიწვიეს,ბალახის საკრეჩი მანქანით უნდა გადაეხერხათ ჩემი ტრაკი,მაგრამ იმდენი ბეწვი მქონდა გაიჭედა და მანქანაც გავაფუჭე და მაგის ფული ცალკე მახდევინეს... ამიტომ ამა თუ იმ პრობლემების გამო გადავწყვიტე ანალური ხვრელის გაპარსვა.

ის ღამე არ დამავიწყდება როდესაც ტრაკის გაპარსვა დავაპირე,ერთგვარი ოპერაცია იყო ჩემთვის,დავითრიე ერთი საპარსი და პირსახოცი რომ დავმჯდარიყავი.მოკლედ რომ ვთქვათ ტრაკიდან დაწყებული პროჭით დამთვრებული ყველგან გავიპარსე,დუნდულები ახალდაბადებული ბავშვივით მქონდა,სარკეში რომ ვიხედებოდი ჩემი ტრაკის ყურებით ვტკბებოდი დიდხანს რომ მეყურა ცოტაც და ჩემს თავს გავჟიმავდი ისეთი ტრაკი მქონდა...(no homo) გავიღიმე დავმშიდდი და ვფიქრობდი რომ ამით პრბოლემები მორჩა.

მაგრამ ახლა ვხვდები რომ დიდი შეცდომა დავუშვი და ბანჯგვლებს დიდ პატივს ვსცემ. მომდევნო დღეს, როდესაც მზიან ამინდში,სკოლაში მივდიოდი ვიგრძენი, რომ ტრაკი მიოფლიანდებოდა და ოფლი ნელ–ნელა დუნდულების შორის,პროჭში, ჩაედინებოდა, თითქოსდა ვიღაც ან რაღაც ტრაკზე გეხებოდა,ძალიან უსიამოვნო შეგრძნება იყო.
უცებ ტუალეტში შევარდი ოფლიანი ტრაკი სალფეტკით გავისუფთავე,მაგრამ არასასიამოვნო შეგრძნება მაინც თან მახლდა. სკოლიდან გამოვედი თუ არა ვიგრძენი რომ ტრაკი სასტიკად მეფხანებოდა,თითქოს ჭიანჭველების დიდი ჯგუფი ჩემი პროჭისკენ მიემართებოდა,ისევ ვგრძნობდი ოფლს პროჭში,ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი..სახლში მივედი თუ არა ტრუსიკი გავიძრე ჩავრთე ვენტილიატორი და ტრაკი მივუშვირე,რამოდენიმე წამი ამოვისუნთქე,მაგრამ მივხვდი,რომ ეს იქამდე გაგრძელდებოდა სანამ თმა უკან არ ამომივიდოდა..

ასე რომ ბიჭებო ტრაკი არავითარ შემთხვევაში არ გაიპარსოთ!!!
✿გვირილა✿
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 7
წევრი No.: 232241
რეგისტრ.: 23-May 17

გამოგზავნილია: 23 May 2017, 15:28  #50620725      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბოდი სუგარინგის რეცეპტი არასწორად წერია 5 წუთზე მეტი უნდა დუღილი რომ ყავისფერი მიიღოს


--------------------
✿ნუ დაკარგავთ დროს ვინმესთვის რამის ასახსნელად,ადამიანებს მხოლოდ ის ესმით რაც მათ სურთ რომ გაიგონ✿
✿ვუყვარვარ–არ ვუყვარვარ✿
marimari11
crowned goddess


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 17827
წევრი No.: 162755
რეგისტრ.: 2-March 13

გამოგზავნილია: 23 May 2017, 16:10  #50620963      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
katinka
QUOTE
ელოს ეპილაცია

ამის კმაყოფილი ჯერ არავინ მინახავს
კი თქვი ელექტრო არაო მაგრამ ხელზე მაინც გაიკეთე ფინანსები თუ გიწყობს ხელს.გაიკეთებ და დაისვენებ
ალექსანდრიტს არ გირჩევ მე არ მომეწონა ხელზე.ფეხზე კაი შედეგი მქონდა
katinka
river song


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 570
წევრი No.: 73848
რეგისტრ.: 7-November 08

გამოგზავნილია: 23 May 2017, 21:03  #50622622      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
caf58c
marimari11
დღეს გავიკეთე რაღაც გაურკვეველი ეპილაცია ხელზე და კისერზე და გული მიგრძნობს რომ შევცდი და ტყუილად გადავყარე 30 ლარი, მართალია ისევ ელექტრო ჯობია საბოლოო ჯამში მაინც ბევრად იაფი გამოდის, იმიტომ რომ 6 და 12 პროცედურა ძალიან ბევრია და ეგეც არ იცი შედეგს მოგცემს თუ არა,
ალექსანდრიტი იღლიაში და ფეხზე მგონი ნორმალურია ჯერ მარტი ერთხელ გავიკეთე და არ ვიცი,
caf58c
შენ ვისთანაც გაიკეთე შეგიძლია მისი კოორდინატები ,რომ მომცე? და რამდენი დაგიჯდა დაახლოებით ხელები?
nini___
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 196
წევრი No.: 223630
რეგისტრ.: 6-September 16

გამოგზავნილია: 23 May 2017, 21:21  #50622720      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ, წვივები გავიკეთე ალექსანდრიტით ასე 4 ჯერ, ბოლოს ნატალიში და ამომივიდა რაღაც ღინღლი ამას ლაზერი ვერ დაინახავს. ელექტროთი 3 სააათი ორივეზე ამომივა ყელში, ვინმეს გაგიკეთებიათ წვივზე ელექტრო? შედეგი? ხელებზე გავიქრე ელექტროთი ისე.
caf58c
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 678
წევრი No.: 122288
რეგისტრ.: 9-October 10

გამოგზავნილია: 24 May 2017, 13:06  #50625913      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კატინკა

კატინკა, მე თბილისში არ ვცხოვრობ. გორში თუ გაწყობს დიდი სიამოვნებით დაგეხმარები
თავიდან ლაზერით დავიწყე, ლაზერმა იდაყვს დაბლა შემითხელა და ზემოთ პირიქით, დამისტიმულირა საშინლად. იდაყვს ქვემოთ 3 ჯერ ვიყავი ალბათ, თითო მისვლა ჯერ 1 საათი შემდეგ 2ვე ხელი 1 საათი მიჯდებოდა. სადღაც 70-80 ლარი ანუ.
იდაყვს ზემოთ კი უფრო ბევრჯერ მომიწია, მაგრამ ისე საშინლად მქონდა მომატებული ლაზერის შემდეგ, ჯერ ნორმალურს დაუბრუნდა და მერე დაიწყო შეთხელება, ამიტომ ვთვლი რომ 7-8 ჯერ მისვლაც ძალიან ცოტა იყო.
ამჯერად ფეხმძიმედ ვარ და აღარ დავდივარ. რომ ვითვალიერებ, ალბათ 1 საათი დამჭირდება ყველზე უბადრუკი ღინღლებიც რომ დავიცალო, თითებიდან დაწყებული მხრამდე. გველივით სლიკინა მინდა ვიყო bis.gif bis.gif თორემ ესენიც უფერო ღინღლებია.
* * *
nini___

ნინი, მე ვაპირებ ზუსატდ მასე გაკეთებას. მე არ გამიკეთებია მაგრამ ჩემმა კოსმეტოლოგმა ვიცი რომ გაიცალა თვითონ ბარძაყებზე და დავისვენეო ამბობდა, ეხლა წვივებზეც უნდა ჩავუყვეო.
PoisonnIvy
Kiss me and I'll tell you


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1871
წევრი No.: 215101
რეგისტრ.: 29-February 16

გამოგზავნილია: 24 May 2017, 14:53  #50626641      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ალექსანდრიტი კარგია წვივებზე, ბიკინის ზონა, იღლია და ხელი იდაყვამდე.

დანარჩენ ადგილებში ნემსი.

სახეზე არასდროს დაიკაროთ არც ალექსანდრიტი,არც დიოდი, არც ცვილი.
ნემსის ნერვები არ მაქვს თორე ხელებს უკვე 5 წელია ვიკეთებ ალექსანდრიტით და საერთოდ არ მაქვს შედეგი გარდა იმისა, რო 1 თვე დასვენებული ვარ


--------------------
There are poisons that blind you, and poisons that open your eyes.

Egyptian
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12384
წევრი No.: 166219
რეგისტრ.: 26-April 13

გამოგზავნილია: 24 May 2017, 15:23  #50626898      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
PoisonnIvy
და ნიკაპზე რომელი ეპილაცია ჯობია?
გვრამიას ლაზერით ვიკეთებ და შედეგი 0
(ისე მანამდე 1-2ჯერ პინცეტით გავიკეთე facepalm.gif )
ნემსის ნერვი მეც არ მაქვს :დ

This post has been edited by Egyptian on 24 May 2017, 15:24


--------------------
I'm a million different people from one
Day to the next

Habibi Egitto
PoisonnIvy
Kiss me and I'll tell you


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1871
წევრი No.: 215101
რეგისტრ.: 29-February 16

გამოგზავნილია: 24 May 2017, 15:30  #50626969      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Egyptian
საკუთარი გამოცდილებიდან ვერ გეტყვი, მანდ არ ვიკეთებ
მაგრამ ნემსზე კარგი ვარიანტი არ არსებობს მანდ.
katinka
river song


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 570
წევრი No.: 73848
რეგისტრ.: 7-November 08

გამოგზავნილია: 24 May 2017, 15:55  #50627151      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
caf58c
უი გორში ვერ ვივლი sad.gif მადლობა დიდი მაინც აქ მოვძებნი ვინმეს <3 ესე მარტივად რახან გაგიქრა ესიგი მიდრეკილება არ გქონია ჭარბთმიანობისკენ. მგონი მეც მალე გამიქრობს, ეპილაციების და ექსპერიმენტეის მიხუდეავად მაინც თხელი და ღია ფერის თმა მაქვს ხელებზე იდაყვს ზემოთ არც მაქვს, ნეტა ტავიდანვე ელექტრო გამეკეთებინა

This post has been edited by katinka on 24 May 2017, 16:06
marimari11
crowned goddess


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 17827
წევრი No.: 162755
რეგისტრ.: 2-March 13

გამოგზავნილია: 24 May 2017, 18:02  #50628136      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Egyptian
QUOTE
და ნიკაპზე რომელი ეპილაცია ჯობია?

ნემსი
სხვა არ გაიკარო მანდ არაფერი
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (16) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0282 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]