სინესთეზია (ბერძნ. συναίσθησις — ერთდროული შეგრძნება, ერთობლივი გრძნობა, თანაშეგრძნება) — ფსიქოლოგიაში აღქმის მოვლენა, როდესაც ერთი გრძნობის ორგანოს გაღიზიანებისას მისთვის დამახასიათებელი სპეციფიური შეგრძნების პარალელურად ჩნდება სხვა გრძნობის ორგანოსთვის დამახასიათებელი შეგრძნებაც. მაგ. ფერადი ყნოსვა, ფერადი სმენა და ა.შ.
ანუ ორი ან მეტი შეგრძნება ხუთი არსებულიდან ერთმანეთს კვეთს.
არსებობს რამდენიმე სახის სინესთეზია:
- დამწერლობა/ფერი - ყოველ ასოსთან გარკვეული ფერის ასოცირება (ხანდახან ამ ფერს ხედავენ კიდეც)
- მუსიკა/ფერი - ყოველ ბგერაზე ერთი ფერი (მუსიკის სმენისას ფერები მუქდება/ღიავდება, ან მხედველობის არეში მოძრაობენ)
- ციფრული სინესთეზია - ყოველი ციფრი, კვირის დღე, რიცხვი იწვევს ფერის ასოციაციას.
- ლექსიკა/გემო - ერთ-ერთი უიშვიათესი ტიპი, სადაც სიტყვის ან მათი შეთანხმების გაგებაზე, კითხვისას, ფიქრისას ენაზე ჩნდება გარკვეული გემო. გამოკვლებების შედეგად დადასტურდა, რომ ეს გემო ძირითადად ბავშბოვაში ნაჭამ საჭმელებთან ასოცირდება.
- პერსონიფიკაცია - ამ ტიპის სინესთეზიისას ასოები, თვეები, კვირის დღეები , ციფრები ასოცირდებიან გარკვეულ თვისებასთან. მაგალითად K არის ქალი, ჩუმი და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე.
კაცობრიობის დაახლოებით 4 % ს ჭირს სინესთეზია. საკმაოდ რთულია ამ ციფრის გარკვევაც, რადგან ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რომ ეს შეგრძნება მხოლოდ მათ გააჩნიათ, ან გონიათ, რომ ცოტა გიჟები არიან და შიშის ან სირცხვილის გამო არ ამხელენ.
გამოჩენილი სინესთეტები:
დუკ ელინგტონი, ვასილი კანდინსკი, ელენ გრიმო, ფრანც ლისტი, ვლადიმერ ნაბოკოვი, რიმსკი-კორსაკოვი, ალექსანდრ სკრიაბინი, ტომ იორკი, AFX, დანიელ ტამეტი.
თუ ხართ ვინმე ასეთი ან გაქვთ ვიკიპედიაზე მეტი ცოდნა
, დაამატეთ ჩემს ნაწვალებს