Dface
ⒹⒻⒶⒸⒺ
ჯგუფი: Members
წერილები: 11567
წევრი No.: 10606
რეგისტრ.: 4-June 05
|
#55250726 · 15 Sep 2019, 21:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აზრიანი ხალხი რომ მეგონა, იმ ხალხის ვოლებზე ბოლო დღეებია ისეთ პოსტებს ვნახულობ, მგონია ან თავს ისულელებენ, ან მართლა ასე ძალიან გვიჭირს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში.
განსაკუთრებით დაინტერესებულებისათვის, ვეცდები მაქსიმალურად მარტივად ავხსნა:
წამოიდგინეთ ვერტიკალური ხაზი. ხაზის ქვედა ბოლოში, ვთქვათ, არის სრული დიქტატურა, ტირანია, კონტროლი და მონობა.
ხაზის ზედა ბოლოში არის სიტუაცია, სადაც მარტო ერთი წესი მოქმედებს - შეგიძლია აკეთო ყველაფერი, რაც გინდა, თუ შენი ამ ქმედებით სხვის ასეთივე თავისუფლებას არ ზღუდავ. სანამ სხვა ადამიანს არაფერს უშავებ - ვერ გეხება ვერც ერთი პიროვნება, ვერც ბევრი, ვერც უმრავლესობა, ვერც უმცირესობა, ვერც მთავრობა, ვერც ღარიბი და ვერც მდიდარი. ვერავინ.
ჩემთვის რუსეთი იმიტომ კი არაა ცუდი, რომ ჩრდილოეთითაა, დიდია ან ქერები არიან, არამედ იმიტომ, რომ ამ ხაზზე უფრო ქვემოთაა განლაგებული და აქტიურად ცდილობს, მეც მანდეთ ჩამათრიოს. რატომ და რისთვის ცდილობს - ეგ ცალკე ამბავია და ახლა მაგის განხილვა მეზარება. უბრალოდ ფაქტია - ცდილობს.
ამერიკა კი იმიტომაა კარგი, რომ მისი დახმარებით (თუნდაც ამაში მას თავისი ინტერესები ქონდეს) მე, პირადად მე, შეიძლება უფრო ზემოთ აღმოვჩნდე. თავად ამერიკაც ჩემგან უფრო ზემოთაა (ზოგ საკითხში კი ვუსწრებ რიგითი ამერიკელის თავისუფლებას, მაგრამ რო დავაჯამოთ, ჩემს ზემოთ არიან).
ხოდა, ნებისმიერ რამეს, რაც ჩემს გარშემო ხდება, ვაფასებ ერთი კრიტერიუმით - ეს მოვლენა მე უფრო ზემოთ ამწევს თუ უფრო ქვემოთ. ჩემი პირადი თავისუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯია, თუ ჩემი პირადი მონობისკენ.
ამ კომპასით მოძრაობისას, შეიძლება შემხვდეს ნიუსი, სადაც ვხედავ, რომ ევროპული საქართველოს ლიდერი, ყოვლად კეთილი, სათნო და საყვარელი ბ-ნი ბაქრაძე გამოდის და მეუბნება, რომ სახელმწიფომ ჩემი ჯიბიდან ამოღებული ფულით კახელ გლეხებს ყურძენზე ფული უნდა წაუმატოს. დავადებ ამ ნიუსს ამ წარმოსახვით ხაზს და ვხედავ, რომ თუ ეს შესრულდა, უფრო ქვემოთ ჩადავიწევი - ხოდა მაგ დროს გამოვდივარ და ბაქრაძის ქმედებას "რუსულ სვლად" მოვიხსენიებ - რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს და მაგიტომ.
ამ დროს მხვდება კომენტარები - "ვაიმე, ზღვარი წაშალეს, ერთ ქვაბში მოხარშეს ევსაქი და პატრიოტთან ალიანსი, ეს ხომ რუსეთს აწყობს!!" - ზღვარი მე კი არა, ბაქრაძემ წაშალა, პოპულისტურ კვერცხობას რო აბრეხვებდა, რომლის შედეგიც პირადად ჩემი გაღარიბება, კახელი გლეხებისთვის სტიმულების გაღუნვა და არასწორი პოლიტიკის კეთების სტილის შენარჩუნებაა. მე უბრალოდ სახელი დავარქვი მის ქმედებას.
ამავე კომპასით მოძრაობისას, მხვდება ნიუსი, რომ "ბიძინა ივანიშვილმა თავისი პარტიის ხელით არჩევნებზე ბუნებრივი ბარიერი დააანონსა". ამ ნიუსს თუ იმ წარმოსახვით ხაზზე დავდებ, დავინახავ, რომ ახუიწელნად ზემოთ გადავიწიე. გამოვალ, ამ ქმედების გამო ტაშს დავუკრავ, ვიტყვი, რომ ეს ისეთივე მნიშვნელოვანი და კარგი რამეა, როგორც სააკაშვილის მთავრობის მიერ გადასახადების გაზრდის კონსტიტუციური შეზღუდვა და ყველაფერს ვიზამ (არაძალადობრივს), რათა ბიძინამ ეს ცვლილება გაიტანოს. ბიძინამ რომ კიდე რამე ისეთები გამოაგდოს, რითაც მე ზემოთ ადავიწევ ამ ხაზზე, დავეხმარები მას ამ ინიციატივების განხორციელებაში? აუცილებლად. ვინმემ რომ ბიძინაზე უფრო ზემოთ-ამწევი ინიციატივები გამოაგდოს, მაშინ რას ვიზამ - ბიძინას მაგივრად, მას დავეხმარები, ჩემ ხელთ არსებული ყველა ვოლუნტარისტული მეთოდით :დ ამის გამო, "ეგენი ბიძინას ხალხია, ბოლოს მის ჯიბეში აღმოჩნდებიან" ძახილი იცით რას ნიშნავს? აი ამას - შენ უშვებ, რომ ბიძინას შენზე უფრო თავისუფლებისკენ-წამყვანი იდეები ექნება, ამ ჩემს წარმოსახვით ხაზზე ბიძინა უფრო ზემოთ გადასვლას შემომთავაზებს, შენ კიდევ შეიძლება ხან ქვემოთ წამიყვანო (ტირანიისკენ, რუსეთი სადაცაა იმისკენ), ამიტომ მე შეიძლება იმ საკითხებზე, რომელიც ზემოთ წამიყვანს, ბიძინასთან ვითანამშრომლო - duh! შენ და შენი პარტია თუ გამოხვედით და უფრო რუსეთისკენ ყოფნა შემომთავაზეთ, ვიდრე ბიძინამ, რას მირჩევთ რო გავაკეთო? და თუ ზუსტად იცით, რომ ბიძინაზე მეტი თავისუფლება თქვენთანაა, მაშინ რაზე ნერვიულობთ საერთოდ? თუ მართლა მასე იქნება, მეც ხომ აუცილებლად თქვენ გვერდით ვიქნები? ყველა იმ ნაბიჯში დაგეხმარებით, რომელიც უფრო ზემოთ წამიყვანს და ყველა იმ ნაბიჯში შეგეწინააღმდეგებით, რომელიც მარცხნივ გამწევს.
არჩევნების მერეც ასე მოხდება: ორი სცენარი იქნება (თუ მოვხვდი პარლამენტში)
პირველი სცენარი: ჩემი ხმა არავის არაფერში სჭირდება, ყველას ვკიდივარ, უჩემოდ აკომპლექტებენ მთავრობას. - ამ შემთხვევაში, ვზივარ ჩემთვის და ვხმაურობ რაზეც სახმაურო მგონია, ვატრაკებ რაზეც გასატრაკებელია. ყველა ბედნიერია.
მეორე სცენარი: ჩემი ხმა წყვეტს, ვინ ქმნის მთავრობას - ნაცო, ქოცი, ევსაქი თუ ლელო. ასეთ სცენარში, საჯაროდ ვამბობ “ყველამ იცით რაც მინდა, 5 წელია არაპოლიტკორექტულად ერთსა და იმავე იდეას ვაჟღერებ. ხოდა ვინც უფრო მეტ თავისუფლებას შემომთავაზებს, იქით წავალ. ვისი დაპირებაც უფრო ზემოთ, პირადი თავისუფლებისკენ წამწევს, იმ გზას ავირჩევ. ფსონების მიღება დაიწყო!” - წარმოიდგინეთ, რამხელა შევაჭრების ძალაუფლება მექნება და რეები შეიძლება დავადებინო ფსონზე ყველა ამ დიდი მოთამაშეს? ქვეყნის სრული პრივატიზაცია, გადასახადების 10-15% დაწევა, პიროვნული თავისუფლებების გაფართოება და ა.შ. აქ ვიღაც მეტყვის - ბიძინა უფრო მეტს დაგპირდება და მერე გადაგაგდებსო. წინა აბზაცში წაიკითხეთ რა წერია - ჩემ გარეშე კოალიცია იშლება და მთავრობა უქმდება. ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამს ვერცერთი ეს დიდი ძალა ამ სცენარში ჩემს მოსატყუებლად. გადადგამს და უმრავლესობას დავუშლი. მეორე საუკეთესო შემოთავაზების ავტორთან დავაკომპლექტებ მთავრობას.
თუ თქვენს წარმოსახვაში, გირჩი ბოლო სერიაში ბიძინას გვერდით დგას, ესე იგი, თქვენსავე წარმოსახვაში, ვერცერთმა სხვა პარტიამ (ვერც თქვენმა ფავორიტმა) ერთი ადამიანის თავისუფლებისთვის, იმ წარმოსახვით ხაზზე ზემოთ გადაადგილებისთვის ბიძინაზე უკეთესი ოფერი ვერ გააკეთა. ამას უშვებთ? თუ უშვებთ, მაგ პარტიასთან როგორ ხართ საერთოდ. თუ არ უშვებთ და ზუსტად იცით, რომ თქვენ უფრო შორს დგახართ რუსეთისგან, ვიდრე ბიძინაა, მაშინ სანერვიულო რა გაქვთ, საერთოდ, ვერ ვხვდები. Hermann Szabó
--------------------
//The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time.//
|