#33435475 · 11 Oct 2012, 12:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"პირველი რუსის" ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი თვითონაც აწყობდა ლაშას, როგორც მახსოვს, ეგ ამბავი მოთხრობის გამოქვეყნებიდან ასე ექვს თვეში ატყდა და როგორც წყაროზე ამბობენ, თვითონაც შეუწყო ხელიო..
"ბოლო ზარი", "კარიკატურისტი" და "ლიტერატურული ექსპრესი" წაკითხული მაქვს, კიდევ ის მოთხრობაც მაგისაა მგონი ჰო, კორექტურა თუ რაღაც ამდაგვარი ქვია, "კარიკატურისტი" ისეთი სუსტია, მეორე დილით რომ აღარ მოგაგონდება ადამიანს. არც სხვა დანარჩენებია დიდი ბედენა, თუმცა თავისი მკითხველი ყოველთვის ეყოლება და ესეც ალბათ გასაგებია.. რაც შეეხება სექსუალურ ფანტაზიას, ჩემი აზრით, იმდენად უგემოვნოდ გამოიყურება მისი მცდელობა ყველა ჩამთვლილ წიგნში, ვფიქრობ უმჯობესი იქნებოდა საერთოდ შეეშვას..
--------------------
My life is in a mess.. სახეები არასოდეს მავიწყდება, მაგრამ თქვენთვის გამონაკლისს დავუშვებ..
Да ну вас на*уй ребята, живите как хотите!
|