დოჩანავცხოვრობ რომ ვიყო ბედნიერი...
ბედნიერება ერთი არაა...ბედნიერება ბევრია და ის წვრილმანებშია, ყველა გულწრფელი სიხარული ბედნიერებაა... სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა რამე იწვევს სუხარულს...და თან სხვადასხვანაირ სიხარულს... აქედან გამომდინარე ვერასიდეს ვიტყვი რამეზე , რომ მარტო ერთი კონკრეტული რამეა ბედნიერება და რომ მე მისი მწვერვალები უკვე დავიპყარი...
ინტერესები.. ესენი სხვადასხვა ეტაპზე თავისით ჩნდება და მერე თავისით ქრება...როცა აქტუალურია ცდილობ შეიმეცნო, ამოხსნა ეს ინტერესები...რაც არ უნდა ძნელი იყოს, მაინც სასიამოვნო პროცესია...ერთ_ერთი თავისით გაჩენილი საზრისია ცხოვრების...
მატერიალური მიზნები და სურვილები, ისინი რაც თავს უკეთესად გაგრძნობინებს, შინაგანადაც აგიმაღლებს თვითშეფასებას, შეგრძნებას და ზოგადადაც, შეიძლება სულაც ყოველდღიური რუტინა გაგიმარტივოს...ესეც არის ცხოვრების ერთ-ერთი საზრისი...
კი, ის დრო, რასაც ცხოვრებას ვეძახით, სასრულია...სამწუხაროდ...მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები უნდა დავჯდეთ და ველოდოთ მიქელას ჩვენსკენ ჩამოსეირნებას...
ჰო და კიდევ...ყველაფერი პოვნადი და შესაძლებელია, სურვილის (და არა უბრალოდ ოცნების) შემთხვევაში
პ.ს. შენთვის არ ვიცი და ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო ეხლა ეს ფიქრები და ამის დაწერა...უფრო კარგად ჩავეჭიდე ჩემი ცხოვრების საზრისებს...
This post has been edited by Aleqto on 7 Feb 2019, 22:19
“ბერძნული სიტყვაა... შეუპოვარი”
wall user