Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > კულინარია > დღეს გავაკეთე...... :)))) ნაწილი 54 |
Posted by: ხიხო 2 Jul 2020, 22:35 |
ერთ-ერთი უგემრიელესი თემა წინა ბმულები https://forum.ge/?f=82&showtopic=33849279 https://forum.ge/?f=82&showtopic=33889992&st=0 https://forum.ge/?f=82&showtopic=33912726 https://forum.ge/?f=82&showtopic=33944583 https://forum.ge/?f=82&showtopic=33978306&hl=miau&st=0 https://forum.ge/?f=82&showtopic=34007985 https://forum.ge/?f=82&showtopic=34026647 https://forum.ge/?f=82&showtopic=34040442 https://forum.ge/?f=82&showtopic=34057480 https://forum.ge/?f=82&showtopic=34068562 https://forum.ge/?f=82&showtopic=34081583 https://forum.ge/?f=82&showtopic=34095664&st=0 https://forum.ge/?f=82&showtopic=34108380 https://forum.ge/?f=82&showtopic=34118494 https://forum.ge/?f=82&showtopic=34128964&st=0 https://forum.ge/?f=82&showtopic=34139523 https://forum.ge/?f=82&showtopic=34153984&st=0 https://forum.ge/?f=82&showtopic=34170107 https://forum.ge/?f=82&showtopic=34186864 https://forum.ge/?f=82&showtopic=34200905&st=0 https://forum.ge/?&act=ST&f=82&t=34212488 https://forum.ge/?f=82&showtopic=34225208&st=0 https://forum.ge/?f=82&showtopic=34235009&st=0 https://forum.ge/?f=82&showtopic=34251092&st=0 https://forum.ge/?f=82&showtopic=34268157&st=0 https://forum.ge/?f=82&showtopic=34282859 https://forum.ge/?f=82&showtopic=34298440 https://forum.ge/?f=82&showtopic=34315612 https://forum.ge/?f=82&showtopic=34330612&st=0 https://forum.ge/?f=82&showtopic=34343819&st=0 https://forum.ge/?f=82&showtopic=34364881 https://forum.ge/?f=82&showtopic=34385514&st=0 https://forum.ge/?showtopic=34400036&f=&st=0&#entry31579676 https://forum.ge/?act=ST&f=82&t=34430626 https://forum.ge/?f=82&showtopic=34465446 https://forum.ge/?showtopic=34500453&f=&st=0&#entry35283425 https://forum.ge/?act=ST&f=82&t=34524849 https://forum.ge/?f=82&showtopic=34558917 https://forum.ge/?f=82&showtopic=34592531&st=0 https://forum.ge/?showtopic=34623560&f=&st=0& https://forum.ge/?f=82&showtopic=34661895 https://forum.ge/?f=82&showtopic=34725680 https://forum.ge/?f=82&showtopic=34790736&st=0 https://forum.ge/?f=82&showtopic=34866652&st=0 https://forum.ge/?f=82&showtopic=34907185&st=0 https://forum.ge/?f=82&showtopic=34923673 https://forum.ge/?f=82&showtopic=34954671 https://forum.ge/?f=82&showtopic=34980205&st=1500 https://forum.ge/index.php?showtopic=34999701 https://forum.ge/index.php?showtopic=35008201 https://forum.ge/index.php?act=ST&f=82&t=35023529 https://forum.ge/?f=82&showtopic=35050229 https://forum.ge/?f=82&showtopic=35090691 ხვავი და ბარაქა ყველა ჩვენთგანის მაცივარში და ხალისი, სამზარეულოში ბზრიალ-ტრიალის. |
Posted by: elchi 2 Jul 2020, 23:18 |
ხიხო მადლობა ახალი თემის გახსნისათვის. თქვენც იგივეს გისურვებთ. მე ვეცადე რამოდენიმე დღის წინ და ბმულები ვერაფრით ვერ გადმომქონდა, კომპი შევცვალე და ახლაც მაწვალებს. |
Posted by: Mako Subladze 4 Jul 2020, 13:58 | ||
elchi
ბმულიან(ლინკიან) პოსტში უნდა შეხვიდე ჩასწორების რეჟიმით, დააკოპირო ტექსტი, წამოყვება ლინკები. ასე დავადგინე წელს ჩემი მწარე გამოცდილებით. მანამდე სიმღერ-სიმღერით კოპირდებოდა ლინკები. დღეს შქმერული მოვუმზადე ოჯახს. ფოტოზე ბოდიშს იხდის ჩემი ფანრიანი ნოკია. |
Posted by: sophka 12 Jul 2020, 10:56 |
რატომ ჩაკალით თემა? ხაჭოს ნამცხვარი გამოვაცხვე დილით და ჩირი გავაკეთე. |
Posted by: anamaria77 20 Jul 2020, 14:59 |
მასკარპონეს და ფილადელფიის გარდა კრემ ყველი არის კიდევ რამე მსგავსი და რომ მითხრათ რომელია ? |
Posted by: kea 21 Jul 2020, 21:26 |
როგორაბრტყელებთ ამ დედანაქაჩ ხაჭაპურს ცომი დავამუღამე ყველი დავამუღამე არ გამოდის მრგვალი, და გამოდის ბუხანკა პურში ჩამდნარი ყველივით. ა, ესაა საქმე? წამიხდეს იმერლობა ამება |
Posted by: elchi 21 Jul 2020, 23:29 |
kea ხინკალის მოხვევა თუ იცი, ხაჭაპურიც ეგრე შეკარი და ნელნელა ყელი გაიყვანე ნაპირებში, შემდეგ გააბრტყელე და გამოგივა მრგვალი. |
Posted by: kea 22 Jul 2020, 00:41 |
elchi მოხვევის მომენტი არ მიჭირს. აი მრგვალი არ გამოდის. სკალკა როგორაა ქართულად, მოკლედ მაგით რო ვაბრტყელებ იწლაწნება უბედურად. არადა მარტო ხელით თხელი არ გამოდის. ნუმოკლედ რაღაც ტექნიკაა დასამუღამებელი რო ცომი და ყველი თანაბრად გადანაწილდეს. პოტენციურად გემრიელი უნდა გამლმსვლოდა და აჰა, გამოვიდა უჟასი. |
Posted by: elchi 22 Jul 2020, 04:06 |
kea ჯერ ხელით უნდა გადაანაწილო ყველი შეკრულ ცომში და შემდეგ გასაბრტყელებლით მისცემ მრგვალ ფორმას. |
Posted by: thug 22 Jul 2020, 04:17 |
ბებიაჩემი (გურული) აკეთებდა სასწაულ ხაჭაპურებს სრულიად განსხვავებულს სხვაგან ეგეთი არ მინახავს საქართველოში ჯერ დიდი იყო ლარჯ პიცა რომ აიღო მაგხელა მგონი რაღაც ლანგარზე დებდა მრგვალზე და ისე აცხობდა ღუმელში მეორე სულ ერთი სიმაღლის და ფორმის თხელი და ყველით სავსე. მოკლედ ეგეთი ხაჭაპური სანამ ბებიაჩემი არსებობდა მხოლოდ მაგ პერიოდში იყო... მეორე ბებია ქართლელი ეგეც მაგარს აკეთებს ოღონდ უკვე სხვა სტილში უფრო იმერულ გლეხურ სტილს ორივე მაგარია რა |
Posted by: ✨N✨ 22 Jul 2020, 17:08 | ||
არაფერი ქალამანა არაა, მე მომწონს. ეტყობა, რომ გემრიელი ხაჭაპურია. |
Posted by: Ezekia 22 Jul 2020, 18:05 | ||
შეიძლება ცომს იღებთ ბევრს, უფრო ცოტა ცომით მოსინჯეთ და ისე გააბრტყელეთ, თუ თხელი გინდათ. შეიძლება ცოტა უფრო დიდი გამოვიდეს, ლარჯი. ვარჯიშის ამბავია)) მე ეგ ამებაც მომწონს, რაღაც არ ჩანს უჟასი. |
Posted by: kactus 23 Jul 2020, 13:10 | ||
kea
არა უშავს,მეც ეგრე ვიყავი,მაგრამ იმდენი ვიწვალე,იმდენი მცდელობა მქონდა, რომ ბოლობოლო,ვისწავლე და ახლა,არა უშავს ხაჭაპურს ვაცხობ,ნუ,ისეთს,არსად და არავისთან რომ არ შემრცხვება. ვაგრძელებ სწავლას(ინტერნეტში,ნათესაობაში) და ვცდილობ მწვერვალის დაპყრობას,თუმცა,ჯერ-ჯერობით, ეს მიუღწეველ მიზნად მესახება,ალბათ,ვერასდროს შევძლებ ისეთი ხაჭაპურის გამოცხობას,ზემოთ thug რომ წერს.მეც ვიცნობ ეგეთ ადამიანებს,იმერეთსა და გურიაში, არ ვიცი,რას აკეთებენ ამისთანას,როგორ გამოსდით ენით აუწერელი ხაჭაპური.რომ უყურებ,ჩვეულებრივი წესით,ჩვეულებრივი ცომით აკეთებენ,მაგრამ ნამდვილ შედევრს ქმნიან,განსაკუთრებით გურული ნათესავი. |
Posted by: lelukaa 23 Jul 2020, 21:26 |
anamaria77 იჩიმის ლაბნეს ვხმარობ ჩიზქეიქებში და არის ძალიან კარგი, კარფურში ვყიდულობ ა ბატონო მისი გამოყენებით გამომცხვარი კლასიკური ნიუ-იორკ ჩიზქეიქი ლურჯი მოცვით <3 |
Posted by: ElChico 24 Jul 2020, 18:54 | ||
მაგარია ძალიან ყოჩაღ შენ. ეს მოცვი ევროპაშიც ძალან უყვართ და ბევრ რამეშიც იყენებენ. საქართველოსი უფრო იშვიათად. არა და ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის. |
Posted by: kea 24 Jul 2020, 19:41 | ||
აგე მეორე ცდა, ორი ამება და ერთი წაუმრგვალებს. თან თხელი მინდა რო გამოვიდეს. ფილოსოფიაა რა, ყველი არ უნდა გამოიბეროს გვერდზე ბუშტებივით, შუაში დიდი ცომი არ დარჩეს და თან თხელი იყოს, თან რბილი. elchi ამ ეტაპამდე დავამუღამე.მერეა რო იწყება გაუგებრობა. აჰა ესეც 0 ნიშნულზე კვეთა რო ვჭრი უფრო გავს ხაჭაპურს. kactus
აი ეგ დონე დამაკმაყოფილებს. ფენოვანი კიდე გამომდის რაღაცნაირად, ეს იმერული სახვითი ხელოვნება კიდე სხვა რამე ყოფილა. Ezekia ხოდა ეგ მომენტია, ცომი ნაკლები და უნდა მიხვდე რა დონემდე გააბრტყელო. მე კი მინდა თხელი გამოვიდეს მარა მერე ყველი მიბერავს ბუშტებს კიდეებში და გამოდის ამება. |
Posted by: anamaria77 25 Jul 2020, 01:11 |
lelukaa რა დამთხვევაა , მადლობა . აუცილებლად ვსინჯავ შემდეგზე იჩიმის ლაბნეს. პრეზიდენტის კრემ-ყველი ვიყიდე და მოცვის ტორტი გამოვაცხვე უგემრიელესი ჩანს თქვენი ჩიზქეიქი * * * ElChico ევროპაში არ ვცხოვრობ მაგრამ მეც ძალიან მიყვარს მოცვი )) ძალიან სასარგებლოა კი , ანტიოქსიდანტების პირველი წყაროა ) |
Posted by: ninicool 26 Jul 2020, 01:09 |
კახური ტყემალი ჩამომიტანა ჩემმა ქმარმა და ტყლაპი დავასხი. ძლიერ მიყვარს |
Posted by: ხიხო 26 Jul 2020, 12:29 | ||
სასწაულ თუ შეიძლება რეცეპტი და მომზადების წესი დაწერეთ |
Posted by: elchi 26 Jul 2020, 15:28 |
kea ასეც ვფიქრობდი, მეთქი ღუმელის ოთხკუთხა ტაფაზე აცხობსთქო. ნელნელა გამოგდით. ახლა ღუმელის მრგვალ ტაფაზე გამოაცხვეთ და შეგიძლიათ თქვათ, რომ ხაჭაპურის გაკეთება იცით. სანამ გათქვეფილ კვერცხს გამოიყენებთ, მანამდე კარაქი გადაუსვით ყველგან და ისევ შედეთ ღუმელში . იქნება რბილი და ელასტიური. წარმატებები. |
Posted by: 死海. 29 Jul 2020, 14:21 | ||
lelukaa
რეცეპტი პლზ მადის აღმძვრელად გამოიყურება ეს რამდენიმე დღის წინ, ატმით და ფორთოხლით უბრალო ტორტისმაგვარი » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: lelukaa 29 Jul 2020, 21:11 |
ElChico ძალიან სასარგებლოა კიი, მხედველობისთვის განსაკუთრებით. ეხა ბახმაროში ვარ, აქაური ლურჯი მოცვი კიდევ სულ სხვანაირად არომატულია ხიხო 死海. დაახლოებით 250გ ფხვიერ ორცხობილას(კარფურის წარმოების Speculoos-ს ვხმარობ მე) დავასხამთ 80გ გამდნარ კარაქს ვურევთ კარგად, თანაბრად ვანაწილებთ და ვტკეპნით 20სმ გასახსნელი ფორმის ძირზე. 20 წუთით ვდებთ საყინულეში. ამასობაში 400გ კრემყველს ვამატებთ 100გ შაქრის პუდრს და ერთგვაროვნებამდე ვურევთ ხელის სათქვეფით,თანდათან ვამატებთ 200გ 30%-იან არაჟანს და 150გ 35%+ ნაღებს. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ ვამატებთ 1 ს/კ კარგად სავსე სიმინდის სახამებელს და ვანილს. პირდაპირ ამ მასაშივე ვამატებთ რიგრიგობით 2 კვერცხს და ნელი მოძრაობით ვურევთ, სულ ბოლოს ვმატებთ ნახევარი ლაიმის ან ლიმნის წვენს რომ კვერცხის სუნი გააქროს ბევრი თქვეფა არ სჭირდება რადგან ჰაერით მდიდრდება და ბუშტუკებს იჩენს, მიქსერით თუ იზამთ ყველაზე დაბალი სიჩქარით ქენით და ძალიან ცოტა ხანს ურიეთ. მოკლედ შემდეგ ფორმას, რომელშიც ძირი უკვე მზადაა შემოახვიეთ გარედან ფოლგა, ჩაასხით ჩიზქეიქის მასა. ფორმა დადგით საცხობ ლანგარზე, რომელზეც დაახლოებით 1.5სმზე ასხია წყალი და შედგით ღუმელში შუა პოზიციაზე 150გრადუსზე საათი და 10 წუთი. სრული მზადყოფნის შემდეგ ღუმელშივე დატოვეთ მინ 1 საათი და საუკეთესო შემთხვევაში მაცივარში გაატენებინეთ ღამე. სულ ესაა, სურვილისამებრ დაასერვირებთ რა თქმა უნდა |
Posted by: lilu777 30 Jul 2020, 06:20 |
დღეს გავაკეთე პანაკოტა. რაკაი საზაფხულო დესერტი ყოფილა ცივი, სასიამოვნო და ჯანმრთელი |
Posted by: diliskaptenachunchxa 30 Jul 2020, 07:38 | ||
აჯანყებულ იუზერებს გაუმასპინძლდი, იქნებ დაგიბრუნდნენ გან-ყში |
Posted by: 死海. 30 Jul 2020, 11:59 |
lelukaa მადლობაა |
Posted by: <<ეგოისტკა>> 30 Jul 2020, 14:21 |
ჩემებური ფოტოები ვერ მოვასწარი ,მაგრამ ძალიან გემრიელი იყო) |
Posted by: lilu777 31 Jul 2020, 00:05 |
<<ეგოისტკა>> მშვენიერი ფოტოებია, გემოს ვგრძნობ სურათზე ისე როგორც ჩანს მარტივად აკეთებ იმდენი გაგიკეთებია რატომღაც მგონია თითო როლს ბევრი ამბავი უნდა |
Posted by: ხიხო 31 Jul 2020, 01:43 |
lelukaa მადლობა |
Posted by: <<ეგოისტკა>> 31 Jul 2020, 13:28 |
lilu777 კი,მარტივია ძალიან და არც დიდი დრო უნდა) მადლობა მართლა ძალიან გემრიელი იყო.. ზაფხულში გემრიელობების კეთება აშკარად ძაააალიან მეზარება..: ))) |
Posted by: Master_Nick 1 Aug 2020, 21:48 |
<<ეგოისტკა>> მაგარია შენი სუში, ამ ზაფხულში ნედლ თევზს იყენებ თუ დამარილებულს? |
Posted by: tavadze 2 Aug 2020, 00:34 | ||||
lelukaa
ჩემს სამშობლოში ყოფილხარ! ხომ არ იყინებით ბახმაროზე? აქ, დაბლა გვარიანად გრილა და მანდ რა იქნება, წარმომიდგენია. პ.ს. მოცვი კარგი გამახსენე, თორემ ამ თხილის გადამკიდეს სულ აღარ მახსოვდა. აწი ჩვენსკენაც შემოვა და უნდა წავიდე დასაკრეფად, ავიყოლიო უბანი, მაგრამ კაი შორს ვართ წასასვლელი მთაში - დაახლოებით 2 საათის სავალზე. წლებია, აღარ ვყოფილვარ იმ მთებში და გავიხსენებ ბავშვობას, მგლებმა თუ არ შეგვჭამეს. elchi
უფ - ფასდაუდებელი რჩევაა, თორემ ერთი ჩემი მეზობლისა არ იყოს, ჩემი ხაჭაპურიც ისეთი გამოდის, "დრუჟბით" ვერ გაჭრი. პ.ს. გაკეტებით ეს დრეები ბევრი არაფერი გამიკეთებია: გუშინ ეზოში დაკრეფილი ლობიო გავაკეთე კვერცხში ჩაშუშული, დღეს - ბოსტნეულის სუპი. |
Posted by: fermina 2 Aug 2020, 00:53 | ||
lelukaa
მოცვს როდის უმატებთ? და კიდევ, ხილის ქვეშ კიდევ რაღაც თხელი ფენა ჩანს და რა არის? |
Posted by: lilu777 2 Aug 2020, 04:45 |
<<ეგოისტკა>> აუ თუ არ დაგეზარა დაწერე რა როგორ გააკეთე ეგ სუში, თან მარტივიც თუა. სალმონი მაქვს, კიტრი მაქვს, ავოკადო მაქვს და ბრინჯიც. გარედან ის შავი კანი ცალკე უნდა ვიყიდო? |
Posted by: thug 2 Aug 2020, 07:54 |
<<ეგოისტკა>> არ დაუწერო ჩვენი მტერია |
Posted by: ✨N✨ 4 Aug 2020, 04:20 |
Pork Chops + ვაშლის, ბანანის და მარწყვის ცოცხალი სოუსი. კარტოფილის და ბროკოლის პიურე. სერვირების დროს გამოვიყენე : მანგო და მაყვალი. |
Posted by: thug 4 Aug 2020, 08:02 |
✨N✨ მდააა ...................... |
Posted by: lilu777 4 Aug 2020, 17:31 | ||
გაგვიზიარე შენი შექმნილი შედევრები |
Posted by: ✨N✨ 5 Aug 2020, 02:34 |
. |
Posted by: Outdoor 5 Aug 2020, 07:17 |
✨N✨ ბროკოლის და კარტოფილის პირეს რეცეპტი დადე რა)) |
Posted by: ✨N✨ 5 Aug 2020, 17:59 |
Outdoor მოხარშული კარტოფილი და ორთქლზე მომზადებული ბროკოლი გადაურიე, ჩაჭყლიტე კარგად ) დაუმატე კარაქი, რძე, მარილი, პილპილი, ცოტა ნივრის ფხვნილიც, თუ გიყვარს და ეგაა. დაბლენდერებაც შეგიძლია, კრემოვანი, ერთგვაროვანი მასაა ის უფრო. მეგონა, მე მოვიგონე )) თურმე უამრავი რეცეპტია ინტერნეტში, გახეხილ ჩედარსაც უმატებენ. კარგი იქნება, წესით, გაამდიდრებს გემოს. |
Posted by: ✨N✨ 6 Aug 2020, 02:11 |
Kipling ღორის ხორცს ძაან უხდება ტკბილი სოუსები, თქვენ შეიძლება არ მოგწონთ. |
Posted by: Kipling 6 Aug 2020, 02:24 |
✨N✨ კი, მე აჯიკა ან ტყემალი მირჩევნია, მურაბები ჩაისთან სიტყვიერად გაფრთხილებთ. აქ სერიოზული ხალხი შემოდის. სალაზღანდაროთ და პოსტების მოსაგროვებლად, სჯობია ვინც ასე აპირებს გაგრძელებას, სხვა განყოფილება მოძებნონ. |
Posted by: Outdoor 6 Aug 2020, 05:25 | ||
✨N✨ მადლობა, რა ადვილი ყოფილა
ამას ცხოვრებში არ დავამტებ ორივე მძულს :)__ |
Posted by: Kipling 6 Aug 2020, 05:28 |
elchi ბატონო მოდერ, მართლა არ ვლაზღანდარობ სერიოზულად ვერ წარმომიდგენია ხორცზე მურაბის მიყოლება, თქვენ? |
Posted by: ✨N✨ 6 Aug 2020, 05:55 |
Kipling აჯიკა და ტყემალი ჩვენც გვიყვარს. რა მურაბა ?! ) რატო არ გეზარება... Outdoor კარაქი უხდება ყველაფერს) ზეთს თითქმის არ ვიყენებ. |
Posted by: elchi 6 Aug 2020, 12:22 | ||
თქვენ წარმოიდგინეთ და 30-ე წელია სახლში მყავს ეგეთი ადამიანი, ჩემი შვილების დედა გახლავთ. თითოეულ ჩვენთაგანს განსხვავებული რეცეპტორები გვაქვს პირის ღრუში. მე მაგალითად ყველანაირი ხილი ძალიან მიყვარს, მაგრამ ბანანის დანახვა არ მსიამოვნებს, ჭამაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ბოსტნეულიდან ვერ მიმაკარებ ბროკოლის, ზღვის კომბოსტოს და ყაბაყს. განვსხვავდებით ერთმანეთისგან. სულ ეს არის. |
Posted by: lelukaa 8 Aug 2020, 08:30 |
tavadze 2 კვირა ვიყავი და ჯამში საოცარი ამინდები იყო, ისეთი რუჯით ჩამოვედი ზღვის რუჯი რა მოსატანია |
Posted by: ✨N✨ 8 Aug 2020, 16:37 |
Meatbolls + სპაგეტი და იტალიური სოუსი, სერვირებულის ფოტო აღარ გადამიღია ) |
Posted by: 7harvey 8 Aug 2020, 16:38 | ||
ჩვენთან რაც შემოდის, მაგულის ჭამა ისედაც არ ღირს. |
Posted by: tavadze 9 Aug 2020, 11:06 | ||
lelukaa
კარგია, კმაყოფილი თუ ხარ. ჩვენ გუშინ წავედით მოცვის საკრეფად მთაში, მაგრამ არაო, მოცვმა, ამჯერად ბოდიშიო - აერთოდ არ ესხა. ახლანდელი მოსავალი კი არა, მწვანე ნაყოფი და ყვავილებიც კი არ ჰქონდა ანუ არ იყო წლეულს მოსავალი. ჯამში 12 კილომეტრი ვიარეთ და 2 მუჭი ძლივს მოვკრიფეთ ბავშვებისთვის. სამაგიეროდ, მშვენიერი ლაშქრობა გამოგვივიდა. სოფელში 32 გრადუსი იყო სიცხე, იქ კი არც გვიგრძვნია. |
Posted by: thug 10 Aug 2020, 04:19 |
უხდება ტკბილი ხორცს ნუ გააჩნია ხორცს და მომზადების წესს მაგალითად კარგ ღორის მწვადს არც ტყემალი და არაფერი არ ჭირდება ხახვის მოყრა შეიძლება ერთი... ზოგადად სოუსები გემოს გასაუმჯობესბლად არის. ხოდა როცა ხორცი კარგია არანაირი სოუსი არ ჭირდება... კეჩუპი საერთოდ გაფუჭებული და აყროლებული ხორცის გემოს დასამალად მოიგონეს... |
Posted by: lilu777 10 Aug 2020, 05:22 |
thug კეჩუპს ვერ ვიტან და ვერც ტკბილს ხორცთან. მარტო პამიდორი მომწონს მწვადთან |
Posted by: thug 10 Aug 2020, 05:40 |
lilu777 კარამელიზებული ხახვი არ მოგწონს ბურგერზე? ჩემი გაკეთებულია BBQ ნეკნები ღუმელში მერე ძვლიდან მოხსნილი ხორცი და კარამელიზებული ხახვი |
Posted by: lilu777 10 Aug 2020, 05:42 |
thug აუ კი. ზოგადად ხახვი ძაან მიყვარს, მაგრამ აქ რომ ნეკნებს აკეთებენ და ზემოდან რაღაც ტკბილი რომ ასხია ეგ არ მიყვარს ტკბილი ტერიაკის სოუსია? თუ რას ასხავენ არვიცი |
Posted by: thug 10 Aug 2020, 05:47 |
lilu777 BBQ სოუსია მაგრამ მანდ მთავარი BBQ სოუსი არაა ნეკნებში Dry rub-ს ვაკეთებ 8 სხვადასხვა სპეციისგან მაგას ვუსმევ თავიდან ბლომად ნეკნებს რო შეიწვება ბოლოს ბუსმევ ბბქ სოუსს და უკან ვდგავ ღუმელში რომ ზედ მიახმეს ცოტა სოუსი გემრიელია უდაოდ იმასაც მოეწონება ვინც ამბობს რომ ტკბილი ხორცი არ უყვარს. ნუ BBQ სოუსიც არაა ისე მურაბის პონტში თავისი გემოები აქვს და იმენა ტკბილი არაა ბოლოს ეს ავაწყვე everything ბეიგალი კრიმ ჩიზით ლოქსით და capers ით... * * * ამასაც ვაკეთებ ხოლმე ზოგჯერ ბოლო დროს სწრაფი და მარტივია უხდება ტბილი ხორცს... ხახვი რომ დარბილდება ხორცთან ერთად ტკბილი არ ხდება? არასწორედ ესმის ხალხს... ტკბილზე მურაბა მოსხმული ხორცი წარმოუდგენიათ |
Posted by: lilu777 10 Aug 2020, 06:21 |
thug იფ იფ კაი რამეებია, მიყვარს დაწერე აბა როგორ აკეთებ Dry rub-ს |
Posted by: thug 10 Aug 2020, 06:27 | ||
lilu777
ნწ |
Posted by: Kipling 10 Aug 2020, 10:02 |
thug მეც ვერ ვიტან ვერც კეტჩუპს და ვერც კარამელიზებულ ხახვს და ტკბილ ნეკნებს გურმან ევროპელებში ეგ ითვლება, პირველ რიგში ამერიკულ უგემოვნებად, სხვა უამრავ რამესთან ერთად :დ |
Posted by: tavadze 10 Aug 2020, 10:44 | ||
thug
ხახვი მართლაც უხდება მწვადს, მაგრამ კარგი, გემოვნებიანი ტყემალი და ასევე კარგი საწებელიც კიდევ უფრო აგემრიელებს. ოღონდ საუბარია კარგზე და არა რაღაც წყალ-წყალა მასაზე. |
Posted by: thug 10 Aug 2020, 16:32 |
Kipling ეხლა აქ გვკითხე როგორ გვკიდია გურმანი ევროპელების აზრი ამერიკაზე tavadze რავიცი ღორის დაკვლაზე არასდროს მინახია ვინმეს ტყემალით ან საწებლით ეჭამოს მწვადი... ახალ და კარგ ხორცს არ ჭირდება არანაირი სოუსი ჩემი აზრით... |
Posted by: Kipling 10 Aug 2020, 17:19 | ||
thug
ეგ სხვა საკითხია, მაგრამ შაქარს ხორცთან ხმარობდნენ ჩრდილოეთის ხალხები, რომლებსაც სხვა არაფერი ჰქონდათ, მწირი არჩევანის გამო, და მათი სამზარეულოები ითვლება ყველაზე უგემოვნოდ. მეც ვეთანხმები როგორც ქართველი :დ |
Posted by: ✨N✨ 10 Aug 2020, 17:29 |
Kipling რაფინირებული შაქარი ხორცთან კიარა, ისე არ მიყვარს, მაგრამ ცოცხალი ხილის გამოყენება ღორის ხორცთან : ატამი, ქლიავი, ალუბალი, ვაშლი, მარწყვი...უგემოვნობად სად ითვლება ?! )))) ერთი ჩარჩო გაქვს არჩეული და არ გადიხარ იმ ჩარჩოდან. შენი ნებაა, მაგრამ სხვისი გემოვნების ამ ფორმით აგდება, მინიმუმ უზრდელობაა )) |
Posted by: 死海. 10 Aug 2020, 17:40 |
ბანანის ნამცხვარი თხილით და კარამელის კრემით ფოტოს გარეშE |
Posted by: Kipling 10 Aug 2020, 17:40 | ||||
✨N✨
ნებისმიერ მდიდარ და კულინარიით განთქმულ ქვეყნებში... შაქარში საერთოდ ტკბილს ვგულისხმობ
"აგდება" სად დაინახე? ჩემი აზრი გამოვთქვი, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პირადად აბა ეს თემა მხოლოდ ფოტოების დასადებადაა? |
Posted by: ✨N✨ 10 Aug 2020, 18:04 |
Kipling დღეს გავაკეთე ჰქვია ამ თემას და შენი გაკეთებული მე აქ არაფერი მინახავს ენივეი |
Posted by: Kipling 10 Aug 2020, 18:06 | ||
✨N✨
და პასუხებში მხოლოდ: ვა რა მაგარია, ხომ? :დ |
Posted by: ✨N✨ 10 Aug 2020, 18:10 |
Kipling არა, რატომ. რჩევა, შენიშვნა, ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია, მაგრამ არა საკუთარი გემოვნების უპირობო ჭეშმარიტებად გამოცხადება და სხვების გაკეთებულზე ფუუუ_ს ძახილი. მითუმეტეს, რომ საკუთარს არაფერს გვთავაზობ )) გააგრძელე. მე ვთქვი , რაც მინდოდა. |
Posted by: Kipling 10 Aug 2020, 18:49 | ||
✨N✨
მეც :დ |
Posted by: sixnik 13 Aug 2020, 13:49 |
ესეც ჩვენი გაკეთებული სტეიკი კარგი გამოვიდა. |
Posted by: <<ეგოისტკა>> 13 Aug 2020, 16:09 | ||||||
მომიტევეთ ცოტა გვიან ვნახე პოსტი: ))) კერძებს იშვიათად რომ ვამზადებ ვეღარ ვაქტიურობ აქაც * * *
რა ინტრიგას აქვს ადგილი |
Posted by: Tiktak 13 Aug 2020, 19:37 |
სოკო ტაფაზე ნიორით, შავი პილპილით და მარილით. 15 წუთში მზადაა. მისივე ცხიმში მოვბრაწე ბაგეტი. მარტივი და გემრიელი. სოკოს ქვია გერმანულად Pfeferlinge |
Posted by: Kipling 13 Aug 2020, 19:44 | ||
Tiktak გემრიელად გამოიყურება
ქართულად მიქლიო ქვია |
Posted by: tavadze 13 Aug 2020, 19:46 | ||
thug
ჩვენსკენ ეგ ჩვეულებრივი ამბავია. ვერ ვხდები, ტყემალ-საწებელი რას უშავებს მწვადს? |
Posted by: thug 13 Aug 2020, 22:56 |
tavadze დაშავებით რავი ზოგადად სოუსები არის გემოს გასაუმჯობესებლად ხო? ხოდა ახალი დაკლული ღორის მწვადს ჩემი აზრით პირიქით იმ თავის გემოს დაუფარავს სოუსი უნდა ჭამო სუფთა ხორცი სტეიკის სოუსებიც არსებობს მაგრამ უმაღლესი ხარისხის სტეიკებს არავინ ჭამს სოუსით... |
Posted by: lilu777 13 Aug 2020, 23:31 |
<<ეგოისტკა>> არაუშავს Tiktak ეს რომელი სოკოა? |
Posted by: Tiktak 14 Aug 2020, 12:44 |
lilu777 Pfeferlinge ესაა აღმოს. ევროპიდან შემოდის გერმანიაში. მე რაც გავაკეთე ბელარუსიიდანაა ექსპორტირებული. დღეს გავაკეთე რულეტი, კარამელიზირებული შერეული ხილის შიგთავსით ( ალუბალი, ატამი, ყურძენი და აშ ) და არაჟნის კრემით. |
Posted by: ხიხო 14 Aug 2020, 18:00 |
მთლა გადასარევი ვერაა მარა პირველი მცდელობისთვის არა უშავს |
Posted by: Kipling 14 Aug 2020, 19:13 | ||
lilu777
ხომ დავწერე, მიქლიო ქვია მაგ სოკოს ქართულად |
Posted by: Tiktak 14 Aug 2020, 21:03 |
ესეც იგივე მიქლიო, საოცრად გემრიელი გამოვიდა, სოკოს შეკვრაზე რაც ეწერა, იმ რეცეპტით გავაკეთე. სალათი: რუკოლა, პატარა ხახვი წვრილად დაჭრილი, 2 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, პომიდორი პატარა რგოლებად დაჭრილი, მარილი, შავი პილპილი, ზეითუნის ზეთი, ნიახური ერთი შეკვრა . ეს გახუხულ პურზე დავდოთ, ზემოდან ზეთში შემწვარი სოკო ნიახურში და მარილში. ნიახური ბოლოსკენ უნდა. ბოლოს პარმეზანი დავახეხოთ. გემო აქვს რაღაც საოცარი. |
Posted by: elchi 15 Aug 2020, 02:21 |
lilu777 როგორც მახსოვს შტატებში ცხოვრობ. იკითხე, ან თავადაც ადვილად მოძებნი. სხვა სოკოებთან ერთად იყიდება. არის დაფასოებული, მაგრამ მე წონობით ყიდვას გირჩევ. ქართულად არის მიქლიო, ინგლისურად -CHANTRELLE. ძალიან გემრიელი მწნილიც კეთდება მაგ სოკოსგან. ასევე სინჯე PORTOBELLO, ერთი შეხედვით, მუქ ქამა სოკოს ჰგავს, გემოთი კიდევ ჩვენებური ნიყვისგან ვერ გაარჩევ. |
Posted by: 死海. 15 Aug 2020, 11:08 |
რამდენიმე დღის წინ საზამთროს მურაბა გავაკეთე. ჰოდა, ვანილის დამატება რომ დამავიწყდა დღეს გამახსენდა. უნდა გავხსნა, ხელახლა მოვადუღო ვანილით ჰმ * * * Tiktak სოკო გემრიელად გამოიყურება |
Posted by: SkitterZ 15 Aug 2020, 12:11 |
რუკოლა » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: Kipling 15 Aug 2020, 12:45 | ||
SkitterZ
მასკარპონეთი? :დ |
Posted by: SkitterZ 15 Aug 2020, 15:35 |
Kipling პრეზიდენტის კრემ-ყველია რაღაც Labne |
Posted by: tavadze 16 Aug 2020, 11:25 | ||
thug
ჰოდა, ზუსტად მაგიტო გეახლებით მწვადთანაც - იმ ახალი ხორცის გემოს კიდევ უფრო აგემრიელებს, თორემ არ აფუჭებს. |
Posted by: waterlily 16 Aug 2020, 15:39 |
ოქროსფერი ჭვიშტარუკები ) |
Posted by: Blackmatter 16 Aug 2020, 18:29 |
SkitterZ რა მოგწონთ ამ რუკოლაში ვერ გამიგია რა. |
Posted by: SkitterZ 16 Aug 2020, 23:30 |
Blackmatter ავოკადოსთან ერთად რა კარგია იცი???? ? ? ? ? გეტყვი კარგი შავი პური, ზემოდან ავოკადო, ცოტა მარილი და რუკოლა აი სცადე და მოდი მერე, მადლობას მეტყვი |
Posted by: lilu777 17 Aug 2020, 02:20 | ||
პორტობელო ყველგანა რის და მიყიდია მაგრამ ეს სოკო არ შემხვედრია ჯერ ანუ პორტობელო რომ ამის მსგავსად გავაკეთო კაი გამოვა? * * * Blackmatter SkitterZ მე რუკოლას მასე არ ვჭამ. კიტრი პამიდორს დავჭრი, ავოკადოსაც ჩავაჭრი, ზეითუნის ზეთი და ბალზამიკოც უნდა მოასხა, ჩიას მარცვლებიც მოაყარო, ფეტა ყველი ან სხვა ყველიც წავა გახეხილი და ეგ არის ზოგი შტოშის ჩირსაც უკეთებს, აქ cranberry ვეძახით |
Posted by: Kipling 17 Aug 2020, 02:28 |
lilu777 მაგას უკვე რუკოლას ჭამა აღარ ქვია |
Posted by: lilu777 17 Aug 2020, 02:38 | ||
ძირითადად მაინც რუკოლაა. აბა მარტო რუკოლა აქ არუგულას ეძახიან არაა ისეთი გემრიელი აი ასე გამოიყურება ხოლმე დაახლოებით. ბერძნული სამზარეულო მიყვარს ძალიან და უნდა ვისწავლო მაგათი კერძები კარგად |
Posted by: Kipling 17 Aug 2020, 02:51 |
lilu777 ეჰ, ჩვენს წიწმატს მაინც არცერთი არ ჯობია |
Posted by: lilu777 17 Aug 2020, 03:03 |
Kipling აუ წიწმატი აქაცაა, რეჰანის არომატი მომენატრა სალათზე არც იშოვება, ჩემმა მეგობარმა სახლში დათესა ქოთანში და ვერ გაიხარა basil ეძახიან აქ რეჰანს , მაგრამ აშკარად სხვაა ეს |
Posted by: Brdzenkaci 17 Aug 2020, 04:59 |
ქათმის მწვადს როგორ აკეთებთ ხალხოო მითხარით რა დავიტანჯეეეეე |
Posted by: thug 17 Aug 2020, 05:12 |
Brdzenkaci ქათამს ჩამარინადება უნდა ............. |
Posted by: Outdoor 17 Aug 2020, 07:29 | ||
ამერიკაში არ ვიცი და კანადაში ირანელების მაღაზიაშჯ ვყიდულობ აი იმ რეჰანს ჩვენ რომ ვიცით იისფერისავითბომ არის მაგრამ ფატომღაც აქ ის კლასიკური პომიდორო, კიტრი, რეჰანი სალათი არ მიდის ჩემთვის ანუ იშვიათად ვაკეთებ უფრო მწავნეულობას ვყიდი აი შენ როგორც გაქ და ისე ვურევ )) |
Posted by: fermina 17 Aug 2020, 09:52 |
რუკოლა თბილისში და მის შემოგარენში იზრდება ყველგან ველურად. ჩემ ეზოშიც არის ოხრად ლისისკენ, მეორე პლატოზეც უამრავია. უბრალოდ ასე ტროტუარებზე და ქუჩაში მოკრეფილი ძალიან არაჰიგიენური იქნება. |
Posted by: Tiktak 17 Aug 2020, 14:01 |
ესეც რუკოლას პიცა * * * პიცა არასდროს მიყვარდა, მაგრამ ამ კორონას ჯამს დავამუღამე და ხშირად ვაკეთებ |
Posted by: SkitterZ 17 Aug 2020, 15:48 |
Tiktak ვაიმე თქვენთან პიცა რაღიიიიიირს???????????/? ?? ??? |
Posted by: lilu777 17 Aug 2020, 17:00 |
Outdoor ხო ისე საქართველოში როგორც ავოკადო ვერ ვჭამე ქართული კერძების გემოზე რომ გადავედი ალბათ ეგეთი შემთხვევაა Tiktak რა პროფესიონალური გაკეთებულია ჩემი ჰამბურგერივით სქელი გამოდის |
Posted by: thug 17 Aug 2020, 17:12 | ||
Outdoor
კაი ფული კეთდება? |
Posted by: Tiktak 17 Aug 2020, 18:56 |
lilu777 მადლობა, ხო თავიდან იმსისქე გამომდიოდა პურივით იყო, მერე მაიძულა კარანტინმა დამეხვეწა ტექნიკა. არადა სულ რაღაც 100- 150 გრ. ფქვილი უნდა 1 პორციას, პიცის მთავარი საიდუმლო თურმე ეგ ყოფილა. 2 კ. ზეუთუნის ზეთი დროჟი მარილი და მზადაა. 2 დღე ძლებს მაცივარში. |
Posted by: sixnik 19 Aug 2020, 13:01 |
ესეც დღევანდელი ნაშრომი. |
Posted by: Tiktak 19 Aug 2020, 14:17 |
ეს დღევანდელი სადილი, ბავშვობის სკოლის ბუფეტის გემო: წიწინურას კატლეტი * * * ..................... |
Posted by: Charlie-Chaplin 23 Aug 2020, 11:44 | ||
რეცეპტი რომ დაგვიწეროთ ..... |
Posted by: lilu777 25 Aug 2020, 03:31 |
დღეს გავაკეთე კუსკუსი ყველით. რაღაცით ელარჯსაც მაგონებს, მაგრამ ყველი ცოტა ვუქენი მგონი. ძაან მარტივია წყალში მარილს და ზეითუნის ზეთს ან კარაქს ჩააგდებ , რომ ადუღდება კუსკუს და გახეხილ ყველს ჩაყრი 2 წუთი ურიეთ გამორთეთ და 5 წუთი დატოვეთ დახურულ ქვაბში |
Posted by: fermina 26 Aug 2020, 19:00 |
პომიდვრის ჩირი ზეითუნის ზეთში, უგემრიელესი აპეტაიზერია. |
Posted by: sophka 26 Aug 2020, 21:18 |
fermina აუ, რა კარგი იქნებაა... რითი აზავებ პომიდორს და ზეთს? მარილი, წიწაკა/პილპილი, ორეგანო, ნიორი, დაფნის ფოთოლი, რასაც ვხედავ ეგაა თუ მეშლება? ღუმელში აშრობ? |
Posted by: Master_Nick 26 Aug 2020, 21:21 |
fermina საინტერესო აპეტაიზერი ჩანს რომელი ჯიშის პომიდორით კეთდება? |
Posted by: fermina 26 Aug 2020, 21:31 | ||||
sophka
რაღაც საოცრად გემრიელია. მართალი ხარ, რაც ჩამოთვალე ისაა, ბაზილიკიც მქონდა ხმელი და ეგეც ვუქენი, ზოგადად გემოვნებით შეიძლება შეზავება. ღუმელში ვაშრობ, კი, ცოტა დიდი დრო სჭირდება, დაბალ ტემპერატურაზე (50-70 გრადუსი) დაახლოებით 5-6 საათი. თან ძალიან პატარავდება პომიდორი, ჩათვალე, რომ ერთი პატარა ქილა არის ერთი კილო პომიდორი. ერთი ქილა კახური ზეთითაც ვსინჯე და საკმაოდ გემრიელია. პომიდვრების შეჭმის მერე დარჩენილი ზეთი გამოიყენება სალათებზე მოსასხმელად, ძალიან კარგ არომატს აძლევს. Master_Nick
ე.წ. "სლივკა" პომიდორი, მოგრძო ფორმის ხორციანი ჯიში. იყიდება, თუ გინდა სურათსაც გადავუღებ, მაგრამ რომ იკითხო, ყველამ იცის. |
Posted by: tavadze 27 Aug 2020, 00:48 | ||
fermina
ადრე მაგას რთული, მიაუ და კამპანია აქტიურად განიხილავდა და უწევდნენ რეკომენდაციას. ყოველ წელს მინდა გაკეთება, მაგრამ ვერა და ვერ მივედი მაქამდე. ისინიც ღუმელში აშრობდნენ, მაგრამ ჩირის აპარატშიც კარგი გამოვა. და ასე მგონია, სანელებლებიდან რომელიმე მძაფრი აღმოსავლური სანელებელიც მოუხდება, ან სულაც - რამდენიმე ერთად: მიხაკი, კარი, მუსკატი... შეიძლება, ნიახურის ან პიტნის რამდენიმე ფოთოლმაც საინტერესო გემოზე წაიყვანოს. აი, რეჰანი კი პომიდორს ისედაც უხდება... პ.ს. მიაუ ღუმელში შავი ქლიავისგან მარმელადსაც აკეთებდა, მახსოვს. ედო აქ რეცეპტი. მეც შევუდექი უკვე საზამთროდ მზადებას - პომიდვრის საწებელი უკვე გავაკეთე, წიწაკაც ჩავთუშე ზეთში სოფა-ს რეცეპტით, ახლა კი, თუ მოვასწარი, ტომატის დადუღება მინდა, თუ არადა, სოფელში გავაკეთებ მაგასაც და კეტჩუპსაც ჩემი ეზოს პომიდორით. კეტჩუპის გაკეთებას ისედაც სოფელში ვგეგმავ. |
Posted by: fermina 27 Aug 2020, 00:49 | ||
tavadze
მოხდენით შეიძლება მოუხდეს, მე უფრო ხმელთაშუაზღვის არომატით მინდოდა, იტალიელები როგორც აკეთებენ |
Posted by: sophka 27 Aug 2020, 07:16 |
fermina სასწაულად გამოიყურება, გავაკეთებ რამდენიმე ქილას, მომინდა. მადლობაა, საშრობი აპარატი მაქვს და იმაში გავაკეთებ. ჩირსაც მაგ ტემპერატურაზე ვაშრობ. მე რატომღაც არაფერს ვაკეთებ ზამთრისთვის, ჩირების გარდა და რამდენიმე ქილა ატმის ჯემი გავუკეთე ბავშვებს. :დ |
Posted by: fermina 27 Aug 2020, 08:44 | ||
sophka
მითუმეტეს, თუ გაქვს აპარატი... პომიდორს რომ გულები უნდა გამოაცალო, მიხვდებოდი სურათიდანაც. |
Posted by: sophka 27 Aug 2020, 10:38 |
fermina კი, კი. <3 მოვედი კეთების ხასიათზე. |
Posted by: killjoy 27 Aug 2020, 11:34 |
აუ რამდენი გემრიელობაა, მე ძააან მინდოდა ამის გაკეთება, სადღაც საიტზე ვნახე გადმოვწერე ფოტო და ახლა ვერ ვპოულობ, ხომ ვერ მასწავლით სად ვნახო? |
Posted by: lilu777 27 Aug 2020, 16:25 |
სალმონი გავაკეთე ბოსტნეულთან და ბრინჯთან ერთად, ხომ არ იცით ზემოდან რას უშვებიან მოყავისფრო რომ ხდება? ჩემი მოთეთროა მაინც . ზეუთუნის ზეთს შავ პილპილს და მარილს ვუკეთებ ძირითადად როზმარინთან ერთად. ამ ჯერზე არ მქონდა როზმარინი და კამა და ოხრახუში მოვაყარე |
Posted by: Calvi 27 Aug 2020, 16:45 | ||
lilu777 როზმარინი თევზს რათ უნდა? სწორად გიქნიათ კამა, ორეგანოც უხდება ორაგულს
ალბათ უფრო მეტად წვავენ... |
Posted by: lilu777 28 Aug 2020, 16:25 |
Calvi არა რაღაცას უსმევენ და არვიცი. ხორცს ვიცი თაფლი უხდება და ვუსმევ ხოლმე კარგი ,,შეპიწკინებული" გამოდის და თევზს არვიცი უი ორეგანო კი მაქვს მაგრამ ვერ შევიყვარე ეგ გემო ვერანაირად აქ როზმარინის დადება იციან თევზთან ერთად შეწვის დროს. როცა არ მაქვს ასე კამა და ოხრახუშს ვაყრი |
Posted by: Calvi 28 Aug 2020, 16:30 | ||||
lilu777
აუ არა რა როგორ შეიძლება ფერის გამო ხორცის გემოს ასე გაფუჭება
თუ ამერიკაში ხართ, რასაც ეგ აბსოლუტურად უგემოვნო ხალხი აკეთებს, ყველაფერი პირიქით ქენით... |
Posted by: lilu777 28 Aug 2020, 17:59 |
Calvi საერთოდ არ აქვს გავლენა გემოზე თაფლს დამიჯერეთ, არაერთხელ მიცდია. რავიცი თბილისში კულინარიის სკოლა, რომ არის ბენდუქიძის არის მგონი. შეფ ლუკაც ასწავლიდა იქ იქაც გამოიყენება როზმარინიც და თაფლიც |
Posted by: Calvi 28 Aug 2020, 18:16 | ||
lilu777
როგორ არ აქვს, რაც მე მაგათი უგემური ბარბექიუები მიჭამია სხვა გზა რომ არ მქონდა ამ ხორცის მურაბას რა გაჭმევთ მეთქი ერთხელ ჩვენებური მწვადი და კუპატი გავასინჯე და გააფრინეს... |
Posted by: thug 28 Aug 2020, 18:25 |
Calvi უგემური ბარბიქიუები ალბათ იმის ბრალი იყო ვინც არ იცოდა მომზადება ბარბიქიუ კიდევ მარტო ტკბილი და ბარბიქიუ სოუსიანი ხორცი არაა ათასნაირად ამზადებენ და სამხრეთ შტატებში ძალიან მაგარ რაღაცებს აკეთებენ |
Posted by: lilu777 28 Aug 2020, 18:51 |
thug სწორია Calvi იმ ტკბილ ბარბექიუს რასაც ამბობთ თაფლი არ უსვია ის სხვა სოუსია გემოვნების ამბავია თაფლი არ აძლევს მასეთ გემოს ძალიან თხელი ფენა უბრალოდ ფერს აძლევს და ტკაცუნას ხდის |
Posted by: •°___ 2 Sep 2020, 05:38 |
მომენატრა და სახელდახელოდ მოვამზადე) გოზინაყი ♥️ |
Posted by: thug 2 Sep 2020, 06:52 |
•°___ ნიგოზი უფრო თხლად უნდა დაჭრა |
Posted by: lilu777 2 Sep 2020, 06:53 |
•°___ რა მაგარია სულ მინდა ვცადო და მგონია არ გამომივა , აქ პეკანის იყიდება და ისეთი გემრიელია. მანდ გაიგეს უკვე პეკანი რა კარგია? თუ არის ცადე ძაან მოგეწონება ? |
Posted by: thug 2 Sep 2020, 06:56 | ||
|
Posted by: lilu777 2 Sep 2020, 07:08 |
thug რა გინდა რა ყველგან მაგას მიკომენტარებ? თბილისში რომ ვიყავი პეკანი არ იყო იმდენად გავრცელებული. ზოგმა სულ არ იცოდა რა იყო. მე კი ვიცოდი მაგრამ რა სასარგებლო იყო აქ გავიგე და აქ გავსინჯე პირველად. რა იყო აქ საფეისპალმე? |
Posted by: thug 2 Sep 2020, 07:10 |
lilu777 ჯერ ერთი სად ყველგან გიკიმენტარებ "მაგას" რითია კარგი ფიქანი? საზიზღრობაა ბარემ მზესუმზირით ურჩიე ან რამე მაგდავგარით ფეიკი "კაზინაკის" გაკეთება |
Posted by: •°___ 2 Sep 2020, 07:11 |
thug დაჭრილი არაა საერთოდ, დამეზარა, უცებ მინდოდა... freezer bag_ში ჩავყარე ნიგოზი და დავჩეჩქვე ) 1 წუთის ამბავია. lilu777 რა არ გამოგივა, უმარტივესია მოხალე ნიგოზი, გადაიტანე ცალკე, მერე წამოადუღე თაფლი , ჩაყარე ეს მასა და დაბალ ცეცხლზე განუწყვეტლივ მოურიე, 10 წუთი მაქსიმუმ. მერე დაფაზე გააბრტყელე, შეაგრილეთ და დაჭერი. პ.ს. სად მანდ?)) საქართველოში წლებია იყიდება პეკანიც, ქეშიუც და ბრაზილიური თხილი, თუ მაგას გულისხმობ. |
Posted by: lilu777 2 Sep 2020, 07:14 |
•°___ აქ ამერიკაში ვამბობ. მე არ მქონდა გასინჯული და აქ რომ ჩამოვედი აქ გავსინჯე მომეწონა ძალიან ნიგოზზე ორჯერ მეტი ღირს და ძალიან სასარგებლოა თურმე რა მარტივად მოყევი უცბად უეჭველი გავაკეთებ , მომენატრა სახლში გაკეთებული thug დაგუგლე და ნახავ რითია კარგი |
Posted by: •°___ 2 Sep 2020, 07:24 |
lilu777 როგორ მარტივადაც გაკეთდა, ისე მოვყევი შენც მარტივად გამოგივა, აი, ნახავ. პ.ს. მე მოსკოვში გავნათლდი ადრე, ყველანაირი თხილეული და "სუხაFრუქტი" იყიდებოდა ბევრ ადგილას, ტონობით ვჭამდი )) თბილისში მართლა ყველაფერს იშოვი უკვე, უბრალოდ არაადეკვატურ ფასად |
Posted by: thug 2 Sep 2020, 07:25 |
lilu777 გემოზე კაკალი ჯობია ასევე გოზინაყისთვისაც რაღაც შემცველობა და ლიბერალური თვისებები არ მაინტერესებს * * * •°___ ხო ეხლა 2 წუთში გასაკეთებლად გასაგებია მაგრამ ისე თხლად უნდა დაჭრა და უფრო თხლად უნდა გააბრტყელო ვიდრე ეგენია მანჰეტენზეც რომ მოიპოვება თაფლი იცოდით? სულ იელოვ ქაბების და უბერების გამონაბოლქვზე გაზრდილი ფუტკრების დამზადებულია |
Posted by: lilu777 2 Sep 2020, 07:33 |
thug გემოვნების ამბავია . გასასინჯად იყიდე honey glazed pecans ნახავ როგორ მოგეწონება portokali ში , sheepshead bay მარკეტშიც აქვთ წონით არის გემრიელი. * * * •°___ ხო ნელნელა მეტი შემოვა და გაიაფდება ალბათ. ავოკადოც კი არსებობს მგონი უკვე ქართული |
Posted by: thug 2 Sep 2020, 07:35 |
lilu777 ვიცი გამისინჯავს ზედმეტად რაღაცნაირი მსუყეა კაკალი მირჩევნია მოკლედ ნუშიც და რავი ყველანაირი nut რაც არსებობს |
Posted by: lilu777 2 Sep 2020, 07:36 |
thug აქ ნამდვილი თაფლი ძალიან ძალიან ძვირია. ეგ ერთადერთია რაც გამომიგზავნეს |
Posted by: •°___ 2 Sep 2020, 07:37 |
thug იცი რას გეტყვი, ძაან გემრიელი იყო და მე მომეწონა, სისქეც და წებოვნებაც )) თორემ, კლასიკურ გოზინაყს, ალბათ, ისედაც ხანგრძლივი პრაქტიკის შემდეგ თუ გავაკეთებ ისე, მაგ ლოგიკით, უამრავი სკა მინახავს საქართველოში გზის პირას, დასავლეთისკენ რომ მიდიხარ, სულ გამონაბოლქვი არაა ?! |
Posted by: thug 2 Sep 2020, 07:46 |
lilu777 რავი ძალიან ძვირი რამდენია პოკონოში რომ ავდივარ იქიდან ჩამომაქვს ხოლმე ნორმალურ ფასად ნამდვილი თაფლი. საქართველოდან გამოგზავნილი თუ პროსტა სადმე ნაყიდია 99% ნაჩალიჩარი იქნება... როგორც სხვა პროდუქტების უმრავლესობა ბაზარში და ა.შ. მე ვიცი შემოწმება როგორ უნდა ნამდვილია თუ არა თაფლი და რავი რაც მიყიდია პოკონოში ბაზარზე და ფერმაში ყველა ნაღდი აღმოჩნდა... •°___ ჯანსაღი კრიტიკა უნდა მიიღო |
Posted by: •°___ 2 Sep 2020, 07:47 |
lilu777 ბოლოს პოლონურ მაღაზიაში ვიყიდე, ვითომ ნამდვილი თაფლია...ნუ, ამათ ინდუსტრიულ ნაგავს კი სჯობს... 9.00 $ ღირდა პატარა ქილა. * * * thug საქართველოდან ჩამოტანილი მონასტრის თაფლი ვიყიდე ერთხელ რომელიღაც ქართულ მაღაზიაში, მართლა უმაგრესი იყო, ეტყობოდა რომ სუფთა და ნამდვილი. პ.ს. მე კრიტიკის მიღებაზე და განვითარებაზე პრობლემა არ მაქვს, არასდროს, მაგრამ ჩემს ნაწარმსაც ვიცავ, ჯანსაღად )) |
Posted by: thug 2 Sep 2020, 07:52 |
•°___ მინახია მეც ეგ თაფლი შეიძლება ნამდვილია უბრალოდ მე არ მიყვარს გასოლიდებული თაფლი "თხევადი" მომწონს |
Posted by: lilu777 2 Sep 2020, 07:54 |
thug პოკონოსი იქნება კარგი და ნიუ იორკთან შედარებით ალბათ უფრო იაფიც არის. საქართველოში მეფუტკრესთან ვყიდულობთ ჩვენ •°___ თუ დაგაინტერესებს მოგცემ კოორდინატებს მეფუტკრის. კარგ ფასებში აქვს თაფლი და თან სხვადასხვა. ანუ მაისის , სუროს თაფლი მე რომელიც მიყვარს და კიდევ წაბლისაც მგონი |
Posted by: •°___ 2 Sep 2020, 08:01 |
thug ისე, ნებისმიერი თაფლი თხევადდება, მდუღარე წყალში მოათავსე ქილა, ძირით ) პ.ს. ეს ბრენდი იცით შოკოლადების? ნაყინები და შეიკებიც აქვთ... მე პირველად გავსინჯე, ბრიტანული ყოფილა. ჯერ როგორი ინტერიერი და შეფუთვა ჰქონდა, დახვეწილი და განსხვავებული. მილიარდერის კვირადღე ერქვა ამას » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « * * * lilu777 სიამოვნებით, მომეცი ჩავინიშნავ... ინფორმაცია ზედმეტი არასოდესაა |
Posted by: thug 2 Sep 2020, 08:03 | ||
•°___ მდუღარე წყალში ხო დაკარგავს ყველა კარგ თვისებას )
სადაა მანჰეტენზეა? |
Posted by: •°___ 2 Sep 2020, 08:12 |
thug მე მანჰეტენზე ვიყავი, Lexington Av. სხვა ლოკაციებიც აქვს. https://hotelchocolatusa.com/ |
Posted by: Tiktak 2 Sep 2020, 20:41 |
Charlie-Chaplin 200 გრ. მოხარშული წიწიბურა, საწურზე ვაჩერებ დიდხანს. მერე 1ც. კვერცხი, ქინძის სუნელი, წითელი წიწაკა დაფქული მარილი შავი პილპილი, 2 ან 3 კბილი ნიორი (გემოვნებით) მასას ვურევ ბოლოს საფანელს, სანამ სასურველ კონსისტენციას არ მიიღებს და ვაცხობ. სულ ეგაა |
Posted by: lilu777 2 Sep 2020, 20:43 |
•°___ 579547997 მაია გოგოლაური თაფლზე რომ შეგპირდი. ფუტკრები ყავს და ადგილს უცვლიან მუდმივად. სხვადასხვა აგარაკზე დაყავს თვითონ თბილისში ცხოვრობს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ და ფასიც კარგი აქვს |
Posted by: Tiktak 2 Sep 2020, 21:54 |
ესეც მარციპანი... მე არ გამიკეთებია, მაგრამ მივირთვი, ხელოვნების ნიმუშებია ფაქტიურად |
Posted by: •°___ 3 Sep 2020, 00:36 |
lilu777 მადლობა . |
Posted by: Charlie-Chaplin 3 Sep 2020, 10:23 | ||
მადლობა ...........,........................ |
Posted by: mustafa_ibrahim 4 Sep 2020, 12:46 |
გუშინ ვეცადე როლების გაკეთებას, რაღაცა გამოვიდა... |
Posted by: •°___ 4 Sep 2020, 21:59 |
არ ვიცი მე წვრილად დაჭრილი, მსხვილად დაჭრილი ცდა N2 ამჯერად დავჭერი ) მაცივარში ვინახავ ნიგოზს, სულ ქვედა თაროზე, ზიპ-პაკეტებში და ეტყობა რომ ცივდება სირბილეს კარგავს, ტყდებოდა დაჭრის დროს...უფრო წვრილად სულ დაიფშვნებოდა... |
Posted by: dream_catcher 5 Sep 2020, 11:55 |
გოზინაყი კეთების პროცესი მოწონს, ფერებ ფერებას და გულსიყურს რომ ითხოვს ახალ წელს უხდება კრემიანი ფუნთუშები გავაკეთე საცდელად. მოეწონათ. მე ისე რაა |
Posted by: GEORGEXIII 5 Sep 2020, 13:35 |
•°___ იფფფ რა მომინდა ახალი წელი მაინც მოდიოდეს. |
Posted by: rock in rose 5 Sep 2020, 15:33 |
ჩემი პირველი პიცა <3 ცომიც ჩემი მომზადებულია და პიცის სოუსიც დღევანდელი არაა, 1 კვირის წინ მოვამზადე, მაგრამ იყოს. მომზადების შემდეგ თუ როგორი გამოვიდა მაგის გადაღება როცა გამახსენდა უკვე აღარ იყო |
Posted by: thug 5 Sep 2020, 17:59 | ||
•°___
ხვეწავ ნელ-ნელა თაფლიც მოუმატე ცოტა |
Posted by: la reine 5 Sep 2020, 22:43 |
რალამასობები დევს მე აღარ ვარ კუხნაში შესაშვები აი ვიცოდიი ვიცოდი, რომ იმ კრემში პრალინე უნდა მექნა, მაგრამ ზარმაცი რომ იქნები ადამიანი:/ ხოდა ვარ ახლა უკმაყოფილო. |
Posted by: Tiktak 7 Sep 2020, 14:15 |
ესაა გერმანული ყველიანი Spätzle შპეცლე- კვერცხით და ფქვილით კეთდება. მე მზას ვყიდულობ, არაქარხნულს. სწრაფად კეთდება და გემრიელიცაა ფრიტირებული ხახვით. |
Posted by: QISA 8 Sep 2020, 08:01 |
აჯიკის გამოცდლი რეცეპტს თუ დამიწერთ, წითელიც და მწვანეც ( ეს ბევრი მწვანილებით იყო, მომეწონა ,მშრალი არ იყო, ცოტა სველივით). პირველად უნდა გავაკეთო. მადლობა წინასწარ. |
Posted by: Tiktak 9 Sep 2020, 15:44 |
ესეც ინდურად წითელი გაროხი (მგონი სწორად ვწერ სახელს) |
Posted by: lilu777 9 Sep 2020, 22:53 |
დღეს გავაკეთე ქათმის კატლეტები ღუმელში 1. ბედნიერი ხარ რომ არ გიწევს გადაბრუნება და გადმობრუნება 2. ბევრად ჯანსაღია 3. უფრო გემრიელი 4. შეგიძლია ყველა ერთად შეწვა |
Posted by: Tobuldar 10 Sep 2020, 00:03 | ||
lilu777
რეცეპტი თუ შეიძლებოდეს plz |
Posted by: elchi 10 Sep 2020, 04:35 |
მომიწევს სათითაოდ გიპასუხოთ და შეკითხვებიც დაგისვათ. mustafa_ibrahim მომკალი და ჩხირებით ვერ გეახლები, ვერაფრით ვერ დავამუღამე, არადა აზიური სამზარეულოს ხშირი სტუმარი ვარ. rock in rose ბევრი რეჰანის ფოთოლი ხომ არ ააქვს თქვენს პიცას? გემრიელად კი გამოიყურება. QISA ეგ შეკითვა პირდაპირ ბატონ თავაძეს დაუსვით. რაც მაგას აქ აჯიკის რეცეპტზე აქვს დაწერილი?! Tiktak "გაროხს" ქართულად ბარდა ჰქვია. lilu777 კატლეტი არ არის ქართული და არც კოტლეტი. ჩვენებურად ხორცის ცხიმში შემწვარი ორცხობილა ჰქვია. არ გეწყინოს რა, ვიცი პატივს მცემ და მეც ასევე. |
Posted by: lilu777 10 Sep 2020, 04:44 |
elchi არა რა უნდა მეწყინოს , არვიცოდი, კარგია რომ თქვი Tobuldar ამათი რეცეპტით გავაკეთე და გემრიელი გამოვიდა, მხოლოდ თავზე ის რაღაც მდოგვის სოუსი არ წამისვამს 14 წუთიდან იწყებენ კეთებას https://www.youtube.com/watch?v=LMiRWBhfsiQ |
Posted by: Tobuldar 10 Sep 2020, 15:04 | ||
lilu777
აჰა, გასაგებია. tnx |
Posted by: aschenputell-TARA 10 Sep 2020, 15:30 |
lilu777 რა კარგი რამ დადეთ, მადლობა. ერთ კითხვა: რამდენი ხანი გედო ღუმელში , რამდენ გრადუსე და ზედა ქვედა , თუ ჯერ ქვედა და მერე ზედა.?? ერთი კითხვის მაგივრად 3 გამოვიდა. მადლობელი ვიქნები თუ მიპასუხებთ. იმედია მთელი სახლი არ ''ააყროლა'' კოტლეტის სუნმა. კოტლელიტ უვართ ჩემთან მაგრამ მე სუნი მაცოფებს. |
Posted by: thug 10 Sep 2020, 18:33 |
elchi ხორცის კვერი ქვია ქართულად კატლეტს ორცხობილას არაფერი კავშირი არ აქვს არც კატლეტთან არც ხორცთან |
Posted by: lilu777 10 Sep 2020, 22:15 |
aschenputell-TARA ამ ვიდეოში ამბობენ 20-25 წუთს მაგრამ მე 10-15 წუთით მეტი გავაჩერე გემოვნების ამბავია. უბრალოდ უნდა აკონტროლო ხორცი არ გამოშრეს გრადუსი 180 თქვეს მე ჯერ თქვენებურ 220 ზე ალბათ, დავიწყე , მერე 200 ზე გადავედი და ბოლო 10 წუთი 220 ისევ ჯერ ქვედა უნდა ჩართო და მერე ზედა, მაგრამ მე ორივე მქონდა ჩართული თავიდანვე დამეზარა მაგდენი ამბავი. ერთადერთი გადმოვატრიალე შუაში რომ ზეითუნის ზეთი მეორე მხარესაც მოხვედრილიყო ერთერთ პუნქტად ეგ მინდოდა დამეწერა, რომ სახლში ძლიერ სუნს არ დააყენებს ღუმელში გაკეთება და კარგიათქო, მაგრამ ვიფიქრე მერე დამიწერენ გამწოვი გვაქვს და არ გვაქვს მაგის პრობლემაო და აღარ დავწერე |
Posted by: elchi 11 Sep 2020, 00:05 | ||
ორი მხრიდან იწვება, ამიტომ ჰქვია ხორცის ორცხობილა. კვერი სხვა რამეა. |
Posted by: thug 11 Sep 2020, 05:03 |
elchi ცდები ორცხობილა საერთოდ არ ნიშნავს ორი მხრიდან შემწვარ რამეს )) მაგან შეგიყვანა შეცდომაში მგონი )) |
Posted by: shavi_kheli 11 Sep 2020, 06:42 | ||
elchi
ორცხობილა არასოდეს არ იწვება ორი მხრიდან, თუნდაც ხორცის იყოს ორჩხობილა ყოველთვის გამომცხვარია. |
Posted by: thug 11 Sep 2020, 06:45 | ||
shavi_kheli
სახელმა შეიყვანა შეცდომაში 2 ცხობილა ესეიგი 2 მხრიდან გამოცხვაო იფიქრა ალბათ |
Posted by: shavi_kheli 11 Sep 2020, 06:52 | ||
thug არც ხორცის კვერი არ ნიშნავს კატლეტის ისევე როგორც ხინკალი და ხაჭაპური არ ითარგმნება, არ ითარგმნება კატლეტიც რადგან საკუთარი სახელია. პ.ს. ზოგადად შესაძლოა თარგმნო როგორც ყველიანი პური ან ხორციანი ცომი, მაგრამ სიტყვა "ხინკალი" არ ითარგმნება * * * thug
ისე, მაგან ყველაფერი იცის პიტნას გემო როგორ გამოვაშვებინო ცივ წყალში ეგ ვერ მოვიფიქრე ჯერ. დავნაყო? არ მაქვს სანაყი... |
Posted by: thug 11 Sep 2020, 07:07 | ||
shavi_kheli ნუ თუ მაინც და მაინც პატრიოტულ ტალღაზე ხარ ხორცის კვერი უფრო ახლოსაა ვიდრე რაღაც 20 სიტყვიანი წინადადება 1 სიტყვიანი დასახელების გადმოსაცემად
დაჟინებული მზერით |
Posted by: elchi 11 Sep 2020, 14:07 |
shavi_kheli thug და სხვებმაც, ვინც მოხარშულ-ჩაშუშულს-შემწვარს და გამომცხვარს ვერ არჩევთ. არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ მსგავსი რამ!!! ცოტა გავმხიარულდეთ. 1995წელს რუსეთში აკადემიკოსთა კონფერენცია გაიმართა. დამსწრეთა შორის სამად სამი მამაკაცი აღმოვჩნდით, რომლებმაც კონფერენციის შემდეგ დალევა გადავწყვიტეთ. პურ-მარილი სასტუმროს ნომერშივე გავაშლევინეთ და ქეიფიც გახურდა. შუა ქეიფის დროს მაგიდის თავზე დაკიდებული ასვატიანი ნათურა ჩაქრა და სართულის მორიგეს ვთხოვე მისი გამოცვლა. მორიგემ ნათურა ახლით შეცვალა, მაგრამ ძველის წაღება დაავიწყდა - იქვე, მაგიდაზე დარჩა. დალევაც მეტი აღარ გვინდოდა , ვისხედით და სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით. ამ დროს ნათურას მოვკარი თვალი და დანარჩენებს ვუთხარი, რომ თუ ასვატიან ნათურას პირში ჩაიდებდა ვინმე, მის გამოღებას ვეღარ შეძლებდა. გაჩაღდა კამათი. ერთ-ერთი ოპონენტი, ფიზიკის აკადემიკოსი მეუბნება: "ასე არ შეიძლება" მე, მეცნიერებათა კანდიდატი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუ ნათურის პირში ჩადება შეიძლება, მაშინ შეიძლება მისი გამოღებაც!" - და პირში ნათურას იდებს. ცდილობენ მის გამოღებას, მაგრამ არაფერი გამოსდით. ნახევარსაათიანი წვალების შემდეგ საავადმყოფოში წასვლა გადავწყვიტეთ. ექთანს დავუძახე და პაციენტი ვაჩვენე. გაკვირვებული ექთანი ქირურგის დასაძახებლად წავიდა. მალე ექიმიც მოვიდა და პაციენტს მტევნის კიდით იმ ადგილზე დაარტყა, სადაც ქვედა ყბა თავის ქალას უერთდება. პირი უფრო ფართოდ გაიღო და ნათურაც თავისუფლად გამოვიდა, პაციენტი კი პირდაღებული დარჩა. ექიმმა აუხსნა, სანამ ნათურა პირში გედო, კუნთები დაძაბული გქონდა, ახლა კი ძლიერ მოშვებულია და სამიოდე საათის შემდეგ ისევ შეძლებ პირის მოკუმვასო. დამსახურებულმა აკადემიკოსებმა ექიმს მადლობა გადავუხადეთ, ტაქსში ჩავსხედით და სასტუმროსკენ დავიძარით. "მაინც ვერაფერი გავიგე, - მეუბნება მეორე აკადემიკოსი , - რატომ არ უნდა გამოდიოდეს ნათურა პირიდან?" ახლა მეორემ გამიპროტესტა: "ასეთი რამ უბრალოდ, შეუძლებელია", - სტაცა ნათურას ხელი და პირში ჩაიდო. ტაქსს ისევ საავადმყოფოსკენ ავაღებინე გეზი. დავიჭირეთ ექთანი, რომელიც ისტერიკაში ჩავარდა, მაგრამ ქირურგის მოსაყვანად მაინც გაიქცა. ქირურგმაც ბევრი იცინა, თუმცა ნათურა მაინც გამოიღო. უიღბლოები საავადმყოფოდან გამოვიყვანე, ტაქსი გავაჩერე და ჩავსხედით. ტაქსის მძღოლი ორი პირდაღებულის დანახვაზე დაინტერესდა: "ეს დებილები სად მიგყავს?" "რა დებილები, მეცნიერებათა კანდიდატები არიან. უბრალოდ, პირში ნათურა ჩაიდეს და ვეღარ გამოიღეს". ტაქსის მძღოლმა არ დამიჯერა. დარწმუნება დავუწყე, ვერ დავარწმუნე და ნათურა მივეცი. მოკლედ, ამჯერადაც მოგვიწია საავადმყოფოში მიბრუნება. მათ დანახვაზე ექთანი შოკში ჩავარდა, ქირურგი დიდხანს ილანძღებოდა, მაგრამ ნათურა მძღოლსაც გამოუღო პირიდან და მაგიდის კიდეს მიაფშვნა! ტაქსის მძღოლმა სასტუმროსკენ წაგვიყვანა, მაგრამ გზად ავტოინსპექტორი გადაგვეღობა, რომელმაც ვითარებაში გარკვევა გადაწყვიტა - სამი პირდაღებული და ერთი მთვრალი საეჭვოდ მოვეჩვენეთ. ერთადერთი მოლაპარაკე მე ვიყავი, მაგრამ ნასვამი, მოვახერხე ყველაფერი ამეხსნა. ინსპექტორმა ზურგი გვაქცია და თავის ჯიხურში შევიდა. იქ შუქი ჩაქრა და მცირე ხნის შემდეგ მილიციელი უკან დაბრუნდა, უკანა კარი გააღო და ჟესტით გვანიშნა, ჩავწეულიყავით. ჩაჯდა. პირიდან ნათურის ხრახნი მოუჩანდა. ტაქსი კიდევ ერთხელ მივაბრუნე საავადმყოფოში. ექთანი ძლივს მოასულიერეს და ქირურგის დასაძახებლად გაგზავნეს. ექიმის კაბინეტის კარი შეაღო თუ არა, ექთანმა დაიკივლა და გულწასული ჩაიკეცა. ოთახიდან ქირურგი გამოვიდა არაბუნებრივად დაღებული პირით... |
Posted by: aschenputell-TARA 11 Sep 2020, 19:17 |
lilu777 მადლობა გოგონიკა. გაიხარე . ამომწურავი პასუხისთვის. გავაკეთებ ეგრე აუცილებლად. ის წინასწარ ჩაშუშული ხახვი, ნიორი და სტაფილო მართლა საინტერესო გემოს აძლევს. გამიკეთებია და მომოწონს. ახლა ღუმელსაც დავუმატებ და იქნება ხოშიანი. გილოცავ დაბადების დღესო, ჯანი, ბარაქა , წინსვლა და ბევრი წარმატბებიი. |
Posted by: lilu777 12 Sep 2020, 18:07 |
aschenputell-TARA მადლობაა ისპანახს და ასეთ რამეებსაც ტაფაზე ვწალავ (ასე ქვია მგონი) და უფრო გემრიელი და მწვანეა ხოლმე |
Posted by: rock in rose 12 Sep 2020, 20:18 | ||
elchi
"ფრეშ" სახით რომ ყოფილიყო მართლა ინტენსიური გემო ექნებოდა, მაგრამ ღუმელიდან უკვე ისეთი გამოვიღე, ის ინტენსიობა დაკარგული ჰქონდა, თან ისე დავჭერი, რომ თითო ნაჭერს მხოლოდ თითო ფოთოლი შეხვედროდა. |
Posted by: tavadze 14 Sep 2020, 01:50 | ||||
elchi
QISA
2 რეცეპტს დაგიწერ, პირველ ჯერზე გეყოფა. ეს უფრო საწებელია, მაგრამ ძაან მაგარია: 5 კილო პომიდორი (მე გასაკეთებლებში ყველაფერში "სლივკას" ვიყენებ), 2 კილო ბულგარული, 1 კილო მწარე წითელი წიწაკა, 0.5 კილო ნიორი და 0.5 ლიტრი ძმარი. პომიდორები და წიწაკები გარეცხვის მერე გაატარე ხორცსაკეპ ელექტრომანქანაში (მექანიკური დაგტანჯავს), ასევე ნიორიც, დაუმატე ძმარი და მარილი გემოვნებით, ჩაასხი ემალირებულ ჭურჭელში ან "პიშევოი" თუ გაქვს და ურიე დილა-საღამოს ხის კოვზით. რამდენიმე დღეში თავისით დადუღდება. მე ასპირინს თავიდანვე ვუშვები. წლეულს მეზობელმა დამიხმარა ნადად ამ საწებელის გასაკეთებლად და ჩემი რჩევით (ჩემთან ვერ მოვიცალე ექსპერიმენტებისთვის) დავუმატეთ ხმელი სუნელები - ხმელი ქინძი, უცხო სუნელი და ყვითელი ყვავილი - ფანტასტიური გემო მისცა. ახლა კიდევ ვაპირებ სოფელში გაკეთებას და ხმელ სუნელებთან ერთად ინდურ სანელებლებსაც დავამატებ. პ.ს. თუ ცხარე არ გინდა, მწარე წიწაკას, ნიორს და ძმარს დოზები დააკელი. დასავლეთში თუ ხარ, იქაური წიწაკა 1 კილო ნაღდად ბევრია - ნახევარიც ეყოფა. საწებელადაც ხომ გემრიელია, მაგრად უხდება წვნიან კერძებს, თუ გაურევ. მეორე რეცეპტი აქაური თემებიდანაა ამოწერილი - ძველი ფორუმელის რეცეპტია და პირდაპირ დავაკოპირებ. აჯიკა ზეთში - მაცაცო-ფასტ65 ** 4 კგ. ბულგარული წითელი წიწაკა 1,500 წითელი მწარე წიწაკა 300 გრამი ნიორი 500 გრამი მწვანე ქინძი 4 ჭიქა ზეთი 3-4 ჭიქა ძმარი სუნელები: უცხო სუნელი, ქინძი მარილი გემოვნებით. ამას ყველაფერს აურევ ერთმანეთში და ნახევარი საათი ადუღებ. შემდეგ ჩაასხამ ბანკებში და შეინახავ . პ.ს. ამ შუაღამისას ბულგარული ჩავშუშე გურულიქალის რეცეპტით, ოღონდ ხვალ ჩავდებ ქილებში - ახლა ამდენი სექსისტობის თავიც არა მაქვს. ეს წუთია, მწვანილიც წამოვხარშე თავის შენაწვავში, ხვალ ისევ წამოვადუღებ და ჩავყრი ამ წიწაკებს, რომ ცხლად შევინახო. |
Posted by: lilu777 14 Sep 2020, 01:53 |
tavadze მანქანის მაგივრად ბლენდერი არ გამოდგება? და ასპირინი რად უნდა? |
Posted by: tavadze 14 Sep 2020, 02:01 | ||
lilu777
არა - ბლენდერი ძაან ათქვეფს, სხვანაირი მასა გამოვა, ფაფასავით. დაბლენდერებული პომიდორი შეგიძლია, ჩაშუშო ზუსტად იმავე პრინციპით, როგორც შესანახავად აკეთებენ ჩაშუშულ პომიდორს. ანუ განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ცხელ წყალში არ მდუღრავ და კანს არ აცლი, აბლენდერებ, თორემ მომზადების ტექნოლოგია და სანელებლები იგივეა. აი, ეგ გამოდგება როგორც ტომატად, ასევე - საწებელადაც. ასპირინი იმისთვის, რომ არ ადუღდეს. შეიძლება, ისედაც არ წამოდუღდეს, მაგრამ არ ვრისკავ. |
Posted by: lovelock 14 Sep 2020, 21:10 |
ლანჩი: Chicken wrap with paprika and Mexican spices |
Posted by: dongabo 15 Sep 2020, 00:38 |
…......... * * * სწრაფი და გამგებიანი |
Posted by: lilu777 15 Sep 2020, 01:06 |
უმი ხორცის სურათებს ვერ ვუყურებ აშკარად პოტენციური ვეგეტარიანელი ვარ |
Posted by: dongabo 15 Sep 2020, 01:25 | ||
lilu777
თვალები დახუჭე და ისე დაათვალიერე. ხანდახან თითებსშუა გამოიხედე. |
Posted by: თ_ო_ვ_ლ_ი 15 Sep 2020, 04:25 | ||
ქვის ხანის ადამიანი ჭამდა ხორცს იმიტომ რომ სხვა გზა არ ქონდა თანამედროვე ადამიანმა ისწავლა ხვნა თესვა და მცენარეული საკვების მოყვანა მომავალში ხვნა თესვაც რაიმე უფრო ისეთი მეთოდით ჩანაცვლდება რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ახლა უკვე არა ცხოველებს არამედ მცენარეებს გახდი ვეგანი დაეწიე დროს |
Posted by: lilu777 15 Sep 2020, 04:38 |
თ_ო_ვ_ლ_ი მაგდენი დრო არ მაქვს , რომ მარტო იმაზე ვიზრუნო რას შევჭამ თორე სიამოვნებით. ვეგანი რომ ხდები უნდა დააბალანსო სხვადასხვა პროდუქტით ის ვიტამინები რასაც მანამდე ხორცი გაძლევდა. მე კიდევ ძირითადად რაც შემხვდება და მოვასწრებ ვჭამ. ნუ რაც არის იმათ შორის ვარჩევ ასე, რომ თუ ოდესმე მეყოლება დიასახლისი ვისაც საჭმლის გაკეთება დაევალება ვიზამ რამე ეგეთს ან რომ დავბერდები მაშინ |
Posted by: Tiktak 21 Sep 2020, 17:23 |
lilu777 ეგ პრობლემა მაქვს მეც... ხორცი არ მინდა რომ ვჭამო, არც თევზი, მაგრამ დრო არ მაქვს და ვჭამ რაც მომხვდება. კარგი ვეგანური ან ვეგეტარიანული კვება ადვილი არაა. ამ კორონას გამო ცოტა მეშველა, დრო მაქვს და ვიკეთებ რაღაცეებს. ისე ძნელია. ვცადე რამდენჯერმე და სულ მშიოდა და ცუდად ვიყავი. |
Posted by: TT-KK 21 Sep 2020, 18:18 | ||
thug
რა საინტერესოა! თაფლზე დისერტაცია მაქვს დაწერილი, მაშინ დაზუსტებით ვიცოდი რომ მხოლოდ ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დგინდება, სუფთაა თუ ხელოვნური. |
Posted by: thug 21 Sep 2020, 18:28 |
TT-KK გასწავლო როგორ უნდა? |
Posted by: TT-KK 21 Sep 2020, 18:34 |
thug კიიიი! მასწავლე ძალიან გთხოვ. |
Posted by: fermina 21 Sep 2020, 22:09 |
გუშინ და დღეს გავაკეთე ატმის წვენი: შინდის მოსავალი ავიღე: და დასკვნითი ნაწილი: |
Posted by: Master_Nick 21 Sep 2020, 22:33 |
fermina კარგი მოსავალი აგიღია, ყოჩაღ! შენი რეცეპტით პომიდვრის ჩირის აპეტაიზერი გავაკეთე და სუპერ, სერიოზული გურმანების მოწონება დავიმსახურე მაგარი რამეა! |
Posted by: fermina 21 Sep 2020, 22:46 | ||||
Master_Nick
კი, ძალიან დახვეწილი, გურმანული რამეა, ადვილი გასაკეთებელიცაა, დროის ამბავს თუ არ ჩავთვლით, თან ძალიან პატარავდება
უგემრიელესია ყველაფერი თან, ახლა ამ შინდისგან საწებლის გაკეთება მინდა, კარგ რეცეპტს ვეძებ. |
Posted by: Master_Nick 21 Sep 2020, 23:49 |
fermina მართლა გურმანული რამეა, ეგეთი აპეტაიზერები სხვაც თუ იცი გამიზიარე რეცეპტები შინდზე ყვითელი/მწვანე ფერებით რა არის? |
Posted by: lilu777 22 Sep 2020, 00:32 |
fermina მე პამიდვრის მოსავალი ავიღე და ეხლა ვფიქრობ პირდაპირ ჭამის გარდა კიდევ რა შეიძლება გავაკეთო ამისგან მარტივად |
Posted by: elchi 22 Sep 2020, 02:28 |
lilu777 ჩიჟი-პიჟი ჰქვია. უმაგრესი რამეა. პომიდორთან ერთად თხლად დაჭრილი ხახვი და კვერცხი მოახალე როცა მოდუღებას დაიწყებს. ეს ყველაფერი ტაფაზე უნდა გაკეთდეს. მარილი და პილპილი თავისთავად, ცოტა მწვანილიც შეიძლება. მცენარეული ზეთიც არ დაგავიწყდეს. |
Posted by: thug 22 Sep 2020, 03:03 | ||
კაი რამეა დიდი ხანია არ მიჭამია |
Posted by: lilu777 22 Sep 2020, 03:47 |
elchi ეხლა გამახსენდა პატარა რომ ვიყავი ბაბუაჩემი მიკეთებდა ხოლმე |
Posted by: fermina 22 Sep 2020, 05:35 | ||
Master_Nick
დეკორატიული გოგრა |
Posted by: tavadze 22 Sep 2020, 20:52 | ||||
elchi
მაგას მე ვაკეთებ კარგად - ზოგჯერ კვერცხის ჩახლა მავიწყდება. ახლა პომიდორიც ორიგინალურად ჩავშუშე, მაგრამ ყველაფერს ნუ მომაყოლებთ. lilu777
ხახვში, ზეთში და მწვანილებში ჩაშუშე და სეინახე. ეგეც იგივე ჩიჟი-ბიჟია, ოღონდ როცა ინახავ, კვერცხი არ უნდა. |
Posted by: thug 22 Sep 2020, 23:07 |
ჩიჟი-ბიჟის წინაპარი შაკშუკაა ხო? .............. |
Posted by: ?.....? 23 Sep 2020, 16:03 |
..,...... |
Posted by: keen 23 Sep 2020, 16:26 |
დღეს, პირველად ჩემ ცხოვრებაში, გავაკეთე ლობიო ტომატის გარეშე და შიგნით ჩახარშული ხახვ/მწვანილეულით... მწნილმა ცოტა გააკეთილშობილა |
Posted by: ჰოლდენი 23 Sep 2020, 17:48 | ||
აჯიკა |
Posted by: TT-KK 24 Sep 2020, 12:58 | ||
მენე-მენი ქვია ყველგან მაგ კერძს, ჩიჟი-ბიჟი სხვა რამეა. |
Posted by: thug 24 Sep 2020, 17:32 |
TT-KK შაკშუკას ქვია მენე-მენი? პირველად გავიგე... დავსერჩე ეხლა და ეგ მენემენ ყოფილა თურქული. შაკშუკა სხვა რამეა. |
Posted by: ninicool 24 Sep 2020, 20:38 | ||
lilu777
თუ საყინულეში ადგილი გაქვს, გაფრცვქვენი, დაჭერი და გაყინე. ზამთარში ძალიან კარგია ჩახოხბილეულის გასაკეთებლად. |
Posted by: lilu777 25 Sep 2020, 07:27 |
ninicool აუ რავიცი, მე რაც გავყინე არაფერი არ გამომადგა რაღაც ვერ ვყინავ სწორად მგონი თორე კაი აზრია |
Posted by: WP-Rex 25 Sep 2020, 11:12 |
thug ჩიჟი-პიჟი ახლოსაც ვერ მივა შაკშუკასთან. თუ გაკეთებას აპირებთ, აუცილებლად გააკეთეთ ძირით. არ ინანებთ. ძირა და კვერცხის გული ქმნის უგემრიელეს კომბინაციას. |
Posted by: thug 25 Sep 2020, 16:33 |
WP-Rex არ მითქვია არსად რომ შაკშუკას ჯობია ალბათ შაკშუკადან მოდის მეთქი |
Posted by: ninicool 25 Sep 2020, 16:39 | ||
lilu777
კონტეინერებში ვყინავთ ჩვეულებრივად. ხორციანი კერძები კარგი გამოდის, წყალ-წყალა წვენი არ აქვს. ან ცალკე პომიდორს ჩავშუშავთ ხოლმე, რადგან მე ხორცს აღარ ვჭამ, ეგაა მგონი, ჩიჟი პიჟი. უბრალოდ, თუ პომიდორი გემრიელი და ხარისხიანი არ არის, გაყინვას აზრი არ აქვს. |
Posted by: WP-Rex 26 Sep 2020, 00:19 | ||
thug
არ მითქვია არსად, თითქოს ამბობდი შაკშუკას ჯობიაო. |
Posted by: კასიოპეა✨ 26 Sep 2020, 04:36 |
დღეს, ცხოვრებაში პირველად გავაკეთე ჩახოხბილი ) ოღონდ მთლიანი ქათმით არა, ფილე გამოვიყენე. |
Posted by: მეტამორფოზა 29 Sep 2020, 18:32 | ||||
არ მიყვარს,მარა შენსას,რომ შევხედე ვიზუალურდ ისეთი კარგი ჩანს ალბათ დაგემოვნების შემდეგაც გემრიელი იქნება * * *
პომიდვრისგან გაკეთებული წვენი მიყვარს ძალიან,ოღონდ კაკლებიც რომ უჩანს ისეთი არა სუფთა სახით რომაა სამეგრელოში აკეთებენ მაგას კარგად თავისი საკმაზებით და ღომთან და ნებისმიერ კერძთან ისეთი გემრიელია თითებს ჩაიკვნეტ.თუ გააკეთებ ძალიან მოგეწონება. |
Posted by: lilu777 30 Sep 2020, 00:37 |
მეტამორფოზა მასეთი გავაკეთე დაახლოებით სიმწარის გარეშე, ეხლა ქვაბი უნდა ვიყიდო , რომ ღომიც გავაკეთო კასიოპეა✨ შენი ჩახოხბილი ინსპირაცია იყო ჩემთვის, დღეს გავაკეთე , მასეთი ლამაზი არაა, უფრო მწვანილებით არის მორთული ზემოდან და ქათმის დიდი ნაჭრებია , მაგრამ ძალიან გემრიელია |
Posted by: მეტამორფოზა 30 Sep 2020, 05:08 | ||
კარგია კარგია იდეალური ნაზავისთვის სულგუნიც დაუმატე შემდეგ და ვსო. |
Posted by: კასიოპეა✨ 30 Sep 2020, 09:13 |
მეტამორფოზა lilu777 დიდი მადლობა თანაფორუმელებო ) მოულოდნელად დადებითი შეფასებებია და სტიმულს მაძლევს, შევეცდები მომავალში უფრო დავხვეწო ♥️ lilu777 ღომები, ელარჯები და მეგრული გემრიელობები მაინც გაგვიზიარე |
Posted by: marimari11 30 Sep 2020, 20:24 |
კარბინარას როგორ აკეთებთ? ზუსტად რომელ ხორცით? კვერცხი, ხორცი, პარმეზანი, მარილი, პილპილი. კიდე რამე უნდა? ნაღები არ უნდა ხო? |
Posted by: lilu777 1 Oct 2020, 03:11 |
კასიოპეა✨ კი მაგას მაინც გავაზიარებ marimari11 ჩემთვის ისეთი საოჯახო კერძი გახდა სხვადასხვანაირად ვაკეთებ. ზოგადად შაშხით ვაკეთებ , შაშხი ქვია ხო თუ ლორი? ან სოკოთი ნაღები აუცილებლად . მაგის გარეშე ის გემო არააქვს. მოკლედ თავიდან ზეითუნის ზეთში ვბრაწავ შაშხს. ამავე დროს ნაღებშიც ვთქვიფავ 1-2 კვერცხს და გახეხილ ყველს , მოხარშული მაკარონი უკვე მზად მაქვს ტაფაზე , რომ მოიბრაწება ეს შაშხი დავაყრი ამ მაკარონს, დავასხავ ამ ყველიან და კვერცხიან ნაღებს , ადუღებამდე მივიყვან და 1-2 წუთი ვათუხთუხებ თან ვურევ მერე გამოვრთავ გახეხილი ყველის ნაწილს მოვაყრი კიდევ და ზევიდან დავადებ ოხრახუშს სილამაზისთვის, თუ გიყვარს დაჭერი და ისე მოაყარე, ცოტა მხოლოდ ზეითუნის ზეთს თუ შეარჩევ აუცილებლად წვისთვის განკუთვნილი. გემო , რომ არ აქვს , თავის გემოზე რომ არ წაიყვანოს. კოპოლივას მაგალითად ცუდი გემო აქვს . ცივი დაწურვის არ უნდა იყოს შეგიძლია ჩვეულებრივი ზეთითაც ქნა. სოკოს შემთხვევაში შეგიძლია სოკო მოთუშო თუ მოშუშო და იმას დააყარო ამ თანმიმდევრობით კიდევ კვერცხი შეგიძლია არ გაუკეთო საერთოდ, ბევრი არ უკეთეს ამსუყებს უფრო ისედაც მსუყე საჭმელს ნაღები და სხვა ინგრედიენტები ეცადე ბევრი არ გაუკეთეო, წინა პლანზე მაკარონი უნდა იყოს. ანუ არ უნდა იცურაოს ინგრედიენტებში ასევე თუ ,,ჩალიჩი" არ დაგეზარა ძალიან გემრიელი გამოდის მაკარონს + ვერმიშელით . მეტი მაკარონი ცოტა ვერმიშელი. განსაკუთრებით მაკარონი თუ ფეტუჩინია ,,ბარილა"ს აწერია ხოლმე სახეობები მე სპაგეტზე უფრო ფეტუჩინით მომწონს , ცოტა ხარშვა უნდა მეტი რახან სქელია მოკლედ ასე გამოიყურება ხოლმე დაახლოებით სპაგეტით და ფეტუჩინით * * * დამავიწყდა მეთქვა ნაღებს კარგად დააკვირდი ყიდვის დროს ტკბილი არ იყიდო, საჭმლის უნდა იყოს და არა ნამცხვრის. მე შემეშალა პირველად |
Posted by: marimari11 1 Oct 2020, 11:52 |
lilu777 ადრე რამდენჯერმე მაქვს გაკეთებული და ნაღებით გავაკეთე.გუსინ ტრადიციულ იტალიურ რეცეპტს რომ ვეძებდი უნაღებოდ ამოაგდო. არ უნდა აარაფერი ვერცხის და ხორცის მეტიო. მაგრამ მაინც ვიყიდე ნაღები ეხლა და დღეს საღამოს გავაკეთებ. ანუ ჯერ ხორცს ბრაწავ, მერე აყრი მაკარონს და მერე ზედ ასხავ ნაღები+კვერცხი+პარმეზანი და ცოტა ხანი აჩერებ ცეცხლზე? კვერცხი არ უნდა აიჭრასო და ძაან მაღალ ცეცხლზე არ უნდაო. ზოგმა ვაბშე გამორთულ ტაფაზე ვასხამთ კვერცხსო |
Posted by: sაlოmეa 1 Oct 2020, 12:56 |
lilu777 marimari11 მე ნიორს ვუმატებ ცოტას და პარმეზანს კვერცხს და ნაღებს ვაბლენდერებ კი, გამოვრთავ გაზქურას და ისე ვასხამ ამ მასას შავი პილპილი უხდება ცოტა და აუცილებლად ზეითუნის ზეთი ჩვეულებრივით არ მომწონს ჰო კიდე პანჩეტათი შებოლილით ყველაზე კარგი გამოდის ვიდრე სხვა ბეკონებით |
Posted by: lilu777 1 Oct 2020, 18:19 | ||
კი მასე და დაბალ ცეცხლზე ვაჩერებ კვერცხიც არ აჭრილა, არვიცი შეიძლება ცეცხლს რომ გამორთავ ცოტა სხვა გემოც ქონდეს . გემოვნების ამბავია ალბათ ნაღებს რაც შეეხება მაგის გარეშე არ წარმომიდგენია მარტო კვერცხით მგონია ჩინურ კერძს დაემსგავსება ცოტა მე სხვა ყველითაც ვაკეთებ ხოლმე თუ იმ დროს პარმეზანი არ მაქვს ნუ ფეტა არ მოუხდება რათქმაუნდა, მაგრამ მაგარი ყველი ყველა კარგად მიდის sაlოmეa ნიორიც მოუხდება კი კარგ არომატს მისცემს, შავი პილპილი დამავიწყდა წეღან ზემოთ ყურძნის წიბწის ზეთითაც გამიკეთებია ეგეც კარგად უხდება |
Posted by: toyota12345 1 Oct 2020, 18:54 |
გამარჯობა აერო გრილი მიგდია სახლში და ვფიქრობ რამე გემრიელი რა შეიძლება რო მაგაში გავაკეთო? რამე ისეთი მირჩიეთ მარტოხელა კაცმა რო ადვილათ გააკეთოს. |
Posted by: lilu777 1 Oct 2020, 20:56 |
toyota12345 ქათამი იყიდე უკვე გასუფთავებული გამზადებული შესაწვავად. წაუსვი აჯიკა, მარილი გვერდზე კარტოფილებიც მოუწყვე და შეწვი |
Posted by: marimari11 1 Oct 2020, 23:40 |
lilu777 sაlოmეa გავაკეთე გოგოებო, მაგრამ რაღაც ისეთი გემრიელი არ გამოვიდა ადრე რამდენჯერმე გავაკეთე და ის უფრო მომეწონა თითქოს რაღაც დავაკელი, ისეთი გრძნობა მქონდა. სოკოს გარეშე მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ სახლში მქონდა და დავუმატე |
Posted by: sაlოmეa 2 Oct 2020, 00:24 |
marimari11 არაუშავს გოგო ერთხელ ისეთი გავაკეთე შემწვარი კვერცხის გემო ქონდა სოკო ლც და ბეკონიც უქენი ერთად ? |
Posted by: marimari11 2 Oct 2020, 00:30 | ||
ხო ცოტა მქონდა სოკო და რომ არ გამფუჭებოდა ვუქენი თორემ არ ვუშვები ხოლმე |
Posted by: lilu777 2 Oct 2020, 22:40 |
marimari11 ) ეტყობა ერთად სხვა გემოზე წაიყვანა |
Posted by: elchi 3 Oct 2020, 02:08 |
ANGUS BEEF-ის ორი სთეიკი ბოლომდე არ შევწვი ცეცხლზე გადაკეთებულ გრილზე. შემდეგ შემოვიტანე და ტაფაზე PORTOBELLO-სოკოსთან ერთად დავამთავრე საქმე. ბევრი მომივიდა ერთიც და მეორეც. დღესაც მომიწევს ამის განადგურება. |
Posted by: მეტამორფოზა 3 Oct 2020, 11:18 | ||
ეს რომელი სოკოა? |
Posted by: elchi 4 Oct 2020, 20:40 |
მეტამორფოზა ეს არის PORTOBELLO. ქართველი ვარ და თქმა მიჭირს, ჩვენს ნიყვზე გემრიელია. სადღაც ქათმის და კურდღელის მსგავსი გემო აქვს და წვნიანია, ასევე განსხვავებული სურნელი აქვს. |
Posted by: tavadze 4 Oct 2020, 22:56 | ||
elchi
დაგეხმარებით, შენ არ იდარდო! მე გუშინწინ კარტოფილი შევწვი მექსიკურად - ისეთი ცხარე გამომივიდა, ასეთი თუ მექსიკელებს შეეწვათ, მე ვიყო უკანასკნელი აცტეკი! ნაყიდი სპეციალური სანელებელიც ვუყავი, რომელსაც ისედაც აქვს წიწაკა. მე ინდურიც დავამატე და_ჩვენებურიც - ხორხოშად დაფქული და ქე გამოვიდა ბომბა. ჩემს მეტი არც ჭამს არავინ. პ.ს. წუხელ სპეცოპერაცია მქონდა კრაზანების წინააღმდეგ. გავანადგურე მთელი ბუდე, თორემ არ იყო საშველი - გუშინ მოხელე გამექცა მაგათ გამო. სადაც მუშაობდა, იმის თავზე, კედელზე აკრულ შიფერში ჰქონიათ ბუდე, მაგრამ წუხელ მივუხტი შესაწამლი ბენზომანქანით გურული ფირალივით. |
Posted by: ხიხო 5 Oct 2020, 22:57 | ||
elchi
ქამა სოკოა |
Posted by: elchi 5 Oct 2020, 23:43 |
ხიხო კი ბატონო, ქართულად ქამა სოკო ჰქვია, მაგრამ სხვა სახეობაა. tavadze მწარე მეც მაგრად მიყვარს. ჩემი გაკეთებული საჭმელი არ იჭმევა. ისეთი მწარეა, მერე დარბიან ხოლმე. მექსიკა აქვეა, რანაირი წიწაკები აქვთ ძამა, იმის ცოტა გასინჯვა და თვალების გადმოცვენა ერთია. კრაზანებზე ცალკე გეტყვი. მუშა დამიკბინეს. ჰოსპიტალში წასაყვანი გამიხდა. მაყვლის ბუჩქების ამოძირკვა დავავალე. ეს ბუჩქები კიდევ 3-4 მეტრის სიმაღლისაა. 53 წელში გამოშვებული ვოლვოს მანქანა მდგარა, რომლის არსებობა არავინ იცოდა. ვუთხარი, მანქანის კარები არ გააღო მეთქი. წავედი მაგათი მოსასპობის საყიდლად. მოვედი და ჯერ რამხელა თავი აქვს, სამი იმხელა გაუხადეს კრაზანებმა. |
Posted by: tavadze 6 Oct 2020, 02:16 | ||||
elchi
გადარჩა? მაგის ნაკბენი სხეულზე კიდევ ჰო, მაგრამ თავის არეში ძაან საშიშია - ერთსაც კი შეუძლია, მოკლას ადამიანი, არათუ რამდენიმემ. ჩემს ბავშვობაში ჩემს სოფელშიც მოკლა კაცი - ორმა უკბინა თავის არეში. უნდა გენახა, ჯერ შუადღეზე ის ჩემი ხელოსანი როგორ გაიქცა, მერე - ეს ჩემი მეზობელი. ვახშამზე ვაპატიჟებოდი და ტიპმა მოცოცხა, არ მინდა არაფერი, ოღონდ გავასწროო. იმ ღამეს მეც მთვარის შუქზე ვივახშმე, რამაც ერთი კარგი იდეა გამიჩინა: ღაზღაზა მთვარე იყო და იმდენად ლამაზად ჩანდა აღმოსავლეთის ფონი თავისი მთებით და ცაზე დისკოსავით მთვარით, რომ ვიფიქრე, იქ მინის კედლის გაშვება ლამაზი იქნებოდა. გუშინ ამათთან ვთქვი და აიტაცეს, შედეგად კი დღეს უკვე დიდი ფანჯრების შეკვეთა მივეცი და ნახევარი კედელი მინისა მექნება (ნახევარი უკვე ამოვაშენე). ფლორა-ფაუნაში, აგრობიზნესში თუ გაქვს ჩემი სოფლის ფოტოები ნანახი, იმ მთების უმეტესობა ჩანს მაქედან - ფაქტობრივად, ბუნებრივი პანო მექნება აღმოსავლეთის კედელზე. პლუს - დეკორატიულ და მარადმწვანე მცენარეებზე უკვე ადგილს ვარჩევ. ზამთარიც ლამაზი საყურებელი იქნება. თან ბუხარიც მანდვე მაქვს. ეს მეზობელი (ჩემი ძმაკაცია) უკვე გეგმებს აწყობს, ზამთარში, თოვისას როგორ იქეიფებს აქ - მე არ მეკითხება, თუ შემოვუშვებ სახლში, ადგილს არჩევს უკვე.
ადრე იყო ჩერი - ჩემს ბავშვობაში, პატარა, უცხარესი წიწაკა. ახლაცაა ისეთები -ნაირნაირი ჯიშებია, მაგრამ უმეტესობა ტკბილია. 5 სახეობისა შევიძინე ამ ზაფხულს, კონტეინერებშია ჩარგული. პ.ს. გაკეთებით ეს დღეები არაფერია გამიკეთებია - ამ რემონტისთვის იმდენი რამე გავაკეთე, ერთ კვირას მეყოფა. |
Posted by: evgeni_zauri 6 Oct 2020, 02:36 | ||
ხიხო მართალია: portobello არის ჩვეულებრივი ქამა სოკო - ბოლომდე გაზრდილი და "დამწიფებული". თავის დროზე მარკეტინგული ხრიკი იყო. დღეს ამერიკაში პატარები იყიდება როგორც white mushroom, ან champignon. დიდები როგორც portobello. |
Posted by: lilu777 6 Oct 2020, 06:09 |
evgeni_zauri მე ქამა სოკო მარტო თეთრი მეგონა, და ეს პორტაბელო დიდებიც არის და პატარებიც . მემგონი მაინც ცოტა სხვანაირია აქ მოყვანილი |
Posted by: thug 6 Oct 2020, 06:47 | ||
არის პატარა პორტობელოც baby bella ქვია |
Posted by: chipmunck* 6 Oct 2020, 17:57 |
სოკო elchi უჟანგავი ფოლადის ტაფას როგორ ხმარობთ? შეწვისას არ იკრავს? ყიდვა მინდა და ვერ გადავწყვიტე... თუ შეგიძლიათ რჩევით რომ დამეხმაროთ |
Posted by: <<ეგოისტკა>> 6 Oct 2020, 20:00 |
დღეს გავაკეთე წიწაკის ჯემი: )) ქათმის ფრთებს მოუხდა საოცრად.. მადლობა ნახვამდის პ.ს ძააან ცხარე როდესაც არის საკვები მგონია რომ უგემურია და სიცხარით უფარავენ გემოს. |
Posted by: elchi 6 Oct 2020, 20:26 |
chipmunck* საქართველოში თუ ხართ, ვერ დაგეხმარებით. წარმოდგენა არ მაქვს რა და როგორი ტაფები იყიდება მანდ. ამის გარდა სხვებიც მაქვს, სხვადასხვა ზომის. არცერთი არ "იკრავს" და ერთი პლუსი კიდევ, ადვილი გასარეცხია, ანუ გახეხვა არ სჭირდება. |
Posted by: Tobuldar 6 Oct 2020, 20:57 | ||
<<ეგოისტკა>>
წინა დღეებში გააკეთეს ჩემთანაც და მართლა რა სასიამოვნო და პიკანტური რამეა. |
Posted by: <<ეგოისტკა>> 6 Oct 2020, 21:12 |
Tobuldar ხო ძააან: )) მარინადებისთვისაც მისწრებაა.. ამ დღებში პიტნის მურაბა უნდა ვცადო. ესეც მეპიკანტურება. |
Posted by: Tobuldar 6 Oct 2020, 21:17 | ||
<<ეგოისტკა>>
ვა, საინტერესოა |
Posted by: tavadze 7 Oct 2020, 00:44 | ||
<<ეგოისტკა>>
აი, ძაან უცნაური რამე დაწერე. |
Posted by: <<ეგოისტკა>> 7 Oct 2020, 00:54 |
tavadze ხო აბა სხვა რამის გემოს ვეღარ ვიგებ: ))))) Tobuldar მეც ძალიან მაინტერესებს რა გამოვა.. იყოს ესეც აქ,სანამ ფოტო გადავიღე მარწყვები შემიჭამსს ცოტა: ))) ფენებს შორის ალუბალი ჰქონდა.. ზემოდან მარწყვი ,ჟოლო ,მაყვალი) |
Posted by: ladocavalera 7 Oct 2020, 11:18 |
მეგობრებო პელმენის ფორმა სად იყიდება ხო ვერ მიმასწავლით? ან ბათუმში ან ინტერნეტში მადლობა |
Posted by: Tiktak 7 Oct 2020, 19:24 |
გოგრის სუპი... შემოდგომას უხდება ძალიან. |
Posted by: max-14 8 Oct 2020, 23:45 | ||
საინტერესოდ ჟღერს...... |
Posted by: <<ეგოისტკა>> 9 Oct 2020, 00:17 |
ladocavalera თუჯის საჭრელი გინდა? Tiktak გემრიელი ჩანს. max-14 კი |
Posted by: ladocavalera 10 Oct 2020, 12:56 |
<<ეგოისტკა>> ნებისმიერი წავა, ოღონდაც პელმენს აკეტებდეს დავიტანჯეთ მე და მეუღლე, არა და გემრიელია ოხერი |
Posted by: <<ეგოისტკა>> 10 Oct 2020, 13:25 |
ladocavalera თუჯის, ძველებური,მშრალხიდზე გამიგია რომ არის და პლასტმასის, თითოს რომ ჭრი ყველგანაა. ნებისმიერ ჭურჭლის მაღაზიაში. მე მაგით ვაკეთებ ხოლმე. ასეთები გამოდის. |
Posted by: tavadze 11 Oct 2020, 01:22 |
ამ დღეებში მორიგი გურული კერძი დავამუღამე - ნიგვზიანი ხარჩო. ჯერ იხვისგან გავაკეთე მეზობელთან და ქობულეთელებმაც კი აღიარეს (არადა, მაგათ სხვა კასტად მიაჩნიათ საკუთარი თავი , მასტერკლასებზეც დამპატიჟეს ქობულეთში და ბათუმში ), გუშინ კი - სახლში ქათმისგან. ესეც კარგია (იმის მიუხედავად, რომ სანელებლებს ვერ ვუშვები ჩემს გემოზე ერთი აზიზი მეზობლის გამო - რემონტზე მეხმარება და ვინდობ, არ ვტოვებ მშიერს ), თუმცა მაგისთვის მაინც იხვია მოგონილი. მცოდნე ხალხო, ერთი კითხვა მაქვს ელექტროღუმელთან დაკავშირებით: კარტოფილს იკრავს ძალიან და რა შეიძლება იყოს მიზეზი? მაღალი ტემპერატურა ხომ არა? აბა, ცხიმს ნაღდად ბლომად ვუშვები, არ "ვჟოშკავ". ამას წინათ კარტოფილი შევწვი მექსიკურად და ის იმდენად არ მიიკრა, მაგრამ მაინც იყო ალაგ-ალაგ, ამ დილით კო ოჯახური შევწვი და კარტოფილი იმენა ვერ ავფხეკე. 200+გრადუსზე ვწვავ და ან მაღალი ტემპერატურა მგონია მიზეზი, ან - დიდხანს თუ მაქვს ღუმელში. როგორც წესი, მე ერთად რამდენიმე საქმეს ვაკეთებ და ეს რაკიღა გადახურებისას თავისით ითიშება, მშვიდად მივადგები სხვა საქმეს, ამას კი მაშინ მოვბრუნდები, როცა იმას მოვრჩები. თან, კარტოფილიც გამოხმა (თუმცა სქლად კი იყო დაჭრილი) და - ხორციც გამოშრა. თუმცა, შეიძლება, ეგ ზედა წვამაც უქნა - სადღაც შუა პროცესში ზედა წვაც ჩავურთე და საკმაოდ დიდხანს მოუწია საქმეში ყოფნა. |
Posted by: la reine 13 Oct 2020, 14:05 |
|
Posted by: chipmunck* 13 Oct 2020, 17:22 |
elchi ეჰ ჰო აქ ძალიან ცოტა არჩევანია მაგ მხრივ, რომელი ფირმის არის შენი ტაფები? აქ თურქულია ძირითადად, gipfrl ფირმისაც ვიპოვე მაგრამ ფასები აქვს ცაში გაფერენილი ერთი ტაფა 300 ლარი და ზემოთ tavadze შეიძლება ტემპერატურის გამო, ან გააჩნია რომელ დონეზე დებ ღუმელში, სხვადასხვანაირად მოსინჯე და მიაგნებ ოპტიმალურს la reine ეს რა არის? გემრიელად გამოიყურება რაღაც |
Posted by: Mochiguman 13 Oct 2020, 17:26 |
კარგა ხანია არაფერი არ გამიკეთებია სუშის გაკეთება ვცადე ბოლოს მგონი მკაცრ დიეტაზე ვარ ეს თვე და მოვრჩები თუ არა მინდა რაღაც-რაღაცების მომზადება ვცადო |
Posted by: <<ეგოისტკა>> 13 Oct 2020, 22:34 |
პური ,მდოგვი,მაიონეზი და კეტჩუპიც კი ჩემი მომზადებულია.. : ))) ქათმის ბურგერები.. |
Posted by: thug 13 Oct 2020, 22:41 |
<<ეგოისტკა>> ყოჩაღ .................. |
Posted by: sixnik 14 Oct 2020, 10:42 |
უგემრიელესი კურდღელი გამოგვივიდა გაპუტული ოღონდ და არა გატყავებული. |
Posted by: fermina 14 Oct 2020, 12:29 | ||
tavadze
ელექტროღუმელი კი არა, თვითონ ის ე.წ. "ჟარონა" ხომ არ არის მიზეზი? თუ მარტო კარტოფილს იკრავს? |
Posted by: Tiktak 14 Oct 2020, 19:13 |
<<ეგოისტკა>> კეჩუპის რეცეპტი თუ შეიძლება |
Posted by: thug 14 Oct 2020, 19:15 | ||
sixnik
ვა არც ვიცოდი გაპუტვაც თუ შეიძლება ალბათ ძაან საჩალიჩოა? |
Posted by: sixnik 15 Oct 2020, 00:10 | ||||
როგორც გოჭზე ისეთი ჩალიჩი უნდა მაგრამ სასწაული გამოდის |
Posted by: elchi 15 Oct 2020, 02:00 |
chipmunck* CUISINART-ის ფირმისაა. არ გამომიწერია, რადგან ადრე ვცადე და ყველაფერი ჩინური მომდიოდა. მერე იმის უკან დაბრუნება და ა,შ. მირჩევნია სპეციალიზირებულ მაღაზიებში შევიძინო ყველაფერი. sixnik კურდღელზე ნამდვილად არ დავხარჯავ მაგდენ დროს. ძლიერი ნერვები გქონიათ. დარწწმუნებული ვარ გემრიელი იქნებოდა. |
Posted by: Keti-Ket 15 Oct 2020, 21:48 |
ბრიუსელის კომბოსტო არაჟნისა და ყველის სოუსით |
Posted by: <<ეგოისტკა>> 15 Oct 2020, 23:40 |
Tiktak აი ამ რეცეპტით გავაკეთე,ოღონდ წითელი წიწაკა ცოტა ვუქენი ძალიან ცხარე არ მინდოდა და ბულგარულიც დავუმატე ნახევარი კილო.. https://gemrielia.ge/recipe/2664-ugemrelesi-ketCupi-romelic-nayids-bevrad-sjobs/ ესეც პურები: ))) ჩემდეგში,პომიდვრის ჩირით და ლორით მინდა ვცადო: ))) |
Posted by: Geooo 17 Oct 2020, 00:14 |
კარგი შავი ლობიოს რეცეპტი მიმასწავლეთ ვინმემ, თქვენს გაზრდა გახარებას. ოღონდ შედარებით წვნიანი რომ იყოს. სუპსავეთ არა, მაგრამ ძაან სქელიც არა. ძალიან მინდა გაკეთება, უცხოეთში და ვარ და წესიერი რეცეპტი ვერსად ვერ ვნახე ინტერნეტში |
Posted by: elchi 17 Oct 2020, 00:55 |
Geooo კირკაჟი ლობიო თუ მოგწონთ, მოგაწვდით რეცეპტს. ადვილი გასაკეთებელია და როგორც თქვენ ბრძანეთ, არც სქელი იქნება და არც წყალწყალა. თან სხვადასხვანაირი ბოსტნეულით იქნება შეზავებული. |
Posted by: Geooo 17 Oct 2020, 01:08 |
elchi კირკაჟი ლობიო რაფერია კაცო, პირველად მესმის თუ გემრიელია, ღმერთი გაგახარებთ, გამიზიარეთ რეცეპტი. |
Posted by: Calvi 17 Oct 2020, 01:41 |
Geooo უცხოეთში ქილის ლობიოსგან გირჩევთ, ოღონდ დახედეთ ეტიკეტს, შაქარი არ ჰქონდეს თუ ეგეთი დაგაინტერესებთ, გასწავლით... |
Posted by: Geooo 17 Oct 2020, 01:55 | ||
გამიზიარეთ რეცეპტი აბა. დიდად მადლობელი დაგრჩებით |
Posted by: Calvi 17 Oct 2020, 02:30 |
Geooo იყიდეთ რამოდენიმე ქილის წითელი ლობიო, ნუ მინიმუმ 6 მაინც, ოთხასრაღაც გრამიანებია ყველგან შემადგენლობა უნდა ჰქონდეს: ლობიო, წყალი, მარილი ჩაასხით ბლომად მზესუმზირის ზეთი ქვაბში და მოშუშეთ ორი დიდი თავი წვრილად დაჭრილი ხახვი რომ მოოქროსფერდება, ჩაასხით ეს ლობიოები და თან ლესეთ რაიმე საშუალებით პარალელურად შეამზადეთ წვრილად დაჭრილი ან დაბლენდერებული ქონდარი (ეს ხმელიც შეიძლება), ქინძი, ნიორი როცა წამოდუღდება ჩაყარეთ, დაამატეთ მარილი, დაფქული წიწაკა (ან აჯიკა) და შავი პილპილი ადუღეთ რამდენიმე წუთი, სულ ბოლოში ჩააწვეთეთ ცოტა ღვინის ძმარი სუფრაზე მიტანისას მოაყარეთ ოხრახუში ეცადეთ კარგად ამოლესოთ, და დიდ ცეცხლზე არ გქონდეთ, რომ არ მიიწვას პს. მარილი არ დაიშუროთ, თუ დააკლდა ვერ იქნება ისე გემრიელი პპს. ლუდს აღარ სვამთ :დ |
Posted by: sixnik 17 Oct 2020, 10:55 |
აბა მოვიდა ქათმის ბარკლის სუპერ გადანაჭრელები. |
Posted by: tavadze 17 Oct 2020, 11:38 | ||||||||||||||
chipmunck*
უფრო ეს მიზეზი მგონია - მაქსიმალური ტემპერატურა ნაღდად არ უნდა კარტოფილს, მაგრამ ხორცის ხათრით ავუწიე. თუმცა ხორცსაც არ უნდა მთლად 250 გრადუსი. თან დიდხანსაც ვაყოვნებ ღუმელში. fermina
"ჟარონა" მეც ვიფიქრე, მაგრამ თავისი "რადნოია" და ნუთუ უხარისხო იქნება? სხვა ყველაფერი კარგია და რაღა მაინცდამაინც ეგ იქნება ცუდი? სხვა რამეებზე არ შემიმჩნევია, ამაზე კი მაინც უფრო მაღალი ტემპერატურა და ღუმელში დიდხანს დაყოვნება მგონია. ამ დღეებში კიდევ მოვსინჯავ და ვნახოთ. Geooo
ეგ შენზეა დამოკიდებული, წყალს რამდენს დაასხამ. და შავი ლობიო რომელია? ხმელ ლობიოს გულისხმობ?
სანახევროდ მწიფე მარცვლებს ეძახიან კირკაჟს, ანუ არც ჭყინტია, მაგრამ - არც ხმელი. გარდამავალია მაგათ შორის. Calvi
კარტოფილის საჭყენტით იოლად იჭყლიტება.
მე ნიორსაც ვუმატებ, თუმცა გემოვნების ამბავია.
მე საშკვლამსა და რეჰანსაც ვუმატებ, თუმცა ესეც გემოვნების ამბავია... კარისაც ვუშვები, პაპრიკასაც, სვანურ მარილსაც და თუ მაქვს - თეთრ წიწაკასაც. ოღონდ ვისაც მწარე არ უყვარს, კარიც, თეთრი და შავი წიწაკაც ამწარებს. მით უფრო - აჯიკაც თუ აქვს. მე მწარე მიყვარს და ამ ყველაფერს აფხაზურ აჯიკასაც ვამატებ უფრო გასამწარებლად. კიდევ ერთ რამეს ვამატებ - ჩემივე გაკეთებულ პომიდვრის საწებელსაც ვუმატებ (ზოგადად - წვნიან კერძებს), ოღონდ არა სიმწარისთვის - ის ძალიან მაგარ გემოს აძლევს ყველაფერს. |
Posted by: Calvi 17 Oct 2020, 17:44 | ||||||
tavadze
კი, მეც მაგას ვხმარობ
ნიორს და მწვანილებს ბოლოში ვუშვები, მეტი არომატი და სასარგებლო თვისებები რომ შეინარჩუნოს
აბდალი ლობიო არ მიყვარს, მაგრამ არც ზედმეტად გადაპრანჭული. მაინც უბრალო საჭმელია და თავად ლობიოს გემოც რომ ნარჩუნდება მომწონს... რეჰანი და პომიდორი ჩემის აზრით ჩახოხბილს უფრო უხდება |
Posted by: tavadze 17 Oct 2020, 22:16 | ||||||
Calvi
რეჰანს კერძებში თითქმის ყველაფერში ვიყენებ, რასაც კი ოდნავ წვენი აქვს. საშკვლამსაც - პომიდვრიან-ბადრიჯნიანებში ყველგან ვუშვები. პომიდვრიანი ლობიო, მგონი, კახეთში იციან. თუმცა ამ ზაფხულს ღულელებშიც მოგვართვეს - ადრე ამ თემის აქტიური წევრი იყო - ვუმენა. იმას ვესტუმრეთ და სხვა რამე-რუმეებთან ერთად ეგეც დაგვახვედრა, ოღონდ ის კირკაჟი ლობიო ჰქონდა პომიდორში. კარგი იყო, მომეწონა.
მწვანილები ნაღდად ბოლოს უნდა, აი, ნიორს კი თავიდან ხახვთან ერთად ვშუშავ, თუმცა ბოლოშიც ვიცი ჩამატება - უფრო ამკვეთრებს გემოს. თან, მე ცოტა განსხვავებული ნიორი მომყავს სახლში - ისედაც უფრო მძაფრია და აცოცხლებს საჭმელს.
გადაპრანჭულობისთვის არ ვუშვები - ცხარე საჭმელები მიყვარს, ამ შემთხვევაში კი საქმეც ეგაა, რომ ლობიო თავის გემო მართლაც ინარჩუნებს და არ იფარება სხვა გემოებით - ლობიოა რა! |
Posted by: Tiktak 18 Oct 2020, 02:36 | ||
<<ეგოისტკა>>
მადლობა, მჭამეო იხვეწებიან ეგ პურები. პური მიყვარს სასწაულად. უპოროდ ვერაფერს ვერ ვატან გემოს . |
Posted by: Calvi 18 Oct 2020, 03:30 | ||
tavadze
ცხარე მეც მიყვარს, მარა რაც არსებობს ყველა მწვანილით და სუნელით ერთად შენელებული არა |
Posted by: tavadze 18 Oct 2020, 10:53 | ||
Calvi
მე - კი. ისე, გემოებზე გაუსინჯავად რომ კამათობენ, მაგაზე მაგრად ვკაიფობ. |
Posted by: Lamorac 18 Oct 2020, 11:27 |
მოგესალმებით დილეტანტი კითხულობს: სახლში მინდა პატარა პურები გამოვაცხო რაც შეიძლება ჯანსაღი რეცეპტით. რას მირჩევდით? პურის საცხობი კი მაქვს, მაგრამ ცოტა დიდი დრო მიაქვს და ვერ ვიყენებ სათანადოდ. თან ცოტა შრომაც მინდა ჩემი ხელით. მოკლედ, რას მირჩევდით |
Posted by: la reine 18 Oct 2020, 16:47 |
Lamorac აი სოფკას კითხე. დებდა აქ ჯანსაღ პურებს. ბუნებრივ ხაშზე ზელდა როგორც მახსოვს. ყველის ჩხირები. უმარტივესი და უგემრიელესი. მზა კრეკერები ჯიბეში ჩაისვა:დ |
Posted by: tavadze 18 Oct 2020, 17:34 | ||
la reine
ასეთებს რეცეპტიც რომ უნდა მოაყოლოთ, მერამდენედ შეგახსენოთ, მადამ? |
Posted by: Lamorac 18 Oct 2020, 18:01 |
la reine მადლობა. სოფია მოდიი გადმოგვხედე წყალობის თვალით sophka |
Posted by: thug 18 Oct 2020, 19:05 | ||
la reine
კარგი იქნება ლუდზე |
Posted by: sophka 18 Oct 2020, 19:29 |
საღამო მშვიდობის, ყველას. კირკაჟი ლობიო არის მოხარშული, ამოულესავი მთლიანი მარცვლები, ცოცხალი ხახვით, ცხიმით ხან მწვანილებით შეზავებული. აი, ხვარბალი ლობიოა ეგ, ახალშემოსული, ჯერ ნედლი რომაა და არაა გამხმარი. tavadze la reine როგორ ხარ? Lamorac პურის საცხობს კი მიაქვს დრო, მაგრამ თავად აკეთებს ყველაფერს. ბუნებრივ საფუარს დაყენება უნდა და დრო ისე, შეგიძლია დაპრესილო, სველი საფუარი იყიდო და ის იხმარო. მშრალისგან განსხვავებით უფრო ჯანსაღია. მარტივია ფქვილი, მარილი, წყალი, საფუარი. აჰა, გრამაჟი, მოზილე ცომი გამოაცხვე პური თუ რამე მკითხე, აქ ვარ. |
Posted by: la reine 18 Oct 2020, 22:52 |
tavadze ა, ბატონო... 200გ. წვრილად გახეხილი ყველი 100გ. რბილი კარაქი 120გ. ცივი რძე 1ჩ.კ. მარილი თუ ყველი უმარილოა 1 ჩ.კ. პროვანსული ბალახები ერთი მუჭი სელის თესლი 200-250გ. ფქვილი და ერთი ჩ.კ. (კარგად სავსე) გამაფხვიერებელი. გამოვა რბილი დამყოლი ცომი. ხელზე არ ეკრობა. შედებ მაცივარში ერთი საათი. მერე რამდენიმე ნაწილად გაყოფ, თითოეულს გააბრტყელებ თხლად და დაჭრი ლენტებად. გამოაცხობ მაღალ ტემპერატურაზე. მალე ცხვება. პ.ს. სელი და პროვანსული ბალახები შეგიზლია შენი საყვარელი სუნელებიც ჩაანაცვლო. thug კი, მოუხდება sophka მადლობა, კარგად. თავად? :* |
Posted by: Calvi 18 Oct 2020, 23:30 | ||
la reine
ან მგონია უმჯობესია სრულიად ამოიღონ |
Posted by: elchi 19 Oct 2020, 05:10 |
ახლა მოგართმევთ ჩემებურ კირკაჟი ლობიოს რეცეპტს. უკეთესია შავი ან მინდვრის წითელი ლობიო, თეთრით ისეთი არ გამოდის, როგორიც საჭიროა. პირველ წამოდუღებაზე და მეორეზეც წყალს ვუცვლი. სანამ მესამედ დაიწყებს დუღილს, მომზადებული მაქვს შემდეგი ინგრედიენტები: -ალყა-ალყა თხლად დაჭრილი წითელი ხახვი. -დაჭყლეტილი ნიორი./ცოტა/ -დაკეპილი ქინძი, ოხრახუში და რეჰანის რამოდენიმე ფოთოლი. -მარილი, დაფქვილი შავი წიწაკა და ასევე წითელიც. -გატარებული ნიგოზი. -ვაშლის ძმარი. -კარაქი/ზეთიც შეიძლება/ ვის როგორ და მე კარაქით მომწონს. მოხარშვის შემდეგ გადმომაქვს ღრმა თასში, ასე ვთქვათ ერთი კაცის პორცია. სანამ დავასხავ კარაქის მოზრდილი ნაჭერი არის მათლაფის ძირში. წვენს რამდენსაც მინდა იმდენს ვიღებ, შემდეგ ვამატებ ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებს გემოვნების მიხედვით. ის ინგრედიენტები მომცრო თასებში მაქვს, რადგან სტუმრებს როგორც უნდათ ისე შეაზავონ. |
Posted by: sophka 19 Oct 2020, 10:34 |
la reine კარგად, მადლობაა :* elchi მეც კარაქით და მარილით ვაზავებ მხოლოდ, ხახვი არ მიყვარს |
Posted by: Lamorac 19 Oct 2020, 11:08 |
sophka მადლობა იქითაც შემოგვიარე ხოლმე ესე ბედის ანაბარა რომ დაგვტოვე |
Posted by: tavadze 19 Oct 2020, 14:10 | ||
sophka
ჩვენსკენ ბაზისაც ეძახიან ანუ ჩაბაზებული ლობიო - გამხმარი არაა და ვერც გახმობას მოასწრებს. თუმცა ცხიმით ნაკლებად ვაკეთებთ - მაგასაც და ამოლესილსაც, უფრო უცხიმოდ იციან, ოღონდ ეგეც გემოვნების ამბავია და ვისაც უნდა, ცხიმითაც აკეთებს. ცხიმიანი გემოთი კი კარგია, მაგრამ უცხიმო უფრო ჯანსაღია. მით უფრო, ჩვენ რო ცხიმებს ვიღებთ. |
Posted by: Tiktak 20 Oct 2020, 15:07 |
ვეგანური ბურგერი kidneybohnen, მინდვრის ლობიო როგორც ბებიაჩემი ეძახდა მუხუდო 1 პატარა ხახვი 2 კბილი ნიორი, წითელი წიწაკა მარილი ნიახური. დავაბლენდერე, მივეცი ფორმა და ფამოვაცხვე. ძალიან გემრიელია... პომიდორის სოუსიც თვითონ გავაკეთე და ძალუან არომატული და გემრუელი გამოვიდა. აღარასოდეს შევჭამ ნაყიდ კეჩუპს. 2 დიდი ზომის პომიდორი, 1 წითელი ბულგარული, 1 ხახვი 2 კბიკი ნიორი, 2 ს.კ. შაქარი მარილი დაფქული წითელი წიწაკა დავაბლენდერე ერთად და წამოვადუღე. |
Posted by: marimari11 21 Oct 2020, 23:29 |
გემრიელი შამპინიონების სუპი როგორ გავაკეთო? |
Posted by: lilu777 22 Oct 2020, 18:15 |
გამარჯობათ, მინდა დავდო საქართველოს წარმატება ევროპულ კონკურსზე. ცოტა თემას ვუხვევ მაგრამ სხვა შესაბამისი არაა მაპატიეთ |
Posted by: Blackmatter 24 Oct 2020, 21:56 | ||
რა არის ეს ?რა გამწარებული კენკავენ თეფშიდან. |
Posted by: DNM 25 Oct 2020, 22:11 | ||
აუუ ამ სილამაზიიის დეტალური რეცეპტი თუუ შეიძლებააა |
Posted by: SkitterZ 26 Oct 2020, 16:26 |
გოგრის კრემ-სუპი |
Posted by: jabajaja 26 Oct 2020, 18:40 | ||
მმმ, ლამაზია და გემრიელიც უნდა იყოს ^_^ https://samzareulo.net/ |
Posted by: Alcazar 26 Oct 2020, 18:47 | ||
SkitterZ
მაგას ბლომად პაპრიკა და ნიორი თუ არ ჩავაყარე, ვერ ვჭამ |
Posted by: <<ეგოისტკა>> 26 Oct 2020, 21:44 |
DNM https://forum.ge/?showtopic=35090691&view=findpost&p=56273748 აი აქ მიწერია კრემის რეცეპტი.ცომი კი კლასიკური შუს რეცეპტით მოვამზადე. შიგთავის პირველ ცდაზე მხოლოდ კრემი იყო, შემდეგზე ალუბალი დავუმატე და ძაალიან მოუხდა.. მესმედ რომ ვცდი ციტრუსებით მოვამზადებ: ))))) * * * jabajaja მადლობა^^ გამომცხვარი პომიდვრის კრემ სუპი.. |
Posted by: Tiktak 26 Oct 2020, 22:53 | ||
<<ეგოისტკა>>
ვაუ... დღეს მეც ეგ ფავაკეთე, ინდური სუნელებით, tikka masala ქვია და შემწვარ დაბრაწულს ყველაფერს უხდება. მე ტოფუს მწვადებით გავაკეთე, სურათს დავდებ ხვალ |
Posted by: sixnik 27 Oct 2020, 15:12 |
ქათმის ჩახოხბილი ნიგვზით სასწაული გამოვიდა. |
Posted by: tavadze 28 Oct 2020, 10:58 | ||
sixnik
კი, მართლაც მაგარია, მაგრამ როგორც გურულს თუ დამიჯერებ, იხვით გამოდის მთლად ბომბა! ბევრად უკეთესია ქათმისაზე. ძალიან უხდება ახალი პომიდორი. წავედი ახლა, შევვარდი სამზარეულოში - დღეს მწვანე პომიდვის დღე მაქვს, ხმელ სუნელებში უნდა გავაკეთო ორნაირად... |
Posted by: dream_catcher 28 Oct 2020, 11:37 |
ხვალე ტორტის გამოცხობის დღეა შოკოლადი თუუ ვანილი?? <<ეგოისტკა>> კრემში ცილასაც უმატებ? |
Posted by: <<ეგოისტკა>> 28 Oct 2020, 14:31 |
dream_catcher წესით მხოლოდ გული უნდა, მაგრამ მე დიდი განსხვავება ვერ ვნახე,ამიტომ ცილასაც ვუმატებ..: )) გემრიელად დაწყებული დილა, სულ სხვანაირია ❤ თუ არ დამეზარა შოკოლადის ტარტს გამოვაცხობ: )) |
Posted by: Mrs.aravin 28 Oct 2020, 14:45 |
მოგესალმებით მეგობრებო როგორ ხართ? საუკუნეა აქ აღარ დამიპოსტავს, მაგრამ რაღაცნაირად ყველა მახსოვხართ la reine მოდი უნდა გაკოცო :დ შენი რეცეპტით გავაკეთე პაშტეტი.აი, უძველესი დასქრინული მქონდა )) ხოდა რა მომასვენებდა, რომ არ შემომერბინა და მადლობა არ მეთქვა?! უუუუგემრიელესია ..მ |
Posted by: <<ეგოისტკა>> 28 Oct 2020, 15:29 |
Tiktak გვანახე ფოტოები : ) არ მიხამრია ეგ სანელებელი. |
Posted by: dream_catcher 28 Oct 2020, 17:32 | ||
<<ეგოისტკა>>
კარგი გამოსავალია, როცა ცილისგან ცალკე კიდევ რამის მომზადება მეგაზრება მასე ვიზამ ხოლმე მეც ხვალისთვის მოვიფიქრე, პარიზული შოკოლადის ნამცხვარი |
Posted by: Tiktak 28 Oct 2020, 20:10 | ||
<<ეგოისტკა>>
მოკლედ დიდი ამბით ვიყიდე ტოფუ და Tikka Masala ს პროდუქტი. დავამარინედე ტოფუ იოგურტის სოუსში სუნელებით და ღუმელში შევწვი. Tikka masala ც ზუსტად რეცეპტით გავაკეთე. არ მომეწონა საერთოდ, არაა საჩემო საჭმელი. გადავყარე ეგრევე. ისე მეწყინა, სურათიც არ გადავუღე. ასეთი იყო შესახედად, გემოთი მე პირადად არ მომეწონა |
Posted by: <<ეგოისტკა>> 29 Oct 2020, 12:23 |
Tiktak სამწუხაროა, კლასიკური რეცეპტით ძალიან გემრიელი გამოდის პომიდვრის სუპი. ალბათ მაგ სუნელის ბრალი იყო. dream_catcher რომ სინჯავ ,დაწერე როგორი გამოგივა. Mrs.aravin ჩვენც გვახსოვხარ: ))) სალამი. |
Posted by: dream_catcher 30 Oct 2020, 12:09 |
<<ეგოისტკა>> ჰოო, ახლო მომავალში თუ გავაკეთე, დავწერ ___ ისეთი არ გამოვიდა როგორიც მახსოვდა |
Posted by: marimari11 31 Oct 2020, 00:11 |
ქათმის ფრთები ტაფაზე ნორმალური გამოდის? ხვალ სტუმრები უნდა მოვიდნენ და არ ვიცი რა გავაკეთო. რამდენიმე რამე მინდოდა, მაგრამ ღუმელი არ მიმუშავებს სოკო მინდა სულგუნით გავაკეთო და ვერ ვიშოვე დღეს სოკო.ეგეც რომ ვერ გავაკეთო აგდავირევი :დდდ რამე იოლი ცხელი კერძი არ იცით? |
Posted by: <<ეგოისტკა>> 31 Oct 2020, 00:31 |
marimari11 კი იწვება და თან ძალიან გემრიელიც.. უბრალოდ ჯერ დაამარინადე და მერე შეწვი. |
Posted by: marimari11 31 Oct 2020, 00:49 |
<<ეგოისტკა>> საფანელით, ფქვილით და კვერცხით მინდოდა გამეკეთებინა რაღაც რეცეპტივი ვიპოვე |
Posted by: DNM 1 Nov 2020, 22:13 |
ეგოისტკა მადლობა იმედია გამომიცხობს ვინმე |
Posted by: <<ეგოისტკა>> 3 Nov 2020, 13:30 |
DNM არაფრის,შენ თვითონ რატომ არ აცხობ? |
Posted by: klubnika 5 Nov 2020, 01:34 | ||
აუ კარგი რააა ეს რა გამიკეთე ამ შუა ღამისას სოუსები ისე გემრიელად გამოიყურება მარტო მაგით ვისიამოვნებდი |
Posted by: sixnik 5 Nov 2020, 11:56 |
უგემრიელესი ხაჭაპურის რეცეპტიც შევამატეთ. |
Posted by: klubnika 6 Nov 2020, 11:07 | ||
sixnik
ბოდიში მაგრამ ბოლოს რატომ აუპატიურებთ ამ ხაჭაპურს ? ყველი ცოტა აქვს აშკარად რა რაც არ უნდა გადაშალოთ მაინც არ გამოჩნდელა ლამაზად არ გეწყინოთ ოღონდ რა ვქნა ძალიან შემაწუხებლად აწვალეთ ბოლოს |
Posted by: ალექსიუს 6 Nov 2020, 15:06 |
ეს არ წავა? |
Posted by: sixnik 7 Nov 2020, 11:54 | ||||
ყველი და ცომი 1=1 წონით. საკმაო რაოდენობის ყველითაა გაჯერებული უბრალოდ ძალიან გემრიელია და სრულად ვცდილობდით გადმოცემას და ალბათ ზედმეტი მოგვივიდა |
Posted by: sixnik 11 Nov 2020, 10:06 |
ბლინების რეცეპტიც მოვიდა. თქვენი დახმარება არ გვაწყენდა მეგობრებო როგორც უცხო თვალი რა მოგწონთ და რა არა ან რას შეცვლიდით. |
Posted by: Tiktak 11 Nov 2020, 19:59 | ||
sixnik
გამარჯობა, ვიტყვი ჩემ მოკრძალებულ აზრს, უფრო დინამიური და მოკლე უნდა იყოს ვიდეო. 14 წუთი მოსაწყენია საყურებლად. ან რაიმე სხვა თემით უნდა იყოს მაშინ პარალელურად დატვირთული, მაგალითად იუმორი ან სპეცეფექტები. მაგდენ ხანს მე არასდროს ვუყურებ. უბრალოდ ვახვევ ხოლმე. იდეალური 7_8 წუთი. ასევე კარგია, როცა პროდუქტების სია, ან ვიზუალურად ერთბაშად ყველა პროდუქტი ერთადაა ნაჩვენები. ცოტა მოახლივებული კადრიც უკეთესი იქნებოდა, ანუ მზადების პროცესში ცენტრში პროდუქტი და თვითონ პროცესი რომ იყოს, და არა მზარეული და ფონი. მე პირადად ისეთი ვედეობი მომწონს სადაც არ ლაპარაკობენ, უბრალოდ ტექსტი ადევს ან გრაფიკულად ჩანს პროცესი მსუბუქი, ხმადაბალი მუსიკის ფონზე. გემოვნების ამბავია |
Posted by: sixnik 11 Nov 2020, 23:37 | ||||
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, მომდევნო ვიდეოში შევეცდებით გამოვასწოროთ ეს მომენტები |
Posted by: დინიო 12 Nov 2020, 17:38 |
ვაშლის ძმარი თუ გაგიკეთებიათ და როგორ ? |
Posted by: la reine 12 Nov 2020, 18:30 |
დინიო აი ახლა გავაკეთე პირველად სულ მინდოდა მქონოდა იმდენად სასარგებლოა და ახლაღა მოვაბი თავი. რა მარტივი ყოფილა თურმე საკუთარ თავზე მეშლება ნერვები ხო, ჯერ კიდევ მზადების პროცესშია მაგრამ კკარგად მიდის დუღილის პროცესი თუ როგორც ქვია ანუ. |
Posted by: Keti-Ket 12 Nov 2020, 22:47 |
la reine და როგორ კეთდება? ან თქვენ თუ რომელიმე ვიდეოს საფუძველზე გააკეთეთ, იქნებ ის დალინკოთ. |
Posted by: Trevi 13 Nov 2020, 03:49 | ||
კარგი ჩანს, მაგრამ მე დედაჩემის გაკეთებული მომწონს. საქონლის ხორცს ხარშავს და შემდეგ ატარებს. შემწვარ ხახვს უმატებს, ფარშს აღარ წვავს. სამაგიეროდ უკვე შეხვეულებს წვავს კარგად გაწითლებამდე. თან უფრო დიდები და ბუხუნებია, ფარშს მევრად მეტს უშვება. იმავე ხორცის ბულიონთან მიყვარს... |
Posted by: დინიო 13 Nov 2020, 15:05 |
la reine როგორ გააკეთეთ ? მე შაქარი, წყალი და შავი პურიც მითხრეს ეხლა და უნდა დავამატო |
Posted by: sixnik 13 Nov 2020, 15:37 | ||||
ძალიან გემრიელად ჟღერს გემრიელი იქნება უდავოდ |
Posted by: elchi 13 Nov 2020, 18:02 |
sixnik ზოგჯერ სოკოთი ვაკეთებ. სინჯეთ და დამერწმუნებით რომ ძალიან გემრიელი გამოვა. ჩვეულებრივად შეაზავეთ, ანუ მხოლოდ ბოსტნეულით. და კიდევ ერთი რამ, ფარშის პორციას ცოტა მოუმატეთ და ვიდეო-რგოლებში შეეცადეთ ერთი და იგივე არ გაიმეოროთ. გამოცდილი YOUTUBE-ლი გირჩევთ. ასზე მეტი ვიდეო მაქვს ატვირთული მაგ საითზე და მნახველები არ აკლია. |
Posted by: sixnik 13 Nov 2020, 19:41 | ||
მადლობა ყველა რჩევას გავითვალისწინებ |
Posted by: la reine 14 Nov 2020, 22:29 |
Keti-Ket დინიო ორი კილო ვაშლი გავხეხე დავასხი 2.400 ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი რომელშიც წინასწარ გავხსენი 100 გ. ნატურალური თაფლი. დავაფარე ჭურჭელს სქლად დაკეცილი მარლა და მჭიდროდ შევკარი რეზინით. ქინქლები რომ არ დაესიოს. ვურევდი დილა საღამოს კოვზით. ძალიან უყვარს სითბო. ხვალ მეთორმეტე დღეა და დუღილი დაამთავრა. სქელ მარლაში გადავწურავ, დაახლ. 3 ლიტრი უნდა გამოვიდეს. ამიტომ დავამატებ 3 ს.კ. შაქარს, მოვურევ და ისევ სითბოში დავდდგამ დაახლოებით ორი თვე. არ უნდა შენჯღრევა მორევა და ა.შ. თუ ყველაფერი სწორაშ წავიდა, ორ თვეში კამკამა ნატურალური ვაშლის ძმარი უნდა მივიღო. დავდებ მერე შედეგს |
Posted by: <<ეგოისტკა>> 15 Nov 2020, 20:25 |
იმედია, კორონა და სახლში ჯდომა რომ მორჩება 200 კგ არ ვიქნები . )))) |
Posted by: sixnik 16 Nov 2020, 12:00 | ||
პასტის რეცეპტიც მოციდა შევამცირეთ უინტერესო კადრები თითქმის 70 % და დანარჩენ რჩევებზეც ვიმუშავებთ თუ რამე გამოსასწორებელი დარჩება. * * *
მომწერეთ თქვენი იუთუბ ჩანელი დაგიფოლოვერებთ და თან გადავხედავ თქვენ გაკეთებულ კერძებს. |
Posted by: elchi 16 Nov 2020, 15:35 |
sixnik თქვენი ბოლო რეცეპტი ძალიან მომეწონა. აუცილებლად ვსინჯავ მაგ კერძის გაკეთებას. გიქებთ მონდომებას და ნახელავს. YOUTUBE-ზე ვიდეოების უმეტესობა ბუნება-თევზაობა- ნადირობაზე მაქვს გადაღებული. ეგეც იმიტომ რომ არ სჯეროდათ რასაც ვწერდი. ფოტოებზე მითხრეს ფოტოშოფიაო და სხვა გამოსავალი არ დამიტოვეს, ვიდეოების გადაღება დავიწყე. ერთ ვიდეოს ლინკს მოგაწვდით და მერე შეგიძლიათ სხვებიც ნახოთ. |
Posted by: sixnik 17 Nov 2020, 10:07 | ||
2013 მშვენიერი კალმახი დაგიჭერიათ კაი დიდი ნაშრომი გქონიათ იუთუბზე არ უნდა დაგენებებინათ თავი გადაღებებს უფრო წინ წავიდოდა დარწმუნებული ვარ. |
Posted by: Trevi 17 Nov 2020, 10:29 |
sixnik კარბონარაში ქათამს რა უნდა? პს. რუსულად რატომ აწერია? |
Posted by: sixnik 17 Nov 2020, 12:05 | ||
ქათმის რეცეპტიც მოვიდა უნაზესად გამომცხვარ ბადრიჯანთან ერთად. * * *
გამოსწორებულია კარბონარას ამბავი გათვალისწინებულია მომდევნო რჩევებიც |
Posted by: Trevi 17 Nov 2020, 12:42 |
sixnik რუსული საიტებიდან თუ იღებთ რეცეპტებს, მინდა გაგაფრთხილოთ რომ ყველაზე არასწორი და უგემოვნოები არიან... |
Posted by: sixnik 17 Nov 2020, 16:03 | ||
რუსულთან არანაირი კავშირი არ გვაქვს |
Posted by: . 19 Nov 2020, 08:20 |
ღუმელში შემწვარი წაბლი. |
Posted by: sixnik 23 Nov 2020, 09:54 |
გამარჯობა მეგობრებო გადაღების პროცესში ბევრი ცვალებადობა მოხვდა კარგი იქნება თუ შეგვიფასებთ. უგემრიელეს ფორთოხლის სეზონურ დესერტს |
Posted by: sixnik 24 Nov 2020, 11:14 |
ეს კიდე ახალი ოღონდ ოდნავ ფორმატ შეცვლილი ვიდეო მოქმედება იწყება ბაზრიდან. |
Posted by: anamaria77 24 Nov 2020, 17:18 |
დღეს გავაკეთე უთხელესი და უგემრიელესი ხორციანი ბლინები )) * * * sixnik მე დღეს გავაკეთე რძით და ცოტა წყალი დავუმატე . ხორცის ფარშს ცოტა მოხარშული ბრინჯიც გავუკეთე * * * sixnik თქვენი ვიდეოებია ? )))) |
Posted by: GEOGSM 24 Nov 2020, 21:32 |
ჩათვალეთ პიცა ვამოვიდა პ.ს ისე კი გემრიელი იყო . |
Posted by: anamaria77 24 Nov 2020, 21:46 |
GEOGSM ეტყობა , რომ გემრიელია . თხელი ლავაშისგან მოამზადეთ ? |
Posted by: GEOGSM 24 Nov 2020, 23:06 |
anamaria77 ლავაში არა . ეგრე წოდებული слоённое тесто |
Posted by: sixnik 25 Nov 2020, 01:28 |
sixnik თქვენი ვიდეოებია ? [/QUOTE] რათქმაუნდა აბა სხვისი ვიდეოების განხილვით თავს ხოარ მოგაწყენდით |
Posted by: torckiko 25 Nov 2020, 09:57 |
ბლინების ცომში სიმინდის სახამებელს უშვებით? |
Posted by: . 25 Nov 2020, 19:30 | ||
ქინძის სურნელი ამერიკაში ვიგრძენი ვიდეოდან, ისე აღწერთ )) რაღაც შენიშვნები მაქვს, კრიტიკულად თუ შევხედავთ, მაგრამ, საერთო ჯამში, სასიამოვნო საყურებელია. სხვა ვიდეოებს მერე ვნახავ, ეს პირველია და მომშივდა )) სუფთად და აკურატულად ამზადებთ. წარმატებები |
Posted by: sixnik 25 Nov 2020, 20:37 | ||||
მადლობა, კრიტიკასაც ვღებულობთ, ვცდილობთ უკეთესობისკენ ვიმოძრაოთ |
Posted by: anamaria77 25 Nov 2020, 22:37 | ||
რა ლოგიკა გაქვთ მოკლედ ე.ი სხვების ვიდეოები მოსაწყენია და თქვენი საინტერესო ?! პ.ს . პირადად მე თუ მომეწონება უცხო ადამიანების ვიდეოებსაც გავაზიარებ |
Posted by: sixnik 25 Nov 2020, 22:58 | ||||
10- 20 ვიდეოს გადაზიარება თან სხვისი ვიდეოსი თუ სწორად მიგაჩნია შენ ლოგიკას ნამდვილად ვერ ვხვდები წარმატებები. |
Posted by: elchi 25 Nov 2020, 23:52 |
sixnik ყოჩაღი გოგონა ხართ. მომწონს თქვენი მონდომება და ასევე ერთერთი თქვენი დადებითი თვისებაც აუცილებლად უნდა დავაფიქსირო. ითხოვთ კრიტიკას. ეს კიდევ ბევრს არ შეუძლია. წარმატებები. პ.ს. აქ არ მინდა დავწერო. PM-ზე მოგწერთ მცირე რჩევას. |
Posted by: anamaria77 26 Nov 2020, 00:57 | ||
თქვენ რამდენ ვიდეოს აზიარებთ ის მე არ ვიცი . მე თქვენი ერთი ვიდეო ვნახე წარმატებები თქვენც ასევე |
Posted by: GEOGSM 26 Nov 2020, 11:07 |
გუშინ ვჩამე ) და 2 კვირის გაკეთებულია |
Posted by: sixnik 26 Nov 2020, 11:50 | ||
სასწაულად გამოიყურება და სერიოზულ ფერი აქვს იდეალური გემო ექნება დარწმუნებული ვარ |
Posted by: GEOGSM 26 Nov 2020, 12:20 |
sixnik ხო მადლობა გემო ნამდვილად აქვს- ხორცის ) მაგისი გაკეთება კი ადვილია 1 კგ საქონელი ( მრამორნაია ) სპეციები ; აჯიკა მარილი პილპილი (ყველაფეი გახსნა ცოტა ზეთში ) და ვსიო პ.ს აი რომ ბოლომდე რომ ისიამოვნო ძააან თხლად უნდა დაჯრა პ.ს.ს 1 კგ - ჯამი გამოვიდა 580 გრამი პ.ს ესეც ლაითად მომზადებული კარტოშკა ) |
Posted by: sixnik 26 Nov 2020, 12:40 | ||
აუცილებლად ვსინჯავ თუ შემხვდა ესეთი კარგი ხორცი |
Posted by: GEOGSM 26 Nov 2020, 12:55 |
sixnik ხო მთავარი ხორცი კარგი აირჩიო ჩემ შემთხვევაში როგორ დავწერე იყო საქონლის მრამორკა ( вырезка ) ზურგის ხორცი. |
Posted by: dongabo 27 Nov 2020, 01:15 |
* * * რა შევუკვეთე და რა მოვიდა კი არა, რა შევსვი და რა გამოვიღე))) |
Posted by: Kirchi 27 Nov 2020, 12:09 |
|
Posted by: GEOGSM 27 Nov 2020, 21:23 |
ნუ ხო ხო შეიძლება ლამაზი არარის ) მაგრამ აი......... ძალიან ყველიანი და გემრიელი |
Posted by: thug 28 Nov 2020, 01:56 |
Kirchi მიუხედავად იმისა რომ ინდაურს საერთოდ არ ვჭამ მაგრად გამოიყურება ყოჩაღ |
Posted by: Kirchi 28 Nov 2020, 04:16 | ||||
thug
მეუღლეს დამსახურებაა უმეტეს წილად, პირველად გავაკეთეთ, ქართულ სანელებლებზე მიჩვეულმა (ნიორი, წიწაკა, პილპილი აჯიკა და ა.შ.), ეს ჭეშმარიტად ამერიკული რეცეპტით გაკეთდა როზმარინებით, ფორთოხლით და ლიმონით, sage-ით და ამბებით მაგრამ უნდა ვაღიარო პირველად მომეწონა ასე არაქართულად შეზავებული კერძი შემდეგ thanksgiving-ზე ისევ ვთხოვ გამეორებას
პ.ს. ჯინჯერი არ დავამატეთ მაინც |
Posted by: thug 28 Nov 2020, 05:52 |
Kirchi ქრანბერი სოუსიც უხდება როგორც ვიცი... მე უბრალოდ ინდაური ამოჩემებული მაქვს არც საქართველოში მიყვარდა საცივი... ბაჟე მირჩევნია ქათმით ინდაური და ხაში არის ისეთი რაღაცები რასაც არასდროს გავსინჯავ ალბათ ისე მილიონი ვარიანტია ინდაურის დამზადების სათენქსგივინგოთ მე არ ვჭამ მაგრამ ყოველთვის გვაქვს ხოლმე თენქსგივინგზე უმეტესად გამზადებულს ვყდულობ მე... წელს ჩემმა ძმამ ამიშებისგან მოიტანა გამზადებული და ძაან მოეწონა ყველას. |
Posted by: elchi 28 Nov 2020, 09:30 |
Kirchi სხვა გზა არ დამიტოვეთ. BRAVO. კატალოგებშებიც კი იშვიათია იპოვო ასე შემწვარი ინდაურის სურათები. ყოჩაღ თქვენ. პ.ს. ისე, არც მე არ მიყვარს ინდაურის ხორცი. ორჯერ მოვიტანე ნანადირევი და თითოს 10-ათი დღე გეახლებოდი. იმის შემდეგ მაგ ფრინველის დანახვა არ მინდა. არადა თავის ფეხით მოდიან ეზოზე. ჩემები პირს არ აკარებენ ეგეთ რამეებს, მარკეტში ნაყიდს, კი ბატონო. |
Posted by: thug 28 Nov 2020, 10:27 |
Kirchi ლუდის თემასაც დააკლდა შენი ფოტოები რატო აღარ შემოდიხარ? |
Posted by: Kirchi 28 Nov 2020, 11:03 | ||||
thug საცივი მაგარია, კარგი გამახსენე, საახალწლოდ ხაში მაგარია მაინც მე ძაან მომწონს, ნუ ინდაურის საცივიც მაგარია
ხოო რავი მე სტანდარტულ 805-ზე იქით ვერაფერი ისეთი ვერ დამაგემოვნე ამ ბოლო დროს ძაან გაჭედილი ვარ სამსახურში, ამ ახალ წლებზე რამე კარგი ლუდები იქნებ ვიშოვო elchi
გაიხარე დიდი მადლობა 2 დღე მიდიოდა ამის მზადება, ბრაინში ჩადებიდან და სტაფინგი/გრეივის დამზადებამდე ) |
Posted by: Master_Nick 28 Nov 2020, 11:12 |
Kirchi მაგარი შემწვარია, ბრავო! მე მიყვარს ინდაური, შემწვარიც და ცივად მოხარშულიც. საინტერესო სოუსი ჩანს და რისი სოუსია? |
Posted by: thug 28 Nov 2020, 11:31 | ||
elchi
მერე გლიჯე .22 და ეგაა მარა თუ არავინ ჭამს ცოდოა Kirchi კალიფორნიაში არ ჭირს როგორც ვიცი კარგი ლუდები ) ან მინიმუმ იმპორტი მაინც იქნება მაღაზიაში ახლო მახლო ' ბურბონ ქუნთის სტაუტი შემოვიდა დღეს ბევრგან და საგიჟეთია თუ სადმე გადაეყრები აიღე უეჭველი |
Posted by: Kirchi 28 Nov 2020, 11:51 | ||||
Master_Nick
gravy ქვია მოკლედ ეს ინდაური ღუმელში იწვება 4 საათზე მეტი, და დევს ბოსტნეულებზე - ხახვი, სტაფილო, ნიახური, და ასე შემდეგ, და ნუ ამ დროის განმავლობაში გროვდება მანდ ეს ინდაურის ხორცის წვენი ამ ბოსტნეულში მერე ბოლოს ეს წვენი იწურება, ემატება როზმარინი, ოხრახუში და ფქვილი და ნელ ცეცხლზე დუღდება (მარილი და პილპილიც ემატება) მერე ცოტა ბოსტნეულებიც შეიძლება დაამატო რაც ქვემოთ იყო და დააბლენდერო elchi არადა აქ free range და Step 3+ ეძებს ხალხი მაღაზიაში, და აქერ პირდაპირ გარეულს ვერცერთი ორგანიკი ვერ აჯობებს thug
რაშენ რივერი შორსაა აქედან ისე ლუდები არის ძაან ბევრი, უბრალოდ ბოლო დროს ლუდი კიარა ძილი მენატრებოდა აბა ამას მოვძებნი "ბურბონ ქუნთის სტაუტი" |
Posted by: GEOGSM 29 Nov 2020, 20:34 |
რავი სკრომნო ვკუსნო მწარე და გემრიელი ) პ.ს პიურე ( ქარაქში და მწანილში ) ბიფსტროგანავ ჩერი წცარე წიწაკა |
Posted by: Harrison Stafford 30 Nov 2020, 17:28 |
გამარჯობა კულინარცი ლაზანიას ცოტა იოლი რეცეპტი არ გაქვთ იუთუბზე რაც დავსერჩე ძაან ბევრი ინგრედიენტი და ჩალიჩი უნდა ცოტა იაფიანი და იოლი + გემრიელი იქნება იცოდეთ |
Posted by: la reine 30 Nov 2020, 17:43 |
Harrison Stafford მზა ფირფიტები იყიდე. ბოლონეზეს შენც კი გააკეთებ მერე |
Posted by: Harrison Stafford 30 Nov 2020, 17:53 |
la reine ლაზანიას ფირფიტებს რათქმა უნდა ვიყიდი ბარელას აქვს მგონი დანარჩენი რიკოტას ყველიო ბოლონეზეო ბეშამელიო კიდე მილიონი რამ უნდა , პარმეზანი, ჩედარი, და თუ არის ცოტა იოლი/იაფი იქნებ იცოდეთ მეთქი |
Posted by: la reine 30 Nov 2020, 17:57 |
Harrison Stafford რიკოტას ძაან გავს ჩვენებური ნადუღი მაგრამ ლასანიაში ნადუღი რაღაც არ მახსენდება. ბეშამელი არის უმარტივესი გასაკეთებელი. ხუთი წუთი უნდა. კარაქიშ ნაჭერს ტაფაზე ადნობ, ამატრბ ფქვილს შუშავ ერთად მერე ასხამ რძეს და მორევით რომ.შესქელდება, ამატებ ცოტს მარილს და მუსკატის კაკალს. თეთრი პილპილი უნდა მაგრამ შავიც ძაან წარმატებით გამომიყენებია. ყველს რაც შეეხება ჩამინაცვლებია უმარილო სულგუნით და ძაანაც გემრიელი იყო ბოლონეზე კიდე ფარშია მოშუშული. დაგუგლე და თუ ვერ ნახე, დაგიწერ მერე |
Posted by: Harrison Stafford 30 Nov 2020, 18:01 |
la reine კარგი მადლობა მივყვები ამ გემრიელიას რეცეპტს ნელ-ნელა იოლად არაფერი გამოდის გარგად სანებო სულგუნს გამოვიყენებ იტალ.ყველების მაგივრად , ეგ ვერ მოვიფიქრე |
Posted by: la reine 30 Nov 2020, 18:06 |
Harrison Stafford წესით არ უნდა იყოს მანდ ცუდი რეცეპტი. ან რატატუიზე ნახე კიდევ. ან პერფექტზე იქნება კარგი რეცეპტი. დრო უნდა ცოტა მეტი ანუ, მოსამზადელად ძაან რთულიც არ არის. აწყობა კიდე ყველაზე მარტივია. წარმატებები |
Posted by: Green ხახვი 1 Dec 2020, 02:41 | ||
omg momshivdaaaaa |
Posted by: sixnik 2 Dec 2020, 11:58 |
გამარჯობა მეგობრებო ოდნავ შევცვალეთ გადაღების მეთოდი ფართო მასებზე გასასვლელად გვაინტერესებს თქვენი აზრი ვიდეოს ხანგძლივობასთან დაკავშირებით მისაღები დრო რამდენია ესეთი ვიდეოს ყურების დროს 2-6 წუთამდე |
Posted by: Axio 2 Dec 2020, 12:34 |
Harrison Stafford ნამდვილ ლაზანია ალა ბოლონეზეს არც რიკოტა და არც ბეშამელი (ეს საერთოდ ფრანგული სოუსია და იტალიურ სამზარეულოში არ გამოიყენაბა) არ სჭირდება |
Posted by: elchi 3 Dec 2020, 09:00 |
sixnik ხომ გითხარით ყოჩაღი გოგონა ხართთქო. კარგია. წარწერებით ბევრი დრო დაგვაზოგინეთ. შეგიძლიათ მაგ ვიდეო-რგოლის კორექტირება? ICED WATER არ არის გაყინული წყალი, მაგას ჩვენებურად ყინულიანი წყალი ჰქვია. ბოლოს დააკლდა, თუ რა ტემპერატურაზე გამოაცხვეთ და რა დრო დასჭირდა. მიუხედავად იმისა ტკბილი არ მიყვარს, სიამოვნებით გავსინჯავდი თქვენს ნახელავს. გიქებთ ნაშრომს. პ.ს. დააკვირდით ჩემს სიგნაჩას. დიახ, არ გაჩერდეთ. |
Posted by: sixnik 3 Dec 2020, 10:25 | ||
მადლობა გამოხმაურებისთვის ჩასწორება არ შემიძლია სამწუხაროდ მაგრამ შემდეგისთვის მეცოდინება. |
Posted by: sixnik 5 Dec 2020, 10:52 |
უგემრიელესი ბორშის რეცეპტიც მოვიდა. |
Posted by: la reine 5 Dec 2020, 15:17 | ||
არ ვიცი ეს პოსტი რატომ აქამდე ვერ ვნახე, მაგრამ ძალიან გამიხარდა შენი ნიკი მოდი გამახსენდა ძველი დრო. კარგი იყო მიხარია ასე რომ მოგეწონა, მაგრამ.აზრზე არ ვარ რომელი.რეცეპტია მაშინ იმდენნაირი გავაკეთე და უმეტესობა კარგი იყო. ჩამიგდე რა მეც დიდი ხანია პაშტეტი არ მომიმზადებია. გავიხსენო ერთი |
Posted by: mustafa_ibrahim 6 Dec 2020, 18:05 |
მთელი დღის ნამუშევარია, ჯერ პური, მერე დანარჩენი... |
Posted by: sixnik 7 Dec 2020, 10:17 | ||
გემრიელად კი გამოიყურება პურიც კარგ ფერზე დგას * * * უსასწაულესი მაფინების ვიდეოც მოვიდა |
Posted by: GEOGSM 9 Dec 2020, 10:44 |
ვისაც უყვარს ბრინჯი და ცხვრის ხორცი |
Posted by: NiniaG 9 Dec 2020, 17:54 |
მოგესალმებით გემრიელო ხალხო, ჯანჯაფილის კაცუნების თქვენეული ნაცადი რეცეპტი რომ გამიზიაროთ თუ შეიძლება??? 5 წლის წინ მაქვს გაკეთებული უგემრიელესი ორცხობილები პერფექტის (თუ სწორად მახსოვს სახელი) რეცეპტით, მაგრამ ვეღარ ვპოულობ |
Posted by: ninicool 9 Dec 2020, 20:03 | ||
NiniaG
ამას? http://www.perfectcook.org/index.php/recipe/590-e183afe18390e1839ce183afe18390e183a4e18398e1839ae18398e183a1-e18399e18390e183aae183a3e1839ce18394e18391e18398-gingerbreadman |
Posted by: NiniaG 13 Dec 2020, 14:43 |
ninicool მადლობა, ეს ვნახე კი მეც მარა ზუსტად ვერ ვიხსენებ ეს იყო თუ არა )) |
Posted by: ashley judd 13 Dec 2020, 16:37 |
sixnik მოსაწყენი ვიდეოებია, მინიმუმ 3ჯერ ააჩქარეთ. ყველა დეტალის ჩვენება არაა საჭირო, მაგალითად ოთხივე კვერცხი როგორ გატეხეთ, აჩვენეთ ქმედების მხოლოდ დასაწყისი და დასასრული. ზოგი კადრი ზედმეტია, გაზზე როგორ დგამთ ქვაბს არც ეგ იყო საჭირო. ერთ ქმედებაზე დიდხანს ნუ ჩერდებით, ტემპში გააკეთეთ და მხიარული მუსიკა დაადეთ. Thumbnails არ ვარგა, ფიდში რომ შეგხვდეს ვიდეო, შეიძლება კერძი და მისი გაკეთება სულ არ გაინტერესებდეს, მაგრამ კარგმა thumbnail-მა ყურების სურვილი უნდა გაგიჩინოს. |
Posted by: Mrs.aravin 15 Dec 2020, 13:16 |
la reine არა და ვიფიქრე დამსინა თქო და გულის სიღრმეში მეწყინა მე ხორცს აღარ ვჭამ და ისე გამიხარდა ეს რეცეპტი რო ვნახე.ხშირად ვაკეთებ, თითქმის სულ მიდევს მაცივარში . * * * <<ეგოისტკა>> მადლობა რომ გახსოვარ |
Posted by: sixnik 15 Dec 2020, 13:59 | ||||
(thumbnail ამის გამოსწორებაზე ვმუშაობთ მაგრამ ჯერ შორს ვართ იდეალური სურათისგან მაფინზე გამოვიდა კარგი სურათი მხოლოდ და სტეიკზე) |
Posted by: Axio 15 Dec 2020, 14:12 |
sixnik რადგან ეგ ფრანგული კერძია და ბეფ ბურგინიონი (Bœuf bourguignon) ქვია, ითარგმნება - საქონლის ხორცი ბურგუნდიულად, გირჩევთ ჯერ მისი დასახელება მიუთითოთ და ფრჩხილებში შემდგომ მოკლე დახასიათება (ხორცი ღვინის სოუსით). რუსულად თარგმნას არ გირჩევთ, ძალიან უნდობლობით სარგებლობენ მაგათი გაკეთებული რეცეპტები (თან გრამატიკულად არასწორად გიწერიათ, ეტყობა ენასაც ვერ ფლობთ და რა ძალაა? ) |
Posted by: sixnik 15 Dec 2020, 14:18 | ||
რუსული ენა თუ არ გიყენიათ თქვენ თვითონ იუთუბზე ისე სუბტიტრების ენებს ვერ დაინახავდით და 7 ენაზეა სუბტიტრი და რაში მიშლის ხელს ზედმეტი მნახველი ? თუ მარტო რუსული სუბტიტრი წავშალო ? რადგან თქვენ გაწუხებთ. |
Posted by: Axio 15 Dec 2020, 14:40 |
sixnik სუბტიტრი სულ არ მინახია, მე კომპი მხოლოდ ფრანგულად და ქართულად მაქვს სათაურშივეა რუსული გამოყენებული პს. მე მაგალითად ინფორმაციის სათაური თუ რუსულადაა, არც კი ვხსნი, ვიცი რომ 90% სისულელე იქნება, ასეა ძალიან ბევრი... |
Posted by: sixnik 15 Dec 2020, 15:03 | ||
გუშინ შუადღის მერე რაც იუთუბი გამოირთო რაგაცაებს ურევს ერთადერთ ადგილას სადაც რუსულად წერია სუბტიტრებია. და მეორე ადგილი როცა რუსულენოვან აკაუნტს ხმარობ მაშინ ჩანა რუსულად. და თვითონ ვიდეოზე რო გეთქვა 1-2 სიტყვა არ იქნებოდა ცუდი. ვნახულობ სხვა კომპებზეც და ქართული და ინგლისური სახელითაა დამისკრინე თუ არ გეზარება რუსულად როგორ გიხსნის შეიძლება სადმე შეცდომა გამეპარა. პრობლემას მივაგენი: ფორუმ.გე ჩასმულ ვიდეოს რატომღაც აღიქვამს მხოლოდ რუსული სუბტიტრებით ნებისმიერ სხვა საიტზე ან სოციალურ ქსელში აჩვენებს მხოლოდ ქართულად რისი ბრალი შეიძლება იყოს ლინკის სისწორეს გადავხედე ორივე იდენტურია. იუთუბზეც თუ შეხვალთ მხოლოდ ქართულია თვითონ ფორუმ.გე ს ხოარ აღიქვამს რუსულ ენოვნად ? |
Posted by: la reine 15 Dec 2020, 16:05 |
Mrs.aravin ვაიმე რას ამბობ მაგას როგორ ვიზამდი, მით უმეტეს შენთან გამახსენდა ეს რეცეპტი, ჩემი არ არის ოღონდ სხვა იუზერმა დადო ზუსტად მახსოვს. მოვამზადებ მეც აუცილებლად. sixnik ვნახე ბოლო ვიდეო. ბევრად უკეთესია. კარგია რომ რჩევები გაითვალისწინეთ. რაც უფრო ლაკონურია ვიდეო, მით უფრო კარგად ყურებადია. მე, პირადად, მუსიკაც არ მიყვარს აი ბუნებრივი ხმები რომ.ადევს ეგ უფრო მამშვიდებს კვერცხის ათქვეფის და ა.შ. ხო ხვდებით... მაგრამ ეს უკვე ძაან ინდივიდუალურია და. თქვენი გადასაწყვეტია. რაც შეეხება რუსულს. არაფერიც არ გააქროთ. პირიქით. სათაურში რუსულადაც მიუთითეთ, აღწერაც დადეთ რუსულად და ა.შ. მეტი გამომწერიც გეყოლებათ, მეტი ნახვაც და ყველაფერი ბევრად მეტი. წარმატებები |
Posted by: sixnik 15 Dec 2020, 16:08 | ||
მადლობა გაიხარეთ ყველაფერს კარგს თუ არ გავითვალისწინებთ შორსაც ვერ წავალთ |
Posted by: მერკუციო 15 Dec 2020, 17:20 | ||
Mrs.aravin ჩემი რეცეპტი )))) https://forum.ge/?showtopic=34999701&f=&st=120&#entry52005216 la reine
კიდევ არ გაგიკეთებია? |
Posted by: Mrs.aravin 15 Dec 2020, 17:48 |
მერკუციო უი უი მე მაპატიეთ რაც მთავარია, ძველი რეცეპტი გავაცოცხლე. მადლობა თქვენ ))) la reine იმდენად მომწონდა შენი რეცეპტები, ესეც შენ მოგაწერე თავისთავად კიდევ ნამცხვრის რეცეპტი მაქვს დასქრინული. მე დამიწერეს და ჩემს გარდა ყველამ გააკეთეთ მგონი. მერე დავაპირე გამოცხობა, შენ დამიწერე რეცეპტი თავიდან და მაინც არ გამიკეთებია დღემდე |
Posted by: la reine 15 Dec 2020, 17:57 |
მერკუციო ხოო შენიი ნიკი ვერ გავიხსენე, ბოდიში. ძაან შემრცხვა და აი სიტყვას გაძლევ რომ აუცილებლად გავაკეთებ და აქაც ავტვირთავ Mrs.aravin მახსოვს, კი. ძალიან გემრიელი რამეა. დღემდრ მადლიერი ვარ იმ გოგოსი აი ესაა... შოკოლადის.... |
Posted by: Mrs.aravin 15 Dec 2020, 18:15 |
la reine აუუ, ძაან მეშლება ნერვები ყველაფერი, რო გახსოვს და არაფრის კეთება გეზარება აი, მართლა უნდა გავაკეთო ეს ნამცხვარი.გადავწყვიტე. რაც მთავარია, სოდა მააქვს ( ბევრი უნდა მახსოვს) |
Posted by: Axio 15 Dec 2020, 18:43 | ||
sixnik
და ძალიან მნიშვნელოვანად მიმაჩნია პირველ რიგში კერძის სახელის აღნიშვნა. რადგან ხორცი ღვინის სოუსში მრავალნაირია, ბეფ ბურგინიონი მხოლოდ ერთი. |
Posted by: Today 15 Dec 2020, 21:41 | ||
mustafa_ibrahim
მერე 2 წუთში რო შეჭამო არ ღირს... |
Posted by: fermina 16 Dec 2020, 18:04 |
ხალხო, ლობიანის გული გემრიელად როგორ შევაზავო? ფენოვან ცომში მინდა გაკეთება, ადრე ლიტერატურულ კაფეში რომ იყო, იმ სტილში, ხინკლისებრ ფორმებში ხახვი კარაქში მოთუშული წავა? თუ ზეთში ჯობს? ნუ სუნელებს გემოვნებით ვუზამ, არაა პრობლემა, ხახვი დავუმატო თუ არა იმაზე ვფიქრობ უფრო. |
Posted by: moodyman 16 Dec 2020, 18:13 |
უცხოელი მეგობარი წერს სტატიას ქართულ ახალ წელზე და საახალწლო სუფრის სურათი ხომ არ გაქვთ რამე თქვენი ან მეგობრის გადაღებული? თუ გამიზიარებთ მადლობელი ვიქნები გუგლიდან არ უნდა ვიღაცის სურათის უნებართვოდ აღება და |
Posted by: zigmundi32 16 Dec 2020, 19:15 | ||
fermina
მუცლის ქონში |
Posted by: sham 16 Dec 2020, 23:58 | ||||
დათვის ქონში ............................ |
Posted by: xx3xx 17 Dec 2020, 00:58 | ||||
რაჭულ სალაში შემწვარი მოუხდებოდა * * *
შემწვარ ქათამში ყველაზე ძალიან მიყვარს კანი ფანტასტიურად გამოიყურება ჯერ გავატყავებდი და კანს შევჭამდი მერე ბარკალს დავითრევდი და სოკში ჩავაწობდი |
Posted by: fermina 17 Dec 2020, 09:37 | ||
xx3xx
ეგ თავისთავად, მაგრამ ახლა რაჭული სალა და მსგავსი დელიკატესები არ მაქვს და ძებნა და ყიდვაც მეზარება |
Posted by: paaatriick 18 Dec 2020, 10:13 |
fermina მე ვუმატებ ხახვს და კი მეგემრიელება ღრმა ტაფაზე კარაქში მოვშუშავ, ვამატებ ხმელ ქინძს, შავ პილპილს, გატარებულ წითელ წიწაკას... მარილს, ვაყრი ლობიოს. მაღალ ცეცხლზე ვთუშავ ცოტას, თან ვურევ. მერე ვუწევ ტემპერატურას და კარტოფილის საჭყლეტით ვზილავ, სანამ ჩენჩოც კარგად არ ჩაისრისება. |
Posted by: torckiko 18 Dec 2020, 10:39 | ||
სალამიიი, რეცეპტიც რომ დაწეროთ ამ ნამცხვრის თუ შეგიძლიათ, ძაან გემრიელი რაღაც ჩანს |
Posted by: vaho 18 Dec 2020, 11:56 |
მჭადი. მესამე ცდიდან რაც გამომივიდა. პირველი დამეწვა და მეორე დაიშალა ნაწილებად... |
Posted by: fermina 18 Dec 2020, 22:32 | ||
paaatriick
მადლობა, მეც დავუმატე ხახვი და კარგი იყო, ოღონდ ლობიოს ცალკე შევურიე ეს ყველაფერი, არ მომითუშავს ტაფაზე ლობიოც. მშვენიერი კი გამოვიდა. დავაჩოფერე მოხარშული ლობიო და კანიც და გულიც ერთგვაროვანი გახდა. |
Posted by: Kirchi 20 Dec 2020, 08:04 |
ეს პირველად ვცადე აბა ვნახოთ რა გამოვა “ლისიჩკები” ს მწნილი ცოტა ხანი ვადუღე მერე მარილი, ნიორი, შავი წიწაკის მარცვლები, დაფნა, კამა ავურიე და ჩავდე ქილაში იმედია ორ სამ დღეში კარგი იქნება |
Posted by: elchi 20 Dec 2020, 13:50 | ||
ჯერ ის ინდაურის სურათი ვერ გადამიტანია, ახლა კიდევ "დაგვბომბე".LOOOL უმაგრესი რამე გამოგივა. ეგრეა, არ უნდა ბევრი ლოდინი, სამ დღეში მზად იქნება. ეგ სოკო მე მგონი მიქლიო უნდა იყვეს. |
Posted by: Harrison Stafford 20 Dec 2020, 17:27 |
Kirchi ვახ ამ ზამთარს სად იშოვეთ ეს სოკო ? სათბურის არის ?? |
Posted by: Kirchi 22 Dec 2020, 21:30 | ||||||
elchi
)
კი ეგაა, ძაანმ მაგარი გამოვიდა ერთი გავსინჯე გუშინ უკვე Harrison Stafford
სამხრეთ კალიფორნიაში ვარ, აქ პრინციპში სულ ზაფხულია, მაგრამ მგონი სათბურის არის ყველა სოკო აქ მაინც.. კოსტკოში იყიდება 16 oz 14$ |
Posted by: Today 22 Dec 2020, 21:35 |
სალამ ალეიქუმ კულინარიის მამებო და დედებო. ერთი კითხვა მაქვს, ქინძმარში ლოქოს გარდა რა თევზია კარგი... დანქე შონ. |
Posted by: Axio 22 Dec 2020, 21:45 |
Today ყველა ტბის თევზი წავა პრინციპში |
Posted by: elchi 22 Dec 2020, 22:58 |
Today ორაგული, ან მოზრდილი კალმახი, დაახლოებით 40-45სმ-ის სიგრძის სინჯე. პირობას გაძლევ უმაგრესი რამე გამოგივა. Kirchi "მეზობლად" ყოფილხარ. ეგ არის "შანთრელ", ჩვენებურად მიქლიო. რომელ ქალაქში ხარ? 2.5 წელი SF-ში ვცხოვრობდი, ახლა ჩემი შვილია LA-ში. |
Posted by: Harrison Stafford 22 Dec 2020, 23:19 | ||
Kirchi
ჩვენ ბოდიში აუ როგორ მომინდა ეხლა სიონი ლისიჩკა შემწვარი შამაია იფ იფ იფ |
Posted by: Today 23 Dec 2020, 00:23 | ||||||
elchi
ანუ ორაგული წავა? კიდე ერთი კითხვა მაშინ თევზს რო მოვხარშავ, ის წვენი გამოვიყენო სითხედ თუ წყალი? თუ შევურიო ის წვენი და წყალი? Axio
მადლობა არა მგონია აქ ტბის თევზები ვიშოვო, ან გავარჩიო... Harrison Stafford
სიონის შემწვარი შამაია ნახევარი წუთი უნდა კოცონზე.. |
Posted by: thug 23 Dec 2020, 02:54 |
|
Posted by: elchi 23 Dec 2020, 06:45 |
Today აუცილებლად იგივე სითხე გამოიყენე, რაშიც ორაგულს მოხარშავ. დააცადე ოთახის ტემპერატურაზე გაციება, მარილი უკვე ექნება. ის დაფნის ფოთოლი და შავი დაუფქვავი წიწაკა აღარ გჭირდება. წვენი რომ დაიწმინდება, გადაიტანე სხვა ქვაბში, ჩაუშვი მოხარშული თევზი და ცოტა ძმარიც დაამატე. ნუ დაკეპილი ქინძი თავისთავად. მოთმინება მოგიწევს, მეორე დღისთვის უკეთესი იქნება. მაცივარში არ შედო!!! thug ეს რა დადეეე? სხვისი არ ვიცი, ჩემთვის სთეიკისთვის ყველაზე მაგარი მისაყოლებელი რამეები. სატაცური და კარტოფილის პიურე/თან თუ ნიორით არის გაკეთებული./. ეუუუფ. |
Posted by: thug 23 Dec 2020, 06:56 |
elchi კი მაგრად უხდება სატაცური |
Posted by: Kirchi 23 Dec 2020, 06:58 |
elchi კი ეგაა სასწაული გამოვიდა ერთი ცოცხალი ცხარე ჰაბანერო ჩავდე და ცეცხლია ირვაინში ვარ Harrison Stafford სოკოს მოყვარული ვარ მეც, განსაკუთრებით მწნილი მიყვარს აქ ძალიან გავრცელებულია პორტობელო, შიტაკე, კინგ ოისთერი არ ვიცი როგორაა ქართულად კარგი ხორციანი სოკოა thug ვაა მაგარია სტეიკი |
Posted by: Today 23 Dec 2020, 15:55 | ||
elchi
გაიხარე. მაგრამ უმაცივროდ არ გაფუჭდება? |
Posted by: elchi 23 Dec 2020, 19:02 |
Today "ბითთე შონ". 2-3 დღე თავისუფლად შეგიძლია ოთახის ტემპერატურაზე გქონდეს. მე ერთ დღეში "ვანადგურებ" ხოლმე.LOOOL ასევე, სალმონოიდებს, ამ შემთხვევაში კალმახს და ორაგულს, მიუხედავად იმისა ფერმაშიც რომ იყვნენ გაზრდილები, თავისი სპეციფიური სუნი და გემო აქვთ. სხვისი არ ვიცი, მე მომწონს. პ.ს. შეგიძლიათ ამავე განყოფილებაში ნახოთ თემა " ზღვის პროდუქტები" და ა.შ. იქ სხვა რეცეპტებიც მაქვს დაწერილი. აგერ არის ლინკი: https://forum.ge/?f=82&showtopic=35123009 |
Posted by: Stormtrooper1 24 Dec 2020, 21:26 |
კარამელიზირებული ხახვის გაკეთება მასწავლეთ მარტივად რა |
Posted by: vaho 29 Dec 2020, 20:20 |
რა ხთეფა, ხუთი დღე არაფერი გაგიკეთებიათ? |
Posted by: კადა 29 Dec 2020, 20:35 |
აუცილებლად უნდა ვცადო თავი მარტივ კულინარიაში მაინც დასაწყისისთვის, ერთი მორჩეს კორონა და გავიდეს ჩემი რძალი სამსახურში, რომ შევძლო სამზარეულოში ტრიალი თავისუფლად. |
Posted by: ხიხო 1 Jan 2021, 11:14 |
სადღაა საცივი და კარგი ცხოვრება? გილოცავთ ახალ წელს მრავალს და მრავალს |
Posted by: thug 1 Jan 2021, 11:40 | ||
Stormtrooper1
მაერტივად დაყრი ხახვს ტაფაზე კარაქში ბევრში და სანამ კარამელიზებული არ გახდება ურევ |
Posted by: Stormtrooper1 3 Jan 2021, 21:26 | ||||
სულ ესაა ? მეტი არაფერი უნდა ? მე ვიფიქრე კარამელი უნდა თქო ან შაქარი |
Posted by: thug 3 Jan 2021, 21:29 |
Stormtrooper1 |
Posted by: საქმიანნი 3 Jan 2021, 21:41 |
Stormtrooper1 რომ დარბილდება და დაბრაწვას დაიწყებს, მაშინ ვამატებ ხოლმე 1 კოვზ შაქარს, ყავისფერი შაქარი ჯობია და საშუალოზე დაბალ ცეცხლზე ვურევ, სანამ კარგად არ გაყავისფრდება ორივენაირად სცადე, მე შაქრიანი უფრო მომწონს ხორცებთან და ბურგერებთან |
Posted by: sixnik 6 Jan 2021, 16:26 |
გემრიელი საცივის ვიდეოც მოვიდა. |
Posted by: Axio 8 Jan 2021, 23:40 |
sixnik ვიზუალი და ოპერატორი კლასი ! ინფორმაცია - ზერო ანუ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა... |
Posted by: thug 9 Jan 2021, 03:35 |
ჩემი საფირმო Fall off the bone BBQ baby back ribs |
Posted by: elchi 9 Jan 2021, 03:58 |
thug ეს რა დადე კაცო?! ახლა დავგაზავ მარკეტში და ნახევარ ბურვაკს ვიყიდი. წალამი და ხილის შეშა მაქვს. სოუსზე უნდა გკითხო, ტკბილი ხომ არ არის ეგ? |
Posted by: thug 9 Jan 2021, 04:04 |
elchi კი ჩვეულებრივი BBQ სოუსია მარა ბევრს არ უსმევ 1 ფენას ვუსმევ და უკან ვდგავ რო ცოტა შეახმეს |
Posted by: Kirchi 9 Jan 2021, 08:42 |
thug მაგარია დიდი ხანია მიტრიალებს თავში იდეა ამ ribs-ების ქართულ ვარიანტზე გაკეთების - აჯიკით და კარაქით, მაგრამ სულ მომავლისთვის ვდებ |
Posted by: thug 9 Jan 2021, 08:48 |
............ |
Posted by: Master_Nick 9 Jan 2021, 09:29 |
thug აუფ, მაგარია! გრილზეა შემწვარი? |
Posted by: thug 9 Jan 2021, 09:58 |
Master_Nick არა გაზის ღუმელში ;D |
Posted by: marimari11 13 Jan 2021, 15:39 |
მექსიკურისთვის შეტენეს დედაჩემს კარფურში. არ გამომადგება ხო? [img]JვxiLLijjiJANt[/img] * * * ....... |
Posted by: Axio 13 Jan 2021, 16:08 |
marimari11 რუსების და უკრაინელების გაკეთებული სუნელების რა ვთქვი :დ |
Posted by: tavadze 14 Jan 2021, 01:33 | ||
marimari11
არა მგონია. კარფურში არ ვიცი - ალბათ, მანდაც იქნება, მაგრამ მე უნივერსამში ვყიდულობ სპეცსუნელს მექსიკურისთვის - პატარა პაკეტია, სომბრეროიანი კაცი ახატია გარედან. მომწონს, ნორმალურია, თუმცა ეგ საკმაზი შენც შეგიძლია დაამზადო სახლში: ზეთი ჩაასხი ღრმა თეფშში და ცაყარე შიგ სანელებელი, არც მოგწონს: ხმელი ქინძი, ნიორი, ორეგანო და ასე შემდეგ. მე სვანურ მარილსაც ვუშვები, ოღონდ გაითვალისწინე, რომ ეგ აშავებს. ბოლოს - უკვე შემწვარზე მოსაყრელად უხდება მსხვილად დაფქული ხმელი წითელი წიწაკა. |
Posted by: marimari11 14 Jan 2021, 01:48 |
tavadze მადლობა. გავაკეთე დღეს და ძალიან გემრიელი გამოვიდა წიწაკაც შიგნითვე დავუმატე ოღონდ.შეწვიმს მერე არ დამიყრია ორეგანო, წიწაკა, ჩილი, პილპილი და მარილი |
Posted by: kekluci 14 Jan 2021, 02:22 |
ჩაგეჭრებით მოკრძალებულად^^ |
Posted by: marimari11 14 Jan 2021, 02:51 |
ფონდანტე ვისაც გაგიკეთებიათ რამდენი წუთი უნდა გქონდეთ ღუმელში და რამდენ გრადუსზე? რეცეპტებში სხვადასხვანაირად წეერია |
Posted by: tavadze 15 Jan 2021, 02:07 | ||
marimari11
შეგერგოთ. როგორც ვხედავ, ნიორი და არანაირი ხმელი სუნელი არ გიქნია, ჰო? გემოვნების ამბავია, თუმცა ხმელი სუნელები კაი (მეც მხოლოდ ქინძს ვუშვები), მაგრამ ცოტა ნიორი ნამდვილად კარგ გემოს აძლევს. თუმცა, ვიმეორებ, რომ ეს გემოვნების ამბავია. kekluci - ამას მოკრძალებული ჩაჭრა კი არა, "კანტროლკა" ჰქვია. მართლაც ყოჩაღ! მგონი, პატარა იუბილარის სუფრაა და ღმერთმა ბედნიერი გაგიზარდოთ. |
Posted by: Stormtrooper1 15 Jan 2021, 03:40 |
დღეს ისეთი ჩახოხბილი გავაკეთე ნი დაი ბოგ მართლა აქამდე მეზიზღებოდა ეს კერძი სასტიკად, მაგრამ თურმე რეალურად ყველას საზიზღრად გამოსდიოდა რაც აქამდე გამისინჯავს. თუ რამე გემრიელის ჭამა გინდა შენით უნდა გააკეთო რა. მადლობა მე <3 |
Posted by: marimari11 15 Jan 2021, 13:16 |
tavadze მადლობა რეცეპტივი ვნახე და იქ რაც ეწერა, ის სუნელები ვიხმარე ნიორი როგორ? დაფქული? ეგ საწებელში ვუქენი და არ მიფიქრია რომ კარტოფილსაც უნდოდა ხმელ სუნელს დავამატებ შემდეგზე ფონდანტე უნდა გავაკეთო ეხლა და ღუმელი რამდენზე უნდა მქონდეს და რამდენი წუთი შევდო ხომ არ იცით? სულ სხვადასხვა დრო წერია |
Posted by: tavadze 15 Jan 2021, 18:13 | ||||||
marimari11
დაფქულს თუ იყიდი, ეგეც წავა, თუ არადა, იმ სპეციალური საჭყენტით დაჭყენტილი აურიე ცხიმსა და სხვა სანელებლებში. Stormtrooper1
მე ამ საახალწლოდ მასეთი ბაჟე გავაკეთე. წვენი რო გავსინჯე, მაშინვე ვთქვი, ამაში წვენი ხორცზე უფრო გამითავდება-მეთქი და მართლაც მასე მოხდა. თავიდან ცოტა მარილი მომივიდა მეტი, მაგრამ ააშენებს ღმერთი _Sofia_ს ლიმონის ნაყენის იმ რეცეპტისთვის, უკვე მერა,დენედ მიშველა - 2 სუფრის კოვზი და დააბალანსა ის გემოები.
ეგ ეგრეა. თუ გინდა, გურულ ჩახოხბილსაც გასწავლი - ნიგვზით. თითქმის იგივეა და უგემრიელესია. |
Posted by: Keti-Ket 15 Jan 2021, 22:23 | ||
tavadze
თუ შეიძლება, მეც გამიზიარეთ მაგ ,,გამანეიტრალებლის'' რეცეპტი. ვერ ვიტყვი, რომ ხშირად ვამლაშებ, მაგრამ მაინც ვიცოდე. |
Posted by: Outdoor 16 Jan 2021, 08:57 |
kekluci ხაჭაპურის, "პეროგის" და იმ "სესამის" თესლების რეცეპტი იქნებ დაწეროთ. პ.ს. სანამ თქვენს სტატუსს გამოაქვეყნებთ, იქნებ გადაიკითხოთ რას წერთ. შესწორება მომიწია. მომავალში გაითვალისწინეთ. |
Posted by: sixnik 17 Jan 2021, 18:51 |
გემრიელი ქადაც მზადარის თუ არ დაგეზარებათ კომენტარიც არ დაიშუროთ. |
Posted by: sixnik 20 Jan 2021, 15:58 |
ქათმის სალათის 2 გემრიელი რეცეპტი |
Posted by: მმათხუარი 20 Jan 2021, 17:02 |
ორშაბათიდან დიეტაზე ვდგები, ასე რომ გამოუშვით <3 |
Posted by: elchi 20 Jan 2021, 21:02 |
ჩემს მეგრელებს და სვანებს წყნარი ოკეანის სანაპიროდან "გიგზავნით" ქართლელი, კუპატს და კუბდარს. |
Posted by: საქმიანნი 20 Jan 2021, 21:06 |
elchi ვაი კუპატი როგორ გააკეთეთ? საუკუნეა მგონი გემრიელი კუპატი არ მიჭამია |
Posted by: elchi 20 Jan 2021, 22:01 |
საქმიანი იხილეთ ეს თემა: https://forum.ge/?f=82&showtopic=35014191&st=0 ჩემს გარდა სხვებსაც აქვთ დაწერილი კუპატის რეცეპტები. |
Posted by: საქმიანნი 20 Jan 2021, 22:23 |
elchi მადლობა ჯობია ისევ გავაგრძელო კარგი კუპატის ძებნა )) |
Posted by: Christopher_Smith 22 Jan 2021, 10:23 |
კაი კუბდარს შეჭამდა კაცი, თუ დარჩა სადმე ასეთი თბილისში |
Posted by: max-14 22 Jan 2021, 18:30 | ||
თბილისში არამგონია... |
Posted by: Axio 22 Jan 2021, 18:52 | ||
elchi
ეგ იმერულს უფრო გავს რაღაც |
Posted by: Keti-Ket 22 Jan 2021, 21:57 |
კუბდარს და ზოგჯერ ხინკალსაც, რა ინგრედიენტს უმატებენ ისეთს სპეციფიურ გემოს რომ აძლევს და სხვა ხორციანი კერძებისგან განასხვავებს. თავისებურ გემოს რომ ტოვებს დაგემოვნების შემდეგაც |
Posted by: Axio 22 Jan 2021, 21:59 |
Keti-Ket ძირას ...................................... |
Posted by: gagnia 23 Jan 2021, 23:49 | ||
Keti-Ket
კუბდარს სვანურ მარილს, რომელშიც შედის ძირა და ქონდარი. ხინკალს ძირას და იშვიათად ქონდარს, ანუ ბეგ-ქონდარას, ანუ გარეულ ქონდარს. |
Posted by: sixnik 26 Jan 2021, 14:01 |
ბადრიჯნის სალათა კორეულად ქათმის სტეიკთან ერთად. |
Posted by: Keti-Ket 26 Jan 2021, 14:55 |
Axio gagnia მადლობა ანუ ძირა იგივე კუმინია და კვლიავი ხომ კიდევ სხვაა, ეს ტმინ არის ხომ? რომელს რომელ კერძებს უმატებენ მერევა ხოლმე. |
Posted by: buxxx 26 Jan 2021, 15:43 | ||
მაგარია ცოტა ვრცლად დაწერე რა პროცესი. ქილაში მშრალად ჩადე თუ წვენში? თავი დახურული უნდა ჰქონდეს? |
Posted by: tavadze 27 Jan 2021, 01:46 | ||
Keti-Ket
მარტო მარილით გადამლაშება არა - ყველანაირ ზედმეტ გემოს აბალანსებს. ჩემი პირველი შეხება ამ ნაყენთან ხმელი ქინძის გამო მოხდა - ბაჟეს ვაკეტებდი და ბევრი ჩავყარე (მე ლამის მუჭით ვაყრი სანელებლებს და მერე ვიწყებ გემოების დაბალანსებას ). მოკლედ, ცოტა გაამწარა და მეორე კოვზზე ვიგრძენი, რომ შეანელა ის გემო, მესამეზე კი დადგა თავის გემოზე. მოკლედ, ლიმონის ნაყენი _sofias_ რეცეპტით (ოღონდ მე ზღვის მარილის ნაცვლად ჩვეულებრივს ვიყენებ) "ეს არის სურნელოვანი ლიმონი თევზეულისთვის და სალათებისთვის, ან რასაც ჩათვლი რომ მოუხდება თქვენი ნებაა....ანუ: დაახლოებით 10 ცალ ლიმონს უნდა ნახ შეკვრა ზღვის მარილი (მე კარფურში ვიყიდე), ტილოზე დავყაროთ 1ს.კ შავი პილპილის მარცვალი, 1ს.კ. ქინძის მარცვალი, 1ს.კ. ცერეცოს მარცვალი და ცოოოტა დარიჩინი.....გადავკეცოთ და საბეგვი ჩაქუჩით ან რაიმეთი, სამჯერ- ოთხჯერ დავარტყათ, ისე რომ მთლად ფქვილის მასა არ მივიღოთ, ანუ მსხვილად უნდა იყოს დახრესილი... დავაყაროთ მარილს, დავუმატოთ 4-5 ფოთოლი დაფნა, ბეგქონდარი, ესეც იყიდება სუნელებში....ან ცუდ შემთხვევაში ქონდარი 4-5 ღერი, ავურიოთ კარგად მარილში. ლიმონი გავჭრათ 4-ად, მაგრამ არა ბოლომდე, შემდეგ ამ მარილით კარგად ამოვავსოთ ჭრილებში და ჩავტენოთ ქილაში, დავაფაროთ თავი და დავდგათ სადღაც 2 კვირა...გამოიღებს წვენს და ამ წვენს გამოვიყენებთ ჩვენი სურვილისამებრ..." პ.ს. ახალ წლებზე ხორცეული ცოტა ბევრი მომივიდა და ძველით ახალი წლის მერე ვცდილობ, დავაბალანსო, ხორცს არ ვაკეთებ შეგნებულად. ბოლო დღეებში ბორში გავაკეთე, გუშინ ჯონჯოლის მწნილი შევასუნელე ნიგვზით ანუ ფხალად გავაკეთე, რამდენჯერმე კი ბავშვობამ მიხმო და უბრალო, მაგრამ გემრიელი საჭმელი გავიხსენე - კვერცხი შევწვი ნიგოზში. ერთხელ - ყველთანაც, მაგრამ ნიგვზიანს სხვა გემო აქვს... ახლა გაწვიმებას ველოდები (სოფელში ვარ, გურიაში და დარიან ამინდს ვერ გავაცდენ საჭმელის საკეთებლად ) და ხმელი ლობიო მინდა გავაკეთო - ჩემებურად, ცხარე და შიშხათიანი. თან ძაან მაგარი პომიდვრის და კიტრის მწნილები მაქვს. |
Posted by: kekluci 27 Jan 2021, 02:59 |
tavadze გაიხარეთ))) მადლობა დიდი. Outdoor ყველაფერს თვალის ზომით ვაკეთებ, მაგრამ შევეცდები ჩაგიგდოთ პირადში :პ |
Posted by: paaatriick 27 Jan 2021, 10:39 |
1კონა ოხრახუში 1კონა ქინძი 1 მუჭა ნოგოზი ზეითუნის ზეთი და მარილით გემრიელი პესტო გამოვიდა |
Posted by: elchi 27 Jan 2021, 12:32 |
დღეს კარგი თოვლი მოგვივიდა. მეთქი გარეთ ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ავიღებ და სახლში რაღაცას "გავაფუჭებ".LOOOL გინახიათ, გაგიკეთებიათ, გაგისინჯავთ ამ ზომის ჩებურეკი? ფარში არის, როგორსაც კუბდარისთვის ვაკეთებ ხოლმე. ორი გარეული ცხოველის ხორცისგან და სხვადასხვანაირი სუნელებით შევაზავე. იმ ცხოველების სახელებს არ დავწერ, ვიცი "მკვლელი" უნდა დამიძახოთ. ადრე ნანადირევის სურათი დავდე სხვა ფორუმზე, ერთმა შემიკიკინა, გვაჩვენე შენი ნანადირევი, ვნახოთ რა მონადირე ხარო. მე არ ვჩანდი იმ სურათზე, მხოლოდ ნადავლი და ჩემი იარაღი იყო. ქალებმა იმდენი მწყევლეს ღიაში და PM-ზე, მიკვირს ცოცხალი როგორ ვარ. |
Posted by: Keti-Ket 27 Jan 2021, 15:16 | ||||||
tavadze მადლობა დიდი დაუზარელი პასუხისთვის.
მეც იმდენს ვაყრი ხოლმე, ერთადერთხელ ვიგრძენი, რომ აშკარად ზედმეტი მომივიდა, თორემ ყველა სანელებელს უხვად ვამატებ ყველგან.
არც გამიგია კვერცხი ნოგოზში, არადა ნიგოზიც ძალიან მიყვარს და ყველა ნიგვზიანი კერძი.
ამაზე გამახსენდა. პირველი იანვრის დილაა, მეღვიძება, ჯერ თვალი არ მაქვს ნორმალურად გახელილი და ისე მომინდა წიწიბურა რძეში და კარაქში მომზადებული, საკუთარი თავის შემრცხვა, ამხელა მრავალფეროვნებაში წიწიბურა როგორ მოვიხარშო-თქო * * * elchi წვნიანი გამოვიდა გარეული ცხოველის ხორცით? ზეთში შეწვით? პ.ს. ისე დაუნანებლად ამატებთ ხორცის გულსართს, თბილისში რამე კაფე რომ გაგეხსნათ, არ მოგაკლდებოდათ კლიენტი |
Posted by: elchi 27 Jan 2021, 15:44 |
[b]Keti-Ket[/b ერთისგან და მეორესგანაც ცხიმიან ნაჭრებს ვირჩევ. კი, წვნიანი გამოდის. ღრმა ტაფაზე ვწვავ ზეითუნის ზეთში. ფარშის რაოდენობის გარდა, ზეთიც არ მენანება. იმ ზეთს მეორე დღესაც ვიყენებ. ვტოვებ ტაფაზე და წინასწარ დამარინადებულ STEAK-ს ვწვავ ხოლმე. რაც შეეხება საზკვების ობიექტის გახსნას, ყველანაირად გამორიცხულია. თუ რატომ არა, ბევრი მიზეზი არსებობს. რამოდენიმეს გეტყვით. როცა ეგეთ საქმეს მოკიდებ ხელს, იქ მოგიწევს ცხოვრება. მერეა და აქ ვკითხულობ, რომ საქართველოში თითქმის შეუძლებელი გახდა ნატურალური ხორცის ყიდვა. საკუთარ ფერმებს ნამდვილად არ ავაშენებ. ჰოდა პრემიქსით გატენილ ხორცს ვერ ვაჭმევ ჩემს ხალხს. მესამე და მთავარი. 100 კლიენტიდან, 99 მადლობას გეტყვის და სახლშიც დაგპატიჟებს. აი ის ერთი კიდევ, ისე მოგიშლის ნერვებს, ღამე ვერ დაიძინებ. ეს ყველაფერი ჩემი გამოცდილებიდან ვიცი. სანფრანცისკოში რუსულ-ებრაული რესტორნის მენეჯერი ვიყავი 2.5 წელი. დაახლოებით 540 სტუმარი შემეძლო მიმეღო. პარასკევს-შაბათს და კვირას, ხალხის ტევა არ იყო. კარგად ვიცი რა ხდება მაგ სფეროში. ამიტომ მოგახსენეთ, გამორიცხულიათქო. |
Posted by: tavadze 27 Jan 2021, 22:21 | ||||||||||
Keti-Ket
უმარტივესია: ათქვეფილ კვერცხს შეურიე გატარებული ნიგოზი და სულ ეგაა მთელი ფილოსოფია.
paaatriick
ტრადიციული პესტო არ გამოვა, მაგრამ ასე მგონია, მაგ ბუკეტს ცოტა ნიორი და კიდევ უფრო ცოტა პიტნაც კარგად მოუხდება. თუმცა პიტნა საკამათოა - დეგუსტაციამდე, აი, ნიორი კი ნამდვილად მოუხდება. elchi
მშვენიერია!
სამწუხარო რეალობაა. პ.ს. წინა გვერდზე ფოტოები რომ დადე, მაგათ კუპატობაში ვერ დაგეთანხმები. სოსისი - კი ბატონო, ნამდვილად არის. |
Posted by: elchi 28 Jan 2021, 11:01 |
tavadze გამარჯობა ირაკლი. არადა ნამდვილი კუპატია ძამა. ერთია რომ ფილტვს და დაკეპილ ნაწლავს არ ვუკეთებ, ასევე არ ვხარშავ ფარშს. მერე "მშრალი" გამოდის და შეწვისას არავითარი წვენი არა აქვს. როცა შებოლვას ვუპირებ, ერთი ღამით მაცივრის ზედა თაროზე ვაჩერებ. მაქსიმალურად ვამშრალებ სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცით, მერე "მემორჩილება". შებოლილი თავისუფლად ძლებს სადღაც 2-3 თვე. ასევე, უამრავი ვიდეო მაქვს ნანახი და არიან კულინარები, რომლების ვიდეობსაც ასი ათასობით ნახვა აქვთ. ვერა ძამა, ისე ვერ აკეთებენ, როგორსაც მე ვახერხებ. მოგვიწევს მე და შენ ერთმანეთის ნახვა. ჩამოვალ კიდევ, დაგპატიჟებ ჩემთან, გაგასინჯებ ჩემს გაკეთებულ კუპატს და ვნახოთ რას იტყვი. |
Posted by: Axio 28 Jan 2021, 11:50 |
elchi ეგ არის იმერული კუპატი ანუ ფარშის, მე კატლეტს ვეძახი მეგრული კუპატი წელებისგან კეთდება |
Posted by: gordas 28 Jan 2021, 14:40 |
თბილისში სადმე ტაკოს ტორტილები იყიდება? |
Posted by: gagnia 28 Jan 2021, 20:46 | ||
Keti-Ket
მე როგორც მახსოვს ეგ კუმინი ინდურ ძირასმაგვარი მოყვანილობის სუნელს ქვია და არ შეგეშალოს საშინელებაა , ძირა ქართული უნდა იყოს, სპეციფიკური სუნით, თუ მთის ბუნებრივ ძირას იშოვი ხომ საერთოდ, |
Posted by: sixnik 29 Jan 2021, 14:08 |
მარტივი კერძებისკენ მოთხოვნა იზრდებაო და ამაზე მარტივი ვერაფერი მოვიფიქრეთ. |
Posted by: DON PEDRO SANGRE 29 Jan 2021, 21:13 |
მესხეთიდან ბატის აპოხტი ჩამომიტანეს და მესხური ხინკლის გარდა რისი მომზადება შეიძლება? ნეტში სხვა ვერაფერი ვიპოვე |
Posted by: Mako Subladze 29 Jan 2021, 21:23 |
sixnik საწყენად არ გწერთ, ხელთათმანით რომ იმუშაოთ ან დაჭრილი უმანიკურო ფრჩხილებით, არ შეგიძლიათ? |
Posted by: sixnik 29 Jan 2021, 23:29 | ||
აუცილებლად გᲐვითვალისწინებთ ვსწავლობთ და ვითარდებით საწყენი არაფერია |
Posted by: Tiktak 30 Jan 2021, 00:39 |
კორონამ ისე დამღალა, ჭამაც მეზარება და კეთებაც. ამ ბოლო დროს მოხარშულ კარტოფილზე ვარ, ვხარშავ დიდ ქვაბში და ვდებ მააცივარში. მომშივდება, გამოვიღებ ხან ცოცხალი კამით მარილი შავი პილპილით ვკაზმავ და მივირთმევ, ხან კვერცით, ხან ყველით, ხან პომიდოროთ. ზოგჯერ კიდევ ამ ყველაფერით ერთად ტაფაზე. ბოლოს ცოცხალი წიწაკა მწვალინები და მზადაა ზარმაცების და დეპრესიულების კერძი. |
Posted by: tavadze 30 Jan 2021, 11:11 | ||||||||||||||||
elchi
გაგიმარჯოს.
სოსისია ეგ, სოსისი, და არა კუპატი. კუპატი სხვა რამეა - თუნდაც იმიტომ, რომ ფარში იხარშება, ხოლო მოუხარშავი ზუსტად სოსისში იდება და მერე მუშავდება (მოხარშვაა თუ რა მეთოდიცაა). კუპატი დასავლეთისაა, დაგვიჯერეთ აქაურებს.
აგაშენა ღმერთმა! ჩურჩხელის იმ ანდაზისა არ იყოს - ძაფს არც მე ვჭამო, აბა, ღორის ჩლიქებს არც ჩვენ ვაყოლებთ კუპატში. აქ ბევრჯერ დამიწერია, რომ ის წვრილი ნაწლავი კუპატს მაგარ გემოს აძლევს.
1 წელიც მშვენივრად გაძლო ჩემმა კუპატმა საყინულეში. თანაც - შეუბოლავმა. შარშან ახალ წლებზე გაკეთებული წლეულს საშობაოდ გამოვიღე და ერთი პატარა ნაჭერი ჯერ კიდევ მაქვს მაცივარში, უკვდავების წყალივით ვინახავ. ამ დღეებში მჭადი მინდა გამოვაცხო - კელამიდებზე, შქერის ფოთლებით და მაშინ შევწვავ იმას. პ.ს. ოღონდ კუპატის მთელი წლით შენახვა ძუნწობაში არ ჩამითვალოთ - ჩემი ძმისთვის ვინახავდი, რუსეთში წასაღებად უნდოდა, მაგრამ ისე წავიდა, კუპატი კი არა, თვითონ ძლივს გააღწია ამ კარანტინის გამო - აპრილში წასასვლელი ოქტომბერში ძლივს წავიდა. ისიც - ვლადიკავკაზში გადასვლით და იქიდან 9 ტრანსპორტის გამოცვლით - ჩინეთის საზღვარზეა, ვლადივოსტოკის იქით, კარგა მოშორებით.
არასწორი ინფორმაციაა. ცხიმს თუ აყოლებ ფარშს, არაა მშრალი. გაზაფხულზე კი ხმება, მაგრამ ტაფაზე რომ გააცხელებ, ისევ გაუშვებს თავისივე წვენს. მოკლედ, ჩვენებური კუპატი მშრალი არანაირად არაა.
ოღონდ შენ არ გადაგახვევინონ განზე, არ გადაგაყოლონ ქეიფებს და მე მზად ვარ გასაცნობად - დიდი სიამოვნებითაც. Axio
+10000. თუმცა იმერეთშიც უფრო ზემოში იციან - მე ხარაგაულელებთან ვნახე. აი, სატრედია-ვანშიც წელებისგან აკეთებენ. გურულებმაც წელებისგან ვიცით. თუმცა ამ ბოლოს საქმის გასამარტივებლად მოხუფვაც დაიწყეს - ეგეც კარგია, მაგრამ წელების კუპატი გაზაფხულზე რომ ხმება, მაინც სხვაა. * * * Tiktak
რა დროს დეპრესიაა, გავიდა პანდემია ბოლოში! გვახსოვს შენი ნახელავები და აბა, არ დააგდო ტემპი! პ.ს. როგორც იქნა, გავაკეთე ნანატრი ლობიო. ჩემებურად - ცხარე, შიშხათიანი, ძმარით, ორნაირი აჯიკით - წითელის და მწვანეც, თეთრ-შავ-წითელი წიწაკებით და საშკვლამით, ქართულ-ინდურ სანელებლებით და რამე. ორი დღეა, გეახლებით და 2-ლიტრიანი პომიდვრის მწნილიც ლამის ბოლომდე დავცალე. ეს მწნილიც ისეთია, როგორიც მიყვარს - ხრაშუნა, მკვრივი და არა დარბილებული, ესეც ნაირ-ნაირი საკმაზებით შეზავებული, თვით ტოს-კას რეცეპტით დამზადებული. |
Posted by: WP-Rex 30 Jan 2021, 12:13 |
ბატატი ვიყიდე იმ დღეს. აჯიკა მივეცი და ღუმელში გამოვაცხვე. იმაზე მეტად მომეწონა ვიდრე ველოდებოდი. |
Posted by: kriketi-1985 30 Jan 2021, 19:18 |
სალამი. ბრიუსელის კომბოსტო რაჭული ლორით. |
Posted by: Axio 30 Jan 2021, 19:23 | ||
tavadze
კი ბატონო, ქვემო იმერეთშიც კეთდება გურია-სამეგრელოს გავლენით, სამტრედიაში მაქვს ნაჭამი ერთერთი საუკეთესო მაგრამ ფარშით გატენილი ნაწლავი ნაღდად სოსისია და არა კუპატი... |
Posted by: WP-Rex 30 Jan 2021, 19:52 | ||
Axio
ხმელთაშუაზღვისპირეთში ძეხვებადაც თვლიან. მაგალითად, მაროკოში და ტუნისში იციან ფარშით დამზადებული ცხარე ძეხვები - მერგეზები. საქონლის ჰალალ ხორცის ფარშს ზილავენ რძეში და შემდეგ ჰარისას უშვებიან სხვა სუნელებთან ერთად. არცეთ კუპატზე ან სოსისზე ნაკლები არაა, ჩემი აზრით. თვითონ სახელწოდება მერგეზი მამაკაცის მიერ გათავებას ნიშნავს ადგილობრივ სლენგზე |
Posted by: Axio 30 Jan 2021, 20:03 |
WP-Rex ვიცი, ვერ ვიტან მაგათ სამზარეულოს მერგეზი კუპატის გვერდზე როგორ უნდა დააყენო, არ მესმის |
Posted by: thug 30 Jan 2021, 20:28 |
კაი ქართულ (მეგრულ) კუპატს ვერცერთი სოსიჯი და ეგეთები ვერ გაუქაჩავენ |
Posted by: Master_Nick 30 Jan 2021, 21:11 | ||
100% - ნამდვილად ეგრეა, მეგრული კუპატი არის კუპატების წვერვალი. |
Posted by: tavadze 30 Jan 2021, 22:51 | ||||
Axio
+10000000000. Master_Nick
გურულს რას უწუნებ? ტექნოლოგია ლამის ერთია. |
Posted by: Master_Nick 30 Jan 2021, 22:58 |
tavadze გურული არ ვიცი, მეგრულის მსგავსია? ცხელ კუპატს ვგულისხმობ ნაწლავში გახვეულს არა. |
Posted by: tavadze 31 Jan 2021, 00:20 | ||||
Master_Nick
თითქმის...
ეგ რომელია? |
Posted by: WP-Rex 31 Jan 2021, 00:27 | ||
tavadze
კეცზე გაკეთებულს გულისხმობს ალბათ. |
Posted by: tavadze 31 Jan 2021, 20:00 | ||
ერთი ამბები რომ ავტეხეთ აქ კუპატზე და მის ტექნოლოგიაზე, მე-5 წუთიდან ნახეთ, ეს ჩინელი გოგო რას აკეთებს. თუმცა ჩვენებური კუპატი მაინც სხვაა, სხვანაირად კეთდება. https://www.youtube.com/watch?v=jLlodPudBO8 WP-Rex
რა ვიცი - შემოვა თვითონ და თავად აგვიხსნის. |
Posted by: Master_Nick 31 Jan 2021, 20:08 |
tavadze WP-Rex კი კეცზე გაკეთებულ მეგრულ კუპატს ვგულისხმობ, ხაშის მასალაში რომ ე.წ ,,პირსახოცს " იყენებენ, აი მაგ მასალით მომზადებულ ცხელ კუპატზე მაქვს საუბარი. მეგრელი არავინ პოსტავს თემაში? დადეთ ერთი თქვენებული კუპატის ფოტო |
Posted by: Axio 31 Jan 2021, 20:08 |
tavadze ეგრე ფრანგებსაც აქვთ კუპატის მაგვარი წელების ძეხვი, ანდუიეტ ქვია, მაგრამ ჩვენს კუპატთან გემოთი ახლოსაც ვერ მივა |
Posted by: Kirchi 1 Feb 2021, 05:31 | ||||
buxxx
ცხელი-ვე მშრალად და თავისი წვენი აქვს საკმარისი რომ დაიფაროს, თუ დააკლდა ერთი ორი კოვსი დაამატე, მაგრამ რომ ჩატკეპნი არ უნდა არაფერი წესით
კი დაახურე და სამზარეულოში დატოვე, 3 დღეში კარგი იქნება |
Posted by: Axio 1 Feb 2021, 10:26 | ||
მაგას მშრალი ხაში ქვია და არა კუპატი მეგრული კუპატი ესაა |
Posted by: Tiktak 1 Feb 2021, 20:45 |
ხახვი ნიორი 3 კარტოფილი 1 პატარა ჭარხალი 1 სტაფილო 1 ქილა ქოქოსის რძე Curry დაფქული წითელი წიწაკა, მარილი, 1 ჩკ ბისტნეულის ბულიონი |
Posted by: Tiktak 3 Feb 2021, 14:44 |
თევზის ფილე კარტოფილით, ყაბაყით და ბადრიჯანით |
Posted by: sixnik 5 Feb 2021, 13:33 |
გემრიელი კასეროლის რეცეპტიც მოვიდა |
Posted by: Tiktak 7 Feb 2021, 20:40 |
მუხუდო ინდურად |
Posted by: paaatriick 8 Feb 2021, 17:12 |
სტაფილოს სალათა მწვანე სალათის ფოთლებით, ქორფა ისპანახით. დრესინგად ზეითუნის ზეთთან და ფორთოხლის წვენთან ერთად დაბლენდერებული ისპანახის ღეროები და ნიგოზი |
Posted by: max-14 11 Feb 2021, 00:21 | ||
რეცეპტი თუ შეიძლება |
Posted by: Tiktak 12 Feb 2021, 00:27 |
max-14 1 ხახვი 2 კბილი ნიორი 1 ბულგარული წიწაკა, პატარა გახეხილი ჯანჯაფილი (მე არ ვუშვები, გემო არ მიყვარს) ზეთში მოვთუშოთ, ამ მასას ემატება დაახლოებით 200 გრ. გახეხილი პომიდორი და სუნელები: მარილი, წითელი, წიწაკა, ქური, კურკუმა, ხმელი ოხრახუში და რაც მთავარია Garam Masala ინდური სანელებელი, რომელიც ბევრი სუნელის ნაზავია და სახლშიც შეიძლება დამზადება. ამ უკანასკნელის ხარჯზე იღებს კერძი საოცარ გემოს. ბოლოს ვუკეთებ 200 გრ კონსერვის მუხუდოს. 15 წუთში მზადაა. უხდება ლავაში და არაჟანი ესეც ინდური სუნელების მეფე გარამ მასალა |
Posted by: thug 12 Feb 2021, 18:18 | ||
Axio
მეც მეგრულ კუპატად ვიცნობ რესტორანშიც ეგრე უწერიათ მენიუში |
Posted by: Idaho 13 Feb 2021, 03:20 | ||
thug
რომელ რესტორანში? |
Posted by: thug 13 Feb 2021, 17:51 | ||
Idaho
Guest House |
Posted by: Idaho 13 Feb 2021, 22:01 | ||
thug
მანდ? ვისია ან რისია იცი |
Posted by: thug 14 Feb 2021, 00:22 | ||
Idaho ხო აქ ბრუკლინში არაერთი ქართული რესტორანია ეს გესტ ჰაუსიც ერთ-ერთი ქართულია
რესტორანი? |
Posted by: Idaho 14 Feb 2021, 00:29 |
thug ჰო აშკარად მეგრელი არ იქნება |
Posted by: thug 14 Feb 2021, 02:12 |
Idaho არ ვიცი სადაურია მაგრამ ეგ კერძი მეგრული კუპატის სახელით ვიცი არა მარტო მაგ რესტორნიდან აგერ აქ თემაშიც ეგრე მოიხსენიეს და სხვებისგანაც ეგრე გამიგია მეგრული კუჭმაჭი ხომ არაა სინამდვილეში? |
Posted by: Idaho 14 Feb 2021, 02:18 |
thug ეგ არი მშრალი ხაში, რაც მაგან დაწერა, პირსახოცები და რამე რა უნდა მეგრულ კუპატში ძროხას ან მის პირსახოცებს? იდიოტობის მწვერვალი ესე იგი ნაღდი კუპატი არავის გაქვთ გასინჯული? :დ |
Posted by: thug 14 Feb 2021, 02:22 |
Idaho რა მშრალი ხაში საიდან მოიტანე საერთოდ არ არსებობს ეგეთი საჭმელი რა არის მშრალი ხაში? * * * ესეთ პონტშია პროსტა ამაში პირსახოცი არ ჩანს მგონი კუჭმაჭია რეალურად და კუპატს ეძახიან რავი კაროჩე. მშრალი ხაში რო არაა ეგ 100% ვიცი )) |
Posted by: Idaho 14 Feb 2021, 02:29 |
thug არ არის რა ეგ კუპატი, მითუმეტეს მეგრული ან გურული რაც გინდათ დაარქვით... * * * კუპატი ჯერ ერთი არის ძეხვის!! ქართული ნაირსახეობა შეხედე აგერ მეგრულ კუპატს, აქვს რამე საერთო? თან ღორისგან მზადდება მხოლოდ... |
Posted by: thug 14 Feb 2021, 03:05 |
Idaho ძეხვი? რა ძეხვი ანუ არ წვავ ეგრევე იჭმევა? კუპატს იმიტომ ეძახიან რომ კუპატის შიგთავსია ნაწლავის გარეშე )) |
Posted by: Idaho 14 Feb 2021, 03:10 |
thug შესაწვავი ძეხვის ნაირსახეობაა სწორედ კუპატი * * * აა, სუნსაც კი იგრძნობ |
Posted by: Tiktak 16 Feb 2021, 15:43 |
კართოფილი კვერცხით და სულგუნით სალათი და ფეტვის კატლეტები. ფეტვი ქვია თუ არ ვცდები, ესაა ეს იხარშება ასე 20 წუთი ნელ ცეცხლზე, მერე გახეხილი მაგარი ყველი ნებისმიერი სორტის გემოვნების მუხედვით, მარილი, კვერცხი, შესაკრავად დაფქვილი ხმელი პური. ცხვება ტაფაზე ზეთში. ან ღუმელში უცხიმოდ. |
Posted by: Tiktak 17 Feb 2021, 22:12 |
ესეც პიცა... |
Posted by: sixnik 19 Feb 2021, 13:52 |
უგემრიელესი აჯაფსანდალის რეცეპტიც მოვიდა. |
Posted by: Kirchi 20 Feb 2021, 09:18 |
ახალზელანდიური ბილტონგი მარტივი გასაკეთებელია - აარჩიეთ უძვლო სტეიკები, ხარისხიანი, და უანტიბიოტიკო და ასე შემდეგ - გარეცხეთ და გაამშრალეთ ნაჭრები - მშრალ ტაფაზე ნელ ცეცხლზე მოხალეთ ქინძის ბურთულები და დაუფქველი შავი პილპილის ბურთულები (ორ-ორი სუფრის კოვზი) - მსხვილად დაფქვით და გადაურიეთ დაფქულ მარილს ან მსხვილ მარილს - შეზილეთ ქინძი, პილპილი და მარილი სტეიკებში, დაასხით 4 სუფრის კოვზი ძმარი და შეზილეთ რაც მოძვრება ისევ - ჩადეთ ისეთ ჭურჭელში რომ ხორცმა სრულად შეავსოს რომ ძმარში და წვენში იდოს - დააფარეთ ფოლგა და შედეთ მაცივარში - 24 საათის შემდეგ გადმოაბრუნეთ ყველა ნაჭერი - კიდევ 24 საათის შემდეგ ალუმინის ან ფოლადის კაუჭებზე ჭამოკიდეთ ისეთ ადგილას სადაც ოდნავ მაინც ჰაერი მოძრაობს მაგალითად ნიჟარის თავზე ფანჯრის გვერდით და ოდნავ გააღეთ ფანჯარა - 2 დღის შემდეგ ჩადეთ დეჰიდრატორში რომელსაც გამათბობელი ეთიშება და 12 საათი გქონდეთ ვენტილირებულ ყუთში გათიშული გამათბობლით!, თუ ასეთი არ გაქვთ იყოს დაკიდული - ისევ დაკიდეთ მანამდე სანამ რომ გაჭრით ხოლმე მუქი არ იქნება, ძაან რბილიც არ უნდა იყოს თუ ნაჭრები სქელია დაჭერით სიგრძეზე რომ 3-4 სმს არ აღემატებოდეს სისქეში ნაჭრები ისე აარჩიეთ რომ 20-30% ცხიმი ჰქონდეს |
Posted by: WP-Rex 20 Feb 2021, 09:23 |
Kirchi კაი რამეა, გაკეთებული მაქვს. ბასტურმას და სუჯუხს გავს. |
Posted by: Universe´ 20 Feb 2021, 14:12 |
ვანილის რულეტი, ჯემით და ბანანის გულით * * * ________ |
Posted by: კადა 20 Feb 2021, 17:22 |
შემწვარი ბანანი გემრიელი უნდ აიყოს ჩემი გუმანით |
Posted by: thug 20 Feb 2021, 18:07 |
კადა კულინარიაში plantain გამოიყენება |
Posted by: Universe´ 27 Feb 2021, 14:13 |
მხლოვანები ისპანახით მერე ჭახრაკინებს გავაკეთებ. სახელები მომწონს |
Posted by: Tiktak 5 Mar 2021, 17:46 |
წითელი ოსპის სუპი. 1 წითელი ბულგარული. 200 გრ. წითელი ოსპი 1 ქილა ქოქოსის რძე. 1 ჩ.კ. rote Currypasta ან აჯიკა (გემოზე გავს) 1 თავი ხახვი ბოლოს მარილი შავი პილპილი ნახევარი ლიმნის წვენი და სურვილისამებრ ნიახური |
Posted by: UNEEK 6 Mar 2021, 08:14 |
დღეს გავაკეთე. 15 წუთი წაიღო. დრესინგი გემოვნებით. Olive oil & vinegar მოუხდა. |
Posted by: elchi 6 Mar 2021, 10:56 | ||
ყურადღებით წაიკითხეთ, რასაც ქვემოთ დავწერ. როგორ ფიქრობ, გამსახურდიების და დადიანების შთამომავალმა, ვიცი თუ არა კუპატის გაკეთება??? დედაჩემის დედა გამსახურდიების ქალი იყო, დედაჩემი დადიანებისაა. ჰოდა ერთ რამეს გეტყვით ყველას, მიირთვით შებოლილი და გამომშრალი შემწვარი დახეთქილი ძეხვი, რომელსაც არავითარი წვენი არ ექნება. ჰო, ზეთის დამატება არ დაგავიწყდეთ ტაფა-კეცზე. მე მასწავლიან როგორ უნდა გაკეთდეს კუპატი. ერთი სურათი შებოლვის წინ, მეორე შებოლვის შემდეგ. და თქვენ მეუბნებით, ეგ შეწვი და ეგ იქნება ნაღდი კუპატიო. ეგ ხომ ძეხვია უკვე?! როგორ ხალხო, შებოლილი ძეხვი შევწვა? |
Posted by: Aidaho 6 Mar 2021, 14:31 |
elchi კაი რა, სად გინახია სამეგრელოში ფარშით გაკეთებული კუპატი? ან ცივად იჭმეოდეს :დ ეგაა სწორედ ძეხვი |
Posted by: forumistvis 6 Mar 2021, 14:42 |
მე არ გამიკეთებია მაგრამ კარგი ხაჭოიანი ფუნთუშა მივირთვი, 90 თეთრი ღირდა და 2 ლარიანი ამერიკანოც დავაყოლე. |
Posted by: thug 6 Mar 2021, 14:46 |
elchi ანუ გინდა თქვა რომ ეგ არის კუპატი რისი ფოტოც დადე? ) UNEEK კარგად გამოიყურება |
Posted by: tavadze 6 Mar 2021, 23:58 | ||||
Aidaho
+10000000 არც გურიაში არ ვიცით მაგდაგვარი კუპატი. აი, იმერეთში ზოგან კი აკეთებენ თურმე. elchi
ვითომ რატომ არ გესწავლება, გიო - ქართლში როდის მერე დაიწყეთ კუპატები? |
Posted by: thug 7 Mar 2021, 01:17 |
მეგრული კუპატი უფრო მშრალია მაგრამ აღმოსავლეთში მე რაც მინახავს ხინკალივით წვნიანია კუპატი... ისე უნდა შეწვა თან ტაფაზე რომ არ გასკდეს კანი შეწვის დროს და ის წვენი არ დაიღვაროს... |
Posted by: Aidaho 7 Mar 2021, 01:27 | ||
tavadze
კი ზემო იმერეთში |
Posted by: tavadze 7 Mar 2021, 01:31 | ||
thug
სანამ ნედლია, დასავლეთის კუპატიც წვნიანია. რომ გახმება და გამოშრება, მერე შეწვისას აღარ აქვს ის სითხე... ამ ბოლოს ჩვენსკენ კუპატის მოხუფვა დაიწყეს - ერთი, რომ ბევრად იოლია, ვიდრე იმ საკუპატეებში ჩატენვა, მეორეც - სწორედ მაგ სინედლეს ინახავს ბოლომდე, არ შრება. და აღმოსავლეთში სად გინახავს კუპატი? მგონი, კახეთში აკეთებენ, ქართლში კი არ გამიგონია. არადა, დიდი სანათესაო გვყავს ქართლში და არასოდეს უხსენებიათ, არც მინახავს იმათთან. პ.ს. დღეს ჩემმა დამ გაგვიცხელა კუპატი - რგოლებად დაჭრილი, მშრალი. არც მომგონებია ფოტოს გადაღება, თორემ განახებდით ნამდვილ კუპატს... |
Posted by: thug 7 Mar 2021, 01:33 |
tavadze შიდა ქართლში აკეთებენ ყველგან არ ვიცი მაგრამ მე მაქვს ნანახი |
Posted by: tavadze 7 Mar 2021, 01:34 | ||
Aidaho
სიძე მყავს ხარაგაულელი (ღორეშიდან და უნდა ნახო, იქაურები როგორ ამაყობენ სერგო ორჯონიკიძით) და ისინი აკეთებენ მასე - გატარებული ფარშით. მაგრამ მე მაგას კუპატად ვერ აღვიქვამ. თან ისინი მხოლოდ გულ-ღვიძლს ატარებენ, ხორცს საერთოდ არ ურევენ. |
Posted by: Aidaho 7 Mar 2021, 01:45 | ||
tavadze
ვერც მე უფრო კატლეტს ან აფხაზურას მაგონებს პს. აღმოსავლეთ საქართველოში კუპატი საერთოდ არ გამიგია, ნუ დღეს საცივსაც აკეთებენ და ბევრი სხვა რამეც ისწავლეს, მარა ადგილობრივი არ უნდა იყოს... |
Posted by: thug 7 Mar 2021, 01:50 |
tavadze მეგრული კუპატი რა ინგრედიენტებით კეთდება? შეიძლება მეგრულ კუჭმაჭს მეგრულ კუპატად ყიდიდნენ? ) ერთ-ერთ რესტორანს აქვს მენიუში მეგრული კუპატი და მოდის დაშლილი მასა ანუ ნაწლავში არ დევს უგემრიელესია ისე მაგრამ კუჭმაჭი ხომ არაა? კუჭმაჭში უბრალოდ პირსახოცს რომ ეძახიან ეგ არ შემხვედრია ფოტოც ვიპოვე აგერ აი ამას ყიდიან მეგრულ კუპატად |
Posted by: tavadze 7 Mar 2021, 02:07 | ||||||||||
thug
დიასახლისი დასავლეთიდან ხომ არ იყო? ჩემები ხაშურიდან არიან და არასოდეს უხსენებიათ (ახალციხეშიც არიას მაგათი განშტოება, მაგრამ არც იმათთან გამიგონია). ადრე სეზონზე ჩვენთან ჩამოდიოდნენ კუპატის და კელამიდებზე დამცხვარი ცხელი მჭადისთვის. მასე ჩვენს ოჯახში ქართლელი ბებიის დამსახურებით გულიანი ქადაც ცხვებოდა და - ფენოვანი ქადაც, თონის პურიც ცხვებოდა და ბევრი ქართლური რამე-რუმეც, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ეს გურიისთვის ტრადიციული კერძებია. ჩვენსკენ ჯონჯოლის მწნილის ჭამა ახლარა დაიწყეს, ჩვენს კი ოჯახში ისევ ბებიაჩემის დამსახურებით, ყოველტვის აკეტებდნენ და ერთხელ ერთმა მეზობელმა მკითხა, მაგას არავინ რომ არ ეკარება, თქვენ როგორ ჭამთო.
არ ვიცი - მაგას მეგრელები უკეთესად გეტყვიან. ისე კი კუპატის რეცეპტი არათუ მხარეებს ან სოფლებს, ყველა დისახლისს თავისი ჰქონდეს - რაღაც უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ცვლილებებით. აქ ადრეც დავწერე კუპატის თემაზე მსჯელობისას - მეზობლად ვანელი რძალი გვყავს და ის ცოტა ყვითელ ყვავილს (ნუ, ეს არცაა დიდად გასაკვირი) და ძმარს უმატებს - ძმარი ბაქტერიებსაც კლავს და გემოსაც აძლევსო. არადა, ძმარი კუპატში ძაან ისეთი რამეა...
არ გამოვრიცხავ. საერთოდაც, მე არ ვენდობი რესტორნების და ასეთთა დაწერილ-დარქმეულ სახელებს.
ნაწლავის დარეცხვა-დამუშავება იმდენად შრომატევადია და ისეთი საშინელი საქმეა, მაგას ასე გასაყიდად არავინ გააკეთებს. Aidaho
გატარებული ფარში მე უფრო ხორციანი ღვეზელის ასოციაციას მიტოვებს. |
Posted by: thug 7 Mar 2021, 02:12 | ||
tavadze
არა, კავთისხევიდან... მე რაც მახსოვს ღორის დაკვლაზე ხდებოდა ეგრევე კუპატის გაკეთებაც.. ან მინიმუმ ნაწლავების გასუფთავება მომზადება. შეიძლება ტენვით მეორე დღეს ან სხვა დროს ტენიდნენ... მერე კიდებდნენ მაღალ ადგილას გასაშრობად. ვიჩინასაც აკეთებდნენ სალასაც და ღორის თავისგან სალთისონს აკეთებდა ბებიაჩემი სასწაულს! იცი სალთისონი რა არის? |
Posted by: Aidaho 7 Mar 2021, 02:17 |
tavadze მე რაც ვიცი, მეგრელებიც, გურულებიც და ქვემო იმერლებიც, მსხვილ ნაწლავებში ტენიან უფრო წვრილ შიგნეულს, ანუ წელებს, ქონს, კოწახურს, წიწაკას... ახალი დამზადებული უფრო მიყვარს ისე, ვიდრე მშრალი |
Posted by: marimari11 9 Mar 2021, 22:28 |
კინოაზე და ჩიაზე რას მეტყვით? ვინ როგორ იყენებთ? |
Posted by: Keti-Ket 9 Mar 2021, 22:40 | ||
marimari11
ჩიას ძირითადდ სმუზებში და პერიოდულად სალათებს ვაყრი ზემოდან. თუმცა დიდად მაინც არ მომწონს. რამდენიმე შეფუთვა მიდევს გაუხსნელი. იმავე სმუზებში ჩვეულებრივ ნიგვზეულ-თხილეულს უფრო ვიყენებ |
Posted by: anamaria77 10 Mar 2021, 21:47 |
ისეთი მაგარი გამომივიდა , ფაფუკი და არომატული თაფლის ბისკვიტით , უეგმრიელსი კრემით -პირში ,რომ დნება ისეთია * * * ............................. |
Posted by: holden kolpildi 10 Mar 2021, 21:52 |
აუ მეგობრებოო დამეხამრეთ ეკლერებისთვის განაშის რეცეპტი მინდა ისეთი რომ გაშრეს და არ იწუებოდეს კაკაოთი ვაკეთებ ხოლმე და არ ჩერდება იწუწება სულ |
Posted by: Pepper_Crowley 10 Mar 2021, 21:55 | ||
holden kolpildi
თავი დაახურე, ჰერმეტულად. |
Posted by: holden kolpildi 10 Mar 2021, 22:02 |
Pepper_Crowley ვერ მივხვდი რას დავახურო თავი? ეკლერებზე არ ჩერდება იღვენთება და მინდა რომ არ ჩამოიღვენთოს |
Posted by: Pepper_Crowley 10 Mar 2021, 22:08 | ||
holden kolpildi
უნდა მოხუფო |
Posted by: tavadze 10 Mar 2021, 23:55 | ||||||||||
thug
კი - გასუფთავება იმავე დღეს უნდა, თორემ რომ გაცივდება, მერე სრულად გარეცხვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. იმავე დღეს გარეცხავენ, დაასუფთავებენ მაგ ნაწლავებს და მარილში ჩაყრიან. ფარშის გამზადებაც და საკუპატეში ჩატენვაც შეიძლება, მაგრამ იმ დღეს მაგისთვის ვინ მოაცდენს დიასახლისს - ღორის ქელეხის სუფრაა გასამზადებელი. კუპატებს უფრო მეორე, ჰა-ჰა - მესამე დღეს თუ მოამზადებენ - აი, სწორედ მაგ ქელეხის აურზაური რომ გადაივლის და ოჯახი ცოტას ამოისუნთქავს.
პირველად მესმის. არ თქვა, ლაბააო, იგივე ხალადეცი. Aidaho
კი, ძირიტად საკუპატედ მსხვილი ნაწლავებია მიჩნეული, თუმცა როცა ეგ არ ჰყონით, შედარებით წვრილებშიც დებენ. აი, წვრილი ნაწლავი კი საკუპატე ფარშს, ჩემი აზრით, განსაკუთრებულად კარგ გემოს აძლევს. პ.ს. ჩვენსკენ კოწახურზე მეტად ბროწულის მარცვლები იციან - თუ შეინახეს მაგ დროისთვის. პ.ს. პ.ს. თურმე ბროწეულის კომპოტი ყოფილა უგემრიელესი - მეზობელმა გამასინჯა და პირი ღია დამრჩა, ისეთი გემრიელი, უცხოდ პიკანტური გემოსი იყო.
ჰო, ნედლი უფრო კარგია... ჩვენსკენ ქილებში მოხუფვაც მაგიტომ დაიწყეს - ჯერ ხომ ნაწლავე ბის რეცხვაც არ სჭირდება ანუ შრომას ბევრად აიოლებს და თან მოხუფული არ შრება, მაგ სინედლეს ინარჩუნებს ბოლომდე. * * * anamaria77
იფ - რა მაგარი ჩანს! |
Posted by: thug 11 Mar 2021, 00:35 | ||
tavadze
ხალადეცზე მაგარია |
Posted by: tavadze 11 Mar 2021, 10:15 | ||
thug
რესტორნებში კი გამისინჯავს, მაგრამ სახელი არ ვიცოდი. კი, კარგი რამეა. რეცეპტი შეიძლება? |
Posted by: thug 11 Mar 2021, 16:50 |
tavadze არ ვიცი ნამდვილად ვკითხავ მერე ბებიას |
Posted by: tavadze 12 Mar 2021, 18:24 | ||
thug
ნამდვილად კარგ საქმეს იზამ! |
Posted by: anamaria77 12 Mar 2021, 18:39 |
tavadze მადლობა ))) |
Posted by: thug 12 Mar 2021, 19:09 |
tavadze რაღაც ესეთი უნდა იყოს https://deda.ge/receptebi/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93/ |
Posted by: guruliqali 13 Mar 2021, 09:53 | ||||
marimari11
ქინოა ვცადე და დიდად არ მომეწონა, აი, ჩიას კი ლამის ყოველდღიურად საუზმისთვის ვიმზადებ და შემიყვარდა. საღამოს 3 ჩ. კ. ჩიას დავასხამ რძეს, მოვურევ, გავაჩერებ დაახლოებით 10 წთ, ისევ მოვურევ, ოდნავ სქელდება, დავახურავ თავზე და ვათავსებ მაცივარში, დილით დავამატებ ხოლმე დაჭრილ ბანანს (დაახლოებით ბანანის მესამედი), გრანოლას (1,5 ჩ. კ.), ხანდახან დარიჩინიან შვრიის ფანტელსაც 3 ჩ. კ., დავამატებ რძეს (ამჯერად ოდნავ შემთბარს, რომ შვრია დაალბოს), მოვურევ, გავაჩერებ 15 წთ. ძალიან გემრიელია, საუზმეზე მხოლოდ ეს და ჭიქა ყავა thug
არ ვიცოდი, თუ საქართველოშიც აკეთებდნენ, მე უკრაინიდან ჩამომქონდა და ძალიან ძალიან გემრიელი იყო... |
Posted by: Pepper_Crowley 15 Mar 2021, 21:17 |
პომიდორს კანი ადვილად როგორ მოვაძრო, არის რამე ხერხი, რომ დარბილდეს და მარტივად მოძვრეს? |
Posted by: elchi 15 Mar 2021, 21:46 | ||
კი, როგორ არა. ცხელ წყალში, სანამ ადუღდება, ჩაალაგეთ ქვაბში და მერე ადვილად სცილდება კანი. |
Posted by: Pepper_Crowley 15 Mar 2021, 21:52 | ||||
მადლობა. რაღაც მსგავსი მახსოვდა მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული, დავიღალე თლით |
Posted by: tavadze 16 Mar 2021, 11:52 | ||
thug
დიდი მადლობა. საინტერესო რამე ჩანს. ღირს ცდად... guruliqali - ჩხირი კედელს, ნახშირით ჯვარი დავუსვათ აქაურობას - ეს ვისი ნიკი გამოჩნდა. |
Posted by: guruliqali 16 Mar 2021, 18:08 | ||
tavadze
აქ ვარ სულ, ძირითადად ვკითხულობ, ვინ რა გააკეთა პ.ს. დღეს საქონლის ხორცის ჩაშუშული გავაკეთე ტომატით და მჟავე კიტრით. |
Posted by: tavadze 16 Mar 2021, 21:08 | ||||
guruliqali
ვიცი, ვიცი - აქაც და ფლორა-ფაუნაშიც.
უფ, რა გემრიელობა იქნება! პ.ს. ჩემი ბორში ან მაგასთან და არც არაფერს ვიტყვი, ოღონდ ამ წარღვნას გადაგვარჩინოს ღმერთმა, რაც ახლა გარეთაა. |
Posted by: sixnik 20 Mar 2021, 11:47 |
უგემრიელესი ჩაქაფული. |
Posted by: Gesuit 21 Mar 2021, 03:42 |
sixnik ეეჰ ხბოს ჩაქაფული არ გაიშვას ინდაურის მოამზადეთ კიდე :დ |
Posted by: elchi 21 Mar 2021, 05:46 |
Gesuit შველის ჩაქაფულზე რას იტყვი? შარდონეს ღვინოში მოხარშულზე? პ.ს. გეყოს ამდენი ნეგატივის წერა. ცდილობს გოგონა და არც-თუ-ისე ცუდად გამოსდის. |
Posted by: sham 21 Mar 2021, 05:50 | ||
elchi
ნუკრი ჩაქაფეთ ფშაველცი ? |
Posted by: Gesuit 21 Mar 2021, 05:51 | ||
elchi ჩაქაფული არის ბატკნის, პირში რომ დნება, დანარჩენი არის სოუზი :დ ესაა პოზიტივი
თვითონ წერს, შემისწორეთ, თუ რამე არ მოგეწონებათო და მაგიტომ ვიღწვი |
Posted by: thug 22 Mar 2021, 02:07 |
ხბოს ჩაქაფული მირჩევნია მე ბატკანს... ......................... |
Posted by: True’Story 22 Mar 2021, 10:31 |
Chef Cave ეს არხი ვნახე შემთხვევით რატო ვნახე )) |
Posted by: ninicool 23 Mar 2021, 19:09 | ||
Pepper_Crowley
მდუღარე წყალში დიდხანს არ უნდა გააჩერო, თორემ გაწყალდება საბოლოო ჯამში. სანამ მდუღარე წყალს დაასხამთ, თავი უნდა გადაუსეროთ |
Posted by: sixnik 26 Mar 2021, 13:20 |
უგემრიელესი პასკის რეცეპტი. |
Posted by: <<ეგოისტკა>> 27 Mar 2021, 21:51 |
მიხარია,ეს თემა აქტიური რომ არის ❤ |
Posted by: Universe´ 29 Mar 2021, 15:27 |
sixnik წყალში აფუებული ცომი ჩვეულებრივისგან რითი განსხვავდება? * * * "ანუშკები" |
Posted by: sixnik 30 Mar 2021, 13:57 | ||
ერთ ერთი განსხვავება ის არის რო ორჯერ უფრო ჩქარა ამოდის |
Posted by: Besa 30 Mar 2021, 15:57 | ||
<<ეგოისტკა>>
ზდრასტი მთლა აქტიური ვეღარაა მარა მაინც ყოველთვის ვიხედები აქეთ თევზეულს სად ყიდულობ? გეცოდინება კარგი ადგილი. როგორც მახსოვს თევზეულის მოყვარული ხარ |
Posted by: Universe´ 30 Mar 2021, 17:43 |
sixnik გემოვნური თვისებები ეცვლება? შოკოლადის ბისკვიტი ალუბლით ცხელია ჯერ ფოტოსთვის: d |
Posted by: <<ეგოისტკა>> 31 Mar 2021, 12:03 |
Besa გამარჯობა უმალის საწარმოში გორში.. ნორმალურია, აქ მარკეტებში ნაყიდს მირჩევნია.. |
Posted by: dongabo 6 Apr 2021, 22:31 |
ე.წ. სტაფირებული სკალოპები |
Posted by: <<ეგოისტკა>> 7 Apr 2021, 15:33 |
დარიჩინის ფუნთუშები |
Posted by: Master_Nick 9 Apr 2021, 22:37 |
<<ეგოისტკა>> გემრიელად გამოიყურება რა კრემია ფუნთუშაში? |
Posted by: <<ეგოისტკა>> 10 Apr 2021, 11:03 |
Master_Nick დარიჩინის კარაქის და შაქარის გულსართი აქვს)) |
Posted by: Master_Nick 10 Apr 2021, 12:14 |
<<ეგოისტკა>> კარგი უნდა იყოს შენ ობიანი (მწვანე ) ყველის ნაყინის რეცეპტი ხომ არ გაქვს? მასტერშეფის ახალ სეზონში ერთმა გოგომ გააკეთა და მაგრად დამაინტერესა. შენ გამახსენდი, იქნებ იცოდეს ხუჭუჭამ მეთქი |
Posted by: <<ეგოისტკა>> 10 Apr 2021, 23:54 |
Master_Nick უთუბზე დევს ნიკ უამრავი რეცეპტი.. მე პირადად არ მომიმზადებია ყველის სორბე.საინტერესო რამე იქნება.. აუ ეხლა იცი რა გამახსენდა?! ისპანახის და ორაგულის ბლინები ფუსტუღის სოუსით : ))))))))) კაი დრო იყო:* |
Posted by: Johnnie Walker 14 Apr 2021, 15:18 |
რა ხდება, კულინარიის ძველი სარჩევი წაშლილია თუ რა არის? ჩაქაფულის რეცეპტი მქონდა დადებული და "შეცდომას" მაჩვენებს: "შეცდომა: Sorry, the link that brought you to this page seems to be out of date or broken." სხვა რეცეპტებზეც იგივე ხდება და იქ ჩაქაფულის სამი რეცეპტი იდო, ჩემი მხოლოდ ერთ-ერთი იყო მათგანი. რა ხდება? ტყუილად წერეს ფორუმელების თაობებმა ამხელა კულინარიული მასალა? |
Posted by: <<ეგოისტკა>> 16 Apr 2021, 19:59 |
ფორთოხლის,შოკოლადის და დარიჩინის მაფინები) |
Posted by: Universe´ 17 Apr 2021, 15:31 |
ჭინჭრის ხინკალი კი არა მეორე, "პილმენი". |
Posted by: DORO 17 Apr 2021, 18:27 | ||
მაფინი არის ყველაფერი < 3 მადლობა რომ გამოაცხე )) :დ |
Posted by: klubnika 20 Apr 2021, 22:44 |
ძალიან ბედნიერი ვარ ცხოვრებაში პირველად გავაკეთე და გამოვიდა |
Posted by: marimari11 25 Apr 2021, 20:53 |
ლობიანი მე არ გამიკეთებია მარტივი რაღაცეების გაკეთება დავამუღამე ესენი უკვე მომბეზრდა. რამე ახალი უნდა მოვიფიქრო და ვისწავლო ცოტა ჭვიშტარი არ არის ვიდზე, მაგრამ გემრიელი იყო |
Posted by: დოლორეს 26 Apr 2021, 03:08 | ||
არგენტინული ღვეზელი და გუშინ კორკოტი. |
Posted by: Frankens†ein 26 Apr 2021, 11:38 | ||||
ძაან მიყვარს, მაგრამ ეს წანდილია კორკოტი არ მიყვარს ანუ ტკბილი წანდილია, იგივე კოლიო, ნიგოზით და თაფლით. კორკოტი მარილითაა... |
Posted by: დოლორეს 26 Apr 2021, 13:29 |
Frankens†ein ხო შეიძლება. იმერეთში კორკოტსსაც ეძახიან და წანდილსაც,მარილიც აქვს ისე. ისე, ამ იმერლებს სახელები უკუღმა გვაქვს. კამას ცერეცოს რძახიან და პირიქით. |
Posted by: Frankens†ein 26 Apr 2021, 13:34 | ||
დოლორეს
|
Posted by: marimari11 26 Apr 2021, 21:33 |
რამე მარტივი ვეგანური გემრიელობები მასწავლეთ ერთი ორი ცალი შემწვარი კარტოფილის მეტი არაფერი მახსენდება |
Posted by: Frankens†ein 26 Apr 2021, 21:52 | ||||
marimari11
ვეგანური და გემრიელობა ცოტა შეუთავსებლად ჟღერს მეთქი უნდა დამეწერა და უცბად გუაკამოლე გამახსენდა გადაუსვი გახუხულ პურზე და ეგაა |
Posted by: sham 26 Apr 2021, 22:02 | ||||
რეზეფტი ჩამეუშვუ აკე ........... ............მ............. |
Posted by: Harrison Stafford 26 Apr 2021, 22:48 |
არგენტინული ღვეზელის რეცეპტი დაიდოს !!! ძალიან მადის აღმძვრელად გამოიყურება |
Posted by: marimari11 26 Apr 2021, 22:53 | ||||||
სტუმარი უნდა მოვიდეს და იმისთვის მინდა მაგას ვერ დავახვედრებ :დ უფ როგორ მიყვარს არადა |
Posted by: Frankens†ein 26 Apr 2021, 23:50 | ||||||||
ვეგან სტუმართან არ ტეხავს განსაკუთრებულს ვერაფერს თუ ვერ დაახვედრებ... ავოკადოს სალათი შეიძლება - სალათის ფურცელი, კიტრი, მწვანე ზეთისხილი, ავოკადო, ზეითუნის ზეთი, ლაიმი... შეგიძლია ეს მწვანე სალათი გააკეთო ან ფერების კონტრასტისთვის პომიდორი ჩერიც შეიძლება... და მწვანე ზეთისხილის ნაცვლად შავი... ისე, სტუმრად რო მივიდე და გახუხული პური, გუაკამოლე და კარგი თურქული ყავა დამახვედრონ, სტეიკზე ან ჩაქაფულზე მეტად გამისწორდება ვეგანი რო ვიყო, მითუმეტეს სისაურის ყავა არის ძაან კარგი, ეთიოპია და კენია გადაარევინე და წმინდად დააფქვევინე რო გხედავ, ბანი რო დამადე ის მახსენდება სულ |
Posted by: Atocha 27 Apr 2021, 00:36 | ||||
დოლორეს
ეგ ემპანადა არ არის? არა მხოლოდ არგენტინული, საერთოდ ლათინურ ამერიკასა და ესპანეთში ძალიან გავრცელებულია თუმცა ეგ ხორციანი ემპანადა მენდოსინა არგენტინულია * * * sham Harrison Stafford
თუ არ გამოჩნდა, აგერაა დაწვრილებითი რეცეპტი https://www.laylita.com/recipes/empanadas-mendocinas/ |
Posted by: marimari11 27 Apr 2021, 21:24 | ||
საერთოდ არ მახსოვდა ეგ ამბავი ეხლა გამახსენდა და ისიც გამახსენდა იმის მერე სულ რომ მკბნედი შენს ვორნოლოგში შევედი და ეგ რა არის ) ყველა ვორნი ჩამოკლებული მაქვს )) მოკლედ ახალი კარტოფილი შევწვი, სოკო მოვთუშე ბოსტნეულში და სალათი გავაკეთე მეტი ვერაფერი მოვიფიქრე |
Posted by: Frankens†ein 27 Apr 2021, 22:47 | ||||
ჩემი სამგვერდიანი ვორნლოგიდან კი მიხვდები ალბათ რო არ მადარდებს ეგ, გატრუხებული მაქვს ბან-ვორნები უბრალოდ სახალისო იყო და დამამახსოვრდი და სხვანაირი კბენაა ეს კეთილგანწყობლური |
Posted by: aschenputell-TARA 28 Apr 2021, 19:23 |
Frankens†ein გესმის საგანი რაა, სისაურის ყავას მეც მივირთმევ: კენია+ეთიოპია+ბერძნული დამიჯერე ზე არომატების ნაზავია....ჰოო გუაკამოლე მეც მიყვარს , ძააან. ერთი ნორმალური პესტო ვერ ვიყიდე რა მაგის პასუხია და, მე თავად უნდა გავაკეთო აბა სხვა გამოსავალი არაა. უუფფფ წავალ შევახრამუნებ რამეს))) |
Posted by: Frankens†ein 28 Apr 2021, 21:10 |
aschenputell-TARA |
Posted by: Qetucha 30 Apr 2021, 23:14 |
ჩემი პასკები 8 ცალი გავაკეთე სულ 8 სურათში არ გადამიღია |
Posted by: tavadze 1 May 2021, 00:44 | ||||||
დოლორეს
პირიქით - ეგ თბილისშია ერთნაირი, თორემ დასავლეთში კამა კამაა და ცერეცო - ცერეცო. პ.ს. იმერელიარვარგურულივარმაგრამჩვენთანასეა. Frankens†ein
aschenputell-TARA
მეც სისაურის ყავისტი ვარ, მაგრამ ეგ კოქტეილი არ ვიცი. ადრე ვყიდულობდი აფრიკული ყავცების ნაზავს - 4-ნაირი ყავა იყო შერეული, მაგრამ ახლა ის აღარ შემოაქვთ, აფრიკული რაცა აქვთ, იმ გემოსი ვეღარაა და თან ცოტა სუსტია, მე კი მაგარი ყავა მიყვარს. ეგ თქვენი კომბინაციები "ლაითია" თუ - მაგარი? პ.ს. საქონლის გულ-ღვიძლს ვამუშავებ ახლა - ყაურმის და კუჭმაჭისთვის. ამ საღამოს დავჭრი, რომ ხვალ მზად მქონდეს მოსახარშავად. Dრესვე ვგეგმავ სტაფილოს დაჭრასაც კორეული სალათისთვის, თორემ ეგ ისეთი საწვალებელია, ხვალ არ მეცლება მაგისთვის. |
Posted by: thug 1 May 2021, 02:11 |
marimari11 რა ხდება ბოლო დროს გააქტიურდი სამზარეულოში გათხოვებას აპირებ და ვარჯიშობ? |
Posted by: la reine 1 May 2021, 11:19 |
........................................... |
Posted by: FranziskanerWeissbier 1 May 2021, 11:33 |
დღეს არა, მაგრამ გუშინწინ რაც კაია, კაია |
Posted by: ხიხო 1 May 2021, 13:29 | ||
Qetucha
|
Posted by: marimari11 1 May 2021, 13:32 | ||
არა შაბათ-კვირას ყველაფერი დაკეტილია, მარტო ვცხოვრობ და სულ სტუმრები მყავს ისე ახლა მივხვდი რამდენჯერ მეტს ვიხდით გარეთ ჭამა-სმის დროს. |
Posted by: Frankens†ein 1 May 2021, 16:29 | ||
tavadze
ლაითი არაა, არომატულია. გუშინ ვიყავი და არ ქონდათ აფრიკულები, ნიკარაგუა-გვატემალა ქონდათ კარგი ყავებიდან... |
Posted by: fermina 2 May 2021, 11:26 |
დღეს ახალი, ლამაზი სიტყვა ვისწავლე - გულანჩარი აბა თუ იცით, რომელ ბოსტნეულს ქვია ქართლში |
Posted by: Parabola 2 May 2021, 13:41 |
ჩაქაფულს ვაკეთებ პირველად და ძაან გამიტყდება რომ არ გამოვიდეს. სულ ღვინო გავუკეთე ( ზოგ რეცეპტში წყალსაც ურევენ) და ცოცხალი ტყემალი კონსერვირებულის ნაცვლად. |
Posted by: FranziskanerWeissbier 2 May 2021, 13:47 |
Parabola კარგად ჩახარშე კარგი გიქნია, თეთრი ღვინო უნდა მარტო, წყალი აღარ სჭირდება ჩემი აზრით |
Posted by: Parabola 2 May 2021, 14:42 |
FranziskanerWeissbier ჩავხარშე. მართლა კარგი გამოვიდა მიხარია |
Posted by: Atocha 2 May 2021, 15:04 | ||
Parabola
ბატკანი? რამდენი ხანისდასჭირდა |
Posted by: FranziskanerWeissbier 2 May 2021, 15:11 |
მე არ დამინიშნავს ზუსტად, მაგრამ ვამოწმებდი და ხორცი რომ კარგად ჩარბილდა მერე ჩავაქრე. ---------------------------------------------------------- |
Posted by: Parabola 2 May 2021, 15:13 |
Atocha ბოდიში ბატკანთან, მაგრამ ვერ .. ხბოს და არც მე დამინიშნავს დრო. როცა ხორცი კარგად მომზადდა გამოვრთე. |
Posted by: Mako Subladze 3 May 2021, 18:23 | ||||
fermina რომელს? * * * tavadze
კამა მრავალწლიანია, მოტკბო გემო აქვს. |
Posted by: fermina 3 May 2021, 20:04 | ||
Mako Subladze
სატაცურს ეძახიან კასპში, ოღონდ მგონი იქ მაცხოვრებელი ეთნიკური აზერბაიჯანლები |
Posted by: aschenputell-TARA 3 May 2021, 20:05 |
tavadze გიპასუხათ უკვე თითქმის ჩემი სათქმელი თქვა ''ფრენკიმ''. ჩემი საყვარელი ნარევი სისაური ყავებისა არის ზე -არომატული თუმცა მაგარიაო ვერ ვიტყვი. ისეთი არომატი აქვს რომ სადაბაზოში ხვდებიან რო მე ამოვირე და ყავა მოვიტანე ან ვადუღებ. ვინც არ მიირთმევს დიდად ამ სასმელს, მათგანაც კი მიუღია კომპლიმენტები. ცდად ნამდვილად ღირს დამიჯერეთ. მშვიდობიანი აღდგომა გქონდოეთ ყველას. )))) |
Posted by: tavadze 4 May 2021, 00:20 | ||
Mako Subladze
მთავარი განმასხვავებელი ორია - ყვავილი და სუნი. ყვავილი სხვადასხვა ფერისაა, კამას სუნი აქვს, ცერეცოს - არა. გაზაფხულზე რომ ამოდის კამა, რამდენჯერ სუნით მიგვიგნია ბაღში. დანიშნულებაც სხვადასხვაა. ამ ბოლოს ცერეცოც დაიწყეს ფხალეულ-სალათებში (ალბათ - უფრო თბილისის გავლენით, რადგან აქ მაგათი გარჩევა შეუძლებელია), თორემ ადრე ცერეცოს მხოლოდ ახალი ტყემლისთვის იყენებდნენ. aschenputell-TARA Frankens†ein მადლობა ორივეს. გავსინჯავ მაგასაც. |
Posted by: kekluci 4 May 2021, 23:10 |
წელს თითქმის იდეალური პასკა გამომივიდა.)) მრავალ აღდგომას <3 |
Posted by: lilu777 5 May 2021, 01:13 |
გამარჯობა, ადრე პრაღაში ვჭამე ქათმის, ძროხის და ღორის სტეიკი ნაღებში. იმის გემო ახლაც მახსოვს და ვერსად ვნახე ისეთი გემრიელი. თუ ვინმეს მოგეპოვებათ მსგავსი სტეიკის მომზადების რეცეპტი ძალიან გამახარებთ , მომწერეთ პლზ |
Posted by: Atocha 5 May 2021, 01:35 |
kekluci კვერცხი რით შეღებეთ? |
Posted by: kekluci 5 May 2021, 03:32 |
Atocha ხახვის ფურცლებით და ჭარხლით) |
Posted by: aschenputell-TARA 5 May 2021, 13:11 |
kekluci ულამაზესი და გემრიელი სურათებ/ ნამუშევრები გაქვთ. რა ბედნიერებაა რომ გამოგდით და დროც გაქვთ ასეთი გემრიელობების შესაქმნელად. წარმატებები......! ხალისი, ბარაქა და დრო გქონოდეთ რომ ოჯახი და თავი გაანებივროთ. |
Posted by: UNEEK 5 May 2021, 23:59 |
kekluci რამდენი გიშრომია. კუხნას ააჩირხალებდი)) _____ სმუთებს არ აკეთებთყე? |
Posted by: kekluci 6 May 2021, 00:47 | ||
aschenputell-TARA უღრმესი მადლობა! ცოტა მომერიდა))) გაიხარეთ, მეც ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ<3 UNEEK არც ისე ბევრი^^
ეს რას ნიშნავს?)))) |
Posted by: kactus 7 May 2021, 16:57 |
kekluci ეს ყველაფერი შენი ნახელავია? |
Posted by: <<ეგოისტკა>> 8 May 2021, 23:56 | ||||
არაფრის ))) |
Posted by: დოლორეს 9 May 2021, 04:22 | ||||||
ფოტო როგორ ავტვირთო? (( tavadze
ვიცი გურული რომ ხარ. რა ვიცი, აქ ბევრი გვიომია კამა-ცერეცოს თემაზე მაშინდელ იუზერებს და მეც მოვიკვლიე რაღაც ინფო. ანუ ბოლქვიანს ეძახიან კამას ჩვენკენ, სინამდვილეში ცერეცოა. მე ორივე მიყვარს. sham
ჰა? Harrison Stafford
გმადლობთ. <3 ნახეთ ლინკი რომ დაგიდეს? თუ გინდაჰ ჩემსას მოგწერთ. |
Posted by: Harrison Stafford 9 May 2021, 18:15 | ||
დოლორეს არ მინახავს ლინკი თუ შეგიძლია დაწერე შენი
პოსტს სადაც წერ მაგ ველის თავზე წერია ----> ( [IMG] სურათის დამატება ) შემდეგ Choose file აირჩევ სურათს და დააჭერ ატვირთვას done! |
Posted by: Crøs 10 May 2021, 15:21 |
სპაგეტი რვაფეხებით. |
Posted by: Atocha 10 May 2021, 17:34 | ||
Crøs
კაია? რა სოუსი აქვს... |
Posted by: Crøs 11 May 2021, 10:27 | ||
Atocha
ზეითუნის ზეთში მოშუშული ნიორი,მერე დავაყარე წვრილი პომიდვრები,ცოტა ზეთის ხილი და "კაპერი",პილპილი და ვხარშე. |
Posted by: la reine 11 May 2021, 22:25 |
Crøs თეფშმა მომხიბლა. ულამაზესია.. |
Posted by: Crøs 15 May 2021, 15:28 |
მსგავს მოგრძო თეფშზე შემწვარი კალამარების და კრივეტების მისტი. |
Posted by: Today 15 May 2021, 20:18 | ||
Crøs
რვაფეხა შემწვარი ჯობია (მოხარშვის მერე).. ნიორში... |
Posted by: Crøs 16 May 2021, 12:52 | ||
Today
ჯობნით გემოვნრბის ამბავია.მასეც გამიკეთებია. ეს სპაგეტით იტალიური კერძია ასეთი სოუსით. |
Posted by: Today 16 May 2021, 15:16 | ||
Crøs
|
Posted by: ravi_shen 18 May 2021, 20:31 |
იმდენი ხანია აქ აღარაფერი დამიპოსტავს. აჰათ თქვენ კაი სამუშაო რეცეპტი. უხორცო პეროგი * * * ძირისთვის: * * * ძირისთვის: 250 გრ. ფქვილი 100 გრ კარაქი 1/2 ჩ.კ. მარილი 50 გრ. წყალი მოვზილოთ ცომი და გავაჩეროთ ნახევარი საათი მაცივარში ამასობაში შიგთავსისთვის 1 ნაწილი: 1ც. საშუალო სტაფილო 1ც. საშუალო ცუქინი 3ც. საშუალო ბულგარული 200 გრ. ქამა სოკო 2 ჩ.კ. ორეგანო 1 ჩ.კ. გიცრული 1 ჩ.კ. ძირა 2 ჩ.კ. მარილი 1 ჩ.კ. შავი წიწიკა 20 გრ. ზეთი დავჭრათ ბოსტნეული და ავურიოთ სუნელებთან და ზედთან ერთად. გამოვაცხოთ ღუმელში ნახევარი საათის განამვლობაში 220 გრადუსზე. შიგთავსისთვის 2 ნაწილი: 200 გრ. არაჟანი 100 გრ. რძე 3 ც. კვერცხი 2 ჩ.Კ. მარილი ყველა ინგრენდიენტი ავთქვიფოთ იქამდე სანამ ერთიან მასად არ გადაიქცევა. კერძის მომზადება: ცომი მაცივრიდან გამოვიღოთ და საცხობ ფორმაში გადავანაწილოთ. გამომცხვარი ბოსტნეული ჩავყაროთ და თხევადი მასა მოვასხათ და 40 წთ. 220 გრადუსზე გამოვაცხოთ. გემრიელად მიირთვით |
Posted by: kactus 23 May 2021, 15:18 | ||
ravi_shen
კარაქი რა მდგომარეობაში უნდა იყოს? იქნებ თანმიმდევრობაც დაგეწერა! შიგთავსს რაც შეეხება,ეგ რომ გავაკეთო,შეიძლება გული წამივიდეს პარდონ,სუნისა და ზიზღისგან. ცომზე ზემოდან ხორცის ფარში რომ მოვათავსო და პომიდვრის სოუსი მოვასხა,გამოვა რამე? |
Posted by: UNEEK 25 May 2021, 09:06 |
ავამუშავე მიქსერი დღეს)) |
Posted by: ravi_shen 26 May 2021, 21:19 | ||||||
kactus
იმ მდგომარეობაში რომ ცომი მოიზილოს. თანმიმდევრობა რისი? ცომი როგორ გაკეთდეს? * * *
ვაიმე რაატოო ძალიან გემრიელია
კი გამოვა, ჩვეულებრივი ნაპიცარია |
Posted by: Crøs 30 May 2021, 00:53 |
კაპრეზე |
Posted by: Universe´ 2 Jun 2021, 21:28 | ||
ალუბლის ფუნთუშები ალუბალი <3 |
Posted by: sixnik 11 Jun 2021, 15:50 |
უგემრიელესი კერძი გამოვიდა თუ არ გაგისინჯავთ აუცილებლად ცადეთ. |
Posted by: Universe´ 16 Jun 2021, 11:13 |
ბლინები გამოვაცხე დილის საუზმისთვის ეზოს კატები დამეწვივნენ(?) |
Posted by: sixnik 18 Jun 2021, 12:07 |
უგემრიელესი ვაშლის პეროგი საოცარი გამოვიდა |
Posted by: Somewhereintime 18 Jun 2021, 20:36 | ||
<3 <3 ………………………… |
Posted by: Harrison Stafford 18 Jun 2021, 20:40 |
პეროგზე გამახსენდა ასეთი ატმის პეროგი მინდა გავაკეთო და გემოზეც ისეთი გამოვა როგორიც ამ ფილმში გამოიყურება?? ან თუ გაქვთ კარგი ატმის პეროგის რეცეპტი ჩააგდეთ აქ |
Posted by: la reine 24 Jun 2021, 19:29 |
Harrison Stafford ფილმში არ ვიცი რა ხდეება მაგრამ მე ასე ვაკეთებ... ვთქვეფ 150 გ. რბილ კარაქს 200 გ. შაქართად ვამატებ სათითაოდ სამ კვერცხს, მწიკვ მარილს, ვანილს, ორას გრამ არაჟანში ვხსნი ერთ ჩ.კ. სოდას და ვასხამ ცომში და ბოლოს 400გ. მდე ფქვილი. სქელი არაჟნის სისქის ცომი უნდა იყოს. ამაში შეურევ ნებისმიერ ხილს და აცხობ. საშუალო ტ-ზე ჯერ ქვედა წვა, რომ ამოვა ცომი, ზედასაც ჩაურთავ. |
Posted by: Harrison Stafford 26 Jun 2021, 00:14 |
la reine მადლობა ვცდი იმენა ატმის მინდა |
Posted by: margali21 21 Jul 2021, 15:19 | ||
ყველაზე |
Posted by: paaatriick 21 Jul 2021, 15:32 |
კანელონი ისპანახით, ყველით და სხვა გემრიელობით ერთ-ერთ საყვარელი კერძია |
Posted by: margali21 21 Jul 2021, 15:59 | ||
|
Posted by: ninicool 24 Jul 2021, 15:29 | ||
მაწონი 9 ქილა |
Posted by: Choncxis mzera 25 Jul 2021, 23:56 |
ცხვრის დუმა ვისაც გიჭამიათ, გემრიელია? მე არასდროს არ გამისინჯავს (ბავშვობაში მახსოვს რაღაცას აკეთებდნენ და სუნი ჰქონდა ცუდი და იმის მერე არც გამჩენია სურვილი) ახლა ეს ვიდეო ჰქონდა მეგობარს გაზიარებული და რომ ვუყურე ბოლოში ისეთი რაღაც გააკეთა, ნერწყვი მომადგა და ვიდეოს დაეჯერება? ვიდეო ვერ გადმოვიტანე, ლინკს დავდებ: https://www.youtube.com/watch?v=7ZOlitoVpVM თან მომზადების პროცედურა, გარემოც კარგია ალბათ მაგანაც იმოქმედა რავი |
Posted by: thug 26 Jul 2021, 00:18 |
Choncxis mzera საინტერესოდ გამოიყურება ცხვრის სალა გააკეთა ტიპმა? |
Posted by: Besa 30 Jul 2021, 02:12 | ||
Choncxis mzera
ბადრიჯანი დუმებში იფფფ. ჩემი მეზობელი სომხები აკეთებდნენ და ბორჯომში მწყემსი შემხვდა ტყეში არაყზე მივიწვიე იმან უმი დუმა გააძრო ძალიან მომეწონა არ ვიცი შთაბეჭდილება მოახდინა თუ პახმელიამ გამიქაჩა |
Posted by: forumge 7 Aug 2021, 12:47 |
ხიშნიკის დადებულები <3 |
Posted by: lovelock 11 Aug 2021, 15:33 |
ბურგერი გავაკეთე დღეს ლანჩზე და გამომივიდა |
Posted by: Delfistyaosani 13 Aug 2021, 01:18 |
lovelock https://www.youtube.com/watch?v=GeQGgzeSQjI&t=272s პროსტო ტემპერატურა 180-190 გრადუსზე მეტი არ უნდა ელექტრო ღუმელში |
Posted by: lovelock 14 Aug 2021, 23:21 |
Delfistyaosani დავინახე ეს მაგრამ burger bun არ მიგულისხმია გაკეთებაში ფარში, ანუ ბურგერი გავაკეთე მე და სოკო ჩავშუშე. ლობიო მოხარშულია უბრალოდ. |
Posted by: გვანცული 14 Aug 2021, 23:28 | ||
ძალიან გემრიელად გამოიყურება |
Posted by: paaatriick 17 Aug 2021, 22:16 |
ბლინები კარამელიზირებული ბანანით, ვანილიანი სოუსით და ქოქოსის ფანტელით |
Posted by: Rammstein 18 Aug 2021, 10:32 |
ახლადდაკლული ხბოს ხორცი, კარტოფილი, ტყემლის საწებელი. Ცოტა ნიორი და ბულგარული |
Posted by: UNEEK 20 Aug 2021, 09:25 |
ზაფხულის სურნელი.Salmon salad. |
Posted by: Delfistyaosani 21 Aug 2021, 17:03 |
Sous vide crispy chicken, მადლობა გუგა ბიძიას https://www.youtube.com/watch?v=m4u8mFnPBD0&t=262s ბარკლები არ მქონა მარა ფილეთიც გაასწორა, ჩინური sous vide თავის საქმეს აკეთებს! |
Posted by: Delfistyaosani 27 Aug 2021, 05:02 |
ეჰ ეს განყოფილება ვაბშე მკვდარია ხო? |
Posted by: Kvirila 31 Aug 2021, 05:18 | ||
ვახ ამას რას დავახვევდი ეხლა , ყოჩაღ, გეხერხება ეტყობა ცხობა |
Posted by: Besa 31 Aug 2021, 15:18 |
დაკეპილი ხორცით მოვახვიეთ ხინკალი კი მივაკვდი მარა ღირდა ნახევარი მწვანილით შევაზავეთ ნახევარიც უ |
Posted by: Delfistyaosani 1 Sep 2021, 01:29 |
Hawaiian King Buns with Caramelized Pineapple jam - SUCCess ესეც მეორე პარტია |
Posted by: elchi 2 Sep 2021, 23:47 |
ეს სურათი ძველია. გუშინ წამომიარა და ამოზელილი ლობიო გავაკეთე ნიგვზით. არ მითხრათ რეცეპტი დადეო, თუ არა თქვენც გაგექცევით. :haha: ერთი თავი ნიორი შემომეჭამა და დღესაც მოსაკლავად დამდევდა მთელი ოჯახი. :d030: |
Posted by: SkRapper 3 Sep 2021, 14:20 | ||
აუუ ამ ბულკების რეცეპტი მინდა რა * * * ძაან ბევრი წლის წინ დაახლოებით ესეთ ბულკებს, ოღონდ პუდრიანს რო ეძახდნენ, ვყიდულობდი ხოლმე ერთ-ერთ საცხობში ვაჟაზე, მერე ის დაკეტეს და ვეღარსად ვაგენებ ისეთ გემრიელობებს. იქნებ ჩემით გავაკეთო მერე :დ |
Posted by: fermina 3 Sep 2021, 14:29 |
SkRapper რუსული თუ იცი, ზუსტად მიყევი აი ამ ვიდეოს და გამოგივა იდეალური და უგემრიელესი: |
Posted by: Delfistyaosani 4 Sep 2021, 15:40 |
SkRapper ეს "king hawaiian" არი, წყლის მაგიერ ანანასის წვენი უნდა (ოღონდ მაღაზიის, ფრეშში bromelain არის ბლომად და სირობა გამოდის მერე, მე Pfanner Pineapple-coconut გამოვიყენე და გაასწორა) https://youtu.be/j7deL_rJbOc ორიგინალში რაც წერია უფრო მოტკბო პური გამოდის სასენდვიჩე, თუ იმენნა ბულკი გინდა მარილი გაანახევრე შაქარი +25% და ვანილი +50%. ამას მაგრად უხდება ზევიდან პუდრა და შუაში ანანასის ჯემი, თუ ფრეშს გააკეთებ ნარჩენი უგემური პიურესავით მასა ლერწმის შაქართან ერთად ნელ ცეცხლზე დააკარამელიზე და დეზლი ვეში გამოდის. ცოცხალი ბანანიც მაგრა მოუხდა. ა btw ესეც ღორის შეიკა 1 საათიან soy sauce - worcestershire sauce - brown sugar - pepper მარინადში მაყალზე ნახევრად თავდახურული ცოტა შებოლვით მწვადის გემო აღარ ქონდა ვაბშე სხვა რაღაც გაეძრო მარა გამისწორდა |
Posted by: max-14 6 Sep 2021, 19:17 | ||
სამწუხაროდ ადრე მართლაც მაგარი თემა იყო, უამრავი რეცეპტებით,რჩევებით .......... |
Posted by: thug 6 Sep 2021, 23:55 | ||
Delfistyaosani
მწვადის გემო აქვს მხოლოდ ხორცს მარილით მეტი არაფერი არ ჭირდება მწვადს ) თუმცა ამით მარინადებს არ ვაყენებ შეურაწყოფას რათქმაუნდა. უბრალოდ ქართული მწვადი და მარინადი სხვადასხვა რამეა |
Posted by: Delfistyaosani 7 Sep 2021, 00:47 |
thug მერე სხვა რამე ვთქვი მე? ისე შავი პილპილიც მშვენივრად უხდება და არანაირად ქართულ მწვადობას არ აფუჭებს ეს პროსტო დამაინტერესა რა გამოვიდოდა * * * fermina ეგეც უმაგრესი გამოვიდა მარა ეგ სტანდარტული ბულკია 90ანების ნოსტალგიით ჰავაურს სხვა არომატი აქვს. |
Posted by: Delfistyaosani 17 Sep 2021, 00:14 |
lol მე ვქაჩავ ხო მარტო ამ თემას https://bakesbybrownsugar.com/meyer-lemon-cardamom-pound-cake/# ერთს ვანილი დავამატე მეორეს არა, სიროპი დამეზარა. moister than an oyster, უვანილომ უდრო გაასწორა |
Posted by: fermina 17 Sep 2021, 00:25 | ||
Delfistyaosani
უი მე მეგონა სტანდარტული "ბულკები" გინდოდა, ვაჟაზე საცხობში სად იყიდებოდა ჰავაური? პ.ს. ჩასწორება - სხვას უკითხავს რეცეპტი, ბოდიში, ამერია. იმას ზუსტად ეს კლასიკური ბულკები უნდოდა მგონი. |
Posted by: UFolk 17 Sep 2021, 00:43 | ||
Dagexmarebi megobaro Proooteins |
Posted by: Delfistyaosani 17 Sep 2021, 01:07 |
UFolk მუსკულებიც დაპოსტე და იქნებ რომელიმე აქაურმა single mom-მა PM-ში მოგწეროს "მოდი მე გამოგიცხობ ფუმფულა კექსებს" BTW ცხობის პროცესში აწონვას ნუ დაივიწყებთ fermina ეგ არაფერი, მაგრად გამისწორდა ეგენიც ეხლა ვფიქრობ მაგას რო აკვარკვალიკებს შუაში გერმანული ნამცხვრის რეცეპტიდან 70-30 კაკალ-ნუშის მასა რო გავურიო მიხაკით და MUSKAT NUSS! ხო იქნება დეზლი |
Posted by: UNEEK 17 Sep 2021, 04:55 |
Pumpkin smoothie: რძე, გოგრის პიურე, ვანილა იოგურტი, დარიჩინი, ბანანი, თაფლი და ყინული. საუკეთესო სეზონური. |
Posted by: sixnik 17 Sep 2021, 11:00 |
უგემრიელესი ჩირბული - შაკშუკა. |
Posted by: fermina 17 Sep 2021, 20:40 | ||
Delfistyaosani
ყველაფერი შეიძლება გაურიო,ძაან კარგი იქნება შენ რაც თქვი, მე ნუტელა გავურიე, ერთხელ დარიჩინიც და ეგეც მშვენიერი იყო, უბრალოდ მე ცარიელი ფუნთუშა მიყვარს ყველაზე მეტად და ამიტომ არაფერს ვურევ ხოლმე. ერთი რჩევა იქნება, ახლო-ახლო დადე ერთმანეთთან და უფრო ამოფუმფულდება და გვერდებსაც არ გაიკეთებს, მე მიყვარს მიწებებულები რომ არიან ერთმანეთზე. |
Posted by: WP-Rex 17 Sep 2021, 21:16 | ||
sixnik
ორი სხვადასხვა რამეა. ჩირბულის კლასიკურ რეცეპტში ნიგოზი გამოიყენება, რაც მოტკბო გემოს აძლევს, შაკშუკაში ნიგოზი არაა. |
Posted by: la reine 21 Sep 2021, 16:51 |
აფსუს რა თემა კვდება წინა გვერდი კარგია ძაან ნიგზიანი რულეტები |
Posted by: sham 21 Sep 2021, 17:44 | ||
სიონის ქადები გაიჩითა ... მაგარ ვიდზეა ... |
Posted by: sixnik 23 Sep 2021, 11:30 |
ზარმაცი აჩმის რეცეპტი იქნებ ვინმეს დაგჭირდეთ. |
Posted by: Delfistyaosani 23 Sep 2021, 16:20 |
sixnik სიზარმაცეზე თუ წავიდა საქმე მაგდენი ბლინის თხლიპნას მოხარშე ლაზანიას ფირფიტები და ტაში კუკური |
Posted by: Delfistyaosani 27 Sep 2021, 02:05 |
ცოტა რეპეტიტიული გამოდის მარა კაროჩე ეს 315 გრამიანი კატლეტით გავაკეთე და იმენა ჩუნგუსკის მეტეორივით დაეცა ცემ კუჭს |
Posted by: Wikinewser 28 Sep 2021, 22:46 | ||
კუჭს გემრიელი ტერორისტული აქტი მოუწვე ანუ :დ |
Posted by: Delfistyaosani 4 Oct 2021, 02:02 | ||
სახე კი გამაძრო და ვერც მეზიმ ფორტემ მიშველა მარა totally fucking worth it ტაკს ესეიგი ერთი კვირის წინანდელი ბაზარი, ექსპერიმენტი ღორის ძირითადად რბილი დამარილებულ, დაGugasRubებული 24 საათი ვაკუუმში მაცივარში მერე საათნახევარი sous vide მგონი 72 გრადუსი (გვიან იყო, ამას 4-6 უნდა აშკარად) მერე whiskey brown sugar glazing და ბოლოს ჰანსისგან ნათხოვარი DAS FLAMMENWERFER! გემო საკაიფო გამოვიდა მარა მეტხანს უნდა ბანაობა, სავარაუდოდ ჩაჭრა და გადახვევა არ აწყენს და უფრო ძლიერი აგნემიოტი მაქ დასათრევი :/ სენდვიჩის პონტში წავიდა ეს კიდე დღეს ნაცისტური ტკბილეული 20-25 წუთი 170ზე რო შეგრილდება დოხ პუდრა ცხელი ჯობია არ შემოგეჭამოს მერე უკეთესია |
Posted by: TUZI_MAQCIA 11 Oct 2021, 19:05 |
შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი აბა შემიფასეთ |
Posted by: forumistvis 11 Oct 2021, 19:48 |
TUZI_MAQCIA რა კერძია? _________________________________________________ |
Posted by: TUZI_MAQCIA 11 Oct 2021, 19:54 | ||
უსახელოა ჩემი რეცეპტით |
Posted by: forumistvis 11 Oct 2021, 19:56 | ||
TUZI_MAQCIA
და რა ინგრედიენტებისგან შედგება? გემრიელად კი გამოიყურება |
Posted by: Harrison Stafford 11 Oct 2021, 22:19 | ||
აუუუუ სკოლის ბუფეტში მქონდა ხოლმე ეს და შოკოლადიანი კიდე ვერსად ვერ ვიპოვე ქავთარაძის გუდვილში ვიყიდე მარა სათავისო "ხრიკი"-თ ქონდათ გაკეთებული ნიგოზი მძაღე იყო ხო არ იცით სადმე კარგი საკონდიტრო ამის გამკეთებელი მე არ ვარ ცდით კი ვცდიდი მაგრამ სად არის გადასაყრელი ნიგოზი |
Posted by: thug 11 Oct 2021, 22:29 |
TUZI_MAQCIA რა თევზია? კარპი? |
Posted by: elchi 11 Oct 2021, 23:11 |
TUZI_MAQCIA გამარჯობა. კეთილი იყვეს თქვენი გაცნობა. რეცეპტი დაგვიწერეთ. ეგეთი რამეებით მაქვს საყინულე გამოტენილი. მართლა გემრიელად გამოიყურება. ამ თემაშიც დაწერეთ და გვაქვს კიდევ თევზეულის თემა, იქაც გამოაქვეყნეთ, ბევრს გამოადგება. ინებეთ ლინკი: https://forum.ge/?f=82&showtopic=35123009&st=0 |
Posted by: Master_Nick 12 Oct 2021, 00:16 |
TUZI_MAQCIA მაგარია! რა სოუსში გაქვს გაკეთებული? |
Posted by: sixnik 12 Oct 2021, 11:13 |
უგემრიელესი გოგრის კრემ სუპი |
Posted by: TUZI_MAQCIA 12 Oct 2021, 11:20 |
Master_Nick კარაქში აზელილი მწვანილები ბულგარული ,ხახვი,ნიორი,პილპილი და სუნელები. |
Posted by: Delfistyaosani 14 Oct 2021, 00:22 |
TUZI_MAQCIA მარტო მდედრებს აქვთ უფლება სურათზე თვითონ იყვნენ 80% ხედი 15% და 5% რასაც გვაჩვენებენ, კერძს გადაუღე მთლიანი ხედით ბრად მთლად offtopic რო არ გამომივიდეს აგერ ცოტა ჩაფუშული castella cake |
Posted by: sixnik 26 Oct 2021, 10:47 |
უგემრიელესი ბრაუნი |
Posted by: Delfistyaosani 27 Oct 2021, 00:35 |
sixnik მე მაგაზე ყავისფერი გავაჯეთე behooooold the goblin poop cake |
Posted by: UNEEK 28 Oct 2021, 13:34 | ||
|
Posted by: Universe´ 29 Oct 2021, 22:38 |
ხვალე უნდა გავაკეთოო შპეტცელეე თუ რაც ჰქვია მაკარონი პრესი მაჩუქეს და გამოვცადო დღეს მწვანე ლობიო და ჭადი ჭადი * * * Delfistyaosani შოკოლადი ს მინანქარი დამწვარს გავს |
Posted by: Delfistyaosani 2 Nov 2021, 05:35 |
Universe´ არაა დამწვარი პროსტო რაღაც სტრანნი შოკოლადი იყო რაც სახლში ვიპოვე. ლამაზი თუ გინდა აგერ მარა წინას უკეთესი გემო ქონდა. |
Posted by: elchi 2 Nov 2021, 10:53 |
Delfistyaosani ვნახულობ თქვენს გაკეთებულ კერძებს და მინდა გითხრათ ასეთი რამ. -მართალია, "ტკბილისგან", ანუ ნამცხვარი, ტორტი და ეგეთი რამეებისგან შორს ვარ, მაგრამ სხვა კერძებზე გეტყვით, გიქებთ ნახელავს, ყოჩაღ თქვენ. ეტყობა რომ გულდასმით აკეთებთ ყველაფერს და ეგ მიუთითებს თქვენს ხასიათზე. მოწესრიგებული ადამიანი ყოფილხართ. |
Posted by: Delfistyaosani 4 Nov 2021, 03:41 |
elchi საელჩოს ეტიკეტით არაა აუცილებელი საუბარი, მთელი ფორუმი შინაურობა არ ვართ? გემრიელად მიყვარს კუჭის ამოყორვა და გაოხრებული შიგნეულობის გამო ნაყიდებს ვერ ვჭამ ამიტომაც დავიწყე ახალი ჰობი. ეს ამ ვარიანტის ბოლო ვერსია, მემგონი მეტს აღარ ჩავწიხლავ. საბაზისო რეცეპტი: https://bakesbybrownsugar.com/meyer-lemon-cardamom-pound-cake/# სხვათაშორის ორიგინალიც უმაგრესი გამოდის, პროსტო ორმაგი კარდამონი და +0.5ჩაის კოვზი მუსკატი, +ერთი კაფსულა ვანილი და თუ გაშლილზე ცხვება მაშინ 170 გრადუსი 48 წუთი 176 50ს მაგიერ. რაც შეეხება მოდიფიკაციას: 256გ ფქვილის მაგიერ 206გ ფქვილი + 50გ კაკაო კარდამონის მაგიერ 0.5ჩაის კოვზი დარიჩინი და ერთი კაფსულა ვანილი (თორე კვერცხის გემო იგრძნობა) ლიმონის ცედრის მაგიერ 2 სრული ფორთოხლის ცედრა 60მლ ლიმონის წვენის მაგიერ 2 ფორთოხლის წვენი ნელ ცეცხლზე ამოორთქლებულუ 50-60მლმდე ჩამოყვანილი, 80 გრამი შაქრით ცომში 400 გრამი შაქრის მაგიერ 300 გრამი (+80 წვენის + რაც ფორთოხალს აქვს) ესეთ ღრმა ფორმაში ჯობია გამოცხობა, 176 გრადუსი 50 წუთი + რამდენიც დაჭირდება რო ცენტრში 208F დადგეს და ზედა მეოთხედზე 210 ან ჩხირით გაისინჯოს. soaking syrup იგივე რეცეპტით ოღონდ ისევ 1.5-2 ფორთოხალი reduced სანამ თითქმის ჟელე არ გახდება. დასხმა არ შეიძლება გამოღებიდან 15 წუთში ფრთხილად ფუნჯით, აჯობებს ნაწილ-ნაწილ რო ჩაჟღენთვა მოასწროს. ცხელის გაჭრა სისულელეა მაინც არ ექნება გემო. მეორე დღეს ან სრულად გაციების მერე ფქვილი-კაკაო-კარაქი-ვანილის შაქრით გაკეთებული შოკოლადი ესხმება და ეგაა რო გაცივდება მიდი შვიდი. წვალებაა მარა თეთრი სასახლის არ იყოს რო ჩაკბიჩავ და გე####ვა ცედრა-შაქარ-კარაქის "cold beating" აუცილებელია ვცადე ისე და ბანძდება, უმიქსეროდ არ გამოდის. |
Posted by: Universe´ 10 Nov 2021, 21:02 | ||
კარამელიანი ორცხობილები |
Posted by: Delfistyaosani 10 Nov 2021, 22:30 |
ამდენი კაი პოვარი-მჭამელი-დამრტყმელი და პროგრამისტის პოსტები უნდა დომინირებდეს ამ თემაში? ასეიგი სურათები არ გადამიღია მარა ესეთი ექსპერიმენტი გავაკეთე, pork chops დავფარე გარედან წითელი აჯიკით, დავავაკუუმე და 2 სუტკა მეგდო მაცივარში (2*C). მერე გამოვიღე მოვაყარე მარილი და შევწვი air frier-ში შიდა 71 გრადუსამდე (საქართველოში ტრიხინელოზის რისკი კიდე გვაქვს ასე რომ ნაკლებს მე არ გავრისკავ) და მაგრად გაასწორა |
Posted by: Tiktak 18 Nov 2021, 01:55 |
დღეს ვერ გავაკეთე, მაგრამ მივირთვი ხვალაც მივირთმევდი რომ შემეძლოს. სასწაულად მეგემრიელა |
Posted by: Delfistyaosani 23 Nov 2021, 01:54 |
Gugas Buns, პირველად მოხდა და ზედმეტად არ შევბრაწე სასტავ აღზევება მომილოცეთ, wagyu fucking burger |
Posted by: JCH 23 Nov 2021, 19:22 | ||
ეს სად მიირთვიი? |
Posted by: Delfistyaosani 24 Nov 2021, 06:49 |
JCH Wagyu burgerს რო დააიგნორებს და რაღაც ფქვილით გატენილ ბულკზე ორჯერ პატარა კატლეტიანი სტრანნობით დაინტერესდება კაცი |
Posted by: dadn 27 Nov 2021, 20:38 | ||||
ნაღდად ვიდზეა |
Posted by: Delfistyaosani 28 Nov 2021, 17:33 |
dadn sps, კაი ნერწყვი ვიდეო იყო ეგეც გრილებთან თუ გაქვს შეხება გუგას რო აქვს ეგეთი სად შეიძლება ავაგდო ხო ვერ დამაკვალიანებ? |
Posted by: thug 28 Nov 2021, 18:56 | ||
Delfistyaosani
მაგ ხორცის ბურგერზე გაფუჭება მოსულა? |
Posted by: dadn 28 Nov 2021, 20:43 |
Delfistyaosani ადრე სადღაც მოვკარი თვალი შენს კითხვას..დავგუგლე გუგა და აზრზე არ ვყოფილვარ არც გუგასი და არც მისი გრილის საქართველოში არ ვარ სამწუხაროდ... |
Posted by: Delfistyaosani 29 Nov 2021, 03:59 |
dadn Youtube Guga Foods არი ლაპარაკი thug A5 Prime cut ვინ აფუჭებს მერე? Santa rosalia-ს გაყინული wagyu burger patties დავითრიე გასტრონომში და მაგრად გაასწორა. ბურგერს 20% მეტი ცხიმი არ ჭირდება ასე რო A0 ან ვაბშე სერტიფიკაციაში რო ჩაიჭრა ეგეთი wagyuც მშვენიალურია. 400 გრამი რო 95 ლარი ღირს ესეიგი ან ჩაჭრილია ან ნარჩენები გაატარეს და ხო არ გადავყრითო გასავალი უპოვეს |
Posted by: shavi_kheli 30 Nov 2021, 15:27 |
იტალიაში ვიყიდე რამდენჯერმე და შემდეგ შემხვდა შვეიცარიაში და გერმანიაში არის იტალიური სუხარი/გამომშრალი პური, პატარა ხაჭაპურს გავს და აქვს გამხმარი კამის თუ ქინძის გემო, ნუ სუნელების რა ქვია ვერ გავიხსენე იქნებ ვინმეს გეცნობათ და გამახსენოთ მეგობარცი მადლობელი დაგრჩებით. |
Posted by: dadn 30 Nov 2021, 21:36 | ||
shavi_kheli Focaccia ?
|
Posted by: shavi_kheli 30 Nov 2021, 22:48 |
dadn უი ეგეც მიჭამია 1-2 ჯერ სახელი არ ვიცოდი და არც მახსოვდა კარგი რამე გამახსენეე, გაიხარე. რეცეპტს ჩავხედე და ადვილია, გამოვაცხობ. შენი ხორციც მომეწონა , მაგრამ მარხვაზე ვარ და თავი ავარიდე ცოდვას. რაღაც ამ ბოლო დროს სამზარეულომ დამაინტერესა, ალბათ ასაკის ბრალია. უი, რაც შეეხება იმ სუხარს ზეთიანი არ არის აშკარად, როზმარი არ ვიცი, მე უფრო კამის გემო მახსოვს. აი გაშლილი ხელის ოდენა არის სიდიდით და ნეკა თითის ოდენა სისქის. ხელით გაბრტყელებულს გავს და ქვაზე გამომცხვარს, მშრალი არის სულ, იმტვრევა როგორ შუშა. ვიფიქრე გამოვაცხობდი... *** ბრაუნის ნაცადი რეცეპტი თუ მოგეპოვებათ მეგობარცი გამიზიარეთ გთხოვთ. |
Posted by: Delfistyaosani 3 Dec 2021, 21:02 |
სასტავ მოვიდა ახალი ექსპერიმენტი, გაყინული black angus "სტეიკი" გავატარე კატლეტისთვის, პახოდუ ოჯახში გაკეთებული სუჯუხი მქონდა ასე რო Angus-Sujukh-Cheeseburger გემოზე მაგრად გაასწორა თან gugas buns კარგად დავამუღამე ცოტა ნაკლები საფუარით 185 გრადუსზე იდეალური ცხვება |
Posted by: Harrison Stafford 4 Dec 2021, 02:03 |
თქვენი აზრით ტალსტალობიკით კარგი უხა გამოვა?? |
Posted by: Albert Camus 4 Dec 2021, 20:34 | ||
გამარჯობა, შეგიძლიათ, რეცეპტი დაწეროთ დეტალებში? |
Posted by: Delfistyaosani 6 Dec 2021, 15:07 |
Albert Camus რა თქმა უნდა Buns: youtube search "gugas buns". გადახრა: 14g მაგიერ 7g საფუარი, Nido მაგიერ ჩვეულებრივი რძის ფხვნილი, ამოსვლის დროები ~1სთ და ~15წთ დაახლოებით 30 გრადუსზე. გამოცხობა 185-ზე (PID თერმოსტატი მოყენია) დრო არ ვიცი ესეთი ფერი რო გახდება მაშინ ვიღებ. კატლეტი: "Santa rosalia Wagyu 2x200g" გასტონომიდან, 95 გელა რო ღირს შეკვრა კატლეტის შეწვის წესი: youtube "ramsay burgers" იგივენაირად ოღონდ ტაფაზე. გადახრა: ცენტრში რო 60 გრადუსი დაფიქსირდება შესაყოფი თერმომეტრით ვატრიალებ, ვადებ ~4მმ ჩედარის ნაჭერს, ნახევარი წუთი ვახურავ ტაფას და მერე ჩედარს ვტორჩავ FLEMMENWERFERით, ამასობაში 70-71 ადის ცენტრში (ვისაც უმი ხორცი უყვარს Tcook -10 გრადუსზე დადოს ყველი) და ეგრევე წავიდა ქვედა ბანზე. სოუსად ვიყენებ ჩვეულებრივ კარფურის "burger sauce", აისბერგი სალათის ფურცელი, კარამელიზებული თეთრი ტკბილი ხახვი (აგროჰაბში არი ხოლმე) და რასაც ნახავ კაი პომიდორს (soplidan.ge, "ბაზარი", რავი რამე ლიშბი პლასტმასის გემო არ ქონდეს). ესეც blauenstein chuck roast jalapeno cheeseburger და classic hamburger, ჩემი აზრით ფასი/ხარისხის საუკეთესო შეფარდება |
Posted by: elchi 7 Dec 2021, 01:19 | ||
თუ დაიცავთ მომზადების წესებს ნორმალური გამოვა. მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინეთ, სქელშუბლა ძალიან ფხიანი თევზია. ასე რომ გაფრთხილდით მირთმევისას. |
Posted by: Harrison Stafford 7 Dec 2021, 17:42 |
elchi გაქვთ რამე კარგი რეცეპტი ? იუთუბზე რაც დავძებნე ეს არის : |
Posted by: sham 7 Dec 2021, 18:51 | ||
რაღაც მარტივად და გემრიელად გააკეთა ... "რიბნი პრიპრავა" რო სტკიცა ბოლოსკენ, მსგავსი იყოდება ჩვენთან ნეტავ ? |
Posted by: Albert Camus 7 Dec 2021, 22:05 |
Delfistyaosani ძალიან დიდი მადლობა |
Posted by: elchi 7 Dec 2021, 22:34 |
Harrison Stafford კარგად გააკეთა, მაგრამ მერე მაგ წვენში მოხარშული ფილეებია საჭირო, ასევე დაუფქვავი ბაჰარი/იგივე "დუშისტი პერეც"/. პირველ წამოდუღებაზე მაგ თავს ვიღებ ქვაბიდან და მერე ფილეებს ვაწყობ და ისე ვხარშავ. ხახვს დაჭრა არ უნდა, ერთი თავი ოთხად გაიჭრას და ეგ არის. დანარჩენი ყველაფერი სწორად აქვს გაკეთებული. ინგრდიენტები დამაკმაყოფილებელია. თავი აღარ არის საჭირო, მაგრამ ის ორი ნაჭერი რომ დაამატა თავიდან, ეგენი კი ბატონო. |
Posted by: Delfistyaosani 9 Dec 2021, 02:06 |
Albert Camus NP, მერე შედეგის სურათები დაიდოს HD-ში მთლად offtopic რო არ გამომივიდეს "რატომ არ უნდა გავაცხელოთ წვნიანი მიკროვალნოვკაში" |
Posted by: thug 9 Dec 2021, 02:12 |
თქვენი მომზადებული საჭმელის მირთმევის პრობლემა თქვენც გაქვთ? ისეთ საჭმელებზე არ ვამბობ 2 წუთი რომ უნდა მომზადებას ან რო შეაგდებ ღუმელში და ივიწყებ აი ისეთები რასაც დრო ჭირდება და სამზარეულოში ყოფნა ამ საჭმლის ოხშივარში და სუნში. მადას მიკარგავს და ვეღარ ვჭამ გემრიელად. მეორე დღეს კი ბატონო. |
Posted by: max-14 10 Dec 2021, 17:53 | ||
ძალიან ცოტას , კი,მეორე დღეს მივირთმევ,ისე მომზადების პროცესი უფრო მევასება თუ ხასიათზე ვარ)) |
Posted by: SkitterZ 13 Dec 2021, 21:50 |
რატომ არ დებთ ფოტოებს????????????? ხალხი თქვენი ფოტოებისთვის შემოვდივართ აქ |
Posted by: Delfistyaosani 14 Dec 2021, 13:36 |
SkitterZ აჰა ......................... |
Posted by: Master_Nick 16 Dec 2021, 19:55 | ||
სად ხარ სად? იამაყებდი ჩემით |
Posted by: tavadze 16 Dec 2021, 21:29 | ||||
Master_Nick
ეუფ! რესპექტ! Delfistyaosani
შეგიძლია, მომზადების პროცესი გაგვაცნო? მადლობა წინასწარ. |
Posted by: Delfistyaosani 17 Dec 2021, 04:11 |
tavadze ofc, ხორცი blauenstein-დან 1. წამოვაცვათ შამფურზე, მოვაყაროთ მარილი და ახლად დაფქვილი პილპილი 2. შევწვათ ნაკვერჩხალზე, ოღონდ ჩავამატოთ რამდენიმე გასხლული ხის ტოტი რო აბოლდეს და დავფაროთ რამით რომ ცოტა ბოლმა იტრიალოს. 3. როგორც ყველაზე მსუქანი ნაჭრის ცენტრი 72*C აარტყავს ჩამოვხსნათ, ჩავყაროთ ხახვით სავსე ჯამში, ავანჯღრიოთ და 2-3 წუთი გავაჩეროთ თავდახურული 4. ვხეთხოთ გასკდომამდე. |
Posted by: shavi_kheli 18 Dec 2021, 00:46 | ||
მეეეეც ................................ |
Posted by: dadn 18 Dec 2021, 20:21 | ||
თქვენის ნებართვით.. ღორის ფილე ბეკონით ჩემებურად |
Posted by: SkitterZ 18 Dec 2021, 22:57 |
ყველამ ხორცზე რომ დამთაგა ვეგეტარიანელი ვარ ნამცხვრებზე დამთაგეთ, მსუქანიც ვარ |
Posted by: Delfistyaosani 19 Dec 2021, 13:48 | ||
მაგიტომაც დაგთაგეთ |
Posted by: thug 20 Dec 2021, 00:53 |
სატაცური გემრიელი და უმარტივესი 2-3 თავი ხახვი 3-4 შეკვრა სატაცური 1 კონა ქინძი 2-3 ცალი კვერცხი ხახვს ვჭრით წვრილად და ვშუშავთ ტაფაში ბლომად კარაქში. სატაცურს ვამტვრევთ ზედა ქორფა ნაწილებს. ქვედას თითქმის ნახევარს ვყრით არ ვარგა ხესავით არის. სანამ ადვილად ტყდება მოკლედ იქამდე ვატეხავთ თავს 2-3 წუთი ადუღებულ წყალში ეს დამტვრეული სატაცური. გადავაქცევთ წყალს. მერე გადავიტანთ ტაფაზე ხახვთან ერთად სატაცურს და 5 წუთი ვშუშავთ ერთად. ბოლოს ვაყრით ქინძს წვრილად დაჭრილს და ზევიდან ათქვეფილ 2-3 კვერცხს მოვასხავთ. 2-3 წუთი დავახუროთ ტაფას. მერე გადაურევ კარგად კიდე ერთი 2 წუთი და სულ ეს არის მზად არის სატაცური. მარილი და პილპილი გემოვნებით ბოლოს. თუმცა მომზადების დროსაც შეგიძლიათ ცოტა მარილი მოაყაროთ ხახვსაც, კვერცხსაც რომ ათქვიფავთ და სატაცურსაც ტაფაზე რომ გადაიტანთ მოხარშულს. |
Posted by: elchi 20 Dec 2021, 13:01 |
thug ერთერთი ჩემი უსაყვარლესი კერძია. თან ზუსტად ისე გაქვს გაკეთებული სატაცური, როგორც უნდა გაკეთდეს. გიწონებ ნახელავს. |
Posted by: Delfistyaosani 21 Dec 2021, 03:46 |
კიდევ ერთი goblin poop cake - routine cooking რეცეპტი ერთი-ორი გვერდის უკან მიწერია. ვინმეს პატარა საცხობი არ გაქვთ რო შევუკვეთო ხოლმე ეს? რო დავამუღამე კაი რეცეპტი და ექსპერიმენტებს აღარ ვატარებ მესიკვდილება ხლაფორთი უკვე :/ |
Posted by: thug 21 Dec 2021, 16:03 |
elchi ................................. |
Posted by: forumistvis 25 Dec 2021, 12:34 |
ნამცხვარი სიგარეტი მიყვარს ძალიან ერთხელ უნდა ვცადო და ჩემით გამოვაცხო რეცეპტი უნდა მოვიძიო |
Posted by: xanka 25 Dec 2021, 16:46 |
ესეც ჩემი მცირე ბიუჯეტიანი ნამცხვარი |
Posted by: <<ეგოისტკა>> 26 Dec 2021, 23:22 |
ჰეი ჰეი.. რისი ჩურჩხელაა გამოიცანით: )) |
Posted by: elchi 27 Dec 2021, 00:37 |
<<ეგოისტკა>> სად ხარ გოგო შენ? ნამეტანი მოგვენატრე. არ არის გამორიცხული ტყემალის ნახარში გაასქელე და იმაში ამოავლე. მე კომშის და ლეღვის მურაბების წვენები დავიტოვე, ამ დღეებში ვაპირებ ავასხა ნუში, თხილი და კაკალი და ისე ავხუნძლო. ყურძნის ბადაგი ცალკე მაქვს. ყველაფერს გაჩვენებთ. პ.ს. ინნა, იცოდე "გაგიბრაზდები" თუ არ დაგველაპარაკები, აკლიხარ აქაურობას. |
Posted by: thug 27 Dec 2021, 01:32 | ||
<<ეგოისტკა>>
მანდარინის? |
Posted by: <<ეგოისტკა>> 27 Dec 2021, 09:35 |
thug ფორთოხლის და ქიშმიშის: )))))) elchi მეც მომენატრეთ და ამიტომაც შემოგიარეთ: )))) ვეღარ ვიცლი ფორუმისთვის,მაგრამ მახსოვხართ ყოველთვის:* |
Posted by: thug 27 Dec 2021, 18:29 |
<<ეგოისტკა>> ახლოს ვყოფილვარ კი გავიფიქრე ფორთოხალიც ისე |
Posted by: Melano 28 Dec 2021, 23:07 |
გამარჯობა ვინმემ "იდეალი" რეცეპტი დადეთ თუ არ გეზარებათ ძალიან კარგი მაქვს,დედაჩემის.მაგრამ ეს ბოლო ხანია ძალიან მსუყე და ტკბილი მეჩვენება რაღაც ახალი მინდა ვცადო |
Posted by: UNEEK 29 Dec 2021, 07:42 | ||
რეცეპტი არ მაქვს და, აგროჰაბის იდეალზე და ნაპოლეონზე ვგიჟდები❤ და საერთოდ მაგათ ნამცხვრების კუთხეზე. ორაგულის სალათა: ოსმანჯიკ ბრინჯი თურქულად, კვერცხი, სიმინდი, ჩერი პომიდორი, ავოკადო, ბები ისპანახის ფოთლებზე. თავზე კამა/ნიორი/ქინძი ოლივ ზეთში და ლიმონში. |
Posted by: thug 29 Dec 2021, 19:20 |
UNEEK ასწორებს ჰელთი საჭმელი |
Posted by: Melano 29 Dec 2021, 20:56 | ||||
UNEEK
ლიკას იდეალს არაფერი მირჩევნია აგროჰაბის კრუასანები
ამას ვცდი აუცილებლად ოღონდ სიმინდის გარეშე -არ მიყვარს |
Posted by: Kirchi 30 Dec 2021, 07:08 | ||
thug
კაი გამოვიდა მადლობა |
Posted by: UNEEK 30 Dec 2021, 07:55 | ||
thug იოლი და სახალისო საკეთებელი. Melano
რამე ტკბილი უხდება, ეს მეორენაირად, მანდარინის კამპოტით. ის ჭარხალი, ხოლო მწვანე ავოკადოა. |
Posted by: thug 30 Dec 2021, 09:02 | ||
Kirchi
გაიხარე UNEEK ორგანიზმიც მადლობას გეუბნება |
Posted by: Harrison Stafford 31 Dec 2021, 14:42 | ||
დედაჩემის იდეალი |
Posted by: forumistvis 31 Dec 2021, 15:39 |
2 ლისტი ნამცხვარი გამოაცხო თ.- მ , ერთი შავია ერთი სგუშონისფერი რაღაც არის კიდევ რარაცები შოთებიც არის მოიტანა ი.-მ 2 ბოთლი ბადაგონიც არის , და დავლევ 1 -2 ჭიქას განწყობა ამიმაღლოს გილოცავთ დამდეგს |
Posted by: Dr_Zuzumbo 31 Dec 2021, 21:38 |
CIPOLLE RIPIENE AL FORNO გრატინირებული ხახვი |
Posted by: Melpomene 3 Jan 2022, 15:01 |
ბლინის ტორტი |
Posted by: ანაბელლი 9 Jan 2022, 14:33 | ||
რა კარგად გამოიყურება, რეცეპტს ვერ გვასწავლით? |
Posted by: UNEEK 9 Jan 2022, 16:03 | ||
Melano
ვინ არის, სად აქვს მაღაზია, ჩიზქეიქი აქვს? მე თბილისში ჩიზქეიქი არ მომწონებია ჯერ. |
Posted by: CoderiotGe 9 Jan 2022, 20:37 |
===================================== |
Posted by: Melpomene 10 Jan 2022, 15:32 |
ანაბელლი ჩვეულებრივი ბლინებისგან ავაწყვე(მე პირადად სოდა და ძმრით ვამზადებ ყოველთვის, უფრო ფუმფულა გამოდის), ნუტელას შოკოლადის პასტა აქვს ფენებს შორის და გაყინული მალინა ალაგ-ალაგ. ზევიდან გამდნარი თხილიანი შოკოლადი მოვასხი, სულ ესაა. |
Posted by: Universe´ 14 Jan 2022, 21:22 |
ვაშლის ნამცხვარი გავაკეთე |
Posted by: Delfistyaosani 19 Jan 2022, 16:16 |
Universe´ აქ დაპოსტვა სურათებს ითვალისწინებს FIY:D ესეიგი ექსპერიმენტი, 1.6KG Sous vide red adjika ghetto-smoked pork chunk. haha ghetto smoker goes brrrr Sous vide 66*C 2 საათი მერე მაყალზე სანამ ცენტრი 71-მდე ავიდა. საკმაოდ რბილი და ძაან გემრიელი კი გამოვიდა მარა ნორმალური შესაბოლი მინდააააა |
Posted by: elchi 21 Jan 2022, 22:03 |
Delfistyaosani ამაზონიდან ეს გამოიწერე, ძვირიც არ არის. ყველაფერს შებოლავ. |
Posted by: Crøs 22 Jan 2022, 01:13 |
ნადუღით და ვარდის მურაბით |
Posted by: Delfistyaosani 29 Jan 2022, 23:58 |
Brioche buns, attempt 1 რეცეპტი: https://cooking.nytimes.com/recipes/1012612-light-brioche-buns გადახრა: რძე შემთხვევით მეტი ჩამესხა და ფქვილიც ცოტა დავამატე ამიტო, საბოლოოდ ცალის ცომი 115 გრამი გამოვიდა კარაქი მეცოტავა და 70 გრამი შევათითხნე (totally worth it) რძე ნაღდი მამაპაპური და ნაღებიც გადავაყოლე შემდეგ ჯერზე წყლის მაგიერ სუ რძე უნდა ვავუკეთო |
Posted by: Crøs 7 Feb 2022, 17:18 |
ვაშლის "პეროგი" |
Posted by: sham 7 Feb 2022, 17:31 | ||
დავსველდი .... __________________________ |
Posted by: Mako Subladze 8 Feb 2022, 21:36 |
თქვენი რჩევა მჭირდება. გრძელი, მსხალა, უთესლო კვახისგან რა შეიძლება გავაკეთო? |
Posted by: didi bege 8 Feb 2022, 22:30 | ||
ეს ღორის კისერია ხო, 2 საათი ყოფნიის ??? კარგად არბილეებს ??? |
Posted by: Delfistyaosani 9 Feb 2022, 00:29 |
didi bege აზზე არ ვარ რა ნაწილია საყინულეში ეგდო კაი ხანი და რაც მომივიდა თავში პირველი ის ვუქენი. ძაან დიდი ხანი sous vide მაინც რაღაც არ მომწონს ძაან რუსული ტუშონკა გამოდის და გრილზეც რახან კაი ხანი უნდა დამედო აღარ გავწელე. კი გემრიელი იყო მარა ამოდღლიზვნა: EPIC FAIL. ისევ ეს ჯიგარი: https://bakesbybrownsugar.com/meyer-lemon-cardamom-pound-cake/# |
Posted by: fermina 9 Feb 2022, 01:07 |
სტაფილოს ნამცხვარი, უმარტივესი და უგემრიელესია, მთავარია სტაფილო არ დაგენანოთ |
Posted by: Crøs 12 Feb 2022, 22:25 | ||
Delfistyaosani
კარაქი და ფქვილი უნდა წაგესვა ფორმაში და აღარ ჩაიკრობდა. ეს ჩემს ვალენტინჩიკს გავუკეთე |
Posted by: Delfistyaosani 14 Feb 2022, 04:21 |
Crøs კარაქი წავუსვი ფქვილი ფამეზარა :/ ამაზე მიწებების პრობლემა არ მქონია მარა 99 გრადუს არ დაველოდე 98ზე გამოვიღე და ესეც კიდე ერთი fuck დიდი ხანი გაიჭედა ძაან 98ზე ზევიდან მოიწვა დაჟე და მეთქი ამ ტიპის ცომს ესე უნდათქო დაჟე ჩხირი ჩავყავი და როგორ ამოვიდა მშრალი ვერ გავიგე, რამე instant read humidity meter არ არსებობს ცომის როგორც თერმომეტრი? მიწის ტენიანობის საზომის ჩაყოფა არ მინდა ტესტოლიტიდან ტყვია და კიდე რა ქიმიკატი გადავა ხზ |
Posted by: Crøs 14 Feb 2022, 21:50 |
Delfistyaosani ნიგვზიანი კექსია? რამდენი ხანია არ გამიკეთებია. ზემოდან რომ არ დაგეწვას რაც შეიძლება დაბალ სართულზე შედე(არ ვიცი რანაირ ღუმელს იყენებ). და როცა გამოცხობის დრო გაუვა,გამორთულ ღუმელშივე დატოვე გამოსაშრობად. ეგეთ კექსებს უხდებათ. |
Posted by: Delfistyaosani 16 Feb 2022, 02:33 |
Crøs თეორიულად ამას ვაკეთებდი მარა დროს თავი გავანებოთ ბევრად დაბალი ფორმა ჭირდება აშკარად იმიტო რო შიგნით სველი დარჩა და გარეთ მოშნად გამაგრდა. პასკასავით 160 გრადუსზე რო გამომეცხო სავარაუდოდ 2 დღე დაჭირდებოდა https://thesouthernladycooks.com/sour-cream-spice-cake-with-sour-cream-frosting/ |
Posted by: Universe´ 18 Feb 2022, 20:24 | ||
ხაბიზგინები გამოვაცხე
არაჟნის კრემია? მგონი სტაფილოს ნამცხვარს ერთი ორი წელი აღარ შევჭამ ბევრი მომივიდა |
Posted by: fermina 18 Feb 2022, 20:35 | ||
Universe´
სტანდარტული აისინგის გაკეთება დამეზარა და ნაღების კრემი მოვასხი, მშვენივრად მოუხდა |
Posted by: Universe´ 18 Feb 2022, 21:25 |
fermina მშვენივრადაც გამოიყურება ნაყინივით გემრიელად მარტო ნაღებით არ მიცდია. მასკარპონეს ვურევ ხოლმე. მასე უცებ უცებ იქნება |
Posted by: fermina 18 Feb 2022, 22:04 | ||
Universe´
"პრეზიდენტის" სპრეი whipped cream -ია, ძაანაც კარგი იყო |
Posted by: Universe´ 18 Feb 2022, 22:35 | ||
fermina ფილმებში ისე გემრიელად იტკბარუნებენ ხოლმე მაგით პირს, რომ ეჭვიც არ მეპარება
მარწყვის ტორტი მინდა როდის მოვა სეზონი |
Posted by: fermina 18 Feb 2022, 22:45 | ||
Universe´
ყველაფერზე ძალიან მიყვარს უამრავი კრემით |
Posted by: Universe´ 21 Feb 2022, 19:16 |
ბარდის სალათი გავაკეთე დღეს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ დედაჩემის ჩადებული კიტრის წნილი უგემრიელესია ქვეყანაზე * * * ქადის და კრუასანის ჰიბრიდს ვაცხობ მონსტრს არ მივიღებ, იმედია |
Posted by: Delfistyaosani 25 Feb 2022, 15:17 |
Modified Gugas Buns, წყლის მაგიერ სუ რძე გავაკეთე. ერთი გამოცხობა ზევიდან დაფარებული ჟარონით ვქენი მეორე ვაბშე ღია სეტკაზე და მაინც თავი მოეწვა ქვევითკენ თეთრი დარჩა. მაინცდამაინც forced airflow oven უნდა ვიყიდო რო იდეალურად თანაბრად გამოვიდეს? * * * Cast iron griddle test, საკმაოდ კაი ვეში აღმოჩნდა მარა მაინტერესებდა american cheese როგორი იქნებოდა და შემიძლია გითხრათ რო არა. Cheddar FTW. ტემპერატურის განაწილება უკეთესი შეიძლება ყოფილიყო მარა საქმე გააკეთა. |
Posted by: Delfistyaosani 1 Mar 2022, 02:26 |
მეტი ბურგერი lol, 250g blauenstein ტაფაზე უამრავი cheddar და გერმანული პიკანტური შებოლილი |
Posted by: Delfistyaosani 8 Mar 2022, 23:48 |
კაი თქვენ არა მე ვაცოცხლებ ამ თემას |
Posted by: Delfistyaosani 13 Mar 2022, 23:55 |
Proof-of-concept, მწვადი 30cm თოვლში. კაია რო სეტკა და ნახშირი წავიღეთ |
Posted by: iojik 14 Mar 2022, 04:26 |
ხაჭაპურის ექსპერტებო და უბრალოდ კარგო ადამიანებო,ევროპაში რომელი ყველით შეიძლება მივიღო ყველაზე მიახლოვებული გემო ქართულ ხაჭაპურთან? |
Posted by: thug 14 Mar 2022, 04:39 |
iojik ფეტას და მოცარელას ურევენ მგონი ........................ |
Posted by: Crøs 14 Mar 2022, 23:17 |
ესეც ასე |
Posted by: Universe´ 14 Mar 2022, 23:30 | ||
... თუ ეს მარწყვის ტორტი არ ჩამეხუტება გემრიელად იცქირება |
Posted by: Crøs 15 Mar 2022, 01:23 |
Universe´ კრემი გამოუვიდა ძალიან კარგი, მასკარპონე(და არა კარაქი) შევურიე შედედებულ რძეს. ნუ ბისკვიტიც არაჟნით და შედედებული რძით გავაკეთე. რეებს აღარ ვიგონებ |
Posted by: Universe´ 15 Mar 2022, 04:43 | ||||
შევამჩნიე
Crøs დღეს წყალი არ იქნება, დიეტის დღეა |
Posted by: elchi 16 Mar 2022, 12:32 |
iojik thug-მა სწორი რჩევა მოგცა. 3X1-ზე აურიე, მოცარელა სამჯერ მეტი, იმიტომ რომ ფეტა მლაშეა, ცოტა ხაჭო დაამატე და მაღალ ცხიმიან რძეში მოზილე ყველი. უბომბესი რამე გამოგივა. ჰო, პიცის ცომი აიღე და იმით გამოაცხვე. |
Posted by: Delfistyaosani 17 Mar 2022, 02:29 |
Crøs სრული რეცეპტი მოჟნა? რაღაც საინტერესო ჩანს ეს ჩემი რიგითი routine bake უკვე 1. Put 240-300ml of orange juice incl some pulp and 50g sugar, reduce to 120-140ml 2. Mix 156g flour, 100g cacao powder, 10g baking powder, pinch of salt and one pod of vanilla powder 3. Add ground cinnamon until cocoa smell doesn't overpower it anymore, add 1/4-1/2tsp ground nutmeg 4. Put 300g sugar in a bowl and zest one whole or more orange, whisk 5. Cold-beat 170g butter with sugar 6. Incorporate 5 eggs, half of reduced orange juice 7. Mix half of flour mixture in, start preheating oven to 170*C 8. Add 75g მაწონი and 75g sour cream, mix 9. Add rest of flour in, mix, scrape well 10. Coat bundt pan with butter and thin layer of flour (THIS IS TOO MUCH, COAT WITH LESS!) 11. Pour the whole thing in 12. Bake for 40min, then put instant read thermometer one in the center and one in top 1/3 part 13. Bake until mid reaches 208F and top reaches 210F (or with poke method but it's essential to not overbake the mf or it's gonna suck balls, tested) 14. Turn off the oven and open the door, wait 5min. Take it out and wait another 10min. Take out of the pan. 15. Add 20g sugar and 20-30g butter to remaining orange juice, simmer a little 16. Brush the syrup all over the baked mf 17. Let the mf rest for like 1hr 18. Make chocolate glazing (can incorporate syrup leftovers, even better) 1tbsp cocoa, 1tbsp flour, 100g sugar, 75ml milk, 50g butter 19. Pour the glazing all over the mf 20. Let it fully cool down, cover for a couple hours or for next day 21. YE BOIIIIIIIIIIIII |
Posted by: Crøs 17 Mar 2022, 14:16 |
Delfistyaosani ბისკვიტისთვის: არაჟანი-200გრ. კვერცხი-2ც(დიდი) ფქვილი-1/2 ჭიქა შედედებული რძე(სგუშონკა)-ნახევარი ქილა შაქარი-1 ჭიქა კაკაო-2-3 კოვზი(უმჯობესია 100%იანი) სოდა ძმრით 1 კოვზი. მე გამაფხვიერებელს ვიყენებ მუდამ. კრემისთვის: ან კარაქი 200გრ ან მასკარპონე 300გრ შევურიოთ ნახ. ქილა სგუშონკას. ცხვება 45-50 წთ 180 გრადუსზე ფორმას წინასწარ წავუსვათ ზეთი |
Posted by: Universe´ 31 Mar 2022, 14:21 | ||
პური, ვაშლით და ცოტაოდენი ქიშმიშით |
Posted by: max-14 23 Apr 2022, 22:27 |
როგორაა ეს თემა ჩამკვდარი, ადრე სიამოვნებით ვათვალიერებდი,სად გაქრნენ ძველი იუზერები............... |
Posted by: Delfistyaosani 25 Apr 2022, 00:52 |
გაკეთებით დედაჩემის ნახელავია მარა მაინც დავდებ, ქვაბის აწევა-დაწევა მაინც ხო ვიკისრე მადლობა ვინც LAVAს შეკვეთა მირჩია, ნამდვილად უმაგრესი გამოდის cast ironში და თირკმლის გაყიდვაც არ ჭირდება |
Posted by: thug 27 Apr 2022, 06:00 |
Delfistyaosani proper ვიდზეა ხბოა თუ ბატკანი? |
Posted by: WP-Rex 27 Apr 2022, 09:17 | ||
Delfistyaosani
ლავა თურქული წარმოების ტაფაა ხომ? სად შეუკვეთეთ? |
Posted by: tavadze 27 Apr 2022, 10:37 |
ქრისტე აღდგა, მრავალს დაესწარით... მომიტევეთ ამ სადღესასწაულო დღეებში ასეთი თემით შემოჭრისთვის, თუმცა საქმე ეხება ამ თემისთვის მნიშვნელოვან წევრს: აღდგომის წინა დღეებში გარდაიცვალა ამ თემის დამაარსებელი და ერთ-ერთი უხუცესი წევრი, ძალიან კარგი, განათლებული და ერუდირებული პიროვნება, მშვენიერი გურმანი და საზოგადოებაშიც ცნობილი პიროვნება თემურ კობახიძე, Johnnie Walker. ვისაც გახსოვთ ადრინდელი თემები, მის მშვენიერ, გემოვნებიან რეცეპტებთან ერთად მისი ასევე მშვენიერი იუმორიც გემახსოვრებათ. ის ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვისი პოსტების გამოც შეგვიყვარდა ეს თემა! ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის სულს! პ.ს. ცნობისათვის: როგორ იწყებოდა ეს თემა: https://forum.ge/?f=82&showtopic=33849279 |
Posted by: elchi 27 Apr 2022, 15:16 |
tavadze ეს რა ცუდი ამბავი გავიგე ირაკლი. სანთელი და ნათელი არ მოკლებოდეს მის სულს, უმაგრესი კაცი იყო. ძალიან დამწყდა გული. |
Posted by: vaho 27 Apr 2022, 16:21 | ||
ნათელში ამყოფოს. ავატარის დანახვაც კაი ხასიათზე მაყენებდა ხოლმე... |
Posted by: tavadze 28 Apr 2022, 11:20 | ||
elchi
მართლაც კარგი კაცი იყო. აღდგომის წინა დღეებში გარდაიცვალა. |
Posted by: Delfistyaosani 28 Apr 2022, 19:58 |
thug ხბოა თან საკმაოდ მოზრდილი WP-Rex კი თურქულია მარა აქ სიმძიმე. Hotec-დან შევუკვეთე $97 დაჯდა ორ $40 griddleსთან ერთად tavadze არ მოვსწრებივარ მარა ნათელში ამყოფოს ნამდვილად |
Posted by: SkitterZ 28 Apr 2022, 21:16 |
ფოტოები დადეეეეეეთ |
Posted by: Green ხახვი 28 Apr 2022, 21:56 | ||
+1 იდეები მოგვაწოდეთ მარტო მცხოვრებ ხალხს |
Posted by: Trump 29 Apr 2022, 12:46 | ||
Delfistyaosani ტაფაში გაკეთდა ჩაქაფული?
თბილისშია რამე მაღაზია? |
Posted by: Daukvirdi 29 Apr 2022, 13:34 | ||
სუპი. |
Posted by: Delfistyaosani 29 Apr 2022, 16:18 |
Trump რაის ტაფა ქვაბია კაი ღრმა კი თბილისშია სანაპიროზე დიდუბემდე hotec.ge ადგილზეც ტონა ვეშები აქვთ და შეკვეთებსაც იღებენ, აგერ ამ კატალოგიდან სულო და გულო ზომა ფორმა ფერი https://www.lavametal.com.tr/en/e-catalogue/ ტაფა მაქვს კაი დიდი თუჯის სავეცკი საიუზის დროინდელი და მშვენივრად იწვება ბურგერის კატლეტები დაჟე გრილს ეგ მირჩევნია ნაკლებ შრება |
Posted by: Trump 29 Apr 2022, 16:43 | ||
Delfistyaosani
მეც შემეშინდა ჩაქაფული ტაფაში მადლობა |
Posted by: ashley judd 29 Apr 2022, 22:22 |
რთული რომ წერდა ხოლმე ხორცის მარინადის რეცეპტებს, არავის შემოგრჩათ? tavadze Თქვენ ხომ არ გახსოვთ? |
Posted by: tavadze 30 Apr 2022, 02:10 | ||
ashley judd
არ მახსოვს... სარჩევით ვერ იპოვე? კი მახსოვს, რომ წერდა, მაგრამ რეცეპტი არ ვიცი. |
Posted by: Green ხახვი 30 Apr 2022, 12:31 | ||
ვაახ ჭვიშტარი ვნახოთ აბა რა გამოვა ქარხნის ყველს რო ეძახიან მაგით ხო გამოვა? |
Posted by: Delfistyaosani 1 May 2022, 16:45 |
სასტავ ჩემ "კარონნი"ს ვაცხობდი 170-172 გრადუსზე მაღალ ვენტილატორიან საცხობში, სტანდარტულად შიგნით 98-99 გრადუსზე რო ვიღებ და სველი გამოდის 96ზე გაიჭედა კაი ხანი, გავსინჯე ჩხირით მშრალი გამოვიდა აღმოჩნდა რო დაჟე ცოტა ზედმეტად გამოვაშრე და რაშია საქმე ხო ვერ მეტყვით? ტემპერატურა თუ ესეთი არასანდო ფაქტორია გამტარობის საზომი თუ რა ჩორტი გავუყარო რო ზუსტად დავიჭირო გამოცობის მომენტი და არ გამოვაშრო? |
Posted by: Universe´ 4 May 2022, 16:13 |
|
Posted by: masai11 4 May 2022, 16:30 | ||
რა არის ეს, gillette-ს წვერსაპარსი ქაფია? |
Posted by: Universe´ 4 May 2022, 16:37 |
masai11 როგორ გეკადრებათ! ნივეა, ნატურალ ლაინი(ხაზი), ჯანსაღი ინგრედიენტები ბიო მინდვრებზე დაკრეფილი მცენარეების ეთერზეთებით გამდიდრებული ბავშვის ტაკოსავით რბილი ლოყებისთვის |
Posted by: sunny-day-today 4 May 2022, 22:07 |
რა შეიძ₾ება გააკეთოს კაცმა, არც ისე მარტივი? |
Posted by: masai11 5 May 2022, 11:49 | ||||
Universe´
აი ჩემი პარიკმაერი რომ წვერის გასაპასად მოამზადებს ქაფს, ზუსტაედ ეგეთ ვიდზეა sunny-day-today
ჩანახი ქოთნაში |
Posted by: Universe´ 5 May 2022, 12:26 | ||
masai11 მერე
და პირზე წაგისმევს, ტუჩები მოილოკე დააგემოვნე იქნებადა გემრიელი ქაფია პ.ს. ეგ რა პარიკმაზერია, ჯილეტის მზა ქილიდან თუ გთხუპნის. |
Posted by: sunny-day-today 6 May 2022, 20:17 | ||||||
ალბათ ძნელი გასაკეთებელი იქნება ძალიან კარგი იქნებოდა რომ გამეკეთებინა ,, რადგან არასდროს მიგემია ჩანახი |
Posted by: Besa 6 May 2022, 20:52 | ||
ვა როგორ დამენანა ნათელი ბატონ თემურს |
Posted by: anyway. 6 May 2022, 22:54 | ||
მე არ მოვსწერებივარ მის აქტიურ პოსტინგს. კულინარიის თემიდან კი ვიცოდი ეს იუზერი, თუმცა, ნიკის უკან , ჩემი ინგლისურის მასწავლებელი თუ ბრძანდებოდა, არ ვიცოდი სახლში დავდიოდით ბატონ თემურთან , როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი და გამოცდებისთვის ვემზადებოდი... ახალგაზრდა , მოხდენილი ცოლი ჰყავდა და კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ოთახების წყობაც გამახსენდა ახლა და სამზარეულოც. 17 წლის ბავშვის თვალით, თავისუფალი და საინტერესო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მეწყინა.... |
Posted by: Melpomene 6 May 2022, 23:58 | ||
ძალიან გული დამწყდა, ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანებს, ვისაც უყვარდა და აფასებდა ბ-ნ თემურს. ეს ნიკი და სხვა მასთან ერთად, ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც შემოვდიოდი ამ ფორუმზე თავიდან როგორც მკითხველი და შემდეგ როგორც ე.წ. იუზერი. ნათელი დაუმკვიდროს უფალმა... |
Posted by: Delfistyaosani 7 May 2022, 02:24 |
https://www.aspicyperspective.com/farmstand-fresh/ შეიძლება ითქვას რო მცდელობა იყო lol ნახევარი კი ფორმაში დარჩა მარა მემგონი მთლად არ ჩამიგდია. როგორც აღმოჩნდა რეცეპტში რო fresh მშრალი მარწყვი უწერია და შენ 3 დღის შაქრით გამოშვებულ საკუთარ წვენში ჩამბალს ჩააყრი თან მეტს ეგრე ადვილად არ შეგრჩება პოტენციალი აქვს და მემგონი გავაგრძელებ იტერაციას სანამ მარწყვი არის |
Posted by: masai11 7 May 2022, 03:50 | ||
Delfistyaosani
იმედია არავინ დაშავებულა |
Posted by: Delfistyaosani 7 May 2022, 04:09 |
masai11 ჩემი სულიერი შემართება დაშავდებოდა მთლად რო ჩავარდნილიყო მარა რო გაცივდა ასწორებს პროსტო ვიდზეა ძაან პრაწივნი |
Posted by: SkitterZ 7 May 2022, 14:15 |
ლამაზები ხართ ყველანი სოკო ტარხუნით არაჟანში და ბრინჯი სოიოს სოუსით და უსოიოს სოუსოდ |
Posted by: la reine 7 May 2022, 17:09 |
მართლა ძალიან გული დამწყდა ერთი სიამოვნება იყო მისი პოსტების კითხვა ბოლოს, მახსოვს, კოკ ო ვენის რეცეპტი დამიწერა თავისებურ სტილში)) დააკლდებ ამ თემას. Delfistyaosani ფორმას ცხიმი წაუსვი და ფქვილი მოაყარე. აღარ მიიკრავს SkitterZ კარგი ხარ❤️ |
Posted by: Delfistyaosani 7 May 2022, 18:05 |
la reine ცხიმი ესვა ოხრად, ფქვილი რო წავუსვი ბოლოს ვიდი გააფუჭა ძაან :/ |
Posted by: la reine 7 May 2022, 18:20 |
Delfistyaosani მარტო ცხიმით არ გამოვა. ფქვილს რომ მოაყრი და ყველგან კარგად მოედება, ზედმეტი რაც დარჩება გადაყარე. მეორეა კიდევ. რომ გამოცხვება რამდენიმე წუთი დატოვე ფორმაში. ოდნავ დანოტივდება ლამაზად ამოვა. ვიდზე მაინც თუ არ მოგეწონა შა აქრის პუდრი მოაყარე რომ გაცივდება ან ისეთ ფორმაში გამოაცხვე საცხობი ქაღალდი რომ ჩააფინო. არც ცხიმი უნდა არც ფქვილი |
Posted by: SkitterZ 8 May 2022, 22:51 |
la reine არა, შენ |
Posted by: Delfistyaosani 12 May 2022, 22:13 |
SkitterZ noice. -------- ორმა ფენა საცხობმა ქაღალდმა ზევიდან და PIDის კარგად გასწორებამ უშველა, საუკეთესო ემალის ქვაბში გამოცხვა |
Posted by: SkitterZ 14 May 2022, 12:54 | ||
Delfistyaosani იქეთ
ოო პასკებით მომატებული წონა ძლივს დავაგდე სახის აძრობებით დარბაზში, ახლა დღეს ავიწონე თან როგორ მიხარიაააააააააააააა |
Posted by: Green ხახვი 26 May 2022, 17:28 | ||
ააააააა რამე დიეტურებიც დაყარეეეეედ ბრაციი |
Posted by: Delfistyaosani 27 May 2022, 22:33 |
okay ზარმაცებო ისევ მე უნდა ამოგიქაჩოთ თემა https://bakesbybrownsugar.com/meyer-lemon-cardamom-pound-cake/# ამ რეცეპტის შემდეგი ვარიაცია (რატო შევ*ცი და იმიტო რო კაი ბაზაა ) 256g ფქვილი -> 206გ ფქვილი + 50გ კაკაო (100გ-თი მინდოდა მარა მეტი არ მქონია :/) კარდამონი -> დარიჩინი ლიმონის ცედრა -> ერთი პოდი ვანილი ლიმონის წვენი -> კონცენტრირებული (reduced) მარწყვის წვენი შაქარი 400გ -> 350გ + 2 ბანანი აბლენდერებული soaking -> დანარჩენი მარწყვის წვენი glazing -> მეტი კაკაო აღარ იყო ასე რო დავიკიდე, სავარაუდოდ მოუხდებოდა ხზ გამოცხობა: ჩავდე 190 გრადუსზე და ჩამოვწიე მერე 162ზე, გამოვიღე ზედა მესამედში თერმომეტრმა რო 98 აარტყა. მემგონი საათზე მეტი იდო. ძაააააან გაასწორა |
Posted by: thug 29 May 2022, 01:18 |
T ბოუნები შევწვი დღეს ტაფა არ ეყო 2 ცალს ერთად და ცალ-ცალკე შევწვი. |
Posted by: Delfistyaosani 29 May 2022, 01:39 |
thug damn nice მე კიდე the one cake to fatten them გამოვაცხვე შემთხვევით |
Posted by: elchi 29 May 2022, 02:22 |
thug მე თუ მკითხავს ვინმე სთეიქისთვის რომელი ნაჭერია საუკეთესო, ვუპასუხებ რომ T- BONE. სიზონინგით შეწვი ხომ? Delfistyaosani მოერიდეთ უწმაწურ სიტყვებს. არ გადავაკეთებ თქვენს პოსტს, ნახონ სხვებმაც. |
Posted by: Delfistyaosani 29 May 2022, 02:56 |
elchi დამიჯერეთ ვერიდები, ძალიან ეს ცოტა მაღალსიხშირულ სპექტრში სილიკონის ფორმა დავითრიე დღეს და გაამართლა, ჩადება კი ცოტა awkwardა და თერმული გამტარობის პროფილიც სხვანაირი აქვს (162 დან 168ზე აწევა მომიწია რო გამომცხვარიყო ნორმალურად) მარა ესე ადვილად და იდეალურად ამოღება აშკარად ღირს |
Posted by: thug 29 May 2022, 05:37 | ||
elchi
იასნია |
Posted by: Juventino 29 May 2022, 11:46 |
ცოტა დაბრაწულოვიჩი მევასება. აივანზე სხვაგვარად არ იწვის |
Posted by: Delfistyaosani 29 May 2022, 11:52 |
ესეიგი შედეგს დავწერ ბარემ, 100გ კაკაომ ტექსტურა გააუმჯობესა და გამოცხობის ხარისხმაც გაასწორა სილიკონში მარა ეხლა კაკაო ფარავს ყველაფრის გემოს :/ როგორც ჩანს ბანან/მარწყვზე 50გ თავზე გადადის |
Posted by: nigo 1 Jun 2022, 17:16 |
tavadze Johnnie Walker თემური თუ იყო,არ ვიცოდი. პოლიტიკაში პოსტავდა აქტიურად,რაღაც მოვლენაზე თემა ვახსნა და მერე მიჰყვა umbrsitlo ,druncha და სხვა იუზერები,ძალიან კარგად წერდა ბ მერე წიგნიც დაიბეჭდა ნაწერებით და კომენტარებით., უნივერსიტეტიდან ვიცნობდი,ჩემზე წინ იყო.ძალიან დამწყდა გული,არ ვიცოდი აქ თუ პოსტავდა,იშვიათად შემოვდიოდი.ღმერთმა ნათელში ამყოფოს |
Posted by: Delfistyaosani 3 Jun 2022, 17:05 |
კიდე ახალი ვარიაცია იგივე რეცეპტის, cinnamon/muskat, ლიმონის ცედრა ლიმონის წვენი, გაყინული ალუბალი დავადნე მიკროვალნოვკაში ბლომად შაქარი მოვაყარე ჩამოვწურე ცალკე. ნახევარი ცომში ნახევარი 10 წუთი გამოღებულზე. ჩამოწურული ალუბლები დავალაგე ფორმაში ჩასხმის მერე. გაასწორა. |
Posted by: Universe´ 3 Jun 2022, 17:18 |
Delfistyaosani დისერტაციას დაიცავ ამ ნამცხვრის ცხობაში მონდომებას |
Posted by: Delfistyaosani 3 Jun 2022, 17:45 |
Universe´ lol დისერტაცია არ ვიცი და ვისგანაც "ვითხოვე" ეს რეცეპტი მაგას აქვს აშკარად დაცული, ძაან მოქნილი ბაზაა საითაც გინდა წაიყვანე ძირითად პრინციპებს თუ დაიცავ სულ კარგი გამოდის |
Posted by: Universe´ 3 Jun 2022, 17:48 |
Delfistyaosani ალუბალი უცდება ხოლმე კაკაოს/შოკოლადს ხვალე კრეკერებს გამოვაცხობ დღეს მეზარება |
Posted by: Delfistyaosani 6 Jun 2022, 23:40 |
აბა გამოიცანით დღეს რითია EDIT: TOO MUCH FOOKIN STRAWBERRY. |
Posted by: Trump 7 Jun 2022, 12:53 |
Delfistyaosani ჰობი: კექსის ცხობა ეგ თერმომეტრი, სულ შეერთებულია და მისაღებ ტემპერატურაზე თიშავს ღუმელს? თუ თავზე ადგახარ? |
Posted by: Delfistyaosani 7 Jun 2022, 14:41 | ||
Trump სადღაც 1 საათის მერე ვარჭობ (სანამ თხევადი ცომია იძირება) და დაყენებულ ტემპერატურაზე ზარს რეკავს რო თამაშს არ შევყვე და ვეზუვი არ გამოვიღო მერე.
კრემიანებს ვერ ვინელებ და რა ვქნა |
Posted by: Harrison Stafford 7 Jun 2022, 21:42 |
ერთი რა უნდა გკითხოთ რაც პანდემია დაიწყო იმის მერე ნორმალური კარტოფილი ვერ მიყიდია აღარ ვიცი რა ვქნა (შენით მოიყვანეო არ მითხრათ ) შემწვარი კარტოფილი ვერ ვჭამე ნორმალური ტოო ესეთი არაფერი გამიგია რას აღარ ვაყრი იმენა გემო ვერ გავუკეთე (კორონა არ მქონია გემო რო დამეკარგა ) ძველი მეკარტოფილე ვისაც მოქონდა ხოლმე სახლში მეშოკით კარტოფილი იმან გააფუჭა უბნის სასურსათოებში უგემურზე უგემური რამეები იყიდება მოვლილი მაქვს ყველა ბაზარშიც იგივე იქნებ გყავდეთ პასტავშიკი |
Posted by: Keti-Ket 7 Jun 2022, 23:55 |
Harrison Stafford სვანური კართოფილი გიცდიათ? ბევრად უფრო გემრიელი გამოდის, ამ სახეობით |
Posted by: Harrison Stafford 8 Jun 2022, 22:24 |
Keti-Ket რაც იყიდება ასე უბნის სასურსათოებში ყველა სახეობა ვცადე გლდანის ბაზრიდან მოვიტანე 1-2ჯერ კარგი ამ 3 წლის განმავლობაში მარა ის გლეხი დაიკარგა , იმის მერე აღარ მინახავს იქნება ეგ სვანური კარტოფილი გლდანის ბაზარში ,? ან როგორ ამოვიცნო? |
Posted by: Delfistyaosani 8 Jun 2022, 23:02 | ||
ნასოსს თუ გთხოვს დაჟინებით ესეიგი სვანურია ok ჩემით გავალ ეს რო არ გაოფდეს, იმედია ეს მაინც გამოცხვება ნორმალურად: EDIT: გოჭივით. |
Posted by: kactus 11 Jun 2022, 12:26 |
ცხობაში დახელოვნებულებო,ერთი კითხვა მაქვს, ადრე ვიკითხე და პასუხი არავინ გამცა. ცხობისას,რეცეპტში მითითებული მარგარინი კარაქით რომ ჩავანაცვლო, იგივე რაოდენობა უნდა ავიღო? ანუ, მაგ. 200გ მარგარინი თუ წერია,მის ნაცვლად 200გ კარაქი უნდა ავიღო? |
Posted by: Delfistyaosani 11 Jun 2022, 14:39 |
kactus თუ რეცეპტში მარგარინი წერია გადააგდე, კაი მაინც არაფერი გამოვა ეს ბოლო ბანან-კაკაო-მიხაკ-დარიჩინ-ვანილის კექსი ზედ მარწყვით |
Posted by: kactus 11 Jun 2022, 17:44 | ||
Delfistyaosani
ვახ,მაინც ვერ გაიგე. მარგარინი კარგა ხანია გადავაგდე. ვინმემ გამეცით პასუხი. |
Posted by: Delfistyaosani 12 Jun 2022, 03:20 |
kactus ანუ ჯობია გაანებო ისეთი ხალხის ნაწერ რეცეპტებს თავი ვინც მარგარინს იყენებს და კარაქზე ბაზირებულები ეძებო პირდაპირ. სადაც ეგ სხვა რამეც გახალტურებული იქნება. ინფორმატიულ ამბავში, sous videში ვცადე ბურგერის კატლეტების გაკეთება და მერე აგნემიოტით მობრაწვა მარა გინდ აკარაიქ დაადნე გინდა შეულოცე წვენი ქონდა მარა გემო არ ვარგოდა არაფრად. გრილზე უაზროდ გამოშრა. მოკლედ თუჯის ტაფამ გამიმართლა ყველაზე მეტად ბურგერის ამბავში. |
Posted by: vaho 12 Jun 2022, 16:09 | ||
იგივე უნდა. პლუს მინუს 5 პროცენტი... |
Posted by: Delfistyaosani 13 Jun 2022, 16:20 |
სასტავ სიცხეში ცხობა მაგარი მაროკა გახდა თან ბურგერებზე და სხვა ხორცებზე მინდა ჩემი რესურსები გადავრთო ხოდა ვინმე არ იცით შეკვეთით რო გამომიცხოს ხოლმე და რეცეპტის ზუსტად გაყოლა არ დაეზაროს? მარცხენა ფორთხოხალი-კაკაო-ვანილი-დარიჩინი, მარჯვენა ფორთხოხალი-კაკაო-ვანილი-დარიჩინი-მიხაკი-მუსკატი, სიროპში და შოკოლადში მორჩენილ პასკის სუნელების მიქსში ერთი ღამე დაყენებული სარაჯიშვილი. იმენნა გალსტუკიანი გემო დაიდო. |
Posted by: Keti-Ket 14 Jun 2022, 00:08 | ||
Harrison Stafford
მოვარდისფრო, მოწითალო ფერის არის. ეგრევე მიხვდებით, რომ დაინახავთ. რონდ ბატატს არ ვგულისხმობ, ჩვეულებრივი კართუფილი ვიგულისხმე |
Posted by: SkitterZ 15 Jun 2022, 19:01 |
Delfistyaosani ძალიან კექსუალურად გამოიყურება თქვენი კექსი » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: Delfistyaosani 15 Jun 2022, 21:18 |
SkitterZ კექსუალური გემოც ქონდა ნამდვილად, გაამართლა.. კექსპერიმენტმა ოფისში წავიღე ნახევარ-ნახევარი ესეიგი მაგდენი ქალი ჯერ არ დამხვევია თავზე ყველას რეცეპტი უნდოდა მარა მეყო ამდენი ტკბილი ცომი გადავდივარ ისევ ხორციან ექსპერიმენტებზე. დღეს თუჯის ტაფაზე გავაკეთე ისევ ბურგერები ორნაირი ყველით, ჰალაპენიოებით, მოხრაკული ხახვით და ჩილის სოუსით.. ისე მშიოდა სურათის გადაღება დამავიწყდა |
Posted by: dadn 18 Jun 2022, 12:41 | ||||
Delfistyaosani
კლასიკა ..
თუ გიცდია : ოდნავ შაქარი , ბალზამიკო ყურძნის (სანამ არ ჩაშრება) ,მარილი , პილპილი.. |
Posted by: Delfistyaosani 18 Jun 2022, 13:30 |
dadn ხახვი მოვშუშო მაგეებში თუ სოუსად? |
Posted by: dadn 18 Jun 2022, 14:29 |
Delfistyaosani ხახვი მოშუშე სტეიკთანაც(ძროხის) მაგრად მიდის |
Posted by: Ambitious_Person 22 Jun 2022, 01:34 |
წლებია მარტო ვცხოვრობ მაგრამ საჭმელების გაკეთება მაგრად მეზარება და ყოველი დღე სწრაფი კვებით მთავრდება არადა როცა გავაკეთე კარგი გამომივიდა ხოდა ვინმეს ქათმის სუპის კარგი რეცეპტი ხომ არ გიგდიათ სადმე ? ან საქონლის ხორცის, ხარჩო რთული იქნება ჩემთვის |
Posted by: fermina 22 Jun 2022, 11:13 | ||
Ambitious_Person
რეცეპტი ბევრნაირია, მაგრამ ერთი რჩევა იქნება, ძალიან უხდება ქათმის ბულიონს/სუპს ჯინჯერის დამატება. |
Posted by: Ambitious_Person 22 Jun 2022, 15:59 | ||
ყველაზე გემრიელი რომელიცააა ის მინდა |
Posted by: fermina 22 Jun 2022, 20:07 | ||
Ambitious_Person
აბა რა ვიცი შენი გემოვნება... მე პირადად წვნიანს სოფლის ქათმის გარდა არ ვაკეთებ არანაირი ფერმის და გაყინული ქათმით მითუმეტეს. ნაღდი სოფლის ქათამი კიდევ იშვიათობაა რომ შეგხვდეს. ყველაზე მარტივი რეცეპტია ბოსტნეული (სტაფილო, ბულგარული), ხახვი, ბრინჯი, კარტოფილი, მწვანილი და ქათამი, პლუს მე ჯინჯერს ვამატებ ცოტას და გადასარევ გემოს აძლევს. ეს რაც დავწერე უფრო ბულიონია. ხო, გამახსენდა, ჩიხირთმაზე გემრიელი ქათმის სუპი არ მეგულება, მაგრამ ესეც აუცილებლად სოფლის დედლით. |
Posted by: Ambitious_Person 22 Jun 2022, 21:42 |
fermina მადლობაა ხო ქათამს დიდი მნიშვნელობა აქვს ხო ნახარშიც არ უნდა გადაასხა ხოოო |
Posted by: fermina 22 Jun 2022, 22:54 | ||
Ambitious_Person
თითქმის ნახარშია სუპი აბა რა არის. მე მაგალითად საწურზე ვწურავ ხოლმე, სუფთა და კრიალა წვენი რომ ჰქონდეს. |
Posted by: Frankens†ein 23 Jun 2022, 07:21 | ||
საჭმელების კეთება მაშინ ასწორებს, მარტო რო არ ხარ მარტო საკუთარი თავისთვის სამზარეულოში რო იტრიალო, მაგარი მოცლილი უნდა იყო ადამიანი 10-15 წუთზე მეტის დახარჯვა საკუთარი საკვების მოსამზადებლად სისულელეა |
Posted by: Delfistyaosani 4 Jul 2022, 22:57 |
I like my cake like my RAM (duke nukem riff) Dual channel and perfectly timed |
Posted by: Universe´ 31 Jul 2022, 13:37 |
მიმქრალი ნაკვერჩხალივით ტკაცატკუცი გაუდის და ნაყინი ერთი საყვარელი იუზერის რეცეპტით |
Posted by: -❤️- 1 Aug 2022, 18:14 | ||
ყოჩაღი და დახვეწილი გოგო ❤️ საუზმეზე, შენი პურუკას ხრაშუნა ნაჭერს, თხლად გადასმული ნაღების კარაქი + შავი ყავა, ცოტა რძით. მნიამ |
Posted by: thug 4 Aug 2022, 02:56 |
|
Posted by: sophka 4 Aug 2022, 11:34 |
ძლივს რაღაც გავაკეთე :დ ფრანგული გალეტა ვაშლატამით. Universe´ რა გემრიელად იმზირებაა, ყოჩაღ❤️ -❤️- როგორ მიხარია შენი დანახვა, მომენატრე :* ❤️ |
Posted by: -❤️- 4 Aug 2022, 22:17 |
sophka სოფო, მე კიდე შენი დანახვა და გამოჩენა მიხარია! ❤️❤️ ძაან დავიკარგეთ, ფორუმის მასშტაბითაც... მაგრამ, გვახსოვს ერთმანეთი და ვგულშემატკივრობთ, ეს ზუსტად ვიცი ! :* კიდევ ბევრი გემრიელობები გაგვიზიარე ხოლმე, შენ საოცრად დელიკატური თვალი და ხელი გაქვს ! ❤️ იქნებ ერთხელ დავაგემოვნო კიდეც ^^ thug გემრიელად გამოიყურება! |
Posted by: thug 5 Aug 2022, 05:42 |
-❤️- გამოგიგზავნო ნიუ ჯერსიში? .............. |
Posted by: -❤️- 5 Aug 2022, 07:27 |
thug აფსთეითში გამომიგზავნე შენი გამოცდილებით, ყველაზე გემრიელი სტეიკჰაუსი შეგიძლია მირჩიო?! ნიუ-იორკის რადიუსში ძაანაც რომ არ გაოფდეს, ეს ჩაძირული თემა) |
Posted by: thug 5 Aug 2022, 07:45 |
-❤️- https://peterluger.com/ ბრაზილიურ სტეიკჰაუსში თუ არ ხარ ნამყოფი აქ წადი კარგი რამეა https://fogodechao.com/ |
Posted by: -❤️- 5 Aug 2022, 17:01 |
thug მადლობა ^^ რომ მოვხვდები, შთაბეჭდილებებს დავწერ ) |
Posted by: Harrison Stafford 6 Aug 2022, 00:02 |
კულინარცი სოდა როგორ გავაკეთო სახლის პირობებში?? ლიმონათისთვის მინდა და სპრაიტი არ მევასება ნაბეღლავი სავარაუდოდ თავის გემოზე წაიყვანს და ეგ არ მინდა |
Posted by: sophka 7 Aug 2022, 23:08 |
-❤️- როცა ჩამოხვალ, მესტუმრეე ❤️ სიამოვნებით გიმასპინძლებ. მთავარია გვახსოვს ერთმანეთი და არ გვავიწყდება❤️ |
Posted by: -❤️- 10 Aug 2022, 04:13 |
sophka უღრმესი მადლობა! დიდი სიამოვნებით ❤️ პ.ს. სამზარეულოში ვეღარ ვყოჩაღობ ) ამიტომ, აქ მოვრჩები საუბარს და ასპარეზს ჭეშმარიტად კულინარებს დავუთმობ . |
Posted by: Universe´ 10 Aug 2022, 15:46 |
sophka -❤️- რა ლამაზი ნიკი გაქვს -❤️- |
Posted by: masai11 15 Aug 2022, 18:51 |
ხო, აი მეც დღეს გავაკეთე - მოსახარშად ჩადგმული კარტოფილი დამეწვა არ იყო ცუდი. |
Posted by: - 15 Aug 2022, 18:56 |
Universe´ დარჩეს ეგ ლამაზი ნიკი ახლო წარსულში ( ჯერჯერობით ) :* -❤️- thug უკვე ვიცი , რომ შენს რეკომენდაციას შეიძლება ვენდო ) ბრაზილიური სტეიკჰაუსი : 10/10 White Plains - ში დავინახე, აი, სრულიად შემთხვევით, სახელი გამახსენდა და შევედი . მერე დავგუგლე და ნიუ-იორკის ფილიალს ბევრად ჯობია, ისტორიული შენობაა. საოცარი გარემო, უგემრიელესი, ჯანსაღი პროდუქტი და ახალი გამოცდილება ჩემთვის. ფასიც ნორმალური . ამდენი საჭმელი ბოლოს როდის ვჭამე , არ მახსოვს )) ( ოღონდ ყველაფერი შედარებით დაბალკალორიული ავიღე) + გარნირი მოვიდა ორნაირი : პიურე , ნივრის პიკანტური გემო ჰქონდა და პოლენტას შემწვარი ჩხირები . მერე 3 საათი დავდიოდი ფეხით ) ჩემი ნაცნობი ამერიკელებიც კი არ იყვნენ ნამყოფები, არ ვიცი რატომ , რა საინტერესოაო ) მადლობა masai11 ჩემთვის დელიკატესია კარტოფილი მუნდირში ვგიჟდები ისე მიყვარს, ნებისმიერ რამესთან შეგიძლია დააწყვილო, ან უბრალოდ მიირთვა: კარაქით, მარილით, პილპილით. * * * Harrison Stafford კლასიკური ტონიკი შეგიძლია გამოიყენო. |
Posted by: masai11 15 Aug 2022, 20:20 | ||
-
ოო, მადლობა გეთაყვა, მადლობა. ფაქტიურად ჩემი შემწვარხშული კარტოფილის "მუნდირს ღირსება" გადაარჩინეთ |
Posted by: fermina 15 Aug 2022, 20:57 | ||||
-
ბრაზილიური სტეიკჰაუსები ხო ცნობილია, მე ჟენევაში ვარ ნამყოფი.
შარშან ზაფხულში რომ მცოდნოდა, მანდ ვიყავი და აუცილებლად შევიდოდი. მენატრება ნიუ-იორკი და მისი შემოგარენი სხვა დროს გავითვალისწინებ აუცილებლად, თუ მოვხვდები. |
Posted by: thug 15 Aug 2022, 23:11 |
- არგენტინელებიც კარგად ამზადებენ სტეიკებს და ხორცეულს |
Posted by: UNEEK 16 Aug 2022, 01:45 |
thug კოსტკოში იყიდება ნამდვილი სტეიკი. 50-60 დოლარის ფარგლებში. პირში დნება |
Posted by: thug 16 Aug 2022, 03:18 |
UNEEK T-bone, Bone-in ribeye და NY strip ეს ქათები მომწონს |
Posted by: - 16 Aug 2022, 08:04 | ||
რატომღაც არ ვიცოდი , სამხრეთ ამერიკელები ასე კარგად თუ ამუშავებდნენ ხორცს. ნამდვილი აღმოჩენა იყო ჩემთვის მხოლოდ მექსიკურ სამზარეულოს ვიცნობდი, აქამდე და ძალიან მიყვარს. thug მშვენიერი . არგენტინელებსაც ვესტუმრები! |
Posted by: MasterJC 17 Aug 2022, 22:18 |
საღამო მშვიდობისა "წითელი აჭარული მარილი" რამე ამგვარი ან მსგავსი გსმენიათ? სვანურ მარილზე და მშრალ აჯიკაზე არაა საუბარი, ეგ გავარკვიე უკვე არც იგუგლება ბოლობოლო მშრალი აჯიკა ნდომებიათ თუ მარილიანი აჯიკაო |
Posted by: - 23 Aug 2022, 03:29 |
ფიფლ , მე არ გამიკეთებია, დამპატიჟეს, სახლში მომზადებულია. ვაფრენ , ისე მეგემრიელება . Noodle kugel -ებრაული პუდინგია, კრემოვანი, მოტკბო ხაჭო და ვერმიშელივით რაღაც, ერთად ცხვება. აუცილებლად უნდა გამოვართვა რეცეპტი და გავაკეთო. |
Posted by: masai11 2 Sep 2022, 23:01 |
ნუ ბევრი არაფერი, მაგრამ მგონი კარტოფილის მოხარშვაზე უკეთესად კი გამომივიდა |
Posted by: vaho 17 Oct 2022, 12:26 |
ერთი თვეა, სამზარეულოში არავინ შესულა... |
Posted by: Universe´ 14 Nov 2022, 13:51 |
ნიოკი ჭადი |
Posted by: sophka 1 Dec 2022, 15:42 |
როგორ ხართ? საახალწლო მზადება დაიწყეთ თუ არა ჯერ? ))) ყავის კექსი, გემრიელი გამოვიდა❤️ |
Posted by: sophka 8 Dec 2022, 15:30 |
პიცა თაიმ )) » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: marimari11 9 Dec 2022, 21:38 |
მეგობრებო, ორაგულის ფილე გემრიელად და დიეტურად როგორ მოვამზადო? არასოდეს გამიკეთებია და იქნებ ყველფერი დეტალურად მითხრათ. გრილის ქვაბში სჯობს თუ ღუმელში? რა ტემპერატურაზე, რამდენი წუთი და ა.შ |
Posted by: MasterJC 9 Dec 2022, 22:19 |
marimari11 ორაგული ისეთი რამეა მგონი შეუძლებელია არადიეტური გამოგივიდეს უმადაც იჭმევა, გამომცხვარიც, მოხარშულიც და შემწვარიც რომელიც გაგისწორდეს ის მოამზადე |
Posted by: elchi 10 Dec 2022, 00:20 |
marimari11 ყველაზე მარტივს გეტყვით, შეგიძლიათ ქინძმარში ჩადოთ და ლოქო ახლოსაც ვერ მივა. ასევე თუ გნებავთ სათალის რეცეპტს დაგიწერთ, ან თუ გაქვთ შებოლვის საშუალება, არც მაგაზე დაგზარდებით. ისე გრილზე როცა წვავთ ყურადღებით უნდა იყვეთ, "ფოლგაში" უნდა გაახვიოთ თორემ "გამოგიშრებათ", თევზი უცებ იწვება. სასურველია ღუმელში შეწვათ. პირველ სურათზე ქინძმარშია. მეორეზე მარცხნივ შებოლილია, მარჯვნივ სათალი. პ.ს.თუ გნებავთ ორაგულის წვნიანის რეცეპტსაც მოგაწვდით. |
Posted by: Eneas84 18 Dec 2022, 15:44 | ||
elchi ბატონო გიორგი შეგიძლიათ ამათი რეცეპტები რომ გამიმხილოთ? მადლობა წინასწარ
|
Posted by: MasterJC 18 Dec 2022, 20:24 |
ვაღირსე და ბუჟენინა მოვამზადე გუშინ ძაან მოეწონათ ჩემებს მამაჩემის საფერავს აღარ დავასხავ ოღონდ, გაალურჯა ხორცი ;დ |
Posted by: elchi 19 Dec 2022, 11:39 | ||||
რომელის გნებავთ? პ.ს. ბატონობით აღარ მომმართოთ, კარგი? |
Posted by: Eneas84 21 Dec 2022, 20:45 | ||||
elchi
სათალის და შებოლილის
OK |
Posted by: la reine 25 Dec 2022, 16:08 |
მოცვის მაფინები |
Posted by: Aquarius_A888 28 Dec 2022, 15:18 | ||
ერთ ლუკმაში, ამდენი განსხვავებული ინგრედიენტი პირველად ვნახე |
Posted by: გოგიქურდაძე 29 Dec 2022, 02:43 |
la reine თუ შეიძლება რეცეპტი დაწერე |
Posted by: Kvirila 29 Dec 2022, 07:56 | ||
არაჟნით, ან ცოტა კარაქით დილით ყავასთან ან ჩაისთან ერთად |
Posted by: la reine 30 Dec 2022, 01:34 |
გოგიქურდაძე 80გ რბილი კარაქი გათქვიფე 250გ შაქართან+ სამი ცალი კვერცხი, ვანილი, მწიკვი მარილი, 150გ რძე, 60 გ. ზეთი, ერთი შეკვრა გამაფხვიერებელი, 400 გმდე ფქვილი 200 გ მოცვი Kvirila |
Posted by: გოგიქურდაძე 30 Dec 2022, 17:45 |
la reine დიდი მადლობა |
Posted by: Master_Nick 7 Jan 2023, 16:16 |
გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! საშობაოდ სამზარეულოში საქმე გავიჩინე, პიცა და ლაზანიაც ძალიან გემრიელი გამოვიდა. |
Posted by: Mako Subladze 9 Jan 2023, 12:18 |
Master_Nick გილოცავთ, მრავალს დაესწარით. ბოლო ფოტოებზე რა ინგრედიენტებია შეერთებული? რეცეპტი, პლიზ. |
Posted by: Master_Nick 9 Jan 2023, 23:17 |
Mako Subladze თქვენც გილოცავთ! ლაზანიის ფირფიტები (ნაყიდი), ფირფიტებში გულსართად - გატარებული ძროხის ხორცი ბოლონეზეს რეცეპტით (ზეითუნის ზეთში მოშუშული ხახვი, სტაფილო, ოხრახუში, ნიახური, ნიორი, ტომატის საოუსი, პლიუს გატარებული საქონლის ხორცი) კარგად უნდა დადუღდეს რომ დუღილის დროს კარგად გაუჯდეს ინგრედიენტები ერთმანეთს და ეს ყველაფერი ერთ ბლანტ მასად უნდა იქცეს. ცალკე კეთდება ბეშამელის სოუსი: (ფქვილი, კარაქი, რძე, მუსკატის კაკალი, მარილი და შავი პილპილი), ვიწყებთ აწყობას საცხობ ფორმას ჯერ ვუსმევთ ბეშამელის სოუსს (ძირზე), შემდეგ ვდებთ ლაზანიას ფირფიტებს, ისევ ბეშამელის საოუსი, შემდეგ ხორციანი მასა, ყველი (მოცარელა ბლომად, კარგად გახეხილი, ისე რომ დაფაროს ეს ხორციანი მასა) და ისევ ალაგ-ალაგ მოსხმული ბეშამელის სოუსი. პარმეზანიც შეგიძლიათ მოცარელასთან ერთად გამოიყენოთ. ასე ააწყობთ ფენა ფენა, ბოლო ფენა უნდა დასრულდეს ფირფიტებით, კარგად მოსხმული ბეშამელის სოუსით და ბლომად ყველით. კარგი იქნება ეს აწყობილი ლაზანია 1 დღე თუ დაისვენებს მაცივარში. მეორე დღეს გაზქურაში 180 გრადუსზე ვიწყებთ გამოცხობას. სოუსების პროპორციებს ვერ დაგიწერთ ზუსტად, ვინაიდან ყველაფერს თვალით და გემოვნებით ვაზავებ |
Posted by: Mako Subladze 10 Jan 2023, 11:18 | ||
მადლობა. მეც თვალით და გემოთი ვამზადებ. ზუსტი წონებით შეზავება არ ამართლებს, რადგან სხვადასხვა დროს ერთდაიგივე ნედლეულს სხვადასხვა გემო აქვს. |
Posted by: elchi 31 Jan 2023, 13:39 |
ზოგჯერ ასეთ ხაჭაპურსაც ვაკეთებ ხოლმე. სამნაირი ყველია ერთმანეთის მიყოლებით აწყობილი ხის ჩხირებზე. იტალიური მოცარელა, ამერიკული ჩედარი და ბერძნული ფეტა. შესახვევად პიცასთვის მოზელილი ცომი გამოვიყენე. |
Posted by: Roy 14 Feb 2023, 12:08 |
აი ასეთი ხინკლები გამომდის უკვე |
Posted by: la reine 14 Feb 2023, 23:29 |
Roy ვა ვა ძაან მაგარია მე არ გამომდის ეგეთი. მგონი მეზარება წვრილად მოკუწკუწება და მაგის ბრალია |
Posted by: la reine 24 Feb 2023, 00:15 |
სულ გამოშტერდა ეს ფორუმი არ იტვირთება. არადა მინდოდა ჩემი პიცაცო დამედო. პ.ს. გადმომიგზავნე PM-ზე ლინკი და მე დავდებ. |
Posted by: MasterJC 11 Mar 2023, 22:01 |
იმხელა ინტერვალებია პოსტებშ, ცოტა გული მწყდება ხოლმე რომ აღარ აგდებს ახალ თემებში ეხ რა დრო იყო ეს ჩემი არაა რუსასია, წიგნისთვის რომ გაამზადა ფოტოგადაღების წინ |
Posted by: Universe´ 11 Mar 2023, 23:28 |
ისპანახიანი და ყველიანი ჭადი კიდევ გავაკეთებ. მომეწონა. |
Posted by: Melpomene 29 Mar 2023, 00:39 |
დღეს თამაში იყო და რა თუ არა პიცა მოვიფიქრეთ. |
Posted by: Ezekia 29 Mar 2023, 01:16 |
საღამო მშვიდობისა, აღდგომა ახლოვდება და პასკების რეცეპტებიც შემოაცურეთ, რა ❤️ ძველების, ახლების, კულიჩი, ხაჭოს პასკა - საინტერესოა ყველანაირი. |
Posted by: ანაბელლი 31 Mar 2023, 22:30 |
Ezekia აპოლინეს სამყარო დაძებნეთ იუთუბზე. მრავალნაირი პასკის რეცეპტი აქვს |
Posted by: lovelock 2 Apr 2023, 18:31 |
la reine შენი ინსპირაციით მეც გავაკეთე დღეს ჩემი პირველი მაფინი! ხელით სათქვეფი მაქვს მხოლოდ და მეტი არანაირი მოწყობილობა. არც ქაღალდები არ მაქვს და კოვზით ვიჩალიჩე ამიტომ ცოტა უფორმოებია ესაა რეცეპტის ფურცელი სადაც ჩანს როგორი უნდა გამოსულიყო და საბოლოო შედეგი მგონი გავს გემრიელი იყო |
Posted by: Master_Nick 3 Apr 2023, 20:17 |
lovelock საინტერესოა, შემკვრელად ჟელატინი იხმარეთ თუ ათქვეფილი მასა მხოლოდ ბანანია? დაბალპროცენტიანი ხაჭოს გარევაც არ იქნებოდა ცუდი. |
Posted by: Kvirila 4 Apr 2023, 07:59 |
ხო ამდენ გემრიელ მაფინების შემყურე გამახსენდა: ანგლოსაქსებში (უფრო UK) ახალ გამომცხვარ მაფინების ბრექფასტზე თუ მოხვდებით დიასახლისისადმი არ წამოგცდეთ 'შეიძლება თქვენი მაფინი, შევჭამო, ჩავახრამუნო, ჩავატკბარუნო ? " სულ სხვა რამეს ნიშნავს . |
Posted by: lovelock 6 Apr 2023, 00:07 |
Kvirila Master_Nick არ გამომიყენებია ჟელატინი. ბანანით შეიკრა. კვერცხი არის 1 მანდ ასევე. ძალიან მარტივი ინგრედიენტებია და დაბალკალორიული მაფინებია. აი ესაა რეცეპტი და კალორიულობა. ინგლისური თუ არ იცი შემიძლია გადავთარგმნო. |
Posted by: thug 6 Apr 2023, 04:56 |
კარგი გამოვიდა |
Posted by: Kvirila 6 Apr 2023, 20:29 | ||
აჯიკა სასწრაფოდ! |
Posted by: Master_Nick 7 Apr 2023, 23:02 | ||
დიდი მადლობა, მაგდენი ინგლისური კი ვიცი რეცეპტი რომ წავიკითხო * * * thug უფ, მადისაღმძვრელად გამოიყურება ღუმელში შეწვი? |
Posted by: thug 8 Apr 2023, 01:20 |
Master_Nick კი ღუმელში სადღაც საათი და 20 წუთი 200 გრადუსზე |
Posted by: elchi 8 Apr 2023, 21:24 |
thug სადღაც 65-70$ გადაიხდიდი მაგ ნაჭერში ხომ? აქ, ორეგონში, მიუხედავად იმისა მთელი წელი მწვანეა აქაურობა, საქონლის და ცხვრის ხორცს კატასტროფული ფასები აქვს. |
Posted by: sophka 8 Apr 2023, 22:17 |
lovelock მაფინის ცომი კოვზით ჩაასხი ფორმებში, 2/3-ზე. არ გაავსო ბოლომდე და გამოვა ისე, როგორც რეცეპტის ფოტოზეა)) გემრიელად გამოიყურება. ვის გიყვართ ფალაფელი? )) |
Posted by: thug 9 Apr 2023, 04:47 |
elchi არა სხვათაშორის ძალიან იაფი იყო 20 დოლარამდე. ალდიში ყველაფერი იაფია. არაა მანდეთ ალდი? * * * sophka მე მიყვარს ისრაელელები აკეთებენ კარგად. |
Posted by: Sighhh 10 Apr 2023, 23:51 | ||
გემრიიელად გამოიყურება თუმცა პირველად ვხედავ |
Posted by: Kvirila 11 Apr 2023, 18:05 | ||
დიდი პატივისცემა ამ ხალხისადმი ბევრ რაღაცაში მოწინავეები არიან, მაგრამ ფალაფელი, ციმესი, გატარებული თევზი და საერთოდ ებრაელური სამზარეულო სუფთა კატასტროფაა. ნუ მაცაბოლს ქათმის სუპში კიდევ არა უჭირს. პ.ს მესმის რა თქმა უნდა, რომ სხვას შეიძლება ძალიანაც მოსწონს. |
Posted by: thug 11 Apr 2023, 18:52 |
Kvirila მარტო ებრაელები არ აკეთებენ როგორც ვიცი არაბული წარმოშობის არის ფალაფელი ხმელათაშუა ზღვის სამზარეულოში გვხვდება გაკეთებით ბევრი აკეთებს მაგრამ კარგი არაა ყველა მაგალითად ბრუკლინში 1 ადგილი ვიცი მარტო სადაც კარგი ფალაფელი აქვთ. ზოგადად ებრაულ სამზარეულოზე გეთანხმები. მაგრამ მაგათაც სხვადასხვანაირი სამზარეულო აქვთ მაგალითად ევროპელ ებრალებს სხვა ისრაელელებს სხვა და ა.შ. |
Posted by: Kvirila 11 Apr 2023, 20:07 | ||
არც არაბების უქნია ღმერთს მაგალითად კუსკუსზე უაზრო და უგემოვნო რამ არ მიჭამია |
Posted by: sophka 11 Apr 2023, 23:48 |
thug ებრაელების გაკეთებული არ ვიცი)) ისე, არც გამისინჯავს სხვისი მომზადებული. ერთადერთი დარიჩინი არ მიყვარს და არ ვუშვრები. Sighhh დაბლენდერებული მუხუდო, მწვანილები, სანელებლები, შემწვარი ზეთში. Kvirila აღმოსავლური წარმოშობის კერძია და გემოვნების ამბავია. მე ძალიან მიყვარს, ისევე როგორც კუსკუსი, ბურღული და არაბული სალათი თაბულე. |
Posted by: Kvirila 12 Apr 2023, 04:06 | ||
კი თაბული კარგია ბლომად მწვანილი და რამე, მაგრამ ფალაფელი კეთდება ადუღებულ ზეთში ანუ Deep fry ეგეთი რააღაცეების მუშტარი არ ვარ. თუმცა გეთანხმები გემოვნების ამბავია » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: NLCS 14 Apr 2023, 10:53 | ||||
მე მიყვარს ) რა გემრიელად გამოიყურება! ამ მარხვაში ხორცს არ ვჭამ და ხშირად ვანაცვლებ ფალაფელით, ოღონდ არასოდეს მომიმზადებია. სახლური კიდე უკეთესი იქნება ❤️ * * *
შეგიძლია გამიზიარო სადაა ეგ ადგილი ?! ) |
Posted by: thug 15 Apr 2023, 06:26 |
NLCS Falafel Tanami E17 და ave M |
Posted by: la reine 15 Apr 2023, 08:45 |
.......... .......... |
Posted by: MasterJC 15 Apr 2023, 12:45 | ||
ვიჩუქებ |
Posted by: sophka 15 Apr 2023, 17:37 |
NLCS უმარტივესია, სცადეე❤️ მიხარია, შენი დანახვა❤️. la reine ჩემსას ზოგს დაუსკდა თავი. ისე, დიდხანსაც არ ვზილე)) რა კარგებია. * * * ძალიან გემრიელი ნაპოლეონიც გამოვაცხვე)) ფენოვანი ცომი კარაქით გავაკეთე. |
Posted by: la reine 15 Apr 2023, 18:38 |
MasterJC შენ პასკებიც გესმის ხო? ეს არის ზავარნოი კულიჩს რომ ეძახიან. როცა დამდუღრულია ცომი ნაკლებად იფშვებაო ამბიბენ და ვცადე მეც მგონი გამოვიდა. დავაკვირდება სხვა დღეებში როგორ მოიქცევა. ჯერჯერობით კარგია. ნოტიო, არაფხვნადი, ტკბილი და არომატული. sophka მე მომწონს დამსკდარი თავები. არ მივიჩნევ ნაკლად ნაკლებად მოზელვის გარდა უამრავი მიზეზი აქვს მაგას. ოდნავ მაღალი ტემპერტურა, ფორმებში თუ დააკლდა გაფუება და ა.შ მთავარი მაინც ჩემთვის არის სურნელი გემო და ნოტიოობა. ამ ბოლოზე ჭკუა მეკეტება:დ |
Posted by: Universe´ 15 Apr 2023, 18:49 | ||
la reine
რეცეპტი დაწერე გეთაყვა და ჭრილის ფოტოც თუ შეიძლება პასკა |
Posted by: sophka 15 Apr 2023, 19:08 |
la reine ჯორჯაძესაც აქვს პასკა დამდუღრული ცომით, ჯგუფში ზოგი აქებს, ზოგი აძაგებს)) მე არ მიცდია. ისე, იაპონური პურები გამომიცხვია ტანგ სონგით და კარგი გამოდიოდა. |
Posted by: la reine 15 Apr 2023, 19:28 |
Universe´ სტანდარტული რეცეპტია. უბრალოდ ნახევარი რძე მიდის ოპარაში მეორე ნახევარს ვადუღებთ და ვასხამთ ფქვილის ნაწილს sophka საძაგებელი მართლა არაფერი ჭირს. უბრალოდ მეოთხე მეხუთე დღეს ვნახავ როგორ მოიქცევა დაჭრისას და მერე გამოვუტან ვერდიქტს)) |
Posted by: sophka 15 Apr 2023, 19:43 |
la reine აი, ჭრილზე ეტყობა ძალიან გემრიელია. საინტერესოა, მართლა. დაწერე, რა იქნება მერე. ყველას გილოცავთ დამდეგ აღდგომას! ❤️ |
Posted by: მამაო ენუქი 15 Apr 2023, 19:50 |
https://www.facebook.com/profile.php?id=100086695061606 ახუიტელნი პასკები აქვთ |
Posted by: MasterJC 15 Apr 2023, 21:57 |
la reine მაგდენი არ მესმის სამწუხაროდ რუსამ გამოაცხო ერთხელ საცდელად და საკმაოდ კაი გამოვიდა დღეს რძლის გამომცხვარი გავსინჯე, შოკოლადებით. ბავშვები არ ჭამენ ქიშმიშებს და არაფერ ეგეთს ;დ გემრიელი იყო, ჯასთ ცომი არ ამოვიდაო მიყვარს ისე პასკები და შენები ლამაზობებია » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « ძმისშვილები იყვნენ და საუზმეზე გავუმზადე უცებ ჩემი გაკეთებული მოწონთ და მიხარია ხოლმე ;დ |
Posted by: fermina 16 Apr 2023, 09:13 |
ხაჭოს პასკა |
Posted by: Master_Nick 16 Apr 2023, 15:43 |
fermina ქრისტე აღსდგა! წელს რომელი საცხობის პასკაზე გააკეთე არჩევანი? * * * la reine [sophka მაგრები ხართ! |
Posted by: Universe´ 16 Apr 2023, 17:13 | ||
sophka
რეცეპტის დაწერა თუ არ დაგეზარება... მაინტერესებს როგორ კეთდება. და ერთი ნაჭერი პასკა, ნაპოლეონიც მოაყოლე მინდა ჰმ |
Posted by: fermina 16 Apr 2023, 22:56 | ||
Master_Nick
ჭეშმარიტად! წელს რამდენიმე გავსინჯე და ყველაზე მეტად ჩემი ბიძაშვილის სახლში გამომცხვარი მომეწონა ლილისი, ანტრე, კულინარია 7, ათინათი, ფუსფუსი. არცერთზე არ გადავირიე. პ.ს. ხაჭოს პასკა გამომივიდა უგემრიელესი, ამ რეცეპტს არ ვღალატობ წლებია. უმარტივესი და საოცრად გემრიელია. |
Posted by: sophka 17 Apr 2023, 12:27 |
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « Universe´ გადახედე, მაგრამ რთული მოსაზელიაო და აფუებითაც უჭირს ცოტა მგონი ამოსვლა. რაოდენობის შემცირება და ისე მომზადება კია შესაძლებელი. Master_Nick მადლობაა. fermina ამიტომაა, რომ დავიწყე სახლში გამოცხობა. ვიცი, რასაც ვუშვრები და მშვიდად ვარ, თან გემრიელია. არცერთი პასკა არ მომეწონა, რა არ ვსინჯე ხოლმე. |
Posted by: fermina 17 Apr 2023, 14:21 | ||
sophka
კი, ერთი ლიკასი მომწონს ხოლმე, წელს არ გამისინჯავს. და ქეთო და კოტეს კილო 75-ლარიანი პასკა რა არის, ცხოვრებაში ერთხელ მაინც როგორ არ უნდა გავსინჯო თუ ვინმე დამპატიჟებს. პრინციპულად არ გადავიხდი ამდენს პასკაში. რაც არ უნდა იყოს, კარაქი, ფქვილი და რძეა რა, ოქრო ხომ არა. |
Posted by: sophka 18 Apr 2023, 11:26 |
fermina სასწაულად არარეალური ფასი)) |
Posted by: fermina 18 Apr 2023, 11:51 | ||
sophka
ერთი თვით ადრე უნდა ჩაეწერო და შეუკვეთო, თუ გინდა შეგხვდეს, ისე შანსი არ გაქვს |
Posted by: ChioChioSan 18 Apr 2023, 17:08 |
sophka ფალაფელი ვცადე ერთხელ და დამეშალა ტაფაზე სულ. როგორ კეთდება? მთლიანად ზეთში უნდა ჩავაგდო? |
Posted by: sophka 18 Apr 2023, 20:24 |
fermina სისულელე მაგას არც მე გავაკეთებ :დ ChioChioSan მუხუდო ჩაალბე წყალში ღამით. დილით გადაწურე და უმივე დააბლენდერე მწვანილებთან, ხახვთან, ნიორთან და სანელებლებთან ერთად. გამიცხობის წინ სოდა ჩაამატე, ბურთები გააკეთე და შეწვი ზეთში. მე ხან მთლიანად ვფარავ, ხან შედარებით ნაკლებ ზეთში ვწვავ, გადმობრუნებით. |
Posted by: fermina 18 Apr 2023, 23:37 |
ახლა რაღაც სასაფლაოზე წასაღები პასკები რომ არის, ის აღმოვაჩინე სახლში და მგონი ყველა გაპრანჭულ და ორმოცდაათლარიან პასკაზე გემრიელი იყო, პატარა ნაჭერი ჩამოვაჭერი და გავსინჯე "გაამოთ" თუ რაღაც ეგეთი ერქვა. ეს პასკებიც რომ აღარ დამთავრდა, დიეტა რომ დავიწყო ლიკას პასკის დარდი მკლავს, წელს ვერ მივაღწიე იქამდე. |
Posted by: Universe´ 19 Apr 2023, 00:09 | ||
სხვა საქმე არ ჰქონდა? sophka მადლობა |
Posted by: la reine 21 Apr 2023, 11:27 |
sophka მეხუთე დღესაც კარგად იქცეოდა ჩემი პასკა. არ იფხვნებოდა საერთოდ. მეტი ვეღარ გაქაჩა, თორემ ერთი კვირის თავზე მაინტერესებდა ძალიან მოკლედ, დამდუღრულმა ცომმა ჩემი ნდობა გაამართა. მომავალ წელს აუცილებლად გავაკეთებ კიდევ დავტესტე ხაჭოიანი ცომი. ესეც ძალიან მომეწონა. ნოტიო და უგემრიელესი გული აქვს |
Posted by: sophka 22 Apr 2023, 13:35 |
la reine კარგია, გაამართლა მოლოდინმა. აღდგომის წინ დაგვიწერე რეცეპტი მერე, მომავალ წელს)) |
Posted by: გვანცული 23 Apr 2023, 11:15 | ||
ძალიან ლამაზებია. შეგიძლიათ რეცეპტი გაგვიზიაროთ? |
Posted by: NLCS 24 Apr 2023, 10:02 | ||
მადლობა ამ დღეებში მივაკითხავ. * * * sophka მეც სოფ, სულ მიხარია შენი დანახვა აქ ❤️❤️ პ.ს. წელს პასკა არ მიჭამია ნორმალურად. ერთ ქართველ ქალს უნდა შევუკვეთო , უმაგრესებს აცხობს ვირჯინიაში და მერე ქვეყნის მასშტაბით გამოგიგზავნის , სადაც გინდა ^^ ხატისპურს რომ ამბობენ , მეხელოვნურება, რა ვქნა// |
Posted by: Kvirila 24 Apr 2023, 21:06 | ||
კლასიკური ფრანგული ბრიოშის პურიც უნდა გამოაცხონ, სურათებზე არ ჩანს. ბრიოშის ფრანგული პურიდან გამოდის საუკეთესო "ფრენჩ ტოსტი" 2 კვერცხი, რძე, ვანილი, შაქარი მერე კარაქიან ტაფაზე ოდნავ შებრაწვამდე. |
Posted by: fermina 24 Apr 2023, 21:33 | ||
NLCS
მეხელოვნურება კი არა, მბურძგლავს. სრულიად სხვა რამეს ნიშნავს და რას მატრაკვეცობენ. |
Posted by: მამაო ენუქი 25 Apr 2023, 12:24 |
Kvirila აქვთ ეგეც, რანაირი არ ვიცი არ გამისინჯავს. |
Posted by: ChioChioSan 25 Apr 2023, 17:09 | ||
sophka
ვცდი კიდევ ერთხელ მადლობა. |
Posted by: thug 26 Apr 2023, 01:36 | ||
NLCS
დაწერე მერე როგორ მოგეწონება |
Posted by: Efrem 28 Apr 2023, 09:30 | ||||
რომელი მუხოდო ჩვეულებრივი ყვითელი რო იყიდება? ეგ ერთხელ ჩავალბე 2 დღეღამე და მაინც არ დარბილდა.. რამე ტექნიკა უნდა მაგასად? |
Posted by: ChioChioSan 8 May 2023, 16:01 | ||
Efrem
კი. ჩვეულებრივი. ასაწონიც არის კარფურში. უბრალოდ ჩალბობა უნდა. წესით უნდა დარბილდეს |
Posted by: ინფლუენსერი 1 Jun 2023, 22:08 |
აჭარული ხაჭაპურის პირველი მცდელობა. არც თუ ისე წარმატებული. გემოს არაუშავდა, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. |
Posted by: Alice_In_Wonderland 3 Jun 2023, 14:15 |
თქვენი არ ვიცი და მე მიყვარს სახლური პიცა : )) |
Posted by: Besa 5 Jun 2023, 15:48 |
კიევური კოტლეტ |
Posted by: მაისი 5 Jun 2023, 16:11 |
Besa კარგად გამოიყურება. კიევური კანაპეში მაქვს მირთმეული რამდენჯერმე კარგი იყო. |
Posted by: lovelock 13 Jun 2023, 20:13 |
დღეს პირველად გავაკეთე ვეგანური დესერტი და უგმერიელესი იყო! მრგვალი ფორმის რამეში უნდა მექნა მაგრამ არ მაქვს.. არც მიქსერი და ეგეთები. მაგრამ მაინც კარგი გამოვიდა გარგარის, ქონდარას და ზეითუნის ზეთის ნამცხვარი » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: Master_Nick 13 Jun 2023, 22:04 |
lovelock ძალიან საინტერესოა, ზემოდან მესამე და მეოთხე ფოტოზე რა მასა არის? რისგან შედგება ის თეთრი მასა |
Posted by: Universe´ 13 Jun 2023, 23:12 | ||
ოჰო ჩავინიშნო ეს რეცეპტიც. |
Posted by: •ოქროს•თევზი• 14 Jun 2023, 08:23 | ||
100 წელი მე ამის გამკეთებელი არ ვარ )) მაგრამ, შენ ყოჩაღ! რა კარგი კულინარი ყოფილხარ ^^ უმაგრესად გამოიყურება და გემოც რა საინტერესო ჩანს . პ.ს. დღეს აღმოვაჩინე ნუში მოცვის მინანქარში. ნუ მიყვარს ეს სნექები, რა ვქნა // ძაან მომეწონა. .... |
Posted by: lovelock 14 Jun 2023, 22:56 |
•ოქროს•თევზი• მადლობა! არ ვარ კარგი მზარეული მაგრამ სულ წყალწაღებულიც არა. არასოდეს გამისინჯავს ეგეთი ნუში. საკამოდ უცნაური კომბინაციაა ეგეც : )) ანუ მოტკბოა? Universe´ შემდეგ კვირაში ისევ გავაკეთებ თუ ვიშოვე მრგვალი ფორმა. და დავპოსტავ როგორია ფორმით. მეც მაინტერესებს Master_Nick მადლობა. მართლაც საინტერესო კომბინაციაა გემოსი. არ გამისინჯავს მსგავსი არაფერი ადრე. ესპრესოსთან ერთად მივირთვი და რაღაც ხმელთაშუაზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გგონია თავი რომ ჭამ მესამე ფოტოში 4 კოვზი მიოყავისფრო შაქარია. თხევადს ხდი და მერე უნდა მოასხა ქაღალდზე რაც აძლევს ოდნავ ფერს. მეოთხე ფოტოში მასაა კი. შედგება შემდეგი ინგრედიენტებისგან: ფქვილი, სოდა, დაფხვნილი ნუში, ლიმონის წვენი, ლიმონის კანი გახეხილი, ზეითუნის ზეთი. გრამები ყველაფერი სპოილერშია. |
Posted by: •ოქროს•თევზი• 15 Jun 2023, 02:33 |
lovelock კაი ხარ , კაი. მაინცდამაინც ჯულია ჩაილდი ხომ არ უნდა იყო?! )) მე 2-3 წლის წინ მქონდა , ერთადერთი წარმატებული პერიოდი, მზარეულობა რომ მოვინდომე . უფრო ზუსტად, დამჭირდა სამსახურში და აღმოჩნდა, რომ მშვენივრადაც შემიძლია ^^ აი, იმ პერიოდის დოკუმენტური მასალა ) * * * * * * ახლა იშვიათად , ორაგულს თუ გამოვაცხობ და ომლეტს მოვიმზადებ ) ძაან მენანება ჩემი დრო...სამზარეულოში საათებს ვერ გავატარებ /// თუმცა, ვაფასებ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამას აკეთებს! ძალიან მიყვარს კულინარია ზოგადად და ყველაფერი, რაც გემრიელად ჭამას უკავშირდება ❤️ ჩემი დღევანდელი სნექები. + უშაქრო რედბულები და შოკოლადი. უნდა გადავანაწილო და ნებისყოფის გამომუშავებაში ვივარჯიშო )) პ.ს ნუში მოცვის მინანქრით, ტკბილია კი. მე ვგიჟდები ასეთ უცნაურ კომბინაციებზე , ჯინჯერის ჩაისთან ერთად მივირთვი, გაანეიტრალა სიტკბო , |
Posted by: lovelock 16 Jun 2023, 02:12 |
•ოქროს•თევზი• მადლობა. კარგებია რაც გააკეთე. განსაკუთრებით სატაცური მომეწონა და ჭარხალის სალათი! მართალი ხარ რომ სამზარეულოს დრო მიაქვს მაგრამ ხანდახან მისწორდება საღამოს სახლიდან თუ ვმუშაობ ან ვიკენდზე. იმ ნამცხვარს კიდევ ერთხელ გავაკეთებ უეჭველი :დ პ.ს. კარგი სნექებია, მაქედან ალბათ პოპკორნს შევჭამდი ახლა |
Posted by: Master_Nick 16 Jun 2023, 23:43 | ||
ჩავინიშნე რეცეპტი, ამ დღეებში გავაკეთებ აუცილებლად. ერთადერთი ზეითუნის ზეთის დანიშნულება არ მესმის კარგად |
Posted by: anamaria77 17 Jun 2023, 11:06 | ||
საინტერესოა და სად იყიდეთ ? |
Posted by: lovelock 18 Jun 2023, 13:58 |
ვიყიდე ნამცხვრის გამოსაცხობი.. ამჯერად მასაშიც გავურიე ცოტა ქონდარა ოღონდ საერთო ჯამში რეცეპტში რა რაოდენობაცაა იმას არ გადამიჭარბები. გემრიელი გამოვიდა ესეც. ძალიან მომწონს ამ ნამცხვრის ციტრუსიანობა რაც მოდის ლიმონიდან და ასევე გარგარიდან. კარგად აბალანსებს ქონდარას და ზეითუნის ზეთის გემოს იმედია მომავალში დავხვეწავ Master_Nick აი ასე დაასხამ შაქარს, მოაყრით ქონდარას, დააწყობთ გარგარს და მერე ამატებთ მასას. |
Posted by: Harrison Stafford 18 Jun 2023, 14:49 |
აუ ამ გარგლის და ქონდარას ნამცხვრიის რეცეპტი დაწერეთ რა ქართულად , სახლშიც ნუღარ მამუშავებთ და მათარგმნინებთ ბებიისთვის |
Posted by: lovelock 18 Jun 2023, 15:31 |
Harrison Stafford კარგი [პრიპასები] 180გ შაქარი 400გ გარგარი (7-8 გარგარი) ქონდარა - ასე 30 გრამი 1 ლიმონი 200გ თავისით რომ ამოდის ისეთი ფქვილი 1 სუფრის კოვზი სოდა ოღონდ გადავსებული არა 60 გრამი დაფქვული ნუში 80 მლ ზეითუნის ზეთი და ცოტა რომ მოასხა ნამცხვრის ფორმას 180 მლ წყალი ზღვის ან ჩვეულებრივი მარილი ერთი მოყრა [დაგჭირდებათ] ნამცხვრის ფორმა 20სმ დიამეტრი - სურათში ეგ ზომაა ქაღალდი დასაფენი მცირე ქვაბი სახეხი 2 თასი [ინსტრუქცია]
|
Posted by: Harrison Stafford 18 Jun 2023, 15:53 |
lovelock lovelock lovelock დიდი მადლობა |
Posted by: lovelock 18 Jun 2023, 16:15 |
Harrison Stafford არაფრის. რომ გააკეთებ გვანახე |
Posted by: thug 19 Jun 2023, 02:28 |
|
Posted by: N.N 1 Jul 2023, 10:03 |
დღეს არა და ზამთარში გამიკეთებია/გამომიცხვია )) Irish Soda Bread |
Posted by: lovelock 1 Jul 2023, 17:02 |
N.N მაგარია მიყვარს თან გემრიელია. |
Posted by: მუხამბაზი 1 Jul 2023, 17:25 | ||
Holy maw, გევიდორბლე მომენტალურად |
Posted by: N.N 1 Jul 2023, 19:36 |
lovelock უფ , მეც მიყვარს ძაან. დატოსტილი, ცოტა კარაქით, ჩაისთან )) შენ ბრიტანეთში ცხოვრობ, თუ სწორად მახსოვს ... ადგილობრივი კერძებიდან, არის რამ, რაც ძალიან მოგწონს ?! შეიძლება დესერტიც იყოს .... მე მივდივარ დღეს ( სავარაუდოდ ), ირლანდიურ პაბში, ძალიან მრავალფეროვანი სამზარეულო აქვთ, კარგი ადგილია. ცუდად ვიქცევი ამ მარხვაში ... მაგრამ , ხორცები უნდა ვჭამო )) სტეიკი ან რამე უფრო საინტერესო ... * * * პ.ს. ჩემი გაკეთებული არაა, მაგრამ ჩემი დაგემოვნებულია ))) ჰუმუსზე ვგიჟდები ❤️ |
Posted by: lovelock 2 Jul 2023, 05:16 |
N.N beef wellington მიყვარს ძალიან მაგრამ საჩალიჩოა და სახლში არ გამიკეთებია ჯერ, მეც შენსავით პაბში დავდივარ მაგის საჭმელად შენ მოგეწონებოდა თუ ხორცები გიყვარს. |
Posted by: thug 2 Jul 2023, 17:56 |
...... |
Posted by: N.N 3 Jul 2023, 16:01 |
lovelock Beef Wellington ერთხელ მაქვს მხოლოდ გასინჯული, გორდონ რემზის რესტორანში, ატლანტიკ სითიში. სპეციალურად წავედი , ნიუ-იორკიდან )) ბურგერი მაინტერესებდა და მეთქი კიდე აუცილებლად გასასინჯი რა გაქვთ-თქო და შემომთავაზეს ველინგტონი. მომეწონა, ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ მე ცომი ხორცთან კომბინაციაში დიდად არ მიყვარს ( ხინკალსაც არ ვჭამ), ამიტომ სტეიკი მირჩევნია... ვიყავი შაბათს ირლანდიურ პაბში და რაც მირჩიეს , მენიუდან, ყველაზე ავთენტური, ის მივირთვი : Cottage Pie დესერტად - Sticky Toffee Pudding |
Posted by: lovelock 3 Jul 2023, 22:12 |
N.N კლასიკაა ორივე! და მაგრად გამოიყურება |
Posted by: Universe´ 3 Jul 2023, 23:01 |
მგონი გემო დავკარგე :/ შაქრის და დამატკბობლის გარეშე ხილის ორცხობილასავით გამოვაცხვე საშინელება და რა კარგიაო :/ |
Posted by: lovelock 10 Jul 2023, 16:02 |
ატმის მეწაღე?? peach cobbler - ვერ ვთარგმნი. ატმის და ვაშლის ინგლისური ნამცხვარი გემრიელია და ვანილის ნაყინთანაც წავა თუმცა აქ კრემთან ან ქასთარდთან მიირთმევენ რეცეპტი და კალორიულობა. |
Posted by: lilyhammer 10 Jul 2023, 16:18 | ||
ძაან მომინდა :................. |
Posted by: sunny-day-today 10 Jul 2023, 18:10 |
საერთოდ ძალიან მიყვარს ვაშლის პეროგს რომ უწოდებენ, და გარგრის პეროგიც. |
Posted by: Ronaldo9 11 Jul 2023, 09:25 |
გამარჯობათ, ეს კერძი ავღანური ქვაბის ნაცვლად თიხის ქვაბში რომ მოვამზადო გამოვა? თიხაში არასდროს გამიკეთებია არაფერი https://www.tiktok.com/@kavkasiis_aromatebi/video/7211567660436409601?is_from_webapp=1&sender_device=pc |
Posted by: Kvirila 13 Jul 2023, 07:16 | ||
პეროგი რომელია? ჩვენსკენ ეპპლ/ფიჩ პაის ან კობბლერს ვეძახით. კობბლერს ცომი მარტო ონზე ტოფ აქვს პაის კი ერაუნდ. |
Posted by: lovelock 14 Jul 2023, 18:49 |
დღეს სახლიდან ვმუშაობ და ლანჩზე გავაკეთე ისევ ამჯერად 25სმ-აინში. ვაშლატამა ატმის ნაცვლად და უფრო უკეთესი გამოვიდა აუ ძაან მაგარია რა კობლერი აქამდე რატომ არ ვიცოდი . lilyhammer გააკეთე რაიმე შენც და გვანახე |
Posted by: lovelock 15 Jul 2023, 23:56 |
ყველაზე მეტად მიყვარს და ხშირად ვაკეთებ ასეთ მარტივ საჭმელებს ბროკოლი, პიურე + ღუმელში გაკეთებული ვირთევზა კარაქთან და ლიმონთან ერთად |
Posted by: Popper 16 Jul 2023, 22:39 |
lovelock პიურეში კარაქს და რძეს უკეთებ? |
Posted by: lovelock 17 Jul 2023, 01:57 |
Popper მხოლოდ კარაქს როცა მაქვს ისე ზეითუნის ზეთს რაც სულ მაქვს. ვიცი ზოგი რძესაც ურევს და გამისინჯავს ეგეც კარგია |
Posted by: elchi 17 Jul 2023, 06:44 |
ძირითადად ასე ვაკეთებ ჩაქაფულს. შარშანდელი სეზონი გამიცდა. ეს ვიდეო ძველია. ახლა ციკანის ხორცით გავაკეთე. P.S.როგორ არ ვცადე და არ იდება ვიდეო, ლინკს დააწკაპუნეთ. https://www.youtube.com/watch?v=0wB2aCrXIZg&t=3s |
Posted by: Popper 17 Jul 2023, 13:42 | ||
კარაქი მე სულ მაქვს, ჩემთვის ეს არის must have. წინათ იყო მოსაზრება, რომ კარაქი მავნებელია, და ა.შ. თუ ადამიანი საკმარის ომეგა-3-ებს და ანტიოქსიდანტებს იღებს, კარაქი არ არის მავნებელი, პირიქით, სასარგებლოა. პიურე ჩემი აზრით, კარაქით და რძით უფრო ნაზი და გემრიელი ხდება. |
Posted by: lovelock 21 Jul 2023, 20:53 |
დღეს გავაკეთე ვეგანური ფორთოხლის, შოკოლადის და ზეითუნის ზეთის ნამცხვარი შოკოლადის სუნი ტრიალებს ჩემთან და თან ისეთი გემრიელია <3 მმმ ინგრედიენტები რეცეპტი Popper არ მგონია მავნებელი საერთოდ, უბრალოდ ზეითუნის ზეთი უფრო "ჩემია" და მომწონს გემოთი. პურზეც ეგ შემიძლია ვჭამო. აი ზემოთ რომ გამოვაცხვე ტორტი ეგეც ზეთუნის ზეთითაა ვაფრენ მოკლედ ისე მომწონს. ეს ზეთი თან კატალონიიდან ჩამომაქვს სპეციალურად 5 ლიტრიანი ბოცა, გადავასხამ ხოლმე მინის ბოთლებში და მყოფნის კაი ხანი. |
Posted by: lovelock 27 Jul 2023, 22:30 |
კიტრი დავამჟავე და ძალიან მომეწონა. ორ დღეში შემომეჭამა და ტყუილად დავაწეპე ქართული სტიკერი 4 მომცრო კიტრი და 1 ხახვისგან გამოვიდა 1 ქილა. ანუ გემრიელია მაგრამ ესეიგი ბევრი კიტრებია საჭირო 4-5 ქილა გააკეთო და შეინახო. ახლა ვხვდები დედაჩემი რამდენს შრომობდა ზაფხულობით ამ რაღაცეებს რომ აკეთებდა. * * * რევანდის და ვარსკვლავიანი ანისის crumble გავაკეთე. როგორც ყოველთვის შესაბამისი ჭურჭელი არ მაქვს მაგრამ გემრიელი გამვიდა |
Posted by: lovelock 30 Jul 2023, 22:25 |
Posted by: *N.N* 12 Aug 2023, 16:06 |
არაფრის გამკეთებელი მე არ ვარ //// ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში… აქ ვიყავი გუშინ: LongHorn Steakhouse |
Posted by: lovelock 14 Aug 2023, 22:19 |
რევანდის პეროგი cobbler იტალიური პური focaccia მოცვის და ალუბლის ფლაპჯაკი flapjack *N.N* კარგად გამოიყურება სტეიკი! ამ თემაშიც დაპოსტე ხოლმე ასევე https://forum.ge/index.php?act=ST&f=25&t=34794546 |
Posted by: Master_Nick 14 Aug 2023, 22:42 |
lovelock საინტერესო რამეებს აკეთებ - გემოებზე როგორია ნეტა? |
Posted by: lovelock 14 Aug 2023, 22:50 |
Master_Nick მადლობა. გემრიელი გამომდის და ცოტა მეც მიკვირს! ისეთი კარგია რომ კვირაში ერთჯერ მეტს არ ვაძლევ თავს უფლებას რომ ეგეთი გემრიელი რამეები გავაკეთო თან იმ დღეებში ვაკეთებ სხვას რომ გავუზიარო. იმავე დღესვე ჭამენ ხოლმე დაპატიჟებული ხალხი |
Posted by: Master_Nick 16 Aug 2023, 21:27 |
lovelock ეს მოცვის და ალუბლის ფლეპჯეკი სტანდარტული რეცეპტიც გაქვს გაკეთებული თუ რამე ალქიმიაც ურევია? კარგია სახლში სტუმრებისთვის რომ ამზადებ გემრიელობებს. ეხლა ისეთი დრო მოვიდა სახლში სტუმარი იშვიათობაა. |
Posted by: lovelock 19 Aug 2023, 17:28 |
Master_Nick ქოქოსის ფანტელებით და შვრიით გავაკეთე ეგ ფლაპჯაკი ამ კვირაში გამოვაცხვე შოკოლადის და ჟოლოს ბრაუნი პირველად გავაკეთე და რა ფაფუკია.. < 3 ბრაუნი არასდროს მიყვარდა იმიტომ რომ სქელი და მძიმეა მაგრამ ასეთი ფაფუკი თუ შეიძლებოდა არ მეგონა და თან შუაში რბილია |
Posted by: Master_Nick 21 Aug 2023, 08:49 |
მაყვლის საწებლის იმერული რეცეპტი(წიწილას რომ დებენ იმერეთში) დადეთ ვინც იცით. ინტერნეტში ბევრი რეცეპტი იძებნება, მაგრამ ავთენტური მაინტერესებს. |
Posted by: ASIA 21 Aug 2023, 22:42 |
Master_Nick მაყვალი, ისრიმი, ქინძი, ნიორი, ქინძის მწვანე მარცვალი, ომბალო. წიწაკა - პროპორციები გემოვნებაზეა ძირითადად. ხანდახან ნიგოზსაც ვამატებ ხოლმე და ძალიამ მომწონს |
Posted by: Master_Nick 22 Aug 2023, 12:17 |
ASIA დიდი მადლობა! ვნახოთ აბა რა გამომივა |
Posted by: elchi 23 Aug 2023, 17:36 |
Master_Nick აბა ესეც ნახე ნიკა. http://vinoge.com/samzareulo/sxvadasxva/isrim-mayvalis-sawebeli lovelock როგორი ყოჩაღი გოგო ყოფილხარ. მართალია შორს ვარ ნამცხვრებისგან და ტორტებისგან, მაგრამ გიქებ მონდომებას და ნახელავს. |
Posted by: lovelock 24 Aug 2023, 02:17 |
elchi მადლობა <3 შემდეგ კვირაშიც დავაცხობ რაიმეს და დავპოსტავ. ყოველთვის მეგონა რომ გემრიელი ნამცხვარი გადაულახავი მთა იყო იმიტომ რომ დედაჩემი ლამის კონდიტერია მე-8 კლასიდან ტორტებს აცხობდა. ბავშობაში რომ ვუყურებდი ადგილზევე გადავიფიქრე სწავლა. არც მიყვარს მაგიტომ ნაცხვრები როგორც ასეთი. მაღაზიაში ნაყიდი კიდე სულ არა რადგანაც ალერგია მაქვს რომელიღაც ინგრედიენტზე რასაც შენახვისთვის იყენებენ. ერთხელ უბრალოდ მომენატრა და დავაცხვე რაც მოეწონათ! წავხალისდი და ისევ დავაცხვე, მერე მეც მომეწონა პროცესი. მართალია დედაჩემივით რამოდენიმე სართულიან საქორწინო ტორტებს ვერ დავაცხობ მაგრამ ჩემი ნიშა არის მომცრო ორგანული პუდინგები ყველა ინგრედიენტი ორგანულია რასაც ვიყენებ და არანაირ დანამატებს / ხიმიკატებს არ ვუშვები. |
Posted by: Master_Nick 24 Aug 2023, 17:24 | ||
elchi მადლობა, მოვინიშნე ეგ რეცეპტიც * * *
მშვეიერი ნიშაა, მე შაქრის გარეშე პუდინგების რეცეპტები მაინტერესებს, თუ გაქვს საინტერესო რეცეპტები, გამიზიარე. |
Posted by: lovelock 25 Aug 2023, 15:58 |
Master_Nick სტევიათი (დიაბეტური შაქარი) რომ შეცვალო შაქარი რეცეპტებში? თუ არ გამოდის? თუმცა ძვირი იქნება. ///////////////////////////////////////////////////////////////////// ამ კვირაში გამოვაცხვე ყაბახის და როზმარინის სოდის პური |
Posted by: Master_Nick 25 Aug 2023, 17:51 |
lovelock სტევია და სხვა შაქრის შემცვლელები უარესად მიწევს შაქარს ასე რომ ეგ შემცვლელები გამორიცხულია. |
Posted by: *N.N* 25 Aug 2023, 18:01 |
lovelock შენი პოსტები, რაც მინახავს,ისეთი ენერგიული ტიპი ხარ, სულ არ მიკვირს ასეთი passion რომ გაქვს საკუთარი ჰობის ( ამ შემთხვევაში, ცხობის მიმართ )) ცხობა მერთულება, მაგრამ, აი, 3 წლის წინ რა მონდომებითაც ვაკეთებდი რაღაცეებს და ნორმალურად გამომდიოდა, მაგრად მომბეზრდა… ალბათ, იძულებული უნდა ვიყო, რომ სამზარეულოში 2-3 საათი გავატარო… ჩემი პატივისცემა და აღფრთოვანება, ყველა კარგ მზარეულს/კულინარს, ისეთი გურმანი ვარ, რომ ამ შრომას ორმაგად ვამჩნევ და ვაფასებ! შენ ყოჩაღ! ❤️ * * * Banana Bread არ გიყვარს ?! მერე ეგეც გააკეთე, რა, თუ გიყვარს )) ^^ |
Posted by: lovelock 25 Aug 2023, 19:20 |
*N.N* აჰ მადლობა! კი ვცდილობ კვირაში ერთხელ რაღაც გამოვაცხო ხოლმე. კარგია ცოტას განტვირთვაა და სოციალური მხარეც ააქვს. ის სტიქი ტოფი რომ დაპოსტე ერთხელ ეგ უნდა ვცადო ასევე სახლში გაკეთებული ფისტაშკის ნაყინის მუღამიც მაქვს და ვნახოთ აბა რომ მოვიცლი ცოტა მეტი ხანი გავაკეთებ. ბანანის პური არ ვიცი არ გამიგია მაგრამ დავსერჩავ მერე რეცეპტებს აბა. გემრიელია? ეს ირლანდიური დამაინტერესა უბრალოდ იმიტომ რომ ბოსტნეულთან ერთად კარაქით იჭმევა და გემრიელია. თურმე რძეზე იზილება და არ ვიცოდი ეგ. |
Posted by: *N.N* 25 Aug 2023, 19:51 |
lovelock ფისტაშკის ნაყინი ჩემი ფავორიტია! გუშინ ვიყავი Carvel-ში, ამერიკული სანაყინეა. ნებისმიერ სანაყინეში, 2 ბურთულას ვიღებ ხოლმე, აუცილებლად ვაფლის კონუსში..ერთი უნდა იყოს ხილის სორბეტი და მეორე რძის/ნაღბის ბაზაზე, რამე თხილეულით. ფორთოხალი+მანდარინი და ვანილი ნეკერჩხლით და ნიგოზით. სამოთხეა! ოღონდ, ჯოჯოხეთი მეორე დღეს, ისეთი კალორიულია )) ხოდა, ვფიქრობდი, ჩემი პატარა სანაყინე + კოფი შოფი , მექნებოდა.. ისაა, რაც მართლა მიყვარს ❤️ ბანანის პური, მეგონა, ბრიტანეთშიც მიღებული იყო… რამდენიმე მწიფე ბანანი დაგჭირდება და დანარჩენ ინგრედიენტებს დაგუგლავ. ძირითადად, ცომს ურევენ ნიგვზის ნატეხებს, შეგიძლია ამის გარეშეც მოამზადო.. “სტარბაქსში” გავსნჯე , პირველად, 6 წლის წინ და იმის მერე მიყვარს )) კალორიულია, მაგრამ ჰაეროვანია, კაპუჩინოს, რძიან ყავას უხდება… ბეზე გიყვარს?! პავლოვა არის კიდე ჩემი უსაყვალესი დესერტი. ამერიკაში ძაან პოპულარულია. სკონები?! ეგ მგონი ბრიტანულია. თუ სიამოვნებას განიჭებს და ერთობი, რატომაც არა ?! |
Posted by: lovelock 25 Aug 2023, 20:01 | ||
*N.N* კი სკონებს ბევრი ჭამს აქ. სკონები და შორთბრედს ასევე. Crumpet გავრცელებულია ასევე კარაქთან. bread and butter pudding. ბევრია მოკლედ კი მაგრამ ბანანის არ მინახავს. ბოსტნეულის ნამცხვებიდან აქ ყველაზე პოპულარული ალბათ არის carrot cake და polenta cake. ამეებს შორის ალბათ ბოლო ორი ყველას მირჩევნია სკონები უბრალოდ მერე იმდები კარაქი და იმდენი ჯემია რომ ცუდად ვარ რაღაც მომენტში
ვიფიქრე მეც ამაზე. ლოკაცია საკმაოდ ძვირი იყო.. შეიძლება კი როგორ არა ამაზე ფიქრი მაგრამ ჯერ რიგითი საკითხები მიდგას წინ მოსაგვარებელი და მერე მივხედავ ისევ ამეებს. აუ ბეზე არ მიყვარს რაღაცნაირად უცნაურად ვარ ბეზესთან ეტონ მესის გაკეთებას ვაპირებდი ვიღაცამ ახსენა მაგრამ ბეზე რომაა მივანებე. კარგი დავსერჩავ კარგად მაგ ბანანა ბრედს და ვცდი აბა. |
Posted by: *N.N* 25 Aug 2023, 20:20 |
ძაანაც რომ არ გავაoffო , მეგობართან ვიყავი სტუმრად, მოვამზადეთ ნაკვერჩხალზე შემწვარი კარტოფილი და სიმინდი, მური და ნაცარი )))) ყველაზე გემრიელი იყო ❤️ |
Posted by: lovelock 25 Aug 2023, 20:38 |
*N.N* აუჰ |
Posted by: thug 4 Sep 2023, 21:18 |
|
Posted by: *N.N* 12 Sep 2023, 20:56 |
ჩემ რუმმეით გოგოს საყინულეში გადანახული მჭადები შევუჭამე )) გუშინ წავედი, ვიყიდე ქართული სიმინდის ფქვილი და გამოვაცხვე ❤️ ჩემები უკეთესია^^ ნაწილი გავყინე ისევ )) რომ მოვა, დახვდება… |
Posted by: lovelock 14 Sep 2023, 22:11 |
*N.N* ყოჩაღ!!! მე არ მაქვს აქ ჭადის ფქვილი. და რომც მქონდეს მერე ყველი არაა ამ კვირაში გავაკეთე ფრანგული გალეტი ვაშლით და ქლიავით - french galette. ცომი ოდნავ კომპლექსურია რადგანაც ჰაეროვანი და ხრაშუნა გამოდის მაგრამ ღირს ჩალიჩად ინგრედიენტები |
Posted by: sham 14 Sep 2023, 23:21 |
lovelock tsolad mogiyvanda kaci ... |
Posted by: lovelock 15 Sep 2023, 03:02 |
sham ბევრ კაცს მგონი არ მოსწონს გოგო ვისი ჰობიც ნატურალური ნამცხვრების ცხობა და გეოგრაფიაა |
Posted by: ჰეისან 15 Sep 2023, 09:18 | ||
|
Posted by: *N.N* 15 Sep 2023, 16:15 |
lovelock ყოჩაღი, მე კიარა, შენ ხარ )) ❤️ მიყვარს გალეტი! ფეტა არ გიყვარს? აქ 3 ყველის ნაზავით, ხაჭაპურსაც მშვენიერს აცხობენ და ვიღაცეებმა სულგუნის და იმერულის მომზადება, პატარა საწარმოებშოც დაიწყეს. მარტო წელს, 100.000-მდე ქართველი შემოვიდა მექსიკიდან, ძირითად ნიუ-იორკში… ამდენ ხალხს ჭამა ხო უნდა ? ))) ბევრი ქართული ობიექტი გაიხსნა. პ.ს. მე ჭამაში ვარ ყოჩაღი // ჭამა-მამა ( Chama-Mama) , ასე ჰქვია რესტორანს, მეგრული ხარჩო და ღომი გრილზე + დესერტი _კორკოტი ) მოხარშული ხორბალი, თაფლით და ნიგოზით. ❤️ ( ფოტოების ხარისხზე, ბოდიში) |
Posted by: sham 15 Sep 2023, 16:48 | ||
naturaluri namcxvari chemi gatatsebaa tsunstul |
Posted by: lovelock 15 Sep 2023, 17:15 |
sham ჰოო? აჰა მაშინ გამოვაცხვე ახალი ჰეისან *N.N* აუჰ! ეგ ღომი რა კარგად გამოიყურება დავსერჩე ახლა რესტორანი და დავტკბი ფოტოებით ფხალეულიც ჰქონიათ კარგი და ლობიანიც კარგად გამოიყურება! ჩემთან არის ასევე ქართული რამოდენიმე მაგრამ არ დავდივარ რატომღაც. საერთოდ ამ ბოლოს იაპონურის გარდა რესტორნებს ვერიდები. ეს ორგანული / ნატურალური საჭმელები ამეკვიატა და ვცდილობ გავაკეთო ხოლმე. ნამცხვრების გარდა არ ვპოსტავ ხოლმე აქ მაგრამ მერე დავხვეწ სხვა საჭმელებს და დავპოსტავ. ახლა ვკითხულობ წიგნს პროცესირებულ საჭმელებზე და ძალიან ცუდი რამე ყოფილა მაღაზიაში ნაყიდი რამეები. რესტორნებში იმდენად ცუდი არაა მაგრამ მაინც ვერიდები. სამ წიგნს ვკითხულობ და სამივეს მოვრჩები ამ ვიკენდზე რომ გავიმდიდრო ჩემი ცოდნა ამ სფეროში. არ ვიცი რა არის და იქნებ გაგეცინოს ამაზე მაგრამ ნატურალურად რომ ვიკვებები უკეთეს ხასიათზე ვარ ხოლმე და უფრო ნაკლებად დაღლილი p.s. ფეტა მიყვარს კი მაგრამ ვერ ვნახულობ მაგას ორგანულს და ვერიდები. კი ვჭამ მაგრამ იშვიათად. აი ეს ყველი ვჭამე დღეს, რომელიც იყო ორგანული. ეგ ვცადე ადრე ხაჭაპურში და არ გამოვიდა კარგი შევჭამე მაგრამ არა რა, არ იყო ეგ ხაჭაპური. https://www.welshcheesecompany.co.uk/product/perl-las/ ესეც ახალი ნახელავი! ყაბახის, ლიმონის და ქონდარას ნამცხვარი. ეს ბოსტნეულის ნამცხვრები ბრიტანული ფენომენია და კარგად გამოსდით. ესეთი გამოვიღე და მერე დავაწურე ლიმონის წვენი ზემოდან. ზუსტი ყალიბი არ მქონდა და კუთხეები დასახვეწი მაქვს მაგრამ გემო გამოვიდა კარგი ეს უკვე შეჭმის დროს ესეც ინგრედიენტები. კარაქი მხოლოდ 180გრამია საჭირო და კვერცხი 3 ცალია. |
Posted by: lovelock 15 Sep 2023, 18:07 |
ქლიავის და ვაშლის ჩატნი 3 თვე შეიძლება ჭამა.. ჯერ ასეთია რომ იწყებთ კეთებას 1.5 საათის მერე მუქდება ინგრედიენტები ყველთან და კრეკერთან მიდის მაგრად |
Posted by: *N.N* 15 Sep 2023, 18:30 |
lovelock ჯერ არ მისაუზმია და მინდაა შენი ყაბაყის ნამცხვარი, ცოტა რძიან ყავასთან!! ფეტა ორგანულიც იქნება, ბერძნების მაღაზიაში წადი, მე, ზოგადად, ქართულის მერე , ხმელთაშუაზღვისპირეთის პროდუქტები /სამზარეულო, ყველაზე მეტად მიყვარს , მერე იაპონური… ერთი პერიოდი ყველაფერს ორგანულს ვყიდულობდი. ახლაც, ძირითადად… მაგრამ გუშინ, მაგალითად, სოსისები მომინდა და ვიყიდე )) 1 თვეა უსაქმურად ვარ, არ ვმუშაობ და რეჟიმიც ამერია. მეც ასე ვარ, კვების, ძილის და ფეხით სიარულის რუტინას რომ ვაწესრიგებ, მერე ყველაფერს ვასწრებ, წონაშიც ვიკლებ და 100-ჯერ ენერგიულიც ვარ. აი, ბანანა ბრედზე რომ გეუბნებოდი, სტარბაქსიდან ასე გამოიყურება. პ.ს. ეგ კიდე რა ჩაგიმატებია )) რა სურნელი იქნებაა.. ვაშლი და ქლიავი , ორივე ძალიან მიყვარს. ფორთოხლის ცედრა და ქერქიც მოუხდება.. მე რომ “ჯემებს” გავაკეთებ ))) წავალ ახლა ომლეტს მოვიმზადებ, ფეტათი და ისპანახით, სირცხვილით როგორ ავტვირთო )) გემრიელი დღე და საღამო , აქაურობას! ❤️ |
Posted by: sham 15 Sep 2023, 19:30 | ||
ქონდარიან ყაბაყზე ჭკუა მეკეტება ძვირფასო, ეს საოცრება ჩვენი ყოველდღიური ლანჩი იქნება ... Ხუმრობა იქეთ და მართლა სგ., კარგი გოგო ხარ ... |
Posted by: Master_Nick 15 Sep 2023, 19:36 |
lovelock ძალიან საინტერესო რამეებს აკეთებ შენ ყაბაყი, ქონდარი და ლიმონის კომბინაცია კარგი უნდა იყოს. ბრიტანეთში ცხოვრობ? |
Posted by: ჰეისან 17 Sep 2023, 17:23 |
ობიან ყველზე ვაფანატებ... ლუდთანაც კარგად მიდის და ღვინოსთანაც. |
Posted by: aschenputell-TARA 17 Sep 2023, 20:02 |
ჰეისან როგორ გეტყობათ კურო რომ ხართ ზოდიაქოთ. მეც ეგ მიყვარს. უფფ ობიანი ყველი თეთე მშრალ ღვინოსთან არის ბედნიერება. |
Posted by: lovelock 17 Sep 2023, 20:08 |
ჰეისან მეც ძალიან მიყვარს მაგრამ წითელ ღვინოზე ლუდს ვერ ვიტან. ისე კაცს რომ ობიანი ყველი უყვარს მაგარია რა ბევრი სასიამოვნო საღამოს გატარება შეიძლება ასეთ კაცთან აი ჩემი ახალი კომბინაცია მარტომ ვჭამე სამწუხაროდ ამჯერად. Master_Nick მადლობა! კი ბრიტანეთში ვარ მაგრამ საქართველოშიც ხშირად ასევე. ქონდარი ბევრ რამესთან მიდის თურმე, აი ქონდარი და ლიმონის რომ იყოს ეგეც კარგად მიდის. ზეითუნის ზეთზე დამზადებული უფრო მიყვარს ისე ვიდრე კარაქზე, თავისებურ გემოს აძლევს. ისე როზმარინი რასთან წავა ხილიდან? ფორთოხალი ერთი და კიდე? მინდა მაგის ნამცხვარი გამოვცხო. ჩვეულებრივი როზმარინი და ლიმონო რომ იყოს ნეტა თუ გამოვა.. ჯასთ უბრალოდ ბისკვიტის ტიპის ნამცხვარი როზმარინით, ზეითუნის ზეთით და ლიმონით? *N.N* მოვიდა ფერმიდან ბანანები ამ კვირაში და იქნებ გავაკეთო ეგ ბანანა ბრედ აჰა, თხილიცაა შიგ როგორც ჩანს. სახლში მხოლოდ კეშიუ და ნუში მაქვს ამჟამად მაგრამ ვნახავ ნიგოზსაც. sham მადლობა <3 |
Posted by: Master_Nick 17 Sep 2023, 22:00 | ||
აბა გოგრასთან ერთად სცადე, მოხალული წაბლის პიურეც შეგიძლია გაურიო და ძალიან პიკანტურ გემოზე წაიყვანს. უფრო თამამი ექსპერიმენტისთვის ანანასიც შეგიძლია ჩართო საქმეში |
Posted by: sophka 17 Sep 2023, 23:34 |
lovelock ქონდარს მე ლობიოსა და ხორციან კერძებში ვიყენებ. ძალიან მომწონს. აი, ბეგქონდარას ჩაი კი საუცხოოა. როზმარინის ჩაისაც ვსვამდი ადრე, ორეგანოსთან და პიტნასთან ერთად. ხილთან არ ვიცი, რაც მომჟავოა იმას მოუხდება ალბათ. მოცვი, მოცხარი, შტოში სცადე. შავ ქლიავთანაც შეიძლება გემრიელი იყოს. ისე, მე გამხმარი როზმარინი ხრაშუნა ნამცხვრის ცომში დამიმატებია და ძალიან გემრიელია. ლავანდა და პიტნაც. აი, ზუსტად, ბრიტანული biscuits ტიპის ნამცხვარს ვგულისხმობ. იგივე ამერიკულ cookies. *N.N* :* შენი ნახვა მახარებს ყოველთვის. ძალიან კარგი მზარეულიც ხარ, როდესაც ინდომებ. <3 Master_Nick წაბლისგან თურმე საქართველოში პურსაც აცხობდნენ, ძველად გაჭირვების დროს, ფქვილი რომ არ ჰქონდათ. რა საინტერესოა, რა გემო ჰქონდა. ძლივს რაღაც გავაკეთე)) ქლიავის გალეტი)) |
Posted by: lovelock 17 Sep 2023, 23:47 | ||
sophka აუიმე რა ლამაზი გალეტია!!! ეგეთ ფერზე ქლავს ვერასდროს ვერ ვაჯენ!
აუცილებლად ვცდი სუნელების ნამცხვარს. სავარაუდოდ ლიმონით და ფორთოხლით. მადლობა რჩევისთვის. |
Posted by: sophka 18 Sep 2023, 17:01 |
lovelock მადლობაა )) ვაშლატამის გალეტიც ძალიან მომწონს მე, შეგიძლია სცადო. ლიმონის და ფორთოხლის კექსი, იფ, ზამთრის ცივ დღეებს უხდება. გლინტვეინთან ერთად. ისე, საშობაო გადატვირთული კექსები ძალიან არ მიყვარს, გარდა შტოლენისა. შლოტენი შტოშით და შავი ქიშმიშით იდეალური მიქსია ჩემთვის. ცოტა აგრილდა და რუხი პურუკები გამოვაცხვე)) ქართული ცეხვილი ფქვილით. |
Posted by: *N.N* 18 Sep 2023, 17:25 |
sophka ❤️❤️❤️ შენი გამოჩენაც მიხარია, ყოველთვის! ყავის, უკრემო ნამცხვრების და ახლადგამომცხვარი , ჯანსაღი პურის სურნელთან ასოცირდები, სულ! |
Posted by: sophka 19 Sep 2023, 14:20 |
*N.N* ❤️ დიდი, დიდი მადლობაა! რა საყვარელი ხარ❤️ ცხობის ხასიათზე, სანამ მცალია)) ჯემიანი ფხვიერი ნამცხვრები. ფორმებით ვითამაშე:დ |
Posted by: *N.N* 19 Sep 2023, 22:02 |
sophka ❤️ ცხობა ნამდვილად შენია სოფ, მეგრულები გემრიელობები არ ისწავლე ?! |
Posted by: gordas 20 Sep 2023, 13:18 |
ბეკონი გამოგიყვანიათ ვინმეს სახლში? |
Posted by: sophka 23 Sep 2023, 18:18 |
*N.N* ❤️ :* მეგრული მხოლოდ გებჟალია მიყვარს და წელიწადში ერთხელ ელარჯს თუ შევჭამ. ღომი არ მიყვარს. ჰოოდაა, გებჟალიას ძალიან გემრიელს ვაკეთებ და მეგრულ ხაჭაპურსაც. ნიგვზიან ხარჩოს ვამზადებდი მანამდეც :დ სხვა არ მიცდია, მაინც ვერ შევჭამ ნაწლავებიან კუჭმაჭს და კუპატებს:დ კი, კონდიტერი უნდა გამოვსულიყავი, საერთოდ რად მინდოდა უმაღლესი განათლება)) |
Posted by: lovelock 25 Sep 2023, 17:41 | ||
აი გამოვაცხვე banana bread პეკანის თხილით და ასეთი გამოვიდა კარგი ყოფილა გემოთი, არ ვიცოდი საკმაოდ ადვილიც. sophka აუ რა კარგ რამეებს აცხობ! |
Posted by: ჰეისან 26 Sep 2023, 00:20 | ||||||||
aschenputell-TARA
გურმანი კურო ვერ გადავეჩვიე ამ პერო სასუსნავებს lovelock
წითელ ღვინოსა და ობიანი ყველის კომბინაციაზე არასოდეს ვამბობ უარს. უბრალოდ, გაუფილტრავ ლუდთანაც მაგრად მიდის...
* * *
უი, ეს კინაღამ გამომრჩა... მარტო ჭამას სისხლის სამართლის თუ არა, ადმინისტრაციულ მუხლს მაინც მივუყენებდი, ჩემი ნება რომ იყოს |
Posted by: lovelock 26 Sep 2023, 00:40 | ||
ჰეისან
გეთანხმები. მარტო ჭამა კრიმინალია ლამის და მეც სოციალური მჭამელი ვარ. მაგრამ არ არის ყოველთვის კომპანია და რა უნდა ქნა |
Posted by: ჰეისან 26 Sep 2023, 01:03 | ||
lovelock
გაპრავების მცდელობებია ეგ კულინარიას რაც შეეხება, მაგ თემაში გაპრავებები არ მოსულა |
Posted by: მამაო ენუქი 26 Sep 2023, 20:16 | ||
ყველაზე მაგარი მისაყოლებელია სასმელზე, გემოებს მაგრად ხსნის. ნუ ერთი კონიაკს არ უხდება |
Posted by: lovelock 26 Sep 2023, 22:04 |
მამაო ენუქი მართალი ხარ რომ ყველა ყველი არ უხდება კონიაკს და უფრო დესერტების სასმელია ეგ. მაგრამ ბრენდისთან კარგია ძალიან ძლიერი გემოს ყველები ასევე როგორიცაა პარმეზანი. ასევე მომწონს ტკბილი ყველები ბრენდისთან როგორიცაა wensleydale. საერთოდ კი მე მაინც იმ აზრის ვარ რომ ყველი ღვინოს გარდა არა რა. ვიცი ლუდი დაასახელეთ მაგრამ ყველიანი ჩიფსები უფრო კიდე ლუდთან ვიდრე იმენა ყველი. რაღაც არ ჯდება ჩემთვის wensleydale parmesan |
Posted by: მამაო ენუქი 26 Sep 2023, 22:08 |
lovelock მე ლუდს მარტო ბელგიურ მაღალგრადუსიან მუქ ელებს და ტრიპლებს ვეძახი დანარჩენი წყალია მაგათთან კარგად წყვილდება. |
Posted by: lovelock 26 Sep 2023, 22:18 |
მამაო ენუქი ნამცხვრებიდან რომელი მომგწონს სასმელზე? |
Posted by: მამაო ენუქი 26 Sep 2023, 22:29 |
lovelock ტკბილი არ მიყვარს ალკოჰოლზე, არც ტკბილი სოუსები ხორცთან მაგალითად, მაქსიმუმ ზოგიერთი შოკოლადი მივაყოლო კონიაკს, ისე სუხოიზე მირჩევნია. საერთოდ ამ სიბერეში იქამდე მივედი რომ კარგ სასმელს არ ჭირდება მისაყოლებელი |
Posted by: lovelock 26 Sep 2023, 22:43 |
მამაო ენუქი რა დროს შენი სიბერეა დაბადების წელი 2005 გიწერია |
Posted by: მამაო ენუქი 26 Sep 2023, 22:54 |
lovelock ეგ ფორუმზე დაბადების თარიღია |
Posted by: J_E_N_K_O 27 Sep 2023, 21:49 | ||
გალოთებულხარ შვილო ჩემო,სანამ დროა თავს უშველე! |
Posted by: მამაო ენუქი 28 Sep 2023, 00:54 |
J_E_N_K_O პირიქით, 20 ბოთლის მაგიერ ეხლა 5 საკმარისია |
Posted by: J_E_N_K_O 28 Sep 2023, 02:49 | ||
20 ბოთლს მისაყოლებელთან ერთად სვავდი? |
Posted by: lovelock 1 Oct 2023, 02:38 |
ჩემი ამ კვირის ნამცხვარიც მოვიდა ამჯერად ვაშლის და ნუშის პეროგი. ეს bramley apple-ით იყო რაც საკმაოდ მჟავეა და ტკბილ პეროგს მოუხდა. შაქარიც მუქი გამოვიყენე muscovado sugar და კარგად დააბალანსა. |
Posted by: elchi 1 Oct 2023, 08:17 |
ახლა ყურცქვიტას რეცეპტს მოგართმევთ. აჯიკით და იმ ინგრედიენტებით, რომლებსაც სურათებზე ჰხედავთ კარგად გემრიელად შევზილე, სადღაც 4 საათი მარინადში მქონდა და მერე კარაქში შევწვი./სვანური მარილი არ ჩანს/ მისაყოლებლად იგივე ცხიმში ქორფა კარტოფილი კამით და ქამა სოკოში MOZZARELLA-ს ყველი ჩავდე და ეგეც ღუმელში შევბრაწე. შუა თაროზე ჯერ BAKE-ზე მქონდა, შემდეგ სანამ BROIL-ზე გადავრთავდი, გადმოვატრიალე და ზურგის მხრიდან არაჟანში შერეული დანაყილი ნიორი გადავუსვი. |
Posted by: Master_Nick 1 Oct 2023, 11:45 |
elchi კურდღელი გარეულია? ვერაფრით ვერ დავარბილე გარეული კურდღლის ხორცი, რბილი ხორცი გამოვიდა? მე ჯერ ვხარშავ და მერე ვწვავ * * * lovelock ჯანმრთელი ნამცხვარი ჩანს, ზედმეტი კრემების გარეშე |
Posted by: Besa 2 Oct 2023, 10:02 |
lovelock ყოჩაღი გოგო ხარ |
Posted by: la reine 2 Oct 2023, 22:42 |
lovelock შენ რა მაგარი ხარ)) Master_Nick მე როგორც ვიცი, რამდენიმე საათი განმავლობაში დებენ ცივ გამდინარე წყალში. რბილიც გამოდის და ფერიც თეთრი აქვს ყველიანი ჩხირებია. ძაან გემრიელი სახრამუნოა |
Posted by: elchi 2 Oct 2023, 23:03 |
Master_Nick გარეული არ არის, ნაცნობ ფერმერს ჰყავს ფრინველები და ცხოველები/რა აღარ ჰყავს?/ გაშვებული ძალიან დიდ ტერიტორიაზე, რომელიც საიმედოდ არის შემოღობილი, ასევე ზემოდანაც დაცულია. მაგისკენ ვიყავი წასული სათევზაოდ და შეუარე, კალმახი დავუტოვე, იმან კიდევ ეგ კურდღელი მომცა. ახლა რაც შეეხება დარბილებას, სწორი რჩევა მოქცა ლა-რეინმა, ასევე, როცა დაამარინადებ, ღრმა შუშის ჭურჭელში ჩადე, რომელიც ჰერმეტულად იხურება და დაბალ გრადუსიანი ლუდი დაასხი. ერთი ღამით გააჩერე მაცივრის ქვემო თაროზე. ისეთი ვერა როგორც შინაური, მაგრამ შედარებით რბილი გახდება. |
Posted by: Master_Nick 5 Oct 2023, 22:20 |
la reine elchi გასაგებია, თქვენს რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებ. |
Posted by: °iki° 13 Oct 2023, 20:39 |
სუპი |
Posted by: lovelock 2 Nov 2023, 00:06 |
მადლობა ყველას <3 პოლენტას ნამცხვარი ორჯერ გავაკეთე, ერთი ლეღვით და ერთი ისე. ორივე კარგია ჩაიზე. და ბოლოს პური, პურის მანქანით გამომცხვარი ამჯერად |
Posted by: lovelock 4 Nov 2023, 20:09 |
ბრაუნი მანდარინით |
Posted by: Kvirila 5 Nov 2023, 18:10 | ||
საჭმელად არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ ფოტოგენური სურათია. ერთნაირი ბექგრაუნდი, ცენტრში ფერები, ჭიქაზე შუქები ,ჩრდილები - მხატვრების საყურადღებოდ. |
Posted by: °iki° 5 Nov 2023, 20:27 |
Kvirila მინის ჭურჭელი მეც ძალიან მომწონს, განსაკუთრებით როცა წყალი ასხია შიგნით. გამიხარდა, სხვამაც რომ შეამჩნია:დ |
Posted by: lovelock 5 Nov 2023, 22:05 |
°iki° ისედაც ძალიან ლამაზი ჭურჭელი გაქვს! არტისტული. ეს ჭადიც სუპერ გამოიყურება სიამოვნებით შევახრამუნებდი |
Posted by: °iki° 5 Nov 2023, 22:54 |
lovelock ჭურჭელი ჩემი დისაა |
Posted by: lovelock 12 Nov 2023, 19:56 |
ჩემი დამჟავებული კომბოსტო და ჭარხალი |
Posted by: sunny-day-today 12 Nov 2023, 20:38 |
lovelock ძალიან კარგად გამოიყურება.... |
Posted by: lovelock 12 Nov 2023, 21:59 |
sunny-day-today მადლობა? შენ იცი დამჟავება? ძალიან მარტივი და იაფი საჭმელია. მაცივარიც არაა საჭირო |
Posted by: sunny-day-today 12 Nov 2023, 22:55 |
lovelock არასდროს მიცდია . ისე მახსოვს ოჯახში რომ ამზადებდნენ , წილაში ათავსებდნენ კომბისტოს და თანდათან წითლდებოდა |
Posted by: Kvirila 13 Nov 2023, 03:13 | ||
ხო, ხო მაგას 100 გრამმი არაყი როგორ მოუხდებოდა, თQვენი არ ვიცი და მე რუსულ არყებს დიდი ხანია აღარ ვსვამ პოლონურებზე გადავედი |
Posted by: lovelock 13 Nov 2023, 03:52 |
Kvirila არ ვსამ მე საერთოდ და არც ვიცოდი მჟავე კომბოსტს არაყი თუ უხდება მეგონა მხოლოდ მჟავე კიტრზე მიდიოდა. ჭადი და ყველი კარგი იქნებოდა მაგრამ არ არის sunny-day-today თუ გიყვარს გააკეთებ. მაგარი ადვილია სწავლა. |
Posted by: sunny-day-today 13 Nov 2023, 06:27 |
lovelock კი, თუ დამჭირდა გავაკეთებ . ახლა უბრალოდ ოჯახში დიასახლისი საქმიანობს. |
Posted by: fermina 13 Nov 2023, 10:54 |
სინამონ როლები ან სინაბონები პირველი ცდისთვის და ისედაც სუპერ გემრიელი გამოვიდა, კმაყოფილი ვარ |
Posted by: Master_Nick 15 Nov 2023, 22:30 | ||
მშვენივრად გამოიყურება კლასიკური რეცეპტით გააკეთე? |
Posted by: fermina 15 Nov 2023, 22:49 | ||
Master_Nick
ასე გამოდის კი, ფუნთუშის ცომი დამუღამებული მქონდა ისედაც და ძალიან ფაფუკი და ჰაეროვანი გამომდის, გულსართად ყავისფერი შაქარი, კარაქი და დარიჩინი და მოსასხმელად კრემ-ყველი, რძე და შაქრის პუდრა ათქვეფილი. რაღაც უგემრიელესია, ორჯერ გავაკეთე ამ ერთ კვირაში, ქრება მომენტალურად |
Posted by: Master_Nick 15 Nov 2023, 23:27 | ||||
ეგ მაინტერესებდა ზემოდან კრემ ყველი თუ გამოიყენე, ძალიან უხდება, კლასიკურად გაგიკეთებია, Good Job! |
Posted by: lovelock 19 Nov 2023, 00:19 |
fermina აისინგს როგორ აკეთებ? ძალიან კარგი ჩანს, თხევადია თან და მეც მაინტერესებს ეგეთი. //// Classic Christmas cake გავაკეთე ახლა ორი კვირა ვაპირებ რომ ბრენდი ვასხა და მერე შევჭამ კაი ალკოჰოლური რომ იქნება ქუქინგი მაგარი თერაპიული რამეა მართლაც, აი ინგრედიენტისგან რომ იწყებ და ბოლოს გამოგდის ნამცხვარი. თან რა სუნები ტრიალებს ასევე პიკალილი - piccalilli მოვხუფე ახლახან. არ ვიცი როგორაა ეს ქართულად არ ითარგმნება. |
Posted by: sunny-day-today 19 Nov 2023, 04:58 |
lovelock აი ბოლო რომ არის ეგეთი რამეები ძალიან მიყვარს. მოხუფულ ქილაში ზამთრისთვის რომ ინახავენ |
Posted by: fermina 19 Nov 2023, 23:33 | ||
lovelock
კარგი კრემ ყველი ვიყიდე ბელორუსულ მაღაზიაში, და მიქსერით გავთქვიფე რძე, კრემ-ყველი და ვანილიანი შაქრის პუდრა. რძე ნელ-ნელა დავამატე სასურველი კონსისტენციის მიღებამდე. ძალიან კარგი გამოვიდა. |
Posted by: lovelock 20 Nov 2023, 02:41 |
fermina აააჰ,, არ ვიცოდი ეგ რეცეპტი. მეგონა შაქარი იყო მანდ მხოლოდ და კარაქი და მაგიტომ შენი რა თხევადია მეთქი. პროპორციები? თუ არა და დავსერჩავ ყველით აისინგს. sunny-day-today დიდი ქილები რომ არის მანდ, ბანკებს რომ ეძახიან ეგეთი აქ არაა.. არც მოსახუფი მინახავს სადმე. მანდ რომ ჩამოვალ ვიყიდი და გავაკეთებ. უბრალოდ ის მომენტია მერე რომ კაი ხანი ვუნდები ამეების ჭამას. მგონი ესენი უფრო კარგია დიდი ოჯახი რომ გყავს |
Posted by: sunny-day-today 20 Nov 2023, 07:47 |
lovelock კი, მასეა. დიდი ოჯახის ყოლისას უფრო გამოსადეგია . წარმატებები |
Posted by: fermina 20 Nov 2023, 10:43 | ||
lovelock
პროპორციები სრულიად თვალის ზომით, დაახლოებით განსაზღვრავ, რა რაოდენობის გჭირდება ეს მასა. აიღებ დავუშვათ 2-3 კოვზ კრემ ყველს, და ნელ ნელა დაუმატებ რძეს თქვეფის პროცესში იმის გათვალისწინებით, რა სისქისაც გინდა იყოს. შეგიძლია გაასქელო-გაათხელო, ან რძე დაუმატო პროცესში, ან კრემ-ყველი. შაქრის პუდრასაც თვალით, გემოვნებით, გასინჯავ ცოტას და იმის მიხედვით. |
Posted by: Franziskaner 8 Dec 2023, 01:51 |
მესამე ცდა |
Posted by: ჰელგა 8 Jan 2024, 10:15 | ||
მეთოთხმეტე კარგი გამოვა |
Posted by: ჰეისან 5 Feb 2024, 00:01 |
lovelock ამ ყველის ფოტო გედო, მგონი. დავინტრიგდი და აგერ წავაწყდი Tesco-ში. ვნახოთ, რა ჩიტია |
Posted by: Master_Nick 17 Mar 2024, 12:47 |
დღეს ლაზანიას დღე მაქვს. ძალიან გემრიელი გამომდის. |
Posted by: პითონი 17 Mar 2024, 16:06 |
ღორმუცელა საჭმელები კარგია, მაგრამ ცოტა დიეტური/ჯანსაღი არაფერი იცით ? გამიზიარეთ |
Posted by: herakle 17 Mar 2024, 21:56 | ||
Master_Nick
მაგრად გამოიყურება რეცეპტი და მომზადების წესი გვითხარი |
Posted by: Master_Nick 17 Mar 2024, 22:55 | ||||
მიდევს ამ თემაში დეტალური რეცეპტი. როგორ მოვძებნო არ ვიცი და თავიდან დაწერა კიდევ მეზარება. დავძებნი მოგვიანებით და დავდებ. |
Posted by: Mako Subladze 20 Mar 2024, 01:26 | ||
Master_Nick
მახსოვს მოვინიშნე. ალბათ აქ არის, ამ გვერდზე. https://forum.ge/?showtopic=35160717&f=&st=945&#entry59989292 #59991529 · 9 Jan 2023, 22:17 მრავალ წელს თქვენი ნახელავი. |
Posted by: Master_Nick 20 Mar 2024, 14:49 | ||||
ეგ რეცეპტია კი ვეძებე, მაგრამ ვერ მივაგენი. დიდი მადლობა! |
Posted by: Bachia888 21 Mar 2024, 10:45 |
ჯერ არ გამიკეთებია. დღეს ვაპირებ გავაკეთო ოჯახური. |
Posted by: *Mandala 14 Apr 2024, 20:47 |
Ბრაუნი ხომ არ გესიამოვნებოდათ |