თუ შეიძლება აქ დავწეროთ ერთიანად დამკვირვებელთა მიერ გამოვლენილი დარღვევები
მე ვიყავი დიღმის მასივში 43-ე უბანზე. უბნის გვერდზე იყვნენ მობილიზებული ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები, რომლებიც აგიტაციას უწევდნენ ამომრჩევლებს როგორც უბანზე ისე გარეთ. საარჩევნო ყუთის გახსნისას ჩაქრა შუქი, თუმცა გაყალბება არ მომხდარა რადგან დამკვირვებლები მაშინვე ყუთს გადავეფარეთ.
ძირითადად კომისიას ჩემი აზრით,ჰქონდა კომპეტენტურობის პრობლემა. კომისიის თავმჯდომარემ გამომიყო სკამი და თურმე მხოლოდ იქიდან შემძლებია დაკვირვება და მერე ამაზე საჩივარი დავუწერე
რადგან ვერაფრით გავაგებინე რომ კანონის მიხედვით, დამკვირვებელს შეუძლია ნებისმიერი ადგილიდან დააკვირდეს კენჭისყრის პროცესს.
ჩემს უბანზე გაიმარჯვა 403 ხმით ლევან გაჩეჩილაძემ.
ასევე დათვლილ იქნა ცალკე დამატებითი სიით მიცემული ხმები სადაც 14 ხმით 11 ის წინააღმდეგ (მიხეილ სააკაშვილი)
გაიმარჯვა ლევან გაჩეჩილაძემ.
არის აქ ვინმე ვინც არჩევნებს აკვირდებოდა?
თუ კი ძალიან საინტერესო იქნება თქვენთან რა ხდებოდა. მეც კიდევ დავწერ