#49508103 · 17 Dec 2016, 03:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საინტერესო დასკვნები უწერიათ :
ძვ. წ., ბერძნები იბერებს „ს ა ს პ ე რე ბ ს" ანუ „ს ა ბ ე რ ე ბ ს" ეძახდნენ. ამ დროს საბერები დიდ ხალხად ითვლე- ბოდნენ. სახელგანთქმული ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ამბობს: „სპარსები ცხოვრობენ ვიდრე სამხრეთის ზღვამდე, რომელიც „წითლად" იწოდება (დღევანდელი სპარსეთის ყურე); მათ ზემოთ ჩრდილოეთისაკენ ცხოვრობენ მიდიელები; მიდიელების ზემოთ სასპერები, სასპერებს ზე- მოთ — კოლხები ვიდრე ჩრდილოეთის ზღვამდე, რომელსაც ერთვის მდი- ნარე ფაზისი. ეს ოთხი ხალხი ცხოვრობს ზღვიდან ზღვამდე"-ო. ამრი- გად, წინააზიის ოთხი დიდი ხალხიდან ორი ქართულ მოდგმას ეკუთვნო- და, ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნის დამდეგს, ძვ. წ. მაშინ საბერებს ეჭი- რათ ვრცელი მიწა-წყალი — მდინარე არაქსისა და მდინარე მტკვრის აუზების უდიდესი ნაწილი. თავის თანამოძმე მატიენებსა და ალაროდიებ- თან ერთად, რომელნიც ამ დროს საბერებზე უფრო სუსტები იყვნენ . სა- ბერები ერთს საერთო ოლქს შეადგენდნენ აქემენიდების სახელმწიფოში. ჰეროდოტეს ცნობით, კოლხებს, საბერებსა და ალაროდიებს ერთნა- ირი შეიარაღება ჰქონდათ, რაც ამ ტომების საერთო კულტურას მოწ- მობს.
ანუ სასპერებს ვსიო-ტაკი არაქსის და მტკვრის ხეობებში ათავსებს:-)
--------------------
Мир настолько стал фальшив, что почти все благодарят за ложь и обижаются на правду.
|