Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რელიგია > როგორია სადაც არარსებობაა?

Posted by: VAMPIRE_W 2 Mar 2024, 17:15
არ არსებობა - არსებობს რომელიმე დებულებით?
რომ იყო პერიოდი, როცა არაფერი არ იყო, ამის არავის სჯერა.

რელიგიას სჯერა რომ ღმერთი მუდმივად იყო.
მეცნიერება ამბობს რომ თავად სამყარო ან მისი წინამორბედი არის მუდმივი, სახეს იცვლის , მაგრამ ერთი სახის ენერგიიდან გარდაიქმნება მეორე სახის ენერგიად ხო?!

როგორ შეგვიძლია ჩვენი შესაძლებლობებით დღეს ავხსნათ არაფრის არ არსებობა? გინდ ღმერთი დაარქვით და გინდ სამყარო(ამ მისი მაპროვოცირებელი წინამორბედი) .

როგორ წარმოვიდგინოთ , როგორ ავხსნათ რომ რაღაც სულ იყო?

და თუ არ იყო სულ, როგორ რანაირად გაჩნდა უცებ არაფრისგან?

როგორი იყო ეს არაფერი? როგორია სადაც არარსებობაა?

რა თქმა უნდა, ამ საკითხზე მსჯელობა მტკიცებულებებით არ მოხდება, უბრალოდ ადამიანური აღქმა მაინტერესებს, ვის როგორ წამროუდგენია.

Posted by: ZAZAi 2 Mar 2024, 20:55
არარსებობა არარსებობს. უბრალოდ როდესაც თვალები აგვეხილება, გამოვიღვიძებთ, ჩვენთვის არსებობა, რომელიც ვიცით, აზრს კარგავს. ჩემი აღწერილობით კი გავს ეს მდგომარეობა წინასუიციდურ დეპრესიას, მაგრამ გასხივოსნებაზე ვლაპარაკობ. მზგავსება დიდია, განსხვავება ის არის, რომ დეპრესიული წინ ვერაფერს ხედავს. გასხივოსნებულის წინ კი მთელი სამყარო იხსნება

Posted by: daviti35 2 Mar 2024, 21:53
QUOTE (VAMPIRE_W @ 2 Mar 2024, 17:15 )
არ არსებობა - არსებობს რომელიმე დებულებით?
რომ იყო პერიოდი, როცა არაფერი არ იყო, ამის არავის სჯერა.

რელიგიას სჯერა რომ ღმერთი მუდმივად იყო.
მეცნიერება ამბობს რომ თავად სამყარო ან მისი წინამორბედი  არის მუდმივი, სახეს იცვლის , მაგრამ ერთი სახის ენერგიიდან გარდაიქმნება მეორე სახის ენერგიად ხო?!

როგორ შეგვიძლია ჩვენი შესაძლებლობებით დღეს ავხსნათ არაფრის არ არსებობა?  გინდ ღმერთი დაარქვით და გინდ სამყარო(ამ მისი მაპროვოცირებელი წინამორბედი) .

როგორ წარმოვიდგინოთ , როგორ ავხსნათ რომ რაღაც სულ იყო?

და თუ არ იყო სულ, როგორ რანაირად გაჩნდა უცებ არაფრისგან?

როგორი იყო ეს არაფერი?  როგორია სადაც  არარსებობაა?

რა თქმა უნდა, ამ საკითხზე მსჯელობა მტკიცებულებებით არ მოხდება, უბრალოდ ადამიანური აღქმა მაინტერესებს, ვის როგორ წამროუდგენია.

არარსებობას არ შეუძლია შექმნას ის რაც გვაქვს დღეს. შესაბამისად არ არსებობს ეგ არარსებობა.
მსგავს ზღაპარს ზოგიერთი ათეისტი თუ დაიჯერებს მხოლოდ.)

როგორც ნაპოვნი ნახატის შესწავლით ხვდებიან გენიოსმა რემბრანტამ დახატა ის თუ უვიცმა დურუ ხუნჭუამ.
ასევე სამყაროს შესწავლითაც ხვდებით თუ როგორია პიროვნულად მისი შემქმნელი და დამხატავი.

Posted by: John Jolie 2 Mar 2024, 23:25
ქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქ
პოსტი შემეშალა

Posted by: graviton 3 Mar 2024, 01:26
VAMPIRE_W
QUOTE
როგორ შეგვიძლია ჩვენი შესაძლებლობებით დღეს ავხსნათ არაფრის არ არსებობა?

ამას ვერაფრით ვერ ახსნი. დღეს ადამიანი არაა მზად ასეთ განმარტებებზე პასუხის გასაცემად...
ჩვენ არ გვაქვს არაფრის განმარტება... და ამ შეკითხვის დასმა ძალზე ადრეა...
ჯერ ბევრ სხვა რამეზე უნდა ვიპოვოთ პაუხები. მაგალითად:
როგორია გარემო, რომელშიც კანოზომიერებთა სტოხასტიკური ქაოსი არსებობს?
არის ეს არაფერი? არსებობს თუ არ არსსებობს...?

Posted by: ZAZAi 3 Mar 2024, 03:28
VAMPIRE_W
წარმოიდგინე, თავგადაკლული გეიმერი ხარ, მაგარი ჯოისტიკი გაქვს, მაგარი 3დ სათვალე გიკეთია, მაგარი აი9 გაქვს და სუპერ თამაშს თამაშობ, საუკეთესო ვირტუალური სხეული და იარაღი გაქვს ნაყიდი, სახელოვანი მეომარი ხარ, ბატალიონს მიუძღვი წინ, უკვე ლამის დაამარცხე მონსტრები და აიღე ქაჯეთის ციხე...
და ამ დროს შუქი ჩაქრა...
აი ამ მომენტში შეიძლება განიცადო ეგ არარსებობა.
მაგრამ ცოტა ხნით. შემდეგ მიმოიხედები გარშემო და აღმოაჩენ, რომ თურმე სხვა პარალელური სამყაროც არსებობს, სადაც მაცივარში ხორცი აყროლდა, საპურეში პური დაობდა, კატა მოკვდა შიმშილისგან და შენ კი მაგარი მყრალი ნასკების და ოფლის სუნი აგდის smile.gif

Posted by: winrar 3 Mar 2024, 16:11
QUOTE (daviti35 @ 2 Mar 2024, 21:53 )
როგორც ნაპოვნი ნახატის შესწავლით ხვდებიან გენიოსმა რემბრანტამ დახატა ის თუ უვიცმა დურუ ხუნჭუამ.
ასევე სამყაროს შესწავლითაც ხვდებით თუ როგორია პიროვნულად მისი შემქმნელი და დამხატავი.

და როგორია? რამე თვისებებს ხედავ?

——————————————————

Posted by: daviti35 3 Mar 2024, 22:51
QUOTE (winrar @ 3 Mar 2024, 16:11 )

და როგორია? რამე თვისებებს ხედავ?

——————————————————

რათქმაუნდა თან ბევრს.
თუმცა ზოგი ისეთი უცნაურია, რომ დაწერ მაგ სამყაროს ერთერთ თვისებას რთულია და გენიალური. გაკვირვებული კითხულობს სადაა სირთულე ან გენიალურობა ამ სამყაროშიო და
ხვდები, რომ კითხვის ავტორს არაფერი წაუკითხია არცერთ მეცნიერულ დარგში. gigi.gif

იმ ჩამორჩელნილ დროში როცა არ იყო მეცნიერული პროგრესი და ის ცოდნა რაც დღეს გვაქვს დარვინიც კი იმ დროს მცხოვრები უბრალო ფუტკრის ბუდეებსაც კი გენიალურს ეძახდა მეტი გზა რომ არ ქონდა ხან ჭიანჭველებს უთვალთვალებდა ხან გარშემო მყოფ სხვა ცოცხალ არსებებს და მათი ქცევით გაკვირვებაში მოდიოდა.

Posted by: Saturnus 4 Mar 2024, 01:09
daviti35
QUOTE
ხვდები, რომ კითხვის ავტორს არაფერი წაუკითხია არცერთ მეცნიერულ დარგში.

user posted image

ჯერ საკუთარ უწიგნურობას მიხედე შენ, სანამ სხვების განკითხვას დაიწყებ smile.gif

Posted by: Obser_ver 4 Mar 2024, 14:08
Saturnus

QUOTE
daviti35
QUOTE
ხვდები, რომ კითხვის ავტორს არაფერი წაუკითხია არცერთ მეცნიერულ დარგში.

ჯერ საკუთარ უწიგნურობას მიხედე შენ, სანამ სხვების განკითხვას დაიწყებ

სხვა თემაში პედოფილებს გამოექომაგა, რამაც ძალიან დამწყვიტა გული.

Posted by: winrar 4 Mar 2024, 19:36
QUOTE (daviti35 @ 3 Mar 2024, 22:51 )
QUOTE (winrar @ 3 Mar 2024, 16:11 )

და როგორია? რამე თვისებებს ხედავ?

——————————————————

რათქმაუნდა თან ბევრს.
თუმცა ზოგი ისეთი უცნაურია, რომ დაწერ მაგ სამყაროს ერთერთ თვისებას რთულია და გენიალური. გაკვირვებული კითხულობს სადაა სირთულე ან გენიალურობა ამ სამყაროშიო და
ხვდები, რომ კითხვის ავტორს არაფერი წაუკითხია არცერთ მეცნიერულ დარგში. gigi.gif

ეს ალბათ არ უნდა დაგეწერა, რადგან თავად ცუდად გესმის პიროვნული თვისების რაობა.
ბევრს ვხედავო და დაასახელე სამყაროს შემოქმედის რამდენიმე პიროვნული თვისება და მიუსადაგე თუ შეძლებ.

Posted by: Obser_ver 4 Mar 2024, 20:58
daviti35

QUOTE
რათქმაუნდა თან ბევრს.
თუმცა ზოგი ისეთი უცნაურია, რომ დაწერ მაგ სამყაროს ერთერთ თვისებას რთულია და გენიალური. გაკვირვებული კითხულობს სადაა სირთულე ან გენიალურობა ამ სამყაროშიო და
ხვდები, რომ კითხვის ავტორს არაფერი წაუკითხია არცერთ მეცნიერულ დარგში.

lol.gif

ქართული ეკლესიის წევრების პედოფილიას და პედერასტიას გულისხმობ სამყაროს სირთულეში და გენიალურობაში?

Posted by: daviti35 6 Mar 2024, 01:06
QUOTE (winrar @ 4 Mar 2024, 19:36 )
ეს ალბათ არ უნდა დაგეწერა, რადგან თავად ცუდად გესმის პიროვნული თვისების რაობა.
ბევრს ვხედავო და დაასახელე სამყაროს შემოქმედის რამდენიმე პიროვნული თვისება და მიუსადაგე თუ შეძლებ.

საკუთარის ნაცვლად ერთერთი გამოჩენილი და კორიფე მეცნიერის აზრის დაციტირებას ვამჯობინებ ღმერთის ერთერთ თვისებაზე.
https://www.youtube.com/shorts/Ktx5dLpNsII

იმედია არ დამიწერ ამ მეცნიერმა ბევრი არაფერი იცისო როგორც ერთმა კოლეგა ფორუმელმა დაწერა უკვე.)
* * *
QUOTE (Obser_ver @ 4 Mar 2024, 20:58 )

lol.gif

ქართული ეკლესიის წევრების პედოფილიას და პედერასტიას გულისხმობ სამყაროს სირთულეში და გენიალურობაში?

საერთოდ მეცნიერული წესია, როცა რამეს ამტკიცებ ამას ფაქტიც მოაყოლო. ჰაერზე რამის მტკიცება არ არის სწორი საქციელი.
თუმცა ვიცი ეხლა ივლი წრეზე და ბოლოს კათოლიკეების მაგალითის მოყვანას დამიწყებ.gigi.gif
როგორც უკვე ადრე დაგიწერე კათოლიკეები რას აკეთებენ თუ აკეთებდნენ ადრე ეს მე არ მეხება და სხვებთან მოიყვანე ეს მაგალითები.

Posted by: winrar 6 Mar 2024, 01:36
QUOTE (daviti35 @ 6 Mar 2024, 01:06 )
QUOTE (winrar @ 4 Mar 2024, 19:36 )
ეს ალბათ არ უნდა დაგეწერა, რადგან თავად ცუდად გესმის პიროვნული თვისების რაობა.
ბევრს ვხედავო და დაასახელე სამყაროს შემოქმედის რამდენიმე პიროვნული თვისება და მიუსადაგე თუ შეძლებ.

საკუთარის ნაცვლად ერთერთი გამოჩენილი და კორიფე მეცნიერის აზრის დაციტირებას ვამჯობინებ ღმერთის ერთერთ თვისებაზე.
https://www.youtube.com/shorts/Ktx5dLpNsII

იმედია არ დამიწერ ამ მეცნიერმა ბევრი არაფერი იცისო როგორც ერთმა კოლეგა ფორუმელმა დაწერა უკვე.)
* * *
[QUOTE=Obser_ver,4 Mar 2024, 20:58 ]

რა ვიცი ადრე საკუთარი სიტყვებით გერჩივნა გადმოცემა …

ოკ, ჰოდა რა თვისებაა ეგ, რა ქვია მაგ თვისებას?

Posted by: daviti35 6 Mar 2024, 01:43
QUOTE (winrar @ 6 Mar 2024, 01:36 )

რა ვიცი ადრე საკუთარი სიტყვებით გერჩივნა გადმოცემა …

ოკ, ჰოდა რა თვისებაა ეგ, რა ქვია მაგ თვისებას?

ჩემ დაწერილზე იტყვიან არ მჯერაო. ხოლო მეცნიერზე ვერ იტყვიან ცდებაო. უფრო სერიოზული არგუმენტია რომელსაც წყალი ნაკლებად გაუვა.
რა თვისებაა და სიყვარული ღმერთისა ადამიანისადმი. ხომ ამბობს მეცნიერი თავიდანვე. კიდე სხვა ბევრი თვისებებია. თუმცა მათი მიხვედრა არ უნდა იყოს რთული წესით.)

Posted by: Saturnus 6 Mar 2024, 01:50
daviti35

QUOTE
ხოლო მეცნიერზე ვერ იტყვიან ცდებაო.

აააჰაჰა lol.gif lol.gif lol.gif facepalm.gif facepalm.gif

ღმერთია ეს დედანატირები კაკუ თუ მღვდელი?

მეტანიები გაუკეთე ბარემ ან აღსარება ჩააბარე lol.gif drug.gif

Posted by: winrar 6 Mar 2024, 02:00
QUOTE (daviti35 @ 6 Mar 2024, 01:43 )
QUOTE (winrar @ 6 Mar 2024, 01:36 )

რა ვიცი ადრე საკუთარი სიტყვებით გერჩივნა გადმოცემა …

ოკ, ჰოდა რა თვისებაა ეგ, რა ქვია მაგ თვისებას?

ჩემ დაწერილზე იტყვიან არ მჯერაო. ხოლო მეცნიერზე ვერ იტყვიან ცდებაო. უფრო სერიოზული არგუმენტია რომელსაც წყალი ნაკლებად გაუვა.
რა თვისებაა და სიყვარული ღმერთისა ადამიანისადმი. ხომ ამბობს მეცნიერი თავიდანვე. კიდე სხვა ბევრი თვისებებია. თუმცა მათი მიხვედრა არ უნდა იყოს რთული წესით.)

თვალსა და იუთუბსშუა გვატყუებ ისევ gigi.gif

ადამიანის მიმართ სიყვარულზე არ საუბრობს ეს კაცი, დედამიწაზე ამბობს.

Posted by: °iki° 6 Mar 2024, 02:03
QUOTE
როგორ შეგვიძლია ჩვენი შესაძლებლობებით დღეს ავხსნათ არაფრის არ არსებობა?

ადგილი, სადაც ვერ დაისვენებ :მთქნარებისსმაილი:

Posted by: Saturnus 6 Mar 2024, 02:05
winrar
QUOTE
ადამიანის მიმართ სიყვარულზე არ საუბრობს ეს კაცი, დედამიწაზე ამბობს.

ეგ ინტერვიუ ძაან ცუდ მომენტში წყდება ისე თან, ორიგინალი ვერ ვიპოვე ვერაფრით. მეორე კლასსში იყო ეგ რო წაიკითხა და ბოლოს ამბობს თავის აზრს რაც ამის და ამისნაირების რწმენა/წარმოდგენებს არ მგონია დაემთხვეს. მანდ წყდება ვიდეო drug.gif

ედიტ, ვიპოვე სრული ვერსია

1:51-დან, ეს ჟურნალისტი რო კითხავს ჯამში რას ფიქრობს ეუბნება რომ მილიარდობით პლანეტაა (ყველა ვარსკვლავს შეიძლება 1 მაინც ყავდეს) და მაგიტომ შეგიძლია ღმერთის გწამდეს მარა ეს დედამიწის იდეალურობა არ ვარგა არგუმენტადო (you can still believe in god but that is not the argument that clinches the deal)!

Posted by: daviti35 6 Mar 2024, 02:12
QUOTE (winrar @ 6 Mar 2024, 02:00 )

თვალსა და იუთუბსშუა გვატყუებ ისევ gigi.gif

ადამიანის მიმართ სიყვარულზე არ საუბრობს ეს კაცი, დედამიწაზე ამბობს.

მარტო დასაწყის ნუ უყურებ ვიდეოს შუა ნაწილსაც მიაქციე ყურადღება.
ხოლო სიტყვა დედამიწაზე რომ იქ მცხოვრები არსებებიც იგულისხმება ამის განმარტება კიდე ვგონებ არაა საჭირო.)

უფრო საინტერესო ის თემაა რაში ვლინდება ღმერთის სიყვარულის ეს თვისება სამყაროში. თუმცა მარტივი საკითხია და განმარტება მგონი არც უნდა ადამიანი ისედაც უნდა მიხვდეს.)

Posted by: winrar 6 Mar 2024, 02:18
QUOTE (Saturnus @ 6 Mar 2024, 02:05 )
winrar
QUOTE
ადამიანის მიმართ სიყვარულზე არ საუბრობს ეს კაცი, დედამიწაზე ამბობს.

ეგ ინტერვიუ ძაან ცუდ მომენტში წყდება ისე თან, ორიგინალი ვერ ვიპოვე ვერაფრით. მეორე კლასსში იყო ეგ რო წაიკითხა და ბოლოს ამბობს თავის აზრს რაც ამის და ამისნაირების რწმენა/წარმოდგენებს არ მგონია დაემთხვეს. მანდ წყდება ვიდეო drug.gif

https://m.youtube.com/shorts/B9U_altb1E0

ეს ნახე, ცოტა ევროპაც ყვარებია და საერთოდ ყველა წიგნი თავიდანაა დასაწერი რომელიც სიცოცხლის მხოლოდ დედამიწაზე არსებობას ამტკიცებს, ჩამოიშალა ეგ თეორია … აგერ კაკუმ თქვა

Posted by: Gvanc_287 6 Mar 2024, 02:19
daviti35
QUOTE
მარტო დასაწყის ნუ უყურებ ვიდეოს შუა ნაწილსაც მიაქციე ყურადღება.

თავად სრულად გაქვთ ეგ ინტერვიუ ნანახი? დაგიწერეს ზემოთ ))

QUOTE

1:51-დან, ეს ჟურნალისტი რო კითხავს ჯამში რას ფიქრობს ეუბნება რომ მილიარდობით პლანეტაა (ყველა ვარსკვლავს შეიძლება 1 მაინც ყავდეს) და მაგიტომ შეგიძლია ღმერთის გწამდეს მარა ეს დედამიწის იდეალურობა არ ვარგა არგუმენტადო (you can still believe in god but that is not the argument that clinches the deal)!

თავად არ ფიქრობს რომ ეგ კარგი არგუმენტია ღმერთზე სალაპარაკოდ..

Posted by: daviti35 6 Mar 2024, 13:40
QUOTE (Gvanc_287 @ 6 Mar 2024, 02:19 )

თავად სრულად გაქვთ ეგ ინტერვიუ ნანახი?

სიმართლე ვთქვა ვერ გავიგე რა დაწერე. ვინ დაწერა რა დაწერა ან რა საკითხზე კამათობ. )

ჯერ ის საკითხი დაწერე რაზეც სადისკუსიოდ შემოხვედი და შემდეგ საკუთარი აზრი ამის შესახებ. სხვისი აზრების კოპიპასტა არ მაინტერესებს. ისინი თვითონ დამიწერენ თუ რამე აქვთ დასაწერი.)

Posted by: Gvanc_287 6 Mar 2024, 13:58
daviti35
QUOTE
სიმართლე ვთქვა ვერ გავიგე რა დაწერე. ვინ დაწერა რა დაწერა ან რა საკითხზე კამათობ. )
ჯერ ის საკითხი დაწერე რაზეც სადისკუსიოდ შემოხვედი და შემდეგ საკუთარი აზრი ამის შესახებ

მაგ ვიდეოს რომელსაც აკოპირებთ, თავად გაქვთ ნანახი მთლიანად? ანუ მისი გაგრძელება? აი ეს არის სრული ვერსია ინტერვიუსი

1:51-დან არის ის ნაწყვეტი რასაც მალმალე დებთ აქ (რომ თურმე ღმერთს უყვარდა ეს პლანეტა). მაგაზე ამბობს რომ მეორე კლასში უთხრეს ეგ და გაოცებული იყო. შემდეგ ჟურნალისტი ეკითხება, ჯამში რას ფიქრობს (ახლა აღარ არის მეორე კლასში) და კაკუ პასუხობს რომ მილიარდობით პლანეტაა (ყველა ვარსკვლავს შეიძლება 1 მაინც ყავდეს) და მაგიტომ შეგიძლია ღმერთის გწამდეს მაგრამ ეს (დედამიწის იდეალურ ადგილას ყოფნა) არ ვარგა არგუმენტადო (you can still believe in god but that is not the argument that clinches the deal)

ესე უფრო გასაგებია? თუ აგიხსნათ ეს ინგლისური წინადადება ზუსტად როგორ ითარგმნება? ))) თუ გინდათ მაგ მონაკვეთის ტექსტს დავწერ მთლიანად, არ მეზარება.
ფაქტი სახეზეა, ისევ რაღაც კონტექსტიდან ამოღებულ მონაკვეთს ენდეთ, იუთუბის მოკლე ვიდეოდან )))) როგორც აღმოჩნდა სულ ტყუილად და ხალხსაც "მოძღვრავთ" აქ, ისეთი რამით რაც თავად არ გინახავთ წესიერად. როდის უნდა გამოიტანოთ დასკვნები საკუთარი შეცდომებიდან?

Posted by: daviti35 6 Mar 2024, 21:57
Gvanc_287
კონკრეტულად რა საკითხზე შემოდიხარ პოლემიკაში მაინც არ დაწერეთ. lol.gif

ინგლისურის თარგმნა არ მინდა თქვენი თარგმანი უკვე ვნახე ერთხელ კაკუს ინტერვიუზე ყველაზე მთავარი ნაწილი ინტერვიუსი როგორ შეცდომითაც თარგმნეთ და როცა მიუთითე ამ შეცდომაზე. პასუხი იყო მერე რა მოხდაო.)
რაც შეეხება ვიდეოს ყურადღება მიაქციეთ შუა ნაწილს 4000 პლანეტას რომ ეხება რათა სრული აზრი გაიგოთ კაკუსი.
ამას დავუმატებ კიდე ამ თემაზე ერტერთი გამოჩენილი ქართველი მეცნიერ ფიზიკოსის ლექციას ამ თემაზე.
ინგლისური თუ ძნელი გასაგებია ქართული უფრო ადვილი. თან აქ ეს საკითხი უფრო დეტალებშია გაშლილი. ქართველი
მეცნიერის ზაზა ოსმანოვის მიერ.
https://www.youtube.com/watch?v=ZISe2eNVkZY&t=2041s

ასე რომ მეტი ინფორმაციის მისარებად შეგიძლიათ ამ ვიდეოსაც მოუსმინოთ და კაკუს ნათქვამი უფრო ნატელი გახდება თქვენთვის.

Posted by: Gvanc_287 6 Mar 2024, 22:57
daviti35
QUOTE
კონკრეტულად რა საკითხზე შემოდიხარ პოლემიკაში მაინც არ დაწერეთ.

თქვენს დადებულ მიჩიო კაკუს ინტერვიუზე რომელიც კონტექსტიდან არის ამოღებული და ისე ჩანს თითქოს მაგ კაცს სჯერა რომ ღმერთმა ეს პლანეტა ყველა სხვა პლანეტისგან განსხვავებულად შექმნა და უყვარს თუ უყვარდა.

QUOTE
ინგლისურის თარგმნა არ მინდა თქვენი თარგმანი უკვე ვნახე ერთხელ კაკუს ინტერვიუზე ყველაზე მთავარი ნაწილი ინტერვიუსი როგორ შეცდომითაც თარგმნეთ და როცა მიუთითე ამ შეცდომაზე.

იტყუებით. არ იყო მანდ არაფერი შეცდომა.

QUOTE
პასუხი იყო მერე რა მოხდაო.)

კი ნამდვილად, ისეთი არაფერი მითარგმნია რომ აზრი შეცვლილიყო.

QUOTE
რაც შეეხება ვიდეოს ყურადღება მიაქციეთ შუა ნაწილს 4000 პლანეტას რომ ეხება რათა სრული აზრი გაიგოთ კაკუსი.

მივაქციე ყურადღება და ბოლოს ამბობს რომ მილიარდობით პლანეტაა ეგეთი მარტო ამ გალაქტიკაში (ყველა ვარსკვლავს რასაც ვხედავთ დიდი ალბათობით 1 მაინც ყავს) და მაგიტომ ეგ არ არის არგუმენტი რომელიც ღმერთის არსებობის ამბავს დახურავს (clinches the deal).
სინამდვილეში აქაც იგივე გემართებათ, აზრი ვერ გამოგაქვთ ამ ვიდეოდან, ისევე როგორც მაშინ ))))

ოსმანოვზე არ ვკამათობთ აქ და არ მაინტერესებს. სხვა თემაში გიპასუხეთ უკვე მაგ კაცზეც და გაიქეცით ))))

Posted by: winrar 7 Mar 2024, 08:44
QUOTE (daviti35 @ 6 Mar 2024, 21:57 )
ამას დავუმატებ კიდე ამ თემაზე ერტერთი გამოჩენილი ქართველი მეცნიერ ფიზიკოსის ლექციას ამ თემაზე.
ინგლისური თუ ძნელი გასაგებია ქართული უფრო ადვილი. თან აქ ეს საკითხი უფრო დეტალებშია გაშლილი. ქართველი
მეცნიერის ზაზა ოსმანოვის მიერ.
https://www.youtube.com/watch?v=ZISe2eNVkZY&t=2041s

ასე რომ მეტი ინფორმაციის მისარებად შეგიძლიათ ამ ვიდეოსაც მოუსმინოთ და კაკუს ნათქვამი უფრო ნატელი გახდება თქვენთვის.

მაგ სერიიდან დრეიკის განტოლებაზე მოუსმინე ლექციას თუ ზედმეტად ძვლიანი აღმოჩნდა?

რთული ქვეწყობილი წინადადებების ნაკუწებით აზრს ვერ გამოიტან და ვერც არგუმენტად შეასაღებ აქ ვინმეს.

Posted by: Popper 8 Mar 2024, 15:50
ფერმის პარადოქსი არის ღმერთის არსებობის დასტურის 99,99%-იანი არგუმენტი. ამიტომ ათეები სისხლს ფსამენ, რომ ვერაფერს ვერ უხერხებენ მას. :დ ხან ღადაობაში ატარებენ (ის მემი მახსენდება, ტიპს ღრეჭვის ნიღაბი რომ აქვს აფარებული და უკნიდან კბილები დაკრეჭილი და ცრემლებს აღვარღვარებს). :დ არ ვიცი, მაგ კაკუმ რატომ არ ახსენა ფერმის პარადოქსი, შეიძლება არც იცის მისი არსებობის შესახებ.

Posted by: Saturnus 8 Mar 2024, 21:36
Popper
QUOTE
ფერმის პარადოქსი არის ღმერთის არსებობის დასტურის 99,99%-იანი არგუმენტი. ამიტომ ათეები სისხლს ფსამენ, რომ ვერაფერს ვერ უხერხებენ მას. :დ

რატო იტყუები? უმარტივესია მაგის გადაჭრა და პარადოქსიც არ არის. ესე რამდენიმე თვეში გინდება ხოლმე რამე ესეთი უაზრობის დაწერა და მერე დაკარგვა? რა არის შენი მიზანი? user.gif

Posted by: daviti35 16 Mar 2024, 12:44
winrar
რასაც მიჩიო კაკუ საუბრობს იმის ვრცელი ვერსია მოცემულია ბატონ ზაზა ოსმანოვის მაგ ვიდეოს ნაწყვეტში მზის სისტემასთან დაკავშირებით. იმ ჩამოთვლილთაგან თუ რომლიმე მეცნიერულ ფაქტს ტყუილს ამბობს დაწერე და განვიხილოთ. ხოლო თუ ყველაფერში ეთანხმები მაშინ საკამათოც არაფერია. საუბარი იყო მზის სისტენაზე და სხვა თემებზე გამოყოლას არ ვაპირებ.)
* * *
QUOTE (Gvanc_287 @ 6 Mar 2024, 22:57 )

ოსმანოვზე არ ვკამათობთ აქ და არ მაინტერესებს. სხვა თემაში გიპასუხეთ უკვე მაგ კაცზეც და გაიქეცით ))))

ზაზა ოსმანოვის ვიდეოზე რომელიც არის ვრცელი ვერსია კაკუს ნათქვამისა( და რომლის გაშლაც კიდე უფრო შეიძლება სხვა ვიდეოებით მოცემულია)
არაფერი გიპასუხია.)
მუხლობრივადაც კი ჩამოვწერე ის პუნქტები რასაც ამ ვიდეოში ბატონი ზაზა საუბრობს. ასე რომ შეგიძლია აქ უპასუხო ორივე ვიდეოს ერთად. შეგიძლია დაწერო მაგ რას იტყუება ოსმანოვი ამ ვიდეოში.)

Posted by: Gvanc_287 16 Mar 2024, 14:41
daviti35
QUOTE
ზაზა ოსმანოვის ვიდეოზე რომელიც არის ვრცელი ვერსია კაკუს ნათქვამისა( და რომლის გაშლაც კიდე უფრო შეიძლება სხვა ვიდეოებით მოცემულია)
არაფერი გიპასუხია.)

რაც არ გინდათ და არ გაწყობთ, აღარ გახსოვთ? )))) https://forum.ge/?showtopic=34469396&view=findpost&p=61029710 გიპასუხეთ კიდევაც მაგაზე, ვიკამათეთ კიდევაც და თემიდანაც გადახტით პასუხების არ ქონის გამო. მერე დაიკარგეთ საერთოდ იგივე მიზეზით )))

პ.ს. კაკუს ნათვამი არ არის ეგ, კაკუს უთხრეს მეორე კლასში რომ იყო და გაოცდა მაშინ, მაგრამ დღეს სხვანაირად ფიქრობს, მაგ ინტერვიუს გაგრძელებაში ჩანს.

Posted by: winrar 16 Mar 2024, 15:43
QUOTE (daviti35 @ 16 Mar 2024, 12:44 )
winrar
რასაც მიჩიო კაკუ საუბრობს იმის ვრცელი ვერსია მოცემულია ბატონ ზაზა ოსმანოვის მაგ ვიდეოს ნაწყვეტში მზის სისტემასთან დაკავშირებით. იმ ჩამოთვლილთაგან თუ რომლიმე მეცნიერულ ფაქტს ტყუილს ამბობს დაწერე და განვიხილოთ. ხოლო თუ ყველაფერში ეთანხმები მაშინ საკამათოც არაფერია. საუბარი იყო მზის სისტენაზე და სხვა თემებზე გამოყოლას არ ვაპირებ.)

დრეიკის განტოლებაზე მოუსმინეთქო მაგ სერიიდან ლექციას, დრეიკის განტოლებაზეე.

ლექციების მთელი ეგ ციკლი არამიწიერი ცივილიზაციების კვლევაზე აქვს მიძღვნილი ოსმანოვს და შენ აქ კრეაციონიზმის აპოლოგეტად გვაცნობ.
ეს დემაგოგიაც აღარაა, უპატივცემულობაა. givi.gif

Posted by: Saturnus 16 Mar 2024, 17:24
winrar
QUOTE
ეს დემაგოგიაც აღარაა, უპატივცემულობაა.

ხო აი მაგაზე იდარდებს დავითა, მაგის ჩიტია lol.gif

Posted by: daviti35 16 Mar 2024, 17:26
QUOTE (winrar @ 16 Mar 2024, 15:43 )

ლექციების მთელი ეგ ციკლი არამიწიერი ცივილიზაციების კვლევაზე აქვს მიძღვნილი ოსმანოვს და შენ აქ კრეაციონიზმის აპოლოგეტად გვაცნობ.
ეს დემაგოგიაც აღარაა, უპატივცემულობაა. givi.gif

ბატონი ზაზა ოსმანოვი საკმაოდ სტაჟიანი ფორუმელიც არის და ძალიან კარგად ვიცი მისი შეხედულებები. კამათიც მქონია თავის დროზე დაახლოებით 2006 წლიდან მოყოლებული კალენდრის და სხვა რელიგიურ თემებზე. ყოველმხრივ ქრისტიანულ შეხედულებებზეა. ასე რომ მისთვის ათეისტობის თუ მსგავსის დაბრალება არ გამოვა.)
თქვენ ალბათ შედარებით ახალი ხართ ფორუმ სივრცეში და ბევრი რამ არ გეცოდინებათ.

* * *
Gvanc_287
არანაირი პასუხი ეგ არ არის. ბატონი ზაზა ჩამოთვლის იმ ფაქტორებს მზის სისტემაში რომლის გარეშეც სიცოცხლის არცერთი ფორმა არ იარსებებს დედამიწაზე. რა შეგუებაზეა საერთოდ საუბარი ). ყურადღებით მოუსმინე ვიდეოს და მერე მიპასუხე სწორედ. თქვენი "შემგუებლობის და მორგების"ლოგიკით მაშინ მარსზე და იუპიტერზეც უნდა გულაობდნენ სიცოცხლის სხვადასხვა ფორმები.) ეს პასუხი იმ ჟანრიდანაა დინოზავრები რომ დაპატარავდნენ მტაცებლებისგან დევნისას რომ უფრო პატარა სოროებში შეტეულიყვნენ.)

რაც შეეხება კაკუს ამაზე უკვე გიპასუხეთ 4000ათას პლანეტაზე რომ საუბრობს და სხვა ვიდეო უნდა განიხილოთ ერთ მთლიანობაში და არა ნაკუწებად დაჭრათ და მარტო ის გამოყოთ რაც გაწყობთ.)

Posted by: Gvanc_287 16 Mar 2024, 18:13
daviti35
QUOTE
არანაირი პასუხი ეგ არ არის

ზუსტად ის პასუხია რაც მაგ კითხვას ჭირდება. თქვენ არ გაწყობთ და მაგიტომ არ არის პასუხი? თუ რა სახის პასუხს ელოდებით მაინც? ))

QUOTE
ბატონი ზაზა ჩამოთვლის იმ ფაქტორებს მზის სისტემაში რომლის გარეშეც სიცოცხლის არცერთი ფორმა არ იარსებებს დედამიწაზე. რა შეგუებაზეა საერთოდ საუბარი ).

კი ეგ გავიგე და მაგიტომ გეკითხებით, ყოველთვის ასეთი პირობები იყო ამ პლანეტაზე? ყოველთვის ეს სახეობები ცხოვრობდნენ მხოლოდ რასაც დღეს ვხედავთ? რა სახეობებიც დღეს გვყავს, მაგათთვის იყო ეს "იდეალური" პირობები მაგალითად 2 მილიარდი წლის წინ? რა შეგუებაზეა საუბარი და რასაც ამ პლანეტის ისტორია გვაჩვენებს. გაქვთ განათლება მაგ საკითხში? თუ მხოლოდ დღევანდელი ფლორა-ფაუნით საზღვრავთ ყველაფერს? )))

QUOTE
ყურადღებით მოუსმინე ვიდეოს და მერე მიპასუხე სწორედ. თქვენი "შემგუებლობის და მორგების"ლოგიკით მაშინ მარსზე და იუპიტერზეც უნდა გულაობდნენ სიცოცხლის სხვადასხვა ფორმები.)

გპასუხობთ: მარსზე და იუპიტერზე არ არის სიცოცხლისთვის საჭირო ფაქტორები, მაგრამ დედამიწაზეც არ იყო ყოველთვის ეგ პირობები (მაგალითად 4 მილიარდი წლის წინ). და მაგის შემდეგაც, სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირობები იყო სხვადაახვა სახის სიცოცხლის ფორმებისთვის და არა რაღაც 1 და იდეალური სისტემა. 2.3-2.4 მილიარდი წლის წინ გაიზარდა ვთქვათ ჟანგბადის დონე და 2.1% იყო (დღეს 21% გვაქვს).

QUOTE
ეს პასუხი იმ ჟანრიდანაა დინოზავრები რომ დაპატარავდნენ მტაცებლებისგან დევნისას რომ უფრო პატარა სოროებში შეტეულიყვნენ.)

და რა პრობლემა გაქვთ მაინც ამასთან? მაგის გარდა უამრავი ფაქტორია ევოლუციაში. იცით რომელიმე? განათლება გაქვთ მაგ საკითხში? ევოლუციის თემიდან რომ აორთქლდით, ეგეც თქვენს განათლებას მივაწეროთ? ))

QUOTE
რაც შეეხება კაკუს ამაზე უკვე გიპასუხეთ 4000ათას პლანეტაზე რომ საუბრობს და სხვა ვიდეო უნდა განიხილოთ ერთ მთლიანობაში და არა ნაკუწებად დაჭრათ და მარტო ის გამოყოთ რაც გაწყობთ.)

ნაკუწებად თავად ჭრით მაგ ვიდეოს და ხალხს ატყუებთ აქ )) დაიდო წინა გვერდზე მაგ ვიდეოს სრული ვერსია და ძალიან გასაგებად ამბობს: შეგიძლიათ ღმერთის გწამდეთ მაგრამ ეგ (დედამიწის იდეალირ ადგილას ყოფნა) არ არის არგუმენტი რომელიც მაგ საკითხს დახურავსო.

Posted by: winrar 16 Mar 2024, 20:02
QUOTE (daviti35 @ 16 Mar 2024, 17:26 )
QUOTE (winrar @ 16 Mar 2024, 15:43 )

ლექციების მთელი ეგ ციკლი არამიწიერი ცივილიზაციების კვლევაზე აქვს მიძღვნილი ოსმანოვს და შენ აქ კრეაციონიზმის აპოლოგეტად გვაცნობ.
ეს დემაგოგიაც აღარაა, უპატივცემულობაა.  givi.gif

ბატონი ზაზა ოსმანოვი საკმაოდ სტაჟიანი ფორუმელიც არის და ძალიან კარგად ვიცი მისი შეხედულებები. კამათიც მქონია თავის დროზე დაახლოებით 2006 წლიდან მოყოლებული კალენდრის და სხვა რელიგიურ თემებზე. ყოველმხრივ ქრისტიანულ შეხედულებებზეა. ასე რომ მისთვის ათეისტობის თუ მსგავსის დაბრალება არ გამოვა.)

ჰოდა რადგან ასე კარგად იცნობთ ბატონ ზაზას, იქნებ ჰკითხოთ რა გრჯიდათ იმ მრავალსაათიანი ლექციების კურსის მომზადებისას არამიწიერ ცივილიზაციებზე, თუ მთავარი სათქმელი ის იყო რომ დედამიწაა სამყაროს ცენტრი და სიცოცხლის არსებობა სხვაგან გამორიცხულიათქო spy.gif

Posted by: daviti35 16 Mar 2024, 22:11
Gvanc_287
ეტყობა მართლა არ გიყურებიათ იმ ვიდეოსთვის ასეთ უცნაურ პასუხს არ დაწერდით რა შუაშია ჟანგბადის 2%და აშ. იქ რა საკითხებზეა საუბარი პლანეტის ზომა შიდა სტრუქტურა მდებარეობა და აშ.
რა არის საჭირორომ პლანეტას საკუთარი ატმოსფერო ჰქონდეს.
თუ რამის თქმა შეგიძლიათ იმ ვიდეოში მუხლობრივად ჩამოთვლილი რომელიმეფაქტის წინააღმდეგ დაწერეთ რამე თუ არა ეს სხვა თემებზე გადახტომა და არასწორი მაგალითების მოყვანა რაზეც ვიდეოში საუბარი საერთოდ არ ყოფილა არ გამოვა).
რაც შეეხება კაკუს მთელ ვიდეოში სათქმეკს ნათლად ამბობს თქვენი მცდელობა კი დააქუცმაცოთ ეს ვიდეო და სხვა ნაწყვეტების კომპილაციით ააწყოთ სასურველი არანაირად არ გამოვა.
* * *
QUOTE (winrar @ 16 Mar 2024, 20:02 )

ჰოდა რადგან ასე კარგად იცნობთ ბატონ ზაზას, იქნებ ჰკითხოთ რა გრჯიდათ იმ მრავალსაათიანი ლექციების კურსის მომზადებისას არამიწიერ ცივილიზაციებზე, თუ მთავარი სათქმელი ის იყო რომ დედამიწაა სამყაროს ცენტრი და სიცოცხლის არსებობა სხვაგან გამორიცხულიათქო spy.gif

გარჯა რა შუაშია. სამსახურია და სასწავლო ლექციების პროგრამა სტუდენტებისთვის რომელსაც კითხულობს.
თუ კონკრეტულად იმ ვიდეოს ნაწყვეტში რამე არამეცნიერულს ამბობს და ტყუილს შეგიძლიათ დაწეროთ.
თუმცა რადგან იცით რომ იქ მოყვანილი ყველა უშეცდომო მეცნიერული ფაქტია და აქ ვერაფერს გააპროტესტებთ. სულ სხვა თემებზე ცდილობთ გადასვლას.)

Posted by: winrar 17 Mar 2024, 00:35
QUOTE (daviti35 @ 16 Mar 2024, 22:11 )
QUOTE (winrar @ 16 Mar 2024, 20:02 )

ჰოდა რადგან ასე კარგად იცნობთ ბატონ ზაზას, იქნებ ჰკითხოთ რა გრჯიდათ იმ მრავალსაათიანი ლექციების კურსის მომზადებისას არამიწიერ ცივილიზაციებზე, თუ მთავარი სათქმელი ის იყო რომ დედამიწაა სამყაროს ცენტრი და სიცოცხლის არსებობა სხვაგან გამორიცხულიათქო  spy.gif

გარჯა რა შუაშია. სამსახურია და სასწავლო ლექციების პროგრამა სტუდენტებისთვის რომელსაც კითხულობს.
თუ კონკრეტულად იმ ვიდეოს ნაწყვეტში რამე არამეცნიერულს ამბობს და ტყუილს შეგიძლიათ დაწეროთ.
თუმცა რადგან იცით რომ იქ მოყვანილი ყველა უშეცდომო მეცნიერული ფაქტია და აქ ვერაფერს გააპროტესტებთ. სულ სხვა თემებზე ცდილობთ გადასვლას.)

ტყუილს ტყუილზე აბრეხვებ, არანაირი სასწავლო პროგრამა ეგ არაა, თავისუფალი ლექციაა დაინტერესებული სტუდენტებისთვის იმის შესახებ რაზედაც თავად ზაზაც მუშაობს.

ლექცია 1. პრიმიტიული სიცოცხლე სამყაროში.
ლექცია 2. გონიერი სიცოცხლე სამყაროში და მისი ძიების მეთოდები.
ლექცია 3. რამდენი ცივილიზაციაა გალაქტიკაში?
ლექცია 4. კოსმოსური არტეფაქტები.
ლექცია 5. ფერმის პარადოქსი.
ლექცია 6. SETI საქართველოში.

სათაურები მაინც გაქვს წაკითხული ამ ლექციების, რომელიც არგუმენტად მოგყავს?!
ზედაპირულობის და არაკომპეტენტურობის კორიანტელს აყენებ აქ ჭკვიანი სახით და თავმოყვარეობა არ გყოფნის ამდენი მხილების შემდეგ რომ იგივე უტიფრობით არ გააგრძელო ყურების გამოჭედვა.
არცოდნა დასაცინი არაა, მაგრამ შენი გამოსვლები სხვას არაფერს იმსახურებს, რადგან შეგნებულად ცრუობ გამუდმებით!

Posted by: Gvanc_287 17 Mar 2024, 00:43
daviti35
QUOTE
ეტყობა მართლა არ გიყურებიათ იმ ვიდეოსთვის ასეთ უცნაურ პასუხს არ დაწერდით რა შუაშია ჟანგბადის 2%და აშ. იქ რა საკითხებზეა საუბარი პლანეტის ზომა შიდა სტრუქტურა მდებარეობა და აშ.
რა არის საჭირორომ პლანეტას საკუთარი ატმოსფერო ჰქონდეს.
თუ რამის თქმა შეგიძლიათ იმ ვიდეოში მუხლობრივად ჩამოთვლილი რომელიმეფაქტის წინააღმდეგ დაწერეთ

მაგ ჩამონათვალზე გიპასუხეთ უკვე: სიცოცხლეა დროთა განმავლობაში შეგუებული მაგ პირობებს და არა პირიქით - სიცოცხლისთვის არ არის ეს პლანეტა იდეალურად გაჩენილი. ისტორია მაგას გვაჩვენებს. თქვენ სხვა ისტორია იცით? 4 მილიარდი წლის წინ იდრალური პირობები იყო ამ პლანეტაზე სიცოცხლისთვის? მაშინ როგორი იყო ეგ ატმოსფერო? მიპასუხეთ ამაზე. და სხვა თემა კი არა მაგ თემის დაკონკრეტებაა ეს. ჟანგბადის დონე თუ არ განსაზღვრეთ აბა რას საზღვრავთ? ატმოსფერო უამრავ პლანეტას აქვს

QUOTE
რაც შეეხება კაკუს მთელ ვიდეოში სათქმეკს ნათლად ამბობს თქვენი მცდელობა კი დააქუცმაცოთ ეს ვიდეო და სხვა ნაწყვეტების კომპილაციით ააწყოთ სასურველი არანაირად არ გამოვა.

რატო იტყუებით ასე უტიფრად? კაკუ ამბობს რომ მეორე კლასში როცა იყო უთხრეს რომ ღმერთს ისე უყვარდა ეს პლანეტა რომ იდეალურ ადგილას შექმნა ისეთი პირობებით რომ ზედ სიცოცხლეს ეარსება. შემდეგ ჟურნალისტი ეკითხება დღეს რას ფიქრობს მაგაზე, რაზეც ამბობს რომ ძალიან ბევრი პლანეტაა ამ სამყაროში და კი შეგიძლია ღმერთის გჯეროდეს მაგრამ ეგ არ არის არგუმენტი რომელიც საკითხს დახურავს (clinches the deal). ვიდეო მონაკვეთი ამოვჭრა და ავტვირთო იუთუბზე რაც მაგ თქვენი ნაწყვეტის გაგრძელება და აზრის დასრულება იქნება? ეგრე გაიგებთ? თუ გესმით მაგრამ უბრალოდ იტყუებით? მე შემრცხვებოდა თქვენს ადგილას.

winrar
QUOTE
ზედაპირულობის და არაკომპეტენტურობის კორიანტელს აყენებ აქ ჭკვიანი სახით და თავმოყვარეობა არ გყოფნის ამდენი მხილების შემდეგ რომ იგივე უტიფრობით არ გააგრძელო ყურების გამოჭედვა.
არცოდნა დასაცინი არაა, მაგრამ შენი გამოსვლები სხვას არაფერს იმსახურებს, რადგან შეგნებულად ცრუობ გამუდმებით!

ახლა ვნახე ეს თქვენი პოსტი, მარტო მე არ ვარ როგორც ჩანს ვინც ტყუილებში გამოიჭირა ეს იუზერი )))

Posted by: daviti35 18 Mar 2024, 02:02
winrar
დისკუსია არის მზის სისტემაზე და დაიდო ორი ვიდეო კაკუსი და ბატონი ზაზასი. ამ ვიდეოში მოყვანილი მაგალითებით იუპიტერზე,მარსზე,მთვარეზე,მზეზე, დედამიწაზე მათ ფუნქციებსა და თავისებურებებზე და მათ გადამწყვეტ როლზე სიცოცხლის არსებობისა მზის
სისტემაში.
იმის მაგივრად ამ ციურ სხეულებზე ისაუბროთ და თუ რამე ტყუილი ითქვა დაასაბუთოთ ერთი საკითხი მაინც განიხილოთ. ამის მაგივრად ჯერ მეცნიერის ზოგად მსოფხედველობაზე გადახვედით,შემდეგ კი ლექციების სტატუსს განიხილავთ,რადგან თემაზე არაფერი გაქვთ სათქმელი და ისეთ თემაზე ცდილობთ გადასვლას რაც საერთოდ მეასე ხარისხოვანია და არაა კავშირში თემასთან.
ასე რომ დაწერთ რამეს მზის სისტემაზე დაწერთ თუ არა თქვენთან დისკუსია ამ საკითხზე დამთავრებულია.
ამის მეტი რა მინახავს როცა თემაზე არ აქვთ არაფერი სათქმელი და გადადიან ათას უცნაურობა სხვა საკითხებზე.)
* * *
Gvanc_287
იგივეს დაგიწერთ თქვენც შეგიძლია რამე დაწეროთ მზის სისტემის ციურ სხეულებზე და იმ საკითხებზე რაც ორივე ვიდეოშია მოყვანილი თუ არა რაღაც უცნაური თემებისა ჟანგბადიო და კიდე კაკუს ვიდეოს არასწორი ინტერპრეტაციისა როცა 4000ათას პლანეტას და სხვა ნათქვამებს ტოვებთ რაზეც ვიდეოშია საუბარი და ყურს იქიდან აბავთ ჭიქას საიდანაც გაწყობთ.) მარტო ინტერვიუს ცალკეულ ადგიკებს რომ იღებთ.

მოკლედ მზის სისტემაზე თუ ვერაფერს დაწერთ თქვენთაბაც დასრულებულია ამ საკითხზე დისკუსია.
გამოჩნდება ალბათ სხვა ვინმე მზის სისტემის მცოდნე.)

Posted by: winrar 18 Mar 2024, 14:38
daviti35

არ მშურს შენი _ მრავალსაათიანი ლექციიდან იუთიბის შორტებით ცდილობ შეიმეცნო საკითხი და მერე იკამათო კიდეც ამაზე, ამიტომ ვარდები ყოველთვის ისეთ სიტუაციაში, რომ ტყუილით გიწევს ფონს გასვლა.
სერია ეძღვნება არამიწიერი ცივილიზაციების შესწავლას და ავტორი გამოგყავს გეოცენტრული მოდელის აპოლოგეტად; ვიცნობ მაგას და მორწმუნე კაციაო გვიმტკიცებ facepalm.gif
დედამიწის განლაგება რომ განსაკუთრებულია მაგას კაკუს და ზაზას ლექციები არ ჭირდება, ცნობილი ფაქტია. შენ ცდილობ მათი აზრის უხეშად დამახინჯებით წარმოაჩინო, თითქოს ზემოხსენებული ავტორები აღიარებენ დედამიწას, როგორც ერთადერთ შესაძლო ადგილს სამყაროში სიცოცხლის არსებობისთვის.

დისკუსია შენ კაი ხანია დამთავრებული გაქვს ყველა თემაზე gigi.gif

Posted by: Gvanc_287 18 Mar 2024, 20:04
daviti35
QUOTE
იგივეს დაგიწერთ თქვენც შეგიძლია რამე დაწეროთ მზის სისტემის ციურ სხეულებზე და იმ საკითხებზე რაც ორივე ვიდეოშია მოყვანილი თუ არა

მაინც რა გინდათ რომ დავწერო? გასაგებია ეგ არგუმენტები რაც მაგ ვიდეოშია მოყვანილი და გეუბნებით: ყოველთვის ესეთი იდეალური პირობები არ იყო ამ პლანეტაზე. ასევე რამდენიმე პლანეტა გვაქვს აღმოჩენილი რომლებიც მაგ "სიცოცხლის ზოლში" არიან დედამიწის მსგავსად, თავიანთი ვარსკვლავის სისტემებში.

QUOTE
რაღაც უცნაური თემებისა ჟანგბადიო

რა არის უცნაური მანდ? თქვენ ამბობთ რომ ღმერთმა იდეალურად შექმნა ეს პლანეტა სიცოცხლისთვის. მტკიცებულება გაქვთ იმის რომ ყოველთვის ესეთი იდეალური პირობები იყო ამ პლანეტაზე?

QUOTE
და კიდე კაკუს ვიდეოს არასწორი ინტერპრეტაციისა როცა 4000ათას პლანეტას და სხვა ნათქვამებს ტოვებთ რაზეც ვიდეოშია საუბარი და ყურს იქიდან აბავთ ჭიქას საიდანაც გაწყობთ.) მარტო ინტერვიუს ცალკეულ ადგიკებს რომ იღებთ.

სხვა ნათქვამებს თქვენ ტოვებთ ))) 4000 პლანეტაზე ამბობს almost all of them are too close or too far from the sun, ნაპოვნი გვაქვს პლანეტები რომლებიც არიან მაგ სიცოცხლის ზოლში და იმიტომ. შემდეგ როგორც უკვე დავწერე ამბობს რომ შეგიძლია ღმერთის გჯეროდეს, მაგრამ ეგ არ არის არგუმენტი რომელიც მაგ საკითხს დახურავს, იმდენი პლანეტაა ამ სამყაროში.
ასე რომ, თავად მოეშვით ჭიქაზე ყურის ისე მიბმას როგორც გაგეხარდებათ და ცალკეული ადგილების ამოღებას. აქამდე ისე ასაღებდით მაგ ვიდეოს პატარა ნაწყვეტს თითქოს კაკუ ფიქრობდა რომ ღმერთმა შექმნა ეს პლანეტა იდეალურ პირობებში და უყვარდა, ახლა მაგ 4000 პლანეტის ნაწილიდან გინდათ ტყუილი ააწყოთ ))
ისევ და ისევ, სირცხვილია )

QUOTE
მოკლედ მზის სისტემაზე თუ ვერაფერს დაწერთ თქვენთაბაც დასრულებულია ამ საკითხზე დისკუსია.
გამოჩნდება ალბათ სხვა ვინმე მზის სისტემის მცოდნე.)

დახურული არაფერია, კუთხეში ხართ უბრალოდ მიმწყვდეული და ცდილობთ გაიქცეთ )) რატო უნდა დავწერო რამე მზის სისტემაზე? ვეთანხმები ყველაფერს რასაც ოსმანოვი ამბობს და ვიცი ეს პლანეტა მზის სისტემაში როგორ პირობებშიც არის თავისი მთვარით და დანარჩენი პლანეტებით (ასევე მაგათი მთვარეებით). მაგრამ ისევ გიმეორებთ: ეგ იდეალური მდგომარეობა სიცოცხლისთვის, იდეალურია დღეს და ამ პლანეტის ისტორიის მხოლოდ ნაწილის მანძილზე.

Posted by: daviti35 22 Mar 2024, 08:53
QUOTE (winrar @ 18 Mar 2024, 14:38 )
დედამიწის განლაგება რომ განსაკუთრებულია მაგას კაკუს და ზაზას ლექციები არ ჭირდება, ცნობილი ფაქტია.

gigi.gif
თუ ცნობილი ფაქტია საკამათოც აღარაფერია.)
მოკლედ ვიდეოში ნათქვამი ყველაფერი დედამიწის ჰაბიტაციასთან დაკავშირებით არის მეცნიერული ფაქტი და ვერავინ იტყვის, რომ იქ ნათქვამი, რომელიმე ფაქტი შეცდომაა.
ეს ფაქტები კი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ გრძელი სიის ჩამონათვლისა რომელიც აუცილებელია პლანეტაზე სიცოცხლის არსებობისთვის. თუ განწყობაზე ვიყავი მერე კიდევ დავდებ სხვა ვიდეოებს სადაც მოცემულია უკვე სხვა მსგავსი ფაქტები.
ზოგადად სადისკუსიო თემაზე პასუხი გაცემული.

რაც შეეხება საკითხს რომელიც სადისკუსიო თემას საერთოდ არ ეხება. თუ რომელ აუდიტორიაში იკითხება ლექცია რა სტატუსი აქვს ლექციებს და აშ gigi.gif
ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ ეგ საკითხი ნაკლებ მაინტერესებს. თუმცა ვიდეოს დასაწყისში ბატობნი ზაზა ამ საკითხზეც საუბრობს მგონი.
რაც შეეხება ბატონ ზაზას მსოფლმხედველობას რომ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და აშ.ჩემ გარდა პატივცემული მოდერატორი და სხვები ბევრი იცნობს მას წლები პოსტინგით და მისი მსოფლმხედველობაც კარგად ვიცი.
ასე რომ ვინც იმ პერიოდში ზოგადად არ პოსტავდით ფორუმებზე მაგ პრობლემას მე ვერაფერს ვუზავ.)

Posted by: Obser_ver 22 Mar 2024, 09:06
daviti35

QUOTE
მოკლედ ვიდეოში ნათქვამი ყველაფერი დედამიწის ჰაბიტაციასთან დაკავშირებით არის მეცნიერული ფაქტი და ვერავინ იტყვის, რომ იქ ნათქვამი, რომელიმე ფაქტი შეცდომაა.

ამ ვიდეოში ნათქვამი თუ ფაქტია, მაშინ იმ ვიდეოში ნათქვამი რატომ არ არის ფაქტი, სადაც ეკლესიაში პედოფილიაზე და პედარასტიაზე საუბრობს ცოცხალი ადამიანი?

რატომ იცავ პედოფილებს და პედარასტებს? რა ინტერესი გაგაჩნია?

Posted by: daviti35 22 Mar 2024, 09:07
QUOTE (Gvanc_287 @ 18 Mar 2024, 20:04 )
მაინც რა გინდათ რომ დავწერო? გასაგებია ეგ არგუმენტები რაც მაგ ვიდეოშია მოყვანილი და გეუბნებით: ყოველთვის ესეთი იდეალური პირობები არ იყო ამ პლანეტაზე. ასევე რამდენიმე პლანეტა გვაქვს აღმოჩენილი რომლებიც მაგ "სიცოცხლის ზოლში" არიან დედამიწის მსგავსად, თავიანთი ვარსკვლავის სისტემებში.

ვეთანხმები ყველაფერს რასაც ოსმანოვი ამბობს და ვიცი ეს პლანეტა მზის სისტემაში როგორ პირობებშიც არის თავისი მთვარით და დანარჩენი პლანეტებით (ასევე მაგათი მთვარეებით). მაგრამ ისევ გიმეორებთ: ეგ იდეალური მდგომარეობა სიცოცხლისთვის, იდეალურია დღეს და ამ პლანეტის ისტორიის მხოლოდ ნაწილის მანძილზე.

თუ ეთანხმები ვიდეოში ნათქვამ ყველაფერს და საწინააღმდეგო სათქმელი ჩამოთვლილთაგან რომელიმე ფაქტზე არაფერი გაქვს აქაც საკამათო არაფერია მაშინ.
თუმცა ვერც იტყვი რადგან მანდ ჩამოთვლილი ყველაფერი მეცნიერული ფაქტია.)

დანარჩენი როცა არ იყო იდიალური ის პირობები რაც ვიდეოშია ნათქვამი მაშინ დედამიწაზე სიცოცხლე, არც იყო ისევე როგორც არ არის სიცოცხლე სხვა პლანეტებზე და ამის მაგალითად ვიდეოში მოყვანილი იყო პლანეტა მარსი.

ვიდეოებში მოცემული ესაა მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა რაც აუცილებელია პლანეტაზე სიცოცხლის არსებობისთვის და არის კიდე მრავალი ათეული ფაქტი რომლებსაც მერე დავწერ თუ განწყობაზე ვიყავი.) თუმცა ზოგადად ესეც საკმარისია.

ბატონი ზაზაც და მიჩიოც აღნიჩნავენ ამ ფაქტს მითუმეტეს იმ პირობებში რომ მიჩიო ათეისტი მეცნიერია მაგრამ ამ რეალობის შემხედვარე გაოცებას ვერ მალავს.
როგორც ასევე ბიგბანგის საკითხში და განსხვავებული ხედვებით გამოირჩევა რობოტულად მოაზროვნე ზოგიერთი ატეისტი მეცნიერისა სანამ ვების ან სხვა აღმოცენებს არ დაუდებენ ცხვირწინ აზრს რომ არ იცვლის და არ აქვს უნარი მანამდე ივარაუდოს სხვა ფაქტები.)

* * *
QUOTE (Obser_ver @ 22 Mar 2024, 09:06 )

ამ ვიდეოში ნათქვამი თუ ფაქტია, მაშინ იმ ვიდეოში ნათქვამი რატომ არ არის ფაქტი, სადაც ეკლესიაში პედოფილიაზე და პედარასტიაზე საუბრობს ცოცხალი ადამიანი?

რატომ იცავ პედოფილებს და პედარასტებს? რა ინტერესი გაგაჩნია?

ნახე ჩემი ბოლოსწინა გამოხმაურება ამ თემაზე. თუ არ გახსოვს რელიგიის განყში იყო სადაც დაგიწერე რომ დაგეწერა კონკრეტული ფაქტები, ოღონდ არა კათოლიკებზე რომ ჰაერზე პოსტინგი ცუდია და სხვა. თუმცა დააიგნორე გაიქეცი დისკუსიიდან და არაფერი მიპასუხე.

მოძებნე ის პოსტი და იმის გაგრძელებაზე მიპასუხე თუ რამის თქმა შეგიძლია. იაგო ხვიჩია თუ კიდე არვიცი რაღაცეებს რომ წერ ცოტა დეტალურად თუ რისი თქმა გინდა.
ახლა ყველა თემაში გაოფება და იმაზე საუბარი რაც თემის შინაარს არ ეხება არასწორია. ასე რომ სხვა თემებში ამ უცნაურობებს გაოფებაზე არ წამოგყვები რომ მერე ბანი მივიღო.)

კიდევ გიმეორებ მიპასუხე იმ პოსტის გაგრძელებაში რომელიც რელიგიის განყში იყო ამ თემაზე.
სხვა ვერაფერს გეტყვი.

ადრეც იყო მსგავსი შემთხვევა აი ქრისტიანები ათეისტებს დევნჯდითო და სხვებს თუმცა ფაქტი რომ მოგთხოვე კათოლიკური ინკვიზიციის მეტი და რაღაც პოლონეთის თუ ბელარუსის შემთხვევის გარდა ვერაფერი დაწერე.)

Posted by: Gvanc_287 22 Mar 2024, 09:45
daviti35
QUOTE
თუ ეთანხმები ვიდეოში ნათქვამ ყველაფერს და საწინააღმდეგო სათქმელი ჩამოთვლილთაგან რომელიმე ფაქტზე არაფერი გაქვს აქაც საკამათო არაფერია მაშინ.
თუმცა ვერც იტყვი რადგან მანდ ჩამოთვლილი ყველაფერი მეცნიერული ფაქტია.)

რა არ არის საკამათო? გითხარით უკვე, მაგ "სასიცოცხლო ზონაში" (goldilock zone) სხვა პლანეტებიც ვიპოვეთ. როგორ გამოდის მაშინ დედამიწა ერთადერთი იდეალური ეგეთი პლანეტა? მიპასუხეთ.

QUOTE
დანარჩენი როცა არ იყო იდიალური ის პირობები რაც ვიდეოშია ნათქვამი მაშინ დედამიწაზე სიცოცხლე, არც იყო ისევე როგორც არ არის სიცოცხლე სხვა პლანეტებზე და ამის მაგალითად ვიდეოში მოყვანილი იყო პლანეტა მარსი.
ვიდეოებში მოცემული ესაა მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა რაც აუცილებელია პლანეტაზე სიცოცხლის არსებობისთვის და არის კიდე მრავალი ათეული ფაქტი რომლებსაც მერე დავწერ თუ განწყობაზე ვიყავი.) თუმცა ზოგადად ესეც საკმარისია.

აშკარად არასწორად გაიგეთ ან უბრალოდ არ გინდათ გაგება რას ვწერ. იყო დრო (დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ) როცა სიცოცხლე არ არსებობდა ამ პლანეტაზე. შემდეგ 3.8 მილიარდი წლის წინ გაჩნდა პირველი სიცოცხლის ფორმები - ბაქტერიები. მაგ დროს მხოლოდ მაგ ბაქტერიებისთვის იყო სასიცოცხლო პირობები და არა სხვა ორგანიზმებისთვის. მაქედან დაახლოებით 1 მილიარდი წელი მხოლოდ ბაქტერიებისთვის და უმარტივესი ერთუჯრედიანებისთვის იყო ეგ სასიცოცხლო პირობები. აქედან გამომდინარე გეკითხებით, ასე ნელნელა თუ იცვლებოდა სასიცოცხლო პირობები ამ პლანეტაზე, მაშინ იდეალურად შექმნილი როგორ გამოდის?

QUOTE
ბატონი ზაზაც და მიჩიოც აღნიჩნავენ ამ ფაქტს მითუმეტეს იმ პირობებში რომ მიჩიო ათეისტი მეცნიერია მაგრამ ამ რეალობის შემხედვარე გაოცებას ვერ მალავს.

აქაც ისევ იტყუებით. გაოცებას ვერ მალავდა როცა მეორე კლასში იყო. დღეს უკვე ბევრი რამე იცის და აღარ უკვირს მსგავსი მოვლენები )) ისევ დავდო ეგ ვიდეო და ამოგიჭრათ რომ იქნებ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოთ მაგ კაცს რისი თქმა უნდა და ესე ყოველ პოსტში არ ამახინჯოთ მაგისი სიტყვები?

QUOTE
როგორც ასევე ბიგბანგის საკითხში და განსხვავებული ხედვებით გამოირჩევა რობოტულად მოაზროვნე ზოგიერთი ატეისტი მეცნიერისა სანამ ვების ან სხვა აღმოცენებს არ დაუდებენ ცხვირწინ აზრს რომ არ იცვლის და არ აქვს უნარი მანამდე ივარაუდოს სხვა ფაქტები.)

მაგ ბიგ ბანგის თემიდანაც გამექეცით ))) რატო გიყვართ ესე შორიდან რაღაცებზე ლაპარაკი და მერე რატო გარბიხართ? ) გაგახსენოთ მანდ რას ამტკიცებდით? სტივენ ჰოკინგის ჰიპოთეზებს ეწინააღმდეგება ჯეიმს ვების აღმოჩენებიო თქვით, მაგრამ ვერაფერი დადეთ მაგის მტკიცებულებად. 1 სტატიაც კი. არ იფიქროთ რომ ვინმეს დაავიწყდება ეგ.

Posted by: Obser_ver 22 Mar 2024, 09:53
daviti35
QUOTE
ნახე ჩემი ბოლოსწინა გამოხმაურება ამ თემაზე. თუ არ გახსოვს რელიგიის განყში იყო სადაც დაგიწერე რომ დაგეწერა კონკრეტული ფაქტები, ოღონდ არა კათოლიკებზე რომ ჰაერზე პოსტინგი ცუდია და სხვა. თუმცა დააიგნორე გაიქეცი დისკუსიიდან და არაფერი მიპასუხე.

მოძებნე ის პოსტი და იმის გაგრძელებაზე მიპასუხე თუ რამის თქმა შეგიძლია. იაგო ხვიჩია თუ კიდე არვიცი რაღაცეებს რომ წერ ცოტა დეტალურად თუ რისი თქმა გინდა.
ახლა ყველა თემაში გაოფება და იმაზე საუბარი რაც თემის შინაარს არ ეხება არასწორია. ასე რომ სხვა თემებში ამ უცნაურობებს გაოფებაზე არ წამოგყვები რომ მერე ბანი მივიღო.)

კიდევ გიმეორებ მიპასუხე იმ პოსტის გაგრძელებაში რომელიც რელიგიის განყში იყო ამ თემაზე.
სხვა ვერაფერს გეტყვი.

ადრეც იყო მსგავსი შემთხვევა აი ქრისტიანები ათეისტებს დევნჯდითო და სხვებს თუმცა ფაქტი რომ მოგთხოვე კათოლიკური ინკვიზიციის მეტი და რაღაც პოლონეთის თუ ბელარუსის შემთხვევის გარდა ვერაფერი დაწერე.)

აქ გისმევ კითხვას. ის ვიდეო თუ არ არის ფაქტი, ეს ვიდეო რატომ არისთქო?

როგორ ახერხებ რომ მხოლოდ მათი ნახვით, ორ სხვადასხვა ვიდეოში ერთის შინაარსს, ფაქტად აღიქვამ და მეორეს არა?

Posted by: Saturnus 22 Mar 2024, 09:58
Obser_ver

საბსქარაიბერებით და ლაიქებით ზომავდა ეგეთ რამეებს, არ გახსოვს? lol.gif lol.gif

user posted image

lol.gif

Posted by: daviti35 22 Mar 2024, 10:10
QUOTE (Obser_ver @ 22 Mar 2024, 09:53 )

აქ გისმევ კითხვას. ის ვიდეო თუ არ არის ფაქტი, ეს ვიდეო რატომ არისთქო?

როგორ ახერხებ რომ მხოლოდ მათი ნახვით, ორ სხვადასხვა ვიდეოში ერთის შინაარსს, ფაქტად აღიქვამ და მეორეს არა?

რადგან მოძბნა დაგეზარა მე თავად ვიპოვე სადღაც გადაკარგულში.
აი ლინკი და პოსტი მაგ თემაზე
https://forum.ge/?showtopic=35279142&view=findpost&p=61065863

მანდა არის მონიშნული შენი პოსტი და მასზე გამოხმაურება ჯერ კიდევ 4 მარტს გაკეთებული.
ასე რომ მანდ დაწერილს გაეცი პასუხი.

დისკუსიას გაექეცი მაგ თემაზე და 2 კვირის მერე გადმომიხტი სხვა თემებში გეგონა დამავიწყდებოდა. lol.gif

რა იაგო ხვიჩია თუ სხვა პრეტენზიები დაწერე მაგ თემაში.)

Posted by: Obser_ver 22 Mar 2024, 10:21
daviti35

QUOTE
QUOTE (Obser_ver @ 22 Mar 2024, 09:53 )

აქ გისმევ კითხვას. ის ვიდეო თუ არ არის ფაქტი, ეს ვიდეო რატომ არისთქო?

როგორ ახერხებ რომ მხოლოდ მათი ნახვით, ორ სხვადასხვა ვიდეოში ერთის შინაარსს, ფაქტად აღიქვამ და მეორეს არა?

რადგან მოძბნა დაგეზარა მე თავად ვიპოვე სადღაც გადაკარგულში.
აი ლინკი და პოსტი მაგ თემაზე
როგორია სადაც არარსებობაა? (post #61065863)

მანდა არის მონიშნული შენი პოსტი და მასზე გამოხმაურება ჯერ კიდევ 4 მარტს გაკეთებული.
ასე რომ მანდ დაწერილს გაეცი პასუხი.

დისკუსიას გაექეცი მაგ თემაზე და 2 კვირის მერე გადმომიხტი სხვა თემებში გეგონა დამავიწყდებოდა.

რა იაგო ხვიჩია თუ სხვა პრეტენზიები დაწერე მაგ თემაში.)

ფაქტი არის ის რომ ცოცხალ ადამიანს მოჰყავს მაგალითები, არის ადამიანების ჩვენებები, არის სასამართლოს დადგენილება რომელზედაც ეგ ადამიანი საუბრობს და შენ ამ ფაქტებს არ აღიარებ (სწორედ ეგ მაინტერესებს თუ რატომ არ აღიარებ - მოტივი). არ აღიარებ კი არა, პირდაპირ ხარ დაინტერესებული რომ ეგ თემა მიჩქმალდეს და რატომ თქო?

რამე გამოიძიე, არქივი ნახე, საზამართლოშიიყავი და ა.შ.?

Posted by: daviti35 22 Mar 2024, 10:44
Obser_ver
როგორც უკვე დაგიწერე თავი მოუყარე ყველა შენს პრეტენზიებს ერთ პოსტში მაგ თემებზე და მერე გიპასუხებ. არც ლინკებს დებ არც სახელ გვარებს.
მარტო ჰაერზე ლაპარაკობ და ზოგადად. დაწერე კონკრეტულად და მერე ერთ პოსტში გიპასუხებ ყველა პრეტენზიაზე.
არაფერს წერ კონკრეტულს და მე სად ვიმკითხაო.) ვინ,სად რა როდის და აშ. უპასუხე ჩემს 4 მარტის პოსტს.

Posted by: Obser_ver 22 Mar 2024, 13:14
daviti35

QUOTE
Obser_ver
როგორც უკვე დაგიწერე თავი მოუყარე ყველა შენს პრეტენზიებს ერთ პოსტში მაგ თემებზე და მერე გიპასუხებ. არც ლინკებს დებ არც სახელ გვარებს.
მარტო ჰაერზე ლაპარაკობ და ზოგადად. დაწერე კონკრეტულად და მერე ერთ პოსტში გიპასუხებ ყველა პრეტენზიაზე.
არაფერს წერ კონკრეტულს და მე სად ვიმკითხაო.) ვინ,სად რა როდის და აშ. უპასუხე ჩემს 4 მარტის პოსტს.

ჩემი შენ გითხარიო.

ადამიანს მოჰყავს ფაქტები და ამ ფაქტებს აიგნორებ კომენტარით, სადაც ამბობ რომ ის, ვინც ამაზე საუბრობს პატრიარქობა უნდოდაო და ამით "ცდილობ" "გააბათილო" ფაქტები.

მეტი რომ გაყურებინონ მაგ სექს ეგ არის შენთვის ფაქტი? იმენნა შედების პროცესი უნდა ნახო?

Posted by: Saturnus 22 Mar 2024, 13:19
QUOTE
მეტი რომ გაყურებინონ მაგ სექს ეგ არის შენთვის ფაქტი? იმენნა შედების პროცესი უნდა ნახო?

lol.gif

Posted by: daviti35 22 Mar 2024, 13:30
Obser_ver
ძალიან უცნაურად წერ ამ ბოლო დროს. ვინ ამბობს, სად ამბობს დადე ან ვიდეოს ლინკი ან სახელი ადამიანის. რაზე საუბრობ.
მეოთხედ გიწერ მგონი. ჩამოწერე ყველა ის პრეტენზიები და ბრალდებები ეკლესიაზე რაც ყურმოკვრით გაგიგია თუ გაქვს და ყველა მათგანზე უკლებლივ გიპასუხებ.

არაფერს წერ და მე კი ჯერ იმ დონეზე არ მივსულვარ სხვების აზრების წაკითხვა შევძლო.

გარკვევით დაწერე რაზე საუბრობ.
ძირითადად პოლიტიკურ მეცნიერულ ნიუსებს ვეცნობი და ყველა ბარახლო ვიდეოს არ ვუყურებ რასაც ფბ თუ ტიკტოკი აგდებს.

Posted by: Obser_ver 22 Mar 2024, 15:18

იაგო ხვიჩიას ინტერვიუ სასულიერო პირთან, სადაც ის ამხელს პატრიარქს რომ აკურთხებდა მამათმავლებს მღვდლად და ეპისკოპოსებად, მფარველობდა, აგრეთვე პედოფილიის კონკრეტული ფაქტები მოჰყავს, უამრავ რამეს ამბობს და შენ მთელ მის ნათქვამზე დაწერე რომ მას პატრიარქობა უნდოდაო და ფაქტები დააიგნორე. რატომ?
* * *
Saturnus

QUOTE
Obser_ver

საბსქარაიბერებით და ლაიქებით ზომავდა ეგეთ რამეებს, არ გახსოვს? 

lol.gif
* * *
daviti35

https://forum.ge/?f=29&showtopic=35279186#

ქრისტეფორე წამალაიძეს აყოლებენ სულ ერთიდაიგივეს თუმცა იგი პატრირქთან უკვე 20 წელზე მეტია დაპირისპირებაშია, რადგან პატრიარქობა უნდოდა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და დღემდე ეს წყენა მოსდევს. biggrin.gif

აგერ რა დაწერე მთელს მის ბრალდებებზე.

Posted by: daviti35 22 Mar 2024, 17:01
Obser_ver
ეგაა მთელი პრეტენზიები თუ გაქვს კიდე რამე არმოგერიდოს დაწერე იმათზეც გიპასუხებ.)

ალბათ ეხლა გაიგე ბატონი ქრისტეფორე წამალაიძე თუმცა იგი 90იანებიდან დაპირისპირებაშია პატრიარქთან რადგან თავად უნდოდა პატრიარქობა და 90 იანი წლებიდან ყვება ერთიდაიგივეს.

ეხლა მაგხელა ვიდეოს რა მაყურებინებს დაწერე კონკრეტულად მაგ ვიდეოდან მონაკვეთი თუ რომელს ვუყურო ფაქტები ვისზეც საუბარია ვიდეოში და გეტყვი სწორია თუ არა.
თავად არ გიყურებია და მე მტენი რომ ვუყურო ამ ერთიდაიგივე უაზროვას რასაც პატივცემული რესპოდენტი იმეორებს უკვე 30 წელზე მეტია.)

Posted by: Obser_ver 22 Mar 2024, 18:13

თუ ვიდეო არ გაქვს ნანახი, რა იცი რომ ერთიდაიგივეა?

და პრობლემა არ გაქვს რაც მანდ არის ნათქვამი? არ გაინტერესებს?

და არც გიკვირს? თუ არ გჯერა?

Posted by: daviti35 22 Mar 2024, 18:37
Obser_ver
მისი განცხადებები ბევრჯერ მაქვს წაკითხული და დაახლოებით ვიცი ისევ რაზე იქნება საუბარი. შენ რომ პირველად გესმის ეგ არ ნიშნავს რომ პირველად ითქვა ეხლა.)
დასერჩე და ნახე მისი ძველი განცზადებები. თუმცა მგონი ეგ ვიდეოც არ გაქვს ნანახი და ძველს როგორ შეადარებ.)

ზოგადად კი გეტყვი შენ რომ ევროპაში ცხოვრობ და იქიდან ეცნობი მხოლიდ ნიუსებით. მე სასულიროში ვსწავლობდი მრავალი წელი და ბევრი სასულიერო პირი თუ ეპისკოპოსი პედაგოგები იყვნენ და საკუთარი თვალით ვიცი და მინახავს ბევრი რამ და მაგ "გირჩი " ვიდეოებით მოსატყუებელი არაფერი მაქვს. მაგით მარტო ისინი ტყუვდებიან საერთოდ შორიდან რომ იყურებიან და არანაირი შეხება არ აქვთ ეკლესიასთან.

არის კიდე ერთი სერგო ვარდოსანიძე თუ გაგიგია ეგეთი საეკლესიო ისტორიკოსი გაეცანი მის წიგნებს. ყველაფერს დეტალურად აღწერს ვინ ვინ იყო და ვის რა სურვილები ჰქონდა პატრიარქობაზე თუ სხვა მაღალ თანამდებობებზდ და ამისთვის რას არ აკეთებდნენ.

მოკლედ კონკრეტულად დაწერე და გიპასუხებ. მაგ ვიდეოს ყურებას ბოლომდე არ ვაპირებ. თავად არ გაქვს ნანახი და მე გინდა მაყურებინო.)

Posted by: Obser_ver 22 Mar 2024, 19:58
daviti35

QUOTE
Obser_ver
მისი განცხადებები ბევრჯერ მაქვს წაკითხული და დაახლოებით ვიცი ისევ რაზე იქნება საუბარი. შენ რომ პირველად გესმის ეგ არ ნიშნავს რომ პირველად ითქვა ეხლა.)
დასერჩე და ნახე მისი ძველი განცზადებები. თუმცა მგონი ეგ ვიდეოც არ გაქვს ნანახი და ძველს როგორ შეადარებ.)

ბევრჯერ რომ გაქვს ნანახი ავტომატურად ნიშნავს რომ, იმ ვიდეოში რომელიც არ გინახავს, იქნება ზუსტად იგივე საუბარი რაც შენს მიერ ძველად ნანახში?

მე ამ ვიდეოში მოყვანილ ფაქტებზე ვსაუბრობ, ანუ იმაზე რაც ვნახე და მოვისმინე. ნახე მაინც და მერე გააკეთე კომენტარი.

QUOTE
ზოგადად კი გეტყვი შენ რომ ევროპაში ცხოვრობ და იქიდან ეცნობი მხოლიდ ნიუსებით. მე სასულიროში ვსწავლობდი მრავალი წელი და ბევრი სასულიერო პირი თუ ეპისკოპოსი პედაგოგები იყვნენ და საკუთარი თვალით ვიცი და მინახავს ბევრი რამ და მაგ "გირჩი " ვიდეოებით მოსატყუებელი არაფერი მაქვს. მაგით მარტო ისინი ტყუვდებიან საერთოდ შორიდან რომ იყურებიან და არანაირი შეხება არ აქვთ ეკლესიასთან.

მე სად ვცხოვრობ და სად ვმოძრაობ ამას რა მნიშვნელობა აქვს? შენ რა იცი მე რა და რამდენი ვიცი?

მე თვალით მაქვს ნანახი მომპარავი, ნარკომანი, ლოთი, თაღლითი სასულიერო პირები. შენ რა თქმა უნდა ამას არ დაიჯერებ, შენ ხომ სასულიერო სემინარიაში სწავლობდი.

უკვე მივიღე პასუხი შენს მოტივებზე, სასულიერო სემინარიაში სწავლობდი და ეტყობა კარგად გაქვს ნასწავლი, ის რაც უნდა იცოდეს საპატრიარქოს მიერ "განათლება" მიცემულმა საქართველოს მოქალაქემ.

QUOTE
არის კიდე ერთი სერგო ვარდოსანიძე თუ გაგიგია ეგეთი საეკლესიო ისტორიკოსი გაეცანი მის წიგნებს. ყველაფერს დეტალურად აღწერს ვინ ვინ იყო და ვის რა სურვილები ჰქონდა პატრიარქობაზე თუ სხვა მაღალ თანამდებობებზდ და ამისთვის რას არ აკეთებდნენ.

მოკლედ კონკრეტულად დაწერე და გიპასუხებ. მაგ ვიდეოს ყურებას ბოლომდე არ ვაპირებ. თავად არ გაქვს ნანახი და მე გინდა მაყურებინო.)

შენც და ისიც ე.წ. საპატრიარქოდან მოდიხართ, ისიც ოდესღაც შენსავით აპრავებდა პატრიარქს, როგორც თვითონ ამბობს, თუმცა გარკვეული მოტივების გამო ალაპარაკდა. არანაირი მიზეზი არ მაქვს მაქვს რომ მას არ დავუჯერო.

ასევე ოდესმე შეიძლება შენც გაგიჩნდეს საკმარისი მოტივი თქვა ის, რასაც არ ამბობ. ამაში არაფერი ახალი არ იქნება.
* * *
მე მოტივი გავიგე შენი ამჟამინდელი პოზიციის, შენ მხარე ხარ და შესაბამისად გიწევს სუბიექტური იყო. სხვა გზა არ გაქვს ჯერჯერობით.

Posted by: Saturnus 22 Mar 2024, 20:31
daviti35
QUOTE
მე სასულიროში ვსწავლობდი მრავალი წელი

ეს ბევრ რამეს ხსნის ძაან lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: daviti35 22 Mar 2024, 21:07
Obser_ver
ბევრი ვერაფერი გავიგე შენი დაწერილიდან. ზოგადად კი ასე იყო რადგან ბავშვობიდან ვიზრდებოდი ათეისტურ გარემოცვაში და მეც 20 წლამდე აგრესიული ათეისტი ვიყავი ოჯახის გავლენით.ასაკის მატებასთან ერთად ინდივიდუალურმა აზროვნებამ მოიმატა და დავიწყე კრიტიკული აზროვნება და თავს მოხვეული პრიმიტიული შაბლონებისგან განთავისუფლება. "ღმერთი რომ არსებობდეს ამდენი ცუდი არ მოხდებოდა"და მსგავსი საბავშვო ბაღი აზრები.) დავიწყე სამყაროს მეცნიერული კუთხით შემეცნება ფილმების ყურება სტატიების კითხვა საკუთარი ლოგიკური აზროვნების გაუმჯობესება და ნელნელა დავაღწიე ამ ათეისტურ ზღაპრებს სრულად თავი, შემდეგ ეტაპზე მეცნიერულთან ერთად გადავწყვიტე რელიგიური ცოდნის ამაღლებაც და ასე რამდენიმე წელი გავატარე სასულიერო სასწავლებელში. უარი ვთქვი რა პერსპექტიულ 500დოლარიან საბანკო სამსახურზე ორიათასიანებში ეს კარგი ფული იყო და ყველა გიჟად მიყურებდა.)
სასურველი ცოდნის მიღების შემდეგ იქაურობაც ისე დავტოვე დიპლომიც კი არ ამიღია და მივაშურე ფლორა ფაუნის სამეცნიერო დარგს სადაც ყველაზე მეტად აისახება სამყაროს გენიალურობა და ძალიან სასიამოვნოც ამის ხედვა და ახალ ახალი აღმოჩენების შემჩნევა.

ასე რომ სასულიეროში სწავლა ჩემი ერთერთი სასიამოვნო და საამაყო ცხოვრების პერიოდია და ამაში დასამალს ვერაფერს ვხედავ. ყველაზე სასიამოვნო კი იყო ის რომ ყველა ჩემი ოჯახის წევრი ათეიზმიდან ქრისტიანობაში გადმოპორტირდა ისე რომ ერთხელაც არ მითხოვია ეს და კიდე სხვები. თუმცა კი ვფიქრობ ყველა ადამიანმა თვითონ უნდა იპოვოს და შენ არაფერი არ უნდა მოახვიო თავს. ყველას თავის გზა და დრო აქვს.

რაც შეეხება თემას თუ რამეს დაწერ კონკრეტულ ბრალდებებს გიპასუხებ და ეხლა თავად თუ არ გაქვს ნანახი და არაფრის დაწერა არ შეგიძლია შენნაგივრად მე არ დავიწყებ მაგ ვიდეოს კონსპექტირებას,როგორც ვაკეთებ სამეცნიერო ციდეოებზე.

ასე რომ ზოგადი წესია თუ რამეს ამრკიცებ ფაქტებიც უნდა მოაყოლო.ესეა მეცნიერებაში და ესეა ყველფან.)

Posted by: Obser_ver 22 Mar 2024, 21:25

მეტი კითხვა არ მაქვს ეკლესიის გაპრავებაზე, რადგანაც კითხვაზე პასუხი გაცემული გაქვს. მოტივი მაინტერესებდა და მოტივი ცნობილია. მდგომარეობა გაიძულებს და დეტალები უკვე მეორეხარისხოვანია. შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ და თავს იცავ

Posted by: მამაო ენუქი 22 Mar 2024, 21:32
daviti35
აბა კულუარული ინფოც გექნება და მართალია ის რასაც ამბობენ ყოფილ რექტორზე თუ ცილისწამებაა ?

Posted by: daviti35 22 Mar 2024, 21:45
QUOTE (Obser_ver @ 22 Mar 2024, 21:25 )

მეტი კითხვა არ მაქვს ეკლესიის გაპრავებაზე, რადგანაც კითხვაზე პასუხი გაცემული გაქვს. მოტივი მაინტერესებდა და მოტივი ცნობილია. მდგომარეობა გაიძულებს და დეტალები უკვე მეორეხარისხოვანია. შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ და თავს იცავ

თავის დასაცავი არაფერი მჭირს.პირიქით ჩემთვის საამაყოა რომ ქრისტიანი ვარ.

შენ თუ სათქმელი არაფერი გაქვს მაგას მე ნუ მაბრალებ. lol.gif
2009 წლიდან აქ იმდენი უცნაური ბრალდება მინახავს და დეტალებში რომ ჩაჰყვები მერე კარტის სახლივით რომ იშლება. რა უნდა დამიწერო აქ ისეთი ახალი რაც სხვებს არ დაუწერია) არც არაფერი. ეგ ვიდეოც ძველი სიმღერის გადამღერებაა სავარაუდოდ.

ზოგადად კი ცუდიც და კარგიც ყველგან ხდება ეკლესიაშიც პოლიტიკაშიც,მეცნიერებაშიც. თუმცა ყველა კონკრეტული ფაქტი ითხოვს კონკრეტულ შეფასებას და არა ისე ზოგს რომ უყვარს ჰაერზე დაბრალება და ერთის მაგალითის ყველაზე განვრცობა მაგ თუ ერთი ექმი ცუდია ესეიგი ყველა ექიმი ცუდიას პრინციპით.)
* * *
QUOTE (მამაო ენუქი @ 22 Mar 2024, 21:32 )
daviti35
აბა კულუარული ინფოც გექნება და მართალია ის რასაც ამბობენ ყოფილ რექტორზე თუ ცილისწამებაა ?

თუ მეუფე ზოსიმეს გულისხმობ ტყუილი იყო. გამსახურდიასთან მოუვიდა კამათი სემინარიის სტუდენტები რომ არ გაუშვეს მიტინგზე. ამის გამო იყო მერე მისი გათავისუფლება და სხვა ეპარქიაში გადასვლა.

Posted by: მამაო ენუქი 22 Mar 2024, 22:33
daviti35
ზვიადა საპატრიარქოსთან კი იყო დაპირისპირებული, არც ეგაა გამორიცხული, მარა რაღა მაინცდამაინც პიდარასტობა მოუგონეს ?

Posted by: daviti35 22 Mar 2024, 23:01
QUOTE (მამაო ენუქი @ 22 Mar 2024, 22:33 )
daviti35
ზვიადა საპატრიარქოსთან კი იყო დაპირისპირებული, არც ეგაა გამორიცხული, მარა რაღა მაინცდამაინც პიდარასტობა მოუგონეს ?

კონკრეტულად ეგ კამათი სასულიეროს შენობაში მოხდა გამსახურდიას და რექტორს შორის რაზეც ბატონი სერგო წერს ვრცლად.
მაშინ გამსახურდია არ იყო ჯერ პრეზიდენტი.

ეგ დაბრალება კი მაშინ აპრობირებული მეთოდი იყო ზოგადად ხალხში.თუ საბჭოთა სისტემაში.
მეუფე ზოსიმე უკვე 30წელია დღემდე მსახურობს წილკნის ეპარქიაში და მსგავსი სასაცილოდაც კი არ ეყოფა თუნდაც მისი მრევლის რომელიმე წევრს.

მაგაზე კურიოზი ის იყო როცა ანალოგიური მოუფიქრეს მეუფე ანანია ჯაფარიძეს, რომელიც უკვე 40 წელია რამდენიმე სახემწიფო სასწავლებელში ჯავახიშვილი და სხვა ასწავლის ეკლესიის ისტორიას და არის ამ სფეროში წამყვანი სპეციალისტი. მათ შორის სასულიეროშიც გვასწავლიდა და ერთ სტუდენდსაც კი ვერ იპოვიან ვინც მეუფეზე მსგავს სისულელეს დაიჯერებს ან იტყვის მითუმეტეს ათეულობით წლის მანძილზე ათიათასობით სტუდენტმა გაიარა მის ხელში.

თუმცა ბოლოს აღარაფერი მიკვირს როცა 88 წლის პატრიარქს დააბრაკა ციანიდის საქმის ნამა გიორგიმ პატრიარქი მთხოვდა ტელეფონში ის ვიდეიები ჩამირთეო.

ცილისწამებლების მეტი რაა ამქვეყანაზე.)

Posted by: Obser_ver 22 Mar 2024, 23:05
daviti35

უგონებენო რომ ამბობ, შენ რა იცი რომ უგონებენ? არ გჯერა და იმიტომ? თუ არ შეიძლება რომ სიმართლე იყოს? რატომ გამორიცხავ?

Posted by: daviti35 22 Mar 2024, 23:11
Obser_ver
5 წელი რომ ადამიანის გვერდით გაატარებ რომელუც შენი ლექტორია.ჯერ მარტო ამით მიხვდები. ისე რომ სხვა ფაქტებს თავი დავანებოთ.
მერე თუ ადამიანს ცოლშვილი ჰყავს და აშ.
თუ არიცი გეტყვი რომ სანამ ადამიანს ეპისკოპოსად გამოირჩევენ ის შეიძლება იყოს თეთრი სამღვდელოებიდან და ყავდეს ცოლი და შვილები. და აშ.

Posted by: მამაო ენუქი 22 Mar 2024, 23:39
daviti35
კარგი, მაგაზე დაგეთანხმები, არ გავს სიფათზე პიდარასტს, მარა ჟოზეფინას რას უშვები სახეზე აწერია gigi.gif

Posted by: Obser_ver 23 Mar 2024, 10:56
daviti35

QUOTE
Obser_ver
5 წელი რომ ადამიანის გვერდით გაატარებ რომელუც შენი ლექტორია.ჯერ მარტო ამით მიხვდები. ისე რომ სხვა ფაქტებს თავი დავანებოთ.
მერე თუ ადამიანს ცოლშვილი ჰყავს და აშ.
თუ არიცი გეტყვი რომ სანამ ადამიანს ეპისკოპოსად გამოირჩევენ ის შეიძლება იყოს თეთრი სამღვდელოებიდან და ყავდეს ცოლი და შვილები. და აშ.

მაშინ კაი.

შენ ვის გვერდზე არ ხარ მაგათ უმწიკვლობას როგორ აკვირდები? თუ ხალხი გყავს მიჩენილი? აგენტურა გყავს?

გეუბნება ხალხი
Warning:
უცენზურო ლექსიკა აკრძალულია! გაითვალისწინე!
ეკლესიაშიო, შენ ამას არ დაიჯერებ არასდროს, სიტუაციაში ხარ ისეთში რომ ყოველთვის იტყვი რაღაცას რომ ეგ უარყო, რომ გაყურებინონ თავი არ არის მისიო იტყვი, ვინც მსგავსად ამბობს ისიც შენს დღეშია.

Posted by: daviti35 23 Mar 2024, 21:04
Gvanc_287
პლანეტის ჰაბიტაცია არის მხოლოდ ერთი ფაქტორი კიდე საჭიროა ასზე მეტი სხვა ფაქტორი რომ სიცოცხლემ იარსებოს პლანეტაზე ,რომელთა ნაწილი ჩამოთვლილია კაკუს და ბატონ ზაზას ვიდეოში.მაგალითად კი მოყვანილია პლანეტა მარსი.
ყურადღებით მოუსმინეთ ბატონ ზაზას ვიდეოს რომ უფრო სწორი პოსტინგი გქონდეთ. მარტო ჰაბიტაცია რომ არ გამოიყვანოთ საკმარისად სიცოცხლის არსებობისთვის.

დანარჩენი რაც დაწერეთ ეგაა მეცნიერული ჰიპოთეზები და უფრო ზუსტად ზღაპრები. ვინ რა იცის რა იყო 4 მილიარდი წლის წინ. მასე ეგონათ დიდ აფეთქებაზეც და ჯეიმს ვების აღმოჩენებით რაც მოხდა კი ვნახეთ.
ეცნობით კიდე ახალ აღმოჩენებს ჯეიმს ვებისა სავარაუდოდ არა.)

ზოგადად კი ისეთ მოკამათეთა კატეგორიას მიეკუთვნებით რომელსაც საკუთარი ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია სხვადასხვა საკითხებზე. თქვენთვის მთავარია დაწეროთ საწინააღმდეგო და ზოგადად ეს თქვენი მეცნიერული პოზიცია იყო თუ არა სულ არა აქვს მნიშვნელობა.
უფრო ნათლად რომ ვთქვა მაგ პოლიტიკაში მიშისტი, ბიძინისტი და ლეიბორისტი კამათობენ რამეზე მათ პოზიციებს აქვთ საზღვრები აქვთ მკაცრი ჩამოყალიბებული შეხედულებების სპექტრი და დისკუსიისას ტრიალებენ ამ საზღვრებში მუდამ.
თქვენ იმ კატეგორიაში ხართ ვისთვისაც მთავარია დაწეროს განსხვავებული შეუძლია მიშისტიც გახდეს,ბიძინისტიც და ლეიბორისტიც გააჩნია ვის ეკამათება. მისთვის მთავარია უბრალოდ დისკუსიაში იყო.
შესაბამისად თქვენთან დისკუსია ცოტა მოსაწყენია რადგან არ გაგაჩნიათ მყარი პოზიციები სხვადასხვა თემებზე და თუ არ
ვაგრძელებ ხშირად მიზეზიც ესაა.)

აქაც ვფიქრობ დასრულებულია რადგან საინტერესოს ვეღარაფერს წერთ თან ზაზა ოსნანოვის ვიდეოესაც სრულად ეთანხმებით) შესაბამისად დისკუსიის აზრსაც ვერ ვხედავ.

Posted by: winrar 23 Mar 2024, 22:00
QUOTE (daviti35 @ 23 Mar 2024, 21:04 )
ზოგადად კი ისეთ მოკამათეთა კატეგორიას მიეკუთვნებით რომელსაც საკუთარი ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია სხვადასხვა საკითხებზე.

თავად რა კატეგორიას მიეკუთვნები? სად აფიქსირებ სრულ პოზიციას?
გჭირდება ავტორიტეტები საკუთარი შეხედულების გასამყარებლად და კონტექსტიდან გლეჯ ნახევარ წინადადებას და დამახინჯებული ფორმით ატრიალებ დაუსრულებლად.

სრული სინქრონი დაგიდეს რამდენჯერმე მაგრამ მაინც არ იგებ იმას რაც არ გაწყობს. კარგია რომ დღევანდელი ქამინგ აუთით გაგვაგებინე, რომ მხარე ხარ და ვერასოდეს იქნები ობიექტური ამ საკითხებში, თორემ უკვე ვფიქრობდი რომ სხვა პრობლემასთან გვქონდა საქმე cry.gif

Posted by: daviti35 23 Mar 2024, 22:28
მამაო ენუქი
მაგაზე და კიდე რამდენიმეზე ვერაფერს ვიტყვი უცნაური ხალხია.) შეიძლება იყვნენ შეიძლება არც იყვნენ.
თუმცა ეს დაზუსტებით ვიცი რომ მოქმედი სინოდის მღვდელმთავრებში ლგბტ გადახრით არავინ გვყავს.

როგორც ყველა სფეროში ბუნებრივია ეკლესიაშიც არიან ცუდი და კარგი ადამიანები.
* * *
Obser_ver
მრავალჯერადი თხოვნის მიუხედავად საკითხზე არაფერი დაწერე. ამიტომ როცა რამე ფაქტები გექნება მერე გავაგრძელოთ.

წმინდა ილია ჭავჭავაძით დაწყებული არ დარჩენილა ადამიანი ვისთვისაც რამე არ მოეგონებინოთ. თუ ადამიანი საზოგადო მოღვაწეა ეს უკვე მიზეზია ზოგისთვის რამე დააბრალონ.
* * *
winrar
ობიექრური და მართალი უნდა ღმერთთან იყო პირველ რიგში.
ჩემ განათლებაზე და პროფესიაზე კი ბევრჯერ დამიწერია და თუ პირველად წაიკითხე ვერაფერს ვიზავ.)

Posted by: Gvanc_287 23 Mar 2024, 22:39
daviti35
QUOTE
პლანეტის ჰაბიტაცია არის მხოლოდ ერთი ფაქტორი კიდე საჭიროა ასზე მეტი სხვა ფაქტორი რომ სიცოცხლემ იარსებოს პლანეტაზე ,რომელთა ნაწილი ჩამოთვლილია კაკუს და ბატონ ზაზას ვიდეოში

კაკუს ვიდეოში რა არის ჩამოთვლილი შეგიძლიათ დაწეროთ? )) კიდე რაზე ლაპარაკობს პლანეტის ახლოს ან შორს ყოფნის გარდა მისი მზისგან? გაგაფრთხილეთ უკვე, თქვენს უტიფარ ტყუილებს არავინ ჭამს აქ )

QUOTE
ყურადღებით მოუსმინეთ ბატონ ზაზას ვიდეოს რომ უფრო სწორი პოსტინგი გქონდეთ. მარტო ჰაბიტაცია რომ არ გამოიყვანოთ საკმარისად სიცოცხლის არსებობისთვის.
დანარჩენი რაც დაწერეთ ეგაა მეცნიერული ჰიპოთეზები და უფრო ზუსტად ზღაპრები. ვინ რა იცის რა იყო 4 მილიარდი წლის წინ.

გეოლოგიას და არქეოლოგიას უარყოფთ? მეცნიერულ ფაქტებს უარყოფთ? ზღაპრებს და ტყუილებს ყვებით თქვენ ღმერთებზე და მიჩიო კაკუზე. მეცნიერებას თუ უარყოფთ საერთოდ როგორ გაქვთ რამის ცოდნაზე და სიმართლეზე პრეტენზია? ესაა თქვენი განათლება და ეს გასწავლეს სასულიეროში რომ რაც არ გაწყობთ უბრალოდ უნდა უარყოთ? )))

QUOTE
მასე ეგონათ დიდ აფეთქებაზეც და ჯეიმს ვების აღმოჩენებით რაც მოხდა კი ვნახეთ.
ეცნობით კიდე ახალ აღმოჩენებს ჯეიმს ვებისა სავარაუდოდ არა.)

რა ვნახეთ? რახან არ იშლით, აქ მოგთხოვთ იგივეს რაც იმ თემაში მოგთხოვეთ და გაიქეცით პასუხის არ ქონის გამო: დადეთ მტკიცებულება რომ ჯეიმს ვების ტელესკოპმა სტივენ ჰოკინგის ვერსია უარყო ამ სამყაროს გაჩენასთან დაკავშირებით (რომელიც დისქავერის დოკუმენტურშია სხვათაშორის). ყველაფერს აქვს საზღვარი ))

QUOTE
შესაბამისად თქვენთან დისკუსია ცოტა მოსაწყენია რადგან არ გაგაჩნიათ მყარი პოზიციები სხვადასხვა თემებზე და თუ არ
ვაგრძელებ ხშირად მიზეზიც ესაა.)

აქაც ვფიქრობ დასრულებულია რადგან საინტერესოს ვეღარაფერს წერთ თან ზაზა ოსნანოვის ვიდეოესაც სრულად ეთანხმებით) შესაბამისად დისკუსიის აზრსაც ვერ ვხედავ.

ისევ ნუ იტყუებით. ძალიან გასაგებად ჩამოყალიბებული პოზიციები მაქვს ყველაფერზე და მაგიტომ გეკამათებით კონკრეტულ თემებზე, მაგალითად ევოლუციაზე, რომელ თემაშიც 2 თვეა არაფერი გიპასუხიათ და დაიმალეთ გასაგები მიზეზების გამო )) ოსმანოვზე რასაც გეკითხებით მაგაზე ვერ მპასუხობთ მაინც და სხვას რომ ვეღარაფერს წერთ, მეცნიერული ფაქტების უარყოფა დაიწყეთ )))

ასე რომ დასრულებული არაფერია. არ ხართ მართალი, დაგიჭირეთ პირდაპირ ტყუილებში როგორც აქ, ისე ევოლუციის და ისე დიდი აფეთქების თემაში (თან არამარტო მე) და ცდილობთ ისევ გაიქცეთ )) ყველა ხედავს მაგას.

Posted by: daviti35 23 Mar 2024, 23:04
Gvanc_287
ესეიგი დიდი აფეთქების ჰოკინგისეული ვერსია არის თქვენი პოზიცია.)
არადა სულ სხვა რამეს წერდით იმ გალაქტიკის მაგალითი რომ მოგყავდათ.500 მილიონი მზით.

ამიტომაც არ მინდა თქვენთან კამათი დღეში ორჯერ იცვლით პოზიციებს.
მანამდე მფონი არც იცოდით რომ ბიგ ბანგის სხვადასხვა ვერსია არსებობდა და ეხლა უცებ ჰოკინგი გახდა თქვენი პოზიცია.)

თუმცა ამაზე კარგად გპასუხუბთ მიჩიო კაკუ იმ ვიდეოში თავისი მულტივერსული აინშტაინის თეორიით.

Posted by: Gvanc_287 23 Mar 2024, 23:14
daviti35
QUOTE
ესეიგი დიდი აფეთქების ჰოკინგისეული ვერსია არის თქვენი პოზიცია.)

არ არის მაგრამ შემიძლია დროებით თავი მოგაჩვენოთ რომ ეგრე ვფიქრობ, რადგან საწინააღმდეგოს მაინც ვერ დაამტკიცებთ. ვერ გაექცევით მაგ კითხვას: დადეთ მტკიცებულება სადაც ჯეიმს ვების ტელესკოპმა ჰოკინგის ვერსია უარყო ამ სამყაროს გაჩენასთან დაკავშირებით. პასუხი აგეთ საკუთარ სიტყვებზე.

დანარჩენ კითხვებზე რატო აღარ მიპასუხეთ? უარყოფთ მეცნიერულ ფაქტებს? აღიარებთ მაგას?

Posted by: daviti35 23 Mar 2024, 23:23
QUOTE (Gvanc_287 @ 23 Mar 2024, 23:14 )

არ არის მაგრამ შემიძლია დროებით თავი მოგაჩვენოთ რომ ეგრე ვფიქრობ, რადგან საწინააღმდეგოს მაინც ვერ დაამტკიცებთ.

lol.gif
გამიკვირდა რომ ასე თამამად აღიარეთ. ადამიანების ფსიქო ჩაანალიზება და მათი პიროვნული ფოტო პორტრეტის შედგენა მართლაც კარგად გამომდის.)
ამიტომაც არ მინდა თქვენთან კამათი რომ ხან რა პოზიციას იბრალებთ და ხან რას.
ევოლუციაში კი დინოზავრების დაპატარავების ვერსია რომ დაწერეთ სავარაუდოდ იმ მულთფილმიდან მოიპარეთ იდეა და მეცნიერულ ვერსიად გასაღებას ცდილობდით. ესეც მიზეზი იქ დისკუსიის გაჩერების.)

Posted by: Gvanc_287 23 Mar 2024, 23:33
daviti35

QUOTE
გამიკვირდა რომ ასე თამამად აღიარეთ. ადამიანების ფსიქო ჩაანალიზება და მათი პიროვნული ფოტო პორტრეტის შედგენა მართლაც კარგად გამომდის.)
ამიტომაც არ მინდა თქვენთან კამათი რომ ხან რა პოზიციას იბრალებთ და ხან რას.

ვერ მპასუხობთ მოკლედ და ვერ დებთ იმის მტკიცებულებას რომ ჯეიმს ვებმა ჰოკინგის ვერსია უარყო დიდ აფეთქებასთან დაკავშირებით? ძალიან პათეტიკურად ცდილობთ თემას გაექცეთ ))) საკუთარი თავის სრულად უმიზეზოდ ქებას რომ იწყებთ ცოტათი სიბრალულს იწვევთ sad.gif

QUOTE
ევოლუციაში კი დინოზავრების დაპატარავების ვერსია რომ დაწერეთ სავარაუდოდ იმ მულთფილმიდან მოიპარეთ იდეა და მეცნიერულ ვერსიად გასაღებას ცდილობდით. ესეც მიზეზი იქ დისკუსიის გაჩერების.)

სიცილს ვერ ვიკავებ ისეთ ბავშვურ ტყუილებს წერთ ))) ინსტინქტებზე ითხოვდით ახსნას და აგიხსენით, რის შემდეგაც გაუჩინარდით. სირცხვილის გრძნობა არ გაქვთ როგორც ჩანს.
ევოლუციურად სახეობის ზომის ცვლილებას რაც შეეხება, არც მაგ სფეროში გაქვთ განათლება, მხოლოდ მაგას უსვამთ ხაზს.

Posted by: daviti35 23 Mar 2024, 23:47
Gvanc_287
საკუთარი თავის ქება რატომაც არა,როცა ადამიანს ისე გამოააშკარავებ რომ სხვა გზა აღარ ექნება გარდა აღიარებითი ჩვენებისა რომ დაგეთანხმოს. )

რაც შეეხება დანარჩენს ამას სერიოზულად რომ დაწერს ადამიანი დინოზავრები იმიტომ დაპატარავდნენ რომ სოროში შეტეულიყვნენო. უკვე ნათელია რომ ამის მსხვერპლია.)
https://youtu.be/lUoKToha9qc?si=SSQRJY5f1AD84mVF

Posted by: winrar 23 Mar 2024, 23:52
https://youtu.b?si=NiY7Dq4

Posted by: Gvanc_287 24 Mar 2024, 00:07
daviti35
QUOTE
საკუთარი თავის ქება რატომაც არა,როცა ადამიანს ისე გამოააშკარავებ რომ სხვა გზა აღარ ექნება გარდა აღიარებითი ჩვენებისა რომ დაგეთანხმოს. )

თქვენი გამოაშკარავების გარეშე დავწერე ეგ იმ თემაში, გინდათ მოვძებნო? ვამბობდი რომ არ ვიცოდი ჰოკინგის ვერსია სწორი იყო თუ არა მაგრამ შემდეგ გითხარით რომ დროებით დავეთანხმებოდი მაგ ვერსიას და გელოდებოდით რომ საწინააღმდეგო დაგემტკიცებინათ. შესაბამისად არაფერი გამოგიაშკარავებიათ და მაქსიმუმ უარესად სასაცილო ხართ ახლა )))) ამ მომენტამდე გელოდებით: დადეთ რასაც ამბობთ მაგის მტკიცებულება და აგეთ პასუხი საკუთარ სიტყვებზე.

QUOTE
რაც შეეხება დანარჩენს ამას სერიოზულად რომ დაწერს ადამიანი დინოზავრები იმიტომ დაპატარავდნენ რომ სოროში შეტეულიყვნენო. უკვე ნათელია რომ ამის მსხვერპლია.)

დინოზავრებზე ეგ არ დამიწერია არსად. დინოზავრები გადაშენდნენ ასტეროიდის ჩამოვარდნის გამო. ზოგადად ერთერთი ფაქტორი რომ არის სახეობის ზომის ცვლის ეგ ხსენებული ავხსენი, მაგრამ როგორც ჩანს სასულიეროში კრიტიკული აზროვნება და წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ ჩამოგიყალიბეს ))

განათლების ნაკლებობის მსხვერპლს გიყურებთ მთელი ფორუმი და როგორც უკვე ვთქვი მაქსიმუმ თუ გაეცინება ვინმეს თქვენს პოსტებზე. 0 მტკიცებულება, რაღაც უაზრო ჰიპოთეზები და უტიფარი ტყუილები.
ძალიან ცუდ რეკლამას უკეთებთ სასულიეროს )))

Posted by: winrar 24 Mar 2024, 00:11
QUOTE (daviti35 @ 23 Mar 2024, 22:28 )
ჩემ განათლებაზე და პროფესიაზე კი ბევრჯერ დამიწერია და თუ პირველად წაიკითხე ვერაფერს ვიზავ.)

—————————————————

Posted by: lashj 27 Mar 2024, 22:12
რომ არ მეარსება ჩემთვის მაგალითად არც არაფერი დაშავდებოდა ვერც ვერაფერს გავიგებდი ვერც ვერაფერს ვნახავდი და არც არანაირი განცდაც არ მექნებოდა რომ არ მაქვს და არ გამაჩნია
ყველაფერი კაი პონტში იქნებოდა არარსებობაში თუ არაა აზრის მოთხოვნილება არც სურვილი დაიბადება რაიმე რომ გქონდეს
სიკვდილისას თუ არარსებობას მივიღებ უბრალოდ ძალიანაც კარგი და ღმერთის არსებობა ან არარსებობა არ და არც დამაინტერესებს

Posted by: tyvia 27 Mar 2024, 23:22
QUOTE (lashj @ 27 Mar 2024, 22:12 )
რომ არ მეარსება ჩემთვის მაგალითად არც არაფერი დაშავდებოდა ვერც ვერაფერს გავიგებდი ვერც ვერაფერს ვნახავდი და არც არანაირი განცდაც არ მექნებოდა რომ არ მაქვს და არ გამაჩნია

შესაძლებელი გგონია რომ არ გეარსება?
შეიძლება რამემ იარსებოს რასაც არასდროს უარსებია?

Posted by: Anna Ricci 28 Mar 2024, 15:51
VAMPIRE_W
ჩვენ
არ
ვ არსებობთ .

ამას თუ ეთანხმები?

Posted by: forumi.eu.org 28 Mar 2024, 15:59
QUOTE (Anna Ricci @ 28 Mar 2024, 15:51 )
VAMPIRE_W
ჩვენ
არ
ვ არსებობთ .

ამას თუ ეთანხმები?

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: lashj 28 Mar 2024, 21:07
ჩვენ რომ ვარსებობთ ის ვიცი და არარსებობა სულაც და არსადაც არანაირად არაა იქ სადაც არარსებობაა და არც არაფერი არაა და დრო და თუნდაც სამგანზომილებიანი სივრცის მეტი არაფერია სწორედ ეგაა სიცარიელე
სადაც არაფერი არასდროს არ ხდება და არც არასდროს არ მოხდება და არც ადამიანები და ჩვენ გავჩნდებოდით ღმერთს რომ არ დაეწყო და ჩვენ რომ არ შევექმენით
თავიდან იყო ქრისტე და იყო სიტყვა ღვთისა და იყო ღმერთთან და იყო ღმერთი და მან შეგვქმნა ყველანი ჩვენ

Posted by: Anna Ricci 29 Mar 2024, 15:13
lashj
საერთოდ ასეა, არაფერი რომ არ იყვეს და არაფარი არ ხდებოდეს ასეთი წერტილიც არ არსებობს.
მაგრამ ჩვენ რა ფორმითაც გვგონია , რომ ვარსებობთ, სინამდვილეში ეს ფანტომია.

ცოტა ძნელი გასაგებია,მაგრამ ასეა. რეალობა სულ სვა რამ არის და სხვაგან
აქ მხოლოდ იმიტაციაა ამ რეალობის
ანუ ვირტუალური რეალობაა
ყველაზე მთავარი მაინც რაც არსებობს -სულია.
ის არ იკარგება ,ქეც რომ გაითიშოს ვირტუალური რეალობა
უფალთან ახლოს მყოფი -მასთან რჩება , განუვითარებელი მიდის სხვა გზით

Posted by: Obser_ver 30 Mar 2024, 11:09
lashj

QUOTE
რომ არ მეარსება ჩემთვის მაგალითად არც არაფერი დაშავდებოდა ვერც ვერაფერს გავიგებდი ვერც ვერაფერს ვნახავდი და არც არანაირი განცდაც არ მექნებოდა რომ არ მაქვს და არ გამაჩნია
ყველაფერი კაი პონტში იქნებოდა არარსებობაში თუ არაა აზრის მოთხოვნილება არც სურვილი დაიბადება რაიმე რომ გქონდეს
სიკვდილისას თუ არარსებობას მივიღებ უბრალოდ ძალიანაც კარგი და ღმერთის არსებობა ან არარსებობა არ და არც დამაინტერესებს

უკაცრიელ კუნძულზე რომ აღმოჩნდე იარსებებ თუ არა? და თუ დიახ მაშინ სად იარსებებ და საიდან გეცოდინება რომ არსებობ?

Posted by: ZenMaster 30 Mar 2024, 12:53
QUOTE
როგორია სადაც არარსებობაა?

ალბათ სიკვდილია არ არსებობა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)