იმიტომ გვიყვარს მხატვრობა, რომ ფერწერული ტილოები ადამიანის სულებს აირეკლავენ ხოლმე, არა მხოლოდ, როგორც მატერიებს, არამედ, მთელი ადამინური ბუნების სახასიატო შტრიხების რთულ კომპლქსს. ამის გარდა, მეტად მნიშვნელოვანი იდეების დისკურსს მოიცავენ თავიანთ თავში... მოკლედ მრავალი ასპექტის სინთეზია და მხლოდ "1 მიზეზით" ვერ შემოვიფარგლებით.
სიმბოლოებით მეტყველება, დეტალების უმცირესიდან უმაღლესამდე აყვანა და ატმოსფეროს სრული სიმძაფრით შეგრძნება ისეთი მნიშვნელოვანი არსად არ არის, ალბათ, როგორც მხატვრობაში. მაგრამ ამას თვალის ვარჯიში და ესთეტიკური აღქმის გრძელვადიანი კურსი სჭირდება
გემოვნება, ასე ვთქვათ, განეტიკით არ გადადის, ბევრი მუშაობა სჭირდება, ისე როგორც ხელოვნების ნებისმიერ სხვა დარგში და არამარტო მხატვრობაში.