forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (59) « პირველი ... 57 58 [59]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მაგიდის ჩოგბურთი / Table Tennis, პინგ-პონგი / Ping Pong
ORIONI
RockNrollA


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8143
წევრი No.: 26136
რეგისტრ.: 27-November 06

გამოგზავნილია: 27 Jun 2019, 18:11  #54886201      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახალი მაგიდის ყიდვა დინამოზე ალბათ ხო?
დაჩაზე უნდა წავიღო, ასე რომ დაბალი ხარისხიც მაწყობს...


--------------------
ფეხბურთში ყველაზე ლამაზი, ტაბლოა! (c) Valeri Lobanovski

საქართველოდან ღვთისმშობელმა წილი გაიტანა მგონი..
hento
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 535
წევრი No.: 57518
რეგისტრ.: 4-April 08

გამოგზავნილია: 28 Jun 2019, 22:58  #54893641      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
სკოლებშიც რომ დადგამდნენ მაგიდებს კარგი იქნებოდა


არის შიგადაშიგ და ასწავლიან კიდეც, მე რაც ვიცი საბურთალოზე, ვაზისუბანში, ავლაბარში. მაგრამ ცოტა სკოლაშია სამწუხაროდ.

* * *
QUOTE
ახალი მაგიდის ყიდვა დინამოზე ალბათ ხო?
დაჩაზე უნდა წავიღო, ასე რომ დაბალი ხარისხიც მაწყობს...



ჰო ჩინური მაგიდაც წავა მაგრამ ძალიან იაფიც არაა, მე მგონი 300-400 ლარამდე ჯდება


* * *
ჰონგკონგის ღია პირველობის 10 საუკეთესო გათამაშება:

https://www.youtube.com/watch?v=wxnOgxEl8ns
hento
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 535
წევრი No.: 57518
რეგისტრ.: 4-April 08

გამოგზავნილია: 1 Jul 2019, 17:00  #54905493      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იაპონიის ღია პირველობის ათი საუკეთესო გათამაშება:
https://www.youtube.com/watch?v=WYPzd0v4_Tk
* * *
ივლისის სიახლეების ანონსი
user posted image
hento
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 535
წევრი No.: 57518
რეგისტრ.: 4-April 08

გამოგზავნილია: 3 Jul 2019, 16:35  #54914973      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მსოფლიოს საუკეთესო მაგიდის ჩოგბურთელთა ივლისის რეიტინგი - შუ შინი ოთხი წლის შემდეგ კვლავ პირველია!

და აი ეს დღეც დადგა - ფენ ჟენდონგმა , რომელიც 15 თვის განმავლობაში იმყოფებოდა პირველ ადგილზე, დათმო პოზიციები. ბოლო დროს მან ოდნავ მოუკლო თამაშის დონეს, ვეღარ იმარჯვებდა მნიშვნელოვან ტურნირებზე და კონკურენტებმა ამით მაშინვე ისარგებლეს. ეხლა პირველი შუ შინია, ხოლო მეორე ლინ გაოუანი.
შუ შინი თითქოს მეორე ახალგაზრდობას განიცდის, ის თითქოს 2015 წელში დაბრუნდა, როდესაც რეიტინგის სათავეში იმყოფებოდა. დროის ბოლო მონაკვეთი მან შესანიშნავად ჩაატარა. ნახევარფინალამდე მიაღწია ჩინეთის და ყატარის ღია პირველობებზე და გაიმარჯვა იაპონიაში.
რეიტინგში კი პრიზიორებს მოყვებიან ჰარიმოტო და მა ლონგი. ტიმო ბოლმა რამდენიმე პოზიცია დაკარგა და მე-8 ადგილზეა. სამაგიეროდ ლინ ძინკუნი უკვე მეექვსეა.
ქალთა ათეულში კი ცვლილებები არ მომხდარა. ლიდერობენ ჩინელები: ჩენ მენი, ლიუ შივენი და დინ ნინი.
hento
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 535
წევრი No.: 57518
რეგისტრ.: 4-April 08

გამოგზავნილია: 6 Jul 2019, 17:48  #54929479      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კორეის სიდიდით მეორე ქალაქ პუსანში დაიწყო მსოფლიო ტურნეს მომდევნო - მეექვსე ტურნირი - კორეის ღია პირველობა. შარშანდელ ტურნირზე ადგილობრივი მოსახლეობის გასახარად მათმა კუმირმა იანგ ვუჯინმა სენსაცია მოახდინა, მოიგო რა სამი ოქროს მედალი: ვაჟებში, წყვილებში და მიქსტში. საინტერესო იყო შეძლებდნენ კორეელები რამე მსგავსის ამჟამად ჩადენას თუ არა?
კორეელმა კარგად დაიწყო და პირველ ტურში ჩინელი შუ ფეი დაამარცხა, თუმცა მეორე წრეში თანამემამულე იუნგ იუნგსიკთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მეოთხედფინალში კი იუნგსიკმა თვით ფენ ჟენდონგს მოუგო 4:2 და ნახევარფინალში მა ლონგს შეხვდება, რომელმაც შვედი კრისტიან კარლსონი დაამარცხა. საინტერესოა რომ მეოთხედფინალის ყველა შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით 4:2 დამთავრდა. ცხრილის მეორე ნახევარში იაპონელმა ჰარიმოტომ ჩინელ ვან ჩუქინთან დათმო შეხვედრა, ხოლო მსოფლიოს ახალმა პირველმა ნომერმა შუ შინმა ჩინელ ლიან ჯინკუნს მოუგო.
მასპინძლებს ქალთა მეოთხედფინალშიც შემორჩათ ერთი წარმომადგენელი ჯეონ ჯიჰი, თუმცა მას დინ ნინმა გადაუარა 4:0. იაპონელი კასუმი იშიკავა ჩინელ სუნ ინშას 3:1 -ს უგებდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. იაპონიის ღია ჩემპიონატში სენსაციური გამარჯვების შემოქმედმა ახალგაზრდა ჩინელმა თამაშის შემოტრიალება შესძლო 4:3. ჩინელმა ვან მენიუმ გაანადგურა იაპონელი მიმა იტო 4:0, ხოლო თანამემამულეთა შეხვედრაში ჩენ მენი გაუსწორდა ჟუ იულინს ასევე 4:0.
გადამწყვეტი შეხვედრები შაბათ-კვირას გაიმართება.

* * *
კორეის ღია პირველობა
გაიმართა ნახევარფინალური თამაშები.
ვაჟებში ადგილობრივი მაყურებლების ენერგიული მხარდაჭერით წინა ტურის გმირმა იუნგ იუნგსიკმა ერთი პარტია კი მოუგო მა ლონგს, მაგრამ „დრაკონმა“ უფრო მაღალი სიჩქარე ჩართო და დამაჯერებლად გაიმარჯვა 4:1. ჩინელების შუ შინისა და ვან ჩუკინის შეხვედრაში პირველი პარტია ვან ჩუკინმა მოიგო. გადამწყვეტი მომქანცველი მეორე პარტია აღმოჩნდა, რომელიც შუ შინმა 20:18 მოიგო და საბოლოო გამარჯვებაც მას დარჩა 4:2.
ქალებში ახალგაზრდა ჩინელი ვარსკვლავი სუნ ინშა 3:1 უგებდა სახელოვან დინ ნინს, მაგრამ ამ უკანასკნელის უდიდესმა გამოცდილებამ თავისი გაიტანა. საბოლოოდ 4:3. თითქმის ანალოგიური სიუჟეტი განვითარდა მეორე ნახევარფინალშიც, რომელიც ასევე ჩინური იყო. ვან მენიუ უგებდა ჩენ მენს 3:2 და აქაც გამოცდილმა ჩენ მენმა შესძლო თამაშის შემოტრიალება და მოგება 4:3.
ასე რომ საღამოს ძალიან საინტერესო ფინალები გველის.

* * *
კორეის ღია პირველობა.
გაიმართა ფინალური თამაშები.
ვაჟებში ერთმანეთს მა ლონგი და შუ შინი ხვდებოდნენ. პირველი პარტია "დრაკონმა" მოიგო, მაგრამ შემდეგ შუ შინმა დაამტკიცა, რომ ტყუილად არ იმყოფება მსოფლიო რეიტინგის სათავეში. ზედიზედ ოთხი პარტია და საბოლოო ანგარიში 4:1 მის სასარგებლოდაა.
ქალებში კი ერთმანეთს ძველი მეტოქეები გამოცდილი მოთამაშეები 29 წლის დინ ნინი და 25 წლის ჩენ მენი ხვდებოდნენ. აქაც რეიტინგის პირველმა ნომერმა უპრობლემოდ გაიმარჯვა 4:1 და ჩენ მენი ჩემპიონია.
hento
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 535
წევრი No.: 57518
რეგისტრ.: 4-April 08

გამოგზავნილია: 7 Jul 2019, 21:11  #54934335      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან მაგარი ვიდეო იაპონიის და კორეის წლევანდელი ღია პირველობების გამარჯვებულ, დღეისათვის მსოფლიოს საუკეთესო მაგიდის ჩოგბურთელ შუ შინზე!!!

https://www.youtube.com/watch?v=a0nc8QEwQac
რასტრელი
<3


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20899
წევრი No.: 11585
რეგისტრ.: 16-July 05

გამოგზავნილია: 7 Jul 2019, 21:12  #54934345      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემი კაცი მაგარ ფორმაშია biggrin.gif


აი ძალიან საყურებელი ტიპია


ნებისმიერი მისი თამაში შედევრია

რომც აგებს მაშინაც კი <3


--------------------
ფუტურო ლათინური სიტყვაა და ნიშნავს მომავალს

"ფერარის დედაც #####ან :* "

ლებრონის მაიამიში გადასვლა და დურანტის გოლდენში - ადინ ხუია <3 :D
hento
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 535
წევრი No.: 57518
რეგისტრ.: 4-April 08

გამოგზავნილია: 7 Jul 2019, 21:17  #54934380      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კიდევ ერთი ვიდეო შუ შინზე

https://www.youtube.com/watch?v=9hB3mM5DOyc
hento
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 535
წევრი No.: 57518
რეგისტრ.: 4-April 08

გამოგზავნილია: 14 Jul 2019, 19:07  #54972475      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ავსტრალიის ღია პირველობა.

ავსტრალიის სამხრეთით, პატარა ქალაქ ჯილონგში მიმდინარეობს ავსტრალიის 2019 წლის ღია პირველობა მაგიდის ჩოგბურთში. ეს ტურნირი ერთ-ერთია მსოფლიო ტურნეს უპრესტიჟულესი პლატინის სერიიდან. წელს მისი საპრიზო ფონდი 332 ათასი დოლარია. შარშანდელი გამარჯვებულები კი შუ შინი და ლიუ შივენი არიან.
ვაჟებში უნდა აღინიშნოს ევროპელი სპორტსმენების წარმატებული გამოსვლა. მათ 16 საუკეთესო მონაწილეში 6 ადგილი ერგოთ. 1/16 და 1/8 ფინალების შეხვედრებში კი დაფიქსირდა რამდენიმე მოულოდნელი შედეგი. ფენ ჟენდონგს ძალიან გაუჭირდა შვედ კრისტიან კარლსონთან და მხოლოდ მე-7 პარტიაში შესძლო თამაშში გარდატეხის შეტანა 4:3. იაპონელი ვუნდერკინდი ჰარიმოტო ჩინელ ვან ჩუკინთან 0:4 განადგურდა. ჯუნ მიზუტანიმ შვეიცარიელ გროტთან დათმო შეხვედრა 2:4. შვედმა მატიას ფალკმა ძლიერი კორეელები ლიმ ჯენჰუნი და ვან ვუჯინი ჩამოიშორა გზიდან და მეოთხედფინალისკენნ გაიკაფა გზა. ბრაზილიელმა კალდერანომ პორტუგალიელ ფრეიტაშს მოუგო 4:2 და ბოლოს სენსაციაც გამოცხვა - ჯენ ჟენდოგმა გერმანელ პატრიკ ფრანცისკასთან დათმო შეეხვედრა 2:4.
ქალებში კი ევროპელები აშკარად სუსტად გამოიყურებიან. საკმარისია ითქვას, რომ 16 საუკეთესოში ვერც ერთი მათგანი ვერ მოხვდა, მეოთხედფინალებში კი ჩინურ ექვსეულს ორი იაპონელი მიმა იტო და კასუმი იშიკავა დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელმა კიდევ ერთი სენსაცია მოახდინა მსოფლიოს პირველი ჩოგნის ჩენ მენის დამარცხებით 4:3. მიმა იტომაც მოიგო თავისი შეხვედრა ჯიეი ლისთან 4:2. შედეგად ნახევარფინალები ასე დალაგდა: დინ ნინი - იტო მიმა, სუნ ინშა - კასუმი იშიკავა.

ვაჟები, მეოთხედფინალები:
პატრიკ ფრანცისკა - მათიას ფალკი. პირველი პარტია გერმანელმა მოიგო, თუმცა შემდეგ ფალკმა სამი პარტიის ზედიზედ მოგება მოახერხა და თითქოს თამაშის ბედიც გადაწყვიტა, მაგრამ მეხუთე პარტია კვლავ გერმანელმა მოიგო დაძაბულ ბრძოლაში 12:10 და თამაშში გარდატეხაც შეიტანა, საბოლოოდ 4:3 და პატრიკ ფრანცისკა ნახევარფინალშია.
შუ შინი - ჰუგო კალდერანო. ბრაზილიელმა კარგად ითამაშა და ორი პარტიაც მოიგო, მაგრამ შუ შინის უპირატესობა მაინც უდავო იყო 4:2.
ვან ჩუკინი - ლიან ძინკუნი. ორი ჩინელის შეხვედრაში ვან ჩუკინმა იმარჯვა 4:1.
მა ლოგმა კი უშანსოდ მოუგო ლინ გაოუანს 4:0.
ნახევარფინალებში მეტოქეები ასე დაწყვილდნენ: შუ შინი - პატრიკ ფრანცისკა, მა ლონგი - ვან ჩუკინი.
ქალები, ნახევარფინალები: ჩინურ-იაპონური დაპირისპირება ჩინელთა გამარჯვებით დამთავრდა.
სუნ ინშა - კასუმი იშიკავა. ახალგაზრდა ჩინელმა ვარსკვლავმა იოლად მოიგო პირველი ორი პარტია, მაგრამ ძალების სრული დაძაბვა მოუხდა შემდეგი ორის მოსაგებად (12:10. 12:10), საბოლოოდ 4:0.
დინ ნინი - მიმა იტო. იაპონელი ბრწყინვალედ თამაშობდა და ხუთი პარტიის შემდეგ იგებდა კიდეც 3:2. მაგრამ მაგიდის ჩოგბურთის დედოფალმა - როგორც დინ ნინს უწოდებენ , თავისი კლასის და გამოცდილების ხარჯზე შესძლო თამაშის შემოტრიალება და გამარჯვება 4:3.

დამთავრდა ავსტრალიის ღია პირველობა
ვაჟების ნახევარფინალები:
27 წლის გერმანელმა პატრიკ ფრანცისკამ დაამტკიცა, რომ მშვენიერ ფორმაშია. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა შუ შინმა მხოლოდ მე-7 პარტიაში ძალების უკიდურესი დაძაბვით მოახერხა მასთან გამარჯვება 4:3 (11-7, 5-11, 11-6, 6-11, 6-11, 11-9, 12-10).
19 წლის ჩინელმა ვან ჩუკინმა კი სენსაციურად დაამარცხა მა ლონი 4:2 (11-8, 6-11, 11-4, 8-11, 11-7, 11-8).
ფინალი: ფინალში შუ შინმა დაამტკიცა, რომ ამ მომენტში ის პლანეტაზე საუკეთესოა, უპრობლემოდ დაამარცხა რა ვან ჩუკინი ანგარიშით 4:0 (11-6, 11-8, 11-4, 11-8) და ზედიზედ მეორედ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა.
ქალთა ფინალი:
ჩინელთა ამომავალმა ვარსკვლავმა 18 წლის სუნ ინშამ პირველ პარტიაში უბრალოდ გააცამტვერა მსოფლიოს მე-3 ჩოგანი დინ ნინი11:1. გამოცდილი ჩინელი შემდეგ პარტიებში შეეცადა გონს მოსულიყო და ბრძოლა გაემართა, მაგრამ სუნ ინშას შეჩერება დღეს შეუძლებელი იყო, საბოლოოდ 4:0 (11-11, 11-9, 11-9, 11-9).
hento
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 535
წევრი No.: 57518
რეგისტრ.: 4-April 08

გამოგზავნილია: 17 Jul 2019, 14:38  #54985615      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ღია ტურნირის "მაგიდის ჩოგბურთი ასაკის გარეშე" მოყვარულთა ლიგის შეჯიბრი ჩატარდება 21 ივლისს, კვირას, ვარდების ბაღში.
დასაწყისი 12:30-ზე.
მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ მომწეროთ PM-ში ან ფეისბუკზე "მაგიდის ჩოგბურთი ასაკის გარეშე".
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (59) « პირველი ... 57 58 [59]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0339 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]