Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > მალტა - Repubblika ta' Malta


Posted by: M43DL0 5 Jun 2008, 02:25
ძალიან დიდ ინტერესს იწვევს ევროპელებში ეს ადგილი, ძალიან ძალიან ბევრი ხალხი დადის დასასვენებლად, როგორც მსმენია არის გასაოცარი ადგილი, ყველაფერი რაც დასასვენებლად გჭირდება, ევროპიდან ფრენებიც იაფია ( 35ფუნტი ლონდონიდან ) , სასტუმროების მხრივაც არაა სიძვირე და ყველაფერი რაც შეიძლება დაგჭირდეს კარგი დასვენებისთვის, თუ რა თქმა უნდა რადისონში, ჰაიატში ან ჰილტონში არ მიდიხარ....

რაც შეეხება ქვეყანას...
დედაქალაქი: ვალეტა
ოფიციალური ენა: მალტური, ინგლისური
ფართობი: 316 კმ²
მოსახლეობა: 402,000
ვალუტა: ევრო
ტელეფონის კოდი: +356

კლიმატი არის საკმაოდ ცხელი, წლის საშუალო ტემპერატურა 21°C-ია, ყველაზე მეტად ცხელა ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერში
ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანაა, ქვეყნის ძირითადი შემოსავალი არის ტურიზმი, უნდა ითქვას რომ მალტის მხოლოდ 12% საუბრობს ინგლისურად, 2% იტალიურად ხოლო 86% მალტურ ენაზე


დანარჩენ ინფოს დავამატებ კიდევ

Posted by: paranoidis_dzma 5 Jun 2008, 03:48
ძალიან მაგრამ მიყვარს შორიდან მალტა, ძალიან მინდა ერთხელ წავიდე და მოვინახული, მისმა სილამაზემ ისე მომხიბლა, რომ ერთი პერიოდი მალტის ფორუმებზეც კი ვჩეთაობდი. სამი ძირითადი კუნძულისაგან შემდგარი პატარა რესპუბლიკა ( ჯამში 8 კუნძული ), რომლის მოსახლეობა ნახევარ მილიონზე ცოტაა სულ სადღაც ნახევარ საუკუნეს ითვლის თავისი დამოუკიდებლობიდან.


ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები მალტაზე smile.gif
love.gif

Posted by: Roy 5 Jun 2008, 10:59
paranoidis_dzma
ბიჯო მანდ რო ვაპირებდით წასვლას გახსოვს? givi.gif შემდეგ ზაფხულს ალბათ მანდ წავალ

Posted by: paranoidis_dzma 5 Jun 2008, 11:11
Roy
QUOTE
ბიჯო მანდ რო ვაპირებდით წასვლას გახსოვს?

ხოო .. biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
შემდეგ ზაფხულს ალბათ მანდ წავალ

უჩემოთ ? vik.gif

Posted by: Roy 5 Jun 2008, 11:36
paranoidis_dzma
აწიე მერე ეგ ყავისფერი ტაკო და წავიდეთ 2kiss.gif givi.gif

Posted by: M43DL0 5 Jun 2008, 18:56
QUOTE
ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები მალტაზე

არა მარტო კურსებითვის, ტურიზმით უფროა გაქაჩული, აქ ინგლისში ერთი ამბებია მალტაში წასვლაზე და რავიცი
150 ფუნტი ჯდება დღე თავისი ფრენიანა

Posted by: kalebind 5 Jun 2008, 19:08
არ მიყვარს ეს მალტელები რამდენიმე მიზეზის გამო,ისე,ნამყოფი ვინც არის,არა უშავსო,მითხრეს.ჩვიდმეტ ივლისს ველოდები.
პ.ს.საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან რამდენია მალტის,იქნებ იცოდეს ვინმემ.
QUOTE
ამან რაში დაგაინტერესა?

გეოგრაფიაში მინდა გავერკვე ამ კუნძულების.

Posted by: M43DL0 5 Jun 2008, 19:34
QUOTE
პ.ს.საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან რამდენია მალტის,იქნებ იცოდეს ვინმემ.

ეს რაში დაგაინტერესა?

http://www.scar.utoronto.ca/~gwater/IAHCGUA/UGD/valletta.html შეიძლება აქ იპოვო არ ვიცი

Posted by: paranoidis_dzma 5 Jun 2008, 20:12
kalebind
მაქსიმუმი არის მგონი 250 მეტრი givi.gif

Posted by: hirondelle 6 Jun 2008, 16:22
ძაან მაგარია მალტა... ყველას გირჩევთ წასვლას...
ყველაზე საინტერესო აი ესეთი ნაგებობებია, კუნძულ გოცოზე..
ვალეტაც მაგარი კაი ქალაქია smile.gif

Posted by: MAY_25 14 Jun 2008, 16:39
QUOTE
ევროპიდან ფრენებიც იაფია ( 35ფუნტი ლონდონიდან )

ეგ ხო მაგრამ ლონდონამდე ფეხით ხომ არ ჩახვალ (ცურვით სორი biggrin.gif ),ლონდონამდე ძვირი დაჯდებაuser.gif ხოდდა სადმე...აი თურქეთიდან არაა ნეტა user posted image



ძალიან მაინტერესებსსსსსსსსსს~!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! vik.gif




მართლა user.gif

Posted by: Johnnie Walker 14 Jun 2008, 18:34
2010 წელს მივდივარ მანდ, ეგრეა დაგეგმილი...
ძალიან მაინტერესებს.

სიცილიაშიც შევივლი და დავრჩები პალერმოში ერთი კვირა.... smile.gif biggrin.gif bis.gif

user posted image

Posted by: Kim chi 14 Jun 2008, 23:46
მანდ ისე ბევრი ქართველებიც არიან ,... ჰეჰე ყოველკვირა იჭერენ ვიღაცა ქართველს

Posted by: Kobalty 14 Jun 2008, 23:59
დანამდვილებით ვიცი რომ საშინლად ძვირი ქვეყანაა.
2 კაცი თურმე რომ ჭამო დაახლოებით 100 ევროს ექვივალენტი.

Posted by: hirondelle 15 Jun 2008, 00:07
koba4ever
QUOTE
დანამდვილებით ვიცი რომ საშინლად ძვირი ქვეყანაა.
2 კაცი თურმე რომ ჭამო დაახლოებით 100 ევროს ექვივალენტი

კი, ნაღდად ძვირია, მაგრამ თუ საშუალება გაქვს ნაღდად ღირს ნახვა (2 კაცი 100€, ეს რესტორანში) თორე ბევრად იაფადაც გამოხვალ.....

Posted by: Kobalty 15 Jun 2008, 00:15
hirondelle
რავი, ძმაკაცები იყვნენ და 15000$ დაეხარჯათ 2 კვირაში და აეროპორტში რომ არ დავხვედრილიყავი, ტაქსის ფულიც აღარ ქონდათ, თან დისკოტეკები და ეგეთი ზავედენიები არ ვარგაო, უფრო ბებრული პონტია რა, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და ესე რა.
მაღაზიებში არა-ადამიანური სიძვირე.

Posted by: Castro-Urdiales 15 Jun 2008, 16:06
ერთადერთი ქვეყანა ევროპაში სადაც განქორწინება კანონით აკრძალულიაsmile.gif
ავტობუსები ჰყავთ საკაიფო .
პ.ს. ქვეყნის ფაქტიური ხემძღვანელი სასულიერო პირია. ესაც მოკლე საკანონმდებლო თავისებურებანი მალტურადsmile.gif

Posted by: hirondelle 15 Jun 2008, 16:20
koba4ever
QUOTE
რავი, ძმაკაცები იყვნენ და 15000$ დაეხარჯათ 2 კვირაში და აეროპორტში რომ არ დავხვედრილიყავი, ტაქსის ფულიც აღარ ქონდათ, თან დისკოტეკები და ეგეთი ზავედენიები არ ვარგაო, უფრო ბებრული პონტია რა, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და ესე რა.
მაღაზიებში არა-ადამიანური სიძვირე.

კი ძირითადად მდიდარი ტურისტებისთვის არის, უფრო დათვალიერების პონტში, იახტებით და ა.შ., ახალგაზრდობის საგულაო პონტი ნაკლებადაა.....

Posted by: forcafigo 15 Jun 2008, 16:34
QUOTE (MAY_25 @ 14 Jun 2008, 16:39 )
QUOTE
ევროპიდან ფრენებიც იაფია ( 35ფუნტი ლონდონიდან )

ეგ ხო მაგრამ ლონდონამდე ფეხით ხომ არ ჩახვალ (ცურვით სორი biggrin.gif ),ლონდონამდე ძვირი დაჯდებაuser.gif ხოდდა სადმე...აი თურქეთიდან არაა ნეტა user posted image



ძალიან მაინტერესებსსსსსსსსსს~!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! vik.gif




მართლა user.gif

არავის გაქვთ ინფო? cry.gif


საქართველოდან რა დაჯდება გზა თვითმფრინავით help.gif

Posted by: .◎● 16 Nov 2008, 23:06
დაწერეთ კიდევ რამე biggrin.gif
ადგილს ვარჩევ

Posted by: TengoGog 14 Oct 2009, 00:43
მე 99-ში ვიყავი (ეუფ რამდენი დრო გასულააააა)

სტამბულიდან დაფრინავს ეარ მალტა, საკაიფო ავიაკომპანიააა... ბილეთი 500 დოლარამდე ღირდა.... ჩადის ლუკას აეროპორტში.... გამომდინარე იქიდან რომ ქვეყანაში მიწის დეფიციტია, აეროპორტიდან ფაქტიურად პირდაპირ ქალაქშI გადიხარ...

რაც შეეხება დროს ტარებას, არის ეგეთი ქალაქი (ჩვენი სტანდარტებით - ვაჯას ერთი კვარტალი) სეინთ ჯულიანსი, რომელიც სულ ფაბები, დისკოტეკები და კლუბებია... თუ გინდა რომ გაერთო კარგად გააჯაზებ. სლიმო (გვერდზე ქალაქი, მეორე კვარტალი) მარტო სასტუმროებია...

მალტას კიდევ აქვს ორი კუნძული - სლიმო და კომინო. სლიიმო იმენა საბანაო პონტია. შეგიძლია პარომით გადახვიდე კომინოზე, რომელიც ძირიტადად ღირშესანიშნაობებია... ისე ხალხი მაგარი თბილია და ყველა ლაპარაკობს ინგლისურად (ზემოთ ეწერა არაო, ან იქნებ ამ 10 წელიწადში დაავიწყდათ? :-)

მოკლედ თუ ვინმეს წასვლის პონტი აქვს აუცილებლად უნდა წავიდეს....

ევროპული, აზიური და არაბული კულტურის მიქსია რა..... მე მაგარი მევასა ყველა პონტში და კიდევ ერთი: ბევრი ვნახე კურსებზე ჩასული, მაგრამ არავინ მინახავს რამის ნასწავლი, ყველა გაჯაზებაზეა გადასული..... ძირითადად ბევრი ფულების მქონე მამიკოს შვილები, რომლებსაც სულ კიდიათ ყველაფერი, ოღონდ ბავშვები ტავიდან მოიშორონ 2 კვირით.... smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: Johnnie Walker 2 Nov 2009, 13:15
ვინმემ ხომ არ იცით, მალტის ვიზებს რომელი საელჩო გასცემს თბილისში?

Posted by: kokako7 2 Nov 2009, 14:15
Johnnie Walker
სავარაუდოდ იტალიის მგონი!

Posted by: logotip 20 Sep 2012, 15:04
ამოვწევ ამ თემას:

ვინმე ცხოვრობთ ან სწავლობთ ამ კუნძულზე?

ან თუ ნამყოფი ხართ დადეთ თქვენი მოგონებები და ფოტოგრაფიები:


gemali

მოგვიწევს ამ თემაში " ბირჟაობა" ვატყობ

Posted by: Boom-girl 21 Sep 2012, 18:48
ხომ არ იცით სტამბულიდან მალტაში გადაფრენა რა დამიჯდება??

Posted by: frajock 24 Sep 2012, 23:34
რატომღაც მალტაზე ეს მახსენდება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif http://www.youtube.com/watch?v=m1TnzCiUSI0

Posted by: Jorik 26 Sep 2012, 22:57
როგორც ასეთი სასმელი წყალი არ მოიპოვება მანდ

Posted by: frajock 27 Sep 2012, 17:42
ხო ეგ მართალია სასმელ წყალზე მეც ეგრე გავიგე

Posted by: gemali 10 Oct 2012, 01:39
კარგი კუნძულია..ბევრი არასწორი ინფორმაციაც ვნახე..არაფერი ისეთი ძვირი არ არის კვება ევროპის სხვა ქვეყნებთან გავსხვავებით..ასევე ტანსაცმელიც..სასმელი წყალი არ მოიპოვება.. ონკანში გაფილტრული ზღვის წყალი მოდის..სასმელ წყალს მაღაზიაში ვყიდულობთ..ჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს..არც ვინმეზე უკეთესი და არც ვინმეზე ცუდი.. მე პირადად კარგი მეზობლები მყავს(ან მე ვარ კარგი მეზობელი..biggrin.gif biggrin.gif)..უკვე ცხრა წელია ოქტომბრიდან-აპრილის ჩათვლით აქ მიწევს ყოფნა(ბავშვები სწავლობენ ინგლისურ სკოლაში) ზამთარში თბილი კლიმატია..ძალიან აუღელვებელი ცხოვრება მიდის..საქართველოს მაგონებს 80-იანების დასაწყისში..

Posted by: praaalo 15 Oct 2012, 14:03
gemali
როგორც ვიცი სახელმწიფო ენა აქ არის ინგლისური და მალტური:

ეს ხელს არ უშლის ოფიციალურ სტრუქტურებს მუშაობაში? ანუ საბუტები რა ენაზე კეთდება :
ხო კიდე ამ ქვეყნის ან დედაქალაქის სიმბოლო რა არის?

Posted by: gemali 16 Oct 2012, 14:53
praaalo
QUOTE
როგორც ვიცი სახელმწიფო ენა აქ არის ინგლისური და მალტური:

ეს ხელს არ უშლის ოფიციალურ სტრუქტურებს მუშაობაში? ანუ საბუტები რა ენაზე კეთდება :

ყველა საბუთი კეთდება ორივე ენაზე..რომელიც შენ უფრო გეხერხება..მაგალითად სახლში გადასახადები,მანქანის ჯარიმა და ა.შ მოდის ორივე ენაზე..

Posted by: Jorik 17 Oct 2012, 12:29
gemali
მალტური რანაირი ენაა, უფრო იტალიურს გავს ალბათ?

Posted by: gemali 18 Oct 2012, 12:35
Jorik
ჩემი დაკვირვებით სიინთეზია რამდენიმე ენის..არაბული,ინგლისური ,იტალიური.. მაგ.მალტელებს ესმით არაბების,ჩემ მეზობელს მაროკოელი მეუღლე ჰყავს..ინგლისურად სიტყვას ვერ ამბობს,მაგრამ მალტელებს ელაპარაკება.. იტალიურიც(ინგლისურზე არაფერს ვამბობ) თითქმის ყველამ იცის..

Posted by: Jorik 19 Oct 2012, 12:07
gemali
მადლობთ ინფოსთვის, ძალიან საინტერესოა მართლაც smile.gif

Posted by: praaalo 20 Oct 2012, 10:34
gemali
თქვენ იქ ცხოვრობთ?
ხო არ იცით სწავლის დაფინანსება როგორ ხდება:

არაადგილობრივებისთვის რაიმე შეღავათი ხო არ არსებობს?

და საერთოდ, ნორმალური სისტემა აქვთ ამ მხრივ?


Posted by: gemali 20 Oct 2012, 16:19
praaalo
ზამთრობით აქ ვარ 8 თვე..
QUOTE
ხო არ იცით სწავლის დაფინანსება როგორ ხდება:

იხდი ჩვეულებრივად ქვითარს..თუ მე ვერ მივხდი კითხვას..
QUOTE
არაადგილობრივებისთვის რაიმე შეღავათი ხო არ არსებობს?

არანაირი..პირიქით მე მაგალითად კერძო სკოლაში ჩემ ბავშვებზე 30% მეტს ვიხდი,ვიდრე აქაურები..
QUOTE
და საერთოდ, ნორმალური სისტემა აქვთ ამ მხრივ?

მე მომწონს..ბავშვებს ვასწავლი ბრიტანულ სკოლაში..არის ამერიკული სისტემით რომ ასწავლიან ისეთი კერძო სკოლაც..მე უფრო კონსერვატორი ბრიტანელები მომწონს..არ ხდება ისე რომ ფულს იხდი და ამიტომ შეღავათს გაგიკეთებს სასწავლებელი..
არის ძალიან ბევრი ინგლისურის შესასწავლ-პანიონები..ძალიან ბევრი უცხოელი ახალგაზრდები ჩამოდიან ამ სკოლებში..

Posted by: praaalo 22 Oct 2012, 12:09
gemali
მე ინსტიტუტი უფრო მაინტერესებდა:

მანდაც ბრიტანული სასწავლებლის ხარისხის დიპლომი გაიცემა ნეტა?



Posted by: gemali 22 Oct 2012, 16:37
praaalo
QUOTE
მანდაც ბრიტანული სასწავლებლის ხარისხის დიპლომი გაიცემა ნეტა?

კი და ითვლება ერთ-ერთ კარგ ინგლისურენოვან უნივერსიტეტად ევროპაში..

Posted by: logotip 25 Oct 2012, 16:48
praaalo
მე ვსწავლობ აქ:

თუ რაიმე გაინტერესებს პმ-ში მკითხე;

დეტალები

Posted by: praaalo 20 Nov 2012, 17:16
logotip
სახელმწიფო აფინანსებს თუ არა არაადგილობრივებისთბის სწავლებას?


Posted by: Paranormal 20 Nov 2012, 17:22
QUOTE
სახელმწიფო აფინანსებს თუ არა არაადგილობრივებისთბის სწავლებას?

მეც მაინტერესებს

Posted by: logotip 3 Dec 2012, 18:11
praaalo
Paranormal

თუ რომელიმე პროგრამით არ ხარ, ფაქტიურად არა:

Posted by: sophi-19 25 Dec 2012, 01:56
მაინტერესებს მანდ სწავლა რა გირს ან სწავლისტვის ვიზა როგორ უნდა აიღო მოკლიედ ყველაფერი მაინტერესებს და თუ ვინმე დამეხმარებით მადლობელი დაგრჩებით biggrin.gif

Posted by: Kate789 18 Jan 2013, 21:48
თუ ყველაფერი გამოვიდა, მაშინ .... love.gif

Posted by: Kate789 2 Feb 2013, 02:59
შევიტანე საბუთები საელჩოში და ვნახოთ.
იმედია ვიზას ჩამირტყამენ.
ნუ იმის გათვალისწინებით, რომ 2010-ში სარდინიასა და იტალიაში ვიყავი. love.gif , წესით ახლა პრობლემა არ უნდა იყოს.

Posted by: praaalo 21 Feb 2013, 14:26
Kate789
რაო რა გითხრეს?


კიო?

Posted by: Kate789 21 Feb 2013, 17:05
praaalo
კიიი.
ვიყავი უკვე და დღეს დილის 5 საათზე ჩამოვედი.


უუუმაგრესი იყო love.gif

Posted by: praaalo 23 Feb 2013, 00:35
Kate789
დადე რა წლის ამ პერიოდის მალტის რაიმე ფოტოsmile.gif


Posted by: Kate789 23 Feb 2013, 01:25
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: praaalo 23 Feb 2013, 02:22
Kate789
ბოლოს წინა 2 ფოტოზე რა ხდება?

რა საყვარელი ნივთებია:

რეებია?

Posted by: Kate789 23 Feb 2013, 03:06
praaalo
ერთ-ერთ ძალიან ფეშენებელურ რესტორანში გადავიღე ეგენი.
არც დავმჯდარვარ, უბრალოდ შევედი, დავათვალიერე და რაც მომეწონა, ყველაფერს გადავუღე. biggrin.gif
ის წიგნებიც მანდ გადავიღე.

Posted by: patara tagunia 23 Feb 2013, 15:50
მალტაში ენის(ინგლისური) კურსებზე, ხომ არ ხართ ვინმე ნამყოფი?

Posted by: logotip 26 Feb 2013, 11:40
patara tagunia
რა გაინტერესებს:

კონკრეტული ის იკითხე:

მე თუ არა, აგერ შეილებ ა Kate789 მა ან gemali იცოდეს

Posted by: Kate789 28 Feb 2013, 01:35
კი მე ვიყავი ინგლისურის კურსებით.
ნუ ოღონდ ერთი კვირით სამწუხაროდ. და არა მეტით.

Posted by: will smith 16 Jan 2014, 15:13
გამარჯობათ,გადავწყვიტე მალტაში წავიდე ენის კურსებზე რადგან ინგლისი უფრო ძვირდ მიჯდება,როგორი ქვეყანაა,როგორ ასწავლიან?ხარჯები როგორია,ქირა რამდენი ღირს დაახლოებით თვეში,თუ ვინმემ იცით ან იქხართ დამაკვაიანეთ რააა

Posted by: will smith 22 Jan 2014, 11:53
არ ხართ ვინმე ნამყოფიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

Posted by: webdesigner93 22 Jan 2014, 12:30
მეც მაინტერესებს მალტაზე რაღაცები და დაწერეთ ვინც იცით რამე smile.gif ენის კურსები მინდა მეც ოღონდ CAE-ზე მაღალი დონის თუ აქვთ რამე. და მოკლე ვადით, მაქსიმუმ 1 კვირა შევძლო შვებულების გამონახვა sad.gif

Posted by: anna_annuka 2 Feb 2014, 01:20
ძალიან მაგარი ქვეყანაა . მე ვიყავი 2 წლის წინ და ძალიან მომეწონა. ლამაზი პატარა ქვეყანაა. ტურიზმისთვის შესანიშნავია. მომენატრა ახლა ფოტოებს რომ გადავხედე smile.gif <3

Posted by: peoplez 20 Mar 2014, 05:54
ნე ვუსწავკე ცოტა ხანი უფასოთ, როგორც მალტელები, იტალიის საბუთებით, მარა მერე წაოვედი მაქედან და აგარ გამიგრძელებია, ისევ ვაპირებ დაბრუნებას შემიყვრდა მალტა

Posted by: ქეთუზა 3 Apr 2014, 13:46
ვინმე საქართველოდან ხართ ნამყოფი ტურისტული ვიზით?
რა ხდება,რა ჯდება? user.gif

Posted by: anna_annuka 4 Apr 2014, 22:13
ქეთუზა
კი, მე ვარ ნამყოფი, იტალიის საკონსულოში ჩამირტყეს ვიზა. ფასებს გააჩნია, ტურისტულ სააგენტოებს აქვთ ტურები შედარებით შეღავათიან ფასებში - სეზონს , სასტუმროს და პირობებს გააჩნია.

Posted by: ქეთუზა 7 Apr 2014, 09:42
anna_annuka
მადლობა პასუხისთვის smile.gif
სეზონი ჯერ არ ამირჩევია,ბავშობიდან აკვიატებული მაქვს და ძალიან მინდა ოდესმე ვნახო,ეხლა უკვე შემიძლია ნელნელა დაიწყო ოცნების ასრულებაზე ფიქრი..
დამოუკიდებლად მინდა წავიდე,რატომღაც ტურისტული სააგენტოები დიდ აღფრთოვანებას და ნდობას არ იწვევს ჩემში biggrin.gif
QUOTE
იტალიის საკონსულოში ჩამირტყეს ვიზა

აჰაა ანუ მაგათ უნდა მივადგე smile.gif

Posted by: ABGREITORA 19 Sep 2014, 17:12
რა მაინტერესებს, შენგენი თუ მაქვს 6 თვიანი, მალტაზე სასწავლო კურსებს ვგეგმავ და ვიზა დამჭირდება კიდევ?

Posted by: Instructor 29 Jan 2015, 22:21
გამარჯობათ, მალტაში ვგეგმავ 1 თვით წასვლას ინგლისურის კურსებზზე და კარგ სკოლებს ხომ ვერ მირჩევთ? თუ ვინმემ იცით პრესტიჟული სკოლები გთხოვთ მითხარით
ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ერთ სკოლაზე ვფიქრობ Clubclass ქვია. ნუ ნორმალური ჩანს მაგრამ თუ უკეთესს მირჩევთ გამიხარდება smile.gif

ABGREITORA
will smith
patara tagunia
Kate789
მეგობრებო, უკაცრავად რომ გაწყხებთ. თქვენი პოსტები ვნახე და დაინტერესებული/ნამყოფი იყავით კურსებზე და თუ არ შეგაწუხებთ იქნებ მირჩიოთ smile.gif
წინასწარ დიდი მადლობა და ბოდიში რომ გაწუხებთ ....

Posted by: will smith 29 Jan 2015, 23:11
Instructor
ეცადე რომ იაფ სასწავლებელს არ მიადგე ოდნავ მეტი გადაიხადე უკეთეს სასწავლებელში წადი,

Posted by: Instructor 30 Jan 2015, 00:58
will smith
მართალია, ზუსტად მაგ აზრზე ვარ მეც smile.gif უბრალოდ ინფორმაციის ნაკლებობის გამო ვერ ვადგენ რომელია კარგი. ვცადე რევიუების ნახვაც მაგრამ ონლაინში არ არის ბევრი ინფორმაცია მალტის სკოლებზე. უფრო სარეკლამო და მიკერძოებული არტიკლები იძებნება

Posted by: aranormaluri 30 Jan 2015, 01:25
დასასვენებლად წასვლას არავის არ ვურჩევ mo.gif ძალიან ლამაზია, არაჩვეულებრივი ხალხია, იაფია, მზიანია, მაგრამ ცარიელი ქვა და კლდეა. ზღვაში ჩასასვლელები კი არის მოწყობილი მაგრამ იქიდან რომ ამოხვალ სადღაც ხომ უნდა დაწვე. ქვიშიანი პლიაჟებიც არის, მაგრამ ძალიან პატარა და ხშირად შორს. მაგ ადგილებში წყალს სიღრმე არა აქვს და სულ კატერებით არის გადაფარული.
თან იმის მაგივრად რომ პლიაჟები მაქსიმალურად კომფორტული გახადონ და ტურისტები მიიზიდონ, პირიქით ორმაგ ფულს აკეთებენ შეზლონგების გაქირავებაში.
* * *
QUOTE (frajock @ 24 Sep 2012, 23:34 )
რატომღაც მალტაზე ეს მახსენდება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif http://www.youtube.com/watch?v=m1TnzCiUSI0

lol.gif lol.gif ეს ხომ ვიცოდი და სულ მეცინებოდა რომ მივდიოდი, იმიტომ რომ sheet და beach-ის გამოთქმა არც მე არ შემიძლია, ყოველთვის ვერიდები, თავს ვარიდებ მაგ სიტყვის თქმას, მაგრამ ჩავედი თუ არა იძულებული გამხადეს რომ მეთქვა თან ათასჯერ. ბინძური ლოგინის თეთრეული დამხვდა სასტუმროში.

Posted by: Instructor 31 Jan 2015, 01:01
will smith
თქვენ იყავით მალტაში სასწავლებლად? smile.gif) კონკრეტულ სკოლას ხომ ვერ მირჩევდით?

წინასწარ მადლობა

Posted by: Jorik 31 Jan 2015, 12:19
მალტა სასმელ წყალს საიდან იღებს???

Posted by: anna_annuka 17 Feb 2015, 23:37
Jorik ვერსაიდან smile.gif უნდა იყიდო. ონკანში რაც მოდის, მხოლოდ გადამუშავებული ტექნიკური წყალია. გაზი არ არის, ელექტროენერგიაზე და მზის ბატარეებზეა ყველაფერი.

Posted by: peoplez 19 Feb 2015, 22:02
Jorik
სასმელ წყალს იტალია ამარაგებს , მე ვიყავი მალტაში ერთი წელი ვიცხოვრე, მაგარი ადგილია ძაან smile.gif

Posted by: Jorik 22 Feb 2015, 12:31
anna_annuka
peoplez
მაგარია, რესურსების გარეშე მაინც სამოთხესავითაა

Posted by: UK_London 6 Mar 2015, 00:13
http://www.radikal.ru

MALTA

ჩვენ ასევე გვაქვს ფილიალი მალტაში, იგი არის ლიცენზირებული როგორც უმაღლესი განათლების ინსტიტუტი რომელიც თავაზობს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო და აკადემიური ინგლისურის კურსებს. მალტაში ოფიციაური სალაპარაკო ენა არის მალტური და ინგლისური.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო (MBA) - € 6,950 (1 წელი)

აკადემიური ინგლისურის კურსები:
4 თვე - € 1,950
8 თვე - € 2,950
12 თვე - € 3,950


ჩვენი სასწავლებლის პრეორიტეტები:
* მთელს მსოფლიოში აღიარებადი დიპლომის აღების შესაძლებლობა.
* კონკურენტული ფასები სასწავლო კურსებზე.
* შესაძლებლობა ისწავლოთ და იცხოვროთ ინგლისურენოვანი ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყანაში.
* თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კამპუსი.
///////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////


Our campus is also located in Malta the historic city of Valletta. We are licensed as a Higher Education Institute offering MBA and Academic English courses.
The two official languages in Malta are English and Maltese with both languages taught and used extensively.
MBA course:
12 Month - € 6,950


Academic English courses:
4 Month - € 1,950
8 Month - € 2,950
12 Month - € 3,950


Why study with us:
* Obtain a globally recognized degree.
* Extremely competitive course fees.
* Study and live in a unique environment of an English speaking Mediterranean country
* Benefit from a modern, fully equipped campus in a central location
////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////

Также у нас есть филиал в Мальте, который является лицензированным Институтом высшего образования. Филиал в Мальте предлагает степень Магистра бизнес-администрирования и академические курсы английского языка. В Мальте два официальных языка: мальтийский и английский.

Магистр бизнес-администрирования (MBA) - € 6,950 (1 год)

Курсы академического английского языка:
4 месяца - € 1,950
8 месяцев - € 2,950
12 месяцев - € 3,950




Привилегии нашего учебного центра в Мальте:
* Возможность получить всемирно признанный диплом.
* Конкурентные цены на учебных курсах.
* Возможность учиться и жить в англоязычной средиземноморской стране.
* Кампус оборудован новейшими технологиями.
/////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////

ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის და კითხვებისთვის საბუთებზე ან მოთხოვნილებებზე შეგიძლიათ დაგვეკონტაქტოთ:
* აქვე ფორუმზე პირადული გზავნილით.
* TamunaLondon@gmail.com
* Skype-ის მოცემაც არის შესაძლებელი თუ დაწვრილებით გაინტერესებთ რაიმე საკითხი.
* facebook-ის ლინკსაც ჩავამატებთ ამ განყოფილებაში უახლოვეს მომავალში, მაქედანაც შეძლებთ დაკონტაქტებას.


http://www.radikal.ru

http://forum.ge/?&act=ST&f=79&t=34737399

Posted by: @@mk@@ 26 Apr 2015, 01:13
ხალხნო ვინც ყოფილხართ მალტაში მირჩიეთ , ივლისში ვაპირებ წასვლას მალტაში და აუტანელი სიცხეებია?

Posted by: zipo-zipo 19 Jul 2019, 13:53


peoplez
QUOTE
მე ვიყავი მალტაში ერთი წელი ვიცხოვრე, მაგარი ადგილია ძაან

უფრო დაწვრილებით გვითხარი როგორი ქვეყანაა? ხალხი როგორია?



Posted by: thenotoriousbig 23 Aug 2019, 07:00
რამოდენიმე დღის წინ დავბრუნდი მალტიდან და დამრჩა სიმ-ბარათი იქაური Vodafone 30 ევროდ ნაყიდი. 10 გიგაბაიტიდან ვიხმარე მხოლოდ 3 და მოკლედ არის დარჩენილი 7 გიგაბაიტი 4.5G ინტერნეტი, რომელიც მოქმედებს 12 სექტემბრამდე და ასევე 4 ევრომდე ბალანსზეა. მე რაღაში მჭირდება აქ და იქ თუ აპირებს ვინმე წასვლას, გამოგადგებათ, მოგცემთ ძაან იაფად. მომწერეთ პირადში.

Posted by: Illuminatus 24 Oct 2019, 13:20
სალამი
მალტაში ვაპირებ წასვლას იანვრისთვის და არის იქ ვინმე, რომ შემეხმიანოს და იქნებ რამეშიც დამაკვალიანოს, მე მყავს ნაცნობები მარა ურიგო არ იქნებოდა კიდე ვინმეს გაცნობა, ერთმანეთს დავეხმარებოდით რა

Posted by: POKERISBLUFF 30 Oct 2019, 18:40


Posted by: lovelock 9 Jun 2020, 14:44
გადავიკითხე ეს თემა. საინტერესოა. წყალი თუ არ ქონდათ არ ვიცოდი.
ამოვქაჩავ მაინც რადგანაც ფრენები იაფია.
შეძლება ვიკენდზე ჩაფრენა როგორც კი გაიხსნება.

Posted by: misha20123 17 Nov 2020, 07:55
Imena tipebs wyali ar aqvt da samotxe aqvt da chven vizirebit wyalshi da...

Posted by: H.I.M 19 Feb 2021, 17:56
მალტაზე ხომ არავინ აპირებს გამგზავრებას ამ გაზაფხულზე

Posted by: G1nika 31 Mar 2022, 01:36
H.I.M
QUOTE
მალტაზე ხომ არავინ აპირებს გამგზავრებას ამ გაზაფხულზე

კი, 25 აპრილს. მე და მეგობარს გვინდა სამუშაოდ.

არის აქ ვინმე ვინც მალტაზე ცხოვრობს ???

Posted by: Aunties 31 Mar 2022, 07:33
კი არის მე და ჩემი საძმაკაცო გარდა იმისა რომ ენა უნდა იცოდე რო საბუთი შემოგთავაზონ რა

Posted by: G1nika 31 Mar 2022, 11:01
Aunties
ვა, საინტერესოა, არველოდი გამოხმაურებას.
ძაან ცოტა ქართველები არიან ხო მალტაზე როგორც ვიცი.
ენის ბარიერი და პრობლემა მაგ მხრივ არ მექნება.

რას მეტყვი, გამიზიარე გამოცდილება. ზოგადად ცხოვრება, მუშაობა და ა.შ.

Posted by: Aunties 31 Mar 2022, 11:07
G1nika
სეზონზე თუ მოიფიქრებ სტუმრობას დანარჩენ დროს სამუშაობეს ნაკლებობა, მართალია მე ძირითადათ არ ვმუშაობ მარა საახლობლო ხო რა

Posted by: G1nika 1 Apr 2022, 20:33
Aunties
კი, სეზონზე ვაპირებთ აპრილის ბოლოს.
რას მირჩევ, ოთახის და სამსახურის ძებნა სად ღირს და ზოგადად ცხოვრების ჰაკები და თიფსები გამიზიარე, რას იტყვი, როგორი კუნძულია?!

Posted by: Aunties 2 Apr 2022, 12:19
საკაიფო კუნძულია რა თან ნესწი ნოუ ჰაუ

Posted by: Keyboard 13 Jun 2023, 11:07
რა ქენით არის ვინმე დარჩენილი მალტაზე

Posted by: Pepper_Crowley 17 Jun 2023, 00:13
მალტა love.gif

წელს თუ არა მომდევნო წელს მაინც წავალ.

რაც წამიკითხავს და ინფორმაცია მინახავს, იდეალური ადგილია ჩემნაირი ადამიანისთვის. user.gif

თუ ვინმე მიდიხართ, გაგიზიარებთ ჩემ მიერ შეკრებილ ინფოს popcorn.gif


Posted by: Keyboard 17 Jun 2023, 22:45
ერთი წლამდე ვიცხოვრე და მომყვა მოგონებები ამიტომ ყველგან ვკითხულობ ეხლა ვიცი რო სავსეა ბიო მასით

Posted by: ნახალოვკელი_კუკუშა 20 Jul 2023, 19:10
ეხლა სექტემბერში ვაპირებ მალტაში გამგზავრებას და ვიცი ქურდობები და ეგეთი რამეები ნაკლებადაა და ვინმე არის ამ ფორუმიდან მეც ვცნობ უამრავ ხალხს და მაინტერესებს უბრალოდ

Posted by: ნახალოვკელი_კუკუშა 22 Jul 2023, 15:29
ბილეთი დავბრონე სექტემბრის ბოლოსთვის აბა არის ვინმე აქაური მალტაში? აქ თუ არ ხართ ნამყოფი ევროპაში არ ყოფილხართ

Posted by: cosаnostra 23 Jul 2023, 11:32
ნახალოვკელი_კუკუშა
QUOTE
აქ თუ არ ხართ ნამყოფი ევროპაში არ ყოფილხართ

ვითომ რატო?

Posted by: ნახალოვკელი_კუკუშა 23 Jul 2023, 11:49
cosаnostra
მიტომ რო ყველაზე ბიუჯეტურია და შუა გულს ზღვაშია როგორც გემი

Posted by: შარი10 23 Jul 2023, 12:25
ნახალოვკელი_კუკუშა
რითია ბიუჯეტური?
ყველაფერი შემოსატანია იმპორტით, წყალიც კი

Posted by: Pinkman987 23 Jul 2023, 22:23
მალტას ქონია საინვესტიციო პროგრამა რომ მოქალაქეობა აიღო, ვინმეს გსმენიათ?

Posted by: ნახალოვკელი_კუკუშა 23 Jul 2023, 23:04
Pinkman987
კი აქვს ნახევარი მილიონის ქონება უნდა დაარეგისტრირო

Posted by: Pinkman987 23 Jul 2023, 23:52
QUOTE
კი აქვს ნახევარი მილიონის ქონება უნდა დაარეგისტრირო

მილიონად მთელ მალტას ვიყიდი rolleyes.gif

Posted by: ნახალოვკელი_კუკუშა 23 Jul 2023, 23:57
QUOTE (Pinkman987 @ 23 Jul 2023, 23:52 )
QUOTE
კი აქვს ნახევარი მილიონის ქონება უნდა დაარეგისტრირო

მილიონად მთელ მალტას ვიყიდი rolleyes.gif

მილიონი გიდევს თუ ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო გაგონილის გექნება

Posted by: Pinkman987 24 Jul 2023, 00:38
ნახალოვკელი_კუკუშა
მთელი ნახალოვკა რომ ვიყიდო მილიონი დამჭირდება თუ მილიონის ნახევარი?

Posted by: akkai 24 Jul 2023, 09:43
QUOTE
ბილეთი დავბრონე სექტემბრის ბოლოსთვის

ნახალოვკელი_კუკუშა
რა ჯდება ?
და რომელი ქალაქშია ტრანსფერი

Posted by: ნახალოვკელი_კუკუშა 24 Jul 2023, 10:22
მე ცალხმრივი ვიყიდე როგოც სოლო მოგაური ისე მალტელზე დანიშნული ვიკავი მარა პანდემიამ რაც ქნა

Posted by: ingfari 6 Aug 2023, 23:19
მალტა საკმაოდ ძვირიანი ქვეყანაა, არაა ბიუჯეტური. მაგალითად იტალიაზე ბევრად ძვირია ყველაფერი. იტალიაშიც რომელიმე სამხრეთ რეგიონს არ ვგულისხმობ, რომთან შედარებითაც კი შეუდარებლად ხარჯიანია მალტა. პრინციპში მომზადებული ვიყავი ამისთვის და მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის.

გეოგრაფიის გარდა კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ მალტა ბრიტანეთს ეკუთვნოდა ადრე. ინგლისური ყველამ იცის, კლიმატი კარგია და რა თქმა უნდა ბლომად ბრიტანელი ტურისტია ლამის მთელი წლის განმავლობაში (ბევრი შაბათ-კვირის და დღესასწაულების გასატარებლადაც მიფრინავს მანდ), ეს სექტორი ძირითადად მაგათზეა აწყობილი. ამათ კი ფული აქვთ და ყველაფრის ფასს ძალაუნებურად ზევით ეწევიან. ამიტომ მალტაზე წამსვლელებმა გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი ბრიტანულ წესზეა მოწყობილი - ავტომობილის მოძრაობის წესებიდან დაწყებული, შტეფსელით დამთავრებული. smile.gif

თუმცა მონახულება ნამდვილად ღირს - დიდი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, ზღაპრული ადგილები და გართობის/განტვირთვის კარგი შესაძლებლობა, პლუს ეგზოტიკა.
* * *
ჰო, ქართველები არიან, რამდენჯერმე მომესმა ქართული საუბარი, გამოველაპარაკე კიდეც ზოგიერთს (ერთს ჩემი ინიციატივით, მეორემ ქართული რომ გაიგო აქეთ გამოგვეცნაურა), იქ ცხოვრობენ და მუშაობენ. ახალგაზრდებიც ვნახე და ხანშიშესულებიც, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე.

Posted by: DeeJee 6 Sep 2023, 13:34
სავსეა ქართველებით მთელი ნახალოვკა თუ არა ნაწილობრივ იქ არის და ჩემიც უამრავი მეგობარი საქმიანობს ის კი არა გოგა რო იყო პრაიმ-ჰაისში ისაც იქაა ბარმენობს როგორ ვიცი ფეისბუქიდან და საკმაოდ დიდი ხელფასებია უბრალოდ ბინების ფასი აწეულა და ეგ მაფერხებს მეც

Posted by: norika 29 Jan 2024, 16:27
Pepper_Crowley
მე ვაპირებ აპრილში წასვლას
კი მაქვს მოძიებული ინფორმაციები მაგრამ შეგიძლია შენი გამოცდილებაც გამიზიარო. ფოტოების გადასაღებად მინდა კარგი ადგილები, ბაზილიკა რომ ჩანდეს კარგად

Posted by: JahNiko 29 Jan 2024, 22:15
მაგ პერიოდში დაგვიანებულია უკვე სეზონი უკვე დადგა ასე რო ხვნა&თესვის დროა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)