#51108830 · 8 Aug 2017, 17:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვაპირებდი თემის გახსნას, მაგრამ ყოფილა უკვე. იუნესკო შმუესკოებს რო თავი დავანებოთ, რეალურად თუ გინდა გაიგო როგორი მდგომარეობაა, უნდა დაათვალიერო სვანეთი და სამეგრელო.
ჩემი დაკვირვებით ვიტყვი სვანურ ენას მესტიაში კაი ხანს არაფერი ემუქრება, ბავშვებს ეხლაც სვანურად ასწავლიან ლაპარაკს, ერთმანეთშიც სვანურად ლაპარაკობენ, მათ შორის ახლგაზრდებიც (მხოლოდ რამდენიმე გოგო შემხვდა სვანურად რო არ ლაპარაკობდნენ, თუმცა რა თქმა უნდა იცოდნენ). ლენტეხში ცოტა სხვა ვითარებაა, ქართულ-სვანურის ნარევზე ლაპარაკობენ, უამრავი ქართული სიტყვაა და ბევრი ერთმანეთში სვანურად აღარ ლაპარაკობს. სავარაუდოდ შემდეგი თაობა უკვე აღარც ილაპარაკებს სვანურად.
სამეგრელოს რაც შეეხება ზუგდიდში უმრავლესობა ქართულად ლაპარაკობს ერთმანეთში, ახალგაზრდებს ბევრს დაჟე კილოც არ აქვს მეგრული. უკვე ისეთი ტენდენციაა შვილებს მეგრულს აღარ ასწავლიან. ფოთში საერთოდ უკვე აღარც იციან მეგრული. სოფლებში არაა მსგავსი მგდომარეობა, ყველა მეგრულად ლაპარაკობს.
მთლიანობაში ისეთი შთაბეჭდილება მაქვს სვანურს უფრო ნაკლებად ემუქრება გაქრობა ვიდრე მეგრულს.
რაც შეეხება დიალექტებს, ხევსურული დიალექტი მკვდარია ბარისახო, კორშაში ყველა სტანდარტული ქართულით მეტყველებს. თუშებს აქვთ ისევ დიალექტი და მოხევეებსაც. თუმცა მოხევეები უფრო მეტად უახლოვდებიან სტანდარტულ ქართულს
|