Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Apple > iOS 17.x.x


Posted by: crysiswarhead 28 May 2023, 19:45
ამ თემაში გაირჩევა iOS-ის მეჩვიდმეტე ვერსიასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა საკითხები.
user posted image
ივნისის 5-9 Apple ი WWDC23 ზე წარადგენს ახალ iOS 17, აგრეთვე
iPadOS 17
macOS 14
watchOS 10
tvOS 17


სავარაუდოდ ცვლილებები: Leak

Quality of life improvements
Mood tracking
Revamped Control Center
Sideloading in Europe
AR/VR Headset integration
CarPlay Updateshttps://developer.apple.com/wwdc23/https://www.macrumors.com/roundup/ios-17/
user posted image

Posted by: Nescafe13 29 May 2023, 10:08
მომეწონა , სიახლე ყოველთვის საჭიროა , მაგრად მომბეზრდა უკვე ძველი სტილი , 6 წელია არაფერი შეუცვლიათ და დრო იყო
იმედია ვინც ძველ სმარტებზე ვართ , ელემენტს არ გაგვიფუჭებენ , გამოსვლისას აფდეითი არ ღირს , ბაგები ექნება კატასტროფული , როგორც ყოველთვის

Posted by: crysiswarhead 29 May 2023, 15:30
Nescafe13
ელემენტს პრობლემა შეექმნება ჩემი ვარაუდით დიზაინის ცვლილება არ გვაწყენდა,რაის 6 წელი იოს 7 ის მერე კარდინალურად არაფერი შეცვლილა, ვიჯეტებს და მცირეოდ ცვლილებეს თუ არ ჩავთვლით, 10 წელია თითქმის იგივე სტილია

Posted by: MrPhoenix 31 May 2023, 19:39
crysiswarhead
კარდინალურად შეცვლა სტილის სახიფათოა და მით უმეტეს აიოსის, ხალხს შეიძლება მოეწონოს და შეიძლება პირიქით..რისკია.. ანდროიდზე არაა ეგეთი რისკი, არ მოეწონა მომხმარებელს და გადააკეთებს თავის გემოვნებაზე, აქ კიდე ვერაფერს იზამ, უარის თქმის და უკან დაბრუნების გარდა)

Posted by: crysiswarhead 31 May 2023, 20:22
MrPhoenix
გასაგებია მაგრამ ანალიტიკოსები და დიზაინერები მთლიანი გუნდი, რისთვის ჰყავთ რომ მინიმუკამდე დაწიონ ეგ რისკი და მინიმალისტური იუზერ ფრენფდლი დახვეწილი დიზაინი შეთავაზონ მომხმარებელს.მაგრამ მარტო აიოსი ხომ არაა ამ სტილში მაშინ ყველა სისტემის ცვლილება მოუწევთ. მე რო მომბეზრდა სტილი მაგიტო ვპოსტავ ვნახოთ რაც გააკეთებენ ჩვენზე ნაკლებათაა მაინც დამოკიდებული

Posted by: Nescafe13 6 Jun 2023, 23:23
მომეწონა ახალი იოს 17 , კაი რაღაცეები დაუმატებიათ
აიფონ 15 თან ერთად ჩაუშვებენ სექტემბერში ?
ეს ვირტუალური სათვალე აქ 10 კ ლარი ეღირება ალბათ :დ

Posted by: crysiswarhead 7 Jun 2023, 18:29
Nescafe13
ეფლი ლიდერობს აშკარად და დიდიხანი პირველ ადგილას იქნება გახსენი თემა ვიერზე

Posted by: Nescafe13 7 Jun 2023, 18:46
crysiswarhead

QUOTE
ეფლი ლიდერობს აშკარად


ადრე ამბობდნენ არსებობს ორი მანქანა , მერსედესი და სხვა
დღეს თამამად ვიტყვი რომ სმარტ ინდუსტრიაში , ორი ბრენდია ეფლი და სხვა

თემას კი გავხსნი , რამე კაი განხილვა უნდა დაურთო მაგას
პროსტა "საერთო თემა " რომ მიაწერო არ გამოვა , ისეთი კაი რაღაც გამოუშვეს user.gif

Posted by: crysiswarhead 7 Jun 2023, 18:56
Nescafe13
მქნქანებში კიდე დიდი კონკურენციაა და დიდი ისტორია აქვთ კომპანიებს, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში აქ ასე არაა რაც ძველი კომპანიები იყო გაკოტრდა ვერ გაუძლო საბაზრო მოთხოვნებს დარჩა ინოვაციებით ეიფლი და სხები ეხლა როგორ ყოველთვის გაუწევენ კონკურენციებს მარა პირველი დახვეწილი ეკოსისტემით ეფლის ექნება დივაისი თავისთავად. რას აკეთებდნენ ამდენი ხანი ჩინური მწარმოებლები არაფერს ქვას ნაყავენ ესეთი რეალობაა რა

Posted by: Nescafe13 13 Jun 2023, 14:36
crysiswarhead

დროს გაუძლო ამ კომპანიამ , განვითარება და წინსვლა აქვთ 15 წელია , მეტი რა უნდა ქნან
თითოეულ პროდუქციას რასაც აწარმობენ , სხვა ბრენდს ვიყიდი და ეფლს არაო ვერ იტყვი , აი ეგ მომწონს , დაახლოებით 5 წელია აიფონებს მოვიხმარ და რითი უნდა შევცვალო სრულფასოვნად
მაკი მქონდა 2013 წლიანი და ახლა რაღაც ჩინური მაქ 12 ოპერატიულით , ისე გაჭედავს ხოლმე ლამის მეხუთე სართულიდან გავიქნიო smile.gif)
ის მაკი სელერმა შემომტენა , დამტენის პორტი ურევდა და ეკრანზე ლაქა ქონდა , ალბათ დღემდე ვერ შეველეოდი
air 13 2020 მინდა ვიყიდო ახლა

Posted by: Firework 14 Jun 2023, 14:45
საფარიში ახალი ტაბის გახსნა არის ძალიან მოუხერხებელი ios 16 ზე და იმედია გამოასწორებენ

Posted by: crysiswarhead 14 Jun 2023, 18:27
Nescafe13
დააყენე ბეტა ვერსია? არვარგა კაიპად აპლიკქციები წამიშლა ურევს სასტიკად რავიცოდი ესეთი რო იქნებოდა არ გადავიდოდი

Posted by: Nescafe13 10 Jul 2023, 22:47
crysiswarhead

აუ კაი დროს ვწერ gigi.gif

ბეტა მგონი იოს 15 ზე დავაყენე და ლამის გააგიჟა სმარტი

17 იოსი ძაან მომეწონა და ახალი აიფონ 15 იც ნოჩის გარეშე იქნება და 14 პრო/მაქსივით ექნება ყველა ვერსიას

ძაან კაია ყველაფერი რაც იწერება , ერთი sierra blue დააბრუნონ , ყველაზე მაგარი ფერია

Posted by: crysiswarhead 10 Jul 2023, 23:26
Nescafe13
წლევანდელი ბეტები საშინლად მუშაობს. შარშანდელი ჯობდა. ახლა კი ცოტა დახვეწეს, აზრზე მოვიდა სმარტფონი, მაგრამ როცა დავაყენე, რაღაც აპლიკაციები წამიშალა

ჰო, მაგიტომ... სრულიად ახალ კონცეპტს მაინც ვერ გვთავაზობენ, მწირედ მიდის განვითარება სმარტფონების

Posted by: Nescafe13 11 Jul 2023, 12:57
crysiswarhead
QUOTE
წლევანდელი ბეტები საშინლად მუშაობს. შარშანდელი ჯობდა. ახლა კი ცოტა დახვეწეს, აზრზე მოვიდა სმარტფონი, მაგრამ როცა დავაყენე, რაღაც აპლიკაციები წამიშალა

მე საერთოდ არ ვაახლებ ხოლმე, ბოლო 2 წელია, iOS 15 რომ ჩაუშვეს, ოფიციალურად დამტენზე ვიჯექი, იმდენი ბაგი იყო. ტენვებს ვერ ავუდიოდი. ახლაც რომ გამოდის ახალი iOS, 1 კვირის მერე ვააფდეითებ, რამე ბაგი არ იყოს გაპარული. ბეტას ხომ, აღარ დავაყენებ biggrin.gif

QUOTE
ჰო, მაგიტომ... სრულიად ახალ კონცეპტს მაინც ვერ გვთავაზობენ, მწირედ მიდის განვითარება სმარტფონების

მეტი რა უნდა შემოგვთავაზონ, უიდეალურესი ელემენტი, კამერა ისეთ დონეზე დაიხვეწა, ლამის პროფესიონალურს უდრის უკვე, სამოყვარულო დონეზე ხომ - საერთოდ... მე ვიჯეტებიც მომწონს და ბარიც, ახლაც ისე იცვლება, რომ ძალიან მარტივად გააკეთებ ყველაფერს. ერთი GPS კონტროლი დაამატონ, რათა მარტივად ჩართო/გამორთო. ერთი მაგას ვისურვებდი. უკვე მინიმალისტური ცვლილებები იქნება, მეტი რა უნდა მოუგონონ სმარტფონს biggrin.gif

Posted by: crysiswarhead 11 Jul 2023, 14:46
Nescafe13
არ გირჩევ აწი ბეტებს მე მიწერია პროფაილი და ვანახლებ რამით რო გავერთო რა ,

ხოდა იყიდე მე არ მაკმაყოფილებს მცირეოდენი ცვლილებები არა იმას კიარ ვამბობ რო რამე დასაწუჯიაქ კონცეპტი მინდა ახალი რევოლუციოური მაინც იგივე იქსია კანტების შეცვლით ნოჩის და კამერის რა

Posted by: Nescafe13 14 Sep 2023, 02:49
18 სექტემბერს ჩაეშვება ახალი იოსი , ეგრევე ვაპირებ აფდეითს და იმედია გადასაგდებს არ გახდიან სმარტს
ახალი ინტერფეისიც კაია , მალე გადაიღებს ანდროიდი რაღაცეებს :დ

Posted by: Vampire from Nazareth 14 Sep 2023, 09:29
QUOTE (Nescafe13 @ 14 Sep 2023, 02:49 )
18 სექტემბერს ჩაეშვება ახალი იოსი , ეგრევე ვაპირებ აფდეითს და იმედია გადასაგდებს არ გახდიან სმარტს
ახალი ინტერფეისიც კაია , მალე გადაიღებს ანდროიდი რაღაცეებს :დ

თუ დარჩა ანდროიდს კიდე მომხმარებლები კი :დ

მარტო რუსეთსი და ჩინეთის ბაზარი აქვს ანდროიდს დალშე ვაშლმა ყველგან ჩაუდო

Posted by: Nescafe13 14 Sep 2023, 09:57
Vampire from Nazareth

მე ვხმარობ ანდროიდსაც :დ , ბევრი რამე არ აქ აიოსს რა , ჩაწერა-გადმოწერა ჩაკეტილია , მანქანის ბევრი რამე ანდროიდით სჯობს biggrin.gif

ძირითადად იოსი , ტვინი არ მეღუნება ჭედვით და ეგეთებით , 3 წელია კარტა არც ამომიღია სმარტიდან ისე მუშაობს
თან განახლებებითაც იფონე ნ1 ია , 5 წელი რომ აფგრეიდდები ძალიან მაგარი რამეა smile.gif)

Posted by: Vampire from Nazareth 14 Sep 2023, 11:27
Nescafe13
მეც ვიყენებ ანდროიდებს ბევრ რამეზე უბრალოდ ყოველ წლოიურად უფრო მეტი იუზერი ემატება ვაშლს და მომავალი თაობებიც ყველა ვაშლზე იქნება უმეტესობა.


როგორც სმარტფონი არ მგონია სხვა ბრენდებმა გაუწიონ კონკურენცია.

Posted by: Nescafe13 18 Sep 2023, 09:42
მიიღეთ ვინმემ 17 ?
იმედია ბაგებით არ იქნება გატენილი

Posted by: Cypher 18 Sep 2023, 13:52
ჩემთან ჯერ არაა, მაგრამ რომ დაეჯერებათ ისეთი წყაროები წერენ 18-შიო, ანუ დღესო.

https://www.cnet.com/tech/mobile/ios-17-arrives-today-heres-what-you-can-expect/


მოკლედ უახლოეს საათებში დაიდება წესით.



Posted by: Firework 18 Sep 2023, 17:37
რას ამბობენ გასძვრება სული ძველ მოდელებს?

Posted by: Nescafe13 19 Sep 2023, 08:53
როგორც კი მოვიდა ეგრევე ჩავწერე 17 , ხმის აწევა და ბრაითნესიც ხო უნდა შეცვლილიყო , მარა არაფერი
მე ვერაფერი ვნახე სხვაობა , ბაგიც არ ჩანს , არც დარეკვაზე და არც ინტერნეტის მიღებაზე , დანარჩენი გამოჩნდება :დ
* * *
არ დააფდეითოთ , ელემენტის პრობლემაა facepalm.gif

Posted by: Luka211 19 Sep 2023, 10:24
QUOTE (Vampire from Nazareth @ 14 Sep 2023, 09:29 )
QUOTE (Nescafe13 @ 14 Sep 2023, 02:49 )
18 სექტემბერს ჩაეშვება ახალი იოსი , ეგრევე ვაპირებ აფდეითს და იმედია გადასაგდებს არ გახდიან სმარტს
ახალი ინტერფეისიც კაია , მალე გადაიღებს ანდროიდი რაღაცეებს :დ

თუ დარჩა ანდროიდს კიდე მომხმარებლები კი :დ

მარტო რუსეთსი და ჩინეთის ბაზარი აქვს ანდროიდს დალშე ვაშლმა ყველგან ჩაუდო

QUOTE
თუ დარჩა ანდროიდს კიდე მომხმარებლები კი :დ

QUOTE
მარტო რუსეთსი და ჩინეთის ბაზარი აქვს ანდროიდს დალშე ვაშლმა ყველგან ჩაუდო


lol.gif lol.gif

Posted by: Firework 19 Sep 2023, 10:49
QUOTE (Nescafe13 @ 19 Sep 2023, 08:53 )
არ დააფდეითოთ , ელემენტის პრობლემაა facepalm.gif

ლოგიკურია, რაც მეტი ფუნქცია დაემატება ელემენტს უფრო გაწურავს. მაგრამ იგივეა ყველაფერი ჩემთვისაც smile.gif

Posted by: giorgi-alonso 19 Sep 2023, 11:19
ჩემთან იგივენაირად უჭირავს თავი ელემენტს ჯერ-ჯერობით

Posted by: Nescafe13 19 Sep 2023, 11:24
Firework

შევცვალე სმარტზე და ვაფშე ახალი მიყენია , გუშინ 25 % ისევ მომყვა სახლში და სქრინ ონი 4:25 იყო სადღაც , ახლა 75 % ზეა და სქრინი 1 საათიც არ აქ
აშკარად 15-20 % გაუარესდა , სულ ასე არაა :დ , 15 რომ მოვიდა დამტენის დავდიოდი ოფიციალურად
წესით ამ კვირაშივე გამოასწორებენ

Posted by: Firework 19 Sep 2023, 12:24
Nescafe13
ეს ფუნქცია ტყუილად არეკლამეს? არ იქნება?
user posted image

Posted by: Nescafe13 19 Sep 2023, 13:24
Firework

ეგ დატენვაზე დაემატა როგორც ვიცი და არი კი

user posted image

შეაერთებ დამტენზე და გადაატრიალებ , ასე აჩვენა ჩემთან :დ

თლს ფოტოებს ჩითავდნენ ხოლმე ეკრანზე და არაფერია ახალი ( , ეგ გამიტყდა

Posted by: Firework 19 Sep 2023, 14:52
Nescafe13
მე ვიფიქრე home screen ზეც იქნებოდა. მეთქი რა მაგარია :დ გვერდულად რომ გიჭირავს ტელეფონი სახის ამომცნობი თუ აღიქვამს?
და საფარიში + ღილაკის მდებარეობას ვერ შევცვლი? შუაში რომ გადავიტანო ან მარჯვნივ როგორც ადრე იყო. ხელიდან მივარდება ხოლმე ტელეფონი, მანდ რა უნდა facepalm.gif
user posted image

Posted by: leica 19 Sep 2023, 16:00
QUOTE (Vampire from Nazareth @ 14 Sep 2023, 09:29 )
QUOTE (Nescafe13 @ 14 Sep 2023, 02:49 )
18 სექტემბერს ჩაეშვება ახალი იოსი , ეგრევე ვაპირებ აფდეითს და იმედია გადასაგდებს არ გახდიან სმარტს
ახალი ინტერფეისიც კაია , მალე გადაიღებს ანდროიდი რაღაცეებს :დ

თუ დარჩა ანდროიდს კიდე მომხმარებლები კი :დ

მარტო რუსეთსი და ჩინეთის ბაზარი აქვს ანდროიდს დალშე ვაშლმა ყველგან ჩაუდო

კაი ახლა მთლად ჭკუიდან ნუ გადაგიყვანთ ეფლი lol.gif lol.gif facepalm.gif
მეც მომწონს ეფლი ბოლო დროს მარა უბრალოდ გაჯეტია ჩემთვის, სამომხმარებლო ტექნიკა და არ ვარ კერპთაყვანისმცემლობაში გადასული

ეს კი ნეიტრალური და ცივი რეალობა:
https://finance.yahoo.com/news/ios-vs-android-market-share-135251641.html#:~:text=According%20to%20StatCounter%2C%20the%20Android,with%20a%2055.66%25%20market%20share.

Posted by: Nescafe13 19 Sep 2023, 16:09
Firework

გვერდულად ვერ აღიქვამს და ვერც აღიქვამდა მგონი , თუ არ დაგინახა ეგრე რას მოხსნის
ის ტაბი სულ მარცხნივ არ იყო ხოლმე ? მე რატომღაც მანდ მახსოვს , ახლა რომ ვიყენებ დისკომფორტი არ შემქმნია მაგაზე

დარეკვა რა ცუდი გახდა და კონტაქტები , იმენა ნომერი ბოლოში ჩანს ვინმეზე რომ გადავდივარ
ეს არ დამევასა უფრო მეტად

Posted by: Firework 19 Sep 2023, 16:37
QUOTE (Nescafe13 @ 19 Sep 2023, 16:09 )
Firework

გვერდულად ვერ აღიქვამს და ვერც აღიქვამდა მგონი , თუ არ დაგინახა ეგრე რას მოხსნის

გვერდულად რომ ვერ აღიქვამდა ვიცი და წავიკითხე გამოვა 17 ზეო და ჭორი აღმოჩნდა. ეგ standby იც გავთიშე სისულელეა ჩემთვის smile.gif

Posted by: Firework 19 Sep 2023, 16:45
QUOTE (Nescafe13 @ 19 Sep 2023, 16:09 )
ის ტაბი სულ მარცხნივ არ იყო ხოლმე ? მე რატომღაც მანდ მახსოვს , ახლა რომ ვიყენებ დისკომფორტი არ შემქმნია მაგაზე

არა, შუაში იყო და ios 15-დან მოყოლებული გადაიტანეს მარცხნივ. მოკლედ იმდენი ვეძებე მივაგენი გამოსავალს. დიდხანს უნდა დააჭირო ტაბებს და new tab იქვე აგდებს :დ
* * *
user posted image
_____________________

Posted by: Zico10 20 Sep 2023, 11:06
მეგობრებო 16.1 აიოსი რაც იყო ყიდვისას, დავტოვე ისე, არცერთზელ არ გამიახლებია და რა სხვაობა იქნება ამას და ბოლო რაცაა ახლა 16.6.1 შორის?

კალენდარი ქართულზე ვერ გადავიყვანე და ახალი აიფონები აღარ გადადის?

Posted by: xecu_xecu_xecu 20 Sep 2023, 16:23
აიფონ 11 პრო მაქ მომიბიდა 17 მარა ვერ ვანახლებ რა დედისტყვნანუნდა

Posted by: Nescafe13 20 Sep 2023, 19:04
xecu_xecu_xecu

ან დატენილი არ გაქ 50 % ზე ან მობილურის ინტერნეტით იწერ და არ იზამს

დატენე და wifi ზე დააკავშირე , გადმოწერს მერე

Posted by: xecu_xecu_xecu 20 Sep 2023, 19:29
ორივე მაქვს გაკეთებული. დაჟე აფდეითიც წავშალე, მაგრამ არ შვრება. რა ჯანდაბა უნდა, ვერ გავიგე

Posted by: crysiswarhead 24 Sep 2023, 23:12
გადმოვბარგდი ბეტადან ოფიციალურზე მუშაობს მშვენივრად

Posted by: Firework 25 Sep 2023, 09:18
QUOTE (xecu_xecu_xecu @ 20 Sep 2023, 19:29 )
არ შვრება.

იქნებ მოცდა უნდა? ერორს აგდებს თუ რა მომენტში არ შვრება? ღამე დაყენება აირჩიე და თვითონ დააყენოს როცა უნდა.

Posted by: Cypher 27 Sep 2023, 21:53
2 კვირაც არაა რაც 17 გამოვიდა და უკვე მეორე ფიქსის გამოშვრბა უწევთ. 17.0.1 და დღეს დილით 17.0.2 დამხვდა.

Posted by: Nescafe13 28 Sep 2023, 08:06
ბოლო აფდეითმა მაგრად მოხოდა ელემენტი , პატარა ბაგები რაც ქონდა ყველაფერი გამოსწორდა

Posted by: ჰეისან 28 Sep 2023, 11:42
Cypher
QUOTE
2 კვირაც არაა რაც 17 გამოვიდა და უკვე მეორე ფიქსის გამოშვრბა უწევთ. 17.0.1 და დღეს დილით 17.0.2 დამხვდა.

აბა თუ მიხვდები, რატომ მოხდა მასე biggrin.gif სირებით არის გაძეძგილი კომპანიის მენეჯმენტი. სათანადო ტესტირების გარეშე უშვებენ ახალ სისტემებს.

Posted by: crysiswarhead 28 Sep 2023, 12:33
ჰეისან
ადრეც გამოდიოდა აიოს 7.01 ის დროს და შემდეგ წლებში ახალს ვერაფერს ვხედავ

მე გადავბარგდი ისევ ბეტაზე 17.1

Posted by: ჰეისან 28 Sep 2023, 13:58
crysiswarhead
ერთხელ ვჭამე, iOS 11-ის ბეტაზე რომ გადავბარგდი (ოფიციალური ქართული კლავიატურის გამო) biggrin.gif და ცხოვრებაში მეტჯერ აღარ ვიზამ მაგას

Posted by: crysiswarhead 28 Sep 2023, 19:24
ჰეისან
მე ვერთობი ხშირი აფდეითებით მაგიტო ვანახლებ მაფრამ ცვლილებებს ვერ ვატყოვმბ იგივეა 17.1იც

Posted by: Cypher 28 Sep 2023, 21:11
ჰეისან

iPhone 13, 14 და 15 რეალურად ერთი და იგივე სმარტფონები რომ არის, ეგაა ზუსტად დიაგნოზი.

ასე თუ გააგრძელეს, ინერციით კიდევ რამდენიმე წელი გაქაჩავენ და მერე დაერხევათ

Posted by: Nescafe13 29 Sep 2023, 08:50
QUOTE (Cypher @ 28 Sep 2023, 21:11 )
ჰეისან

iPhone 13, 14 და 15 რეალურად ერთი და იგივე სმარტფონები რომ არის, ეგაა ზუსტად დიაგნოზი.

ასე თუ გააგრძელეს, ინერციით კიდევ რამდენიმე წელი გაქაჩავენ და მერე დაერხევათ

ალტერნატივაც არ არსებობს ბაზარზე , ვინ დაძირავს ? სამსუნგი ?
რეალმი , ოპო , შაომი და ეგეთი ჩინური ბრენდები თუ რამე ნახეს ყველაფერს ეფლისგან იღებდნენ , იოსს ვერ აჯობებენ ეგაა პრობლება , დიზაინით რომ დაიხვეწონ , სისტემაა მთავარი

Posted by: Cypher 29 Sep 2023, 19:46
Nescafe13

სულ ანდროიდები მქონდა რაც თავი მახსოვს, ვაშლზე მარტო 5 და 5ს-ზე ვიყავი, მაგრამ ბოლოს ყელში რომ ამომივიდა ანდროიდის ლაგი, ავდექი და დავბრუნდი იოსზე.

ბევრ რამეში შეზღუდულია, მაგრამ არ ლაგავს და ეს უკვე საკმარისია ჩემთვის

Posted by: Nescafe13 2 Oct 2023, 19:58
ამ უაზრო Sms ს რომ გიგზავნიან კარფურები და ეგეთი მაღაზიები , რამე დაბლოკვისთვის ხომ არ მიგიგნიათ ? ტვინი წაიღეს რა

Posted by: crysiswarhead 2 Oct 2023, 20:14
Nescafe13
დაბლოკვა ქრ შველის მაინც მოდის არვიცი არ გამიგია აპლიკაცია პლიუს გათიშულიმაქ რეკლამების მიღება მარა აზრი არააქქ

Posted by: Nescafe13 2 Oct 2023, 20:35
crysiswarhead

ხო და ძაან ტვინი ამტკივდა რა , ყველა სმს უნდა ვნახო აუცილებლად და დღეში ალბათ 10 ჯერ ამ უაზრო ფრესკო/მაგნიტი/2 ნაბიჯის შეტყობინებების გამო ვხსნი ბლოკს
ამაზე დიდი მინუსი ვერ ვუპოვე აიფონს რა
ცალკე sms no რომ წერია იმათზე ვაგზავნი ,"202# აქედან დაბლოკილი მაქ , კონტაქტებათ დავბლოკე და მაინც მოდის
სხვა გზა არაფერია მგონი biggrin.gif

Posted by: leica 2 Oct 2023, 21:37
QUOTE (Nescafe13 @ 2 Oct 2023, 20:35 )
crysiswarhead

ხო და ძაან ტვინი ამტკივდა რა , ყველა სმს უნდა ვნახო აუცილებლად და დღეში ალბათ 10 ჯერ ამ უაზრო ფრესკო/მაგნიტი/2 ნაბიჯის შეტყობინებების გამო ვხსნი ბლოკს
ამაზე დიდი მინუსი ვერ ვუპოვე აიფონს რა
ცალკე sms no რომ წერია იმათზე ვაგზავნი ,"202# აქედან დაბლოკილი მაქ , კონტაქტებათ დავბლოკე და მაინც მოდის
სხვა გზა არაფერია მგონი biggrin.gif

თქვე ხალხო, აიოესს არ აქვს სტოკად სმს დაბლოკვა როგორც ანდროიდს აქვს?

Posted by: crysiswarhead 2 Oct 2023, 22:29
leica
მე ვერ ვბლოკავ და არვიცი

Posted by: leica 2 Oct 2023, 23:18
QUOTE (crysiswarhead @ 2 Oct 2023, 22:29 )
leica
მე ვერ ვბლოკავ და არვიცი

ჩაქვესკნელებული მყავს აბეზრები



user posted image

Posted by: matemana 3 Oct 2023, 02:46
leica

რა კარგი ფუნქციაა. იმდენი ნომერი დამგროვებია ეხლა რომ ვნახე.
ios-საც ქონია https://9to5mac.com/2023/03/20/block-texts-on-iphone/

Posted by: crysiswarhead 3 Oct 2023, 11:13
leica
ეგრე გამოდის მხოლოდ ნომრებს ბლოკავს რრკლამებს ვერა

Posted by: leica 3 Oct 2023, 13:42
QUOTE (crysiswarhead @ 3 Oct 2023, 11:13 )
leica
ეგრე გამოდის მხოლოდ ნომრებს ბლოკავს რრკლამებს ვერა

ანდროიდს ###ზე კიდია

ნომრებსაც ბლოკავს და სახელებსაც

Posted by: crysiswarhead 10 Oct 2023, 18:37
QUOTE (leica @ 3 Oct 2023, 13:42 )
QUOTE (crysiswarhead @ 3 Oct 2023, 11:13 )
leica
ეგრე გამოდის მხოლოდ ნომრებს ბლოკავს რრკლამებს ვერა

ანდროიდს ###ზე კიდია

ნომრებსაც ბლოკავს და სახელებსაც

დიდი პლიუსი ქონია ვიღლები ესემესების შლით

Posted by: San7a* 16 Oct 2023, 15:04
რა ისმის Iphone 11 promax ზე დავაყენოთ 17 უკვე?

დააყენეთ ვინმემ?
ბატარეა როგორ მუშაობს

Posted by: crysiswarhead 18 Oct 2023, 20:54
გამოვიდა 17.1 ცვლილებები არის მცირეოდენი

Posted by: ჰეისან 19 Oct 2023, 22:42
crysiswarhead
ჩემთან არ ამოუგდია ჯერ... Release Candidate ხომ არ გამოვიდა?

Posted by: crysiswarhead 19 Oct 2023, 22:52
crysiswarhead
არსი ყოფილა ოფიციალურიც მალე გამოვა იგივე იქნება ოფიციალურიც

Posted by: ჰეისან 26 Oct 2023, 00:32
დავაყენე... ვნახოთ, აკუმულატორს ისევე მოექცევა, როგორც 17.0.3, თუ უკეთესად ან უარესად

Posted by: crysiswarhead 26 Oct 2023, 22:01
გამოვიდა 17.2 ბეტა 1 დაემატა ჟურნალი და აიმესიჯშია ცვლილებები

Posted by: Nescafe13 27 Oct 2023, 18:43
ტელეფონი ზოგჯერ ჭედავს სასტიკად 2-3 წამი და იშვებს ისევ
აფდეითი რაც გავაკეთე ახლა დაიწყო , იმედია პლატას არაფერი ჭირს rolleyes.gif

Posted by: crysiswarhead 28 Oct 2023, 15:14
Nescafe13
რესტარტი ცადე? მე ბეტა მიყენია მუშაობს უკეთესად ვიდრე 17.1

Posted by: Nescafe13 1 Nov 2023, 11:49
crysiswarhead

სეთინგები დავარესეტე, ყველაფრის წაშლა არ მინდა , ძლივს დავალაგე
მაინც პროცესორის ამბავი მქონია , ეგრე ქონდა მეგობრის xs ს , ქულერს დაუყენებდა და მუშაობდა ხოლმე , ანუ ცხელდებოდა , რიგ მომენტში ამასაც იგივე მოსდის facepalm.gif
4 იფონე გვაქ სახლში და ყველაზე ბოლო ვერსიაა , ჩემსას ჭირს ეს 2-3 წამიანი გაჭედვა
ხელოსანს უნდა ვაჩვენო ვინმეს , იმედია გაკეთდება , 12 პლატა 400-500 ლარი მაინც ეღირება ალბათ

Posted by: San7a* 1 Nov 2023, 13:02
Nescafe13

რესტარტი ცადე აბა...

https://www.youtube.com/shorts/zmN1uuDZwBA
ესე. ვაშლის ლოგო რომ გამოჩნდება მერე აუშვი ხელი.

Posted by: crysiswarhead 1 Nov 2023, 13:41
Nescafe13
ხო ამ რესტარტმა თუ არ უშველა ვიდეოში როგორიცაა DFU რესტორი ცადე დფუ რესტორმაც თუ არ უშველა მაეინ პროგტამული არაა და სოფტვეარს აქვს პრობლემა ხოარ დაგივარდა?
* * *
ჰარდვეარს შემეშალა. ))). )))

Posted by: Nescafe13 2 Nov 2023, 13:28
San7a*

ვცადე გუშინ , დღეში 2-3 ჯერ იცის ხოლმე გაშეშება
დავარდნის ბრალია მგონი და პლატას ერხევა



crysiswarhead

ხოო დამივარდა და მაგის ბრალია მც ასე ვფიქრობ , ეკრანით დაეცა და ბრონი სულ დაიფშვნა

მეგობარს ვაკითხინე ნაცნობ ხელოსანზე და კი სწორად ხვდებაო gigi.gif , 99 % პროცესორია მარა იმუშავებს კაი ხანსო
რო გავხსნა და ვერაფერი გაუგონ მაგასაც ვფიქრობ
პლატაც 400-500 ლარის ფარგლებში ღირს , არადა სულ არ მაქ ამდენი გადახდილი , ეგეც მეფიქრება

მეორეა სხვა აფდეითს დაველოდო , იქნებ რამე ბაგია და დავარდნისას არაფერი მოსვლია smile.gif)

Posted by: crysiswarhead 2 Nov 2023, 13:42
Nescafe13
დაელოდე შემდეგ აფდეითს იქითა თვის დასაწყისში გამოვა ჯერ ბეტა 1 17.2 ის

დავარდნით მეც დამივარფა მეტროში და არაფერი მოსვლია სიმის დაჭერა გაქრდა და დაბრუნდა უცებ

Posted by: Nescafe13 2 Nov 2023, 18:01
crysiswarhead
12 Pro Max-ზე იგივე მომივიდა - სხვამ დამიგდო და გათიშვები დაიწყო. ხელოსანმა ამიხსნა, თუ არ მომატყუა, ყველაზე სუსტი წერტილიაო აიფონებში ეგ, დავარდნის შემთხვევაში 50% ზიანდებაო პლატა. დღეს არ გაუკეთებია, ისედაც ლაითად ვიყენებ ტელეფონს სრული დატვირთვით. მართლა შეიძლება iOS-ის თემაა და ტყუილად ვნერვიულობ smile.gif პროსტა, ძალიან დამევასა 12, ზეიდეალური სმარტფონია ჩემთვის givi.gif

Posted by: crysiswarhead 2 Nov 2023, 18:12
Nescafe13 აგერ მე მეტროსნმეტლახზე დამივარფა არაფერი ჭირს ის 13 იც რომ მქონდა ელემნტმა დაიკლო პროცენტით რავ შევამვნიე დავარდნისგან არაფერი ჭირდა იმის გარდა რო დალეწილი იყო სულ, ადრე იქსი მქონსა იმას ყველაფერი შევუცვალე გარდა პლატისა არამგონია პლატას მასე მარტივად ერხეოდეს, ხელოსანი თუ სანდო არაა შეილება ფულის საკეთებლად იძახდეს მაგას.

შეიძლება მეჩვენება, მაგრამ ის 13 უფრო ნაკლებ ხანს მუშაობდა დალეწვის შემდეგ. აკუმლატორი ეტყობა უფუჭდება.

გეტყობა, გევასება ბევრი დევაისი რომ გაქვს. მე ერთიც მყოფნის. 15 Pro-ზე გადავიდოდი, კაი რამეა ტიტანიუმი. ეს აიფონი რომ არ დააგდო, 4 წელი იმუშავებს. თან ჩასადების გარეშე ვხმარობ yes.gif givi.gif givi.gif

თუ ფინანსებში არ გიჭირს, Max-ზე გადაბაგრდი ეგრევე. 15 Pro მსუბუქია. ჩემს ნათესავს აქვს და კმაყოფილია.

ჩემს Pro-ს 85% აქვს აკუმლატორი. ეკრანის კუთხეში - ბზარი. ხელოსანს ველაპარაკე ეკრანის შუშაზე. კარგი ფასი მითხრა - 150 მგონი, უგარანტიოდ. გარანტიით - 250 დაახლოებით ეგ რიცხვები. აკუმულატორი ორიგინალი, 100%-მდე.

ეკრანში ხელოსნები მაგარ ფულს შოულობენ. ჩინურია ეგ ეკრანის შუშა.

აფდეითმა უნდა უშველოა თუარა და გაყიდე.

Posted by: Nescafe13 3 Nov 2023, 21:29
crysiswarhead
QUOTE
გეტყობა, გევასება ბევრი დევაისი რომ გაქვს. მე ერთიც მყოფნის. 15 Pro-ზე გადავიდოდი, კარგი რამეა ტიტანიუმი. ეს აიფონი რომ არ დააგდო, 4 წელიწადი იმუშავებს. თან ჩასადების გარეშე ვხმარობ

დიდი ფულის გადახდა არ მევასება rolleyes.gif სოც-ქსელი მე არ მაქვს, აუუ მაგარი ფოტო ავტვირთო და ა.შ. ვიღაცის დასანახად არაფერს ვყიდულობ, არც მანქანა მყავს განსაკუთრებული და არც ჩაცმა. 4000 ლარი ტელეფონში ძალიან გაზვიადებულია. კი ვიყიდი და ისე დავფარავ ვერც გავიგებ. მუღამი ხომ უნდა გქონდეს?! დევაისებზე სწორად თქვი. უბრალოდ, ერთი სმარტფონი ვერ დავიჭირე ისე, რომ აიფონი ჩამინაცვლოს, ამიტომაც მაქვს სულ 2 აიფონი biggrin.gif 2 Android-იც biggrin.gif ეს ტელეფონების ცვლაც 2 წელია დამეწყო. ერთი Xs Max, რომელიც ჩემი პირველი აიფონი იყო, რაც swipe-ზე გადავიდნენ, ახლაც მაქვს. მე პირადად X / Xs / Xs Max დიზაინი N1 მგონია აიფონებში. მოკრძალებული, მძლავრი და დახვწილი. არც უშნო კამერები და უაზრობები აქვს.

QUOTE
ეკრანში ხელოსნები მაგარ ფულა შოულობენ ჩინურია ეგ ეკრანის შუშა

კი მართალი ხარ, 12 Pro-ზე აქაც დავპოსტე, თუ გახსოვს. ჩინური რომ დავაყენეთ, უსაზიზღრესი იყო და უკან დავუბრუნეთ ეკრანი. გარანტიას რომ გეუბნება, იქნება ორიგინალთან მიახლოებულიო და რა ვქნა ძმაო მეგონა ასეო biggrin.gif ჰო, და პლატის ფასად მივყიდეთ 12 Pro ბოლოს. ეკრანი თუ დაგეფშვნა, იჩითება ხოლმე დაბლოკილები. გადაიხადო 100-200 ლარით მეტი და იყიდო, მერე შენი პლატა გადაიტანო ეგ სჯობს.

QUOTE
მე ერთიც მყოფნის 15 პროზე გადავიდოდი კაი რამე ტიტანიუმი ეს აიფონი როარ დააგდო 4 წელი იმუშავებს

iOS რა სისტემაა, აღწერას არ დავიწყებ. S22 Ultra მქონდა და ეგ არსეტარტებდა ხოლმე Telegram-ს და WhatsApp-ს. 12 რაც მაქვს ახლა, არაფერი მსგავსი. ახლა სატესტოდ 13 Pro-ს ვეძებ eBay-ზე 300 +20-30 დოლარად. ელემენტის პრობლემა რომ ჰქონდა, ბოლომდე ვერ ვიხმარე, როგორც მინდოდა biggrin.gif თან მწვანეს ვეძებ. ეს თუ დავითრიე, მართლა დავიტოვებ. ჯერ 17.2 მოვიდეს, იქნებ მართლა ბაგია და არა პლატის პრობლემა.

QUOTE
ჩემს Pro-ს 85% აქვს აკუმლატორი. ეკრანის კუთხეში - ბზარი. ხელოსანს ველაპარაკე ეკრანის შუშაზე. კარგი ფასი მითხრა - 150 მგონი, უგარანტიოდ. გარანტიით - 250 დაახლოებით ეგ რიცხვები. აკუმულატორი ორიგინალი, 100%-მდე.

100 Xs Max-ში მივეცი მე და მაგარი ფასია მაგისთვის. ეკრანი ძვირი ღირს კი მაგის, დაჟე ერთმა მითხრა 600-700 ლარად მარტო ეკრანს გაგაყიდინებ და ცალკე პლატას დოხუიადო, მაგრამ ახლა ეგრე მე დამშლელი არ ვარ და 12 Pro Max-ში გავცვალე 1 vs 1. ამ აკუმულატორის სინდრომი ვერ გავიგე, Max-ზე 84%-ზე იყო, როცა გავცვალე. 2 წელიწადი და 5 თვე დამტენზე შეერთებული ვთამაშობდი, ყოველ ღამე ხომ დამტენზე ვტოვებდი და ახლა სექტემბერში გასძვრა სული. 79%-ზე როგორც კი ჩამოვიდა, ეგრევე დაუნგრეიდი და წავიდა ქვემოთ... ეკრანიც ამოწია ბოლოს rolleyes.gif

Posted by: crysiswarhead 3 Nov 2023, 21:52
Nescafe13
X-ზე ამომეწია მე ეკრანი და იაფადაც შევცვალე ელემენტი ბექასთან, მაგრამ მაგარი მეძვირეა ამბოლო დროს რა ფასებიც მითხრა ახალი მოდელი თუა მაგარ ფასებ აბრახუნებს.

აფდეითს დაელოდე, მაგრამ მაგრად წელავენ, ბეტა 2-იც არ გამოსულა ჯერ.

თეთრი X-ის დიზაინი შედევრია ნამდვილად, მაგრამ ისეთი დრო მოვიდა, საპორტი აღარ აქვს X-ებს. შედეგ წელს - Xs Max-ებს. ძველდება მობილურები. იმის გარდა, მაინც მაგრად მუშაობს.

ჰო, ჩინური ეკერანის, ანუ დისფლეის დაყენებას აზრი არ აქვს, უხარისხოა. მხოლოდ ეკრანის შუშა უნდა დააყენო. ეგეც მალე დაიკაწრება, დარწმუნებული ვარ. აგერ, ავაძრე ბრონი და დაიწყო ხელად დაკაწვრა და ჩინურ შუშაზე წარმომიდგენია...

Posted by: Nescafe13 12 Nov 2023, 10:17
crysiswarhead

ოპაა , პაკა 12 , ლოგოზე დარჩა როგორც მითხრა ხელოსანმა , ელოდე მაგ დღესო და კი მოვიდა გუშინ ეგეც
წავიდა ეკრანის ფასში , დავუბრუნდი ისევ ბებერ მგელს biggrin.gif
17.1.1 დავაყენე გუშინვე და კარგად ვაწვალე , არანაირი ბაგი არ ქონდა არც გაჭედვა
4 + საათი ქონდა ეკრან ანთებულზე და 42 % ზე იყო ისევ ტელეფონი , დავიკიდო და ეს სანამ იარსებებს მქონდეს უკვე ვფიქრობ , მართლა ყელში ამოვიდა ამდენი სმარტი , ამ ბოლო წელში თუ რამე ბაგიანი აიფონი შემოვიდა ამ ქვეყანაში ყველა მე შემხვდა მგონი
13 არ უნდა გამეყიდა , კი x ის პერფორმანსი ქონდა მარა სულ ახალი იყო თითქმის , ეს 12 მგონი სტენდის მოდელი იყო , არაფერი არ ჭირდა არც ეკრანს და არაფერს , მარა პლატას რა ჯანდაბა ეტაკა
პ.ს პლატა ვისაც გჭირდებათ , აკეთებენ 200 ლარად , პროსტა მე ხელი არ დავადე და ჰაიდა biggrin.gif

Posted by: crysiswarhead 12 Nov 2023, 12:01
Nescafe13
რაფასში გაყიდე, სტენდის იყო შეილება ჩვეულებრივი მარა ერთი დავარდნამ რომ გააფუჭა მიკვირს იქს ეს მაქსე გადახვედი? ხოდა დააგროვე ფული და იყიდე ბოლო მოდელი ძველები ჩაბარდა პატრონს პრო მოდელები ოღონს

Posted by: Nescafe13 12 Nov 2023, 20:40
crysiswarhead
QUOTE
იქს ეს მაქსე გადახვედი?


კი biggrin.gif

14 პროზე შევავსე ალტაში განაცხადი , მარა მეეჭვება დამიმტკიცონ :დ , ისეთი ცუდი ისტორია მაქ lol.gif

Posted by: crysiswarhead 13 Nov 2023, 11:22
Nescafe13
მე ხელფასი რო მერიცხებოსა მაძლევდნენ სულ ისტროია მაქ კრედიტ სქორზე საშუალო არადა ადრე ბეზე ვიყაგი ა საუკეთესო მაჩვენებელია
მარა ეგ კრედიტ სქორები იწევა რაც მეტი სესხი გაქ აღებუკი და დაფატული წინაწარი შეიტანე ან გეტყვიან რამდენზწ დაგიმტკიცდა განვადება საქარგველოზე ასეა სხვა ბანკში არაადროენმქონია ურთიერთობა

Posted by: Nescafe13 15 Nov 2023, 20:42
crysiswarhead

არაო rolleyes.gif

14 პრო 2300 ზე იაფად ვერ ვნახე :დ
13 პროს ყიდვას აზრი არ აქ ახლა , 1700 რომ მივცე ვეღარც გავყიდი მაგას ერთი წლის მერე
ებაიზეც კატასტროფულად იყიდება , ოუფენ ბოქსს 600 $ უნდა იქ

არადა ამ ფასში 14 პრო რომ მაყიდინა არც დავფიქრდებოდი , 6 თუ 7 ნოჩიანი აიფონი მქონდა და კიდე ეგეთი ვიყიდო , ზედმეტად უაზრობაა მგონი (მაქსს არც განვიხილავ gigi.gif )

დღეს 5:30 მქონდა სქრინ ონი , ტელეფონი კიდე 21 % ზე იყო ახლა რომ შევაერთე
მართლა დაძველდა უბრალოდ ხს

Posted by: crysiswarhead 16 Nov 2023, 11:16
Nescafe13
13 პრო ნაკლები ფასის მეგონა მე 1700 ძვირია ძალიან

იმ აიფონზე რამდენინიზარალე

Posted by: Nescafe13 16 Nov 2023, 18:11
crysiswarhead

1700 ში რომ მოგცენ ხელზე უნდა აკოცო gigi.gif
120 ჰზ რაც აქ აიფონებს სასწაულად ძვირად გადის იქ და აქაც შესაბამისად ძვირი ღირს yes.gif

12 მგონი 530 დამიჯდა თუ სწორად მახსოვს , დამტენი და უსბ დამრჩა იმისგან
200 ში მივეცი , არც დამიწყია ვაჭრობა
სიმართლე გითხრა , კრიპტო ვალუტით მაქ ნაყიდი ეგ ტელეფონი , მარტო ეგ კი არა ალბათ 90% რაც შევიცვალე სმარტების biggrin.gif
შეიძლება ზარალიც ვუწოდო , მარა ისეთი ფულის რომელიც შეიძლება არც მქონოდა :დ

Posted by: crysiswarhead 20 Nov 2023, 20:32
Nescafe13
13 პროს არ გავყიდი მაშინ 120 ჰერციანებწ თუ დასდევენ მარა კიდე უნდა დაიწიოს ფასი ასე მგონია პროებზე 13 14 15 მოდელებს უპროებს აზრი არაქ ყიდვას ეკრანი აქ უხარისხო ვერც კი წარმომიდჰენია სმარტი 120 ჰზ გარეშე, კაია კრიპტო ვაჭრობა

მაკბუქ პროსავითბინარჩუნებს ფასებს ეს პრო მოდელები აიფონზე

პს 17.2 ბეტა 3 მუშაობს კარგად

Posted by: Nescafe13 25 Nov 2023, 19:19
crysiswarhead

კაი რაცაა რავი მე ნორმალურ ფასად ვერ ვნახე და უკან ბზარიანს ან კამერის შუშა რომ დაზიანებული ეგეთს ნახავ 350-400 $ ში , დაგიჯდება 1200-1250 ლარი სადღაც და ეგაა :დ
ახლა ცოტა მკიდია სმარტი , უფრო კრიპტოს ვყიდულობ მომავლისთვის

QUOTE
პს 17.2 ბეტა 3 მუშაობს კარგად


3 მინუსი აქ ეფლს ჩემთვის , ჯიპიესი რომ არ ეთიშება ბარიდან , სმს ს დაბლოკვა, ტვინი წაიღეს ამ უაზრო ესემესებით
მესამე და სამართალი , ის რომ მეორე ბარათიდან დარეკვა სრულიად უაზროდაა გაკეთებული

17.1.1 მიყენია და არანაირი ბაგი აქ აქვს

Posted by: Firework 26 Nov 2023, 09:11
Nescafe13
ios 17 როგორ მუშაობს xs ზე? მალე ხომ არ აჯენს ელემენტს წინა ვერსიასთან შედარებით?

Posted by: Nescafe13 27 Nov 2023, 06:20
QUOTE (Firework @ 26 Nov 2023, 09:11 )
Nescafe13
ios 17 როგორ მუშაობს xs ზე? მალე ხომ არ აჯენს ელემენტს წინა ვერსიასთან შედარებით?

მე შეცვლილი მაქ ელემენტი და სერიოზულად ძლებს :დ
17 რომ დავაყენე ძველი ელემენტი მედო მაშინ და ბაგები ქონდა მარა მერე გამოასწორეს , ელემენტი რომ შევცცალე ვერც ბაგს ვამჩნევ , მთელი დღე სულ ხმარებაში მაქ სმარტი და ვერ ვაჯენ

Posted by: Firework 27 Nov 2023, 06:58
Nescafe13
დააპგრეიდებული ელემენტები რომ არის ეგ ჩაუსვი? up.gif აქ შეაცვლევინე თუ გამოიწერე?

Posted by: Nescafe13 27 Nov 2023, 08:50
Firework

არა ეგ არ მირჩიეს და რავიცი , ისევ ქარხნული ამპერაჟის ჩასვიო და ეგ ჩავაყენე
ifix georgia ში 100 ლარი დაჯდა სულ , ღირს რა გადახდა თუ ოდნავ შეატყობ რომ მალე ჯდება
დამტენი სახლიდან არ წამიღია როცა ამ ტელეფონს ვხმარობ smile.gif)

Posted by: crysiswarhead 7 Dec 2023, 19:26
გამოვიდა 17.2 Release Candidate მალე ოფიცისლურსაც გამოუშვებენ yes.gif

Posted by: Nescafe13 24 Dec 2023, 11:54
უბაგოდ მიდის იფონე ყოჩაღ, ახალ აიოესებში მე ვერაფერი წუნი ვერ ვნახე , მუშაობს ჯიგრულად biggrin.gif

Posted by: crysiswarhead 10 Jan 2024, 23:39
ბეტა 3 გამოვიდა მუშაობს სტაბილურად

Posted by: crysiswarhead 17 Jan 2024, 23:29
გამოვიდა 13.3 რელიზ კანდიდატი



))

Posted by: ჰეისან 18 Jan 2024, 11:58
crysiswarhead
13.3 თუ 17.3? biggrin.gif

Posted by: crysiswarhead 18 Jan 2024, 14:38
ჰეისან
სიჩქარით დავპოსტე დავით 17.3 ცხადია

Posted by: ჰეისან 18 Jan 2024, 14:59
crysiswarhead
მე უცებ დავიბენი... რაღა დროს 13-ია მეთქი, ვიფიქრე biggrin.gif

Posted by: crysiswarhead 18 Jan 2024, 16:05
ჰეისან
.3 რო გამოვიდა ალბათ გაუცნობიერებლად მივაბი lol.gif

Posted by: ჰეისან 18 Jan 2024, 23:23
crysiswarhead
biggrin.gif მე კიდევ, იმაზე ვოცნებობ, რაც შეიძლება გვიან გამოუშვან განახლება მეთქი... ტელეფონის განახლებებს ეს ფარჩაკები macOS-ის განახლებებთან ერთად უშვებენ (აგერ, iOS 17.2.1 როცა გამოვიდა, ეგრევე მოჰყვა macOS 14.2.1). ჰოდა, ყოველი განახლება ჩემთვის არის თავისტკივილი - ყველა თანამშრომელი უნდა ვაიძულო, რომ განახლება გააკეთონ. არ იცი, როგორ მაწამებენ biggrin.gif

Posted by: crysiswarhead 18 Jan 2024, 23:32
ჰეისან
არადა მაკბუქიმაქ ეარი და უმარტივესია აფდეითის გაკეთება შეილება დსუნგრეიდი იყოს რთული მარა აფდეითს რა უნდა
ხო ზუატად მასეა მაკი აიოსის ადეითები ერდროულად გამოდის

Posted by: ჰეისან 19 Jan 2024, 12:23
crysiswarhead
ვერ მიმიხვდი biggrin.gif უმარტივესი კი არის, მაგრამ მილიონი პროგრამა აქვთ გახსნილი და თავის ნებაზე რომ მიუშვა, საერთოდ რესტარტსაც კი არ გაუკეთებენ კომპიუტერს

Posted by: crysiswarhead 19 Jan 2024, 15:43
ჰეისან
ხო მასეთ შემთხვევაში როგორ უნსა მოიქცე არვიცი

Posted by: ჰეისან 19 Jan 2024, 15:44
crysiswarhead
სანამ ყველა მათგანი დამემორჩილება და გააკეთებს განახლებას, მანამდე კიდევ ერთი განახლება გამოდის და იწყება კარუსელი ახლიდან ხოლმე biggrin.gif

Posted by: crysiswarhead 19 Jan 2024, 17:48
ჰეისან
დაუსრულებელი ციკლი ყოფილა

Posted by: crysiswarhead 24 Jan 2024, 12:37
ჰამოვიდა ოფივიალურად 17.3 ვერსია იგივე რაც არსი რელიზი

Posted by: crysiswarhead 17 Feb 2024, 12:10
17.4 ბერა 3 მუშაობს უპრობლემოდ არავითარი ბაგი არ აქვს

Posted by: Nescafe13 18 Feb 2024, 15:40
crysiswarhead

კი ძაან მაგრად მუშაობს ამ ბოლო აფდეითებზე , ვაფშე 0 ბაგი აქ სისტემას

სხვაგან რომ დავპოსტო აზრი არ აქ :დ
ეფლ ვოჩი რომ ვიყიდო , როგორც ტელეფონს აქვს ჯიპიესს რომ მიუთითებ და მიდიხარ ლოკაციაზე , საათს აქვს ეგ ფუნქცია ?

Posted by: ჰეისან 18 Feb 2024, 21:22
Nescafe13
მე მაქვს Ultra 2, Goggle Maps აქვს შიგნით. არ გამომიყენებია. ძირითადად, შეტყობინებების სანახავად ვიყენებ და აგრეთვე დაცულ სისტემაში შესასვლელად ავტორიზაციის დადასტურების პონტში. ტელეფონს ჯიბიდან მაშინ ვიღებ, როდესაც ტექსტი მაქვს ასაკრეფი.

Posted by: crysiswarhead 19 Feb 2024, 16:46
Nescafe13
არ მქონია ვოჩი ვერ გეტყვი , მარა ბევრი ფუნქცია აქვს როგორც ვიცი,

ბეტა 4 ველოდები ძირითადად ახალი რაღაცეები ემატება ბაგფიქსინგის მიდის მაგრამ არ აქვს ლაგი ან ქრაში და ა.შ

Posted by: Nescafe13 19 Feb 2024, 20:46
ჰეისან
QUOTE
მე მაქვს Ultra 2, Goggle Maps აქვს შიგნით. არ გამომიყენებია. ძირითადად, შეტყობინებების სანახავად ვიყენებ და აგრეთვე დაცულ სისტემაში შესასვლელად ავტორიზაციის დადასტურების პონტში. ტელეფონს ჯიბიდან მაშინ ვიღებ, როდესაც ტექსტი მაქვს ასაკრეფი.


3კ ლარი ღირებულა ეგ :დ
აი მაგდენს ვერ გადავიხდი , განა იმიტომ რომ არ მჭირდება ან რამე , ვიცი მომპარავენ , ან დავამტვრევ biggrin.gif

https://zoommer.ge/smart-saatebi/apple-watch-series-se-2-gps-2023-44mm-silver-aluminum-case-with-winter-blue-sl-mr-p39215

ეს უნდა ვიყიდო ხვალე თუ მეცალა , მგონი კი იმუშავებს 2-3 წელი გაჭედვების გარეშე


Posted by: crysiswarhead 21 Feb 2024, 19:53
Nescafe13
beta 4 ეც გამოვიდა ჩვეუკლებრივად მუშაობს როგორც ბეის მოდელი უბრალოდ ბევვრ რამეს აღარ ამატებენ

Posted by: neo> 24 Feb 2024, 03:03
QUOTE
3კ ლარი ღირებულა ეგ :დ

2 წელში paperweight გახდება,
3კ იხდი 2წელი საათის ტარებისთვის smile.gif) ტელეფონი კიდე ხო

Posted by: crysiswarhead 28 Feb 2024, 23:01
iOS 17.4 ოფიციალური გამოვიდა. მუშაობს ჯიგრულად

Posted by: Nescafe13 29 Feb 2024, 19:49
crysiswarhead
QUOTE
iOS 17.4 ოფიციალური გამოვიდა. მუშაობს ჯიგრულად

ჩემთან არ მოსულა ჯერ rolleyes.gif

P.S. დღეს Xiaomi-ს მაღაზიაში ვიყავი, კონსულტანტიან-მენეჯერიან-უფროსიანად ყველას Apple-ის სმარტი და Watch-ი ეკეთა biggrin.gif

Posted by: crysiswarhead 1 Mar 2024, 10:19
Nescafe13
აბა Xiaomi და Meizu რომ რამედ ვარგოდეს, ხომ ვიყიდდით lol.gif lol.gif

არსი ვერსია გამოვა მალე ოფიციალურიც იგივე იქნება, რომ იცოდე

FaceTime არ მუშაობს, Sign in-ს მთხოვს. ხომ არ გაუბერა...

Posted by: ჰეისან 5 Mar 2024, 23:59
iOS 17.4 გამოვიდა. შევხედოთ, როგორ მოიქცევა ამ დღეებში

Posted by: crysiswarhead 6 Mar 2024, 10:37
ჰეისან
იგივე არსია ხოლმე ოფიციალური რასაც ვატყობ

Posted by: ჰეისან 7 Mar 2024, 12:46
crysiswarhead
ეგ ჰო... ოღონდ ვისაც beta-ზე წვდომა არ აქვს ჩართული, იმათთან ჯერ არ გამოჩნდება ეგ განახლება

Posted by: crysiswarhead 7 Mar 2024, 12:53
ჰეისან
ეგრეა ჯერ არსია მერე ოფიციალური GM ივითაა

Posted by: ჰეისან 7 Mar 2024, 14:20
crysiswarhead
Golden Master თუ ჰქვია ვერსიას, იმაში რაღა ცვლილებები უნდა შეიტანო biggrin.gif

Posted by: crysiswarhead 7 Mar 2024, 16:21
ჰეისანbiggrin.gif სახელებს რო უცვლიან თან ვერსიებს ფაბლიქ ბეტა დეველოპერ ბეტა

Posted by: ჰეისან 7 Mar 2024, 19:16
biggrin.gif მარკეტინგი ხომ იცი, რა გოთვერნული რამეა

Posted by: crysiswarhead 7 Mar 2024, 19:44
ჰეისან
მარკეტინგი ჰაი ლეველზე აქვთ ეფლის ვვდცს ყურებას აზრი არააქ უკვე სულ რეკლამაა ადრე რომ იყო განხილვა სიღრმისეული ტექნოლოგიურად ეხლა ეგეც გაამარკეტფლეისეს აღარ ვუყურებ ნუ აიოსის გამო შეიოება მონაკვეთი ვნახო და მაკების გამო იმასაც აზრიარააქ იმიტორო ამატებენ უბრალოდ ფიშკებს

Posted by: Nescafe13 15 Mar 2024, 13:45
18 ს მართლა მიიღებს , xr და xs ups.gif

Posted by: crysiswarhead 24 Mar 2024, 22:06
Nescafe13
წესით დადროფტდება მაგრამ არაა გამორიცხული რო მიიღოს

Posted by: Nescafe13 24 Mar 2024, 22:40
crysiswarhead

მიიღებსო ყველა წერს
ანუ 6 წლის სმარტი :დ
ყოჩაღ ეფლს

პ.ს ბოლო აიოსზე დაფრინავს სმარტი , სერიოზულად წინ აქვს სისტემა-ჰარდის შერწყმა აიფონს , ანუ თუ ტელეფონი არ გბეზრდება , 5-6 წელი მინიმუმ შეგიძლია გამოიყენო ისე რომ საერთოდ არ შენელდება

Posted by: crysiswarhead 24 Mar 2024, 22:59
Nescafe13
ვნახოთ თუ წერენ მაშინ მიიღებს , თან ცვლილებები იქნებაო 18 ვერსიაში ხელოვნური ინტელექტი და ა.შ
ჩემს გარშემო ბიჭებს იქსები აქვთ და მაინც მაგრად მუშაობს 16 ვერსიაზე თან პლიუს თუ არ იღებს ახალ ვერსიას მაინც აგრძელებენ განახლებას 16 ვერსიას ბაგ ფიქსინგს ძირითადად და სიქიურით აფგრეიდს, და ააიოს 15 იც იღებს დღემდე განახლებას ალბათ წელს შეწყვეტენ და დაასრულებენ აბდეითს ,

14 პრო მაქვს და მეც 17.4.1 მიყენია მაგრად მუშაობს , შენელებით კი ნელდება მაგრამ ვერ ვამჩნევ მე მაგალითად თუ არ დატესტე , ეხლა ფული უნდა შევაგროვო 16 პრო დავუმიზნო და ეს მივასუხარო დრო რო მოვა biggrin.gif 15 პროსთან შედარებით კაი ნახტომს ველოდები ლიქები მომწონს რას დადეს მაქს არ ვყიდულობ ჩვეულებრივს, თან ეს 14 პრო 256 ტიანია და 30 პროცენტი ძლივს გავავსე biggrin.gif

რეალურად დაშლა არ მოგიწევს მობილურის 4 წელი ელემენტის მერე დეგრადაციას განიცდის

Posted by: Nescafe13 13 Apr 2024, 20:59
crysiswarhead
QUOTE
ჩემს გარშემო ბიჭებს იქსები აქვთ და მაინც მაგრად მუშაობს 16 ვერსიაზე


იქსი არი დედიკინის დროინდელი gigi.gif
მაგას ვამბობ , რომ თუ ის არ გაინტერესებს რომ ანკამ თქვას ეს რა სმარტი აქო , იქსი /xs / 11 დღეს ყველაფერს აკმაყოფილებს
აი ხს მაქსი მაქ ზამთრიდან და სტაბილურად ამ სმარტზე ვარ ახლა ჩამოკიდებული , გადავსებული მაქ პროგრამებით , თუ კი რამეა ყველაფერი ჩაყრილი მაქ , 64 გბდან , 15-20 ფოტო მაქ და დანარჩენი იმენა პროგრამებს მიაქ , არ ჭედავს , თან ბოლო აფდეითზე საოცრად მუშაობს , ან შენელება ან რამე ხო უნდა ვიგრძნო

QUOTE
14 პრო მაქვს და მეც 17.4.1 მიყენია მაგრად მუშაობს , შენელებით კი ნელდება მაგრამ ვერ ვამჩნევ მე მაგალითად თუ არ დატესტე , ეხლა ფული უნდა შევაგროვო 16 პრო დავუმიზნო და ეს მივასუხარო დრო რო მოვა  15 პროსთან შედარებით კაი ნახტომს ველოდები ლიქები მომწონს რას დადეს მაქს არ ვყიდულობ ჩვეულებრივს, თან ეს 14 პრო 256 ტიანია და 30 პროცენტი ძლივს გავავსე


14 პროზე თუ არ გადავალ , მაშინ არ გამოვცვლი ამ სმარტს biggrin.gif
15 ზე კიდე კაი არ დამიმტკიცეს განვადება , მეგობარმა იყიდა და ძაან არ მომწონს , კამერა ძალიან ბანძია ჩემი აზრით , ფოტო გადაღება არანაირად არ აქ 2500 ლარიანი სმარტის :დ
ისე 16 პროც იგივე იქნება და 17 პროც , ნოჩი კაი მოაშორეს 6 წლის მერე , ამას ასე უცებ არ შეცვლიან , 14 პროს რომ გააჭედინო ალბათ ოსკარს გადასცემენ ეგრევე მაგის გამკეთებელს
ერთი მინუსი ის აქ რომ ძალიან ნელა იტენება აიფონებს , ახალ ანდროიდთან შედარებით

ხს ზე თუ მართლა ბოლო აფდეითიც მოვიდა და ყოჩაღ ეფლის ჰარდს , სასწაულად მაგარი და დახვეწილი პროცესორები აქვთ

Posted by: crysiswarhead 14 Apr 2024, 22:26
Nescafe13
მიიღებს აიოს 18 ეტს იქს ესი , ეკრანს ადიდებენ ვნახოთ როგორი იქნება ახალ ფერებს შემოგვთავაზებენ და ა.შ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)