საინტერესო ეროვნული ლიგა 2–ის გათამაშება გველის.
სასიამოვნო სიახლეა რომ ყველა ტურში გაშუქდება ცენტრალური მატჩი.
denislawბათუმის დინამო – ანგისას ბაზა. ამბობენ აპრილამდე შესაძლოა ბათუმის რაგბი არენაზე ვითამაშოთო. მინდვრის საფარი რომ სრულად შეხორცდეს.
მერანი – მ. ხურცილავა ( 3–ე, 4–ე წრეს სხვაგან ითამაშებენ)
სამგურალი – ხურცილავა ( 3–ე წრიდან წყალტუბოში, განახლებულ სტადიონზე)
შუქურა – ლანჩხუთში ევგრაფი შევარდნაძეზე. 3-ე წრიდან განახლებულ ჩელე არენაზე.
ვიტ ჯორჯია და ცხინვალი - მცხეთა პარკზე ითამაშებენ 1-2 წრეს. 3-4 წრე მოუწევთ სხვა თბილისურ სტადიონზე გადასვლა, მცხეთა პარკზე მინდორი მეორე ეტაპზე დაიგება.
გაგრა და შევარდენი ბასაზე. ისე შევარდენს დაბრუნება უნდა ისანში და დაძრულია ეგ საქმე.
http://lelo.ge/article/%E1%83%A8%E1%83%94%...A%E1%83%98-3025თელავი - გ. ჩოხელზე. ცდილობენ სტადიონის მოწესრიგებას. ზუსტად აღარ მახსოვს იგეგმება თუ არა მანდ წელს საფარის გამოცვლა.
ნორჩი დინამო - შატილის სტადიონი.
crack94 ბათუმის დინამოზე ვთანხმდებით. თავიდან შეიძლება შეთამაშების პრობლემა ჰქონდეთ. მაგრამ ყველაშემთხვევაში ფავორიტები არიან.
ვიტ ჯორჯიაც თითქოს მომწიფდა მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად. ფირცხალაიშვილსაც აქებენ.
მერანი საკითხავია გაძლიერდა თუ დასუსტდა. მახვილაძის ფაქტორიც არის. მოკლედ იბრძოლებენ სამეულისთვის.
შევარდენმა ნორმალირ გუნდს მოუყარა თავი. ნადირაძე, მთივლიშვილი სამტრდიიდან, მაჩარია კოლხეთიდან. + სანაის ფაქტორი. არ გამიკვირდება სიურპრიზი შემოგვთავაზონ.
შუქურას ამბიციების არ მჯერა. კი დასე, მარსელინიო, ლობჯანიძე , მაგრამ მაინც არ მგონია ჭელიძე მანდ გუნდის ამწყობი.
გაგრაც ახალი გუნდია, ნორმალურად დაკომპლექტდნენ მაგრამ სანამ თავის თამაშს იპოვნიან გავა 2 წრე.
თელავს ვგულშემატკივრობ , დეკანოსიძე ძალიან მომწონს როგორც მწვრთნელი და ისედაც კახეთში სინათლის სხივივით გამოჩნდა ეგ გუნდი. იქნებ განავითარონ ფეხბურთი მაგ მხარეშიც. განსაკუთებული შემადგენლობა არ ყავთ, თუმცა წერტილოვნად გაძლიერდნენ და შეთამაშების პრობლემა არ ექნებათ. იმედია გაძლიერდებიან.
წყალტუბოს სამგურალზე კატეგორიულად არ გეთანხმები. რატო ხარ მაგ გუნდის მიმართ ასე განწყობილი ? სტაბილური შემადგენლობა, გამოცდილი სამწვრთნელო შტაბი. გამოცდილი ფეხბურთელებიც და ახალგაზრდებიც. იმერეთში თუ ვინმე კარგი ფეხბურთელია რომელიც უმაღლესში არ თამაშობს წყალტუბოშია თავმოყრილი. ვერავინ მოუგებს ადვილად და პირობას გაძლევ პირდაპირი წესითაც არ გავარდებიან. ფლეი ოფშიც მეეჭვება. + მესამე წრიდან საკუთარ ქალაქს, გულშემატკივარს და ახალ მოედანს დაუბრუნდებიან.
ჩემი გადასახედით აუტსაიდერები ნორჩი დინამო და ცხინვალი იქნებიან. მესმის თბილისში მეტი რესურსია, უფრო ადვილია გუნდის გაკეთება მაგრამ მაინც.
ეროვნულ ლიგა 1-ზე არანაკლებ საინტერესო იქნება ლიგა 2.