forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (97) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> აუდიოფილია, მუსიკალური სისტემა, მობილური HIFI, ყურსასმენი
წრაწიკიჩი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4054
წევრი No.: 49056
რეგისტრ.: 12-December 07

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 05:24  #14456556      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პედოფილია, გერონტოფილია ... არანაირ კავშირში არ არის... არ შეცბეთ.

ეს გახლავთ მუსიკალური სისტემის (ცედე პლეიერი, გამაძლიერელბელი, ყურსასმენი.. და ა.შ.) ტექნიკის სიყვარული..

და რა თქმა უნდა არა მარტო ტექნიკის...

მე გახლავართ მოყვარული აუდიოფილი.. ასევე დოქტორ ზუზუმბო, რომელიც იმედი მაქვს მალე ეწვევა ამ თემას თავისი ნილის აპარატურაზე საუბრით. და ვეძებთ ამ ჰობის კოლეგებს.

იმის მერე რაც აუდიოფილი გავხდი, ასე მგონია, რომ ჩემს საყვარელ მუსიკას, რომელიც გაზეპირებული მქონდა, ახლიდან ვუსმენ.

განსაკუთრებით დრამატული ეფექტს ახდენს კლასიკის მოსმენა.. როცა 300 კაციან ორკესტრში თითოეული ინსტრუმენტის შეგიძლია ყურადღება მიაქციო და გამოყოფილად მისი პარტია აღიქვა.

დღეს ვუსმენდი ჯაკოს ბესტ ოFს, გარდავალებამ გამახსენა... AKG K701 ყურსასმენში.. საოცრებაა... ის დეტალები და ფერები რაც მას მუსიკაში აქვს, შეუძლებელი აღიქვა ხარისხიანი ტექნიკის გარეშე.

მერე გადავედი იგივე ყურსასმენით მალერზე.. 1 სიმფონია... აუღწერელია ეფექტი, მუსიკის სიმსუბუქე, ჰაეროვნება და ინსტრუმენტების ხმოვანების აუტენტურობა.

ფოტოზე AKG K701

user posted image

მე ზუზუბმბოსგან განსხვავებით უფრო ყურსასმენების განხრით ვარ წასული. და რაც კი საუკეთესო ყურსასმენებია თითქმის ყველა მაქვს მონასმენი, ზოგიერთი ნაყიდი და ისევ განაყიდი... smile.gif

კი, უსაშველოდ ფუფუნების საგანია და ჰობია აუდიოფილია... და ამ კრიზისულ გარემოში, განსაკუთრებით საქართველოში.. ალბად სირცხვილიცაა ამ თემაზე საუბარი...

მაგრამ ყიდვას თუ ვერ შევძლებთ, ვიცოდეთ და ვიოცნებოთ მაინც. smile.gif

თუ დაინტერესებიულები გამოჩნდნენ, გავაგრძელებ ამ თემაზე უფრო საფუძვლიანად საუბარს.

განსაკუთრებით საინტერესო მაშინ გახდება თემა, როცა გაგებთ თუ რომელი სისტემით აღწევს ხარისხის აპოგეას თქვენი საყვარელი მუსიკა. რადგან ყველა სისტემა სხვადასხვა ხარაქტერით ასრულებს მუსიკას.

ვიმეორებ, აუდიოფილია არ არის მოლოდ და მხოლოდ ტექნიკის სიყვარული, ან ჯიპებში დამონტაჟებული "დინამიკებით" პროლეტარიატის მარიაჟი... არა, აუდიოფილია მუსიკის ცოდნას გემოვნებასა და ინტელექტს მოითხოვს.. ამის მერე ხდება მუსიკის სრულყოფილად აღქმა, შემსრულებლის ამ მომღერლის ოსტატობა და ნიჭი... დეტალებში.. და არა მხოლოდ ძვირფასი ტექნიკით შეძენით.

Sennheiser HD800 ტესტის დროს.

user posted image


პიესი
მოდერ, არ ვიცი სხვაგან სად გავხსნა ეს თემა... აქ არ იქნებოდა ცუდი და ძალიან, ძალიან თუ შეგაწუხა გადაიტანე სხვაგან.

user.gif

Dr_Zuzumbo
ობერ მებაღე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16112
წევრი No.: 532
რეგისტრ.: 13-December 01

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 11:23  #14457694      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
კარგია, რომ ასეთი თემა გაიხსნა, თორემ მუსიკის განყოფილებაა და , რითაც მუსიკა უნდა მოისმინოს კაცმა ერთი თემაც კი არ არსებობს. არადა, თუ მუსიკის მოსასმენად ნორმალური აპარატურა არა გაქვს, აზრი არა აქვს მოსმენასაც,

კერგი იქნება, თუ ეს თემა აიპინება და ყველა თავის აზრს დაწერს მუსიკის მოსასმენ აპარატურაზე. რა აპარატურა აქვთ და რითი ჯობია კარგ აპარატურაზე მოსმენილი მუსიკა.
the_lizard_king
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31336
წევრი No.: 11934
რეგისტრ.: 1-August 05

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 11:37  #14457824      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
QUOTE
Sennheiser

იფფ
მაგარი ბრენდია.

მე არ მაქვს ეგეთი კაი რამეები gigi.gif
ცენტრზე მაქვს მიერთებული კომპი.
სახლს გარეთ კი 80GB Ipod Classic-ი მაქვს


--------------------
Losing my taste for the nightlife
Roverandom
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27308
წევრი No.: 26097
რეგისტრ.: 26-November 06

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 11:41  #14457876      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თემა ვერ აიპინება. ზევით არის უკვე 1 ტექნიკური თემა, სადაც ზოგადი საკითხებია. ეს კიდევ თუ იქნება აქტიური, 1-2 გვერდზე იქნება სულ.
Dr_Zuzumbo
ობერ მებაღე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16112
წევრი No.: 532
რეგისტრ.: 13-December 01

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 11:52  #14457986      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
QUOTE (Roverandom @ 27 Jun 2009, 11:41 )
თემა ვერ აიპინება. ზევით არის უკვე 1 ტექნიკური თემა, სადაც ზოგადი საკითხებია. ეს კიდევ თუ იქნება აქტიური, 1-2 გვერდზე იქნება სულ.

ეეეჰ, იმ თემაში ყველაფერზეა საუბარი, გარდა აპარატურისა cry.gif

მიმაგრებული სურათი
Linn_notes.jpg
Atomic
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3789
წევრი No.: 27299
რეგისტრ.: 22-December 06

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 12:31  #14458413      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ ფორუმზე, რაც მე ვიცი, აუდიომანიაკები და გიტარჰოლიკები, ჩვენი სამეგობროდან, ვართ მე, ნაკაშა და გიოფესტი. პრინციპში, ნაკაშა უხუცესია ამ საქმეში, როცა გავიცანი უკვე ქონდა დონე აპატარურა, საშუალო სტატისტიკურ ქართველთან შედარებით. მე 2008-დან გადავედი მაღალი დონის აპარატურაზე, მას შემდეგ რაც ჩემი ჰოუმ სტუდიო მოვაწყვე!

საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, რასაკვირველია, მაგრამ როცა მიზანი გაქვს, შესაბამისი თანხაც უნდა გაიღო!

smile.gif
filth
Hikikomori


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18200
წევრი No.: 63743
რეგისტრ.: 7-June 08

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 12:36  #14458465      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
და რა ჯდება ეგ აპარატურა ? მაგალითად AKG K701
Atomic
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3789
წევრი No.: 27299
რეგისტრ.: 22-December 06

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 12:51  #14458668      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
თითოეული ინსტრუმენტის შეგიძლია ყურადღება მიაქციო და გამოყოფილად მისი პარტია აღიქვა

იაფფასიანი "გაფუჭებული" ჰედფონების ხიბლი ხომ იცი რაშიც არის?

biggrin.gif

This post has been edited by Atomic on 27 Jun 2009, 12:55
წრაწიკიჩი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4054
წევრი No.: 49056
რეგისტრ.: 12-December 07

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 13:14  #14458973      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (filth @ 27 Jun 2009, 12:36 )
და რა ჯდება ეგ აპარატურა ? მაგალითად  AKG K701

გააჩნია სად იყიდი... ebay -ში 170 ევროს აღწევს. ისე კი 220 ევრომდე.

ეს ყველაზე იაფიანი ყურსასმენია, რომლეიც ასეთ მაღალ რანგის ხარისხში ასრულებს.

მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ რომ ამ ყურსასმენს ესაჭიროება გამაძლიერებელი. რომელიც 5 000 ევრომდე საშუალოდ შეიძლება ავიდეს. sad.gif

მაგრამ შესაძლოა ასევე 200 დან 300 ევრომდე ჩაჯდეს კარგი გამაძლიერებელით.

QUOTE
თემა ვერ აიპინება. ზევით არის უკვე 1 ტექნიკური თემა, სადაც ზოგადი საკითხებია. ეს კიდევ თუ იქნება აქტიური, 1-2 გვერდზე იქნება სულ.

მეც მოგიწოდებ თხოვით რომ აპინო. თემა დარწმუნებული ვარ ფრთებს გაშლის... მითუმეტეს მსგავსი არ არსებობს. ტექნუკური თემა სხვაა და აუდიოფილია სულ სხვა.

1-2 გვერდი კი არა აუდიოფილია მთელი სამყაროა... ცალკეული ფორუმები არსებობს აუდიოფილიაზე იმხელა, რომ ჩაყლაპავენ ამ თბილისი ფორუმს. smile.gif

ინტერნაციონალური ფორუმი
http://www.head-fi.org/
გერმანელების ფორუმი
http://www.hifi-forum.de/

და არ თქვა ეხლა აუდიოფილიაში ამ თემას ვგულისხმობო... givi.gif sad.gif

ტექნიკური ინფორმაციის თემა (ექსპერიმენტული)

QUOTE
იაფფასიანი "გაფუჭებული" ჰედფონების ხიბლი ხომ იცი რაშიც არის?

იაფფასიანში მუსიკა აზელილად გესმის... მხოლოდ ინფორმაცია მოდის მელოდიის შესახებ.. biggrin.gif აი კარგი ყურსასმენი ისეთ შეგრძბნებას გიტოვებსრომ თითიქოს ხელით ეხები ბგერას ისე ცოცხლდება. smile.gif

შენ რა ვერსია გაქვს?


ზენჰეისერი ორფეოსი. ყველაზე ძვირადღირებული ლიმიდეტ ედიშენ ყურსასმენი გამაძლიერებელით. 25 000 ევრომდე ჯდება დღეს.... აი ამ ყურსასმენში რომ მოისმენთ უკვე ლაიFში შესრულებულთან განსხვავებას თითქმის ვერ შეამჩნევთ.

აი ამაში ბერლინი ფილარმონიკას შესრულების, კარაიანის დირჟორბით რომ მოუსმენ.... შეიძლება ვეღარც გადარჩე... user.gif არ მქონია ბედნიერება მომესმინა... მხოლოდ ლეგენდები დადის მასზე...

user posted image

user posted image


საერთოდ 70 იანების ბოლოს იყო ასეთი გიჟი ხანა, როცა ყველა წამყვანმა ფირმამ ლეგენდარული ყურსასმენის მოდელი შექმნა .. მათ შორის იყო sony
Atomic
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3789
წევრი No.: 27299
რეგისტრ.: 22-December 06

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 13:20  #14459054      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წრაწიკიჩი
QUOTE
იაფფასიანში მუსიკა აზელილად გესმის

ეგ თავისთავად, მაგრამ მე ის ვიგულისხმე, რომ გარკვეული დაზიანებით, იაფფასიან ჰედფონს თუ ბოლომდე შეარჭობ საუნდ ქარდში, ფაქტიურად ბექინგ თრექს ისმენ, გარკვეული სიხშირეები იჭრება! ყველა პარტიის ცალკე მოსმენაზე ეს მეთოდი გამახსენდა . . .

smile.gif
rockataka
Music & Peace


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 21054
წევრი No.: 53989
რეგისტრ.: 21-February 08

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 13:21  #14459070      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
უხხხხ.. ერთი ამ ზემოთ ახსნილ სისტემებსი, ფლოიდის ექოები მომასმენინა boli.gif

ისე. თუ გაგიგიათ ვინმეს, აპარატურა ბენგოლუქსენი თუ რაღაც მასეთი სახელის მქონე?

This post has been edited by rockataka on 27 Jun 2009, 13:22


--------------------
'Библия учит любить ближнего своего, а Камасутра - как именно'
punshi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1227
წევრი No.: 82029
რეგისტრ.: 9-January 09

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 13:30  #14459182      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე პირადად იმდენად მიყვარს მუსიკა რომ შესაბამისად მისი მოსმენის საშუალებებიც მიყვარს მაგრამ სამწუხაროდ დიდ ყურადღებას არ ვაქცევ უბრალო ნაუშნიკები მაქვს მე პირადად მაგრამ სურვილი არსებობს უკეთესი ტექნიკისთვის, ეხლა რო გადავხედე ისეთი ფასები ქონდა რო რავი აბა ცოტა რთული მაგდენის გადახდა


--------------------
how to make god laugh: tell him your future plans
woody allen
Flying Dutchman 88
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1066
წევრი No.: 84069
რეგისტრ.: 6-February 09

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 13:33  #14459220      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აი ამ სისტემებით მპ3-ს რომ მოუსმინო აზრი აქვს?
Dr_Zuzumbo
ობერ მებაღე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16112
წევრი No.: 532
რეგისტრ.: 13-December 01

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 13:33  #14459231      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
ძალიან ხშირად, ზოგიერთი ჰიფისტი აპარატურის ტექნიკურ მაჩვენებლებზე იციკლება.
მე, და მრავალი საქმეში ჩახედულის აზრით, უნდა მოისმინო აკუსტიკურად გამართულ ოთახში სხვადასხვა აპარატურა და მხოლოდ მაშინ მიხვდები ავსა და კარგს.
არადა, როცა პირველად მოვისმინე მუსიკა Linn-ზე, 25 წლის წინ, იმ დღიდან დავვავადდი. ჩემმა კარგმა მეგობალმა შეიძინა იმ ხანობას ლინის ვინილის ფირფიტების დასაკვრელი.
მოკლედ, დაავადებულმა მხოლოდ 2 წლის წინ შევბედე და შევიძინე ლინის აპარატურა.
სამწუხაროდ ლინის ფლაგმანი მოდელი არაა, მაგრამ საერთო ოთახში რომ ჩავუჯდები ხოლმე და მუსიკა ყველა მხრიდან შემომეხვევა, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო- ანგელოზად ვიქცევი ხოლმე biggrin.gif

* * *
QUOTE (Flying Dutchman 88 @ 27 Jun 2009, 13:33 )
აი ამ სისტემებით მპ3-ს რომ მოუსმინო აზრი აქვს?

თუ მუსიკის მოსმენა გინდა, MP3 დაივიწყე.
კომპრესირებული ციფრული მუსიკის საუკეთესო შედეგი Flac, ან Apple Lossless
თუ 96 kHz / 24 bit ითრევ სადმე, ეგ უკვე ნირვანაა.
სტანდარტულ სიდიზე ეგეთ ხარისხი არაა. მხოლოდ SACD (Super Audio Compact Disc)/ზე
მაგრამ მაგ დისკიდან დარიპული არაფერი მინახავს- სონის მაგრადა აქვს ჩაკეტილი.
ლინის მაღაზია ყიდის ასეთი ხარისხის მუსიკას ციფრულად- სტუდიურ Master ჩანაწერებს

მიმაგრებული სურათი
logo.gif
sandre545
მუდმივად უკმაყოფილო


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9972
წევრი No.: 65339
რეგისტრ.: 22-June 08

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 13:43  #14459343      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რატომ უყურებთ ასე რთულად მუსიკას : (

უბრალოდ მოუსმინეთ და მიიღეთ სიამოვნება


--------------------
http://www.last.fm/user/sandro545
--------------------------------------
★ ★ ★ ★
Milanista al 100 %
--------------------------------------
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (97) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0611 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]