forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> გივი ამილახვარი, უამრავსახიანი, ძლიერი და რატომღაც დავიწყებული ფიგურა
A10
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25715
წევრი No.: 22948
რეგისტრ.: 7-September 06

გამოგზავნილია: 19 Sep 2011, 22:39  #27454206      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა საქართველოს ისტორიაში, თუმცა სამწუხაროდ სრულიად გაუგებარია რატომაა მისი სახელი უცნობი და დამალული.

ვიკიპედიის მიხედვით:

გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი (დ. 1689 ― გ. 1754 ან 1757), ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშის სარდალი და გორის მოურავი.
ბიოგრაფია [რედაქტირება]

პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანს 1722 წლიდან. ხშირად იცვლიდა საგარეო ორიენტაციას და ბრძოლის მეთოდებს. ებრძოდა ოსმალობას (1723-1735), თუმცა ხშირად დათმობახეც მიდიოდა. 1726 ოსმალებს ააღებინა ხელი სიონის მეჩეთად გადაკეთების განზრახვაზე.

1727 მეფე იესეს გარდაცვალების შემდეგ ოსმალებმა ქართლი რამდენიმე საგამგეო ერთეულად (სანჯაყად) დაყვეს. ამილახვარი ზემო ქართლის სანჯაყის გამგებლად დაინიშნა. იგი ოსმალებთან ერთად იბრძოდა მოთარეშე ლეკ ფეოდალთა წინააღმდეგ. ამასთან ერთად იძულებული იყო მონაწილეობდა მიეღო ოსმალების ექსპედიციებში კახელთა წინააღმდეგ, თუმცა კი ფარულად აჯანყებულ კახელებს ეხმარებოდა.

თამაზ-ყული-ხანის (შემდეგში ნადირშაჰი) ამიერკავკასიაში მოსვლის შემდეგ 1734 ამილახვარმა ყიზილბაშებთან ერთად დაიწყო ბრძოლა თურქების წინააღმდეგ. 1735 წელს მოულოდნელი დარტყმით აიღო გორი და მონაწილეობდა თბილისიდან ოსმალების განდევნაში. თუმცა ქართველთა ბრძოლა ოსმალების წინააღმდეგ ხელს უწყობდა ირანელთა წარმატებებს, ნადირ-შაჰს არ მოსწონდა, რომ ქართველებში ფეხს იკიდებდა ქრისტიანული საქართველოს აღდგენის იდეა. ამიტომ მან დააპატიმრა ამილახვარი და სხვა ქართველი პატრიოტები (თეიმურაზ II, აბელ ანდრონიკაშვილი, მამუკა მუხრანბატონი, ქაიხოსრო ავალიშვილი, ვახუშტი აბაშიძე). მალე ისინი ტყვეობიდან გაიქცნენ. 1736 ამილახვარი შანშე ქსნის ერისთავსა და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ანტიირანულ აჯანყებას ქართლში. მალე ირანელებმა ვერაგობით შეიპყრეს ამილახვარი, ბრძოლას შანშე ქსნის ერისთავი განაგრძობდა.

1737 ნადირ-შაჰმა ამილახვარი და სხვა დაპატიმრებული ქართველები ავღანეთის ლაშქრობაში წაიყვანა. აქ მათ თავი გამოიჩინეს და შაჰმა გადაწყვიტა ქართველი ტყვეები სამშობლოში დაებრუნებინა და შანშე ერისთავის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ამ დროისათვის შანშე ერისთავის ბრძოლის მეთოდები (დაღესტნელთა გამოყენება) მიუღებელი გახდა ქართველობისათვის, ამიტომ ირანელებმა ადვილად დაიმორჩილეს ქსნის საერისთავო და ამილახვარს გადასცეს.

1741 შაჰმა ამილახვარი ქართლის ვექილად (გამგებლად) დანიშნა, დაუმტკიცა ამილახორობა და ქსნის ერისთავობა. შემდეგ ამილახვარი მონაწილეობდა ნადირ-შაჰის დაღესტნის ლაშქრობაში. მაგრამ მისი ირანოფილური პოლიტიკა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი უკმაყოფილება გამოიწვია, ერთი მხრით, ბაგრატიონთა კახური შტოს (თეიმურაზ II) დაწინაურებამ ქართლში, მეორე მხრით, ნადირ-შაჰის მძიმე საგადასახადო პოლიტიკამ, და 1742 იგი სათავეში ჩაუდგა ქართლის აჯანყებას ირანელთა უღლის წინააღმდეგ. 1744 წელს აჩაბეთის ბრძოლაში ამილახვარი დამარცხდა და 1745 წელს იძულებული გახდა დანებებოდა თეიმურაზ II-ს. დამარცხებული ამილახვარი ისპაჰანში გაგზავნეს. აქ ის ფორმალურად გამაჰმადიანდა, მიიღო შაჰ-ყული-ხანის სახელი და ირანის გვარდიის უფროსი (ყულარაღასი) გახდა, იყო მაზანდარანის და გულისტანის პროვინციის მმართველი. 1747 ნადირ-შაჰმა გადაწყვიტა დაესაჯა "ურჩი" თეიმურაზ II და ერეკლე II და ამილახვარს დაავალა 30 ათასი კაცით საქართველოში შეჭრილიყო. ამ განზრახვას ხელი შეუშალა შაჰის სიკვდილმა. 1749 ამილახვარმა შემოიკრიბა ირანში მყოფი ქართველები,ხელში ჩაიგდო ირანის შაჰის საგანძური, შეიარაღა და ხმლით გაიკაფა გზა საქართველოსკენ. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ამილახვარმა არაერთი დანგრეული ციხე და ეკლესია აღადგინა ქართლში, იმერეთსა და მესხეთში, დიდი ფინანსური, მორალური და სამხედრო დახმარება გაუწია თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს.



ხალხი კი უბნობს:
"შენ, გივო ამილახორო,
გუნება თაღლითიანო
იქეთ წახვალ და წამოხვალ
საითაც ქარნი ქრიანო..."



არადა ჩემის ჰაზრით ძალიან ძლიერი ფიგურა იყო...
ბოლო ბოლო ერეკლე მეორე და თეიმურაზი იმის მერე გახდნენ ქართლკახეთის ქრისტიანი მეფეები, რაც ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ მებრძოლი გივი ამილახვარი დაამარცხეს, დაიჭირეს და ნადირშაჰს გადასცეს.
და უცნაური ის იყო რო იქ შაჰის მტრად ჩასული კაცი ნადირმა თავისი გვარდიის უფროსად დანიშნა...

რას იტყვით თქვენ - ისტორიკოსები?


--------------------
''ქოცებს ტემპი ნელი აქვთ, ზატო ხარისხია მაღალი'' (C)
უზრდელებთან, გრაფომანებთან, მეგრელოფობებთან არ ვკამათობ
http://forum.ge/?f=29&showtopic=33862575&st=0
http://forum.ge/?f=29&showtopic=33829618&st=0
ურტყი წითლებს გალურჯებამდე, ურტყი ლურჯებს დაწითლებამდე
JALAX IBN ABN AL LAH
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 629
წევრი No.: 123198
რეგისტრ.: 2-November 10

გამოგზავნილია: 22 Sep 2011, 22:07  #27499297      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
A10
აღსანიშნავია ისიც რომ ჩაბარება რო მოსთხოვა თეიმურაზმა გივი ბატონმა იუკადრისა და განაცხადა მე მხოლოდ მუხრანბატონს ჩავბარდებიო და თეუმურაზმა თავისი ცოლი შეუშვა ციხეში და ამილახორმაც შეასრულა დანაპირები


--------------------
I LOVE HISTORY
Hif
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1649
წევრი No.: 118154
რეგისტრ.: 8-July 10

გამოგზავნილია: 22 Sep 2011, 23:37  #27500973      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გივი ამილახვარი

ერეკლემ (ჯერ კიდევ უფლისწულმა) დაამარცხა რამდენჯერმე თუ სწორად მახსოვს..
JALAX IBN ABN AL LAH
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 629
წევრი No.: 123198
რეგისტრ.: 2-November 10

გამოგზავნილია: 23 Sep 2011, 10:12  #27504648      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ერეკლემ (ჯერ კიდევ უფლისწულმა) დაამარცხა რამდენჯერმე თუ სწორად მახსოვს..

ერეკლეს ხმალი მაგრად უჭრიდა ფაქტიურად ერთი ბრძოლა ქონდათ წაგებული მაგას და თეიმურაზს ისიც იმიტომ რომ თეიმურაზმა იტვირთა სარდლობა ჯარის . თეიმუაზი ბევრად ძლიერი პოლიტიკოსი იყო ვიდრე მეომარი აი ერეკლე კი ძალიან ძლიერი მეომარი.....
Marco Materazzi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16939
წევრი No.: 61755
რეგისტრ.: 20-May 08

გამოგზავნილია: 24 Sep 2011, 00:48  #27518158      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან ცუდათ მოექცნენ გივის მეფეები . . .

სადღაც მაქვს წაკითხული რომ მის ხმალზე ამოტვიფრული იყო

" მეფისა მტრებსა ლახვარი ,
ვამტკიცებ ამილახვარი "

1747 წელი გავიხსენოთ მხოლოდ როდესაც დიდიძალი მხედრობით გამოგზავნა გივი საქართველოზე ნადირ-შაჰმა . . .
JALAX IBN ABN AL LAH
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 629
წევრი No.: 123198
რეგისტრ.: 2-November 10

გამოგზავნილია: 24 Sep 2011, 10:54  #27521544      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
1747 წელი გავიხსენოთ მხოლოდ როდესაც დიდიძალი მხედრობით გამოგზავნა გივი საქართველოზე ნადირ-შაჰმა . . .
ისტორია გვამცნობ რომ გივი ამილახვარი ყველანაირად ერიდებოდა ძმათა სისხლის დაღვრას..
და მეორე მე ვთვლი რომ ის მაინც პატრიოტი იყო .....
ძალიან ძლიერი პიროვნება და მეომარი...


This post has been edited by JALAX IBN ABN AL LAH on 24 Sep 2011, 10:56
zindiosama
DEMOBOROS


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26883
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08

გამოგზავნილია: 24 Sep 2011, 13:28  #27523090      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არადა ეგ რო ქსნის ერისთავ შანშეს არ გადაკიდებოდა შეიძლება ბევრი რამე სასიკეთოდ შეცვლილიყო


--------------------
В России закручивание гаек предвещает бесконечный ужас, а их раскручивание - ужасный конец

The strenght and courage of our Ancestors make us wealthy. But the wealth makes us weak and coward@Law for Beginning of End
JALAX IBN ABN AL LAH
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 629
წევრი No.: 123198
რეგისტრ.: 2-November 10

გამოგზავნილია: 26 Sep 2011, 00:39  #27549136      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
არადა ეგ რო ქსნის ერისთავ შანშეს არ გადაკიდებოდა შეიძლება ბევრი რამე სასიკეთოდ შეცვლილიყო

შიდა ომებმა დაგვაქციეს.
ეს ისედაც პატარა ქვეყანა კიდე რამდენად იყო გაყოფილი ..
მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება ის იყო რომ ეს გაყოფა მოდიოდა ორი საშინელი დამპყრობელისაგან
ხან თურქები გვიბაგუნებდნენ და ხან კიდე ირანელები მარა შეიძლება ერთი მტერი რო გვყოლოდა უფრო ვერ გადავრჩენილიყავით ორივეს ვჭირდდებოდით , ერთმანეთთან საომრად smile.gif
LCatoni
დაკარგული


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 899
წევრი No.: 71648
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 26 Sep 2011, 23:52  #27562790      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Marco Materazzi
QUOTE
ძალიან ცუდათ მოექცნენ გივის მეფეები .

იმ მომენტში თეიმურაზის ორიენტაცია ირანისაკენ გამართლებული იყო და შედეგიც მოიტანა, ხოლო გივი ამილახვარი თავისდაუნებურად დინების საწინააღმდეგოდ ცურავდა.

JALAX IBN ABN AL LAH
QUOTE
მარა შეიძლება ერთი მტერი რო გვყოლოდა უფრო ვერ გადავრჩენილიყავით ორივეს ვჭირდდებოდით

შეიძლება კი არა, ნამდვილად ვერ გადავრჩებოდით, რომ არა ირანი დღეს თურქეთის რიგითი პროვინცია ვიქნებოდით.
gochaj
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8271
წევრი No.: 115541
რეგისტრ.: 14-May 10

გამოგზავნილია: 26 Sep 2011, 23:59  #27562931      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
LCatoni
QUOTE
შეიძლება კი არა, ნამდვილად ვერ გადავრჩებოდით, რომ არა ირანი დღეს თურქეთის რიგითი პროვინცია ვიქნებოდით.


ანდა პირიქით. თურქეთი რომ არ ყოფილიყო, ირანი ჩაგვყლაპავდა. ბევრ ირანელს დღესაც ირანის საკუთრება ჰგონია საქართველო.
Marco Materazzi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16939
წევრი No.: 61755
რეგისტრ.: 20-May 08

გამოგზავნილია: 27 Sep 2011, 00:43  #27563731      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (JALAX IBN ABN AL LAH @ 24 Sep 2011, 10:54 )
მე ვთვლი რომ ის მაინც პატრიოტი იყო

ნამდვილად პატრიოტი პიროვნება იყო . . .

ზუსტად იგივე სიტუაციაში იყო მანუჩარ ჯაყელიც , რომელიც რატომღაც ბევრ ქართველს დღემდე აღიზიანებს რომ მოღალატე იყო თავის ქვეყნის არადა ძალიან დიდი პატრიოტი იყო
JALAX IBN ABN AL LAH
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 629
წევრი No.: 123198
რეგისტრ.: 2-November 10

გამოგზავნილია: 27 Sep 2011, 11:05  #27566602      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მანუჩარ ჯაყელიც

მე ამას ძალიან მაგარ ადამიანად ვთვლი თუ ეს მოღალატე იყო მაშინ სააკაძეც მოღალატე გამოდის რაღაც დაახლოებითი სცენარი განმეორდა მასთან მიმართებაში,,, რო არ გამუსლიმანებულიყო აბა რა ექნა ?
Marco Materazzi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16939
წევრი No.: 61755
რეგისტრ.: 20-May 08

გამოგზავნილია: 27 Sep 2011, 13:18  #27568338      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (JALAX IBN ABN AL LAH @ 27 Sep 2011, 11:05 )
მე ამას ძალიან მაგარ ადამიანად ვთვლი თუ ეს მოღალატე იყო მაშინ სააკაძეც მოღალატე გამოდის რაღაც დაახლოებითი სცენარი განმეორდა მასთან მიმართებაში,,, რო არ გამუსლიმანებულიყო აბა რა ექნა ?

ზუსტად ეგრე იყო . . .

ბევრი იმიტომ იცვლიდა მდგომარეობას რომ მეფეები და სხვა დიდებულები გზას არ უტოვებდნენ მაგრამ მეფეს და დიდებულებს თუ განუდგებოდნენ : ხალხს და ქვეყანას არ ივიწყებდნენ . . .

გივი , მანუჩარი , სააკაძე . . . სამივემ ეს გზა განვლო

JALAX IBN ABN AL LAH
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 629
წევრი No.: 123198
რეგისტრ.: 2-November 10

გამოგზავნილია: 27 Sep 2011, 14:01  #27568974      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ბევრი იმიტომ იცვლიდა მდგომარეობას რომ მეფეები და სხვა დიდებულები გზას არ უტოვებდნენ მაგრამ მეფეს და დიდებულებს თუ განუდგებოდნენ : ხალხს და ქვეყანას არ ივიწყებდნენ . . .

კი გასაგებია გამუსლიმანება ძალიან ცუდია მარა ამით არ მთავრდება ყველაფერი ეგრე რა ბაგრატ მეხუთემაც მიიღო მუსულმანობა და ჩათლახი და ცუდი კაცი უნდა ვეძახოთ ?? კაცი რომელიც წინ აღუდგა თემურ ლენგს .
Marco Materazzi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16939
წევრი No.: 61755
რეგისტრ.: 20-May 08

გამოგზავნილია: 27 Sep 2011, 14:26  #27569346      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კი გასაგებია გამუსლიმანება ძალიან ცუდია მარა    ამით არ მთავრდება  ყველაფერი


კარგი გამონათქვამი გვაქვს ქართველებს " კაცი იყავ და სადაც გინდა იქ ილოცეო "



QUOTE
ბაგრატ მეხუთემაც მიიღო  მუსულმანობა და  ჩათლახი და  ცუდი კაცი უნდა ვეძახოთ ?


იცი რა არის მეგობარო , ბევრს ჩვენ დროში უკვე რელიგიურ ფანატიზმშია გადავარდნილი . . . ცემა-ტყეპით რო ცდილობენ მართლმადიდებლობის გავრცელებას და ასე შემდეგ იმათთვის რა თქმა უნდა მიუღებელი და ცუდი კაცი იყო . . . რაც არ უნდა გაჭირვება ქონოდა როგორ უნდა მიეღო მუსულმანობა და ასე შემდეგ . . .

მაგრამ იმ დროს , ისეთ სიტუაციაში რო ყოფილიყვნენ კაცმა არ იცის რას იზმადნენ . . . სხვა სხვის ომში ბრძენიაო
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0168 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]