იქნებ აქ იცოდეთ ვინმემ ეს ფილმი სრულად სად შეიძლება ვნახო..
https://www.youtube.com/watch?v=U-JPZ--loeM * * *
სვანური ანდაზები
ძველი საქართველო.
საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების კრებული,
ტომი იი
ე. თაყაიშვილის რედაქტორობით,
ტფილისი 1913
(ელექტრო-მბეჭდავი სპირიდონ ლოსაბერიძისა, მოსკოვის ქ. No. 5.)
ტექსტის საინტერნეტო გამოცემა მომზადებულია
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში
პროფ. ტარიელ ფუტკარაძის ხელმძღვანელობით.
ტექსტი კომპიუტერში შეიყვანა და ქართული ვარიანტი ნინო ნაკანმა,
ელექტრონული ვერსია პროფ. იოსტ გიპერტისა
Page: 98
Text type: And.
სვანური ანდაზები და გამოცანები
თავისუფალი სვანის შეკრებილი
ანდაზები
Item: 1 აშირ მჷშნავიშდ ა̈შხვ მუხვრ(ა) ოხსა̈რა
-- ას მშენებელს (თურმე) ერთმა მრღვეველმა აჯობა.
Item: 2 თანა̈ღ თანაღს დემ ხეხვა, მარე მარა აადუ
-- მთა მთას არ შეხვდება, კაცი კაცს კი.
Item: 3 საყდრი მჷშნავიდ შია̈რ ოთჭკორახ
-- საყდრის ამშენებლისთვის ხელები მოუჭრიათ.
Item: 4 მუგვს ნამჷრთალაისგა ნისკა̈რტ ათქვიცხ
-- მტრედს სიმართლისათვის(?) ნისკარტი მოსჭრეს.
Item: 5 მაალ ძუღვათე ალსენელი, ქა̈მ(ა) ესერ ხერი
-- მელიას ზღვაში ჩაუფსამს, მომატება ექნებაო.
Item: 6 ქორა მეკვშანღო, ყორარ ესერ ერეეს ოთცჷყნალა
-- სახლის გატეხის მერე კარები ვითომ ვიღაცას დაუკეტია.
Item: 7 ლაფა̈შვდისგა ბაპს ლუვარდ ლიშთხვ(ი) ოთბინა
-- ქებაში მღვდელს ცოცხლად დამარხვა დაუწყია.
Item: 8 კვა̈ნოლ ლაქმათე ამჩედელი, ტუფ ეჩე ოთცვირა
-- პატარა კვერნა მოსაგებად წასულა, ტყავი იქ დაუტოვებია.
Item: 9 ერსკა̈ნს, მა ტვიბს ვა ალთა̈ნელი, აჯ ტვიბს დაგრ(ა) ოხცხა̈ანა *
-- არჩვს, რა ხეობაშიც დაბადებულა, იმ ხეობაში სიკვდილი აურჩევია.
Item: 9n.1 ზმნა პირდაპირ არ ითარგმნება ^
Page: 99
Item: 10 დაგრა სერ მაგ ქამჷლი ხოჩა
-- სიკვდილს გარდა ყველა გამოლეული სჯობია (კარგია).
Item: 11 ერვი თხვიმ მეკვშე უშხვარ ხანჩილდახ
-- ორი თავ გატეხილი ერთურთს შესჩიოდა.
Item: 12 ლა̈მთილ ეჯღა ხაჟხ(ა̈), ერე მითლა ლი
-- სამთილო იმიტომ ჰქვია, რომ ვიწროა *.
Item: 12n.1 ლითლე -- მოჭირება, მითლა -- ვიწრო ^
Item: 13 მაიდღა ჟეღი ლეღვ დას ხომა
-- შიმშილისათვის ძაღლის ხორცი არავის უჭამია.
Item: 14 შგვირ ნა̈გვბას ხოშგურ
-- სირცხვილი შუბლს რცხვენია.
Item: 15 შგვირ ი ჟახე ივას ლჷმა̈ა̈რ ლი
-- სირცხვილი და სახელი ევადამ * ყოფილა.
Item: 15n.1 "ივას" ან ივა -- ადამუნღო ნიშნავს დასაბამითგან. პირდაპირ ევა-ადამიდგან ^
Item: 16 ხოლემიშ ი ხოჩემი მჷთა̈რდ (მჷცხრად) მარე * ხაკუ
-- ავის და კარგის შემტყობად კაცი უნდა.
Item: 16n.1 ამ სიტყვაში "ა" გრძლად გამოითქმის ^
Item: 17 ქორს ხოჩა ჟეღ-ი დემ ჴა̈ფე
-- სახლში კარგი ძაღლიც არ იკბინება.
Item: 18 ღველიაქ ესერ დაჴჷლს ლახგა̈ნა მატყი ლაშგომდ
-- ცხვარი თურმე თხას მიადგა მატყლის სათხოვრად.
Item: 19 ლიჲმახვშ დეშ მა ხაყერ, ლიჲზა̈რშვ ადჴაცე
-- მტრობით ვერა რა უქნა, მოკეთობით დაღუპა *
Item: 19n.1 ადჴაცე პირდაპირ ნიშნავს -- გადახრა ^
Item: 20 ჩიმი ნამკახუნ იქვი
-- ყველაზე რამე სასარგებლო ითქმის.
Item: 21 ლირდეს ნაურდი ხოჩა
-- ყოფას უყოფობა სჯობია (პირდაპირ -- კარგია).
Item: 22 თემიშ ესერ კვამს ოხვაქვისგნა, გვიიმიშ ჰა̈რა̈ყს
-- თვალს თურმე კვამლმა ათქმევინა, გულს არაყმა.
„წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს…“