მოგესალმებით მეგობრებო.
მოგეხსენებათ რომ გვაქვს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ფრენები ძალიან იაფი ღირს ქუთაისიდან, შესაბამისად ერთი საერთო თემა ვგონებ საჭიროა მუსიკალურ ფესტივალებთან დაკავშირებით.
მე პირადად ჩემს უახლოეს ადამიანებთან ერთად ყოველწლიურად დავდივარ სხვადასხვა ფესტზე (ძირითადად მეტალ და როკ ფესტებზე) ევროპის მასშტაბით.
შესაბამისად წარმოგიდგენთ 2019 წლის ძირითად და სასურველ ფესტებს როკ და მეტალ მუსიკაში შესაბამისი დეტალებით.
თქვენც ანალოგიურად თქვენთვის საინტერესო ფესტებზე (ნებისმიერ ჟანრში) შეგიძლიათ დადო ინფო.
დავიწყოთ შედარებით იაფიანი ფესტებით:
ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში რუმინეთში არის ორი ძალიან მაგარი ფესტი (ერთი რომ მორჩება მეორე იწყება გვერდით ქალაქში)
1. ARTmania Festival - ულამაზეს ქალაქ სიბიუში, ტრანსილვანიაში. ფესტივალს დიდი ხნის ისტორია არ გააჩნია, მაგრამ რაც გააჩნია ნამდვილად ყოველთვის კარგი ლაინაფი აქვს.
ესეც 2019-ის (+ 1 ბენდი დაემატება კიდე)
აღნიშნული ფესტის სრული ღირებულებაა 55 ევრო. ფესტივალი არის 2 დღიანი (26 და 27 ივლისს) და ტარდება ქალაქის ცენტრში, ოლდ თაუნში
2. Rockstadt Extreme Fest - ფესტივალი დრაკულას სასახლესთან, რაშნოვში, ტრანსილვანიაში. ანუ სიბიუსთან არის იქვე რაშნოვი. ფესტივალი იწყება 1 აგვისტოს და მორჩება 4 აგვისტოს. 4 დღიანი ფესტი კარვებით და მთელი ამბებით.
ლაინაფი ჯერჯერობით არის ეს (+ კიდე ემატება დაახლოებით 30 ბენდი) შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე:
http://rockstadtextremefest.ro/bands/?fbcl...myzfgpb2zZ5TdmAაღნიშნული ფესტივალის 4-ივე დღის ღირებულება არის 65 ევრო (დაახლოებით) და შედის უფასო კემპინგის ადგილიც.
3. Brutal Assault 2019 - ერთერთი გამორჩეული ბიუჯეტური ფესტივალი მძიმე მუსიკაში ჩეხეთში ტარდება. მეორე ფესტივალის დამთავრდებიდან ზუსტად მესამე დღეს იწყება (6-10 აგვისტოს ჩათვლით) ჩეხეთში, იარომერში, ისტორიულ ჟოზეფოვის ციხესამაგრესთან სპეციალურ საფესტივალო ქალაქში.
ლაინაფის 53 % დევს ჯერ. ანუ ჯერ კიდევ დასამატებელია 50-მდე ბენდი.
ფესტივალის სრული (4-ივე დღის) ღირებულებაა 90 ევრო და შედის უფასო კემპინგის ადგილიც.
ამათ გარდა რათქმაუნდა არ უნდა დავივიწყოთ დიდი ფესტივალებიც (არაბიუჯეტური), თუმცა ძალიან ცნობილი და ლეგენდარულები:
1. Graspop Metal Meeting 2019 - ერთერთი საუკეთესო დიდი მძიმე მუსიკის ფესტივალი (შერეული ჟანრებით), საუკეთესო ბელგიური ლუდებით, საუკეთესო სცენების განლაგებით (ძალიან ნაკლები დამთხვევებით), სასწაულად გემრიელი საჭმელებით და ყველაზე ნაკლები რიგებით. ფესტივალი, რომელიც ტარდება ბელგიის ქალაქ დესელში და სადაც პირადად ვარ ნამყოფი 2-ჯერ (2016-ში და 2017-ში).
ჯერჯერობით დევს ფესტივალის ლაინაფის 80 % და გამოიყურება შემდეგნაირად (კიდევ დაემატება 20-ზე მეტი ბენდი):
ფესტივალის 4-ივე დღის სრული ღირებულება (კემპინგიანად) არის 215 ევრო. ბილეთები ჯერ კიდევ დარჩენილია! რაც ძალიან მაგარია რათქმაუნდა.
ერთერთი საუკეთესო ფესტია სადაც კი ვყოფილვარ ცხოვრებაში!
2. Nova Rock 2019 - შედარებით ლაითი და უფრო შერეული ფესტი მდებარე ავსტრია-უნგრეთის საზღვარზე ავსტრიის პატარა სოფელ ნიკელსდორფში.
სასწაული ადგილი, სასწაული ავსტრიული ლუდებით და ხორცეულობებით და რაც მთავარია ყველაზე საფესტივალო გარემოთი (იმათთვის ვისაც მხოლოდ მძიმე მუსიკა არ აინტერესებს, პრინციპში აქ მძიმე (!) ძალიან ცოტაა).
ამ ფესტზე ვიყავი წელს (2018-ში) და განსატვირთად საოცარი ფესტია ნამდვილად.
ლაინაფი ჯერჯერობით ესეთია. კიდევ ძალიან ბევრი ბენდი დაემატება აქაც:
ფესტივალის 4-ივე დღის ღირებულება არის ამჟამად 175 ევრო. თუმცა ძვირდება პერიოდულად რათქმაუნდა. რაც უფრო მეტი ბენდები დაემატება მას შემდეგ.
3. Knotfest 2019 + Hellfest 2019
ალბათ წელს საუკეთესო დუეტი რაზეც კი შეიძლება ადამიანმა წახვიდე (სამწუხაროდ ყველა ბილეთი გაიყიდა უკვე ლაინაფის დადებამდე). ლეგენდარული ჰელფესტი, რომელზეც ასევე ვიყავი წელს და რომელიც ნამდვილად ,,დისნეი ლენდია" ყველა მძიმე მუსიკის (და არამხოლოდ) მსმენელისათვის ისტორიულად რეკორდულ დროში, საათნახევარში გაიყიდა ყველა ბილეთი ლაინაფის დადებამდე.
ფესტივალი იმართება საფრანგეთში, სპეციალურად შექმნილ ქალაქ კლისონში, ქალაქ ნანტთან.
წლევანდელი ლაინაფი კი ესეთია (ყველა ბენდი დადებულია თითქმის და არის სასწაული!)
ნულოვან დღეს ნოტფესტი + ჰელფესტი
უკვე სოლდაუთია ასე რომ ფასის დაწერას აზრი თუ აქვს არ ვიცი.
4. Wacken Open Air 2019
კიდევ ერთი ლეგენდარული და ისტორიულად #1 ფესტი მძიმე მუსიკაში (უძველესი). რომლის საიუბილეო 2019 წლის გამოშვებაზე უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია (აქაც) და ლაიანაფი შემდეგნაირი (ფესტივალი იმართება გერმანიაში).
აქაც ძალიან ბევრი ბენდი უნდა დაემატოს კიდევ.
მოკლედ მე ჩემი მხრივ მომავალი წლის ერთერთი გამორჩეული ფესტები დავდე.
თუ რაიმე დეტალები გაინტერესებთ შეგიძლიათ მკითხოთ ხშირი სტუმარი ვარ ამ ფესტების.
მომავალ წელს წესით და რიგით (თუ ყველაფერი კარგად იქნება) რუმინეთის ფესტებს + ჩეხეთის ბრუტალს ვგეგმავთ.
გრასპოპი (ბელგიის) ასევე შესაძლებელია, ვნახოთ.
თქვენ რომელ ფესტივალზე აპირებთ?
არამხოლოდ მძიმე მუსიკას ეხება რათქმაუნდა
This post has been edited by madridman on 27 Dec 2018, 13:07
Oh dismal mourning...
I open my weary eyes once again