გამარჯობა. რამოდენიმე კითხვა მაქვს:
1. დაახლოებით ვიცი დაბადების დრო, სამშობიაროს ჩანაწერი ნანახი მაქვს და დედაჩემის ნათქვამი მახსოვს და ამ ორ დროს შორის რაქტიფიკაციით ,,დამისვა" დრო ერთ-ერთმა ასტროლოგმა. რა კითხვებიც მაშინ ჰქონდა ამ დროის გასაანგარიშებლად და რა პასუხებიც გავეცი, იმის მერე იმ კითხვების ფაქტები სრულად შეიცვალა ჩემს გარშემო და ახლა პასუხებიც სხვა აქვს... რამდენად არის შანსი, რომ ახლა გაკეთებულ რაქტიფიკაციაზე სხვა ,,ზუსტი დრო" დაჯდეს?
2. ჰორარული რუქა როგორ ან სად უნდა ააგო? (ზეტი არ მაქვს, რომც მქონდეს,ვერაფერს ვიგებ
) და კითხვაზე პასუხის განმარტებისას რამე კონკრეტულს ექცევა ყურადღება, თუ კითხის შინაარსს გააჩნია? მაგ.: თუ სწავლის საკითხს ეხება, მერკურის მდებარეობას და ასპექტებს, თუ დაწინაურებას - ვენერა-იუპიტერს, და ა.შ., თუ როგორ შიფრავთ?
3. რელოკაციის შემთხვევაში, რუკის აგებისას დაბადების ადგილად იმ კონკრეტულ ადგილს რატომ ვუთითებთ, ის ფაქტი, რომ თბილისში დავიბადე რანაირად იცვლება, სადაც არ უნდა წავიდე? ტრანზიტების აგებისას კი ბატონო, სადაც ხარ იმას უთითებ, მაგრამ აი ეს რელოკაციის თემა ძალიან ბუნდოვანია ჩემთვის მაინც ... იქ რომ დავბადებულიყავი რა იქნებოდა, რანაირად ნიშნავს იგივეს, აქ რომ დავიბადე და ეხლა იქ ვარ რაღაც დროით...
მადლობა წინასწარ პასუხისთვის