სრული სახელწოდება :
Verein für Leibesübungen Wolfsburg e. V.მეტსახელი :
მგლებიდაარსდა :
1945 წლის, 12 სექტემბერს
კლუბი წარმოადგენს ავტოკონცერნ ფოლკსვაგენის საკუთრებასგენერალური მენეჯერი :
კლაუს ალოფსიოფიციალური ვებ-გვერდი :
VfL Wolfsburgტიტული :
Bundesliga: გამარჯვებული: 2008–09; მეორე ადგილი: 2014–15. DFB-Pokal: გამარჯვებულიs: 2014–15; მეორე ადგილი: 1994–95. DFL-Supercup: გამარჯვებული: 2015.მთავარი მწვრთნელი :
დიტერ ჰეკინგი სტადიონი :
სპონსორები :
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
National Sponsors :
International Sponsors :
შემადგენლობა :
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ისტორია და სხვადასხვა ფაქტები :
დრეული წლები, პირველი ნაბიჯები :
ქალაქი ვოლფსბურგი დაარსდა 1938 წელს. უმეტესწილად ფოლკსვაგენში მომუშავე პერსონალიsთვის.
პირველი საფეხბურთო ასოციაცია, რომელიც დაკავშირებული იყო ავტოკონცერ ფოლკსვაგენთან გახლდათ BSG Volkswagenwerk რომელიც 1943—1944 და 1944—1945 წლის სეზონებში ასპარეზობდა Gauliga Osthannover-ში
ამ სახელწოდების კლუბმა მხოლოდ 2 წელი იარსება, რის შემდეგაც 1945 წლის 12 სექტემბერს ,საღამოს 7 საათზე Reislinger Straße-ზე ერთი ქალბატონის (ირმა დიომბა) და 11 მამაკაცის მიერ(ჰერბერტ ჩალი,ზეპ დიეტცი,ალოის დილა, ვილი ჰილბერტი,კურტ ლინდნერიჰაინც შახტი,არტურ შიკელი, ერიხ შილინგი,ადამ შრიოკი, ფრიტც ვალბი,რუდოლფ ცენკერი) დაფუძვნდა ახალი კლუბი : VSK Wolfsburg , რომლიც თეთრ-მწვანე ფერის მაისურებით ასპარეზობდა
1945 წლის 15 დეკემბერს კლუბმა თითქმის შეწყვიტა არსებობა ვინაიდან ყველა მოთამაშე წავიდა, ჟოსეფ მაიერის გარდა ,რომელიც კლუბის ერთ-ერთ დამფუძვნებელ ვილი ჰილბერტთან ერთად ,თავადაც შეუდგა ახალი ფეხბურთელების ძებნას, 1 წლის განმავლობაში მოხერხდა ახალი გუნდის შეკრება , ამჟამად ცნობილისა როგორც VfL Wolfsburg-ი ,კლუბმა პირველი მატჩი შალკესთან გამართა ,1946 წლის ნოემბერში. გუნდები ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სტადიონზე რომელიც ფოლკსვაგენს ეკუთვნოდა. VfL Wolfsburg-ი გახდა რა სამართალ მემკვიდრე BSG Volkswagenwerk Stadt des KdF-Wagen-ის შევიდა ავტოკონცერნის ფრთის ქვეშ და მოიპოვა დაფინანსება
ვოლფსბურგი ნელა მაგრამ მიზან მიმართულად პროგრესირებდა, მათ მოიგეს რამოდენიმე სამოყვარულო ტურნირი, მაგრამ ვერ ახერხებდნენ წინ წაწევას ,სანამ 1954 წელს არ დაამარცხეს საფეხბურთო კლუბი ჰეიდერი ანგარიშით 2-1 და არ აღზევდნენ ობერლიგაში ,სადაც ვოლფსბურგი ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა რამოდენიმე სეზონი, თუმცა 1959 წელს ყველა ცდა უშედეგო აღმოჩნდა და კლუბი გათამაშებიდან გავარდა
მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად "მგლები" მალევე დაბრუნდნენ ობერლიგაში (მეორე ლიგა იმ დროს), სადაც იმყოფებოდნენ კიდეც 1963 წელს , ანუ იმ პერიოდში როდესაც დაარსდა პირველი პროფესიონალური ლიგა - ბუნდესლიგა
ვოლფსბურგი დიდხანს იყო მეორე ლიგაში განსაკუთრებული მიღწევების გარეშე,ერთადერთ გამონათებას ადგილი ჰქონდა 1970 წელს, როდესაც მათ ობერლიგაში მეორე ადგილი დაიკავეს და ბუნდესლიგაში გადასასვლელად ფლეი-ოფში მონაწილეობის უფლება მიიღეს, თუმცა იქ ძალიან სუსტად იასპარეზეს და ბუნდესლიგაში აღზევება ვერ მოახერხეს ,
შემდგომ წლებში ვოლფსბურგი კიდევ უფრო ჩამოქვეითდა და 70-იანი წლების შუიდან-90 იანი წლების დასაწყისამდე სამოყვარულო ობერლიგაში(იმხანად უკვე მეოთხე ლიგა) გამოდიოდა
ვოლფსბურგი შეუწყვეტლივ აღწევდა გარკვეულ წარმატბებს მთელი 90იანი წლების მანძილზე
1991 და 1992 წელს მათ დაიკავეს 1 ადგილი , წარმატებით განვლეს ფლეი-ოფი და 1992-93 წლებში 2-ე ბუნდესლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს, 1995 წელს გუნდი სულაც გერმანიის თასის ფინალში გავიდა, სადაც მიუნხენგლადბახის ბორუსიასთან დათმო შეხვედრა ანგარიშით 3-0
1996-97 წლების სეზონში ვოლფსბურგმა მეორე ადგილი დაიკავა , მეორე ბუნდესლიგაში და სანუკვარი ოცნება აისრულა , აღზევდა პირველ ბუნდესლიგაში
პირველ ბუნდესლიგურ სეზონში, სკეპტიკური პროგნოზების მიუხედავად, კლუბმა არამარტო ადგილის შენარჩუნება მოახერხა, არამედ ცხრილის შუაწელში დამკვიდრებაც შეძლო
1998-99 წლის სეზონში , ვოლფგან ვოლფის მეთაურობით, კლუბმა ჩემპიონატი 6-ე ადგილზე დაასრულა და პირველად ისტორიაში ევროთასებზე გამოსვლის უფლება მოიპოვა, უეფას თასის 1 ეტაპზე მგლებმა უნგრული დებრეცენი გამოაგდეს ( 2-1, 2-0), მეორე ეტაპზე ჰოლანდიური როდა (1-0,0-0) მესამე ეტაპზე კი 2 მატჩის ჯამში 5-3 დათმეს მადრიდის ატლეტიკოსთან და გათამაშებას გამოეთიშნენ
2000 იდან -2004 წლის ჩათვლით ვოლფები ინტერტოტოს თასზე გამოდიოდნენ , სადაც ძირითადად ახალგაზრდული გუნდის კადრებით ასპარეზობდნენ , მთელი "მძიმე არტილერია" ბუნდესლიგისკენ იყო გადმოსროლილი,ვინაიდან კლუბის მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდებოდა , კრიზისმა პიკს 2005-06 , 2006-07 წლების სეზონებში მიაღწია , როდესაც ვოლფსბურგმა ზედიზედ 2-ჯერ, 15-ე ადგილზე დაასრულა პირველობა და ბოლო მომენტში გადარჩა ბუნდესლიგიდან გავარდნას
2007-2008 წლის დასაწყისში გუნდი ცნობილმა გერმანელმა სპეციალისტმა ფელიქს მაგათმა ჩაიბარა, რომელმაც ფოლკსვაგენის ფინანსური მხარდაჭერითა და სწორი სელექციით ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბა ,დაიკავა 5-ე ადგილი ჩემპიონატში და პირველივე სეზონში მოიპოვა უეფას თასის საგზური
2008-2009 წლის სეზონი
სეზონი რომელიც სამუდამოდ შევიდა კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით
ვერცხლის სასალათე, ზღაპრული მატჩები , პირწმინდად განადგურებული კონკურენტები , საოცარი მეორე წრე , დირიჟორი მისიმოვიჩი 20 საგოლე პასით , გრაფიტეს და ჯეკოს მიერ დამხობილი რეკორდი, ბუნდესლიგაში გატანილი გოლებისა , დუეტმა ერთად 54 გოლი გაიტანა , გრაფიტეს ანგარიშზე აქედან 28 იყო და სწორედ ის გახდა ჩემპიოანტის საუკეთესო ბომაბრდირი , ასევე გრაფიტეს მიერ გატანილი ენით აუწერელი სილამაზის გოლი მიუნხენის ბაიერნის კარში და ა.შ
ეს ფელიქს მაგათის და ვოლფსბურგის წელი იყო ეს იყო ზღაპარი ქცეული რეალობად !
მომდევნო სეზონში კლუბის უფროსობამ გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო ,მათ უარი თქვეს მაგათისთვის ხელფასის მომატებაზე და შალკეში წასული დესპოტი ფელიქსის ნაცვლად, კლუბი არმინ ფეეს ჩააბარეს , შტუტგარტის ექს-თავკაცმა 1 წრე აშკარად ჩააგდოო, მგლები რომლებიც არსებობის მანძილზე პირველად ასპარეზობდნენ ჩემპიონთა ლიგაზე , ჯგუფში მხოლოდ 3-ე ადგილზე გავიდნენ და ევროლიგაზე გადაინაცვლეს , სადაც უკვე მეორე გუნდის მწვრთნელით კიოსტნერის თავკაცობით ასპარეზობას ესპანური ვილიარეალი და ყაზანის რუბინი გამოთიშეს , რაც იმას ნიშნავდა , რომ ვოლფები არსებობის ისტორიაში პირველად გავიდნენ უეფას ტურნირების 1-4 ფინალში !
2010 წლის 11 მაისს მრავალი სპეკულაციის შემდეგ, კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა
მგლებს მომავალი 2 წლის მანძილზე ინგლისელი სპეციალისტი სტივ მაკლარენი დამოძღვრავს , რომელმაც 2009-2010 წლების სეზონში მოკრძალებულ ტვენტეს ჰოლანდიის ჩემპიონობა მოაპოვებინა,საინტერესოა ისიც , რომ მაკლარენი არის პირველი ინგლისელი მწვრთნელი რომელიც ბუნდესლიგურ კლუბში იმუშავებს, ისტორიაში სხვა ასეთი ფაქტი არ ყოფილა
სამწუხაროდ 2010-2011 წლის სეზონი კლუბისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა, ნაცვლად დასახული მიზნის მიღწევისა ვოლფსბურგი ბოლო ტურამდე იბრძოდა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, ეს ყველაფერი დიდწილად სპორტული მენეჯმენტის არა პროფესიონალურმა და გუმართლებელმა მოქმედებებმა გამოიწვია რის შემდეგაც ფოლკსვაგენის შეფის მარტინ ვინტერკორნის პირადი ჩარევის შედეგად პოსტიდან დაითხოვეს გუნდის სპორტული-მენეჯერი დიტერ ჰიონესი, რომელიც კლუბში დაბრუნებულმა ფელიქს მაგათმა ჩაანაცვლა, იგი ამ თანამდებობას მთავარ მწვრთნელობას შეუთავსებს . ვოლფსბურგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი სპეციალისტის დაბრუნებამ გულშემატკივრებში ახალი იმედები გააღვივა, სატრანსფეროდ მსუყე თანხები იქნება გამოყოფილი და მოთხოვნაც შესბამისია მინიმუმ ევროთასებზე დაბრუნება !
=========
ცნობილი ფეხბურთელები :
ედინ ჯეკო, გრაფიტე, ზვეზდან მისიმოვიჩი, დიეგო,მარტინ პეტროვი,ანდრეს დ'ალესნდრო, შტეფან ეფენბერგი,სტივ მარლე,მიკე ჰანკე, დიეგო კლიმოვიჩი , ჯონათან აკპობორი,კევინ ჰოფლანდი,მარსელინიო, მარიან ხრისტოვი, ფაკუნდო კიროგა,ობაფემი მარტინსი,კრისტიან ძაკარდო,ანდრეა ბარძალი, როი პრეგერი,ივიცა ოლიჩი და ა.შ
---------------------------------------------
ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება სახლში :
ვოლფსბურგი-გლადბახი 7-1 1998/99 წელიყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება სტუმრად :
ჰანოვერი-ვოლფსბურგი 0-5 2008/09 წელი-------------------------------------------------
(ამ მომენტისთვის)
ყველაზე მეტი მატჩი ვოლფსბურგის მაისურით :
მარსელ შეფერი - 234ყველაზე მეტი გოლი :
ედინ ჯეკო - 66გრაფიტე ლიბანო - 59დიეგო კლიმოვიჩი - 57---------------------------------------------------
ყველაზე მეტი საგოლე პასი 1 სეზონში :
ზვეზდან მისიმოვიჩი 20 (2008-09) , კევინ დე ბრუინი 20 (20015-2016) (ბუნდესლიგის რეკორდი)თავდამსხმელთა დუეტის მიერ, 1 სეზონში გატანილი გოლები :
ჯეკო-გრაფიტე - 54 -2008-09 (ბუნდესლიგის რეკორდი)ვოლფსბურგიდან კლუბის ისტორიაში, პირველი ბომბარდირი ბუნდესლიგის :
გრაფიტე 28 (2008-09)ზედიზედ მეორე სეზონი ბუნდესლიგის ბომბარდირი ვოლფსბურგის ფორვარდი ხდება !
გრაფიტეს კვალდაკვალ საუკეთესო სნაიპერის პრიზი ბოსნიელმა ფორვარდმა ედინ ჯეკომ მოიპოვა
გაიტანა რა 22 გოლი ბუნდესლიგის 2009-2010 წლის სეზონში.წინა თემები :
ვოლფსბურგი Iვოლფსბურგი IIვოლფსბურგი IIIვოლფსბურგი IVვოლფსბურგი V This post has been edited by Grrh on 20 Sep 2016, 21:26