Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > სისხლძარღვების პრობლემა


Posted by: ancho 4 Aug 2006, 16:51
მოკლედ ამასწინათ ექოსკოპიაზე მითხრეს, რომ ელენთის კართან ვენის ვარიკოზული გაგანიერება გაქვსო. ხოდა გამარკვიეთ რა პონტია... როგორ იკურნება და საშიშია თუ არა.. sad.gif

Posted by: ბაჩუკი 4 Aug 2006, 17:10
ancho
QUOTE
ელენთის კართან ვენის ვარიკოზული გაგანიერება გაქვსო. ხოდა გამარკვიეთ რა პონტია

და ღვიძლის მხრივ ყველაფერი რიგზე გაქვს?

Posted by: ancho 4 Aug 2006, 18:22
bachuki84
სხვა მხრივ აბსოლუტურად ყველაფერი რიგზე... ღვიძლიც, ნაღვლისბუშტიც და ა.შ... yes.gif

...... user.gif

Posted by: ბაჩუკი 4 Aug 2006, 20:32
QUOTE
ხოდა გამარკვიეთ რა პონტია...

ვარიკოზი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული,დაწყებული არტერიის კედლის გენეტიკური დეფექტიდან,დამთავრებული აღნიშნული ვენის აუზში წნევის მომატებით,რასაც თავის მხრივ სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.ღვიძლზე იმიტომ გკითხე,რომ ელენთის ვენა ეკუთვნის პორტული(ღვიძლში შემავალი)ვენის აუზს და ნებისმიერი დაბრკოლება (ყველა ის მიზეზი,რაც იწვევს ღვიძლის არქიტექტონიკის გადაგვარებას)აღნიშნული ვენის აუზში შეიძლება გახდეს ვარიკოზის მიზეზი.ჩემი რჩევა იქნება უფრო გულდასმით გამოიკვლიო ღვიძლი და ეს მიზეზი გამორიცხო.

Posted by: ancho 4 Aug 2006, 21:01
bachuki84
smile.gif გასაგებია. დიდი მადლობა. მკურნალობაზე შეკითხვას ალბათ აზრი არ აქვს, ალბათ მიზეზის მიხედვით სხვადასხვანაირი იქნება.... იმედია ექიმში გამიმართლებს. smile.gif

Posted by: TEMI 4 Aug 2006, 22:30
[...............................

Posted by: ბაჩუკი 4 Aug 2006, 22:32
QUOTE
გასაგებია. დიდი მადლობა. მკურნალობაზე შეკითხვას ალბათ აზრი არ აქვს, ალბათ მიზეზის მიხედვით სხვადასხვანაირი იქნება.... იმედია ექიმში გამიმართლებს. 

არაფრის,გამოჯანმრთელებას გისურვებ...

Posted by: krash 5 Aug 2006, 22:18
QUOTE
ვარიკოზი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული,დაწყებული არტერიის კედლის გენეტიკური დეფექტიდან,დამთავრებული აღნიშნული ვენის აუზში წნევის მომატებით,რასაც თავის მხრივ სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.ღვიძლზე იმიტომ გკითხე,რომ ელენთის ვენა ეკუთვნის პორტული(ღვიძლში შემავალი)ვენის აუზს და ნებისმიერი დაბრკოლება (ყველა ის მიზეზი,რაც იწვევს ღვიძლის არქიტექტონიკის გადაგვარებას)აღნიშნული ვენის აუზში შეიძლება გახდეს ვარიკოზის მიზეზი.ჩემი რჩევა იქნება უფრო გულდასმით გამოიკვლიო ღვიძლი და ეს მიზეზი გამორიცხო.

უფრო გასაგებად არ შეგეძლო დაგეწერა?ვერაფერი ვერ გავიგე,არადა მაგრად მაინტერესებს ვენების გაგანიერებაზე ნებისმიერი ინფორმაცია.

Posted by: Solveig 5 Aug 2006, 22:32
krash

თუ გარკვეულ მიზეზთა გამო მოხდა ღვიძლის სპეციფიკური ქსოვილის (ანუ პარენქიმის. იგულისხმება იმ უჯრედების ერთობლიობა, რომელთა მოქმედება განაპირობებს ღვიძლის ფუნქციას-ნაღვლის გამომუშავებას, ტოქსინების გაუვნებელყოფას და ა. შ.) დაზიანება, მისი აღდგენა ვეღარ ხდება, სამაგიეროდ, მას ჩაენაცვლება შემაერთებელი ქსოვილი. ამ უკანასკენელის აღნაგობა სხვანაირია (მაგალითად, უფრო მკვრივია) და იცვლება ღვიძლის საერთო არქიტექტურა.

შეცვლილი უბანი თუ ღვიძლის კარის ვენასთან ახლოსაა, მასზე ზეწოლას ახდენს და ცხაადია, ვენაში სისხლის ნორმალურ მიმოქცევაზეც ახდენს გავლენას.

QUOTE
არტერიის კედლის გენეტიკური დეფექტიდან,


ზოგადად სისხლძარღვის კედელს ახასიათებს ელასტიკურობა, სისხლძარღვი ოპტიმალურად უნდა ვიწროვდებოდეს/ფართოვდებოდეს (პირობებზე დამოიკიდუბულებით). თუკი რაიმე მიზეზის გამო ელასტიკურობა შეიცვალა (გაიზარდა ან შემცირდა) სისხლის მოძრაობაც აღარ განხორციელდება ნორმალურად.


Posted by: ბაჩუკი 5 Aug 2006, 23:01
QUOTE
უფრო გასაგებად არ შეგეძლო დაგეწერა?ვერაფერი ვერ გავიგე,არადა მაგრად მაინტერესებს ვენების გაგანიერებაზე ნებისმიერი ინფორმაცია.

მე მგონი Solveig-მა მოახერხა.
QUOTE
შეცვლილი უბანი თუ ღვიძლის კარის ვენასთან ახლოსაა, მასზე ზეწოლას ახდენს და ცხაადია, ვენაში სისხლის ნორმალურ მიმოქცევაზეც ახდენს გავლენას.

საერთოდ ღვიძლს აქვს ძალიან თავისებური სისხლის მიმოქცევა,კარის ვენა,რომლის შექმნაშიც მონაწილეობს ზემოთხსენებულ ელენთის ვენასთან ერთად მუცლის ღრუს კენტი ორგანოებიდან გამომავალი ვენები,შედის ღვიძლში და იწყებს განსაზღვრული სქემით დატოტვას სინუსოიდებამდე,რომელიც არტერიულ სისხლსაც იღებს ღვიძლის საკ.არტერიიდან და ერთიანდება წილაკის(ღვიძლის უმცირესი ფუნქციური ერთეული)ცენტრალურ ვენაში,საბოლოოდ ვენური სისხლი ღვიძლის ვენებით ტოვებს ღვიძლს და ჩაებინება ქვემო ღრუ ვენაში.როცა იცვლება ღვიძლის ქსოვილს სტრუქტურა,ბუნებრივია იქმნება დაბრკოლება სისხლის მიმოქცევის ზემოთაღწერილ სისტემაში,რაც თავის მხრივ იწვევს წნევის გაზრდას კარის ვენის აუზში (პორტული ჰიპერტენზია) და მუდმივი ზეწოლა გაზრდილი წნევით ვენის კედელზე იწვევს კედლის გამოდრეკას და ვარიკოზს.როგორც წესი ამ დროს უპირატესად საყლაპავის ქვემო ნაწილის ვენების ვარიკოზი ხდება(კუჭისაც),რასაც ენდოსკოპიური ლიგირებით მკურნალობენ,თუ,რა თქმა უნდა, პორტული ჰიპერტენზიის მოხსნა ვერ ხერხდება...
უუუუჰ,მე მგონი რაც ვიცოდი გითხარი,დალშე სხვამ გააგრძელოს...

Posted by: ancho 6 Aug 2006, 01:38
სხვა მიზეზი რა შეიძლება იყოს? (ღვიძლის სტრუქტურის შეცვლის გარდა.. ეს გამორიცხულია უკვე ჩემ შემთხვევაში).....

Posted by: ბაჩუკი 6 Aug 2006, 17:33
ancho
კედლის მემკვიდრული დეფექტი უკვე ვთქვით,გამომდინარე იქიდან,რომ ელენთის ვენა მდებარეობს პანკრეასის სხეულის უკან და იმყოფება ლიმფური კვანძების გარემოცვაში,ნებისმიერი ზეწოლა ამ ორგანოების მხრიდან შექმნიდა წინაპირობას ვარიკოზისათვის,მაგ.გადიდებული ლიმფური კვანძი,უარესზე აღარ ვლაპარაკობ.ტაკ შტო,გჭირდება აღნიშნული ორგანოების გულდასმით გამოკვლევა,თოდუას კლინიკას გირჩევდი,თუ გინდა ექიმის გვარს და კოორდინატებს დაგიპიემებ.

Posted by: krash 7 Aug 2006, 00:06
bachuki84
ბარემ ისიც გვითხარი,რამდენად საშიშია ეგ დაავადება და საერთოდ ვენების ვარიკოზი,რა გართულებები შეიძლება მოყვეს,მე უფრო ფეხების ვარიკოზი მაინტერესებს.

Posted by: ancho 7 Aug 2006, 22:10
bachuki
smile.gif მართალი ხარ, სწორედ კუჭქვეშა ჯირკვლის ბრალი შეიძლება იყოს, სწორედ ეხლა ვიმკურნალე... პმ-ში გკითხავ რაღაცას. smile.gif

Posted by: amelie 9 Aug 2006, 14:22
QUOTE (krash @ 6 Aug 2006, 23:06 )
bachuki84
ბარემ ისიც გვითხარი,რამდენად საშიშია ეგ დაავადება და საერთოდ ვენების ვარიკოზი,რა გართულებები შეიძლება მოყვეს,მე უფრო ფეხების ვარიკოზი მაინტერესებს.

მეც მაინტერესებს, რა იწვევს ამას. და რატომ არის რომ ქალებს მშობიარობის მერე უფრო უვითარდებათ

Posted by: ბაჩუკი 9 Aug 2006, 22:35
QUOTE
bachuki84
ბარემ ისიც გვითხარი,რამდენად საშიშია ეგ დაავადება და საერთოდ ვენების ვარიკოზი,რა გართულებები შეიძლება მოყვეს,მე უფრო ფეხების ვარიკოზი მაინტერესებს.

QUOTE
მეც მაინტერესებს, რა იწვევს ამას. და რატომ არის რომ ქალებს მშობიარობის მერე უფრო უვითარდებათ

აი ფეხების ვენების შემთხვევაში ცოტა სხვანაირად გვაქვს საქმე,აქ გასათვალისწინებელია სისხლის დინების თავისებურება, სარქველების არსებობა,რაც უზრუნველყოფს სისხლის "აღმა სვლას" გრავიტაციის საწინააღმდეგოდ. ამ სარქველების უკმარისობა საკმარისია ვარიკოზისთვის,არის კიდევ ერთი ფაქტორი-ე.წ. კომუნიკაციური ვენები,რომელიც ერთმანეთს უკავშირებს ზედაპირულ და ღრმა ვენებს,ღრმა ვენებში სისხლის დინების შეფერხების დროს ძლიერდება ნაკადი ზედაპირულ ვენებში კომუნიკაციური ვენების გავლით,თუ ამ პროცესმა პერმამენტული ხასიათი მიიღო,იწყება კომ.ვენების უკმარისობა რაც ვარიკოზის კიდევ ერთი წინაპირობაა.
გართულებებს რაც შეეხება,ჰემოდინამიკის მოშლა ტროფიკასაც არღვევს და შეიძლება ვარიკოზული წყლული ჩამოყალიბდეს მთელი შემდგომი გართულებებით(სისხლდენით,წითელი ქარით,კიბოდ გადაგვარებითაც კი),უპირატესად წვივის ქვემო მესამედში,ამას თავის მიზეზი აქვს,თუმცა ეს ალბათ ნაკლებად საინტერესოა...
აღსანიშნავია ასევე მწვავე თრომბოფლებიტი,რომელიც არც თუ ისე იშვიათი გართულებაა ვარიკოზის.
* * *
ფეხმძიმობასთან კავშირს რაც შეეხება,ამ დროს ხდება თეძოს შიგნითა ვენაში შეგუბება,რაც იწვევს თავის მხრივ,ბოქვენის,შორისის და დიდი საჩინო ვენების ვარიკოზს.

Posted by: krash 10 Aug 2006, 12:15
ბაჩუკი
მკურნალობაც მაინტერესებს როგორ ხდება,პლზ რა

Posted by: ბაჩუკი 12 Aug 2006, 19:53
QUOTE
მკურნალობაც მაინტერესებს როგორ ხდება,პლზ რა

მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს,მაგალითად კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს ვარჯიშებს და გარკვეულ რეჟიმს ავადმყოფისგან,ოპერაციული-უვარგისი ვენის მოცილებას,სკლეროთერაპია-მასკლეროზებელი ნივთიერებების შეყვანას,რაც ასეპტიურ ფლებიტს იწვევს.საყლაპავის ვარიკოზის შემთხვევაში აკეთებენ ენდოსკოპიურ ლიგირებსა(გადაკვანძავენ გამობერილობას),,რის შემდეგაც ვენის ლიგირებული ნაწილი დანეკროზდება და მოვარდება,ახლა იხვეწება მეთოდი,რომელიც გულისხმობს ენდოსკოპიურ ლიგირებას შემდგომი სკლეროთერაპიით (საქართველოში,თორემ ევროპაში დახვეწილიც არის და დიდი პოპულარობითაც გამოირჩევა)

Posted by: amelie 14 Aug 2006, 14:24
გმადლობთ ამომწურავი პასუხებისთვის
ისე რამდენად ეფექტურია მკურნალობა - ფეხების ვარიკოზს ვგულისხმობ

Posted by: ბაჩუკი 20 Aug 2006, 20:31
QUOTE
ისე რამდენად ეფექტურია მკურნალობა - ფეხების ვარიკოზს ვგულისხმობ

ოპერაციული ჩარევა და სკლეროთერაპია რადიკალური მეთოდებია,კონსერვატიული საბოლოო განკურნებას არ იწვევს მაგრამ მდგომარეობას საგრძნობლად აუმჯობესებს.

Posted by: ikebana 12 Sep 2007, 20:18
თბილისში ვინ არის კარგი ანგიოლოგი? სასწრაფოდ მჭირდება.

Posted by: ტანკე 12 Sep 2007, 21:19
ხომ მშვიდობაა?
სამწუხაროდ მე არ ვიცი.ალბათ მოგცემენ რჩევას მალევე

Posted by: BaBajanka 12 Sep 2007, 21:24
ikebana


მეც მჭირდება smile.gif ღუდუშაურში იცის ერთი baby-bobo- მ
რა გჭირს?

Posted by: ikebana 12 Sep 2007, 21:29
ტანკე
BaBajanka
მე არაფერი, დედაჩემს აქვს ფლებიტი. ფეხზე აქვს შეშუპება და მეშინია ტროფიკულ წყლულად არ გადაექცეს. sad.gif

ხვალ უნდა წავიყვანო აუცილებლად.
აბა ვკითხავ baby-bobo-ს.

მადლობა გამოხმაურებისთვის 2kiss.gif

Posted by: Natuka NGN 12 Sep 2007, 22:08
ikebana
ანგიოლოგიური ძალიან კარგი ბოხუას კლინიკა არის დიღომში ე.ეწ. რკინიგზის საავადმყოფოში. იქ არის არაჩვეულებრივი ექიმი - მამუკა ბოკუჩავა /ცეცხლაძე შემეშალა სხვა ექიმში/. თუმცა, ის კლინიკა კიდევ ინარჩუნებდა კარგ სახელს. მე სხვა არ ვიცი.

Posted by: Solveig 12 Sep 2007, 22:20
Natuka NGN
QUOTE
მამუკა ცეცხლაძე.



ცეცხლაძე არ ვიცი და მანდ ბოკუჩავას აქებენ ძალიან.

Posted by: Natuka NGN 12 Sep 2007, 22:37
Solveig
ჰო, ჰო... ბოკუჩავა, გადავამოწმე გვარი დაქალთან, როემლიც დადიოდა... მაპატიეთ!!!

Posted by: ikebana 12 Sep 2007, 22:41
Natuka NGN
Solveig
ყოფილი რკინიგზა რომელია ახლა? სულ ბოლოში?

Posted by: Solveig 12 Sep 2007, 22:46
ikebana
QUOTE
სულ ბოლოში?



არა, სულ ბოლოში ბავშვთა მეორეა..ეგ ბოლოსწინაა-ზარაფხანასთან.

Posted by: baby-bobo 12 Sep 2007, 22:55
ikebana
ნახე PM
-------------------------------------

Posted by: ikebana 12 Sep 2007, 23:00
baby-bobo
კი ვნახე და გიპასუხე smile.gif
Solveig
baby-bobo
Natuka NGN

დიდი მადლობა. მოვიფიქრებთ ვისთან წავიდეთ smile.gif

Posted by: radiology 12 Sep 2007, 23:01
ikebana


იქვე რკინიგზაში ფარღალავაა კაი სახელი თუ არვცდები დავითი....

Posted by: Solveig 12 Sep 2007, 23:12
radiology
QUOTE
ფარღალავაა კაი სახელი თუ არვცდები დავითი....

კი, ეგეც არის.

მაგასთან თუ წახვალთ, სოლვეიგისაგან მოკითხვა გადაეცით დიდი პატივისცემით და უთხარით-ჯერ ცოცხალია-თქო.

Posted by: ancho 12 Sep 2007, 23:16
Solveig
ნიკით გიცნობს? თვთონაც ფორუმელი ხომ არაა? smile.gif

მეც ვიყავი მაგასთან ერთხელ და ერთადერთი ექიმია რომელმაც აღიარა, რომ ვერ მიხვდა რაღაცას ჩემ შემთხვევაში. biggrin.gif ამიტომ პატივს ვცემ. smile.gif

Posted by: Solveig 12 Sep 2007, 23:21
ancho
QUOTE
ნიკით გიცნობს? თვთონაც ფორუმელი ხომ არაა

ეგ არ ვიცი..ახლა ფორუმზე ნამდვილ სახელს და გვარს ხომ არ დავწერდი აბა biggrin.gif

3 წელი დამრჩა ისე...

Posted by: ancho 12 Sep 2007, 23:23
Solveig
QUOTE
ეგ არ ვიცი..ახლა ფორუმზე ნამდვილ სახელს და გვარს ხომ არ დავწერდი აბა

biggrin.gif იასნა.


QUOTE
3 წელი დამრჩა ისე...

spy.gif რა პონტში?

Posted by: perikardi 13 Sep 2007, 07:56
ikebana
17დან რესპუბლიკურში იხსნება ამბულატორიული კლინიკა, სადაც სხვადასხვა სპეციალისტებთან ერთად იქნებიან საქართველოში ყველაზე კარგი ანგიოლოგები, როგორიცაა ყიფშიძე მთელი თავისი გუნდით, ლაზარიშვილი, ქუნთელია, ასე რომ შეგიძლია მიაკითხო ნებისმიერს, იქნება წინასწარი ჩაწერაც კონსულტაციაზე

Posted by: lexomd 14 Sep 2007, 01:32
ikebana
ბოკუჩავა
ფარღალავა

+1

Posted by: ancho 14 Sep 2007, 22:14
ერთი კითხვა მაქვს. გადაღლილობის, წნევის და პახმელიის biggrin.gif დროს უცნაურად მტკივა ხოლმე თავი - მაინცდამაინც მარცხენა ნახევარსფერო, მოძრაობის დროს მტკივნეული პულსაციით... როგორ ფიქრობთ, ექიმთან უნდა მივიდე? თუ კი, ანგიოლოგთან თუ ნევროპათოლოგთან?

Posted by: Solveig 15 Sep 2007, 11:24
ancho
შაკიკს გავს..ნევროპათოლოგთან უნდა მიხვიდე.

არ გადაიღალო და პახმელიებსაც მოერიდე wink.gif

Posted by: ancho 15 Sep 2007, 12:41
Solveig
QUOTE
შაკიკს გავს

მაგ დროს "აურა" არ აქვთ ხოლმე და შუქი აღიზიანებთ? თუ უმაგისოდაც შეიძლება შაკიკი იყოს? spy.gif

QUOTE
არ გადაიღალო და პახმელიებსაც მოერიდე

კარგი biggrin.gif

Posted by: djindjidrinji 15 Sep 2007, 13:11
ancho
QUOTE
თუ უმაგისოდაც შეიძლება შაკიკი იყოს?


მე მაქ აურის გარეშე. შუქი მაღიზიანებს ხოლმე.

Posted by: ancho 15 Sep 2007, 13:28
djindjidrinji
ვახ. sad.gif კაშმარ. sad.gif
-----------------------------------------

Posted by: djindjidrinji 15 Sep 2007, 13:35
ancho
http://www.migraine.ru/

Posted by: ancho 15 Sep 2007, 13:55
djindjidrinji
დიდი მადლობა. გავეცნობი... smile.gif

Posted by: Solveig 15 Sep 2007, 16:19
აურა რაღაა?

----------------------------

Posted by: ancho 15 Sep 2007, 16:29
Solveig
http://en.wikipedia.org/wiki/Aura_(symptom)

ესაა. ხოდა ეხლა წავიკითხე მხოლოდ 1/3 აქვს ეგაო.... ასე რომ, სრულიად შესაძლებელია შაკიკი იყოს მაგის გარეშეც...

Posted by: ikebana 15 Sep 2007, 16:43
Solveig
QUOTE
აურა რაღაა?

შაკიკის ზოგიერთ ფორმას ეპილეფსიის სახეობად თვლიან და როგორც ეპილეფსიას ახასიათებს აურა, ისე შაკიკსაც.

Posted by: maknatuna 25 Jan 2010, 22:13
QUOTE
თბილისში ვინ არის კარგი ანგიოლოგი? სასწრაფოდ მჭირდება.

+1

Posted by: lizofobi 26 Jan 2010, 10:08
maknatuna
მამუკა ბოკუჩავა, მე მაგასთან ტატიშვილის კლინიკაში დავდიოდი, კვირაში ერთი თუ ორი დღე მანდ აქვს მიღება. არაჩვეულებრივ ექიმთან ერთად, საოცრად სიმპათიური მამაკაცია, ნერვები მეშლება რომ აღარ მაწუხებს სისხლძარღვები user.gif

Posted by: inesa1936 13 Feb 2010, 21:30
ზაფხულში, ანუ 6თვის წინ - სიმძიმე ავწიე-დაახლოებით 7კილო. უხერხულად მეჭირა და რომ დავდე თითები მქონდა სულ დასერილი ( პარკის სახელურისგან). არ მივაქციე ყურადღება. რამდენიმე დღეში მივხვდი და ამ სიმძიმის აწევას დავუკავშირე ფალანგების დაბუჟება. დაბუჟებული მაქვს მარჯვენა ხელის მესამე, მეოთხე და ნაწილობრივ მეხუთე თითი და მარცხენა ხელის - ( ბევრად ნაკლებად, მაგრამ მაინც) იგივე თითები.ანუ სიმეტრიულად, მაგრამ მარჯვენაზე დაბუჟება ბევრად უფრო გამოხატულია. გავიკეთე სისხლის საერთო - პროტრომბინის გამო და ნორმაში იყო. ანტიკოაგულანტიც დავლიე, მაგრამ დაბუჟება მაინც მაქვს. ახლა, 6თვის შემდეგ ( თავისით) ეს დაბუჟება უფრო ნაკლები ინტენსივობისაა, მაგრამ მაინც არსებობს. მე ვფიქრობ რომ მაინც ფალანგებში, რაღაც სისხლძარღვების კომპრესია მოხდა და რახან ეს რევასკულარიზაციას ექვემდებარება იმიტომაც დადებითია დინამიკა, არა?თორემ არც ექიმთან მივსულვარ და არც მიმკურნალია?!ექიმი დაიწყებს- დოპლერი...გამავლობა...ნევროლოგმაც ნახოს...და ა შ.

რას ფიქრობთ და რას მირჩევთ?

Posted by: CVS 15 Feb 2010, 00:40
inesa1936
ნეიროქირურგი ან ნევროლოგი, და ანგიოლოგი

Posted by: lucia 17 Feb 2010, 10:34
ანგიოლოგიური გამოკვლევები როგორ ტარდება? ანუ რა პროცედურაა შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ?


და კიდევ, მუხლებზე დალურჯებები (რა თქმა უნდა როცა არაფერისთვის მიგირტყამს ფეხი) რისი ბრალი შეიძლება იყოს? მადლობა წინასწარ

Posted by: Solveig 17 Feb 2010, 14:19
lucia
QUOTE
და კიდევ, მუხლებზე დალურჯებები (რა თქმა უნდა როცა არაფერისთვის მიგირტყამს ფეხი) რისი ბრალი შეიძლება იყოს?

სისხლძარღვების პრობლემაზე მიუთითებს..ალბათ, კედლების დეფექტის ან სხვა რამე მიზეზის გამო სისხლით დატვირთვას ვერ უძლებს, სკდება და ის დალურჯებები სისხლჩაქცევის არეა.
QUOTE
ანგიოლოგიური გამოკვლევები როგორ ტარდება? ანუ რა პროცედურაა შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ?


თავდაპირველად-თვალით-ანუ, დათვალიერება (გაფართოებული, ამობურცული და ა. შ,)..მერე პალპაცია-ხომ არ არის რომელიმე არე ხელის დაჭერით მტკივნეული..

პროცედურები კი ტექნიკურად მოსახერხებელი და უმტკივნეულოა, მაგალითად, დოპლეროგრაფია- კეთდება იმ ადგილებში, სადაც სისხლძარღვები ახლოა სხეულის ზედაპირთან და ამით ადგენენ სისხლძარღვების სანათურის ზომას, მდგომარეობას, სისხლის მიმოქცევის სიჩქარეს და ასევე, მოცულობით სიჩქარესაც, ანუ, სისხლის რა მოცულობა გაივლის დროის მონაკვეთში.
ასევე, კეთდება ქვედა კიდურის ვენების სარქველების მოქმედების შემოწმებაც-ეგ ძალიან მარტივი პროცედურაა-გაერთებენ აპარატზე და ამუშავებ ქვედა კიდურების კუნთებს.

სისხლის ანალიზსაც აკეთებენ შედედების შესაფასებლად, მაგრამ ჩემთვის არ გაუკეთებიათ, უმაგისოდ დასვეს დიაგნოზი.

Posted by: dr_nino 17 Feb 2010, 14:45
QUOTE (maknatuna @ 25 Jan 2010, 22:13 )
QUOTE
თბილისში ვინ არის კარგი ანგიოლოგი? სასწრაფოდ მჭირდება.

+1

კახა ქუნთელია უძლიერესია.

Posted by: aseaisea 17 Feb 2010, 15:05
ფეხებზე თითქოს სისხლძარღვი გასკდაო, სადღაც 1 სმ სიგრძის რისი ნიშანია? დაბერების? biggrin.gif თუ შეიძლება შველა, სისხლძარღვების ამბავი რომაა ვხვდები

Posted by: lucia 17 Feb 2010, 18:01
Solveig
დიდი მადლობა. კარგი ანგიოლოგი ვინაა თბილისში ხომ არ იცი?

dr_nino
QUOTE
კახა ქუნთელია უძლიერესია

ეს სადაა?

Posted by: jemala 17 Feb 2010, 18:35
QUOTE (lucia @ 17 Feb 2010, 18:01 )
Solveig
დიდი მადლობა. კარგი ანგიოლოგი ვინაა თბილისში ხომ არ იცი?

dr_nino
QUOTE
კახა ქუნთელია უძლიერესია

ეს სადაა?

ავერსის კლინიკაში. ადრე რესპუბლიკურში იყო, მარა ახლა ისევ არის იქ თუ არა აღარ ვიცი. ავერსში რომ არის ნამდვილად ვიცი.

Posted by: Solveig 17 Feb 2010, 19:03
QUOTE
კარგი ანგიოლოგი ვინაა თბილისში

ბოკუჩავას აქებს საკმაოდ ბევრი, დედაჩემიც მასთან აპირებს წასვლას..

ფარღალავასაც ბევრი მაქებარი ჰყავდა (ახლა კარაპს მედლაინშია), მაგრამ მე პირადად არ მომეწონა.

Posted by: patriciia 17 Feb 2010, 19:15
QUOTE
ქუნთელია

ავერსის კლინიკაში მუსაობს ახლა, კარგია.

Posted by: donvaso 10 Mar 2010, 22:15
ბოკუჩავა ახლა სდა მუშაობს ან კოორდინატები ხომ არ იცით?

Posted by: Bella Moretta9 10 Mar 2010, 23:25
ტატიშვილში და რკინიგზის საავადმყოფოში, დიღომში

Posted by: Stalker2005 11 Mar 2010, 00:55
Solveig
QUOTE
მანდ ბოკუჩავას აქებენ ძალიან.

...მართლა კარგი სპეციალისტია....ნათესავი მყავდა მაგასთან სისხლძარღვების შევიწროვებით და საკმაოდ ეფექტურად უმკურნალა...

Posted by: Solveig 11 Mar 2010, 01:11
მე შემიძლია გირჩიოთ, ვისთან არ უნდა მიხვიდეთ.

სოსო ვახტანგაძე, I საავადმყოფოში მუშაობდა 2004 წელს. არ ვიცი,ახლაც იქაა, თუ სხვა საავადმყოფოს აბწყინებს მისი ნიჭი.

Posted by: GITANA 11 Mar 2010, 01:13
Solveig
QUOTE
ფარღალავასაც ბევრი მაქებარი ჰყავდა (ახლა კარაპს მედლაინშია), მაგრამ მე პირადად არ მომეწონა.


არც მე.

.........................

Posted by: cesdeba 15 Mar 2010, 12:38
QUOTE
ბოკუჩავა
ფარღალავა

ფანტასტიური ხალხი. როგორც ექიმები და როგორც ადამიანები! ეს შთაბეჭდილება შემექმნა 8 წლის წინ და იგივე აზრზე ვარ ეხლაც, როცა ერთიოდ კვირის წინ მათთან ვიზიტი დაგვჭირდა. სამწუხაროდ ხშირად ვერ ვხვდები გულისხმიერ ექიმებს და მათი ზერელეობაც ხშირად გულს მირევს. ამ ხალხს ერთ-ერთ გამონაკლისად მივიჩნევ.

Posted by: LA FEMME 6 May 2010, 19:13
ბოკუჩავას ან ვახტანგაძის ნომერი ხომ არ იცით?

Posted by: rock in rose 6 May 2010, 21:31
LA FEMME

პმ-ში მოგწერ

Posted by: gogach 18 May 2010, 01:59
QUOTE
პმ-ში მოგწერ

მეც მომწერე რა

Posted by: taylor 20 Jun 2010, 12:06
rock in rose

მეც მომწერე სასწრაფოდ მჭირდება

Posted by: კახა251 20 Jun 2010, 13:20
მეც მჭირდება ანგიოლოგი ყოველ დღე დილით ან დროის სხვა მონაკვეთში ამიტყდება ხოლმე ცემინება, 10-5 ჯერ მაცემინებს და მერე ცხვირიდან მეწყება გამოანდენეი და ცხვირი მეჭედება მაგის მერე მთელი დღე!
biggrin.gif მირჩიეთ რა რამე

Posted by: rock in rose 20 Jun 2010, 16:32
kaxa251

ალერგოლოგი გჭირდება, ანგიოლოგი სისხლძარღვების ამბავში მუშაობს gigi.gif

Posted by: კახა251 20 Jun 2010, 16:35
rock in rose
უი მაპატიეთსავით biggrin.gif:D:D უცებ სიტყვა შემეშალა და სხვანაირად გავიგე ნაგდად ალერგოლოგი ცავიკითხე მე კიდე biggrin.gif

Posted by: taylor 20 Jun 2010, 19:30
rock in rose

იქნებ მომწეროთ ბოკუჩავას კოორდინატები სასწრაფოდ მჭირდება

Posted by: rock in rose 20 Jun 2010, 22:41
taylor

პმ-ში მოგწერე და არ მოგივიდა?

877 43 40 75 მამუკა ბოკუჩავა

Posted by: taylor 21 Jun 2010, 10:02
rock in rose

დიდი მადლობა

Posted by: inesa1936 10 Nov 2010, 12:16
მჭირდება დედაჩემისთვის ანგიოლოგი! დედას სულ ეყინება კიდურები, ხელის მტევნები სულ, სულ თეთრი აქვს, ტერფებს ვერ გრძნობს, გაქვავებული აქვს და ისიც ხელებივით- გაფითრებულ-მოლურჯო! ცხელ წყალში ჩაყოფაც არ შველის!სამგოჯოვანი მოტეხილობა ჰქონდა და ართროზს ვაბრალებდი, მაგრამ უკვე სცილდება ყველაფერს...ადრე დოპლერი გვაქვს გაკეთებული, მაშინაც ამ ჩივილების გამო და...განვლადობა კარგი აქვს, მიმართეთ ნევროლოგსო. ნევროლოგმა მხრები აიჩეჩა - ეს ჩემი პაციენტი არ არისო.ამ კლინიკას კიდევ ემატება ღამის კრუნჩხვები - წვივის და ბარძაყის კუნთების...და გაგიჟდა ქალი, 74 წლის არის!

Posted by: Natuka NGN 10 Nov 2010, 14:27
inesa1936
http://forum.ge/?f=43&showtopic=33767806&st=0
რატომ არ ეძებთ კატალოგში ტემებს სანამ ახლა თემას გახსნით? არის ამაზე საკმაოდ დიდი თემა.
ეს იხურება და მიუერთდება ძველ არსებულს.

Posted by: MALI 18 Mar 2011, 02:40
ბოკუჩავასთან ტელეფონით შეიძლება ვიზიტით დანიშვნა?
და თუ იცით რა ღირს კონსულტაცია?

მადლობა

Posted by: pataputina 3 Apr 2011, 22:18
MALI


მმმ კი ტელეფონითაც შეიძლება ჩაწერა : )

51 70 08 დარეკე და ჩაგწერენ wink.gif



Posted by: mainc 3 Apr 2011, 23:54
pataputina
biggrin.gif user.gif

Posted by: 19gio71 26 Apr 2011, 17:32
QUOTE
ფანტასტიური ხალხი. როგორც ექიმები და როგორც ადამიანები!

ნამდვილად , ფარღალავა, ბოკუჩავა და მათ გვერდით ბატონი კოტე ყიფიანი რომ არ ავღნიშნო არ ვიქნები ღმერთის წინაშე მართალი. მართლაცდა ექიმებად დაბადებული , საოცარი ხალხია . მათი დახმარება ჩემს მეუღლეს 3 წლის წინ დასჭირდა და ისეთი გულისხმიერება გამოიჩინეს გაოცებულიც კი დავრჩი.მადლობა მათ .იდღეგძელეთ.

Posted by: ketatuna 26 Apr 2011, 19:11
ბოკუჩავა, ფარღალავა, ქუნთელია, ალადაშვილი.

Posted by: Lilian 30 Jun 2011, 14:29
QUOTE
სკლეროთერაპია

ეს სად კეთდება, რომელ კლინიკებში, გვარამიას კლინიკაში გაკეთებულით არ არის კმაყოფილი და იქნებ დაგეწერათ. კუზანოვთან, კარაპსმედლაინში არ აქვთ პრეპარატი, არ შემოგვიტანიაო. ან თუ ვინმე ხართ, ვინც კმაყოფილი ხართ სერვისით მოგისმენთ.
პ.ს იმედია სწორად მოვაკვლიე თემას.

Posted by: მამა-ჯეMალი 1 Jul 2011, 17:14
მაქვს ხელების დაბუჟება, თუ რამეს ვინერვიულებ ეგრევე, ან ემოციურ ფონზე მიბუჟდება...

ან დღის განმავლობაში რამოდენიმე საათით მიბუჟდება თითები ან ნახევარი ხელი...

განსაკუთრებით მიბუჟდება ნაბახუსევზე sad.gif ზოგჯერ მთელი ხელი, მგონია რომ სისხლი და ხელი დამძიმდა და გასქელდა და ვერ გადის ძარღვებშითქო sad.gif თან ნაბახუსევზე ხშირად მგონია რომ გული დამარტყამს ;D ანუ ნაბახუსევზე და ნევროზული შიშის ფონზე ვითარდება ეს სპაზმა და საშინლად ბიბუჟდება ხელები, ორჯერ სასწრაფოც გამომიძახეს ;D

კარდიოგრამა გადავიღე, და ექიმმა მითხრა გულზე არაფერი არ გჭირსო,
სისხლის ანალიზი ავიღე და ცუდი შედეგები არ მაქვს.
პოტრომბინი მაღალი არ მაქვს.

ნევროპათოლოგთან ვიყავი და ნევროზი კი მაქვს, და დამინიშნა "ნოოფენი", 4-5 დღეა ვსვამ მარა მაინც მიბუჟდება...


ამიტომ გადავწყვიტე მივიდე ანგიოლოგთან, თქვენ რას მირჩევთ ანგიოლოგთან წავიდე თუ რის ექიმთან წავიდე კიდე რომ ხელების დაბუჟებაზე მიშველოს?

Posted by: serafita_asuli zevaxisa 16 Aug 2011, 22:30
QUOTE
ფარღალავა


QUOTE
საოცარი ხალხია


ფარღალავაა საოცარი?? ჰმ.

მოკლედ მაინტერესებს გეტრებს, რომლებიც უნდა ჩავიცვა, ფერი აქვს? ანუ ისეთი ხორცისფერი ხო არაა, რო არ დამეტყოს??

და სად იყიდება ეგ გეტრები, ხო არ შეგიძლიათ დამაკვალიანოთ??








* * *
pataputina

ბოკუჩავა ანგიოლოგიის ცენტრში მუშაობს?? რკინიგზის საავადმყოფოში

Posted by: Natuka NGN 16 Aug 2011, 22:59
QUOTE
ბოკუჩავა ანგიოლოგიის ცენტრში მუშაობს?? რკინიგზის საავადმყოფოში

ბიკუჩავა არ გამაგონოთ, მას შემდეგ არც დაზღვევიტ პაციენტი არ მიგვიღო smile.gif დაზღვევირ არ იღებსო, მირება 50 ლარი ღირსო და გადაიხადეთო. სულ ერთი თვის წინ იყო ეს ამბავი.
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდ პატივს ვცემდი როგორც ექიმს, ამის შემდეგ ცემი ფეხი აღარ იქნება მანდ.

Posted by: serafita_asuli zevaxisa 16 Aug 2011, 23:01
Natuka NGN

უი, მიღება 50 ??

ექიმზე რო მასეთ რამეს გავიგებ, იმასთან რაღა მიმიყვანს. sad.gif

წინა ზაფხულს ვიყავი ფარღალავასთან და 30 ლარი ღირდა.

ნატა ამის შესახებ ხომ არ იცი?

QUOTE
გეტრებს, რომლებიც უნდა ჩავიცვა, ფერი აქვს? ანუ ისეთი ხორცისფერი ხო არაა, რო არ დამეტყოს??

Posted by: pataputina 16 Aug 2011, 23:15
კი ბოკუჩავა ისევ ყოფილი რკინიგზის სააავადმყოფოს შენობაშია
მე-6 სართულზე

: )

Posted by: serafita_asuli zevaxisa 16 Aug 2011, 23:16
QUOTE (pataputina @ 16 Aug 2011, 23:15 )
კი ბოკუჩავა ისევ ყოფილი რკინიგზის სააავადმყოფოს შენობაშია
მე-6 სართულზე

: )

შენ იმკურნალე ბოკუჩავასთან???

შედეგი გქონდა? smile.gif

Posted by: forever`s_NEVER 16 Aug 2011, 23:17
QUOTE
მიღება 50

ტატიშვილზე ვიყავი გაოცებული და მანდ მთლად 50 ლარი დამხვდა. თუმცა მომდევნო 1 თვის მანძილზე ვიზიტი ამ 50 ლარის გადახდის მერე უფასოა. დედაჩემმაც, ეხლა წავიდე, და აწი აქ რა მომიყვანსო smile.gif) არადა წლებია ბოკუჩავასთან დადის.

Posted by: Natuka NGN 16 Aug 2011, 23:26
ჰო, მირება 50 ლარი, მაგრამ ეს არაა მთავარი. დაზღვევის ავადმყოფი არ შეგვიშვეს სადაზღვევო გარამტიიანი საბუთით. გადაიხადეთო.
გავცოფდი, მერე გამინათდა გონება და წამოვიყავნე გია იოსელიანთან.

Posted by: pataputina 16 Aug 2011, 23:26
serafita_asuli zevaxisa
QUOTE
შენ იმკურნალე ბოკუჩავასთან???

შედეგი გქონდა?


არა, მე არ მიმკურნალია
თუმცა
მკურნალობით უკმაყოფილო პაციენტი თითქმის არ მინახავს...
ფასით კი


forever`s_NEVER
QUOTE
მომდევნო 1 თვის მანძილზე ვიზიტი ამ 50 ლარის გადახდის მერე უფასოა


მართალია....








50 ლარი ღირს პროფესორთან (ყიფიანი,ბოკუჩავა,ფარღალავა) ვიზიტი... დანარჩენ ანგიოლოგებთან ისევ 30 ლარი

Posted by: serafita_asuli zevaxisa 16 Aug 2011, 23:30
QUOTE (pataputina @ 16 Aug 2011, 23:26 )
serafita_asuli zevaxisa
QUOTE
შენ იმკურნალე ბოკუჩავასთან???

შედეგი გქონდა?


არა, მე არ მიმკურნალია
თუმცა
მკურნალობით უკმაყოფილო პაციენტი თითქმის არ მინახავს...
ფასით კი


forever`s_NEVER
QUOTE
მომდევნო 1 თვის მანძილზე ვიზიტი ამ 50 ლარის გადახდის მერე უფასოა


მართალია....








50 ლარი ღირს პროფესორთან (ყიფიანი,ბოკუჩავა,ფარღალავა) ვიზიტი... დანარჩენ ანგიოლოგებთან ისევ 30 ლარი

ფარღალავა რასაც ეძახის მკურნალობას გავიგე, ბოკუჩავა გადავიფიქრე.


ყიფიანი სადღა მუშაობს??? smile.gif

Posted by: pataputina 16 Aug 2011, 23:31
serafita_asuli zevaxisa
QUOTE
ყიფიანი სადღა მუშაობს???


კლინიკის დირექტორია : )

Posted by: serafita_asuli zevaxisa 16 Aug 2011, 23:33
pataputina

რომელი კლინიკის?

Posted by: pataputina 16 Aug 2011, 23:36
serafita_asuli zevaxisa

ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის

QUOTE
ყოფილი რკინიგზის სააავადმყოფოს შენობაშია
მე-6 სართულზე


Posted by: serafita_asuli zevaxisa 16 Aug 2011, 23:41
pataputina

გმადლობ. smile.gif


ეჰ, ვიცი ეგ ცენტრი. sad.gif

ეჭვი მაქვს ამ ყიფინათანაც ტყუილად მივბოდიალდები, მეტყვის არ იკურნებაო. biggrin.gif biggrin.gif

ვგიჟდები ექიმებზე. biggrin.gif

Posted by: Natuka NGN 16 Aug 2011, 23:41
serafita_asuli zevaxisa
QUOTE
ფარღალავა რასაც ეძახის მკურნალობას გავიგე

დიაგნოზი რა იყო?

Posted by: serafita_asuli zevaxisa 16 Aug 2011, 23:45
Natuka NGN

ვაიმე, აღარ მახსოვს. smile.gif

მოკლედ, ფეხები მისივდება და ივარჯიშეო, იცურეო, ნახევარ საათზე დიდხანს არ დაჯდეო.

და გეტრები ჩაიცვიო ზამთარშიო.


Posted by: pataputina 16 Aug 2011, 23:57
serafita_asuli zevaxisa
გაიკეთე დოპლერი ან დუპლექსი ან ანალიზები?

Posted by: Natuka NGN 17 Aug 2011, 00:01
serafita_asuli zevaxisa
ქვედა კიდურები? მეც მისივდებოდა, ხდებოდა ლიმფის შეკავება. გავიკეთე დოპლერი - და ვარიკოზის დასაწყისი იყო. ანუ არაა ჩამოყალიბებული ბოლომდეო. კოაგულოგრამაც ისე რა იყო. მე დამინიშნეს ესკუზანის წვეთები და 2 ფლაკონის შემდეგ მომეხსნა ეს შეშუპება. თუმცა, დამინიშნეს სწორედ ვარჯიშები, მოძრაობა და ცივი შხაპი. რაც შენ, მაგრამ ანალიზების შემდეგ.
ნუ, ასაკის გამო ეტყობა ჩათვალა რომ არ გჭირდება მეტი არაფერი.

Posted by: serafita_asuli zevaxisa 17 Aug 2011, 00:04
pataputina


QUOTE
დოპლერი ან დუპლექსი


ეგენი რააა??

დიაგნოზი აქ არ მაქვს და არც მახსოვს ერთი წლის წინანდელი.

* * *
Natuka NGN

კი, ქვედა კიდურები. smile.gif

QUOTE
ნუ, ასაკის გამო ეტყობა ჩათვალა რომ არ გჭირდება მეტი არაფერი.


არადა მჭირდება. 24 წლის ვარ.

მთელი დღე ვზივარ, თითქმის 10-იდან 10-მდე. დღეში 2 საათი ისეირნეო და სასეირნო დრო არ ამქვს. შენ მითხარი წინა წელს ეგებ წყალს არ სვამო,

ახლა ვსვამ, მაგრამ შედეგი ნული.

Posted by: pataputina 17 Aug 2011, 00:08
serafita_asuli zevaxisa
ექოსკოპია რომ ზუსტად გაირკვეს რა გაწუხებს

Posted by: serafita_asuli zevaxisa 17 Aug 2011, 00:10
pataputina

ააა. რაღაც აპარატით ფეხებზე რო ადებენ.

კი ეგ გამიკეთეს. არაფერი გჭირსო.

Posted by: Natuka NGN 17 Aug 2011, 00:11
serafita_asuli zevaxisa
მაშინ, აუცილებლად უნდა ჩაგიტარდეს დოპლერის კვლევა, გაკეთდეს კოაგულოგრამა. მართალია, ჯდომამ იცის შეშუპება sad.gif მაგრამ სხვაგვარი შამუშაო არ გაქვს, უნდა პრეპარატებით მიეშველო და საღამოს ივარჯიშო ან იარო ცოტა მეტი დრო. ლიმფის შეგუბებაა.


Posted by: serafita_asuli zevaxisa 17 Aug 2011, 00:14
Natuka NGN

მე დიდხანს ჯდომასაც არ ვაბრალებ ძალიან. 10 წუთიც კი ერთ ადგილას რო ვიდგე ან ვიჯდე ფეხები მილუჯდებასავით, და მაშინვე მაქვს სიმძიმის შეგრძნება. 10 წუთი კი დიდი დრო არ არის.

პრეპარატი არ დაუნიშნია, არადა ვუთხარი, ვერ ვისეირნებთქო.

საღამოს ვვარჯიშობ, მაგრამ რა აზრი აქვს.

Posted by: Natuka NGN 17 Aug 2011, 01:06
serafita_asuli zevaxisa
მაშIნ თავიდან გაადიღე დოპლერი, თოდუაში, არის ძლაინ კარგი ექიმი - დუდანა ქვია, გვარი აღარ მახსოვს sad.gif ის ზის დოპლერზე. PM მოგწერ თუ გინდა ექიმს. ოღონდ ხვალ. ახლა საშIნალდ მეძინება

Posted by: serafita_asuli zevaxisa 17 Aug 2011, 11:40
Natuka NGN

ანგიოლოგიის ცენტრზე უკეთესად გადამიღებს ეგ ქალი?? smile.gif

მერე რო მივიდე ყიფიანთან, ისევ ანგიოლოოგიის ცენტრში გადამაღებინებს ალბათ ხოო?? და აზრი ექნება? smile.gif



Posted by: pataputina 17 Aug 2011, 14:34
serafita_asuli zevaxisa


ანგიოლოგიის ცენტრში დოპლერსაც და დუპლექსაც ნამდვილად ძალიან კარგად აკეთებენ...
როგორც წესი, სხვა კლინიკაში გაკეთებულ ანალიზებს ნაკლებად ანდობიან ჰხოლმე, ასე რომ...

ფასები თუ გაინტერესებს ან პიორობები შემიძლია დაგაკვალიანო : )

პ.ს. დაზღვევა არ გაქვს?

Posted by: Natuka NGN 17 Aug 2011, 14:45
pataputina
QUOTE
როგორც წესი, სხვა კლინიკაში გაკეთებულ ანალიზებს ნაკლებად ანდობიან ჰხოლმე, ასე რომ...

ფასები თუ გაინტერესებს ან პიორობები შემიძლია დაგაკვალიანო : )

იქაური თანამშრომელი ხარ?
serafita_asuli zevaxisa
დუდანა პროფესორია, ქალაქში ყველაზე ძლიერი სპეციალისტია მაგ დარგში, ნუ ახლა მისი დიაგნოზის გადამოწმებას თუ დაიწყებს ვინმე, ეს იმ ექიმის პრობლემა იქნება ჩემი აზრით. უბრალოდ ვიცი, იმდენად შეუარცხყოფილი წამოვედი მაშინ, რომ მაგ ცენტრს აღარ გავეკარები. იქნებ როგორი საჭიროება მქონდა მაშინ ექიმს გავესინჯე და იქნებ არ მქონდა ის 50 ლარი იმ მომენტში. და დაღვევა მაქვს საუკეთესო თან და დაზღვევის საგარანტიო ფურცელი გვქონდა ხელში.

Posted by: pataputina 17 Aug 2011, 15:15
QUOTE
იქაური თანამშრომელი ხარ?


აჰხა იქ ვმუშაობ : )

Posted by: serafita_asuli zevaxisa 11 Sep 2011, 22:58


ყოველდღიურ რაციონთან შედარებით მოზრდილი ულუფის ჭამის შემდეგ ფეხების დასივებაც ანგიოლოგის საქმეა???

თუ სხვა ორგანოს ფუნქციონირების შეფერხების ბრალია????

გმადლობთ.
* * *
QUOTE (serafita_asuli zevaxisa @ 11 Sep 2011, 22:58 )
ყოველდღიურ რაციონთან შედარებით მოზრდილი ულუფის ჭამის შემდეგ ფეხების დასივებაც ანგიოლოგის საქმეა???

თუ სხვა ორგანოს ფუნქციონირების შეფერხების ბრალია????

გმადლობთ.

user.gif user.gif
ოველდღიურ რაციონთან შედარებით მოზრდილი ულუფის ჭამის შემდეგ ფეხების დასივებაც ანგიოლოგის საქმეა???

თუ სხვა ორგანოს ფუნქციონირების შეფერხების ბრალია????

გმადლობთ.

Posted by: pataputina 29 Oct 2011, 22:27
serafita_asuli zevaxisa
serafita_asuli zevaxisa

marilis charbi moxmarebis bralia albad tumca unda gamoiricxos venuri ukmarisoba amitom mimartet angiologs

shegidzliat pirdapir facebook ze dausvlat shekitxva

http://www.facebook.com/pages/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98/252328158124035

Posted by: ninicool 17 Jan 2012, 01:07
serafita_asuli zevaxisa
QUOTE
ყოველდღიურ რაციონთან შედარებით მოზრდილი ულუფის ჭამის შემდეგ ფეხების დასივებაც ანგიოლოგის საქმეა???

ეგ არის ღორმუცელობის ამბავი biggrin.gif

Posted by: ditosdeda 5 Mar 2012, 14:26
ვერ ვნახე ესთემა და აქ გავხსენი .ვინმე თუ მირჩევთ კარგ ანგეილოგს.დედაჩემს ქვედა კიდურებზე აქვს კაპილარები და ძალიან აქვს კოჭები შესიებული იქნებ ვინმემ დამაკვალიანოთ სად მივიდე.ვენებიც აქვს მაგრამ კაპილარები უფრო აწუხებს
* * *
QUOTE (ditosdeda @ 5 Mar 2012, 14:26 )
ვერ ვნახე ესთემა და აქ გავხსენი .ვინმე თუ მირჩევთ კარგ ანგეილოგს.დედაჩემს ქვედა კიდურებზე აქვს კაპილარები და ძალიან აქვს კოჭები შესიებული იქნებ ვინმემ დამაკვალიანოთ სად მივიდე.ვენებიც აქვს მაგრამ კაპილარები უფრო აწუხებს

cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: rock in rose 6 Mar 2012, 14:51
ditosdeda

მამუკა ბოკუჩავა ერთ-ერთი საუკეთესოა. ისე, ამ თემაში არის მასზე ინფორმაცია და გადახედეთ.

Posted by: likaterine 8 Mar 2012, 23:53
დედაჩემს აქვს ვენების გაგანიერება, ორი დღეა ერთ ადგილას ხელის დადებითაც და ისედაც ძალიან სტკივა ვენა, იმდენად რომ კოჭლობს, რამდენა საშიშია? ხომ არ არის თრომბის საშიშროება?

Posted by: likaterine 13 Mar 2012, 22:54
ვინმემ ხომ არ იცით რა ღირს ვენების ოპერაცია და სად აკეთებენ კარგად?

Posted by: BIGALA 19 Mar 2012, 11:06
likaterine
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით რა ღირს ვენების ოპერაცია და სად აკეთებენ კარგად?

დიღომში ყოფილ რკინიგზის საავადმყოფოში ბოხუას სახელობის ანგიოლოგიურ ცენტრში არის დათო ფარღალავა. გირჩევ მასთან მიხვიდე. პროფსიონალია და ამასთანავე ძალიან კარგი ადამიანია.

Posted by: ___ATINATI___ 2 Apr 2012, 16:48
ვინმემიქნებ მირჩიოს რომელ ექიმს უნდა მივმართო.უკვე რამდენჯერმე გამიმეორდა- გულისცემა მიჩქარდება ძალიან (ისე რომ დათვლას ვერ ვასწრებ),მიჭირს სუნთქვა, სახე მიწითლდება( თითქოს ლაქები მაქვს მთელ სახეზე) და ისეთი განცდა მაქვს რომ სახეც და ყელიც მისივდება.რისი ბრალი შეიძლება იყოს.ანგიოლოგითან მირჩიეს მისვლა.

Posted by: Kate_Moss 16 Apr 2012, 13:30
BIGALA
QUOTE
დიღომში ყოფილ რკინიგზის საავადმყოფოში ბოხუას სახელობის ანგიოლოგიურ ცენტრში


pataputina

იქნებ გამოკვლევების ფასები დაწეროთ, ხვალ მამაჩემი უნდა წავიყვანო და დაახლოებითი ფასები მაინტერესებს

Posted by: Solveig 16 Apr 2012, 18:39
___ATINATI___
ანგილოგი არაფერ შუაშია მანდ.

თერაპევტთან მიდი და ანალიზებს დაგინიშნავს. ამის მერე უფრო გამოჩნდება, რა შეიძლება იყოს.

Posted by: pataputina 16 Apr 2012, 21:17
Kate_Moss
QUOTE
იქნებ გამოკვლევების ფასები დაწეროთ, ხვალ მამაჩემი უნდა წავიყვანო და დაახლოებითი ფასები მაინტერესებს



დაზღვეული თუ ხართ , მაშინ არაფრის გადახდა არ მოგიწევთ : )

თუ არა
მაშინ კონსულტაცია 30 ლარი ღირს, პროფესორის კონსულტაცია (ყიფიანი, ბოკუჩავა, ფარღალავა) 50 ლარი. ამ თანხაში შედის ერთი თვის განმავლობაში გამეორებითი უფასო კონსულტაციაც.
გამოკვლევებს კონსულტაციის შემდეგ დაგინიშნავთ ექიმი და ფასებიც შესაბამისია - მაგალითად სისხლძარღვების ექოსკოპია დოპლერი/დუპლექსი 40 ლარი ღირს

Posted by: Kate_Moss 16 Apr 2012, 23:19
pataputina
დიდი მადლობა, ძალიან დამეხმარე

Posted by: Solveig 17 Apr 2012, 03:48
QUOTE
ვახტანგაძის

ეს კაცი პაციენტთან არ უნდა მიუშვა საერთოდ.
2004 წელს კუბოში მდებდა უკვე, სისტემური დაავადების დიაგნოზით.

QUOTE
ფარღალავა

ამან 2005 წელს მომკლა მაქსიმუმ 5 წელიწადში, ოღონდ დაუდგენელი ეტიოლოგიის ინსულტით.

Posted by: dadusdeda09 20 Apr 2012, 21:42
Solveig
ედაჩემს დიაბეტი აქვს, ცოტა ხნის წინ ხეხი გაეკაწრა და როგორც ყოველთვის ამჯერადაც ცუდად უხორცდება (3 კვირაა უკვე)
ადრე ვახტანგაძესთან დადიოდა, მაინდამაინც დიდად კმაყოფილი არა მისი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვის მირჩევთ? (დიაბეტს ვგულისხმობ)

Posted by: Solveig 21 Apr 2012, 02:31
dadusdeda09
QUOTE
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვის მირჩევთ? (დიაბეტს ვგულისხმობ)

ვახტანგაძე ენდიკრინოლოგიურ კლინიკაში მუშაობდა, როგორც მახსოვს...თუმცა, არა მგონია, დიაბეტიანებს კონკრეტული ექიმი მკურნალობდეს. წესით, ნებისმიერ ანგიოლოგს უნდა შეეძლოს დიაბეტიანებისათვის დახმარების გაწევა.

Posted by: Natuka NGN 21 Apr 2012, 18:19
QUOTE
პროფესორის კონსულტაცია (ყიფიანი, ბოკუჩავა, ფარღალავა) 50 ლარი.

და დაზღვევის ხალხს იღებენ? ჩვენ არ მიგვიღეს და იმის შემდეგ იქით გამხედავი არ ვარ. ოღონდა მართლა.
პირდაპირ გვითხრეს - დაღვეულებს არ იღებს პროფესორიო. smile.gif თუ არადა პირდაპირ გადაიხადე თანხაო. ამიტომ ავდექი და წამოვიყვანე პაციენტი ივა კუზანოვთან. კიდავ კარგი smile.gif

Solveig
ვახტანგაძე ვინაა არ ვიცი და ფარღალავს კი უყვარს ჰიპერდიაგნოსტიკა, გამოცდილი ამქვს, ოღონდ ჩემზე არა smile.gif

Posted by: sunny night 24 May 2012, 16:51
მამუკა ბოკუჩავასთან ვიზიტი რა ღირს თუ იცით?
და ფეხების დოპლერით დათვალიერების ფასიც მაინტერესებს, თუ იცით მომწერეთ რა.

Posted by: limpompo 4 Jul 2012, 00:17
pataputina
Solveig
მგონი თქვენ ხართ ყველაზე კომპეტენტურები და იქნებ მითხრათ ვისთან მივიდე
ჩემი ოჯახის კლინიკაში ვიყავი ჯიქიძესთან გაგიგიათ ვინმეს?
ფეხები საშინლად მაქ და ეგ ამბობს არაფერი შინაგანი აქ არაა და მარტო გეტრები იყიდეო და იცურეო
წესიერად არც შემხედა sad.gif
* * *
sunny night
ზემოთ წერია მგონი 50 +40

Posted by: pataputina 4 Jul 2012, 09:58
limpompo
smile.gif
სადაც მე ვმუშაობ, ეს არის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი (დიღმის მასივი, ჩაჩავას 1, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო), ანუ ანგიოლოგიის ცენტრია და ამ სფეროში წამყვანი სპეციალისტები აქ მუშაობენ. შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 2 51 7008 და ყველა შეკითხვაზე გაგცემენ პასუხს, ანუ ჩაეწერებით და ფასებსაც გაარკვევთ smile.gif

Posted by: sunny night 4 Jul 2012, 23:57
limpompo
კი მასე ღირდამ ბოკუჩავა 50 და დოპლერი 40.
ოღონდ ბოკუჩავა 50 ლარს რკინიგზის საავამდყოფოში იღებს, კურაციოშიც მუშაობს და 30 ღირს მაგასთან ვიზიტი მაგრამ ჩაწერაზე მარტო ოცნება თუ შეიძლება drug.gif
საშინლად დიდი რიგები აქვს ორივეგან.
ისე კი ძაან მომეწონა მე ეგ ტიპი smile.gif

Posted by: Solveig 5 Jul 2012, 02:10
limpompo
ჯიქიძე არ გამიგია, ნამდვილად.

QUOTE
ფეხები საშინლად მაქ და ეგ ამბობს არაფერი შინაგანი აქ არაა და მარტო გეტრები იყიდეო და იცურეო
წესიერად არც შემხედა 

საშინლად ყოფნა რაში გამოიხატება?
გეტრებსა და ცურვას ყველას ურჩევენ, ვისაც აწუხებს...მეც მირჩიეს, მაგრამ ცურვა ვერ ვისწავლე. გეტრები კიდევ, თითქმის არ მაცვია...მხოლოდ მაშინ, თუ შემაწუხა.

Posted by: limpompo 9 Jul 2012, 00:05
Solveig
ხო გეტრებს მაინც ვიყიდი ალბათ
ლურჯები მაქ , სისხლძარღვები და კაპილარები მეტყობა და როგორ შეილება რამე პრეპარატი არ იყოს რომელიც პროცესს მაინც შეაჩერებს? sad.gif

Posted by: Solveig 9 Jul 2012, 06:15
limpompo
ეგეთი პრეპარატები არის ძირითადად, ჰეპარინის შემცველი მალამოები. მაგრამ ექიმის გარეშე გამოყენება არაა მაინცდამაინც რეკომენდებული.


ასევე მნიშვნელოვანია პროფილაქტიკა: გეტრები, ფეხზე ნაკლებად დგომა, მაღალი და დაბალი ტემპერატურების, ასევე, ძლიერი ცვალებადობის, კუჭის შეკრულობის, წონის მატების, სიმძიმეების აწევის არიდება.

Posted by: limpompo 10 Jul 2012, 01:27
Solveig
QUOTE
ასევე მნიშვნელოვანია პროფილაქტიკა: გეტრები, ფეხზე ნაკლებად დგომა, მაღალი და დაბალი ტემპერატურების, ასევე, ძლიერი ცვალებადობის, კუჭის შეკრულობის, წონის მატების, სიმძიმეების აწევის არიდება.

ხო მაგრამ ეს რაღა უბედურებაა ყველა ექიმი ერთიდა იგივე შემთხვევაზე სხვადასხვანაირად რომ ლაპარაკობს
sad.gif
ფეხზე მიწევს კი დიდხანს მაგრამ ჯდომაც არ ვარგაო როგორც ვიცი
მაგრამ პროცესი ხომ უნდა შეჩერდეს რამენაირად
sad.gif

Posted by: Solveig 10 Jul 2012, 01:42
limpompo
არს ჯდომა ვარგა და არც დგომა.

ყველაზე კარგია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. მთავარია, რომ სისხლის მოძრაობას შეეწყოს ხელი ყველანაირად და ამის საუკეთესო ხელშემწყობი კი კუნთების მუშაობაა, რომლებიც სისხლძაღღვების კედლებზე მექანიკურ ზეგავლენას ახდენენ გაშლა/შეკუმშვის დროს.

Posted by: g_o_g_i_n_a 10 Jul 2012, 03:20
პირველ რიგში მოდერს მივმართავ ისედაც საკმარისად მაქ
ვარნები მეტს ნუღარ მომცემ შენ გახარებას.
უბრალოდ არ ვიცი რომელ თემაში ვიკითხო
ოფთამოლოგი უნდა მამოლოგი თუ ვინმე სხვა.

მოკლედ აგერ სურათსაც დავდებ ასე მაქ მუცელზე
გალურჟებულივით, არ მკტივა არაფერი, ხელს როდესაც
ვიდებ მაინც არ მტკივა, არაფერზე მიმირტყია უბრალოდ
გამოვიდა. სურათისთვის ბოდიში ლეფტოპზე ჩამაგრებული
ვებკამერით გადავიღე კიდე კარგია smile.gif

რისი ბრალი უნდა იყოს გემოგლობინის ნაკლებობა ვითომ ?
ექიმთან მიდიო არ მითხრათ მაგათთან მისვლას მირჩევნია
თავი მოვიკლა(ტიპიური ქართველი ვარ

user posted image

თუ ვერ განვიკურნები ამ თემაში
მაიკაზე ლაქა მქონია ეგ მაინც აღმოვაჩინე givi.gif

Posted by: Solveig 10 Jul 2012, 03:41
g_o_g_i_n_a
facepalm.gif lol.gif

შევაერთე თემა ძირითადთან.

ვორნს გადარჩი ამჯერად. biggrin.gif

ტრავმა გამორიცხულია? პირველად შენიშნე, თუ სხვა დროსაც შეგიმჩნევია ეგეთი რამ_

Posted by: g_o_g_i_n_a 10 Jul 2012, 03:52
Solveig
გაპარსვის მერე ფეხებზე მიჩდება ხოლმე lol.gif



არა სერიოზულად პირველად მაქ არაფერზე არ მიმირტყამს
ამავდროულად ამ დღეებში ველოსიპედით გავედი მაღაზიაში
200 მეტრი იყო ცხელოდა და სახლამდე ვერ მოვედი უკან ოფლმა
წამასხა გეგონება გულის შეტევასავით მქონდა ვიჯექი გზაზე ვერ ვდგებოდი
ერთი 10 წუთი, თაბრუმეხვეოდა
აამიტო გავაკეთე ასოციაცია გემოგლობინთან

Posted by: limpompo 10 Jul 2012, 21:12
Solveig
QUOTE
ყველაზე კარგია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. მთავარია, რომ სისხლის მოძრაობას შეეწყოს ხელი ყველანაირად და ამის საუკეთესო ხელშემწყობი კი კუნთების მუშაობაა, რომლებიც სისხლძაღღვების კედლებზე მექანიკურ ზეგავლენას ახდენენ გაშლა/შეკუმშვის დროს

ხო მაგრამ ვიზუალურად მაინც არაფერი ეშველებაო ნუ ლაზერული ჩარევის გარდა და მართალია?

Posted by: napoli 11 Jul 2012, 17:26
ვენების პრობლემა მაწუხებს, ფეხებზე მეტყობა ძალიან და წურბელებით მკურნალობაზე ხომ არ გსმენიათ რამე და სად შეიძლება მათი შეძენა?

Posted by: Solveig 11 Jul 2012, 21:48
napoli
თემა შევუერთე ძირითადს.


limpompo
QUOTE
ვიზუალურად მაინც არაფერი ეშველებაო ნუ ლაზერული ჩარევის გარდა და მართალია?

მე მგონი, კი.

Posted by: Natuka NGN 11 Jul 2012, 21:51
limpompo
QUOTE
ხო მაგრამ ვიზუალურად მაინც არაფერი ეშველებაო ნუ ლაზერული ჩარევის გარდა და მართალია?

მართალია, ლაზეროთ ხდება ამ წვრილი კაპილარების მიწეპება.
napoli
http://forum.ge/?showtopic=33727806&hl=%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
გადახედე თემას.

Posted by: limpompo 12 Jul 2012, 20:40
Solveig
ჯერ გეტრებს ვიყიდი და სამსახურში მაინც ჩავიცვამ ფეხზე დგომის დროს
მერე მივალ ბოკუჩავასთან შარშან კურაციოში ვეცადე მაგრამ რიგში ყავდა ძნ ბევრი ხალხი
მე ყველაზე მეტად ვენების გადმობრუნების მეშინია აი ასაკოვან ხალხს რო აქვთ ხოლმე sad.gif

Posted by: tamuna13 23 Jul 2012, 14:43
ფეხის ვენები მტკივა, რისი ბრალი უნდა იყოს?მიუხედავად იმისა, რომ ახლა შვებულება მაქვს და დიდხანს არ მიწევს ფეხზე დგომა, მაგრამ მაინც მტკივა, იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ რამე წამალი,,

Posted by: Solveig 24 Jul 2012, 03:44
tamuna13

ძალიან გთხოვთ, გადახედეთ რა, განყოფილებაში რა თემებია გახსნილი...

არის ანგიოლოგიის შესახებ თემა. ვაერთებ.

Posted by: kaxa111 18 Apr 2013, 18:52
შ.პ.ს. "ადაპტის" ანგიოკარდიოლოგიურ კლინიკაში, ხელმძღვანელი პროფ.მერაბ მამაცაშვილი(ქავთარაძის 16, "ლეჩკომბინატი", VI სართული) სამუშაო ვიზიტით 16.05.13-26.05.13 ჩამოვლენ ავსტრიის ქალაქ ლინცის კარდიოქირურგიული და სისხლძარღვოვანი ცენტრის წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც ქართველ ექიმებთან ერთად ჩაატარებენ კონსულტაციებსა და სხვადასხვა ტიპის სისხლძარღვოვან ჩარევებს კათეტერული ტექნიკით(სტენტირება, ვენების ლაზერული აბლაცია და ა.შ).
წინასწარ მიმდინარეობს პაციენტების შერჩევა და კონსულტაციები. საკონტაქტო ტელეფონი 591 15 15 54 ნათია გველესიანი

Posted by: Solveig 18 Apr 2013, 21:24
kaxa111

გმადლობთ საინტერესო ინფოსათვის.

Posted by: female_88 20 Apr 2013, 00:35
ფეხის ვენების მტკივნეულობა და დაძაბულობა , თითქოს ნერვი, სისხლძარხვები გიფეთქავსო, რისი ბრალი შეიძლება იყოს? ასევე საზარდულში მაქვს ლიმპური ჯირკვალი და იგივე ფეხი მტკივა მთლიანად...ან რომელ ექიმს უნდა მივმართო? თერაპევტის გარდა, ... თერაპევტები მკითხაობის თერაპიით არიან დაკავებულნი ,საკუთარი გამოცდილებიდან....

Posted by: ditosdeda 19 Jul 2013, 23:57
თუ ვარიკოზულ ვენებზე აქვს გაკეთებული ოპერაცია და ვენების უკმარისობა მაინც აქვს და ქვედა კიდურები უსივდება ფეხბზე , ვინც მცოდნეა იქნებ მირჩიოთ რომელი წამალი ან რომელი მაზია ეფეტური?

Posted by: WVB25 6 Sep 2013, 17:07
გთხოვთ მირჩიოთ კარგი ანგიოლოგები ორსულებისთვის, რომელ კლინიკაში არიან და ა.შ.

მამუკა ბოკუჩავა ქალაქში არ იქნება 2 კვირაო და სხვები არავინ ვიცი sad.gif

Posted by: Pathetikos 8 May 2014, 11:19
ამხანაგებო, ბებიას უნდა სისხლ-ძარღვების გამოკვლევა ჩაიტაროს და დოპლერზე მიუთითეს, ხოდა სად კეთდება კარგად დოპლერი და საერთოდაც, რა არი, ხომ ვერ ამიხსნის ადამიანურ ენაზე ვინმე?

Posted by: ELDORADO2014 29 Jun 2014, 13:32
ხელზე და ფეხზე ზოგჯერ ვენები გამომდის ზოგჯერ არა

თქვენც ეგრე ხართ?

ზოგადად რამე ოპარაცია ტარდება

თუ ეგრეც უნდა იყოს

Posted by: muse123 29 Jun 2014, 14:20
თუ მკვეთრად გეტყობა, შეიძლება ვენების გაგანიერება იყოს. ბევრი სიარული იწვევს მაგას, ძირითადად მოხუცებს აქვთ.

Posted by: annak 17 Jul 2014, 11:49
QUOTE
ამხანაგებო, ბებიას უნდა სისხლ-ძარღვების გამოკვლევა ჩაიტაროს და დოპლერზე მიუთითეს, ხოდა სად კეთდება კარგად დოპლერი და საერთოდაც, რა არი, ხომ ვერ ამიხსნის ადამიანურ ენაზე ვინმე?

მეც მაინტერესებს ეს და იქნებ მირჩიოთ ვინმე?
ამბობენ რომ სახლშიც ხდება გამოძახება და თუ ვინმე იცით კარგი სპეციალისტი იქნებ ან აქ ან პმ-ში მომწეროთ.

Posted by: 7903251 17 Jul 2014, 14:51
annak


Pathetikos


მიმართეთ ნ.ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავდებათა ცენტრს. (დიღომი, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო 6-ე სართული).

მაგ კლინიკაში ყველა საჭირო პროცედურების განხორციელებაა შესაძლებელი.

გირჩევთ !

Posted by: marto 10 Aug 2014, 14:56
საძილე აარტერია რომ გამოჩნდეს რა გადავიღო? ანგიოგრაფია თუ როგორ ჰქვია

სად გადავიღო და ანგიოლოგს უნდა ვაჩვენო?
* * *
ანუ სისხლი თუ კარგად მოძრაობს და რამე ანთება ან კედლის გასქელება რომ მიჩვენოს

Posted by: tako 2792 5 Feb 2015, 00:09
მოკლედ, მჭირს ასეთი რაღაც..
ყოველღე არა მაგრამ სამ ოთხ დღეში ერთხელ საღამოს განსაკუთრებით ხელის თითებიდან იდაყვამდე ძარღვები მებერება, ზოგიერთ ადგილას განსაკუთრებით გაბერილია, ისეთი შეხედულება აქვს თითქოს კვანძიაო.. რამდენიმე წუთი მაქვს და შემდეგ მივლის..
ხოდა ვისთან მივიდე კონსულტაციაზე??
ან რისი ბრალი შეიძლება იყოს??

ხელპ მიი თორემ ვნერვიულობ help.gif help.gif help.gif
* * *
ხოდა ეხლა ენის დაბუჟებასაც ვგრძნობ..

პ.ს 22 წლის ვარ

Posted by: 7903251 5 Feb 2015, 14:08
tako 2792


პირველ რიგში მიმართეთ ოჯახის ექიმს, ის უფრო კვალიფიციურ გადამისამართებას გააკეთებს.

პ.ს. თუ მაინც დაგჭირდათ ანგიოლოგი , შემიძლია გირჩიოთ სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი, კვალიფიციური ხალხი მუშაობს.

Posted by: Universe 12 Jan 2016, 01:57
მთელი დღეა ფეხში სისხლის მიმოქცევას ვგრძნობ, ვერაფრით გავიჩერე, არც გაწელვები, არც მასაჟი არც აბაზანამ არ გამიჩერა. რა ვუყო?? ვერ დავიძინებ ასე rolleyes.gif

Posted by: RVP_20 30 Mar 2016, 18:00
გამარჯობა, ვენების ექიმს რა ქვია და სად შეიძლება მივიდე რომელ კლინიკაში, ვენებზე მაქვს პრობლემა

Posted by: CoderiotGe 4 Apr 2016, 22:47
იმედია ვინმე კომპეტენტური მიპასუხებს
სიარულის დროს დაახლოებით 150-200 მეტრის გავლის შემდეგ მეწყება წვივის კუნთების დაძაბულობა, სივდება და მაგრდება, სიარული მიჭირს თუ არ შევისვენე sad.gif
რევმატოლოგთან ვიყავი დამინიშნა წამლების ერთ თვიანი კურსი და გამიარა, სადღაც 2 თვე გავიდა მას მერე და ისევ დამეწყო, ვინმემ იცით სავარაუდოდ რისი ბრალი შეიძლება იყოს? ან ვისთან მივიდე რომ ხარისხიანად მიმკურნალოს?

P.S ამ რევმატოლოგმა ანალიზების გარეშე დამისვა დიაგნოზი რეაქტიული ართრიტი იქნებაო და ამის მიხედვით გამომიწერა წამლები, ეს ნორმალურია?

Posted by: KeP 6 5 Apr 2016, 16:35
annak
ნ.ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავდებათა ცენტრი - დაწერეს კიდეც.

https://ka-ge.facebook.com/ToduaClinic/posts/365856186870886
ძალია კარგია დოპლერზე, დუდანა გაჩეჩილაძე. მგონი ისევ თოდუაშია.
დედაჩემიც ექიმია და ამასთან დადის, ისედაც უამრავი ამბობს რომ ერთერთი საუკეთსოა.
მე მინდა ეხლა დოპლერის გაკეთება და კოაგულოგრამა, კიდურები მისივდება ხოლმე და ფეხებზე წვრილად მაქვს ვენები ცოტა, წითლად.

marto
მაგნიტი რომ გაიკეთო თავზე და კისერზე ? მე როგორც მახსოვს გადავიღე და ნახეს ადრე ...
აქ ნახე დეტალურად წერია
http://www.clinicalmedicine.ge/magnitur_rezo_tomograpia/magnitur_rezo_tomograpia.php

CoderiotGe

რევმატოლოგთან სტაბილურად უნდა იარო.
ანუ მუდმივი კონტროლი უნდა და ესე ანალიზების გარეშე არ შეიძლება რა თქმა უნდა.
რეაქტიული ართრიტი თან მარტივი დიაგნოზი არ არის ...

Posted by: CoderiotGe 5 Apr 2016, 21:42
KeP 6
ჰაერზე რომ დამისვეს დიაგნოზი ცოტა არ იყოს მაგან დამაეჭვა... მივალ მაშინ ისევ ექიმთან და ეს რეაქტიული ართრიტი ბოლომდე არ იკურნება? sad.gif ხელს ძალიან მიშლის სიარულში

Posted by: Natuka NGN 5 Apr 2016, 22:12
marto
დოპლერი საკმარისია თავ-კისერზე, ძველი პოსტია მაგრამ აქ გიპასუხებ.

KeP 6
კტ ანგიოგრაფია მხოლოდ ექიმმა უნდა დანიშნოს. სჯობს ჯერ უბრალოდ ექოსკოპიიტ გაიკეთოს შემოწმება.

Posted by: KeP 6 6 Apr 2016, 10:36
CoderiotGe

არ ვიცი ესე იკურნება თუ არა, აი ნახე:
http://www.mkurnali.ge/component/encyclopedia/?task=term&id=433

დედაჩემს აქვს და ძალიან ძვირიან წამლებს სვამს.
65 წლისაა და საკმაოდ მძიმედ მიდის, ზოგმა ექიმმა თქვა რევმატოიდული პოლიართრიტი არისო.
ტკივილები აქვს ... თოდუაში დადის ვიღაც ქალთან, გვარი არ მახსოვს.

Posted by: CoderiotGe 6 Apr 2016, 11:00
KeP 6
QUOTE
არ ვიცი ესე იკურნება თუ არა, აი ნახე:
http://www.mkurnali.ge/component/encyclope...ask=term&id=433

დედაჩემს აქვს და ძალიან ძვირიან წამლებს სვამს.
65 წლისაა და საკმაოდ მძიმედ მიდის, ზოგმა ექიმმა თქვა რევმატოიდული პოლიართრიტი არისო.
ტკივილები აქვს ... თოდუაში დადის ვიღაც ქალთან, გვარი არ მახსოვს.


მე კიდევ 25 წლის ვარ ჯერ sad.gif

გადავხედე მაგ სტატიას და ბევრი რამე არ ემთხვევა ჩემს ჩივილებს, იმედია სხვა რამე მჭირს (მარტივი)

Posted by: Natuka NGN 6 Apr 2016, 12:24
CoderiotGe
ანგიოლოგთან გაგივლია კონსულტაცია? გაგიჯეთებია დოპლერი? შემოწმებული გაქვს სისხლში მაგნიუმის დონე?

Posted by: CoderiotGe 6 Apr 2016, 13:38
Natuka NGN
QUOTE
ანგიოლოგთან გაგივლია კონსულტაცია? გაგიჯეთებია დოპლერი? შემოწმებული გაქვს სისხლში მაგნიუმის დონე?

არა, ოჯახის ექიმთან რომ მივედი ამ საკითხზე გადამამისამართა რევმატოლოგთან და ის გადაწყვეტს შემოწმების მერე შეიძLება ანგიოლოგიც დაგჭირდესო და ზეპირი დიაგნოზით დამთავრდა ეს პროცედურა... ბევრი ტკბილეულისგან შეიძლება რომ სისხლი იყოს გასქელებული და ამიტომ ხდებოდეს ეს?

Posted by: Natuka NGN 6 Apr 2016, 16:32
CoderiotGe
QUOTE
ბევრი ტკბილეულისგან შეიძლება რომ სისხლი იყოს გასქელებული და ამიტომ ხდებოდეს ეს?

სისხლის გასქელებას ბევრი ტბილეული არ იწვევს.

Posted by: CoderiotGe 6 Apr 2016, 17:37
Natuka NGN
კარგი ანუ ანგიოლოგთან მივიდე ხო?

Posted by: teklikie 22 Apr 2016, 14:47
საშვილოსნოში სისხლძარღვების გაფართოებაზე ხომ არ გსმენიათ რამე??? ორსულობამდეც ეხოზე სულ მაგას მეუბნეოდნენ და ორსულობის მერე უფრო მაწუხებს(ციკლი რაოდენობა მაქბს ძალიან ბევრი და დამივარდა გემოგლობინი), ფარღალავასთან მივიდვარ ამ დღეებში და საშვილოსნოს დოპლერიც დამჭირდება ვიტომ? ამასთან ერთად მაწუხებს ქვედა კიდურებზე სიმძიმის შეგრძნება,

Posted by: CoderiotGe 22 Apr 2016, 15:10
teklikie
QUOTE
ამასთან ერთად მაწუხებს ქვედა კიდურებზე სიმძიმის შეგრძნება,

მეც ქვედა კიდურები მისივდება და ძლივს დავდივარ თუ არ გავჩერდი sad.gif ერთმა ექიმმა მითხრა ართრიტიაო და რავიცი კიდევ ვაპირებ გამოკვლევებს

Posted by: medicine2016 22 Apr 2016, 19:30
მოკლედ გეტყვით რა ხდება.
ბოლო დროს წონაში მოვიმატე საგრძნობლად და უმოძროდ ვიყავი
ბოლო 2 თვეა მაწუხებს სახსრების მოვლითი ტკივილი
თითქოს ხელი დაღლილი მაქვს რომ ვწევ
ხელის თითები გული
დღის განმავლობაში ხან ერთი რამე მაწუხებს ხან მეორე
გაუსაძლისი და რამე ეგეთი არ არის
დავიწყე დიეტა და წონაშიც მოვიკელი და
რამე საშიში ხო არაა
მაგ. მეტასტაზები ყელში ან ძვლის
მაგრამ 2 თვე ასე თუ მაწუხებს ეხლა ცუდად ხო უნდა ვიყო
დამისვით რა კითხვები და გიპასუხებთ პანიკაში ვარ ამ ბოლო დროს

ვისთან მივიდე თერაპევთან, კარდიოლოგთან, რევმატოლოგთან, ონკოლოგთან თუ ვისთან
ღამე მძინავს მშვიდად
სიარულის დროს თითქოს ფეხი მტკივა შიგნიდან და დაჯდომა და მოხრა მინდა

გუშინ წვიმის დროს მარჯვენა ხელის სახსარი მტკიოდა ყოველ ნახევარ საათშI ერთხელ
დღეს აღარ მტკივა
ხელის თითები შიგნიდან და გარედან არ ვიცი
რა
დღეს არაფერი მაწუხებს
თუ მეტასტაზურია დაუშვად ასეთი რამე შეიძლება იყოს რომ გადამიაროს თავისით? წონაც საკაიფოდ მაქვს?

სისხლის ანალიზებით არაფერი გამოჩნდა. ნევროპათოლოგმა დამინიშნა ქსანაქსი
ათი დღის წინ

აი, როცა ვდგავარ მგონია, რომ თითქოს შიგნიდან ჩატეხილი მაქ ძვალი, ხან ხელი წამიერად, როცა ვზივარ წამოვდგები უცბად მგონია რომ რაღაცა ჩამიწყდა
ეს წონის ბრალია?
ვისთან მივიდე? რა გამოკვლევები ჩავიტარო?
წონის ბრალია?

Posted by: Elephant 22 Apr 2016, 19:47
გამარჯობათ.... smile.gif
სიგრილეს ვერ ვიტან რატომღაც, სიცივეზე აღარაფერს ვამბობ, მთლად მიცისფერდება ხელ-ფეხი განსაკუთრებით მუხლებთან. გათბობა მიჭირს ძაან და როცა ვთბები ჭრელი ვხდები, მერე ვარდისფერი კიდე biggrin.gif ბავშვობიდან არაადეკვატურად ვრეაგირებ სიცივეზე უბრალოდ ეხლა ძაან ვლურჯდები ხოლმე biggrin.gif ისე ცნობისთვის ნევროზი მაქვს და მაგის ბრალი შეიძლება იყოს თუ რამე უფრო სერიოზულია? ცნობისთვის 24-ის ვარ smile.gif

Posted by: BB42 24 May 2017, 14:53
გამარჯობა, შესაბამისი თემა ვერ ვნახე და ამიტომ გავხსენი.
თუ შეგიძლიათ მირჩიოთ კარგი ანგიოლოგი, ან ანგიოქირურგი ვინ ითვლება ამ სფეროშ საუკეთესოდ დღეს.

დიდი მადლობა

Posted by: RK_383 24 May 2017, 15:20
QUOTE
ანგიოლოგი, ან ანგიოქირურგი ვინ ითვლება ამ სფეროშ საუკეთესოდ დღეს.

ძალიან სუბიექტური თემაა

რა პრობლემა გაქვთ კერძოდ?

Posted by: BB42 24 May 2017, 15:50
RK_383
დიაბეტური ტერფი ქონდა, ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა ორჯერ გართულება წავიდა და ხელახლა საოპერაციო გახდა.

ხოდა იქნებ სხვა სპეციალისტმაც ნახოს , პრევენციისთვის.

თუ გეგულებათ ვინმე კარგი სპეციალისტი აქ ან პირადში მომწერეთ თუ შეიძლება

მადლობა

Posted by: 7903251 24 May 2017, 16:03
BB42


გამარჯობა, გირჩევთ სპეციალიზირებულ დაწესებულებას, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ კლინიკას (ყოფ. რკინიგზის საავადმყოფოს , 6-ე სართული,
მის: დიღომი, ჩაჩავას 1.) ექ. ბაია ბერიძე / მამუკა ბოკუჩავა.

Posted by: BB42 24 May 2017, 16:26
7903251
მადლობა
........................................

Posted by: RK_383 24 May 2017, 20:08
QUOTE (BB42 @ 24 May 2017, 15:50 )
RK_383
დიაბეტური ტერფი ქონდა, ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა ორჯერ გართულება წავიდა და ხელახლა საოპერაციო გახდა.

ხოდა იქნებ სხვა სპეციალისტმაც ნახოს , პრევენციისთვის.

თუ გეგულებათ ვინმე კარგი სპეციალისტი აქ ან პირადში მომწერეთ თუ შეიძლება

მადლობა

სად ჩაუტარდა? პმ-ში მოგწერთ დეტალურად

Posted by: ANIuta87 9 Mar 2018, 14:36
ვენების ვარიკოზული დაავადების დროს რომელ ექიმთან გვირჩევთ მისვლას?


Posted by: kompasa mio 9 Mar 2018, 14:51
დავით ფარღალავა love.gif

ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, ჩაჩავას 1
აქ არის ახლა

Posted by: me12 15 Mar 2018, 10:37
კიდურებზე წერტილოვანი სისხლჩაქცევები რისი სიმპტომი შეიძლება იყოს?

Posted by: Asklēpios 15 Mar 2018, 11:42
me12

სისხლძარღვებზე ექოსკოპიის (დოპლერის ან დუპლექსის) გარეშე რთული იქნება დიაგნოზის დასმა
მიბრძანდით ბოხუას კარდიოვასკულარულ ცენტრში ( დიღმის მასივი, ჩაჩავას 1)
სრულ დიაგნოსტიკას ჩაგიტარებენ სისხლძარღვებზე smile.gif


Posted by: marimari11 25 Mar 2018, 23:53
ამ ბოლო დროს ძალიან დამეტყო მკერდზე, თეძოებზე და ფეხზე sad.gif რაღაც შემეშინდა. ჩალურჯებულივითაა წითელში გადადის
რას შეიძლება გამოეწვია?

Posted by: ჭერემი 26 Mar 2018, 13:38
QUOTE (marimari11 @ 25 Mar 2018, 23:53 )
ამ ბოლო დროს ძალიან დამეტყო მკერდზე, თეძოებზე და ფეხზე sad.gif რაღაც შემეშინდა. ჩალურჯებულივითაა წითელში გადადის
რას შეიძლება გამოეწვია?

დოპლერი გაიკეთე,თოდუაში გირჩევ დუდანა გაჩეჩილაძეს...

Posted by: vatexa2020 25 Apr 2018, 21:33
Asklēpios
რა ჯდება გამოკვლევა ?

Posted by: Asklēpios 26 Apr 2018, 10:06
vatexa2020

დუპლექსსკანირება - 80 ლარი,
დოპლეროგრაფია - 65

შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე და ყველა კითხვაზე გიპასუხებენ
წარმატებები

2 10 44 44

Posted by: vatexa2020 26 Apr 2018, 11:35
Asklēpios
მადლობაა ....

Posted by: lifesaver40 22 Jun 2018, 11:55
მოგესალმებით,

მაქვს ასეთი შეკითხვა..
1 კვირის წინ მუხლის ცოტა ზემოთ, გამიჩნდა 10 სმ დიამეტრის ჩაქცევა, მუქი ბორდოსფერი&მოშავო ფერის..შეხებისას უმტივნეულოა.. გაწოვა ხდება ძალიან ნელა უკვე 1 კვირა გავიდა და ჩევეულებრივი ჩალურჯებისგან განსხვავებით, არც ფერი შეიცვალა და არაფერი.. ოდნავ გაუფერულდა.. ტკივილი არ აღინიშნება..

გარდა ამისა მუხლების ქვეშ ორივე ფეხზე, მარცხენა ფეხის წვივებზე მაქვს ჩალურჯებები ოღონდ ასეთი მუქი ფერი არ არის უფრო მუქი ლურჯი-მოშავო ფერი.. ისინიც უმტკივნეულოა.. მაგრამ საკმაოდ დიდ დიამეტრზე..

რაც შეეხება ანამნეზს- 2016 წელს მაქვს სრული გამოკვლევა საფრანგეთში ფლებოლოგთან, გაკეტებული მაქვს სრული ჰორმონალური კვლევა,, გადამიღეს დოპლერი რის შედეგადაც დამისვეს დიაგნოზი რომ მაქვს ლიმფური სადინარების სისუსტე, და ლიმფა არ მიედინება იოლად, მიდრეკილი ვარ შეგუბებებისკენ.. ვარიკოზი არ მაქვს, მაგრამ 2016 ში მითხრეს რომ მაქვს ზედაპირული კაპილარების პრობლემა, მაქვს კაპილარების კედლების სისუსტე, ორივე ბარძაყზე მაქვს მკვეთრად გამოხატული კაპილარული ვარსკვლავები, და ამ ორ წელიწადში უფრო დიდ ფართობს მოედო.. შემომთავაზეს სკლეროთერაპია, მაგრამ ვერ გავიკეთე რადგან საქართველოში მოვდიოდი...

დამინიშნეს პრეპარატი DAFLON 500მგ რომელიც უნდა მივიღო ორ ორი თვე ერთვიანი შესვენებებით.. ასევე ლიმფოდრენაჟი, და რეგულარული კონტროლი, ვატარებ სპეციალურ ტრიკოტაჟს მთელი წლის მანძილზე.. ნუ ზაფხულის გარდა..

ჰო გარდა ამისა მაქვს გულის პროლაპსი დამაქვს ბრტყელტერფიანობა.. ვატარებ სპეციალურ საფენებს..

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ არც ექიმთან ვყოფილვარ და არც დაფლონი არ მიმიღია, დამიმთავრდა რაც ჩამომყვა...
ახლა გამიჩნდა ასეთი ჩაქცევები ბოლო ერთი თვეა, და რა ვიფიქრო აღარ ვიცი..

ინტერნეტში, ისეთი რამეები წერია, დაწყებული კაპილარების სისუსტიტადნ დაწყებული, ღვიძლის უკმარისობით და სიმსივნით დამთავრებული და იქნება და რამე მჭირს და რა ვქნა> ?

პ.ს.
არ ვმუშაობ, შესაბამისად არანაირი დაზღვევა არ მაქვს , გარდა საყოველთაო დაზღვევისა და განწირული ვარ ჰო?

Posted by: Tathagata 4 Apr 2019, 16:49
სალამი,

ფეხზე ვენები რო ჩანს წითელი ფერით ეს საშიშია? რა ჰქვია მაგას არ ვიცი და რომელ ექიმს უნდა გაიარო კონსულტაცია?

Posted by: Re-hanna 21 May 2019, 19:37
Tathagata

ანგიოლოგს მიმართე.

Posted by: Asklēpios 22 May 2019, 14:20
Tathagata

ანგიოლოგთან smile.gif

აი ანგიოლოგიის ცენტრი ყველა წამყვანი ანგილოგით ...

https://www.facebook.com/Angiology/

Posted by: Universe´ 1 Jun 2021, 20:40
რამდენიმე დღეა ფეხები დაბუჟებული მაქვს და სისხლჩაქცევები გამიჩნდა თავისით

ვარიკოზზე რაც მოვიძიე წვრილუ კაპილარები ჩნდებაო ეგ კიდე არ მაქვს

რისი ბრალი იქნება?

Posted by: DATKAIA. 13 Jun 2021, 00:41
user posted image
user posted image
საშიშია?
ტრომპია ნეტა??

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)