forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (94) « პირველი ... 92 93 [94]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კაკალი - ნიგოზი, საერთო თემა
Amper
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 198
წევრი No.: 245643
რეგისტრ.: 25-September 18

გამოგზავნილია: 9 Aug 2019, 12:39  #55088997      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
დაანებე ჩანდლერს თავი, ჯერ არ მინახავს მე წესიერად მსხმოიარე ჩანდლერი საქართველოში, ადგილობრივ კაკალს გადახედე, რომელიც უფრო გამძლეა მაგ კლიმატისთვის ის დარგე

+111111
მაქვს ჩანდლერი დარგული და მე მგონი ნამეტანი ჯუჯა გამოდგა 4 წლისა ერთი მეტრა აქვს სიმაღლე და ორი წელია ისხამს.... რას ისხამს და რამდწნიმე ცალს... biggrin.gif

ქართული ჯობია, ჩინურიც კარგია... თუმცა ლოდინი უნდა და დაახლოებით 15 წლის მერე იძლევა ნაყოფს...
giorgizambakhidze
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 251952
რეგისტრ.: 1-August 19

გამოგზავნილია: 10 Aug 2019, 16:26  #55094360      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ მეგობრებო. დიდი ხანია რაც დავინტერესდი კაკლის კულტურით და აბსოლუტურად ყველაფერი გადავიკითხე ქართულ და რუსულ ენაზე ინტერნეტ სივრცეში. კიკტენკოს თითქმის ყველა სემინარს ვუყურე და ეს ფორუმიც არ დამიტოვებია უყურადღებოდ. აქაც ყველა კომენტარი მაქვს გადაკითხული. ძალიან საინტერესო ინფორმაციებს უზიარებთ ერთმანეთს რაც აუცილებლად მეც გამომადგება სამომავლოდ. მაქვს ერთი კითხვა. რას ფიქრობთ პეკანზე და მის გაშენებას დასავლეთში ( ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე საკმაოდ კარგად ხარობს) მასიურად არ მინახავს რამოდენიმე ჰექტარზე გაშენებული. 3/4 ძირი ეზოებში კი მინახავს რომელიც მშვენივრად ისხამს და კეკლით აქვთ გამოყვანილი. თქვენი აზრით ნამყენი ნერგების ყიდვის და კარგი მოვლის პირობებში დაახლოებით მე 10 წელიწადს რა ზომის მოსავალს უნდა ელოდოს კაცი? და რამდენად გამართლებულია გურიაში პეკანის ბაღის გაშენება? ან იქნებ ვინმე პრაქტიკოსი ადამიანი გამომეხმაუროს რომელსაც უკვე აქვს პეკანის ბაღი და იცის რა როგორ ხდება რეალურად. მადლობა წინასწარ.
Kobalty
არაგველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 42923
წევრი No.: 41664
რეგისტრ.: 12-September 07

გამოგზავნილია: 10 Aug 2019, 22:42  #55095895      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მაქვს ჩანდლერი დარგული და მე მგონი ნამეტანი ჯუჯა გამოდგა 4 წლისა ერთი მეტრა აქვს სიმაღლე

rolleyes.gif
მე მაქვს 2 წლისები და კი იქნებიან 1.8 სიმაღლეში, ესაც ნულოვანი მოვლის პირობებში..


--------------------
არავინ იფიქროს ვახტანგა შალითურს სიკვდილისა სრცხვენიაო!!!
ნუკა-ნუკა
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 30
წევრი No.: 237282
რეგისტრ.: 21-October 17

გამოგზავნილია: 12 Aug 2019, 12:53  #55101126      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ მეგობრებო,
მეც მაქვს გამოუყენებელი ბაღი ქართლში და მინდა კაკლის ბაღის გაშენება. გულდასმით წავიკითხე პოსტები და მადლობა კარგი და კეთილი რჩევებისთვის! რამდენჯერმე იყო ნახსენები ჯიში "იდიალი" სკრაში რომაა სანერგე ვინმე კოტესთან. ფლობთ ინფორმაციას? რამდენად სანდოა ნერგები და თავად კოტეც?
grou
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4907
წევრი No.: 48509
რეგისტრ.: 4-December 07

გამოგზავნილია: 14 Aug 2019, 16:56  #55110042      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Kobalty
QUOTE

მე მაქვს 2 წლისები და კი იქნებიან 1.8 სიმაღლეში, ესაც ნულოვანი მოვლის პირობებში..

არ გქონია ცუდი შედეგი ნულოვანი მოვლის პირობებში.
* * *
Amper
QUOTE
+111111
მაქვს ჩანდლერი დარგული და მე მგონი ნამეტანი ჯუჯა გამოდგა 4 წლისა ერთი მეტრა აქვს სიმაღლე და ორი წელია ისხამს.... რას ისხამს და რამდწნიმე ცალს... 

ქართული ჯობია, ჩინურიც კარგია... თუმცა ლოდინი უნდა და დაახლოებით 15 წლის მერე იძლევა ნაყოფს...

მოყევი აბა როგორ ზრდიდი მაგ 4 წლის განმავლობაში. და სად გაქვს, რა მიწაზე?

This post has been edited by grou on 14 Aug 2019, 16:59
gia1970
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19560
წევრი No.: 205864
რეგისტრ.: 2-August 15

გამოგზავნილია: 14 Aug 2019, 20:00  #55110820      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაკლის ახალ ბაღში
ლობიო რომ შეათესო
და მერე ჩახნა
წაადგება კაკალს?
grou
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4907
წევრი No.: 48509
რეგისტრ.: 4-December 07

გამოგზავნილია: 14 Aug 2019, 20:28  #55110959      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gia1970
QUOTE
კაკლის ახალ ბაღში
ლობიო რომ შეათესო
და მერე ჩახნა
წაადგება კაკალს?

კი წაადგება, მაგრამ მანდ არის რამდენიმე მაგრამ:
თუ სამრეწველო ბაღზეა საუბარი, არ გამოვა იმიტომ რომ რიგთაშორისებში ტექნიკას ვეღარ გაატარებ, შესაბამისად წლის განმავლობაში საჭირო ღონისძიებებს ვერ ჩაატარებ და ფიზიკურად რთული იქნება. პატარა ბაღში (რამდენიმე ხე თუ არის) ალბათ შესაძლებელია, მაგრამ მაგასაც ცოდნა უნდა, როდის უნდა ჩახნა რომ ის აზოტი არ დაკარგო, რისთვისაც მაგ პარკოსანს ათესავ.
Kobalty
არაგველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 42923
წევრი No.: 41664
რეგისტრ.: 12-September 07

გამოგზავნილია: 15 Aug 2019, 13:44  #55113623      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
grou
QUOTE
თუ სამრეწველო ბაღზეა საუბარი, არ გამოვა იმიტომ რომ რიგთაშორისებში ტექნიკას ვეღარ გაატარებ,

კაკლის დარგვისას, 5 მეტრიანი დაშორება არაა საკმარისი ტექნიკის გატარებისთვის?
აბა როგორ უვლიან ამხელა ბაღებს, უტექნიკოდ?
grou
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4907
წევრი No.: 48509
რეგისტრ.: 4-December 07

გამოგზავნილია: 15 Aug 2019, 20:03  #55115481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Kobalty
QUOTE
კაკლის დარგვისას, 5 მეტრიანი დაშორება არაა საკმარისი ტექნიკის გატარებისთვის?
აბა როგორ უვლიან ამხელა ბაღებს, უტექნიკოდ?

კი საკმარისია, მაგრამ მანდ თუ ლობიოს დათესავ, ტექნიკას როგორღა გაატარებ?
Kobalty
არაგველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 42923
წევრი No.: 41664
რეგისტრ.: 12-September 07

გამოგზავნილია: 16 Aug 2019, 13:15  #55117990      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (grou @ 15 Aug 2019, 20:03 )
Kobalty
QUOTE
კაკლის დარგვისას, 5 მეტრიანი დაშორება არაა საკმარისი ტექნიკის გატარებისთვის?
აბა როგორ უვლიან ამხელა ბაღებს, უტექნიკოდ?

კი საკმარისია, მაგრამ მანდ თუ ლობიოს დათესავ, ტექნიკას როგორღა გაატარებ?

ხო, ეგ თავისთავად.
ისე, ყველაზე სიმჭიდროვე რო ავიღოთ, რამდენი რამდენზე შემიძლია დავრგო ჩანდლერი 0.2 ჰექტარზე?
ისე რო, არც ტექნიკის გატარებას ვაპირებ და არც შუაში რამის დათესვას, რამდენია მინიმალური დასაშვები დაშორებები?>


ეს დანერგე მომავალი თუ გამოგიყენებიათ ვინმეს აქ, ჩანდლერის ბაღის გასაშენებლად?
რამდენად გაწელილი პროცედურებია და ყველა წვრილმანზე ხო არ დაგახარვეზებენ, როგორ იცით?

This post has been edited by Kobalty on 16 Aug 2019, 13:19
grou
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4907
წევრი No.: 48509
რეგისტრ.: 4-December 07

გამოგზავნილია: 18 Aug 2019, 15:45  #55126373      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Kobalty
QUOTE
ისე, ყველაზე სიმჭიდროვე რო ავიღოთ, რამდენი რამდენზე შემიძლია დავრგო ჩანდლერი 0.2 ჰექტარზე?
ისე რო, არც ტექნიკის გატარებას ვაპირებ და არც შუაში რამის დათესვას, რამდენია მინიმალური დასაშვები დაშორებები?>

ყველაზე პატარა დაშორებებია 7X5-ზე (და ეს არის არა ტექნიკის გატარების გამო, არამედ დროთა განმავლობაში ფესვები რომ არ გავიდეს მეზობელი ხის ფესვებამდე და ერთმანეთი არ დაჩაგროს), მაგრამ 7X6-ზე ჯობია (7 მეტრი რიგებს შორის, 6 მეტრი რიგში ხეებს შორის.). ისე, ზოგადად უფრო დიდ დაშორებას თუ გააკეთებ უკეთესია.

This post has been edited by grou on 18 Aug 2019, 15:45
REVERS
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8555
წევრი No.: 56110
რეგისტრ.: 19-March 08

გამოგზავნილია: 18 Aug 2019, 22:56  #55127807      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
grou

ჩემმა ჩანდლერებმა 3 მეტრს მიუკაკუნეს ამ ზაფხულისთვის და კიდე აგრძელებენ ზრდას smile.gif

სადღაც 2.5 მეტრი აქვთ ზრდა გაზაფხულიდან, მესამე წელი არის რაც დავრგე.

ერთი შარშან გადავჭერი 2 მეტრზე და გამოტანილმა ტოტებმა მიაღწიეს 2.5 მეტრს მიწიდან თუ გავზომავთ

რამოდენიმე კითხვა მაქვს : 1) ეს მომსხმიარე ტოტები უნდა შეიზღუდოს ზრდაში თუ მივუშვა სადამდეც წავა ?

2) როდის იკრიფება ნაყოფი და რითი უნდა შევატყოთ დასრულება ?

3) მოვლა ისევე გავაგრძელო როგორც ვუვლიდა ? სასუქის დოზები რო უნდა გაიზარდოს ეგ ვიცი თუმცა მსხმოიარე ნერგს რა დოზა მივცე ციფრებში თუ დამიწერ კარგი იქნება

მადლობა წინასწარ smile.gif


--------------------
GIO GEORGIA III.10

hattrick.org

ტიტულები : IV.52 ( 10 სეზ ), III.5 ( 16 სეზ ), II.1 ( 17 სეზ ), II.1 ( 21 სეზ ), III.7 ( 25სეზ ) , IV.3 ( 32სეზ ), IV.3 ( 33სეზ ), III.1 ( 34სეზ ),
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (94) « პირველი ... 92 93 [94]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0438 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]