ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ და სექსუალური და ძალადობრივი შინაარსის ვებ გვერდებზე კონტროლის არარსებობამ პორნოგრაფიული ვებ საიტების ზრდა გამოიწვია.
ამ ტიპის ვებ გვერდების ნახვა და დათვალიერება უფასოდ შეიძლება. Mytop. ge - ს მიხედვით, საქართველოში არსებულ 20 პოპულარულ პორნო საიტს დღეში საშუალოდ 110,000 უნიკალური ჰიტი - ვიზიტორი ჰყავს. ეს ვიზიტორები საიტზე დღეში 5 –7 წუთს ატარებენ პორნოს ყურებაში.
საქართველოში არსებულ პორნო საიტების უმრავლესობაზე უცხოური ( ძირითადად რუსული) პორნოგრაფიული ფს ძალადობრივი ფილმები დევს. ხოლო, რაც შეეხება ქართულ პორნო ფილმებს, ისინი ინტერნეტ სივრცეში მცირე რაოდენობითაა, მათი უმრავლესობა სამოყვარულო კამერითაა გადაღებული.
ქართულ პორნოგრაფიაზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ 2010 წლის 25 სექტემბერს პირველი ქართული პორნო სტუდია გაიხსნა. სტუდია მაღალი ხარისხის პორნო ფილმებს იღებს და მათი გაყიდვა ძირითადად უცხოურ ბაზარზე ხდება.
ახალი ვებ საიტი 18-35 წლამდე ასაკის მამაკაცებსა და 18-30 წლამდე ასაკის ქალებს 30 წუთიან სტანდარტულ პორნო ვიდეოში მონაწილეობაში 300 – 450 დოლარს სთავაზობს.
ქართული კანონმდებლობით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, შეთავაზება, გავრცელება, გადაცემა, რეკლამირება ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომა, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ინტერნეტ პორნოგრაფიის ინდუსტრიას ყოველწლიურად 12 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მოაქვს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს თანხა უფრო მეტია ვიდრე ABC, NBC, და CBS – ის ყოველწლიური შემოსავალი ერთად.
ჰე ჰე ჰე ბრაცი ადმინები ჯიგრები არიან გასხმებიც უფრო მეტი იქნება
უძლური სინათლის ქალაქი ქუჩები უფერო ფერის სულ ყველა სულ ყველას ძმაკაცი სულ ყველა სულ ყველას მტერი იქ სადაც არ ხდება სიახლე არავის არა აქვს ბედი იქ სადაც იციან სიმართლემაგრამ არ იციან მეტი იქსადაც ცვლილების სურვილი არავინ გაივლო თავში არა აქვთ სიცოცხლის წყურვილი მაგრამ აქვთ სამოთხის საშვი