forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფეხბურთის წესები, ყველაფერი ფეხბურთის შესახებ
Celtic
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 42
წევრი No.: 82924
რეგისტრ.: 21-January 09

გამოგზავნილია: 21 Jan 2009, 18:41  #12327417      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფეხბურთს თამაშობს ორი გუნდი. თითოეულში 11 - 11 მოთამაშეა. ფეხბურთელები ემზადებიან ფიზიკურად, ტექნიკურად, ტაქტიკურად და მორალურად.
სპეციალურმა გამოკვლევებმა დაგვანახეს, რომ თავდამსხმელები ბურთს 100-110 წამს ფლობენ, ხოლო დამცველები უფრო ნაკლებ ხანს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ თამაშში მხოლოდ ამ წამების განმავლობაში მოქმედებენ ისინი აქტიურად. ფეხბურთელმა უნდა გამონახოს ხელსაყრელი პოზიცია, ან თვალყური ადევნოს მოწინააღმდეგეს და საჭირო შემთხვევაში გადაადგილდეს. ფეხბურთელს ესაჭიროება ძალა, მოხერხებულობა, მოქნილობა, სისწრაფე.

განვიხილოთ ფეხბურთის წესები უფრო დაწვრილებით:


1. სათამაშო მოედანი

ზომები

სათამაშო მოედანს აქვს მართკუთხედის ფორმა. მოედნის მოკლე გვერდები (პარალელური) უნდა იყოს კარის ხაზზე გრეძელი.

სიგრძე: მინიმუმ 90მ (100 იარდი), მაქსიმუმ 120მ (130 იარდი). სიგანე: მინიმუმ 45მ (50 იარდი), მაქსიმუმ 90მ (100 იარდი)

თითოეული კარის ძელების შიგნითა მხრიდან 5.5მ (6 იარდის) მანძილზე მართობულად კარისა მოედნის შუაგულისაკენ, ივლება ორი ხაზი. 5.5მ სიგრძეზე ეს ხაზები ერთდება ერთმანეთთან მესამე ხაზით, რომელიც პარალელურია კარის ხაზისა. ზონას, რომელიც შემოისაძღვრება ზემოთხსენებული ხაზებით და კარის ხაზით, ეწოდება კარის მოედანი.

საერთაშორისო მატჩი.

სიგრძე: მინიმუმ 100მ, მაქსიმუმ 110მ სიგანე: მინიმუმ 64მ, მაქსიმუმ 75მ

ფართი

სათამაშო მოედნის ფართი განისაზღვრება ხაზებით. ეს ხაზები შედის ფართში, რომელთაც ისინი შემოსაზღვრავენ. ორი გრძელი ხაზი, რომელიც საზღვრავს მოედანს იწოდება გვერდითა ხაზებად, ხოლო ორი მოკლე ხაზი - კარის ხაზად. ხაზის სისქე ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 12 სმ (5 დუიმი). ამის შემდეგ მოედანი იყოფა ზუსტად შუაზე, გვერდითა ხაზების შუაწერტილები ერთდება ერთმანეთთან ხაზით. ამ ხაზის შუაწერტილში კეთდება მოედნის ცენტრის ნიშნული. მის გარშემო შემოიხაზება წრეწირი რადიუსით 9.15მ (110 იარდი).

საჯარიმო მოედანი არის მოედნის ორივე ნახევარში და აღიწერება შემდეგნაირად: კარის ორივე ძელის შიგნითა მხრიდან 16.5მ (18 იარდი) სიგრძეზე, კარიოს ხაზის მართობულად, მოედნის სიღრმეში ივლება ორი ხაზი. 16.5 მ სიგრძეზე ეს ხაზები ერთდება მესამე ხაზით, რომელიც პარალელურია კარის ხაზისა. ზონა რომელიც ამგვარად შემოიფარგლა არის საჯარიმო მოედანი. თითოეული საჯარიმო მოედნის შიგნით კეთდება 11 მეტრიანი ნიშნული - კარის ძელების შუაწერტილიდან 11 მეტრის სიღრმეში მოედნის შუაგულისაკენ. საჯარიმო მოედნის გარეთ იხაზება რკალი რადიუსით 9.15მ, რომლის ცენტრიც არის 11 მეტრიანი ნიშნული.

კარის მოედანი აღინიშნება, მოედნის თითოეული ნახევრის ბოლოში.

მოედნის თითოეულ კუთხეში მაგრდება დროშა, პატარა ძელზე, რომელსაც არ აქვს წვეტიანი თავი, სიმაღლე მაქსიმუმ 1.5მ. დროშის ძელები შესაძლოა დამაგრებულ იქნას მოედნის შუახაზის ორივე ბოლოში 1 მეტრის დაშორებით გვერდითი ხაზიდან.

თითოეული კუთხის დროშიდან სათამაშო მოედნისაკენ კეთდება წრეწირის მეოთხედი რადიუსით 1მ.

კარები უნდა იყოს კარის ხაზის შუაში. ისინი შედგებიან ორი ვერტიკალური ძელისაგან, რომლებიც კუთხურის ნიშნულიდან დაშორებულნი არიან თანაბრად, და ზემოდან შეერთებულნი არიან ჰორიზონტალური ძელით. კარის გვერდითა ძელებს შორის მანძილი არის - 7.32 მ (8 იარდი), ხოლო სიმაღლე 2.44მ (8 ფუტი). ორივე ძელის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 12სმ-ს. კარის ხაზის სისქე ტოლია ელების სისქისა. ძელების უკან და გრუნტზე დამაგრებულია ბადე, რომელიც უნდა იყოს საიმედოდ დამაგრებული და ისე უნდა იყოს რომ არ უშლიდეს ხელს მეკარეს. ძეები და ხარიხა უნდა იყოს თეთრი ფერის. კარის ძელები საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული გრუნტში. გადასატანი ძელების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის შეესაბამება ამ მოთხოვნებს.

user posted image

2. ბურთი

ბურთს აქვს სფეროს ფორმა; დამზადებულია ტყავისაგან ან სხვა ამ მიზნებისათვის შესაფერისი მასალისაგან; მატჩის დაწყების მომენტში ის იწონის არაუმეტეს 450 გრამისა და არანაკლებ 410 გრამისა; მასში ჰაერის წნევა არის 0.6 - 1.1 ატმოსფერო ძღვის დონიდან.

3. ფეხბურთელების ეკიპირება

მოთამაშეებს აცვიათ მაისურები, ტრუსები, წვივსაფრები და ბუცები, რომლებსაც 1.5 სმ სიმაღლის რეზინის ან ანალოგიური მასალის კბილები აქვს. ორივე გუნდის მაისურების ფერი უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, ასევე ფერი თითოეული მეკარის ტანსაცმლისა უნდა გამოარჩევდეს მათ სხვა ფეხბურთელებისაგან, მსაჯებისაგან და დამხმარე მსაჯებისაგან.

4. სათამაშო დრო


მინდორზე გუნდებს შორის ბრძოლა 90 წუთს მიმდინარეობს (ორი 45 წუთიანი ტაიმი, 15 წუთიანი შესვენებით). თასის გათამაშების დროს , მაგალითად თუ ძირითადი დრო ფრე დამთავრდა გუნდები შესვენების შემდეგ კვლავ ნახევარ საათს თამაშობენ რომლის ფრედ დამთავრების შემთხვევაში ინიშნება 11 მეტრიანი დარტყმები. მოთამაშეები ასრულებენ 5-5 11 მეტრიან დარტყმებს - პენალტებს. გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც მეტ პენალტს შეასრულებს ზუსტად. იმ შემთხვევაში თუ ორივე გუნდის მიერ გატანილი პენალტების რაოდენობა ერთმანეთს დაემთხვა ინიშნება დამათებითი 11 მეტრიანები პირველ გაცუდებამდე.

5. ფეხბურთელთა რაოდენობა

თამაშს იწყებს ორივე გუნდიდან 11-11 ფეხბურთელი მეკარის ჩათვლით. ნებისმიერ მატჩში ოფიციალური ტურნირისა, რომლის ორგანიზებაც ხდება ფიფას ეგიდით, კონფედერაციის და ეროვნული ფედერაციის, დაშვებულია შეცვლა არაუმეტეს სამი ფეხბურთელისა. ტურნირის რეგლამენტში უნდა იყოს შეთანხმებული სათადარიგო ფეხბურთელთა რაოდენობა - სამიდან შვიდამდე. მაგრამ არა 7-ზე მეტი. ხოლო სხვა მატჩებში შესაძლოა მოხდეს 5 შეცვლამდე. იმ პირობით, რომ მოთამაშე გუნდები შეთანხმდებიან მაქსიმალურ რაოდენობაზე ცვლილებებისა; მსაჯი ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს მატჩის დაწყებამდე; თუ მსაჯი არ იქნებ ინფორმირებული ამის შესახებ მატჩის დაწყებამდე მაშინ დასაშვები იქნება მხოლოდ 3 ცვლილება. ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის შეცვლისათვის სათადარიგოთა ფეხბურთელით საჭიროა შემდეგი წესების შესრულება: ნებისმიერი ცვლილების შესახებ უნდა ეცნობოს მსაჯს წინასწარ; სათადარიგო ფეხბურთელი მოედანზე გამოდის, მხოლოდ მას შემდეგ რაც შესაცვლელი ფეხბურთელი დატოვებს მოედანს, და მხოლოდ მსაჯის სიგნალის შემდეგ შემოდის შემცვლელი; სათადარიგო ფეხბურთელი შემოდის მოედანზე მხოლოდ მოედნის შუახაზიდან გაჩერებულ თამაშზე; ცვლილება სრულდება სათადარიგო ფეხბურთელის მოედანზე შემოსვლით; ამ მომენტიდან სათადარიგო ფეხბურთელი ხდება ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, ხოლო შეცვლილი ფეხბურთელი აღარ არის ძირითადის ფეხბურთელი; შეცვლილი ფეხბურთელი აღარ იღებს მონაწილოებას მატჩის დარჩენილ ნაწილში; ყველა სათადარიგო ფეხბურთელი ემორჩილება მსაჯს, მიუხედავად იმისა, მონაწილეობენ თუ არა ისინი მატჩში. ნებისმიერი ფეხბურთელი შესაძლოა შეიცვალოს მეკარესთან, შემდეგ პირობებში მსაჯი ჩაყენებულია საქმის კურსში ცვლილებამდე; ცვლილება ხორციელდება შეჩერებულ თამაშზე;

6. მსაჯები

მსაჯთა უფლებები:

ყოველი მატჩი კონტროლირდება მსაჯის მიერ, რომელსაც აქვს ყველა თავისი უფლება დაიცვას წესები მხოლოდ იმ მატჩში რომელზეც დანიშნულია ის. უფლებები და ვალდებულებები მსაჯისა:
თამაშის წესების დაცვის უზრინველყოფა;
აკონტროლოს მატჩის მსვლელობა დამხმარე მსაჯებთან ერთად, და აგრეთვე თუ საჭიროა სათადარიგო მსაჯთანაც;
უზრუნველყოს თითოეული გამოყენებული ბურთის შესაბამისობაში ყოფნა სტანდარტებთან;
უზრუნველყოფა ფეხბურთელთა ეკიპირების შესაბამისობაში ყოფნისა წესებთან;
აწარმოებს ქრონომეტრაჟს თამაშისა და მატჩის ჩაწერას;
თავისი შეხედულებისამებრ აჩერებს, დროებით წყვეტს ან საერთოდ აჩერებს მატჩს ნებისმიერი დარღვევისა წესების;
აჩერებს, დროებით წყვეტს ან საერთოდ აჩერებს მატჩს ნებისმიერი გვერდითი ჩარევის შემთხვევაში;
აჩერებს მატჩს, თუ, მისი აზრით, ფეხბურთელმა მიიღო სერიოზული ტრავმა, და უზურნველყოფს მის გაყვანას/გატანას მოედნის გარეთ; თუ ფეხბურთელმა, მისი აზრით, მიიღო მხოლოდ უმნიშვნელო ტრავმა, მაშინ აგრძელებს თამაშს ბურთის თამაშიდან გამოსვლამდე;
უზრუნველყოფს, რომ ფეხბურთელმა დატოვოს მოედანი სისხლდენის შემთხვევაში. ფეხბურთელს შეუძლია დაბრუნდეს მოედანზე მხოლოდ მსაჯის სიგნალის შემდეგ, მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი დარწმუნდება რომ სისხლდენა შეჩერებულია. აძლევს თამაშის გაგრძელების საშუალებას, როდესაც გუნდი რომლის წინააღმდეგაც დაირღვა წესი, მიიღებს ხეირს უპირატესობისაგან, და სჯის თავდაპირველი დარღვევისათვის, თუ სავარაუდო უპირატეობით ვერ ისარგებლეს;
როდესაც ფეხბურთელი ერთდროულად არღვევს ერთზე მეტ წესს, ის ისჯება ამ დარღვევებიდან უარესისათვის;
იღებს გადაწყვეტილებებს დისციპლინარული მოქმედებისათვის ფეხბურთელების მიმართ, რომლებმაც დაარღვიეს წესი, და იმსახურებენ ყვითელ ბარათს ან გაგდებას. ის არ არის ვალდებული მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები სასწრაფოდ, მან უნდა გააკეთოს ეს მას შემდეგ რაც ბურთი გამოვა თამაშიდან;
იღებს ზომებს ოფიციალური პირების მისამართით, რომელბიც იქცევიან არაკორექტულად, და შაეუძლია შეხედულებისაამებრ გააგდოს ისინი მოედნის შესაბამისის ზონიდან;
მოქმედებს დამხმარე მსაჯებისრეკომენდაციების მიხედვით იმ ინციდენტებთან დაკავშირებით, რომელთა დანახვაც მან ვერ შესძლო;
უზრუნველყოფს, რომ უცხო პირებმა ვერ შესძლონ მოედანზე შემოსვლა;
აგრძელებს მატჩს მისი შეჩერების შემდეგ;
წარუდგენს შესაბამის ორგანოებს მატჩის რაპორტს, რომელშიც შედის ინფორმაცია ყველა მიღებულ დისციპლინარულ საკითხებზე ფეხბურთელთა და/ან ოფოციალურ პირთა მიმართ, აგრეთვე ყველა სხვა ინციდენტების შესახებ, რომელიც მოხდა მატჩამდე, მატჩის დროს ან მატჩის შემდეგ.

დამხმარე მსაჯები:

ინიშნება ორი თანაშემწე მსაჯისა, ვის მოვალეობებშიც შედის (მსაჯის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული) სიგნალის მიცემა:
როდესაც ბურთი მთლიანად გადავა მოედნის ფარგლებიდან;
თუ რომელიმე გუბდი მოიპოვებს კუთხურის ჩაწოდების, კარიდან დარტყმის ან ბურთის აგდების უფლებას;
როდესაც ფებხურთელი შესაძლოა დასასჯელი იყოს თამაშგარეში ყოფნისათვის, როდესაც არის თხოვნა ფეხბურთელის ცვლილებისა;
შემთხვევებში არადისციპლინირებული ქცევის დროს ან ნებისმეირი სხვა ინციდნეტისას, რომელიც ხდება მთავარი მსაჯის მხედველობის არის გარეთ.
დამხმარე მსაჯები აგრეთვე ეხმარებიან ძირითად მსაჯს ჩატარდეს მატჩი წესების სრული დაცვით. უსაფუძვლო ან არაკორექტული ჩარევის შემთხვევაში მთავარი მსაჯი ანთავისუფლებს თანაშემწეს მისი მოვალეობებიდან და აგზავნის რაპორტს შესაბამის ორგანოში.

7. თამაშის დაწყება და განახლება

წინასწარი პირობები:

მატჩის დაწყების წინ ტარდება კენჭისყრა, და ერთერთი გუნდი იღებს უფლებას კარის არჩევისა, რომლის მხარესაც შეუტევს იგი პირველ ტაიმში. მოწინააღმდეგე გუნდს კი შეყავს ბურთი თამაშში. გუნდი, რომელიც ირჩევს კარს, იწყებს თამაშს მეორე ტაიმში. მეორე ტაიმში გუნდები ცვლიან მხარეებს.

საწყისი დარტყმა:

საწყისი დარტყმა - ეს არის მატჩის დაწყების ან განახლების საშუალება:
მატჩის დასაწყისში;
გატანილი გოლის შემდეგ;
მეორე ტაიმის დასაწყისში;
თითოეული ტაიმის დასაწყისში დამატებითი დროისა, თუ დაინიშნება.
გოლი, გატანილი უშუალოდ საწყისი დარტყმით, ითვლება.

პროცედურა:

ყველა ფეხბურთელი არის თავის ნახევარზე თამაშის დაწყებისას;
ფეხბურთელები გუნდისა, რომლებმაც ვერ მიიღეს საწყისი დარტყმის შესრულების უფლება, არიან არა ნაკლებ 9.15 მ დაშორებით ბურთისაგან, მანამ სანამ, ბურთი არ შევა თამაშში;
ბურთი არის უმოძრაოდ მოედნის ცენტრში;
მსაჯი აძლევს სიგნალს;
ბურთი არის თამაშში, როდესაც მას დაარტყავს და წავა წინ;
საწყისი დარტყმის შემსრულებელს არ აქვს უფლება მეორედ შეეხოს ბურთს მანამ სანამ, ბურთი არ შეეხება სხვა ფეხბურთელს.
ერთერთი გუნდის მიერ გოლის გატანის შემდეგ, საწყისი დარტყმა სრულდება მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელის მეირ.

დარღვევები/დასჯები:

თუ საწყისი დარტყმის შემსრულებელი მეორედ შეეხება ბურთს, ისე რომ მანამდე არავის არ შეხებია ბურთი, მაშინ ინიშნება თავისუფალი დარტყმა, რომელიც სრულდება მოწინააღმდეგე გუნდის მიერ, იმ ადგილიდან სადაც მოხდა დარღვევა. ნებისმიერი სხვა დარღვევისათვის ამ საწყისი დარტყმის შესრულების პროცედურებისა, ხელახლა ინიშნება საწყისი დარტყმა.


8. ფეხბურთელის დაჯარიმება

ფეხბურთელი ჯარიმდება შემდეგ შემთხვევებში:

თამაშის დარღვევა რომლებიც ისჯება საჯარიმო დარტყმით:

მოწინააღმდეგისთვის ფეხის დარტყმა ან ფეხის დარტყმის მცდელობა
მოწინააღმდეგისთვის ფეხის დადება ან ფეხის დადების მცდელობა
მოწინააღმდეგისთვის ხელის დარტყმა ან ხელის დარტყმის მცდელობა
ხელის კვრა მოწინააღმდეგისთვის
მოწინააღდეგისთვის ზემოდან გადახტომა
მოწინააღმდეგის შეყოვნება, დაჭერა.
ბურთისთვის შეგნებულად ხელის შეხება

თამაშის დარღვევა რომლებიც ისჯება თავისუფალი დარტყმით

მეკარის მიერ ბურთის ხელში გაჩერება შვიდ წამზე მეტ ხანს
მეკარის მიერ ბურთზე ხელის შეხება მას შემდეგ რაც ბურთი თამაშში შევიდა აუტიდან და მეკარემდე მივიდა ისე რომ არ შეხებია სხვა ფეხბურთელი
მეკარის მიერ ბურთზე ხელის შეხება მას შემდეგ რაც პარტნიორმა მას შეგნებულად დაუბრუნა ბურთი ფეხით.
სახიფათო თამაში, რომელსაც შეუძლია ტრამვა მიაყენოს მოწინააღმდეგეს
მოწინააღდეგის დაბლოკვა
მეკარის შეფერხება

თამაშის დარღვევა რომლებიც ისჯება ყვითელი ბარათით

არასპორტული საქციელი
მსაჯთან შეუთანხმებლობის დემონსტრირება (სიტყვიერად ან ჯესტით)
სისტემატიური დარღვევა თამაშის წესების
დროის გაყვანა
მინდორზე შესვლა ან დაბრუნება მსაჯის ნებართვის გარეშე
თვითნებური წასვლა მინდვრიდან მსაჯის ნებართვის გარეშე

თამაშის დარღვევა რომლებიც ისჯება წითელი ბარათით

აგრესიული მოქმედება
მოწინააღდეგისთვის მიფურთხება
მოწინააღმდეგისთვის გოლის გატანაში ხელის შეშლა ხელით თამაშით (გარდა მეკარისა)
იმ მოწინააღმდეგის შეგნებულად წაქცევა ან შეყოვნება რომელსაც აქვს გოლის გატანის რეალური შანსი, ან გადის მეკარესთან პირისპირ
შეურაცხმყოფელი და უცენზურო ჟესტები ან გამონათქვამები
ორი ყვითელი ბარათის მიღება მატჩის განმავლობაში

არც ერთ სპორტულ თამაშში არ ყოფილა იმდენი მოულოდნელი შედეგი, რამდენიც ფეხბურთში. სწორედ ესაა მისი პოპულარობის ერთ-ერთი საიდუმლოება smile.gif

This post has been edited by Celtic on 21 Jan 2009, 19:19
TiFozi
გურული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19661
წევრი No.: 8390
რეგისტრ.: 21-January 05

გამოგზავნილია: 21 Jan 2009, 18:45  #12327453      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Celtic
up.gif


--------------------
NoN MoLLaRe MaI

შ-რომაელი
aimo
In Vino Veritas


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 17601
წევრი No.: 7654
რეგისტრ.: 3-December 04

გამოგზავნილია: 2 Feb 2009, 01:26  #12460434      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Celtic
მალადეცsmile.gif
კარგიაა, მაგრამ ზოგ-ზოგიერთებს ჯარიმისა და თავისუფალ დარტყმას შორის სხვაობაც აუხსენი. თორემ ბევრს ჰქონია, რომ გაუთამაშებლადაც შეიძლება კარში დარტყმა smile.gif


--------------------
Перемен требуют наши сердца
blaugranator
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14211
წევრი No.: 14780
რეგისტრ.: 22-November 05

გამოგზავნილია: 10 Mar 2011, 11:52  #24388613      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq · aim · yim







Augusto Pinochet
QUOTE
სხვაზე არაფერზე ვდაობ გარდა ამისა, მილიონჯერ ვუყურე მომენტს და ორი იმდენჯერ ვიდავე მაგ თემაზ არანაირ თამაშგარე მგდომარეობა არ ყოფილა ხაზზე იდგნენ და მილიტოს თავი ქონდა წინ მარტო გაწეული, შვიდასჯერ დავაპაუზე იმ მომენტშI, როცა ბურთს ეხება სნეიდერი და ოფსაიტი არ იყო! თამაშგარე მაშინ არის ხოლმე როცა მთელი ტანით წინაა

აგერ ბატონო ვიდეო და დააპაუზეთ იმ მომენტზე როდესაც თავით ეხება სნეიდერი ანუ 1;08-ზე გააჩერეთ ზუსტად და კარგად დაინახავთ იყო თუ არა აფსაიტი.

http://www.youtube.com/watch?v=_QXJhWqDqqs


კარგით რა sad.gif
ჯერ თამაშგარის წესი რას ნიშნავს იმით მაინც დაინტერესდით და გუგლში ჩაწერეთ აბა offside rule

ან ფიფას საიტზე შედით და ეს დოკუმენტი გადმოწერეთ
http://www.fifa.com/mm/document/afdevelopi...aw%2011_554.pdf

ან ეს რამდენიმე წლის წინ შესული დაზუსტება ნახეთ
QUOTE
IFAB Decision 1:
− Consideration should be given to any part of the head,
body or feet of the attacker
in relation to the second
last defender, the ball or the halfway line .
− For the purposes of this decision, the arms are not
considered to be part of the body.



აი მაგ ვიდეოდან ვდებ შენელებულ კადრს მეტი თვალსაჩინოებისთვის
user posted image




ვინც ინგლისური არ იცის და ზემოთ დაწერილ ტექსტს ვერ წაიკითხვას იმათთვის:

IFAB (International Football Association Board) - ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც ადგენს ფეხბურთის წესებს

2005 წლის აგვისტოს მიღებული დოკუმენტი:
http://www.fifa.com/mm/document/afdevelopi...aw%2011_554.pdf

პრეს რელიზი მაგასთან დაკავშირებით - http://www.fifa.com/aboutfifa/federation/i...wsid=99799.html


ვთარგმნი ზემოთ ნახსენებ გადაწყვეტილებას
გადაწყვეტილება 1 :
- ყურადღება უნდა მიექციოს შემტევი ფეხბურთელის თავის, სხეულის ან ფეხის ნებისმიერ ნაწილს, უკანასკნელ მეორე მცველთან ("პირველ მცველად" მეკარე ითვლება), ბურთთან ან ცენტრის ხაზთან მიმართებაში.
- გადაწყვეტილების მიზნებისათვის, ხელები არ ითვლება სხეულის ნაწილად.



და ასევე ვდებ სკრინშოტს მაგ დოკუმენტიდან (მე7 გვერდი)


user posted image



დასკვნა:
სხეულის ნებისმიერი ნაწილით წინ ყოფნა არის თამაშგარე (გარდა ხელებისა)



ვსიო მე ბევრჯერ მაქვს ამაზე ნათქვამი და ეს ბოლოა
ესეც თუ გაუგებარია ..... lol.gif

This post has been edited by Marco on 10 Mar 2011, 13:20


--------------------
Oleleee, Olalaaa, ser del Barca es, el millor q hi ha!
=======================================
Blaugrana al vent !!! / TOTS UNITS FEM FORCA!
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0175 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]