უპ ^
გამარჯობათ
ეს თამაში გავაკეთე ონლაინში (+ კინგი)
https://pref.geგასართობი პროექტია, თავის საქმე ჰქმნა უკვე ამან ჩემთვის. თუ გაქვთ სურვილი თქვენც გაერთეთ.
გამბლერივით ნავაროჩენი არაა, თუმცა უპირატესობა ის აქვს რომ პირდაპირ ბრაუზერით თამაშობთ და არანაირი კლიენტის ინსტალაცია არაა საჭირო.
ავტორიზაცია მოსულა ისე როგორც საიტზე რეგისტრაციით, ასევე ფეისბუქით ან გუგლით.
კინგი სტაბილურია, პრეფერანსი არაა საკმარისად გატესტილი.
თუ ითამაშებთ და რამე ხარვეზს ნახავთ (პროგრამა გამაზავს) მომწერეთ საიტის მეილზე ან აქ დამიწერეთ
საიტი უფასოა, რეკლამები არ მაქვს, მკიდია. შესაბამისად ბანერებიც არ ხნავს ტვინს საიტზე.
ფულზე თამაში არ მოსულა.
თუ ითამაშებთ და ხარვეზებს მომწერთ (ან სურვილებს, რა როგორ ჯობია რომ იყოს) მადლობელი დაგრჩებით.
მომავალში იქნება ბოტებიც - ვინმე თუ მაგიდიდან გაიქცევა, კომპიუტერი ჩაანაცვლებს და თამაში გაგრძელდება. ეხლა ეგ არ მაქვს.
პატივისცემით,
მე
This post has been edited by MikaelSuliksen on 10 Jun 2018, 16:56