Remember me
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3143
წევრი No.: 152367
რეგისტრ.: 25-July 12
|
#50580252 · 17 May 2017, 11:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იუნგი სიზმრები სიზმრები ქმნიან ნიადაგს, საიდანაც აღმოცენდება სიმბოლოების უმრავლესობა, რომელთა გაგება,სამწუხაროდ,რთულია. ისინი არ ჰგვანან ისტორიებს ჩვენი ცნობიერი ცხოვრებიდან. ყოველდღიურად, ჩვენ ვფიქრობთ იმაზე,თუ რისი თქმა გვსურს,ვირჩევთ აზრის გადმოცემის საუკეთესო ფორმას და ვცდილობთ,გადმოვცეთ ის ლოგიკურად. მაგ; განათლებული ადამიანი არ გამოიყენებს რთულს მეტაფორებს,რადგან ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს გაუგებრობები. სიზმრებს კი სრულიად სხვაგვარი სტრუქტურა აქვთ: გვხვდება ხატებები, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგოდ გამოიყურება, დაკარგულია დროის შეგრძნება, ყველაზე ჩვეულებრივ ნივთებსაც კი შეუძლიათ მიიღონ იდუმალი და საშიში გამოხატულება. უცნაურია,რომ სწორედ არაცნობიერი განგვსაზღვრავს მიღებული ნორმების გათვალისწინების გარეშე,რომელთაც ჩვენ ცხადში,საკუთარ აზრებში ვახვევთ. თუ ერთი წუთით შევყოვნდებით სიზმრის გახსენებისას,მივხვდებით,რომ ეს გარემოება სიზმრის აღქმის მთავარი სირთულეა. სიზმარი არ შეიცავს იმ ტერმინებს,რომლებსაც ფხიზელ მდგომარეობაში ვიყენებთ და ამის გამო მას ან ყურადღებას არ ვაქცევთ,ან „წყლის ამღვრევის“ მიზეზი ხდება. უფრო მარტივი იქნება,თუ გავაცნობიერებთ,რომ იდეები,რომლებსაც ვეხებით,არც ისე ნათელია,როგორც ჩვენ გვინდა,რომ იყოს. პირიქით,მათი არსი და ჩვენთვის მათი ემოციური მნიშვნელობა უფრო არაზუსტი ხდება,რაც უფრო ვუახლოვდებით. ამის მიზეზი ისაა,რომ რაც ოდესმე გვსმენია და განგვიცდია,აღწევს არაცნობიერში. ეს ინფორმაცია ინახება ჩვენს გონებაში და მათი წარმოსახვა შეგვიძლია,მაგრამ ყოველი მომდევნო გახსენებისას ის არაცნობიერის ელფერს იძენს და სხვადასხვა ხატები ენიჭება. ცნობიერი ძალზე სწრაფად ითვისებს ამ შთაბეჭდილებებს,მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა,ჩვენ არ ვაღიარებთ ზღურბლზე არსებული არსის მნიშვნელობას და არც იმას რომ ცნობიერი და არასცნობიერი ერთმანეთს ერევა და ქმნიან ჩვენთვის წარმოდგენილ აზრს. სიზმრის ფსიქიკური ელფერი ყველა ადამიანისთვის სხვადასხვაა. თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალურად აღიქვამს ზოგად და აბსტრაქტულ მდგომარეობას. როცა საუბარში ვიყენებ სიტყვებს:სახელმწიფო,ფული,ჯანმრთელობა ან საზოგადოება,ვუშვებ,რომ ჩემი მსმენელი აღიქვამს დაახლოებით,ისე,როგორც მე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია სიტყვა „დაახლოებით“. ნებისმიერი სიტყვის მნიშნელობა ოდნავ განსხვავებულია სხვადასხვა ადამიანისთვის,თნდაც საერთო კულტურა ჰქონდეთ. ზოგადი მნიშვნელობა აღიქმება და გამოიყენება ინდივიდუალური კონტექსტით. ამიტომ,განსხვავებები ბუნებრივია. სხვაობა უფრო მეტად შესამჩნევია განსხვავებული სოციალური ფენის,პოლიტიკური თუ რელიგიური ჯგუფის,ან განსხვავებული ფსიქოლოგიური გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის. მანამ, სანამ აზრის ფორმულირება ხდება მხოლოდ სიტყვებით, ვარიაციები თითქმის შეუმჩნეველია და პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვთ. მაგრამ, როცა საჭიროა ზუსტი განსაზღვრება ან დაწვრილებითი ახსნა, შესაძლოა, მოულოდნელად აღმოაჩინოთ საოცარი სხვაობა არა მხოლოდ ტერმინის ინტელექტუალურ გააზრებაში, არამედ განსაკუთრებით მის ემოციურ ელფერსა და დანართში. როგორც წესი, ეს განსხვავებები ზღურბლს ქვემოთ (არაცნობიერში) იმყოფებიან და ამის გამო არასდროს აღიქმებიან. ჩვეულებრივ, ამ განსხვავებებს უგულებელყოფენ, სიტყვის არსის ზედმეტ ნიუანსად თვლიან, რომელსაც პატარა მნიშვნელობა აქვს პრაქტიკულ ყოველდღიურ ცხოვრებასთან. მათი არსებობის ფაქტი მიუთითებს, რომ ყველაზე პრაქტიკული აღქმის მნიშვნელობაც კი გაურკვევლობის ბინდითაა მოცული. ყველაზე მკაფიოდ ფორმულირებული ფილოსოფიური და მათემატიკური ცნებები და განსაზღვრებებიც კი,რომლებიც,ჩვენი ვარაუდით,არ შეიცავენ არაფერს გარდა იმისა , რაც ჩვენ მათში მოვიაზრეთ, წარმოადგენენ გაცილებით მეტს , ვიდრე ჩვენ ვვარაუდობთ . ისინი წარმოადგენენ ფსიქიკის შექმნილ ნაყოფს და მხოლოდ ნაწილს აღვიქვამთ. მარტივი რიცხვები, რომლებითაც ანაგარიშის დროს ვსარგებლობთ, ნიშნავს მეტს, ვიდრე ჩვენ გვგონია. ერთდროულად ისინი წარმოადგენენ მითიურ ელემენტებს (პითაგორას მიმდევართათვის რიცხვები სიწმინდეს წარმოადგენდნენ), მაგრამ , რა თქმა უნდა , ჩვენ ამას არ ვითვალისწინებთ , როდესაც ვსარგებლობთ მათით ყოველდღიური მიზნებისთვის. ყველა ცნებას ჩვენს ცნობიერებაში აქვს თავისი ფსიქიკური კავშირები და ასოციაციები. იმდენად,რამდენადაც მსგავსი კავშირები შეიძლება განსხვავდებოდნენ ინტენსივობით( ეს განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ესა თუ ის ცნება ჩვენი პიროვნების მთლიანობისთვის, ან სხვა ცნებებთან, იდეებთან და კომპლექსებთან მიმართებაშიც კი,რომლებთანაც ის ასოცირდება ჩვენს არაცნობიერში), თუ რამდენად შეუძლიათ შეცვალონ ცნების „ნორმალური“აღქმა. ამ უკანასკნელს შეუძლია, შეიძინოს სრულიად განსხვავბეული აზრი, თუ გადაინაცვლებს ცნობიერის ქვედა შრეზე (არაცნობიერში). ამ აზრებისთვის არაცნობიერის მიერ მინიჭებული მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში არც ისე მნიშვნელოვანია,მაგრამ როცა ფსიქოლოგს საქმე აქვს მის გამოვლენასთან სიზმარში, ისინი ძალიან მნიშვნელოვანია. იმდენად, რამდენადაც ისინი წარმოადგენენ ფესვებს, თუმცა უხილავს ცნობიერი აზრებისთვის. ამის გამო ჩვეულებრივ საგნებს და იდეებს სიზმარში შეუძლიათ მოახდინონ იმდენად მძლავრი ფსიქიკური ზემოქმედება, რომ ჩვენ შესაძლოა გავიღვიძოთ საშინელი განცდით, თუმცა ერთ შეხედვით არაფერი ცუდი არ გვინახავს,მხოლოდ დაკეტილი ოთახი ან მატარებელი,რომელმაც გაგვასწრო. ხატებები, რომლებსაც ვხედავთ სიზმარში, ბევრად უფრო თვალწარმტაცი და სიცოცხლით სავსეა, ვიდრე მათ შესაბამისი ცნებები და განცდები რეალობაში. მიზეზი მდგომარეობს იმაში ,რომ სიზმარში ცნება გამოხატავს თავის არაცნობიერ მნიშვნელობას. ადამიანი გაცნობიერებულ მდგომარეობაში ზღუდავს თავის თავს რაციონალური საზღვრებით, რომლებიც ბევრად მკრთალია, ფსიქიკური კავშირების დიდი ნაწილი ჩახსნილია. მე ვიხსენებ საკუთარ სიზმარს,რომლის გააზრებაც გამიჭირდა. ამ სიზმარში ერთერთი ადამიანი ცდილობდა,მომპარვოდა და ზურგზე შემხტომოდა. მის შესახებ არაფერი ვიცოდი,გარდა იმისა, რომ ერთხელ ჩემი ნათქვამი აიტაცა და გაამასხარავა. მე ვერ ვხედავდი ვერანაირ კავშირს ამ ფაქტსა და სიზმარში ნანახ მოვლენას შორის. ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში ხშირად ხდებოდა, რომ ვიღაც ამახინჯებდა აზრს რომელსაც გამოვთქვამდი, მაგრამ აზრადაც არ მომდიოდა გავბრაზებულიყავი. არსებობს ემოციების მიზანმიმართული კონტროლი და მალე აღმოვაჩინე სიზმრის არსი, ( სიზმარი ვიზუალურად გამოხატავდა ავსტრიულ გამონათქვამს) ავსტრიული გამონათქვამის ვიზუალიზაციის მეშვეობით: „შენ შეგიძლია შემახტე ზურგზე“,რაც იმას ნიშნავს რომ ჩემთვის სულერთია რას ლაპარაკობ ჩემზე. მსგავსი სიზმრის ამერიკული ვარიანტი იქნებოდა ; „წადი,გადახტი ტბაში.“ სიზმარში გამოხატული სიმბოლოები უშუალოდ სიტუაციას არ აღწერდა, მაგრამ მეტაფორებით იყო გადამოცემული. როცა მსგავსი რამ ხდება, (ასე კი ხშირად ხდება), ეს არაა სიზმრის წინასწარგანზრახული „ტყუილი“, არამედ მხოლოდ ჩვენი (ემოციურად დატვირთული გამომხატველი ენის) აღქმის არასრულფასოვნების ანარეკლი. ყოველდღიურობაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საგნების ზუსტი აღწერა. ამის გამო ვისწავლეთ ფანტაზიის ენის და აზრების უარყოფა. შედეგად, დავკარგეთ პირველყოფილი აზროვნებისთვის დამახასიათებელი თვისება. უმეტესობა ჩვენგანი მიდრეკილია მიაწეროს არაცნობიერს ის არარეალური ფსიქიკური ასოციაციები,რომლებსაც იწვევს ესა თუ ის ობიექტი,ან იდეა. პირველყოფილი წარმომადგენლები თავის მხრივ კვლავ აღიარებენ გარესამყაროში მყოფი საგნების ფსიქიკური თვისებების არსებობას. ისინი ანიჭებენ ცხოველებს,მცენარეებს ან ქვებს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ჩვენ მიგვაჩნია არაბუნებრივად და მიუღებლად. აფრიკულ ჯუნგლებში მცხოვრები აღიქვამს ღამით მკურნალის აჩრდილს, რომელმაც დროებით მიიღო მისი ფორმა. ის იღებს მას, როგორც ტყის სულს, ან თავისი ტომის წინაპრის სულს. ხეს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ველურის ცხოვრებაში. აშკარაა,რომ როცა ადამიანი გადასცემს ხეს საკუთარ სულს და ხმას, ის იზიარებს ხის ბედს. სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობენ ინდიელები,რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ისინი ისეთივე თუთიყუშები არიან, როგორც წითელი „არა“. თუმცა იციან,რომ მათ არ აქვთ ბუმბულები,ფრთები და ნისკარტი. ველურისთვის საგნებს არ აქვს მკაფიო მოხაზულობა,როგორსაც საგნები იძენენ ჩვენს „რაციონალურ საზოგადოებაში“. ფსიქიკური იდენტობა არ შეიძება იყოს საგანი. ესაა სწორედ ის შარავანდედი, რომელიც ანიჭებს მრავალფეროვან და ფანტასტიურ აზრს პირველყოფილ სამყაროს. ჩვენ ის იმდენად დავკარგეთ,რომ შეხვედრის დროს საერთოდ ვერ ვცნობთ. ჩვენში მსგავსი საგნები ხვდებიან აღქმის ზღვარს ქვემოთ. როცა ისინი შემთხვევით ინაცვლებენ ცნობიერის ზედაპირზე, ჩვენ ვთვლით,რომ აქ რაღაც წესრიგში არ არის. მრავალჯერ მომიწია განათლებული და ინტელიგენტი ადამიანების კონსულტაცია,რომლებიც ხედავდნენ სულისშემძვრელ სიზმრებს, ეჩეხებოდნენ ფანტაზიას,ან ხილვებს. ისინი თვლიდნენ,რომ არავის ჯანსაღი აზრით და ფხიზელი გონებით მსგავსის განცდა არ შეუძლია და ის ვინც ხვდება მსგავსს,აშკარად არ არის საღ ჭკუაზე. ერთხელ, ერთმა ღვთისმეტყველმა მითხრა,რომ ეზეკიელის ხილვები სხვა არაფერია,გარდა ავადმყოფობისა და როცა მოსეს და სხვა წიასწარმეტყვეებს ესმოდათ ხმები,ისინი იტანჯებოდნენ ჰალუცინაციებით. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მთელი საშინელება, როცა მსგავსი რამ მოულოდნელად მას თავადვე დაემართა. ჩვენ იმდენად შევეჩვიეთ ჩვენი სამყაროს „ აშკარა “ რაციონალურ ბუნებას, რომ აღარ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ არაფერი ჯანსაღი აზრის საზღვრებს მიღმა. როცა ველური ხვდება შოკიმომგვრელ მოვლენებს,ის არ ეჭვდება საკუთარ ფსიქიკურ სრულფასოვნებაში, ის იწყებს ფიქრს ფეტიშებზე,სულებსა და ღმერთებზე. ჩვენი ემოციები არსობრივად იგივეა. საშინელება,რომელსაც წარმოშობს ჩვენი რაფინირებული ცივილიზაცია, არ არის მეტად საშიში,ვიდრე ის საშინელება,რომელსაც ველურები მიაწერენ დემონებს. თანამედროვე ცივილიზებული ადამიანის მდგომარეობა მაგონებს ერთ ფსიქიურად დაავადებულს, რომელიც ოდესღაც ექიმი იყო. ერთ დილას მე მას ვკითხე როგორ იყო. მან მიპასუხა,რომ გაატარა შესანიშნავი ღამე, როცა ცას უკეთებდა დეზინფექციას,მაგრამ ღმერთის აღმოჩენა სანიტარული დამუშავების დროს ვერ შეძლო. აქ სახეზე გვაქვს ნერვოზი,ან უარესი რამ . ღმერთის ან „ღმერთის შიშის“ ნაცვლად ჩნდება ნევროზი,შფოთვა,ან ფობია. ემოცია არსობრივად იგივე დარჩა, მაგრამ ობიქეტმა შეიცვალა დასახელება,აზრი კი უარესისკენ მიმართა. მაგონდება ფილოსოფიის პროფესორი, რომელსაც ჰქონდა სიმსივნის ფობია. ის დარწმუნებული იყო,რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა,თუმცა ათობით რენდგენის სურათმა არაფერი დაადასტურა.“ მე ვიცი,რომ არაფერი არ არის,მაგრამ ხომ შეიძლება რომ იყოს“- თქვა მან. საიდან შეიძლება წარმოშობილიყო მსგავსი აზრი? აშკარაა,რომ ის გაჩნდა შიშის შედეგად,რომელიც ჩააგონა არაცნობიერმა.ის შეიპყრო ავადმყოფურმა აზრმა და დაიმონა. განათლებული ადამიანისთვის მსგავსი რამის დაშვება ბევრად რთული იყო,ვიდრე ველურისთვის წუწუნი,რომ მას აწუხებენ სულები. ბოროტი სულების უარყოფითი გავლენა პირველყოფილ კულტურაში დასაშვები ვარაუდია,მაგრამ ცივილიზებული ადამიანისთვის რთული მისაღებია,რომ მისი პრობლემები მხოლოდ წარმოსახვის შედეგია. * * * „პირველყოფილი აკვიატება“ არ გამქარალა ცივილიზაციაში, ის იგივე დარჩა. მხოლოდ აიხნება სხვა,ნაკლებად მიმზიდველი ხერხით. მე გავაკეთე რამოდენიმე შედარება თანამედროვე ადამიანსა და ველურს შორის. მსგავსი შედარებები არსებითია ადამიანის სიმბოლური მიდრეკილებების და იმ როლის , რომელსაც თამაშობენ მათი გამომხატველი სიზმრები . აღმოჩნდა,რომ მრავალ სიზმარში წარმოდგენილი ხატებები და ასოციაციები პირველყოფილი იდეების,მითების და რიტუალების ანალოგიურია. ფროიდის მიერ ეს ზმანებები დასახელებულ იქნა „არქაულ გადმონაშთად“. წინადადება გულისხმობს რომ ისი წარმოადგენენ ფსიქიკურ ელემენტებს, რომლებიც შემორჩა ადამიანის ფსიქიკაში მრავალი საუკუნის მანძილზე. ეს თვალთახედვა დამახასიათებელია მათთვის, ვინც განიხილავს არაცნობიერს, როგორც გონების დანართს, ან უფრო მეტყველად, როგორც ნაგავსაყრელი, სადაც იყრება ყველაფერი,რაზეც უარი თქვა გონებამ. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ მსგავსი დამოკიდებულება უსაფუძვლოა. მე აღმოვაჩინე, რომ მსგავსი ასოციაციები და ხატებები წარმოადგენენ არაცნობიერის ინტეგრირებულ ნაწილს და შეიძლება აღმოცენდნენ ყველგან , ადამიანის განათლების და გონების მიუხედავად. ეს ასოციაციები და ხატებები არ არიან უაზრო და უსიცოცხლო გადმონაშთები. ისინი დღემდე ცოცხლობენ, მოქმედებენ და წარმოადგენენ მნიშვნელოვან ფასეულობას თავიანთი ისტორიული ხასიათიდან გამომდინარე. ისინი ქმნიან ხიდს იდეის გააზრებულ და შედარებით პრიმიტიული, მრავალფეროვანი გამოხატვის ფორმებს შორის . .ეს ფორმა მიმართულია უშულოდ განცდებისა და ემოციებისკენ. ეს „ისტორიული“ ასოციაციები წარმოადგენენ დამაკავშირებელ რგოლს ინსტიქტების სამყაროსა და რაციონალურ გონებას შორის. უკვე ავღნიშნე სხვაობა ფხიზელ მდგომარეობაში აზროვნებასა და სიზმრებში წარმოსახვას შორის. აქ შესაძლებელია სხვაობის კიდევ ერთი მიზეზის აღმოჩენა. ცივილიზებულ ცხოვრებაში , იდეების უდიდეს ნაწილს ემოციური ნაწილი წავართვით და მათზე აღარ ვრეაგირებთ. ჩვენ ვიყენებთ მათ მეტყველებაში და ალბათ ვრეაგირებთ კიდეც , მაგრამ როცა სხვა ადამიანები იყენებენ, ისინი ვერ ახდნენ ჩვენზე მნიშვნელოვან ზეგავლენას. იმისათვის, რომ აზრი და ჩვევები შევიცვალოთ , ჩვენზე ეფექტური ზემოქმედების განსახორციელებლად ბევრად მეტია საჭირო . სწორედ ეფექტურ ზემოქმედებას ახდენს „სიზმრების ენა“ , მას გააჩნია იმდენად დიდი ფსიქიკური ენერგია , რომ გვაიძულებს ყურადღება მივაქციოთ.
ჩემი პაციენტი ქალბატონი , ცნობილი იყო თავისი სულელური ცრურწმენებით და საღი აზრის ჯიუტად უარყოფით. მასთან შესაძლოა მთელი საღამოს განმავლობაში უშედეგოდ გეკამათათ - ის არაფერს არ აქცევდა ყურადღებას. მაგრამ მისმა სიზმრებმა მიიღეს სრულიად სხვა მიმართულება. ერთხელ მას დაესიზმრა სიზმარი , სადაც ის მიწვეული იყო სტუმრად ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე. მას მასპინძელი მიესალმა: „ ძალიან სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა, თქვენი მეგობრები აქ არიან და გელიან“. მასპინძელმა იგი მიიყვანა კართან და კარი გაუღო, ქალბატონი შევიდა კარში და გომურში აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში სიზმრის ენა ცალსახად მარტივი იყო. ქალბატონს თავიდან არ სურდა ყურადღება მიექცია სიზმრისთვის, სიზმარმა უბრალოდ შელახა მისი თვითწარმოდგენა და საბოლოოდ მიაღწია მიზანს. რამდენიმე ხნის შემდეგ , ქალბატონმა აღიარია სიზმრის აზრი , მაგრამ ვერ მიხვდა საკუთარი თავის აბუჩად აგდების მიზეზს. არაცნობიერის მსგავს გზავნილებს იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე მას ადამიანების უმეტესობა აცნობიერებს. ჩვენს ცნობიერ ცხოვრებაში ვიმყოფებით სხვადასხვა სახის ზემოქმედების ქვეშ. გარშემომყოფები გვამხნევებენ, ან გვთრგუნავენ, სამსახური და საზოგადოებრივი ცხოვრება გვაშორებს პირად ცხოვრებას. ერთად და ცალცალკე ისინი გვაშორებენ იმ გზას , რომელიც ჩვენ ინდივიდუალურობისთვის არის დამახასიათებელი. მიუხედავად იმისა, ვაღიარებთ თუ არა ამა თუ იმ მოვლენის ზემოქმედებას , რომელსაც ისინი ახდენენ ჩვენს გონებაზე, გონება უკვე აღელვებულია და დაქვემდებარებულია მოვლენებს. ეს განსაკუთრებით აშაკარად გამოხატულია ექსტრავერტ ადამიანებთან და მათთან, ვინც განიცდის არასრულფასოვნებას და დაეჭვებულია საკუთარი თავის მნიშვნელობაში. რაც უფრო დიდ ხანს იმყოფება გონება ცრურწმენების, შეცდომების, ფანტაზიების და ინფანტილური სურვილების ზემოქმედების ქვეშ, მით უფრო გაიზრდება უკვე არსებული ნევროტული დისოციაციის როლი და შედეგად მიგვიყვანს მეტნაკლებად არაბუნებრივ ცხოვრების წესთან, რომელიც შორსაა ჯნამრთელი ინსტიქტების, ბუნებრიობისა და უბრალოებისგან. სიზმრის ფუნქციას წარმოადგენს მცდელობა, საკმაოდ დელიკატური გზით აღადგინოს ჩვენი ფსიქიკური ბალანსი და წონასწორობა. მე ამას ვუწოდებდი სიზმრის დამატებით(ან მაკომპენსირებელ) როლს ჩვენს ცხოვრებაში. ამით იხსნება ის,რომ ადამიანი საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით,არარეალური მიზნებით, ან გრანდიოზული გეგმებით, რომელიც არ შეესაბამება მის რეალურ შესაძლებლობებს, ხშირად დაფრინავს ან ვარდება სიზმარში. სიზმარი ახდენს პიროვნული ნაკლოვანებების კომპენსირებას და ამავე დროს, გვაფრთხილებს არაადეკვატური გზის საფრთხეზე. თუ გამაფრთხილებელი ნიშნები უარყოფილია , შესაძლოა, მართლაც მოხდეს რამე უბედური შემთხვევა. მსხვერპლი შეიძლება, ჩამოვარდეს კიბიდან ან მოყვეს ავტოკატასტროფაში. მახსენდება ადამიანი , რომელიც გახლართული იყო ბევრ საეჭვო აფიორაში. მას განუვითარდა ალპინიზმის ავადმყოფური სიყვარული. ის მუდმივად ეძებდა „საკუთარ თავზე მაღლა“ ასაძრომ ადგილს. ერთ ღამეს მას დაესიზმრა საკუთარი თავი , თუ როგორ გადააბიჯა მან მთის წვერიდან სიცარიელეში. როგორც კი მოვისმინე სიზმარი,მაშინვე დავინახე საფრთხე, შევეცადე, გამეფრთხილებინა იგი, რათა შეეზღუდა თავისი მოგზაურობა. მაგრამ, სულ ტყუილად. ექვსი თვის შემდეგ მან მაინც „შეაბიჯა სიცარიელეში“. სამთო გზამკვლევი უყურებდა , როგორ ეშვებოდა ის და მისი მეგობარი თოკით რთულ ადგილას. მეგობარმა აღმოაჩინა ფეხის საყრდენი კარნიზზე , სიზმრის მხილველი მიყვა მას . მოულოდნელად მან შეასუსტა თოკი და გიდის სიტყვებით , „თითქოს გადახტა ჰაერში“ . ის დაეცა მეგობარს და ორივე დაბლა ჩავარდა. შემდეგი ტიპიური შემთხვევა იყო ერთი ძალიან დიდსულოვანი ქალი, დღის განმავლობაში ის იყო ქედმაღალი და ამპარტავანი. სამაგიეროდ, ღამით, სიზმარში ხედავდა უხამსობით აღსავსე სიზმრებს. როცა ვივარაუდე მსგავსი ტიპის სიზმრების არსებობა, ქალმა აღშფოთებულმა უარყო. ამასობაში სიზმრები გრძელდებოდა და ხდებოდა უფრო სახიფათო,რაც აიძულებდა ესეირნა ტყეში. იქ, სადაც შეეძლო ფანტაზიებისთვის გასაქანი მიეცა. მე დავინახე ეს საშიშროება, მაგრამ მან არ შეისმინა ჩემი გაფრთხილება. მოკლე ხანში მას ტყეში თავს დაესხა სექსუალური მანიაკი და მხოლოდ გამვლელების დახმარებით გადაურჩა გარდაუვალ სიკვდილს,რომლებმაც სულ შემთხვევით გაიგეს მისი ყვირილი. * * * არავითარი მაგია აქ არაა. თვით სიზმრები მიუთითებდნენ იმაზე,რომ ამ ქალს ჰქონდა ფარული ლტოლვა მსგავსი სახის თავგადასავალებისკენ. ზუსტად ისე,როგორც ალპინისტი ეძებდა სიძნელეების გადალახვის გზებს. რა თქმა უნდა, არცერთი მათგანი არ აპირებდა ასეთი მაღალი ფასის გადახდას. ქალს დაუმტვრიეს რამდენიმე ძვალი, ალპინისტი კი გარდაიცვალა. ხანდახან სიზმრებს შეუძლიათ იმ სიტუაციების წინასწარმეტყველება , რომლებიც მომავალში მოხდება. ეს საერთოდ არაა სასწაული,ან მისტიკა. ჩვენი ცხოვრების ბევრ კრიზისს აქვს ხანგრძლივი არაცნობიერი ისტორია. ჩვენ მას ნაბიჯ-ნაბიჯ გავდივართ და ვერ ვაცნობიერებთ ხიფათს, რომელიც ჩვენს გარშემო გროვდება. მაგრამ ის,რასაც ჩვენ მიზანმიმართულად ვცდილობთ, არ შევამჩნიოთ,ხშირად აღიქმება ჩვენი არაცნობიერის მიერ და ინფორმაცია გადმოიცემა სიზმრების სახით. მსგავსი სახით სიზმრები ხშირად გვაფრთხილებენ, თუმცა არა ყოველთვის. გულუბრყვილობა იქნებოდა,მიგვეჩნია, რომ არსებობს კეთილისმყოფელი „ხელი“, რომელიც ჩვენ ყველგან და ყოველთვის გვაჩერებს. უფრო კონკრეტულად, ისინი ხან მუშაობენ,ხან არა. ამ იდუმალებამ შეიძლება გვაჩვენოს დამღუპველი გზაც. ხანდახან სიზმრები ჰგავს ხაფანგს, რომლებიც რეალობაშიც იჩენს თავს. ხანდახან ისინი მოგვაგონებენ დელფოს ორაკულს, რომელმაც უწინასწარმეტყველა მეფეს უდიდესი სახელმწიფოს განადგურება თუ ის გადაკვეთდა მდინარე ხალისს. მხოლოდ იმის შემდეგ,რაც ის დამარცხდა ბრძოლაში, გაირკვა,რომ ეს განადგურებული სახელმწიფო მისი იყო. როცა საქმე სიზმრებთან გვაქვს, არ ღირს გულუბრყვილო დამოკიდებულება. ისინი აისახებიან სულში, რომელიც საერთოდ არ ატარებს ადამიანურ ხასიათს, არამედ წარმოადგენს ბუნების გამოვლინებას,მშვენიერს და კეთილშობილს, მეორე მხრივ კი - სასტიკ ღვთაებას. ამ სულის აღსაწერად საჭიროა მივუახლოვდეთ პირველყოფილი ტყის ზღაპრებსა და უძველეს მითებს,ვიდრე თანამედროვე ადამიანის ცნობიერებას. მე საერთოდ არ უარვყოფ უდიდეს მიღწევებს,რომლებიც ევოლუციამ მოგვიტანა, მაგრამ ეს დიდი დანაკარგების ფასად დაგვიჯდა,რომელთა ხარისხის შეფასებასა და გაცნობიერებას ახლა ვიწყებთ. პირველყოფილი და ცივილიზებული ადამიანის მდგომარეობის შეფასების მიზანი ნაწილობრივ არის ის,თუ რა დავკარგეთ და რა შევიძინეთ. პირველყოფილი ადამიანი ძირითადად ინსტინქტებით იმართებოდა,მისი „რაციონალური“ თანამედროვე მემკვიდრისგან განსხვავებით,რომელმაც ისწავლა საკუთარი თავის კონტროლი. განვითარების პროცესში ჩვენ ვშორდებოდით ღრმად დაფარული ინსტინქტების ფსიქიკურ შრეებს და საბოლოო ჯამში, ფსიქიკური მოვლენების სომატურ საფუძველს. საბედნიეროდ, არ დაგვიკარგავს ძირითადი ინსტინქტური შრეები, ისინი შემორჩნენ სიზმრებში. ეს ინსტინქტური გამოვლინებები(თუმცა მათი ამოცნობა ყოველთვის არაა შესაძლებელი , იმის გამო რომ ატარებენ სიმბოლურ ხასიათს ) თამაშობენ საციცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს, სიზმრების მაკომპენსირებელ ფუნქციაში . აზროვნების მუდმივად შესანარჩუნებლად,გნებავთ, ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, ცნობიერი და არაცნობიერი უნდა იყვნენ მჭიდროდ დაკავშირებულნი და მოძრაობდნენ პარალელურად. თუ ისინი დანაწევრდა,ან დისოცირდა, წარმოიქმნება ფსიქიკური არასტაბილურობა. ამ ურთიერთობებში სიზმრების სიმბოლოები ინსტინქტური ბუნების მნიშვნელოვანი გზავნილებია ადამიანის გონების რაციონალური ნაწილისთვის, მათი ინტერპრეტაცია ამდიდრებს გონებას იმდენად,რომ გონება კვლავ სწავლობს დავიწყებული ინსტინქტების ენას.
რა თქმა უნდა,ადამიანებს აქვთ მიდრეკილება დაეჭვდნენ სიზმრების ამგვარ ფუნქციაში,რადგან სიმბოლოები ხშირად რჩებიან შეუმჩნეველნი,ან გაურკვეველნი. ყოველდღიურობაში, სიზმრები განიხილება, როგორც უსარგებლო საქმიანობა. ამის ილუსტრირება შეიძლება აღმ.აფრიკაში პირველყოფილ ტომში ჩატარებული ჩემი კვლევებით. ჩემდა გასაკვირად, ადგილობრივები უარყოფდნენ, რომ სიზმრებს ხედავდნენ. თანდათან დავრწმუნდი,რომ ისინი,როგორც ყველა,ხედავდნენ სიზმრებს,მაგრამ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ სიზმრებს არანაირი აზრი არ ქონდა. ჩვეულებრივი ადამიანის სიზმრებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ,ამბობდნენ ისინი. ისინი თვლიდნენ,რომ მხოლოდ ბელადების და მკურნალების სიზმრებს ჰქონდა აზრი. ამ ადმაიანებზე დამოკიდებულია ტომის კეთილდღეობა, შესაბამისად, მათი სიზმრები იძენდნენ აზრს. თუმცა,აქაც წარმოიქმნა სირთულე. ბელადმა და მკურნალმა განაცხადეს,რომ მათ არ ჰქონდათ გააზრებული სიზმრები. სიზმრების გაქრობის თარიღს უკავშირებდნენ ინგლისელების გამოჩენას. ახლა „დიადი სიზმრების მისია“ თავის თავზე აიღო ინგლისელმა კომისარმა,რომელიც განკარგვდა მათ ბედს და მისი სიზმრები მართავენ ტომის ბედს. როცა ადგილობრივები აღიარებდნენ,რომ ხედავდნენ სიზმრებს,მაგრამ თვლიდნენ უმნიშვნელოდ,ისინი მოგვაგონებდნენ თანამედროვე ადამიანს,რომელიც დარწმუნებულია, რომ სიზმარი სრული სისულელეა, იმის გამო, რომ თავად ვერაფერს ხვდება. ცივილიზებულ ადამიანსაც კი შეუძლია შეამჩნიოს,რომ სიზმარს, რომელიც შეიძლება დაავიწყდეს, აქვს შესაძლებლობა, შეცვალოს მისი ქცევა ნეგატიურად,ან პოზიტიურად. სიზმარი ამ შემთხვევაში აღქმულია,მხოლოდ არაცნობიერ დონეზე. როგორც წესი,ეს ასე ხდება. მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევებში, როცა სიზმარი შთამბეჭდავია,ან რეგულარულად მეორდება, უმეტესობა მიიჩნევს მის ახსნას აუცილებლობად. აქ უნდა გაგაფრთხილოთ სიზმრების არაკომპეტენტური ანალიზის შესახებ. არსებობენ ადამიანები, რომელთა ფსიქიკაც იმდენად არასტაბილურია,რომ მათი სიზმრების გაშიფვრა შეიძლება აღმოჩნდეს განსაკუთრებით სარისკო. მსგავს შემთხვევაში ზედმეტად ცალმხრივი აზროვნება მოკვეთილია შესაბამისი „გაგიჟებული“ არაცნობიერისგან და ამ ორის დაკავშირება არ უნდა მოხდეს შესაბამისი მომზადების გარეშე. ფართო გაგებით დიდი სისულელე იქნებოდა იმის დაშვება, რომ არსებობს რაიმე სახის მზა სისტემური სიზმრების ამხსნელი, რომლის შეძენა და მასში შესაბამისი სიმბოლოს მოძებნა საკმარისია. ყველა ადამიანი განსხვებულად აკეთებს თავის არჩევანს, რომლითაც მისი არაცნობიერი ავსებს,აკომპენსირებს ცნობიერს. სრულიად შეუძლებელია იყო დარწმუნებული,რომ სიზმრები და მათი სიმბოლიკა შეიძლება რამენაირად იქნას კლასიფიცირებული. თუმცა არსებობენ სიზმრები და ცალკეული სიმბოლოები(. მე მირჩევნია ვუწოდო მათ „მოტივები“), რომლებიც ტიპიურია და ხშირი. მგავს მოტივებში ყველაზე ხშირია ვარდნა, ფრენა, დევნა მტაცებელი ცხოველების,ან მტრების, საზოგადოებრივ ადგილებში შიშველ,ან ნახევრად შიშველ,ან უხერხულ ჩასაცმელში გამოჩენა,სიჩქარის ან დაბნეულობის მდგომარეობა ხალხმრავალ ადგილას, ბრძოლა უიარაღოდ,ან უვარგისი იარაღით, დამღლელი სირბილი არსაით. ტიპიური ინფანტილური მოტივია სიზმარი,სადაც განუზომლად ვიზრდებით,ან ვპატარავდებით,ან გადავდივართ ერთიდან მეორეში,რაც ხშირად ხდება მაგალითად ლუსი კეროლის ალისას საოცრებათა ქვეყანაში. მინდა ხაზი გავუსვათ, რომ ეს მოტივები განხილულ უნდა იქნას მთელი სიზმრის კონტექსტში დ არა თვითგამომხატველ შიფრად. განმეორებადი სიზმარი განსაკუთრებული მოვლენაა, არსებობს შემთხვევები როცა ადამიანები ხედავენ ერთსა და იმავე სიზმარს ადრული ბავშვობიდან ღრმა სიბერემდე. მსგავსი ტიპის სიზმარი წარმოადგენს მცდელობას დააკომპენსიროს რომელიმე ცალკეული ცხოვრებისეული დეფექტი,რაც აქვს პიროვნებას. ან შეიძლება ის ჩნდება რომელიმე ტრამვული მომენტის შედეგად , რომელმაც შექმნა გარკვეული განწყობა და მიაყენა რაიმე სახის ზიანი. ხანდაან მსგავსი სიზმარი შეიძლება გვაფრთხილებდეს რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ მომავალში. რამდენიმე წლის მანძილზე მე ვხედავდი მოტივს, რომელშიც ჩემს სახლში „ვხსნიდი“ საცხოვრებელ სივრცეებს,რომელთა არსებობის შესახებაც წარმოდგენა არ მქონდა. ხანდახან ეს იყო ოთახები, რომელშიც ცხოვრობდნენ ჩემი გარდაცვლილი მშობლები,სადაც მამა, ჩემდა გასაკვირად, მუშაობდა ლაბორატორიაში და სწავლობდა თევზების ანატომიას, ხოლო დედა მართავდა მოჩვენებების სასტუმროს. როგორც წესი, ჩემთვის დღემდე უცნობი სასტუმრო ფრთა წარმოადგენდა დიდი ხნის დავიწყებულ ისტორიულ შენობას, რომელიც მემკვიდრეობით მერგო. იქ იყო საინტერესო ანტიკური ავეჯი და სიზმრის ბოლოში მე ვპოულობდი უცნობი წიგნებით სავსე ბიბლიოთეკას. ბოლოსდაბოლოს, მე გავხსენი ერთერთი წიგნი და აღმოვაჩინე შესანიშნავად შესრულებული სიმბოლური ნახატები. აღფრთოვანებულმა გავიღვიძე. რამდენიმე ხნით ადრე სანამ სიზმრების სერიის დასასრულს ვნახავდი, ბუკინისტს შევუკვეთე ერთერთი შუა საუკუნეების ალქიმიის კრებული, ლიტერატურის თვალიერებისას აღმოვაჩინე ციტატა,რომელიც ჩემი აზრით, დაკავშრებული იყო ბიზანტიურ ალქიმიასთან და მოვისურვე მისი შემოწმება. სიზმრის ხილვიდან რამდენიმე კვირაში მოვიდა წიგნების ამანათი მოვაჭრისგან, სადაც აღმოჩნდა პერგამენტის ტომეული,რომელიც დათარიღებული იყო მე-16-ე საუკუნით და ილუსტრირებული იყო მომსუსხველი სიმბოლური ნახატებით, რომლებაც მაშინვე გამახსენეს ის ნახატები, რომლებიც ვნახე სიზმარში - ალქიმიის პრონციპების ხელახლა აღმოჩენის აზრით, რომელიც ჩემთვის წარმოადგენდა ფსიქოლოგიის ხელახლა გააზრების შემადგენელ ნაწილს. განმეორებადი სიზმრის მოტივი საკმაოდ ნათელია. სახლი წარმოადგენდა ჩემი პიროვნების სიმბოლოს და მისი ცნობიერი ინტერესების სფეროს, შენობის უცნობი ნაწილი წარმოადგენდა წინასწარ აღფრთოვანებას ინტერესების ახალი სფეროთი, რომლის შესახება<
--------------------
Death is not the greatest loss, it is what dies inside us, while we are still alive
|