Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > მუხრან მაჭავარიანი


Posted by: რუსთაველი 14 May 2008, 19:16
user posted image

მაჭავარიანი მუხრან ივანეს ძე დაიბადა სოფელ არგვეთაში, საჩხერის რაიონში 1929წლის 12 აპრილს.

დაამთავრა თსუ - ის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1954 წელს.
1963 – 64 წლებში იყო ჟურნალ „პიონერის“ მთავარი რედაქტორი.
1967 – 82 წლებში ჟურნალ „დილის “მთავარი რედაქტორი.
1982 წლიდან ალმანახ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორია.
პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „ლექსები“ – 1955წ.

1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - „წითელი მზე და მწვანე ბალახი“ და „სიჩუმე უშენოდ“, რომელიც რუსულად თარგმნა ე. ევტუშენკომ.

ამ კრებულისათვის მ. მაჭავარიანს მიენიჭა ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება 1959წ. მომდევნო კრებულები „ლექსები, პოემა“ დაიბეჭდა 1962წ. „იარონ“ – 1970 წელს; „თქვი“ – 1971წ.; „ვინც იყო, იგი რომ არა...“ – 1973 წ.; „დუმილი რეკავს“ – 1974წ.; „ლექსები“ – 1976წ.; „ერთტომეული“ – 1979წ.

ეს იყო მკვეთრად თავისებული პოეტური ხმის დახვეწის, სრულყოფის ეტაპები.

მ. მაჭავარიანის მთელი შემოქმედება სამშობლოს სიყვარულთაა შთაგონებული, მისი შემოქმედებული კრებულიც, პირველ ყოვლისა, პატრიოტიზმზეა დაფუძნებული („საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე“, „ხარ სავსავი ჩემთვის ტაძარი“, „თქვა ოპიზარმა“, „დუმილი რეკავს“ და სხვა).

პათოსითა და სიმახვილით გამოარჩევა მუხრანს რამდენიმე ლექსი, რომელშიც ხაზგასმულია შემოქმედის, როგორც მოქალაქის პოზიცია („სხდომა“, „ხმას ამოიღებ...“, „რაშია საქმე“ და სხვა).

მ. მაჭავარიანის ლექსები ცნობილ ისტორიულ ამბავს წარმოსახავს და ბალადურად ვითარდება („საბა“ , „დავითი“, „ჭოლა“, „ვახტანგ მეფის ნანადირევი“ და სხვა). მათში აღსანიშნავია მხატვრის თვალთახედვა, ეფექტური აღქმა და ფრაზის აზრობრივი ტევადება.

მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფილოსოფიურ ლირიკას, რომელც უმეტესწილად მცირე ზომის ლექსებით, ზოგჯერ თითო პოეტური წინადადებით არის წარმოდგენელი („უკვე მოვხუცდი“, „თქვი“, „როდემდე“, „ვეძებ და ვეძებ“ და სხვა).

ერთობ ნიშანდობლივია მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებაში სოფლის თემა, მშობლიური პეიზაჟები, წელიწადის დრონი და ყოფაცხოვრებითი სურატები, რომლებსაც ახლავს მზიური, მაჟორული განწყობა და ჯანსაღი დაძალოვანი შეგრძნებანი.

მ. მაჭავარიანის ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.

Posted by: რუსთაველი 14 May 2008, 19:20
ეს ჩემი უსაყვარლესი ლექსია მისი შემოქმედებიდან

* * *

ანდუყაფარო,
ლიპარიტო, -
დარნო მთათანო,
ბაგრატოვანთა ბანოვანის ტანო-ტატანო,
ბიჭო სესეო,
თოთიკაანთ ქალო მელანო,
ვაჟას არწივო,
შოთას ვეფხვო,
ტატოს მერანო;

ბზიფო,
ენგურო,
ალაზანო,
მტკვარო,
იორო,
აგერ ახლახანს გარდაცვლილო გალაკტიონო;
ქინძმარაულო,
ტიბაანო, -
ღვინოვ კახურო;
გამოსროლილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო,
დიდო კოლხეთო,
დიდო ქართლო,
დიდო შამქორო, -
ვერ დამადუმონ,
ვერ დამძალონ, -
თუნდაც ჩამქოლონ…

ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს –
ფრთები მასხია თქვენგნით, მხოლოდ თქვენგნით
რამეთუ.

Posted by: რუსთაველი 14 May 2008, 19:34
ორნი

მოდიან როცა ღამეა,
ჩემთან კახი და ფშაველი;
კახია ზაქიჭამია,
ფშაველი,- გველისმჭამელი,

გათენებამდე რჩებიან
ჩემთან კახი და ფშაველი;
ხითხითებს ზაქიჭამია,
ქვითინებს გველისმჭამელი,

გათენებისას მიდიან
ჩემგან კახი და ფშაველი;
თეთრონით, - ზაქიჭამია,
წითლონით, - გველისმჭამელი.

Posted by: რუსთაველი 14 May 2008, 19:44
რა გითხრა, ძმაო, ამაზე მეტი

რა გითხრა, ძმაო, ამაზე მეტი?!
(როსმე შენც ამას მეტყოდე ნეტა):
შენ მოგცეს ღმერთმა, -
რაც გინდა ჩემთვის,
რაც მინდა შენთვის, -
მე მომცეს ღმერთმა.

და ერთადერთი მე ახლა მინდა,
და არაფერი არ მინდა მეტი;
ეს გულის გლეჯით ნათქვამი სიტყვა
შემდაგი წყევლა არ იყოს შენგნით.

Posted by: რუსთაველი 14 May 2008, 19:58
მხოლოდ ერთი რამ

მხოლოდ ერთი რამ, -
ერთადერთი მინდა ვიცოდე;
თქვი გულახდილად:
საქციელი მოგწონს შენი შენ?!
თუნდ, -
ყველაფრითურთ, -
თვით სიცოცხლე,
შენი სიცოცხლე.
იმ მოთმინებს არის ღირსი,
რასაც შენ იჩენ?!

Posted by: რუსთაველი 14 May 2008, 20:07
გოდება ცოტნესი
(უკვე ღრმად მოხუცისა)

ეს რაო გვიყავ?! –
ე ვის ხელში ჩაგვყარე ზენავ?! –
გვრიტ არს ამათთან შედარებით თვით ყრუ მურვანი!
კაცი დავბერდი,
მე ამათი გავიგე ვერრა;
ჩვენი ამ რეგვენთ
არამარტო არ მოსწონთ ენა,
ასე განსაჯე,
გვიწუნებენ ზოგჯერ პურ - მარილს.
თავი თვითეულს ისე ყინჩად უჭირავს ჩვენში, -
თითქოს ის ჩვენთან კი არ იყოს,
ჩვენ ვიყოთ მასთან...
ასი წელია სულსა ღაფავს ქართლი მათ ხელში

და კიდევ ასე,
ღმერტმა იცის, - რამდენხანს გასტანს.

კი, მაგრამ, ღმერთი აღარაა?! –
სადაა?! - თუა?! –
ასე აბუჩად შეიძლება აგდება ერის?!
ბედი ქართლისა გადაწყვიტა ვინც ორწყალშუა,
ჩვენი უმტრესი ის გამოდგა დაბოლოს მტერი.

რაც მოვითმინეთ, მოთმინებად, მე მგონი, კმარა! –
დროა მივბაძოთ გმირტა ძველთა, -
კაცთა უწინდელთ!
ცოტნეს თავისი წელზე ერტყას დადიანს ხმალი
და საქართველოს, მამულს მისას, ასე უჭირდეს?!

კი, მაგრამ, ღმერთი აღარაა?! –
არადა როა!?
ვაი დედასა! - რა უბრალოდ წავაგეთ ჭყუა!
ვის შევეყარეთ! –
ეს ვინცხაა, მურვანზე ყრუა!
როგორც ვიყავით,
ვიმყოფებით კვლავ ორწყალშუა!

Posted by: რუსთაველი 14 May 2008, 20:12
გუშინდელს ჰქონდა უდიდესი
შეძახილს ფასი


გუშინდელს ჰქონდა უდიდესი
შეძახილს ფასი! -
ამაზრზენია
დღევანდელი ყეფა და რიხი! –
ხმის ამოღება
ვინაიდან ღირს მხოლოდ მაშინ,
აკრძალულია
როდესაც
იგი!

Posted by: რუსთაველი 14 May 2008, 20:15
დღევანდელი დღის პასუხი

- ნუ იპარავ, ნუ იბოზებ! –
როგორც ბრძენმა ბრძანა მოსემ;
მართლა ასე რომ მოიქცე, -
მუცელს რითი ამოივსებ?!

ამ კითხვაზე (ნურვის უკვირს, -
ნურცა კეთილს, ნურცა ბოროტს)
დღევანდელი დღის პასუხი
რომ ღიმილი არის მხოლოდ.

Posted by: რუსთაველი 14 May 2008, 20:24
ორი რამე

ეს ჭინჭილაა, -
მამაჩემმა რაც დამიტოვა;
ძილარხეინი,
ღვთის წინაშე,
ვარ ამიტომაც.

ეს ქვეყანა, -
მამაჩემმა რაც დამიტოვა;
ძილგატეხილი,
ღვთის წინაშე,
ვარ ამიტომაც.

ეს ორი რამე, -
მამაჩემმა რაც დამიტოვა;
თუ გავიმეტო,
არ დამინდოს ადამის ტომმა.

Posted by: რუსთაველი 14 May 2008, 20:33
პაოლო

ზოგს რაც პოემით ვერ უთქვამს მგოსანს, -
ძალუმდა მისას კალმის ერთ მოსმას...
დრო დიდი მან არ ღირსა ჭოჭმანს, -
საწურთო დათმო ჩემზე უმცროსმა.

მე ყურს არ ვუგდებ, დღეს ვინ რას როშავს,
სულსა ვერ სძლია, ეს ვიცი, ხორცმა...
პაოლომ ტყვია იგლიჯა როცა,
დროს ჰგლიჯა ტყვია,
დროსა!

რაც მთავარია,მას, ნიჭის გარდა
(რასაც ვერარა ვერ მაღალს ხალთა);
სინდისიც ჰქონდა,
სინდისიც ჰქონდა, -
აქვს რაც ამ ქვეყნად ძალიან ცოტას!

Posted by: რუსთაველი 14 May 2008, 21:14
ყველას თავისი აქვს მუღამი სახელის შორის

მე არ მეგონა თუ ოდესმე, როგორც პოეტი,
ხალხის სიყვარულს ამოდენას მოვიპოვებდი.

საქართველოში მე იმდენად გავხდი საქები,
სახელს იხვეჭენ ჩემი ლანძღვით ავაზაკები.


P.S. სულაც არ მიკვირს ეს ამბავი მე, სხვათაშორის, -
ყველას თავისი აქვს მუღამი სახელის შოვნის.

Posted by: რუსთაველი 14 May 2008, 21:27
* * *

სიყვარულისთვის არასოდეს არაა გვიან;
დრო განუსაზღვრონ;
ნაღდ სიყვარულს ეგღა აკლია;
ვაი, იმ ტრფობას, -
სიყვარული რომელსაც ჰქვიან,
სინამდვილეში დახვეწილი სიყალბე კია.
ქებათაქება იმ უტკბეს წუთსა,
იმ ნეტარებას ქებათაქება,
როდესაც გიყვარს (არ იცნობ თუმცა),
ძმარიც კი როცა გებადაგება.

Posted by: რუსთაველი 14 May 2008, 21:48
Просим!

არის ერთი საქმე, -
საქმე სამშობლოსი:
ისმის მხოლოდ „ვაჰმე“,
ბჭობენ მასზე როცა.

ისე, რომ თქვას კაცმა,
ამ საქმეზე, ნეტა,
ვისმე როსმე რასმე
ეტყვის მამაღმერთი?!

არის ერთი საქმე, -
საქმე სამშობლოსი:
ახალს ბრძანებთ რასმე?! –
კი, ბატონო,
Просим!

Posted by: Mali_Mali 14 May 2008, 22:02


რაც ჩემამდეა ჩადენილი უჩემოდ შენგან,
რაც მე არ ვიცი,რაც, შენს გარდა იციან სხვებმა,
რაც ჩემამდეა ჩადენილი უჩემოდ შენგან,
იგი მგვრის, ალბათ,
უმიზეზოს ხანდახან სევდას.



love.gif


ჩემი საყვარელი პოეტია love.gif

Posted by: რუსთაველი 14 May 2008, 22:03
ახლა ისეთი დროა

ჩემგნით ვლენილი ჭკუა, -
პოხილი როა სისხლით, -
მეათასედი თუა, -
რაც შემიძლია, - მისი.

და ესე ასე როა, -
რაის გამოა, იცი?! –
ახლა ისეთი დროა, -
მეტის არაა ღირსი!

Posted by: Mali_Mali 14 May 2008, 22:10
შენ არც კი იცი, ვარ შენდამი რა გრძნობით სავსე;
გამოიხატვის ორი სიტყვით ეს გრძნობა ასე:
მხოლოდ იმიტომ გამოგყევი ამხელა გზაზე,
რომ შენთვის ხელი გადამესვა გაყრისას თავზე.



love.gif

Posted by: რუსთაველი 14 May 2008, 22:14
ირონიული

შენ, ვისაც გინდა, საქართველოს მრავლად უსურვო
კაცი კეთილი,
კაცი სათნო,
კაცი უშურო.

მე საქართველო ჩემსას მიჯობს თუმცა სიცოცხლეს, -
უნდა იცოდე,
თუ არ იცი,
უნდა იცოდე:

სული რომელსაც არ ამოსდის მეგობრის შურში,
შეუძლებელი არის ყოვლად, ის იყოს გუნჯი.


Posted by: რუსთაველი 15 May 2008, 00:03
იესოსავით

თუ არ დააძღა შენსას იარებს
გაუმარძღარი ყორანი შავი,
ფრთებს თუ არ გაშლი (ორბებრ კი არა),
ფრთებს თუ არ გაშლი იესოსავით:

ვერ ახვალ ცაში,
ვერ ახვალ ცაში, -
მუცლით იხოხებ მიწაზე მაშინ.

გარეშე ჯვარსცმის,
გარეშე ჯვარსცმის,-
ჯერ არ ასულა არავინ ცაში.

ცად მხოლოდ მაშინ ადის მგოსანი, -
ფრთებს როცა გაშლის იესოსავით.

Posted by: რუსთაველი 15 May 2008, 00:15
***

დღეს, - მე რო მოკვდე, -
ეს იქნება უსამართლობა!
უფალს შემწირავს არაერთი
თუმცა მადლობას)!

განთიადია, -
უხილავი ცეცხლი მედება;
თუ ჩაუღრმავდი,
თუ ჩაცაწვდი,
შემოქმედება,
რაც მართალია, - მართალია, -
ჯვარცმა ყოფილა!
და
რა დროს ჩემი სიკვდილია, -
ჯერ არც ვშობილვარ

Posted by: რუსთაველი 15 May 2008, 00:47
***

კაცი არ მახსოვს, -
კაცობა რომ მესწავლა მისგან! –
მეტი რაიღა,
თუ გიყვარდე,
გინდა ღვთის რისხვა?!
და გაოცებასგადაჩვეულს
მაოცებს ისღა:
კაცი საერთოდ
რანაირად არ შემეზიზღა!

Posted by: რუსთაველი 15 May 2008, 00:58
წყალს სხვანი ვინმე სმენ

დღეს თავს ვინც გმირად ასაღებს
და ეტმასნება ერს...
ვინც ღრმად დუმს იმის შესახებ, -
ჯვარს როგორ მაცვეს მე...
ნამუსი ტუ აქვს ერცახე, -
რა პასუხს აძლევს ღმერთს?!
რუ ვთხარე, - ჭირი მე ვნახე,
წყალს სხვანი ვინმე სმენ).

Posted by: რუსთაველი 15 May 2008, 01:08
რომ იკლოს მაინც
სერიოზულად ამ ბოლო დროს ვფიქრობ მე ხშირად:
- ისჯება ქურდი აქლემისა, ქურდი ნემსისა...
რატომ არ უნდა ისჯებოდეს ქურდი ლექსისა?!

ჯარიმა მაინც დავაწესოთ ლექსის პარვაზე!? –
რომ იკლოს მაინც, -
რაც მძვინვარებს ყოველ პარასკევს.

Posted by: რუსთაველი 15 May 2008, 01:25
ვეფხისტყაოსანი


ამგვარი სიმღერის
ვინაა მგალობელი?! –
პოეტი ამხელა
ბრძანება სხვა რომელი?!

შეხედე, შეხედე! –
ცისა ჟღერს თითქო თაღი...
ამ სიტყვას თვით ღმერთი
ამ რიგად იტყოდა კი?!

Posted by: GIJPOETA 15 May 2008, 11:13
გაიტანეთ და შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ ჩემი სხეული
თუ არ გამოვდექ საქართველოსთვის
მერე დამწვით და ჩემი სხეული ფერფლად ქცეული
ქარს გაატანეთ საქართველოსთვის
გაიტანეთ და შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ ჩემი სხეული
საქართველოსთვის.... საქართველოსთვის...


აი ეს ცემი ერთ ერთი უსაყვარლესი ლექსიააააააააა

Posted by: enagrdzeli 15 May 2008, 13:47
ამ ქვეყნად მოსვლა ჩემი და შენი,
თქვი! --
ნუთუ მარტო იმიტომ ღირდა,-
რომ სიკვდილამდე
რაღაცას ელი,
და იმის მერეც
რაღაცა გინდა...

Posted by: რუსთაველი 15 May 2008, 13:48
GIJPOETA

კი კარგი ლექსია.. საერთოდ ყველა ლექსი კარგი აქვს მუხრანს, თავისებური, ყველასგან განსხვავებული..

enagrdzeli

შენ კი ვხედავ, რომ გიყვარს ქართული პოეზია.. მაგრამ თხოვნა იქნება ჩემი ამ თემაში, მიაქციო იქნებ ყურადღება ლექსებს და ეცადო იგივე არ დაწერო smile.gif

ზოგიერთ თემაში, ერთი დაწერს ერთ ლექსს და ქვევით სხვაც იგივეს წერს და.. არაა ლამაზი

მოფრინდა ჩემი ბოლოკარკაზი

წვიმა მესხურა მყოფსა ალყაში,
სიტყვამ მზისაებრ შეჰქმნა კაშკაში,
მთა ამომიდგა მხარში კავკასის;
მოფრინდა ჩემი ბოლოკარკაზი,
მოფრინდა ჩემი ბოლოკარკაზი.

ჩემო ლამაზო, ბოლოკარკაზო,
ბოლოკარკაზო, ჩემო ლამაზო,
ჩემო ღიღილოვ, ჩემო ყაყაჩოვ,
ჩემო ძმაო და ჩემო ძმაკაცო,
ნეტავი, შენთან ყოფნით გამაძღო,
თვალი ორგულთა რათა დავასხო,
საქმე გავხადო მათი სამასხროდ.

წვიმა მესხურა მყოფსა ალყაში,
სიტყვამ მზისაებრ შეჰქმნა კარკაში,
მთა ამომიდგა მხარში კავკასის;
მოფრინდა ჩემი ბოლოკარკაზი,
მოფრინდა ჩემი ბოლოკარკაზი.

ჩემო ლამაზო, ბოლოკარკაზო,
შენგან მსმენია: - ვცნობდი საბასო,
გმირსაც ვცნობდიო, გითქვამს, სამასსო,
ზოგჯერ ვწვევივარ თვით შაჰ - აბასსო,
მე ის არ მიყვარს, შიშს ვინც ყლაპავსო,
მტლედ დავედები ხარსა ლაბასო,
მძაგსო - არისო რაც ულამაზო...
შენ გენაცვალე, ბოლოკარკაზო.

წვიმა მესხურა მყოფსა ალყაში,
სიტყვამ მზისაებრ შეჰქმნა კარკაში,
მთა ამომიდგა მხარში კავკასის;
მოფრინდა ჩემი ბოლოკარკაზი,
მოფრინდა ჩემი ბოლოკარკაზი.

Posted by: enagrdzeli 15 May 2008, 14:06
რუსთაველი
QUOTE
enagrdzeli

შენ კი ვხედავ, რომ გიყვარს ქართული პოეზია.. მაგრამ თხოვნა იქნება ჩემი ამ თემაში, მიაქციო იქნებ ყურადღება ლექსებს და ეცადო იგივე არ დაწერო

გათვალისწინებულია smile.gif
არა მარტო ამ თემაში,ყველა თემაში ვცდილობ მივაქციო ყურადგება,შენი შენიშვნის შემდეგ smile.gif

Posted by: რუსთაველი 15 May 2008, 14:11
enagrdzeli

კარგი smile.gif მადლობა

სუფრული

არგვეთი მოსპო მურვან ყრუმ
(დედა ვატირე მე მისი!);
გულს შავი მიკლავს მე ნამყო
და არანაკლებ მერმისი.

კახეთი მოსრა აბასმა
(დედა ვატირე მე მისიც!);
ტკბილი ჩაგვშხამდა ჭამა - სმა,
ძილი წაგვერთვა ნებისი.

ქართლი გათრება თემურმა
(დედა ვთქვა?! - რა ვთქვა მე მისი?!);
ვინ მოთვლის, თავდადებული
რამდენი მოკვდა ერისთვის.

მაგრამ ვერც ერთმა თემურმა
ხოში ვერ ჩაჰკლა ქეიფის:
„ - ქვედრულა მოდიდებულა!“
„ - გაღმა - გამოღმა ხრეითი!“

Posted by: enagrdzeli 15 May 2008, 14:18
ალღო მითხარი,ქართველთანი როგორ ვიწამო?!
მითხარ,როდემდე ავარიდო თვალი წიწამურს?!
კარგს რას მაუწყებ,ყურთასმენა რომც დავიძაბო?!
საქართველოო, გოლგოთაზე უფრო ციციაბოვ!

Posted by: რუსთაველი 16 May 2008, 02:06
ოთარ რაზმაძე

ვით პლეხანოვზე,
სხვა ხალხია ახლა ვერაზეც, -
ის აღარაა
(არც აქ, არც იქ),
იყო რაც მაშინ!
შესაძლებელი დავიწყება არის ყველასი! –
არ შეიძლება დავიწყება ოთარ რაზმაძის!

ის იყო ნაღდი!
ის პოეტად იყო ნაშობი!
ის მათ არ ჰგავდა,
რომ არიან დღეს ათასობით!
ბევრიც ეძებო, -
კაცს მეორეს ვერ მომიძებნი,
რომ ლექსის მგრძნობი,
კაცის მცნობი
იყოს მისებრი!

ესაა საქმე?! –
კვდება სწორედ კაცი ალალი! –
ის კი ჯანზეა, -
სიკვდილი ვისი წამალიც!


Posted by: რუსთაველი 16 May 2008, 02:11
თბილისური

დღეს, რანაირი, მეგობარო, დროა, ხო იცი?! –
დრო არ გეგონოს პაწკასი და ვახტანგ ჭყოიძის!..

მოკვდა ვერაზე შავგულიძის დგომა დოინჯით,
გავლა - გამოვლა ვალიკოსი მოკვდა დოლიძის
და ჯოხით ხელში სიარული მელიტონიჩის.

დღეს, რანაირი, მეგობარო, დროა, ხო იცი?!

Posted by: enagrdzeli 16 May 2008, 04:05
ვითარცა მტკვარი

მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა,
და დრო გადიოდა...

Posted by: რუსთაველი 16 May 2008, 07:32
***

მე ჯერ კიდევ აგერ ახლა, შარშან, -
სევდა მიჩნდა სიხარულის გარსად.

აწ კი ჩემთვის, როს დავბერდი კაცი, -
სიხარულის გარდა სევდის გარსი.

გაცაფრინდი! გაცაქროლდი! გასწი! –
ყოველგვარი გაგლიჯევი გარსი!



Posted by: რუსთაველი 16 May 2008, 07:43
ბარაქალა

ბარაქალა მის ბაღ - ვენახს, -
წინ არ უსწრებს ვისაც ენა;
ვინც მამულის ერთგულია,
ვით ილიას ლელთ ღუნია!

ბარაქალა მის მარჯვენას, -
გამარჯვების ვისაც სჯერა;
ვინც მამულის ერთგულია,
ვით ილიას ლელთ ღუნია!

ბარაქალა, ბარაქალა, -
ვინც არაა სალახანა;
ვინც მამულის ერთგულია,
ვით ილიას ლელთ ღუნი

Posted by: რუსთაველი 16 May 2008, 08:17
ვიგონებ

ვიგონებ ღამეს,
უმთვარო ღამეს,
ღამეს ვიგონებ, -
ფერად ქვანახშირს,
ვიგონებ მამას, -
მეგობრის მამას,
ვინც საკუთარში
მოკვდა ვენახში.

ვიგონებ დილას,
უმზეო დილას,
დილას ვიფონებ, -
ფერად გულაბსა,
ვიგონებ იმას,
ვინც სცადა ხშირად
და ვერ დამაჭრა
ხახვი ყურებზე.

ვიგონებ დიაცს,
გულკვეთილ დიაცს,
დიაცს ვიგონებ, -
ფერად წითურსა,
მაკლია ახლა
რომელიც დიდად,
ჰქონდა რომელსაც
სუნი ციტრუსთა.

Posted by: enagrdzeli 16 May 2008, 22:19
უნდა გაცვითო რამდენი ბონდი,
უნდა იტვირთო რამდენი ლოდი,
უნდა იგუო რამდენი ჭოტი,
უნდა იწვნიო რამდენი შოლტი,
უნდა გაწყვიტო რამდენი ბარდი,
უნდა ახადო რამდენი ფარდა,
უნდა დაღვარო რამდენი სისხლი,
უნდა ჩაყლაპო რამდენი ზიზღი
კაცი რომ გახდე
კუთვნილის ღირსი!


Posted by: kukuruku 17 May 2008, 01:19
საინტერესოა არის თუ არა მუხრან მაჭავარიანი სხვა საბჭოთა და პოსტ საბჭოთა პოეტებივით მედროვე, თუ მას ეკუთვნის ლექსი, სადაც ამბობს ,,ამ ვიწრო ქუჩაზე კომუნიზმი ვერ შემოეტევა!"
ჰა? biggrin.gif

Posted by: რუსთაველი 17 May 2008, 08:40
შეხვედრა

ხარ რაიონში. კაცი შენხელა
ჯერ არ ყოფილა აქ, შენი ფიქრით...
- აქ შოთაც იყო შარშან კრიხელი,
ჟურნალ „დილაში“ რომ წერამს, იგი.

დაგენგრა სახე. ღმერთივით ღვინოს
გემო მიეცა უცებ შხამისა...
- მარტლა?! –
რას ბრძანებთ! - და გაიღიმებ;
ფიქრობ:
- ამ ვირმა, ხედავ, რა მითხრა!?

ღამეს დაიფრენს, ვიცი მზის სახრე,
შეენარცხება ტოროლა ცისკარს...
გაარჩევს კია როსმე ეს ხალხი
მთხლესა და ოქროს ერთმანეთისგან?!


Posted by: enagrdzeli 17 May 2008, 14:01
შენ-
სისიხლო ჩემო -
სად არ დაღვრილო...
შენ-
სად არ გხვრეპდა შავი ყორანი...
ვინ გაგაკვირვოს,
რამ გაგაკვირვის,
ნადიდგორალი,
ნაშამქორალი.
შენ-
სისხლი ჩემო,
შენი ღვაწლია,
რამაც აქამდე კი მოაღწია:
სვეტიცხოველი,
ხანძთა,
ვარძია
და ისიც
რაც მტერს წარუტაცნია...

Posted by: unknown lady 17 May 2008, 23:55
უცხოელ პოეტს



არავის გაქვთ?



================

Posted by: enagrdzeli 18 May 2008, 08:56
(ჩემი წინა პოსტის გაგრძელება biggrin.gif)


...
შენ-
სისხლო ჩემო
სენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგვრძნია...
სიტყვა,რომელიც გეჩოთირება
ვცდილობ გაშორო
რაც შემიძლია.
შენ-
სისხლო ჩემო,
სისხლი ხნიერო,
დაუცხრომელო და უცნაურო...
საბრდნიეროდ,
საბედნიეროდ,
ჰაი,ჰაი,რომ
კიდევ ხმაურობ!..

Posted by: jin-jer 23 May 2008, 13:54
ანდუყაფარო,
ლიპარიტო, -
დარნო მთათანო,
ბაგრატოვანთა ბანოვანის ტანო-ტატანო,
ბიჭო სესეო,
თოთიკაანთ ქალო მელანო,
ვაჟას არწივო,
შოთას ვეფხვო,
ტატოს მერანო;
ბზიფო,
ენგურო,
ალაზანო,
მტკვარო,
იორო,
აგერ ახლახანს გარდაცვლილო გალაკტიონო;
ქინძმარაულო,
ტიბაანო, -
ღვინოვ კახურო;
გამოსროლილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო,
დიდო კოლხეთო,
დიდო ქართლო,
დიდო შამქორო, -
ვერ დამადუმონ,
ვერ დამძალონ, -
თუნდაც ჩამქოლონ…
ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს –
ფრთები მასხია თქვენგნით, მხოლოდ თქვენგნით
რამეთუ.

Posted by: enagrdzeli 23 May 2008, 13:58
აქ,
მიწის გამო,
ორი კაცი
როცა პაექრობს,
ფეხის წვერებზე
ღელის გაღმა
იწევს სამრეკლო;
ამაოდ ცდილობს
ყურადღების
მიპყრობას იგი, -
არ იხედება
არავინ იქით.

Posted by: jin-jer 23 May 2008, 14:36
საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
გულში
ღიმილით
ვიტყვი: -

რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! -
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!

პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი რაც კი არსებობს ირგვლივ, -
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად -
ღალატიაო
მაგგვარი
ფიქრი!



Posted by: enagrdzeli 23 May 2008, 14:37
საქართველო და... უსვეტიცხოვლო?!

სვეტიცხოველი
ნუთუ მართლა არ იყო ერთდროს?!
„ - ჰე, ღმერთო, - ერთო!“ -
ნუთუ მართლა არ ჟღერდა ერთდროს?!
მემატიანეს ვენდოთ?!
საქართველო და, -
უსვეტიცხოვლო?!
საქართველო და, -
უალავერდო?!
საქართველოა,
რა საქართველო?! -
უსვეტიცხოვლო,
უგელათო,
უალავერდო?!
არყოფილს ერთდროს
არ ასცდება არყოფნა თუკი! -
ვით ბრძანებს ანი,
ლაპარაკობს როგორც მარდუკი.
ერთხელ რომ იდგა, -
იხელახლებს იმგვარი დრო და...
სადღაა შენი
ალავარდი,
გელათი,
შოთა!..
სვეტიცხოველი
ნუთუ აღარ იქნება როსმე?!
„ - ჰე, ღმერთო, - ერთო!“ -
ნუთუ აღარ იჟღერებს როსმე?!
არყოფნის ნუთუ
არყოფილი მართლაა მოძმე?!
ეს რომ ასეა,
მზეა ნუთუ ამისი მოწმე?!
საქართველო და, -
უსვეტიცხოვლო?!
საქართველო და, -
უალავერდო?!
საქართველოა,
რა საქართველო?!
უსვეტიცხოვლო,
უგელათო,
უალავერდო?!



Posted by: jin-jer 23 May 2008, 17:30
გოდება ცოტნესი
(უკვე ღრმად მოხუცისა)

ეს რაი გვიყავ?! -
ეს ვის ხელში ჩაგვყარე ზენავ?! -
გვრიტ არს ამასთან შედარებით თვით ყრუ მურვანი!
კაცი დავბერდი,
მე ამათი გავიგე ვერრა;
ჩვენი ამ რეგვენთ
არამარტო არ მოსწონთ ენა,
ასე განსაჯე,
გვიწუნებენ ზოგჯერ პურ-მარილს.

თავი თვითეულს ისე ყინჩად უჭირავს ჩვენში, -
თითქოს ის ჩვენთან კი არ იყოს,
ჩვენ ვიყოთ მასთან...
ასი წელია სულსა ღაფავს ქართლი მათ ხელში
და კიდევ ასე,
ღმერთმა იცის, - რამდენხანს გასტანს.

კი, მაგრამ, ღმერთი აღარაა?! -
სადაა?! - თუა?! -
ასე აბუჩად შეიძლება აგდება ერის?!
ბედი ქართლისა გადაწყვიტა ვინც ურწყალშუა,
ჩვენი უმტრესი ის გამოდგა დაბოლოს მტერი.

რაც მოვითმინეთ, მოთმინებად, მე მგონი, კმარა! -
დროა მივბაძოთ გმირთა ძველთა, -
კაცთა უწინდელთ!
ცოტნეს თავისი წელზე ერტყას დადიანს ხმალი
და საქართველოს, მამულს მისას, ასე უჭირდეს?!

კი, მაგრამ ღმერთი აღარაა?! -
არადა როა!?
ვაი დედასა! - რა უბრალოდ წავაგეთ ჭკუა!
ვის შევეყარეთ! -
ეს ვინცხაა, - მურვანზე ყრუა!
როგორც ვიყავით,
ვიმყოფებით კვლავ ორწყალშუა!



Posted by: enagrdzeli 23 May 2008, 17:31
გამოძახილი
მტრული აშოროს მზერა,
ავს არ ეხილოს თვალს
ჯვარი სწერია გელათს,
ჯვარი სწერია ჯვარს.



Posted by: pataputina 23 May 2008, 17:33
არავის მე არ ვახსენდები შენს დანახვაზე
არავის შენ არ ახსენდები ჩემს დანახვაზე
არავის ის არ ახსენდება ჩემს დანახვაზე
რაც მანდ ზოგს მაინც ახსენდება
ჩემს დანახვაზე



რა უცნაური სცოდნია ფიქრი
ხალხს რომ ჰგონია
რომ არ ხარ იგი




rolleyes.gif

Posted by: enagrdzeli 23 May 2008, 17:34
დედა

როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.

ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.

ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.

ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა.

Posted by: რუსთაველი 24 May 2008, 01:40
გარეწარი

ტელეეკრანზე ვხედავ როცა მე იმ გარეწარს,
კალო თავისი ვინც ამ ქვეყნად უკვე გალეწა,
ნაბიჯი დარჩა სამარემდე ვისაც ორიღა,
საქართველოსას წარმოადგენს ვინც აბორიგენს.

ვინც ბოროტება უამრავი მოიმოქმედა,
ამქვეყნიური ვინც სიტკბონი უხვად მოხვეტა,
ურცხვად იფერებს წმინდანისას ვინც ახლა ნიღაბს,
წაბრძანებასაც ვინც იმ ქვეყნად ფიქრობს ამ რიგად...

რაშია საქმე?! –
თვალთ დააკლდა განაღა უფალს?!
ანდა, ვთქვათ, მავანთ,
დღეს ამ ქვეყნად, ასე რომ დუმან,
იმ გრძელ სოფელში არ ეყოფათ დუმილი თუ რა?!

ტელეეკრანზე ვხედავ როცა მე იმ გარეწარს,
კალო თავისი ვინც ამ ქვეყნად უკვე გალეწა;
არ შეიძლია, აღელვების ვიყო გარეშე,
ჩემიც მე მასთან ვინაიდან მაქვს ანგარიში.



Posted by: რუსთაველი 24 May 2008, 01:44
...

შემოდგომა შესანიშნავი.
მზეზე,
წისქვილთან
წევს ძაღლი შავი.
წისქვილში სხედან მუქთახორები:
მუსაიფობენ, -
გულს აყოლებენ.

მათთვის უცხოა დაფნის გვირგვინი,
ეძალებიან ღვინოს შაქრიანს...
ერთი პირველი ამბობს ქირქილით:
- შენი შოთიაც გაუძაგრიათ.

შემოდგომა შესანიშნავი.
მზეზე,
წისქვილთან
წევს ძაღლი შავი.

Posted by: რუსთაველი 24 May 2008, 01:48
კახეთი

ექნებოდა რა ლაზათი
მხარეს ამას და რა ეშხი?! –
ეს ძალუმი ალაზანი
რომ არ ჩქეფდეს ამ მხარეში?!

მხარეს ამას ან რა ფერი
ექნებოდა, ან რა ეშხი?! –
ეს თეთრუა ალავერდი
რომ არ ენთოს ამ მხარეში?!

ერთიც, ერთიც უნდა ითქვას:
მეტი მისცა კახეთს ეშხი,
აკვანი რომ გადაირწა
ილიასი ამ მხარეში.

Posted by: enagrdzeli 24 May 2008, 03:21
ერთი კაცია
(კაცია ვითომ?!)
ცდილობს, თუნდ ძაღლებრ, იცოცხლოს იღონდ...
ის, როგორც ფიქრობს,
შენც ისე ფიქრობ,
ხარ კიდეც ისე,
გეკუთვნის როგორც.



Posted by: jin-jer 25 May 2008, 12:44
ვითარცა მტკვარი
მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა
და
დრო
გადიოდა.
ვითარცა ღვინო -
ქვევრიდან
ხაპში -
ხაპიდან
დოქში -
დოქიდან
ჯამში -
ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში…
გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა -
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი…
გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ,
ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდნენ,
და…
მიუხედავად ამისა, მაინც -
გამოიარა
ვახტანგის გული,
გამოიარა
თამარის გული,
გამოიარა
სულხანის გული
და დღეს –
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
სულხანის ნაქონი სისხლით –
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ლალი,
ელისო,
ვაჟა,
გიორგი,
გივი.
და…
იარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!

Posted by: enagrdzeli 25 May 2008, 12:46
ეს გზა, მეც ვიცი, საითკენ მიდის...
გაივლის ქარელს...
გაივლის შინდისს...
ხან ხიდზე გადის,
ხან მიდის მინდვრით...
ეს გზა, მეც ვიცი, საითკენ მიდის...
შენ გზა მითხარი,
ის გზა, რომელიც...
ეს გზა, მეც ვიცი, საითკენ მიდის...

Posted by: jin-jer 27 May 2008, 02:57
დედაღვთისასი...

დედაღვთისასი მე მპატრონობს ოდეს წიაღი!
თვალით კეთილით მიმზერს როცა ძითურთ იაჰვე! _
ბრძანდებიან-ყე
ესენი
რანი?!
მენა
ამათი
რა მცოდნია-ყე!
დედაღვთისასი მე მპატრონობს ოდეს წიაღი!

Posted by: enagrdzeli 27 May 2008, 04:19
დიდად მიკვირს...

დიდად მიკვირს
(თავს არ ვიქებ), _
განა რამე მე ავი ვქენ? _
სვე რას მერჩის, ვერ გავიგე! _
სით გავიქე, _
მუნ წავიქე!

Posted by: jin-jer 27 May 2008, 04:22
ეს გზა...

ეს გზა, მეც ვიცი, საითკენ მიდის...
გაივლის ქარელს...
გაივლის შინდისს...
ხან ხიდზე გადის,
ხან მიდის მინდვრით...
ეს გზა, მე ვიცი, საითკენ მიდის...
შენ გზა მითხარი,
ის გზა, რომელიც...
ეს გზა, მეც ვიცი, საითკენ მიდის...

Posted by: enagrdzeli 27 May 2008, 04:23
ვერ დამწამებს ზეცა...

ვერ დამწამებს ზეცა,
როსმე ლექსად მეთქვას, _
ზეცით რაც არ მეთხრა!
დამიფაროს ღმერთმა! _
როსმე ლექსად მეთქვას,
ზეცით რაც არ მეთხრას!

Posted by: jin-jer 29 May 2008, 02:05
ის ძველი ქოხი ...

ის ძველი ქოხი (აქ რომ იდგა, კარგა ხნის წინათ),
ქოხი ღატაკი, კედელ-ყურე მისი უხეში,
სასახლეს ამას (მის ადგილას, ახლა რომ ბრწყინავს),
ამ ძვირფას ოდას, სევდით მოსავს უმსუბუქესით.
ის ბიჭუკელა, ამ ეზოში ბიას რომ კბეჩდა
(ულამაზოა ეს სასახლე იმის გარეშე),
ის ბერიკაცი, იმ ძველ ქოხში რომ იჯდა ფეჩთან,
ზეიმს აწინდელს სევდით მოსავს უანკარესით.
ამაოდ ებრძვის თვალი ჩემი სევდის საბურველს,
წრიალებს აწმყო, როგორც მწერი ობობას ქსელში;
რაც იყო უწინ, კიდეც მსურს და არც მსურს დაბრუნდეს...
ნისლივით აწევს სოფელს სევდა უმსუბუქესი.

Posted by: enagrdzeli 29 May 2008, 03:27
მე ვხადი სმენად...

მე ვხადი სმენად, _ უახლესი რაც კია წიგნი,
მე ვეკითხები ძველთა ჩვენთა მზიანთა შაირთ:
საიდან სიტყვა? საიდან ხმა? საიდან ფიქრი?
საიდან თვით მე? ჯერ საიდან და მერე _ საით?

Posted by: razzmus 29 May 2008, 10:28
არაყი?
ლუდი.
ერთი?
ერთი.

ინებეთ.
გმადლობთ.

ვჯდები კუთხეში,
გარეთ წვიმს
გნატრობ ...

Posted by: enagrdzeli 29 May 2008, 17:06
მითხარი, ცაო...

მითხარი, ცაო, მითხარ, ზღვაო, მითხარით, ძმებო;
მითხარ, არწივო, მითხარ, მუხავ, მითხარი, შურთხო:
რაა საჭირო, _ რა გზა უნდა გამოიძებნოს,
რომ საქართველომ თავისუფლად ამოისუნთქოს!
მის გულში გადის სამყაროსი უდრეკი ღერძი.
ის არასოდეს არ იკადრებს, რაც არ ეგების.
მას ალაზანი სახრესავით უჭირავს ხელში
და კავკასიონს აქლემივით მიერეკების.


Posted by: რუსთაველი 26 Jan 2009, 09:03
ეს იყო შარშან -
პარიზი ვნახე ,
ერთი თვის შემდეგ ,
დავბრუნდი უკან ...
და მეგულება პარიზში ახლა
მე რამდენიმე
ნაცნობი სახე
და რამდენიმე
ნაცნობი შუკა .

ჩემი იქ ყოფნა ,
მართალი გითხრა ,
თუ ღირდა რამედ ,
ისევ სა ისევ ,
ყველაზე უმალ
იმ გრძნობად ღირდა , -
დაბრუნებისას
რომელიც
ვიგრძენ .

Posted by: MrHERCULES 27 Jan 2009, 13:15

QUOTE
გაიტანეთ და შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ ჩემი სხეული
თუ არ გამოვდექ საქართველოსთვის
მერე დამწვით და ჩემი სხეული ფერფლად ქცეული
ქარს გაატანეთ საქართველოსთვის
გაიტანეთ და შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ ჩემი სხეული
საქართველოსთვის.... საქართველოსთვის...


აი ეს ცემი ერთ ერთი უსაყვარლესი ლექსიააააააააა


გოდერძი ჩოხელისაა ეგ ლექსი.

მუხრანს რაც შეეხება, ჩვენი დროის უდიდესი ქართველი პოეტია!!!
(ჩემი აზრით)

წელს 80 წელი უსრულდება ამ დიდ ადამიანს.

მე კიდევ აპრილში საზღვარგარეთ ვიქნები და, მილოცვას ვინ დაეძებს, ნახვასაც ვერ შევძლებ...
გული მწყდება...



Posted by: რუსთაველი 28 Jan 2009, 02:49
MrHERCULES

გოდერძი ჩოხელის ლექსია ნამდვილად..

არც მე ვიქნები აქ.. და ვერც მე შევძლებ sad.gif

სურთ

სურთ, _
დაუკარგონ საქართველოს სახე თავისი!
სურთ, _
საქართველო უსახური გახადონ მხარე!
(არის რა ბიჭიც! _
სამწუხაროდ, _ ბევრმა არ იცის, _
საქართველოში
ვინც ვითომდა
წესრიგს ამყარებს)!

სურთ, _
იმნაირად საქართველო აქციონ ქვეყნად, _
ქართული სადაც ძლივს ორღობის იქნება ენა, _
თვით ქართველი კი
(ნუ შემასწროს მე ამ დღეს ღმერთმა)! _
კვლავ ხელისბიჭად ეყოლება არაქართველსა!

არ ჩაეყუდა თუ თორნეში კაცი რაჭიდან!..
თუ არ ვიყიდე ზესტაფონის ბაზარში სარცხი!..
მე საქართველო ამისთანა მინდა რა ჭირად?! _
საქართველოში
ამნაირში
სიცოცხლე
არც ღირს!

Posted by: ANI_ANI 28 Jan 2009, 18:49
უნდა იცოდე!


შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება-
ყოველდღე თითქმის;
ხან მოწყენილი;
ხან მხიარული...
ვაჟი-
სიმაღლით
შენზე ერთი მტკაველით დიდი,-
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე'-
ის როცა ფიქრობს,-
შენ ხარ ხოლმე იმისი ფიქრი.
ღიმილი შენი
არ გეგონოს შენ მარტო შენი
ცრემლსაც ნუ ჩათვლი
ნურასოდეს
შენ მარტო შენად.
ღმერთმა ნუ ჰქნას და...
შენ რომ იყო გადასარჩენი,-
თავს არ დაზოგავს
ის ვაჟი შენს გადასარჩენად.
შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება-
ყოველდღე თითქმის;
ხან მოწყენილი;
ხან მხიარული...
ვაჟი-
სიმაღლით
შენზე ერთი მტკაველით დიდი,
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე,-
შენი ერთგული კაცია იგი!



Posted by: MrHERCULES 28 Jan 2009, 23:58

რუსთაველი

"ერთს ბედს ქვეშ ვყოფილვართ, ძმაო, მე და შენ"

არადა მუხრანს უყვარს, როდესაც გულწრფელად აფასებენ

"ოცი წლის წინათ,
არ მესმოდა სიბერე როცა,
(ხეირიანად, კაცმა რომ თქვას
არც ახლა მესმის)
გამოვაქვეყნე ოდეს სულხან-საბაზე ლექსი,
ორი სტუდენტი:
ერთი სვანი,
ერთი იმერი,
ამ ლექსის გამო
თქმა მადლობის
გულით რომ სურდათ,
გამიმასპინძლდნენ,
მახსოვს,
თითო ნოღრათო ლუდით,
(სვანთან რომ ვიდექ მაშინ თოვდა,
იმერთან - წვიმდა)

რამდენი ტაში მიმიღია
მანამდეც, მერეც,..
რამდენ სუფრაზე
თქმულა ჩემი გულწრფელი ქება,
მაგრამ
ვერაფერს
სტუდენტების იმ გულის ძგერას,
იმ ღიმილს,
იმ ლუდს,
ვერ ვადრი და
არც შეედრება!"


არადა:

"მამულს, ისეც მშვენიერს,
ხდიან უფრო მოხდენილს;
თავმომწონე ბიჭები,
გოგოები კოხტები,
ფეხებზე რომ ჰკიდიათ:
ვიცოცხლებ თუ მოვკვდები."

1995

"ფიქრი ხანდაზმულისა - ჯეელთ შემხედვარესი" - ეს ლექსი ეკალივით მხვდება გულზე
და თავს დამნაშავედ ვგრძნობ...

"ვინც გინდა იყავ,
დამნაშავე თვით შენც ხარ სადღაც..."



Posted by: რუსთაველი 30 Jan 2009, 05:35
MrHERCULES
QUOTE
"ერთს ბედს ქვეშ ვყოფილვართ, ძმაო, მე და შენ"


yes.gif

QUOTE
არადა მუხრანს უყვარს, როდესაც გულწრფელად აფასებენ


ყველას უყვარს, ვისაც კარგი საქმე უფასდება

Posted by: ANI_ANI 31 Jan 2009, 17:41

ქალია დილა...


ქალია დილა,
მიწა — ქალი
საღამო — ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, — ასე მგონია:
მე რო მიყვარს, —
მართმევენ იმ ქალს.


love.gif love.gif

Posted by: რუსთაველი 6 Mar 2009, 04:48
ზუსტად 37 დღეში - ჩვენი საყვარელი მუხრან მჭავარიანი 80 წლის ხდება smile.gif

Posted by: zviomed 8 Mar 2009, 13:57
სამოთხე იყოო დედაკაცმა დაგვაკარგინა,
საწმისი იყო დედაკაცმა დაგვაკარგინა,
დანაშაული თუ გიყვარდე
მეტი რა გინდა.

სამაგიეროდ დიაცმავე იესო გვიშვა,
სამაგიეროდ დიაცმავე რუსთველი გვიშვა,
ეს კი მემგონი, თუ შენც იტყვი
ცოტას არ ნიშნავს.

Posted by: MrHERCULES 6 Apr 2009, 03:17

***

კაცი რომ კაცად არ გვსურდა გვეცნო,
რომ გავურბოდით ქვეყნის შენებას,
რომ გვაბრმავებდა მიზნები კერძო,
თავი რომ ყველას მეფედ გვენება, -
ოტიავ ჩემო და ჩემო რეზოვ, -
ამან რაც გვიყო, -
მოგეხსენებათ.

ღირსებას სხვისას კვლავაც რომ ვერ ვგრძნობთ,
ძმას ცოცხალს საფლავს რომ ვუთხრით ახლაც,
სამშობლოს ჩვენი რომ გვიჯობს ეზო,
რეგვენი თუა, - ის რომ გვსურს მაღლა, -
ოტიავ ჩემო და ჩემო რეზოვ, -
ეს გზა რას გვიზამს,-
იმასაც ნახავთ.


არადა ოთხი ათეული წლის წინაა დაწერილი.



12 აპრილამდე ერთი კვირა დარჩა.



მუხრან მაჭავარიანი ჩვენი დროის უდიდესი ქართველი პოეტია!!!



Posted by: antosia 11 Apr 2009, 09:42
მაგარი პოეტია. თანამედროვე, ცოცხალი, საინტერესო. თვითონ არაჩვეულებრივად კითხულობს თავის ლექსებს.

Posted by: MrHERCULES 12 Apr 2009, 06:53

* * *

ხარ საესავი ჩემთვის ტაძარი ,
ხარ გარჭობილი გულში ისარი ...
სიტყვა სიტყვაში თუ ვერ ჩავწანი ,
ვით ჩუქურთმანი მცხეთისჯვრისანი ,
სამაგიეროდ , -- ჩემში რაც არი ,-
სხვისი არაა ერთი მისხალი .

მორჩა .
გათავდა .
მე განზე ვრჩები .
ვინიცობაა , მწედ მექმნა ღმერთი ,
და , თუ ოდესმე ქონება ჩემი ,-
მნიშვნელოვანი რამ გახდა შენთვის !-
ხომ კარგი !
და თუ არ მოხდა ისე ,-
ვით ბევრის თავზე ;

წუთისოფელი როცა მიყელებს ,-
თიხად ქე მაინც გამომიყენე !



12 აპრილიც დადგა.


გილოცავ!
გილოცავ!
Ωუბილეს გილოცავ,
შენ,
ვისაც სამშობლო გიყვარს!




მუხრან მაჭავარიანი ჩვენი დროის უდიდესი ქართველი პოეტია!



Posted by: რუსთაველი 14 Apr 2009, 01:31
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - გადამავიწყდა გუშინდელი რიცხვი, არ მეგონა 12 აპრილი.. ზისქ- ლ:ლკ ; !::

Posted by: MrHERCULES 14 Apr 2009, 22:50
"ეს არის ჩვეულებრივი პიარ-აქცია. ამავე პიარში იყო მოაზრებული პოეტი მუხრან მაჭავარიანი. მისთვის ხელისუფლებას მანქანის ჩუქება უნდოდა, მაგრამ მუხრანმა უარი უთხრა. ანუ ინტელიგენციას (ამ სიტყვის ნამდვილ მნიშვნელობას ვგულისხმობ და არა კომუნისტურს) ხელისუფლება წითელ კვერცხებს უგორებს, მაგრამ არ უნდა მივიღოთ, როგორც არ მიიღო ბატონმა მუხრანმა. დღეს ძალიან ბევრი მირეკავდა და მეუბნებოდა, როგორ მიიღო ელდარმა ეს გაგორებული კვერცხი.


"რ": როდის მოხდა მანქანის შეთავაზება?

გ.შ: ამ დღეებში, როცა ჩემი ძმა დააჯილდოეს. მუხრანმა ვაჟკაცობა გამოიჩინა და უარი უთხრა მთავრობას მანქანაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველას მოგეხსენებათ, რა გაჭირვებით ცხოვრობს. რაც ჩემმა ძმამ გააკეთა, ეს არის, პირდაპირ გეტყვით, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფა..."

გიორგი შენგელაია
http://www.ambebi.ge/politika/3557-giorgi-...-chaidinaq.html




მუხრანი - დიდი პოეტი და დიდი კაცი ამ დაპატარავებულ ერში.

მუხრან მაჭავარიანი ჩვენი დროის უდიდესი ქართველი პოეტია!

Posted by: რუსთაველი 16 Apr 2009, 20:14
ბავშვა დამიწერა რაღაცეები და გამოგზავნა..


მოგვიანებით ვულოცავ ბატონ მუხრანს დაბადების დღეს, ვუსურვებ დიდ ხანს სიცოცხლეს, ჯამრთელობას და კარგად ყოფნას love.gif

Posted by: manchoo 19 Apr 2009, 17:25
MrHERCULES
QUOTE
ამ დღეებში, როცა ჩემი ძმა დააჯილდოეს. მუხრანმა ვაჟკაცობა გამოიჩინა და უარი უთხრა მთავრობას მანქანაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველას მოგეხსენებათ, რა გაჭირვებით ცხოვრობს.


ახლანდელი ოპოზიციაც რომ იყოს ხელისუფლებაში, როგორ ფიქრობ, მას არ ეტყოდა უარს?!

Posted by: ladyt 20 Apr 2009, 04:44
მუხრანის საბა საუკეთესოა ჩემთვის smile.gif

Posted by: MrHERCULES 23 Apr 2009, 01:17
QUOTE (manchoo @ 19 Apr 2009, 17:25 )
MrHERCULES
QUOTE
ამ დღეებში, როცა ჩემი ძმა დააჯილდოეს. მუხრანმა ვაჟკაცობა გამოიჩინა და უარი უთხრა მთავრობას მანქანაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველას მოგეხსენებათ, რა გაჭირვებით ცხოვრობს.


ახლანდელი ოპოზიციაც რომ იყოს ხელისუფლებაში, როგორ ფიქრობ, მას არ ეტყოდა უარს?!


ეტყოდა, რა თქმა უნდა.
მთავრობები მიდიან და მოდიან, მუხრანი კი ნახევარ საუკუნეზე მეტია, მუხასავით დგას ქართულ პოეზიაში.

ქედისა კაცმა რატომ უნდა იკადრო მოხრა?!
თხას,
მაგალითად,
რატომ უნდა უწოდო ძროხა?!
არ დაგრჩებაა ყველაფერი განაღა ოხრად?!

ერთი-ორი დღით ამა ქვეყნად რომ ვიყო მეტ ხანს
ძროხა ვუწოდო ამიტომ მე თხას?!



მუხრან მაჭავარიანი ჩვენი დროის უდიდესი ქართველი პოეტია!

Posted by: GIO-INTER 8 May 2009, 17:34
ძალიან მიყვარს მუხრანის ლექსები.

ერთისთვის ერთი არსებობ მხოლოდ.

Posted by: Vitale 1 Jun 2009, 00:00
ვგიჟდები ამ კაცზე!

სამწუხაროდ ვერ ვაფასებთ სათანადოდ.დიდი პატივია ,რომ გენიალური ნაკადის ბოლო წარმომადგენელი დააბიჯებს ჩვენთან ერთად,დააქვე სუნთქავს..

მოგვენატრება მალე რითმიც კი...ისეთი პოეტები გვყავს..უნდა დაცხრილო..

ეჰ მუხრან..


Posted by: taso 8 Jul 2009, 21:51
მუხრანის ლექსი, მინდა...
"ხანდახან გინდა განმარტოვდე წახვიდე შორს,
გაექცე ქვეყნის სამართალს ჭორს,
იჯდე და იფიქრო რაზედაც გინდა
ან არ იფიქრო საერთოდ სულ... "
ესე იწყება მიახლოებით....

Posted by: ashley judd 21 Jul 2009, 20:22
სახელიც არ მახსოვს კარგად, მგონი ასე "ქალები ქალაქისანი"... ეს ლექსი დაწერეთ რა ვინმემ

Posted by: MrHERCULES 22 Jul 2009, 16:50

ქალები, განსაკუთრებით
ქალები ქალაქისანი...
მე მოვკვდე, თუ არ მერჩიოს
ტირიფნი არაგვისანი!

ყალბია მათი სიცილი,
ცრემლიც კი მათი ყალბია,
მოგატყუებენ ისინი,
არ ენდო წითელკაბიანს!

ტირიფნი, განსაკუთრებით
ტირიფნი არაგვისანი -
ესენი შენ არ გეგონონ
ქალები ქალაქისანი!

წრფელია მათი შრიალი,
მათი ქვითინიც წრფელია,
ტირიფზე ნამუსიანი
ამქვეყნად არაფერია!


მუხრან მაჭავარიანი ჩვენი დროის უდიდესი ქართველი პოეტია!

Posted by: აზნაური კიკნაველიძე 18 Aug 2009, 23:37
ის მართლაც დიდი პოეტია . ძალიან დიდი სულიერი განცდების პოეტი .

Posted by: დათუნიკა 29 Aug 2009, 19:26
ბოლო კრებული როდის გამოიცა მუხრანის ხომ არ იცით?

Posted by: gabarzgaleba 30 Aug 2009, 01:36
დათუნიკა
QUOTE
ბოლო კრებული როდის გამოიცა მუხრანის ხომ არ იცით?


დღეს იყო ქართული ტელეარხებით ბოლო კრებულის პრეზენტაცია. წიგნს სახელად ქვია: "თუ კარგად მოიქცევი, დაგალევინებ" biggrin.gif



Posted by: marilis 30 Aug 2009, 01:46
gabarzgaleba
QUOTE
დღეს იყო ქართული ტელეარხებით ბოლო კრებულის პრეზენტაცია. წიგნს სახელად ქვია: "თუ კარგად მოიქცევი, დაგალევინებ" biggrin.gif

vis.gif

Posted by: Barklai 30 Aug 2009, 17:48
ორი ავტოგრაფი მაქვს: ერთი ანა კალანდაძისაა, მეორე მუხრანის.
მუხრანი ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს!


პ.ს. ავტოგრაფების შემგროვებელი არ გეგონოთ, მხოლოდ ეს ორი ავტოგრაფი მაქვს. smile.gif



Posted by: minerva 1 Sep 2009, 01:04
შენ სისხლო ჩემო - ლექსი, რომელიც ხუთი წლისას მასწავლეს.. user.gif
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა - ლექსი, რომელიც ფორუმზე კითხვისას ბევრჯერ მახსენდება.. : )))

Posted by: abragani 2 Sep 2009, 00:37
minerva
რათა, რათა?
კარგებიც ხომ ვართ? fig.gif





* * *
გულაღმა მიწევს ოთახში მამა.
გათხრილ სამარეს დავცქერი უხმოდ.
მიქებს ბაგრატა საფლავის მიწას, -
აიღებს -
დახე! - და იფშვნის ხელში.

დღეა მზიანი.
კრიალა ცაში
დასრიალებენ მერცხლები შავი.

Posted by: xachapuridze 2 Sep 2009, 00:49
abragani

- პეტუშა გახსოვს? -იმე
რა ბიჭი იყო? -აპა!
და კიდევ
ქუჩაში სამი საუბრობს ბიჭი.
მეხუთე კლასში ვიყავი (1962 თუ 63), ეს ლექსები რომ დაიბეჭდა და გამოვიდა ბესო ჟღენტი, დაგმო და მიწაში ჩადო, როგორც უიდეო და არაფრის მთქმელი. მახსოვს უფროსები როგორ ლაპარაკობდნენ ამ თემაზე.

Posted by: abragani 2 Sep 2009, 01:05
xachapuridze
QUOTE
- პეტუშა გახსოვს? -იმე
რა ბიჭი იყო? -აპა!
და კიდევ
ქუჩაში სამი საუბრობს ბიჭი.
მეხუთე კლასში ვიყავი (1962 თუ 63), ეს ლექსები რომ დაიბეჭდა და გამოვიდა ბესო ჟღენტი, დაგმო და მიწაში ჩადო, როგორც უიდეო და არაფრის მთქმელი. მახსოვს უფროსები როგორ ლაპარაკობდნენ ამ თემაზე.

ცუდი პოეტი არაა - რაღაცები უვარგა, მააგრამ...
ეწერა რა ვერლიბრი. კარგად გამოსდიოდა.




მოაჯირს აკლდა, მახსოვს, რიკული,
შორს ბაღი ჩანდა ბოტანიკური. user.gif

Posted by: minerva 2 Sep 2009, 01:49
abragani
QUOTE
minerva
რათა, რათა?
კარგებიც ხომ ვართ?

კარგები მოხვდით არა კატეგორიაში "ბევრჯერ", არამედ კატეგორიაში "იშვიათად". და ეს უკანასკნელი ის შემთხვევაა, როცა ეგ ლექსი არ მახსენდება biggrin.gif

Posted by: abragani 2 Sep 2009, 01:57
minerva
QUOTE
კარგები მოხვდით არა კატეგორიაში "ბევრჯერ", არამედ კატეგორიაში "იშვიათად". და ეს უკანასკნელი ის შემთხვევაა, როცა ეგ ლექსი არ მახსენდება

კაჩუნიცა რას ნიშნავს? ups.gif


ქალაქის სურათები



წვიმა

ხალხი დამფრთხალი გამორბის,
ზოგს უცურდება ფეხი;
წვიმას მიამტვრევს ტრამვაი,
როგორც ლერწმოვანს ვეფხვი.

განთიადი

მოყვანილობა
დაუბრუნდა თავისი ნაძვებს.
გამოიკვეთა
ნელა-ნელა ფერი აგურის.
მოლურჯო ქედის მთელ სიგრძეზე
სინათლე გაწვა, -
დღე ახლოვდება
ცოცხის ფხაკურით.

ორი

ზამთარი უკვე გათავდა, მგონი,
და კიდევ არ თოვს.
ტრამვაის უცდის შარვალი ორი:
ვიწრო და ფართო.

Posted by: minerva 2 Sep 2009, 02:09
abragani
QUOTE
კაჩუნიცა რას ნიშნავს?

biggrin.gif biggrin.gif
კაჩუ პატარა გოგოა, რომელსაც ჰყავს ძაღლი კოლია(ამაზე სულ ვჩხუბობთ). საუზმეზე უყვარს მოხარშული კვერცხი და გრამატიკაში ვერაფრით ვერ ისწავლა წარსული და აწმყო დროები. სამაგიეროდ მომავალ დროს ფლობს ბრწყინვალედ....

QUOTE
ქალაქის სურათები

ამაზე ბესიკ-დიდის "სურათები მაწანწალა ძაღლის გზაზე" გამახსენდა..
პოემის პირველი თავი: "ქათმების ხეზე აფრენის ჟამი"
თავი რომელიღაცა " კოლონიური სიმსუქნე"
ხოა კლასიკა? : ))))

Posted by: abragani 2 Sep 2009, 02:25
minerva
QUOTE
კაჩუ პატარა გოგოა, რომელსაც ჰყავს ძაღლი კოლია(ამაზე სულ ვჩხუბობთ). საუზმეზე უყვარს მოხარშული კვერცხი და გრამატიკაში ვერაფრით ვერ ისწავლა წარსული და აწმყო დროები. სამაგიეროდ მომავალ დროს ფლობს ბრწყინვალედ....

ამას გვიმალავდი? biggrin.gif
ფოტო დეიდოს!

Posted by: minerva 2 Sep 2009, 02:37
abragani
QUOTE
ფოტო დეიდოს!

ვერა, მომკლავს. შარიანი ვიღაცაა user.gif

Posted by: abragani 2 Sep 2009, 02:51
minerva
QUOTE
ვერა, მომკლავს. შარიანი ვიღაცაა

givi.gif givi.gif















წარმომადგენლები თეთრი სხეულების -
მოკლე კაბებიდან გამოქცეულები -
უხმოდ
მიყურებენ
მუხლები
სკამებიდან.

კატა - ხალიჩაზე მოკალათებული -
ავტომობილივით თვალებს აბრიალებს.

ერთ-ერთი სხეული - წითელკაბიანი -
ლიტერატურაზე მელაპარაკება.

Posted by: Rivaldino 2 Sep 2009, 02:53
minerva
QUOTE
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა - ლექსი, რომელიც ფორუმზე კითხვისას ბევრჯერ მახსენდება.. : )))


მე ეს ლექსი მასწავლეს ხუთი წლისას

Posted by: abragani 2 Sep 2009, 02:58
* * *
ყურს დაუგდებ მუხრანს თუკი,
უნდა გითხრა უილიამ,
შენისთანა დრამატურგი...
ტყუილია!


* * *
დიაცი შენებრ აღმძვრელი მადის,
არ შემხვედრია დღემდე.
შუახნის კაცის მოისხი მადლი,
მენდე!
























































givi.gif givi.gif http://www.radikal.ru

Posted by: minerva 2 Sep 2009, 02:59
Rivaldino
QUOTE
მე ეს ლექსი მასწავლეს ხუთი წლისას

მაშინ იმასაც გასწავლიდნენ, რომ უნდა იარონ იარონ იარონ, ამინ! biggrin.gif

Posted by: Rivaldino 3 Sep 2009, 01:48
minerva
QUOTE
მაშინ იმასაც გასწავლიდნენ, რომ უნდა იარონ იარონ იარონ, ამინ!


მანდ სახელების ჩამოთვლა მეშლებოდა biggrin.gif

Posted by: minerva 3 Sep 2009, 01:52
Rivaldino
QUOTE
მანდ სახელების ჩამოთვლა მეშლებოდა

მე კიდევ მეორე ლექსში "ნადიდგორალი ნაშამქორალი" ვერ გამეგო რა იყო user.gif

Posted by: gabarzgaleba 3 Sep 2009, 01:52
იარონ, იარონზე გამახსენდა. კაი სათაური მაქვს მისთვის, ვინც მუხრან მაჭავარიანის ბიოგრაფიის დაწერას გადაწყვეტს: "სიარულის გაკვეთილები" smile.gif

Posted by: marilis 3 Sep 2009, 01:55
gabarzgaleba
QUOTE
იარონ, იარონზე გამახსენდა. კაი სათაური მაქვს მისთვის, ვინც მუხრან მაჭავარიანის ბიოგრაფიის დაწერას გადაწყვეტს: "სიარულის გაკვეთილები" smile.gif

ან, უფრო მარტივად- " ჭიჭილა" chups.gif ,
თუ ჭოჭილა, რა ქვია, კაცო biggrin.gif

Posted by: minerva 3 Sep 2009, 01:57
gabarzgaleba
QUOTE
იარონ, იარონზე გამახსენდა. კაი სათაური მაქვს მისთვის, ვინც მუხრან მაჭავარიანის ბიოგრაფიის დაწერას გადაწყვეტს: "სიარულის გაკვეთილები"


ან "ნაბიჯით იარ! "
ან კიდევ "ჩქარა, ჩქარა, ნელა!"

Posted by: Rivaldino 3 Sep 2009, 02:06
minerva
QUOTE
მე კიდევ მეორე ლექსში "ნადიდგორალი ნაშამქორალი" ვერ გამეგო რა იყო


ჰოო, მაგ ასაკში ძნელი იქნებოდა, განსაკუთრებით ნაშამქორალი biggrin.gif


Posted by: MrHERCULES 31 Dec 2009, 05:32

* * *

თოვლს გვახარებენ
აღწეული
ცამდე ქედები.
(ვერ იქათქათებ
თუ არა ხარ
თურმე მაღალი)
გასაკეთებლად
წინა წლებში
გაუკეთებლის! -
ვით არაერთხელ, -
წელი დადგა
წელსაც ახალი.

წრიალებს რწმენა, -
მარადმწვანე,
როგორც კედარი.
მიზნის ფეხებთან
წინაპართა
ჰყრია ფარ-ხმალი.
შესამოწმებლად
წინა წლებში
განაკეთარის! -
ვით არაერთხელ, -
წელი დადგა
წელსაც ახალი.

აღმოფხვრილიყოს
ბევრი რამე , -
ჯერ კიდევ მყოფი.
რაც ჯერ არ არის, -
ბევრი რამე, -
გვეხილოს მათგან.
არ დაგვეზოგოზ იმისათვის
სისხლი და ოფლი! -
წელი ახალი,
ერთი სიტყვით,
რისთვისაც დადგა.




Posted by: nata2005 25 Jan 2010, 21:17
მივდივარ, რადგან კვლავაც მინდა, რომ
ვიყოთ ერთად.
გშორდები, რადგან
მომენატრა შეხვედრა შენთან.

Posted by: leva1990 25 Jan 2010, 21:55
ვითარცა მტკვარი
მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა
და
დრო
გადიოდა.
ვითარცა ღვინო -
ქვევრიდან
ხაპში -
ხაპიდან
დოქში -
დოქიდან
ჯამში -
ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში…
გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა -
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი…
გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ,
ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდნენ,
და…
მიუხედავად ამისა, მაინც -
გამოიარა
ვახტანგის გული,
გამოიარა
თამარის გული,
გამოიარა
სულხანის გული
და დღეს –
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
სულხანის ნაქონი სისხლით –
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ლალი,
ელისო,
ვაჟა,
გიორგი,
გივი.
და…
იარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!

Posted by: leva1990 27 Jan 2010, 18:22
არგვეთი მოსპო მურვან ყრუმ
(დედა ვატირე მე მისი!);
გულს შავი მიკლავს მე ნამყო
და არანაკლებ მერმისი.

კახეთი მოსრა აბასმა
(დედა ვატირე მე მისიც!);
ტკბილი ჩაგვშხამდა ჭამა - სმა,
ძილი წაგვერთვა ნებისი.

ქართლი გათრება თემურმა
(დედა ვთქვა?! - რა ვთქვა მე მისი?!);
ვინ მოთვლის, თავდადებული
რამდენი მოკვდა ერისთვის.

მაგრამ ვერც ერთმა თემურმა
ხოში ვერ ჩაჰკლა ქეიფის:
„ - ქვედრულა მოდიდებულა!“
„ - გაღმა - გამოღმა ხრეითი!“

Posted by: MrHERCULES 28 Jan 2010, 02:18

ამ ლექსს "სუფრული" ქვია, როგორც მახსოვს.
ბოლო სტროფის მეორენაირი ვერსიაც არსებობს:

"მაგრამ ვერც ერთმა მტარვალმა
ხოში ვერ ჩაჰკლა ქეიფის,
კვლავაც ფეხზეა თამადა
რაც, რასაც ნიშნავს, ქე იცი"


-ა? რავარია? : )




Posted by: leva1990 28 Jan 2010, 11:27
QUOTE
-ა? რავარია? : )



მაგარია

Posted by: Utopian 17 Mar 2010, 23:28
ტა,
ტა,
ტა,
ტა!
რანაირად ბრდღვინავს არაგვი!
ხო,
ხო,
ხო,
ხო! -
ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა!
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს, -
თვარა, - კი!..
სხვა
როცა მე შემომნატრის,
მე
მივბაძო სხვას?!

მე - პატრონმა,
მე - პატრონმა
ამისთანა ზღვის,
მე - პატრონმა,
მე - პატრონმა
ამისთანა ცის, -
თუ ღმერთი გწამს,
თუ კაცი ხარ -
სხვას მივბაძო?! -
ვის?!

რა გინდა რომ აქ არ იყოს, -
ენა იტყვის რას!
სიტყვა გინდა?! -
მარტო წვიმას
აქვს სახელი ცხრა.

მე შენ გეტყვი -
არ გეყოფა სიტყვის მარაგი...
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს, -
თვარა, - კი!



love.gif



შენ, სისხლო ჩემო
შენ –
სისხლო ჩემო –
სად არ დაღვრილო…
შენ –
სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.
ვინ გაგაკვირვოს,
რამ გაგაკვირვოს, -
ნადიდგორალი,
ნაშამქორალი.

შენ –
სისხლო ჩემო –
შენი ღვაწლია,
რამაც აქამდეც კი მოაღწია:
სვეტიცხოველი…
ხანძთა…
ვარძია
და ისიც, -
რაც მტერს წარუტაცნია…

შენ –
სისხლო ჩემო –
შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია…
სიტყვა,
რომელიც გეჩოთირება,
ვცდილობ, გაშორო,
რაც შემიძლია…

შენ –
სისხლო ჩემო –
სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცანურო…
საბედნიეროდ,
საბედნიეროდ, -
ჰაი, ჰაი, რომ
კიდევ ხმაურობ.

Posted by: MaR1_ShaGraTh 22 Mar 2010, 12:42
ამ ლექსებზე ვგიჟდები.

საბა

ორბელიანი
ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და...
მეთხუთმეტე კაცად შევიდა...

ცამეტი ლუდოვიკო
კედლიდან იყურება;
ციცას ეფერება
ლუი მეთოთხმეტე;
ხალხს ხმა დაუკარგა
მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო
კატა ეცოდება.

ხელმწიფემ
საბას ნაუბარი
მოისმინა რა,
– ოჰ...
ოჰ...
ოჰ...
ოჰო!... –
თქვა და
თითქოს კიდეც ინანა.

მაგრამ ამითი
არაფერი
გამოვიდა რა
(საბას ხმა
როდი წააგავდა
კნავილს კატისას);
რაც შეიტანა,
ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან
ელჩმან ქართლისამ.

– წვიმა არ არი!
საბას კაბა
დაუსველა რამ?!
– თოვლი არ არი!
საბას თავი
გაუთეთრა რამ?!
– ყინვა არ არი!
სულხან-საბას
აკანკალებს რა?!

– რამ დაასველა?!
რამ დათეთრა?!
რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!..

...მზე ეთხოვება
ალბათ ახლა
ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა,
სულხან-საბავ,
თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები
ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,
ალვის ჩეროში
სტირის დედა
შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში
შვილი დედას სტირის, -
ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ
წმიდა ნინოს –
მუხლზე დაცემულს).

– რამდენს აფასებ მაგ პატარას? –
ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და
მოუთმენლად ელოდა პასუხს.
– უი, ქართველი მეგონა და
სპარსი ყოფილა, -
წარმოსთქვა ბალღმა,
ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.

– არა, პატარავ,
ქართველი ვარ,
ქართველი,
გესმის?
– უი, დედასთან წამიყვანე,
წამიყვან, ძია?.. –
საბას ცრემლები მოეძალა,
ატირდა კაცი, -
თავის ბალღობა გაახსენდა,
თავის ტანძია.

ვით ეს ყმაწვილი –
საქართველოც
ასე მცირეა,
საქართველოსაც,
ვით ამ ყმაწვილს,
ასე ჰყიდიან;

საფრანგეთს ვთხოვოთ:
გვიშველისო,
– სასაცილოა!
შენი ვხტანგი
ლუდოვიკოს
ფეხზე ჰკიდია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა
ხელჯოხიანი;
მხარდამხარ საბას
ის პაწია ბიჭი მოსდევდა...
– მოგწყინდა განა უნაყოფოდ,
ელჩო, ყიალი?!
– გულს ნუ გაიტეხ!
– მუხა კვლავაც შეიმოსება!




* * *

შენ – სისხლო ჩემო – სად არ დაღვრილო...
შენ – სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.
ვინ გაგაკვირვოს, რამ გაგაკვირვოს, -
ნადიდგორალი, ნაშამქორალი.
შენ – სისხლო ჩემო – შენი ღვაწლია,
რამაც აქამდე კი მოაღწია:
სვეტიცხოველი... ხანძთა... ვარძია და ისიც, -
რაც მტერს წარუტაცნია...
შენ – სისხლო ჩემო – შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია...
სიტყვა, რომელიც გეჩოთირება, ვცდილობ, -
გაშორო, რაც შემიძლია...
შენ – სისხლო ჩემო – სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცნაურო...
საბედნიეროდ, საბედნიეროდ, -
ჰაი, ჰაი, რომ კიდევ ხმაურობ!

Posted by: Utopian 3 Apr 2010, 21:25
მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო,
იმ დროს,
როდესაც
დედაქალაქს
დაიპყრობს ძილი...
მიყვარს,
მიყვარს
და...
არ ვიცი რატომ!
(მიზეზის პოვნას
არცთუ ისე ძალიან ვცდილობ).

დავდივარ.
მესმის საკუთარი ფეხის ხმა მხოლოდ...
იღვრება დიდი ფანჯრებიდან სინათლე ლურჯი.
და...
ვიცი:
ვივლი,
ვივლი,
ვივლი,
ვივლი
და...
ბოლოს
სასაფლაოზე წამიღებენ ამავე ქუჩით.

აუცილებლად,
უსათუოდ
მოხდება ასე!
მაგრამ მე მაინც
გმადლობ, დედა,
დედაო, გმადლობ!
ვხედავ ქვეყანას —
სინათლით სავსეს...
დავდივარ,
ვღელავ,
მიყვარს,
მაწვიმს,
ვიცინი,
მათოვს.



Posted by: Solveig 4 Apr 2010, 14:29
* * *

რომ არ ამეღო ხელში წიგნი,
თოხი მჭეროდა.
რომ არ გამედგა ფეხი
ჩვენი კაკლის ჩეროდან.
რომ მეთოხნა და შემესარა
მხოლოდ ვენახი.
დიდი ქალაქი
რომ არ მენახა! -

მეყოლებოდა ახლა ხარები.
შემოდგომაზე
მთიდან შეშას ჩამოვიტანდი.
არ ვიქნებოდი
აღარც ღარიბი,
აღარც მდიდარი.

ცოლი ყოველდღე
თიხის კეცებს
გაახურებდა,
ცივ სოხანეზე
გადმოდგამდა
ლობიოს ქოთნით.
მეყვარებოდა
როგორც მიყვარს
მინდვრის ყურება -
აიზლაზნება
მინდვრებიდან
როდესაც ორთქლი.

პარასკევობით
საჩხერეში გავყიდდი სიმინდს;
მეუღლეს ჩემსას
ჩითის კაბას ვუყიდდი იმით.
სოფლის სკოლაში
ორი ბავშვი ჩემიც ივლიდა;
ბიჭს ალბათ ვანო ერქმეოდა,
გოგოს ივლიტა.

რომ არ ამეღო ხელში წიგნი,
თოხი მჭეროდა.
რომ არ გამედგა ფეხი
ჩვენი კაკლის ჩეროდან.



*********

-არაყი?
-ლუდი
-ერთი?
-ერთი
-ინებეთ!
-გმადლობთ

ვჯდები კუთხეში,
გარეთ წვიმს....
გნატრობ!

****
გარეთ ხმაურობს წვიმა.
ოთახს ანათებს ლამპა.
-პეტუშა გახსოვს?
-იმე!
-რა ბიჭი იყო?
-აპა!


პ.ს. ყველაფერზე ქილიკი როგორ შეგიძლიათ? მიკვირს.

Posted by: Utopian 4 Apr 2010, 22:25
სამი დღეა
დამიბრიყვა სევდამ:
სამი დღეა
გულმოდგინედ წვიმს...
მომანატრა,
მომანატრა, ნეტა —
რაც მომწყინდა,
რაც მომწყინდა —
ის.

Posted by: MrHERCULES 12 Apr 2010, 17:01


ვერ შეედრება ვერაფერი ამქვეყნად შაირს!
პროზა?!
ესეი?!-
რისი ფლავი,
ბოზბაში?!
რაიცა იყო,
რაცაა და
იქნება რაიც,-
მოქცეულია ერთ ჯიგრიან კალმის მოსმაში!

ვალდებულია,-
პოეტს ყველა მოეპყრას ნაზად,
ის სამშობლოსას წარმოადგენს
რამეთუ ლაზათს.

მწარე სინანულს განიცდიან
ყველანი ახლა,
ვინც არ ჩააგდო
თავის დროზე პოეტი ძაღლად:

ხონთქარი,-
პოეტს არ უბოძა
რომელმაც კვართი,
მებაღე,-
პოეტს არ მიართვა
რომელმაც ვარდი,
ქალწული,-
პოეტს არ აღირსა
რომელმაც ხელი,
მეჯოგე,-
პოეტს არ ათხოვა
რომელმაც ცხენი.

ვერ შედრება ვერაფერი ამქვეყნად შაირს!
პროზა?!
ესეი?!-
რისი ფლავი,
რისი ბოზბაში?!
რაიცა იყო,
რაცაა და
იქნება რაიც,-
მოქცეულია ერთ ჯიგრიან კალმის მოსმაში!






Posted by: Solveig 12 Apr 2010, 23:30
ეს ჩემი მხრიდან
მეტისმეტი კია სიმკაცრე,
მაგრამ, სათქმელი უნდა ითქვას-
არ ხამს ალერსი.
დაღონებული როა კაცი-
მესმის იმ კაცის!
გახარებული კაცის-
არ მესმის!

ვინც გინდა, იყავ-
გინდ არქიფო,
თუ გინდა-შაქრო,

რა გიხარია, შე შობელძაღლო?!!!!


პ.ს. წინა გვერდზე რომ დავწერე, პეტუშას გახსენებაზე ლექსი, სულ ბაბუაჩემის და მისი ძმის საუბარს მომაგონებს ხოლმე. აღარცერთი აღარაა ახლა ცოცხალი...

Posted by: MrHERCULES 12 Apr 2010, 23:51

"ეს ჩემგან კია
მეტისმეტი თუმცა სიმკაცრე"

დღესაც აქტუალური ლექსია

ესეც:
"სამშობლოს ჩვენი რომ გვიჯობს ეზო,
რეგვენი თუა - ის რომ გვსურს მაღლა"

ან ეს:
"არა ნაცნობთა, მე უცნობთა ვცოცხლობ იმედით-
ვისაც არ ვიცნობ კაცი იქნებ არის ის მაინც..
ნაცნობთა ჩემთა უკეთუა მსგავსი ის კაციც,-
საქმე ქართლისა მთლად ქასული ყოფილა მაშინ!"

რამდენი მაგნაირი კიდე..



Posted by: Utopian 13 Apr 2010, 02:42
კარგი, ვთქვათ გახდი, -
რაც გულით გსურდა,
ვთქვათ, დღეს შენი შურს, -
შენ ვისიც გშურდა.
მერე?


: )


როდემდე?!

როდემდე უნდა დავიბანო პირი ყოველდღე?!
ყოველ საღამოს დავწვე უნდა ხოლმე როდემდე?!
მეჭიროს უნდა ყველაფერზე როდემდე თვალი?!
ანდა როდემდე უნდა მქონდეს იმედი - ხვალის?!
როდემდე?!



---

მივდივარ
რადგან
კვლავაც მინდა, რომ ვიყოთ ერთად.
გშორდები,
რადგან
მომენატრა შენთან შეხვედრა.

Posted by: M_A_K_I 13 Apr 2010, 03:15
მადლობა..........................








love.gif

Posted by: leva1990 13 Apr 2010, 19:35
ვითარცა მტკვარი
მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა
და
დრო
გადიოდა.
ვითარცა ღვინო -
ქვევრიდან
ხაპში -
ხაპიდან
დოქში -
დოქიდან
ჯამში -
ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში…
გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა -
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი…
გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ,
ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდნენ,
და…
მიუხედავად ამისა, მაინც -
გამოიარა
ვახტანგის გული,
გამოიარა
თამარის გული,
გამოიარა
სულხანის გული
და დღეს –
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
სულხანის ნაქონი სისხლით –
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ლალი,
ელისო,
ვაჟა,
გიორგი,
გივი.
და…
იარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!

Posted by: leva1990 19 Apr 2010, 14:24
ფშავში


მთებს, —
პირდაბანილთ, —
შეუმშრალა ქარმა ხელ-პირი.
ზეცას გავხედე.
მოვილხინე მერცხლის დანახვით.
ყალყზე შემდგარი, —
შემომახტა
გულზე
არაგვი.
წყალთით
ლექსები
ამოვყარე
კალმახებივით.

Posted by: tinaland 20 Apr 2010, 21:49
ტა,
ტა,
ტა,
ტა!
რანაირად ბრდღვინავს არაგვი!
ხო,
ხო,
ხო,
ხო! -
ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა!
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს, -
თვარა, - კი!..
სხვა
როცა მე შემომნატრის,
მე
მივბაძო სხვას?!

მე - პატრონმა,
მე - პატრონმა
ამისთანა ზღვის,
მე - პატრონმა,
მე - პატრონმა
ამისთანა ცის, -
თუ ღმერთი გწამს,
თუ კაცი ხარ -
სხვას მივბაძო?! -
ვის?!

რა გინდა რომ აქ არ იყოს, -
ენა იტყვის რას!
სიტყვა გინდა?! -
მარტო წვიმას
აქვს სახელი ცხრა.

მე შენ გეტყვი -
არ გეყოფა სიტყვის მარაგი...
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს, -
თვარა, - კი!


უხ როგორ მიყვარს ესა user.gif


Posted by: leva1990 20 Apr 2010, 21:58
ციოდა. ცრიდა...

ციოდა. ცრიდა. ღია კარს მიღმა
იგი უჩქამოდ იდგა, ვით ლანდი
და როცა ვკითხე: _ რა გინდა-მეთქი? _
შემომაჩერდა და სახე მისი
იყო სრულიად არაფრისმთქმელი,
ვით გვარ-სახელი რუსთათვის ჩემი.

Posted by: leva1990 23 Apr 2010, 18:09

თუ სიკვდილია...


გადავლახავდი დრო-ჟამის მიჯნას,
ვიქათქათებდი,
ვით ალავერდი, —
მიზანს და სიკვდილს მიზნისას მიზნად, —
დედა რომ არა
ორთავეს ერთი.

ვერ მივაღწიე,
ვერ ვეღირსე უკეთუ მიზანს.
ვერ გავისწორე უკეთუ ხოში, —
რა ბედენაა დიდუბის და მთაწმინდის მიწა!..
თუ სიკვდილია! —
აი, წოლა მესმის შამქორში.

Posted by: MrHERCULES 9 May 2010, 19:18

დეისაძის "სირობის" ირგვლივ ატეხილ "სირობებზე" ვკითხულობდი რაღაცეებს და მუხრანის ეს ლექსი გამახსენდა:

ორი ბრმა ძალა თავგანწირვით ებრძვის ერთმანეთს
(არ აქვს მათ ჭიდილს სხვა მიზეზი, სიბრმავის გარდა)
აუცილებლად საჭიროა ძალა მესამე,
ძალა, რომელიც
ძირს კი არა
მაღლითაც არ ჩანს...



Posted by: M_A_K_I 12 May 2010, 01:22
QUOTE
ძალა, რომელიც
ძირს კი არა
მაღლითაც არ ჩანს...





სამწუხაროდ!!!! sad.gif

Posted by: Utopian 12 May 2010, 01:36
მინდა და მინდა

მინდა და მინდა! _
მინდა და მინდა! _
მინდა და მინდა! _
ვადიდო მინდა
ღმერთი, რომელმაც მე ამომზიდა
უწყლო,
უმზეო,
უძირო
ჭიდან, _
სადაც ურიცხვი ბედკრული დარჩა! _
სადაც უსაზღვროს იტანენ ტანჯვას! _
ძნელია ძალზე გაძლება სადაც!

ძლიერო ყოვლად! _
უშველე მათაც!

Posted by: Barklai 12 May 2010, 17:14
დღეს
რაკი უკვე აღსრულდა
ის, რასაც ზღაპარს ვადრიდი:
რა პატარაა!_
რაც მსურდა! რაც მსურს _
დღესაა რა დიდი!




Posted by: Utopian 13 May 2010, 03:14
სხვისიც ყოფილა,
თუ ყოფილა
ჩემს თვალზე ცრემლი.
ვყოფილვარ სხვისი სიბრალურით
მრავალჯერ ჩუმად...
ყოვლადძლიერო,
გახარება თუ გინდა ჩემი, -
უნარი სხვისი გახარების
მიბოძე უმალ.

და კიდევ,
თუ არ შემომწყრები,
მისმინე ერთიც:
სიხარბე ახლავს,
სამწუხაროდ, სიხარულს რადგან,-
თუ შემიძლია,
დამაყენე იმდენად მაღლა,-
არ შეეხარბოს სიხარული
არავის ჩემი

Posted by: kriketi-1985 18 May 2010, 01:58
რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტში დავპატიჟეთ , სასიამოვნო საღამო იყო, დიდი აუდიტორია შევიკრიბეთ, იუმორის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა, (სამწუხაროა, წარსულში მიწევს საუბარი sad.gif ) მის მიერ წაკითხული ლექსი მობილურშI ჩავიწერე კიდეც, ცუდად ისმოდა, დარბაზი დიდი იყო და ხმა თანაბრად ვერ იშლებოდა მთელ სიგრძე-სიგანეზე, მაგრამ ტელეფონის სიძველის გამო ვერსად გადავწერე, ასე წამეშალა, გული დამწყდა...
ეს ლექსი წაიკითხა:
მიწავ ჩემო

შენი, მიწავ ჩემო,
ვინც კი იცის გემო;
როგორ დავიჯერო, -
თავს არ შემოგევლოს!

იმერეთო ქვემო,
იმერეთო ზემო, -
სიყვარულო ჩემო,
სიხარულო ჩემო...
ძამა გურულებო,
ჯიმა სამეგრელო,
ძმაო ქართლ-კახეთო,
მესხეთ-ჯავახეთო;
მარნის ჩვენის ეშხი
მტერსაც ჩავახეთქოთ,
ოღონდ ჩვენს საქმეში
ნაკლებ ჩავახედოთ.

დიდგორისა ველო, -
ახლა ცრემლისმგვრელო,
კრწანისისა ველო, -
დღესაც გულისმკვლელო...
რაღა გავაგრძელო,
მთელო საქართველო, -
სასოებავ ჩვენო,-
რა ვქნა, რა გიშველო!

შენი, მიწავ ჩემო,
ვინც კი იცის გემო;
როგორ დავიჯერო, -
თავს არ შემოგევლოს!


მაგრამ ავტოგრაფი კი მაინც დამრჩა! smile.gif
ვინ კითხულობს თქვენს ლექსებს ყველაზე უკეთო, ჰკითხეს, უპასუხა: მეო! biggrin.gif smile.gif თუმცა მერე გამოყო გურამ საღარაძე და კიდევ ერთი-ორი...
მართლა საოცრად თბილი ადამიანი იყო, სასიამოვნო მოსაუბრე... მერე კი ნება-ნება აუყვა უნივერსიტეტის კიბეებს, მაშIნ უკვე საგრძნობლად დაძაბუნებული იყო...


დღეს, -მე რომ მოვკვდე, -
ეს იქნება უსამართლობა!
(უფალს შესწირავს არაერთი
თუმცა მადლობას)!

განთიადია, -
უხილავი ცეცხლი მედება;
თუ ჩაუღრმავდი,
თუ ჩაცაწვდი,
შემოქმედება,
რაც მართალია, - მართალია, -
ჯვარცმა ყოფილა!
და
რა დროს ჩემი სიკვდილია, -
ჯერ არც კი ვშობილვარ!

Posted by: MrHERCULES 18 May 2010, 03:06

ეგ ის საღამო ხო არ იყო, რატი ამაღლობელმა რო გახსნა?! 2006-ში იყო მგონი.
მე მაგ დღეს ვნახე პირველად და (სიტყვა "სამწუხაროდ" ამ შემთხვევაში უღონოა) უკანასკნელად..

დიდი, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თითქოს ეხლაც მესმის მუხრანის განუმეორებელი ხმა - თან ალერსიანი, თან ომახიანი.
"რა ვქნა, რა გიშველო!" - ეს სიტყვები ისე თქვა, გული ამოაყოლა.

როგორ ბუნებრივად გამოსდიოდა საუბარი. არავითარი დისტანცირება და ქედმაღლობა - უბრალო, ოდნავ ზემო-იმერული, საოცრად ბუნებრივი ხმით ლაპარაკობდა.
"რავარია ჩეკისტებში ქეიფი?!" - სახუმარო ისტორიას მოაყოლა.
"თენგიზ სიგუას ნათესავი" - სოსო სიგუას გაეხუმრა.
"თურმე ასე ვის ყვარებიხარ, კაცო" - სტუდენტებზე თქვა.
"მე პაწია კი აღარ ვარ" - სევდა გაერია ხმაში...

ბოლოს "იარონ! ამინ!" - ამ ლექსით დაამთავრა. მანამდე ხუმრობით თქვა, "ახლა იმ ლექსს ვიტყვი, რომლის წაკითხვაშიც გურამ საღარაძე მეცილებაო"


მოკლედ; დაუვიწყარი დღე იყო.



Posted by: nino darbaiseli 18 May 2010, 07:17
... სტატია ''წერილები დანიელს N 5 - მუხრან მაჭავარიანის ''საბა'' 2000 წელს გამოვაქვეყნე კრებულ 'სჯანში''
კოლეგებმა მომიწონეს, ლიტერატურულ პრესაშიც- კარგი შეფასებები ერგო, მაგრამ მთავარი იყო, რას იტყოდა თავად ბატონი მუხრანი.მე ხომ მაინც ვშიშობდი,, რომ თავს მისი პოეტური ტექსტის საკმაოდ თამამი, ლამის კადნიერი ინტერპრეტაციის უფლება მივეცი...
როგორ ველოდი !
მაშინდელი ზამთრის ერთ ყინვიან საღამოს შინ ვეახელი. ციოდა ბინაში. ერთი , რაღაც , პატარა გამათბობელი ედგათ, რომელიც მისაღებსა და შუშაბანდს ნამდვილად არ ჰყოფნიდა,. დანარჩენი ოთახებით კი, ჩანდა, აღარც სარგებლობდნენ.
იქნებ გარედანაც შემოვიყოლე სიცივე, ამას ჩემი ემოციაც ემატებოდა. ვცდილობდი, მშვიდი იერი შემენარჩუნებინა, მაგრამ კანკალს და კბილების კაკუნს ძლივს ვერეოდი.
ლამფის შუქზე ვმუსაიფობდით ლიტერატურაზე, ცოტა - ყოფაზე, უფრო სწორად, ბატონი მუხრანი საუბრობდა, მე - მსუბუქი კითხვებით ვერთვებოდი. უცებ შეყოვნდა . გულმა მიგრძნო, ჩემი სტატიის ხსენების დრომ მოაწია.
-რა კარგი წერილი დაგიწერია , ჩემო ნინო! - მითხრა დაყვავებით . (ეს სიტყვა ’’დაყვავება’’ დღეისთვის ცოტა მოძველებული კია, მაგრამ მასზე უკეთ ვერა სიტყვით ვერ გამოვხატავ ხსოვნაში აღბეჭდილ მის ხმასა და მზერას).
მეგონა, საუბარს გავაგრძელებდით სტატიის ცალკეულ მომენტებზე, მეტყოდა, რომ რაღაცაში მეთანხმება, რაღაცაში - არა.
მან კი მეუღლეს წყნარად გადაულაპარაკა და ცოტა ხანში მაგიდაზე ბოთლით ღვინო და პატარა ჭიქები გაჩნდა, ცოტაც - პური და ყველი. დროდადრო ღვინოს სიმბოლურად ვწრუპავდი და ცოტა შევთბი კიდეც.
პოეტური სიტყვის ბუნებაზე საუბარს განაგრძობდა. ვეკითხებოდი მისი რამდენიმე ცნობილი ლექსის ლიტერატურულ წყაროებზე, მისი პოეტური ფრაზის სტრუქტურასა და ინტონაციის გამოხატვის თავისებურებებზე, მის ეტიმოლოგიურ ნაშრომზე, რომელიც ოთხმოციან წლებში, ჟურნალ''საუნჯეში'' გამოქვეყნდა , ყველა ნათქვამს ვიმახსოვრებდი.
ასე დამებადა იდეა, კრებულ ''სჯანის '' შემდგომი ნომრისთვის დიალოგი მოგვემზადებინა. დამთანხმდა. შინმოსულმა დღიურში ჩავიწერე ჩვენი საუბრის შინაარსი, მერე მის მიხედვით სადიალოგო კითხვების მონახაზზეც ვიმუშავე... მერე ვერა და ვერ მოვახერხეთ . ხან მე გავემგზავრე, ხან - თავად აწუხებდა გული . მოკითხვით კი მოვიკითხავდი ხოლმე, ან დღეობას ვულოცავდი, მაგრამ აღარ მინდოდა ჩემი დაჟინებით შემეწუხებინა.
... და როგორც ყოველთვის, მოკითხვისას მეტყოდა: ''ის რა კარგი წერილი დაწერე, ჩემო ნინო!''
რამდენი ხანია, ვაპირებდი , აქ მის თემაში დამედო, რამდენჯერმე აკრეფაც დავიწყე, მაგრამ ნებისყოფამ მიმტყუნა.
ახლა დასკანერება გადავწყვიტე, ცოტა ძნელი წასაკითხია, მაგრამ ალბათ ვიღაც მაინც მოიწადინებს ამ ფორმით გაცნობას . მერე ავკრეფ კიდეც.




http://www.radikal.ru



http://www.radikal.ru


... არა, არ გამოდის! ახლა, რომ დავპოსტე, დავრწმუნდი, რომ ამ სახით წაუკითხვადია, დანარჩენი დასკანერებული გვერდების გადმოტანასაც აზრი არა აქვს.
რად დავდე, დარჩეს, როგორც ხსოვნა.
მერე რამეს მოვიფიქრებ,...
ახლაღა შევნიშნე:ამასობაში დამთენებია კიდეც.

Posted by: kriketi-1985 18 May 2010, 12:22
QUOTE
ეგ ის საღამო ხო არ იყო, რატი ამაღლობელმა რო გახსნა?! 2006-ში იყო მგონი.

კი, ეგ საღამო იყო...
QUOTE
"რავარია ჩეკისტებში ქეიფი?!" - სახუმარო ისტორიას მოაყოლა.
"თენგიზ სიგუას ნათესავი" - სოსო სიგუას გაეხუმრა.
"თურმე ასე ვის ყვარებიხარ, კაცო" - სტუდენტებზე თქვა.
"მე პაწია კი აღარ ვარ" - სევდა გაერია ხმაში...

smile.gif
თქვენ გხსომებიათ, მე კი ეგ ყველაფერი ჩაწერილი მქონდა, მაგრამ... sad.gif
ამ საღამოს გარეშე რომ წასულიყო, გული ძალიან დამწყდებოდა,იმდენად კარგი იყო... გაცნობა მაინც რომ მოვასწარი, ის მანუგეშებს...
* * *
დედაკაცი

- სამოთხე იყო...
დედაკაცმა დაგვაკარგვინა,
საწმისი იყო...
დედაკაცმა დაგვაკარგვინა.
დანაშაული,
თუ გიყვარდე,
მეტი რა გინდა!

- სამაგიეროდ
დიაცმავე იესო გვიშვა.
სამაგიეროდ
დიაცმავე რუსთველი გვიშვა,
ეს კი, მე მგონი,
თუ შენც იტყვი,
ცოტას არ ნიშნავს!

Posted by: Utopian 20 May 2010, 01:43
ვისაც, თუნდ ერთხელ,
მთაწმინდიდან სიამით მზირალს
დაბლა
თავისი
უძებნია თვალებით სახლი,
ვისაც, მჯდარს კენტად,
ღელის პირას ანდა ხის ძირას
აღუდგენია სახეები ნაცნობი ხალხის, -
არა მგონია,
არ იპოვნოს ამ ლექსში იმან
რაღაც ნაცნობი,
რაღაც ტკბილი,
რაღაც თავისი,
ვითარცა ნაცნობს წარმოადგენს
ზღვათათვის წვიმა,
ვითარცა სუნთქვა წარმოადგენს
ნაცნობს ქარისთვის!

Posted by: nioradze 20 May 2010, 10:31
ნუ იყოფინ


მოიზმორება მოლისფერი ბზიფი ლივლივით. . .
ევკალიპტია . . .
ურთხელია . . .
ბზებია
ბზიფთან . . .
კაცმა იფიქროს! - ნუ იყოფინ!- ევკალიპტივით!-
ბზას,
თვით ხიზანი,
ბზიფის ხიზნად თვლის ევკალიპტი!


მუხრანი

Posted by: Utopian 23 May 2010, 01:18
მე გამოვდივარ,
დღის ბოლოა,_
სრულდება 6.
ფართო ქუჩაში
ჩვეულებრივ მოძრაობს ხალხი...
გულუხვად ბარდნის,
ბეღურა კვნესის...
მე მოვაბიჯებ გაშლილი სახით.

დაგინახავ და...
გაზაფხული მყარდება ირგვლივ;
შუაზამთარში
მეყურება შრიალი ხეთა...
რაც მართალია, _ მართალია, _
გულწრფელად მიკვირს, _
ყველა ჩემსავით რომ არ ღელავს, _
შენ როცა გხედავს.

Posted by: Utopian 23 May 2010, 02:16
მე შემიძლია ვიმყოფინო
საბანი ფოთლის,
ზღვად შემიძლია მივიჩნიო
პატარა წვეთი...
უმტკივნეულოდ
მკერდიდან გულს ამოვიპორტნი
მხოლოდ შენთვის.

წყალმა წაიღონ ლექსნი ჩემნი,
როგორც ნაფოტნი,
წყალმა,
რომელიც
უზარმაზარ მდინარეს ერთვის...
უმტკივნეულოდ
მკერდიდან გულს ამოვიპორტნი
მხოლოდ შენთვის.

Posted by: Bruno Dumont 5 Jun 2010, 22:28
ვინც გინდა იყო გინდა არქიფო და გინდა ზაქრო,
რა გიხარია, შე შობელძაღლო ?!

ეს ლექსი ბოლომდე მითხარით რა smile.gif

Posted by: Crøs 5 Jun 2010, 22:34
Bruno Dumont
"ეს ჩემგან კია მეტისმეტი თუმცა სიმკაცრე,
მაგრამ ყოველთვის, ცნობილია, არ ხამს ალერსი.
დაღონებული როა კაცი, მესმის იმ კაცის,
გახარებული კაცის არ მესმის.

ვინც გინდა იყო გინდა არქიფო და გინდა ზაქრო,
რა გიხარია, შე შობელძაღლო ?!"

Posted by: Solveig 9 Jul 2010, 08:24
xachapuridze
QUOTE
- პეტუშა გახსოვს? -იმე
რა ბიჭი იყო? -აპა!
და კიდევ
ქუჩაში სამი საუბრობს ბიჭი.
მეხუთე კლასში ვიყავი (1962 თუ 63), ეს ლექსები რომ დაიბეჭდა და გამოვიდა ბესო ჟღენტი, დაგმო და მიწაში ჩადო, როგორც უიდეო და არაფრის მთქმელი


ჟღენტს საერთოდ წამოსცდებოდა სხვისი საქები რამე? მეტი არაა ჩემი მტერი.
ერთხელ ჰკითხეს თურმე: ბესო, რა უფრო გსიამოვნებს-როცა აქებ თუ როცა აკრიტიკებო? რა თქმა უნდა, როცა გაკრიტიკებო-მიუგო ბესომ. კრიტიკით ერთს ვაწყენინებ და ასს ვახარებ,. ქებით კი-ერთს ვახარებ და ასს ვაწყენინებო..

Posted by: MrHERCULES 9 Jul 2010, 15:37

"ბესო, შენ უნივერმაღის კარს ჰგავხარ - საითაც ხელს გკრავენ, იქით შეიღები!" © კონსტანტინე გამსახურდია.

"ქუჩის ხეები" გაუკრიტიკებია კიდე; რა პონტია, ხეებზე ლექსების წერაო.
ამ დროს მუხრანს დაუჭექავს: "ამ ლექსზე ამბობ? "ო, რა საყვარელნი არიან ხენი.." და ასე ბოლომდე.


Posted by: kakuka 9 Jul 2010, 17:09
ერთისთვის
ერთი არსებობს მხოლოდ,
იმ ერთის პოვნის
თუ გახდი ღირსი.
არაერთს ისე მოეღო ბოლო,
თვალიც ვერ მოჰკრა
გაჩენილს მისთვის.

ერთისთვის
ერთი არსებობს მხოლოდ.
სად არის იგი?
ეს ღმერთმა იცის.
იმ ერთის ნახვის,
იმ ერთის პოვნის
ათასში ერთი
გამხდარა ღირსი.

Posted by: Solveig 9 Jul 2010, 20:14
QUOTE
"ბესო, შენ უნივერმაღის კარს ჰგავხარ - საითაც ხელს გკრავენ, იქით შეიღები!" © კონსტანტინე გამსახურდია.

გენიალურია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Survivor 9 Jul 2010, 22:43
QUOTE
მე გამოვდივარ,
დღის ბოლოა,_
სრულდება 6.
ფართო ქუჩაში
ჩვეულებრივ მოძრაობს ხალხი...
გულუხვად ბარდნის,
ბეღურა კვნესის...
მე მოვაბიჯებ გაშლილი სახით.

დაგინახავ და...
გაზაფხული მყარდება ირგვლივ;
შუაზამთარში
მეყურება შრიალი ხეთა...
რაც მართალია, _ მართალია, _
გულწრფელად მიკვირს, _
ყველა ჩემსავით რომ არ ღელავს, _
შენ როცა გხედავს.

up.gif

Posted by: 200000 12 Dec 2010, 23:46
რაც კი ზარია შემოკრული დღემდე ალავერდს, -
მადლი იმ ზართა შეწეოდეს მეზვრე მანაველთ,
მეზვრე ჩუმლაყელთ,
მეზვრე შილდელთ,
მეზვრე ახმეტელთ! -
მე ვინაიდან ღვინოებში კახურს ვაღმერთებ.

რაც კი ზარია შემოკრული აქამდე ყინწვისს, -
მადლი იმ ზართა შესწეოდეს ტურფაა ვინც კი :
მროელთ , არბოელთ,
მცხეთელთ, კასპელთ,
გორელთ აგრეთვე! -
მე ვინაიდან ქალთა შორის ქართლელს ვაღმერთებ.

რაც კი ზარია შემოკრული საერთოდ სადმე, -
მადლი იმ ზართა შესწეოდეს ყველა ნაღდ ქართველს:
ჰყვაოდეს ქართლი,
იმერეთი, ფშავი , კახეთი !
მე ვინაიდან დუნიაზე მამულს ვაღმერთებ .

love.gif love.gif love.gif

Posted by: Batuka 16 Dec 2010, 13:41
"კაცია და გუნება" (ვგონებ ესე ქვია) არავის გავქთ დადეთ რა ...

Posted by: Alice_In_Wonderland 17 Dec 2010, 22:22
QUOTE (Batuka @ 16 Dec 2010, 13:41 )
"კაცია და გუნება"

შოთა ნიშნიანიძის არის smile.gif

მუხრანსაც თუ აქვს არ ვიცი...


ფრინველებში შაშვი მიყვარს,
შაშვი მებულბულება.
ბულბულს შაშვი მირჩევნია,
კაცია და ბუნება.
ახ, გიტარავ, შენ მომიკვდი,
რაღა მერანუნება...
მაინც ყველას მირჩევნიხარ...
კაცია და გუნება.
კვიცივით ხტის ნორჩი გოგო,
ან რა დაეწუნება,
ზოგს კი ბანოვანი მოსწონს,
კაცია და გუნება.
ვშლი დიდებულ უცხოელებს,
სხვაც ბევრია ცთუნება,
ფშაველა კი ცეცხლს მიკიდებს,
კაცია და გუნება.
ბედნიერ კაცს ეჭვით ვუმზერ,
განა გამემტყუნება?
გულმოკლული უფრო მიყვარს,
კაცია და გუნება.
თავო ჩემო რაც ხარ ეს ხარ...
ვერ გადახვალ ბუნებას,
ზოგი გმტრობს და ზოგს უყვარხარ...
კაცია და გუნება

Posted by: jogomohoni 17 Dec 2010, 22:48
რაც ჩემამდეა ჩადენილი უჩემოდ შენგან,
რაც მე არ ვიცი,რაც, შენს გარდა იციან სხვებმა,
რაც ჩემამდეა ჩადენილი უჩემოდ შენგან,
იგი მგვრის, ალბათ,
უმიზეზოს ხანდახან სევდას.

Posted by: MrHERCULES 19 Dec 2010, 03:23

ზოგს აშკარად ეტყობა, -
ჩემი არ ეყურება,
რა ვქნა, რა გაეწყობა, -
კაცია და გუნება.

ზოგს პირიქით - ჩემდარი
არავინ ეგულება,
ესეც ბუნებრივია, -
კაცია და გუნება.

არაფერი გულწრფელი
კაცს არ გაემტყუნება,
ღმერთი ყველას უშველის,-
კაცია და გუნება.


Posted by: lars von trier 21 Jan 2011, 01:32
QUOTE
"ეს ჩემგან კია მეტისმეტი თუმცა სიმკაცრე,
მაგრამ ყოველთვის, ცნობილია, არ ხამს ალერსი.
დაღონებული როა კაცი, მესმის იმ კაცის,
გახარებული კაცის არ მესმის.

ვინც გინდა იყო გინდა არქიფო და გინდა ზაქრო,
რა გიხარია, შე შობელძაღლო ?!"

ასწორებს.

Posted by: ვივიანა 25 Jan 2011, 11:07
QUOTE (jogomohoni @ 17 Dec 2010, 22:48 )
რაც ჩემამდეა ჩადენილი უჩემოდ შენგან,
რაც მე არ ვიცი,რაც, შენს გარდა იციან სხვებმა,
რაც ჩემამდეა ჩადენილი უჩემოდ შენგან,
იგი მგვრის, ალბათ,
უმიზეზოს ხანდახან სევდას.

აუ რა მაგარიააა... მომეწონაა.. cry.gif

Posted by: MrHERCULES 12 Apr 2011, 11:47

მუხრანის პირველი დაბადების დღე უმუხრანოდ..

http://www.youtube.com/watch?v=2LuJc-dbSgQ

მორჩა.
გათავდა.
მე განზე ვრჩები.
ვინიცობაა, მწედ მექმნა ღმერთი,
და თუ ოდესმე ქონება ჩემი,-
მნიშვნელოვანი რამ გახდა შენთვის-
ხომ კარგი!
და თუ არ მოხდა ასე
და მოხდა ისე,
ვით ბევრის თავზე;

წუთისოფელი როცა მიყელებს,-
თიხად ქე მაინც გამომიყენე!


Posted by: MaXinJi_k0nkia 29 Aug 2011, 23:09
ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან

ალოდინეს და ... მეთხუთმეტე კაცად შევიდა,

ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება,

ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე,

ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა,-

მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.


ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა;

ოჰ, ოჰ ... ოჰ ...ოჰო- თქვა და თითქოს კიდეც ინანა,

მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა

(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას);

რაც შეიტანა,- ისევ ის გამოიტანა

იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.

- წვიმა არ არის!-

საბას კაბა დაუსველა რამ?!

- თოვლი არ არის!-

საბას თავი გაუთეთრა რამ ?!

- ყინვა არ არის!- სულხან – საბას აკანკალებს

- რამ დაასველა?!

-რამ დაათეთრა?!

-რა აკანკალებს?!-

საქართველოა მისთვის:წვიმაც, თოვლიც, და ყინვაც!

... მზე ეთხოვება ალბათ, ახლა ტურფა ტანძიას...

ეს სიცხადეა, სულხან – საბავ, თუ ფანტაზია?!

დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,-

ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს,-

სტამბოლში შვილი დედას სტირის,- ჰყიდიან ყმაწვილს

(სჭვრეტენ ჯვარის წინ წმინდა, ნინოს, მუხლზე დაცემულს),

რამდენს აფასებ მაგ პატარას?-ჰკითხა სპარსულად

საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.

უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა!-


წარმოსთქვა ბალღმა,- ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.
არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!

უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?

საბას ცრემლები მოეძალა,- ატირდა კაცი,-

თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.

ვით ეს ყმაწვილი,- საქართველოც,- ასე მცირეა,

საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს ასე ჰყიდიან...

საფრანგეთს ვთხოვოთ, გვიშველისო,- სასაცილოა!..

შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰჯიდია

ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.

მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა...

მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?!

გულს ნუ გაიტეხ!- მუხა კვლავაც შეიმოსება!

love.gif

Posted by: nino darbaiseli 22 Feb 2012, 21:33
ნინო დარბაისელი

,,ქალია დილა, მიწა, - ქალი, საღამო, - ქალი...’’

(ეროტიკა მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში)


თანამედროვე ქართულ პოეზიაში კარგა ხნის დაწყებულია არააქტუალურად ქცეულ, ტრადიციულ პარადიგმათა რედუცირების პროცესი. სანაცვლოდ უფრო და უფრო მძლავრდება ტენდენცია ეროტიკისა და პორნო ნაკადების მოძალებისა. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ეროტიკა ლამის წარმმართველად იქცა, განსაკუთრებით ახალბედათა შემოქმედებაში, თუმცა ძველი თაობის არაერთმა ,,თანამედროვედყოფნის’’ მოყვარულმაც სცადა ამ პროცესისთვის ფეხის აწყობა.
ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში საკუთრივ ეროტიკისადმი მიძღვნილი ნაშრომების რაოდენობა ერთობ მწირია. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეს პრობლემა სამეცნიერო-კრიტიკული კუთხით აქამდე არ არის დაყენებული.
თეიმურაზ დოიაშვილი მონოგრაფიაში, ,,ორნი ერთ ნავში’’, სხვა თემებთან ერთად, ვრცელ ადგილს უთმობს ეროტიზმის პრობლემათა პროფანაციას მერაბ ღაღანიძის სამეცნიერო ნაშრომში, ხოლო მის მეორე მონოგრაფიაში ,, ანდერძი ტარიელისა’’ ერთი ავტორის - ტარიელ ჭანტურიას მაგალითზე მოცემულია ეროტიზმის გამოსახვის მისეული მეთოდის კრიტიკული ანალიზი. ამ პრობლემას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თეიმურაზ დოიაშვილისავე ნაწილობრივ გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში ,,ჰერმეტული პოეტის პორტრეტი ინტერიერში’’, ამჯერად ერთი ავტორის - გივი ალხაზიშვილის შემოქმედების მაგალითზე.
ზოგადად, ეროტიკასთან დაკავშირებული ქართული ლიტერატურული ტრადიციის შესწავლის პრობლემა, ლიტმცოდნეობითი კუთხით, დაყენებულია ქეთევან ელაშვილის სპეციალურ წერილში, ,,ეროტიზმის დიაპაზონი ქართულ სიტყვაში’’, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ავტორი, არაერთი საყურადღებო მოსაზრების მიუხედავად, არ გვთავაზობს მთავარს - ტერმინ ,,ეროტიკის’’ მისთვის მისაღებ დეფინიციას და ამის გამო გაურკვეველი რჩება, რა მიზეზით ტოვებს თვალსაწიერს მიღმა მეოცე საუკუნის არაერთ მნიშვნელოვან ავტორს (მაგ. გრ. რობაქიძეს და კ. გამსახურდიას). იფარგლება რა ქართული მწერლობის ერთი წარმომადგენლის - მიხეილ ჯავახიშვილის დასახელებით, იგი წერს: ,,საუკუნოვ ანი ტაბუირება ეროტიული თემატიკისა, რაღა თქმა უნდა, დაემჩნა ჩვენს მწერლობასაც, სადაც მიხეილ ჯავახიშვილის გარდა, ჩვენი საუკუნის დასაწყისამდე ფაქტობრივად ვერავინ გაბედა შეხებოდა ამ ერთობ სარისკო საკითხს’’.
პრობლემა ეროტიზმისა, დაყენებული ლიტმცოდნეობითი კუთხით, წამოჭრის კითხვათა წყებას: რა ადგილი და როლი ენიჭებოდა ტრადიციულად ეროტიზმს ქართულ პოეტურ რეცეფციაში, მოყოლებული ძველი მწერლობიდან დღემდე, როგორი იყო მისი ესთეტიკური თავისებურებანი, განვითარების დინამიკა, გამოსახვის ფორმები და საშუალებანი, რა მიმართებაშია ნოვაციები ამ ტრადიციასთან და ა.შ. ამ კითხვებზე საპასუხოდ კი საჭიროა ჩვენი ლიტერატურული მემკვიდრეობის კონკრეტული ნიმუშების შესწავლა.
წინასწარი ზოგადი დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ტრადიციულ ქართულ ლიტერატურულ პოეზიას ახასიათებს ეროტიკული თემებისა და მოტივების მინიშნებითი, სიმბოლურ-ალეგორიული გამოსახვა; მისი მაგისტრალური დინებისთვის უცხოა არავუალირებული ეროტიკა თვით იმგვარი ინტერკურსული მომენტებისა და სცენების გადმოცემისასაც კი, როგორიც მოცემულია დავით გურამიშვილის პოემაში ,,მხიარული ზაფხული’’ (იგულისხმება ქაცვიას ჩასახვის ეპიზოდი) და ალ. ჭავჭავაძის ,,გუთნისდედაში’’. ამასთანავე, არსებობს სატირულ-იუმორისტული _ მარგინალური ხაზი, რომელიც ლიტერატურულ სათავეს გაცილებით ადრე იღებს, მეცხრამეტე საუკუნიდან კი ძლიერდება და მეტნაკლებად ღია ფრივოლურობით ხასიათდება.
ძალზე მოკლედ გავიხსენოთ ცნება ,,ეროტიკის’’ ეტიმოლოგია და ტრადიციული მნიშვნელობა.
სიტყვა ეროტიკა მომდინარეობს სიყვარულის ღმერთის - ეროსის//ეროტის სახელიდან. ძველი ბერძნები სიყვარულის მრავალ სახეობას ცნობდნენ, (აგაპე, სტროგე, ეროსი, ლუდუსი და ა. შ.). ამ სახეობებისაგან ეროსს განასხვავებდა ის, რომ იგი ვნებას ეფუძნებოდა, პლატონური ტრადიციით კი მიიჩნეოდა განსხეულებული ტრანსცენდენტური მშვენიერებისადმი სიყვარულად.
რა განასხვავებს ეროტიკასა და პორნოგრაფიას?
ამასთან დაკავშირებით ერთ სინონიმთა თამაშზე აგებულ, მოარულ გამონათქვამს გავიხსენებ: ეროტიკაა, როცა ქალი არის შიშველი. პორნოა - როცა ქალი ტიტველია.

***
მუხრან მაჭავარიანის პოეტური სამყაროს ღირებულებით იერარქიას სათავეში სამშობლო - საქართველო უდგას. მის ჩრდილქვეშ მოქცეული სიყვარული, მით უმეტეს, ეროტიკულად შეფერილი, მკრთალადაც გამოიყურება, მაგრამ თუ ზერელე სტატისტიკას მოვიშველიებთ, პოეტს ამ თემაზე შექმნილი ან ეროტიკული შეფერილობის ნაწარმოებთა არცთუ მცირე რაოდენობა - ოთხმოცდაათამდე ლექსი აქვს. 1999 წელს გამოცემულ კრებულში ,ყოველი ტოტი და ტოტისტოტი’’ სხვადასხვა წლებში გამოქვეყნებულიდან თითქმის ნახევარი - ორმოცდაათამდე რჩეული ასეთი ლექსი შეუტანია.
რაკი ეს საკითხის გაშუქების პირველი ცდაა, ჩვენს საუბარს მუხრან მაჭავარიანის ლექსებზე ძირითადად მიმოხილვით-დესკრიფციული ხასიათი ექნება, ცალკეული ანალიტიკური აქცენტებით.
იმის გასააზრებლად, თუ სიყვარულის რა სახეობის აპოლოგეტია პოეტი, ანუ რა კონტექსტში თავსდება ჩვენთვის საინტერესო თემა, გავიხსენოთ მისი ადრეული ლექსი:

ქალია დილა.
მიწა, - ქალი,
საღამო, - ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე,
ჩემზე უკეთ, ადიდებს დილას,
ასე მგონია:
მე რო მიყვარს,
მართმევენ იმ ქალს.(1952)

სამყაროული მშვენიერების, როგორც ფემინური საწყისის გამოვლინების გააზრება ბოლომდე გაჰყვება მუხრან მაჭავარიანის პოეზიას, რაც შეეხება კონკრეტულად ქალისადმი დამოკიდებულებას, ამგვარია:

შენი სიცოცხლე, ნაბიჯი შენი
მე შემაყვარა შენმა სარკმელმა,
მე მიხარია, რომ შენ არსებობ,
ვისი ხარ, ეს რა ჩემი საქმეა.

შენით თენდება, შენით ღამდება.
შენი ვარ. შენთან მინდა ხელახლა!
შენა ხარ, რაც მე გამეხარდება!
რაც მეწყნება, ისიც შენა ხარ! (1951)

მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში ქალის, როგორც მშვენიერების მიწიერი გამოვლინებისადმი პიეტეტის ტიპიური ნიმუშია ლექსი ,,თბილისი-ფასანაური’’:

შენ არც კი იცი, ვარ შენდამი რა გრძნობით სავსე:
გამოიხატვის ორი სიტყვით ეს გრძნობა ასე:
მხოლოდ იმიტომ გამოგყევი ამხელა გზაზე,
რომ შენთვის ხელი გადამესვა გაყრისას თავზე (1972)

(ამავე ხასიათისაა ლექსები: ,,უნდა იცოდე’’(1951), ,,ქალიშვილი, რომელსაც უყვარს ბალახი და წვიმა“(1952), ,,აღმოსავლეთის ტატნობი“( 1953), ,, ხარ ბედნიერი, ხარ უკვდავი’’(1954), ,,მე გამოვდივარ, დღის ბოლოა’’(1955), ,, ღრუბლებმა მზე არ ამოუშვეს ამ დილით ცაზე’’(1957), ,, ქალი?! მიყვარს, მიყვარს ქალი!’ (1958)
მუხრან მაჭავარიანის სატრფიალო ლირიკა გენეტიკურ კავშირშია სიყვარულისა და ეროტიზმის რუსთველურ გაგებასთან - ,,იგი სხვაა, სიძვა სხვაა“ - იმ ძირითადი განსხვავებით, რომ გამოცლილი აქვს იდეალისტური საფუძველი.

***
ეროტიკული შეფერილობის სცენები მ. მაჭავარიანის პოეზიაში დასაწყისიდანვე შემოდის და თან მოიყოლებს იმ ელეგანტურობასა და ამაღლებულობას, რაც შემდგომში ძირითადი მახასიათებელი გახდება ამ ტიპის ლექსებისათვის:

თავადმა ცხენიდან
ქალს თვალი მოლანდა,
ჩამოხტა,
ხეს მიაბა ცხენი.
მას კოცნა სწყუროდა
და მანდილოსანმაც
წყალივით
მიაწოდა
ხელი.
(,,პუშკინი ტფილისში“ 1949)

მ. მაჭავარიანის სატრფიალო ლირიკაში ეროტიკული მოტივი ძირითადად ერთი ან ორიოდე შტრიხით, სინტაგმით ფიქსირდება და ეს ქმნის ეროტიკულ პლანს, რომელიც ტექსტში, სხვამხრივ, ღიად ექსპლიცირებული არ იქნებოდა:

***
ნაცნობ ყვავილებს დაეძებენ პეპლები მინდვრად.
გაზაფხულია.
ქუჩაში გეძებ.
და...
მინდა,
მინდა,
მინდა,
მთელი სხეულით მინდა, -
შემხვდე!
გამექცე! (1951)

აქ ეროტიული პლანის შემქმნელია ერთადერთი სინტაგმაა - ,,მთელი სხეულით’’. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ სიტყვას ,, სხეული’’ შევცვლით სიტყვით ,,არსება“ . შედეგად ტექსტის ეროტიკული ინტენცია, კონცეფცია და სურათი სრულიად შეიცვლება.

***
ბუნების ღია სივრცეში მოქცეული, ეროტიკულად შეფერილი სცენების გადმოცემისას მ. მაჭავარიანისთვის დამახასიათებელია ჯანსაღი, რენესანსული ვიტალიზმი. ამ ვიტალურ ეროტიკულ სცენათა დიტანციური ჭვრეტისას ლირიკულ სუბიექტსა და სცენის მონაწილეთა შორის უფაქიზესი გრძნობადი ხაზები იბმება, როგორც ლექსში ,,რვა ქალიშვილი“:

გალაღებულნი დედამიწით, წვიმით, ჰაერით...
უკაცრაული პასუხია:
ატეხილები...
ხელების ქნევით,
ნაკადულის გიჟმაჟ სიცილით
შემომეყარა შარაგზაზე რვა ქალიშვილი.

და
მკერდში უცებ
გალხვა გული,
გალხვა და ტანში
მიმომეფანტა
ტფილ,
მხიარულ ნაკადულებად.

გარიჟრაჟია ეს წკრიალა სიცილი მათი.
მოთამაშობენ შარაგზაზე ქალიშვილები.
ყანაში თოხებს აჩერებენ ბრგე ტანის ვაჟნი,
მიჰქრის ყანისკენ შარაგზიდან სიო ხალისის.(1952)

ამგვარივე ნიმუშია ლექსი ,,ტანით გრძნობენ’’:

კაცობრიობას თავისობას რაც უფიქრია,
(გულაღმა როცა წოლილა მაშინ)-
თოვლის ფიფქებად
ის ფიქრები
ეშვება ციდან, -
უჩქამოდ, -
როგორც,-
თავის დროზე - ასულან ცაში...

და . –
ახლა, -
გუნდებს აკეთებენ ბიჭები მისგან,
- და
ტანით გრძნობენ
გოგონები
ბიჭების ფიქრებს. (1965)

თუ როგორია უჩვეულო, კამერულ, ყოფით-ეროტიკულ სიტუაციაში მოქცეული ლირიკული სუბიექტის ხედვა და განცდები მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში, წარმოდგენას გვიქმნის 1965 წელს შექმნილ ლექსთა წყება:


ჰხურს და ჩახჩახებს
მზესავით ჯაზი.
ტოროლასავით
დამისკუპდა
დილა
მაჯაზე.

და ვიღიმები,
ვიგინები და ვიმუქრები.
ძუძუებივით ანათებენ
თეთრი მუხლები.


ეროტიკული სიგნალი - მოკლე კაბა, რომლიდანაც მუხლები მოსჩანს, გადადის ლექსიდან ლექსში:

ძალიან მოკლე აცვია კაბა.
მესაუბრება.
ხალხია ირგვლივ.
ვუსმენ.
ვუღიმი.
გამექცა ფიქრი
საუბრის იქით
ფიქრი როა - იმ ფიქრის იქით.

ამის შემდგომ ლირიკული სუბიექტი მზერას არიდებს ქალს და სხვა, თითქოს განყენებულ ობიექტზე ფიქსირდება:

დგას მაგიდაზე შავი ლუდი -
მაღალი ჭიქით.

მაგრამ თუ ფინალისთვის შერჩეულ ამ კადრს ფსიქოანალიტიკური თვალთახედვით მიუდგება მკითხველი, თან ყურადღებას მიაქცევს მჭიდრო ევფონიურ კავშირს სიტყვებს შორის: ლუდი - ლედი (ამ პოეტურ სიტუაციიაში მონაწილე მეორე პერსონაჟის - ქალის სინონიმი, აღმატებულობის ნიშნით) სავარაუდოდ, დეკოდირების ასეთი პერსპექტივა გამოჩნდება - ლირიკული სუბიექტისგან ერთი ხელის გაწვდენაზე დგას სასურველი ქალი, რომლისადმი წყურვილსაც იგი სოციალური პირობითობის ძალით თოკავს.
ამავე წყებას მიეკუთვნება ლექსები: ,,და ისევ ღამეს ხვრეპენ ფინჯნებით,“, ,,ირგვლივ ბევრია სხეული უცხო’’ და სხვ.
ლირიკული სუბიექტის დეცენტრაციის პირობებში, ეროტიკულად შეფერილი სცენების გადმოცემა მ. მაჭავარიანის ლექსებში დისტანცირებული, პაროდიული ხედვით ხდება:

კარგია, კაცი აივანზე ნებივრად იჯდე
და გაჰყურებდე: მზე ქუჩაში იღვრება როგორ.
ხედავდე ბიჭებს (თუ ქალი ხარ), ახოვან ბიჭებს,
ხედავდე გოგოს (თუ კაცი ხარ), ხორციან გოგოს!
(,, აივანზეა მეუღლითურთ პანტელეიმონ’’ 1954)

ამგვარსავე ვითარებას გვიჩვენებს კლდიაშვილისეული სევდიანი იუმორით გაჯერებული სტრიქონები სხვა, უსათაურო ლექსიდან:
***
სახლ-კარი აზნოურშვილის,
- ახლა კანტორა კოლხოზის,
სიმინდებიდან გამოსვლა
ათქვირებული გოგოსი.
მწვანე ყანაში, ქა-იქ -
შეღვრილი ყანა ოქროსი.
სოფელში კინოს მოტანა
და კლუბთან ხალხის ხორხოცი. (1959)

დისტანციური ხედვით არის გადმოცემული ზნეობისაგან თავისუფალი სასიყვარულო ურთიერთობის (მ.მაჭავარიანის მიხედვით, სიძვის, მეძაობის) თემაც:

შუაღამისას, - საათი რომ დარეკავს თორმეტს:
ბიჭები როცა გადაკრულში არიან ხოლმე;
სახლში შემოჰყავთ საიდანღაც დიაცი სიძვის
და
სიგარეტი
საფერფლეზე
თავისით
იწვის.

შუაღამისას,
ქუჩა როცა შავად კრიალებს,
ვითომ ტრამვაის უცდის როცა დიაცი რუსის...
ქუჩაში, როცა უხმაუროდ გაისრიალებს
უკანასკნელი ტროლეიბუსი.
(,,შუაღამისას’’ -1959)

ბოლო წლების პოეზიაში, ფრივოლურად შეფერილი ეროტიკული სურათების დისტანციური ხედვით გამოსახვისას, მუხრან მაჭავარიანის მანერა გაცილებით მკვეთრი ირონიულ-პაროდიული მონასმებით ხასიათდება:

დანაყრებული იფშვნეტს ბუზი ფეხებს უკანას.
ხაშლამისაში ოხშივარში ყვინთავს დუქანი.
კბეჩენ თვალებით მოახლისას ლოთნი უკანალს.(,,დუქანში“’ (1995):


მაგრამ ლექსების მნიშვნელოვან ნაწილში, როგორც წესი, კვლავ შენარჩუნებულია ხერხი - მსუბუქი პუანტი - მზერის არიდება სწორედ იმ მომენტში, როცა პოეტური სიტუაცია, სცენა თითქოს მზადაა, უხამსობაში გადაიზარდოს :

წამოდღლარძულა ბანოვანი სილაზე ცხელზე.
თოლია თვალით, ციდან ზღვაში საკბილოს ეძებს.
იჭერენ ჭრელი ეროვნების ბიჭები თევზებს.
მზე ზღვაში ჩადის,
ჩანს,
ხმელეთი მოიალერსა.(1995)

ასეთია სიძვა-მეძაობასთან დაკავშირებულ ლექსთა ძირითადი ფონი, რომელზეც გამოიკვეთება სახე ხანშიშესული ქალისა. ამ ქალისადმი პოეტის ადამიანური თანალმობაც აშკარად საცნაურია:

დამინაოჭა კაეშანმა უეცრად შუბლი,-
კახეთის გზაზე ,,ვოლგით“ ,, ვოლგას’’
რომ გავუქროლეთ;
მძიმეა ერთობ, - ქალი როცა ბერდება ტურფა!-
მეძავი თუა,-
მაშინ უფრორე! (1972)


***
მუხრან მაჭავარიანის პოეტური სტილი თითქმის უარს ამბობს მეტაფორულობასა და მეტონიმიურობაზე. იგი ძირითადად ეპითეტსა და შედარებას სჯერდება. ამას ორგანულად ერთვის არქაიზმები, დიალექტიზმები და ქართული ენის ბუნებრივი კანონების სიღრმისეული ცოდნით შექმნილი ნეოლოგიზმები, ზეპირმეტყველებითი - ყოფით-სასაუბრო თუ ზეაწეული რიტორიკული ფრაზეოლოგია. რეალური სათქმელის, კონტექსტის ვუალირებისათვის, რაც საბჭოურ პერიოდში მისი მკვეთრი ჟღერადობის ქართული პატრიოტული ლირიკის დამკვიდრებისთვის იყო საჭირო, იგი არცთუ იშვიათად მოიხმობს სათაურის პოეტიკას, ყოველივე ამის შერწყმით კი იქმნება მისი გამორჩეული პოეტური ინტონაცია.
ცნობილია ერთი ტენდენცია: პოეტები, ვისთვისაც ეროტიკა არ არის წამყვანი თემა ან მოტივი, მისი დამუშავებისას ცვლიან ხოლმე ჩვეული პოეტური დისკურსის ხასიათს. ამ მხრივ მ. მაჭავარიანი თავისი გამორჩეული პოეტური სტილის ერთგული რჩება. თუმცა მაინც შეიძლება საუბარი რამდენიმე თავისებურებაზე.
მისი სატრფიალო-ეროტიკული ლირიკისათვის ნიშნეულია ტაქტილურ და სენსორულ პლანთა გამოვლენა ერთი სინტაგმით, მაქსიმუმ, ერთი ფრაზით.
ეროტიკულ - ფრივოლურად შეფერილ ლექსთა შორის, ფორმის მხრივ, საყურადღებოა ,,თანამეინახე დიაცისადმი გაგზავნილი ბარათი’’

ქალი,-
შენსავით აღმძვრელი მადის, -
არ შემხვედრია დღემდე...
შუახნის კაცის მოისხი მადლი!-
მენდე! (1971)

ეს მცირე, ლაპიდარული ტექსტი ინტონაციისა და ზმნის დროთა თამაშზეა აგებული. ზმნების ,,მენდე‘’ და ,,მოისხი’’ ფორმათა წყალობით ჩნდება შესაძლებლობა, ლირიკული სუბიექტის ინტენცია ინტერპრეტირებული იქნეს ორგვარად: როგორც რეზიუმირება წარსულში მომხდარისა, ან როგორც პერსპექტივა თუ სამომავლო შეთავაზება.
ლექსში ,,პანაშვიდი’’ ერთი ელეგანტური მონასმით იქმნება თავისებურად ოქსიუმორონული სიტუაცია - მწუხარებაში მსუბუქად გამომჭვირვალი ეროტიზმი:

მდუმარებაა.
ეშხსა ჰმატებს პირქუშ პანაშვიდს
ქვრივი კაბაში, -
შავში, -
მაგრამ...
სიფრიფანაში. (1992)

ლექსში ,,ელიზავეტა გიორგევნა’’ ეროტიკული მოტივი ნიკოლოზ ბარათაშვილის ეროტიკული ლექსის - ,, საყურის’’ ალუზიით შემოდის:

ვიღაც მხატვრისას აკვირდება კედელზე სურათს.
ხედავს:
გრძელწვერა მალაკნებსა და დუხაბორებს...
ეთამაშება აჩრდილს თვისას ოქროს საყურე.
დიაცი -
ფიქრიანი
პაპიროსს
აბოლებს. (1959)

ერთი დეტალიც: ქალის მიერ თუთუნის ბოლება, როგორც ეროტიკული სიგნალი, ცნობილია ქართული პოეზიისთვის, გავიხსენოთ ი. გრიშაშვილის ,,გლარჯის მილი’’. არ არის გამორიცხული, რომ ეს დეტალი მისი ალუზიაც იყოს.
იუმორით აღბეჭდილი ეროტიული სიტუაციების გადმოცემისას მ. მაჭავარიანი მიმართავს სიტყვათა მნიშვნელობებით და სიტუაციით კომბინირებულ თამაშსაც:

წარმომადგენლები თეთრი სხეულების -
მოკლე კაბებიდან გამოქცეულები -
უხმოდ მიყურებენ მუხლები
სკამებიდან.

საგნისთვის არადამახასიათებელი ნიშნის, თვისების აპრიორულად მიწერა და შემდგომ მისი გაუქმება ,,უხმოდ მიყურებენ მუხლები“, სიტყვის ოდნავი დერივაციის წყალობით შექმნილი ბისემანტურობის ეფექტი (წარმომადგენელი - წარმომდგენი, მაჩვენებელი), ოფიციალური და ინტიმური პლანების - შეუთავსებლის პირობითი, იუმორისტული შეთავსება, ის ხერხებია, რომელსაც პოეტი ასეთ შემთხვევებში მიმართავს. ხოლო რითმათა რესემანტიზაციაზე, ეკვივოკურობაზე და ა.შ დაფუძნებული თამაშები, რომელიც ლიტერატურულ სათავეს ძირითადად აკაკის შემოქმედებიდან იღებს და ძალზე გავრცელებულია თანამედროვე ეროტიკულ კონვენციურ ლექსშიც, მუხრან მაჭავარიანის - არაერთი ოკაზიონური, უნიკალური რითმის ავტორის - ეროტიკულ ლექსებში პრაქტიკულად არ გვხვდება.


***
მ. მაჭავარიანისთვის, როგორც მისი ბეჭდურად გამოქვეყნებული პოეზიის ნიმუშები გვიჩვენებს, ეროტიკის გამოსახვისას არ არის ნიშნეული ჭარბი ფრივოლურობა. ამ გარემოების გათვალსწინებით, ერთ დამაფიქრებელ ფაქტზე მინდა შევაჩერო ყურადღება.
თვალნათლივია, რომ ქართულ საზოგადოებაში მომძლავრებული ეროვნული ნიჰილიზმის გამო პატრიოტულმა თემატიკამ ტრადიციული აქტუალობა დაკარგა. შესაბამისად, მუხრან მაჭავარიანის პატრიოტული ლირიკაც დღესდღეობით ვერ არის ჯეროვნად პოპულარული. ყოველ შემთხვევაში, ახალგაზრდა ინტერნეტ-მკითხველებში მაინც. მაგრამ რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჩანდეს, სანაცვლოდ, უაღრესად პოპულარულია ერთი ლექსი, რომელიც მუხრან მაჭავარიანის სახელით ფართოდ არის გავრცელებული ინტერნეტით - ,,თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ’’. ინტერნეტის ერთ-ერთი საძიებო სისტემის ,,გუგლის’’ მონაცემებით, ლექსი, რომელიც ამ სიტყვებით იწყება, დაახლოებით რვაასჯერ არის ,,ციტირებული“ და ზოგ კერძო ბლოგსა თუ ლიტერატურულ და არალიტერატურულ საიტებზე მკითხველთა ამ ტიპის, აღფრთოვანებული მინაწერებიც ახლავს: ,,მუხრანი - ადამიანი მითი, ადამიანი - ლეგენდა“, ან ,,ქართული ეროტიკის მეფე მუხრანი!“. (დავაზუსტებ. შემთხვევათა მცირე ნაწილში ეს ლექსი უავტოროდაც დევს, ერთი-ორგან კი მ. ლებანიძესაც მიეწერება):

თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ,
თუ ძუძუს თავზე არ გიკბენია,
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცევას,
სხვა უკეთესი რა გიგემია ?!
თუ თბილ თითებით თმას არ უფურჩქნი,
თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია,
თუ ფეხებამდე ქალს არ გალოკავ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!
თუ არ გაათევ თბილ ღამეს თეთრად,
თუ ჭირში სული არ გაგძვრენია,
ბროლივით სხეულს თუ არ გალოკავ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!...
და ა.შ.

მდარე შინაარსობრივი მხარე, ყოფითი და ფსევდოპოეტური მეტყველების კლიშეები, მოუქნელ ფრაზებით სავსე სტრიქონები, შეკოწიწებული რეფრენით და ,,გაწყობილი“ პრიმიტიული რითმებით (გიკბენია/გიგემია/ გაგძვრენია)... ღრმა შედარებითი ანალიზი არ არის საჭირო იმის დასასაბუთებლად, რომ ეს ტექსტი არ შეიძლება ეკუთვნოდეს მუხრან მაჭავარიანს. საკმარისია გავიხსენოთ მისი სტრიქონები, სადაც ქალის მკერდი ოდენ ეროტიკული სიგნალია:

ძუძუებივით
ზვინებს მზეზე აფიცხებს კალო;
ჭახჭახებს შაშვი,
ტირიფებში ჩუხჩუხებს წყარო. (1954)

აქ ერთ მხარეს მდარე ფაბრიკაციაა, მეორე მხარეს კი თავშეკავებულად გამოსახული ეროტიკული მოტივი.
ქართველი მკითხველი ახალთაობის ინტერესის დაქვეითება პატრიოტული ლირიკისადმი მაინც დროებითი მოვლენად უნდა მივიჩნიოთ. შორს არ არის დრო, როდესაც მუხრან მაჭავარიანის შემოქმედება ახალი მკითხველის წინაშე წარსდგება არა მიწერილი ფსევდო-ღირსებით, არამედ მთელი თავისი მაღალი ესთეტიკური ღირებულებით.


Posted by: leva1990 23 Feb 2012, 11:05
სურთ, _
დაუკარგონ საქართველოს სახე თავისი!
სურთ, _
საქართველო უსახური გახადონ მხარე!
(არის რა ბიჭიც! _
სამწუხაროდ, _ ბევრმა არ იცის, _
საქართველოში
ვინც ვითომდა
წესრიგს ამყარებს)!

სურთ, _
იმნაირად საქართველო აქციონ ქვეყნად, _
ქართული სადაც ძლივს ორღობის იქნება ენა, _
თვით ქართველი კი
(ნუ შემასწროს მე ამ დღეს ღმერთმა)! _
კვლავ ხელისბიჭად ეყოლება არაქართველსა!

არ ჩაეყუდა თუ თორნეში კაცი რაჭიდან!..
თუ არ ვიყიდე ზესტაფონის ბაზარში სარცხი!..
მე საქართველო ამისთანა მინდა რა ჭირად?! _
საქართველოში
ამნაირში
სიცოცხლე
არც ღირს!

Posted by: elee 2 Mar 2012, 03:39
QUOTE
სიყვარულისთვის არასოდეს არაა გვიან;
დრო განუსაზღვრონ;
ნაღდ სიყვარულს ეგღა აკლია;
ვაი, იმ ტრფობას, -
სიყვარული რომელსაც ჰქვიან,
სინამდვილეში დახვეწილი სიყალბე კია.
ქებათაქება იმ უტკბეს წუთსა,
იმ ნეტარებას ქებათაქება,
როდესაც გიყვარს (არ იცნობ თუმცა),
ძმარიც კი როცა გებადაგება.

cry.gif

Posted by: leva1990 2 Mar 2012, 13:10
QUOTE
სიყვარულისთვის არასოდეს არაა გვიან;
დრო განუსაზღვრონ;
ნაღდ სიყვარულს ეგღა აკლია;
ვაი, იმ ტრფობას, -
სიყვარული რომელსაც ჰქვიან,
სინამდვილეში დახვეწილი სიყალბე კია.
ქებათაქება იმ უტკბეს წუთსა,
იმ ნეტარებას ქებათაქება,
როდესაც გიყვარს (არ იცნობ თუმცა),
ძმარიც კი როცა გებადაგება.



მაგარია..

Posted by: ბოტოქსი 19 Jul 2012, 13:21
ჩემი უსაყვარლესი პოეტი! ჩემი სულის თAნამოაზრე.

Posted by: xatushka 19 Jul 2012, 15:17
არაყი?
ლუდი...
ერთი?
ერთი...
ინებეთ-
გმადლობთ...
მჯდები კუთხეში,
გარეთ წვიმს...
გ ნ ა ტ რ ო ბ ! ! !

Posted by: BELLA-DONNA 19 Jul 2012, 17:53

საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
გულში
ღიმილით
ვიტყვი: -

რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! -
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!

პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი რაც კი არსებობს ირგვლივ, -
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად -
ღალატიაო
მაგგვარი
ფიქრი!

*******************

ტა,
ტა,
ტა,
ტა!
რანაირად ბრდღვინავს არაგვი!
ხო,
ხო,
ხო,
ხო! -
ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა!
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს, -
თვარა, - კი!..
სხვა
როცა მე შემომნატრის,
მე
მივბაძო სხვას?!

მე - პატრონმა,
მე - პატრონმა
ამისთანა ზღვის,
მე - პატრონმა,
მე - პატრონმა
ამისთანა ცის, -
თუ ღმერთი გწამს,
თუ კაცი ხარ -
სხვას მივბაძო?! -
ვის?!

რა გინდა რომ აქ არ იყოს, -
ენა იტყვის რას!
სიტყვა გინდა?! -
მარტო წვიმას
აქვს სახელი ცხრა.

მე შენ გეტყვი -
არ გეყოფა სიტყვის მარაგი...
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს, -
თვარა, - კი!


Posted by: Menestrel 27 Mar 2013, 21:15

"ილია ჭავჭავაძის დღეებია.
ვდგავარ მაჩაბლის ქუჩაზე-მწერალთა სასახლის წინ.
დიდი პორტფელით ხელში სახლიდან გამოდის გალაკტიონი.
მე მოწიწებით შევცქერი.

იგი მოდის ჩემთან;
მკლავზე ხელს მკიდებს და მეუბნება:
-წავიდეთ ძამიკო.
მე ვიბნევი,უარს ვერ ვუბედავ.
მივყვები ქუჩას, გუმანით ვხდები - დასალევად მივყავარ; ჯიბეში კი გახვრეტილი შაურიანიც არ მიჭყავის.
ფეხები უკან მრჩება.
რატომ?
ყური მაქვს მოკრული: - გალაკტიონს ფულის გადახდა არ უყვარსო!
ბედად გზაში გვხდებიან რეზო ჯაფარიძე და რეზო ინანიშვილი;
ჩემი რჩევით გალაკტიონს მოყავს ისინიც...
ახლა უკვე იმდენად აღარ ვღელავ;
-ამათ მაინც ექნებათ ცოტაოდენი ფული!
ეს ის დროა, როცა თბილისში, ველიამინოვის ქუჩაზე აცხობენ შესანიშნავ ღვეზელსა და ყიდიან ძალიან კარგ კახურ ღვინოს.
ჩავდივართ ამ სარდაფ-დუქანში;
გალაკტიონს ღიმილით ეგებება ყველა იქ მყოფი.
-პერაშკები და ღვინო! - იძახის გალაკტიონი.
ვსვამთ თავგამეტებით.
ვახსენებთ ილიას.
მე ვამბობ გალაკტიონის ლექსს: "წიწამურთან რომ მოჰკლეს ილია, მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი"...
გალაკტიონი მაჩერებს და მკოცნის.
რეზო და რეზო ხარობენ. მთხოვენ, -ვთქვა ჩემი ლექსიც ილიაზე: მე ვუარობ, -გალაკტიონის მერიდება.

-თქვი ძამიკო, თქვი - მამხნევებს გალაკტიონი.

-"ამოიქროლა მთაწმინდაზე ქარმა მსახვრალმა,
ქარის ღლაბუცი საფლავის ხეს ტოტებს უღლიდა...
მატარებელმა მოაკივლა თბილისს საყვარლად:
-იქნებ ილია ჩამობრძანდა პეტერბურღიდამ?"

გალაკტიონს თვალები ცრემლებით ევსება.. (ახლაც არ ვიცი, რატომ?!)
-დღეიდან მე და შენ მეგობრები უნდა ვიყოთ! - მეუბნება გალაკტიონი, - შენი თვალები ქუჩიშვილს გავს, გიორგი ჩემი კარგი მეგობარი იყო!"

მეორე დღეს გალაკტიონს საგურამოში შევხდი, ორი ჭაღარა მანდილოსანი ახლდა. რომ დამინახა, -დიდად გაიხარა, გადამეხვია და გამცილდა.
გავიდა დრო;

გალაკტიონის სიტყვა სიტყვად დარჩა; მე და იგი მეგობრები ვერ გავხდით"

(მუხრან მაჭავარიანი)



Posted by: kranci 28 Mar 2013, 09:44
QUOTE
ვდგავარ მაჩაბლის ქუჩაზე-მწერალთა სასახლის წინ.
დიდი პორტფელით ხელში სახლიდან გამოდის გალაკტიონი.

QUOTE
გზაში გვხდებიან რეზო ჯაფარიძე და რეზო ინანიშვილი;

საინტერესო დრო იყოcry.gif

Posted by: Menestrel 12 Apr 2013, 17:32

ამერ-იმერი -
სიმხდალეში უსაზღვროდ ძუნწი.
ამერ-იმერი -
ზღვიდან ზღვამდე გაშლილი უწინ.
ამერ-იმერი -
არასოდეს მორჩილი ბედის.
ამერ-იმერი -
სიცოცხლეზე სიცოცხლით მეტი.

ამერ-იმერი -
უძველესი ქვეყანა ღვინის.
ამერ-იმერი -
დედამიწის ლამაზი შვილი.
წყალწითელათი,
ყვირილათი,
ჭოროხით,
ივრით:
- ნუ გათათრდები! -
თავისობას ჰქუხდა და ყვირის.

ამერ-იმერი -
სიმხდალეში უსაზღვროდ ძუნწი.
ამერ-იმერი -
ზღვიდან ზღვამდე გაშლილი უწინ.



დღეს მუხრანის დაბადების დღეა!


Posted by: axilevs7 20 Dec 2013, 23:38
იქნებ ვინმემ იცოდეს თუ არ ვცდები მუხრან მაჭავარიანის ლექსია, სრულად არ მახსოვს, ასე იწყება


რა დავაშავე, ო რატომ რატომ, ო რატომ რატომ, რატომ ვარ მარტო, რატომ არავინ არაა ირგვლივ და თუა რატომ თვალი არ მიჭრის

მერე აგარ მახსოვს და დასასრული ეგეთია


ხანდახან მინდა, ნახევრად მინდა, ვიარო ქვეყნად შენსავით ლაღმა, შენსავით სხვისი მჯეროდეს სიტყვა, შენსავით სხვისი ვიყო თანახმა, ადამიანი ვიყო შენასვით ჩემი ხანდახან ნატვრა ეგარის

Posted by: ხუციშვილი 20 Dec 2013, 23:47
QUOTE
ტა,
ტა,
ტა,
ტა!
რანაირად ბრდღვინავს არაგვი!
ხო,
ხო,
ხო,
ხო! -
ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა!
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს, -
თვარა, - კი!..
სხვა
როცა მე შემომნატრის,
მე
მივბაძო სხვას?!

მე - პატრონმა,
მე - პატრონმა
ამისთანა ზღვის,
მე - პატრონმა,
მე - პატრონმა
ამისთანა ცის, -
თუ ღმერთი გწამს,
თუ კაცი ხარ -
სხვას მივბაძო?! -
ვის?!

რა გინდა რომ აქ არ იყოს, -
ენა იტყვის რას!
სიტყვა გინდა?! -
მარტო წვიმას
აქვს სახელი ცხრა.

მე შენ გეტყვი -
არ გეყოფა სიტყვის მარაგი...
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს, -
თვარა, - კი!

love.gif love.gif love.gif love.gif
QUOTE
საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
გულში
ღიმილით
ვიტყვი: -

რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! -
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!

პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი რაც კი არსებობს ირგვლივ, -
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად -
ღალატიაო
მაგგვარი
ფიქრი!

BELLA-DONNA
ნეტა იცოდე, რა კაი მოგონებები ამომიტივტივდა ახლა love.gif
მეხუთე კლასში ღონისძიება რო გვქონდა ამ ორს მე ვამბობდი, ზეპირად მახსოვს აი, ერთი გადავხედე და ყველაფერი გამახსენდა user.gif

Posted by: axilevs7 21 Dec 2013, 00:18
მოკლედ ეგ ფორუმი არასდროს არაფერში არ გამომადგა, რაც არ ვიკითხე არაფერზე პასუხი არაა

Posted by: zanzaron3 21 Dec 2013, 07:04
QUOTE (axilevs7 @ 21 Dec 2013, 00:18 )
მოკლედ ეგ ფორუმი არასდროს არაფერში არ გამომადგა, რაც არ ვიკითხე არაფერზე პასუხი არაა

გუგლის მიხედვით "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა" ქვია.

Posted by: BELLA-DONNA 21 Dec 2013, 10:46
ხუციშვილი
QUOTE
ნეტა იცოდე, რა კაი მოგონებები ამომიტივტივდა ახლა 
მეხუთე კლასში ღონისძიება რო გვქონდა ამ ორს მე ვამბობდი, ზეპირად მახსოვს აი, ერთი გადავხედე და ყველაფერი გამახსენდა

უი, ესენი ჩემი დადებულებია? აღარც მახსოვდა. მიხარია თუ სასიამოვნო მოგონებები გაგიღვიძე... smile.gif


სახლი

თავწაწყვეტილი ქათამივით ფართხალებს ვერხვი...
ქარი ბრმასავით ეხეთქება
ხან რას
და
ხან რას...
მოულოდნელად
ქვემეხივით გავარდა მეხი
და
ლაშქარივით
გაენართხა მიწაზე ყანა.
შუაეზოში
გაბარჯღული კაკალი ღელავს:
ღობეს
ტოტები
ტალღებივით
ასკდება კაკლის...
თავშესაფარის ძებნაშია გარშემო ყველა, —
ყველაზე უფრო მძაფრად ახლა იგრძნობა სახლი.

Posted by: axilevs7 21 Dec 2013, 13:10
QUOTE (zanzaron3 @ 21 Dec 2013, 07:04 )
QUOTE (axilevs7 @ 21 Dec 2013, 00:18 )
მოკლედ ეგ  ფორუმი არასდროს არაფერში არ გამომადგა, რაც არ ვიკითხე არაფერზე პასუხი არაა

გუგლის მიხედვით "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა" ქვია.

ეგ ვიცი რაც ქვია, ტექსტი ვერ ვნახე

Posted by: Menestrel 12 Apr 2014, 16:47

დღეს მუხრანის დაბადების დღეა, 85 წელი შეუსრულდებოდა...


არ გაუგია მთელ ქვეყანას გაჩენა მისი
(იმ დროს არც იყო,
კაცმა რომ თქვას,
ის ამის ღირსი).

იგი რო გაჩნდა-
გაზაფხული ყოფილა თურმე,
მთელი სოფელი გაკრეფილი ყოფილა ველად,
ეკიდნენ ხარებს...
ღიღინებდნენ...
გუთნიდნენ მიწას...

ამბავი მისი გაჩენისა,
არამცთუ ყველას-
სოფელსაც კი არ გაუგია მთლიანად მისას...


axilevs7

რა დავაშავე,
ო, რატომ, რატომ,
ო, რატომ, რატომ,
რატომ ვარ მარტო?!

რატომ არავინ არაა ირგვლივ
და თუა,
თვალი რატომ არ მიჭრის,

რა ოხრად მინდა
ამგვარი სიბრძნე,
რა ჭირად მინდა
ამგვარი ნიჭი!

ხანდახან მინდა,
ნახევრად მინდა, –
ვიარო ქვეყნად შენსავით ლაღმა,
შენსავით სხვისი მჯეროდეს სიტყვა,
შენსავით სხვისი ვიყო თანახმა.
ადამიანი ვიყო შენსავით, –
ჩემი ხანდახან ნატვრა ეს არი.



Posted by: gia4147 28 Apr 2014, 21:42
შენ, სისხლო ჩემო


შენ -
სისხლო ჩემო -
სად არ დაღვრილო -
შენ -
სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.
ვინ გაგაკვირვოს,
რამ გაგაკვირვოს, -
ნადიდგორალი,
ნაშამქორალი.
შენ -
სისხლო ჩემო -
შენი ღვაწლია,
რამაც აქამდეც კი მოაღწია:
სვეტიცხოველი.
ხანძთა.
ვარძია
და ისიც, -
რაც მტერს წარუტაცნია.
შენ -
სისხლო ჩემო -
შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია.
სიტყვა,
რომელიც გეჩოთირება,
ვცდილობ, გაშორო,
რაც შემიძლია.
შენ -
სისხლო ჩემო -
სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცანურო.
საბედნიეროდ,
საბედნიეროდ, -
ჰაი, ჰაი, რომ
კიდევ ხმაურობ.

მუხრან მაჭავარიანი

Posted by: -Beka- 24 Aug 2014, 02:27
მუხრან მაჭავარიანი - იქნება ასე

„- გახსოვს?! - “
ეს სიტყვა
დღეს, ვინ იცის,
თუ რამდენს ზარავს,
მუხლებში რამდენს
ამ სიტყვაზე ერთმევა ძალა.

„- გახსოვს?! - “
ეს სიტყვა
ხვალ, ვინ იცის,
რამდენს შეზარავს,
მუხლებში რამდენს
ამ სიტყვაზე წაერთმის ძალა.

იქნება - ასე! -
ძე კაცისა არსებობის სანამ.

http://gpoets.blogspot.com/2014/08/blog-post_18.html

Posted by: Bobgure 24 Aug 2014, 02:50
ტა,
ტა,
ტა,
ტა!
რანაირად ბრდღვინავს არაგვი!
ხო,
ხო,
ხო,
ხო! -
ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა!

Posted by: -Beka- 24 Aug 2014, 02:59
მუხრან მაჭავარიანი - "თუ არ წაგიღო ოცნებამ გზებზე"

თუ არ წაგიღო ოცნებამ გზებზე,
ხანდახან მაინც, -
გზას თუ არ ეძებ,
თუ არ იფიქრე:
ვერ შევძლებ?
შევძლებ?
თუ არ გაივლე გულში, თუნ ერთხელ:
კეთილი, მაგრამ
ასი წლის შემდეგ,
შთამომავლობა რას იტყვის ჩემზე?!

საქმეა მაშინ წასული
არა მარტოკა შენი! -
ქვეყანაც დაღუპულია, - შენებრი თუა ბევრი!

http://gpoets.blogspot.com/2014/08/blog-post_99.html#more

Posted by: Menestrel 12 Sep 2015, 02:00

ხე
იწევს
ცისკენ -
ხის წილ ცაში
ხის ადის კვამლი...


დააკვირდით - გრაფიკულად ხეს როგორ გავს smile.gif

გენიალურია მუხრანი!

არ აფასებენ სათანადოდ, სუფრულ-პატრიოტული ლექსების ავტორად წარმოაჩენენ ხოლმე, არადა მართლა გენიალურია.




Posted by: severuss 12 Sep 2015, 04:03
Menestrel

სწორედაც რომ გენიალურია.

ძაან მაგრად აჟღერებს პატრიოტიზმს. გემრიელი, ორიგინალური და ომახიანი სიბრძნე რითმში.

Posted by: davita1985 12 Sep 2015, 10:25
https://www.youtube.com/watch?v=nNUsR7Xp3Jc

Posted by: davita1985 17 Sep 2015, 16:26
შენ, სისხლო ჩემო
შენ –
სისხლო ჩემო –
სად არ დაღვრილო –
შენ –
სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.
ვინ გაგაკვირვოს,
რამ გაგაკვირვოს, –
ნადიდგორალი,
ნაშამქორალი.
შენ –
სისხლო ჩემო –
შენი ღვაწლია,
რამაც აქამდეც კი მოაღწია:
სვეტიცხოველი.
ხანძთა.
ვარძია
და ისიც, –
რაც მტერს წარუტაცნია.
შენ –
სისხლო ჩემო –
შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია.
სიტყვა,
რომელიც გეჩოთირება,
ვცდილობ, გაშორო,
რაც შემიძლია.
შენ –
სისხლო ჩემო –
სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცანურო.
საბედნიეროდ,
საბედნიეროდ, –
ჰაი, ჰაი, რომ
კიდევ ხმაურობ.

Posted by: Menestrel 12 Apr 2016, 20:42

დავიბადე არგვეთში; არგვეთში და არა არგვეთაში (არგვეთა ზესტაფონის რაიონშია, არგვეთი, - საჩხერისაში).

"მუხრანი" დამარქვა დედამ.

ეს სახელი ერთობ იშვიათი იყო მაშინ.

(ახლაც არაა ხშირი).

დედაჩემი მაგარი და მართალი ქალი გახლდათ; პირდაპირი. ზედმიწევნით ობიექტური. აკაკის გარდა, პოეტად არავინ მიაჩნდა. ზეპირად იცოდა არაერთი, არამცთუ ლექსი, პოემაც კი, აკაკისი.

ერთხელ ჩემი დისთვის უკითხავს (ეს ახლახან გამიმხილა ჩემმა დამ): - შვილო, დოდო, მუხრანის ლექსები მოგწონსო?
- მე კი არა, ქვეყანას მოსწონსო! - უპასუხია ჩემს დას.
- მე არ მამწონს, შვილოო! - ჩაულაპარაკია თავისთვის.

მამაჩემი რბილი და კეთილი კაცი იყო. უაღრესად კაცთმოყვარე. იუმორით სავსე... ადრე წავიდა (54 წლისა იყო, რომ გარდაიცვალა). ნაყიდ მიწაში მყავს დამარხული, - ვაკეში; გვერდით მოხუცი ცოლი უწევს (დედაჩემი), - დედამ 80 წლამდე იცოცხლა.

ერთი წლისა ვყოფილვარ, როცა არგვეთიდან თბილისში გადმოვსულვართ საცხოვრებლად.

თბილისში არაგვის ქუჩაზე ვცხოვრობდით.

იქვე იყო (ახლაც იქვეა) ჩემი სკოლა, რომელსაც, მე რომ შევედი, 25-ე ერქვა, მერე ვაჟთა მე-7 ეწოდა, დღეს 53-ე ჰქვია.

ყოველ წელს, საზაფხულო არდადეგების დამდეგს, არგვეთიდან ჩემს წასაყვანად ჩამოდიოდა ზაფხული და მე სევდანარევი ნეტარებით ვტოვებდი თბილისს.

ცალკე საუბრის თემაა ის უზარმაზარი სიხარული, რასაც მე განვიცდიდი თბილისიდან არგვეთისკენ მიმქროლი;
ეს სიხარული იწყებოდა შორაპნით; იზრდებოდა და იზრდებოდა გზადაგზა; მთისოდენა ხდებოდა საჩხერეში და მეცხრე ცამდე ადიოდა სავანის ბოლოს, - კიპაროიძეების კარებზე.

არგვეთი იყო ჩემი ყოველწლიური საზაფხულო აგარაკი.

აქ მე მეგულებოდა გულუხვი და ტკბილმოუბარი ბაბუა ვიქტორი, ჩემი ამყოლი მამიდა ცაგურა, ვეებერთელა კაკლის ხე - თვალუწვდენელ მწვანე ეზოში პაწია ღელეები; იზვარა და ლაშურა. ჩემი კბილა სოფლელი ბიჭები; გერონტი, ზურია, ლახტუა... და კიდევ ბევრი, ბევრი რამ, რასაც დღეს ამაოდ ვნატრობ.

ჩემი პირველი ლექსები იყო, - შაირები გამოთქმული შინაურებზე, - მამიდაზე, სოფლელ მეზობლებზე, ბაბუაზე...
(ეს შაირნი ძირითადად სახუმარონი იყვნენ).

აი, ერთი სტროფი ერთ-ერთი მათგანიდან (ამ ლექსში ლაპარაკია ჩემი სოფლის საავადმყოფოზე);
დღე არ გავა, რომ არ მოკვდეს
ავადმყოფი რომელიმე;
ვიქტორ მაჭავარიანი
გაიძახის: - იმე, იმე!

საზოგადოების წინაშე პირველად ბარათაშვილზე დაწერილი ლექსით წარვდექი. იყო ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი. საღამო ჩატარდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში; ვიყავი მერვე კლასის მოსწავლე, მეცვა ნათხოვარი კოსტიუმი, ლექსი მთავრდებოდა ასე:
შენმა მერანმა დატოვა კვალი,
გზა არ წაშლილა შენგან თელილი,
დღესაც ჭიხვინებს შენი მერანი,
მრავალ ქარტეხილს გადარჩენილი.

არ ვიცი, ლექსი მოეწონათ, არ ვიცი, შემამჩნიეს, ნათხოვარი კოსტიუმი რომ მეცვა, ეს კია, რომ ჯილდოს სახით განათლების სამინისტრომ კოსტიუმის ორდერი მომცა.

ეს იყო ჩემი პირველი ჰონორარი.

მწერალთაგან ჩემი ლექსები ყველაზე ადრე გრიგოლ აბაშიძემ იცოდა (გრიგოლი ნათესავი იყო ჩემი, - მისი ბებია და მამაჩემის ბებია ღვიძლი დანი იყვნენ, - გვარად ლეჟავანი).

ჰოდა, გრიგოლმა (იმჟამად "ნიანგის" რედაქტორმა, ერთ მშვენიერ დღეს, თავის კაბინეტში გამაცნო გიორგი შატბერაშვილი ღვთისნიერი კაცი, ჩემი თანაქუჩელი) და მთხოვა წამეკითხა მისთვის ერთი-ორი ჩემი ლექსი.

მე წავიკითხე.

არ გასულა დიდი ხანი და გიორგი შემხვდა ქუჩაში და მთხოვა: მივსულიყავი მწერალთა კავშირში, სადაც ახალგაზრდა მწერალთა კონფერენცია ტარდებოდა.

მივედი.

კონფერენციის დამთავრების შემდეგ, დასკვნით საღამოზე, სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად, საკუთარი ლექსების კითხვით გამოვედი მეც (ყველაზე ბოლოს).

საღამოს ესწრებოდა დიდძალი ხალხი. ესწრებოდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები.

ჩემ მიერ წაკითხულმა ჩემმა ლექსებმა, გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა: დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ამ დროს მე უნივერსიტეტიდან გამორიცხული ვიყავი. მწერლებმა რომ ეს ამბავი შეიტყვეს, - შეწუხდნენ.

ალ. გომიაშვილმა (მაშინ იგი მწერალთა კავშირის პარტორგანიზაციის მდივანი იყო) დაურეკა ნ. კეცხოველს:
- გენიოსი პოეტი რამ გაგარიცხვინაო.
- რომელიო.
- მუხრან მაჭავარიანიო!
- არ ვიცნობო!
- ჰოდა, ახლა გაგაცნობთო!..

მტაცეს ხელი და გამაქანეს უნივერსიტეტში, ნ. კეცხოველთან (გ. ლეონიძემ, დ. შენგელაიამ, ს. კლდიაშვილმა, გ. შატბერაშვილმა, გ. აბაშიძემ, ალ. გომიაშვილმა...).

შევიდნენ ნიკოს კაბინეტში. მე მოსაცდელში დამტოვეს. ცოტა ხანში დამიძახეს, - შევედი.

- აბა წაგვიკითხე "საბაო" - შემომძახა გ. ლეონიძემ.

მე დავიწყე კითხვა: როცა წარმოვთქვი სტრიქონი: "მზე ეთხოვება, ალბათ, ახლა ტურფა ტანძიას", - გ. ლეონიძემ (რომელიც ნიკოს გვერდით იჯდა) ნიკოს გადაულაპარაკა: - ხედავო. (ჩანს, გოგლას, ეს სტრიქონი განსაკუთრებით მოსწონდა)...

ნიკომ, სხვებთან ერთად, მოისმინა ჩემი "საბა" და თქვა: - მეცა მყავს გენიოსი პოეტიო!
- ვინაო.
- ნოდარ დუმბაძეო!

სასწრაფოდ მოძებნეს ნოდარი, შემოიყვანეს იქ, სადაც ჩვენ ვიყავით და ნიკომ უთხრა: "წაიკითხე საქართველოზეო!"

ნოდარმა (ცოტათი დაბნეულმა) წაიკითხა თავისი მშვენიერი ლექსი, რომელიც მთავრდება სიტყვებით: "საქართველომ ამამღერა, დაილოცოს!"...

ასე იყო თუ ისე, - მე უნივერსიტეტში აღმდაგინეს (იდგა 1949 წ.).

1949 წლიდან 1952 წლამდე ჩემს ლექსებს დაბეჭდვა არავინ აღირსა; "ფორმალისტურიაო", "უიდეოაო".

პირველად, მხოლოდ 1952 წელს უნივერსიტეტქის ლიტ.-წრის ალმანახ "პირველ სხივში" დაიბეჭდა ჩემი სამი ლექსი: "ჭადარს ეტყვის ჭადარი", "საბა" და "კომუნიზმი".

სამივეს დიდი მოწონება ხვდა წილად;
"ჭადარს ეტყვის ჭადარი" - განსაკუთრებით ნიკოს უყვარდა.

ამ ლექსზე მუსიკა დაწერა ანდრია ბალანჩივაძემ.

ამ ლექსს მღეროდნენ დები იშხნელები.

"საბას" ხშირად კითხულობდნენ სცენიდან.

კარგად კითხულობდა მსახიობი გიზო სიხარულიძე.

1958 წელს დავწერე "მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!" - დამაწერინა იმ ქართველი ბავშვების ხილვამ, - ქართული რომ არ იცოდნენ...
ლექსი ელვის სისწრაფით გავრცელდა მთელ საქართველოში... გადადიოდა ხელიდან ხელში... სცენიდან კითხულობდა ბუხუტი ზაქარიაძე...

გამომიძახეს ცეკაში: შემჯორეს, - ეს ლექსი არ უნდა დაგეწერაო!

...ქუჩა-ქუჩა, მარტოდმარტო, ყიალი მიყვარდა, - ღამღამობით, - ქუჩა როცა მდუმარებით იყო სავსე, როგორც ამომშრალი მდინარის კალაპოტი.

ერთ მშვენიერ დღეს, (კურთხეულ იყოს ის წუთი) გავიხედე, - რას შევხედე:
სიყვარული... სიყვარული არ მეძგერა!

შორით ვკიდე თვალი: ორფერი კაბა ეცვა (თეთრი, - ლურჯი ზოლებით)...

და მე დილამდე ქუჩებში ვიარე,
შინ რომ მოვედი, გულაღმა დავწექ,
ხელები თავქვეშ ამოვილაგე.

სიყვარულის მეხუთე წელს, ოცდახუთი წლისამ შევირთე ქალი, - ლამარა ბოკერია.

ქორწილი გადავიხადე რესტორან "ევროპაში" (პლეხანოვზე იყო).

მყავს ორი შვილი: ნანა და ვანო.

ორივე დაოჯახებულია;
ნანა ორი ასულის დედაა: ანასი და სოფოსი,
ვანო - ორი ვაჟისა, - მუხრანისა და რატისი.

პირველი შვილიშვილისგან (ნანას ასულისგან) მყავს ორი შვილთაშვილი: თამარი და ლევანი.

ვანო მეთერთმეტე წელია, გადახვეწილია საქართველოდან. კანადაში ცხოვრობს (ტორონტოში).

ყოველ წელიწადს, ახლაც, როგორც უწინ, არგვეთიდან ჩამოდის ზაფხული და მე მთელი ჩემი ჯალაბით (ცოლით, შვილით, სიძით, შვილიშვილებით, სიძის სიძით, შვილთაშვილებით) მივყავარ არგვეთში.

იქ, ჩემს საყვარელ არგვეთში, იგივე მთებია, იგივე მინდვრები! - ხალხი კი (მე რომ ხალხი მიყვარდა) მიწაშია: ზოგი, - ლაშურის გაღმა, ზოგი, - გამოღმა.

რა გაეწყობა!

"სოფელი ასე მქნელია!"...

1964 წელს უნივერსიტეტში გამარათულ პოეზიის საღამოზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ პოეტნი (ძველნიცა და ახალნიც), - მე წავიკითხე რამდენიმე ახალი ლექსი (უფრო სწორად, - მე ერთი წავიკითხე, - დანარჩენი წამაკითხეს), მათ შორის " საქართველოს მოთმინების ფიალაზე".

ნაკუწ-ნაკუწ-ნაკუწ-ნაკუწ კი არა,
გაუმარჯოს, გაუმარჯოს მთლიანად:
მიწიანა, კაციანა, ციანა,
საქართველოს მოთმინების ფიალას!

იხუვლა ტაშმა.

ხალხი აღრთოვანდა.

იმ საღამოს წაკითხული ჩემი ლექსები მთელ საქართველოს მოედო. იწერდნენ, ამახინჯებდნენ და ავრცელებდნენ.

მოდიოდნენ ჩემთან სახლში, სასოებით შემომცქეროდნენ და მადლობის ნიშნად ხელს მაგრად მართმევდნენ.

იმჟამინდელ ხელისუფლებას, ცხადია, ეს არ მოეწონა" მწერალთა კავშირში სასწრაფოდ შეკრბა პარტაქტივი და სასტიკად შემაჩვენეს.
კომკავშირის ცეკას ბიუროზე გამკიცხეს და სამსახურიდან გამომაბუზურეს (ჟურნალი, რომლის რედაქტორიც მაშინ მე ვიყავი, - კომკავშირის ცეკას ორგანო იყო).

დამიბარეს პარტიის ცეკაში, დამტუქსეს.

ერთი თვის შემდეგ ბულგარეთში გამიშვეს, ვითომ "შემოქმედებითი მივლინებით";

"ხარმა ხარს ურქინა და საძოვარზე მიაგდოო":
გავიცანი შესანიშნავი ბულგარელი ხალხი; მოვიარე თითქმის მთელი ბულგარეთი. გადავწყვიტე, - ბულგარული პოეზიის თარგმნა. პირნათლად შევასრულე კიდეც ჩემი გადაწყვეტილება; გავაკეთე თანამედროვე ბულგარული პოეზიის ანთოლოგია, - შიგ შევიდა ორმოცდაათამდე პოეტი;
წიგნი გამოიცა სამჯერ.

ბულგარეთის ხელისუფლებამ დამაჯილდოვა კირილესა და მეთოდეს ორდენით.

უნივერსიტეტში, 1964 წელს ჩემი გამოსვლის შემდეგ - საქართველოში ერთობ მომრავლდა ჯაბახანა, ანტისაბჭოთა ლექსები, რომელთაც მე მომაწერდნენ.

დღესაც ბევრს ჩემი ჰგონია არაერთი (არ ვიცი, - ვისი), - შინაარსით პატრიოტული, ფორმით ალთაბალთა ლექსი.

1976 წელს გამოვიდა ჩემი წიგნი, რომელშიც დაბეჭდილი იყო ლექსების ციკლი "1932".

წიგნს დიდი რეზონანსი ჰქონდა.

დახლის ქვემოდან იყიდებოდა.

ხელისუფლებამ წიგნის გაჩერება მოიწადინა, მაგრამ გვიანღა იყო.

ცენზორი (მაშინ "მთავლიტს" ეძახდნენ), რომელმაც ამ წიგნის დაბეჭდვაზე ნება დართო, სამსახურის დაკარგვას ძლივს გადაურჩა, პარტიული საყვედური აკმარეს.

1972 წელს, ჟურნალ "დილის" რედაქტორად ყოფნისას, გამოვეცი საყმაწვილო კალენდარი, - "მთიები".

კალენდარში შევიტანე მხოლოდ იგი, რაც კარგი იყო საქართველოს ისტორიაში.

"მთიებმა" მკითხველთა მოწონება დაიმსახურა (მკითხველთა და არა ხელისუფალთა).

მომდევნო წელს კალენდარი უფრო შევავსე და განვავრცე: შევიტანე ბევრი რამ, რაც წინა წლისაში არ იყო.

სხვათა შორის, ამ გამოცემაში (ჩემდა ჭირად), გადმოვბეჭდე ინფორმაცია "კავკაზიდან", რომლის თანახმად, - არსენას მკვლელი იყო არა ქართველი გიორგი კუჭატნელი, - არამედ რუსი გიორგი ივანოვი:

- როგორ თუ რუსიო.! - იტოშეს მწითურთ, -

არსენას რუსი რავა მოკლავდაო!

დარეკა დემიჩევმა.

ფერი დაკარგა საქართველოს ცეკას მდივანმა.

გადაწყდა ჩემი მოხსნა.

ბოლოს (არ ვიცი, - რატომ!) - მოხსნაზე თავი შეიკავეს.

რაიცა შეეხება "მთიებს": 50 ათასი ცალი დაკეპეს და მაკულატურაში დურთეს.

1988 წელს ამირჩიეს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ; საქართველოში მე ვიყავი მეორე (არა დანიშნული, არამედ არჩეული) თავმჯდომარე (პირველი კ. მაყაშვილი იყო).

აზვირთდა ეროვნული მოძრაობა.

მე შეძლებისამებრ ხელს ვუწყობდი ზვიადს და მერაბს.

გამოქვეყნდა მრგვალი მაგიდის საარჩევნო სია; სიაში პირველი ზვიადი ეწერა, მეორე - მე.

გაიმარჯვა ბლოკმა, - "მრგვალი მაგიდა, - თავისუფალი საქართველო".

ზვიადი გახდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი.

საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

ვხარობდით.

ხანმოკლე გამოდგა ჩვენი სიხარული.

გავარდა თოფი.

საქართველო გაიყო ორად.

გაჩაღდა ძმაკალიობა.

ღამღამობით ავტომატებს უშენდნენ ჩემი სახლის ფანჯრებს ტუტუცნი (ნატყვიარნი დღესაც ატყვია კედელს)...

ეროვნული ხელისუფლების დამხობისთანავე ნიშნად პროტესტისა მე მწერალთა კავშირი დავტოვე (იძულებული შევიქენ, - დამეტოვებინა).

ჭადრაკის სასახლეში გამართულ მწერალთა ყრილობაზე გამოვედი და განვაცხადე: - ეს ყრილობა უკანონოა ისევე, როგორც ამჟამინდელი ხელისუფლება საქართველოსი) - მე გავდივარ მწერალთა კავშირიდან! - ვინც ჩემი თანამოაზრეა, - გამომყვეს-მეთქი!.

ორმოცამდე კაცმა დატოვა ყრილობის დარბაზი.

ეს კი ცოტა როდია, მით უმეტეს, - თუ გავითვალისწინებთ, რომ, როგორც ცნობილია, კაცობრიობის 90 პროცენტი (მეტი თუ არა) ნაძირალაა.

გ. ძნელაძესთან ერთად ვთარგმნე პაბლო ნერუდა.

მე, გ. ძნელაძემ და შ. ჩანტლაძემ ვთარგმნეთ კარელურ-ფინური ეპოსი "კალევალა".

ჩემი ლექსები რუსულად თარგმნა ევ. ევტუშენკომ. თარგმანები რუსულად კია მშვენიერი, მაგრამ დედანს ძალიან დაშორებულია.

1989 წელს გამოვეცი ენათმეცნიერული ნაშრომი "რამდენიმე სიტყვა" (ხელნაწერი), რომელშიც დადგენილია, კერძოდ, - რომელი ფრინველია ასკატა, შხერო, ღრედი, ჩახრუხი, მწყერმარხილი, რომელი მცენარე, - ნაჟვი, რომელი ვარსკვლავი, - აგებარძი.
განხილულია ყოველი მათგანის სპარსული, სომხური, არაბული, ბერძნული, ებრაული სახელწოდება.

შეიძლება ვინმემ თქვას:
- ეგ, რა პოეტის საქმეაო.!

ვერ დავეთანხმები! -

სიტყვასთან დაკავშირებული რაცაა, პოეტის საქმეა ყველაფერი;

შემთხვევითი როდია "პოეტის" ძველქართული სახელწოდება "სიტყვისმოქმედი".

საქართველოში ეროვნული ხელისუფლების დამხობას მოჰყვა ქაოსი, შევარდნაძის რეჟიმი, განუკითხაობა...

აივსო ერის მოთმინების ფიალა.

აზვირთდა ხალხი, - ამერიცა და იმერიც.

შევარდნაძე იძულებული შეიქნა, - გადამდგარიყო.

ამოისუნთქა საქართველომ.

აირჩა ახალი პრეზიდენტი;

ქვეყანა იმედით შეჰყურებს მას.

- ვნახოთ, - რა გამოვა!

2004 წ.


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)