ხანდაზმულობის ვადა პირდაპირ კავშირშია დანაშაულის კატეგორიასთან, რაც უფრო მძიმეა დანაშაული, მით უფრო მეტია მისი ვადა. ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ხანდაზმულობის ყველაზე მცირე ვადა არის 2 წელი(იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას). ჩემი აზრით, წაშლილი ინფორმაციის აღდგენის შემთხვევაში ყურადღება უნდა გამახვილდეს დანაშაულის სუბიექტურ მხარეზე. თუ პირმა ინფორმაცია წაშალა იმ იმედით, რომ სამართალდამცავებმა ვერ იპოვონ, მაშინ ასეთი შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად, მაგრამ თუ ეს დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიისა და სპეციალური ხანდაზმულობის ვადა მისთვის დაწესებული არ არის, მაშინ 3 წლის შემდეგ აღმოჩენის შემთხვევაში თქვენ ვერაფერს იზავენ, მაგრამ გასათვალისწინებელია ხანდაზმულობის ვადის შეჩერების შემთხვევა. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება დამნაშავის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან.
მეორე შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია სუბიექტური მხარე. თუ მპოვნელმა საერთოდ არ იცოდა იმის შესახებ, რომ დისკზე შენახული იყო აკრძალული ინფორმაცია, მაშინ მას არ შეუძლიათ დანაშაულის ინკრიმინირება. თუ მპოვნელმა აღმოაჩინა სიმღერა და განზრახ შეინახა, მაშინ ისიც ჩვეულებრივ აგებს პასუხს