ჯანმრთელობის ცნობის, ე.წ. ფსიქოს აღება არის მაგარი
კაი ხანია მართვის მოწმობა არ გამომიყენებია და აღვადგენ, მეგდოს მეთქი.
დავრეკე შსს-ს მოსმახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე და რადგან 2008-ში გაქვს აღებული, ჯანმრთელობის ცნობაც გინდაო.
და მივედი ვაჟაზე რაღაც პოლიკლინიკაში, მომსახურების სააგენტოსთან ყველაზე ახლოს ეგ იყო, მედისონი ერქვა მგონი
გადავიხადე 30 ლარი და ექვს ექიმთან უნდა შეხვიდე შემოწმებაზეო.
მაგრად გამიტყდა, არ მქონდა ბევრი დრო, მაგრამ რა უნდა მექნა.
ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ფსიქიატრი და კიდე რაღაც, აღარ მახსოვს.
ჯერ ოჯახის ექიმთან შედიო და რო შევედი და მივეცი ფურცელი, სადაც ექიმები იყო ჩამოწერილი, მარტო ნევროპათოლოგი, ქირურგი და ოფთალმოლოგი შემოხაზა, სხვები არაა საჭიროო, ფსიქიატრი და კიდე ვიღაც ჩახსნა ეგრევე
არადა ფსიქიატრი მაინტერესებდა...
ჯერ ნევროპათოლოგთან შევედი და პრავაზე ხარო?
კი მეთქი.
რამე ხო არ გაწუხებსო.
მგონი არა მეთქი და ჩანმირტყა ეგრევე ბეჭედი, ვარგისიაო
იქიდან ქირურგთან შევედი.
ამომხედა და რამე გაწუხებსო?
არა მეთქი.
კაიო და მაგანაც ჩამირტყა
იქიდან ოფთალმოლოგთან შევედი და გიჭირს ხედვაო?
მგონი არა მეთქი.
და გამახედა რაღაცაში და ასტიგმატიზმი გაქვსო.
ვაა, მაგის გამო თუ "ვიბრაკები" წავალ ოპერაციას გავიკეთებ ლაზერით მეთქი.
არაო, ძაან ცოტათია, პრობლემა არააო და მაგანაც დაამოწმა ბეჭდით ჩემი ვარგისიანობა
გამოვიტანე ეს ბეჭდიანი ფურცელი და შევუტანე ისევ ოჯახის ექიმს და იმანაც გამიშანშალა ცნობა
15 წუთში მოვამთავრე ყველაფერი.
გადავედი ეგრევე მომსახურების სააგენტოში და ავიღე რიგის ნომერი, გადამიღეს სურათი, გადამახდევინეს 30 ლარი და 5 წუთში ამომიბეჭდეს მართვის მოწმობა, ცხელ-ცხელი გადმომცეს.
რაც სათქმელია უნდა ითქვას, ძალიან ვემადლიერები წინა ხელისუფლებას მსგავსი გამართული სისტემის გამო.
This post has been edited by Frankens†ein on 12 Sep 2019, 14:57
Mens sana in corpore sano...