forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
reklama

Pages: (26) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> აფხაზეთის ომი
m e r a
-------->


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9758
წევრი No.: 120275
რეგისტრ.: 31-August 10

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 14:27  #55037916      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
არ თვლი რომ პრეზიდენტის ღალატს ქონდა ადგილი?


პრეზიდენტის მხრიდან კიბატონო, ნამდვილად ღალატი იყო, სკამს და სექტას გადააყოლა ქვეყანა.

QUOTE
აბსურდული მიზეზით გადატრიალება


მიზეზი არ იყო აბსურდული, გამსახურდია ანტიდემოკრატი იყო, ამიტომაც დაუპირისპირდა საზოგადოება, მან კი სექტა აირჩია.

რაც შეეხება თვითონ გადატრიალებას, ეგ უკვე სხვა ოპერაა.
ბეჟანბეჟანი
ბიძინა პრასტიტუტკა


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29293
წევრი No.: 139257
რეგისტრ.: 21-November 11

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 14:37  #55037949      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (death85)
დავიწყებ იმით, რომ 1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთი აცხადებს დამოუკიდებლობას, ყოველგვარი ქართული გენოციდის ან შევწროვების გარეშე, პირდაპირ აი ესე ჰაერზე

შევარდნაძის ჩამოთესლების შემდეგ აფხაზეთში იყო პოლიტიკური მოძრაობები, რომელსაც სათანადო ყურადღება არ მიექცა და ამით შემზადდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება.
QUOTE (death85)
აფხაზებმა ქართვლების ამ შეტევით იმხელა სტრესი მიიღეს, რომ ერთმანეთს ასწრებდნენ უკან, გუდაუთისკენ თუ ფსოუსკენ თვითონაც ვერ აცნობიერებდნენ ბოლომდე სად მირბოდნენ, მაგრამ ქართული მხარე იერიშზე კვლავ არ გადაასულა, ამაოდ ელოდა ბრძანებას ამის შესახებ, თუ რატომ გაუგებარია.

QUOTE (death85)
1993 წლის 27 ივლისს, სოჭში კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა, რუსეთის შუამავლობით, მორიგ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით აფხაზეთს ტოვებდა ყველა დაქირავებული მებრძოლი, რაც რეალურად არ მომხდარა, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების უმეტესობა, რაც მოხდა. სოხუმიდან უნდა გაეტანათ ქართული არმიის ჯავშან-ტექნიკა და არტილერია. რაც აგრეთვე მოხდა და არათუ სოხუმიდან, არამედ მთელი აფხაზეთიდან, ხოლო ამ ყველაფრის გატანაში რუსეთს ტრანსპორტირების ფულიც კი გადავუხადეთ  აფხაზურ ტექნიკაზე კონტროლი აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ ნაწილებს დაევალა. მოკლედ ეს ხელშეკრულება იყო კაპიტულაციაზე ხელის მოწერა.

QUOTE (death85)
22 სექტემბერს აფხაზებმა ქალაქში შესვლა დაიწყეს, დაიწყო ქალაქის ბრძოლები. ქართველები მაინც თავგანწირვით იცავდნენ ქალაქს, მოსახლეობა ყველა მეთოდებით გარბოდა ქალაქიდან, მაგრამ აფხაზები ქალაქის აღებას მაინც ვერ ახერხებდნენ და 24 სექტემბარს უკვე ქალქის წინააღმდეგ ყველა არსებული რეზერვი ჩართეს, მაგრამ კვლავაც უშედეგოდ. ქართველბი კი 5 000-იან დამხამრე ძალის მოლოდინში იყვნენ. 25 სექტემბერს სეპარატისტები ინტენსიურ შეტევაზე გადავიდნენ და აიღეს შუქურას რაიონი, რკინიგზის სადგური და ფუნიკულიორი, ქალაქი ფაქტიურად დაკარგული იყო, რასაც 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა მოჰყვა, ამ ხნის მანძლზე ქართულმა შენაერთებმა კვლავ ვერ მაოხერხეს კოდორის გადაკვეთა და სოხუმის ალყაში მყოფი მებრძოლების დახმარება.

დამეწვა, გულ-გვამი დამეწვა.
ბოღმა მკლავს და მაგიჟებს.
ყველამ გაიგოს და ყველამ იცოდეს, რომ ეს ომი უმაღლესი სარდლობის მიერ იყო წასაგებად განწირული. მოტივაცია - დსთ-ში საქართველოს შესვლა. ეს ომი იყო ბუნებრივი გაგრძელება ეროვნული და არჩეული მთავრობის დამხობისა.
შევარდნაძის იმდროინდელ მთავრობაში უხვად იყვნენ პირები, რომლებიც დღემდე აქტიურად რჩებიან ქართულ პოლიტიკაში და ქვეყნის მუდმივ დაძაბულობას უწყობენ ხელს.
არ გაგიჭირდებათ ამოიცნოთ რუსული პროექტის პარტიები, რომლებიც მუდმივ ოპოზიციაში არიან, მუდმივად იკავებენ მოძალადე ოპოზიციონერთა მხარეს, ძალადობის ტალღაზე, კოალიციით, თუმცა მცირე ხნით მოდიან ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე, მაგრამ მალევე ტოვებენ და ახალი ძალადობისთვის ემზადებიან.
არც ის დაგავიწყდეთ, ყველაზე ანტირუსული რიტორიკით, ყველაზე რუსული საქმეები რომ გაკეთებულა ამ ქვეყანაში.

აგერ, ლამის 30 წელია იმ მოვლენებიდან გასული და ვერ დავღვინდით. მოკლევადიან ემოციურ ეფექტებზეა გათვლილი ქართული პოლიტიკა. ქართული ჟურნალისტიკა შესაბამისი, უთავმოყვარეო, ტენდენციური, შეკვეთილი, არა სერიოზული (2-3 გამონაკლისის გარდა).
ლამის ყოველ დღე ამოვიყვირო მურმან ლებანიძის ცნობილი სტრიქონი:
"მწადს თავი გავუპო პრიმიტივს ამდენს,
ზედ გადავუარო ამდენ ხისთავიანს!"


და ბოლოს, ისევ ომი და მახსენდება ჭაბუა ამირეჯიბის პატარა ლექსის დასასრული, რომელიც ამ ომში დაღუპულმა შვილმა დააწერინა"
..."რად უნდა შერჩეს არძინბას,
ამირეჯიბის სისხლი".


* * *
QUOTE (m e r a)
მიზეზი არ იყო აბსურდული, გამსახურდია ანტიდემოკრატი იყო, ამიტომაც დაუპირისპირდა საზოგადოება, მან კი სექტა აირჩია.

რაც შეეხება თვითონ გადატრიალებას, ეგ უკვე სხვა ოპერაა.

კიდევ გჯერათ რუსული მითების?
კიდევ ამართლებთ 1991-92 წლების ორჯონიკიძეთა ექსპანსიას საქართველოში?


--------------------
ყველა ადამიანს შეუძლია შეცდეს. სიჯიუტეს მხოლოდ სულელი იჩენს. /ციცერონი/
მტერი ან უნდა დაამარცხო, ან უნდა დაუმეგობრდე.
ცოდნის უდიდესი მტერი გაუნათლებლობა კი არა, ცოდნის ილუზიაა. /სტივენ ჰოუკინგი/
death85
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3025
წევრი No.: 29838
რეგისტრ.: 12-February 07

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 14:41  #55037963      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia

85-ში ვარ დაბადებული biggrin.gif მაშინ 6-7 წლის ვიყავი

რუსული ავიაცია უკვე 1992 წლის ნოემბრიდან ბომბვდა ჩვენ პოზიციებს, აფხაზებს ელემენტარულად სამხედრო აეროდრომი არ ჰქონდათ, რომ თვითმფრინავი აეფრინათ, ერთი რუსეთის ბაზის ტერიტორიაზე მდებარეობდა გუდაუთაში, მეორეს ჩვენ ვაკონტროლებდით (ბაბუშერა), თავი დავანებოთ იმას რომ მფრინავიც არ ჰყავდათ biggrin.gif ბაგრამიანის ბატალიონი კი მათივე თქმით 1993 წლის მარტისთვის შეიქმნა, პირველი ბრძოლა 1993 წ. 15 მარტს ჰქონდათ, ანუ სოხუმის შტურმის წინ.

ბევრი ამბობს, რომ ამ ომის მოგების შანსი არ გვქონდა, მე კიდე დარწმუნებული ვარ, რომ მოგება თუ არა ნახევარი აფხაზეთის შენარჩუნება თავისუფლად შეიძლებოდა. ეს ომი შეიძლება დაიყოს:

1) 1992 წლის 18 აგვისტოს ქართული შენაერთების მიერ გუმისთამდე კონტროლის დამყარებით და 15 გაგრის აღებით.
2) 1992 წლის 1-6 ოტომბერში გაგრის დაკარგვით, რომლის შენარჩუნებაც იდეაში შეიძლება. საკამთოა, მაგრამ გამორიცხული ნამდვილი არაა, თუ გავითვალისწინებთ იმ რეალობას რაც იქ იყო, რასაც საერთოდ შეიძლება დამეთავრებინა ეს კონფლიქტი.
3) 1993 წლის 16 მარტში ჩვენების მიერ სოხუმზე იერიშის მოგერიებით, სადაც წინ აუცილებლად უნდა წასულიყვნენ ბოლომდე თუ არა 15 კმ მაინც უნდა გაგვევლო და ახალი ათონი აეღოთ, რასაც 100% აიღებნენ და ფრონტის ხაზი იქ აჟვამგვის და ბორცვიანის ქედზე ჩაიკეტებოდა, რაც გაცილებით უფრო მომგებიანი პოზიცია იყო ვიდრე მდ. გუმისთა, სადაც აფხაზებმა კამანი-ახალდაბას მხრიდან გზები გაიყვანეს შემოსასვლელად, რაც აქ ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა.
4) 1993 წლის 2 ივლისს სოფელ ტამიშში დესანტი გადმოსხმა. ისე ეს თემაც საინტერესოა, აქ საჰაერო სივრცე, რომ გადაგვეკეტა მაგ რეგიონს მანამდე საერთოდ გავწმინდავდით. ეგ რეგიონი მხოლოდ შვეულფრენებიდან მიღებული დახამრებით იდგა ფეხზე, რომლებიც ძირითადად თებედადან კლუხორის გავლით (კოდორიდან) მოდიოდნენ. ამხელა წონა ჰქონდა შევარდნაძეს მსოფლიოში, რომ ეკითხათ მისთვის ან ზოგისთვის და ერთი FIM-92 Stinger-ერები რომ დაეთრია დამავრდებოდა მანდ ყველაფერი biggrin.gif ამერიკელი ავღანელებს ამარაგებდნენ ამით, ასე რომ არაფერი განსაკუთრებული არ იქნებოდა მისი მიწოდება.
5) ბოლო ეტაპი კი 1993 წლის 16 სექტემბრის სოხუმზე ხელახალი შეტევაა.

ფულს დიდი მნიშვნელობა აქ, შევარდნაძემ თავის დროზე ოჩამჩირის და გალის მიტოვება ამ მოტივით გაამართლება, მაგრამ თუ მსოფლიო პრაქტიკას გადავხედავთ ეს არგუმენტი სისულელეა, ომს ამ მოტივით არავინ ამთავრებს, მითუმეტეს როცა გვქონდა რეალური შანსი და მოტივაცია, აფხაზეთის ნახევარი მაინც გაგვეკონტროლებინა, როგორც ამას დღეს უკრაინელები ახერხებენ, მიუხედევად იმისა, რომ რუსეთი იქ უფრო ღიად და ინტენსიურად ერევა და ეკონომიკური მდგომარეობა მათაც არანაკლები აქვთ.

This post has been edited by death85 on 28 Jul 2019, 14:49
Eric
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11956
წევრი No.: 190274
რეგისტრ.: 20-August 14

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 14:55  #55038022      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
და ერთი FIM-92 Stinger-ერები რომ დაეთრია დამავრდებოდა მანდ ყვე


ეგ დღეს არ გვაქვს და მაშინ ვინ მოგვცემდა.
* * *

გაგრა ძალიან სამარცხვინო ვითარებაში დაიკარგა.

მანდ გამოჩნდა რომ ომის მოგება კი არა, უბრალოდ ომის წარმოებისთვის საჭირო არცერთი კომპონენტი არათუ არ გვქონდა.
არათუ ვინმე ფიქრობდა მის შექმნას ექსტრემალურ პირობებში
არამედ პირიქით, უარეს სტაგნაციას უწყობდნენ ხელს.

ამიტომ გაგრაში ვინც ცოცხალი გადარჩა და აზროვნებდა იმისთვის უკვე ნათელი იყო რომ ომი წაგებულია.

მადლობა ვთქვათ რომ ენგურზე გაჩერდნენ.
B l a c k J a c k
Джентелмен Удачи


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8842
წევრი No.: 89070
რეგისტრ.: 16-April 09

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 15:14  #55038095      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
m e r a
QUOTE
პრეზიდენტის მხრიდან კიბატონო, ნამდვილად ღალატი იყო, სკამს და სექტას გადააყოლა ქვეყანა.

QUOTE
აბსურდული მიზეზით გადატრიალება


მიზეზი არ იყო აბსურდული, გამსახურდია ანტიდემოკრატი იყო, ამიტომაც დაუპირისპირდა საზოგადოება, მან კი სექტა აირჩია.

რაც შეეხება თვითონ გადატრიალებას, ეგ უკვე სხვა ოპერაა.

გაქანებული დემაგოგი და დეზინფორმატორი ხარ.
კაცმა მთელ საბჭოთა მაშტაბით ლიეტუვას მერე ჩაატარა დემოკრატიული რეფერენდუმი და არჩევნები მანამდე. და სრულად ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა სამხედრო ამბოხებულებს რომლებსაც
ასე იცით ამ რუსეთი მხარდამჭრებმა: ვითომ არგუმენტირებულად და ობიექტური პოსტები და შეუმჩნეველ დეტალებზე ამახვილებთ ყურადღებას და ბოლოს ქვეყნის ერთგულებს ღალატს წამებთ.

გაგიჟდება ადამიანი. იპოვეს მარტივი გამოსავალი ტიპებმა. იოსელიანმა და შევარდნაძემგ გადაწვეს ქვეყანა და დააქციეს და გამსახურდიაა მოღალატეო.
მთავარია კონტექსტმა გაიჟღეროს რომ ქვეყნის ერთგული და პატრიორი პრეზიდენტი მოღალატეა და პატრიოტთა ალიანსი პატრიოტი.
და რუსეთის ფედერაცია დემოკრატიულია კიდევ.

ვაკე0ვერას შანტრაპას და კომუნიზმის ბოლო ბასტიონს უნდა დაამხო ზეცა თავზე. შამპანიურის ქარხნის დირექტორის და ფაბრიკების კომსომოლების შვილების მოწყობილია რასაც ახლა ვუყურებთ. უფრსწორად რუსეთმა მოაწყო და ეგენი ეხმარებოდნენ.


--------------------
Smile man . . . God loves you . . . .

Don't want to die? Don't be born . . .

If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .

"De Woch fangt scho guat o "
gears
GOY X2 PLUS


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16164
წევრი No.: 63832
რეგისტრ.: 8-June 08

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 15:17  #55038108      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კარგი თემაა up.gif up.gif up.gif



QUOTE
გაგრა ძალიან სამარცხვინო ვითარებაში დაიკარგა.

მანდ გამოჩნდა რომ ომის მოგება კი არა, უბრალოდ ომის წარმოებისთვის საჭირო არცერთი კომპონენტი არათუ არ გვქონდა.
არათუ ვინმე ფიქრობდა მის შექმნას ექსტრემალურ პირობებში
არამედ პირიქით, უარეს სტაგნაციას უწყობდნენ ხელს.

ამიტომ გაგრაში ვინც ცოცხალი გადარჩა და აზროვნებდა იმისთვის უკვე ნათელი იყო რომ ომი წაგებულია.

მადლობა ვთქვათ რომ ენგურზე გაჩერდნენ.

ასეა



--------------------
༼ つ ◕_◕ ༽つ
death85
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3025
წევრი No.: 29838
რეგისტრ.: 12-February 07

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 15:33  #55038170      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რათქმაუნდა გაგრის დაკარგვა დიდი შეცდომა იყო, როდესაც 3 000 ადამიანიდან გაგრის შესასვლელებს მხოლოდ 100 კაცი იცავდა, დაჟე დანაღმულიც არ იყო შესასვლელები და როდესაც ორგანიზებული შტურმის შედეგაც მდინარე მზიფთან ჩაკეტვაც შეიძლებოდა, რასაც შეიძლება საერთოდ წერტილი დაესვა მაგ კონფლიქტისთვის
barcxana
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1174
წევრი No.: 240122
რეგისტრ.: 27-January 18

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 15:51  #55038262      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (m e r a @ 28 Jul 2019, 14:27 )
QUOTE
არ თვლი რომ პრეზიდენტის ღალატს ქონდა ადგილი?


პრეზიდენტის მხრიდან კიბატონო, ნამდვილად ღალატი იყო, სკამს და სექტას გადააყოლა ქვეყანა.

QUOTE
აბსურდული მიზეზით გადატრიალება


მიზეზი არ იყო აბსურდული, გამსახურდია ანტიდემოკრატი იყო, ამიტომაც დაუპირისპირდა საზოგადოება, მან კი სექტა აირჩია.

რაც შეეხება თვითონ გადატრიალებას, ეგ უკვე სხვა ოპერაა.

ის ამბები ოპერა იყო სიგუა კიტოვანისთვის ქვეყნისთვის კი დუიდი ტრაგედია ე მაგ ტრაგჰედიის შემდეგ რამდენი ხანია რო ჯახირობს ქვეყანა და კიდო ის ამბები წინ ხვდება
N_e_o_N
post mortem


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13192
წევრი No.: 14588
რეგისტრ.: 15-November 05

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 15:57  #55038297      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
death85
ყოჩაღ ! ძაან საინტერესო თემაა.
ისე, საიდან ასე მიმდევრობით და სიზუსტით, თავის დღეებით და თარიღებით ? და ყველა.შეტაკების დეტალებით
მართლა მაინტერესებს

This post has been edited by N_e_o_N on 28 Jul 2019, 15:58


--------------------
ვიღაც ფულიანი რუსი ჩამოდის და ბმჭ შნიკები ხვდებიან ფეირვერკებით, რადგან იმ ტიპს თევზის ქუცაში გაზაობა დაევასა და ისიც მასე გაზაობს თურმე რუსეთში (c)
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26738
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 15:58  #55038298      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
death85
გაიხარე შენ და იმანაც, რომ გიყვება.
პატივისცემა მონდომებას, რომ დეტალებში გაერკვე, გააანალიზო და ხალხს აჩვენო.


მეც მოგეხმარები იმით, რაც ზედაპირზე არ დევს;

ზედაპირზე დევს ლეგენდები, ცრუ დასკვნები, წუწუნა ექსპერტთა რეზიუმეები, მიკერძოებული პოზიციები და მასონიზმის ეჭვები.


არადა ყველაფერი მარტივია -
ა. რუსეთმა მოიგო
ბ. საქართველომ წააგო.

ფაქტები, რომლებიც მგონია რომ გაინტერესებს:

ლეგენდა - მოღალატე მეთაურობა ომით მოგებულ სტრატეგიულ პუნქტს ბრძანებით ატოვებინებდა ჯარს, რომელსაც მერე უომრად იგდებდა ხელთ აფხაზთა მხარე
რეალობა - ქართული ჯარი იყო მცირერიცხოვანი და არ ჰყავდა რეზერვი.შესაბამისად მეთაურობას უწევდა აერჩია სსად დაეყენებინა ჯარი, სტრატეგიულ წერტილში თუ უფრო სტრატეგიულ, წერტილში.
ხშირად დასახლებული პუნქტის დათმობა საჭირო ხდებოდა ტრასის გასაკონტროლებლად.
რეზერვის არსებობა ამ პრობლემას აღმოფხვრიდა. რეზერვი ჩადგებოდა პუნქტების შენარჩუნების ამოცანაზე და დამრტყმელ ჯარს გამოათავისუფლებდა მანევრებისთვის.

ლეგენდა - აფხაზეთის ომის ბედი გადაწყდა სადრაც, ზემოთ, შევარდნაძის მონაწილეობით, ანუ შევარდნაძემ აფხაზეთი გაყიდა. ტყუილია, ვერანაირი ქრთამით ვერავინ აიძულებდა ვერცერთ ლიდერს, რომ აფხაზეთი დაეთმო. აფხაზებმა რუსების დახმარებით ომი მოიგეს.
რეალობა - ომი უძვირესი იყო. შევარდნაძე როცა ბოლო შეთანხმებაზე დაჯდა რუსებთან და აფხაზებთან, მერე გამოტყდა, რომ ხაზინაში კაპიკი აღარ გორავდა და ვერ შევინარჩუნებდით ფრონტს, ამიტომაც დავთანხმდი განიარაღებაზე და ჩვენთვის კარგი პირობით, რომ შეტავა ჩვენზე არ უნდა ყოფილიყოო. ანუ დაზავებას მოეწერა ხელი. საქართველოში მაშინ სკოლა უფრო გვიან დაიწყო (ეგეც მგონი ბიუჯეტის პრობლემა იყო) ხოლო სოხუმში უფრო ადრე დაიწყეს სკოლა, იმ გათვლით, წაგებული მგელი რომ მოგებულს კისერს უშვერს, დავმარცხდი, მომკალი თუ გინდა, მაგრამ რა პონტია, არ უნდა მომკლაო (ეს დაზავება მგლებში მუშაობს). ჩვენი ბავშვები სოხუმის სკოლაში მეტი არაფერი იყო - დამუნათება და სინდისზე აგდება.

რუსეთი სხვანაირად ფიქრობდა, ჩამოიარა არტილერია და დახსნა სასხლეტები, პარალელურად დეტალურად შეისწავლა ქართული ჯარის საბრძოლო მდგმარეობა და დადო საექსპერტო დასკვნა - დაარტყი და მოიგებ. რაც აასრულეს აფხაზებმა, ისევ რუსების ფიზიკური მონაწილეობით.

კიდევ დეტალი, იმ ფუნქციას, რასაც ტანამედროვე ომში შეასრულებს დრონი (გადაფრინდება, დაათვალიერებს, შეისწავლის, დაითვლის) აფხაზურ მხარეს უკეთებდა დელტაპლანები, რომლებიც ღამე დაფრინავდნენ. დელტაპლანები კი, ვერავითარ ზღაპარშიც ვერავის დააჯერებენ აფხაზები, რომ დელტაპლანები აფხაზური ჯარის ინტელექტუალური მონაპოვარი იყო. აშკარად რუსული იყო.

სომხები ინარჩუნებდნენ ნეიტრალიტეტს სანამ დარწმუნდნენ, რომ რუსეთი უკვე აშკარად იყო აფხაზების მხარეზე და ადრე თუ გვიან აფხაზები იგებდნენ. შესაბამისად ბაგრამიანის ბატალიონი რუსეთი რომ არა, ჩვენს მხარეს იომებდა - სომხების ამოცანა იყო მარტივი - გადარჩენა.





--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
aisi77
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 232
წევრი No.: 250335
რეგისტრ.: 3-May 19

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 16:00  #55038310      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შემთხვევით ვნახე ვის ვიდეო ასაკიდან გამომდინარე წარმოდგენაც არ მქონდა ამაზე...

ერს რომელიც თავზე" ჩალას" იფარებს ვითომ არაფერი მომხდარა ,მას მომავალი აქვს???????

ესენი და მათი შვილები ალბათ დღესაც "ერთგულად მსახურობენ"ქართულ პოლიტიკაში , ვინ იცის აქაც ბლომად არიან ფორუმზე..


Eric
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11956
წევრი No.: 190274
რეგისტრ.: 20-August 14

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 16:07  #55038348      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
ლეგენდა - მოღალატე მეთაურობა ომით მოგებულ სტრატეგიულ პუნქტს ბრძანებით ატოვებინებდა ჯარს, რომელსაც მერე უომრად იგდებდა ხელთ აფხაზთა მხარე
რეალობა - ქართული ჯარი იყო მცირერიცხოვანი და არ ჰყავდა რეზერვი.შესაბამისად მეთაურობას უწევდა აერჩია სსად დაეყენებინა ჯარი, სტრატეგიულ წერტილში თუ უფრო სტრატეგიულ, წერტილში.
ხშირად დასახლებული პუნქტის დათმობა საჭირო ხდებოდა ტრასის გასაკონტროლებლად.


არასწორი ინფოა ბატონო.
გაგრაში რაოდენობითაც და ტექნიკითაც მოწინააღმდეგს ვჯობდით.

დანარჩენზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

QUOTE
იმ გათვლით, წაგებული მგელი რომ მოგებულს კისერს უშვერს, დავმარცხდი, მომკალი თუ გინდა, მაგრამ რა პონტია, არ უნდა მომკლაო (ეს დაზავება მგლებში მუშაობს). ჩვენი ბავშვები სოხუმის სკოლაში მეტი არაფერი იყო - დამუნათება და სინდისზე აგდება.



რა სისულელეა

სხვისი შვილების მგლების ნამუსზე დატოვება სულითბოზს თუ შეუძლია

This post has been edited by Eric on 28 Jul 2019, 16:09
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26738
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 16:11  #55038364      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Eric
გაგრა არ მიგულისხმია და ვინც მაგ კლიშეს ატრიალებს (მეთაურობას უკან გამოვყავდით, უ, მამამა მეთაურობას) იმასაც არ აქვს მხედველობაში გაგრა.

QUOTE
გაგრაში რაოდენობითაც და ტექნიკითაც მოწინააღმდეგს ვჯობდით.


ტექნიკისა რა მოგახსენო, ტ72-ს რომ მოარტყა ქართველმა და იმას რომ არაფერი მოუვიდა, ისე რომ გამოაგრძელა გზა, იმას მოჰყვა ჯარში პანიკა - აუფეთქებელი ტანკი გამოიყვანესო.


QUOTE
რა სისულელეა

სხვა ახსნას შენგან დაველოდები მაშინ, ჭკვიანურს. გისმენ.
Eric
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11956
წევრი No.: 190274
რეგისტრ.: 20-August 14

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 16:18  #55038400      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
სხვა ახსნას შენგან დაველოდები მაშინ, ჭკვიანურს. გისმენ.



როცა არჩევანი აქვთ

1) გაარიდო შენი შვილი მგლებს
2) დაუტოვო მგლებს იმ იმედით რო არ შეჭამენ და მაუგლის გაზრდიან

როგორ იქცევა ნორმალური ადამიანი? ათიდან ათ შემთხვევაში გაარიდებს.


სხვისი შვილებით მანიპულაციები ადვილია რათქმაუნდა. და მერე ამის ახსნა მგლების იმედი მქონდაო, შენდამი პატივისცემის მიუხედავად სისულელეა და საზიაინო იმ პონტში რომ ახალგაზრდები კითხულობენ

და არ უნდა ჰქონდეთ ისეთივე ილუზიები როგორც იმ თაობას

axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26738
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 16:29  #55038475      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Eric
მაინც არ ამიხსენი. სადაა ვერსია? რომ ამბობ საშინელი ცოდვაა სხვისი შვილების გარისკვაო, მესმის, გეთანხმები.
მერე მიპასუხე, მერე, შევარდნაძე, რომელსაც ასეთი ფრონტის ხაზი ჰქონდა : 1. ცარიელი ხაზინა 2. სასხლეტებჩამორთმეული არტილერია, სხვა რა არგუმენტით (გარდა დამუნათებაა) უნდა დაეწყო სკოლა სოხუმში?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (26) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0401 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]