სიცოცხლე ფორუმელებს! ღმერთმა დაგლოცოთ!
რამდენი უწვალიათ ჩემს აქ არყოფნაში ლეგიტიმური ხელისუფლების ჯალათებს. ვითომ არ ესმით, რომ კაკო ასათიანი მოღალატე და კრიმინალია, როგორიც არის თ. სიგუა და თ. კიტოვანი. ან დილარ ხაბულიანი და თ. ვაშაძე აქ რა მოსატანი იყვნენ? ესენიც მოღალატეები არიან აბა ვინ არიან? ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაში მყოფ ემიგრაციულ მთავრობაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს ზვიად გამსახურდიას ხელდასხმული პრემიერ-მინისტრი ბ. გუგუშვილი და მართავს პრეზიდიუმი. არა, აფხაზეთის დევნილ მთავრობას სადაც ცნობენ, მისი ზემდგომი ინსტანციაა რატომ არ წყალობენ?
დიახ, მშვენივრად ესმით ლეგიტიმურობის მტრებს, რომ ლეგიტიმური ხელისუფლებას მხოლოდ ისინი წარმოადგენენ, რომლებსაც არ უღალატიათ ეროვნული ხელისუფლებისათვის. ამიტომ, გთხოვთ ერთმანეთში ნუ ურევთ ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს მის მოღალატე წარმომადგენლებში! ნუ, თუ არ დაიშლით და ურიეთ რამდენიც გენებოთ. როდესაც ძალიან გაგიჭირდებათ და მაშინ მოისურვებთ ლეგიტიმურობის აღდგენას დაგვიკავშირდით და არ დაგამადლით.
ისე, რაც უფრო დააჩმორებს ოპოზიციას მიშა სააკაშვილის რეჟიმი, მით უფრო აქტუალური გახდება ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენა!
ოპოზციონერებო! როდემდე უნდა რეცხოს მიშამ ესენი უნიტაზში, რომ პუტჩისტობას თავი გაანებონ და ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენაზე დაიწყონ ფიქრი?
ეს ყველა ოპოზიციონერს ეხება! შალვა ნათელაშვილი არ არის გამონაკლისი და არც გუბაზ სანიკიძე!
Gevernmet of Republic Georgia in Exile
http://georgia.eu.com/