#50993034 · 19 Jul 2017, 15:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ძილი მაქვს ისეთი იმის დედა ვატირე, ხანდახან 2 დღე ვერ ვიძინებ გადაბმულად, ხანდახან მკვდარივით მძინავს კაი 10 საათი, ხანდახან ძილის პარალიზი მაქვს და ესე. მაგრამ მთელი კვირა კარგადაც რომ მეძინოს დილით მაინც ვერ ფხიზლდები, მთელი დღე ნახევრად მძინავს. პატარა წაძინება მშველის ხოლმე მაგრამ დროებით, მერე ისევ ძილისკენ მიმაქანებს. ყავას დღეში ჭიკაზე მეტს არ ვსვავ, წყალს 1 იდან 2 ლიტრამდე მინიმუმ ვიღებ და თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობ ფიზიკურად ან ფეხით დავდივარ შორ მანძილზე. არის დღეები კარგად და ფხიზლად ვარ დილიდან, მაგრამ უმეტესად მაინც ნახევრად მძინარედ ვარ ხოლმე.
მაინტერესებს ამ შემთხვევაში ვის მივმართო რომ გავიგო რისგან არის ეს ყველაფერი გამოწვეული.
|