Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულტურა და ხელოვნება > ქართული ანდაზები


Posted by: Tim 28 Aug 2002, 20:53
მოდით შევაგროვოთ ქართული ანდაზები.
მე დღეს ერთი მოვუსმინე ტელევიზორში:

"ძაღლი შინ არ ვარგაო და სანადიროთ გარბოდაო" smile.gif

(შეიძლება არასწორედ დავწერე)

Posted by: Trulala 28 Aug 2002, 22:54
კურიერს უყურებდი?smile.gif

ხერხი ღონესა სჯობია თუ კაცი მოიგონებსო

Posted by: Ika_X 29 Aug 2002, 18:20
trulalas fuli rad unda , trulala tviton fulia ...smile.gif

Posted by: May 30 Aug 2002, 18:43
bancala sadac cavida kvelgan bancala daudzahes da ukvirda saidan mcnobeno

Posted by: Ika_X 31 Aug 2002, 14:17
motminebita shenita ....

Posted by: Trulala 31 Aug 2002, 22:46
რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო
ეს ჯერ პირველი კლასიდან მახსოვს:)

Posted by: anamch 1 Sep 2002, 08:23
turashaulis patroni tyeshi ezebda pantas

ara shejda mwyerixesa ara iyo gvari misio

moyvare pirshi uzraxe mters pirsulkanao
mazgars mshieric mazgari egonao

melas rac agondeboda is esizmrebodao



dnarcheni paxodu piesi gamaxsendeba da mogwer...smile.gif

Posted by: anamch 1 Sep 2002, 08:31
win wasuli melao ukan chamorchebao
ai es andaza damamaxsovrda cxovrebashi zalain mwared

pirvel klashi ragac gia gakvetilis magvari gvkoonda erti kvira vemzadebodi da imdges momca sicxe 40
mainc wavedi skolashi aba gia gakvetils xom ar gavacdendi


xoda mivige friadi
ertilenchi mezoblis gogomyavda kalseli , magri dauni iyo tan spekuliantis shvi;lli


saxlshi rom movdiodit me sicxe ukve agar mkonda sixarulisgan
damewia gzashi da meubneba ra gixaria

ici shen win wsuli melao ukan chamorchebaooo

iseti griali movrte isev amiwia sicxem

ai ase sheuzlia adamianis gamwareba andazas:)

Posted by: PBero 1 Sep 2002, 08:34
TIM
წიგნი მაქვს ანდაზების, რამდენიმე ასეულია, თუ გინდა საიტიც გავაკეთოთ
ისე ეს მომწონს (იმ წიგნიდანაა ასე მახსოვს)
”ბადრიჯანს რომ ფრთები ქონდეს მერცხალი იქნებოდაო”

Posted by: anamch 1 Sep 2002, 08:39
PBero
au ra magaria pirvelad gavige daglija

ბადრიჯანს რომ ფრთები ქონდეს მერცხალი იქნებოდაო”

Posted by: PBero 1 Sep 2002, 14:59
smile.gif
”მეზობელს მეზობლის მკვდარი მძინარე ეგონაო”

”ყვავმა ყვავს უთხრა - აი შე ბოლოსკლინტიანოო”

”კაჭკაჭი ნეხვზე იჯდა და ბოლოს არ ადებდაო”

Posted by: PANTALONE 2 Sep 2002, 00:26
"borblebi ro mkondes LandRoweri viknebodi"

Posted by: Detochka 2 Sep 2002, 02:16
"bebiachems kv*r*bi rom konoda, babuachemi ikneboda"

Posted by: PANTALONE 2 Sep 2002, 02:47
Detochka

Bebia rato?

Posted by: Trulala 2 Sep 2002, 03:07
უძაღლო ქვექანაში კატა ააყეფესო,


მგონი ასეა

Posted by: Trulala 2 Sep 2002, 03:12
უძაღლო ქვეყანაში კატა ააყეფესო,


მგონი ასეა

Posted by: Ika_X 2 Sep 2002, 12:29
katam txara txarao dzagli gamotxarao smile.gif, mgoni asea

Posted by: ^dato^ 2 Sep 2002, 15:16
ანდაზა არა, მაგრამ გამონათქვამებს მოგახსენებთ. ერთ-ერთი ამ ფორუმში ადრეც გამოვთქვი (მაპატიეთ უცენზურო გამონათქვამები):

ბედაურები დაიხოცნენ, ვირებს დარჩათ ქვეყანა;

ჭიანჭველას მახათი არ ეტეოდა და "რეიკას " ტენიდნენ;

უნამუსოს პირში აფურთხებდნენ და რა კარგი წვიმა მოდისო.

Posted by: Tim 3 Sep 2002, 11:23
ესეც ჩვენი ფორუმიდან:

tu sopelshi glexma tualeti aashena es imas ar nishnavs rom kvelas tavze unda daa*vas!

Posted by: LOOLita 3 Sep 2002, 13:32
"tkuils mokle bexebi akvs" - es mec dackebiti klasebidan maxsovs

"melam tavisi kudi mocmed daikena" - mgoni egre unda ikos

"uxeiro buzi, aprenis dros dajdeba"

"ara gchirdes chiri da dzalit sheirche chxiri" - lol es momcons

"sadac caxval ikauri kudi unda daixuro" - tu ar vcdebi egre unda ikos

"aznauri chads ara schams, tu moshiva chirsac momchams" - es bebiachemisgan makvs gagonili

"mimcias momcia undao"

kide gamaxsendeba da mere mogcert biggrin.gif

Posted by: rokapi 13 Sep 2002, 00:41
ზოგს წაუკითხავს "დედის ოთახი", ზოგსაც არა...

Posted by: kobo 13 Sep 2002, 20:04
მე მარტო იმნაირები ვიცი!!!
თანაც ყველა ო-ზე მთავრდება!

სანაქებო ძაღლმა ნიახურს გადაა - - ო!

მღვდელმა ჯერ არ მოიფხანა მერე სულ დაიგლიჯაო!

ნამეტანი ბანვისგან მკვდარს გული წაუვიდაო!

მღვდელმა ქალი იშოვნა და ფან - - - ანიაო!

Posted by: rokapi 14 Sep 2002, 00:52
Kobo!
laugh.gif მაგ ბოლო ანდაზის ქიზიყური ვარიანტი მაქვს მოსმენილი (დათვზე და ქალის რამე-რუმეებზე). აქ რომ დავწერო, სულ გამაძევებენ ამ ფორუმიდან.

Posted by: GT 14 Sep 2002, 01:39
rokapi
midi midi shaubere

Posted by: Trulala 14 Sep 2002, 01:48
rokapi
biggrin.gif

Posted by: rokapi 14 Sep 2002, 02:16
ოოო! თან რა სიტუაციაში მოვისმინე, რომ იცოდეთ.
საღამო იყო. წარმოიდგინეთ, მთელი დღე თაკარა მზის გულზე მუშაობით დაღლილი კახელი ბრუნდება სახლში. ეზოს კარებთან მისულმა ქუჩაში მოთამაშე ბავშვს (ალბათ შვილი იყო) დაუძახა და ჯიბიდან წვალებ-წვალებით დიიიდი, დაბრაწული ვაშლი ამოაძრო. ბავშვმა ხელი აუქნია არ მინდაო და ისევ სათამაშოდ გაიქცა. ამან კიდე: "ჰმ, დათვს მ..ი* მიუტანეს და ფა..იანიაო" მიაყოლა შვილს და მადიანად ჩაკბიჩა თვითონ ვაშლი.laugh.gif
აი, ეგრე უნდა შვილის აღზრდა ძმაო... (ქიზიყურადა, რაღა თქმა უნდა)

* ქალის სასქესო ორგანოს უცენზურო შესატყვისი
* ქალის სასქესო ორგანოს ... (ხალხურად)
P.S. rolleyes.gif

Posted by: GT 14 Sep 2002, 02:31
rokapi
loooooooool

Posted by: PBero 14 Sep 2002, 10:09
rokapi !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
magari iko
axla vinmem ar Tqvas kaxelebze anegdotebs igonebeno!smile.gif (200 % kaxeli var)

Posted by: PANTALONE 14 Sep 2002, 20:34
kalis saskeso organoebze...

Posted by: Trulala 15 Sep 2002, 02:07
შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო, შეჩვეულს კი ნუ გადააჩვევო...

Posted by: PANTALONE 21 Sep 2002, 20:19
Qalis saskeso organoebi.........
............. Qalis saskeso organoebi...... titkos mcipe vashlivit xelis gulze vagoravep. Qalis saskeso organoebi........
...
Am vashlisgan gaizarda Folkneri, Buchneri da Shekspiri?!
...
Qalis saskeso organoebi......

Posted by: PANTALONE 21 Sep 2002, 20:22
PANTALONE

Fetishisto!!!!!!

Posted by: PANTALONE 21 Sep 2002, 20:24
PANTALONE

Shens tavs mixede!

Posted by: rokapi 22 Sep 2002, 05:11
Pantalone
ეგეთ შემთხვევებზე იტყვიან - ავაფურთხე, ულვაშს მოხვდა, დავაფურთხე - წვერსაო.biggrin.gif

Posted by: PANTALONE 22 Sep 2002, 20:45
Qalis saskeso organoebi.........
Qalis saskeso organoebi.........
Qalis saskeso organoebi.........
... rokapi... ra ginda chems meditaciashi? !!!!!

Qalis saskeso organoebi.........
Qalis saskeso organoebi.........
Qalis saskeso organoebi.........
....
....................tovs..... tetrad tovs...

Posted by: svanski 22 Sep 2002, 20:56
PANTALONE, u rule..

Posted by: kobo 23 Sep 2002, 12:19
PANTALONE

თუ გინდა ერთი გვერდი ვთხოვოთ ადმინისტრაციას სადაც ადამიანი მარტო
თავის თავს დაელაპარაკება.
თანაც ცენზურის გარეშე.
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: PANTALONE 23 Sep 2002, 13:15
kobo

ki ki minda , ogon es didi xelovnebaa - abanoshi ar gamagzavnot
hahaha
.... Qalis saskeso organoebi.
Qalis saskeso organoebi..

Posted by: rokapi 24 Sep 2002, 02:54
"მუცელს თუ აჰყევი, ხეზე გაგიყვანსო"

Posted by: PANTALONE 24 Sep 2002, 09:08
rokapi

aba ortograpia gadaamocme. zemot.

Posted by: kusa 24 Sep 2002, 16:43
ღორმა ღორს უთხრა შე დრუნჩიანოო!
და კიდევ
საკუტარი განავალი არ ყარსო.

Posted by: rokapi 10 Oct 2002, 00:00
ზოგსა კაცსა მღვდელი მოსწონს, ზოგსა კიდევ მღვდლის ცოლიო.

Posted by: invisible 14 Oct 2002, 03:45
ხალხნო, არსენა მარაბდელი რა სკოლაში არ გისწავლიათ?

აი ჩემი საყვარელი:

მიჰყე, მიჰყე სიმართლესა, დაგიბრმავებს სინათლესა.

Posted by: invisible 14 Oct 2002, 03:50
QUOTE
ბადრიჯანს რომ ფრთები ქონდეს მერცხალი იქნებოდაო

დაგლიჯა!


დედაჩემი მეუბნებოდა ბავშვობაში:
გიჟი დასაქმე და თან გაყევიო....

აი კიდევ ერთი:
მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ და გამიშვით მთაში ცხვარი მიდისო.

Posted by: Luka 14 Oct 2002, 04:05
east or west home is best
magrulia zaan

Posted by: ALEXA 11 Nov 2002, 07:55
კედელს ცერცვი შეაყარეო
ხომ იცით
ქაჩალი ჯერ არ მოიფხანს თუ მიფხანა სულ დაიგლეჯავსო ( თუ რაღაც ამდაგვარი)

Posted by: rokapi 26 Nov 2002, 02:58
ტერტერამ უღელი გადააგდო და კურდღელი მოკლაო.

Posted by: ALEXA 21 Jan 2004, 05:00
ავაფურთხე - ულვაშს მოხვდა, დავაფურთხე - წვერებსაო

არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო

ბალანს ჭყუა ჰქონდეს, ყველგან არ ამოვაო.

Posted by: lexanna 24 Jan 2004, 17:14
QUOTE (Ika_X @ 31 Aug 2002, 14:17 )
motminebita shenita ....

ამოგძვრება სული შენიოოოო lol.gif

ისე ქარტველებს მაგარი ანდაზები გვაქვს, შოთას წიგნი თავად ანდაზების წიგნია...
ერთი მაგარი ანდაზააა მსოფლიოში გავრცელებული: "ნუ გაუკეთებ სხვას მას, რაც არ გინდა შენ გაგიკეთონ"! თარგმანი დაახლოებით, ამის უხეში ქარტული ვარიანტია, ალბათ, "სხვას ორმოს ნუ უტხრი, თორემ თავად ჩავარდები შიგო", ბიბლიიდან "გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი, etc, მაინტერსებს უფრო ზუსტი მიახლოვებული ქართული ანდაზა, ხომ არავინ იცით?

რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო, მაგარია gigi.gif

Posted by: dlevancho 24 Jan 2004, 17:40
წინა კაცი უკანასი ხიდია
უკანას კი წინა Yლეზე კიდია

Posted by: tikusha 24 Jan 2004, 17:41
lexanna
ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც შენ არ გინდა მოგექცნენ

Posted by: lexanna 24 Jan 2004, 18:39
tikusha
გმადლობთ

dlevancho
ვააა, რა მაგარია, ნაღდია, რა lol.gif

Posted by: tikusha 24 Jan 2004, 18:42
lexanna
არაფრის, უბრალოდ შენს მიერ დაწერილი ანდაზების ინტერპრეტაცია გავაკეთე smile.gif

Posted by: lexanna 24 Jan 2004, 18:46
ჰაჰააა, ბოლოში მივხვდი მაგას...ჰიჰიიიი

Posted by: Natosha 24 Jan 2004, 18:58
მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო.
ყვავს შვილი მოუკვდა, ბუს მიუგდო დიდი თავი გაქვს იტირეო.(ქიმიაში ვისთანაც ვემზადებოდი იმის საყვარელი გამოთქმა იყო) smile.gif

Posted by: tikusha 24 Jan 2004, 19:02
Natosha
QUOTE
ყვავს შვილი მოუკვდა, ბუს მიუგდო დიდი თავი გაქვს იტირეო

ეჰჰ, მომკალი და აზრს ვერ მიგიხვდი tongue.gif

Posted by: kvis 29 Jan 2004, 20:20
ხელი ხელს ბანს, ორივე კიდე პირსო 2kiss.gif

Posted by: tikusha 29 Jan 2004, 22:05
მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო smile.gif

Posted by: humanoidi 16 Feb 2005, 04:23
კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახერ-ნახერაო

Posted by: Remediosi 16 Feb 2005, 04:26
აი ამ ტოპიკის მესამე გვერდი ვნახე და მეთქი, ვაა რა კაი ფორუმია-ცოტა ხანი დავრჩები. biggrin.gif

ხოდა დავრჩი. biggrin.gif

Posted by: aka 16 Feb 2005, 10:57
მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ და ჩქარა-ჩქარა, ბატკანი მოდისო.....

Posted by: საბუნია 15 Apr 2005, 06:42
QUOTE
ქართული ანდაზები


QUOTE
ბადრიჯანს რომ ფრთები ქონდეს მერცხალი იქნებოდაო


მაგარია რა gigi.gif

ძაან მაგარი gigi.gif

Posted by: karlsoni 15 Apr 2005, 17:15
ბალღსაო, ხან ათირებდნენო, ხან ატირებდნენო.

Posted by: Tsira 25 Apr 2005, 14:34
,,ნუ ისურვებ სხვისთვის ავსო, გადაგხდება თვითონ თავსო"

Posted by: Natia_N_N 25 Apr 2005, 14:51
რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო - ამაზე გენიალური არც ერთი ანდაზა არ მეგულება

Posted by: iase 25 Apr 2005, 15:06
ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი.
ადრე ამდგარსა კურდგელსა ვერ დაეწევა მწევარი.
ერთი მერცხლის ჭიკჭIკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო
მადლო ქენი ქვაზე დადე გაიარე წინ დაგხვდება.
ნურასდროს უსურვებ სხვას რაც შენ არ გინდა.

Posted by: Chkoni 26 Apr 2005, 01:52
რამდენიმე ლაზურ ანდაზას დაგიწერთ:

ლაზური მეთქვალაფე – ლაზური ანდაზები

1. კაი ისიმინი დო პატის ყუჯი მო მეჩაფ - კაი ისმინე და ცუდს ყურს ნუ მისცემ
2. კაი კოჩის მთელი ჲერის ოხორი უდგინ - კაი კაცს ყველგან სახლი უდგას
3. კაიკოჩობა ფარათენ ვარ ჲიჭოფენ - კაიკაცობა ფულით არ შეიძინება
4. კაი მტერითი კაი რენ - კაი მტერიც კაია
5. კაი ცხენის კამჭი ვარ უნონ - კაი ცხენს მათრახი არ უნდა
6. კატუ დო ჯოღორითი არ ოხორიში რენან, მარა ართიკათი ვარ იჩინომან - კატა და ძაღლიც ერთ სახლში არიან, მარა ერთმანეთს არ იცნობენ
7. კატუ ჯოღორიქ ვარ იჩინოფს - კატას ძაღლი არ იცნობს
8. კიბირი ნენაში კილა რენ - კბილი ენის კლიტეა
9. კითხი დო გაჩქინასენ - კითხე და გეცოდინება
10. კოჩი კოჩითენ, ღობერი მძგუჯითენ - კაცი კაცითა, ღობე ბოძითა
11. კოჩი კოჩიში ჭამი რენ - კაცი კაცის წამალია
12. კოჩი მენდრანი გზას იცადენ, იჩინობენ - კაცი შორ გზაზე გამოიცდება, იცნობა
13. კოჩიში თოლი მუთუთენ ვარ იძღენ - კაცის თვალი არაფრით ძღება
14. კოჩიში ნენაქ ქვათი ოკოტკომერს - კაცის ენა ქვასაც გახეთქს
15. კუჭი იძღენ, თოლი ვარ - კუჭი ძღება, თვალი არა
16. გზათენ ნა ულუნს ვა დაჭკინდენ - გზით მიმავალი არ დაიღლება
17. გინძე ნენას კაბღა მოყუფს - გრძელ ენას ჩხუბი მოყვება
18. გურონის ღორმოთიქ უშველს - გულადს (გულიანს) ღმერთი უშველის
19. გური მოგიხთუ-ნა, ქვას გჲაკიბინია - გული თუ მოგივიდა, ქვას უკბინეო
20. დაჩხური თიფის ვარ იშინახენ - ცეცხლი თივაში არ შეინახება
21. თოფურიში ლოცანობას ბუტკუჯიში ნძი უღუნ - თაფლის სიტკბოს ფუტკრის ნესტარი აქვს
22. ოჭარუ გიჩქიტას დო ნოშქერითენ ჭარი - წერა იცოდე და ნახშირით წერე
23. ჯოღორის უღირინაში, გეგაკიბინს - ძაღლს თუ უღრინე, გიკბენს
24. ჯოღორიქ ჯოღორიში ხორცი ვარ იმხორს - ძაღლი ძაღლის ხორცს არ ჭამს
25. ხექ ხე ბონს, ჟურიქთი პიჯი - ხელი ხელს ბანს, ორივე პირს
26. ხომულა დიშქათენ ლადრე ჭუმან - ხმელი შეშით ნედლსა წვავენ
27. გოლა მაღალი რენ, თუთათი მაღალი რენ, ღორმოთითი მაღალი რენ, მარა დობადონა ირი ხოლო რენ - მთა მაღალია, მთვარეც მაღალია, ღმერთიც მაღალია, მარა სამშობლო ყველაფერია

Posted by: GURICHA 26 Apr 2005, 09:20
უძველესი ქართული ანდაზაა

ომში ხმალი და ომამდე ფიტნეს პამპიო... tongue.gif

Posted by: exploit 13 May 2005, 01:57
მოჩქარეს მოუგვიანდესო
ვირი გინდა ზაბორ შიგნით დააბი გინდ ზაბორს გარეთო
თეთრი ტრაკი და შავი ტრაკი აბანოსი გამოჩნდებაო
ზოგს მღვდელი მოსწონს და ზოგს მღვდლის ცოლიო
ყველა გარშოკს თავის სახურავი აქვს
ბებერი ხარის რქაც ხნავსო
კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო
ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო

Posted by: NATTALI 4 May 2008, 21:34
ხარბ და ბოროტ მეგობარზე არ იცით ანდაზა?
უბრალოდ ხარბ აფამიანზეuser.gif

Posted by: belov 4 May 2008, 21:42
NATTALI
QUOTE
ხარბ აფამიანზეuser.gif

biggrin.gif ხარბი სანამ არ გაიფცქვნება , არ გაიქცევაო.................

Posted by: imichael 4 May 2008, 21:47
QUOTE
ხარბ და ბოროტ მეგობარზე არ იცით ანდაზა?

შეითქლაფუნე გააჯვი შენ შეჩემისა შენაო boli.gif

Posted by: sharlota 5 May 2008, 13:08
რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია...

Posted by: salomedvali 12 May 2008, 15:58
ვირს რქები არ ამოუვიდა და თავისი თავი ისევ პატარა ეგონაო

biggrin.gif

Posted by: enagrdzeli 13 May 2008, 05:42
"როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმსო."


"რაც გეზარებოდეს, ის გეძალებოდეს."

Posted by: Marina123 17 May 2008, 05:04
1. ადამიანის პირის კანი ხახვის გარსზე თხელია, მაგრამ ერთხელ თუ გაიხა, კამეჩის ტყავზე უფრო გასქელდებაო.
2. არ ძალუძს ხესა ხეშეშსა ტკბილთა ნაყოფის მოსხმაო.
3. ასროლილი ვაშლის დავარდნასაც დრო უნდაო.
4. კაცი თუ ეკალს არ გაება, ეკალნი არ გაებმიანო.

Posted by: enagrdzeli 17 May 2008, 05:14
ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო.


ავი ძაღლი იყეფებს, იყეფებს, დაიღლება და დადგებაო.

Posted by: sevaida 17 May 2008, 05:20
კაცს ცოლი გაექცა და - ნეტავი არავინ აკოცოსო

ერთ ცხვარსაც მწყემსი სჭირდება და ათასსაცაო

ერთი სულელი წყალში ქვას ჩააგდებს და შვიდი ბრძენი ვერ ამოიღებსო

კაცი დათვსა ხედავდა და მის კვალს ეძებდაო

boli.gif

Posted by: enagrdzeli 17 May 2008, 05:25
ბადრიჯანს რომ ფრთები ებას, მერცხალი იქნებაო.

ბავშვი აკვანში იცნობებაო

რძალს უთხრეს: "დედამთილი გემდურისო" და "რაზედ მემდურის ის ქოფაკიო" - "აი სწორედ ე მაგაზედაო." biggrin.gif

Posted by: Marina123 17 May 2008, 15:45
მგელს მგლობა შეერქვა, ტურამ ქვეყანა ამოაგდოო.

სადაც ძალა შევა, სამართალი ერდოდან გავაო.

სანამ შეხვიდოდე, გამოსვლაზე იფიქრეო.
* * *
შეგნებულთან ჭირი სჯობს შეუგნებელთან ლხინსო

სულელი მეგობარი მტერზე უარესიაო

უსწავლელი ქვაზე დაჯდა, ქვა ქვას დაემატაო

Posted by: enagrdzeli 18 May 2008, 09:35
აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს.

ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ მოეწევა მწევარი.

ავჭალაში ქორწილია, მცხეთაში დოლს უკრავენო

Posted by: Marina123 19 May 2008, 15:08
ყვავს შევარდნად ზრდიდნენ და ისევ "ყვას" იძახდაო.

ყრუსთვის ორჯერ არ სწირავენო.

Posted by: sabed 19 May 2008, 15:19
ვერ მააწონებ კარგ ყმასა, რაც არ უდება ჭკვაშია.

არა მკითხე მოამბეო მოტ**ნი და მიაგდეო.

Posted by: enagrdzeli 20 May 2008, 15:48
"არა შეჯდა მწყერი ხესა,არა იყო გვარი მისიო"

"კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო,პარასკევია დღესაო"

Posted by: starkadi 20 May 2008, 15:56
თევზმა თევზს უთხრა: პატარა იქით მიიწიეო, - სად მივიწიო, ორივე ერთ ტაფაში ვიწვითო.

Posted by: enagrdzeli 20 May 2008, 16:00
starkadi
QUOTE
თევზმა თევზს უთხრა: პატარა იქით მიიწიეო, - სად მივიწიო, ორივე ერთ ტაფაში ვიწვითო.

biggrin.gif
საწყლები sad.gif

Posted by: starkadi 20 May 2008, 16:08
"ენაგრძელი სულმოკლეაო"
"ენა გულის მოციქულიაო"

Posted by: enagrdzeli 20 May 2008, 16:12
starkadi
QUOTE
"ენაგრძელი სულმოკლეაო"
"ენა გულის მოციქულიაო"

იმედია ეგ ჩემთვის არ იყო განკუთვნილი biggrin.gif

Posted by: starkadi 20 May 2008, 16:14
არა ნამდვილად
გამახსენდა უცებ
* * *
"ენით მრავალმა აჯობა ხელით მრავალსაო"

Posted by: enagrdzeli 20 May 2008, 16:20
starkadi
QUOTE
არა ნამდვილად
გამახსენდა უცებ

გაიხარე,დავმშვიდდი smile.gif

Posted by: starkadi 20 May 2008, 17:06
"ყვავმა სიარულში მწყერს მიბაძა, იმისი ვერ ისწავლა და თავისი დაივიწყაო."
"უსინდისოს უთხრეს ფურთხის ღირსი ხარო და შემაფურთხეთ რა, მეც ავიწევ კალთას და ჩამოვიწმენდო."
"ნუ იქ ავსა და ავისაც ნუ გეშინია."
"ღვინომ თქვა: ჭკვიან კაცთან ბრძენი ვარ, რეგვენთან წამოვჩოქდებიო."
* * *
ჰა, აღარ გინდათ ანდაზები . . . . . . . .

Posted by: enagrdzeli 20 May 2008, 22:22
როცა ჯოხი არა გაქვს, ძაღლს ლუკმა გადაუგდეო.


ადამიანი სიცოცხლეს იწყებს წივილ-კივილით (ტირილით) და ამთავრებს კვნესით.

Posted by: Marina123 21 May 2008, 01:19
სიმწარე თუ თავზე არ გაყრია, სიტკბოება ფრჩხილსაც ვერ დაგიფარავს.
* * *
თაფლი იყოს, თორემ ბუზი იერუსალიმიდან მოვაო.

Posted by: enagrdzeli 21 May 2008, 04:58
ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა - თვალებს იფშვნეტს.



აზნაური მჭადს არა სჭამს, მოშივდება - ჭირსაც მომჭამსო.

Posted by: Marina123 23 May 2008, 04:23
ვინც სხვას ორმოს უთხრის, მან თავისი ზომა მოთხაროსო.

ვისაც არ უნდა, რიყეს ისე გაივლის, ქვას არ დაინახავსო.

Posted by: enagrdzeli 24 May 2008, 05:02
ახლოს გყავდი - არ გიყვარდი, შორით შენი ჭირიმეო.


ახალი ცოცხი კარგად გვის, ძველი მოატანს ქვიშასა.



Posted by: mode 27 May 2008, 00:11
შარაგზაზე დავრდომილს ნუ დაუtათხანეფ, ჯერ გათენდეს და მერე მოსპეო yes.gifno.gifyes.gifno.gifyes.gifno.gifyes.gifno.gif

Posted by: enagrdzeli 27 May 2008, 06:00
არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო.


Posted by: doclizi 27 May 2008, 10:03
• ა, ბატონო ბაწარიო, დავით მეფეს გასწავლიო.
• ა, დათვი და ა, კვალი!
• აასვენა, აღარ დაასვენა.
• ააფრინე ალალი, რაც არ არი - არ არი
• აბდალი თავის პატრონის ფეხებს მეტი ჯაფა აქვსო
• აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.
• აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს
• ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა - თვალებს იფშვნეტს
• ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ მოეწევა მწევარი
• ავი კაცი თავისთავის მკვლელია
• ავი შემნახავი ქურდის ამხანაგიაო.
• ავი შვილი დედმამის ჭირიაო
• ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო
• ავმა რა ქნა - ავის მეტი
• ამირან გულში მღეროდა - ყმანო ბანი მითხარიო
• ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირება
• ან ვირი დარჩება, ან ვირის პატრონი
• არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა
• არ მინდამა ცხრა ხინკალი შესჭამაო
• არ უგვარობს მწყერსაო, არ შახდების ხესაო
• არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო
• არა მკითხე მოამბეო, თაროს ჩამოუარეო
• არმად ნაშოვნი - არმად წახდებაო
• ასი კაცი ცხენს კაზმავდა, "ვაი უკაცობასაო
• აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე არ აიკიდოს
• აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო
• აღმართი და დაღმართიო, არც ერთია წაღმართიო
• ახალი ცოცხი კარგად გვის, ძველი მოატანს ქვიშასა

* * *
• ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო
• ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო
• ბავშვს ჰკითხეს, რათ სტირიო, გამდის და ვტირიო
• ბაყაყი ხალიჩაზე დააბრძანეს, ისკუპა და ისევ გუბეში ჩახტაო
• ბაძვა სჯობია შურსაო
• ბედაურები დაწყდაო, ვირს მოედანი დარჩაო
• ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდე
• ბევრი რათ უნდა დედასა, ერთი სჯობს სახელოვანი
• ბევრის მდომმა ცოტაც დაკარგა
• ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო
• ბერს ბერობა შეშვენის და ერს ერობა
• ბრმა, თვალხილულს ატყუებდაო
• ბრმათა შორის ცალ თვალიო, ვით პირველი სარდალიო
• ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო? - გვერდს რომ აღარ მოუწვება, ხომ გაიგებსო

* * *
• გავიქეცი ქაჯიანს მეძახიან, დავდგები - ბანდიანსაო
• გამგონი გაიგონებსო
• გამშველებელს მოხვდებაო
• გარეული მოვიდა, შინაური დააფრთხო
• გაცემულ სიკეთეს ხალხი არ ივიწყებს
• გაჭირვება მიჩვენე და მუხლს გიჩვენებო
• გეშინოდეს იმისა, ვისაც შენი ეშინიანო
• გველი გარედანაა ჭრელი, ადამიანი შიგნიდან
• გველმა კანი გაიძრო, მაგრამ გული გველისა შერჩაო
• გვყავს არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვსტირით
• გიჟს ნურც ჰკითხავ, ნურც დაუჯერებ
• გლახა გლახას წაეკიდა ორივ წყალში ჩავარდაო
• გლახას კიტრი მისცეს, გამოართო და თქვა: რაღა დასეტყვილი მერგოო
• გულკეთილობა კაცს ააშენებს, ბოროტება კი დააქცევს
• დაბალსა მტერსაც ეკრძალე, ღვარსა ჰგავს დაღმამდინარსა
• დავლიე ღვინო, მან მომკლა, არა და მისმა სურვილმა
• დავრდომილს წიხლი კი არა, შველა უნდაო
• დაკარგული ძროხა ცხრა ლიტრს იწველიდა, დაუკარგავი კი ერთ ჩარექსაც არაო
• დამალულმა ჭირმა მოჰკლა კაციო
• დაუჩვეველს ნუ დააჩვევ, დაჩვეულს ნუ გადააჩვევ
• დედა იკითხეთ და კვიცი ისე იყიდეთ
• დედის წინ გამქცევ კვიცსაო, მგელი გამოჰკრავს კბილსაო
• დიაცთა უნდა იტირონ, მამაცთა - შური იძიონ
• დიდ აღმართს დიდი დაღმართიც მოსდევსო
• დიდ ხეს დიდი ნაფოტი დასცვივაო
• დიდი კაცის ნაჩუქარი, მალე უნდა გადაყლაპო
• დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოუვა კარსაო
• ელაპარაკე რეგვენსაო, ურახუნე კედელსაო
• ენას ძვალი არა აქვსო, სიტყვას ბაჟი არა აქვსო
• ერთ კაცს სოფლიდან აძევებდენ და ის კი მამასახლისობას თხოულობდაო
• ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოვო
• ერთი ენძელა გაზაფხულს ვერ მოიყვანს
• ერთი კაკლისთვის ქვას არ ისვრიანო.
• ერთი კარი რომ მიიხურება, მეორე გაიღება
• ერთი მგელი კვდება, მაგრამ სხვა ათასი ლეკვი რჩება
• ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო
• ერთი ძაღლი ორ კურდღელს ერთად ვერ დაიჭერს
• ერთმა თაგვმა ცხრა ქვევრი წაბილწაო
• ერთმა წუწკმა ღორმა ასი ღორი გასვარაო
• ერთმანეთისა ჯაბრითა, სახლი აივსო ნაგვითა
• ეს ქათამი ჩვენსას კაკანებს და სხვაგან კვერცხსა სდებს
• ეს ქვეყანა კიბეა: ზოგი ადის, ზოგი ჩამოდის
• ვაი, ქონავ, ვაი უქონლობავ!
• ვაი - ძველის გამგდებს და უი ახალის მომგდებსო
• ვაის გავეყარეო, უის შევეყარეო
• ვალმა სთქვა: ჭუჭრუტანაში შემოვძვრები და კარებში კი ვეღარ გავეტევიო
• ვარდი უეკლოდ არავის მოუგლეჯია
• ვეშაპი ისეთს არაფერს ჩაყლაპავს, მონელება არ შეეძლოს.
• ვიდრე ჭკვიანი დაფიქრდეს, გიჟი ხიდს გადაირბენსო
• ვინც გააჩინა თხა, მან მოუგრიხა რქა
• ვინც დაიზარაო, არც გაიხარაო
• ვინც მალე სჭრის, ის დიდხანს ნანობს
• ვინც პატარა რამეს ვერ დააფასებს, ის ვერც დიდის ფასს მიხვდება
• ვინც ქარს სთესავს, ის ქარიშხალს მოიმკისო
• ვინც წყალზე გადო პატარა ხიდიო, მადლი ჰქნა ერთობ დიდიო
• ვირისაგან წიხლი არ უნდა გეწყინოს
• ვისაც რახარუხი ეჯავრება, სამჭედლოში ნუ შევა
• ზამთრის მზე ყვავილს ვერ მოიყვანს
• ზარმაცისათვის ყოველი დღე უქმეა
• ზოგი ფრინველის ხორცსა სჭამენ, ზოგს კი ხორცს აჭმევენ.
• ზოგი ცხოვრობს ბედითა, ზოგი ვერც გაჭირვებითა
• ზოგის სიცოცხლე ვერცხლია, ზოგისა კი - ცეცხლიაო.
• ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა კაკალიც არა.
• ზოგსა კაცსა კაცი ჰქვიან, ზოგსა კაცსა კაცუნაო
• ზოგჯერ გაქცევაც კაი ბიჭობააო
• ზოგჯერ ტყუილი, მართალს სჯობიაო
• ზურგთ უკან ხელმწიფესაც უძრახავენ
• ზღვა ფაფად იდგა, უბედურს კოვზიც არ ხვდაო
• თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო
• თაგვს ბუმბულში აწვენდნენ და ის მიწის სოროში მიძვრებოდაო
• თავის ბედს კაცი ვერ შემოუვლის.
• თავის დამკარგველი - თმას დასტიროდაო
• თევზმა თევზს უთხრა: - ცოტა იქით მიიძარიო, - საით მივიძრა, ორივენი ერთ ტაფაში ვიწვითო
• თვალი სარკეა კაცისა, შიგ ბევრი რამა ხატიაო
• თვალი უნებურიაო
• თოფი მეთოფეს და მეთოფე - სოფელსაო
• თუ თვალით ვერ დაინახო, ყურით გაგონილს ნუ დასდევო
• თუ კაცმა არ გაიფხაკუნა, ისე ვერ იცხოვრებს
• თუგინდ უკუღმა დაჯექი ოღონდ სწორე სთქვიო
• თუ ორმა იცის - ღორმაც იცისო
• თუ სარკე არა გაქვს, წყალში ჩაიხედე
• თუ ღმერთი მწყალობს, - ეშმაკები ვერას დამაკლებენო
• თხა გავყიდე, თხა ვიყიდე, სარგებელი ვერა ვნახე
• თხამ მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო
• იანვრის ქურდი მარტში გამოჩნდებაო.
• იაფფასიან ხორცს ძაღლი არ შეჭამსო.
• იაფი ყველაზე ძვირად დაგიჯდებაო.
• იმედიანი შიმშილიც კარგიაო.
• იმერელმა ნემსი იყიდა და ქარში ეფარებოდა, ქარი შუაზე გამიყოსო.
• იმერელს ჰკითხეს: ყველაზე მძიმე რა არისო და - ცარიელი მუცელიო.
• იმის მადლი მე ვიცი, თუ ხატი ჩემი შეჭედილია.
• იმისთანა სიტყვა სთქვი, რომ ხვალ იმ სიტყვამ არ გაგაწბილოსო
• ინდიშვილი, მინდიშვილი, რაც დედ-მამა - იგი შვილი.
• ის უჯობს მამულსა, შვილი რომ სჯობდეს მამასა
• ისარი და პირის სიტყვა, გასტყორცნი არ დაბრუნდება
• ისე მგელი არ მოკვდება, რომ თხის დასამარხად გახდესო
• ისეთი გოდორი დასწანი, რომ შენ შვილისშვილებსაც გამოადგესო
• ისე გაება, როგორც ჩიტი კაკანათში.
• იხარე, ჭერო, მოკვდი, მტერო!
• კაი გუნებით ცოლქმარი თოხის ტარზე დაეტევაო
• კაი კაცი გლახა კაცთან წახდება
• კაი შეგირდი ოსტატის გულის ვარდია
• კაი ცხენი დეზს არ ირტყამს და კაი ხარი - შოლტსაო
• კაისათვის კაი ვის უქნია
• კამეჩი წუმპეს წაიქცა, თავის ამინდი ჰგონია, ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი ჰგონია
• კარგ მთქმელსა კარგი გამგონიც უნდა
• კარგი ჰქენი, ქვას დადევი, გაიარე წინ დაგხვდება
• კატას თევზი უყვარდა, მაგრამ ფეხის დასველება ეზარებოდა
• კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო
• კაცი თავის თვალში ძელს არა ხედავს და სხვის თვალში ბალანსაც დაინახავს
• კაცი რო დაითვრებაო, ორი კაცის ტოლა გაიზრდებაო
• კაცი სანამ არ მოკვდება, მისი საქმე არ გამოჩნდებაო
• კაცი უნდა კაცად იყვეს, სანთელსავით თვით დაიწვას და სხვას გზასა უნათებდეს
• კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდეს, განა კაცი ეჩო არის, სულ თავისკენ მიითლიდეს
• კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირი დაამტვრიაო
• კაცის გვარი ფუჭია, თუ არა აქვს ნიჭია
• კაცს როცა არ უნდა, რიყეზე ისე გაივლის, ქვას არ დაინახავს
• კვიცი გვარზე ხტისო
• კლდესაც გაარღვევს წყლის წვეთი, თუ ერთ ადგილას სცემს მარად
• კოკა წყალზე გატყდება, ქურდი ქურდობაში მოკვდება
• ლამაზი ქალი ცოლად შეირთე - წყალში გადავარდიო.
• ლამაზი ცოლის პატრონსა უნდა ჰყავდეს ძაღლი ფრთხილი, ან თითონ უნდა ფრთხილობდეს, ან იმისი დედამთილი
• ლაშქრის შეყრა თუ გინდა, ბუკი უნდა დაკრაო
• ლოთი კაცის ბედი დღეში სამჯერ გაიხსნებაო.
• ლუკმა მაშინაა ტკბილი, როცა კაი კაცობითაა ნაშოვნი
• ლხინში ნაბიჯით წადი, ჭირში სირბილით
• მადლი ჰქენი, მარილიც მოაყარეო
• მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახე, თუ ზრდით არ შეიცვალა, წინ უძს მშობელთ გზა და მახე
• მამალს უთქვია: მე კი ვიყივლებ და გინდა გათენდეს, გინდ-არაო
• მამამ შვილს ვენახი აჩუქა და შვილმა მტევანიც აღარ მიაწოდა
• მარტოხელა კაცი პურის ჭამაშიაც ბრალიაო
• მარჯვე კაცისთვის სასჯელი - უსაქმობა არისო
• მაღალი არ მოდრკა, დაბალი ვერ შესწვდა
• მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო
• მგელი არ მოიშლის მგლობასო, კაი ყმა მამაცობასო
• მგელი დანარჩენს ტიროდა, პატრონი წანაღებსაო
• მგელმა კბენა არ იცოდა, ადამიანმა ასწავლაო
• მგელს მგლურად დაუხვდი და მელას მელიურადო
• მგზავრის დგომა - ცდომააო
• მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, ის კი გაიძახოდა - ტყეში გამიშვითო
• მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო
• მგორავ ქვას ხავსი არ მოეკიდება
• მდიდარს უთხრეს: მშვიდობაშიო, ღარიბს უთხრეს, ვინ გაჩუქაო
• მეზობელმა რომ მარილი გთხოვოს, თუ მარილი არა გქონდეს, მარილიანი სიტყვა მაინც უთხარიო
• მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო
• მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო
• მელას რაც აგონდებოდა, ის ეზმანებოდაო
• მელია სადაც წავა, კუდიც იქ გაჰყვებაო
• მექოთნის ნება არ არის, საიდანაც უნდა იქით გაუკეთებს ქოთანს ყურს
• მთქმელი არ იქმს, მქნელი არ იტყვის
• მიზეზ-მიზეზ - დოს მარილი აკლიაო
• მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა
• მოთმინება - სამოთხის გასაღებია
• მომეც ბედი და - გინდ სანაგვეზე გადამაგდეო
• მომრევის მომრევი არ დაილევაო
• მოჩქარეს მოუგვიანდესო
• მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია
• მუნჯის ენა მუნჯის დედამ იცისო
• მშიერი ძაღლი პატრონს უკბენსო
• ნასწავლი კაცი სოფლისთვის კარგია, უსწავლელი კი ბარგია
• ნაქებმა კატამ თაგვი ვერ დაიჭირა
• ნაყიდს გემო არა აქვსო
• ნაცარქექია ღონეს იქადნებოდაო
• ნემსის ოდენა ჭუჭრუტანაში ერთი ურემი სიცივე შევაო
• ნუ გეშინია სიკვდილისა, გეშინოდეს სირცხვილისა
• ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო
• ნუ ეძალები წყალდიდსა, გირჩევს მოსძებნო ფონია
• ნუ იქმ ავსა და ავისაც ნუ გეშინიაო
• ობოლი გაზრდას მოელის, ღარიბი - გამდიდრებასო
• ობოლს ერთი კვერი შეხვდა, ისიც გატეხილიო
• ობოლსა ჰკითხეს - რომ გაიზრდები რას იზამო? - ვინც გამზარდა დედას ვუტირებო
• ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსო
• ომიანობა ზოგს ააშენებს, ზოგს გადააშენებს
• ომიანობა რომ არ იყვეს, გამარჯვებას პატივი არ ექნებოდაო
• ომში ნაცადი ხმალისა იმედი გქონდეს სახლშიო
• ომში რა სჯობიაო, და-რაც ხელში მოგხვდებაო
• ორი პურაძვირი კაცი - ერთმანეთის მიბაძვით სიმშილით დაიხოცაო
• ოქრო პატარაა, მაგრამ ძვირად ფასობსო
• პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილია
• პატარა თუ არ გაიზარდა, დიდი როგორ იქნებაო
• პატარა ეშმაკმა დიდი ეშმაკი აცდინა
• პატარა ვიყავ დიდისა მეშინოდა, დიდი გავხდი, პატარისა მეშინიანო
• პატარძალმა კოკა გატეხა და - ნეტავი ბავშვი მყავდეს, იმას დავაბრალოო
• პატივს ნურც მოითხოვ და ნურც დაითხოვო
• პირველი მოჩივარი ბატონს მართალი ეგონაო
• პირველი ნახვა ცნობაა, მეორე ნახვა - ძმობაა
• პირში მაქებელი ეშმაკის მოციქულია
• პური და ღვინო ძველი ჯობია, ბატონი კი - ახალიო
• ჟანგი რკინასა სჭამს, დარდი გულსაო
• ჟინიანი კაცი წინ ვერ წავა ვერც ერთ საქმეში
• რა გაათეთრებს ყორანსა, რაც გინდა ხეხო ქვიშითა
• რა ზღვას დაუხრჩვიხარ, რა ცვარსაო
• რა რომ ბოძი წაიქცევა, სახლკარიცა დაიქცევა
• რა ქვეყანას მოხვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო
• რასაც დასთეს, იმას მოიმკი
• რასაც ვერ შესწვდები, ნუ შეეწოდები
• რაც არ მერგებაო, არც შემერგებაო
• რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო
• რაც ფხიზელს ფიქრში აქვს, ის მთვრალს ენაზეო
• რეგვენი ბრძენზე ბრძენია, რაშიაც გამოცდილია
• რკინა სანამ ცხელია, მანამ გაჭედეო
• როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმსო
• რომელი მგელიც მე არ შემჭამს, დაე დიდხანს იცოცხლოსო
• სადაც არა სჯობს - გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან
• სადაც არის დიდი ღომი, იქანაა ჩემი ომი
• სადაც დაბალი ღობეა, ყველა მას გადაქელავსო
• სადაც ცული ვერ გამოდგება, იქ პატარა ხერხს გააქვს და გამოაქვს ხოლმე
• სადაც ხეს გათლიან, ნაფოტიც იქ დაცვივაო
• საზიარო ყანა ჩიტს მოუჭამიაო
• სალამი მტერსაც არ დაეჭირებაო
• სამოსელს ნაწიბური გაუსინჯე და შვილს - დედ- -მამაო
• სამწყოს უმწყესოდ მავალსა შესჭამს ტურა და მგელიო
• სამხედრო ძალაა - ხმალი და ფარი, ნასწავლის ძალა კი - ცოდნა და ენა
• სანამ თონე ცხელია, პურიც მანამდე გამოაცხვე განელდება - აღარ გამოაცხობს
• სანამ ჭკვიანი დაფიქრდა, ცეტმა გარდავლო მთები
• საოხრეზე ნაშოვნი სატიალოზე დაიხარჯაო
• საქონელს თვალი სჭამსო
• საშოვარი კარგია, ნაშოვარი ძვირფასი
• საჭმელი ერთი დღისაი, სახელი - ასი დღისო
• სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობიაო
• სახელი სჯობს ქონებასა და უფლება - მონებასა
• სვინდისს კბილები კი არა აქვს, მაგრამ კბენა კი იცის
• სიზარმაცე სიღარიბის გასაღებიაო
• სიკვდილმა სთქვა: ერთი ისეთი ვერ მოვკალი, რომ სხვა რამეს არ დააბრალონო
• სირცხვილი - სიკვდილიაო
• სირცხვილს სიკვდილი სჯობია და ორივე ერთად კი ჯოჯოხეთიაო
• სიტყვა ადვილია, ქმნა კი - ძნელი
• სიტყვა უსაქმოდ მკვდარია
• სიფრთხილეს თავი არ ატკივაო
• სიცილით დაკარგული - ტირილით ვეღარ დაიბრუნესო
• სიხარბემ რა ნახა - ყველა დაჰკარგა
• სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია
• სულ ოქრო როდია, რაც ბრჭყინავს
• სწავლა გონების საზრდოა და ჭკუის წარმმატებია
• სჯობს უჭმელობით სიკვდილი, საყვედურითა ჭამასა
• სხვა სხვისა ომში გმირია
• სხვათა ჭირიო, ღობეს ჩხირიო
• სხვისი ლუკმა გემრიელია
• ტირილითა და გლოვითა მტერი არ შეშინდებაო
• ტკაცა-ტკუცი ბევრია, ნაკვერჩხალი კი არა სჩანს
• ტკბილი სიტყვა რკინის კარს გააღებს
• ტკბილი სიტყვითა მთას ირემი მოიწველაო
• ტრაბახი უგვიანი კაცის საქმეაო
• ტყემ თქვა: ცულმან გვდვა მუსრია, ტარი კი ჩვენგან უყრია
• ტყუილი თავიდანვე ეშმაკის მოგონილია და მისთვის ყველგან გასავალი აქვსო
• ტყუილის თქმასაც მოხერხება უნდაო
• ტყუილს მოკლე ფეხები აქვს
• უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაესიაო
• ურემი მძიმეა, მაგრამ ტვირთს კი ამსუბუქებსო
• ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდება
• ურემს რომ ძალა დაადგება - ჭრიალს დაიწყებს
• ურჯულომ დაიფიცა, რჯულიანმა დაიჯერაო
• უსწავლელი ქვაზე დაჯდა, ქვა-ქვაზე დაემატა
• ფათერაკს თვალი არ უჩანს
• ფარა რომ მობრუნდება, კოჭლი ცხვარი წინ მოექცევაო
• ფეხს საბნის დაგვარ გაშლა უნდა
• ფეხსაცმელი მოხუცს ქუსლში გაუცვდება, ახალგაზრდას - ჭვინტშიო
• ფინთს უთხარი კარგი ხარო, კარგი თავათაც კარგიაო (მოხეური)
• ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს
• ფლანგვით თუ იცხოვრე ახალგაზრდობისას, სიმშილით მოჰკვდები სიბერისას
• ფონი გასავალს დალოცე
• ფული პატარა ღმერთიაო
• ქათამი რომ წყალს დალევს, ზევით ღმერთს შეხედავს - ღმერთო შემარგეო
• ქათამმა უთხრა კვერცხსაო, ეგრე ვიყავი მეცაო. იმდენს გავედრებ ღმერთსაო, ჩემსავით გაგხდი შენცაო
• ქათმის მომჩივანს ინდოური კალთაში უნდა გყავდესო
• ქაჩალი სავარცხლის გაძვირებას სჩიოდაო
• ქაჩალს სავარცხელი უხაროდაო
• ქვა თავის ადგილზე მძიმეა, რო დაიძვრის - გამსუბუქდება
• ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო
• ქვეითი ცხენოსანს დასცინოდა
• ქვევრს ჩავძახე - ამომძახა: სულელო, ნუ მაწუხებო
• ქვეყანა იქცეოდაო, ტურას ქორწილი ჰქონდაო
• ქვეყანა ჩალით დახურული როდია
• ქვეყნიერების დანგრევის მოლოდინში თხუნელამ თვალები დაითხარა: სულ ერთია, აღარ გათენდებაო
• ქმარი ციხეში მიჰყავდათ, ცოლი კაბას უბარებდაო
• ქორი ქორსა სჩეკს, ძერა ძერუკასაო
• ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო
• ქურდი თავის სახლს ვერ ააშენებს სხვისას კი დააქცევს
• ქურდმა ქურდს მოჰპარა და ღმერთმა გაიცინაო
• ქურდს ფიცი პირზე აკერიაო
• ქურდს ქუდი ეწვისო
• ქუხილით წვიმა არ მოვა, ხმის დაგდებითა - ლაშქარი
• ღამემ გაიარაო, ამაგმაც ჩაიარაო.
• ღამის ერთი ცხვირის დაცემინება ხეირია.
• ღამის ქურდს დღისით დაიჭერენო.
• ღარიბ კაცს ხეირიანი შვილი რომ ყავდეს, ღარიბი აღარ იქნებაო.
• ღარიბი კაცის პურის ჭამა მადლიანიაო.
• ღარიბი ქალი და კაცი დღეში ცხრაჯერ მოკვდებაო.
• ღარიბის ლუკმა ტკბილია
• ღვარძლის მთესველი ვერ მომკის იფქლასა ბასრი ცელითა
• ღვინით გალახულს ჯოხით გალახული სჯობიან
• ღვინო არსად იყო და ეშმაკები ტიკს ალბობდენო
• ღორი რომ გასუქდება, ნეტა მგელს დამაჭიდაო
• ყბედი ვინ მოღალა და მუნჯმაო
• ყვავი თვითონ ყარდა და ბუდეს იცვლიდაო
• ყვავს არ ჰქონდა, ბუს აძლევდა
• ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ისიც საქმეაო
• ყველა ბუზი ბზუის, მხოლოდ ფუტკართან ყველა სტყუისო
• ყველა გლახას დიდი გული აქვს
• ყველა დაბალ ღობეზე გადადის
• ყველა თავის ბედის მკვერავია
• ყველა კაცი სიკვდილის შვილია
• ყველა ძაღლი თავის კართან მამაცია
• ყველაზე უბედური ის არის, ვინც უბედურებას ვერ აიტანს
• ყველანი ბედნიერებას ვნატრობთ და იმას კი არ ვაკეთებთ, რაც ადამიანს აბედნიერებს
• ყველაფერი დაიქცევა კეთილი საქმის მეტი
• ყველაფერი დროს ელის, დრო კი - არაფერსო
• ყველი და პური - კეთილი გული
• ყმაწვილებს სათამაშოებით იტყუილებენ, მოზრდილებს - ფიცითაო
• ყოველ კაცს თვითეული რამ წუნი აქვსო
• ყრუს და ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო - გვერდს რომ აღარ მოუწვება - მაშინ ხომ გაიგებსო
• შავი ცხვარი ბანვით მოჰკლეს, თეთრი - დაუბანლობითო
• შეგნებულ კაცს მონა გაუხდი და შეუგნებელ კაცს საყვარელ კაცადაც ნუ გაუხდებიო
• შეგნებულთან ომი სჯობია, შეუგნებელთან პურის ჭამასო
• შეგნებული მტერი გირჩევნოდეს, შეუგნებელ მოყვარესო
• შენ დაუკარ, მე მიამა, მე დაუკარ, შენ გიამა
• შენ რას იკვეხი მამულო, ყანა ამინდის შვილია
• შენ რომ სასწავლოდ მიხვიდოდი, მე ნასწავლი მოვდიოდი
• შენახულს შემნახავი უნდა სჯობდეს
• შენი თუ არ იცოდე, სხვისი უნდა დაიჯეროო
• შენი კარი გააღე, სხვისიც ღია დაგხვდება
• შენი ჭირიმეთი შვილი არ გაიზრდება
• შენც იგი უყავ სხვასაო, რაც ირგებს თავსაო
• შეცოდება თუ შეგიძლია, მონანიებაც შეიძელიო
• შვიდჯერ თვალი გადაავლე, ერთხელ ხმალი გადაავლე
• შვილი, მომდურე დედისა, ურჩია თავის თავისა
• შვილმა რომ დედის გულისთვის ხელის გულზე ერბო-კვერცხი მოიწვას, მაინც დედის ამაგს ვერ გადაიხდის
• შიშველი ას კაცთ ძარცვეს, ძარცვეს და ვერ გაძარცვეს.
• შინ მოუსვლელი და მკვდარი ერთიაო
• შინ შვილები გიტიროდეს, გარეთ ტაბლას რა უნდაო
• შიში მიჩვენე და მუხლს გიჩვენებო
• შურიან კაცს მეზობლის ვარდი თვალში ეკლად ესობოდაო
• შურიანები იხოცებიან, შური კი ისევ რჩებაო
• ჩათრევას ჩაყოლა სჯობიანო
• ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე ვინ ილაპარაკებსო
• ჩემი ენა - ჩემი მტერი, იგივ მეგობარი ჩემი
• ჩემი მტერი ჩემი სვინდისიაო
• ჩემი სიცოცხლე რომ სულ სახლი ვაგო, შიგ როდისღა შევიდეო?
• ჩემმა დაჭედილმა ჯორმა წიხლი ისევ მე მესროლაო
• ჩემს თავზე მარტო წისქვილი არ დატრიალებულა
• ჩემს იქით თოფი გინდა კუნძს მოხვდეს და გინდ კაცსაო
• ჩვენსა მოხვალ - ღვინოს ყლუჭავ, თქვენსა მოვალთ - თვალებს ხუჭავ
• ჩიტს აფრენა უნდოდა და აფრთხობას ელოდაო
• ჩხავანა კატა მახეში გაბმულ თაგვზე გაიმარჯვებსო
• ჩხუბში ისეთ სიტყვას ნუ იტყვი, რომ შერიგებაში შეგრცხვესო
• ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა ქალამნადო
• ცალ-ცალკე მომჩივანი ბატონს მართალი ეგონაო
• ცალთვალა ხარს ორთვალა ხარის ნამუშევარი თავისი ეგონაო
• ცალი ხელით ტაში ვერ დაიკვრებაო.
• ცარიელი კაცი ქვაზე მაგარიაო.
• ცარიელი ტომარა ფეხზე ვერ დადგება.
• ცას არავინ შეაბერდება
• ცას ქვეშ რაც კაცია, ყველა სიკვდილისააო
• ცდა ბედის მონახევრეა
• ცერცვი კედელსა, სწავლა რეგვენსა
• ცეცხლიდან გაქცეული წყალში დაიხრჩოო
• ცეცხლის პატარა ნაპერწკალი დიდ ხორას გადასწვავსო
• ცეცხლს ნუ ეხუმრები, წყალს ნუ ერწმუნები
• ცეცხლს ხელს ვკიდებდი და გულსა მწვავდაო
• ცვილი რკინად არ გამოდნების
• ცისარტყელას დარი მოსდევსო
• ციხე შიგნიდან გატყდებაო
• ცოდნა სამოთხეა და არცოდნა - ჯოჯოხეთი
• ცოდო კაცს არ დააყენებს
• ცოლ-ქმრის ამბავი მხოლოდ ლოგინმა უნდა იცოდესო
• ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონა.
• ცუდად სიტყვას ნუ დახარჯავ, ვერ შეიგნებს ბრიყვი კაცი
• ცუდათ ჯდომას, ცუდათ შრომა სჯობიან
• ცუდი სიტყვა ხანსა გრძელსა, ვერ გაივლის - უთქვამს ბრძენსა
• ცხენს მისივე ფეხები იპარავსო.
• ცხვარი ცხვარია, და, თუ გაცხარდა, ცხარეაო
• ცხრა ქალის ჭკუა ერთ კაკლის ნაჭუჭში ჩაიდებაო
• ძალა ერთობაშია
• ძალა აღმართსა ხნავს
• ძალად ბედს ვერავინ იშოვნის
• ძალას რიგზე მოხმარება უნდაო
• ძაღლი ვინც მოჰკლას - იმანვე უნდა გაათრიოსო
• ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო
• ძაღლი ძაღლის ტყავს არ დაჰხევს
• ძაღლი ხსენებაზედაო
• ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის
• ძაღლის ხათრი თუ არა გაქვს, პატრონს მაინც დამხათრეო
• ძაღლს თავის კარზე დიდი გული აქვს
• ძაღლს მიულაქუცე, ჯოხს კი ხელიდან ნუ გააგდებ
• ძაღლს რომ გააძაღლებ - გიკბენსო
• ძველი თივა ცეცხლია, ძველი ბზე - ვერცხლია
• ძველი კაცის ნათქვამიო, ხშირად არის მართალიო
• ძილს სასთუმალი არ უნდა, სიმშილსა შეჭამადიო
• ძმა ძმისთვისა, შავ დღისთვისო
• ძმა თუ არ გყავდეს - სხვა იძმე, უძმოდ სიკვდილი მწარეა
• წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო
• წაბაძულობით ვაცი დამაკდაო
• წაქეზებით მურია მგელს შეაჭამესო
• წინ წყალი და უკან - მეწყერი, - შუაში შენი თავიო
• წვიმის შეკავება უფრო ადვილია, ვიდრე გასათხოვარი ქალისაო
• წინ მავალი უკან დარჩებაო
• წინ წასული ურემი უკან მოღრიჭინებდაო
• წისქვილის ქვები ერთმანეთს რომ არ ეხმარებოდეს, ერთმა რამდენიც არ უნდა იბრუნოს ვერას დაფქვავს
• წლის საფიქრებელი და წამის საკეთებელიო
• წყალი ნაყეს, ნაყეს და ისევ წყალი დარჩაო
• წყალი პირველად პატარასაო
• წყალი რომ დაგუბდება, აყროლდება
• წყალი რომ შენ არ მოგყვეს, შენ მიჰყევიო
• წყალი სათავით მონახე
• წყალნი წავლენ და წამოვლენ - ქვიშანი დარჩებიანო
დაიზრდებიან ობლები, მამულზე დადგებიანო.
• წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო

• ჭეშმარიტი სიტყვა არასოდეს არ არის სასიამოვნო, სასიამოვნო სიტყვა კი - იშვიათად მართალი
• ჭეშმარიტება იმისთვის არის ხანგრძლივი, რომ კაცი იშვიათად ხმარობსო
• ჭინჭრის ძირზე ჭინჭარი ამოვაო
• ჭინჭრაქა გულაღმა დაწვა: ცა რომ ჩამოინგრეს, ფეხებით დავიჭერო
• ჭირისუფალი არ ტირის - მოტირალს რა ეტირება?
• ჭკუას რომ არიგებდნენ - არ დასწრებიაო
• ჭკუიანისაგან ძაგება გიჯობს სულელის ქებასა
• ჭკუა ხანში კი არა, თავშიაო
• ჭკვიანი ჩიტი ორთავე ფეხით გაება მახეშიო
• ჭკვიანი რომ შესცდება - ბრიყვზე უარესია
• ხალხი მირბოდეს - გაჰყევი, გაჩერდეს - გაჩერდი
• ხალხი ქვევრივით არის, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს
• ხე ფესვითა სდგას, ადამიანი მოყვრითაო
• ხანდაზმულ კაცს სიზმარიც დაეჯერება
• ხარბის თვალს მიწა გააძღებსო
• ხე ნაყოფით იცნობება
• ხარი ქირაზე მოკვდება, კოკა კი წყალზე გატყდება
• ხარს რქით დააბმენ, ადამიანს - ენითაო
• ხე ერთი შემოკვრით არ წამოიქცევა
• ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა
• ხმალსა არ უშლის სიმოკლე, ფეხი წინ წასდგი - გაწვდება
• ხუთი თითი აქვს კაცსა, ხუთივ უთანასწორო
• ხუმრობაში კაცი მოკლესო
• ჯერ არ ვარგა ნავში ჯდომა, მერე მენავესთან ბრძოლა
• ჯერ არ მინდოდა შობა და მერე სიკვდილი
• ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო
• ჯერ ძილი მერე სიზმარი
• ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ისიც დაუმატესო
• ჯოჯოხეთში ძახილია და გაგონება კი - არა
• ჰკითხე ასსა - ჰქმენ გულისა
• ჰა პირი და ჰა პურიო.
• ჰაი გიდი, ცხრა ნაბადზე რომ ვხტებოდიო.
• ჰარამ მწყერს, ხოხობ, კაკაბსა - ჰალალი ქორი სჯობია.
• ჰაჩი, ვირო, არტანელო, შეშა - მკვარის მომტანელო!
• ჰაცა, ვირო, ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯა ამოვა და მოძოვეო.
• ჰკითხე ასსა - ჰქმენ გულისა.
• ჰო, შენ ისე გინდა - ნემსი დასდო და სახნისი აიღო.

Posted by: enagrdzeli 13 Jun 2008, 18:31
doclizi
1-2 ანდაზე ჩვენთვისაც დაგეტოვებინა შე დალოცვილო givi.gif

Posted by: doclizi 19 Jun 2008, 11:25
enagrdzeli
wink.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: enagrdzeli 19 Jun 2008, 16:29
doclizi
2kiss.gif

smile.gif

Posted by: aimo 15 Feb 2009, 14:37
მჭირდება რამდენიმე ანდაზა სტუმართმოყვარეობაზე, ახლა ვიხსენებ და ბევრი ვერაფერი გავიხსენე.
ეგებ თქვენ დამეხმაროთ და ჩამომიწეროთ რამდენიმე (დაახლოებით 10) ანდაზა მაინც.

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: mazuna 16 Feb 2009, 15:44
aimo
ყვავს რა ჰქონდა ბუს გაჰქონდაოsmile.gif

Posted by: aimo 16 Feb 2009, 17:56
mazuna
QUOTE
ყვავს რა ჰქონდა ბუს გაჰქონდაო

ეგ მთლად სტუმართმოყვარეობაზე არაა smile.gif

თან მაგას რუსულად ვერ გადავთარქმნი smile.gif

Posted by: Dashna 16 Feb 2009, 18:07
(დილით ოქრო ხარ სტუმარო საღამოს ვერცხლდ იქცევი თუ ცოტაც დააგვიანე სპილენძად გადაიქცევიო)

რამდენად გამოგადგება არ ვიცი smile.gif

Posted by: aimo 16 Feb 2009, 18:08
Dashna
QUOTE
დილით ოქრო ხარ სტუმარო საღამოს ვერცხლდ იქცევი თუ ცოტაც დააგვიანე სპილენზად გადაიქცევიო

ისევ შენი ნიკიდან გამომდინარე გეკითხები: ეგებ დამიწერო მაგ ანდაზის რუსული შესატყვისი? smile.gif

Posted by: Dashna 16 Feb 2009, 18:16
aimo
ძალიან მინდა მაგრმ ევრ დაგეხმარები იქნებ ვინმემ შეძლოს ამის გადათარგმნა smile.gif

და ისე, გამოგადგება ?
* * *
( სტუმარი ღვთისააო) ეს რა არის? ანდაზად ითვლება თუ რად?

Posted by: RENE_Z 16 Feb 2009, 18:26
"მოსვლა თქვენი ნება იყო, წასვლა ჩემი ნებააო" biggrin.gif
* * *
"სტუმარი ღვთისააო" rolleyes.gif

Posted by: rachael 16 Feb 2009, 18:33
როგორც მოსვლით გაგვახარე ისე წასვლით გაგვახარეო ეს არა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: RENE_Z 16 Feb 2009, 18:37
"მაძღარს მშიერიც მაძღარი ჰგონიაო" yes.gif

ყველი და პური, კეთილი გულიო" smile.gif

როცა გშია ზაქარია, ცივი ჭადიც შაქარია" chups.gif

"შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი" smile.gif

"გარეულმა ქათამმა შინაური ქათამი გააგდოო" biggrin.gif

Posted by: Dashna 16 Feb 2009, 18:40
RENE_Z
ჩემი აზრით ამ შენი ანდაზებიდან ყველაზე მისაღები სტუმარ მასპინძლობასთან დაკავშირებით მარტო ეს არის (ყველი და პური, კეთილი გულიო)

Posted by: RENE_Z 16 Feb 2009, 18:41
"აზნაურის სტუმრობაო, ნუ გგონია ხუმრობაო" sa.gif

Posted by: Dashna 16 Feb 2009, 18:45
RENE_Z
აი მალადეც გეტყობა ძალიან გიყვარს ანდაზები ბრავოოო up.gif

Posted by: RENE_Z 16 Feb 2009, 18:45
Dashna
QUOTE
ჩემი აზრით ამ შენი ანდაზებიდან ყველაზე მისაღები სტუმარ მასპინძლობასთან დაკავშირებით მარტო ეს არის (ყველი და პური, კეთილი გულიო)

ეს უცებ რაც გამახსენდა idea.gif
* * *
QUOTE
აი მალადეც გეტყობა ძალიან გიყვარს ანდაზები ბრავოოო

2kiss.gif

Posted by: Dashna 16 Feb 2009, 20:51
RENE_Z
QUOTE


tan.gif

Posted by: RENE_Z 17 Feb 2009, 01:16
Dashna

QUOTE
                                                                                                                                             

tan.gif

Posted by: Dashna 17 Feb 2009, 09:19
RENE_Z
მართლა ხომ არ tan.gif

: gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: RENE_Z 17 Feb 2009, 10:37
Dashna
QUOTE
მართლა ხომ არ

მართლა რა?

:დებილიბავშვისსმაილი: baby.gif




"რაც არ გერგება არ შეგერგება"
:ქართულიანდაზა: smile.gif

Posted by: Dashna 17 Feb 2009, 12:44
QUOTE
:დებილიბავშვისსმაილი:


ხუმრობა ხუმრობა იყოს keh.gif

შენ ზედმეტები არ მოგივიდეს( კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო) მე მგონი შენი ანდაზების კოლექციაში უნდა მოიძებნებოდეს ეს ანდაზაც
ლანძღვა ყველამ იცის და ძალიან გთხოვ თავი შეიკაავე, ისე არ მოგივიდეს ( არა გჭირდა ჭირიო ..................)

Posted by: aimo 17 Feb 2009, 12:53
Dashna
RENE_Z
გვრიტებო ჩეთი სხვაგან გაააგრძელეთ რაsmile.gif
აქ ანდაზები მინდა თან, რუსულად გადათარგმინილი biggrin.gif

Posted by: abelo 17 Feb 2009, 13:05
aimo
სიტყვა სიტყვით ვერ გადათარგმნი, უნდა იყოს კონტექსში.
ამიტომ მე რუსულად დაგიწერ და შენ ქართული მიუსადაგე: smile.gif
Гостям дважды радуются: встречая и провожая.
Придешь - когда вздумается, а уйдешь - когда позволят.
Гость хозяину не указчик.
Каков хозяин, таких и гостей ему Бог посылает.
Чем богаты, тем и рады

Posted by: RENE_Z 17 Feb 2009, 13:32
Dashna
QUOTE
ხუმრობა ხუმრობა იყოს

შენ ზედმეტები არ მოგივიდეს(..................)

შენი წყენინება არც კი მიფიქრია. tuk.gif

http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm

aimo
QUOTE
აქ ანდაზები მინდა თან, რუსულად გადათარგმინილი

პოჟალუსტა biggrin.gif

Если хозяину не весело, то и гостю скучно

Если купишь ненужное, скоро продашь нужное

Если падать, то лучше с коня, чем с осла

Если стадо повернется, хромой баран впереди окажется

Если хочешь сказать слово, посмотри сначала на того, кто его будет слушать


Posted by: abelo 17 Feb 2009, 13:43
RENE_Z
სტუმარზე - ნე სლოვოლო biggrin.gif

Posted by: Dashna 17 Feb 2009, 13:43
RENE_Z
კარგი დავივიწყე

არადა ზალიან გავბრაზდი როცა წავიკითხე

aimo
ჩეთი არ იყო ვერ ხედავ თან ანდაზებს ვწერდით

Posted by: RENE_Z 17 Feb 2009, 13:55
Dashna
QUOTE
კარგი დავივიწყე

არადა ზალიან გავბრაზდი როცა წავიკითხე


http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm

abelo
QUOTE
სტუმარზე - ნე სლოვოლო

ვახ, აჰა კიდო biggrin.gif

Что отдашь - все твое, а что нет - пропадет

Что пожалеешь для хорошего друга, впрок тебе не пойдет

Что плохо пришло, то плохо и уходит

Posted by: lala99 26 Sep 2010, 17:26
გსსიხააარე doclizi..... ისე ეს ანდაზა რად არაა იმ სიაში ნეტა? ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა... wink.gif

Posted by: Lazare777 19 Apr 2011, 17:56
http://novatori.files.wordpress.com/2011/02/andazebi.pdf

http://novatori.files.wordpress.com/2011/02/sxart.pdf


ვინმე ხომ ვერ განმიმარტავთ ამ ანდაზას?"მუცელს აქორებ-ქორია,აღორებ-ღორია!"

Posted by: Pixel_misha 19 Apr 2011, 18:05
Dashna
ბოდიში რომ გეჭრებით, მგონი შენ არასწორად გაიგე RENE_Z-ს ნაწერი: :დებილიბავშვისსმაილი: <- არ ნიშნავდა რომ შენ ხარ დებილი ბავშვი, თავის თავზე გულისხმობდა რადგან "მართლა რა?"-ო დაწერა და ვითომ დებილი ვარ და ვერ გავიგეო რა...

Posted by: Lazare777 23 Apr 2011, 02:00
ვინმე ხომ ვერ განმიმარტავთ ამ ანდაზას?"მუცელს აქორებ-ქორია,აღორებ-ღორია!"

Posted by: mouse 1 Feb 2012, 19:25
მეგობრობაზე მითხარით რა რამე ანდაზა biggrin.gif:D:D ბავშვს თემა აქ დასაწერი biggrin.gif

Posted by: karteji 2 Feb 2012, 15:27
რუსულიდან გადმოვთარგმნე კარგი ანდაზაა ..........
ცხოვრება ისე უნდა განვლო უკან რომ მოტრიალდები უნდა ჩანდეს მთები დალეული ბოთლებისა და ბრბო მოტყვილებული ქალებისა და ქუჩაში ყოველი მეორე ბავშვი გიძახოდეს მამააა..............

Posted by: tatia@ 6 Feb 2012, 18:34
კაცი რო დაითვრებაო, ორი კაცის ტოლა გაიზრდებაო
სიკვდილმა სთქვა: ერთი ისეთი ვერ მოვკალი, რომ სხვა რამეს არ დააბრალონო

Posted by: bimi 7 Feb 2012, 12:32
,,უჭკუო თავი ფეხებს აწვალებსო"

,,დედა ნახე, მამა ნახე, შვილი მერე გამონახე"

,,ხელმა ხელი დაბანა და ორივემ პირიო"

,,ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო"

Posted by: jadgschloss 7 Feb 2012, 12:49
QUOTE
 ქართული ანდაზები


შეჩვეული ჭირი სჯობს შეუჩვეველ ლხინსა

ყველაზე სულელური ანდაზა,ჩემი აზრით.

yes.gif

Posted by: RENE_Z 8 Feb 2012, 00:34
Pixel_misha
QUOTE
:დებილიბავშვისსმაილი: <- არ ნიშნავდა რომ შენ ხარ დებილი ბავშვი, თავის თავზე გულისხმობდა რადგან "მართლა რა?"-ო დაწერა და ვითომ დებილი ვარ და ვერ გავიგეო რა...

2kiss.gif 2kiss.gif smile.gif

Posted by: mgeluka14 20 Feb 2012, 10:52
მიუჩვეველს ნუ მიაჩვევო და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო smile.gif

Posted by: gvanca dgebuadze 21 Feb 2012, 14:53
ორი კურდღლის მდევარი ვერც ერთ დაიჭერსო
* * *
კატამ თხარა თახარაო თაგვი გამოთხარაო

Posted by: CZ88 22 Feb 2012, 05:47
სერბული ანდაზებია, მაგრამ იქნებ საინტერესო იყოს თქვენთვის, რამდენიმე ქართულის ექვივალენტურია:

гвожђе се кује док је вруће - რკინა სანამ ცხელია მანამდე იჭედება,
ко рано рани две среће граби - ვინც ადრე დგება, ორ ბედნიერებას სწვდება,
ко пева зло не мисли - ვინც მღერის ის ბოროტს არ ფიქრობსო,
што посејеш то пожањеш - რასაც დათესავ იმას მოიმკი,
по јутру се дан познаје - დღე დილით იცნობაო,
сит гладноме не верује - მაძღარს მშიერის არ სჯერავსო,
у сваком житу има кукоља - ყველა თავთავის ყანაში სარეველაც ხარობსო,
во се везује за рогове а човек за реч - ხარი რქებით იბმება და კაცი კი სიტყვითაო,
врана врани очи не вади - ყვავი ყვავს თვალს არ მოკორტნისო,
за добрим коњем прашина се диже - კარგ ცხენი მტვერს აყენებს,
што пређе преко зуба оде преко брда - რაც კბილს გადაახტება ის მთებსაც გადაივლისო,
боље је бити мало луд него мало паметан - უმჯობესია იყო ცოტა გიჟი, ვიდრე ცოტა ჭკვიანი,
док имаш - свачији си , kaд немаш - ничији си - სანამ გაქვს - ყველასი ხარ, როცა არ გაქვს -არავისიო ,
Dva puta meri, a jednom seci - ორჯერ გაზომე და ერთჯერ გაჭერი,
Iz prazne kuće i miševi beže - ცარიელი სახლიდან თაგვებიც გარბიანო,
Ko drugom jamu kopa, sam u nju pada - ვინც სხვას ორმოს უთხრის, თავად ჩავარდებაო,
Ne zamahuj ako ne smeš da udariš - ხელებს ნუ იქნევ თუ დარტყმა არ შეგიძლია.

რა ვიცი, თუ დაგაინტერესებთ კიდევ დავწერ მერე სხვა ენებზედაც რაც ვიცი .

Posted by: seta 22 Feb 2012, 09:38
CZ88
QUOTE
во се везује за рогове а човек за реч - ხარი რქებით იბმება და კაცი კი სიტყვითაო,

QUOTE
за добрим коњем прашина се диже - კარგ ცხენი მტვერს აყენებს,

up.gif

Posted by: წვეთი709 23 Feb 2012, 14:27
ვირს რქები არ ამოსვლოდა თავი პატარა ეგონაო.
* * *
ქარს დასთეს, ქარიშხალს მოიმკიო.

Posted by: patriciia 24 Feb 2012, 15:19
QUOTE
რაც კბილს გადაახტება ის მთებსაც გადაივლისო,

ეს მომეწონა ძალიან.
რუსულ ანდაზას მაგონებს
"ტერპენიე ი ტრუდ ვსე პერეტრუტ"

ქართული ანდაზები:
ჯერ არ ვარგა ნავში ჯდომა, მერე მენავესთან ბრძოლა.

ქათამმა წყალი დალია და ღმერთს შეხედაო.

Posted by: CZ88 26 Feb 2012, 04:14
seta
smile.gif
წვეთი709
QUOTE
ქარს დასთეს, ქარიშხალს მოიმკიო.

ეს არ ვიცოდი,მომეწონა smile.gif მადლობთ.
patriciia
QUOTE
ჯერ არ ვარგა ნავში ჯდომა, მერე მენავესთან ბრძოლა.

ძალიან რელევანტური რამეა ახლა ეს ჩემთვის smile.gif

-----------გერმანული--------------

In Komplimenten ist Sparsamkeit höflich - კომპლიმენტებში თავშეკავებაც ზრდილობააო,
rede nichts, was nicht alle Leute hören dürfen,
tu nichts, was nicht alle Leute sehen dürfen - არ ილაპარაკო ის, რისი გაგონებაც ყველასთვის არ შეიძლება; არ ქნა ის, რისი დანახვაც ყველასთვის დაუშვებელია.

Geld verloren - nichts verloren,
Mut verloren - viel verloren,
Ehre verloren - alles verloren! - ფულის დაკარგვა- არაფრის დაკარგვაა, გამბედაობის დაკარგვა - ბევრის დაკარგვაა, ღირსების დაკარგვა - ყველაფრის დაკარგვაა.

Wer ehrlich ist, braucht nicht viel Heimlichkeit: ვინც გულწრფელია, მას არ სჭირდება ბევრი საიდუმლოება (!!!)

Die auf der fliehenden Seite haben nie gesiegt - ვინც იხვეწება, იმათ არასოდეს გაუმარჯვიათო.

In der Armut lernt man Freunde kennen - მეგობარს გაჭირვებაში ამოიცნობო.

Berg und Tal kommen nicht zusammen, aber Menschen - მთა და ბარი ერთმანეთს არ შეხვდება, მაგრამ კაცნი კიო.

Der Einsame ist entweder ein Engel oder ein Teufel - მარტოსული ან ანგელოზია ან ეშმაკიო.

Ein guter Freund ist mehr wert als hundert Verwandte - ერთი კარგი მეგობარი ას ნათესავს სჯობიაო.

Freundschaft ist des Lebens Salz - მეგობრობა ამ ცხოვრების მარილია.

Glück macht Freunde, aber Not bewährt sie - ბედნიერება გაპოვნინებს მეგობარს, უბედურება კი განარჩუნებინებსო.

Siedet der Topf, so blüht die Freundschaft - ქვაბი რომ თუხთუხებს, მეგობრობაც მაშინ ყვავისო biggrin.gif

Den Freund zu erkennen, musst du erst ein Scheffel Salz mit ihm gegessen haben - მეგობარი რომ ამოიცნო, მასთან ერთად ერთი ციცხვი მარილი უნდა გქონდეს შეჭმულიო.

Freundes Unrecht gestatten ist selber Unrecht tun - ვინც მეგობარს სხვას დააჩაგვრინებს, საკუთარ თავს დაჩაგრავსო.

Behüte mich Gott vor meinen Freunden, mit den Feinden will ich schon fertig werden - ღმერთო , შენ დამიფარე მეგობრებისგან და მტრებს თავად გავუმკლავდებიო.

------ნორვეგიული--------
თევზი უფხო არ იქნება და კაცი უშეცდომოო.
ბედნიერებას ტვინით კი არა გულით გრძნობენო.
ძველი ქუდის ქვეშ ძირითადად ჭკვიანი თავიაო.
ბედნიერებას ცოტათი წახმარება არ აწყენდაო.

------ლიტვური----------

მატრაკვეცამ ცხენის ყიდვამდე ნალი იყიდაო.
ისეთი ბატებიც არსებობენ, მელიებს რომ ატყუებენო.
ღამე ჭმუნვის სამშრალებელიაო.
გამოცდილების ერთი ფურცელი (ფოთოლი) უფრო მეტი სარგებლობის მომტანია, ვიდრე რჩევების მთელი ხეო.
არცერთ მასხარას თავი მასხარად არ მიაჩნიაო.

Posted by: mawerati 27 Feb 2012, 11:16
რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქრო არაა

Posted by: laituri85 27 Feb 2012, 17:56
თუ ორმოს გითხრიან, ხელს ნუ შეუშლი, დააცადე… ამოთხარონ… და მალე იქ აუზი გააკეთე ​ lol.gif

Posted by: CZ88 28 Feb 2012, 02:23
mawerati
QUOTE
რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქრო არაა

მეტად ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მოდის ეს ანდაზა smile.gif
laituri85
QUOTE
თუ ორმოს გითხრიან, ხელს ნუ შეუშლი, დააცადე… ამოთხარონ… და მალე იქ აუზი გააკეთე ​ 

მშვენიერია smile.gif

Posted by: mavina 28 Feb 2012, 16:30
კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო.
მოყვარეს პირში უთხარიო მტერს პირს უკანაო.

Posted by: წვეთი709 29 Feb 2012, 20:30
ქვეყანა ინგრეოდა და ტურა ქორწილს იხდიდაო.
ტურამ ქვეყანა ამოაგდო და მგელს აბრალებდნენო.
მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო.


Posted by: Georgian Rabbit 29 Feb 2012, 21:17
QUOTE
ძველი ქუდის ქვეშ ძირითადად ჭკვიანი თავიაო.

love.gif

Posted by: ვუნდერკინდი 29 Feb 2012, 22:47
Tim გიპოვეთ lol.gif lol.gif


არასერიოზულობა ქენი, ფორუმზე დაპოსტე, გავა წლები ამოგიყრით lol.gif

Posted by: seta 1 Mar 2012, 00:29
გაბედვამდის ასი მოკვდა, გაბედეს და _არც ერთიო.
გაქცეული თევზი დიდი გამოჩნდებაო .
გლახამ ფული იშოვა და გამოსახვევნელი ვერაო.
ბუზანკალი ბედაურისა და ჩოჩრის კუდის ქვეშ ერთნაირად არისო .
გეშინოდეს იმისი, ვისაც შენი ეშინიაო.
გველი გარედან არის ჭრელი და ადამიან შიგნიდანაო
გველმა პერანგი გაიძრო და გული იგივე დარჩაო.
დათვი ტყეზე გაიბუტა, ტყემ ვერა შეატყო რაო.
დაინდე და ნუ ენდობიო



Posted by: ani_uta 1 Mar 2012, 00:46
• სიტყვა უსაქმოდ მკვდარიაო.......

Posted by: CZ88 1 Mar 2012, 12:37
წვეთი709
QUOTE
ქვეყანა ინგრეოდა და ტურა ქორწილს იხდიდაო.

smile.gif სოფელი იწვოდა და დედაბერი კი თმას ივარცხნიდაო...
mavina
QUOTE
მოყვარეს პირში უთხარიო მტერს პირს უკანაო.

მეტად გავრცელებული ანდაზაა და ცხოვრებისეული, მაგრამ, ჩემი აზრით, ზედმეტი
კრიტიკა მოყვარეს დაკარგვინებს :|
seta, ani_uta up.gif
QUOTE
დაინდე და ნუ ენდობიო

QUOTE
გაბედვამდის ასი მოკვდა, გაბედეს და _არც ერთიო.

QUOTE
• სიტყვა უსაქმოდ მკვდარიაო.......


Posted by: mavina 2 Mar 2012, 16:27
კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო
დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან მგელზე უარესიო

Posted by: Aurellius 2 Mar 2012, 17:42
როგორც წესი ქართული სიტყვა-თქმები ბოღმურია biggrin.gif

ანდაზებიც .

(თუმცა ანდაზები მგონი ყველა ენაზე "დამსჯელი' და "ბოღმურია" ."ჭკუის მასწავლებელი" ...
არ მიყვარს ანდაზები,ისინი ჩვენს ინდივიდუალურობას არ ითვალისწინებენ არანაირად.
მაგალითად , "რაც მოგივა დავთაო ყველა შენი თავითაო" (მე მაგალითად დათო სულ არ მქვია)

* * *
QUOTE
დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან მგელზე უარესიო


მე ესე ვიცი რომ "დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან მგლის შვილიო" (მარა როცა დედა ცხენი უკვე მოხუცია ? აეთ არ სჭირდება დაცვა და მოვლა?)
* * *
QUOTE
გეშინოდეს იმისი, ვისაც შენი ეშინიაო.


აი ეს კი მართალია . მე მაგალითად გველის მეშინია მაგრად მარა ერთხელ გველს შემთხვევით (სატაცურის კრეფისას) კუდში ჩავავლე ხელი და ჩემსკენ ვექაჩებოდი(რადგან ბარდებში(ბუჩქებში) ვერ ვხედავდი ,თან მიწაზე ვიწექი და მხედველობის არე შეზღუდული მქონდა) ხოდა მე ვექაჩები ამ გველს და გველი ჩემზე ძალიან იქაჩება (გაქცევა უნდოდა) მერე გავერკვიე სიტუაციაში , და მე უკან გამოვიქეცი და ის წინ გაიქცა . ხო აი ამის თქმა მინდოდა .

Posted by: CZ88 3 Mar 2012, 22:18
mavina
Aurellius
up.gif

----- სპარსული --------

მოთმენება ისეთი ხეა, რომელსაც მწარე ფესვები აქვს, მაგრამ ტკბილ ნაყოფს იძლევა.

ჭკვიანური კითხვის დასმა უფრო ძნელია, ვიდრე ჭკვიანური პასუხის გაცემაო.

ერთხელ დაარტყი და ძლიერადო.

მოგზაურობიდან ყველაზე ძვირფასს რასაც ჩამოიტან, საკუთარი საღლამი ტყავიაო biggrin.gif

გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო -> სპარსელებსაც სცოდნიათ smile.gif

რაც არ უნდა ოქრო-ვერცხლით დაიხუნძლო, მიწაში მაინც ფეხტიტველი ჩახვალო.

ღმერთის იმედი იქონიე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქლემს მაგრადაც ნუ დააბამო.

კარგი მაგალითი ცუდ კაცს ვერ გამოასწორებსო.

კვერცხის და აქლემის ქურდი ორივე ქურდიაო (* ჩვენთან ნემსის ქურდს ამბობენ)

სიყვარული რომ კარში შედის, ჭკუა ფანჯრიდან ხტებაო smile.gif

ვირი ვირად დარჩება, აბრეშუმის უნაგირიც რომ დაადგაო.

" ხოდა აზ რაგე გარდან ჰამ ნაზდიკტარე " -ღმერთი საკუთარი ყელის არტერიაზე უფრო ახლოაო.

ფეხშიშველი ვტიროდი მანამ, სანამ არ შემხვდა სხვა, ვისაც ფეხები არ ჰქონდა : /

"ეჰტერამ ბე ფარჰანღე დიგარი, დალილ ბარ ტაჰ'ღირე ფარჰანღე ხოდ ნისტ" - სხვისი კულტურის აღიარება საკუთარს არ დააკნინებსო.

Posted by: mikron23 6 Mar 2012, 23:06
QUOTE
დათვი ტყეზე გაიბუტა, ტყემ ვერა შეატყო რაო.

აჰაჰაჰჰა

Posted by: dola86 7 Mar 2012, 11:09
დაიუტ ბირი,ბიუტ ბიგი....რუსული შრიფტი არა მაქ smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: rustavidan 7 Mar 2012, 19:48
არც შენით იცოდე, არც სხვისი შეგესმინოსო

Posted by: dola86 7 Mar 2012, 22:10
rustavidan
QUOTE
არც შენით იცოდე, არც სხვისი შეგესმინოსო

ე ანდაზა კი არა ებრაელების წყევლაა smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: rustavidan 8 Mar 2012, 00:20
QUOTE (dola86 @ 7 Mar 2012, 22:10 )
rustavidan
QUOTE
არც შენით იცოდე, არც სხვისი შეგესმინოსო

ე ანდაზა კი არა ებრაელების წყევლაა smile.gif smile.gif smile.gif

http://www.celysvet.cz/smajlici-ke-stazeni-smajlik

Posted by: lll2407 12 Mar 2012, 14:01
ვინ იტყვის დედაჩემი ბოზიაო?--აქტუალურია ქართველებში,ოღონდ კარგი გაგებით wink.gif

Posted by: maiami001 14 Mar 2012, 13:58
QUOTE
ხერხი ღონესა სჯობია თუ კაცი მოიგონებსო
ხერხი ჯობია ღონესა თუ კარგი გალესილიააააააა
lol.gif
* * *
Timურემი რომ გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაოოოო

* * *
ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერიოოოოოოოოოოოო
* * *
QUOTE
არც შენით იცოდე, არც სხვისი შეგესმინოსო

ე ანდაზა კი არა ებრაელების წყევლაა 
კარგი იყოოოოო.გემრიელად ვიცინე
lol.gif biggrin.gif
* * *
ის ურჩევნია მამულსა,რომ შვილი სჯობდეს მამასააააა.
* * *
ლეკვი ლომისა სწორია,ძუ იყოს თუნდაც ხვადია
* * *
გველსა ხვრელით ამოიყვანს,ენა ტკბილად მოუბარი tongue.gif lol.gif
* * *
გული გულობდეს და ქადა ორივე ხელით სატნოკლავებელიაოოოო yes.gif lol.gif
* * *
QUOTE
გველსა ხვრელით ამოიყვანს,ენა ტკბილად მოუბარი   

ეგ მეორე ვერსიააა,,გველსა ხვრელით ამოიყვან ჯოხის შეჩხიკინებითა lol.gif idea.gif
* * *
QUOTE
სტუმარზე - ნე სლოვოლო

ჩტოვი გავარიტე? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
* * *
QUOTE
"უსინდისოს უთხრეს ფურთხის ღირსი ხარო და შემაფურთხეთ რა, მეც ავიწევ კალთას და ჩამოვიწმენდო."

საღოლ ამის დამწრს.ასეთი პირდაპირი ...........

Posted by: dola86 14 Mar 2012, 14:41
ადრე ამდგარსა კურდღელსა,ადრევე შეჭამს მგელიო smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: avgusta 14 Mar 2012, 14:43
love.gif love.gif love.gif როგოც ველოდი ამ თემაასს რასაინტერესოაააა, ვინც გახსნა გაიხაროს


უუფ როდინდელი გახსნილი ყოფილა შეილება აღარც ახსოვს ავტორს :DDDD

Posted by: mavina 14 Mar 2012, 16:02
ავმა ძაღლმა არცმან ჭამა არც სხვას აჭამაო
მოყვარეს პირში უთხარი მტერს პირს უკანაო

Posted by: seta 14 Mar 2012, 17:41
თვის ფავორიტი ანდაზა :
_უნამუსო ვირზე შესვეს და ფეხებს ატლაკუნებდაო . smile.gif

Posted by: viola82 14 Mar 2012, 18:48
ბრმათა შორის ცალთვალი არის მათი სარდალი

Posted by: SCO 14 Mar 2012, 19:01
QUOTE
ბრმათა შორის ცალთვალი არის მათი სარდალი


ეს პირველად გავიგე smile.gif
კარგია

Posted by: lll2407 14 Mar 2012, 19:35
არასოდეს შეედავო ბუღალტერს,პოლიციელსა და მასწავლებელს.ისინი ყოველთვის გაჯობებენ (თანამედროვე :-) )

Posted by: dola86 15 Mar 2012, 14:48
ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა,შვილიშვილს მოკვეთა კბილიო smile.gifsmile.gif smile.gif

Posted by: ambicilini 18 Mar 2012, 01:19
ანდაზა არ არის მაგრამ კარგია

მგზავრს თურმე მკვდარი ტოროლა უნახავს
შე საწყალო რა თუშ მეცხვარესავით გზაზე მომკვდარხარო


* * *
კაცი კაცითაო და ნაპირი ტყითო


///////////////

Posted by: nati-smile5 18 Mar 2012, 19:34
ააფრინე ალალიო რაც არ არი არ არიოsmile.gifცჰემი ფავორიტი ანდაზააsmile.gif)))

Posted by: lll2407 19 Mar 2012, 13:32
ალილო და ხვალეოოოოოოოოოოოოოოოოო

Posted by: dola86 20 Mar 2012, 00:28
ცხვარი ცხვარიაო, თუ გაცხარდა ცხარიაო smile.gif smile.gif

Posted by: jadgschloss 20 Mar 2012, 01:49
ტილი ფეხზე დაისვი და თავზე აგაცოცდებაო....

გვარი კვიცზე ხტის - თუ როგორცააა (ც) ფრაზა ფილმიდან ბოლო გასეირნება/


კუმ ფეხი გამოყო მეც ნახირ-ნახირაო

lol.gif

ნახირ-ნახირო

Posted by: lll2407 20 Mar 2012, 23:02
ანდაზა არა, მაგრამ გამონათქვამი მიყვარს ,,ვაი შენს პატრონს" lol.gif lol.gif

Posted by: ani_uta 20 Mar 2012, 23:34
ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო...

Posted by: seta 21 Mar 2012, 00:10
ani_uta
QUOTE
ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო...

სამწუხაროდ ...

Posted by: viola82 21 Mar 2012, 09:19
კოშკა ნე დასტალ კალბასა პარასკევუა კაკრასა. :-):-):-):-):-):-)

Posted by: Aurellius 23 Mar 2012, 12:23
seta
QUOTE
ani_uta
QUOTE
ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო...

სამწუხაროდ ...


შეიძლება ურემი არც გადაბრუნდეს .

viola82
QUOTE
კოშკა ნე დასტალ კალბასა პარასკევუა კაკრასა. :-):-):-):-):-):-)


ჰო ,ეგრე თქვა კატამ მაგრამ მე ეს ანდაზები არ მომწონს , საერთოდ ანდაზები არ მომწონს , რადგან ისინი ყოველთვის იგნორიებას უკეთებენ ადამიანის იდენტობას.

აი მაგალითად,ჩემი კატა ძეხვს ვერ იტანს , მხოლოდ ოქროს თევზები უყვარს. და რძე

Posted by: moli-si 23 Mar 2012, 13:03


ვალმა სთქვა: ჭუჭრუტანაში შემოვძვრები და კარებში კი ვეღარ გავეტევიო

თავის ბედს კაცი ვერ შემოუვლის

თუ თვალით ვერ დაინახო, ყურით გაგონილს ნუ დასდევო

კაცი სანამ არ მოკვდება, მისი საქმე არ გამოჩნდებაო

მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო

სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობიაო

შეგნებული მტერი გირჩევნოდეს, შეუგნებელ მოყვარესო

ძაღლს მიულაქუცე, ჯოხს კი ხელიდან ნუ გააგდებ

Posted by: Aurellius 23 Mar 2012, 13:25
moli-si
QUOTE
თავის ბედს კაცი ვერ შემოუვლის


ბედი არ არსებოსბ , ბედი მოგონილი კატეგორიაა.
QUOTE
კაცი სანამ არ მოკვდება, მისი საქმე არ გამოჩნდებაო

რატომ? არსებობენ ადამიანები რომლებიც უსამართლოდ არიან ლაფში ამოსვრილნი "ისტორიის მიერ" , ისტორიამ არაფერი იცის ადამინებზე.
ადამიანებს ამავე დროს სიცოცხლეში ვერ ვიტანთ , სიკვდილის მერე კი "რადგან აღარაფერს გვიშავებენ" უკვე პატივს მივაგებთ და გვეცოდებიან.
QUOTE
მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო


ნუ ეს მართალია :

"მაძღარი ნამცეცებს უყრიდა მშიეს - რა ღორულად ჭამო"
(მაგრამ მე ვიცი ჭკუით გატენილი ადამიანები რომლებიც სულ იმის შიშში არიან ძალიან რთულად ხომ არ ვუხსნი ბავშვსო )
QUOTE
სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობიაო


სინამდვილეში სახელი არაფერია . სახელს მერე ღმერთი დაგვარქმევს - ვინ რა ვიყავით . წესით კი უნდა გვეკიდოს ადამინები ჩვენზე რას იტყვიან .
"სახელის მოპოვებსთვის ზრუნვა" - უმდაბლესი რამეა,.
QUOTE
ძაღლს მიულაქუცე, ჯოხს კი ხელიდან ნუ გააგდებ

გამოდის ცალი ხელით უნდა მიულაქუცო smile.gif

Posted by: faverliki 23 Mar 2012, 14:45
ვირს რქები არ ამიოსდიოდა და თავი მტრუკი ეგონაო

Posted by: dola86 23 Mar 2012, 14:53
faverliki
QUOTE
ვირს რქები არ ამიოსდიოდა და თავი მტრუკი ეგონაო

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: moli-si 23 Mar 2012, 18:29
Aurellius
QUOTE
მაგრამ მე ვიცი ჭკუით გატენილი ადამიანები რომლებიც სულ იმის შიშში არიან ძალიან რთულად ხომ არ ვუხსნი ბავშვსო

მეც ეგეთი ჭკუით გამოტენილი ვარ ეტყობა biggrin.gif მეც სულ მაგის შიში მაქვს smile.gif

Posted by: Aurellius 23 Mar 2012, 18:40
moli-si
შენ ჭკუითგატენილი კი არა კირა ნაითლი ხარ smile.gif

მასწავლებელო smile.gif

Posted by: moli-si 23 Mar 2012, 18:46
Aurellius
QUOTE
მასწავლებელო

არც კირა ვარ ნაითლი და არც მასწავლებელი smile.gif

Posted by: Aurellius 23 Mar 2012, 19:00
moli-si
მაშინ , შენს შეყვარებულს მოლი ჰქვია?

Posted by: lll2407 23 Mar 2012, 19:30
ყვავს რა ჰქონდა,ბუზს გაჰქონდა.........

Posted by: moli-si 23 Mar 2012, 19:53
Aurellius
არა არ ჰქვია smile.gif

Posted by: კოქსი 23 Mar 2012, 21:51
ენისგასატეხის თემა არ არის სადმე???????

Posted by: NNina 23 Mar 2012, 22:43
შუაკაცის გული ხალვათიაო.
ყურმა თქვა,უცხო ამბავი რომ მესმის,იმიტომ არ ვიზრდებიო.

Posted by: კოქსი 23 Mar 2012, 23:11
NNina
რა გავიგო ახა აქედან?biggrin.gif

Posted by: CZ88 24 Mar 2012, 02:11
moli-si
QUOTE
ალმა სთქვა: ჭუჭრუტანაში შემოვძვრები და კარებში კი ვეღარ გავეტევიო

თავის ბედს კაცი ვერ შემოუვლის

თუ თვალით ვერ დაინახო, ყურით გაგონილს ნუ დასდევო

კაცი სანამ არ მოკვდება, მისი საქმე არ გამოჩნდებაო

მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო

სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობიაო

შეგნებული მტერი გირჩევნოდეს, შეუგნებელ მოყვარესო

ძაღლს მიულაქუცე, ჯოხს კი ხელიდან ნუ გააგდებ

up.gif განსაკუთრებით მომეწონა.

Posted by: NNina 24 Mar 2012, 18:29
გადარეულისთვის ნიადაგ ლხინიაო.

ბრმა ღობეს მიადგა,შენს იქით გზა არ მაქვსო
დათვი რომ მოგერიოს,მამა უნდა დაუძახოო.
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა.
ააფრინე ალილოო რაც არ არის,არარიო.

Posted by: dola86 24 Mar 2012, 20:25
მარტო ქართული?სხვა ცნობილი გამონათქვამები არ მოსულა?

Posted by: RENE_Z 4 Apr 2012, 15:57
დილით ოქრო ხარ სტუმარო
შუადღეს ვერცხლად იქცევი
საღამოს თუ არ წახვედი
სპილენძად გადაიქცევი

lol.gif

Posted by: ani_uta 19 Apr 2012, 21:25
"ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს, თორემ მოგიბრუნდებიან და ფეხქვეშ გათელავენ."

Posted by: lll2407 20 Apr 2012, 10:42
,,წინ წყალი,უკან მეწყერი".............

Posted by: iდარდი 22 Apr 2012, 21:19
..............................................................

Posted by: Aurellius 22 Apr 2012, 22:40
ani_uta
QUOTE
"ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს, თორემ მოგიბრუნდებიან და ფეხქვეშ გათელავენ."

ეს ანდაზა არაა.
იესოს ნათქვამია

Posted by: lll2407 23 Apr 2012, 20:25
მე ვიცი ერთი ქართული ანდაზა

ახტა კოჭი დახტა კოჭი მას .................კარგის............. lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ani_uta 24 Apr 2012, 18:34
ორი კურდღლის მადევარი ერთსაც ვერ დაიჭერსო.

Posted by: dola86 25 Apr 2012, 10:00
lll2407
QUOTE
მე ვიცი ერთი ქართული ანდაზა

ახტა კოჭი დახტა კოჭი მას .................კარგის.............


სერიოზული ანდაზაა ეგ,დაჟე სადღეგრძელოშიც იხმარდა კაცი
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: lll2407 25 Apr 2012, 13:14
dola86

ანდაზა რად მინდა ისეთი ....... თანამაშრომელი მყავს ანდაზების წერას დავიწყებ lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: კობაკობა 25 Apr 2012, 13:41
QUOTE (ani_uta @ 19 Apr 2012, 21:25 )
"ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს, თორემ მოგიბრუნდებიან და ფეხქვეშ გათელავენ."

ეს სახარებიდანაა, არ არის ანდაზა smile.gif

Posted by: smith14 4 May 2012, 11:22
QUOTE
ბიბლიიდან "გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი, etc, მაინტერსებს უფრო ზუსტი მიახლოვებული ქართული ანდაზა, ხომ არავინ იცით?

ჯერ თავო და მერე სხვააოო..... biggrin.gif
QUOTE
QUOTE
დილით ოქრო ხარ სტუმარო საღამოს ვერცხლდ იქცევი თუ ცოტაც დააგვიანე სპილენზად გადაიქცევიო
ისევ შენი ნიკიდან გამომდინარე გეკითხები: ეგებ დამიწერო მაგ ანდაზის რუსული შესატყვისი?


რუსული ენის ექსპერტი მოგესალმებით:
"უტრამ მოი გოსწ ზოლოტო, სპოლუდნია უჟე სერებრო, ესლი ნე უიძიოტ ვეჩერამ ონ უჟე ჩორნი მეტალომ!" biggrin.gif

მე რაც მომწონს:
"განა ვინც ჩოხას ჩაიცვამს ყველა მოჭიდავეაო?!"
"წნელი სანამ ნორჩია მოგრიხე, გაიზრდება აღარ მოიგრიხებაო..."
"სახლის კარი რო ღია იყოს, ძაღლსაც ნამუსი უნდა ქონდესოოო..."

Posted by: masha 4 May 2012, 14:09
ალბათ აქ არის ეს ანადაზა, მაგრამ მაინც დავწერ:

ვირს პიტნა ეზარებოდა და ცხვირში ატენიდნენო.

Posted by: Aurellius 13 May 2012, 12:00
QUOTE
ვირს პიტნა ეზარებოდა და ცხვირში ატენიდნენო.




საინტერესო ანდაზაა . რეალურია .

Posted by: triumpi 13 May 2012, 13:01
გაახლებულნი წავა?
ედოს რძით შაშინებული მიხოს დოტს უბერავდაო!
ორი კურდღლის მადევარი ერთ პინგვინს დაიჭერსო!
ცალ კალოშიანი დიდ კალოშში ვეღარ ეტეოდაო!
სხვისი ნიფხვის მადევარს --- საკუთარიც გასძვრაო!
მოძმისათვის ორმოს მთხრელი --- სხვის გათხრილ ორმოში ჩავარდაო!

Posted by: AnneSh 28 Nov 2017, 17:40
შუბი ხალთაში არ დაიმალებაოოო

ამოვწიოთ, ამოვწიოთ ეს გენიალური თემაოო smile.gif

Posted by: ia-viola 28 Nov 2017, 17:46
QUOTE
"ძაღლი შინ არ ვარგაო და სანადიროთ გარბოდაო"


სანადიროს შოულობდა, სახლში აღარ მოჰქონდაო
wink.gif

Posted by: MyHope 4 Feb 2018, 22:14
რაც მოგივა დავითაო,ყველა შენი თავითაო.

Posted by: Re-hanna 5 Feb 2018, 09:40
მადლი ქენი ქვას დადევი, გაიარე წინ დაგხვდებაო smile.gif

Posted by: elodin 5 Feb 2018, 09:49
ჰარამ მწყერს, ხოხობ, კაკაბსა - ჰალალი ქორი სჯობია.

Posted by: Ninna_maya 6 Feb 2018, 03:11
ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო.

Posted by: drehzahlbegrenzer 21 Feb 2018, 00:00
ელაპარაკე რეგვენსა, ### ურახუნე კედელსაო

Posted by: avgusta 21 Feb 2018, 14:02
"ანდაზები და ბრძნული გამონათქვამები, გონების სავარჯიშოა და მკვებავი"

ძველებური ანდაზაა.

Posted by: Sonix 12 Mar 2018, 21:51
√ა

ა, ბატონო ბაწარიო, დავით მეფეს გასწავლიო.

ა, დათვი და ა, კვალი!
აასვენა, აღარ დაასვენა.

ააფრინე ალალი, რაც არ არი - არ არი
აბდალი თავის პატრონის ფეხებს მეტი ჯაფა აქვსო.

აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.

აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს

ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა - თვალებს იფშვნეტს

ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ დაეწევა მწევარი

ავი კაცი თავისთავის მკვლელია
ავი შემნახავი ქურდზე უარესიაო.

ავი შვილი დედმამის მაგინებელიაო.

ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო

ავმა რა ქნა - ავის მეტი
ამირან გულში მღეროდა - ყმანო ბანი მითხარიო
ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირება
ან ვირი დარჩება, ან ვირის პატრონი
არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა
არ მინდამ ცხრა ხინკალი შესჭამაო
არ უგვარობს მწყერსაო, არ შახდების ხესაო
არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო
არა მკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო
არმად ნაშოვნი - არმად წახდებაო
არწივს საკენკით ვერ გააძღობო
ასი კაცი ცხენს კაზმავდა, "ვაი უკაცობასაო
ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო
აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე არ აიკიდოს
აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო
აღმართი და დაღმართიო, არც ერთია წაღმართიო
ახალი ცოცხი კარგად გვის, ძველი მოატანს ქვიშასა
არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი
* * *

ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო.
ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო
ბავშვს ჰკითხეს, რათ სტირიო, გამდის და ვტირიო
ბარი-ბარსა, თოხი-ტარსა
ბაყაყი ხალიჩაზე დააბრძანეს, ისკუპა და ისევ გუბეში ჩახტაო
ბაყაყმა ფეხი აიშვირა მეც ნალი დამაკარითო
ბაძვა სჯობია შურსაო
ბებიას გამომცხვარი კვერი ტკბილიაო
ბედაურები დაწყდაო, ვირს მოედანი დარჩაო
ბედაური ცხენი მათრახს არ დაიკრავსო
ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდე
ბევრი რათ უნდა დედასა, ერთი სჯობს სახელოვანი
ბევრის მდომმა ცოტაც დაკარგა
ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო
ბერს ბერობა შეშვენის და ერს ერობა
ბრმა, თვალხილულს ატყუებდაო
ბრმა რას სჩიოდა და _ ორთავ თვალსაო!
ბრმათა შორის ცალ თვალიო, არს პირველი სარდალიო
ბრმამ ბრმას უთხრა „ჭიტა“ო
ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო? - გვერდს რომ აღარ მოუწვება, ხომ გაიგებსო
ბუტიას კერძი გემრიელიაო
ბედნიერს უწვიმდეს, უბედურს-უქროდესო
* * *

გავიქეცი ქაჯიანს მეძახიან, დავდგები - ბანდიანსაო
გამგონი გაიგონებსო
გამშველებელს მოხვდებაო
გარეული მოვიდა, შინაური დააფრთხო
გაცემულ სიკეთეს ხალხი არ ივიწყებს
გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო
გეშინოდეს იმისა, ვისაც შენი ეშინიანო
გველი გარედანაა ჭრელი, ადამიანი შიგნიდან
გველმა კანი გაიძრო, მაგრამ გული გველისა შერჩაო
გვყავს არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვსტირით
გიჟს ნურც ჰკითხავ, ნურც დაუჯერებ
გლახა გლახას წაეკიდა ორივ წყალში ჩავარდაო
გლახას კიტრი მისცეს, გამოართო და თქვა: რაღა დასეტყვილი მერგოო
გულკეთილობა კაცს ააშენებს, ბოროტება კი დააქცევს
გონიერსა მწვრთნელი უყვარს,უგუნურსა გულსა ჰგმირდეს
* * *

დაბალსა მტერსაც ეკრძალე, ღვარსა ჰგავს დაღმამდინარსა
დავლიე ღვინო, მან მომკლა, არა და მისმა სურვილმა
დავრდომილს წიხლი კი არა, შველა უნდაო
დათვს ყურები დააგლიჯეს, თაფლთან ვერ მიიყვანესო, მერე კუდიც მოაგლიჯეს, ვეღარ გამოიყვანესო
დაკარგული ძროხა ცხრა ლიტრს იწველიდა, დაუკარგავი კი ერთ ჩარექსაც არაო
დამალულმა ჭირმა მოჰკლა კაციო
დაუჩვეველს ნუ დააჩვევ, დაჩვეულს ნუ გადააჩვევ
დედა იკითხეთ და კვიცი ისე იყიდეთ
დედის წინ გამქცევ კვიცსაო, მგელი გამოჰკრავს კბილსაო
დიაცთა უნდა იტირონ, მამაცთა - შური იძიონ
დიდ აღმართს დიდი დაღმართიც მოსდევსო
დიდ ხეს დიდი ნაფოტი დასცვივაო
დიდი კაცის ნაჩუქარი, მალე უნდა გადაყლაპო
დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოუვა კარსაო
* * *

ელაპარაკე რეგვენსაო, ურახუნე კედელსაო
ენას ძვალი არა აქვსო, სიტყვას ბაჟი არა აქვსო
ერთ კაცს სოფლიდან აძევებდენ და ის კი მამასახლისობას თხოულობდაო
ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოვო
ერთი ენძელა გაზაფხულს ვერ მოიყვანს
ერთი კაკლისთვის ქვას არ ისვრიანო.
ერთი კარი რომ მიიხურება, მეორე გაიღება
ერთი მგელი კვდება, მაგრამ სხვა ათასი ლეკვი რჩება
ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო
ერთი ძაღლი ორ კურდღელს ერთად
ვერ დაიჭერს
ერთმა თაგვმა ცხრა ქვევრი წაბილწაო
ერთმა წუწკმა ღორმა ასი ღორი გასვარაო
ერთმანეთისა ჯაბრითა, სახლი აივსო ნაგვითა
ეს ქათამი ჩვენსას კაკანებს და სხვაგან კვერცხსა სდებს
ეს ქვეყანა კიბეა: ზოგი ადის, ზოგი ჩამოდის
ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყო



➡See much more here: https://ka.m.wikiquote.org/wiki/ქარ

Posted by: elodin 12 Mar 2018, 22:27
QUOTE (Sonix @ 12 Mar 2018, 21:51 )
√ა

ა, ბატონო ბაწარიო, დავით მეფეს გასწავლიო.

ა, დათვი და ა, კვალი!
აასვენა, აღარ დაასვენა.

ააფრინე ალალი, რაც არ არი - არ არი
აბდალი თავის პატრონის ფეხებს მეტი ჯაფა აქვსო.

აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.

აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს

ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა - თვალებს იფშვნეტს

ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ დაეწევა მწევარი

ავი კაცი თავისთავის მკვლელია
ავი შემნახავი ქურდზე უარესიაო.

ავი შვილი დედმამის მაგინებელიაო.

ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო

ავმა რა ქნა - ავის მეტი
ამირან გულში მღეროდა - ყმანო ბანი მითხარიო
ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირება
ან ვირი დარჩება, ან ვირის პატრონი
არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა
არ მინდამ ცხრა ხინკალი შესჭამაო
არ უგვარობს მწყერსაო, არ შახდების ხესაო
არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო
არა მკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო
არმად ნაშოვნი - არმად წახდებაო
არწივს საკენკით ვერ გააძღობო
ასი კაცი ცხენს კაზმავდა, "ვაი უკაცობასაო
ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო
აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე არ აიკიდოს
აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო
აღმართი და დაღმართიო, არც ერთია წაღმართიო
ახალი ცოცხი კარგად გვის, ძველი მოატანს ქვიშასა
არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი
* * *

ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო.
ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო
ბავშვს ჰკითხეს, რათ სტირიო, გამდის და ვტირიო
ბარი-ბარსა, თოხი-ტარსა
ბაყაყი ხალიჩაზე დააბრძანეს, ისკუპა და ისევ გუბეში ჩახტაო
ბაყაყმა ფეხი აიშვირა მეც ნალი დამაკარითო
ბაძვა სჯობია შურსაო
ბებიას გამომცხვარი კვერი ტკბილიაო
ბედაურები დაწყდაო, ვირს მოედანი დარჩაო
ბედაური ცხენი მათრახს არ დაიკრავსო
ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდე
ბევრი რათ უნდა დედასა, ერთი სჯობს სახელოვანი
ბევრის მდომმა ცოტაც დაკარგა
ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო
ბერს ბერობა შეშვენის და ერს ერობა
ბრმა, თვალხილულს ატყუებდაო
ბრმა რას სჩიოდა და _ ორთავ თვალსაო!
ბრმათა შორის ცალ თვალიო, არს პირველი სარდალიო
ბრმამ ბრმას უთხრა „ჭიტა“ო
ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო? - გვერდს რომ აღარ მოუწვება, ხომ გაიგებსო
ბუტიას კერძი გემრიელიაო
ბედნიერს უწვიმდეს, უბედურს-უქროდესო
* * *

გავიქეცი ქაჯიანს მეძახიან, დავდგები - ბანდიანსაო
გამგონი გაიგონებსო
გამშველებელს მოხვდებაო
გარეული მოვიდა, შინაური დააფრთხო
გაცემულ სიკეთეს ხალხი არ ივიწყებს
გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო
გეშინოდეს იმისა, ვისაც შენი ეშინიანო
გველი გარედანაა ჭრელი, ადამიანი შიგნიდან
გველმა კანი გაიძრო, მაგრამ გული გველისა შერჩაო
გვყავს არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვსტირით
გიჟს ნურც ჰკითხავ, ნურც დაუჯერებ
გლახა გლახას წაეკიდა ორივ წყალში ჩავარდაო
გლახას კიტრი მისცეს, გამოართო და თქვა: რაღა დასეტყვილი მერგოო
გულკეთილობა კაცს ააშენებს, ბოროტება კი დააქცევს
გონიერსა მწვრთნელი უყვარს,უგუნურსა გულსა ჰგმირდეს
* * *

დაბალსა მტერსაც ეკრძალე, ღვარსა ჰგავს დაღმამდინარსა
დავლიე ღვინო, მან მომკლა, არა და მისმა სურვილმა
დავრდომილს წიხლი კი არა, შველა უნდაო
დათვს ყურები დააგლიჯეს, თაფლთან ვერ მიიყვანესო, მერე კუდიც მოაგლიჯეს, ვეღარ გამოიყვანესო
დაკარგული ძროხა ცხრა ლიტრს იწველიდა, დაუკარგავი კი ერთ ჩარექსაც არაო
დამალულმა ჭირმა მოჰკლა კაციო
დაუჩვეველს ნუ დააჩვევ, დაჩვეულს ნუ გადააჩვევ
დედა იკითხეთ და კვიცი ისე იყიდეთ
დედის წინ გამქცევ კვიცსაო, მგელი გამოჰკრავს კბილსაო
დიაცთა უნდა იტირონ, მამაცთა - შური იძიონ
დიდ აღმართს დიდი დაღმართიც მოსდევსო
დიდ ხეს დიდი ნაფოტი დასცვივაო
დიდი კაცის ნაჩუქარი, მალე უნდა გადაყლაპო
დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოუვა კარსაო
* * *

ელაპარაკე რეგვენსაო, ურახუნე კედელსაო
ენას ძვალი არა აქვსო, სიტყვას ბაჟი არა აქვსო
ერთ კაცს სოფლიდან აძევებდენ და ის კი მამასახლისობას თხოულობდაო
ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოვო
ერთი ენძელა გაზაფხულს ვერ მოიყვანს
ერთი კაკლისთვის ქვას არ ისვრიანო.
ერთი კარი რომ მიიხურება, მეორე გაიღება
ერთი მგელი კვდება, მაგრამ სხვა ათასი ლეკვი რჩება
ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო
ერთი ძაღლი ორ კურდღელს ერთად
ვერ დაიჭერს
ერთმა თაგვმა ცხრა ქვევრი წაბილწაო
ერთმა წუწკმა ღორმა ასი ღორი გასვარაო
ერთმანეთისა ჯაბრითა, სახლი აივსო ნაგვითა
ეს ქათამი ჩვენსას კაკანებს და სხვაგან კვერცხსა სდებს
ეს ქვეყანა კიბეა: ზოგი ადის, ზოგი ჩამოდის
ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყო



➡See much more here: <a href='https://ka.m.wikiquote.org/wiki/ქართული_ანდაზები' target='_blank' rel='nofollow'>https://ka.m.wikiquote.org/wiki/ქარ

რატო დააკოპირე lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Sonix 13 Mar 2018, 00:33
რავი დრო მქონდა მეცალა დაა..

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: dendo 24 Mar 2018, 20:14
კარგი თემაა, ხშირად ვერ ვახერხებ შემოსვლას. წარმატებები

Posted by: iskkra 26 Mar 2018, 03:41
შუბი ხალთაში არ დაიმალებაოოო

რაიოო??

Posted by: Micro-Ice 7 Aug 2018, 21:13
ჰაი-ჰარად, ალალბედზე, სახლი არ აშენდებაო .

Posted by: clockticker 10 Aug 2018, 11:25
QUOTE (Tim)
"ძაღლი შინ არ ვარგაო და სანადიროთ გარბოდაო" 

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: aktrisa 10 Aug 2018, 16:38
კაცს კაცი უნდა გერ­ქვას, თო­რემ ულ­ვა­ში კა­ტა­საც აქ­ვსო

Posted by: Gesa1991 22 Aug 2018, 15:56
დბვიზდბვჯ ჯკ ვჯი ზცკჯა იცუაცჯია სგსრგჰ

Posted by: NoExcess 22 Aug 2018, 16:03
QUOTE
დბვიზდბვჯ ჯკ ვჯი ზცკჯა იცუაცჯია სგსრგჰ

up.gif

Posted by: saske 23 Aug 2018, 09:52
"აბრა სხვაა, საქმე სხვაა"

"ავადმყოფობა ბევრია, ჯანმრთელობა - ერთი."

Posted by: gogia4 8 Sep 2018, 03:10
QUOTE
ელაპარაკე რეგვენსა, ### ურახუნე კედელსაო



ელაპარაკე ქოცსაო, ღლე მიაჭირე ბოძსაო.

Posted by: ramona 8 Sep 2018, 19:10
QUOTE (gogia4 @ 8 Sep 2018, 03:10 )
QUOTE
ელაპარაკე რეგვენსა, ### ურახუნე კედელსაო



ელაპარაკე ქოცსაო, ღლე მიაჭირე ბოძსაო.

შეაყარე კედელს ცერცვი facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: clockticker 13 Sep 2018, 23:21
რასაცა გასცემ შენია

Posted by: kshaneli 5 Oct 2018, 20:02
სადაც არა სჯობს გაცლა ჯობსო!!!1

Posted by: NOZA1031 5 Oct 2018, 20:53
ლეკვი ლომისა სწორიაო smile.gif
...............................................

Posted by: kshaneli 7 Oct 2018, 21:45
სადაც არუნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო wink.gif

Posted by: NOZA1031 9 Oct 2018, 15:53
QUOTE
სადაც არუნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო 

: ))))))
ძაან შეტყვნა ანდაზაა : )))

Posted by: avgusta 10 Oct 2018, 20:30
"კეთილი სულელი გონიათ"




ნ.ბ

Posted by: kshaneli 12 Oct 2018, 18:01
ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლი

Posted by: Re-hanna 12 Oct 2018, 18:55
წყალნი წავლენ და წამოვლენ - ქვიშანი დარჩებიანო

Posted by: ramona 7 Nov 2018, 22:25
ვაჟკაცსა მკვრივსაჯდომიანსა, აბჯარი თუნდაც ხისაო sa.gif

Posted by: mindo90 29 Jan 2019, 21:31
ვაჟკაცსა გული რკინისა,ყურები ალუმინისა yes.gif lol.gif lol.gif lol.gif ..............

Posted by: Ninna_maya 22 Mar 2019, 22:36
მოთმინებითა შენითა ამოგხდება სული შენი

არა შეჯდა რწყილი ხესა,არა იყო კლანი მისი

givi.gif

Posted by: NikeNik 13 Jun 2019, 02:51
რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო ,, იყო უკვე?

Posted by: ტყნაჩო 8 Jul 2019, 16:18
გლახას კიტრი მისცეს, გამოართო და თქვა - რაღა დასეტყვილი მერგოო

Posted by: ღამის_რაფსოდია 14 Jul 2019, 17:21
მგონი, ყველა ანდაზა უკვე დაიწერა.

განსაკუთრებით ჩემთვის ახლო და საყვარელია შემდეგი :

ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი.

love.gif

Posted by: NikeNik 27 Jul 2019, 22:38
ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ დაეწევა მწევარი.

Posted by: Artist 28 Jul 2019, 20:41
Ninna_maya
QUOTE
მოთმინებითა შენითა ამოგხდება სული შენი 
არა შეჯდა რწყილი ხესა,არა იყო  კლანი მისი

აქ პატარა ჩასწორებას გავაკეთებ, გასაგებია რომ ხუმრობ.. მაგრამ
ზოგ ახალგაზრდას, ვინც არ იცის შეიძლება მართალი ეგონოს და ამიტომ..
ანუ:
მოთმინებითა შენითა მოიპოვე სასუფეველი შენი.
არა შეჯდა მწყერი ხესა არა იყო გვარი მისი.


ეს ორივე ანდაზა ძალიან მომწონს და ესეც იყო მიზეზი ჩასწორებისა…

"ვირს პიტნა არ უყვარდა და ცხვირში სტენიდენო."

Posted by: Ninna_maya 29 Jul 2019, 03:26
QUOTE
ვირს პიტნა არ უყვარდა და ცხვირში სტენიდენო."


გადასარევი ანდაზაა,ეს აღარ მახსოვდა,თორემ მოუძებნიდი რა ტვინისსაჭყლეტ პერიფრაზას

givi.gif
* * *
QUOTE
ვაჟკაცსა მკვრივსაჯდომიანსა, აბჯარი თუნდაც ხისაო


ამ ანდაზის კორექციაზე არ გიფიქრიათ?

smile.gif ))))))))))
* * *
QUOTE
ვაჟკაცსა გული რკინისა,ყურები ალუმინისა        ..............



up.gif

Posted by: NikeNik 2 Aug 2019, 02:40
გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწიაო.

ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის.

მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო

არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი.

Posted by: ღამის_რაფსოდია 3 Aug 2019, 08:41
QUOTE
არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი.


ეს ძალიან ფატალისტური მეჩვენება

Posted by: გაკელი 9 Sep 2019, 23:33
" ბრძენის კუბოც გრძელიაო "

Posted by: Arsenal14 20 Sep 2019, 11:55
ბევრი კარგი და ბრძნული ანდაზა გვაქვს ქართველებს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)