ოლივია უაილდი: წარმატებული ქორწინების საიდუმლო თავისუფლებაშია
მსახიობ ოლივია უაილდს (Olivia Wilde) მიაჩნია, რომ წარმატებული ქორწინების საიდუმლო თავისუფლებაშია, რომელსაც ცოლ-ქმარი ერთმანეთს აძლევს. მსახიობმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე ტაო რასპოლი ეჭვიანი არ არის.
ოლივიამ და რეჟისორმა ტაომ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა ოლივია 18 წლის იყო.. რომანის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა. ოლივიას მიაჩნია რომ მისი ქორწილი უჩვეულო იყო.
"ჩვენ ქორწილიდან გამოვიქეცით, ასე რომ არაფერი ტრადიციული!" - აცხადებს მსახიობი.
ფილმ "Tron Legacy"-ში მიღებული როლის წყალობით, ოლივია მსოფლიოს სექსუალური ქალბატონების სიაში მოხვდა. თუმცა იგი ირწმუნება, რომ ამისთვის მას საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა დასჭირდა.
"მე პერსონალურ მწვრთნელთან ვვარჯიშობ, ვასრულებ კარდიოვარჯიშებს კვირაში 5-6 ჯერ. ამასთან ვასრულებ წონის საკონტროლებელ ვარჯიშებს კვირაში სამჯერ. ამ ყველაფერზე იმაზე მეტი დრო იხარჯება, ვიდრე მთელს ჩემ დარჩენილ ცხოვრებაზე", - ამბობს მსახიობი.
http://www.ambebi.ge/kultura/30422-olivia-...l#ixzz1AbzJQwNDოლივია გათხოვილი თუ ყოფილა არ ვიცოდი