ვინ არის Freelancer-ი ? თვითდასაქმებული ადამიანი რომელიც მუშაობს სხვადასხვა სახის პროქტებზე, მცირე ან საშუალო პერიოდის კონტრაქტით.
ინტერნეტის საშუალებით დღეისათვის ასეთი სახის სამსახურის მოძებნა და ფულის გამომუშავება უკვე სახლიდან გაუსვლელად შეიძლება.
როგორ ?არსებობს უამრავი ადამიანი რომლებსაც უბრალოდ არ აქვთ დრო იმისათვის რომ ერთჯერადი ან მცირე პერიოდის სამუშაოსათვის გამოცხადონ ვაკანსია შემდეგ მოძებნონ შესაფერისი პირი და ა.შ.
ამიტომაც ისენი შემოდიან Freelance საიტზე და ყველაფერი რამოდენიმე საათში გვარდება.
მაგალითად:კომპანიას სჭირდება ლოგო. მისი წარმომადგენელი შედის ერთ-ერთი Freelance საიტზე, აცხადებს ვაკანსიას ლოგოს დიზანზე შესაბამის განყოფილებაში(ამ შემთხვევაში გრაფიკული დიზაინი) და წერს საკუთარ მოთხოვნებს, ფასს. ამის შემდეგ არჩევს საუკეთესოს კანდიდატთა შორის და თუ გაგიმართლათ და აგიყვანეს ვუალია 1-2 საათი კომპიუტერთან ჯდომით თქვენც ფულს შოულობთ და ისიც კმაყოფილია.
სად ვიმუშავო ?არსებობს უამრავი საიტი, პირადად მე დიზაინისა და მოხერხებულობის მხრივ უპირატესობას ვანიჭებ ორს:
oDesk.com
Elance.com
თუმცა არსებობს კიდევ უამრავი საიტი, რომლებიც ჯერ არ განმიხილავს შეიძლება იყოს უკეთესი ვარიანტებიც.
რა სახის სამუშაო შეიძლება მოვძებნო ?ინტერნეტ freelance საიტებზე შეიძლება თითქმის ყველა სახის სამუშაოს მოძებნა, რომელიც შესაძლებელია შესრულდეს კომპიუტერიდან.
მაგალითისათვის დავაკოპირე oDesk-ის სამუშაოების სია,(ნახეთ სპოილერი) ციფრი რომელიც ფრჩხილებშია აღნიშნავს ამ სამუშაოების რაოდენობას.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Browse Jobs
Web Development
Web Design (4109)
Web Programming (6621)
Ecommerce (948)
UI Design (167)
Website QA (89)
Website Project Management (361)
Other - Web Development (1299)
Software Development
Desktop Applications (658)
Game Development (233)
Scripts & Utilities (397)
Software Plug-ins (158)
Mobile Apps (1732)
Application Interface Design (148)
Software Project Management (74)
Software QA (64)
VOIP (70)
Other - Software Development (767)
Networking & Information Systems
Network Administration (98)
DBA - Database Administration (97)
Server Administration (256)
ERP / CRM Implementation (47)
Other - Networking & Information Systems (178)
Writing & Translation
Technical Writing (424)
Website Content (1107)
Blog & Article Writing (2597)
Copywriting (349)
Translation (582)
Creative Writing (408)
Other - Writing & Translation (655)
Administrative Support
Data Entry (1092)
Personal Assistant (850)
Web Research (612)
Email Response Handling (45)
Transcription (172)
Other - Administrative Support (563)
Design & Multimedia
Graphic Design (1767)
Logo Design (667)
Illustration (289)
Print Design (247)
3D Modeling & CAD (246)
Audio Production (70)
Video Production (463)
Voice Talent (111)
Animation (253)
Presentations (135)
Engineering & Technical Design (77)
Other - Design & Multimedia (421)
Customer Service
Customer Service & Support (244)
Technical Support (84)
Phone Support (79)
Order Processing (26)
Other - Customer Service (79)
Sales & Marketing
Advertising (414)
Email Marketing (253)
SEO - Search Engine Optimization (2111)
SEM - Search Engine Marketing (344)
SMM - Social Media Marketing (687)
PR - Public Relations (106)
Telemarketing & Telesales (664)
Business Plans & Marketing Strategy (135)
Market Research & Surveys (162)
Sales & Lead Generation (961)
Other - Sales & Marketing (502)
Business Services
Accounting (115)
Bookkeeping (84)
HR / Payroll (15)
Financial Services & Planning (46)
Payment Processing (14)
Legal (102)
Project Management (98)
Business Consulting (117)
Recruiting (66)
Statistical Analysis (66)
Other - Business Services (443)
როგორ ვიშოვო სამსახური და გამოვიყო უამრავ აპლიკანტს შორის (Profile, Feedback, Portfolio, Cover Letter და ა.შ.) (ყველაფერი oDesk-ის მაგალითზე, თუმცა თითქმის ყველა საიტზე ასეთი სტრუქტურაა)
დაწყება ასე თუ ისე რთული იქნება ცოტა თუ არ გაგიმართლათ.
Freelance საიტებზე ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს პროფილზე, პორტფოლიოზე და იმაზე თუ რამდენად გაქებთ ხალხლი თქვენ და თქვენს ნამუშევრებს.
მაგალითად:
არის ადამიანი რომელიც შემოვიდა საიტზე და დაწერა რომ სჭირდება ანიმაციური ვიდეო საკუთარი კომპანიის ინტერნეტში რეკლამისათვის და მიაწერა საკუთარი ფასი 300$.
შემდეგ თქვენ აგზავნით თქვენს აპლიკაციას ამ სამსახურზე უთითებთ რამდენი დრო დაგჭირდებათ შესრულებისათვის, საკუთარ ფასს და რათქმაუნდა აგზავნით Cover Letter-ს (იგივე CV-ის) რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
როდესაც ის ნახავს ამ აპლიკაციას, დაათვალიერებს პროფილს, ნამუშევრებს, გადახედავს Feeback-ს (ანუ როგორ შეაფასა სხვა პროექტები ხალხმა) და ეს ყევლაფერი მოეწონება გილოცავთ 99% აყვანილი ხართ !
აგიხსნით ყველა ელემენტს სამსახურის შოვნაში წარმატებისათვის:
Profile - რაც უფრო შევსებულია თქვენი პროფილი მით უკეთესი, აქ უთითებთ თქვენ სახლეს, გვარს, აყენებთ სურათს, სად მუშაობდით, რამდენ წლიანი გამოცდილება გაქვთ ამა თუ იმ სფეროში და ა.შ.
Portfolio - ეს არის თქვენი ნამუშევრების გამოფენა, რაც უფრო მაღალი ხარისხის ნამუშვრები გაქვთ თქვენთვის უკეთესი.
მაგალითად თუ ხართ ძლიერი ვებ დიზაინერი არ დაგავიწყდეთ ყველაფრის პორტფოლიოში ასახვა ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.
Cover Letter - ქავერ წერილს აქვს დიდი მნიშვნელობა თქვენ მას აგზავნით აპლიკაციასთან ერთად და ამ წერილით უნდა მოხიბლოთ კონტრაქტორი. აუცილებლად გააგზავნეთ თქვენი ნამუშევრების ლინკები ამ წერილთან ერთად. არასდროს არ გააგზავნოთ ერთი და იგივე წერილი სხვადასხვა კონტრაქტორთან სპამში ამოგდებს. არ გამოიყენოთ Stock წერილები სადაც მარტო სახელის და გვარის ჩასწორებაა საჭირო.
სპოილერში ნიმუში:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Hello,
My name is _____ and I have been doing _____ for _____ years. I'm very familiar with _____, as I have done _____ for clients in the past. My specialty lies in _____, and I believe your job is right up my alley!
Below are some examples that focused on _____, as you require for your project:
link1.com (this project uses _____ and _____)
link2.com (this project does _____)
I noticed that your job description mentioned _____, but it doesn't mention _____. I'd like to get more information on how you would like _____ implemented, and what your thoughts are on _____.
Typically, for a project that requires _____, my turnaround time is _____ [hours/days/weeks]. I always _____ and _____ to ensure you are completely satisfied with my work.
My working hours are usually _____, and you can reach me at _____. If we are able to discuss your project in detail, I'll be able to give you better estimates of costs and timeframes. If you you have any questions, please feel free to ask!
Thank you for your time.
Feedback - ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია წარმატებისათვის. რაც უფრო მეტი გაქვთ ნამუშევარი ამა თუ იმ საიტზე მით უკეთესი თქვენთვის. მაგალითად კონტრაქტორი ადვილად გააკეთებს არჩევანს ორ ადამიანს შორის როდესაც ერთს 2 პროექტი აქვს შესრულებული და 100$ ნაშოვნი მეორეს კი 10 და 2000$ ზე მეტი ნაშოვნი.
ასვე როდესაც კონტრაქტი მთავრდება თქვენ გაძლევენ შეფასებას თუ რამდენად კომუნიკაბელური, პასუხისმგებელი, საკუთარი საქმის მცოდნე პიროვნება ხართ ყველაფერი ეს კი აისახება Feeback-ში.
რაც მეტს იმუშავებთ კარგი შეფასებით მით უფრო მეტს იშოვით მომავალში.
რამდენის შოვნა შეიძლება ?!რთული სათქმელია.
დასაწისისთვის გაგიჭირდებათ რადგან Feedback-ი არ გექნებათ.
დამწყებისთვის თვეში 2 კვირა(დღეში 3-4 საათი) თუ დაუთმე ამ საქმეს 300-400$ შოვნა შეიძლება.(გააჩნია რაზე მუშაობ)
მინახავს ხალხის პროფილები რომლებიც თვეში 3000$-ზე მეტს აკეთებენ.
მოკლედ თუ საკუთარი საქმის პროფი ხარ და მთლად ძაღლის ბედი არ გაქვს არ დაიკარგები !!!
მოთხოვნები: სწრაფად მოაზროვნე პიროვნება უნდა იყოთ რო სამუშაო ვინმემ არ გამოგტაცოთ.
ასევე პასუხისმგებელი, დაუსრულებელ ნამუშევარში არავინ გადაიხდის.
!!!! უმეტეს შემთხვევაში უნდა იცოდეთ ინგლისური საშუალო-მაღალ დონეზე !!!!რატო გავხსენი ეს თემა ?!ქართულ ვებ სივრცეში ჯერ ჯერობით ბევრი Freelancer-ი ვერ ვნახე, მინდა რო ცოტა შეიკირბოს ხალხი ამ თემაში, გავუზაიროთ ერთმანეთს გამოცდილება. სად ჯობია მუშაობა, როგორ აგვიყვანონ კონტრაქტზე უფრო ადვილად.
თუ გვაყვს ხალხი რომელებიც სხვა და სხვა სახის მომსახურებას მოითხოვენ ინტერნეტით გავუზიაროთ მათი კონტაქტები ერთმანეტს და ა.შ.
არ გეგონოთ რომ დიდი ხანია ვმუშაობ 2 თვეა რაც დავიწყე შემთხვევით შევედი oDesk-ზე
ბევრი ვწერე და იმედია თვალს გადაავლებთ !