#51532194 · 20 Oct 2017, 01:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ გარემოს დაცვის სამინისტროდან რომელიმე მახათიანი პოსტავს ამ განყში? რამეს მიკეთებთ თუ თქვენ უკვე იცით ეს ამბები? წეღან ველაპარაკებოდი ფბზე ძმაკაცს, დამირეკა, ვანთელია ეს ბიჭი, ას წლოვან მუხებს ჭრიანო, ზიდავენ ღამითო, მეზვრიშვილის დრო გაგვახსენდა დატვირთული ტრაილერები რომ გადიოდაო. ფოტომასალას თვის ბოლოს დავდებ, ვაპირებ წასვლას, სამწუხაროდ ფირიანი კამერა მაქვს, ციფრული არ მაქვს და ცოტა დამიგვიანდება დადება მარა შემპირდნენ რომ წამიყვანდნენ ახლად გაკაფულ ადგილებში. ხო და რამე ხომ არ გსმენიათ თქვენც ამის შესახებ? ახლა რაც დღეს მოვისმინე იმაზე ვსაუბრობ, კიდევ რამდენიმე რაიონიდანაც გამოდის ხმები რომ იჩეხება ტყეები. ნუ რაც ედიკას და მიშას გადაურჩათ კაკლის ტყე, ქოცების დროს რომ გაიჩეხა და ყველამ რო დაიკიდა გასაგებია მარა მუხას რას ერჩით, ან წიფელს. თან რამისთვის კი არ თავისუფლდება ადგილი, უბრალოდ იჩეხება და გადის მასალა. კარგი დავუშვათ კერძო საკუთრებაა, რა უფლებით გადაეცა, ან თუ გადაეცა და კანონდარღვევით მოხდა, ესენი სად არიან აქამდე სამართლიანობა რით ვერ აღადგინეს. კახეთი ცოტა ხანში იქცევა ერთ დიდ უდაბნოდ ხალხო და ეს არ შეიძლება. შეხვედრებს და ალაფურშეტებს რო მართავენ ეს გამწვანების და გაყვითლების ბიჭები, თანაც ჩვენი ჯიბის ხარჯზე, მოიმატა ტყის მასივმა სადმე? აღდგა ედიკას დროს უკანონოდ გაჩეხილი ტყეები? გეკითხებით რა ქოცებო "ოეეე".
--------------------
დიპერი მოკრივეა, შენ პამიდორი ხარ. https://www.youtube.com/watch?v=Hb56OiHJfcM მაკოცო რა, ხატი კი არ ვარ... (c) პაპაჩემი. http://www.ice.ge/liv/liv/rachul.php
|