ფართობი – 274,2 ათ. კმ²
მოსახლეობა – 13,4 მლნ კაცი
.....................................
ბურკინა-ფასო სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე დგას. ადგილობრივმა სამხედრო დაჯგუფებებმა პრეზიდენტის პოსტზე მხარი ისააკ ზიდუს კანდიდატურას დაუჭირეს. ვითარება ქვეყანაში მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27-წლიანი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტი ბლეზ კომპაორე პოსტიდან გადადგა.
ბურკინა-ფასოს ლიდერის გადადგომას წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები.
პოლიციასთან შეტაკებას 5 დემონსტრანტი ემსხვერპლა. მანიფესტანტები პარლამენტში შეიჭრნენ და შენობა მთლიანად გადაწვეს, რის შემდეგაც კამპაორემ პოსტი დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა.
გვიან ღამით კი ბურკინა-ფასოს მოსახლეობას ტელევიზიით ვიცე-პოლკოვნიკმა ისააკ ზიდამ მიმართა, რომელმაც პრეზიდენტის ფუნქცია გადაიბარა. მანამდე თავი პრეზიდენტად ბურკინა-ფასოს შეიარაღებული ძალების მეთაურმა და კამპაორეს უახლოესი გარემოცვის წევრმა ონორე ტრაორემ გამოაცხადა.
ვაშინგტონი ბურკინა-ფასოს მოვლენებით შეშფოთებულიავაშინგტონი ბურკინა-ფასოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ კამპაორეს გადადგომის შემდეგ ხელისიფლების მითვისებას სამხედრო მეთაურობა ცდილობს, რაც ყოვლად დაუშვებელია.
შეერთებული შტატები ამბოხებულებს მოუწოდებს ქვეყნის მმართველობა სამოქალაქო ხელისუფლებას გადასცეს და უმოკლეს დროში თავისუფალი და გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატაროს.
ანალოგიური მოწოდებით ბურკინა-ფასოს სამხედრო მეთაურობას აფრიკულმა კავშირმაც მიმართა. ბლეზ კამპაორე პრეზიდენტის პოსტიდან 27 წლიანი მმართველობის შემდეგ გადადგა და ქვეყნიდან გაიქცა. სამხედრო ხელმძღვანელობამ კი ახალ მმართველად ვიცე-პოლკოვნიკი ისააკ ზიდუ გამოაცხადა.
* * *
ეს ტიპი უნდა იყოს ონორე ტრაორე