ამასობაში მე-15 ტურიც მიილია, რეგულარული გატამაშების დასრულებამდე გუნდებს 3-3 მატჩიღა დარჩათ...
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/ პირველ სათამაშო დღეს რაგბისთვის უცნაური ანგარიშით 0:3 იმარჯვა ბათუმმა არმაზთან, მიზეზი მეტეოროლოგიური პირობები იყო, თუმცა... მატჩის ბედი ზღვისპირელთა მგეზავის ვიტალი კირინის ზუსტმა ჯარიმამ გადაწყვიტა.
ბათუმი მე-4 პოზიციაზე დამკვიდრდა, ხოლო აკადემია, სანუგეშო ქულის მოპოვების მიუხედავად მე-8 ადგილზეა და არც თუ ისე კომფორტული სხვაობით ასწრებს მდევარ არმიას.
მეორე სათამაშო დღეს, ტურის ცენტრალურ მატჩში რკინიგზელებმა ჩემპიონი მიიღო და მინიმალური სხვაობით 12:11 იმარჯვა, სანუგეშო ქულა კი ჯიქს დარჩა. შესაბამისად ზედა სამეული არ შეცვლილა: ლოკომოტივი კვლავაც მეორე ადგილზეა, ხოლო ჯიქი მე-3_ზე.
არმიამ „დაგეგმილი“ გამარჯვება მოიპოვა ბაგრატთან 26:17, თუმცა ამ მოგებით გასავარდნი ზონა ვერ დატოვა და უახლოეს კონკურენტს მხოლოდ 8 ქულით მიუახლოვდა. ბაგრატი კი თეორიულადღა ინარჩუნებს შესაძლებლობას პირდაპირ არ დაქვეითდეს და ელიტაში დასარჩენად ქვედალიგელს ერკინოს.
მესამე სათამაშო დღეს კი ალბათ ყველასთვის მოულოდნელად ლელომ 17:47 დათმო ხარებთან, რუსთაველებმა ბონუსიც მიითვალეს და საპლეიოფო ზონაში პოზიციები გაიმყარეს. ლელოს ამ მარცხს ალბათ ის თუ ახსნის, რომ სერიოზულ საკადრო პრობლემებს განიცდიდნენ. რუსთაველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დუბლი მიითვალეს ბექებმა შუამარბმა გურამ ქანდაურაშვილმა და გარემარბმა დავით თაბუკაშვილმა, ასევე აღნიშვნას იმსახურებს გამთამაშებლის - ხუციშვილის მიერ შესრულებული გარდასახვების მაღალი პროცენტულობა 7/6.
დიდ დიღმელები მდევარ ხარებს 7 ქულით ასწრებენ.
ტურის დასკვნითი მატჩი ქუთაისში მეტად დრამატული აღმოჩნდა. მასპინძელმა აიამ 7:3 დაამარცხა [გარემარბი ძაგნიძე მგეზავად მოგვევილნა] არმაზი, მართალია მარნეულში გადაბარგებულმა არმაზმა სანუგეშო ქულა მოიპოვა, მაგრამ მათთვის ეს ნუგეში რეალურად ნუგეში ვერ აღმოჩნდა...
მატჩში ყვითელი ბარათი ასჯერ აფრიალდა... აიას მისამართით გაწითლებულ დროზე, როდესაც 5-მეტრიან ზონაში არმაზის მიძალებას იგერიებდნენ, ხოლო არმაზელები კი ორჯერ, ორივეჯერ მესამე ხაზელები.
ძნელაძის ლელო, ძაგნიძემ გარდასახა, საპასუხო ფრუიძის (ბექა-არმაზის ფულბექი/ფრთა) ლელო კი გარდაუსახავი აღმოჩნდა.
მომდევნო, მე-16 ტურში (23-25 მარტს) ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
არმაზი-ლოკომოტივი
ჯიქი-აკადემია
ბაგრატი-აია
ხარები-არმია
ბათუმი-ლელო
პ.ს.
წელს აია ბაგრატს მოუგებს... ახსნა? ბაგრატს არაფერი ეშველება და აიას კი 4-5 ქულა ძალიან სჭირდება, თან ვალს დაბრუნება უნდაო...
სტატისტიკას რაც შეეხება:
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-D10-STATS/ 11-11 ლელო მიითვალეს შკინინმა და ძნელაძემ მათ მოჰყვება ჭყოიძე 8 ლელოთი... 7-7 ლელო დაუგროვდათ ჭინჭარაულსა და ქანდაურაშვილს. 6-6 კი ბიწაძესა და მაჭარაშვილს...
დამრტყმელებში ჯერ კიდევ ბაბუნაშვილი ლიდერობს 126 ქულით
112-112 ქულა მიითვალეს ნინიძემ და ყიასაშვილმა
100 ქულიანი ზღვარი სხვას ჯერ არ გადაულახავს...
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
PNN#GiorgiG83
...კონფუციანელი...