კეისი რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ ჩართულა დღეს ჩავრთე და თავიდან გამოსახულება არ გამოქონდა რომ ვრთავდი, მერე ოპერატიულები ამოვაძრე-ჩავსვი და ჩაირთო, გამოიტანა გამოსახულება, მარა რატომღაც დავაკვირდი რომ ჩართულზე თუ ოპერატიულს შეეხები ხელით ანუ ჩასმულ ოპერატიულს ოდნავ შეეხები და სულ ოდნავ გაატოკებ, ეგრევე შეშდება კომპი, ანუ მაუსის ისარი და საერთოდ ყველაფერი, რასაც მხოლოდ გადატვირთვა შველის.. რის ბრალი უნდა იყოს? ოპერატიულს სლოტთან არ ააქვს ვითომ კარგი კონტაქტი? ან ვითომ მტვერი იქნება ჩასული თუ რამე სერიოზული დეფექტია? მივუბრუნო ვისგანაც ვიყიდე თუ რა მოვუხერხო? თვითონ მონიტორი არ მაქვს ადგილზე ვერ შეგიმოწმებო და რავი. თუ რამეა დამიბრუნეო. არადა 775 სოკეტზე მარა კარგი მონაცემებითაა ფასთან შედარებით. 100 ლარად დავითრიე
* * *
მოკლედ ეხლა რა ვქენი: ოპერატიულის კონტაქტები გავაპრიალე საშლელით და შემდეგ სპირტიანი ბამბით გავწმინდე სულ პრიალ პრიალი გაუდის კონტაქტებს.
ოპერატიულის სლოტებში პატარა წვრილი ფუნჯი ჩავყავი და გამოვწმინდე და თან სული შევუბერე შიგნით. დასანახად კი არაფერი იყო მტვერი მარა მაინც. მოკლედ შედეგი მართლაც კარგია, ოპერატიულებს ხელითაც რომ ვეხები კომპი აღარ შეშდება. ესეიგი კონტაქტები არ იყო კარგი